Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15235

თბილისში, ქუთაისსა და ონში სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების თარიღები შეიცვალა –დეტალები

$
0
0

საქართველოს მთავრობის მიერ უქმე დღეების გამოცხადების მიზეზით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრების თარიღები საქართველოის სამ ქალაქში შეიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

გიორგი ამილახვარის უწყების განმარტება და ახალი თარიღები ასეთია:

“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გაცნობებთ, რომ “უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N153 დადგენილების თანახმად 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი განისაზღვრა უქმე დღეებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებების თარიღები შეიცვალა. კერძოდ, დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება:

ქალაქ თბილისში 2024 წლის 8 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს, ხოლო 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად 2024 წლის 14 მაისს.

ქალაქ ქუთაისში 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს.

ქალაქ ონში 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს.

აქვე გაცნობებთ, რომ გასაუბრების ადგილი და საათი უცვლელია”, – წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

გამოქვეყნდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგი და შეფასების კრიტერიუმები

The post თბილისში, ქუთაისსა და ონში სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების თარიღები შეიცვალა – დეტალები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15235

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ლიმონის ლიქიორი


როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი თვის რიცხვების მიხედვით


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


ქართველთ კათოლიკეთ არქიმანდრიტი პავლე შაჰყულიანი (ჭილიმუზაშვილი) : 1769-1855 წ.


სოკოს ღვეზელები ბრინჯით


საკვერცხეების კაუტერიზაცია


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


Poets of the Fall - Cradled in Love


ურეკში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>