Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14643

ალტე უნივერსიტეტი Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის პარტნიორია

$
0
0

ალტე უნივერსიტეტი რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიების – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის პარტნიორია.

ღონისძიება 20-22 ივნისს გაიმართება და ტექნოლოგიის სფეროში მოღვაწე ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს გააერთიანებს.

20 ივნისს, ღონისძიების მეორე დღის ერთ-ერთი მასპინძელი ალტე უნივერსიტეტი იქნება. უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართება შეხვედრების სერია თემაზე: “Innovations Beyond Banking“, რომელსაც საქართველოს ფინტექ ასოციაცია უხელმძღვანელებს.

ფინტექ სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადია. ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ ინდუსტრიის ტრანსფორმაციის მაგალითებზე, ახალ ინოვაციებსა და წარმატებული კოლაბორაციის საჭიროებებზე – ძლიერი ფინანსური ეკოსისტემის შესაქმნელად.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები.

20 ივნისი | 17:00 საათი
ალტე უნივერსიტეტის კამპუსი


Viewing all articles
Browse latest Browse all 14643

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>