Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14687

ევროპარლამენტის მოდელირება 2025 GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში სამ დღეს მიმდინარეობდა ევროპის აკადემიური ცენტრისა და გრუნის ერთობლივი პროექტი – „ევროპარლამენტის მოდელირება 2025“.

პროექტმა გააერთიანა მოტივირებული ახალგაზრდები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც სურთ, მიიღონ ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ და მიაღწიონ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე.

ევროპარლამენტის მოდელირების პროცესში მონაწილეობდნენ გრუნის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ასევე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები:

  • ნინო ქობალია
  • თიკო რობაქიძე
  • ლიზი კუსრაშვილი
  • ლიკუნა ჭაფოძე
  • მარიამ მესაბლიშვილი

პროექტში მონაწილეობა დაეხმარა სტუდენტებს, უკეთ გაეაზრებინათ ევროპული პოლიტიკის ძირითადი მექანიზმები და შეეძინათ პრაქტიკული უნარები რეალურ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისათვის.

პროექტის გამარჯვებულთა შორის დასახელდა გრუნის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი – ლიკუნა ჭაფოძე, რომელმაც მოიპოვა მესამე ადგილი, 30%-იანი დაფინანსება სასწავლო ვიზიტისთვის ევროპაში და კომიტეტის საუკეთესო დელეგატის წოდება.

უნივერსიტეტი ულოცავს ლიკუნა ჭაფოძეს ამ წარმატებას!

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერტიფიკატი.

ევროპის აკადემიური ცენტრი გრუნის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლების, არაფორმალური განათლების გაძლიერებისა და საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების განვითარების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს ინოვაციურ, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო და გაცვლით საერთაშორისო პროგრამებს.


Viewing all articles
Browse latest Browse all 14687

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>