Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14660

ილიაუნიში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „შუა საუკუნეების ქართული საისტორიო მწერლობა“ გაიმართება

$
0
0

7 მაისს, 11:00 საათიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, გაიმართება ერთდღიანი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „შუა საუკუნეების ქართული საისტორიო მწერლობა“.

კონფერენციის მიზანია ქართულ საისტორიო მწერლობასთან დაკავშირებული მთელი რიგი „სადავო“ საკითხების ახლებურად გააზრება და ინტერპრეტაცია.

მომხსენებლები (ილიაუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები) განიხილავენ „ქართლის ცხოვრების“ სხვადასხვა ტექსტთან და მათ ავტორებთან დაკავშირებულ საკითხებს; ასევე, ამ ტექსტების ასახვის მცდელობებს ახალ ქართულ ლიტერატურაში და პარალელებს მსოფლიო საისტორიო თხზულებებთან. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილად.


Viewing all articles
Browse latest Browse all 14660

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>