ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში გეოგრაფიის გამოცდის მიმდინარეობისას, წესების უხეშად დარღვევის მიზეზით, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა, მას საგამოცდო სექტორში ტელეფონმა დაურეკა.
მომხდარის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ექსკლუზიურად Aris.ge-განათლებას განუცხადა.
„მსგავსი შემთხვევა გასულ წელს ჩვენ არ გვქონია, ეს ძალიან სამწუხაროა, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ გარემოს გაუმჯობესებას ხელი, რადგან გამოცდიდან მოხსნის ფაქტები აღარ არსებობდეს. აბიტურიენტი მოიხსნა ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, რომელსაც გამოცდების მიმდინარეობისას მობილურმა დაურეკა. ფაქტია, რომ მან საგამოცდო სექტორში მოახერხა მობილურის შეტანა. თუ რეგისტრაციის პროცესს უფრო გავამკაცრებდით, ყველაფერი აბიტურიენტის სასარგებლოდ დამთავრდებოდა, ის ვერ მოახერხებდა სექტორში მობილურის შეტანას და გამოცდიდანაც არ მოიხსნებოდა“,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბათუმის საგამოცდო ცენტრშიც ერთი პედაგოგი და რამდენიმე აბიტურიენტი მოიხსნა.
როგორც Aris.ge-განათლებისთვის გახდა ცნობილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მომავალი წლისთვის აბიტურიენტების ცნობარში ცვლილებებსა და რიგი საკითხების დაზუსტებას გეგმავს, რომელიც აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნას შეეხება.
აბიტურიენტების საგამოცდო პროცესიდან მოხსნის წესში ცვლილებები შედის
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა
გამოცდაზე ელექტრო საათის შეტანის მიზეზით კიდევ ერთი აბიტურიენტი მოიხსნა
საგამოცდო პროცესის უხეშად დარღვევისათვის გამოცდებიდან 1 აბიტურიენტი მოიხსნა
რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი ეროვნული გამოცდიდან?
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი აბიტურიენტებისთვის
გიორგი ედიშერაშვილი – გორი