Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14521

თამარ სანიკიძე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ცენტრი საზეიმოდ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სპორტისა და ახალგაზრდობს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნეს.

განათლების სამინისტროს ცნობით, თბილისს კიდევ ერთი ულტრათანამედროვე სპორტული კომპლექსი შეემატა, რომელიც განსაკუთრებულია იმით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებისთვის არის განკუთვნილი, რაც უნიკალური მოვლენაა არა-მარტო ჩვენი ქვეყნის არამედ, მთლიანად რეგიონის მასშტაბითაც.

კომპლექსი მულტიფუნქციურია და ყველა საშუალებას იძლევა, პარასპორტსმენები და მათი მწვრთნელები სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოემზადონ, ასევე გაიარონ სარეაბილიტაციო და ფიზიოთერაპიის კურსები.

კომპლექსში ყველა პირობაა უმასპინძლოს პარასპორტულ ტურნირებს, არამარტო თბილისისა და საქართველოს მასშტაბით, არამედ მიიღოს უცხოელი პარასპორტსმენები და საერთაშორისო ტურნირები გამართოს სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი შშმ და სსსმ მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათ კეთილღეობაზე ზრუნვაა. შესაბამისად, სამინისტრო მიესალმება პარასპორტის განვითარების ცენტრის გახსნას და იმედს იტოვებს, რომ აქ არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღიზრდება.” -აღნიშნულია სამინისტორ ოფიციალურ გვერდზე.


Viewing all articles
Browse latest Browse all 14521

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>