საქართველოს განათათლებისა და მეცნიერების მინსიტრი, თამარ სანიკიძე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) რეგიონული ვიცე-პრეზიდენტის მოადგილეს ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ფატიმა სუმარის და კორპორაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო საქართველოსთვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიოინ აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროგრამების განხილვა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კატერი კლემენტიმ.
კორპორაციის მეორე კომპაქტის მიზანია საქართველოში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური განათლების ხარისხის გაძლიერება ადამიანურ კაპიტალის განვითარების გზით. კომპაქტი ემსახურება საქართველოში სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.