Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14493

აწსუ–ში მოსწავლეებისა და სხვა მსურველთათვის სამეცნიერო პიკნიკი –„მეცნიერება სახალისოა“ გაიმართება

$
0
0

21 აპრილს 2 საათიდან 5 საათამდე და 22 აპრილს 11 საათიდან 2 საათამდე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, მართავს სამეცნიერო პიკნიკს სახელწოდებით „მეცნიერება სახალისოა“.

ღონისძიება უპირველესად განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისათვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაც. ღონისძიების მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები.

სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, სპეციალურად გაშლილ კარვებში/პავილიონებში ჩატარდება საინტერესო ექსპერიმენტები და ინტერაქციული გამოფენები, მასტერკლასები და სახალისო კონკურსები სხვადასხვა მიმართულებებით.

სამეცნიერო პიკნიკი დასავლეთ საქართველოში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს იმერეთის რეგიონის სკოლების IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეები.


Viewing all articles
Browse latest Browse all 14493

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>