Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14738 articles
Browse latest View live

როგორ და როდის გავასაჩივროთ 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგი – ინსტრუქცია

$
0
0

საერთო სამაგისტრო გამოცდის სააპელაციო განაცხადები მიიღება 10 აგვისტოს 10:00 საათიდან 16 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (ტესტის რამდენიმე ნაწილის გასაჩივრების შემთხვევაშიც იხდით მხოლოდ 50 ლარს). შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური:

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

გამოცდის შედეგის აპელირების საფასურის გადასახადს ემატება ბანკის საკომისიო გადასახადი:

  • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • ვებგვერდზე www.PayBox.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მაგისტრანტობის კანდიდატს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს.
გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.gov.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს “შესვლა” და იწყებთ თქვენთვის სასურველი ნაწილის შერჩევას ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, არჩევას ვერ შეძლებთ).

ტესტის ნაწილის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.

ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
გაითვალისწინეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს “გაგზავნა”.
გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

გაითვალისწინეთ, ორი ან მეტი ნაწილის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა ნაწილისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნოთ განაცხადი.

განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).

განაცხადების მიღება შეწყდება 16 აგვისტოს 18:00 საათზე.

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ


ადამიანური რესურსების მართვა –აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც ქვეყანაში ანალოგი არ აქვს! (R)

$
0
0

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2016-2017 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც ქვეყანაში ანალოგი არ აქვს!

სამი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი მიიღებს 100%, 50% და 30%–იან საუნივერსიტეტო დაფინანსებას!

უნიკალური სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მომავალ მაგისტრებს ავტორიტეტულ სპიკერებთან და პროფესიონალებთან ნეთვორქინგის, პროგრამის მხარდამჭერი კომპანიებთან (Geocell, Wissol, Gino Paradise, Idea City, დიო, ნატახტარი და სხვ.) დასაქმებისა და მიღებული ცოდნის რეალურად გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. ისინი გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარებს გამოიმუშავებენ.

გამორჩეული აკადემიური პერსონალი სტუდენტებს ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე და ეფექტურ მეთოდებსა და თეორიებს შეისწავლიან. ორგანიზაციის სტრატეგიული მართვის, დინამიკისა და განვითარების ცოდნასთან ერთად ისინი პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებენ.

დეტალური ინფორმაცია შეთავაზების შესახებ

ელექტრონული რეგისტრაცია

როგორ გავასაჩივროთ 2016 წლის მასწავლებელთა ივლისის საგნის გამოცდის შედეგები – ინსტრუქცია

$
0
0

2016 წლის ივლისში ჩატარებული მასწავლებელთა საგნის გამოცდის შედეგების გასაჩივრების მიზნით, სააპელაციო განაცხდები მიიღება 10 აგვისტოს 10:00 საათიდან 16 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური:
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან.  ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

გამოცდის შედეგის აპელირების საფასურის გადასახადს ემატება ბანკის საკომისიო გადასახადი:

  • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • ვებგვერდზე www.paybox.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მასწავლებელს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს.
გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.gov.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს “შესვლა” და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, არჩევას ვერ შეძლებთ).

საგნის არჩევის შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.

ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.

გახსოვდეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს “გაგზავნა”.

გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).

განაცხადების მიღება შეწყდება 16 აგვისტოს 18:00 საათზე.

მასწავლებელთა საგნის გამოცდის შედეგები – ივლისი 2016

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა და საუნივერსიტეტო დაფინანასების შანსი EEU-სგან! (R)

$
0
0

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2016-2017 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას აგრობიზნესის მენეჯმენტი/ AgroBusiness Management-ის სამაგისტრო პროგრამაზე.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, პირველი ხუთი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი მიიღებს 750 ლარის ოდენობით საუნივერსიტეტო დაფინასებას, მომდევნო ხუთი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი ისარგებლებს 350 ლარის ოდენობის საუნივერსიტეტო დაფინანსებით!

“აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა აგრობიზნესის მენეჯმენტის სფეროში.

-უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილი სასწავლო პროგრამა, გამორჩეული პედაგოგები, სოფლი მეურნეობის სამინისტროსა და მასთან არსებულ სსიპ-ებში სასწავლო პრაქტიკა და დასაქმების შეთავაზება, სტუდენტების ჩართულობა და გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობა – აღნიშნულ პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის”,- აცხადებენ უნივერსიტეტში.

დეტალური ინფორმაცია შეთავაზების შესახებ

ელექტრონული რეგისტრაცია

განათლების პოლიტიკის უცხოური გაკვეთილები

$
0
0

სიმონ ჯანაშია – განათლების მკვლევარი

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მიმდინარეობს დისკუსია, რომელი განათლების სისტემაა მისაბაძი. ზოგს გერმანული პროფესიული განათლების მოდელი მოსწონს, ზოგს – სკოლების ორგანიზებისადმი ბრიტანული მიდგომა, მავანს საფრანგეთის მისაღები გამოცდების პრინციპები იზიდავს, ზოგსაც საკუთარი ბავშვობის დროინდელი სკოლები მოსწონს. მაშ, რომელი განათლების სისტემაა საუკეთესო, რომელს შეიძლება დავაკვირდეთ, რათა საკუთარიც მის მიხედვით ავაგოთ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მრავალი ქვეყანა ცდილობს. მსჯელობას ის აადვილებს, რომ ბოლო 20 წელიწადია, სულ უფრო იზრდება იმ მონაცემების რაოდენობა, რომელთა მიხედვითაც განათლების სისტემების შედარებაა შესაძლებელი. სახელმწიფოების წარმატება და წარუმატებლობა ხშირად იზომება საერთაშორისო ტესტირებათა შედეგებით. გვესმის, რომ წიგნიერების, მათემატიკისა თუ ბუნებისმეტყველების საერთაშორისო კვლევებში ფინეთის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის სკოლები საუკეთესო შედეგებს აჩვენებს, საქართველოს შედეგები კი თითქოს მხოლოდ პრობლემებზე მიუთითებს.

სახელმწიფოები ხშირად ასეთ შეფასებათა საფუძველზე ადგენენ განათლების სისტემის რეფორმირების მიზნებს. მაგალითად, ჩვენი მთავრობის მიერ შემუშავებული განვითარების სტრატეგია “საქართველო 2020” ადგენს, რომ ჩვენი განათლების სისტემის წარმატება სწორედ საერთაშორისო შედარებითი ტესტირების შედეგებით გაიზომება. ამავე შედეგებს წარმატებისა თუ წარუმატებლობის ძირითად საზომად ხშირად ისინიც მოიხსენიებენ, ვინც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში არიან ჩართულნი და გადაწყვეტილებათა მიღება ევალებათ.

ამ შედარებითი კვლევების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზანი ამა თუ იმ ქვეყნის ძლიერი და სუსტი მხარეების შესწავლაა, რათა პოლიტიკოსებმა და განათლების სისტემაში ჩართულმა გადაწყვეტილებათა მიმღებმა პირებმა საკუთარი პოლიტიკა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრნობით შეიმუშაონ. ამ მიდგომას ბევრი სუსტი მხარე აქვს, რასაც დაფიქრება და გათვალისწინება სჭირდება.

განათლებისადმი სხვა ქვეყნების მიდგომებზე დაკვირვება და მათი გათვალისწინება საქართველოსთვის ახალი არ არის. სასკოლო განათლების სისტემა თანამედროვე ფორმით ჩვენთან რუსეთის იმპერიასთან ერთად შემოვიდა. თავად რუსეთში კი ეს სისტემა ევროპულ, ძირითადად – გერმანიისა და საფრანგეთის სისტემების, მოდელით აიგო. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებიც, რომლებიც რუსეთის იმპერიას უპირისპირდებოდნენ, მე–19 საუკუნეში იკვლევდნენ რუსეთში, ევროპასა და ამერიკაში გავრცელებულ მიდგომებს.

იაკობ გოგებაშვილის პუბლიკაციებში წააწყდებით მსჯელობას გერმანული სახალხო უნივერსიტეტების შესახებ. შეგიძლიათ წაიკითხოთ მისი სტატია იმაზე, როგორ აწყობენ პროფესიული განათლების სისტემებს ამერიკაში. გოგებაშვილი წერს ევროპაში გამოცემული სახელმძღვანელოებისა და იაფი საკითხავი წიგნების შესახებაც. ის თარგმნის რუსეთში გამოცემულ სახელმძღვანელოებში არსებულ ტექსტებს თავისი „დედა-ენისა“ და „ბუნების კარისთვის“.

დაახლოებით იმავე დროს ევროპის უნივერსიტეტებში განათლების შედარებითი კვლევების მიმართულება ყალიბდებოდა. შედარებითი კვლევების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, სერ მაიკლ სედლერმა, 1900 წელს ოქსფორდში, კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაში სწორედ ის კითხვა დასვა, რომელზეც დღეს ჩვენც ვცდილობთ პასუხის გაცემას: რა პრაქტიკული ღირებულება აქვს სხვა ქვეყნის სისტემების შესწავლას?

მნიშვნელოვანია თავად პასუხებიც, რომლებსაც ინგლისელი მკვლევარი გვთავაზობს. სედლერი გვაფრთხილებს, არ დაგვავიწყდეს, რომ განათლების ყოველგვარი სისტემა იმ კულტურის ნაყოფია, რომლის წიაღშიც ის ჩამოყალიბდა. განათლების სისტემები, მისი აზრით, იმ მივიწყებული პოლიტიკური და სოციალური ორთაბრძოლების შედეგია, რომლებიც გარეშე დამკვირვებლისთვის შესაძლოა დაფარულიც დარჩეს.

მეორე პრობლემა, რომელზეც სერ მაიკლ სედლერი მსჯელობს, სხვადასხვა ქვეყნიდან განათლების წარმატებული ელემენტების გადმოღებას უკავშირდება. მისი აზრით, სხვადასხვა სისტემიდან ამა თუ იმ ელემენტის გადმოღების მცდელობა იმ ბავშვის საქციელს ჰგავს, რომელიც ბაღში სეირნობისას ერთი ბუჩქიდან ყვავილს წყვეტს, ხოლო მეორიდან – ფოთოლს და ცდილობს, ერთად შეკრული მიწაში ჩარგოს, რათა ახალი მცენარე ამოვიდეს. ასეთი მცენარე კი ვერ იხარებს, რადგან მისი ცალკეული ნაწილები ერთმანეთისთვის არ არის შექმნილი. თითოეულ მათგანს საკუთარი ფესვები, მისთვის საუკეთესო ნიადაგი სჭირდება.

ასეთივე პრობლემას აღწერს სისტემების ცნობილი თანამედროვე მკვლევარი პიტერ სენგეც. ის გვთავაზობს წარმოვიდგინოთ, რას მივიღებთ, თუ სხვადასხვა მანქანის დეტალებისგან იდეალური ავტომობილის აწყობას შევეცდებით. შეიძლება ავიღოთ ერთი მწარმოებლის ძრავა, მივამაგროთ მეორის სავალ ნაწილებს, მესამის სამგზავრო სალონს და მეოთხის ბენზინის მიწოდების სისტემას. ასეთ ავტომობილს შეიძლება ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, მაგრამ მაინც არ მუშობდეს. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თუ სისტემის ელემენტები ერთმანეთისთვის არ არის შექმნილი, სისტემა გამართულად ვერ იფუნქციებს.

ამავე შედეგს ვიღებთ განათლების სისტემებშიც. შეუძლებელია, სასწავლო გეგმა ერთ მოდელს ეფუძნებოდეს, მასწავლებლების მომზადება – მეორეს, მოსწავლეების შეფასება – მესამეს, სკოლების ხარისხის მართვა – მეოთხეს, სამინისტროს მართვის მიდგომები – მეხუთეს, სახელმძღვანელოების გრიფირება – მეექვსეს და ველოდეთ, რომ სისტემა წარმატებული იქნება. ასეთი პრობლემები იმთავითვე იჩენს თავს, როდესაც სხვა ქვეყნებში ვეძებთ სისტემის წარმატებულ ელემენტებს და მათ გადმოღებას ვცდილობთ.

მაშ, რისი სწავლა შეიძლება უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემების მაგალითზე? მგონია, რომ უმთავრესად – იმ გზებისა, იმ პრინციპებისა, რომლებთაც შესაძლებელია სისტემის ისე აგება, რომ ჩვენს პრობლემებს, ჩვენს შესაძლებლობებსა და მისწრაფებებს მიესადაგებოდეს.

წარმატებულ მიდგომებს რამდენიმე ნიშან–თვისება აქვს.

პირველი: სისტემის ნებისმიერი ელემენტი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული სხვებთან. მაგალითად, ტექნოლოგიები მჭიდროდ უნდა უკავშირდებოდეს სასწავლო გეგმას, მასწავლებელთა განვითარების შესაძლებლობებს, სასწავლო რესურსების განვითარებისთვის გაღებულ ძალისხმევასა და სკოლების მართვის პრინციპებს. სხვაგვარად მივიღებთ ისეთ ვითარებას, რომელიც საქართველოში უკვე თვალსაჩინოა: ასიათასობით მოსწავლეს აქვს სახელმწიფოს მიერ შეძენილი კომპიუტერი, რომელსაც მასწავლებლების უმეტესობა სასწავლო პროცესში იშვიათად იყენებს, სახელმწიფო ბიუროკრატია კი ელექტრონული მასალების გავრცელების ამ საუკეთესო შესაძლებლობის პირობებში თავს იმტვრევს, როგორ დაბეჭდოს ორი საუკუნის წინათ შემუშავებული ტექნოლოგიით მომზადებული სასწავლო რესურსები და მიაწოდოს სკოლებს.

მეორე: შედარებით გამართული სისტემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშან–თვისებაა მდგრადობა. სახელმწიფო პოლიტიკის სწრაფი ცვლილებები იწვევს რესურსების უაზრო ფლანგვას, მასწავლებლების იმედგაცრუებასა და სიახლეებისადმი უნდობლობას. არ შეიძლება, მასწავლებელთა ნაწილის უკმაყოფილებას სიახლის შემოტანის ფაზაშივე მოსდევდეს მიმართულების ცვლილება. უკმაყოფილება ნებისმიერი ცვლილების ნაწილია და მას მართვა სჭირდება.

იმ კულტურებში, სადაც მასწავლებლები უფრო ნაკლებად მიიჩნევენ თავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების მორჩილ შემსრულებლებად, მათ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება სჭირდებათ. ამრიგად, სისტემის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მისი მოქნილობა. მასწავლებელს უნდა შეეძლოს მიდგომების მოდიფიცირება საკუთარი გარემოს, საჭიროებებისა და რესურსების მიხედვით. სახელმწიფომაც უნდა გააცნობიეროს, რომ სხვადასხვა ტიპის სკოლებთან, მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან მართვისადმი მიდგომას სხვადასხვანაირი უნდა იყოს. ახალბედა მასწავლებელს სხვაგვარი დახმარება სჭირდება, კარიერის დასასრულისკენ მიმავალს კი – სხვაგვარი.

დაბოლოს, უცხო ქვეყნებისგან შეგვიძლია ისიც ვისწავლოთ, რომ შეუძლებელია გქონდეს კარგი განათლების სისტემა, თუ მას საფუძვლად არ უდევს იდეა, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ყველა, ვინც ამ სისტემაშია ჩართული. საგანმანათლებლო სისტემის საფუძველს საზოგადოების მისწრაფებები წარმოადგენს. თუ ამერიკული საგანმანათლებლო სისტემა დემოკრატიული საზოგადოების განვითარების იდეას ეფუძნება, ფინური განათლების სისტემის მიზანი სოციალურ პასუხისმგებლობაზე აგებული საზოგადოების შექმნა.

ისევე, როგორც სხვა ქვეყნებმა, ჩვენც უნდა გავიაზროთ ჩვენი საზოგადოების მიზანი, რომელსაც მოემსახურება სკოლა. ჩვენ გვაქვს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომლებიც აღწერს, რა მოეთხოვება სკოლადამთავრებულს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის წარმოდგენაც, როგორი იქნება საზოგადოება, რომელსაც ამ მიზნების შესაბამისად პატრიოტი, შემოქმედებითი, ტოლერანტი, ბუნებრივი გარემოს დამცველი, ინფორმაციის აქტიურად გადამმუშავებელი ინდივიდები უნდა ქმნიდნენ. მხოლოდ ასეთი საზოგადოებრივი შეთანხმების შემთხვევაში მოიპოვებს ჩვენი სკოლები ნდობას მშობლებისგან, პოლიტიკოსებისგან, თავად მასწავლებლებისგან და, ცხადია, მოსწავლეებისგანაც.

სიმონ ჯანაშია: “თუ პედაგოგს ქირაობს სკოლა, რატომ უნდა დააწინაუროს ის სახელმწიფომ?”

კერძო რეპეტიტორობის სისტემის 10 მახასიათებელი – სიმონ ჯანაშია

წყარო: mastsavlebeli.ge

აბიტურიენტებს შედეგის გასაჩივრება და უნივერსიტეტების ჩამონათვალში ცვლილება დღეს 18:00 საათამდე შეუძლიათ

$
0
0

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტებს პირველადი შედეგის გასაჩივრება და თავიანთ სარეიტინგო სიაში უნივერსიტეტებისა და პროგრამების ჩამონათვალის ცვლილება დღეს 18:00 საათამდე შეუძლიათ. ზუსტად საღამო ექვს საათზე ისინი რეიტინგულ სიაში ცვლილების შეტანას ვეღარ შეძლებენ. იქამდე კი შეუძლიათ აირჩიონ, დაამატონ ან შეცვალონ ფაკულტეტი.

ცვლილების განხორციელების ინსტრუქცია:

ცვლილების განსახორციელებლად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.naec.gov.ge ან online.naec.ge. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილ ფანჯარაზე დაჭერის შემდეგ კი შესაბამის გრაფაში შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ ფოსტაზე მიღებული პაროლი. იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ პაროლი, ელექტრონული ფოსტის შეყვანის შემდეგ დააჭირეთ შეხსენების ბმულს (“თუ თქვენ არ გახსოვთ თქვენი პაროლი…”), რის შემდეგაც მიიღებთ ახალ პაროლს ელექტრონულ ფოსტაზე.

ფაკულტეტის (პროგრამის) დამატებისას კურსორი უნდა დააყენოთ იმ არჩევანზე (პროგრამაზე), რომლის შემდეგაც გსურთ პროგრამის (ფაკულტეტის) დამატება. იმ შემთხვევაში, თუ ახალი პროგრამის დამატება პირველ ნომრად გსურთ, დააყენეთ კურსორი პირველ არჩევანზე, დაამატეთ პროგრამა, შემდეგ წაშალეთ პირველ ნომრად მითითებული ფაკულტეტი, რის შემდეგაც ახლადარჩეული პროგრამა განაცხადში პირველი აღმოჩნდება. იმ პროგრამის დამატებას, რომელიც წაშალეთ, ანალოგიური წესით შეძლებთ.

თუ ფაკულტეტს დაამატებთ კურსორის კონკრეტულ პროგრამაზე დაყენების გარეშე, სისტემა ავტომატურად დაამატებს მას ბოლო პოზიციაზე.

ცვლილებების შეტანის შემდეგ აუცილებლად დააჭირეთ შენახვის ღილაკს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები განაცხადში არ აისახება!

“შეგახსენებთ, რომ ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის. ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება. შესაბამისად, თუ მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობას შესაძლებლად მიიჩნევდით, უმჯობესი იქნება, თავიდანვე მიუთითოთ ყველა პროგრამა, რომელზეც თქვენ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება”, აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გიორგი შარვაშიძემ, შესაძლოა, თსუ-ის რექტორობისთვის იბრძოლოს

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გია შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა თსუ-ის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

თსუ-ის რექტორის არჩევნები 23 სექტემბრისთვის არის დანიშნული.  კანდიდატების რეგისტრაცია 9-14 სექტემბერს შედგება.

გია შარვაშიძე დაიბადა 1963 წელს თბილისში. წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოოგიის ფაკულტეტი. აქვს დოქტორის ხარისხი განათლების მართვაში.

გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის შვედეთის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტში, UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტში – IIEP (პარიზი, საფრანგეთი) და მსოფლიო ბანკის ინსტიტუტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი). 10 წლის განმავლობაში ასწავლიდა მეექვსე საავტორო სკოლაში. მუშაობდა გაცვლით მასწავლებლად სამხრეთ მილუოქის უმაღლეს სკოლაში (ვისკონსის შტატი, ამერიკის შეერთებულ შტატები).

იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამჟამად იმავე უნივერსიტეტში კითხულობს კურსს უმაღლესი განათლების პოლიტიკაში. 9 წლის განმავლობაში იყო აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი (ბუდაპეშტი, უნგრეთი), რომელიც 20-მდე ქვეყანაში ხორციელდებოდა, მათ შორის საქართველოში. პროგრამა ეხმარებოდა ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, დაეწყოთ პროფესიული კარიერა სამშობლოში და დასაქმებულიყვნენ პროფესიით უნივერსიტეტებში. მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსი მთავარ ინსპექტორად, საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსად, მინისტრის მოადგილედ, მინისტრის პირველ მოადგილედ, იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი. ამჟამად არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. გამოცემული აქვს მონოგრაფია კერძო უმაღლეს განათლებაზე საქართველოში, რომელიც დაიბეჭდა პარიზში, UNESCO-ს მიერ. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არის ევროკავშირის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE). ასევე, სხვადასხვა დროს იყო ევროპის საბჭოს, UNESCO-ს და ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების ექსპერტი.

წყარო: 2030

„დაწყებითი და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს უჭირთ ბარიერის გადალახვა“ –გამოცდები 2016

$
0
0

ივლისში ჩატარებული მასწავლებელთა საგნის გამოცდის შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. სააპელაციო განაცხადების მიღება კი  10 აგვისტოს 10:00 საათიდან 16 აგვისტოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა შეფასებები აქვთ მასწავლებელთა ნაშრომებზე გამსწორებლებს, რომელი საფეხურის პედაგოგებს უჭირთ, დავალებებს თავი წარმატებით გაართვან, როდის გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები და რამდენად შესაძლებელია, გასაჩივრების საფუძველზე პედაგოგს ქულა მოემატოს.

,,წინასწარ თქმა ძნელია, თუმცა როგორც წესი ყველაზე მეტად უჭირთ საბუნებისმეტყველო საგნებისა და დაწყებითი საგნის პედაგოგებს. წინა წლებს თუ შევხედავთ, დაახლოებითი შედეგი ასეთია. სწორედ დაწყებითი და  საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს უჭირთ დაწესებული ბარიერის გადალახვა,” – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ.

მისივე თქმით, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე აპელაციასთან დაკავშირებულ დეტალებზეც  გვესაუბრა.

როგორც მინდაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება სააპელაციო განაცხადების რაოდენობაზეა დამოკიდებული. წინა წლების შედეგებით კი,  როგორც წესი, აპელაციის პასუხები განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ 3-4 დღეში ქვეყნდება.

,,3-4-5 დღე საკმარისია საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისთვის. აგვისტოში მოვასწრებთ გამოქვეყნებას. როგორც წესი, სააპელაციო განაცხადები მასწავლებლების შემთხვევაში ცოტა გვაქვს ხოლმე,”- განაცხადა მინდაძემ.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა ძირითადად რომელი საგნის პედაგოგები აპროტესტებენ შედეგებს და ტესტის რა ნაწილის შეფასებით არიან უკმაყოფილოები ყველაზე მეტად.

,,როგორც აბიტურიენტები, ისე მასწავლებლებიც ძირითადად იმ ნაწილს აპროტესტებენ, რომელიც არგუმენტირებულ მსჯელობას მოითხოვს. აპროტესტებენ ესეს შეფასების ნაწილსაც. ცალკე გამოყოფა რომელი საგნის მასწავლებლები უფრო მიმართავენ სააპელაციო კომისიას რთულია. შედარებით ბევრი წერს აპელაციას უფრო ქართულ ენასა და ლიტერატურაში,” – განაცხადა მინდაძემ.

მისივე თქმით, სააპელაციო კომისია დამოუკიდებელი კომისიაა და ისინი არ ასწორებენ ნაშრომებს განმეორებით, არამედ პირველად ეცნობიან მას.

,,სურათი განსხვავებულია,  ხანდახან ხდება ქულების მომატება, თუმცა შეიძლება აპლიკანტს ქულა დააკლდეს კიდეც. სააპელაციო კომისიის ქულა საბოლოოა და თუ მისი გასაჩივრება სურს აპლიკანტს, მას მხოლოდ ის რჩება, რომ სამართლებრივ გზას მიმართოს,”- დასძინა ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

იმ აპლიკანტებს, რომლებსაც სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებით ქულა მოემატებათ გადახდილი თანხა 50 ლარი უკან დაუბრუნდებათ.

შეგახსენებთ, რომ იმისთვის, რომ პედაგოგმა კომპეტენცია დაადასტუროს, მან ქულათა 60% უნდა მოიპოვოს.

2016 წლის მასწავლებელთა საგნის გამოცდის მინიმალური, მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

მასწავლებელთა საგნის გამოცდის შედეგები – ივლისი 2016

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე


სამაგისტრო პროგრამა HR –მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში! (R)

$
0
0

“რაც არ უნდა კარგი ფინანსური შესაძლებლობები, ულტრათანამედროვე ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა თუ ძვირადღირებული იდეა ქონდეს ორგანიზაციას,  შესაბამისი ცოდნის, გამოცდილების და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანების გარეშე, კომპანია ძნელად მიაღწევს დასახულ მიზნებს. ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ მართავს ორგანიზაცია თავის ადამიანურ რესურსს და რამდენად ეფექტურად იყენებს ადამიანის შესაძლებლობებს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ორგანიზაციის წინსვლა და განვითარების ხარისხი და ტემპი” – ეს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, HR პროფესიონალთა გილდიის დამფუძნებლისა და დირექტორის ლილი ბიბილაშვილის მოსაზრებაა, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სწავლებისა და პრაქტიკული მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება აქვს.

ის აღმოსაველეთ ევროპის უნივერსიტეტში არსებული ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია, პროგრამისა, რომელსაც საქართველოსი ანალოგი არ აქვს. HR მენეჯმენტის პროგრამა იმითაც არის განსაკუთრებული, რომ სამი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტს აძლევს შანსს მიიღოს 100%, 50% და 30%–იანი საუნივერსიტეტო დაფინანსება. მომდევნო ათეულში მოხვედრილი სტუდენტები კი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისგან 10%–იან დაფინანსებას მიიღებენ.

lili poto 2-ლილი ბიბილაშვილი  – პროგრამის ხელმძღვანელი: მსგავსი პროგრამა, არც საბაკალავრო და არც სამაგისტრო არ არსებობს საქართველოში, ასევე არც სომხეთში და დაუზუსტებელი ცნობით, არც აზერბაიჯანში. ამიერკავკასიის რეგიონებში ეს არის პირველი მერცხალი, რომელიც უდაოდ შეძლებს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, როგორც ცალკეული ორგანიზაციის, ასევე მთელი ქვეყნის განვითარებაში.

ქვეყანაში აშკარად არის დეფიციტი პროფესიონალიზმისა და მათ შორის ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებითაც. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან  HR მენეჯმენტი ახალია, როგორც ზოგადად პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვისაც და იგი თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რაც მანამდე არსებობდა. შესაბამისად, ბუნებრივაცაა პროფესიული კადრების დეფიციტი, ჯერ ერთი არ არსებობს, ან უფრო სწორედ, მწირია ის გამოცდილება და ასევე,  მწირია ცოდნა, რომელიც ამ დარგის განვითარებისათვის არის აუცილებელი.

კომპანიაში, HR მენეჯმენტის შეცვლილი როლი და ადგილი მოითხოვს სრულიად განსხვავებულ მიდგომებს და განსხვავებულ დამოკიდებულბას ადამიანური რესურების მიმართ და ასევე, თვისობრივად განსხვავებულ მიდგომებს ამ დარგის სპეციალისტების მომზადების საქმეში.

სამაგისტრო პროგრამის იდეა ნინო ბერუაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამ პროგრამის თავდაპირველი ხელმძღვანელი იყო. ჩვენ შევადგინეთ პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც ბიზნესის სფეროს, ასევე ფსიქოლოგიისა და რა თქმა უნდა HR-ის იმ მიმართულებებს, რომლისგანაც შედგება ეს სფერო. HR მენეჯმენტი, შეცვლილი დამოკიდებულებაა ადამანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით და მოიცავს ისეთ მიმართლებებს, როგორიცაა: საკადრო სტრატეგიისა და პოლიტიკის, HR მარკეტინგის, თანამშრომელთა მოტივაციის,  შესრულების მართვისა და შეფასების, თანამშრომლების წვრთნისა და კარიერული განვითარებიის, თუ საკომპენსაციო სისტემის  შემუშავება, ასევე შრომის უსაფრთხოებისა და თანამშრომლების ჯანდაცვის სისტემის შემუშავება და ადმინისტრირება და ა.შ.  როგორც ვხედავთ, ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომები სავსებით განსხვავებულია წარსული გამოცდილებისგან და გვევლინება არა როგორც ერთ-ერთი დამხმარე ქვედანაყოფი (რომელიც მხოლოდ საკადრო დოკუმენტაციის ადმინისტრირებით იყო დაკავებული),  არამედ როგორც კომპანიის მნიშვნელოვანი რგოლი და ბიზნეს პარტიორი. შესაბამისად, HR მართვის მაღალი პროფესიული დონე და შესაბამისი ხარისხით სამუშაოს შესრულება, ორგანიზაციის ნაკლები დანახარჯებით მაღალი მოგების გარანტიაა, რაც ნებისმიერი ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს.

-რამდენად არსებობს შრომით ბაზარზე ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა?

 -ლილი ბიბილაშვილი: თუ დააკვირდებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში,  დასაქმების პორტალებზე გამოცხადებულ ვაკანსიათა შორის მნიშვნელოვნად იმატა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებზე მოთხოვნამ. ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზაციის დიდი ნაწილი ამაზე ყურადღებას ამახვილებს  და აშკარად მიანიშნებს რომ HR სპეციალისტებზე მოთხოვნა გაზრდილია. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ არის მკვეთრად განსახვავებული დამოკიდებულება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენიტისადმი  საერთაშორისო კომპანიებსა და „ქართულ“ კომპანიებს შორის. პირველნი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ქვედანაყოფს და შესაბამისად განსხვავებულია დაფინანსება, ხელშეწყობა და HR  დეპარტამენტში თანამშრომლების რაოდენობაც კი.  შედეგიც შესაბამისია, საერთაშორისო კომპანიები ანდამატივით იზიდავენ მაღალი პროფესიული მონაცემების მქონე სპეციალისტებს, მაშინ, როდესაც  „ქართული“ კომანიების გარკევული ნაწილისთვის შედარებით რთულია იგივე მონაცემების ადამიანების მოზიდვა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, აშკარად შეიმჩნევა პოზიტიური ტენდენცია ადამიანური რესურსებისადმი დამოკიდებულებისა და შესაბამისად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნაც.

ადამიანი, რომელიც მუშაობს ორგანიზაციაში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაიღრმავოს ცოდნა ამ სფეროში და აიმაღლოს პროფესიონალიზმი. ეს არის საშუალება, რომ ადამიანმა მიიღოს სრულყოფილი ცოდნა, მეტი ინფორმაცია და გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართლებით. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას, ჩვენი კურსდამთავრებულების სახით, მიიღოს ისეთი პროფესიონალები, რომელნიც მათი მიზნების განხორციელების საქმეში მნიშნველოვან, ფასდაუდებელ წვლილს შეიტანენ.

-რა შინაარსით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და რომელი ლიტერატურა გამოიყენება სწავლებისას?

-ლილი ბიბილაშვილი: ლიტერატურა, კონკრეტულად HR-ის სფეროში,  ქართულ ენაზე  ცოტაა, ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, უცხოური ქვეყნების გამოცდილება და მათი სახელმძღვანელოები გამოვიყენოთ, თუმცა აუცილებლად ვაკეთებთ ადაპტაციას ქართულ თავისებურებეთან; გათვალისწინებული გვქავს როგორც კულტურული, ასევე, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სხვა თავისებურებები, რაც კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენს ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო სწავლების ჩვენს პროგრამას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ განსაკთრებული ყურადღება უნდა იქნას მიქცეული ჩვენი ლექტორების ცოდნასა და გამოცდილებაზე. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოხერხდა და შერჩეულ ლექტორთა უმეტესობას განათლება მიღებული აქვს უცხოეთში და არაერთწლიანი გამოცდილება საქართველოში, რაც უდავოდ ძალიან ღირებულია ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდის საქმეში. ვინაიდან, ჩვენი ლექტორების უცხოეთში მიღებული ცოდნა და საქართველოში მიღებული პრაქტიკა, საშუალებას იძლევა დასავლეთის განვითარებული ქვეყნების გამოცდილება პირადპირ კი არ გადმოვიღოთ, რაც ნაკლებ ეფექტური და საკმაოდ რთულია განსახორციელებლად, არამედ  განვითარებული ქვეყნების ცოდნა და გამოცდილება ქართულ გარემოსა და პირობების გათვალსიწინებით მოვარგოთ არსებულ მოთხოვნებს, ვინაიდან ეს არის მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად განიცდის, როგორც შიდა, ასევე გარემოში მიმდინარე ცვლილებებს, რომელიც სწრაფად ცვლადია და ასევე სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. ჩვენი სასწავლო პროგრამა იძლევა საშუალებას, კომპანიებს შესთავაზოს მაღალკვალიფიციური ტალანტები, რომლებიც აღჭურვილნი არიან თანამდეროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარით და მათ აქვთ შანსი ეს ცოდნა ოსტატურად გადაიტანონ პრაქტიკაში.

-პროგრამის ფარგლებში რამდენად ექნებათ სტუდენტებს შანსი თეორიასთან ერთად  პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ?

 –ლილი ბიბილაშვილი: პროგრამის ფარგლებში, მომავალ მაგისტრებს ავტორიტეტულ სპიკერებთან და პროფესიონალებთან ნეთვორქინგის და პროგრამის მხარდამჭერ კომპანიებში დასაქმებისა და მიღებული ცოდნის რეალურად გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიებთნ (Geocell, Wissol, Gino Paradise, Idea City, დიო, ნატახტარიდა სხვა) ერთად მოხდება სამაგისტრო ნაშრომის თემების შერჩევა და პარტნიორი კომპანიები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებენ ჩვენს სტუდენტებთან ერთად. ამდენად, ჩვენი მაგისტრები გაივლიან პრაქტიკას აღნიშნულ კომპანიებში, იმუშავებენ კომპანიებისათვის საინტერესო საკითხებზე და პარალელურად იმუშავებენ  სამაგისტრო ნაშრომზე. ეს ორმაგად საინტერესოა, ვინაიდან კომპანია მისთვის საინტერესო საკითხებზე იქნება აქცენტირებული და სტუდენტს  ექნება საშუალება მიიღოს გამოცდილება და მიღებული ცოდნის რეალიზაცია მოახდინოს კონკრეტულ კომპანიაში. და კიდევ მეტი,  სტუდენტს მისი  ნიჭის, ცოდნის, უნარების დემონსტრირების საშუალება ეძლევა, რაც მოცემულ კომპანიაში მისი დასაქმების  შანსს ამაღლებს.

-ვინ ღებულობს მონაწილეობას HR-ის სამაგისტრო პროგრამის წარმართვაში და რა გამოცდილება აქვს  აკადემიურ პერსონალს?

-ლილი ბიბილაშვილი: ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის აკადემიური პერსონალი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ამ სფეროში უცხოეთში მიღებული განათლება აქვთ და საქართველოში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან. ერთ კონკრეტულ მაგალითზე მინდა შევჩერდე, რაც  ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა. კერძოდ,  ქალბატონი სალომე შელია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა მოიწვია, ამჟამად მოღვაწეობს უცხოეთში, მაგრამ მიუხედავად ამისა,  მისთვის ეს სფერო  იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თანახმაა ჩამოვიდეს და გაუძღვეს სალექციო კურსს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის  ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების პოპულარიზაციას. ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს გაძლიერება, ვინაიდან ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ყველაზე ღირებული კაპიტალი ეს არის ადამიანი.

(R)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)

ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართვა 2016 წლის ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილ აბიტურიენტებს

$
0
0

„უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი, რომ ის არ არის საყოველთაო“,– ამის შესახებ მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ის 2016 წელს ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილი აბიტურიენტების შესახებ საუბრობს და მათ მიმართავს.

„ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ სხვადასხვა მეთოდით. მოგეხსენებათ, რომ წელს 16%–მა აპლიკანტების, ვინც მონაწილეობდა ეროვნულ გამოცდებში, მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა და ზოგჯერ ეს ძალიან ცუდ შედეგად იქნა შეფასებული, რასაც მე პრინციპში არ ვიზიარებ. უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი განათლება, რომ ის არ არის საყოველთაო. უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს. ეს 16% სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, იმიტომ, რომ ზოგ ქვეყანაში ეს არის 25%, ზოგან კი 50%–იც და მეტიც.

მეორე საკითხია, რომ ის ადამიანები, ვინც ბარიერი ვერ გადალახა, წერენ, რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა, რაღა უნდა შევძლო, რაღა გავაკეთო.. მე მინდა დავარწმუნო ისინი, ჩვენი ახალგაზრდები, რომ ძალიან ბევრი კარგი ალტერნატივა არსებობს. ეს არის პროფესიული განათლება, ეს არის ტრენინგები, რომ მომავალში კიდევ სცადონ უმაღლესი განათლების მიმართულებით ბედი. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები. ძალიან ბევრი იურისტი გვყავს, მაგრამ ძალიან გვიჭირს სასტუმროს ადმინისტრატორები, ან აგრონომები, ვეტერინარები, პროგრამისტები, სადაზღვევო აგენტები.. ეს ყველაფერი არის პროფესიული მიმართულების საქმიანობა, რომელიც შეიძლება არ დახარჯოს ადამიანმა და პროფესია აითვისოს საკმაოდ მოკლე ვადაში და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესია აითვისოს და რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა განიხილოს ამ პროცესში. მე მგონია, რომ მომდევნო წლებში, განათლების განვითარება ზუსტად შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ყველა კი არ წავიდეს უმაღლეს განათლებაში, არამედ მხოლოდ ის ახალგაზრდები,  ვინც ხედავს თავის მომავალს აკადემიურ სფეროში და ვისაც შეუძლია ძალიან მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება“,– ამბობს მინისტრი ვიდეომიმართვაში.

ამ კონტექსტში მინისტრმა ქართული სკოლის მიერ მოსწავლისათვის მიცემული განათლების ხარისხზეც ისაუბრა და კონკრეტული ინიციატივა წამოაყენა.

“ხშირად ისმის, რომ ჩვენი სკოლა ვერ უზრუნველჰყოფს ხშირ შემთხვევაში უმაღლესი განათლებისთვის აბიტურიენტების, მოსწავლეების მომზადებას. და ამ მიმართულებითაც ჩვენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ. სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ ეს იქნება აბიტურ–კოლეჯები თუ გიმნაზიები, არსებობდეს და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება სკოლის დამთავრების შემდეგ და პარალელურად, მიიღონ რეალურად ისეთი ცოდნა, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ უმაღლესში ჩააბარონ. ერთ–ერთი სიახლე ის იქნება ჩვენი განათლების სისტემაში, რომ ჩვენ შევქმნათ ახალი საფეხური, გავაძილეროთ ეს საფეხური ისე, რომ ის ხალხი, ვინც დაამთავრებს ზედა კლასებს, იყოს სრულიად მზად იმისთვის, რომ უმაღლერსი განათლების, ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერი გადალახოს”,- აღნიშნავს მინისტრი.

მინისტრმა ბარიერის დაწევის კითხვასაც უპასუხა და სწავლების ალტერნატიულ გზებს შეეხო, რომელსაც ჩაჭრილი აბიტურიენტები სხვა ქვეყნებში სწავლით ეძებენ, თუმცა დისტანციურად.

„ბევრი წერილი მომდის ბარიერის დაწევაზე. მე არ მიმაჩნია გამართლებულად ბარიერის დაწევა ისევ უმაღლესი განათლების ხარისხიდან გამომდინარე. ასევე, ბევრი ადამიანი, როგორც ეროვნული გამოცდების ალტერნატივა, იხილავს ჩვენ მეზობელ ქვეყნებში – სომხეთში არის ასეთი დისტანციური სასწავლებლები, უკრაინაში და მოგეხსენებათ, რომ ფაქტიურად მოტყუებული აღმოჩნდა ეს ხალხი. ჩვენ ვამბობთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები არის ერთადერთი მეთოდი უმაღლესი განათლების სისტემაში მოხვედრის. გადმოსვლა, უცხოური უმაღლესი სასწავლებლიდან, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა, ამას ჭირდება სრულფასოვანი სწავლა და ცხოვრება იმ ქვეყანაში, სადაც სასწავლებელია და ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ ასეთ მოკლე გზებს მოერიდონ. ეს დაკარგული დრო და მატერიალური რესურსია“,– განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2 000 აბიტურიენტის საჩივარი შევიდა

$
0
0

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების მიღება დასრულდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, საერთო ჯამში 2 000 ნაშრომია გასაჩივრებული. ყველაზე მეტი – ქართულსა და უნარებში. აპელაციის შედეგები კი დაახლოებით 1 კვირაში გახდება ცნობილი.

გუშინვე,  ფაკულტეტებისა თუ უნივერსიტეტების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადაც ამოიწურა. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ შესაძლებლობით აბიტურიენტები ბოლო დღემდე სარგებლობდნენ, თუმცა მოთხოვნად სპეციალობებთან და უნივერსიტეტებთან დაკავშირებით  ძირითადი სურათი არ  შეცვლილა.

ივა მინდაძე: საერთო ჯამში 2000 აპელაციაა მიღებული. ანუ, 2 ათას ნაშრომშია დავალებები გასაჩივრებული.

-რომელ საგანშია ყველაზე მეტი გასაჩივრება?

ი.მ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მას კი ზოგადი უნარ-ჩვევები მოსდევს. ზოგად უნარებში აპელაცია, სიმართლე რომ გითხრათ, ნაკლებად წარმომიდგენია, რადგან  იგი პროგრამულად მოწმდება. ცხადია, კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ, მაგრამ  მგონია, რომ გასაჩივრებას დიდი შედეგი არ ექნება. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ შედეგი შეცვლილიყო.

-ანუ, ზოგად უნარებში გასაჩივრებას აზრიც არ აქვს?

ი.მ: იცით როგორაა საქმე, დავალება მანქანით სწორდება და იქ შეცდომის დაშვება ან სუბიექტური ჩარევა გამორიცხულია. 12 წლის განმავლობაში არც ერთი ასეთი შემთხვევა არ გვქონია და იმედი მაქვს წელსაც არ იქნება.

-რამდენი დავალებაა ქართულ-ენასა და ლიტერატურაში გაპროტესტებული და რამდენი – უნარებში?

ი.მ: დაახლოებით 500 დავალებაა ქართულში. უნარებში კი 400-მდე.

-ზემოთხსენებული მონაცემები წინა წლების სტატისტიკასთან რამდენად ახლოა?

ი.მ: ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი წინა წელს გასაჩივრებების რაოდენობა ოდნავ მეტი იყო და წელს უფრო ნაკლებია. თუმცა, რაოდენობა ყოველ წელს დაახლოებით ერთი და იგივე პროცენტის ფარგლებშია.

-ქართულში უფრო მეტად რომელ დავალებებთან დაკავშირებითა არის შემოსული საჩივრები?

ი.მ:  როგორც წესი, თხზულება არის ხოლმე საჩივრის მიზეზი, რადგან ამ დროს აბიტურიენტები ფიქრობენ, რომ რაღაც თქვეს, რაღაც იგულისხმეს, რაც გამსწორებელმა ვერ შენიშნა ან არ გაითვალისწინა. ასე რომ, ქართულშიც და უცხო ენაშიც თხზულების ნაწილში ყველაზე მეტი საჩივარია შემოსული.

-რამდენად ხშირია შემთხვევები, როცა რამდენიმე დავალებას, ან მთელ ტესტს ასაჩივრებენ?

ი.მ: უმეტესობა თითო დავალებას აპროტესტებს. არის შემთხვევები, როცა მთლიან ტესტსაც ასაჩივრებენ. ძირითადად ზოგად უნარებში. სხვა საგნებში თითო-ოროლა თუ იქნება. წინა წლებშიც არ იყო ხოლმე.

-ამ სამუშაოს გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რა დრო დასჭირდება თითოეული საჩივრის განხილვას და როდის გამოაქვეყნებთ საბოლოო შედეგებს?

ი.მ: ვფიქრობ 4-5 სამუშაო დღეში ეს პროცესი დასრულდება. მაქსიმუმ  ერთ კვირაში.

-მოთხოვნად სპეციალობებთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გვითხრათ? არის თუ არა ცვილილებები?

ი.მ: ზუსტად არ გადამიმოწმებია, მაგრამ ძირითადი ტენდენცია ისეთივეა, როგორიც წინა წლებში იყო ხოლმე – აბიტურიენტების უმრავლესობა ეკონომიკურ მიმართულებას ირჩევს.

-ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილების შეტნამ სურათი მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა?

ი.მ: საერთო ჯამში მნიშვნელოვან ცვლილებებს ალბათ არც შეიტანდა. ვინც არჩევანი შეცვალა, იმისთვის 100 პროცენტიანი ცვლილებაა, მაგრამ საერთო სურათზე ნაკლებად მოქმედებს.

-ბოლო დრომდე ცვლილდნენ აბიტურიენტები ფაკულტეტებს?

ი.მ: კი, ცვლილებები ნამდვილად იყო.

-რაც შეეხება მოთხოვნად უნივერსიტეტებს?

ი.მ: უნივერსიტეტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის, თუ რა პრინციპით დავითვლით. არის უნივერსიტეტები, სადაც ბევრი ადგილი და მსურველია, ასევე არის პატარა უნივერსიტეტები, სადაც მსურველების რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ  ერთ ადგილზე უფრო მეტი ადამიანი მოდის, ვიდრე მსხვილ უნივერსიტეტებში. ასევე, გააჩნია პირველ არჩევანში ლიდერობს უნივერსიტეტი თუ ზოგადად, არჩევანის რაოდენობაში. ანუ, დათვლის მეთოდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სასურველი უნივერსიტეტების სიაში ლიდერობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნი, სამედიცინო უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი. თუმცა,  ზუსტი რეიტინგის გაკეთება ალბათ არ ღირს.

-პირველ არჩევანში ეს უნივერსიტეტები იყვნენ მოთხოვნადები?

ი.მ: დიახ, ძირითადად ის უნივერსიტეტები, რაც დაგისახელეთ. მსხვილი უნივერსიტეტებია და ცხადია ბევრი მსურველი ჰყავდათ.

ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართვა 2016 წლის ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილ აბიტურიენტებს

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

თაკო არის© მათეშვილი

2016 წლის ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები, შეფასების სქემები და პასუხები

$
0
0

იხილეთ 2016 წლის ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები, შეფასების სქემები და სწორი პასუხები საგნების მიხედვით:

ინგლისური ენა
ინგლისური ენა – მოსმენის დავალება
ინგლისური ენა – შეფასების სქემა

ფრანგული ენა
ფრანგული ენა – მოსმენის დავალება
ფრანგული ენა – შეფასების სქემა

გერმანული ენა
გერმანული ენა – მოსმენის დავალება
გერმანული ენა – შეფასების სქემა

რუსული ენა
რუსული ენა – მოსმენის დავალება
რუსული ენა – შეფასების სქემა

უცხოური ენები – წერილის შეფასების სქემა
უცხოური ენები – თემის შეფასების სქემა
უცხოური ენები – ლაპარაკის შეფასების სქემა

ხელოვნება
ხელოვნება აზერბაიჯანულად
ხელოვნება სომხურად
ხელოვნება რუსულად
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – შეფასების სქემა

სპორტი
სპორტი აზერბაიჯანულად
სპორტი სომხურად
სპორტი რუსულად
სპორტი – შეფასების სქემა რუსულად
სპორტი – შეფასების სქემა

მუსიკა
მუსიკა აზერბაიჯანულად
მუსიკა სომხურად
მუსიკა რუსულად
უსიკა მოსმენის დავალება
მუსიკა – შეფასების სქემა

ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული ენა და ლიტერატურა – შეფასების სქემა

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები I-IV კლასი
შეფასების სქემა

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები ქართული ენა და ლიტერატურა
შეფასების სქემა

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები მათემატიკა
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები მათემატიკა აზერბაიჯანულად
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები მათემატიკა სომხურად
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები მათემატიკა რუსულად
შეფასების სქემა

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები ბუნებისმეტყველება
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები ბუნებისმეტყველება აზერბაიჯანულად
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები ბუნებისმეტყველება სომხურად
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები ბუნებისმეტყველება რუსულად
შეფასების სქემა

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები აზერბაიჯანულად
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სომხურად
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები რუსულად
შეფასების სქემა

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი I ვარიანტი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი II ვარიანტი
პრაქტიკული ნაწილის შეფასების სქემა

ქართული, როგორც მეორე ენა
ქართული, როგორც მეორე ენა – მოსმენის დავალება
ქართული, როგორც მეორე ენა – ლაპარაკის დავალება
ქართული, როგორც მეორე ენა – შეფასების სქემა

ქიმია
ქიმია აზერბაიჯანულად
ქიმია სომხურად
ქიმია რუსულად
ქიმია – შეფასების სქემა

მათემატიკა
მათემატიკა აზერბაიჯანულად
მათემატიკა სომხურად
მათემატიკა რუსულად
მათემატიკა – შეფასების სქემა

ბიოლოგია
ბიოლოგია აზერბაიჯანულად
ბიოლოგია სომხურად
ბიოლოგია რუსულად
ბიოლოგია – შეფასების სქემა

ისტორია
ისტორია აზერბაიჯანულად
ისტორია სომხურად
ისტორია რუსულად
ისტორია – შეფასების სქემა

სამოქალაქო განათლება
სამოქალაქო განათლება აზერბაიჯანულად
სამოქალაქო განათლება სომხურად
სამოქალაქო განათლება რუსულად
სამოქალაქო განათლება – შეფასების სქემა

ფიზიკა
ფიზიკა აზერბაიჯანულად
ფიზიკა სომხურად
ფიზიკა რუსულად
ფიზიკა – შეფასების სქემა

გეოგრაფია
გეოგრაფია აზერბაიჯანულად
გეოგრაფია სომხურად
გეოგრაფია რუსულად
გეოგრაფია – შეფასების სქემა

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში მობლობა გრძელდება

$
0
0

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე:

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები

  • ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • ეკოლოგიის (გარემოს დაცვა) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები

  • ფარმაციის მენეჯმენტის და მარკეტინგის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • აგრობიზნესის   მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • სატყეო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • საზოგადოებრივი ურთიერთობების  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • საფინანსო საბანკო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ამასთან, სიახლეა უნივერსიტეტში, მობილობა განხორციელდება სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

ელექტრონულ პორტალზე: www.students.eqe.ge სტუდენტთა რეგისტრაციის ვადაა 27 ივლისიდან  18 აგვისტოს  ჩათვლით.  ხოლო პორტალზე დარეგისტრირების შემდეგ, უნიერსიტეტში საბუთების წარდგენა იწარმოებს 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. #9, ქ. გორი, ცხინვალის გზ. #9, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10:00 სთ – დან 17:00 სთ-მდე.

ასევე, უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობისათვის  სტუდენტთა რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 18 აგვისტო –  8 სექტემბერი.

საჭიროა თუ არა სკოლისათვის მომზადება? – საკითხავი მშობლებისათვის და არამხოლოდ

$
0
0

ბავშვი ექვსი წლისაა. დროა, გადაწყვიტოთ, რომელ სკოლაში ივლის და საჭიროა თუ არასკოლისთვის მომზადება. შევეცდებით განვიხილოთ ეს საკითხი ყველა მხრიდან, მშობლებისა და ბავშვების გადმოსახედი, სპეციალისტების რეკომენდაციები. მოგიყვებით, როგორი მომზადების კურსები არსებობს სკოლისთვის.

კითხვაზე: საჭიროა თუ არა სკოლისათვის მომზადება? პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ დადებითი. დიახ, საჭიროა. მაგრამ რომელი გზა უკეთესია, ეს უკვე მშობლების გადასაწყვეტია.

სად შეიძლება მოვამზადოთ ბავშვი სკოლისათვის?

  1. სახლში – მშობლებისა და ნათესავების (ბებიების) დახმარებით.
  2. სახლში – რეპეტიტორის დახმარებით.
  3. საბავშვო ბაღში – ზოგადი განათლების პროგრამის ფარგლებში აღმზრდელების დახმარებით.
  4. საბავშვო ბაღში – დამატებითი ფასიანი მეცადინეობების დახმარებით.
  5. სკოლაში – პირველი კლასისთვის მოსამზადებელ კურსებზე.
  6. საბავშვო ცენტრში – პირველი კლასისთვის მოსამზადებელ კურსებზე.

მომზადების რომელი მეთოდი ავირჩიოთ?

განვიხილოთ თითოეულიმეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარე.

მშობლებსა და ნათესავებს დამოუკიდებლად შეუძლიათ მოამზადონ ბავშვი სკოლისათვის. ეს კარგი ვარიანტია, როდესაც ბავშვი „შინაურია“, მაგრამ საკმაოდ სოციალიზებული – დადის სხვადასხვა წრეზე, აქტიურად მოგზაურობს მშობლებთან ერთად, არის ცელქი და ძალიან ცნობისმოყვარე. ამასთან, სპეციალურად რაიმეს გაკეთება არ არის საჭირო, უბრალოდ უნდა მივცეთ ბავშვს უფლება გაიგოს ის, რაც აინტერესებს.

გამოვიყენოთ რეპეტიტორის მომსახურება – ესეც მშვენიერი აზრია, როდესაც მშობლები ღელავენ, რომ მათი პატარა რაღაც გარემოებების გამო ვერ შეძლებს სკოლაში სწავლას წინასწარი მომზადების გარეშე. ამასთან, არის შესაძლებლობა მოვიწვიოთ ის სპეციალისტი, რომელიც ესაჭიროება ბავშვს:

  • ფსიქოლოგი დაეხმარება ურთიერთობის პრობლემებისას და სკოლისადმი შიშის დაძლევაში;
  • ხატვის პედაგოგი დაეხმარება შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და ხელწერის დახვეწაში;
  • მუსიკის პედაგოგი მოუხსნის დაძაბულობას, შიშებს, დაეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებაში;
  • დაწყებითი კლასის მასწავლებელი ასწავლის ბავშვს წერა-კითხვას, ჩაუტარებს პირველი კლასისათვის კომპლექსურ მომზადებას. იგი ორიენტირებული იქნება თქვენს ბავშვზე, არ გადაღლის და არ მისცემს მოწყენის საშუალებას.

საბავშვო ბაღი, სადაც მუშაობენ კარგი აღმზრდელები მშობლებს თავიდან აარიდებს სპეციალურ მოსამზადებელ კურსებზე ბავშვის ტარებას, რადგანაც ყველა აუცილებელი უნარი გამომუშავდება აღმზრდელებთან მეცადინეობისას.

ბევრ საბავშვო ბაღში, დანერგილია პრაქტიკა: მასწავლებელი, რომელსაც აჰყავს მოსწავლეები პირველი კლასისთვის, ატარებს მოსამზადებელ მეცადინეობებს. როგორც წესი, ფასიანია, მაგრამ არ ღირს ძვირი. ეფექტურობა საკმაოდ მაღალია: ბავშვები არ განიცდიან სტრესს, მეცადინეობენ ჩვეულ გარემოში, ხოლო როდესაც პირველ კლასში მივლენ, დახვდებათ ნაცნობი მასწავლებელი.

მოსამზადებელი კურსები სკოლებში დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია. ბავშვები ეჩვევიან სკოლას, კლასს და რეგულარული მეცადინეობების აუცილებლობას. მომზადების პროგრამა განსხვავებულია სკოლების მიხედვით.

ბავშვის მომზადება სკოლისათვის შესაძლებელია საბავშვო ცენტრებში ფასიან კურსებზე. მთავარი უპირატესობა ამ ცენტრებისა მდგომარეობს იმაში, რომ თავდაპირველად ბავშვები იყოფიან მეტად და ნაკლებად ნიჭიერებად. ცდილობენ ყველას შესძინონ ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ კარგად ისწავლონ სკოლაში.

როგორ ავირჩიოთ სკოლისთვის მომზადების სწორედ ის მეთოდი, რომელიც თქვენს ბავშვს მოუხდება?

როგორ არ შეცდეთ და აირჩიოთ სწორედ ის, რაც თქვენს პატარას სჭირდება? რა თქმა უნდა, გამომდინარეობს თავად ბავშვის პრობლემებიდან.

  • თუ თქვენი პატარა არ იღებს სისტემატურ მეცადინეობებს, მას სჭირდება მომზადება უშუალოდ სკოლაში, ან საბავშვო ცენტრში.
  • თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, არ ღირს აქცენტის გაკეთება ამოცანების ამოხსნაზე, კითხვასა და წერაზე. უმჯობესია მეტი ყურადღება დაუთმოთ მის ჯანმრთელობას – შეიყვანეთ სპორტულ, ან მუსიკალურ სკოლაში. ესტუმრეთ სანატორიუმებს, მეტი ისეირნეთ, მნიშნველოვანია სწორი კვება. მომზადებად კი შეიძლება ჩაითვალოს უბრალო საუბრები „ყველაფერზე“ და იმ თემების შესწავლა, რაც უშუალოდ ბავშვს აინტერესებს.
  • იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ითვლებიან ჰიპერაქტიურებად, აგრესიულებად ან ცელქებად, საჭიროა მეცადინეობები ფსიქოლოგთან, ისინი მეტი სარგებლობის მომტანი იქნება.

მაშ ასე, სკოლისათვის ბავშვის მომზადება საჭიროა, მაგრამ ის, თუ როგორ უნდა მოამზადოთ – დამოკიდებულია თავად ბავშვსა და სიტუაციაზე.

საინტერესო რესურსები მოსწავლეების მშობლებისთვის

რატომ მიმართავენ მშობლები შვილის პედაგოგს „მასწავლებელო-თი“?

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

რა თანხა დაჯდა 2016–17 სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების შეძენა

$
0
0

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების და პირველკლასელთათვის საჩუქრად გადასაცემი კომპიუტერების პროგრამაში ცვლილებებს მომავალი წლიდან აანონსებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოების შეძენა შეძლებული ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა თავად უნდა უზრუნველყოს. თუმცა უფასო სახელმძღვანელოების სახელმწიფო პროგრამა წელს უცვლელად უნდა განხორციელდეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სახელმძღვანელოები უკვე შეიძინა და მათი საჯარო სკოლებისთვის დარიგების პროცესიც უკვე მიმდინარეობს. დარიგების პროცესი სამეგრელო ზემო–სვანეთის  რეგიონიდან 10 აგვისტოს დაიწყო და 14 სექტებერს უნდა დასრულდეს.

როგორც EDU.ARIS.GE–მ გაარკვია, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ წელს სულ 5 73207 წიგნი და 1 777 072 რვეული შეიძინა.  სასკოლო სახელმძღვანელოებში გადახდილია 2 158997,598 ლარი ხოლო რვეულების შეძენა  4 241 535,872 ლარი დაჯდა.

სახელმძღვანელოების და რვეულების უმრავლესობა სააგენტომ ერთ კომპანიას დააბეჭდინა. როგორც EDU.ARIS.GE-ს სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განუცხადა,  ბაზრის ორთვიანი შესწავლის შემდეგ, უწყებამ  გამარტივებული შესყიდვის გზით, სახელმძღვანელოები კომპანია ,,ფორმას” დააბეჭდინა.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს  მოლაპარაკებები იმ გამომცემლობებთან რომლებიც სახელმწიფოს უკვე რამდენიმე წელია კერძო ბიზნესის ჩაძირვაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სახელმძღვანელოების მარაგები აქვთ და ჯეჯელავას უწყებას ამ მარაგების გამოყენებას სთავაზობენ. სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ  გიორგის შალუტაშვილის განცხადებით, გამომცემლებთნ მოლაპარაკებები  შპს  ,,ფორმასთან” ხელშეკრულების გაფორმებდამდე შედგა.

,,მათი საჯარო განცხადებებიდან ვიცოდით, რომ  ჰქონდათ ნახევარი, ზოგჯერ მილიონს იძახდნენ წიგნის ნაშთი.  ამიტომ სანამ ბაზრის კვლევას დავიწყებდით, აპრილის 17 რიცხვში ჩვენ მოვიწვიეთ ყველა გამომცემელი ჩვენთან სააგენტოში. შეხვედრა დაოქმდა. ვინაიდან უკვე იწყებოდა ბაზრის კვლევა  შესასყიდი სახელმღვანელოების რაოდენობის და ღირებულების შესწავლის მიზნით,  რათა გათვალისწინებული  ყოფილიყო  მათი ნაშთები და პროექტიდან სარგებელი მათაც მიეღოთ, შევთავაზეთ დროულად მოეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა ნაშთი ჰქოდნათ და რა ფასად. მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად  საწყის ეტაპზე  თანამშრომლობაზე უარი იყო ნათქვამი, რადგან  ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. ჩვენ იძულებული გავხდით, ასოციაციისთვის მიგვემართა, რომელშიც ისინი არიან გაწევრიანებული, რათა მათ  მოეწოდებინათ ნაშთისა და ღირებულებების შესახებ მონაცემები, თუმცა ასოციაციამ ორივე წერილი უპასუხოდ დატოვა,”- განაცხადა გიორგიმ შალუტაშვილმა.

მისივე თქმით,  მოგვიანებით, ივნისის თვეში, რამდენიმე გამომცემლობისგან მიიღეს წერილი, რომ მათ სახელმძღვანელოების  ნაშთი არ ჰქონდათ ან იმდენად მცირე ნაშთი ჰქონდათ, რომ ერჩივნათ სახელმძღვანელოები კერძო სკოლებისთვის მიეყიდათ. იყვნენ ისეთი გამომცემლებიც, რომლებმაც სააგენტო ნაშთის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს თუმცა ფასები არ მიუთითეს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა  განუცხადა,  სახელმწიფომ გამომცემლობებისგან მხოლოდ ის სახელმძღვანელოები და რვეულები შეიძინა, რომელიც ახალის დაბეჭდვაზე  თუნდაც ერთი თეთრით უფრო იაფი დაუჯდა სახელმწიფოს.

სახელმწიფოს მიერ შეძენილი და დაბეჭდილი სახელმძღვანელობის ნუსხა კი ასე გამოიყურება:

დასაბეჭდი სახელმძღვანელოს და რვეულის რაოდენობა და ღირებულება.

სახელმძღვანელოს რაოდენობა: 376 358 ცალი

სახელმძღვანელოს ღირებულება: 1 136 062,598 ლარი

რვეულების რაოდენობა: 1 047 567 ცალი

რვეულების ღირებულება: 1 182 888,542 ლარი.

გამომცემლობებისაგან შესასყიდი ნაშთში არსებული სახელმძღვანელოები და რვეულები.

სახელმძღვანელოს რაოდენობა: 56 968 ცალი

სახელმძღვანელოს ღირებულება: 200 313,50 ლარი

რვეულების რაოდენობა: 167 254 ცალი

რვეულების ღირებულება: 120 382,70 ლარი

გამომცემლობებისაგან და სტამბებისაგან შესასყიდი რუსული ენის სახელმძღვანელოები და რვეულები:

სახელმძღვანელოს რაოდენობა: 63 733 ცალი

სახელმძღვანელოს ღირებულება: 227 428,4 ლარი

რვეულების რაოდენობა: 211 279 ცალი

რვეულების ღირებულება: 325 795,70 ლარი

ექკლუზიური უფლებამოსილების მქონე კომპანიებისაგან შესყიდული ინგლისური სახელმძღვანელოები და რვეულები:

სახელმძღვანელოს რაოდენობა: 68950 ცალი

სახელმძღვანელოს ღირებულება: 502 645,5 ლარი

რვეულების რაოდენობა: 336067 ცალი

რვეულების ღირებულება: 2 449 928,43 ლარი

ექკლუზიური უფლებამოსილების მქონე    გამომცემლობებისაგან შესასყიდი არაქრთული სექტორის სახელმძღვანელოები და რვეულები:

სახელმძღვანელოს რაოდენობა: 7 198 ცალი

სახელმძღვანელოს ღირებულება: 92 547,6 ლარი

რვეულების რაოდენობა: 14 905 ცალი

რვეულების ღირებულება: 162 540,5 ლარი

ეს საერთო თანხებია, თუმცა ჩვენ დავინტერესდით, რა დაუჯდა სახელმწიფოს თითო საგნის სახელმძღვანელოსა და რვეულის შეძენა კლასების მხედვით.  EDU.ARIS.GE-ს  ამ კითხვას სააგენტოში ამგვარად უპასუხეს: ,,სათითაო ფასების დასათვლელად ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, ამიტომაც ოქტომბრის თვეში სააგენტო მედიას დეტალურ ანგარიშს ჩააბარებს.

2017 წლის სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

ეკა არის© წივწივაძე


აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით –გამოცდები 2016

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობას აქვეყნებს.

იხილეთ ცხრილი

უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგებში ილიაუნი კვლავ მოწინავე პოზიციებზეა

$
0
0

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, საბაკალავრო მიღების თვალსაზრისით, 2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 2016 წელს საბაკალავრო საფეხურზე 4032 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული (რაც 1200 ადგილით მეტია 2015 წლის ვაკანტურ ადგილებთან შედარებით). პირველ ნომრად 7313-მა აბიტურიენტმა აირჩია. ამგვარად, ქვეყნის მასშტაბით, პირველ ადგილზე არჩევანით კონკურსის მიხედვით*, ილიაუნი მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს (კონკურსი ერთ ადგილზე 1.9).

ქვეყანაში არსებულ მსგავს პროგრამებს თუ შევადარებთ, ქვეყნის მასშტაბით, პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი საბაკალავრო პროგრამები:

  • ფილოსოფია (კონკურსი ერთ ადგილზე: 9.5)
  • ქართული ფილოლოგია (კონკურსი ერთ ადგილზე: 7.6)
  • არქეოლოგია (კონკურსი ერთ ადგილზე: 5.7)
  • ისტორია (კონკურსი ერთ ადგილზე: 5.2)
  • ბიოლოგია (კონკურსი ერთ ადგილზე: 3.4)
  • ფიზიკა (კონკურსი ერთ ადგილზე: 2.3)
  • ბიზნესის ადმინისტრირება (კონკურსი ერთ ადგილზე: 2.1)
  • მათემატიკა (კონკურსი ერთ ადგილზე: 2.0)

პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, საქართველოში არსებულ 762 საბაკალავრო პროგრამას შორის, პირველ ადგილს იყოფენ ილიაუნის ფილოსოფიისა და თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამები, მეორე ადგილზეა ილიაუნის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, მეოთხე ადგილზე – ილიაუნის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, მერვე ადგილზე კი – ილიაუნის ისტორიის საბაკალავრო პროგრამა.

ამასთან, ყველაზე რეიტინგულ 25 საბაკალავრო პროგრამას შორის ხვდება ილიაუნის დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ბიოლოგიისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამები.

ქვეყანაში არსებულ 762 საბაკალავრო პროგრამას შორის, რაოდენობრივად ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა პირველ ადგილზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა აირჩია; მეოთხე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები (ერთიანი მიღება); ხოლო მეხუთე ადგილზე – ილიაუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამა.

*კონკურსებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით და არა ჯამური არჩევანით კონკურსის მიხედვით, ვინაიდან აბიტურიენტებს აქვთ არჩევანის ძალიან ფართო შესაძლებლობა და ბოლო ადგილებზე ისეთ პროგრამებსა თუ უნივერსიტეტებს ირჩევენ, სადაც სწავლის გაგრძელებას არც კი ფიქრობენ.

რა უნდა იცოდნენ უცხოეთში სწავლის მსურველმა ახალგაზრდებმა და მათმა მშობლებმა

$
0
0

10 რჩევა HR საკონსულტაციო ფირმის “Mind The Gap” პროექტების მენეჯერისგან,  მათთვის, ვისაც სურს უცხოეთში სწავლა:

  1. TOEFL და GMAT

უპირველესი, რაც უნდა ჰქონდეს აბიტურიენტს, რომელიც აბარებს ბიზნეს სკოლაში, არის TOEFL სერტიფიკატი. გამოცდებისთვის აუცილებელია სათანადო მომზადება. გარდა ინგლისური ენის ცოდნისა, საჭიროა მრავალი ნიუანსის გათვალისწინება. უნდა იცოდეთ, როგორ შეასრულოთ ესა თუ ის ტესტი, დავალება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა არის GMAT – სერტიფიკატი გამოადგებათ მათ, ვისაც სურს შეისწავლოს მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა. განსაკუთრებით მაღალი ქულები მოითხოვება ფინანსური და ეკონომიკის ფაკულტეტებისათვის.

  1. სამუშაო გამოცდილება

დასავლეთ ევროპაში მრავალი კომპანია არ რთავს ნებას სტუდენტებს გაიარონ სტაჟირება უნივერსიტეტის გარკვეული კურსის დამთავრებამდე, ამიტომაც ახალგაზრდებს არ აქვთ დიდი სამუშაო გამოცდილება. მთავარი რჩევაა: თუ გყავთ მოზარდი შვილი, მაქსიმალურად დაიწყოს სტაჟირებებზე სიარული, იმუშაოს დროებით სამუშაოებზე.

  1. უცხო ენები

ინგლისური ენის ცოდნა უპირატესობა არაა, ეს არის ყველაზე basic. ესპანელები, მაგალითად, ინგლისურის გარდა საუბრობენ ფრანგულად, ფრანგები  – ესპანურად, გერმანულად. ისინი სწავლობენ უცხო ენებს, ხშირად საუბრობენ 4-5 უცხო ენაზე. ამიტომაც რჩევა: საფუძვლიანად შეისწავლეთ ინგლისური და დაიწყეთ კიდევ ერთი უცხო ენის სწავლა.

  1. ქეისების ამოხსნის შესაძლებლობა

მოსწავლეებს, რომლებიც მხოლოდ იზეპირებენ მასალას, არ შეუძლიათ ქეისების ამოხსნა. ეს არის უდიდესი პრობლემა! რადგანაც ევროპულ უნივერსიტეტში ჩაბარებისას, ან სამსახურში გასაუბრებაზე მოგცემენ ამა თუ იმ ქეისს ამოსახსნელად. მნიშვნელობა არ აქვს იცით თუ არა თემა, უნდა შეგეძლოთ ლავირება, დავალებების ლოგიკურად ამოხსნა და ყველაზე მთავარი – უნდა იყოთ ამისთვის მზად.

  1. გუნდური მუშაობა

როგორც სტატიის ავტორი ამბობს, ბიზნეს სკოლა ESADE-ში სწავლისას დამოუკიდებლად მან მხოლოდ ორი პროექტი განახორციელა. დანარჩენი სრულდებოდა გუნდურად. ამასთან, ხშირად მუშაობ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ განსხვავებულ კულტურებს, ამიტომ ახალგაზრდისთვის, რომელიც ირჩევს საზღვარგარეთ სწავლას, მეტად აუცილებელია გუნდურად მუშაობის ცოდნა. ამისათვის გუნდური სპორტი ან სხვა წრეები შესანიშნავი დასაწყისი იქნებოდა.

  1. საცდელი „რეპეტიცია“

იქამდე, სანამ საბოლოოდ გადაწყდება თუ რომელ ქვეყანაში ისწავლით, სასურველია დროის გარკვეული პერიოდი იცხოვროთ იქ. ევროპელ სტუდენტებს შორის საკმაოდ პოპულარულია ისეთი პროგრამები, როდესაც მიდიხარ კონკრეტულ ოჯახში (ეხმარები საყიდლებზე და უვლი ბავშვებს). ამ პროგრამების დადებითი მხარე არის ის, რომ ეცნობი ქვეყნის კულტურას, გაესაუბრები ადგილობრივებს თავიანთ ენაზე, რითაც უმჯობესდება შენი უცხო ენის ცოდნა.

  1. ორმაგი დიპლომი

უნივერსიტეტის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ აქვს თუ არა მას გაცვლითი პროგრამა. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ორმაგი დიპლომი.

  1. პროფესიული ფორუმები

ყველა უნივერსიტეტი აწყობს work fairs – შეხვედრა კომპანიებთან, სადაც შეგიძლია გადასცე დამსაქმებელს შენი რეზიუმე. საჭიროა, შეეცადოთ, რომ გაესაუბროთ კომპანიის წარმომადგენლებს, რადგანაც, ხშირად ეს სწორედ ის ხალხია, ვინც იღებს სტუდენტის სამსახურში აყვანის გადაწყვეტილებას.

  1. Be visible

უნდა იყოთ შესამჩნევი! მთავარია – გაიგოთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე, თქვენი მომავალი თქვენს ხელთაა და არავის არ შეუძლია დაგეხმაროთ საკუთარი თავის გარდა. ამიტომაც უნდა გაიზარდოთ, განვითარდეთ, ეკონტაქტოთ ხალხს, გაუზიაროთ გამოცდილება, მონაწილეობა მიიღოთ კონკურსებში და იყოთ აქტიურები ყველაფერში.

  1. ოჯახის მხარდაჭერა

და ყველაზე მთავარი, თუ ახალგაზრდა მიდის საზღვარგარეთ, უმნიშვნელოვანესია ოჯახის მხარდაჭერა და დახმარება, რადგანაც იმის შეგრძნება და გაანალიზება, რომ  არ ხარ შინ – ძალიან რთულია.

წყარო: http://womo.com

მოამზადა: ამირან ზანგალაძემ

რომელ სპეციალობებსა და უნივერსიტეტებზე გაიზარდა მოთხოვნა 2016 წლის ეროვნულ გამოცდებზე

$
0
0

თსუ, ილიაუნი, ტექნიკური, სამედიცინო, თავისუფალი – 2016 წლის მოთხოვნადი უნივერსიტეტებია. რაც შეეხება სპეციალობებს, 2016 წელს, ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ეკონომიკის, ბიზნესისა და სამართლის სპეციალობების დაუფლება ამჯობინა. ისევე როგორც წინა წლებში, ეს ფაკულტეტები ახალგაზრდებში კვლავაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

თუმცა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს საკმაოდ ბევრმა აბიტურიენტმა უპირატესობა საინჟინრო და აგრარულ ფაკულტეტებსაც მიანიჭა.

რაც შეეხება მოთხოვნად უნივერსიტეტებს, მისი თქმით, ამის გამოსავლენად არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად, არის უნივერსიტეტები, სადაც ბევრი ადგილი და მსურველია, ასევე არის პატარა უნივერსიტეტები, სადაც ადგილების რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ ერთ ადგილზე უფრო მეტი ადამიანი მოდის, ვიდრე მსხვილ უნივერსიტეტებში. შესაბამისად, მინდაძის თქმით, დათვლის მეთოდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ივა მინდაძე: ეკონომიკური მიმართულებები კვლავ ძალიან პოპულარულია. როგორც ჩანს, აბიტურიენტები ეკონომიკის სფეროში დასაქმების მეტ შესაძლებლობას ხედავენ. ამაში ბიზნესის ადმინისტრირებასაც ვულისხმობ. ანუ ეკონომიკური ბლოკის საგნებს. ისევ ძალიან პოპულარულია სამართალი, სამედიცინო სფერო, ჟურნალისტიკა.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს? რომელ სასწავლებლებს მიანიჭეს 2016 წელს აბიტურიენტებმა უპირატესობა?

ი.მ: უნივერსიტეტები უფრო რთული სათქმელია, მაგრამ მსხვილი უნივერსიტეტები- ივანე ჯავახივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო განსაკუთრებით პოპულარულია.

რა კრიტერიუმებით ლიდერობენ ეს უნივერსიტეტები?

ი.მ: მაგალითად, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ძალიან ბევრი მოთხოვნაა. ასევე მაღალი მოთხოვნაა ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტეზე.

პროფესიის არჩევისას თუ გამოიკვეთა ტენდენცია, რაც წინა წლებში ნაკლებად შეინიშნებოდა?

ი.მ: ძალიან სასიხარულო და აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და აგრარული სპეციალობების მიმართ მზარდი ინტერესი შეინიშნება.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ამ სპეციალობებისადმი ინტერესის ზრდა?

ი.მ: დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ახლაგრაზდები ამ სფეროებში დასაქმების უფრო მეტ შესაძლებლობას ხედავენ და გარდა ამისა, ე.წ. უფასო ფაკულტეტებმაც, როგოც ჩანს, საკმაოდ მნიშნველოვანი როლი ითამაშეს. შეიძლება ითქვას, ეს გახდა კატალიზატორი, რაც აბიტურიენტებს ამ სპეციალობების არჩევისაკენ უბიძგებს.

აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით – გამოცდები 2016

უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

თაკო არის© მათეშვილი

მასწავლებლის საქმიანობის შესახებ მოთხრობების კონკურსი გამოცხადდა

$
0
0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებლის საქმიანობისა და სკოლის ცხოვრების შესახებ ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს. კონკურსის ,,საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე” ფარგლებში სამი საუკეთესო მოთხრობა გამოვლინდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

კონკურსის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს ჟიური. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატული კომპიუტერები, ასევე ფულადი პრიზი:

  • I ადგილი – 1000 ლარი;
  • II ადგილი – 700 ლარი;
  • III ადგილი – 500 ლარი.

გარდა ამისა, საუკეთესო მოთხრობების ათეული გამოქვეყნდება ჟურნალში „მასწავლებელი“.

ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: tpdc.georgia@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ფარმაცეტული კომპანია „PSP“ მხარდაჭერით ხორციელდება.

Viewing all 14738 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>