Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14700 articles
Browse latest View live

მეოთხე კლასის ამოცანები, რომელთა ამოხსნა მოზრდილებსაც უჭირთ

$
0
0

გთავაზობთ მეოთხე კლასის მათემატიკის ოლიმპიადის რამდენიმე ამოცანას, რომელთა ამოხსნა ზოგიერთ მოზრდილსაც კი გაუჭირდება.

1. სკამზე სხედან ბაბუა, კატა, ძაღლი და შვილიშვილი. თუკი ძაღლი, რომელიც ზის ყველაზე მარცხნივ, დაჯდება კატასა და ბაბუას შორის მაშინ ბაბუა აღმოჩნდება ყველაზე მარცხნივ. ვინ სად ზის?

2. სამმა ძმამ დაიჭირა 29 თევზი. როდესაც ერთმა ძმამ კერძისთვის გადადო 6 თევზი, მეორემ – 2, ხოლო მესამემ – 3, სამივეს თანაბარი რაოდენობის თევზი დარჩა. რამდენი თევზი დაიჭირა თითოეულმა ძმამ?

3. ნინო ცხოვრობს 16-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე, თუ გადავთვლით ზევიდან. რომელ სართულზე ცხოვრობს ნინო?

4. ოჯახში არის 4 ბავშვი. მათი ასაკია: 5, 8, 13 და 15 წელი. მათი სახელებია: ანა, გიორგი, მარიამი და ელენე. რამდენი წლისაა თითოეული მათგანი, თუკი ერთი გოგონა დადის საბავშვო ბაღში, ანა გიორგიზე უფროსია, ხოლო ანასა და მარიამის ასაკთა ჯამი იყოფა 3-ზე?

5. გოჭუნამ დათესა 8 რკო. ყველა რკოსაგან, გარდა ორისა გაიზარდა მუხა, ყველა მუხაზე, გარდა ორისა იზრდება რკო. ყველა ნაყოფიანი მუხის რკო, გარდა ერთისა, არ არის გემრიელი. რამდენი მუხის რკო არ არის გემრიელი?

6. სხდომას ესწრება 29 აკადემიკოსი. 12 მათგანს აქვს წვერი, ხოლო 18-ს ულვაში. 3 აკადემიკოსს არ აქვს არც წვერი, არც ულვაში. რამდენ აკადემიკოსს აქვს წვერიც და ულვაშიც?

7. ქალაქიდან და სოფლიდან ბანაკში ჩამოვიდა 240 მოსწავლე. მათ შორის არის 125 ბიჭი, რომელთაგანაც 65 ქალაქიდანაა. სოფლიდან 53 გოგონაა. რამდენი მოსწავლე ჩამოვიდა ქალაქიდან?

8. ჩაწერეთ რიცხვი 111 ოთხი ცალი ორიანით.

9. თუ ანდრო მისცემს პეტრეს 300 ლარს, მაშინ მათ თანაბარი რაოდენობის თანხა გაუხდებათ. რამდენით მეტი ლარი აქვს ანდროს პეტრეზე?

10. ჰოკეის გუნდმა ჩაატარა 3 შეხვედრა. მათ მოახერხეს 3 შაიბის გატანა მოწინააღმდეგის კარში, ხოლო ერთი კი მიიღეს საკუთარ კარში. ერთ შეხვედრაში გუნდმა მოიგო, მეორე დაამთავრა ფრედ, მესამე კი წააგო. რა ანგარიშით დამთავრდა თითოეული შეხვედრა?

11. ტურისტებმა იყიდეს იტალიური, გერმანული, ფრანგული და ინგლისური მარკები. შენაძენის საერთო ღირებულება გარდა იტალიური მარკისა შეადგენს 40 ლარს, გარდა გერმანული მარკისა – 45 ლარს, გარდა ფრანგულისა – 44 ლარს, გარდა ინგლისურისა – 27 ლარს. რა ღირს იტალიური მარკა?

12. ორი რიცხვის ჯამია 715. ერთი რიცხვი ბოლოვდება ნულით, თუ გადავხაზავთ ამ ნულს მივიღებთ მეორე რიცხვს. იპოვეთ ეს რიცხვები.

13. ბავშვებმა შეკრეს წრე. ნიკასგან მარცხნიდან მეხუთე იგივეა, ვინც მარჯვნიდან მეექვსე. რამდენი ბავშვია წრეში?

პასუხები:
1. მარცხნიდან მარჯვნივ: ძაღლი, ბაბუა, კატა, შვილიშვილი
2. პირველმა ძმამ დაიჭირა 12 თევზი, მეორემ – 8, მესამემ – 9.
3. მეათე სართულზე
4. ანა 13 წლისაა, გიორგი – 8-ის, მარიამი – 5-ის, ელენე – 15-ის.
5. სამი
6. ოთხი
7. ქალაქიდან ჩამოვიდა 127 მოსწავლე
8. 222 : 2 = 111
9. 600 ლარით
10. წაგებული შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 0:1, ფრედ დასრულდა 0:0, მოგებული შეხვედრა 3:0
11. იტალიური მარკა ღირს 12 ლარი
12. 650 + 65 = 715
13. წრეში 11 ბავშვია

წყარო: adme.ru

მოამზადა ამირან ზანგალაძემ


2016 წლის ტოპ-5 ფაკულტეტი

$
0
0

ეკონომიკა და ბიზნესი, სამართალი, მენეჯმენტი, სამშენებლო, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტები – ეს იმ სპეციალობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც წელს ყველაზე მეტი აბიტურიენტისათვის აღმოჩნდა პრიორიტეტული.

EDU.ARIS.GE-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა შეისწავლა და შეადგინა იმ პოპულარული ფაკულტეტების სია, რომელიც ყველაზე მეტ აბიტურიენტს ჰქონდა პირველ პრიორიტეტად არჩეული და ასევე იმ ფაკულტეტებისაც, სადაც საერთო ჯამში, ოცივე პრიორიტეტის მიხედვით, ყველაზე მეტი განაცხადი შევიდა:

  1. ფაკულტეტი, რომელიც ყველაზე მეტმა – 2 776-მა აბიტურიენტმა პირველ რიგში აირჩია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებაა. იგი აერთიანებს მენეჯმენტს, საბანკო და საფინანსო საქმესა და ტურიზმს. ამ ფაკულტეტზე ილიაუნის სულ ადგილი – 1 350 ჰქონდა გამოცხადებული.
  2. მეორე ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა დაიკავა. აქ მოხვედრა უპირველეს პრიორიტეტად 1 735-მა ახალგაზრდამ დაისახა. სულ კი 400 ადგილი იყო.
  3. სიაში შემდეგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის ფაკულტეტია, რომელიც მრავალ მოდულს აერთიანებს. იგი 1 614 აბიტურიენტის პირველი არჩევანია. ადგილების რაოდენობა კი 500-ს შეადგენს.
  4. მეოთხე ადგილზე კვლავ ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები გავიდა. 1 464-მა ახალგაზრდამ ეს ფაკულტეტი პირველ არჩევანში შეიყვანა. ადგილი კი 1255-ა.
  5. ტოპ ხუთეულს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი აგვირგვინებს. ეს ფაკულტეტი 1 222 აბიტურიენტმა დაასახელა პირველ პრიორიტეტად (400 ადგილი).

რაც შეეხება იმ ფაკულტეტების ხუთეულს, რომლებზეც არჩევანი ჯამში, ოცივე არჩევანის მიხედვით ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა შეაჩერა, ასე გამოიყურება:

  1. ილიაუნი – ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი). სულ შევიდა 14 322 განაცხადი. გამოცხადებული იყო 1 350 ადგილი.
  2. ილიაუნი – სამართალი. სულ შევიდა 9 446 განაცხადი. ადგილების რაოდენობა – 350.
  3. ილიაუნი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები, რომელიც აერთიანებს ა) თავისუფალ მეცნიერებებს, ბ)სოციალურ მეცნიერებებს, გ)ჰუმანიტარული მეცნიერებებს დ) ფილოსოფიას, ე) დაწყებითი სკოლის პედაგოგიკას, ზ) სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, თ) თეატრალურ ხელოვნებას. ამ ფაკულტეტეზე ჯამში 8 958 განაცხადი შევიდა. ადგილი კი მხოლოდ 1 255 იყო.
  4. საქართველოს უნივერსიტეტი – ბიზნესის ადმინისტრირება. შევიდა 6 438 განაცხადი, ადგილების რაოდენობა – 350.
  5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ბიზნესის ადმინისტრირება. განაცხადების რაოდენობა – 6 801, ადგილების რაოდენობა – 120.

ტოპ 10 ყველაზე დიდი კონკურსის მქონე საგანმანათლებლო პროგრამა პირველი პრიორიტეტით – გამოცდები 2015

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

თაკო არის© მათეშვილი

როდის გახდება ცნობილი 2016-17 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგები

$
0
0

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობისთვის რეგისტრაცია დასრულდა.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მობილობის მსურველ სტუდენტებს შედეგების ნახვის შესაძლებლობა 23 აგვისტოს 12 საათიდან შეეძლებათ.

http://student.eqe.ge/ პორტალზე დარეგისტრირებულ სტუდენტებს შედეგების ნახვის საშუალება პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში ექნებათ.

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის მსურველთა რეგისტრაცია 27 ივლისიდან 18 აგვისტომდე მიმდინარეობდა.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა

$
0
0

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო სკოლის მეოთხე კურსის იუნკერების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა. სამი დღის განმავლობაში იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები ინფორმატიკისა და მენეჯმენტის მიმართულებებით.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ეროვნული თავდაცვის აკდემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი, რექტორის მოადგილე, ბატონი ერეკლე ჩიგოგიძე, საბაკალავრო სკოლის დირექტორი, პროფესორი მანანა მაღრაძე, საბაკალავრო სკოლის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საბაკალავრო ნაშრომები ინფორმატიკის მიმართულებით დაიცვა 43 იუნკერმა, ხოლო მენეჯმენტის მიმართულებით – 67-მა.

აკადემიის ცნობით, საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, იუნკერთა საბაკალავრო თემები ეხებოდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოება; კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოება, მონიტორინგი და დაცვა; ვირტუალიზაცია, მისი დანიშნულება და უპირატესობები; ტურიზმი და მისი როლი ქვეყნის ეკონომიკაში; საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი; ომის ხელოვნება ბიზნესში; საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება და სხვა.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა იუნკერებს საშუალებას აძლევს მოახდინონ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეჯამება, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა. იუნკერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საბაკალავრო ნაშრომების დაცვას მოიპოვებენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.

რომელ საგნებში დაფიქსირდა ყველაზე მეტი გასაჩივრება 2016 წლის პედაგოგთა გამოცდებზე

$
0
0

პედაგოგთა საგნის გამოცდის პირველადი შედეგები წინა წელთან შედარებით ნაკლებმა პედაგოგმა გაასაჩივრა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ განუცხადა.

,,გასაჩივრების რაოდენობა არის ძალიან დაბალი. ზუსტად ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ შემოსულია სულ რაღაც რამდენიმე ათეულია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის სააპელაციო განაცხადი. ასევე რამდენიმე ათეული განაცხადია შემოსული სხვა საგნის პედაგოგების მხრიდანაც.

ყველაზე უფრო ხშირად, როგორც წესი, ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის პედაგოგები ასაჩივრებენ შედეგებს. მათემატიკაში ვგულისხმობ პირველი-მეექვსე კლასის მათემატიკის მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ ღია დავალებები და უწევთ თხზულების დაწერაც. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები ყველაზე ხშირად იმ დავალებებს აპროტესტებენ, რომელიც არგუმენტირებულ მსჯელობას უკავშირდება”, – განაცხადა ივა მინდაძემ.

მისივე თქმით, აპელაციის შედეგები მომავალ კვირას, 25 აგვისტოსთვის, უკვე ცნობილი იქნება, რის შემდეგაც ეტაპობრივად გახდება ცნობილი თითოეული გამოცდის სტატისტიკური ანალიზი.

შეგახსენებთ, წელს საგნის გამოცდებზე 22 700-ზე მეტი პედაგოგი იყო დარეგისტრირებული მათგან 25% გამოცდაზე არ გამოცხადდა.

ეკა არის© წივწივაძე

შესაძლოა, მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება აღარ დასჭირდეთ

$
0
0

“სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი მოსწავლეების ჩანთები არის ძალიან მძიმე” – ამის შესახებ განათლბის მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად, მოსწავლეთა ჩანთის ჯამური წონა 2017 წლიდან შემცირდება.

“სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი მოსწავლეების ჩანთები არის ძალიან მძიმე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი არის ძალიან ბევრი, დიდი მძიმე წიგნი, რომელიც ყოველდღიურად დააქვთ სკოლაში. ადრე, ამ თემაზე აქცენტი გაკეთებული არ ყოფილა. ახლა მიმდინარეობს ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი და ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით შევზღუდეთ ჩანთის ჯამური წონა. ასე რომ, შემიძლია, დაგპირდეთ, რომ ახლა სექტემბერში ვერ, მაგრამ მომავალ სექტემბერს, ჩანთები გაცილებით მსუბუქი იქნება”,-განაცხადა ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრმა ელექტრონული წიგნების შემოღების საკითხეც ისაუბრა. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ელექტრონული წიგნების შემოღების შემთხვევაში, მოსწავლეებს არჩევანი ექნებათ, ატარონ თუ არა წიგნი სკოლაში.

“ვმუშაობთ microsoft-თან და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომ ელექტრონული წინგების კონცეფცია მოვსინჯოთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება არჩევითი და ყველა ოჯახი თვითონ გადაწყვეტს, ელექტრონული წიგნებით უნდა თუ არა, მისმა შვილმა ისარგებლოს . ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში, აუცილებელად, ორივე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ მოსწავლეს. ბევრ ქვეყანაში, მშობლები წყვეტენ, რომ სახლში აქვს ბავშვს ქაღალდის წიგნები, მაგრამ სკოლაში არ დაატარებს ამ წიგნებს და აქვს კომპიუტერი ან ტაბლეტი, ან რაიმე საკითხავი მოწყობილება”,- განაცხადა ჯეჯელავამ.

ალბერტ ბანდურას რჩევები მასწავლებლებს

$
0
0

გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული სოციალურ-კოგნიტური თეორიის ავტორის, ალბერტ ბანდურას რჩევებს სპეციალურად მასწავლებლებისთვის:

აჩვენეთ მოსწავლეებს ახალი ქცევის მაგალითები, ამით თქვენ მათ ახალი ქმედებების სწრაფად ათვისებაში დაეხმარებით.

გახსოვდეთ, რომ ახლად ათვისებული მასალა ყოველთვის დაუყოვნებლივ არ ახდენს გავლენას მოსწავლის ქმედებაზე.

წააქეზეთ მოსწავლეები, ისეთი არჩევანი გააკეთონ, რაც მათი სწავლისთვის სასარგებლო იქნება.

გაამხნევეთ მოსწავლეები, პროდუქტიული მიზნები დასახონ.

ასწავლეთ მოსწავლეებს ეფექტური სწავლისა და ქცევის სტრატეგიები.

ბანდურას აზრით, 4 პირობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებით ისწავლონ სამაგალითო ქცევაზე დაკვირვებით: ყურადღება, შენარჩუნება, გამეორება, მოტივაცია.

გაკვეთილი ისე დაგეგმეთ, რომ მოსწავლეებს დავალების ნაწილის შესრულება დამოუკიდებლადაც შეეძლოთ.

მიეცით მოსწავლეებს საშუალება, რომ ერთმანეთს შორის პატარა კონფლიქტები თავად გადაჭრან. ჩაერიეთ იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი გაძლიერდა.

როცა მოსწავლეები იმპულსურად იქცევიან და ვერ ახდენენ საკუთარი ემოციების კონტროლს, მიეცით მითითებები და აუხსენით, რა შეიძლება მოჰყვეს მათ საქციელს.

წაახალისეთ მოსწავლეები, რომ თავიანთი ნამუშევარი და პროგრესი შეაფასონ.

წაახალისეთ მოსწავლეები, რომ თანაკლასელებს რჩევისთვის და დახმარებისთვის მიმართონ.

ასწავლეთ მოსწავლეებს დავალებების დაგეგმვის კონკრეტული სტრატეგიები.

იხილეთ ორიგინალი

აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები ცნობილია –გამოცდები 2016

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდებზე გასულ აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები ცნობილია.

შედეგები

აბიტურიენტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის საგამოცდო ბარათის ნომერი უნდა გაგზავნოთ ნომერზე 93333.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება ბაზების მომზადება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის, პარალელურად მიმდინარეობს გათანაბრებისა და სკალირების პროცესი.

ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება.


რომელი საგნის აბიტურიენტებს დაუკმაყოფილდათ ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის პროცესი დასრულდა. სულ საკუთარი ნაშრომის პირველადი შეფასება 2 ათასამდე აბიტურიენტმა გაასაჩივრა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ,,გამპროტესტებლების“ რაოდენობა წელს ძალიან ცოტა იყო.

სააპელაციო კომისიის წევრებს 150 ათასზე მეტი ნაშრომიდან მხოლოდ 1.34% გადახედვა მოუხდა თავიდან. საბოლოო შედეგი 389 აბიტურიენტს შეეცვალა აქედან 361 აბიტურიენტს ქულა მოემატა 28-ს კი დააკლდა.

სააპელაციო კომისიის მიერ დაწერილი ქულა საბოლოოა. აბიტურიენტს კი მისი გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოს გზით შეეძლება.

როგორც EDU.ARIS.GE -ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს ყველაზე მეტი აპელაცია იმ საგნებში შედის რომელსაც უფრო მეტი აბიტურიენტი წერს – ასეთი კი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა და ზოგადი უნარებია.

,,ქართული ენა და ლიტერატურა ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულოა, შესაბამისად მას ყველა წერს. ამას დამატებული ისიც რომ ქართულში ესეც იწერება და ისეთი დავალებებიც არის, რომელსაც მსჯელობა სჭირდება – შესაბამისად ეს არის იმის მიზეზი რომ ამ საგანში შედარებით მეტი სააპელაციო განაცხადი შემოდის. ზოგად უნარებში აპელაცია სიმბოლურია, რადგან ამ საგანის ნაშრომებს სკანერი ასწორებს და შეცდომის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს“ – აცხადებენ ნაეკში.

თუმცა ამის მიუხედავად სააპელაციო განაცხადები წელს ზოგად უნარებშიც იყო, და არც თუ ისე ცოტა. ზოგადი უნარების პირველად შედეგებში ეჭვი 300-ზე მეტმა აპლიკანტმა შეიტანა, თუმცა წელსაც არცერთ მათგანს შედეგი არ შეცვლია.

როგორც გავარკვიეთ, არჩევითი საგნების პირველადი შედეგი 0-დან 4 პროცენტამდე აბიტურიენტმა გაასაჩივრა. ოთხ პროცენტზე ოდნავ მაღალია ლიტერატურისა ნაშრომების პირველადი შედეგებით უკმაყოფილი აპლიკანტების რაოდენობა. მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის შედეგები კი დაახლოებით 2,5%-ზე ოდნავ მეტმა მონაწილემ გააპროტესტა (თითოეულ საგანში იმ აბიტურიენტების 2,5%-ზე მეტმა, ვინც შესაბამისი გამოცდა ჩააბარა).

რაც შეეხება უცხო ენებს, არც ერთი სააპელაციო განაცხადი არ შესულა ფრანგულ ენაში. ინგლისური ენისა და ლიტერატურის შედეგი აბიტურიენტების (მათ ვინც ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარა ) 1%-ზე ნაკლებმა გაასაჩივრა. გერმანულისა და რუსულის შედეგები 1%-ზე ოდნავ მეტმა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ქულების მომატება ყველაზე მეტად არჩევით ლიტერატურის გამოცდის ნაშრომებში დაფიქსირდა (აპელირებული ნაშრომების 30%-ზე ოდნავ მეტი, საგანში ნაშრომების საერთო რაოდენობიდან კი 1%-ზე ცოტა მეტი). შემდეგ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურსა და ისტორიაში (აპელირებული ნაშრომებიდან დაახლოებით 20%-25%, საგანში საერთო რაოდენობიდან 0,1%-0,3%). ეს მაჩვენებელი ნაკლებია საბუნებისმეტყველო საგნებში, თუმცა ამ გამოცდებიდან შედარებით მეტია ქულის ცვლილება ბიოლოგიასა და ქიმიაში (ქულა მოემატა აპელირებული ნაშრომების 13% ბიოლოგიაში, 15%-ს ქიმიაში, რაც ამ საგნებში ნაშრომების საერთო რაოდენობის დაახლოებით 0,1%-ო,2%-მდეა).

რაც შეეხება საბოლოო სტატისტიკური მონაცემებს, როგორც ,,ნაეკში“ განმარტავენ მონაცემები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

რაც შეეხება თანხის უკან დაბრუნების პროცედურას – აპელაციის საფასურს 50 ლარს, რომელსაც აპლიკანტი განაცხადის შევსებამდე იხდის, ყველა იმ აბიტურიენტს რომელსაც ქულა შეეცვალა თანხა უკან დაუბრუნდება. აბიტურიენტების ჩარიცხვების პროცესის დასრულების შემდეგ, ერთი თვის ვადაში აპლიკანტმა უნდა შეავსოს თანხის დაბრუნების განაცხადი და შემდგომ ერთი თვის მანძილზე თანხა მითითებულ ანგარიშზე უკან დაუბრუნდება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

პედაგოგთა, სტუდენტთა საგრანტო და სამაგისტრო გამოცდების აპელაციის შედეგები –გამოცდები 2016

$
0
0

პედაგოგთა, სტუდენტთა საგრანტო და სამაგისტრო გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია.

შედეგები ნახვა მსურველებს დღეს 13:00 საათიდან შეეძლებათ.

შედეგები

შედეგების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის საგამოცდო ბარათის საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაგზავნოთ ნომერზე 93333.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

2016-17 წლის შემოდგომის მობილობის შედეგები 24 აგვისტოს გამოქვეყნდება

$
0
0

მობილობის შედეგები 23 აგვისტოს ნაცვლად 24 აგვისტოს 12:00 საათზე გახდება ცნობილი. ვადის გადაწევის მიზეზად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ტექნიკურ ხარვეზს ასახელებენ.

,, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა საქართველოს ბანკში თანხების ასახვასთან დაკავშირებით. ეს ეხებოდა რამდენიმე სტუდენტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუდენტის ინტერესი იყოს დაცული, ამიტომ მობილობის შედეგების გამოცხადების ვადა გადაიდო ხვალ, 24 აგვისტოს 12:00 საათამდე”, – აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე.

ქართულისა და უცხოური ენების სტატისტიკური ანალიზი –გამოცდები 2016

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართულისა და უცხოური ენების გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. სტატისტიკური ანალიზი ემყარება პირველად შედეგებს.

ანალიზის მიხედვით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დაფიქსირებული ქულა არის 79.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გათანაბრების შედეგად ოთხივე ვარიანტში გადალახა აბიტურიენტთა 96,28%-მა.

ქართული ენისა და ლიტერატურის სტატისტიკური ანალიზი

რაც შეეხება უცხოური ენის გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს, ინგლისურში, რუსულსა და გერმანულ ენაში დაფიქსირებული მაქსიმალური ქულაა 100, გრანგულში კი 99.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გათანაბრების შედეგად უცხოურ ენებში გადალახა აბიტურიენტთა 95,30%-მა.

უცხოური ენების სტატისტიკური ანალიზი

აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამსვლელი “ნედლი” ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ)

ზოგადი უნარების სტატისტიკური ანალიზი – გამოცდები 2016

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გამომშვები რედაქტორი (სკოლამდელი, სასკოლო განათლების მიმართულებით)

$
0
0

EDU.ARIS.GE – საგანმანათლებლო ამბების სააგენტოა, რომელიც, უკვე 8 წელზე მეტია, აქტიურად აშუქებს განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს და მაღალი ცნობადობითა და ნდობით სარგებლობს ამ სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიაში.

ვაკანსია: გამომშვები რედაქტორი  (სკოლამდელი, სასკოლო განათლების მიმართულებით და სხვა)
სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დრო:  სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

ჟურნალისტებთან კოორდინაცია – დავალების მიცემა, მათ მიერ მოძიებული თემის გაანალიზება, დამუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა, მიღებული მასალის რედაქტირება და ინტერნეტში განთავსება, ასევე სხვა აქტივობები და მოვალეობები საჭიროებების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში (ან მონათესავე სფეროში);
  • გამომშვები რედაქტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სკოლამდელი, სასკოლო განათლების მიმართულებით)

ანაზღაურება: 1000 ლარიდან (თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ვაკანსია ძალაშია ვიდრე გამოქვეყნებულია საიტზე!

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით cv@aris.ge მისამართზე, თემაში მიუთითეთ –  „რედაქტორი“

შეუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!

 

მარკეტინგის და ბიზნესის განვითარების მენეჯერი EDU.ARIS.GE–ზე

ვიდეო-ოპერატორის ვაკანსია EDU.ARIS.GE–ზე

გათანაბრების ცხრილები და ქულები საგნების მიხედვით –გამოცდები 2016

$
0
0

,,ნაეკი”ეროვნული გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

$
0
0

გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

,,ინფორმაცია ჩარიცხვების შესახებ გამოქვეყნდება 25 აგვისტოსთვის. ამჟამად მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. მონაცემების დამუშავებისას, მცირე ხნის განმავლობაში აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ სმს-სს ნომერზე 9333, ქულებთან ერთად დამატებით იღებდნენ დამუშავების პროცესში მყოფ ინფორმაციასაც”, – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში აბიტურიენტებისგან გავრცელდა ინფორმაცია რომ სმს-ის საშუალებით შესაძლებელი გახდა გამოცდების საბოლოო შედეგებისა და გრანტის ოდენობის დადგენა. თუმცა, როგორც ცენტრში განმარტავენ, აღნიშნული შედეგები არ არის საბოლოო და შესაძლოა შეიცვალოს.


რომელი საგნის პედაგოგებს დაუკმაყოფილდათ ყველაზე მეტი საპელაციო განაცხადი

$
0
0

პედაგოგთა საგნის გამოცდის სააპელაციო პროცესი დასრულდა. როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, წელს საპელაციო კომისიას ძალიან ცოტა პედაგოგმა მიმართა. ციფრობრივად კი ეს ასე გამოიყურება: სულ 17 ათასზე ოდნავ მეტი ნაშრომიდან კომისიას 4%-ზე მეტი ნაშრომის გასწორება მოუხდა თავიდან.

  • სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ინგლისურში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საკუთარი ნაშრომების პირველადი შედეგები 6-დან 12%-მდე პედაგოგმა გააპროტესტა.
  • სამოქალაქო განათლებაში და მათემატიკაში პროცენტულად სააპელაციო განაცხადების რაოდენობა სხვა საგნებზე მეტია (დაახლოებით ნაშრომების 7%-დან 9%-მდე);
  • შედეგების შეცვლის კუთხით რაოდენობრივად ყველაზე მეტ აპლიკანტს ქულა მოემატა 1-6 კლასის ქართულ ენასა და ლიტერატურაში – სულ ასეთი 29 პედაგოგი აღმოჩნდა.

იმ პედაგოგებს, რომლებსაც სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებით ქულა მოემატა სააპელაციო განაცხადის საფასური 50 ლარი უკან დაუბრუნდებათ.

სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება პედაგოგების შემთხვევაშიც საბოლოოა და მისი გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოს გზით არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, წელს საგნის გამოცდებზე 22 700-ზე მეტი პედაგოგი იყო დარეგისტრირებული მათგან 25% გამოცდაზე არ გამოცხადდა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის კიდევ ერთი განმარტება და ბოდიში აბიტურიენტებს

$
0
0

გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული გამოცდების შედეგების სმს-ით გავრცელებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და აბიტურეინტებს ბოდიშს უხდის. ,,ნაეკის” განცხადებას EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების (ჩარიცხვებისა და გრანტირების შესახებ ინფორმაცია) გამოქვეყნებამდე სავალდებულოა მონაცემების რამდენიმე ეტაპად შემოწმება. ეს პროცედურა ე.წ. წინასწარი ჩარიცხვების განხორციელებასაც გულისხმობს, რომლის შემდეგ რამდენიმე მიდგომით დასტურდება სისტემაში არსებული ყველა მონაცემისა და შედეგის სიზუსტე.

23 აგვისტოს, საღამოს, ამ პროცესის მიმდინარეობისას, მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისის გამორთვამდე, აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ საკუთარ კოდს ნომერზე 93333, ქულებთან ერთად იღებდნენ იმ მომენტისათვის სისტემაში არსებულ ინფორმაციასაც. ამის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დროებით გაითიშა და აღდგა გათიშვიდან ერთი საათის შემდეგ. ამ ეტაპზე აბიტურიენტები მხოლოდ თავიანთ შედეგებს იღებენ სმს-თ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო და აცნობებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები მონაცემების დამუშავების დასრულებთანავე, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება სმს-ბის საფასურს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით აბიტურიენტებს, რომლებმაც მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგაზავნეს სერვისის გათიშვის პერიოდში, ამ მომსახურების თანხა არ ჩამოეჭრებათ.

,,კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ აბიტურიენტებს, რომლებმაც მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგაზავნეს სერვისის გათიშის პერიოდში, ამ მომსახურების თანხა არ ჩამოეჭრებათ. მათ, ვინც სერვისის გათიშვამდე გააგზავნა შეტყობინება, გარდა ქულებისა, მიიღო იმ მომენტისათვის სისტემაში დამატებით არსებული ინფორმაცია და მომსახურების საფასური – 50 თეთრი ჩამოეჭრათ ანგარიშიდან. თუ აბიტურიეტი მიიჩნევს, რომ ქულებთან ერთად დამატებითი ინფორმაციის მიღების გამო ამ საფასურის გადახდა არ არის სამართლიანი, ვთხოვთ, მოგვართოს განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მისამართზე: მინდელის N9”

უცხოურ ენებს შორის, ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა წელს ინგლისურში დაიწერა

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგიერთი საგნის სტატისტიკური ანალიზი უკვე გამოაქვეყნა. აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ ცნობილია უცხოური ენების გამოცდების შედეგები. აღნიშნულ საკითხზე EDU.ARIS.GE-მ უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე ჩაწერა

– ქალბატონო რუსუდან საბოლოო მონაცემებით ინგლისური ენის 4 ვარიანტიდან რომელი იყო შედარებით რთული ვარიანტი?

– 4 ვარიანტში ცდომილება იყო სამი ქულა. ყველაზე მარტივი მეოთხე ვარიანტი გახლდათ. ერთნაირი სირთულის იყო პირველი და მესამე ვარიანტები. ოდნავ მარტივი იყო მეორეც. რის შედეგადაც სკალირების შემდეგ გამსვლელი ქულები ოდნავ შეიცვალა.

– რომელ ვარიანტში რამდენი ქულაა გამსვლელი?

– სკალირების შედეგად პირველ ვარიანტში 20 ქულაა გამსვლელი, მეორეში 21, მესამეში19, მეოთხეში კი 20 ქულა. ანუ ოც ქულასთან ვტრიალებთ მაინც.

– ორი ვარიანტი იყო რუსულ ენასა და ლიტერატურაში – ორივე ვარიანტი თანაბარი სირთულის იყო?

– რუსულში საშუალო სირთულის კოეფიციენტი 55 გახლდათ. ტესტები სირთულის დონით ძალიან დაახლოებულია ერთმანეთთან. ერთში გამსვლელი ქულა 20 გახლდათ, მეორეში 21.

– ზოგადად აბიტურიენტების მომზადების დონით რამდენად კმაყოფილი ხართ მაქსიმალური ქულები დაიწერა?

– ინგლისურში წელს ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა დაიწერა. 35-მა აბიტურიენტმა აიღო ასი ქულა. ცოტა გაკვირვებული ვარ, ინგლისურის ტესტი არ არის ნამდვილად მარტივი და 35 პატარა ციფრი არ გახლავთ. ვფიქრობთ ხოლმე, როგორ გავართულოთ ტესტი ისე რომ დავეწიოთ აბიტურიენტების მომზადების დონეს, თუმცა ვერ გავართულებთ უფრო მეტად, რადგან ტესტი ეროვნულ სასწავლო გეგმის ფარგლებში დგება. მართალია, არიან ისეთები ვისაც ტესტი უჭირს, ან ბარიერს საერთოდ ვერ ცდება, თუმცა იმ აბიტურიენტების რიცხვი, ვინც კარგად წერს ყოველწლიურად იზრდება. მე პირადად კმაყოფილი ვარ.

– დანარჩენ სამ ენაზე რას გვეტყვით, იქაც დაიწერა მაქსიმალური ქულები?

– რუსულში წინა წლებში უფრო მეტი 100 ქულა იწერებოდა. წელს მხოლოდ 10-მა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი შეფასება. გერმანულში ერთი 100 ქულა დაიწერა ფრანგულში კი მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო 99 ქულა. ეს როგორც წესი ყოველთვის ასეა.

– აპელაციის პროცესმა შეცვალა თუ არა საბოლოო სურათი?

– ინგლისურ ენაში 170 ნაშრომის თავიდან გასწორება მოუხდა კომისიას. 15%-ს მოემატა შეფასება. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ორი ქულაც კი დაემატა აბიტურიენტს. თითო-თითო ქულა დაემატათ გერმანულისა და ფრანგულის ნაშრომებში და იქაც მხოლოდ თითო-თითო საჩივარი შემოვიდა. დაკლებით ქულა არავის დაკლებია. თუ გამსწორებელს შეცდომა გაეპარა მუდმივად ვცდილობთ ეს შეცდომა გამოვასწოროთ. თუმცა, როგორც წესი, აპელაცია საბოლოო სურათს დიდად არ ცვლის 80-90 % იგივე ქულა რჩება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

მინიმალური გამსვლელი ქულები ტესტების ვარიანტების მიხედვით –გამოცდები 2016

ისტორიის, გეოგრაფიის და მათემატიკის სტატისტიკური ანალიზი –გამოცდები 2016

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ისტორიის, გეოგრაფიის და მათემატიკის გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. სტატისტიკური ანალიზი ემყარება პირველად შედეგებს.

გეოგრაფიის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა 56 (I ვარიანტი) და 55 (II ვარიანტი) დაფიქსირდა. სულ ორივე ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 94,12%-მა გადალახა.

გეოგრაფია

ისტორიის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა 69 (I ვარიანტი) და 70 (II ვარიანტი) დაფიქსირდა. სულ ორივე ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 91,04%-მა გადალახა.

ისტორია

ისტორიის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა 59 დაფიქსირდა. სულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 78%-მა გადალახა.

მათემატიკა

აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამსვლელი “ნედლი” ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ)

ქართულისა და უცხოური ენების სტატისტიკური ანალიზი – გამოცდები 2016

ზოგადი უნარების სტატისტიკური ანალიზი – გამოცდები 2016

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Viewing all 14700 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>