Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14724 articles
Browse latest View live

23 მიზეზი იმისა, თუ რატომ გვხდის კითხვა უკეთეს ადამიანად

$
0
0

არაერთხელ გვსმენია, რომ კითხვა საოცარ ეფექტს ახდენს ჩვენს მენტალურ შესაძლებლობებზე, განწყობასა და გრძნობებზე. შეესაბამება კი ეს მოსაზრება სიმართლეს? ჩვენ მიერ მოპოვებული საინტერესო კვლევები ადასტურებს, რომ კითხვა მართლაც სასარგებლო აქტივობაა. აიღეთ წიგნი და თავად მიხვდებით, თუ რატომაა წიგნის წაკითხვა საუკეთესო გადაწყვეტილება.

1.კითხვა ამცირებს სტრესს

რას ანიჭებთ უპირატესობას სტრესული მდგომარეობიდან გამოსასვლელად? მუსიკის მოსმენას თუ სეირნობას? სასექსის უნივერსიტეტის მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ კითხვას უნდა მივმართოთ. მათმა კვლევამ აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენასთან, სეირნობასთან, ფინჯანი ყავის დალევასთან და სხვა აქტივობებთან შედარებით, კითხვა სტრესთან გამკლავების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. კითხვის პროცესში, კვლევის ობიექტებს მხოლოდ 6 წუთი დასჭირდათ სტრესის დონის 2/3-ზე მეტად შემცირებისათვის.

2. კითხვა უძლიობასთან გამკლავების საშუალებაა

დადასტურებულია, რომ კითხვა დასამშვიდებლად და ძილისთვის მოსამზადებლად ყველაზე ეფექტური გზაა. თქვენი ტელეფონებიდან და ეკრანებიდან გამომავალი მკვეთრი სინათლე ტვინისთვის წარმოადგენს სიგნალს, რომ გაღვიძების დროა, მაშინ, როცა მკრთალ შუქზე საყვარელი წიგნის კითხვას სრულიად საპირისპირო ეფექტი აქვს – თქვენი ტვინი აცნობიერებს, რომ უკვე დასვენების დროა.

3. კითხვა უფრო ემპათიურ ადამიანებდ გვაქცევს

წიგნის კითხვისას, განსაკუთრებით კი მხატვრული ლიტერატურის წაკითხვისას, ამყარებთ ემოციურ კავშირს ამბავთან და მთავარ გმირებთან? ექსპერიმენტები ცხადყოფს, რომ მხატვრული ლიტერატურის მკითხველები, რომლებიც ემოციურად უკავშირდებიან ამბავს, გამოირჩევიან ძლიერი ემპათიის უნარით.

4. კითხვა აძლიერებს ტვინის ფუნქციონირებას

ემორის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ ჩვენ მართლაც უფრო ჭკვიანები ვხდებით წიგნის კითხვის შემდეგ. წიგნის დასრულებიდან სულ მცირე რამდენიმე დღის მანძილზე, ჩვენი ტვინი საგრძნობ პოზიტიურ ცვლილებებს ავლენს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ტვინის ფუნქციონირების გაძლიერება გამოწვეულია კავშირის დამყარების გაძლიერებული უნარითა და ნევროლოგიური ცვლილებებით, რას მეხსიერების გავარჯიშებას იწვევს.

5. თვითდახმარების სახელმძღვანელოებს შეუძლიათ დეპრესიის გადალახვაში დახმარება გაგვიწიონ

ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, კითხვა დეპრესიასთან გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. პაციენტებმა, რომლებსაც გადაეცათ თვითდახმარების წიგნები განწყობის ფსიქოლოგიისა და დეპრესიის დაძლევის ტექნიკებზე, ერთი წლის შემდეგ დეპრესსის შედარებით ნაკლები დონეები აჩვენეს, ვიდრე ტრადიციული მეთოდების გამომყენებელმა ობიექტებმა.

6. კითხვა გვმატებს მიმზიდველობას

განათლებული და ინტელიგენტი ადამიანი გაცილებით მიმზიდველად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ თემაზე შეუძლია საუბარი, აუცილებლად მიიპყრობს სხვათა ყურადღებას და სიმპატიას.

7. კითხვა ხელს უწყობს ცხოვრებისეული მიზნების განხორციელებასა და სირთულეების გადალახვას

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, რაც მეტს ვკითხულობთ, მით უფრო ვახდენთ მთავარ გმირებთან საკუთარი თავის ასოცირებასა და მათი ქცევის მოდელების საკუთარ ცხოვრებაში გადმოტანას. ეს ნიშნავს, რომ სათანადო ლიტერატურის კითხვას შეუძლია მოგვცეს მოტივაცია, მოგვაძებნინოს სამომავლო პარტნიორი და მიგვაღწევინოს მიზნებს მხოლოდ წიგნიდან ამოკრეფილი მაგალითების მეშვეობით.

8. კითხვის მოყვარულები გაცილებით აქტიურნი არიან სოციალურად

ეროვნული სახელოვნებო ფონდის მიერ წარმოებული კვლევის მიხედვით, კითხვის მოყვარულ ადამიანებს გააჩნიათ მეტი მოტივაცია, მეტად აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კულტურულ და საქველმოქმედო ღონისძიებებში.

9. კითხვა აუმჯობესებს მეხსიერებას და აზროვნებას

ყოველ ჯერზე, კითხვის პროცესში, ტვინი ვარჯიშდება. მაგალითად, როდესაც აწყდებით მანამდე უცნობ სიტყვას, თქვენ გებულობთ მის მნიშვნელობას და შემდგომში ინახავთ ხანმოკლე მეხსიერებაში. ექპერიმენტები ამტკიცებს, რომ კითხვა ანელებს გონების დაუძლურების პროცესს. ადამიანებს, რომლებიც ხშირი კითხვით ახდენენ ტვინის სტიმულირებას, გაცილებით მეტი შანსი აქვთ, შეინარჩუნონ საღი გონება, განსაკუთრებით ხანდაზმულობისას.

10. კითხვა ამდიდრებს თქვენს ლექსიკას

წიგნებში ხვდებით სიტყვებს და გამონათქვამებს, რომლებსაც ყოველდღიურად არ იყენებთ. მაშინაც კი, როცა ასეთი სიტყვების მნიშვნელობა არ ვიცით, ყოველთვის არ ვეძებთ მათ განმარტებას ლექსიკონში. ხომ ასეა? ხშირად, ვხვდებით სიტყვათა მნიშვნალობას კონტექსტიდან გამომდინარე. კითხვა არა მხოლოდ ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკონს, არამედ ზრდის ზოგად ცოდნასა და განათლებას.

11. კითხვა აუმჯობესებს წერით უნარებს

კითხვისას, ქვეცნობიერად ვახდენთ ავტორის წერის მანერისა და ფანტაზიის იმიტირებას. როგორც ახალგაზრდა მუსიკოსი იღებს შთაგონებას რომელიმე მუსიკალური მიმდინარეობისაგან, თქვენც ისევე ეჩვევით იმ მწერლის სტილისტიკას, ვისიც წიგნიც გიჭირავთ.

12. „წიგნის ჭიები“ ფიზიკური ჯანმრთელობით გამოირჩევიან

ობერნის უნივერსიტეტის მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ კითხვის მოყვარულები უფრო ხშირად და მეტი მონდომენით ვარჯიშობენ, ვიდრე განსხვავებული ჰობის მქონე ადამიანები. წიგნის მოყვარულები მეტ დროს ატარებენ სპორტდარბაზში და მეტად ჯანმრთელებიც არიან.

13. კითხვა გვეხმარება, გავხდეთ უფრო გულღია და მეგობრული

კრეატული კვლევის ჟურნალმა გამოაქვეყნა ძალზედ საინტერესო კვლევა, რომელიც ამტიკიცებს, რომ მხატვრულ ლიტერატურას შეუძლია გონების გახსნა, თვალსაწიერის გაფართოვება და ახალი იდეების მიღების სტიმულაცია. საერთო ჯამში, კითხვის შემდგომ, ადამიანები აღარ არიან კოგნიტურად ჩაკეტილნი.

14. კითხვას შეუძლია უცხო ენების შესწავლაშიც დაგეხმაროთ

მუდმივი მკითხველები ახალ ინფორმაციას უფრო სწრაფად და იოლად იაზრებენ. ამ ფენომენის ეფექტი ყველაზე უკეთ უცხო ენის შესწავლის პროცესში ვლინდება.

15. კითხვას დადებითი ეფექტი აქვს მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებაზე

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, კითხვა მოსმენის უნარებს ავითარებს და გიადვილებთ ახალი სიტყვების და გრამატიკის გაგებას. ხმამაღლა კითხვა ამაში მეტად დაგეხმარებათ.

16. კითხვა ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას

ობაფემი ავოლოვოს უნივერსიტეტების პედაგოგებმა გადაწყვიტეს, რომ დაწყებითი სკოლის პროგრამაში კომიქსებიც შეეტანათ. შედეგად, მათ დაინახეს, რომ მარტივი შინაარსის ტექსტს დართული ფერადი ფოტოები დადებითად მოქმედებდა მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებზე და მათში კრეატიულობას ზრდიდა. მოზრილ მკითხველზე წიგნს ანალოგიური ეფექტი აქვს.

17. კითხვას შეუძლია დაგიცვათ ადრეულ ასაკში ალცჰეიმერის დავადების რისკისგან

მეცნიერების ეროვნული აკადემიის კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომელთაც უყვართ კროსვორდებისა და თავსატეხების კითხვა და ამოხსნა, გაცილებით ნაკლებად არიან ალცჰეიმერის დავადების რისკის ქვეშ. ტვინს, ისევე როგორც ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებს, გავარჯიშება სჭირდება. ამისათვის კი საუკეთესო საშუალება – დიახ, კითხვაა!

18. შვილებისათვის წიგნის კითხვა მათთან უნიკალურ კავშირს ამყარებს და ურთიერთობას აიოლებს

ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ბავშვებისათვის წიგნის კითხვას, მათთან განსაკუთრებული კავშირის დამყარების ძალა აქვს. რა თქმა უნდა, შვილებთან დროის გატარების სხვა, არაერთი, საშუალებაც არსებობს, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ მათთან ერთად ტელევიზორის ყურებას ან სხვა მსგავს აქტივობას ანალოგიური ეფექტი ვერ ექნება.

19. კითხვა ფინანსური სირთულეების დაძლევაშიც შეიძლება დაგეხმაროთ

განათლების მონაცემთა სტატისტიკაზე დაყრდნობით, დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე ზრდასრულთა 43% სიღარიბეში ცხოვრობს, მაშინ როცა, მაღალი განათლების მქონე პირების მხოლოდ 4%-ია უკიდურესად გაჭირვებული.

20. ბავშვები, რომლებიც კითხულობენ, სკოლაშიც უკეთ სწავლობენ

მეცნიერების აზრით, ბავშვები, ვინც ბაღის პერიოდში კითხულობს და ზოგადად, კითხვის მოყვარულია, გაცილებით უკეთ სწავლობენ სკოლაში. აქვე ერთი საინტერესო ფაქტი: ასეთი ბავშვები არა მხოლოდ გრამატიკასა და კითხვაში არიან კარგი, არამედ მათემატიკასა და სხვა ზუსტ მეცნიერებებშიც.

21. დამნაშავეთა რეაბილიტაციის პროცესში, კითხვას შეუძლია დადებითი როლის შესრულება

რიგი კვლევები აჩვენებს, რომ დანაშაულის ხელახლა ჩადენის პროცენტი იმ პატიმართა შორის, რომლებმაც ციხეში ყოფნისას წერა-კითხვის კურსი გაიარეს, 30%-ით შემცირდა.

22. კითხვა უკეთეს მოსაუბრეს გაგხდით

რაც მეტ ამბავს კითხულობ, უკეთ ყვები საკუთარ ისტორიებსაც. გამოცდილმა მკითხველმა კარგად იცის, თუ რა არის პრიორიტეტული ინფორმაცია, როგორი ამბავი „იყიდება“ და როგორ წარმოაჩინოს სათქმელი საკუთესო მხრიდან. კარგი მოსაუბრეები ყოველთვის იქცევენ მსმენელთა ჯგუფების ყურადღებას და ყოველთვის გამორჩეულად წარმოჩინდებიან.

23. კითხვა გვაძლებს მოტივაციას, სამყარო უკეთესისაკენ შევცვალოთ

აქტიური მკითხველები 3-ჯერ მეტად არიან ჩართულნი საქველმოქმედო აქტივობებსა და მოხალისეობაში, ვიდრე ისინი, ვინც არ კითხულობენ. ამიტომ, კითხვას აქვს ძალა, გვაქციოს ისეთ პიროვნებად, რომელიც მზადაა გაჭირვებულებს დახმარების ხელი გაუწოდოს.

წყარო: brightside.me

მოამზადა ანი ნემსიწვერიძემ


გორი უნივერსიტეტი იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

$
0
0

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი 2016 წლის 27 ოქტომბერს ატარებს იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს.

კონფერენციის თემატიკაა: ა). ენათმეცნიერება; ბ). ლიტერატურათმცოდნეობა; გ). პედაგოგიკა.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, რუსული, ინგლისური;

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე humanitarebi@gmail.com უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადი მონაცემების (აპლიკაციის) შევსებული ფორმა (აპლიკაციის ფორმა ჩამოტვირთეთ ვებ-გვერდიდან);
ბ) სამეცნიერო ნაშრომი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მიერ გამოიცემა შრომათა კრებულის სახით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: პროფ. ვიანორ ახალაიას, ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, ტელ.: (+995) 577 25 12 15, ელ-ფოსტა: v.Akhalaia@hotmail.com

დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პედაგოგის სტატუსი და ახალი სტანდარტები –რა სიახლეები ელით წელს ბაგა-ბაღებს?!

$
0
0

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ახალი სასწავლო წლიდან სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებაში დამატებით 1 000-მდე ბავშვს მიიღებენ.

იმ მშობლების საყურადღებოდ კი რომლებმაც შვილების დარეგისტრირება ივლისში ვერ შეძლეს სექტემბრის პირველი კვირის განმავლობაში შეუძლიათ მივიდნენ მათ მიერ არჩეულ საბავშვო ბაღში და დაწერონ განცხადება ბავშვის გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფში ჩარიცხვის თხოვნით. ამისათვის სააგენტო რამოდენიმე ათას დამატებით ადგილს გამოჰყოფს.

წელს თბილისის საბავშვო ბაღებში უკვე 12 ათასი ბავშვია დარეგისტრირებული. საააღმზრდელო პროცესი კი 165 საბავშვო ბაღში დაიწყება

გარდა იმისა რომ სექტემბერში ორი ახალი ბაღის გახსნა იგეგმება და ახალი პროექტის მიხედვით აშენებული ბაღები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე, ბაგა-ბაღებისთვის წელს დიდი სიახლე განხორციელდა – შეიქმნა კანონი სკოლამდე განათლების შესახებ. აღნიშნული სფერო აქამდე კანონით არ რეგულირდებოდა. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი უკვე დამტკიცდა.

სანამ უშუალოდ კანონზე ვისაუბრებთ EDU.ARIS.GE-მ სკოლამდელი განათლების შეფასება განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სთხოვა.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, განათლების ერთ-ერთი ყველა სუსტი რგოლი სწორედ ბაღებია.

,,სკოლამდელ განათლებაში ერთი დიდი სიცარიელე გვაქვს. ერთის მხრივ არის ,,სიჩუმის გაკვეთილები” მეორეს მხრივ კი ჩვენს შვილებს ,,მაშა და დათვი” ზრდის”.

მინისტრის თქმით, კანონი, რომელიც სულ ცოტახნის წინ ძალაში შევიდა და სკოლამდე აღზრდას არეგულირებს, სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.

აღნიშნულ საკითხზე EDU.ARIS.GE-ს ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავასაც ესაუბრა.

,,მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კანონში არ განხორციელებულა ცვლილება. აქამდე კანონი, რომელიც ამ სფეროს არგეულირებდა არ არსებობდა. ასე რომ ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. უკვე გვაქვს სისტემის მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტი. დოკუმენტის შემუშავებაში ძალიან ბევრი უწყება იყო შექმნილი და დიდი ექსპერტული გზა გაიარა. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ეს ჩარჩო დოკუმენტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სკოლამდელი აღზრდის სისტემა გახდეს მძლავრი და ეფექტური ინსტიტუტცია. ეს არის ამ კანონის მთავარი არსი. ის, რომ სკოლამდელი აღზდა უნდა მოიცავდეს განათლების კომპონენტსაც ამაზე კანონის სათაურშიც არის გამახვილებული ყურადღება და, ზოგადად, განათლების კომპონენტი პირველად გაჩნდა სკოლამდელი აღზრდის სისტემის სივრცეში“ – განაცხადა თორდინავამ.

მისივე თქმით, დოკუმენტში გამიჯნულია ყველა უწყების ფუნქცია.

კანონში გაწერილი ტერმინოლოგიით, ბაღის აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი უნდა მიენიჭოთ ე.წ. ძიძებს კი აღმზრდელების. სტატუსის განსაზღვრა მათ სახელფასო პოლიტიკაზეც უნდა აისახოს, თუმცა როდიდან ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი EDU.ARIS.GE–ს არ გასცეს.

,,კანონის არსი არის რომ აღმზრდელს მიენიჭოს სტატუსი ამაზე მიდის მუშაობა. შესაბამისად, როგორც კი ეს მოცემულობა დადგება შემდგომში ეს აისახება მათ ხელფასებზეც. სტატუსის მინიჭებამდე უნდა შეიქმნას სტანდარტი თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს აღმზრდელი. ამ ეტაპზე ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს.”

EDU.ARIS.GE ასევე დაინტერესდა რამდენად განსხვავებული იქნება ბაღისა და სკოლის პედაგოგების სტანდარტები ერთმანეთისგან. ამ კითხვის საპასუხოდ კი ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა შემდეგი შინაარსის პასუხი გაგვცა:

,,თუ ჩვენ ვამბობთ რომ ბაღის პედაგოგების სტატუსები უნდა გაუთანაბრდეს სკოლისას, და იდეაც ეს არის, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიმართულებით შეიქმნება ერთიანი სტანდარტი და ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის პროცესი და ამ პროცესს თვალი უნდა ვადევნოთ.”

აღნიშნულ საკითხზე EDU.ARIS.GE-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, სამინისტროს პასუხი კი ასეთია:

,,სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით შემუშავდა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი. სტანდარტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობას იღებდა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ფსიქოლოგების, ზოგადი და სკოლამდელი განათლების ექსპერტებისგან, პედიატრებისა და პრაქტიკოსი აღმზრდელ-პედაგოგებისაგან. გარდა ექსპერტული ანალიზისა, სტანდარტი განხილულ იქნა რამდენიმე ფოკუს-ჯგუფშიც, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს: არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა, პრაქტიკოსმა აღმზრდელ-პედაგოგებმა და მეთოდისტებმა, მშობლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. ფოკუს-ჯგუფები ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში“- აცხადებენ უწყებაში.

თუმცა უფრო დეტალებში რას მოიცავს სტანდარტი არ კონკრეტდებიან. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2016 წლის სექტემბრიდან განხორციელდება სტანდარტის პილოტირება თბილისისა და რეგიონების საბავშვო ბაღებში მათი წარმომადგენლების მხრიდან უკუგების მოპოვებისა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით. ხოლო შემდგომ, განხორციელდება მისი საბოლოო სახით დამტკიცება.

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მიზანია, განსაზღვროს აღმზრდელი პედაგოგის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და კომპეტენციები, თუ რა ტიპის ცოდნას უნდა ფლობდეს ადრეული და სკოლამდელი განათლების დონეზე სრულფასოვანი საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვის და შეფასებისთვის. განსაზღვრულია აღმზრდელ-პედაგოგის კვალიფიკაცია და იმ მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელ-პედაგოგი.

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი მოიცავს ინფორმაციას შემდეგი საკითხების შესახებ:

  • სტანდარტის ძირითადი პრინციპები

განმარტებულია ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს სტანდარტში მოცემულ თითოეულ დებულებას.

  • აღმზრდელ-პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია

მოცემულია კვალიფიკაციის მაჩვენებლები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აღმზრდელ-პედაგოგი

  • აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კომპეტენცია

მოცემულია აღმზრდელ-პედაგოგის ცოდნა, უნარები და ღირებულებები, რომელთა ერთობა ქმნის მის პროფესიულ კომპეტენციას.

  • საგანმანათლებლო გარემო და პროცესი

განსაზღვრულია სტანდარტები, რომლებიც ეხება საგანმანათლებლო გარემოს (როგორც ფიზიკური, ისე სოციალური) ორგანიზებას და ასევე სასწავლო პროცესის წარმართვას.

  • აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება

მოცემულია სტანდარტები, რომლებიც აღწერს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ფორმებს და საშუალებებს.

და ბოლოს, მოემატებათ თუ არა ხელფასი ბაღის პედაგოგებსა და აღმზრდელებს?

აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტში.

სტანდარტში მოცემულია საკვალიფიკაციო მაჩვენებლები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აღმზრდელ-პედაგოგი, რათა განაგრძოს/დაიწყოს მუშაობა შესაბამის დაწესებულებაში; საკვალიფიკაციო მაჩვენებლები გაყოფილია 2 ნაწილად; პირველი ნაწილი ეხება იმ პირებს, ვინც 2020 წლის 1 სექტემბრამდე უკვე მუშაობდა/დაიწყებს მუშაობას აღმზრდელ-პედაგოგად. მეორე ნაწილი კი ეხება მხოლოდ მათ, რომლებიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან დასაქმდებიან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი 2017 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭებათ

ეკა არის© წივწივაძე

„იმისათვის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ადგილები შევსებულიყო, ცენტრი იძულებული გახდა ბარიერები დაეწია“

$
0
0

2016 წლის ერთიანმა ეროვნულმა გამოცდება კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა განათლების სისტემაში არსებული კოლაფსი – ასე აფასებენ განათლების სფეროს სპეციალისტები წლევანდელი გამოცდების შედეგებს და დასძენენ, რომ მან არაერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა გამოკვეთა.

პრობლემები, მათი თქმით, სისტემურია და ერთი ხელის მოსმით, მარტივად ვერ გადაიჭრება. იგი სისტემურ მიდგომასა და ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს.

რაც შეეხება წლევანდელ სიახლეებს, მათ შორის ელექტრონულ ფორმატზე ნაწილობრივ გადასვლას, სპეციალისტების თქმით, ამ და სხვა საორგანიზაციო საკითხებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა თავი მეტ-ნაკლებად წარმატებით გაართვა. თუმცა, აქვე მიუთითებენ, რომ ელექტრონულ ფორმატზე სრულად გადასასვლელად ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.

14E96B74-6C40-44BF-886D-C551BF7B7BEF_mw1024_mh1024_sგანათლების ექსპერტი, სამოქალაქო განვითარების პროგრამების ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ გამოცდები, ეროვნული ცენტრის მიერ, ყოელთვის კარგად ორგანიზებული იყო. თუმცა, მისი თქმით, ხარვეზები მაინც ყოველ წელს არის. წლევანდელ ხარვეზად კი იგი იმას მიიჩნევს, რომ აბიტურიენტებს მისდიოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტისა და გრანტის შესახებ, რომელიც შეიძლება არ ყოფილიყო სწორი და ეს მათთვის დამატებითი ნერვიულობის საფუძველი გახდა.

იგი მნიშვნელოვანს უწოდებს ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას და დასძენს, რომ გამოცდების ამგვარად ჩატარება ყველა სფეროში სულ უფროდაუფრო აქტუალური ხდება.

„თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო გამოცდების რაოდენობა, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე და ასუსტებს სკოლას. ამ სფეროში ცვლილებები აუცილებელია, აუცილებელია გამოცდების რაოდენობის შემცირება, აუცილებელია უნივერსიტეტის პრიორიტეტების გათვალისწინება, და ის მიღწევები რაც მოსწავლეს სკოლაში ჰქონდა.

ბოლო წლები თავს ვინმხნევებთ, რომ კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში აღარ არსებობს. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა და მას შენარჩუნება უნდა. თუმცა, კორუფციის კონტროლი არ შეიძლება საგამოცდო სისტემა იყოს. არგუმენტი, რომ გამოცდების რაოდენობის შემცირება უნივერსიტეტებში კორუფციას ააყვავებს, საღ აზრს მოკლებულია. ქვეყანამ უნდა აირჩიოს სკოლებისა და უნივერსიტეტების გაძლიერების სტრატეგია, და არა ამდენ ცენტრალიზებულად ადმინისტრირებულ გამოცდებზე მილიონების ხარჯვა,“ – მიიჩნევს მოსიაშვილი.

news_1963გამოცდების შედეგებს საკმაოდ უარყოფითად აფასებს განათლების სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი მანანა ნიკოლაიშვილი და ამბობს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მეტად ის უნდა გვაინტერესებდეს თუ რამდენად ამაღლდა განათლების ხარისხი, რამდენად დაიწერა მაღალი ქულები და ა.შ.

წლევანდელი მონაცემების ანალიზი კი, მისი თქმით, ცხადჰყოფს, რომ გასულ წელს უფრო მეტი მაღალი ქულა დაიწერა. შესაბამისად, სპეციალისტი ასკვნის, რომ წინა წლებში განათლების უფრო მაღალი ხარისხი იყო.

თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ ეს ყველაფერი უცხო არავისთვის უნდა ყოფილიყო, რადგან კატ-ის გამოცდებზე ბავშვებმა შარშანაც და წელსაც საკმაოდ ცუდი შედეგები აჩვენეს. რამდენმე ათასი ჩაიჭრა და მათი ზუსტი რიცხვი საბოლოოდ არც კი გასაჯაროვდა.

„ეს ყველაფერი კარგზე არაფერზე მიგვანიშნებს – განათლების ხარისხი სკოლებში წლიდან წლამდე ეცემა. ცალკეული საგნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უნარებში 16 % ჩაიჭრა და ეს საკმაოდ მაღალი პროცენტია. ქიმიაში კიდევ უფრო მაღალი – 25 % ჩაიჭრა, ფიზიკაში – 30 %,“ – აცხადებს ნიკოლაიშვილი.

იგი უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგის ანალიზსაც გვთავაზობს და ამბობს, რომ ყველაზე მეტმა გრანტიანი აბიტურიენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა.

ყველაზე მაღალი ქულა, სპეციალისტის თქმით, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, კერძოდ კი სან-დიეგოს უნივერსიტეტის ფაკულტეეტზე დაფიქსირდა. რაც შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს, მისი პოპულარობა, ნიკოლაიშვილის თქმით, იზრდება. კერძო უმაღლესებიდან კი, მაღალქულიანმა აბიტურიენტებმა არჩევანი წელსაც თავისუფალ უნივერსიტეტზე შეაჩერეს.

„ილიაუნი და ტექნიკური უნივერსიტეტებიც ძალიან მოთხოვნადი იყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ სამედიცინოში, თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში ყველაზე მაღალქულიანი ბავშვები წავიდნენ, ეს მათი პირველი არჩევანი იყო. ილიაუნიში და ტექნიკურში კი საშუალო და შედარებით დაბალი ქულების მქონეები. იქ ძალიან ბევრმა აბიტურიენტმა ჩააბარა, თავისუფალი ადგილები თითქმის არ დარჩა, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ დიდი უნივერსიტეტებია და საშუალო და დაბალქულიანები ყველა იქ ხვდებიან.

სხვა უმაღლეს სასწავლებლებში კი საოცრად დაბალქულიანი ბავშვები მოხვდნენ. კერძოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. წელს უამრავი უმაღლესი სასწავლებელი იყო აკრედიტებული და მთელი რიგი სასწავლებლები გაკოტრების რეჟიმში იმუშავებენ. უამრავ უმაღლეს სასწავლებელში ადგილები აბსოლუტურად ვერ შეივსო.

პირველკურსელები რომ არ ეყოლებათ, რა თქმა უნდა, მომდევნო წლებში არც მეორეკურსელები ეყოლებათ, არც მესამეები და ა.შ. კერძო სექტორს კი არ ვებრძვი, მაგრამ კერძო უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა, ამ პატარა ქვეყანაში, გონივრულ ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. თანაც ძალიან მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეთ, რომ მისით აბიტურიენტები და მათი მშობლები დაინტერესდნენ. როგორც ჩანს, სასწავლებლებმა ამას თავი ვერ გაართვეს და შედეგად, მათ ნახევრადგაკოტრების, ან სრული გაკოტრების რეჟიმში მოუწევთ მუშაობა,“ – მიიჩნევს ნიკოლაიშვილი.

ეს ყველაფერი, მისი აზრით, ცხადჰყოფს, რომ ამდენი უმაღლესი საქართველოსთვის ნამდვილად არაა საჭირო და ვისაც უნდა, რომ ბაზარზე არსებობდეს, ძალიან პროგრესული, კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს.

„სახელმწიფო უნივერსიტეტებს უნდა ჯობდე, რათა აბიტურიენტი შენკენ წამოვიდეს, რადგან კერძო ხარ და თანაც შენთან მეტი გადასახადია, ვიდრე სახელმწიფოებში,“ – დასძენს იგი.

რაც შეეხება ელექტრონულ ფორმატს, ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მას დადებითიც ბევრი ჰქონდა და უარყოფითიც. დადებითი იყო ის, რომ ნახატები, ნახაზები, სქემები, სურათები თუ რუკები, ანუ ვიზუალური მასალა აბიტურიენტებს უკეთ ჰქონდათ წარმოჩენილი. უფრო ფერადი და აღქმადი იყო.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ აბიტურიენტების უმეტესობას ეკრანთან ხანგრძლივად მუშაობა უჭირდათ, თვალები და თავი სტკივდებოდათ. გარდა ამისა, ეკრანი პატარა იყო, ტექსტი კი – დიდი და ხშირი აწევ-დაწევა სჭირდებოდათ. ასეთ დროს კი, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ტექსტს მთლიანობაში ხედავდეს და გადაადგილება არ სჭირდებოდეს.

„კიდევ ერთი ხარვეზი ტემპერატურა იყო. აბიტურიენტებისაგან ვიცი, რომ ზოგან ძალიან ცხელოდა. ტექნიკურში მაგალითად ფარდებიც კი არ კიდია და ოთახებს მზე პირდაპირ ადგებოდათ. კარგი იქნება ასეთ ოთახებში ტემპერატურის დარეგულირებაზე იზრუნონ. სხვა მხრივ კი ორგანიზებაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ორგანიზებული ნამდვილად არის,“ – ამბობს მანანა ნიკოლაიშვილი.

nana1ფილოლოგი და განათლების სპეციალისტი ნანა გოგშელიძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2016 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად ძალიან აქტუალური პრობლემები გამოიკვეთა. ამ გამოცდებმა, მისი თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი სკოლებიდან წამოსული აბიტურიენტების განათლების დონე ძალიან დაბალია.

იგი სამარცხვინოს უწოდებს ფაქტს, რომ ქართულის მესამე სესიაში ბარიერი 16 ქულამდე დაიწია და დასძენს, რომ ეს განათლების სისტემაში არსებულ სრულ კოლაფსზე მიგვითითებს.

„დაგვისაბუთონ რატომ იყო მესამე სესია უფრო რთული? ვერ დაგვისაბუთებენ, რადგან არც გრამატიკული ნაწილი და არც ლიტერატურული არ იყო რთული.
გარდა ამისა, აღიარებენ, რომ ბავშვებმა არ იცოდნენ სიტყვა დემოკრატიის მნიშვნელობა. ეს ხომ სწორედ სწავლების იმ ჩამორჩენილ მეთოდიკაზე მიუთითებს, რომელიც დღეს ჩვენ სკოლებში რუტინადაა ქცეული? გაკვეთილი მხოლოდ პროგრამის მიერ მოცემული მოთხრობის, ან საშინაო დავალების შემოწმება არ უნდა იყოს, ნასწავლის ანალიზი უნდა ხდებოდეს,“ – ამბობს გოგშელიძე.

მისივე თქმით, წლევანდელ საგამოცდო საკითხებში არანაირი სირთულე არ იყო. აბსოლუტურად ჩვეულებრივი გამოცდა იყო და იმ სტანდარტებს მიყვებოდა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისაღები გამოცდების შაბლონს წარმოადგენს.

„თუმცა, როგორც პრაქტიკოსმა რეპეტიტორმა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ წელს გამორჩეულად სუსტი კონტინგენტი იყო და ძალიან ბევრმა აბიტურიენტმა, პირდაპირი გაგებით, კითხვა არ იცოდა. ბავშვებს ძალიან სუსტი ლექსიკური მარაგი აქვთ.

ამ ყველაფრით ისევ განათლების სამინისტროს უმთავრეს პრობლემისაკენ მივდივართ – სასკოლო რეფორმა. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ პედაგოგთა უმეტესობა თავისსავე საგანში იჭრება. როგორც შეიძლება მათ ბავშვები მოამზადონ?“ – აცხადებს გოგშელიძე.

მისი აზრით, უკვე დროა, რომ მისაღები გამოცდების ფორმატი შეიცვალოს ამ სტანდარტმა, პირდაპირი მნიშვნელობით, თავისი ფუნქცია ამოწურა. ამბობს, რომ იგივე ეხება სახელმძღვანელოებსაც, რადგან ისინი შაბლონური და სტერეოტიპულია.

„თუკი პედაგოგსა და მოსწავლეს შორის არ დამყარდა თუნდაც ვერბალური კომუნიკაცია, ერთობლივად არ იმსჯელეს სხვადასხვა თემაზე, როგორ გვექნება ესეების წერის გამოცდილება? ისევ ამ უმთავრეს პრობლემასთან მივდივართ და ამიტომაც აღმოჩნდა ესე ბავშვებისათვის კვლავ აქილევსის ქუსლი. როცა ბავშვების ცოდნა იმით ფასდება იცის თუ არა რომანტიკოსების ლექსები ზეპირად და როცა ბავშვის ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარი ამით მოწმდება, ის ბავშვი ესეს როგორ დაწერს? ანუ საერთოდ მიდგომა და სწავლების ფორმებია შესაცვლელი,“- მიჩნევს სპეციალისტი.

შედეგად კი, იმისათვის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ადგილები შევსებულიყო, გოგშელიძის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იძულებული გახდა ბარიერები დაეწია. ფიქრობს, რომ ამით მომავალ თაობებსაც ცუდ მაგალითს ვაძლევთ.

„ქალბატონმა მაიამ გვითხრას მსოფლიოში თუ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთი დაბალი ბარიერია და ადამიანი ასეთი დაბალი ქულებით ხდება სტუდენტი? მეეჭვება ასეთი ქვეყანა არსებობდეს,“ – დასძენს ნანა გოშელიძე.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, წელს წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა, ანუ გამოცდაზე გამოცხადებულ აბიტურიენტთა (დაახლოებით 37 ათასი) 74%-ზე მეტი.

თაკო არის© მათეშვილი

სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის საბუთების მიღება დაიწყო

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროში სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის დოკუმენტაციის მიღება უკვე დაწყებულია და 3 ოქტომბერის ჩათვლით გაგრძელდება. სტუდენტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია სამინისსტროში ან სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში უნდა წარადგინონ.

იხილეთ განცხადების ფორმა და დოკუმენტაციის ნუსხა

2016-2017 სასწავლო წლისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოყოფილია 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:

I. სოციალური პროგრამის ფარგლებში 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი გამოყოფილია იმ სტუდენტების დაფინანსებისთვის, რომლებიც 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და განეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიას:

ა) 206 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:

ა.ა) მესტიის მუნიციპალიტეტში – 12 სტუდენტი;

ა.ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტი;

ა.გ) ონის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტი;

ა.დ) ქედის მუნიციპალიტეტში – 18 სტუდენტი;

ა.ე) ხულოს მუნიციპალიტეტში – 24 სტუდენტი;

ა.ვ) შუახევის მუნიციპალიტეტში – 18 სტუდენტი;

ა.ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტი;

ა.თ) დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთის, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში) – 10 სტუდენტი;

ა.ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში – 15 სტუდენტი;

ა.კ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტი;

ა.ლ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 6 სტუდენტი;

ა.მ) წალკის მუნიციპალიტეტში – 13 სტუდენტი;

ა.ნ) დმანისის მუნიციპალიტეტში – 16 სტუდენტი;

ა.ო) ახმეტის მუნიციპალიტეტში – 24 სტუდენტს (მათ შორის, პანკისის ხეობის სკოლებში – 14 სტუდენტს; ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში -10 სტუდენტს);

ა.პ) ასპინძის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტი.

ბ) 170 სტუდენტი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წე­სით; ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:

ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტი;

ბ.ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტი;

ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტი.

გ) 15 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

დ) 15 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ე) 26 სტუდენტი, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები.

ვ) 5 სტუდენტი, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები.

ზ) 50 სტუდენტი, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა).

თ) 100 სტუდენტი, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები.

ი) 30 სტუდენტი, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

კ) 50 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ლ) 16 სტუდენტი, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.

მ) 170 სტუდენტი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

II. სოციალური პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2014 ან 2015 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე, აქედან:

ა) 300 000 (სამასი ათასი) ლარი გამოყოფილია 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის.

ბ) 300 000 (სამასი ათასი) ლარი გამოყოფილია 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის.

თუ პროგრამით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, დაფინანსდებიან:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2012-2015 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა;

მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2012-2015 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;

ობოლი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა) სტუდენტები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2012-2015 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ კატეგორიაში/ქვეკატეგორიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა აღემატება ამ კატეგორიისთვის/ქვეკატეგორიისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის N310 დადგენილებით.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის №585 ბრძანებით.

რაც შეეხება მაგისტრებს, დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2016 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.

ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:

სოციალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა გადანაწილდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015 ან 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტების დაფინანსებისათვის:

ა) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები.

ბ) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

გ) 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №311 დადგენილებით.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად მაგისტრანტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის №584 ბრძანებით.

საერთო სამაგისტრო და საგრანტო გამოცდების სტატისტიკური ანალიზი –გამოცდები 2016

$
0
0

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საერთო სამაგისტრო გამოცდის სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა.

ანალიზის მიხედვით, წაკითხულის გააზრებაში სამივე ტიპის ტესტში მაქსიმალური მაჩვენებელი 21 ქულა დაფიქსირდა.

ანალიტიკურ წერაში მაქსიმალური 20 ქულიდან A ტიპის ტესტში ყველაზე მაღალი ქულა 19, B ტიპის ტესტში 20, C-ში კი 18 დაიწერა.

ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში, ანალიზის მიხედვით, სამივე ტიპის ტესტში მაქსიმალური ქულები, ლოგიკურში 17, რაოდენობრივში კი 20 ქულა, დაფიქსირდა.

რაც შეეხება მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, A ტიპის ტესტში ზღვარი ვერ გადალახა 26,6%-მა, B-ში 30,59%-მა, C-ში კი 20,16%-მა

იხილეთ სამაგისტრო გამოცდის სტატისტიკური ანალიზი

რაც შეეხბეა სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, ტესტის მაქსიმალური 42 ქულიდან 37,2 ქულის მიღება მხოლოდ ერთმა სტუდენტმა შეძლო.

იხილეთ საგანტო კონკურსის სტატისტიკური ანალიზი.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა

$
0
0

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა.

იხილეთ სია

როგორც სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე წერეთელმა განგვიცხადა, წელს 200 ათასზე ცოტა მეტი გამოყოფილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც  გრანტის გაუმჯობესება სურთ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღება დაიწყო

$
0
0

სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღება დაიწყო. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან:

1. სამედიცინო უმაღლესი განათლების მქონე ქვემოთ დასახელებული სპეციალობების კანდიდატები:
1.1 დიპლომირებული მედიკოსი (ერთსაფეხურიანი);
1.2 დიპლომირებული სტომატოლოგი (ერთსაფეხურიანი);
1.3 ფარმაცია;
1.4 სამკურნალო საქმის სერტიფიცირებული სპეციალისტი და სერტიფიცირებული სტომატოლოგი (ერთდროულად თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგია).
2. კურსზე დაიშვებიან:
2.1 ექიმის შესაბამისი ლიცენზიის არმქონე კანდიდატები 32 წლის ასაკის ჩათვლით;
2.2 ექიმის შესაბამისი ლიცენზიის მქონე კანდიდატები 35 წლის ასაკის ჩათვლით;
2.3 საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე;
2.4 რეზერვში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები და მიჩმანები);
2.5 საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში მყოფი რიგითები, კაპრალები და სერჟანტები.
3. კანდიდატები აკადემიაში ჩარიცხვამდე გაივლიან შერჩევის ოთხ ეტაპს:
3.1 ფიზიკური მომზადების ტესტირება;
3.2 გასაუბრება (გასაუბრება მოიცავს ინტერვიუს და ფსიქოლოგიურ ტესტირებას);
3.3 სამედიცინო შემოწმება;
3.4 გამოცდა ზოგად უნარებში.
4. ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე ჩარიცხული მსმენელები აფორმებენ კონტრაქტს, (გარდა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისა) რომლის ვადა შეადგენს მსმენელად ყოფნის პერიოდისა და კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრად 6 წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს.
4.1 მსმენელის მიერ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობის შემთხვევა არ წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის ოქტომბრის თვიდან შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-5 კილომეტრი. საკონტაქტო ტელეფონი 2-30-52-85; 577 39-01-94; 595 05-03-94.

საბუთების ნუსხა:

  • განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
  • ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, ნაბეჭდი) – 2 ეგზ.
  • დაბადების მოწმობის ასლი – 2 ეგზ.
  • ქორწინების მოწმობის ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  • ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და-ძმა) – 2 ეგზ.
  • შვილების დაბადების მოწმობის ასლები – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  • ცნობა პენსიის შესახებ – 2 ეგზ.
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ – 2 ეგზ.
  • დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სკოლიდან) – 2 ეგზ.
  • ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ – 2 ეგზ.
  • ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა) – 2 ეგზ.
  • პირადობის მოწმობა (დედანი), ასლი – 2 ეგზ.
  • ფოტოსურათი 3X4-ზე – 6 ცალი
  • ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია დისკზე ჩაწერილი – 1 ც.
  • საქაღალდე (მუყაოს) – 2 ეგზ.

შენიშვნა:
რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთი (დედანი) ასლი – 2 ეგზ.
წვევამდელებმა უნდა წარმოადგინონ წვევამდელის მოწმობა (დედანი) ასლი – 2 ეგზ.


როგორ ვასწავლოთ შვილებს ფულთან ურთიერთობა

$
0
0

ექვსი წლის ბავშვების უმრავლესობა ადრე თუ გვიან სვამს ნიშანდობლივ და საჭირბოროტო კითხვას: „რა ღირს?“ რა ღირს სასკოლო ჩანთა? კონსტრუქტორების ნაკრები? კლასგარეშე საკითხავი წიგნები? დისტანციური მართვის სათამაშო? მისი ყოველდღიური სასკოლო რაციონი?

ზოგ მშობელს ეს არ სიამოვნებს. მათ მიაჩნიათ, რომ ესა თუ ის საგანი ბავშვს ესთეტიკური ან ფუნქციური განსაკუთრებულობის შეგრძნებას უნდა უღვიძებდეს და არა მისი მატერიალური ღირებულებისადმი ინტერესს.

შესაძლოა, ბავშვმა ახლობლები უხერხულ მდგომარეობაშიც ჩააყენოს – როცა საჩუქრებს მიუტანენ, მადლობის ნაცვლად იკითხოს: „ეს დასურათებული 3-D წიგნი და ტრანსფორმერი რა ღირს?“

მშობლები უხსნიან ბავშვს, რომ ზრდილობიანი ადამიანები ასე არ იქცევიან, მის ნათქვამს ხუმრობაში ატარებენ, უწყრებიან კიდეც, მაგრამ უშედეგოდ – მეორე დღეს ბავშვი იმგვარადვე იქცევა და იმავე კითხვას სვამს: „კვირას „ვარსკვლავეთის ომების“ სანახავად მივდივართ, რა ღირს ბილეთები?“ დედამ ქურთუკი უყიდა: „რამდენი გადაიხადა დედიკომ?“ „რამდენი აქვს ხელფასი მამას? ბიძას?“

ცოტა მოზრდილი, 7-8 წლის ბავშვი მხოლოდ ფასით კი არ ინტერესდება, არამედ სურს, თავადაც ჰქონდეს ფული, შეხედოს, გადაკეცოს, დათვალოს. „აი, მე 75 ევრო მაქვს, დედამ თუ 25 ევრო მომცა, ასი მექნება“. ის უწინდებურად ხშირად აღარ ითხოვს საღეჭი რეზინის ან ტკბილეულის ყიდვას, მაგრამ ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, გთხოვოთ „ცოტა ფული“. ამ ფულს საღეჭ რეზინზე, ჩიფსებსა და სათამაშოებზე ხარჯავს, მაგრამ კმაყოფილებას უმთავრესად ფულის ხარჯვა ჰგვრის და არა ტკბილეული თუ სათამაშო.

ეს იმიტომ, რომ ექვსი-შვიდი წლის ბავშვი ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს ფულს როგორც სამეურნეო ცხოვრების ინსტრუმენტს.

ფსიქოლოგების აზრით, ფულისადმი დამოკიდებულების ფაქტორი უშუალოდ 6 წლის ასაკში ყალიბდება. „ჩვენ ასე ვცხოვრობთ, ჩვენი მეზობლები კი – სხვანაირად. მათ ფული ბევრი აქვთ, ჩვენ – ცოტა, ჩვენს კარის მეზობლებს კი – ჩვენზე ნაკლები“. ერთნი ძალიან კარგად ცხოვრობენ, აქვთ ძვირად ღირებული კომპიუტერები, ველოსიპედები, ისვენებენ სხვადასხვა კურორტზე. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის რამდენი ფული აქვს. მათი ყურადღება აქცენტირებულია ფულთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომლებიც დღევანდელ ცხოვრებასთან ასოცირდება და ეს ყველაფერი თანამედროვე ბავშვს მანამდე გადაეცემა, ვიდრე მისი ფსიქიკა განვითარების სათანადო დონეს მიაღწევს.

7 წლის მოზარდი ზუსტად გრძნობს თანაკლასელების მატერიალურ მდგომარეობას. მას არ გამოეპარება არც ერთი ნიშანი, რომელიც მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახების შვილებს განასხვავებს. მშობლებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ ბავშვები თავიანთი სოციალური მდგომარეობის ირგვლივ ამყარებენ დიქტატს. თუ კლასში, სადაც ბავშვი სწავლობს, წარმატება ფასდება არა იმით, რა შეუძლია ბავშვს, არამედ იმით, რა აქვს, მას ძლიერი ნებისყოფის გამოჩენა მოუწევს, რათა ამ შეჯიბრებაზე უარი თქვას.

„ბედნიერება ფულში არ არის“ – განათლებული და ცივილიზებული საზოგადოება ამაზე აღარც კი დავობს. ამ მოსაზრების მოწინააღმდეგენი კი ცინიკურად კითხულობენ: „აბა, რაშია, ფულის რაოდენობაში?“ იორკის უნივერსიტეტის მიერ 11-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი ბედნიერების განცდა მშობლების შემოსავალზე არ არის დამოკიდებული. მათ ბედნიერებაზე გავლენას არ ახდენს არც ჯიბის ფულის რაოდენობა, არც მშობლების ხელფასი. მაშ, რა სჭირდება ამ ასაკის მოზარდს ბედნიერებისთვის? უბრალო და ბანალური რამ – მშობლები, დები, ძმები, ახლობლები, მოსიყვარულე ოჯახი.

მოზარდის ჯიბის ფული

არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც „მოზარდს არასოდეს ჰყოფნის ფული“: „დედა, ორმოცდაათი ევრო მინდა, ბავშვებმა „მაკდონალდსში“ წასვლა გადავწყვიტეთ“. ფსიქოლოგები და სოციალური მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მოზარდები თანხას უფრო მაღალ ნიშნულამდე ამრგვალებენ და ყოველთვის ავიწყდებათ ხურდის მოტანა. მარკეტოლოგებმა იციან, რომ ბავშვებს უფრო მეტი დანახარჯი აქვთ, ვიდრე მათ მშობლებს. სარეკლამო ინდუსტრია ისეა განვითარებული, რომ ყოველდღიურად გვახსენებს ბაზარზე ახალი „ახალგაზრდული საქონლის“ გამოჩენას.

მოზარდები დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვიან, ამიტომ მშობლებმა, ვიდრე ავტორიტეტი არ დაუკარგავთ, მათ ფულთან ურთიერთობა უნდა ასწავლონ. თუ თქვენი შვილი მაღალ კლასშია, გართობისთვის უფრო ენდომება ფულის ხარჯვა, თქვენ კი შესაძლოა სასკოლო ინვენტარისა და წიგნების ყიდვა გსურდეთ. პირველსავე ცდაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დაიწყოს. აუხსენით ბავშვს, რომ ოჯახის ბიუჯეტი რეზინისა არ არის და ფული ციდან არ ცვივა.

სიტყვები ისე არ მოქმედებს ბავშვზე, როგორც საქციელი. თუ მისი თანდასწრებით მეგობრის წინაშე თავს მოვიწონებთ „საუკეთესო დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსით“, ყაირათიანობისკენ მოწოდება აზრს დაკარგავს.

ფსიქოლოგები გვთავაზობენ, მოვუწყოთ ბავშვს „გამოსაცდელი თვე“: გამოვუყოთ თანხა, რომელმაც უნდა გადაფაროს ჩაცმისა და კვების ხარჯი, ცოტაოდენი ფული პირადი საჭიროებისთვის, გასართობად და მობილურისთვის; მივცეთ უფლება, გაანაწილოს ეს თანხა განსაზღვრულ დროზე. მივცეთ სპეციალური რვეული ხარჯების ჩასაწერად, რომელსაც ზოგჯერ თავადაც ჩახედავთ მალულად.

კონტროლის დონე

მშობლების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ბავშვმა თავისუფლად უნდა ხარჯოს თავისი ფული, მეორე ნაწილის აზრით კი მან უნდა ახსნას, რაში დახარჯა თანხა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ვენდოთ შვილს, მაგრამ ხშირად ვესაუბროთ. თუ გვეცოდინება, როგორ ხარჯავს ფულს, არასასურველი სიტუაციებისგანაც დაზღვეული ვიქნებით. ბავშვმა უნდა შეიგნოს, რომ ფული მშობლების შრომის საფასურია და პატივისცემით მოეპყროს მას. მშობლებისა და შვილების ურთიერთნდობა ფულთან ურთიერთობის საკითხებში დასაშვებია. ეს ეხმარება მოზარდს, გამოიმუშაოს ფინანსური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ბავშვი უნდა მიეჩვიოს აზრს, რომ ფული ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტია და გონივრულ დამოკიდებულებას მოითხოვს.

შეცდომა N1: „ფულის თემისთვის“ ტაბუს დადება

თუ ოჯახში ფინანსებზე საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და უხერხულობის განცდას აღძრავს, ბავშვს ვერ ჩამოუყალიბდება მართებული წარმოდგენა ფულის დანიშნულებაზე და შესაძლოა, უკვე ზრდასრულ ასაკში შეეჯახოს სირთულეებს ფულთან ურთიერთობისას: არასწორად გაანაწილოს, გაფლანგოს ან, პირიქით, მეტისმეტად მომჭირნედ ხარჯოს.

ოჯახურ ბიუჯეტზე საუბარი სამარცხვინო არ არის. შვილის თანდასწრებით ხელფასის რაოდენობის განხილვას არავინ გთხოვთ, მაგრამ ბავშვმა უნდა იცოდეს, საიდან და რა გზით შემოდის ოჯახში ფული და როგორ იხარჯება. ეს მისი მომავალი ფინანსური წარმატების საწინდარია.

შეცდომა N2: ჯიბის ფულის გარეშე დატოვება

საკუთარი ფულის ქონა ფასეული გამოცდილებაა დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, 6-7 წლის ბავშვს რეგულარულად, კვირაში ან თვეში ერთხელ, გამოუყონ მცირეოდენი თანხა.

ამასთანავე, სასურველია, მოზარდს პირადი დანახარჯის წილი გაუზარდოთ. თუ 7 წლის ასაკში ის ფულს სურვილისამებრ ხარჯავდა, 14 წლისამ შეიძლება ნაწილობრივ გადაიხადოს საკუთარი გართობის საფასური, მობილურის საფასური, უყიდოს საჩუქარი მეგობარს და სხვა. ამ გზით ის სასარგებლო გამოცდილებას მიიღებს – ისწავლის საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას და ხარჯების ეფექტურ დაგეგმვას.

შეცდომა N3: ყოველგვარი დანახარჯის კონტროლი

როდესაც მშობელი უკრძალავს შვილს, ჯიბის ფულის „რაღაც სისულელეზე“ ხარჯვას ან ეჩხუბება უკვე ნაყიდი ნივთების გამო, რა თქმა უნდა, არასწორად იქცევა. ფული სათამაშო არ არის, მაგრამ თუ ასე მოვიქცევით, გამოვა, რომ ის ბავშვს მხოლოდ ფორმალურად ეკუთვნის, სინამდვილეში კი ვალდებულია, ყოველგვარი დანახარჯი მშობლებს შეუთანხმოს. ასეთი მკაცრი კონტროლი ბავშვს შეცდომის შიშს და საკუთარი თავისადმი უნდობლობას შთაუნერგავს.

ენდეთ ბავშვის არჩევანს. დიახ, თავდაპირველად ფულის ხარჯვა შეცდომების გარეშე შეუძლებელია, მაგრამ მხოლოდ ასე თუ მიიღებს მოზარდი სათანადო გამოცდილებას და ისწავლის სურვილისა და შესაძლებლობის ურთიერთშეთანხმებას.

შეცდომა N4: ნებაზე მიშვება

ბავშვს მთლიანად ნებაზე ნუ მიუშვებთ. დაე, იცოდეს, რომ შეუძლია და საჭიროცაა, მშობლებს მოეთათბიროს, რჩევა ჰკითხოს – იმ პირობით, რომ თქვენგან მხარდაჭერას მიიღებს და არა გაკიცხვას. დაეხმარეთ, თანდათანობით აითვისოს ფინანსური სიბრძნე.

მშობლებმა უნდა შეიმუშაონ ფულთან დაკავშირებული წესებიც: არ შეიძლება სკოლაში ბევრი ფულის წაღება, არ შეიძლება სიმდიდრეზე ხმამაღლა საუბარი ან ბევრი ფულით თავის მოწონება.

და ბოლოს, შეცდომა N5: კარგი ნიშნებისთვის „გასამრჯელოს“ გადახდა

ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ გამოვიყენოთ ეს მეთოდი ბავშვის წასახალისებლად. ის სწავლობს არა იმისთვის, რომ გაგახაროთ ან ფული გამოიმუშაოს, არამედ იმისთვის, რომ ცოდნა მიიღოს და ადრე თუ გვიან თავად განსაზღვროს თავისი მომავალი.

იხილეთ ორიგინალი

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები –რჩევები მასწავლებლებს

$
0
0

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო დარჩა და, ალბათ, მასწავლებლებიც მოსწავლეებზე არანაკლებ ემზადებიან გაკვეთილების ჩასატარებლად. შესაბამისად სპეციალურად მასწავლებლებს გთავაზობთ მოსწავლეთა ამაღლების სტრატეგიებს:

1. გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი – ამის მიღწევა შესაძლებელია დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით, მრავაფეროვანი სასწავლო მასალებით და სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგების გამოყენებით. ამით სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.

2. ეცადეთ, გაააქტიუროთ მოსწავლეები – მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის შეგიძლიათ, ჩაატაროთ დისკუსიები, გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა. თუმცა ჩამოთვლილ სტრატეგიებს უნდა შეურჩიოთ დრო, თორემ არ ექნება ის ეფექტი, რასაც ელით.

3. ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში – ეს
აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას სემესტრული ტესტების, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ მასალის თვისებაში შეუწყობს ხელს.

4. გამოიყენებთ განსხვავებული სირთულის დავალებები – კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შესთავაზებთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, გაითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და ამით აამაღლოთ მათი მოტივაცია.

5. გამოიყენეთ უნიშნო აქტივობები – ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაერთვება.

6. შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა – კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში არ ექნებათ. შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.

7. მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი – ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. “1+2” შეფასება. “1+2” ისეთი შეფასებაა, სადაც “1” შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო “2” – პოზიტიური კომენტარი. ეს შეფასება შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი სურვილისამებს, თუმცა სასურველია, დაიცვათ პროპორცია პოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებაში.

8. თავი აარიდეთ მხოლოდ ნიშნის დაწერას – ნაშრომის შესწორებას და ნიშნის დაწერას პარალელურად დაურთეთ კომენტარი– კონკრეტულად რის გამო დააკლდა მას ნიშანი, რა მოგეწონათ და რაზე უნდა გაამახვილოს მოსწავლემ ყურადღება. თქვენი კომენტარი, რომელიც ერთვის ნიშანს, უნდა იყოს ვრცელი და ამომწურავი.

9. არასოდეს გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ – საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდებს მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას თქვენ მიმართ.

10. იყავით მიუკერძოებელი – მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სიმპატიებით, შეხედულებებეითა და მოწონებებით. მაგრამ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამორიცხოთ სუბიექტივიზმის გამოვლენის შემთხვევები სწავლის პროცესში და მოსწავლეებთან პირად ურთიერთობებში.

11. ტესტირებისას გამოიყენეთ სხვადსხვა ტიპის შეკითხვები – ტესტი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ დაცული იყოს ბალანსი ღიადაბოლოებიან და დახურულ შეკითხვებს შორის. ამგვარად შედგენილი ტესტი არ მიანიჭებს უპირატესობას რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს და კლასის შეფასების უფრო ადეკვატური ინსტრუმენტი იქნება.

12. სათანადო ყურადღება დაუთმეთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს – საჭიროა, მოსწავლეთა ნაშრომებს, მის განხილვასა და შეფასებას, სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული ხდება.

13. ჩართეთ მოსწავლე საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში – მოსწავლეთა მონაწილეობა საკლასო ნორმების, შეფასების კომპონენტების შემუშავებაში, შესასწავლ საკითხთა თანმიმდევრობის დადგენაში და სხვ. მნიშვნელოვნად აამაღლებს ათ მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებას.

14. შემოიღეთ “პრობლემებისა და წინადადებების ყუთი” – ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეებს საკუთარი აზრის, მოსაზრების, შეფასების ანონიმურად წარმოდგენის საშუალებას. თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ:
დეტალურად უნდა აუხსნათ მოსწავლეებს ყუთის არსი და მისი გამოყენების მიზანი;
მოსწავლეთა წინადადებების წარმოდგენის გარკვეული ფორმატი უნდა შეიმუშაოთ. კონკრეტული ტიპის ინფორმაციის მითითება სავალდებულო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მეთოდი არ იქნება ეფექტური.
მასწავლებელმა სისტემატურად უნდა განიხილოს შემოსული წინადადებები.

15. ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და იყოს წარმატებული – საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას უნდა იკვეთებოდეს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდბულება.

იხილეთ ორიგინალი

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართა

$
0
0

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებასთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონია გაიმართა.

აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა, რექტორის მოადგილემ, ბატონმა ერეკლე ჩიგოგიძემ, საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა მანანა მაღრაძემ, იუნკერთა ბატალიონის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯანჯულიამ, მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ, საბაკალავრო სკოლის პროფესორებმა და სამხედრო ინსტრუქტორებმა 104 კურსდამთავრებულ იუნკერს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადასცეს. ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ინფორმატიკის მიმართულებით მიენიჭა 40 იუნკერს, ხოლო მენეჯმენტის მიმართულებით – 64-ს.

აკადემიისა და საბაკალავრო სკოლის ხელმძღვანელობამ კურსდამთავრებულებს 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და კარიერულ გზაზე წარმატებები უსურვეს.

საბაკალავრო სკოლა ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამებს, რომლებიც დაფუძნებულია მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებზე და პასუხობს სამხედრო და საგანმანათლებლო სფეროებში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს.
საბაკალავრო სკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის სახლში?

$
0
0

სკოლისათვის მომზადება საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ახალგაზრდა მშობლები ხშირად იბნევიან – სად და როგორ მოამზადონ ბავშვი, რა ასწავლონ, რათა სკოლაში პრობლემების გარეშე ისწავლოს, შემდგომ კი შესაბამისად გააგრძელოს განათლების მიღება კარგ უმაღლეს სასწავლებელში. გამოცდილი მშობლები კი ყველა საჭირო მასალას თავიანთ შვილებს სახლის პირობებში ასწავლიან.

მომზადება სკოლისათვის: ის, რის შესახებ საუბარიც არ არის სასიამოვნო:

აღიარეთ, რომ ყველაზე ნაკლებად თქვენ ფიქრობთ საკუთარი შვილის მოთხოვნილებებზე, რადგანაც პირველი რასაც გეგმავთ ეს არის: მოვამზადებ ჩემს პატარას ისე, რომ სკოლაში ისწავლოს ყველაზე კარგად და არ მქონდეს მასთან პრობლემები. გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა, რამდენად მოგწონდათ მეცადინეობა? ალბათ ეზოში სირბილი უფრო გიზიდავდათ არა? თქვენ ხაზს გადაუსვამთ თქვენი შვილის უდარდელ ბავშვობას. იგი ვალდებული იქნება ყოველდღიურად რამდენიმე საათი იმეცადინოს, ითვალოს ასამდე, ამოხსნას ლოგიკური ამოცანები, რომელთა პასუხებსაც მშობელი ჩუმ-ჩუმად ათვალიერებს ბოლო გვერდზე. რატომ? ალბათ დამეთანხმებით, რომ თქვენს შვილს ეს არ სჭირდება, ასეთი „ზრუნვა“ მას მიიყვანს შემდეგ დასკვნებამდე:

  1. სკოლაში სწავლა რთულია და მოსაწყენი;
  2. საჭიროა ეშმაკობა, რომ მშობლებმა არ შეგაწუხონ;
  3. მთავარია სწრაფად შეასრულო დავალება, რათა გააკეთო ის, რაც გაინტერესებს;
  4. მშობლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა მინდა მე, ესე იგი მე მათ დიდად არ ვუყვარვარ.

თუ ამ ყველაფერთან ერთად ბავშვი დადის სპეციალურ წრეებზე, სადაც მას ართმევენ დროს და მასწავლებელი არ არის გულახდილი მოსწავლეებთან, მაშინ თავიანთი შავი საქმე მშობლებმა უკვე გააკეთეს: სკოლისადმი ზიზღი იმდენად გაიზრდება, რომ ბავშვი ფრიადოსანი არასდროს გახდება. მოულოდნელია? – სულაც არა!

მაგრამ სკოლისათვის მომზადება ხომ საჭიროა?

რა თქმა უნდა, მომზადებული ბავშვი უკეთ ითვისებს სასკოლო მასალას და თავს გამოიჩენს, როგორც ძლიერი მოსწავლე, სწავლის დაწყებისთანავე. უბრალოდ სკოლისათვის მომზადება უნდა წარიმართოს ჭკუით და დაიწყოს პატარის დაბადებიდან. იგი იმდენ უნარ-ჩვევებს იძენს სკოლამდელ ასაკში, რამდენსაც მომავალში ვერ შეიძენს. რა არის სკოლა? ეს არის სწავლების მორიგი ეტაპი. ამიტომ მშობელმა უნდა მიიღოს სკოლა, როგორც ერთ-ერთი ეტაპი შვილის ცხოვრებაში და ამ ეტაპისთვის მოამზადოს ინდივიდუალურად.

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისათვის?

დაივიწყეთ წიგნები, კალიგრაფია და განსავითარებელი რვეულები. მათი დახმარება დაგჭირდებათ მაშინ, როდესაც ბავშვი თავად დაინტერესდება ამით.

ის, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ – მიმართოთ ბავშვის ბუნებისგან ბოძებული ცნობისმოყვარეობა სწორი კალაპოტით.

სახლში მომზადების მიზნები

მსოფლმხედველობის გაფართოება: მოგზაურობა, ხანგრძლივი გასეირნებები, თეატრი, კინო, წიგნების კითხვა

წვრილი მოტორიკის განვითარება: ცომისგან ან პლასტელინისგან ფორმების გაკეთება, ხატვა, მოზაიკა.

სოციალიზაცია: თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა, კარგი იქნება თუ პატარა თავისი ასაკის ბავშვებთან ერთად ითამაშებს ეზოში

აკურატულობა: სახლის დალაგება, სამუშაო ადგილის სისუფთავე, პირადი ჰიგიენის ნორმები, ხელების დაბანა ჭამის წინ.

პასუხისმგებლობა: საკუთარს ქმედებებზე, აქ იგულისხმება ძირითადად მშობლების დაპირებების შესრულება, დაპირდით ბავშვს რაიმე, აუსრულეთ.

ლოგიკის განვითარება: უბრალოდ ესაუბრეთ ბავშვს, დაინტერესდით რა იქნება, თუ? დასვით კითხვები, ამოხსენით კროსვორდები, რებუსები.

მეტყველება: ექვსი წლისთვის თქვენმა შვილმა უნდა გამოთქვას ყველა ასო-ბგერა და ილაპარაკოს გამართული წინადადებებით, თუ მას ეს უჭირს, მიმართეთ სპეციალისტს.

სახლში სასკოლოდ მომზადების დევიზი შემდეგია: გაუმარჯოს ინტერესს! როდესაც არის ინტერესი, სკოლაში სწავლა აღმოჩნდება საინტერესო და მიმზიდველი.

საინტერესო ინფორმაცია მოსწავლის მშობელს

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

წყარო: ros-obrazovanie.ru

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტმა “დარგის ლიდერი 2016-ის”წოდება მოიპოვა

$
0
0

ეკონომიკის ლიდერთა XXXI დაჯილდოების ღონიძიებაზე სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტმა “დარგის ლიდერი 2016-ის” წოდება მოიპოვა.

უკანასკნელ წლებში სუხიშვილის უნივერსიტეტი მყარად იკავებს წამყვან ადგილს საქართველოს წარმატებულ უნივერსიტეტებს შორის და მეორედ გახდა ოქროსა და ვერცხლის რეიტინგის მფლობელი.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, აღნიშნული წარმატებები მოპოვებულია პროფესორ-მასწავლებლებისა და მთელი კოლექტივის შეხმატკბილებული თავდადებული მუშაობით. მაღალი ავტორიტეტის შედეგად სტუდენტთა კონტიგენტის ზრდისა და ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით. ევროპული განათლების სტანდარტების განხორციელებით, რაზეც მეტყველებს ევროპული ჯილდოები და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ურთიერთთანამშრომლობა სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტთან.

უნივერსიტეტი ულოცავს ამ დიდ წარმატებას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და თანამშრომლებს, რომლებიც, როგორც სასწავლებელში აცხადებენ, თავისი პროფესიული ცოდნით და ერთგული სამსახურით კვლავაც ბევრ წარმატებას მოუტანენ სუხიშვილის სახელოვან უნივერსიტეტს.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 179 ოფიცერი შეემატა

$
0
0

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა ბატალიონისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

„ყოველთვის, როდესაც აქ თქვენთან ერთად ვარ, განსაკუთრებულად მიხარია და ვღელავ, რადგან ვიმყოფები ჩვენი ქვეყნის სიამაყის, თავდაცვისუნარიანობის, ჩვენი არმიის ინტელექტუალურ სამჭედლოში. იქ, სადაც მზადდებიან მომავალი ოფიცრები და სამშობლოს დამცველები. მადლობა იმისთვის, რომ აირჩიეთ ეს პროფესია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გადადგით ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურს და თითოეული მოქალაქის დაცვას ემსახურება.

თქვენ დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლებელში ხართ, თქვენ იუნკერების სახელს ატარებთ, თქვენ აგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ტრადიციას, რომელიც საუკუნეების წინ მცირე, მაგრამ ამაყმა და მამაცმა ერმა დაიწყო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

აკადემიის კურსდამთავრებულებს დღევანდელი დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და მათ ქართული არმიისთვის უდიდესი შენაძენი უწოდა. სიტყვით მიმართვისას ლევან იზორიამ იმ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მათ, როგორც ოფიცრებს, დღეიდან დაეკისრებათ:

„ეს დღე უდიდესი შენაძენია ქართული არმიისთვის. იყო ოფიცერი – უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც თქვენ კიდევ უფრო დიდი ენერგიით იტვირთეთ. თქვენ ეს პასუხისმგებლობა გაწევთ არა მხოლოდ თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრების წინაშე, არამედ სრულიად საქართველოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად აიღებთ იმ კვალიფიკაციით, რაც აქ შეიძინეთ და ღირსეულად გაართმევთ თავს იმ ანთებული გულით და დიდი სიყვარულით, რომელიც თქვენ სამშობლოს მიმართ გაქვთ. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი განვითარება ინსტიტუციურ გზაზე გადის, ხოლო თავდაცვითი განვითარება – სწორედ თავდაცვითი ინსტიტუტების განვითარებაზე. ამ ინსტიტუტებს კი სწორედ თქვენსავით კვალიფიციური, გულანთებული ოფიცრები ქმნიან“.

აკადემიის დასრულება კურსდამთავრებულებს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმაც მიულოცეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს განვითარებაში ახალგაზრდა ოფიცერთა კორსპუსმა დიდი წვლილი უნდა შეიტანოს.

ღონისძიება დიპლომების გადაცემის ცერემონიალით გაგრძელდა. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, უწყების სხვა ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

დღეიდან კურსდამთავრებულებს ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება – ლეიტენანტი მიენიჭათ. იუნკერთა ბატალიონის IV კურსის კურსდამთავრებულებმა ასევე, მიიღეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიური ხარისხს, ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება მიიღეს.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის სააპელაციო და ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დასაბრუნებელი პროცედურები

$
0
0

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცლის (მომატება/დაკლება) შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს.

განაცხადები მიიღება 2016 წლის 6 სექტემბერს დაიწყო და 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

განცხადება უნდა წარმოადგინოთ ქ.თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან – 18:00 სთ–მდე.

რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხ. განაცხადის ფორმა

გაითვალისწინეთ!

იმ შემთხვევაში თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო გრანტის მინიჭების წესი დამტკიცდა

$
0
0

განათლების სამინისტრომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი დაამტკიცა.

ბრძანება, რომელსაც ხელს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აწერს უკვე ამოქმედდა.

გრანტის მინიჭების წესი:

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ადგილების რაოდენობა:

სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:

untitled

დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 5 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.

პროცედურა:

  • სამინისტრო ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 10 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
  • პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მასზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
  • პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის/სამინისტროსათვის მიუმართაობის შემთხვევაში, სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რიგითობის დაცვით, იღებს გადაწყვეტილებას პირის ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსების მინიჭების შესახებ.
  • პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში გადაწყვეტილებას, თუ რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიენიჭოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, იღებს შესაბამისი პირი, რომელიც ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსათვის წარდგენამდე, თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამინისტროს.
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
  • გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ზევით ჩარიცხულ პირთა სწავლის საფასური უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა:

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის მისანიჭებელი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

დაფინანსების მიღების უფლების შეზღუდვა:

1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის სწავლა ფინანსდება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
2. დაუშვებელია ერთისა და იმავე პირისათვის ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით.

პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო დღეს არსებულზე უკეთ მომზადებული პედაგოგების მიღებას გეგმავს

ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირადმა შემადგენლობამ “ყაზბეგის მარათონში” მიიღო მონაწილეობა

$
0
0

4 სექტემბერს, დაბა სტეფანწმინდაში “ყაზბეგის მარათონი” გაიმართა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირადმა შემადგენლობამ მიიღო.

გარბენში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და სამთავრობო სტუქტურის წარმომადგენლები, ასევე მსოფლიოს 34 ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენი მონაწილეობდა.

მიმდინარე წლის საქველმოქმედო ღონისძიების სლოგანია „ბავშვთა ლეიკემია განკურნებადია“ და შემოსული თანხა მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის „მშობელთა სახლს“ გადაეცემა, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან ჩამოსული პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არის განკუთვნილი.

ვის შეიძლება მოეხსნას მე–12 კლასში სწავლის ვალდებულება – მინისტრის კომენტარი

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, არის სურვილი, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც უმაღლესში სწავლის გაგრძელებას არ გეგმავენ, მე–12 კლასში სწავლის ვალდებულება მოეხსნათ.

ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა

„მე–12 კლასი რჩება, ჩვენთან მოთხოვნა არის ბოლონიის პროცესის, რომ უმაღლესში ვინც მიდის, მათ უნდა ჰქონდეთ 12 წელი ნასწავლი აუცილებლად. თუმცა, ჩვენი სურვილი არის, რომ ვინც არ მიდის უმაღლესში, იმას ეს სავალდებულო 12 წელი მოეხსნას. ამის მსურველები არიან. ჩვენ ვაპირებთ, რომ პროფესიულის პოპულარობა გავზარდოთ და უამრავი ხალხი წავა პროფესიულში, მე გაძლევთ ამის პირობას,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

შესაძლოა, მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება აღარ დასჭირდეთ

„მასწავლებლები გვყავს ძალიან კარგი და გამოცდა, რომელიც ჩაჭრის 80%–ს არის ცუდი“

$
0
0

„მასწავლებლები გვყავს ძალიან კარგი და გამოცდა, რომელიც ჩაჭრის 80%–ს ნებისმიერ რამეში, არის ცუდი“,– ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მინისტრის თქმით, გამოსავალი არ არის გამოცდაზე გადასალახი ბარიერის დაწევა.

„ეს რომ განვიხილოთ ბავშვების მაგალითზე და 80% მოსწავლეების ჩავჭრათ და დავუწორეთ ორიანი იცით რა მოხდება? – სრული ნიჰილიზმი. საერთოდ შეწყვეტენ სწავლას. შენი გადასაწყვეტია, ისეთ გამოცდას გააკეთებ, როგორიც გინდა. ჩვენ უნდა განვტვირთოთ სასწავლომ გეგმა, იმიტომ, რომ ის გამოცდა მიბმულია სასწავლო გეგმაზე, გამოცდა ცალკე არ არის. თუ გადავტვირთე სასწავლო გეგმა, ჟურნალისტსაც ჩავჭრი, მინისტრსაც და ვისაც მინდა,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრმა პდაგოგთა მოტივაციის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და ანაზღაურების მატების კუთხით თქვა, რომ მომავალი წლიდან მასწავლებლის მინიმალური ხელფასი 600 ლარამდე იქნება.

დაწყებითი კლასის 3 024 მოქმედი და მსურველი პედაგოგიდან გამოცდა 31-მა ჩააბარა – ზაფხულის გამოცდის შედეგები

„სკოლა ბავშვის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია“– თინა ხიდაშელი

$
0
0

დედობა ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული ტვირთია განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლები საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანები არიან, აქვთ საკუთარი საქმე და შვილების გაზრდასა და კარიერას შორის ოქროს შუალედის პოვნა უწევთ. ეს არის ერთგვარი პროფესია, რომელიც არ ისწავლება არც ერთ საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში და არც მზა რეცეპტები არსებობს, თუ როგორ უნდა აღზარდო შვილი. EDU.ARIS.GE-ის რუბრიკის „მშობელი მშობელს“ დღევანდელი სტუმარი პოლიტიკოსი თინათინ ხიდაშელია. ის მოსწავლეების მშობლებს საკუთარ გამოცდილებას და იმ შეხედულებებს უზიარებს, რომელიც, 16 წლის სანდროსა და 10 წლის გიგასთან ურთიერთობისას დააგროვა.

პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც მათში უნდა ვეძებოთ და განვავითაროთ

???????????????????????????????

თავისუფალი მოქალაქის აღზრდა, რომელიც მზად არის გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს, ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უნარი, სწრაფად ოპერირებდეს რთულ გარემოში, იყოს პრინციპული და მიზანსწრაფული, ალბათ, ყველაზე რთული ამოცანაა. ვფიქრობ, თუკი მშობელი ახერხებს ამ ამოცანის შესრულებას, მიზანიც მიღწეულია, მისია შესრულებული.

ჩემი და ჩემი შვილების ურთიერთობა ხშირ შემთვევაში დროის მცირე მონაკვეთებით შემოისაზღვრება. უფრო ხშირად განთენიისას, სკოლაში წასვლამდე, იშვიათად კვირას, ნახევარი დღე.

რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, თუმცა მაინც მგონია, რომ შვილებთან ურთიერთობისთვის განმსაზღვრელი დროის ხარისხიანად გამოყენება უფროა, ვიდრე საათების რაოდენობა, რომელსაც მათთან ატარებ. რა თქმა უნდა, ძალიან ვნანობ, რომ მეტი საშუალება არ მაქვს მათთან ერთად გართობის, მინდორში სირბილის, ან ლაშქრობებში ხეტიალისთვის.

პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც მათში უნდა ვეძებოთ და განვავითაროთ. იშვიათად ვიბარებ მათგან გაკვეთილებს, იშვიათად ვმონაწილეობ გაკვეთილების მომზადების პროცესში, თუმცა მომეტებული პასუხისმგებლობა, და მოლოდინი იმის, რომ დილით, შეიძლება სახლში დავრჩე და მოვიკითხო წინა კვირის გაკვეთილები, მუდმივად ფორმაში ამყოფებთ.

მე არ მჯერა ჩაბარება – ვერ ჩაბარების შიშით მიღწეული წარმატების.

მგონია, რომ ასეთ დროს ბავშვები უბრალოდ იზეპირებენ ბოლო წაკითხვიდან იმ წამამდე, როდესაც უნდა ჩაგაბარონ და შემდეგ ეს შრომა ქრება.

13934887_10154350050686635_699522584935719195_nჩემი რჩევები ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად საინტერესოს, მათთვის მნიშვნელოვანის ძიებას ეხება. იმის მიუხედავად ბიოლოგიას სწავლობენ თუ ფიზიკას, მათემატიკას თუ ლიტერატურას, ვცდილობ, წაიკითხონ, ისწავლონ მათთვის საინტერესო პერსპექტივიდან, მათთვის გასაგები მაგალითებით, მათთვის ღირებული და ნაცნობი მიზეზებით და არა იმიტომ, რომ ხვალ გამოცდა აქვთ, ან დედა სახლში იქნება და ჩაბარება მოუწევთ. ასეთი მიდგომა წარმოსახვის, ფანტაზიის, აზროვნების ფარგლებს აფართოვებს.

ასეთ შემთხვევაში ადამიანები პოზიტივის, მათთვის ყველაზე მისაღები მიზეზების ძიებას იწყებენ. ასეთ შემთხვევაში ბავშვებისთვის ყოველი ისტორია, გაკვეთილი, მათი ყოველდღიურობისათვის სასარგებლო შემადგენელი ხდება.

სკოლა ბავშვის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთერთი ნაწილია

მგონია, რომ სკოლა ბავშვის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. 6 წლის ასაკიდან ბავშვის გემოვნება, ინტერესები, მიდრეკილებები მუდმივად იწყებს გამოვლინებას. რიგ შემთხვევებში, სკოლა ბავშვის ბუნებრივ მიდრეკილებებსა და ინტერესებს თრგუნავს და მეორეხარისხოვნად წარმოაჩენს. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მგონია მშობლისა და პედაგოგების ურთიერთობა. არა კრებები, დიდი თავყრილობები, არამედ ინდივიდუალური ურთიერთობა, რომლის შედეგიც ის უნდა იყოს, რომ ქიმიის ყველაზე უფრო მოსაბეზრებელ და რთულ ცდასაც ენთუზიაზმით ხვდებოდეს მოსწავლე, დარწმუნებული იმაში, რომ იცის კონკრეტული მიზეზი, რატომ სწავლობს ამას და რატომ არის მისი განვითარებისა და მომავლისათვის სწორედ ეს გაკვეთილი მნიშვნელოვანი.

ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია, თავისი ინდივიდუალური ინტერესებით და გატაცებებით. მაგრამ სრულიად კონკრეტული გამონაკლისების გარდა, ისინი ერთიანი სოციუმის წევრები ხდებიან და კოლექტიური გატაცებები უჩნდებათ.

10361279_10152604566611635_3836885586906564285_nაბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია: “ჩემმა შვილმა ფორტეპიანოზე დაკვრა უნდა ისწავლოს, ან ცურვაზე უნდა იაროს” კონცეფცია. სწორი მგონია, თანხმობის მიცემა, ყოველ შემთვევაში, როდესაც შვილი ამბობს “დე, ბიჭები რაგბიზე დადიან და შეიძლება, მეც ვიარო”. თუნდაც ეს გატაცება სრულიად 3-4 თვიანი აღმოჩნდეს. დიახ, ცურვაზეც უნდა ვატაროთ, ჭადრაკზეც, ინგლისურზეც და რაგბიზეც, ოღონდ ეს მისი არჩევანი უნდა იყოს. ჩვენი მოვალეობა სწორედ ეს არის, რომ ავყვეთ მის სურვილს და მაგალითად, ჩოგბურთზე ვატაროთ, იმიტომ რომ მისი მეგობრები დადიან, ან იმდაგვარად შევთავაზოთ ინგლისურის დამატებით გაკვეთილები, რომ დარწმუნებული იყოს, თავად აირჩია ასე.

თუკი შვილები ჩვენი მეგობრები არიან უფრო ნაკლებია შესაძლებლობა იმის, რომ რამე გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვან

რატომღაც მგონია, რომ უფრო ნაკლებია შესაძლებლობა იმის, რომ ჩვენმა შვილებმა რამე გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვან, ან დანაშაული ჩაიდინონ, თუკი ჩვენი მეგობრები არიან. თუკი არსებობს მათთვის შეუზღუდავი საუბრის, აზრთა ჭიდილის, საკუთარი იდეის დასაბუთების სივრცე. თუკი იცის რომ სახლში დედა/მამა, ყველაზე დიდი მეგობარი დახვდება რომელთან ერთადაც ყველა პრობლემას გადაჭრის.

მგონია, მკაცრი, უფროს-უმცროსობაზე დამყარებული ურთიერთობა ბევრი საიდუმლოს არსებობის სივრცეს ქმნის. ეს კი პრობლემების დასაწყისი მგონია.

დედა-შვილის მეგობრობა, ყველაზე წარმატებული მშობლების მეგობრობის ფონზე მგონია. საუკეთესო მაგალითი სწორედ მშობლების ურთიერთობის სიმტკიცეა. როდესაც შვილები ხედავენ, რომ დიალოგი, მეგობრობა, პრობლემებზე გამოსავლის ერთად ძებნა ბედნიერების უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა, მათაც უჩნდებათ სურვილი ასევე მოიქცნენ.

ხვალინდელი დღე დაგეგმეთ შვილებთან ერთად

ხვალინდელი დღე დაგეგმეთ შვილებთან ერთად. როგორი პატარებიც არ უნდა იყვნენ ისინი, უნდა გრძნობდნენ, რომ ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან. პასუხისმგბელობის გადანაწილების საუკეთესო საშუალებაა. ყველა დიდი და პატარა საკითხი მათთან ერთად გასავლელია, ოჯახის ბიუჯეტის ჩათვლით.

ბავშვებმა ადრეულ ასაკში უნდა ისწავლონ, მათი ასაკის შესაფერისი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. ვფიქრობ, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი პასუხისმგებლობიანი, საკუთარ ძალებსა და არჩევანის სისწორეში დარწმუნებული თაობის გაზრდა. ასეთი ბავშვები სკოლაშიც კარგად სწავლობენ და შემდეგ, წესიერ და მშრომელ მოქალაქეებად ყალიბდებიან.

მოსწავლე და გარდატეხის ასაკი – უნდა მისცე შვილს საშუალება, რომ საკუთარი თავი თავად იპოვოს

შვილმა მშობელს მასში ჩადებული ინვესტიცია განათლებით უნდა დაუბრუნოს – ნანუკა ჟორჟოლიანი

რატომ უნდა ჩავიბაროთ შვილისგან გაკვეთილი? – „ტასოს“ დედა მოსწავლეების მშობლებისთვის

ჯერ აღზარდეთ ადამიანი ადამიანად და შემდეგ იზრუნეთ მის სწავლა-განათლებაზე–ნინო ნადირაძე-კუზანოვა

ეკა მამალაძე მშობლებს – „ბავშვში მშობელი რასაც ჩადებს, წლების შემდეგ ის გამოვა“

ქეთი არის© გიგოლაშვილი

Viewing all 14724 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>