Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14502 articles
Browse latest View live

უცხოური ენიდან შემოსულ სახელთა მართლწერა გრამატიკულ ცნობარში

$
0
0

ოდეკოლონი თუ ადეკალონი? კონტუზია თუ კანტუზია? ეინშტეინი თუ აინშტაინი? გრამატიკული ცნობარის დღევანდელ გაკვეთილზე უცხოური ენიდან შემოსული რამდენიმე სახელის მართლწერაზე ვისაუბრებთ.

თავდაპირველად განვიხილოთ უმახვილო ი-ს შემცველი რუსული და რუსულის გზით შემოსული სიტყვები:

აღნიშნული საზოგადო სახელები, საკუთარი სახელები, გვარები და გეოგრაფიული სახელები -თი გადმოიცემა.

შესაბამისად, სწორია:

ოდეკოლონი ( და არა ადეკალონი/ოდეკალონი)

კომპოტი ( და არა კამპოტი)

კომოდი ( და არა კამოდი)

კონტუზია ( და არა კანტუზია)

დოსტოევსკი ( და არა დასტაევსკი)

საგანგებოდ უნდა დავიმახსოვროთ გამონაკლისიები:

კანტორა კამოდი კატლეტი

ასევე აღსანიშნავია, რომ ორივე ფორმა პომიდორი/პამიდორი მართებულადაა მიჩნეული!

გერმანული სიტყვები, საკუთარი  და გეოგრაფიული სახელები, რომლებიც შეიცავს ei დიფთონგს, ქართულში აი კომპლექსით უნდა გადმოიცეს.

სწორია:

აინშტაინი ( და არა ეინშტეინი)

რაიხსტაგი ( და არა რეიხსტაგი)

ცვაიგი ( და არა ცვეიგი)

ფრაიბურგი ( და არა ფრეიბურგი)

კონცერტმაისტერი ( და არა კონცერტმეისტერი)

ორმაგი თანხმოვნები სიტყვის შუაში

ორმაგი თანხმოვნების შემცველი უცხოური სიტყვები ქართულში ერთი თანხმოვნით გადმოიცემა. არ აქვს მნიშვნელობა, საკუთარ სახელს ვიყენებთ, გეოგრაფიულს თუ საზოგადოს. ნებისმიერ შემთხვევაში ორი თანხმოვნის თავმოყრა უცხოური ენიდან შემოსულ სიტყვებში შეცდომაა.

შესაბამისად, სწორია:

ანა ( და არა ანნა)

ელადა ( და არა ელლადა)

ესე ( და არა ესე)

მისია ( და არა მისსია)

რასა ( და არა რასსა)

მასა ( და არა მასსა)

მესია ( და არა მესსია)

ესესთან დაკავშირებით საგანგებოდ აღვნიშნავთ, რომ ერთადერთ სწორ დაწერილობად მიჩნეულია ესე და არა ესეი, ესსე ან ესსეი.

სწორია:

ოდეკოლონი; კატლეტი; კონტუზია; აინშტაინი; ესე

არასწორია:

ადეკალონი; კოტლეტი; კანტუზია; ეინშტეინი; ესსე/ესსეი

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი


ოტია იოსელიანი ქალის და სიყვარულის შესახებ

$
0
0

რას ამბობს ოტია იოსელიანი სიყვარულზე:

სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!’’

სიყვარული… შენ სიყვარული კი არა ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გენია. შენ რაც ბრძანდები, ჩემსავით მაგი დედამიწის ზურგზე არავინ იცის და შუბლში, რომ მიმიზნებდნენ გატენილ თოფს, ისე არ მეშინია, როგორც შენი. სიყვარული!.. არ მიხსენო შენი სახელი. მზარავს, უროსავით მირტყავს თავში და მარეტიანებს, ყელში დანაგაყრილი ხარივით მაზმუვლებს და მაბღავლებს. მაშინ, იმ ღლაპმა კი არა, აგერა, აქამდე მიწვალია, მიტანჯია და მინახავს – თავი ორასი წლის მგონია, წუთისოფელი კი ისე მეცლება ხელიდან, შენთან ვერაფერი გავაწყვე, საითაც გავიქეცი შენი გადამკიდე, იქეთ წავიქეცი. სიყვარულს ბედნიერი რომ გაუუბედურებია, ეს კი ვიცი და მისი სიამე ვინმეს შერჩენოდეს, მაგნაირი არაფერი..

img6766jm8ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია..

ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არა…მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა…” 

არ მინდა შენ ისე გიყვარდე, უჩემობა ვერ გადაიტანო. მე ორი სიკვდილით ვერ მოვკვდები…

თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა..

სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…

შენ რომ სიყვარული შეგეძლოს და მე მართლა ვიყო სიყვარულის ღირსი, არ დამიცდიდი, ადგებოდი და უანგაროდ შემიყვარებდი..

სიყვარულის და ვნების დმწვრობით ადამიანი რომ დაშინებულიყო,კაცობრიობა დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას..

თუ შენი დაკარგვა ჩემთვის დიდი უბედურება არააა, არც შენი ჩემად ყოფნა ყოფილა ბედნიერება..

ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა!

როგორ შევიმსუბუქოთ აბიტურიენტობის სტრესული პერიოდი – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

$
0
0

შფოთი, ნერვიულობა, დაღლილობა, უძილობა – ეს ასობით აბიტურიენტის ყოველდღიური მდგომარეობაა. მათი უმრავლეობა მთელ დროს და ენერგიას საგამოცდო საკითხების სწავლაზე ხარჯავს.

აბიტურიენტების უმრავლესობა გამოცდებისთვის მზადებას რამდენიმე თვის ადრე, სასწავლო წლის დაწყებისთანავე იწყებს. თითოეულ მათგანს, სკოლის ატესტატის მისაღებად მეთორმეტე კლასში 4 გამოცდის ჩაბარება უწევს. ხოლო მოსწავლეთა იმ ნაწილმა, რომელსაც სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში სურს, ატესტატის აღების შემდეგ, ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბაროს.

unnamedერთ-ერთი, ვისაც წლის ბოლოს მინიმუმ 8 გამოცდის ჩაბარება მოუწევს, სალომე ხარაულია. სალომე 17 წლის არის და გორის მე-7 საჯარო სკოლაში სწავლობს.

„სამედიცინოზე მინდა ჩაბარება, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ამჟამად, სულ 4 საგანში ვემზადები, მაგრამ რამდენიმე თვეში კიდევ ერთი საგნის დამატებას ვაპირებ”, – გვეუბნება სალომე, რომელსაც საკმარისი დრო გართობისა და დასვენებისთვის ამჟამინდელი გრაფიკითაც კი არ რჩება.

სალომეს თქმით, მის სკოლაში აკადემიურ მოსწრებას დიდ ყურადღებას აქცევენ. შესაბამისად, სკოლას ვერ აცდენს და იძულებულია, რეპეტიტორებთან სკოლის დასრულების შემდეგ იაროს.

„სკოლის შემდეგ დაახლოებით ერთ საათიანი შესვენება მაქვს, ხოლო შემდეგ რეპეტიტორებთან მივდივარ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სახლში საკმაოდ გვიან ვბრუნდები, რაც საშინლად მღლის. ამიტომ გართობისთვის არც დრო და არც ენერგია, პრაქტიკულად, აღარ მრჩება”, – ამბობს სალომე.

სალომეს მსგავსად, დამამთავრებელ კლასში გართობასა და დასვენებაზე უარის თქმა აბიტურიენტების დიდ ნაწილს უწევს. რამდენად მნიშვნელოვანია განტვირთვა და დასვენება ადამიანისთვის, როგორ აისახება გადაღლა ადამიანის პროდუქტიულობაზე – ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს ფსიქოლოგი ეკა მენაბდიშვილ ესაუბრა.

unnamed (1)„ადამიანის ფსიქიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია  შრომის, დასვენების და ძილის დროის სწორი გადანაწილება. სრულად გახარჯული ენერგია, რაც გულისხმობს მხოლოდ შრომას, დისბალანსს იწვევს ორგანიზმში და თავს იჩენს  სხვადასხვა სახის სომატური ჩივილებით. ადამიანისათვის ფიზიოლოგიური ნორმაა 8 საათიანი ძილი. ღრმა ძილი აღადგენს ძალას. ძილის პრობლემა სერიოზულია, 4-5 უძილო ღამის შემდეგ ადამიანში ფსიქოლოგიური დარღვევები იწყება“, – გვითხრა ეკა მენაბდიშვილმა.

მისი თქმით, დაღლილობა ერთ-ერთია, რაც ადამიანის პროდუქტიულობას ამცირებს. კერძოდ, ფსიქოლოგის განმარტებით, ადამიანს ძალების აღსადგენად, 24 საათის განმავლობაში 8 საათიანი ძილი სჭირდება.

„უძილობა იწვევს გადაღლას, ტვინი ვერ ახერხებს დასვენებას და ძალების აღდგენას. რაც იწვევს გამოფიტვას. შედეგად, მოსწავლე ხდება აგრესიული, ნაკლებად პროდუქტიული; უჭირს ყურადღების კონცენტრირება; ღიზიანდება ნებისმიერ წვრილმანზეც კი. ეს ყოველივე ხდება სტრესის მიზეზი, რასაც თან სდევს ისეთი ნეგატიური ემოციები, როგორებიცაა შფოთი, დაძაბულობა და წარუმატებლობის შიში“, – ამბობს ფსიქოლოგი.

მისი თქმით, სასურველია, მოსწავლემ სწავლის დროს რეგულარულად გააკეთოს პაუზები – „განტვირთვა აუცილებელია 50 წუთიანი მეცადინეობის შემდეგ; 1, 50 წუთიანი გადაბმული მეცადინეობის შემდეგ ვეღარ ხდება ახალი ინფორმაციის აღქმა”.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ეკა მენაბდიშვილი ყურადღებას იმ გარემოებებზეც ამახვილებს, რომლებიც ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში უშლის ხელს. ფსიქოლოგის თქმით, ამ გარემოებებს შორის ერთ-ერთი სწორედ ხანგრძლივი უძილობა და დაღლილობაა.

„გადაღლილი ადამიანი ძნელად ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. იმისთვის, რომ გადაღლა თავიდან ავიცილოთ, სასურველია, შევადგინოთ სწავლისა და დასვენების გრაფიკი. ზუსტად განვსაზღვროთ, ყოველი დღე რა დროს ვუთმობთ მეცადინეობას. აუცილებელია, დღის გრაფიკის შედგენისას, რამდენიმე საათი იმ საქმისთვისაც გავითვალისწინოთ, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს. აქ არ ვგულისხმობ კომპიუტერულ თამაშებს და სოციალურ ქსელებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია კვების მოწესრიგება“, – ამბობს მენაბდიშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ გამოცდის წინა პერიოდს, ფსიქოლგის თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ინფორმაციის ათვისება აღარ ხდება და სჯობს, ეს დრო დასვენებასა და განტვირთვას დავუთმოთ.

საინტერესო რჩევები აბიტურიენტებს

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გვანცა დოლუაშვილი – გორი

სად ვუშვებთ შვილებს?! –რეპორტაჟი სკოლის ტუალეტებიდან

$
0
0

 

ეს ნანგრევი, ერთი შეხედვით საქონლის სადგომს რომ გავს, სინამდვილეში კახეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ტუალეტია.

ფოტოები EDU.ARIS.GE ახმეტის რაიონის სოფლიდან მოსწავლის მშობელმა მიაწოდა. “სურათებს რომ ვიღებდი, ალბათ დამინახეს, არ მინდა ჩემ შვილს პრობლემები შეუქმნან. ამიტომ ჯერ-ჯერობით არ დავასახელებ სკოლას. მინდა ყველამ იცოდეს, რომ 150 მოსწავლე იძულებულია ყოველდღიურად ამ ტუალეტით ისარგებლოს. სხვა გამოსავალი არა აქვთ, ისევე როგორც არა აქვთ წყალი, არც ჩასარეცხად და არც ხელების დასაბანად.”download (1)

სამწუხაროდ, წერილის ავტორი ერთეული გამონაკლისი არ არის. სკოლების უმეტესობა სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს ვერ იცავს.

მიზეზი #1. დანგრეული ინფრასტრუქტურა

download (2)

მიზეზი #2: საკანალიზაციო სისტემის არარსებობა

download (6)

მიზეზი #3 შეზღუდვა წყლით მომარაგებაზე

download (3)

მიზეზი #4 სადეზინფექციო საშუალებების გამოუყენებლობა

download (4)

სკოლის ტუალეტებში ანტისანიტარიას თბილისის და რაიონების მოსწავლეები ერთნაირად უჩივიან. იქ სადაც საპირფარეშო გარემონტებულია, ამბობენ რომ ჩამრეცხები არ მუშაობს, წყალი არ მოდის და ქაღალდი არ დევს. სადაც სანიტარიული კვანძები ეზოშია, ჰიგიენური ნორმების შენარჩუნება თეორიულადაც შეუძლებელია.

12 წლის გიორგის დედა მარტვილიდან ოთხი სკოლის მაგალითზე გვიყვება გაუსაძლისად არაჰიგიენური პირობების შესახებ:

“შემიძლია გითხრათ, ყველგან  ეზოშია ტუალეტი, თავსხმა წვიმაში, თქეშში გარეთ უწევთ ბავშვებს გასვლა.  შენობიდან 150 მეტრით არის დაშორებული. პატარა “ფორთოჩკა” აქვს, საიდანაც წვიმა ასხავს. არც ჩამრეცხებია, არც წყალი მოდის, ჭიდან უნდა მიიტანოს დამლაგებელმა და ჩარეცხოს დღის ბოლოს. სიგარეტის ნამწვავები აზელილი ფეკალიებში. ეს არის სრული კატასტროფა. ერთადერთი ხელსაბანი დგას. საპონზე და ხელსაწმენდზე ვინ ლაპარაკობს, წყალიც კი არ არის უმეტესად. მარტო სოფელს კი არ ვამბობ, რაიონის სკოლებშიც იგივე მდგომარეობაა. ბავშვები შესასვლელიდან იწყებენ მოსაქმებას და ფეხსაც ვერ დაადგამ. კატასტროფაა იქ შესვლა. აქ ცოტა სხვანაირი ხალხი ცხოვრობს, არაფერს აპროტესტებენ. ძალიან სხვანაირი დონეა აქ”.

EDU.ARIS.GE ორი შვილის დედას, ეკა გულუას დაუკავშირდა, რომელმაც სკოლის საპირფარეშოში არსებული ანტისანიტარიული მგომარეობა შემაშფოთებლად მიიჩნია და ტყუპები საჯაროდან კერძო სკოლაში გადაიყვანა:

ბავშვებს ვარიგებდი რომ მოეთმინათ და არ შესულიყვნენ საპირფარეშოში. ერთ სართულზე მხოლოდ ერთი ტუალეტი იყო და 250 ბავშვი სარგებლობდა. ჩასარეცხებს ბავშვები ვერ წვდებოდნენ, იდგა საშინელი სუნი, ანტისანიტარია. გოგოები, ბიჭები და მასწავლებლები ერთი ტუალეტით სარგებლობდნენ. ხელსაბანის ონკანი იმ სიმაღლეზე იყო, რომ ბავშვი წყალს ვერ მოუშვებდა. ჯერ მასწავლებელს მივმართე, მითხრა მე ვერ დაგეხმარებიო. მერე დამლაგებელს, არ მაქვს ხსნარები, რითი გავაქრო სუნიო. მნეს მივმართე, დირექტორსაც. დამპირდნენ, მდგომარეობას გამოვასწორებთო, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ბოლოს განათლების სამინისტრო ჩავაყენე საქმის კურსში. სამწუხაროდ ესეც უშედეგო აღმოჩნდა. ფორმალური მონიტორინგის გარდა ეგენი არაფერს აკეთებენ. 3 თვეში დავრწმუნდი რომ ვერაფერს გავხდებოდი და გავიქეცით კერძო სკოლაში. ძალიან სახარბიელო მდგომარეობა არც აქ არის, მაგრამ რა შედარებაა.”

სკოლებში ჰიგიენის საკითხები მასშტაბური კვლევა 3 წლის წინ ჩატარდა. გაეროს ბავშვთა ფონდის დასკვნით,  საპირფარეშოში შესვლის შემდეგ მოსწავლეების ნახევარი ხელს არ იბანს და ვერც დაიბანს, იმიტომ რომ არც წყალია და არც საპონი. სკოლების უმეტესობაში არ არის ტუალეტის ქაღალდი. სანიტარიული კვანძების რაოდენობა არასაკმარისია. ყოველ მეათე სკოლაში ხელსაბანი არ მუშაობს. სკოლების 65% -ს საპირფარეშო ეზოში აქვს, ხოლო მათ ნახევარში საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო ფეკალური მასის დაცლის გამართული გრაფიკი არ მოქმედებს და ნახმარი წყალი ეზოში იღვრება.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სახურავებისა და კარ-ფანჯრების შემდეგ სველი წერტილების რეაბილიტაცია რიგით მესამე პრიორიტეტია და გაეროს კვლევის შემდეგ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. მაგალითად, ხაშურის სკოლებში სველი წერტილები რამდენი წლის წინ გაარემონტეს.

download (5)

იზოლირებულ ჯიხურში უნიტაზი დგას, იქვეა ხელსაბანიც. მაგრამ პრობლემა არ ამოწურულა. არც წყალი აქვთ, ვერც სადეზინფექციო ხსნარებს ყიდულობენ და ბავშვებს დასვრილი ინვენტარით უწევთ სარგებლობა. ამის გამო მშობლებმა უნიტაზების მოხსნა მოითხოვეს.

ნატო კ. მოსწავლის დედა ხაშურიდან გვიყვება: “როგორც წესი, წყალი არ მოდის. სკოლა ვერ უქმნის პირობებს და დამლაგებელიც ამაოდ ცდილობს სისუფთავის შენარჩუნებას. მას არ აქვს იმდენი წყალი, რომ ბავშვის გამოსვლის შემდეგ მოაწესრიგოს. არც “ბაკი” აქვთ. დგას უნიტაზები, რომელსაც ვერ ასუფთავებენ და წარმოიდგინეთ რა ხდება. მშობლებმა უნიტაზების მოხსნა მოვითხოვეთ, მაგრამ სკოლამ უარი გვითხრა, განათლების სამინისტრომ დაგვცინაო”.

უნიტაზი, როგორც ძვირადღირებული ინვენტარი განათლების სამინისტრომ სველი წერტილების რეაბილიტაციის დოკუმენტაციაში ჩამოთვლილი აუცილებელი მოთხოვნებიდან ამოიღო.

“ვამარტივებთ სკოლებში სველი წერტილების რეაბილიტაციის პირობებს, რათა სკოლებმა საკუთარი სახსრებით და მოკლე დროში შეძლონ სანიტარიული კვანძის რეაბილიტაცია. მაგალითად, აუცილებელი მოთხოვნიდან ამოვიღეთ უნიტაზი და ე.წ. “თურქულ” ტუალეტებზე გადავედით. რაც შეეხება ჰიგიენას და ანტისანიტარიას, ამაზე ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ. სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და თავის ინფრასტრუქტურაზე თვითონ უნდა იზრუნოს. ყოფილა შემთხვევა მოუმართავთ მინიმალური დაფინანსებისთვის და აღმოგვიჩენია რომ აქვს 50 000 ლარი. ამ შემთხვევევაში ჩვენ ვეუბნებით, რომ თვითონ მოაგვაროს პრობლემა. თუ სკოლას საშუალება არ აქვს, იმ შემთხვევაში უნდა მოგვმართოს. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში 200-მდე სველი წერტილის რეაბილიტაცია მოვახდინეთ, ავაშენეთ რამდენიმე ახალი ტუალეტი. ამ პრობლების მოგვარებაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ,” –  განუცხადა EDU.ARIS.GEს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თემურ მაჩაიძემ.

ჩატარებული სამუშაოს მიუხედავად, სკოლებში ჰიგიენის მდგომარეობა შემაშფოთებელია. ანტისანიტარია საჯარო სკოლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

რამდენად დაცულია დღეს სკოლებში ჰიგიენური ნორმები მოსწავლეთათვის 

სკოლა მაღაზიაში – 19 მოსწავლის დაუჯერებელი სასწავლო პირობები წალენჯიხაში

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გაიმართა

$
0
0

22 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, გორის ახალგაზრდული მოძრაობა ,,დროას” ორგანიზებით, გორის უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის, გაიმართა საჯარო დისკუსია, პროექტ „მომავალი ეკოლოგიური პრობლემების გარეშე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროა“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტისტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.

მოწვეული სპიკერების: შოთა ჩილინდრიშვილი (გორის ახალგაზრდული მოძრაობა), დიმიტრი გოგიაშვილი (გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა), ნიკოლოზ ღვინიაშვილი (გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების სააგენტო) და თამაზ მაყაშვილი (გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრი).

წარმოდგენილი იქნა შემდეგი თემები:

  • ატენის ხეობის განვითარების მუნიციპალური და საერთაშორისო პროექტები.
  • ატენის ხეობა – სივრცე შიდა ტურიზმის და ალპინიზმისთვის.
  • ატენის ხეობის ტურისტული პოტენციალი.
  • ატენის ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობა და საფრთხეები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ატენის ხეობის მოსახლეობა, სტუდენტები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.

ალმა მატერის სტუდენტები საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

$
0
0

ალმა მატერის ბიზნესის და მართვის სკოლაში გრძელდება პროგრამა შეხვედრები პოტენციურ დამსაქმებლებთან. 104-ე აუდიტორიაში სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს იური ლებანიძეს.

აღნიშნული ასოციაცია აერთიანებს 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას  და საქართველოში მცირე ბიზნესის გაძლიერებას.

სტუმარმა გაანალიზა საფინანსო ბაზარზე არსებული მდგომარეობა და მიმდინარე პრობლემები. ისაუბრა ასოციაციის პროექტებისა და მის წევრ ორგანიზაციებში დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შესახებ.

შეხვედრის დროს გაიმართა დისკუსია. დაიგეგმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

კსუ-ში პროექტის –„მთას ვუბრუნდებით შვილები“ –ფარგლებში ფინალური შეხვედრა გაიმართა

$
0
0

20 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის – „მთას ვუბრუნდებით შვილები“ – ფარგლებში, ფინალური შეხვედრა გაიმართა.

პროექტში ჩართვის სურვილი სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლის საშუალო საფეხურის 70-მდე მოსწავლემ გამოთქვა, თუმცა მეორე ეტაპზე გადასვლის უფლება მხოლოდ 37-მა საუკეთესო ნამუშევრის ავტორმა მოიპოვა. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, 37 საუკეთესო ნამუშევრიდან, სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა.

კონკურსის ფინალურ ეტაპზე მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეოჩანაწერები კომისიასა და დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს. მონაწილეებს 10-15 წუთიან ვიდეორგოლში მთის განვითარების საკუთარი ხედვა და მიგრაციის მიზეზები ქონდათ წარმოდგენილი.

წესების თანახმად, მონაწილეებმა პრეზენტაციისას ვიდეოში ნაჩვენები პრობლემების გადაჭრის გზები დაასაბუთეს და დისკუსია გამართეს.

პირველი ადგილი ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტმა მიხეილ გოგორელიანმა დაიკავა და მას საჩუქრად ტექნიკის მაღაზია „ალტაოქეის“ სამასლარიანი ვაუჩერი გადაეცა. მეორე ადგილზე თბილისის 83-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ანა გვალია გავიდა და 200 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა. რაც შეეხება მესამე ადგილს, აქ ორი გამარჯვებული გამოავლინეს – ყვარლის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჩიტაშვილი და ხონის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გელენიძე. მათ 100-100 ლარიანი ვაუჩერები ერგოთ.

გამარჯვებულის გარდა, ჟიურიმ სამი სიმპათიაც გამოავლინა და საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა. კონკურსზე ასევე, ხუთი ორიგინალური ნაშრომის ავტორი დასახელდა და წიგნი „გალაკტიონოლოგია“ გადაეცა. ნომინაციების გარეშე დარჩენილი მონაწილეები კი შექსპირის სონეტებით დაჯილდოვდნენ. პროექტის ყველა მონაწილეს უნივერსიტეტისგან სამახსოვროდ სკოლის მფარველი ხატი და სიგელი გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტებს სხვადასხვა თემატიკაზე უკვე მესამე წელია აქტიურად ატარებს.

მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები

$
0
0

როგორც ცნობილია, 2017 წლის ზაფხულის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდასთან ერთად პროფესიული უნარების გამოცდაც ჩატარდება, რომელიც 2012 წლის შემდეგ გაუქმებული იყო და განათლების ახალი მინისტრის ინიციატივით კვლავ აღდგება.

EDU.ARIS.GEმ გასულ წლებში ჩატარებული ამ გამოცდის ტესტური დავალებების ნიმუშების და ვარიანტების შეგროვება სცადა. აქ მოცემულია სხვადასხვა წლების ტესტები და განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ნიმუშები პროფესიულ უნარებში:

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის ნიმუში პროფესიული უნარების ნაწილში

2010 წლის ტესტები:

პროფესიული უნარები I ვარიანტი

პროფესიული უნარები II ვარიანტი

2012 წლის ტესტები:

პროფესიული უნარები I ვარიანტი

პროფესიული უნარები II ვარიანტი

პროფესიული უნარები III ვარიანტი

პროფესიული უნარები IV ვარიანტი

2012 წლის დახურულბოლოიანი დავალების პასუხები და შეფასების სქემები:

პასუხები I ვარიანტი

პასუხები II ვარიანტი

პასუხები III ვარიანტი

პასუხები IV ვარიანტი

2012 წელი შეფასების სქემები:

შეფასების სქემები I ვარიანტი

შეფასების სქემები II ვარიანტი

შეფასების სქემები III ვარიანტი

შეფასების სქემები IV ვარიანტი

2013 წლის პროფესიული უნარების მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ტესტი და შეფასების სქემა:

პროფესიული უნარები I ვარიანტი

პროფესიული უნარები II ვარიანტი

შეფასების სქემა I ვარიანტი

შეფასების სქემა II ვარიანტი

როგორც იცით, პროფესიული უნარების გამოცდის აღდგენის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სხვადასხვა დროს ისაუბრა

“პირადად გადავწყვიტე, რომ ზამთარში მასწავლებლების გამოცდა აღარ ჩატარდება”

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება პედაგოგებს გამოცდის ჩაბარების გარეშეც შეეძლებათ–მინისტრის კომენტარი

პედაგოგებს წინ უკვე არა ერთი, არამედ ორი დამოუკიდებელი გამოცდა ელით – საგნის და პროფესიული უნარ-ჩვევების


თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში კორეელმა ტრენერმა სემინარი ჩაატარა

$
0
0

24 ნოემბერს საერთაშორისო მშვიდობის ახალგაზრდული ჯგუფის (IPYG) ტრენერმა ილივია ჯეონმა კორეიდან თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა.

სემინარზე განხილული იყო შემდეგი თემები:

  • მსოფლიოში მიმდინარე ომები და კონფლიქტები;
  • ახალგაზრდების მისია და როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში;
  • ომის შეწყვეტისა და მშვიდობის დეკლარაციის ხელმოწერის მნიშვნელობა საქართველოსთვის;
  • ახალგაზრდების როლი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში.

სემინარი დებატების ფორმატით წარიმართა.

მასწავლებელთა სქემაში განაწილების დამატებითი ვადა განისაზღვრა – მინისტრის ბრძანება

$
0
0

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების დამატებითი ვადები განისაზღვრა.

განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, პედაგოგები სქემაში დამატებით გადანაწილდებიან. აღნიშნული შეეხებათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2015 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით იყვნენ მოქმედი მასწავლებლები.

რაც შეეხება ვადებს, ბრძანებაში ვკითხულობთ: “მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების დამატებით ვადად განისაზღვროს 2016 წლის 24 ნოემბრიდან 2016 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით”.

მასწავლებელთა სქემაში 811 პედაგოგი დაწინაურდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა (დოკუმენტი)

თსუ–ში თვითმმართველობის არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს

$
0
0

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. დღეს უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 140 დელეგატი უნდა აირჩიონ. საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 18:00 საათზე დაიხურება.

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის შედეგებს დაითვლიან და არჩევნებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია შედეგებს გამოაცხადებს.

მისივე განცხადებით, არჩევნები ამ წუთებში 13 უბანზე მშვიდობიანად მიმდინარეობს და უნივერსიტეტში ყველა სამსახური მობილიზებულია.

არჩევნებს აპროტესტებენ აუდიტორია 115-ის წევრები. ისინი კვლავ პიკეტირების რეჟიმში რჩებიან. მათი ძირითადი მოთხოვნაა გაუქმდეს თვითმმართველობის არჩევნები, საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების პირდაპირი წესით არჩევა. ასევე, მათი მოთხოვნაა სტუდენტური საცხოვრებლების კეთილმოწყობა.

აუდიტორია 115-ის წევრები, რომლებიც უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში გუშინ შეიჭრნენ, აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ და 1 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქციას გეგმავენ.

„ვიქნებით მაქსიმალურად რადიკალურები და პროტესტი იქნება მზარდი. პირველ საათზე გაიმართება აქცია პირველი კორპუსის ეზოში და მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, მოვიდეს აქციაზე და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება,“ – აცხადებს აუდიტორია 115-ის წევრი გიორგი ჯავახაძე.

რაც შეეხება თსუ-ის თვითმმართველობის პოზიციას, მათი ინფორმაციით, აუდიტორია 115 დღეს არჩევნების მიმდინარეობის პროცესში პროვოკაციებს გეგმავს. ისინი უსაფრთხოების სამსახურს უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

,,სტუდენტთა ამგვარი საქციელი უკეთეს შედეგს ვერ მოიტანს”- ალექსანდრე ჯეჯელავა

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები შეწყვეტილია

წყარო: rustavi2

აი, რას ნიშნავს რომ ჯეჯელავა პედაგოგი არ არის – სპეციალისტები სკოლების რეიტინგების იდეის შესახებ

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის იდეას სკოლების საჯარო რეიტინგების სისტემის შემოღების შესახებ სპეციალისტები EDU.ARIS.GE-სთან უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს ისედაც დისკრედიტირებულ მდგომარეობაში მყოფ პედაგოგებს კიდევ უფრო ცუდ სიტუაციაში ჩააყენებს.

მათი აზრით, სკოლისა და პედაგოგის შრომის ეფექტიანობის გაზრის მიზნით რაიმე სახის სისტემა მართლაც შეიძლება იქნას შემოღებული, თუმცა არა ისეთი, რაც ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს მასწავლებელი „გალანძღოს“.

მოგეხსენებათ, ალექსანდრე ჯეჯელავას იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სკოლებისა და პედაგოგების რეიტინგები  არა გამოცდების შედეგებით, სერიტფიცირებული მასწავლებლების რაოდენობით, ან მოსწავლეთა ნიშნებით, არამედ მშობლებისა და მოსწავლეების შეფასებებით შედგეს.

ანუ, თითოეული სკოლის, დირექტორის, ცალკეული მასწავლებლის  შეფასებებს ისინი საჯაროდ დაწერენ და სხვებსაც ექნებათ საშუალება ამა თუ იმ სკოლის ავკარგიანობის შესახებ უშუალოდ მათგან შეიტყოს.

„ცხადია, ერთი-ორი გიჟური შეფასებაც იქნება. ამ სისტემის ფარგლებში უზრდელობას და შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. სუბიექტური კომენტარებიც იქნება და დირექტორებზეც დაწერენ, რომ მტარვალი და დიქტატორია. დირექტორს კი ამ ამბავთან თანაცხოვრება მოუწევს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მასიურად დადებითი კომენტარები დაიწერება,“ – განაცხადა ჯეჯელავამ ცოტა ხნის წინ სკოლების დირექტორებთან შეხვედრისას.

სპეციალისტები ამგვარი შეფასებების კომპეტენტურობას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ თითოეული ადამიანის აღქმა ამა თუ იმ პედაგოგის მიმართ სუბიექტურია. მოსწავლეებს, როგორც წესი, ისეთი პედაგოგები მოსწონთ, რომლებიც ნაკლებად მკაცრები არიან. მშობლებს კი ისეთები, რომლებიც მათ შვილებს მაღალ ნიშანს უწერენ.

მათი თქმით, არავის მოსწონს მასწავლებელი, რომელიც ბავშვისგან დისციპლინას და ცოდნას მოითხოვს და შეფასებისასაც მკაცრები არიან. შესაბამისად, მათი აზრით, ამგვარი რეიტინგი სანდო და ობიექტური ვერ იქნება. საბოლოო ჯამში კი, შესაძლებელია მართლაც კარგი პედაგოგები საჯაროდ კრიტიკის ობიექტები უმიზეზოდ გახდნენ.

პროფესორი იგორ კვესელავა ამბობს, რომ მსგავსი ინიციატივის განხორციელების მცდელობა ჯერ კიდევ წლების წინ, კახა  ლომაიას მინისტრობის დროსაც არსებობდა და  შემდგომ, დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდშიც. მიზანი რეიტინგული და არარეიტინგული სკოლების გამოვლენა იყო. ეს კი, პროფესორის აზრით, უსამართლობაა, რადგან ამგვარი მიდგომა სასიკეთო შედეგს ვერც სკოლისთვის იქონიებს, ვერც პედაგოგისთვის, ვერც მშობლისთვის და ვერც მოსწავლისათვის.

„ქართული საზოგადოება არაა იმისათვის მზად, რომ მშობლებმა სკოლა ობიექტურად შეაფასონ და გადაწყვიტონ რომელია კარგი და რომელი – არა. რეიტინგის დადგენით რეიტინგული სკოლისაკენ შეძლებულ ოჯახებს, ელიტარულ ფენას გაუჩნდება ლტოლვა, მაგრამ  სოციალურად დაუცველმა ხალხმა რა ქნას? მაინცადამაინც არარეიტინგულ სკოლაში უნდა შეიყვანონ ბავშვი? მიმაჩნია, რომ ასეთ სიტუაციაში სკოლების დიფერენციაცია და დაყოფა არ შეიძლება,“ – აცხადებს კვესელავა.

„საქართველოს განათლების ლიგის” თავმჯდომარეს მანანა ნიკოლაიშვილს იდეა მოსწონს, თუმცა კატეგორიული წინააღმდეგია იმისა, რომ ეს შეფასებები საჯაროდ გამოქვეყნდეს და მისი ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს. ამბობს, რომ განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი მოდელი მუშაობს და პედაგოგებს მხოლოდ გამოცდების შედეგებით არ აფასებენ, რადგან შეიძლება გამოცდაზე მან მაღალი შედეგი აჩვენოს, მაგრამ გაკვეთილის ჩატარება, კლასის მოთოკვა და ბევრი სხვა რამ არ შეეძლოს.

შესაბამისად, იგი მომხრეა, რომ მშობელსა და მოსწავლეს პედაგოგზე აზრის გამოთქმის საშუალება მიეცეს, თუმცა, მისი აზრით, შეფასებებს მხოლოდ  ადრესატი უნდა კითხულობდეს.

„აი რას ნიშნავს, რომ ჯეჯელავა პედაგოგი არ არის. ხალხმა არ იცის თუ რაზე დგას სკოლა, პედაგოგიკა და ადამიანის აღზრდა. მასწავლებელი თუ გააქიაქე და ყველაფერი ღიად გამოიტანე, რა გამოვა? აზრი ცუდი არაა, მაგრამ ღია სივრცეში ამის გაკეთება არ შეიძლება. სხვებზე შეფასება ვერავინ უნდა წაიკითხოს. ყველაფერი კონფიდენციალური უნდა იყოს. შენს მოსაზრებებს უნდა წერდე და მორჩა, ადრესატის და დირექტორის გარდა მას ვერავინ უნდა კითხულობდეს.

„იმდენი უტაქტო მშობელი და აცანცარებული ბავშვია, ყველაფერი საჯაროდ რომ დაწერონ, სკოლა თავზე ჩამოგვენგრევა. მასწავლებლების ლანძღვა-გინება წავა. მშობელი ყოველთვის კომპეტენტური ვერ იქნება. შეიძლება ძალიან კარგი მასწავლებელი იყოს, მაგრამ მაინც გალანძღოს.  ასე რომ, ჩარჩო მოსაფიქრებელია,“ – აღნიშნავს იგი.

ჯემალ მებონია(პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი) : „არ მგონია სწორი იყოს სკოლის და მასწავლებლის ავკარგიანობა მშობლისა და მოსწავლის დონეზე გადაწყდეს. ნუ ვიგონებთ ველოსიპედებს, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომელთაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ. საბედნიეროდ, საქართველოში ასეთი ხალხი არის  და მოდით შევეკითხოთ. ჯობია მათ დავუჯეროთ. არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ გაუაზრებელ იდეებს ვკითხულობ ხოლმე და ასეთი რამეების მომხრე არ ვარ. არ მგონია ასეთი აზრების ფრქვევა სწორი იყოს.“

მშობლების და მოსწავლეების მიერ შედგენილი სკოლების რეიტინგები – ჯეჯელავას ახალი სქემა

თაკო არის© მათეშვილი

მინისტრი: “ნახმარი სახელმძღვანელოები უფრო სასარგებლოა სწავლისთვის, ვიდრე დაქსეროქსებული”

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ,,ნახმარი სახელმძღვანელოები უფრო სასარგებლოა სწავლისთვის, ვიდრე დაქსეროქსებული”. ამის შესახებ მან პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში სერგო რატიანის ერთ–ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

,,ნახმარი სახელმძღვანელოები განუზომლად უფრო სასარგებლოა სწავლისთვის, ვიდრე დაქსეროქსებული, რომელიც ჰქონდათ მოსწავლეებს, როდესაც არ მიუწვდებოდათ ხელი ფასის გამო სახელმძღვანელოებზე”,– თქვა მინისტრმა.

მინისტრმა უმცირესობის წევრის იმ კითხვასაც უპასუხა, თუ რას ნიშნავს მასწავლებლებისთვის დაპირებული 800 ლარიანი ხელფასი.

,,245 ლარიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში, 405 ლარი გაუხდათ მინიმალური ხელფასი, ანუ თითქმის გაუორმაგდათ სრული განაკვეთის შემთხვევაში. ასევე, განაკვეთის გაზრდის მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს, რომ რაც შეიძლება მეტ მასწავლებელს შეევსოს განაკვეთები. მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე 10 000–ზე მეტ მასწავლებელს ემატება, ხოლო კვალიფიკაციით, მომავალ წელს 20 000–ზე მეტს ემატება. ხოლო საბაზო ხელფასის მომატებაზე არ იყო დაპირება და საუბარი, რაც მასწავლებლებთან შეხვედრაზეც ჩემი მხრიდან ითქვა. საშუალო 800 ლარი ნიშნავს გასაშუალოებულს სხვადასხვა საფეხურს შორის. შესაბამისად, ჩვენი მასწავლებლების ერთნახევარს, დაახლოებით, გაუორმაგდა ხელფასი და მეორე ნახევარს გაუოთხმაგდა და დანარჩენი თქვენი არითმეტიკული შესაძლებლობებისთვის მიმინდია. ბოლო ორ წელიწადში ყველას მოემატა, მომავალ წელს მოემატება ნახევარს. ეს არის ზუსტი არითმეტიკული პასუხი”,–მიმართა ჯეჯელავამ სერგო რატიანს.

საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასების მატება 2017 წელს არ იგეგმება

800 ლარი იმ პედაგოგის ხელფასი იქნება, რომელსაც სრული საათობრივი დატვირთვა აქვს

გიორგი კვირიკაშვილი: პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ლარამდე გაიზრდება

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები შემდგარად გამოცხადდა – სტუდენტები პროტესტს განაგრძობენ

$
0
0

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები შედგა. თსუ-ის საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად ცნო, თუმცა ,,აუდიტორია 115″-ის წევრები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნების შედეგები, სადაც 100-ობით სტუდენტს არ მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, არ შეიძლება ლეგიტიმური იყოს.

სტუდენტებმა 140 დელეგატი უკვე აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში სტუდენტთა აქტიურობის დაბალი მაჩვენებლისა, მინიმალური ზღვარი – 10% გადალახულია. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა  22 436 ადამიანმა მიიღო.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ და მე-6 კორპუსის პიკეტირებას აგრძლებენ. როგორც EDU.ARIS.GE-ს ნათია ქარჩილაძემ განუცხადა, ისინი მე-6 კორპუსის პიკეტირებას მანამდე გააგრძელებენ სანამ მთავრობის მხრიდან მზაობა არ იქნება კანონში შესატანი ცვლილებისა და გაასტარებელი რეფორმების შესახებ.

,,დღის პირევლი საათის შემდეგ უნივერსიტეტში 8 საარჩევნო უბანი, ფაქტობრივად, პარალიზებული იყო და არჩევნები სხვადასხვა დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმური. სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება გავაგრძელებთ პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმასა და მე-6 კორპუსის პიკეტირებას”,- აღნიშნა ნათია ქარჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები მთელი დღე ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. ,,აუდიტორია 115″-ის წევრებმა საარჩევნო პროცესი რამდენიმე უბანზე შეაფერხეს. უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი კი ამ დრომდე პიკეტირებულია.

აქციის მონაწილეები მოთხოვენ:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” 45 მუხლის გასაუქმებლად, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას. შემუშავდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესი.
  • კონსტიტუციაში განისაზღვროს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.
  • გამოიყოს თანხა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის.
  • მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები, პირდაპირი წესით, გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის ცვლილება.
  • უნივერსიტეტის რექტორმა, შეასრულოს წინასაარჩევნი დაპირება და სასწრაფო წესით დაინერგოს უნივერსიტეტში გარე რეფერირების მექანიზმი.

თსუ-ის თვითმმართველობის არჩევნები „აუდიტორია 115“-ის პროტესტის ფონზე ჩატარდება

თსუ–ში თვითმმართველობის არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს

,,სტუდენტთა ამგვარი საქციელი უკეთეს შედეგს ვერ მოიტანს”- ალექსანდრე ჯეჯელავა

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები შეწყვეტილია

,,აუდიტორია 115”-ის წევრები მე-6 კორპუსის დატოვებას არ აპირებენ

,,60 000 მასწავლებლიდან 40 000 წინასაარჩევნოდ მოატყუეს – ჯეჯელავას არ აქვს წონა მთავრობაში“

$
0
0

პრობლემას და უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი უმცირესობიდან სერგო რატიანი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს. როგორც მან მთავრობის ახალი კაბინეტის კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განაცხადა, 60 000 მასწავლებელი წინასაარჩევნოდ უბრალოდ მოატყუეს და მათთვის ხლეფასების გაზრდას არავინ აპირებს. რატიანი აქვე განმარტავს, რომ არამხოლოდ ხელფასების კუთხით, განათლების სისტემაში სხვა მიმართულებებითაც ბევრი პრობლემაა. ის განათლების მინისტრის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

,,დღეს ირკვევა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 60 000 მასწავლებლიდან 40 000 მასწავლებელი არ უნდა ელოდოს ხელფასების ზრდას და ისინი უბრალოდ მოატყუეს წინასაარჩევნოდ, როდესაც საუბარი იყო საშუალოდ 800 ლარიან ხელფასზე,“ – განაცხადა რატიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აქვე საუბრობს ე.წ უფასო წიგნების შესახებ და განმარტავს, რომ ბიუჯეტი ამ კუთხით ყოველ წელს მცირდება და წელს თითქმის განახევრებულია. ასევე, მოაკლდა დაფინანსება მეცნიერებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.

,,ასევე პრობლემაა ის, რომ უფასო წიგნებთან დაკავშირებით დღეს ფაქტობრივად განახევრებული ბიუეჯტია. წინა წლებშიც აკლებდნენ ხოლმე არსებულს, მაგრამ დღეს უკვე პირდაპირ ჩადებულია, რომ განახევრებულია. მეცნიერების პროგრამის ხელშეწყობას მოაკლდა დაახლოებით 4 მილიონი, რაც სერიოზული უკან დახევაა. ასევე მოაკლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ფაქტრობრივად ესაა უკან გადადგმული ნაბიჯი. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ბიოუროკრატიას არ ეხებიან და ბიუროკრატია სულ უფრო იზრდება,“ – აღნიშნა რატიანმა.

დეპუტატის თქმით, რთულია შეაფასო ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობის პერიოდი გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მცირე ხანია რაც მინისტრია, თუმცა, რატიანი ამბობს, რომ ის ტენდენციები, რომელიც აქამდე გამოიკვეთა განათლების მინისტრთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს, რომ ჯეჯელავას სისტემა არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

,,ის ტენდენციები, რაც ჯეჯელავას მინისტრობისას გამოიკვეთა, ცხადად აჩვენებს, რომ არასწორი მიმართულებით მიდის. გახსოვთ მისი სიტყვები, როც თქვა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასწავლებლებზეო?! მაგრამ ეს არ შეეხება მათ ხელფასებს. ჯეჯელავა არის ამ მთავრობის წევრი, მას ამ მიმართულებით ფულს არ აძლევენ. ის ვერ იბრძვის იმ კუთხით, რომ გაზარდოს ხელფასი არ აქვს მას ეს წონა,“-განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან სერგო რატიანმა.

“საბაზო ხელფასის მომატებაზე არ იყო დაპირება და საუბარი” – ალექსანდრე ჯეჯელავა

თეონა გიორგაძე – ქუთაისი


გორის უნივერსიტეტში „სამართლის და პოლიტიკის სკოლის“ ინიციატივით საჯარო ლექცია ჩატარდა

$
0
0

24 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში „სამართლის და პოლიტიკის სკოლის“ ინიციატივით ჩატარდა საჯარო ლექცია: ,,შრომის უფლება – ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის ჭრილში”.

„სამართლის და პოლიტიკის სკოლის“ წარმომადგენლები შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს, სადაც განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა 10 წლიანი სამოსამართლეო პრაქტიკის და გამოცდილების მქონე (ყოფილი მოსამართლე), მაღალი კვალიფიკაციის ტრენერმა, თამაზ ურთმელიძემ.

საჯარო ლექციის პარალელურად, ,,სამართლის და პოლიტიკის სკოლის“ ხელმძღვანელებმა სტუდენტების წინაშე გააკეთებეს სკოლის შესახემ მცირე პრეზენტაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

ლიტვის სამხედრო აკადემიის მასწავლებლებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიში ლექციები წაიკითხეს

$
0
0

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ლიტვის სამხედრო აკადემიას შორის 2014 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აკადემიაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ლიტვის სამხედრო აკადემიის უცხო ენათა ინსტიტუტის უცხო ენის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, დილეტა იატაუტაიტე და ინგლისური ენის მასწავლებელი ასტა იასინუსკინე.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლიტვის სამხედრო აკადემიის მასწავლებლებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებისთვის ჩაატარეს ლექციები, მიმოიხილეს სასწავლო პროგრამები, გაეცნენ აკადემიის სტრუქტურასა და ელექტრონულ ფორმატში ინგლისური ენის ტესტირების სისტემას.

ორი კვირის განმავლობაში, ქართველ და ლიტველ კოლეგებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ სწავლების მეთოდები.

მსგავსი სახის გაცვლითი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ლიტვის სამხედრო აკადემიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

10 საინტერესო წიგნი, რომლებიც დაძინების საშუალებას არ მოგცემთ

$
0
0

მკითხველის მუდმივ დაძაბულობაში ყოფნა და ამავე დროს საინტერესო ამბის მოყოლა – ნამდვილი ხელოვნებაა, რომლის ნიჭიც ყველა მწერალს არ აქვს. თუმცა, არსებობს წიგნები, რომლებიც მცირე მოცულობის მიუხედავად ისე ართობენ მკითხველს, რომ ყველა სხვა საქმე მეორე ადგილზე ინაცვლებს.

გთავაზობთ წიგნების ჩამონათვალს, რომელთაც შეუძლიათ წარმოუდგენელი შთაბეჭდილებების მთელი ღამე ან თუნდაც დღე გაჩუქოთ და სასიამოვნო შეგრძნებებიც დაგიტოვოთ.

დენიელ კიზი ,,ყვავილები ელდჯერნონისთვის“ – იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ერთდროულად სასიამოვნო საკითხავსა და გონებრივ საზრდოს ეძებთ, მაშინ დენიელ კიზის ეს პატარა რომანი არ გამოგრჩეთ. მასში მოთხრობილია ჩვეულებრივი, საცხობის დამლაგებელი ვაჟის ისტორია. მისი IQ 60–ს არ აღემატება და ერთ დღესაც ის გენიოსად, პლანეტის უჭკვიანეს ადამიანად იქცევა. განა შეიძლება ამ დროს საკუთარი შიშების დაძლევა და მარტოობის დამარცხება? კიზი ამ კითხვაზე თავის პასუხს გთავაზობთ.

სერგეი დოვლატოვი ,,ჩემოდანი“ – დოვლატოვის ,,ჩემოდანი“ გონებამახვილური მოთხრობებითა და ჩანაწერებითაა გაჯერებული, რომლებიც მწერლის ცხოვრებისეულ ისტორიებს ინახავენ. თქვენ ისინი სერიოზულად და დიდი ხნით შეგიყავრდებათ. დოვლატოვის საიდუმლო ალბათ იმაშია, რომ ის სიტუაციებს სპეციალურად წიგნისთვის არ იგონებს, არამედ ყვება იმის შესახებ, რასაც თვითონ აკვირდებოდა და ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს, რაღა თქმა უნდა იუმორის გამოყენებით.

რობერტ ჰაინლაინი ,,სამყაროს გერები“ – შორეულ კოსმოსში დაკარგული გიგანტური ხომალდის მაცხოვრებლებს უკვე დიდი ხანია მის გარეთ ცხოვრება დაავიწყდათ.  ისინი ორ ბანაკად გაიყვნენ და ებრძვიან ერთმანეთს. თქვენ მარტივად ვერ შეეშვებით რომანს, რომელმაც ავტორს დიდი წარმატება მოუტანა. ნუთუ ჩვენ, ციფრული სამყაროს მაცხოვრებლები, კოსმოსური ხომალდის მგზავრებისგან დიდად განვსხვავდებით?

ანნა გავალდა ,,იმედის 35 კილოგრამი“ – ეს პატარა პოეტური იგავი მთავარ თემებს – ცხოვრებისეული გზის არჩევანს, სიყვარულის ძალას, ერთგულებასა და ოჯახს ეხება. ეს არის ისტორია 13 წლის ბიჭუნაზე, რომელსაც ყველა ძალის მოკრება და ზრდასრულ ცხოვრებაში ფეხის შედგმა უწევს. ნაწარმოები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოცნებები ხდება. ბოლოსდაბოლოს, რამდენი კილოგრამიც არ უნდა იყოს ჩვენში, ჩვენ ყოველთვის რაღაცის იმედი გვაქვს და გვჯერა.

ნარინე აბგარიანი,,ჩამოსული“ – ეს არის ტრაგიკომედული ისტორია ერთ ახალგაზრდა და ამაყ ქალზე, რომელიც 90-იან წლებში პატარა მთიანი რესპუბლიკიდან მოსკოვის დასაპყრობად ჩამოვიდა. ყველა ,,ჩამოსულს“ თავისი მოსკოვი აქვს. ,,ჩემი წიგნი ,,ჩამოსულის“ ცხოვრების მეორე მხარეზეა, რომელზეც დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს ალბათ წარმოდგენაც არ აქვთ.“

ნილ გეიმანი ,,არასოდეს“ – წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ქალაქის ქუჩების ქვეშ არის სამყარო, რომელზეც ადამიანების უმრავლესობას წამოდგენაც არ აქვს. ის წმინდანებითა და მონსტრებით არის დასახლებული, მასში სიტყვა ნამდვილ ძალად იქცევა, საშიშროება ყოველ ნაბიჯზე არის მოსალოდნელი, იქ სიბნელე და სიბინძურეა, მაგრამ … იქაურობა ძალიან საინტერესოა. ამ სამყაროს კარს, რომელიც ლონდონის ქვეშ მდებარეობს, ნეილ გეიმანი გვიღებს. უბრალოდ ჩადით იქ და ერთი ღამით გაუჩინარდით.

რეი ბრედბერი ,,451° ფარენჰაიტით“ – 451° ფარენჰაიტით ის ტემპერატურაა, რომელზეც ქაღალდი ალდება და იწვის. მომავლის სამყარო, სადაც წვავენ წიგნებს, ადამიანებს ინფორმაციულ ნარჩენებს აწვდიან, ნებისმიერ განსხვავებულ აზრს კი ელექტროშოკით მკურნალობენ – საშიშია. ის საშიშია იმიტომ, რომ რეალურია და ბევრი რამ უკვე ახდა. მაგრამ მანამ სანამ არსებობს სიყვარული, სილამაზე და სიმართლისკენ სწრაფვა, ჩვენ შანსი მაინც გვრჩება.

სტივენ კინგი ,,მკვდარი ზონა“ – იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ კინგი თქვენი ავტორი არ არის, რომ საშინელებათა ჟანრი თქვენთვის უინტერესეოა, გმირის განცდები და შინაგანი ბრძოლა კი უფრო გაინტერესებთ, მაინც საშინელებათა მეფის ეს წიგნი თქვენ ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილს დაიკავებს. მასში მანიაკებსა და სისხლიან სცენებს არ შეხვდებით, ვინაიდან მასში ადამიანის მკაცრი ფსიქოლოგიური დაპირისპირებაა ნაჩვენები საკუთარ თავთან. წიგნის წაკითხვისას ემოციები და ცივი ოფლი გარანტირებულია.

იენ მაკიუენი ,,სანაპიროზე“ – ეს არის მოკლე, კამერული და შთამბეჭდავი ისტორია ახალშეუღლებულებზე. მათ ბევრი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, თუმცა არც ერთ მათგანს არ უნდა პირველი ნაბიჯის გადადგმა, მათ არც შინაგანი თავისუფლება აქვთ. ახალშეუღლებულების დრამა სწორედ ამ მიზეზების შედეგია. უცნაური პრობლემის გადაჭრა, რომელსაც ისინი გადაეყარნენ, ძალიან მარტივად, ორი მოსიყვარულე ადამინის საუბრით არის შესაძლებელი. მაგრამ აქაც წამოიჭრება კითხვა – უყვართ კი მათ ერთმანეთი?

ფრანსუაზა საგანი ,,ბუნდოვანი ღიმილი“ – იმ შემთხვევაში, თუ თრილერები, ფანტასტიკა და გასართობი საკითხავის სხვა სახეობები არ გხიბლავთ, თუ გინდათ ნელი და მუსიკალური ლირიკული ნაწარმოების წაკითხვა, მაშინ საგანის ეს ლამაზი და მოკლე რომანი არის ზუსტად ის, რაც ექიმმა გამოგიწერათ. რა თქმა უნდა ეს არის აბსოლიტურად ქალური პროზა და მამაკაცი მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ საგანის რომანებს კარგი ლიტერატურის ყველა მახასიათებელი გააჩნია. გარდა ამისა, ისინი სწრაფად და მარტივადაც იკითხება.

10 წიგნი, რომელიც ნოემბერში უნდა წაიკითხოთ

10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ

10 არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც შეგიცვლით აზროვნებას

5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს

მოამზადა მარიამ მისაბიშვილმა

წყარო: adme.ru

რომელ პედაგოგებს ეხებათ სქემაში გადანაწილების დამატებითი ვადები – პროცედურა

$
0
0

როგორც ცნობილია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების დამატებითი ვადები განისაზღვრა.

განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა სქემაში დამატებით გადანაწილდება.

რომელ პედაგოგებს ეხებათ დამატებითი ვადებით სარგებლობა და რა ქმედებები უნდა განახორციელონ მათ, ამის შესახებ დამატებითი განმარტება EDU.ARIS.GE-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერმა კახა ჟღენტმა გააკეთა.

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილები სწესი N74-ე მთავრობის დადგენილებით 2015 წლის 20 თებერვალს განისაზღვრა.

სამწუხაროდ, ზოგიერთ მოქმედ მასწავლებელს, ტექნიკური, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ მიენიჭა შესაბამისი სტატუსი. მაგალითად ზოგიერთმა მასწავლებელმა ვერ მოახერხა სწორედ აეტვირთა შესაბამისი დოკუმენტაცია eschool-ის პროგრამაში; ზოგიერთი ჩვენი კოლეგა 2015 – 2016 სასწავლო წლის დაწყებისას სხვადსხვა მიზეზის გამო, დროებით არ მუშაობდა სკოლაში, თუმცა 2015 წლის 20 თებერვლისათვის ის იყო მოქმედი მასწავლებელი და ცოტა მოგვიანებით კვლავ გააგრძელა მუშაობა და შეექმნა პრობლემები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ასევე, პრობლემები შეექმნათ კერძო სკოლის 2015 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით მოქმედ მასწავლებლებს, ვინაიდან კერძო სკოლების ჩართვას ახალ სქემაში გარკვეული დრო დასჭირდა. იყო კიდევ გარკვეული კერძო გამონაკლისები.

სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი მასწავლებლებისათვის განისაზღვრა დამატებითი ვადები პრობლემების გადსაჭრელად“,– განმარტა ჟღენტმა.

სწორედ აღიშნულის გათვალისწინებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერი მასწავლებლებს რეკომენდაციას აძლევს:

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყველა მასწავლებელმა, რომელიც 2015 წლის 20 თებერველის მდგომარეობით მუშაობდა სკოლაში, ანუ მოქმედი მასწავლებელი იყო, და სხვადასხვა მიზეზით ამ ეტაპისათვის არ აქვს მინიჭებული ახალი სქემით განსაზღვრული მისი კვალიფიკაციის შესაბამისი სტატუსი, დროულად დაუკავშირდეს EMIS–ს (განათლების მართვის საინფორმაიო სისტემას) არსებული პრობელემის გადასაჭრელად“,– ამბობს კახა ჟღენტი.

მასწავლებელთა სქემაში განაწილების დამატებითი ვადა განისაზღვრა – მინისტრის ბრძანება

მასწავლებელთა სქემაში 811 პედაგოგი დაწინაურდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა (დოკუმენტი)

„თუ განათლების საკითხი ამ მიდგომით განისაზღვრა, დაღუპული ვყოფილვართ“

$
0
0

“მადლობა ღმერთს, ლევან ბერძენიშვილმა რაც თქვა, გადამწყვეტი არ გახლავთ. ბერძენიშვილს ან ვინმეს თუ ჰგონია, რომ მას რაც უყვარს, ის უნდა მივაწოდოთ ახალგაზრდა თაობას, მცდარ აზრზეა. თუ განათლების საკითხი ამ მიდგომით განისაზღვრა, დაღუპული ვყოფილვართ. საზოგადოებამ თავის გმირებს განვითარების თვალსაზრისით უნდა შეხედოს”,- ასე ეხმაურება განათლების მინისტრი ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად მან ივარაუდა, რომ “კომბლეს შემდეგ” ალექსანდრე ჯეჯელავა “ვეფხისტყაოსანს” დაიწუნებს.

“მე ვოცნებობ ახალ “კომბლეზე”, რომელსაც ზღაპრის დასაწყისში ორასი ცხვარი ჰყავს, დასასრულს კი- 220, მთელი დღე კომბლებს კი არ თლის, რამდენიმე კომბალი აქვს, შრომობს და ცხვარს უვლის. თუ მისი ცხვარი დაიკარგა, კომბლით კი არ მოაგვარებს საკითხს, მგელი იქნება თუ ცხვარი, დაელაპარაკება – დაანებე ამ ჩემს ცხვარს თავი და თუ გშია, მოდი და გაჭმევო. ეს არის 21-ე საუკუნის მიდგომა. “კომბლე” იქნება, “ნაცარქექია” თუ “რწყილი და ჭიანჭველა”, განვითარება აუცილებელია და პრობლემების მიზეზიც უნდა დავინახოთ.

“საზოგადოება წუხს, რომ მათი შვილები წიგნებს არ კითხულობენ. უკაცრავად, რომელიმე ზღაპრის გმირი კითხულობს წიგნებს, რომ ბავშვმაც იფიქროს, აი, ჩემი გმირი კითხულობს და მეც მივბაძავო. ან რომელი შრომობს მუხლჩაუხრელად?-

“ჩვენ გვჭირდება ზღაპრის გმირი, რომელიც სახლს სხვას კი არ ართმევს, მიზანს საკუთარი შრომით აღწევს და თუ სხვას ხელის გამართვა დასჭირდება, უანგაროდ დაეხმარება. საზოგადოებამ თავისი- გმირები, მათ შორის ლიტერატურული, იმ საჭიროებებთან უნდა დააკავშიროს, რის წინაშეც დღეს ვდგავართ. დღეს განსხვავებული საჭირ-ოებებია, ვიდრე ორასი და სამასი წლის წინ ერს ჰქონდა”,– ამბობს მინისტრი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

მინისტრი: „მაგარ შარში ვართ, ხალხო, ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს, შეუძლებელია კარგად ასწავლო“

Viewing all 14502 articles
Browse latest View live