Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14509 articles
Browse latest View live

„პედაგოგთა სასერტიფიკატო ტესტებში ბარიერი უნდა იყოს, მე ბარიერის მომხრე ვიქნებოდი“

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე პედაგოგთა ზამთრის გამოცდების გაუქმებას მიესალმება და ამბობს, რომ  მისი შემოღების მომხრე იმთავითვე არ ყოფილა. მისივე თქმით, ცენტრშიც თითქმის ყველას ანალოგიური მოსაზრება ჰქონდა და ამას ღიადაც გამოხატავდნენ.

შემდეგი გამოცდა, მინდაძის თქმით, ზაფხულში ჩატარდება და მასში მცირე ცვლილებებიც შევა. კერძოდ, პედაგოგებს წინ უკვე არა ერთი, არამედ ორი დამოუკიდებელი გამოცდა ელით – საგნის და პროფესიული უნარ-ჩვევების.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საპირისპიროს ფიქრობს მინდაძე სასერტიფიკაციო გამოცდებში ბარიერის მოხსნასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მისი აზრით, ბარიერი უნდა შენარჩუნებულიყო.

ივა მინდაძე: ვფიქრობ, რომ ზამთრის გამოცდების არჩატარება და გაუქმება ძალიან ლოგიკურია, რადგან სისტემაში რამდენიმე პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც, ჩემი აზრით, ყურადღება უნდა მივაქციოთ. პირველ რიგში, ესაა ცვლილებები მასწავლებელთა განვითარების სქემაში.

რა ცვლილებები შედის მასში, ამ კითხვის ადრესატი ჩვენი ცენტრი ვერ იქნება, მაგრამ რამდენადაც ჩემი გადასახედიდან ჩანს, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების სქემაში პრინციპული მიდგომა იცვლება. აქცენტი  გრძელვადიან მომზადებასა და მასწავლებელთა საჭიროებების უკეთ შესწავლაზე კეთდება. ვფიქრობ, რომ ასე ხშირ-ხშირად გამოცდის ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო.

გარდა ამისა, თავად გამოცდის მიზანიც, როგორც ჩანს იცვლება. ეს არსებითია. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მასწავლებელთა პროფესიული სქემის და დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედებას უნდა ვაცადოთ და შემდეგ, ამ კონტექსტში განვიხილოთ გამოცდაც. ახლა უფრო მოლოდინის რეჟიმში ვართ – თუ როგორ გამოიყურება მასწავლებელთა  პროფესიული სქემა განვითარების შემდეგ საფეხურზე.

-ზამთრის გამოცდის გაუქმებასთან დაკავშირებით ინიციატივა ცენტრში აქამდეც არსებობდა?

ი.მ: გულახდილი რომ ვიყო, მე პირადად ზამთრის გამოცდის შემოღების მომხრე არც ვიყავი. არ შევცდები თუკი ვიტყვი, რომ ცენტრშიც ჭარბი უმეტესობა არ იყო ზამთარში გამოცდების ჩატარების მომხრე. თუკი ადამიანმა გერმანული, ან მათემატიკა ზაფხულში არ იცის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამ თვეში დიდი ცვლილებები მოხდეს. ვფიქრობ, აქ უფრო გრძელვადიანი პროცესების წარმართვის აუცილებლობა დგას. ასე რომ, ზამთრის გამოცდების აზრი ჩემთვის მაინცადამაინც ნათელი არასოდეს ყოფილა.

-გქონდათ თუ არა გადაწყვეტილების მიღებამდე ამ თემაზე მინისტრთან კონსულტაციები?

ი.მ: ზამთრის გამოცდებთან დაკავშირებით შეხვედრები სამინისტროშიც გვქონდა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრშიც. ყოველთვის ღიად ვამბობდით, რომ ეს რესურსებისა და დროის არცთუ ისე აზრიანი ხარჯვა იყო. მათ შორის შარშანაც, როცა გამოცდაზე მასწავლებელთა დიდი ნაწილი არ გამოცხადდა.

-მინისტრის თქმით, ეს პირადად მან გადაწყვიტა და თქვენ ამბობთ, რომ ამაში ცენტრიც ჩართული იყო?

ი.მ: ცხადია, ეს მინისტრის პრეროგატივა და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაც მისი კომპეტენციაა.

-მაგრამ კონსულტაციებში მონაწილეობას ცენტრიც იღებდა?

ი.მ:  როგორ გითხრათ, იმ დროის განმავლობაში, რაც ეს გამოცდები ტარდებოდა, მისით აღფრთოვანებულები არასოდეს ვყოფილვართ და ამას ტელევიზიითაც, პრესითაც და ყველა შეხვედრაზეც ღიად ვამბობდით. რამდენად შეიძლება ამას კონსულტაცია ეწოდოს, არ ვიცი.

-როდის იქნება შემდეგი გამოცდა?

ი.ვ:  ზაფხულის გამოცდა შენარჩუნდება და ალბათ ივლისში ჩატარდება.

-ანუ, ზაფხულის გამოცდა გეგმიურად გაიმართება?

ი.ვ: დიახ, იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს ხდება რესურსების მაქსიმალური მობილიზება და ლოგიკურია, რომ თითოეული ასეთი დიდი აქტივობა მაშინ ჩატარდეს.

-როგორი ფორმით ჩატარდება იგი? შედის თუ არა რაიმე ცვლილებები მისი ჩატარების წესში, ან ორგანიზებაში?

ი.მ: ორგანიზებაში ნაკლებად, ისე ჩატარდება, როგორც შარშან. შინაარსს რაც შეეხება, ცვლილებები ალბათ იქნება, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან არ მგონია ეს ცვლილებები მასშტაბური იყოს. შეიძლება მასწავლებელთა პროფესიული უნარების ტესტი დაემატოს, რომელიც ორი წლის წინ გაუქმდა.  ყველაზე დიდი შინაარსობრივი სიახლე ალბათ ეს იქნება.

-ამ გამოცდის დაბრუნება რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?

ი.მ: მიმაჩნია, რომ ცოდნა, რომელსაც პროფესიული უნარების ეს ტესტი ამოწმებს, პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ტესტის ხელახალი დანერგვა პოზიტიური მოვლენაა.

ასეთი ტიპის გამოცდების მიზანი ისაა, რომ დავრწმუნდეთ – კანდიდატს ის უნარები, შესაძლებლობები და ცოდნა აქვს, რაც გაკვეთილის მაქსიმალურად ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელია.

-საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდები ერთად ჩატარდება, ორნაწილიანი ტესტის სახით, თუ ცალ-ცალკე დღეს ჩაინიშნება?

ი.მ: ეს ცალკე ტესტირებაა. ცალკე დღეს ჩაინიშნება.  იგი მიზნად იმ უნარების შემოწმებას ისახავს, რომელიც პედაგოგს მის ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდება- რამდენად შეუძლია პედაგოგს მოსწავლის საჭიროებების იდენტიფიცირება, კლასის მართვა, საკლასო პროცესის დაგეგმვა და მსგავსი აქტოვობები, რომელიც ყველა საგნის პედაგოგისთვის საერთოა. ამ ტიპის ტესტირებაზეა საუბარი.

-მისი ჩაბარებაც ნებაყოფლობითი იქნება მასწავლებლებისთვის?

ი.მ: ცხადია, ყველაფერი ნებაყოფლობითია. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელთა პროფესიული სქემის  ნაწილია ყველა ის აქტივობა, რომელსაც დღეს გამოცდას ვეძახით და რომელსაც კვალიფიკაციის დადასტურება ან რაიმე შეიძლება დაერქვას. ეს მხოლოდ სახელწოდების ცვლილება არაა, მიზნობრიობის შეცვლაცაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სქემაში დაგეგმილი ცვლილებების უკეთ შესწავლას ველოდებით.

-ამ გამოცის შინაარსობრივ მხარეზე ცენტრი დამოუკიდებლად მუშაობს თუ სამინისტროსთან ერთად?

ი.მ: ცენტრი იმ დოკუმენტებს ეყრდნობა, რომელიც სისტემაში არსებობს- მასწავლებლის სტანდარტსა და ეროვნულ სასწავლო გეგმას და ასევე, ითვალისწინებს იმ ცვლილებებს, რომელიც ამ დოკუმენტებშია დაგეგმილი.

უშუალოდ ტესტს კი, ცხადია, ჩვენი ცენტრი დამოუკიდებლად ადგენს. აქ ბევრი ისეთი თემაა, რაც ცენტრმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს.

-არის თუ არა უკვე მზადება მასწავლებელთა ზაფხულის გამოცდებისთვის?

ი.მ: ცენტრის სამუშაო გრაფიკში ეს გამოცდები არის და მზადება მათთვის სექტემბერშივე იწყება, როცა წინა გამოცდები მთავრდება. ანუ, ამ წუთში ცენტერი სხვა ყველაფერთან ერთად ამ გამოცდების მიმართულებითაც მუშაობს.

ვფიქრობ, რომ ჩვენიც და თქვენი ყურადღებაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემისაკენაა მიპყრობილი. რა ფორმას მიიღებს ის, როგორ დაიხვეწება, ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი ასპექტებია, რომლებიც არ ვიცი როგორ შეგვეხება.

-ბარიერის გაუქმებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

ი.მ: ბარიერთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და მოსაზრებები ორივე მხარეს აქვს. პირადად მე მგონია, რომ სასერტიფიკატო ტესტებში ბარიერი უნდა იყოს. მე ბარიერის შენარჩუნების მომხრე ვიქნებოდი.

-უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ცენტრის პოზიციაცაა?

ი.მ:  მე ჩემ პირად აზრს ვამბობ და მინდა ამას ხაზი გავუსვა.  პირადად მე ვფიქრობ, რომ სასერტიფიკატო ტიპის ტესტებში ბარიერი უნდა იყოს.

“პირადად გადავწყვიტე, რომ ზამთარში მასწავლებლების გამოცდა აღარ ჩატარდება”

„გაუგებარია რას გულისხმობს მინისტრი პედაგოგების მიერ ბარიერის არგადალახვაში“

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება პედაგოგებს გამოცდის ჩაბარების გარეშეც შეეძლებათ–მინისტრის კომენტარი

თაკო არის© მათეშვილი


ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო ბავშვების უფლებაა!

$
0
0

ნინო ლომიძე

ბევრი ვიფიქრე ამ სტატიის შესავალზე. მინდოდა სხვადასხვა სამეცნიერო კვლევიდან ამომეღო და დამერთო დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდი თაობის ჯანსაღი ფიზიკური განვითარება, რა შედეგებს იწვევს ფიზიკური აქტივობის დეფიციტი, რა სახიფათო და საზარელი სცენარების პრევენცია შეიძლება მოხდეს ჯანსაღი ფიზიკური განვითარების ხელშეწყობით, მაგრამ საბოლოოდ ჩავთვალე, რომ ეს ყველაფერი შორსაც წაგვიყვანდა და ისედაც ერთ მარტივ და ყველასთვის გასაგებ ჭეშმარიტებას განავრცობდა. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც საპირისპირო მოსაზრება შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური აღზრდა-განათლების და სპორტული აქტივობების მნიშნელობასთან დაკავშირებით.

კონკრეტულად აღვწერ იმ სიტუაციას, რამაც საკითხის საფუძვლიანი შესწავლის და ამ თემაზე მუშაობის სურვილი გამიჩინა:

სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და  სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კუთვნილ მოედანზე ვაკეში, უნივერსიტეტის უკან, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები რაგბიში ვარჯიშობენ. ვარჯიში ერთდროულად მიმდინარეობს და მოედანი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად. სხვადასხვა ნაწილი ეთმობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას. მოედნის ირგვლივ სარბენი ბილიკი და გაპარტახებული სკამებია, ოდესღაც, ალბათ, მაყურებლებისთვის გათვალისწინებული, ახლა კი მომლოდინე მშობლებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი. საკუთრივ მოედანზე არარსებული სპეციალური საფარის ნაცვლად ალაგ-ალაგ გადამხმარი ბალახი და ქვიშა ყრია. გარემოს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ უკანასკნელ წლებში აქ ბევრი არაფერი გაკეთებულა პირობების გაუმჯობესებისთვის.

ეს ყველაფერი იმდენად საგანგაშოდ არ მომეჩვენებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი – მზიანი დღე იყო, წვიმაც დიდი ხანია არ ყოფილა და მოედანზე ბავშვების ვარჯიშის შედეგად მტვრის კორიანტელი დადგა. ახლა მინდა თვალნათლივ წარმოიდგინოთ სიტუაცია – ბავშვები ინტენსიურად ვარჯიშობენ ( ვინც იცნობს სპორტის ამ სახეობის სპეციფიკას, არ გაუჭირდება ვარჯიშების ინტენსივობის წარმოდგენა) საკუთარ სიმაღლეზე ოდნავ მაღლა არსებულ მტვრის ბუღში! ვარჯიშები მიწაზე გართხმით აზიდვებსა და მუცელზე და ზურგზე სხვადასხვა დატვირთვის აქტივობების შესრულებასაც გულისხმობდა. მიწაზე გულაღმა გაწოლილებს მტვრის რბილი და ფაფუკი საფარი აქვთ თავქვეშ, მუცელზე შესასრულებელ სავარჯიშოებს კი ფატობრივად მტვერში თავჩარგულები ასრულებენ. სირბილის დროს მოზარდები აქტიურად ისუნთქავენ მტვერს და ბუღი შესვენებებზეც კი „არ ცხრება“. შესვენება წყლის დალევას და ამოსუნთქვას გულისხმობს. ასევე – დამატებითი ულუფა მტვრის ყლაპვასაც იმის გათვალისწინებით, რომ მტვრის კორიანტელი ირგვლივ „ხარისხიანად“ მიმოიფინება.

ამ ყველაფრის შემხედვარეს, ბუნებრივია, გამიჩნდა კითხვები. იქვე, სკამზე მშობლები იცდიდნენ. მათთვის ვარჯიშის ამ პირობებში მიმდინარეობა არც უცხო იყო და არც გასაკვირი. რამდენიმემ აღნიშნა, რომ წლებია, აქ ავარჯიშებენ შვილებს და თავადაც „ამ მოედანზე არიან გაზრდილები“. „მტვერი კი ცუდია, მაგრამ რა ვქნათ, სხვა პირობები არაა“.

მივმართე რაგბის კავშირის ერთ-ერთ წევრსაც, რომელიც ვარჯიშს ესწრებოდა. მან მიპასუხა, რომ ამჟამად რაგბის კავშირს მეტის საშუალება არ აქვს, რომ ამ მოედნის დაქირავებისთვის თანხას იხდის და ფინანსურად ამაზე უკეთეს პირობებს ვერ უზრუნველყოფს. „მტვერში რომ მავნეა ვარჯიში, გეთანხმებით“ – აღნიშნა გულისტკივილით.

საინტერესოა  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და  სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისპოზიციაც – მათ მოედნის მდგომარეობის შესახებ, ცხადია, მოეხსენებათ. იციან და ასევე გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ მოედანი არასახარბიელო მდგომარეობაშია, მაგრამ ამ ეტაპზე ბიუჯეტში სარეაბილიტაციო თანხები გამოყოფილი არაა. მომავალი წლის ბიუჯეტში კი, რომელიც 31 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს, ზოგადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხარჯები გაწერილი აქვთ. თუ თანხა მიიღეს, სხვა ობიექტებთან ერთად ამ კონკრეტულ მოედანსაც მიხედავენ. ოღონდ დანამდვილებით იმის თქმა, რომ მოედანი თუნდაც 2017 წელს გახდება არათუ რაიმე საერთაშორისო სტანდარტს მიახლოებული, არამედ, უბრალოდ, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, არ შეუძლიათ.

დავუკავშირდი ასევე სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსაც. მაინტერესებდა, აკონტროლებს თუ არა სახელმწიფო ექსპლუატაციაში ჩაშვებულ სპორტულ ობიექტებს და სავარჯიშო ბაზებს და არსებობს თუ არა ნორმატიული აქტი ან სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს სპორტული ობიექტის, კონკრეტულად კი რაგბის სავარჯიშო მოედნების გამართულობას. ასევე მაინტერესებდა, იციან თუ არა ამ კონკრეტული მოედნის მდგომარეობის შესახებ და იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით რაიმე. სამწუხაროდ, პასუხების მიღება სამინისტროდან ვერ მოვახერხე.

მაშინ დავფიქრდი ჩემს პირად პასუხისმგებლობაზე ამ ყველაფერთან მიმართებით. რა შეიძლება გააკეთოს ერთმა ადამიანმა, როდესაც ის ხედავს რაღაცას, რაც არ მოსწონს? პასუხი მარტივია.

რა უნდა გააკეთოს და უნდა იმოქმედოს.

შეახსენოს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, რომ მათ გარკვეული ვალდებულებები აკისრიათ, რომ მე და ამ ბავშვების მშობლები მათ ხელფასებს ვუხდით, ისინი კი პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ ჩვენს შვილებს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო ჰქონდეთ.

მასალაზე მუშაობისას ასევე მივმართე სამედიცინო უნივერსიტეტის გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტს.

ჰიპოთეტურ/სუბიექტური მოსაზრება, რომ მტვრის მუდმივი შესუნთქვა მავნებელია, უნდა გამემყარებინა შესაბამისი სფეროს სპეციალისტების მოსაზრებებით. გარემოს ჯანმრთელობის და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რევაზ კვერენჩხილაძემ და პროფესორმა მარინა ციმაკურიძემ ყურადღებით მომისმინეს და შესაბამისი ლიტერატურა მომცეს დასამუშავებლად. მათთან შეხვედრაზე გამოიკვეთა ერთი საინტერესო ფაქტორიც. აღმოჩნდა, რომ ერთიანი სტანდარტი, ნორმატიული აქტი ან რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რაგბის სავარჯიშო მოედანი, რათა იგი ჩაითვალოს უსაფრთხოდ, ძნელი მოსაძიებელია ან ამგვარი რამ საერთოდ არ არსებობს. პრესაში და ონლაინ მედიასაშუალებებში არაერთგზისაა გაშუქებული ამა თუ იმ სპორტული ობიექტის გახსნა, რომელიც „აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს“. ამ კონკრეტული დოკუმენტის მოძიება და გაცნობა კი პრობლემურია. კარგი იქნება, თუ საზოგადოებას ამ  მიმართულებითაც გაეცემა პასუხი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროშიც კი, მიუხედავად რამდენიმეგზის მიმართვისა, ვერ მოხერხდა ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის მიღება.

ვრცელი პროფესიული ტერმინოლოგიითა და დეტალებით მკითხველს თავს არ შევაწყენ. მოვიყვან იმ კონკრეტულ ცნობებს, რომლებიც ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რას იწვევს მტვრის მუდმივი შესუნთქვა:

ზოგადად, გარემოს რისკები, რომლებიც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ჩვენს ჯანმრთელობაზე, არის: ჰაერის დაბინძურება როგორც შენობაში, ისე შენობის გარეთ, წყალი, ნიადაგი და, საზოგადოდ, სანიტარული მდგომარეობა, მაიონიზებელი გამოსხივება, შხამ-ქიმიკატები, პროფესიული რისკები, ურბანული გარემო და კლიმატის ცვლილება.

ჩვენს შემთხვევაში განვიხილავთ ჰაერის დაბინძურების თანმდევ რისკებს. ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს რისკის ფაქტორს წარმოადგენს.

მტვრით გამოწვეულ  დაავადებათა მრავალი სახეობა დამოკიდებულია მტვრის ქიმიურ-ფიზიკურ თვისებებსა და მისი ბიოლოგიური მოქმედების თავისებურებებზე. სამწუხაროდ, იმის საშუალება, რომ ამეღო ნიმუში და გამეკეთებინა შესაბამისი ანალიზი, არ იყო.

ზოგადად, ექსპერტთა შეფასებით, ჰაერში შეწონილი მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ზრდის გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების დაავადებების, ასევე კიბოს განვითარების რისკს.

ჰაერის მტვრით დაბინძურებამ და ამ ჰაერის შესუნთქვამ შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტული დაავადებები:

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;

რესპირაციული ინფექციები;

კარდიოპულმონური დარღვევები;

ქრონიკული ბრონქიტი;

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ატმოსფერულ ჰაერში არსებული მტვერი, მისი კომპონენტები სულფატები, ნიტრატები, ამიაკი, ნატრიუმქლორიდი, მყარი ნაწილაკები გაცილებით მეტ ადამიანს ვნებს, ვიდრე ჰაერის დამაბინძურებელი ნებისმიერი სხვა აგენტი, რადგან ისინი უფრო იოლად აღწევენ ბრონქიოლების პერიფერიულ ნაწილებში და ხელს უშლის ფილტვების სიღრმეში ჰაერის ცვლას.

აქ ჩემი, როგორც მოქალაქის და მშობლის კომპეტენცია და შესაძლებლობა, გავაკეთო რაიმე ჩვენი შვილებისთვის უკეთესი და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის – მთავრდება. მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები პირი, მაგრამ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე. მე მევალება, თუ რამე არ მომწონს, ეს გამოვთქვა, გამოვხატო და გავაგონო მათ, ვისაც ევალება მოქმედება და ვისაც მეტი შესაძლებლობა აქვს სასიკეთო ცვლილებების განხორციელებისთვის.

პ.ს.  ადამიანის, განსაკუთრებით, მოზარდი ორგანიზმის დაცვა გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების მოქმედებისაგან (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – მტვრისგან) მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში გადამწყვეტი და რეალური შედეგის მომტანია მმართველობითი ორგანოების მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების უზრუნველყოფა – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში.

იხილეთ ორიგინალი

ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებელთა განახლებული სქემის ზოგიერთი დეტალი გაასაჯაროვა

$
0
0

მასწავლებლების  ზამთრის გამოცდების გაუქმებისა და პედაგოგიური გამოცდების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა  პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემის განახლებული ვერსიის გასაჯაროებამდე მასწავლებელთა შეფასებისა და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გზები ბუნდოვანი რჩება.

განათლების მინისტრმა სქემის ცვლილებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და შეცვლილი სქემის კონტურები კიდევ უფრო გაამკვეთრა. მისი თქმით, ახალ სქემას ვინმეს სკოლიდან გაშვების ფუნქცია საერთოდ აღარ ექნება. სქემა მხოლოდ იმაზე იქნება მორგებული, რომ თითოეულმა მასწავლებელმა სათავისო მიმართულება იპოვოს, რა მიმართულებითაც განვითარება უნდა და იმას მიჰყვეს.

„შეიძლება ვინმემ იფიქროს, გავსებულა მაშინ სკოლა უხარისხო მასწავლებლებითო, მაგრამ გეყვით თუ რა გვიცავს ამისგან – ამისგან ოდითგანვე სკოლის ადმინისტრაცია გვიცავს. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უნდა იყოს ის, რომ მასწავლებელი, რომელიც თავის საქმეს კარგად ვერ აკეთებს, სკოლიდან გავიდეს. მაგალითად, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი, რომელმაც გამოცდა საოცრად ჩააბარა და მსოფლიოში საგანი მასზე კარგად არავინ იცის, მაგრამ ბავშვებს ჩაგრავს, ასეთი უნდა დავტვოთ თუ გავუშვათ? ჩემი პასუხია, რომ სახლში უნდა გავუშვათ.

„ანუ, მასწავლებლის კვალიფიკაცია ერთი განზომილებაა და როგორ იქცევა და რას აკეთებს – მეორე. ამიტომ, მე ვამბობ, რომ სკოლაში დარჩება ყველა, ვისითაც მშობელი, ადმინისტრაცია თუ მოსწავლე კმაყოფილი იქნება და სკოლიდან ეტაპობრივად გავა ყველა, ვისითან მშობელი, მოსწავლე და ადმინისტრაცია უმაყოფილო იქნება,“ – განმარტა ჯეჯელავამ.

მინისტრმა აქვე ისიც დასძნა, რომ  მხოლოდ საგნის ცოდნით მასწავლებლის შეფასება არასოწრია და სკოლამ არა მხოლოდ კარგი მცოდნე, არამედ კარგი ადამიანიც უნდა გაზარდოს. შესაბამისად, მისი თქმით, ისეთი სისტემა გვჭირდება, რომელიც მასწავლებლის შედეგიანობას კომპლექსურად შეაფასებს.

„თუკი მშობლებს რომელიმე მასწავლებელი არ მოეწონებათ, დაწერენ განცხადებას და მე გაძლევთ პირობას, რომ იგი მინიმუმ კლასს და მაქსიმუმ სკოლას დატოვებს. თუკი მშობლებს მასწავლებელი არ მოსწონთ, რა მნიშვნელობა აქვს თუკი მას საგნის ცოდნის მაგარი საბუთი ეჭირება ხელში? როგორ იცის საგანი, ეს შეფასების მხოლოდ ნაწლია,“ – აღნიშნავს იგი.

ობიექტურობას, ჯეჯელავას თქმით ბევრი ფაქტორი უზრუნველყოფს. მაგალიად, თუკი მასწავლებელი ჩათვლის, რომ იგი უსამართლოდ გაანთავისუფლეს, შეუძლია განათლების სამინისტროს, ან სასამართლოს მიმართოს. არაობიექტურობის რისკის შემცირება კი მას  სკოლის დირექტორებად უფრო კომპეტენტური ხალხის შერჩევითა და მათი მენეჯერული კვალიფიკაციის ამაღლებით ესახება.

“მოგეხსენებათ, შიდა შეფასების ჯგუფებიც არსებობს, მოკლედ, ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა შეკრას პირი, რომ სუბიექტურობას ადგილი ჰქონდეს. გვგონია, რომ ამას აღმოვაჩენთ. თუკი დირექტორმა თავისი ბიძაშვილი დანიშნა და ამაზე არც მშობლებმა დაიჩივლეს და ვერც ჩვენ აღმოვაჩინეთ შემოწმებისას, ასეთი რამ შეიძლება გაიპაროს, მაგრამ დამერწმუნეთ, მშობლებმა განათლების სამინისტროს ფეისბუქის და  ვებ-გვერის მისამართი ძალიან კარგად ისწავლეს და ძალიან პატარა დარღვევაც კი ძალიან სერიოზული რეაგირების საფუძველი ხდება,”- აცხადებს ჯეჯელავა.

მინისტრმა იმაზეც ისაუბრა თუ როგორ უნდა შემოვიდნენ სქემაში ახალგაზრდა მასწავლებლები. მისი თქმით, სკოლაში მხოლოდ ის ახალაგზრდები უნდა მოხვდნენ, ვინც დარწმუნებულია, რომ სკოლაში უნდა და ვინც დარწმუნებულია, რომ პედაგოგობა უნდა.

„როცა სამინისტროში მოვედი, რამდენჯერმე მითხრეს, რომ უამრავი ახალგაზრდა პედაგოგია, ვინც სკოლაში ვერ შედის, მე პირადად ვესაუბრე რამდენიმე მათგანს და ამ საუბარში მათმა ნაწილმა აღნიშნა, რომ სკოლაში უკეთესი სამსახურის შოვნამდე უნდათ მუშაობა. ეს არ შეიძლება. მასწავლებელი „ჩამოტარებით“ არ არის.  საჭიროა ისეთი სისტემა გავაკეთოთ, რომ დარწმუნებულები ვიყოთ – ვინც სკოლაში შედის, კაპიტალურად შედის.

„ვაპირებ, რომ ახალგაზრდა მასწავლებლებს საშუალება ჰქონდეთ სხვა პედაგოგებთან ერთად საგაკვეთილო პროცესში მნაწილეობა მიიღონ. ანუ, გვინდა მენტორობის სისტემა, რაც ადრეც იყო, ისევ ავამოქმედოთ, რათა ახალგაზრდა მასწავლებელს შეეძლოს გამოცდილება სერტიფიცირებამდე დააგროვოს და ამის შემდეგ, თუკი მისი მენტორებისაგან რეკომენდაცია იქნება,  გამოცდებსაც ჩააბარებს და კრედიტებს დააგროვებს, სკოლაში მუშაობის საშუალება მიეცეს,“ – განაცხადა მინისტრმა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის განახლებული სქემის პრეზენტაცია თვის ბოლოსაა დაგეგმილი.

ზაფხულის პედაგოგთა გამოცდას შეიძლება მასწავლებელთა პროფესიული უნარების ტესტი დაემატოს, რომელიც ორი წლის წინ გაუქმდა

“პირადად გადავწყვიტე, რომ ზამთარში მასწავლებლების გამოცდა აღარ ჩატარდება”

„გაუგებარია რას გულისხმობს მინისტრი პედაგოგების მიერ ბარიერის არგადალახვაში“

თაკო არის© მათეშვილი

როგორ უნდა ამოიცნოს მასწავლებელმა ბულინგის მსხვერპლი –ტრენინგი პედაგოგებისთვის

$
0
0

ბულინგი – ძალადობა ბავშვებში, სერიოზული პრობლემაა სკოლებში. საშუალოდ, მსოფლიოში 6-დან 27 %-მდე ბავშვი ხდება ბულინგის მსხვერპლი.

საერთაშორისო გამოკითხვების მიხედვით, 11 წლის ბავშვების 13%-ს და 13 წლის ბავშვების 12%-ს თვეში 2-ჯერ მაინც განუცდიათ ბულინგი.

ევროპის საბჭო აქტიურად მუშაობს ბულინგის დამარცხებისთვის, ადამიანის უფლებების შესახებ განათლების და დემოკრატიული მოქალაქობის სწავლების მიდგომების გამოყენებით. საქართველოც ჩართულია ამ პროცესში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის 18 ნოემბრიდან ტრენინგს იწყებს, სახელწოდებით, „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების სამსახურის უფროსის მარიკა სიხარულიძის თქმით, ბულინგის  თემა არამარტო ჩვენთან, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან აქტუალურია. აქამდე ამ თემატიკაზე ტრენინგ-მოდული ცალკე არ შემუშავებულა და ახლა გადაწყვიტეს გაკეთება.[post-banner]

„მოგეხსენებათ, ევროსაბჭო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით დემოკრატიული კულტურის პროგრამის გავრცელების ნაწილში. იქაც სასკოლო ბულინგი და, ზოგადად, ბავშვზე ზეწოლის და აგრესის გამოხატვის ფორმები ძალიან აქტუალურია. ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ და გარდა ამისა, ვალდებულებები გვქონდა როგორც ევროსაბჭოს, ასევე ევროკავშირის მიმართ. ასოცირების ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით 2016 წელს წილად გვხვდა სწორედ ამ თემებზე მუშაობა განათლების ნაწილში და მასწავლებლებს შევთავაზეთ ასეთი მოდული. მაქსიმალურად ვიმუშავეთ, რომ მოგვეცვა ყველა ის თემა, რომლის სახელიც, რეალურად, ბულინგია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მარიკა სიხარულიძემ.

ტრენიგზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-მა მსურველმა გაიარა. რა ინფორმაციას მიიღებენ ისინი ტრენერებისგან, რა არის ბულინგი, როგორ უნდა გამოიცნობს პედაგოგმა, რომ ბულინგთან აქვს საქმე, რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ შემთხვევაშივ, ამის შესახებ სამოქალაქო განათლების ექსპერტი  ნინო ბესელია გვესაუბრება.

–რას მოიცავს ტრენინგი ბულინგის შესახებ და როგორ შეირჩა თემები?

–ტრენინგის დასახელებაა „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“. მოდული ექვსდღიანია. სულ 24 საკონტაქტო საათი გრძელდება. მასწავლებელი გარკვეული შეფასების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ იღებს კრედიტნახევარს.

პირველ რიგში, მასწავლებლებს ვასწავლით ბულინგის პრობლემის გამოკვლევას, გამომწვევი მიზეზების და რისკფაქტორების გამოცნობას, კონკრეტულად რა იწვევს ბულინგს. ბულინგი და ძალადობა, სტიგმა და სტერეოტიპი, ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტი. როგორ ავირდოთ ძალადობა და ბულინგი სკოლაში. სოციალურ-ემოციური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში. ალბერტ ბანდურას სოციალურ-კოგნიტური თეორიის ზოგადი პრინციპების გაცნობა, – ეს ის თემებია, რომლებზეც ინფორმაციას სამოქალაქო განათლების პედაგოგები მიიღებენ ამ ტრენინგის ფარგლებში.

რადგან სამოქალაქო განათლების მასწავლებლები არიან შემდეგ დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს: ბავშვთა უფლებების კონვენციის გაცნობა, ასევე ტოლერანტობის დეკლარაცია, არც ერთ ტრენინგმოდულში არ იყო და ვმუშაობთ ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებით რეფერალზე. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვით ვასწავლით მასწავლებლებს, როგორ ამოიცნონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და სად უნდა გადაამისართონ. ერთ-ერთია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის და ფსქოლოგიურის ცენტრი. ვასწავლით, რა მახასიათებელი აქვს სხვადასხვა ძალადობის მსხვერპლ ბავშვს. ეცნობიან ძალადობის სახეებს. გვაქვს სავარჯიშო აისბერგი. ხილულ და უხილავ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები.  ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბულინგის და ძალადობის შეპირისპირებითი დახასიათება.

–სკოლაში ძალადობის  პრევენცია როგორ უნდა მოხდეს? რას ასწავლით ამ მხრივ მასწავლებელს?

–ეს არის სოციალურ-ემოციური სწავლება. პრევენციის ერთ-ერთი ფორმაა თავდაჯერებულობის გამომუშავება მოზარდებში. არსებობს სამფეხიანი სკამის პრინციპი: რა თვისებები მაქვს, როგორ უნდა ვცე საკუთარ თავს და სხვას პატივი და მეოთხე ფეხია, რა უნდა იყოს, რომელიც გაამაგრებს, გაამყარებს ჩემს თავდაჯერებულობას.

მასწავლებლებს ვაძლევთ აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც ხელს შეუწყობს ბულინგის პრევენციას. მაგ: ერთია „დილის გზავნილი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდია. ყოველ დილით, ყოველი შეხვედრის წინ ხდება გასაუბრება.  ბავშვი თავის პრობლემით მოდის და მსჯელობენ ამ საკითხზე.

–როგორ უნდა შეატყოს, აღმოაჩინოს მასწავლებელმა ბულინგის ნიშნები მოსწავლეში?

–ძალადობის სახეების ამოცნობა ხდება დაკვირვებით ბავშვის ქცევაზე, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ასევე, თუ სამწუხაროდ ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, არსებობს სპეციალური ჩამონათვალი, რომლის შედეგადაც ხდება ამოცნობა. ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ეშინია, ფრთხება, აფრთხობს ხმები, აგრესიულად იქცევა, საკუთარ თავში ჩაკეტილია, არ ავლენს ინიციატივას და უგულვებელყოფს სასკოლო და საკლასო ღონისძიებებში მონაწილეობას. ზოგჯერ ეშინია მშობლის, სახლში წასვლის. თუ სკოლაშია ძალადობის მსხვერპლი, სკოლაში წასვლა არ უნდა. აგრესიული ჩაცმის სტილი აქვს ადრეული მოზარდობის ასაკში.

–ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი რას აკეთებს?

–მასწავლებელმა უნდა მიმართოს ფსიქოლოგიის და მანდატურის ცენტრს. იქ მუშაობენ პროფესიონალი ფსიქოლოგები და ისინი დაეხმარებიან ბულინგის მსხვერპლ ბავშვებს.

–თვითონ მასწავლებელ რა ტიპის პრობლემების მოგვარება შეუძლია ასეთ დროს?

–ამ ტრენინგის მიზანი ძალადობის სახეების გაცნობაა. ასევე თვითონ რომ არ იყოს მასწავლებელი მოძალადე, ბულერი. ხშირ შემთხვევაში, გაუცნობიერებლად თვითონ მასწავლებელია მოძალადე. ფიზიკური, ფსიქოლოგიური დასჯის ფორმას როცა იყენებს, ან უგულვებელყოფს ბავშვს. ზოგჯერ მასწავლებელი არ თვლის, რომ უგულვებელყოფა არის ძალადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა.

ასევე მასწავლებელმა უნდა ასწავლოს ბავშვს, რომ არ იყვნენ მოძალადეები. ჩვენ ცოდნას და პრაქტიკულ რჩევებს ვაცნობთ მასწავლებლებს, როგორ ამოიცნონ ბულინგი და თუ მძიმე შემთხვევაა, სად  გადაამისამართონ.

საბავშვო ბაღში ხშირად არის, როდესაც მასწავლებელი ბავშვს დასჯის და არ ათამაშებს, ესეც ძალადობის ფორმაა. მან რაღაც სხვა ფორმა უნდა მოიძიოს ამ პრობლემის არმოსაფხვრელად.

ვასწავლით ასევე ემპათიის გრძნობა როგორი უნდა გამოუმუშავდეს მოსწავლეს. ეს  ძალადობის პრევენციაა. მშობლებისთვის გვაქვს რჩევები, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მასწავლებელთან მშობელს, ბავშვი რომ არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.

სკოლა-ბავშვი ოჯახი – ეს ერთი ინსტიტუციის გადასაჭრელი პრობლემა არ არის – უნდა გაერთიანდეს ყველა, რომ ბავშვი არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.

სკოლა – ბულინგის სივრცე

როგორ უნდა მოხდეს ძალადობის პრევენცია სკოლაში

ცისანა არის© შერგილაშვილი

აწსუ-ის სტუდენტმა ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

$
0
0

მიმდინარე წლის 11-13 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი შოტოკან-კარატე-დოში 18-დან 34 წლამდე ასაკის სპორტსმენებში. მასში მონაწილეობა მიიღო 15 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენმა. აღნიშნულ ჩემპიონატში ბრწყინვალედ იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტმა თამაზ გოჩელაშვილმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს თამაზ გოჩელაშვილს ამ წარმატებას და უსურვებს წინსვლას მომავალ ოლიმპიურ სალიცენზიო შეხვედრაში, რომელიც 2017 წლის იანვარში გაიმართება საფრანგეთში ოფენ-პარიზის ღია ჩემპიონატის სახით.

ალმა მატერს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ესტუმრა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.

სტუმარმა ისაუბრა საქართველოსათვის ლევილის მამულის (საფრანგეთი) დაბრუნების საკითხებზე, ზოგადად, ქართულ ემიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია – სტუდენტებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს თანამედროვე ემიგრაციული პროცესების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ  მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ლექციისთვის და აღნიშნა, რომ ბატონმა გელამ არაერთხელ წაიკითხა ღია ლექცია სტუდენტებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ხოლო მის უწყებასთან უნივერსიტეტი დიდი ხანია თანამშრომლობს, ამიტომ აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით ბატონ გელა დუმბაძეს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ნომინანტს საპატიო დოქტორის დიპლომი და მანტია გადასცა .

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტს ესტუმრნენ

$
0
0

მიმდინარე წლის 14-16 ნოემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ლეკვეიშვილი გაცნობითი სახის ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდნენ რუმინეთის კაროლ პირველის სახელობის ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტში.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს აკადემიის ზოგადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს, ასევე შეხვედრაზე ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და რუმინეთის კაროლ პირველის სახელობის უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

„უნივერსიტეტში მოხვედრა მარტივდება – ვიღაცას აწყობს რაც შეიძლება მეტი ფასიანი სტუდენტი“

$
0
0

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის ბარიერმა დაიწია და ის 21 ქულის ნაცლად 19 გახდა. მართალია, ტესტს 1 დავალებაც მოაკლდა და 100-ქულიანის ნაცვლად 90-ქულიანი გახდა, მაგრამ უცხო ენის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სხვა საგნების ფონზე  უცხო ენაში გადასალახი ზღვარი მაინც დაბალია.

„გამსვლელი ქულა უცხო ენაში დაბალია. მე უნივერსიტეტში ვმუშაობ და ბავშვები აქ რომ მოდიან, გვინდა უფრო მომზადებულები იყვნენ და მალე დაიდოს ჩვენი შედეგიც. ბარიერის საკითხი საკამათოა. სასურველია,ზღვარმა აიწიოს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგი მანანა კიკილაშვილი.

უცხო ენის გამოცდაზე ასევე, გარკვეულწილად, შეიცვალა დავალებების ფორმატი და შინაარსი. პირველი დავალებაში, სადაც 10 ტექსტი უნდა მოესმინა 2-ჯერ აბიტურიენტს და თითოეულიდან 1 შეკითხვაზე უნდა გაეცა პასუხი,  5 ტექსტი იქნება და თითოზე 2 შეკითხვას გასცემს პასუხს. სპეციალისტებმა ეს გართულებად ჩათვალეს. ხოლო გრამატიკის ნაწილში პასუხების არჩევითობის და განცხადებების დავალების ამოღების გამო, მთლიანობაში უცხო ენის ტესტში დაგეგმილი ცვლილებები გამარტივებად შეაფასეს.

„გართულება არ ნიშნავს, ტესტის გაუმჯობესებას. კარგი იქნება, გრამატიკულ სავარჯიშოებს უფრო რომ მიექცეს ყურადღება და არც ისე რთული ლექსიკა იყოს, რომ ბავშვი არ დაიბნეს. Riding-ში არის ტექსტი, რომელიც ცოტა უფრო რთულია. ბევრი უცხო სიტყვა არ უნდა იყოს კითხვაში, თავისუფლად რომ იგრძნოს თავი აბიტურიენტმა გამოცდაზე.

მოსმენასთან დაკავშირებით გამართული ტექნიკაა საჭირო, რომ არ თქვას ბავშვმა, რომ  კარგად არ ესმოდა გამოცდაზე მოსასმენი დავალება. listening-ის გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანია. ტექნიკურად ან უნდა გაუმჯობესდეს  მოსასმენი დავალება, ან ამოიღონ საერთოდ, რადგან გამიგია, რომ ხარვეზი იყო, ან არ ისმოდა გამოცდაზე. იყო ამასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ ამის საშუალება არის, რომ ტექნიკურად გაიმართოს, დარჩეს, თუ არა უნდა ამოიღონ“, – აღნიშნა კიკილაშვილმა.

„საერთოდ, 90-დან 19 ქულა ზღვარის გადალახვისთვის? ეს ხომ არაფრის ცოდნას ნიშნავს?  გადასალახი ქულების დაბლა დაბლა დაწევა იწვევს უსწავლელობას, გაზარმაცებას… ასეთი ქულებით ჩარიცხულმა სტუდენტმა რა უნდა ისწავლოს, თავის გარშემომყოფებს ხელი უნდა შეუშალოს ….“

„მარტივი და ბავშვებისთვის დაძლევადი საკითხი ამოიღეს, დიდი ვერაფერი დაწევა გამოდის და ისე, სკოლებში გაზარდეს ინგლისურის მიწოდების დონე თუ რას მივაწეროთ მოსმენის დავალების გართულება?“ – ასე გამოეხმაურენ ინტერნეტმომხმარებლები დაგეგმილ ცლილებებს უცხო ენის გამოცდაში.

ინგლისური ენის პედაგოგი ქეთევან ტაბატაძე EDU.ARIS.GE-სთან დეტალურად განმარტავს, რატომ იყო საჭირო უცხო ენის ტესტში პირველი დავალების გართულება. რატომ მიიჩნევს, რომ მთლიანობაში ტესტი გამარტივდა და რა საფრთხეებს ხედავს ამის გამო.

„მივესალმები იმას, რომ მოსმენის დავალება გართულდა. პირველ დავალებას ისევ 10 ქულა აქვს მინიჭებული და 5 ტექსტი თუ იქნება, ოდნავ გართულდება. იქიდან გამომდინარე, რომ 2-ჯერ უსმენენ აბიტურიენტები 1 ტექსტს, ნამდვილად ძალიან მარტივია ეს დავალება. 2-ჯერ მოსმენის შემთხვევაში უფრო რთული ტექსტები უნდა იყოს, ვიდრე აქამდე იყო. თუ ნამდვილად გართულდება, მივესალმები. თუ არ გართულდება, ცვლილების აზრს ვერ ვხედავ.

არაფერს ვერჩი ამ ტესტს. ერთადერთი რაც არ მომწონდა და მივესალმები, მოსმენა დაემატა ბოლო პერიოდში, რომელიც აქამდე არ იყო. საუბრის კომპონენტი ისევ არ არის. უცხო ენა 4 კომპონენტით იზომება და 4 მიმართულებით ხდება მისი შესწავლა: წერა, კითხვა, საუბარი და მოსმენა. დღევანდელ რეალობაში საუბარი არ იზომება, მესმის, რომ ლოჯისტიკური და ფინანსური თვალსაზრისით რთულია, ერთ აბიტურიენტს დაუჯდეს ერთი გამომცდელი, როგორც ეს ენის საერთაშორისო გამოცდებზეა. ეს გასაგებია. ის რომ ტესტი მარტივდება, ეს ცალსახაა.

მეორე დავალების ამოღებას ვერ ვიგებ. ამით ლექსიკური მარაგი და ლოგიკური უნარები მოწმდებოდა და რატომ ამოიღეს? თუ მარტივი იყო, გაერთულებინათ! ეს დასაბუთება  ჩემთვის საკმარისი არ არის! გრამატიკული დავალება, ზმნების ფორმები სადაც იყო ჩასასმელი,  გამარტივდა და აბიტურიენტებს ასარჩევი პასუხები ექნებათ.  მოგეხსენებათ, დროების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია და ზარმაც, ან ნაკლებად მომზადებულ აბიტურიენტს უადვილდება საქმე. როცა შემოსახაზია პასუხი და სააზროვნო ნაკლებია, შესაძლებელია, მცოდნე აბიტურიენტი უფრო დაიბნეს რაღაც მომენტში. მან უფრო მარტივად შეიძლება გაართვას თავი, ადრე როგორც იყო მოცმეული იმ დავალებას, ზმნა საწყის ფორმაში რომ იყო და შემდეგ სწორ ფორმაში უნდა ჩაესვა. თუ იმ ლოგიკას მივყვებით, რომ მეორე დავალება იმიტომ ამოიღეს, რომ ძალიან მარტივი იყო და ყველა ადვილად ძლევდა, ალოგიკურია, ამას რატომ ამარტივებენ? საერთო შთაბეჭდილება დამრჩა ასეთი, რომ ტესტი უფრო მარტივდება.  როდესაც დროების შესწავლა ინგლისური ენის ხერხემალია და ამისათვის დიდი დრო და ენერგიაა საჭირო, შემდეგ ამ დავალებაში პასუხებს  არჩევითს ხდი, ამით არც ცოდნა ვლინდება და ძალიან მარტივადაც შესასრულებელი ხდება“, – ამბობს ქეთევან ტაბატაძე.

ქეთევან ტაბატაძე გამარტივებულ გამოცდაში გადაწერის საფრთხეს ხედავს. მისი თქმით, ამის შემთხვეები წინა ეროვნულ გამოცდებზე უკვე იყო და ამ პრობლემაზე ყურადღებაა მისაქცევი.

„უცხო ენაში მაღალი ქულის მიღება არ ნიშნავს, რომ ენა კარგად იცი, ან დაბალი ქულა რომ მიიღოს აბიტურიენტმა, ეს არ ნიშნავს, რომ არ ფლობს უცხო ენას. შეიძლება გამოცდაზე ინერვიულოს, ან შეიძლება არ ჰქონდეს გრძელი კისერი და სხვისგან გადაწეროს. გადაწერაც ხდება ეროვნულ გამოცდებზე! ძალიან ბევრი მეუბნება, რომ გადაიწერეს. როდესაც შემოსახაზია, ასარჩევი, ვიზუალურად ახერხებენ ბავშვები, რომ წინ დაინახონ რა შემოხაზა აბიტურიენტმა. მაგიდებიც შორს არ დგას ერთმანეთსიგან. ეს მითხრეს გამოცდაზე ნამყოფმა ბავშვებმა“, – აღნიშნა ინგლისური ენის პედაგოგმა.

ქეთევან ტაბატაძის თქმით, უცხო ენაში დაბალი ბარიერის არსებობა, როგორც ჩანს, აწყობთ,  რადგან უნდათ ქვეყანას ჰყავდეს მეტი ფასიანი სტუდენტი.

„ბარიერმა დაიწია და ამას არ მივესალმები. ინგლისურის ტესტი საკმაოდ მაღალქულიანია. 16 ქულა არის თემა, 6-ქულიანია წერილი. ეს რთული დავალებები  საერთოდ რომ არ დაწერონ, ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ. ტესტი რომ იყოს მაგალითად 60-70-ქულიანი,  ზღვარი 19 ქულა მისაღები იქნებოდა. 100 ქულის პროპორციულად 21-ც საკმაოდ დაბალია. მინახავს და მქონია შეხება სტუდენტებთანაც  შემდგომ, რომლებსაც გადაულახავთ ბარიერი, მაგრამ ინგლისურში წარმოდგენა არ აქვთ არაფერზე. ასეთ აბიტურიენტებს უმარტივდებათ უნივერსიტეტში მოხვედრა. ჩემთვის გახდა ნათელი, მარტივდება უნივერსიტეტში მოხვედრა და ეს აწყობს ვიღაცას.  ვინც არ არის ამ საკითხში ჩახედული, ისიც მიხვდება, რომ ვიღაცას აწყობს, რაც შეიძლება მეტი ფასიანი სტუდენტი ჰყავდეს ქვეყანას.  მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება“, – განაცხადა ქეთევან ტაბატაძემ.

ყველაზე დაბალი ბარიერი მისაღებ გამოცდებზე – რამ განაპირობა უცხო ენის გამოცდის ცვლილებები

რა სიახლეებია 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის უცხოური ენების ტესტებში

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ცისანა არის© შერგილაშვილი


სიზარმაცის დასამარცხებელი იაპონური მეთოდიკა, ანუ 1 წუთის პრინციპი ყველა ასაკის ადამიანისთვის

$
0
0

,,ორშაბათიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებ: სპორტ დარბაზში ვივლი, ვივარჯიშებ,  იოგათი დავკავდები…“  თითოეულ ჩვენგანს არა ერთი მსგავსი მიზანი დაუსახავს, მაგრამ … ხშირად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩვენი გეგმები მომავალი კვირისთვის, თვისთვის ან საერთოდაც წლისთვის გადაგვაქვს.

ხანდახან, ჩვენ ადრე ვიწყებთ ჩანაფიქრის შესრულებას. მაგალითად, დათქმული დროიდან სპორტდარბაზში სიარულს ვიწყებთ, სისტემატიურად, რამოდენიმე საათს ვვარჯიშობთ, მაგრამ მოკლე დროში აღნიშნულ საქმიანობას დიდი ხნით ვტოვებთ. რატომ ხდება ასე? მიზეზი მარტივია: დიდი დატვირთვა თითოეული ჩვენგანისთვის მოსაბეზრებელი ხდება, ასევე ჩვენ არ გვაქვს გამომუშავებული ჩვევა, რომელიც ამა თუ იმ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.

კაიძენის მეთოდიკა ანუ 1 წუთის პრინციპი

არსებობს იაპონური მეთოდიკა ,,კაიძენი“, რომელსაც საფუძვლად 1 წუთის მეთოდი უდევს. მეთოდიკის არსი შემდეგში მდგომარეობს: ყოველ დღე, ადამიანი კონკრეტულ საქმეს ერთსა და იმავე დროს, ზუსტად ერთი წუთის განმავლობაში აკეთებს. 1 წუთი ძალიან ცოტაა, ამიტომაც მოცემული მეთოდი ნებისმიერი ადამიანისთვის მარტივად გამოსაყენებელია, სიზარმაცეც ხელს აღარ შეგიშლით. ის საქმეები, რომელთა გაკეთებაც თქვენ ნახევარ საათში გეზარებოდათ, მარტივად შესასრულებელი  1 წუთში ხდება.

შეზღუდული დროის გამო, თქვენ ვეღარ დაიწყებთ საქმის სირთულეზე ფიქრს, პირიქით, ამოცანის შესრულება ერთგვარ თამაშის სახეს იძენს,  ვინაიდან თქვენ მხოლოდ 1 წუთი გაქვთ. პატარა ნაბიჯების გადადგმით, თქვენ ეტაპობრივად ვითარდებით და დიდ მიზანსაც მარტივად მიაღწევთ.

მნიშვნელოვანია, რომ ეს მეთოდი დაგეხმარებათ დარწმუნდეთ საკუთარ შესაძლებლობებში დადანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლდეთ. მოახლოებული წარმატება შთაგაგონებთ, რომ ყოველდღიურად საქმით უფრო დიდხანს დაკავდეთ, ვიდრე წინა დღეს. ასე ეტაპორივად დასახულის მიზნის მისაღწევად დღეში ნახევარ საათს, ან მეტს დროს დათმობთ.

კაიძენის მეთოდიკის სამშობლო იაპონიაა. ტერმინი 2 სიტყვისგან ,,კაი“(ცვლილება) და „ძენ“(სიბრძნე) შედგება. მენეჯმენტის ამ კონცეფციის ავტორი არის მასააკი იმაი. მისი აზრით, კაიძენი ნამდვილი ფილოსოფიაა, რომლის გამოყენებაც როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში არის შესაძლებელი.

დასავლური კულტურისთვის, სადაც დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია კარგი შედეგის მიღება, იაპონური მეთოდიკა შეიძლება არაეფექტური იყოს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მასშტაბური პროგრამები, რომელთა შესრულებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ჯაბნის ადამიანს და მის ქმედითუნარიანობას ამცირებს. კაიძენის პრინციპი კი ყველას მოუხდება და მისი გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში არის შესაძლებელი.  მაგალითისათვის, იაპონელები ეტაპობრივი განვითარების მეთოდიკასა და მუდმივი გაუმჯობესების სტრატეგიას მენეჯმენტში წარმატებით გამოიყენებენ.

დროა ჩამოაყალიბოთ თქვენი მოთხოვნები, დაისახოთ მიზნები და დაიწყოთ კაიძენის მეთოდის პრაქტიკაში გამოყენება.

რატომ არის სიზარმაცე სასარგებლო ჯანმრთელობისთვის?

როგორ მივცეთ ზარმაც ბავშვებს სწავლის სტიმული – 6 რჩევა

მოამზადა მარიამ მისაბიშვილმა 

სკოლა დახეული ჯინსების წინააღმდეგ

$
0
0

EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ სამეგრელოს სკოლებში მოსწავლეებს გაშლილი თმით, დახეული ჯინსებით და გალაქული ფრჩხილებით სიარული აეკრძალათ.  რაიონული რესურსცენტრების სიტყვიერი მითითება პედ.საბჭოს სხდომებზე დირექტორებმა გაახმაურეს. მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ სწავლის დაწყებამდე არც სკოლის თანამშრომლები გაუფრთხილებიათ და არც მშობლები. შედეგად, მოსწავლეების უმეტესობა მოუმზადებელი აღმოჩნდა. მოულოდნელად დაწესებული აკრძალვები კი იმთავითვე დასარღვევად განწირული.

მოსაწყენია, იყო “თინეიჯერი”, მთელ შენ დროს  ატარებდე სკოლაში და ამ სკოლისთვის უცხო იყოს შენი სურვილები, მიუღებელი იყოს შენი სტილი. ხოლო ის ორი შარვალი და მაისური სექტემბრის პირველ კვირას ძლივს რომ მოირგე საძინებლის კარადაში პატარავდებოდეს, იმიტომ რომ სასწავლო ნაწილმა დაგიბღვირა – “პატრონი არ გყავსო?” და შენ დამრიგებელსაც უსაყვედურეს შენი ჩაცმულობის გამო.

საჯარო სკოლების უმეტესობაში, მოსწავლეებს ფორმა არ აქვთ. თუმცა დირექტორების და პედაგოგების ერთი ნაწილი ბავშვებს იმაზე მეტ შეზღუდვებს უწესებს, ვიდრე შინაგანაწესით აქვს განსაზღვრული.

სასკოლო შინაგანაწესის თანახმად (უმეტეს სკოლებში ეს ჩანაწერი არსებობს), მოსწავლის ჩაცმის წესი ასეთია: 

“მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სადად, ასაკთან შესაფერისად. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა. მოსწავლისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება. მოსწავლისათვის აკრძალულია სკოლაში გამოცხადება შეღებილი თმით და „მაკიაჟით“. ვაჟები უნდა გამოცხადდნენ მოკლედ შეჭრილი თმით.” ზოგიერთი დირექტორი უფრო შორს მიდის და გოგონებს და ქალ მასწავლებლებს შარვლის ჩაცმასაც უკრძალავს.

“მე მიყვარს თავისუფლება. უქმეებზე ბენსიმონებით და ჯინსებით დავდივარ, მაგრამ სამსახურში ასე ვერ ვიცვამ”- გაგვიმხილა ერთ-ერთი სკოლის ქართულის მასწავლებელმა. “ოდნავ გახეხილი ჯინსი მეცვა, დირექტორმა შენიშვნა მომცა – რა მაგალითს აძლევ ბავშვებსო. მას შემდეგ ის შარვალი აღარ ჩამიცვამს და ჩემი სადამრიგებლოს ბავშვებსაც ვთხოვ, ისე ჩაიცვან, არ შემიქმნან პრობლემები ადმინისტრაციასთან”.

სკოლის შინაგანაწესი ჩაცმასა და სამკაულებზე შეზღუდვებს მასწავლებლებსაც უწესებს: “დასაქმებული უნდა იმოსებოდეს კლასიკურად (კლასიკური პიჯაკი, კოსტუმი, ჰალსტუხი, პერანგი, ქვედაბოლო და სხვ), სადად, ელეგანტურად და გემოვნებით.”

– ვისი გემოვნებით? ამ შეკითხვას შინაგანაწესი არ პასუხობს.

ზოგიერთი სკოლის ადმინისტრაცია უფრო სიღრმეებშიც მიდის. რუსთავის მე-6 სკოლის შინაგანაწესში ვკითხულობთ: “კაბა, რომელსაც ქალი დასაქმებული ატარებს, არ უნდა იყოს ღრმად ჩაჭრილი და არ უნდა სცდებოდეს მის მუხლებს. ქალი დასაქმებულისთვის დაუშვებელია ღრმად ჩაჭრილი ზედატანის ტარება”.

რუსთავის მე-6 საჯარო სკოლაში ვიკითხეთ, რატომ დადგა შინაგანაწესში ამ ფრაზების ჩაწერის აუცილებლობა. “მხოლოდ და მხოლოდ პრევენციის მიზნით! დეკოლტეს სიღრმეს და კაბის სიგრძეს, არავის  ვუზომავთ. ჯერ-ჯერობით არც გვქონია შემთხვევა, რომ მასწავლებელი ასეთი გამომწვევი ჩაცმულობით მოსულიყო სკოლაში. შინაგანაწესშიც იმიტომ წერია, რომ ასე ჩაცმის სურვილი არ გაუჩნდეს რომელიმეს,” – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს სკოლის საინფორმაციო მენეჯერმა მანანა ლომიძემ.

განათლების მკვლევარი ნათია გორგაძე, რომელიც “ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევის” ავტორია, ვარაუდობს, რომ ვიწრო ჩარჩოებში მოქცეული სასკოლო საზოგადოება მზად არ არის მოსწავლეებთან, როგორც ინდივიდებთან ურთიერთობისთვის.

“მოზარდები ცდილობენ იყვნენ სხვებისგან განსხვავებულები. ეს არ მოსწონთ მასწავლებლებს და ისეთი ფორმით აძლევენ შენიშვნებს, დემონსტრაციულად, რომ მოსწავლე უხერხულ სიტუაციაში ვარდება და ნერვიულობს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სკოლა არ არის ლოიალური იმ მოსწავლეების მიმართ, ვისაც მიდრეკილება აქვს ინდივიდუალიზმისკენ,” – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ნათია გორგაძემ.

უცნაურია..

ქვეყანაში, სადაც შენობის შიგნით საპირფარეშო სკოლების მხოლოდ 35%-ს აქვს, ყოველ მეათე საჯარო სკოლაში მოქმედი ხელსაბანი არ არის, სკოლების აბსოლუტურ უმეტესობაში არ აქვთ საპონი და ხელსახოცი,  სოფლის სკოლების 80% ზამთარში შეშის ღუმელით თბება და სკოლების  ბუფეტში დაშვებულია არაჯანსაღი კვების პროდუქტებით ვაჭრობა ( წყარო http://unicef.ge/uploads/Standards_Water_Sanitation_and_Hygiene_in_School.GEO_1.pdf ), პრობლემად ითვლება სიარული დახეული ჯინსებით, გაშლილი თმებით, დიდი ზომის მაისურებით, ფრჩხილებზე თუნდაც უფერო ლაქით, სამკაულით; ზოგან გრძელი გაშლილი თმითაც, მით უფრო ბიჭებისთვის. სახიფათოდ ითვლება ინდივიდუალიზმი, რომელიც თავისი არსით ხაზს უსვამს პიროვნების მნიშვნელობას, აღიარებს პირად თავისუფლებას და უპირისპირდება იმას, რაც მართლა საშიშია:  კ ო მ უ ნ ი ზ მ ს,    კ ო ლ ე ქ ტ ი ვ ი ზ მ ს,    ტ ო ტ ა ლ ი ტ ა რ ი ზ მ ს.

საჯარო შეკითხვები მასწავლებლებსა და დირექტორებს:

თუ არსებობს ახალგაზრდა მოტივირებული მასწავლებელი, კარგი განათლებით, დიდი ამბიციებით და პოზიტიური მიდგომებით, მაგრამ აქვს  უცნაური ფერის ან ფორმის ვარცხნილობა, დადის კედებით და აცვია “არც ისე კლასიკურად” ე.ი მისი ადგილი სკოლაში არ არის? იქნებ ის თავისი ინდივიდუალური იმიჯით უფრო მისაღები იყოს მოსწავლეებისთვის, იქნებ ისინი ერთად უკეთეს შედეგზე გავიდნენ?! მათ ხომ უფრო მეტი აერთიანებთ მოზარდებთან, ვიდრე კლასიკურად ჩაცმულ, თავაწეულ ადამიანებს?!

რატომ არის ტრაგედია თუ მოსწავლეები ჩაიცვამენ შარვლებს, თუნდაც ჯინსებს და თუნდაც დახეულს? შეიღებავენ თმას, მოიწესრიგებენ ფრჩხილებს, იბოდიალებენ კედებით, გაიზრდიან თმას, გაიკეთებენ საყურეს?!. რა მოხდება?! რა ხიფათს ხედავთ?! ჩვენ, ზრდასრულები ხომ დავდივართ დახეული ჯინსებით, “მოტკეცილი ელასტიკებით”, წითლად გალაქული  ფრჩხილებით. რატომ ვუკრძალავთ იგივეს ბავშვებს?

მოსწავლის ქცევის კოდექსი

სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

რომელია ყველაზე მცირეკონტიგენტიანი სკოლები საქართველოში

$
0
0

საქართველოში არც თუ ისე იშვიათობაა სკოლები, სადაც ერთეული მოსწავლეები დადიან. ასეთი სკოლები, ძირითადად, მაღალმთიან რეგიონებშია.

რაჭა, მაღალმთიანი აჭარა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი, ცაგერი, წალენჯიხა, ხონი, – ეს ის ადგილებია, სადაც სკოლებს მოსწავლეები ყველაზე მეტად უჭირთ.

EDU.ARIS-GE სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ სკოლების სიას, სადაც 10-ზე ნაკლები მოსწავლეა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ სიაში 2 კერძო სკოლაც მოხვდა. ა(ა)იპ  ცვი ჰერცის სახელობის თორის სკოლა 5 მოსწავლით და შპს  მომავალი 2 მოსწავლით.

გთავაზობთ ასევე მცირეკონტიგენტიან სკოლებში როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა რაოდენობას. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ  სკოლებში სადაც ცოტა მასწავლებელია, ხშირ შემთხვევაში, მათ შორის სერტიფიცირება არც ერთს არ აქვს გავლილი.

საქართველოში 38 სკოლაა ისეთი, სადაც 10-ზე ნაკლები მოსწავლე სწავლობს. გთავაზობთ მათ სიას.

1. სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლა. 8 მოსწავლე. 14 მასწავლებელი, აქედან 3 სერტიფიცირებული.

2. სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლა. 6 მოსწავლე, 8 მასწავლებელი, ქედან 3 სერტიფიცირებული.

3. სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლა. სკოლა. 6 მოსწავლე, 9 მასწავლებელი, ქედან 1 სერტიფიცირებული.

4. სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამანევის საჯარო სკოლა. 3 მოსწავლე. 4 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

5. სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლა. 4 მოსწავლე. 8 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

6. სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლის საჯარო სკოლა. 8 მოსწავლე. 12 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

7. სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევის საჯარო სკოლა. 2 მოსწავლე. 7 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

8. სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლა. 8 მოსწავლე. 7 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

9. სსიპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის საჯარო სკოლა. 7 მოსწავლე. 8 მასწავლებელი, აქედან 3 სერტიფიცირებული.

10. სსიპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის საჯარო სკოლა. 5 მოსწავლე. 9 მასწავლებელი, აქედან 1 სერტიფიცირებული.

11. სსიპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირიკის საჯარო სკოლა. 5 მოსწავლე. 14 მასწავლებელი, აქედან 1 სერტიფიცირებული.

12.სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდის საჯარო სკოლა. 4 მოსწავლე. 9 მასწავლებელი, აქედან  2 სერტიფიცირებული.

13. სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დუცხუნის საჯარო სკოლა. 8 მოსწავლე. 10 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

14. სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლა. 2 მოსწავლე. 8 მასწავლებელი, აქედან 1 სერტიფიცირებული.

15. სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლა. 4 მოსწავლე. 11 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

16. სსიპ – თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლა. 3 მოსწავლე. 4 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

17. სსიპ – თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლა. 2 მოსწავლე. 3 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

18. სსიპ – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის საჯარო სკოლა. 8 მოსწავლე. 9 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

19. სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღკულის საჯარო სკოლა. 4 მოსწავლე. 9 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

20. სსიპ – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლა. 6 მოსწავლე. 9 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

21. სსიპ – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების სკოლა. 7 მოსწავლე. 9 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

22. სსიპ – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორის საჯარო სკოლა. 3 მოსწავლე. 7 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

23. სსიპ – ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლა. 8  მოსწავლე. 9 მასწავლებელი, აქედან 1 სერტიფიცირებული.

24. შპს მომავალი. კერძო სკოლა. 2 მოსწავლე. 12 მასწავლებელი, აქედან 2 სერტიფიცირებული.

25.სსიპ – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის საჯარო სკოლა. 5 მოსწავლე. 3 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

26.სსიპ – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლა. 7 მოსწავლე. 10 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

27.სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბორის საჯარო სკოლა. 5 მოსწავლე. 8 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

28.სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლა. 8 მოსწავლე. 11 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

29.სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლა. 8 მოსწავლე. 8 მასწავლებელი, აქედან 1 სერტიფიცირებული.

30. სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმის საჯარო სკოლა. 2 მოსწავლე. 6 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

31. სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლა. 4 მოსწავლე. 6 მასწავლებელი, აქედან 1 სერტიფიცირებული.

32. სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლა. 8 მოსწავლე. 11 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

33. ა(ა)იპ ცვი ჰერცის სახელობის თორის სკოლა. კერძო. 5 მოსწავლე. 4 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

34. სსიპ – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის №2 საჯარო სკოლა. 8 მოსწავლე. 11 მასწავლებელი, აქედან 1 სერტიფიცირებული.

35. სსიპ – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის №2 საჯარო სკოლა. 9 მოსწავლე. 13 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

36. სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლა. 2 მოსწავლე. 2 მასწავლებელი, აქედან 1 სერტიფიცირებული.

37. სსიპ – ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვედის საჯარო სკოლა. 4 მოსწავლე. 7 მასწავლებელი, აქედან არცერთი სერტიფიცირებული.

38. სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლა. 3 მოსწავლე. 6 მასწავლებელი, აქედან არც ერთი სერტიფიცირებული.

როგორ ნაწილდება უფროსი და წამყვანი მასწავლებლების რაოდენობა საგნების მიხედვით

ცისანა არის© შერგილაშვილი

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სამართლებრივ პრაქტიკას „იურიდიულ კლინიკა-ჩემი ადვოკატში“ გაივლიან

$
0
0

18 ნოემბერს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის მერიის ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა – ჩემი ადვოკატს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მომორანდუმის თანახმად, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი სტუდენტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში პრაქტიკულ კურსს „იურიდიული კლინიკა – ჩემი ადვოკატში“ გაივლიან, სადაც სტუდენტები მოქალაქეებს, ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით, სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.

პრაქტიკული კურსი 4 თვეს მოიცავს და კურსის მანძილზე სტუდენტები საპროცესო დოკუმენტებს (სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი და სხვ.) შეადგენენ და როგორც სასამართლო, ისე თვითმმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობას განახორციელებენ.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე „ჩემი ადვოკატის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებს პრაქტიკული კურსის სასწავლო სილაბუსის პირობები და პრაქტიკულად შესასრულებელი სამუშაოები გააცნეს.

კურსის მიზანია, მაგისტრანტს საშუალება მისცეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს და გამოიმუშაოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. დამოუკიდებელი მუშაობის ფარგლებში, სტუდენტი განახორციელებს სამართლებრივი ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიებასა და ანალიზს.

ვინ არიან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები – სია

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრთა სია უკვე ცნობილია.

მათი დამტკიცება მეცხრე მოწვევის პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის პირველივე სხდომაზე მოხდა.

კომიტეტს მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს. მისი პირველი მოადგილე უმრავლესობიდან გენადი მარგველაშვილი იქნება, ხოლო უმცირესობიდან სერგო რატიანი. რაც შეეხება კიდევ ერთ მოადგილეს უმრავლესობიდან, ამ პოსტზე გუგული მაღრაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე მისი წარდგენა არ მომხდარა.

ამ დროისთვის დამტკიცებულ წევრთა სია ასე გამოიყურება:

1.მარიამ ჯაში

2.გენადი მარგველაშვილი

3.რუსლან გაჯიევი

4.ნუკრი ქანთარია

5.ზაზა გაბუნია

6.სალომე ზურაბიშვილი

7.ფატი ხალვაში

8.რევაზ არველაძე

9.გია ჟორჟოლიანი

10.სერგო რატიანი

11.კობა ნაყოფია

12.სერგი კაპანაძე

13.ლელა ქებურია

14.ზაზა პაპუაშვილი

როგორც EDU.ARIS.GE-ს პარლამენტის აპარატში განუცხადეს, შესაძლოა კომიტეტის წევრთა რაოდენობა მომავალ კომიტეტზე გაიზარდოს.

სად გატარდება რეფორმები – პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის სტრატეგია და ხედვები

რას ნიშნავს ეკლესიის ჩართულობა სკოლის სასწავლო პროგრამის შედგენაში – მარიამ ჯაშის ინიციატივა

ქეთი არის© გიგოლაშვილი

საქართველოში არ არსებობს სკოლა, სადაც ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია

$
0
0

ყველა მასწავლებლიდან ყველა სერტიფიცირებული არც ერთ სკოლას, არც კერძოს და არც საჯაროს, არ ჰყავს.

EDU.ARIS.GE-მ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ამჯერად ყველა სკოლის მონაცემი, რამდენი მოსწავლე და მასწავლებელი ჰყავს და აქედან რამდენია სერტიფიცირებული, გამოითხოვა.

ადრე EDU.ARIS.GE-მ  მხოლოდ ის მონაცემი მოითხოვა, 10-ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი რომელ სკოლას ჰყავდა. რომლის მიხედვით გაირკვა, რომ ყველაზე მეტი სერტიფიცირებული  პედაგოგი თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საჯარო სკოლაშია, 101 სერტიფიცირებული პედაგოგი (თუმცა ბოლოს მოწოდებული ინფორმაციით 100). აღმოჩნდა, რომ 51-ე სკოლაში პედაგოგთა რაოდენობაც ყველაზე მაღალია 169, რომელიც 2 543 მოსწავლეს ასწავლის.

ამჯერად ჩვენი მიზანი იმის დადგენა იყო, ხომ არ არსებობდა სკოლა, სადაც ყველა მასწავლებელს გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა. როგორც  მართვის საინფორმაციო სისტემიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, ასეთი სკოლა საქართველოში არ არსებობს.

 როგორ ნაწილდება უფროსი და წამყვანი მასწავლებლების რაოდენობა საგნების მიხედვით

რომელ სკოლას ჰყავს ყველაზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი საქართველოში

მასწავლებელთა სქემაში 811 პედაგოგი დაწინაურდება

როგორია საჯარო სკოლის პედაგოგთა რაოდენობრივი განაწილება საგნების მიხედვით

ცისანა არის© შერგილაშვილი

რა ეტაპზეა ელექტრონული სწავლება საქართველოში

$
0
0

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ელექტრონული სწავლების მეთოდი დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ამ კუთხით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. უფრო მეტიც, როგორც EDU.ARIS.GE-იმ გაარკვია, ზოგიერთ და თანაც საკმაოდ მაღალი დონის უნივერსიტეტებში სწავლების ეს მეთოდი არათუ დანერგილი ან ხელმისაწვდომია, არამედ მის შესახებ ინფორმირებულნიც კი არ არიან. ამ ვითარებას კი არსებული კანონმდებლობაც ამწვავებს, რომელიც დღეის მდგომარეობით, არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება.

სწორედ ზემო აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ელექტრონული მეთოდით სწავლის მსურველ სტუდენტებს საკმაოდ მწირი არჩევანი აქვთ და შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმე უმაღლეს უნივერსიტეტში. თავად თემა კი ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციებიდან გამომდინარე აქტუალურია იმდენად, რამდენადაც დღეს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ელექტრონული სწავლების მნიშვნელობა გაურკვეველი და ბუნდოვანია.

ცნობისთვის, სწავლების ეს ფორმა სპეციალურად სტუდენტისთვის ან სტუდენტთა იმ ჯგუფისთვისაა შექმნილი, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს მეთოდი განსაკუთებით მოქნილია სტუდენტთა იმ ჯგუფებისთვისაც, ვისაც განათლების მიღება მუშაობის პარალელურად სურთ.

აგრეთვე მისაღები და მეტად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისა და პენიტენციურ სისტემაში მყოფი პირებისათვის, ანუ პატიმრებისთვის. სტუდენტები კი ამ მეთოდის უპირატესობაზე  EDU.ARIS.GE-სთან თავად საუბრობენ.

„ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მუშაობა დავიწყე. პარალელურად, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება მსურდა, თუმცა დროისა და ფინანსების სიმცირის გამო, ამას ვერ ვახერხებდი. ინტერნეტში ელექტრონული სწავლების შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და გადავწყვიტე სწავლა ამ ფორმით გამეგრძელებინა.

ჩემი აზრით, ელექტონული ფორმით განათლების მიღება მოქნილი და კომფორტული საშუალებაა, რათა განათლება სასურველ დროსა და ადგილას მიიღო. თანაც, ისე, რომ სამუშაო პროცესს არ მოწყდე. ამასთან, ვფიქრობ, ფულის დაზოგვის ეფექტური საშულებაა – ღირს შედარებით იაფი, ვიდრე აუტიდორიული სწავლება და არ გაქვს ყოველდღიური ხარჯი. მაგალითად, გზის, ქსეროასლების, კვების და ა.შ. თუმცა, როგორც კი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი ვნახე, რომ საქართველოში არც ერთ უნივერსიტეტს ელექტონული სწავლება არ გააჩნია. რამდენიმე უნივერსიტეტში ეს მხოლოდ ტრადიციული სწავლების დამატებით განისაზღვრება, დისტანციური სწავლება კი დამოუკიდებლად არ არსებობს,“ – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას 26 წლის ანა სარალიძე.

ჩვენ შევეცადეთ გამოგვერკვია რა ეტაპზეა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ამ მეთოდის დანერგვის პროცესი. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ელექტრონული სწავლება ჯერ კიდევ არ არსებობს ან სულ ცოტა ხანია, რაც  ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

მოძიებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ელ-სწავლების დანერგვა აქტიურად 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც ის  პროექტში „ელექტრონული სწავლება კავკასიაში“ ჩაერთო. ამ პროექტის  ფარგლებში სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს 20-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებაში  პილოტური ელექტრონული სასწავლო კურსები შემუშავდა და დაინერგა. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი საფეხურები იყო.

რაც შეეხება უშუალოდ კანონმდებლობის ნაწილს, 2011 წელს  აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა “უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში”, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ პირებს საშუალება ეძლევათ, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე განათლება ელექტრონული ფორმით მიიღონ, თუმცა  ეს არის მხოლოდ ტრადიციული სწავლების დამატება, ანუ გამოდის, რომ სტუდენტს  მისი გამოყენება მხოლოდ ტრადიციული მეცადინეობების პარალელურად შეუძლია.

რა მდგომარეობაა უმაღლეს სასწავლებლებში?

EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია რა მდგომარეობაა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული სწავლების მეთოდის დანერგვისა და გამოყენების თვალსზრისით. აღმოჩნდა, რომ ეს მეთოდი მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტში, თუმცა სხვადასხვა ფორმითაა დანერგილი. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ ელექტრონული სწავლების დანერგვა თსუ-ში 2009 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა სწავლება წარმოდგენილია კომბინირებულად, ტრადიციული ფორმით ორგანიზებულ სწავლებასთან ერთად.

„მეთოდი ხელს უწყობს უნივერსიტეტში სწავლისა და სწავლების პროცესის გააქტიურებასა და ხარისხის ამაღლებას. ელექტრონული სასწავლო კურსები (e-learning.tsu.ge) პროფესორებს ეხმარება საიტზე სასწავლო პროგრამა განათავსოს, სხვადასხვა აქტივობები, დავალებები ონლაინ რეჟიმში აწარმოოს.

„დღეისათვის თსუ-ში 900-მდე ელექტრონული კურსია შექმნილი, რომლითაც შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სარგებლობენ, თუმცა მხოლოდ ტრადიციულ სწავლებასთან ერთად,“ – განუცხადეს EDU.ARIS.GEს თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გარდა ამისა, თსუ-ში შექმნილია დისტანციური სწავლების  (e-courses.tsu.ge)  კურსი „ქცევის მართვა“, რომელიც დისტანციური სწავლების ცენტრში თსუ-სა  და არასამთავრობო ორგანიზაციასთან „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა.

კურსი გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების და რისკ ჯგუფებში შემავალი მოზარდების პედაგოგებისთვის. როგორც თსუ-ში გვითხრეს, ონლაინ სივრცეში ეს კურსი ახალ წლამდე გაიშვება.

„ევროკავშირის პროგრამის  Erasmus + ფარგლებში, ევროპელ პარტნიორებთან ერთად თსუ-ში მზადდება კიდევ ერთი დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც  გარემოსდაცვითი პრობლემებით დაინტერესებული სტრუქტრურების წარმომადგენელთათვის არის გამიზნული.

უახლოეს მომავალში უწყვეტი განათლების ცენტრთან ერთად დაგეგმილია რამდენიმე ელექტრონული სასერტიფიკატო კურსის შექმნა,“- აღნიშნავენ თსუში.

რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, იქ მოცემული ვითარება შედარებით განსვავებულია. ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის არსებობს ვირტუალური ლაბორატორია, რომლის გამოყენებითაც ამ ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ცდები ვირტუალურად ჩაატარონ.

როგორც სტუ-ს პროფესორმა, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა განგვიცხადა, ამჟამად განათლების სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარკება, რათა სწავლების ეს მეთოდი ოფიციალურად დაინერგოს და სტუდენტებმა შეძლონ სწავლების ამ ფორმით კრედიტების დაგროვება.

„ამ ლაბორატორიას აქვს შესაძლებლობა სტუდენტებს არა მხოლოდ ონლაინ გაკვეთილები, არამედ ცდები უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ, დისტანციურად ჩაატარონ. ლაბორატორია თავისი შესაძლებლობებით უნიკალურია,“ – დასძინა სონღულაშვილმა.

ილიასახელმწიფო უნივერსიტეტში კი  2014 წლიდან ელექტრონული სწავლების კურსი სხვადასხვა  მიმართულებითაა ჩაშვებული. სწავლების კურსი სრულიად უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს სერტიფიცირებული. ამისთვის კი საჭიროა დარეგისტრიტდეს ილიაუნის ელექტრონული სასწავლო კურსის საიტზე – online.iliauni.edu.ge და აირჩიოს სასურველი მიმართულება. რაც მთავარია, მსურველს შეუძლია კურსი მისთვის სასურველ ვადაში დაასრულოს.

უცხოეთის გამოცდილება

ამჟამად უკვე ზოგიერთ ქვეყანაში  დისტანციური უნივერსიტეტებიც ფუნქციონირებენ. მაგალითად, თურქეთში ასეთ უნივერსიტეტში ქვეყანაში დარეგისტრირებული სტუდენტების ნახევარზე მეტი სწავლობს.

ხოლო აშშ-ს უმაღლესი სასწავლებლების 81%  სტუდენტებს სულ ცოტა ერთ კურსს მაინც დისტანციური სწავლებით სთავაზობს. ბევრი მათგანი დისტანციურ სწავლებას სტრატეგიულად მნიშნელოვან მიმართულებად მიიჩნევს, რადგანაც ამ სერვისს სხვადასხვა ქვეყნიდან  უამრავი ადამიანი  იყენებს, ვისაც ამა თუ იმ ქვეყანაში ჩასვლის სურვილი ან საშუალება არ აქვს.

რა არის პროექტზე დაფუძნებული სწავლება?

რომელ მსჯავრდებულებს მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების უფლება და როგორი იქნება სწავლება

მოამზადა სალომე სარიშვილმა


4 საბავშვო ამოცანა, რომელსაც ყველა ზრდასრული ვერ ამოხსნის

$
0
0

ზოგჯერ ბავშვებს აძლევენ ისეთ დავალებებს, რომელთა ამოხსნაზეც, შესაძლოა, ნახევარი ოფისი ჩავარდეს საგონებელში და დაავიწყდეს სამსახური. პატარები კი საკმაოდ მარტივად ხსნიან.

გთავაზობთ 4 საბავშვო ამოცანას:

ამოცანა №1 პარკირება

ეს მარტივი კითხვა ჰონკონგის დაწყებითი სკოლის მისაღები ტესტიდანაა:

1461855-650-1461230975-965704

პასუხი: 87

ყველაფერი მარტივია, უბრალოდ ამოაბრუნეთ სურათი და პასუხსაც მიხვდებით

ამოცანა №2ოთხნიშნა რიცხვები

სკოლამდელი ასაკის ბავშვები ამ ამოცანას 10 წუთში ხსნიან. პროგრამისტები – 1 საათში

1461755-650-1461230975-965705

პასუხი: 2581 = 2

ყოველ 4 ციფრიან ჯგუფში უბრალოდ უნდა დავთვალოთ რგოლების რაოდენობა. მაგალითად, ციფრ 6-ს აქვს ერთი რგოლი, ციფრ 8-ს ორი. გამოდის, რომ ციფრ 6889-ს აქვს ექვსი და ასე შემდეგ.

ამოცანა №3 რიცხვების პირამიდა

ამ ამოცანის მსგავს დავალებებს სინგაპურის მესამე კლასელები ბევრი ფიქრის გარეშე, საკმაოდ მარტივად ასრულებენ

1462455-650-1461230975-962735

პასუხი: D = 1345; E = 2440

პირველ რიგში ვუმატებთ ორ რიცხვს ქვედა ხაზიდან: 198 + 263 = 461. ჯამი მივიღეთ იმაზე მეტი, ვიდრე ამ რიცხვების ზევით მდგომი: 461 > 446. ვაკლებთ დიდ რიცხვს პატარას: 461 – 446 = 15. ზუსტად ასევე ვითვლით დანარჩენი წყვილებისგან და ვხედავთ, რომ ყველგან ვიღებთ 15-ს, სწორედ ეს არის ამოხსნის გასაღები.

ამოცანა №4 შოკოლადის ყუთი

აშშ-ის 12-13 წლის ბავშვების ამოცანა: „ყუთში 50 ცალი შოკოლადის კანფეტია. მათგან 30 კარამელითაა, 25 ქოქოსით, 10 კი – კარამელისა და ქოქოსის შიგთავსით. დანარჩენი, საერთოდ შიგთავსის გარეშე“

კითხვა: რომელი დიაგრამა ასახავს სწორად ყუთის შემადგენლობას?“

1461905-650-1461230975-962736

პასუხი: დიაგრამა B

მარტივი არითმეტიკა:

რამდენი კანფეტია მხოლოდ კარამელის შიგთავსით? 30 – 10 = 20.

რამდენი კანფეტია მხოლოდ ქოქოსის შიგთავსით? 25 – 10 = 15.

რამდენი კანფეტი დარჩა შიგთავსის გარეშე? 50 – (20 + 15 + 10) = 5.

რამდენი საზამთროა? – ტვინის გასავარჯიშებელი გამოცანა ხრიკით

ერთი მარტივი ამოცანა, რომელშიც მათემატიკა უძლურია

თუ თქვენ ამ ამოცანას ამოხსნით, ნამდვილი გენიოსი ხართ

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

წყარო: adme.ru

ალექსანდრე ჯეჯელავა ახალ მინისტრთა კაბინეტშიც იქნება – პრემიერის გადაწყვეტილება

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მინისტრის პორტფელს შეინარჩუნებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო და მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაახმოვანა.15183954_1157603337628489_1836485003_o.jpg 2

დღეს მან მინისტრთა კაბინეტის ახალი შემოადგენლობა დაასახელა, სადაც ჯეჯელავა ისევ განათლების მინისტრია.

მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობას ნდობა ახლადარჩეულმა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს, რომელიც სავარაუდოდ ამ კვირის ბოლომდე შეიკრიბება.

ვინ არის განათლების ახალი მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავას ბიოგრაფია

ქეთი გიგოლაშვილი

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს პრაღის კარლის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

$
0
0

21 ნოემბერს პრაღის კარლის უნივერსიტეტის (Charles University in Prague) დელეგაციამ
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე პრაღაში, სტიპენდიებზე და საზაფხულო სკოლებზე, რომელსაც კარლის უნივერსიტეტი სთავაზობს მსურველებს.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და კარლის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის საფუძველზე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სპეციალური შეღავათებით ისარგებლებენ კარლის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.

პრაღის კარლის უნივერსიტეტი, რომელიც პირველი უნივერსიტეტი იყო ცენტრალურ ევროპაში, დაარსდა 1348 წელს. უნივერსიტეტი ევროპის ათ და მსოფლიოს ოცდახუთ საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის არის დასახელებული.

EEU-სა და ფარმაცევტულ კომპანია შპს ,,ნეოფარმს”შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

დღეს, 22 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს ,,ნეოფარმს” შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთანამშრომლობის მიზანი უნივერსიტეტის სტუდენტთა პროფესიული ცნობიერებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება და განვითარებისთვის ზრუნვაა.

შეთანხმება სტაჟირებისა და საწარმოო პრაქტიკის, კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მემორანდუმს ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და შპს ,,ნეოფარმის” დირექტორმა ლაშა ბაკურაძემ მოაწერეს.

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში რუმინეთის ელჩთან, რადუ ლივიუ ჰორუმბასთან, შეხვედრა გაიმართება

$
0
0

25 ნოემბერს, 13:00 საათზე გორში, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართება შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან არჩილ ყარაულაშვილსა და საქართველოში რუმინეთის ელჩთან რადუ ლივიუ ჰორუმბასთან.

Viewing all 14509 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>