Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14509 articles
Browse latest View live

კსუ-მ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

$
0
0

20 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაში წინა წლებთან შედარებით, მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. კონფერენციის 300-მდე მონაწილე 8 სექციაში გადანაწილდა. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად და ძალზე აქტიურად იმუშავა მევენახეობა-მეღვინეობისა და მომავალ სტუდენტთა სექციამ, ეს უკანასკნელი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტდა.

პლენარული სხდომა, გამომსვლელთა სიმრავლისა და დამსწრე საზოგადოების რაოდენობიდან გამომდინარე, ორ საკონფერენციო დარბაზში პარალელურად მიმდინარეობდა.

კონფერენციის მონაწილეებს, საპატიო სტუმრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას, უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რექტორის მოადგილე – მარინა გედევანიშვილი და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე მიესალმნენ.

მარინა გედევანიშვილმა ყურადღება გამახვილა კსუ-ზე, როგორც ერთ-ერთ მოწინავე და სწრაფად პროგრესირებად უნივერსიტეტზე, ისაუბრა აქ არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო-კვლევით ბაზებზე. კსუ-ს კანცლერმა, დამსწრე საზოგადოებას, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ბოლო პერიოდის სტატისტიკა მოკლედ გააცნო და კონფერენციის თითოეულ მონაწილეს წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა.

ჟურნალისტიკის, სოციალურ მეცნიერებათა და მომავალ სტუდენტთა სექციაში მონაწილე გამომსვლელებს ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელებმა ნინო ჭალაგანიძემ და თამარ კიკნაძემ მიმართეს. პროფესორმა თამარ პაიჭაძემ და მედიასტუდიის ,,დროს“ ხელმძღვანელმა თინა გაბუნიამ მათ წარმატებული პრეზენტაცია უსურვეს.

კონფერენციას ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის ატაშე – მოჯთაბა ქამრანფარდიც ესწრებოდა, რომელმაც ირანისტიკის სექციის მონაწილეები დამატებითი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

მე-5 საერთაშორისო კონფერენციის მიზნები რამდენიმე ძირითად პუნქტად გაიწერა:

  • ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარება;
  • მოსწავლეებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის ინტერ-პროფესიონალური ურთიერთობების ხელშეწყობა;
  • უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება;
  • ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება;

მე-5 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები სექციების ხელმძღვანელებმა და კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს და სექციებში მუშაობის დასასრულს მათ სერტიფიკატები გადასცეს.


გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების შესწავლა მცირე ბიზნესის მწარმოებლის მიმართულებით დაიწყო

$
0
0

22 მაისს სასწავლო პროცესი დაიწყო გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მცირე ბიზნესის მწარმოებლის IV საფეხურის პროგრამაზე, სადაც გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე ჩაირიცხა 28 პროფესიული სტუდენტი.

სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსოიაშვილმა, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილიმა, ფაკულტეტის სახელით სტუდენტებს წარმატებები უსურვა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, ასევე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა და პროფესიული პროგრამების ადმინისტრატორმა, ლევან წიქარიძემ.

მასწავლებელი: „სკოლაში ტყის გავლით მივდივარ, მგელს კანონი იცავს და მე არ შეიძლება სკოლის ავტობუსი გავაჩერო“

$
0
0

საჯარო სკოლის ავტობუსით მასწავლებლების მგზავრობის შეზღუდვას არაერთი პედაგოგის და მშობლის გამოხმაურება მოყვა. მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ შვილებს ამ ფაქტის დახმარებით ცუდი მაგალითი მიეცათ და არასწორია, მასწავლებლის სკოლამდე გადაადგილება მოსწავლის გადაადგილებაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი იყოს საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის.

საკითხს ერთ–ერთი რეგიონის სკოლის მასწავლებელი ეხმაურება და საკუთარ მაგალითზე წერს:

„მთავრობა-ჩვენთვის მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტი .

მასწავლებელი სკოლაში ტყის გავლით მივდივარ. მოულოდნელად გადმოხტა მგელი. ან მომკლავს, ან მოვკლავ …მაგრამ …. მგელს კანონი იცავს…

ორი წუთის წინ ავტობუსმა ჩამიარა. არ შეიძლება გავაჩერო -კანონია ასეთი…….ეხ, მგელთან ჭიდილში დაკარგულო მოტივაციავ!!! მაგრამ ვიცი, რომ არ უნდა დავკარგო-ყველა ხომ ჩვენგან ელოდება მოტივაციას. მაშ, გაუმარჯოს მოტივაციის გარეშე მოტივაციას ….მოტივაციას მაღალ სააზროვნო უნარებამდე გამსვლელს!

ჩვენ ერთი დიდი სხეულის პატარა ნაწილები ვართ და არ შეიძლება ერთმანეთს ვქირდავდეთ, ერთმანეთს ვკორტნიდეთ … როგორც არასდროს ისე გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა. ,,ნეტავ იმ ერს, რომელსაც კარგი დედა და კარგი მასწავლებელი ჰყავსო”…

მასწავლებლის უსაფრთხოების მიზნით, დაკანონდეს, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ მასწავლებლების სკოლამდე მისვლა.

დღევანდელი დღის მადლი შეგვეწიოს“, – წერს პედაგოგი.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტროს პასუხი მასწავლებლებს, რომლებსაც სასკოლო ავტობუსით მგზავრობა აეკრძალათ

სასკოლო ავტობუსი პედაგოგების გარეშე – „მსგავსი აბუჩად აგდება არ მახსენდება“

IBSU ჩინურ მხარესთან საქმიან თანამშრომლობას მემორანდუმის საშუალებით აღრმავებს

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩინურ-ქართული კომპეტენციის ცენტრის დაარსება. აღნიშნული ცენტრის მიზანია საქართველოსა და ჩინეთს შორის აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება, სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის პროექტების ხელშეწყობა. ამასთან, ცენტრის საქმიანობა მიმართული იქნება განათლების, კვლევითი, საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისაკენ, ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა: ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ინოვაცია, მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება, ფინანსები, ინვესტიციები და ა.შ. გარდა ამისა, თანამშრომლობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს ახალი აკადემიური სასწავლო კურსების შემუშავებასა და დანერგვას, მაგ: „ბიზნესის წარმოება ჩინეთში ქართული კომპანებისათვის“, „ბიზნესის წარმოება საქართველოში ჩინური კომპანებისათვის“ და „ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“.

2017 წლის ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია – რა ცვლილებები შევიდა საგამოცდო პროცესში

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. ჯერ–ჯერობით უცნობია, 41 500 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან რამდენი მათგანი წარსდგება საბოლოოდ გამოცდებზე, რადგან სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგად ამ რაოდენობაში ცვლილება შევა. საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეები სტუდენტობისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, უკვე არსებობს ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი საგნების მიხედვით, თუმცა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში, ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განრიგის გამხელისაგან თავს იკავებს.

“განრიგი არსებობს, მაგრამ ჯერ ეს საბოლოო ვერსია არა რის, რადგან გამოსაშვები გამოცდების შედეგებს ველოდებით. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე 41 500–მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მაგრამ ეს რიცხვი შეიცვლება. ამიტომ, შესაძლებელია თარიღებიც შეიცვალოს – დღეები საგნების მიხედვით გადანაწილდეს და ა.შ. ეს თეორიულად შესაძლებელია და არ გვინდა აბიტურიენტები დავაბნიოთ. გამოსაშვები გამოცდების დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა და შემდეგ უკვე განრიგის საბოლოო ვერსიასაც მოვამზადებთ”, – ამბობს მაია მიმინოშვილი.

მისივე ინფორმაციით, ცვლილებებია საგამოცდო სექტორების კუთხით. წელს საგამოცდო ცენტრებს ახალი, 103–ე სკოლა დაემატება, რომელიც ისანი–სამგორის რაიონში მდებარეობს. ამის საჭიროება ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამოცდო სექტორების შემცირების გამო დადგა. როგორც მიმინოშვილი განმარტავს, ეს იმ აუდიტორიების შემცირებამ გამოიწვია, რომელთა გამოყენებაც გამოცდებისათვის შეიძლებოდა.

“ფაკულტეტებმა სართულები აითვისეს. ზოგიერთ ოთახში კაბინეტები გაკეთდა და საგამოცდო სექტორად ვეღარ ვიყენებთ. საბოლოო ჯამში, მომავალში ტექნიკურ უნივერსიტეტზე სრულად უარს ვიტყვით. გარეუბნებში მდებარე სკოლები გაცილებით ეფექტურია. მათ უფრო მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აქვთ, წყნარი და მშვიდი გარემო. მიმდებარე ტერიტორიებიც ისეთია, რომ არც სამანქანო გზები უშლის ხელს და გამოცდებიც უფრო წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს. ასე რომ, მომავალში უმაღლეს სასწავლებლებს ალბათ სრულად ჩავანაცვლებთ”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მაია მიმინოშვილმა.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე საგამოცდო ცენტრების მოწყობა მიმდინარეობს.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

„მოსწავლეებს, ტრადიციულად, რუსული ენა უფრო უჭირთ“ – უცხო ენაში ზღვარი 15%-მა ვერ გადალახა

$
0
0

2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გრძელდება. დღეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა გამოცდა უცხოურ ენაში ჩააბარეს. ზღვარი წარმატებით მონაწილეთა დაახლოებით 85% – მა გადალახა. პროცესი საერთო ჯამში მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა მოზარდების ნაწილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ უცხო ენის გამოცდა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მშობლიური ენისა და ლიტერატურის. გამოკითხულთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ მოზარდებს უფრო რუსული ენის ჩაბარება გაუჭირდათ.

რუსული ენის გამცდის ჩაბარების თავისებურებებზე და ზოგადად, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობის შესახებ  EDU.ARIS.GE-სთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძეც საუბრობს.

„დღეს იყო გამოცდა უცხოურ ენებში. უნდა ითქვას, რომ პროცესი უხარვეზოდ წარიმართა მნიშვნელოვან შეფერხებას ადგილი არ ჰქონია, ანუ ისეთ შეფერხებას, რომელიც შედეგებზე გავლენას მოახდენდა. სულ რაღც 40 წუთით წავიდა ელექტროენერგია ერთ-ერთ სკოლაში, რაც გამოსწორდა და ამ მხრივ სხვა ხარვეზი არ ყოფილა.

„მოსწავლეების 85 %-მა წარმატებით ჩააბარა ეს გამოცდა. შარშანდელ მონაცმებს რომ შევადაროთ, სურათი ფაქტიურად უცვლელია. მონაცემები ენების მიხედვით ჯერ არ გავქვს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებს ტრადიციულად რუსული ენის გამოცდა უფრო უჭირთ ხოლმე,ზოგს პირიქით, უფრო უადვილდება. უცნაური ვითარებაა რუსულთან დაკავშირებით, ბევრისთვის რუსული მეორე ენაა, კარგად იციან და მათთვის გამოცდა, როგორც წესი, ძალინ იოლია. სამწუხაროდ, არის მოსწავლეების ისეთი ჯგუფიც, რომლებმაც ცუდად იციან უცხო ენები, მიაჩნიათ რუსული მაინც გვესმისო, გადიან რუსულის გამოცდაზე და იღებენ ცუდ შედეგს“,-აცხადებს ივა მინდაძე.

უცხო ენების გამოცდის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჩვენ დედაქალქსა და რეგიონებში მოსწავლეები გამოვკითხეთ. როგორც აღმოჩნდა, გამოცდის ჩაბარება უფრო რთული მართლაც რუსული ჯგუფებისთვის იყო.

„მე ძალიან მალე გამოვედი, 8 წუთში დავამთავრე გამოცდა და 8.5 ქულა მივიღე.  მეტი მაღალი არც დაწერილა, 8.57დაიწერა ერთი. რთული არ ყოფილა, მე კარგად ვიმუშავე. რუსული იყო ცოტა რთულიო ამბობდნენ და ინგლისური არაო, თუმცა რუსულში ჩემმა მეგობარმა 10 ქულა აიღო“,- გვითხრა თერჯოლის #1საჯარო სკოლის მოსწავლე  ანა დევიძემ.

„საერთოდ რა პრინციპით ადგენთ შეკითხვებს? მსგავსი სისულელე დღეს რომ რუსულში შემხვდა არ მინახავს არასდროს… ეს ერთნაირად შესაბამისი პასუხები რა არის? 4 სავარაუდოდან რომ ოთხივენ შეესაბამებოდა წაკითხულ ტექსტს?“, – ეს კი  ნათია ძნელაძის სიტყვებია, რომელიც ეროვნული გამოცდების ცენტრს მიმართავს.

უცხო ენების გამოცდაზე,მოსწავლეთა ნაკადი საკმაოდ  დიდი იყო  ქ. თბილისის 160-ე საჯარო სკოლაში. მე-12 კლასის მოსწავლე ანა კერელაშვილმა ინგლისური ენის გამოცდა წარმატებით ჩააბარა, მისი თქმით, რამდენიმე მოსწავლე ჩაიჭრა, თუცა რეალური მიზეზი არა  ცოდნის დაბალი დონე, არამედ ნერვიულობა იყო.

„ინგლისური ჩავაბარე, საშუალო სირთულის იყო, ვერ ვიტყვი რომ გამიჭირდა. სამწუხაროდ, რამდენიმე ბავშვი  ჩაიჭრა, თუმცა ეს მარცხი გამოცდის სირთულეზე არ იყო იმდენად დამოკიდებული, რამდენადაც მათ ნერვიულობაზე. ბევრი განიცდიდა იმის გამო, რომ გამოცდაზე გვიან მოუხდა შესვლა. სხვა მხრივ პრობლემები არ ყოფილა, მართალია, ერთხელ ინტერნეტი ცოტა ხნით გაითიშა, მაგრამ ზოგადად პროგრამა კარგად მუშაობდა. რთული ნამდვილად არ იყო, 10-10  ქულა გამოიტანა ძალიან ბევრმა ბავშვმა ჩვენი სკოლიდან. იგლისურში, როგორც ვიცი,  12 ათიანი გამოიტანეს.  რუსულშიც ნორმალური ქულები იყო, ჩვენი კლასიდან ორი ბავშვი აბარებდა და  ცხრაზე მაღალი ქულები მიიღეს. ჯერ-ჯერობით სანერვიულო ისევ გვაქვს, ხვალ ისტორიაა, შემდეგ მათემატიკა. ბევრი ბავშვი ისტორიას ეროვნულ გამოცდებზე არ აბარებს, ამიტომ ბევრს ეშინია ამ საგნის და ვნახოთ რა იქნება“,- ამბობს ანა კერელაშვილი  ჩვენთან საუბარში.

„ამ კონკრეტული გამოცდის შემთხვეაში კარგად მომზადებული ვიყავი, რადგან ინგლისურს ეროვნულებზეც ვაბარებთ, ამიტომ  სამაოდ კარგი შედეგი მივიღე – 9,66.  არ შემხვედრია ისეთი დავალება, რაც  არ ვიცოდი და არ მისწავლია. უფრო ხშირი იყო ლიტერატურა და გრამატიკული შეკითხვები, რთული არ იყო. რაც შეეხება დანარჩენ საგნებს, ქართული ენასაც და მათემატიკასაც იგივე პრინციპით ვამუშვებდი. მე მაგალითად მათემატიკას ვაბარებ ეროვნულებზეც  და საატესტატოზე დაახლოებით ისეთივე შედეგს ველი, რაც უცხო ენაში მივიღე.  რაც შეეხება ისტორიას, პირადად რეპეტიტორთან არ მოვმზადებულვარ და იმედი არ მაქვს, რომ ძალიან მაღალ ქულას ავიღებ, მაგრამ იმის იმედი მაქვს რომ ბარიერს ყველანი გადავლახავთ“, – გვითხრა ამავე სკოლის მოსწავლე თამთა ლიპარტელიანმა.

„რთული არ იყო, მაგრამ გამოცდა ზოგადად სანერვიულოა. ცოტა პროგრამაც ჭედავდა, მაგრამ საერთოდ ძნელი არ იყო საკითხების დაძლევა. ჩემი დავალებები უმეტესად გრამატიკიდან იყო, უფრო ცოტა ტექსტებიდან.  მე მალე გამოვედი, მაგრამ ჩემს მეგობას დასჭირდა ძალიან დიდი დრო  და ბევრი ვინერვიულეთ“,- მე-12-ე  კლასის მოსწავლე გიორგი ვეკუა.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1500-მდე სკოლაში მიმდინარეობს. გამოცდებზე 47 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მათი მხოლოდ 3% ჩაიჭრა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში, 15%-მა კი  უცხო ენების გამოცდის ბარიერი ვერ გადალახა.

საგნის ჯგუფის ხელმძღვანელების რჩევები მოსწავლეებს

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი მე-12 კლასელებისთვის

მე -11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით – 2016–17 სასწავლო წელი

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ახალი არჩევნები გამოცხადდა

$
0
0

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2017 წლის 22 მაისს გამართულ საბჭოს სხდომაზე, უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე, ახალი არჩევნები გამოაცხადა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს უნივერსიტეტიდან აცნობეს, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია 26 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით იწარმოებს, არჩევნები კი 22 ივლისს არის ჩანიშნული.

აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება და დანართი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: 

რექტორის არჩევნების ხელახალი დანიშვნა განაპირობა 18 მაისს ჩატარებული არჩევნების ბათილად ცნობამ.  შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

პირველკლასელთა კომპიუტერების შეძენისთვის 132–მილიონ ლარზე მეტია დახარჯული

$
0
0

2010 წლიდან ქვეყანაში პროგრამა „ჩემი პირველი კომპუტერი“ ხორციელდება, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელების პორტატული კომპიუტერებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე, ამ მიზნით 132 129 430 ლარია დახარჯული.

კერძოდ:

2010 წელს – 934 560 ლარი;

2011 წელს – 23 398 440 ლარი;

2012 წელს – 21 995 000 ლარი;

2013 წელს – 14 890 400 ლარი;

2014 წელს – 17 848 000 ლარი;

2015 წელს – 14 689 350 ლარი;

2016 წელს – 18 398 354 ლარი;

2017 წელს – 19 975 326 ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას უკვე შვიდწლიანი ისტორია აქვს, მისი კრიტიკა საზოგადოების ნაწილში დღემდე გრძელდება. „კომპიუტერი ხელს უწყობს მოსწავლეების გაუცხოებას წიგნთან“, „კომპიუტერული სწავლება საზიანოა მოსწავლის ჯანმრთელობისთვის“, – ეს ის ძირითადი არგუმენტებია, რომლებითაც ადამიანების ერთი ჯგუფი პირველკლასელებისთვის პორტატული კომპიუტერების დარიგებას მომხრე არ არის.

EDU.ARIS.GE ამ თემაზე ფსიქოლოგ მარიამ გოჩაშვილს ესაუბრა, რომელიც თავადაც პირველკლასელი მოსწავლის მშობელია.

18716455_1461391977302402_1418319875_n„ისევე, როგორც სხვა  მრავალ ბავშვს, ჩემს შვილსაც სკოლაში მისვლამდე  ჰქონდა  კომპიუტერზე წვდომა, მაგრამ ამის მიუხედავად,  ბუკის მიღების დიდი სურვილი ჰქონდა. კითხვაზე, თუ რად უნდოდა ბუკი, მიპასუხა, რომ ის მისი პირადი კომპიუტერი იქნებოდა და თვითონ განკარგავდა”, – იხსენებს მარიამი.

მისი თქმით,  პროფესიიდან გამომდინარე, იმ ბავშვებთანაც ჰქონია ურთიერთობა, რომლებიც კომპიუტერზე მიჯაჭვულები არიან, რასაც სხვადასხვა ემოციური  თუ სოციალური პრობლემებიც მოჰყოლია.

„კომპიუტერის გადაჭარბებული მოხმარების  შედეგებზე მე ჩემს შვილთან ადრეც მქონდა საუბარი და ეხლა, როდესაც მას თავისი პირადი ბუკი აქვს, ვცდილობ, ვაკონტროლო მოხმარების დრო და ერთად შევთანხმდეთ, თუ რამდენ ხანს გაატერებს ის ბუკთან. ასევე ვცდილობ, ხელი  შვეუწყო მის სხვა ინტერესებს – ხატვა, ძერწვა და სხვა.  ადრეც და ეხლაც უპირატესობას ვანიჭებ სუფთა ჰაერზე აქტიურ თამაშს, ვიდრე კომპიუტერთან ხანგრძლივად  ჯდომას“, – ამბობს მარიამი და ფიქრობს, რომ ამგვარი საუბრები სხვა მშობლებსაც გაუმარტივებთ შვილებთან ურთიერთობას.

რაც შეეხება კომპიუტერის გავლენას მოსწავლის ფსიქოლოგიაზე, მარიკა გოჩაშვილი ამ კუთხით საშიშს ვერაფერს ხედავს.

„ბუკი იძლევა საშუალებას სასწავლო მასალა უფრო მრავალფეროვანი და სახალისო იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველკლასელთათვის. ბუკში ასევე  ჩატვირთულია შემეცნებითი თამაშები, რომლებიც განამტკიცებენ წიგნიდან მიღებულ ცოდნას. ამ ასაკისათვის თამაშის ფორმით  მიღებული ცოდნა  ძალიან   ეფექტიანია. პროფესიონალი მასწავლებლის ხელში, რომელსაც შეუძლია გონივრულად დაგეგმოს გაკვეთილი, ბუკი იქცევა სწავლების ეფექტურ საშუალებად“, – ამბობს ფსიქოლოგი.

რაც შეეხება არგუმენტს, რომ „ჩემი პირველი კომპიუტერი“ მოსწავლეებს წიგნთან აუცხოებს, ფსიქოლოგი ასე პასუხობს:

„წიგნთან გაუცხოების მიზეზების ძიება მხოლოდ ერთი მიმართულებით არ იქნება სწორი. ბევრი რამე, რა თქმა უნდა, მასწავლებელის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ოჯახის როლი წიგნთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ჩემი შვილის მასწავლებელი საკმაოდ კარგად ახერხებს ციფრული ტექნოლოგიების და წიგნის შერწყმას, რაც საკმაოდ საინტერესოს, სახალისოს და ეფექტურს ხდის საგაკვეთილო პროცესს“, – ამბობს მარიამი.

12342720_805631629545756_2889002612792883460_n-861x575მასწავლებლის მიერ სწავლა–სწავლების პროცესში ბუკის გამოყენების ეფექტიანობაზე საუბრობს თამარ მოსიაშვილიც. განათლების სპეციალისტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი ფიქრობს, რომ პოედაგოგებს კომპიუტერული ტექნოლოგიების კუთხით კომპეტენციის ამაღლება სჭირდებათ.

„ამ პროგრამის შედეგად, ციფრული ტექნოლოგია თითქმის ყველა ოჯახში შევიდა, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა. გარდა ამისა, ეს ციფრული ტექნოლოგია მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, რომ სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ. თუმცა აქ დგება მასწავლებლების კომპეტენციის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როცა მასწავლებლები ციფრულ ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისთვის ხმარობენ, მაინც ვფიქრობ, რომ პედაგოგებს სჭირდებათ კომპეტენციის ამაღლება ამ კუთხით,“- გვითხრა თამარ მოსიაშვილმა.

ფსიქოლოგი მარიამ გოჩაშვილი მიიჩნევს, რომ კომპიუტერისა და წიგნისთვის დათმობილი დროის მენეჯმენტი მოსწავლის მხრიდან, მშობლის მეთვალყურეობით უნდა ხდებოდეს.

„მნიშვნელოვანია მშობლებმაც შეუწყონ ხელი  ბავშვის წიგნთან  დაახლოებას.  მშობელმა უნდა გააკონტროლოს ბავშვის მიერ კომპიუტერის მოხმარების დრო, გამონახოს დრო და ტრადიციად აქციონ შვილებთან ერად წიგნების კითხვა. წიგნთან დაახლოება მცირე ასაკიდან იწყება. უკვე ერთი წლიდან დედამ  უნდა უკითხოს  ბავშვს წიგნები და რაც მთავარია თავად უნდა მისცეს წიგნის კითხვის მაგალითი“.

იმის დასადგენად, თუ რამდენად ხშირად ვკითხულობთ წიგნებს და არის თუ არა ჩვენში კითხვის კულტურა განვითარებული, ქვეყანაში სხვადასხვა კვლევები და გამოკითხვებიც ტარდება. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2012 წელს საქართველოში ჩატარებული იმ ერთ-ერთი კვლევის შედეგებს, რომლის მიერ გამოკვეთილ ტენდენციებს შორის იყო: (http://www.bookplatform.org/images/activities/17/15012013.pdf)

  • გამოკითხულთა დიდი ნაწილი არ უკითხავს ბავშვებს წიგნებს;
  • მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად უკითხავენ ბავშვებს წიგნებს ვიდრე მამრობითი და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად ყიდულობენ საბავშვო წიგნებს;
  • კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქში უფრო მეტს კითხულობენ/ყიდულობენ ვიდრე სოფელში, შესაბამისად ქალაქში წიგნებზე დახარჯული წლიური ბიუჯეტი აჭარბებს სოფლის ბიუჯეტს.

მკითხველთა ასეთი კვლევის შედეგები ბოლო პერიოდში საჯაროდ აღარ გავრცელებულა, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ახალგაზრდები მხატვრულ ლიტერატურას იშვიათად კითხულობენ არ წყდება.

2017 წლის პირველკლასელებისათვის ბუკები უკვე შეძენილია – დეტალები საკითხის შესახებ

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა


IBSU-მ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან სამადლობელი წერილი მიიღო

$
0
0

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მადლობას უხდის ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის და მომავალი თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.

შავი ზღვის საერთაშრისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტის პროფესორები და სტუდენტები გამოხატავენ დიდ მადლიერებას ამერიკის ელჩის იან ს. კელის მიმართ ამერიკის შეერთბული შტატების და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მაღალი შეფასებისათვის.

კსუ-ის სტუდენტებმა ქალაქ კოლუშკში გამართულ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა, სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტები საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში იმყოფებიან.

კსუ-ის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებმა კონსტანტინე ებრალიძემ და ალექსანდრე კალანდაძემ სოხუმისა და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, 3 მაისს, პოლონეთის კონსტიტუციის მიღების დღის აღსანიშნავად, ქალაქ კოლუშკში გამართულ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა.

პოლონელი ხალხი 3 მაისს დიდ ისტორიულ მიღწევად თვლის, რადგან ეს იყო ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეორე თანამედროვე კონსტიტუცია. ამ დღის აღსანიშნავად, ყოველ წელს, პოლონეთის დიდ თუ პატარა ქალაქში აღლუმი იმართება. ღონისძიებაში პოლონეთის სამხედრო დანაყოფები, ადგილობრივი თვითმმართველობები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოქალაქეები მონაწილეობენ.

კსუ-ის სტუდენტები მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პოლონური არმიის ფორმებში იყვნენ გამოწყობილები. ისინი პოლონელი ოფიცრების იმ დანაყოფს წარმოადგენდნენ, რომელიც საბჭოთა კავშირში იმ დროს შეიქმნა, როცა ტერიტორია გერმანელებისა და საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული.

აღლუმის დასასრულს, სტუდენტებმა, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პოლონელ გმირებს პატივი მიაგეს.

ქალაქის მერმა საქართველოს დელეგაციის წევრი სტუდენტები აღლუმის შემდეგ გამართულ ვახშამზე მიიწვია.

ვახშამზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერისიტეტის სტუდენტებმა და მერმა უნივერსიტეტსა და ზოგადად, საქართველოს შესახებ ისაუბრეს.

ამსტერდამის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე IBSU საგაზაფხულო სკოლას მასპინძლობს

$
0
0

IBSU-სა და ამსტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, IBSU საგაზაფხულო სკოლას მასპინძლობს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება (შვედეთი, კოლუმბია, ეთიოპია, ბელგია, ჰოლანდია, ბრაზილია).

საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში სანდერ შხუვერსის მასტერკლასები ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებს სასწავლო  ვიდეორესურსს სთავაზობს

$
0
0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებს, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით,სხვადასხვა ვიდეორესურსს სთავაზობს. ვიდეოგზამკვლევების გაცნობა პედაგოგებს ციფრული რესურსების პორტალზე  www.ict.tpdc.ge შეუძლიათ.

პორტალზე განთავსებული ვიდეორესურსი კატეგორიების მიხედვითაა დაყოფილი და მოიცავს სხვადასხვა თემებს და ინსტრუმენტებს. მომხმარებელს შეუძლია სასურველი ტექნიკური ინსტრუმენტი სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით შეარჩიოს და გაეცნოს.

ციფრული ტექნოლოგიების ახალი გამოწვევების შესაბამისად, პორტალმა მუშაობა დაიწყო კიბერუსაფრთხოების თემაზე და პედაგოგებს, სპეციალურად მათთვის შემუშავებული კიბერუსაფრთხოების გზამკვლევი შესთავაზა, რომელშიც მოცემულია სიტუაციის შეფასებისა და საფრთხეების თავიდან არიდების გზები.

ციფრული რესურსების პორტალი ონლაინ სასწავლო გარემოა, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებლებს სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს.

 

სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე მე–12 კლასელის მშობელი საგამოცდო ოთახში შეიჭრა

$
0
0

საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს. დღეს მოსწავლეები ისტორიას აბარებენ, წინ მათემატიკაა, ამიტომ ბავშვების და მშობლების ვნებათაღელვა არ ცხრება. გუშინ კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ჩაჭრილი მოსწავლის მშობელი საგამოცდო ოთახში შეიჭრა, რასაც დაძაბულობა მოჰყვა, თუმცა ადგილობრივებმა სიტუაციის განეიტრალება  შეძლეს.

EDU.ARIS.GE-ის მიერ  გამოკითხული მოსწალეების უმეტესობა აცხადებს, რომ  გამოცდები რთული არ არის და თუ მოსწავლე მომზადებულია, ჩაბარება არ უჭირს. იგივეს მოწმობს ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკური მონაცემები, თუმცა არსებობენ საგამოცდო პროცესით უკმაყოფილო ადამიანებიც, რომლებიც  სოციალურ ქსელში აქტიურობენ.

„წელს საშინლად გართულებული იყო გამოცდები. მარტო ჩვენს სკოლაში 15  ბავშვი ჩაიჭრა. რომელ ათიანზეა ლაპარაკი?! ბავშვებს ანერვოზებთ თქვენი დამკვირვებლით და ვიდეოთვალით, რომელსაც საერთოდ არც უყურებთ. ამხელა ტყუილი არ წამიკითხავს, თქვენ ბავშვებს მომავალს ართმევთ“, – ეს გახლავთ ერთ-ერთი პედაგოგის გამოხმაურება EDU.ARIS.GE-ს მასალაზე, რომელიც უცხო ენებში გამოსაშვები გამოცდების შედეგებს ეხება.

unnamed (1)როგორ კონტროლდება სკოლებში გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობის პროცესი და ვინ ამოწმებს ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ მასალას, ამის შესახებ ინფორმაცია და თავად პროცესი გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

თითოეულ სკოლაში, საგამოცდო სექტორში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი და იმყოფება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მეთვალყურე, თუმცა გარდა ამისა, ცენტრალურ ოფისში,  გამოსაშვები გამოცდების ვიდეომონიტორინგს სპეციალური ჯგუფი ახორციელებს. 15-მდე ოპერატორს რეგიონების მიხედვით, განაწილებული აქვს სკოლები და პროცესს ონლაინ რეჟიმში აკვირდება.

„1300-ზე მეტ სკოლასთან გვაქვს პირადპირი  წვდომა და ონლაინ რეჟიმში ვაკვირდებით თითოეულ საგამოცდო სექტორში მიმდინარე პროცესს. თქვენ ხედავთ, მონიტორზე როგორ ცვლიან ოპერატორები სკოლებს და აკვირდებიან. ეს ადამიანები იცვლებიან დღის მანძილზე, ასე რომ დაკვირვება უწყევტ რეჟიმში მიმდინარეობს.  შეგვიძლია აქედან დავუკავშირდეთ სკოლაში მყოფ მეთვალყურეს და  ინსტრუქცია მივცეთ.

unnamed (2)“ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რათა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ  ყველა სკოლაში გამოცდის ჩაბარებისთვის თანაბარი პირობებია შექმნილი.  გუშინ იყო შემთხვევა: კახეთის ერთ-ერთი სოფელში ჩაჭრილი მოსწავლის მშობელი შიეჭრა იმ ოთახში, სადაც  გამოცდა მიმდინარეობდა, დაძაბული ვითარება შეიქმნა, თუმცა მალე მოაგვარეს და მოსწავლეებმა  მუშაობა გააგრძელეს, სხვა ინცინდენტი არ გვქონია“, –  განმარტავს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

მაია მიმინოშვილი ისტორიის გამოცდის მიმდინარეობის პროცესზეც საუბრობს და აცხადებს რომ ის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„გამოსაშვები გამოცდები 1500-მდე სკოლაში ერთდროულად ტარდება. რამდენიმე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები მეზობელ სკოლაში გადავიყვანეთ იმის გამო, რომ მათთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იყო. დღეს ბავშვები აბარებენ ისტორიას და გამოცდა ჯერ-ჯერობით კარგად მიმდინარეობს. რადგან რეგიონებში იყო სტიქია, ძალიან გვეშინოდა, რომ  ბევრ სკოლაში ელექტროენერგიის პრობლემა გვექნებოდა და გამოცდის ორგანიზება ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ  მხოლოდ ოთხი სკოლა იყო, სადც ქართულის გამოცდის დღეს მოხდა შეფერხება. დღესაც რამდენიმე სკოლა იყო, სადაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ცოტა დაგვიანებით დაიწყეს, თუმცა საერთო ჯამში, ყველაფერი მშვიდ ვითრებაში მიმდინარეობს“, – ამბობს მაია მიმინოშვილი.

მე-12 კლასელთა გამოსაშვები  გამოცდები  მთელი საქართველოს მასშტაბით 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწო და 24 მაისს მათემატიკის გამოცდით დასრულდება.

საგნის ჯგუფის ხელმძღვანელების რჩევები მოსწავლეებს

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი მე-12 კლასელებისთვის

მე -11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით – 2016–17 სასწავლო წელი

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

მასწავლებლის სახლში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა ტრენინგები გრძელდება

$
0
0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „ინსტრუმენტები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს დანერგვისათვის“ ფარგლებში, მასწავლებლების ტრენინგები გრძელდება.

ტრენინგის მიზანია მასწავლებლებისთვის „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ახალი მოდელის“ გაცნობა, „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ახალი მოდელის“ ჭრილში არსებული სასკოლო პრაქტიკის გააზრება და „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ახალი მოდელის“ საფუძველზე სასკოლო პრაქტიკის განვითარება.

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მოდელის ძირითადი იდეაა, თავი მოუყაროს ყველა ძირითად პრინციპს, რომელიც წარმოადგენს მთავარ საყრდენს განათლებაში, ადამიანის უფლებებთან და ინტერკულტურულ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

კომპეტენციების ჩარჩოზე მუშაობა ევროსაბჭომ 2014 წელს დაიწყო. ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა დღემდე არსებული კომპეტენციების აღმწერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სქემა, გაანალიზა და ამის შედეგად გამოყო რამდენიმე ათეული კომპეტენცია, რომელიც შემდგომში დესკრიპტორებად ჩაიშალა. წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს აქტიური ჩართულობით, საბოლოოდ, დადგინდა 20 კომპეტენცია.

ინსტრუმენტები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვისათვის სკოლაში – კიდევ ერთი მასშტაბური საერთაშორისო პროექტია, რომლის კოორდინატორი საქართველოა, ჩართულ ქვეყნებს კი ანდორა, სლოვაკეთი და ხორვატია წარმოადგენენ. აღნიშნულ პროექტს მოგვიანებით ბულგარეთიც შეუერთდება.

სახელმწიფო უმაღლესების ინფრასტრუქტურის დაფინანსების საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა – წევრთა სია

$
0
0

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისო კომისია და მისი დებულება დამტკიცდა.

უწყებათაშორის კომისიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება წევრთა სიას, ის ასე გამოიყურება:

თეიმურაზ მურღულია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

თამაზ მარსაგიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

კახაბერ გულედანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

მირიან ჩაჩავა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;

ნინო ბერძული – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

გიორგი კაკაურიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

რევაზ ჯაველიძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი;

გიორგი შალუტაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე;

მამუკა ბერიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

მინდია ოკუჯავა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, უწყებათაშორისი კომისიის მდივანი.“

პრემიერ–მინისტრის დადგენილების აღნიშნული ცვლილება უკვე ძალაშია.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი და ცვლილებები მინისტრის ბრძანებაში


კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის გუნდი Old Boy’s „შავი ზღვის ლიგის“ ფინალშია

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის გუნდი Old Boy’s „შავი ზღვის ლიგის“ ფინალშია.
გუნდი ჟიურისა და მაყურებლის წინაშე კვლავ განახლებული შემადგენლობით წარდგა.
„შავი ზღვის ლიგის“ ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ სულ 6 გუნდი იბრძოდა. ნახევარფინალში ბათუმის, ფოთის, სამტრედიის, ვანის, კსუ-ისა და თსუ-ის გუნდებმა 2 ნომერი – მისალმება და კითხვა-პასუხი“ წარმოადგინეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფინლაში 37 ქულით გადავიდა. თამაშს მხოლოდ ერთი – ვანის გუნდი გამოეთიშა. ფინალში გადასული 5 გუნდი ივნისის თვეში I (2000 ლარი), II (1000 ლარი) და III (500 ლარი) საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.

„შავი ზღვის ლიგის“ ჟიურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები დავით მიქელაძე და სულხან დუმბაძე, საქართველოს რეგიონული ლიგის დამფუძნებელი სოფო ბანძავა და საქართველოს „კავეენის“ ნაკრების წევრი, „შავი ზღვის ლიგის“ რედაქტორი თორნიკე წულუკიძე წარმოადგენდნენ.

აღსანიშნავია, რომ Old Boy’s-ს ბათუმში გამართულ თამაშზე საგულშემატკივროდ კსუ-ის სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფი გაყვა.

ევროპული განათლების მიღების ახალი შესაძლებლობა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

$
0
0

გორისა და ჟირონას უნივერსიტეტებს შორის სამაგისტრო პროგრამის ორმაგი დიპლომი ამოქმედდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ მაგისტრანტებს საშუალება ექნებათ, გორის უნივერსიტეტის გავლით, ევროპული განათლება მიიღონ.

პროგრამა 2017-2018 წლიდან ამოქმედდება. რა ფორმით შეძლებენ სტუდენტები პროგრამაში ჩართვას, რა მიმართულებებს მოიცავს ის და წლის განმავლობაში რამდენ სტუდენტს მიიღებს, – ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი სოსიაშვილს ესაუბრა.

“გორის უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპის 33 ორგანიზაციასთან ერთად,  მონაწილეობს ტემპუსის პროექტში – 544191-TEMPUS-1-2013-PT-TEMPUS-JPCR, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს, მოლდავეთსა და აზერბაიჯანში, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებისათვის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დამუშავებას. გორის უნივერსიტეტში დამუშავდა  და აკრედიტაცია გაიარა ორმა სასწავლო პროგრამამ: „სასტუმროს მენეჯმენტი“- საბაკალვრო დონეზე  და „სასტუმროს მენეჯმენტი“ – სამაგისტრო დონეზე”, – გვითხრა გიორგი სოსიაშვილმა.

რექტორის თქმით, თანამშრომლობის მემორანდუმი ჟირონას უნივერსიტეტთან სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაფორმდა.

„პროექტით გათვალისწინებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები 2017-2018 სასწავლო წლიდან ამოქმედდება. ორმაგი დიპლომის ამოქმედება კი 2018-2019 სასწავლო წლიდან არის დაგეგმილი“, – ამბობს სოსიაშვილი.

კითხვაზე, თუ რა მიმართულებებს მოიცავს პროგრამა, სოსიაშვილი განმარტავს:

„5 წლიანი მემორანდუმით გათვალისწინებულია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, კვლევითი სამუშაოების ერთობლივად ჩატარება,  პროგრამებისა და სასწავლო მასალების გაცვლა“.

უნივერსიტეტის რექტორის თქმით, პროგრამაში ჩართვა საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ეს ეხება როგორც საბაკალვრო, ისე სამაგისტრო პროგრამას

აქვე, ცნობილია, რომ 2017-2018 სასწავლო წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, აღნიშნული პროგრამის ჩარჩოებში, საბაკალავრო პროგრამაზე – 40, სამაგისტროზე კი 15 სტუდენტს ექნება განათლების მიღების შესაძლებლობა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ”დასაქმების ფორუმი” გაიმართა, რომლის ფარგლებში 20-მდე კერძო კომპანიამ არსებული ვაკანსიები წარადგინა და სტუდენტების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგა. აღსანიშნავია რომ დასაქმების ფორუმი ტრადიციული ხასიათისაა და იბსუში ყოველწლიურად იმართება.

საბავშვო ბაგა–ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია – პროცედურები

$
0
0

2017-2018 სააღმზრდელო წლისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს 13:00 საათზე დაიწყება.

როგორც  EDU.ARIS.GE-ს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, წელს სულ 13 000–მდე აღსაზრდელის დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი.

როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რეგისტრაციის პროცესი ორი ეტაპისგან შედგება.

პირველი ეტაპი – 7 ივლისიდან რეგისტრირდებიან იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.

ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და სსიპ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ” ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, (მოწერილობის საფუძველზე).

ასევე, რეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა და ან ძმა დადის ამ საბავშვო ბაღში. გარდა ამისა, პირველივე ეტაპზე შეუძლია დარეგისტრირდეს 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას დაზარალებული ოჯახების შვილები.

მეორე ეტაპზე კი ყველა დანარჩენი კატეგორიის ბავშვის დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი – მეორე ეტაპის რეგისტრაცია 14 ივლისიდან, 13:00 საათზე დაიწყება.

“სააღმრზდელო წლისათვის ბაგა ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ბავშვებისათვის, რომლებიც არიან 2 წლის, ასევე, ბავშვები, რომლებსაც არ შესრულებიათ 6 წელი სააღმზრდელო პროცესის დაწყებისთვის. მშობლებმა შვილები ამ ელექტრონულ მისამართზე უნდა დაარეგისტრირონ”, – განუცხადეს  EDU.ARIS.GE-ს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, 106-ე აუდიტორიაში გაიმართა შეხვედრა ფინკა ბანკი – საქართველოს წარმომადგენლებთან.

კომპანიის წარმომადგენლებმა, პერსონალის შერჩევის სპეციალისტმა ნინო სანიკიძემ, მიკრო დაკრედიტების განვითარების მენეჯერმა დესმან ლატარიამ და Performance Management სპეციალისტმა ნინო ნოდიამ, სტუდენტებს გააცნეს სამთვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა – საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე. პროგრამის გაცნობის შემდეგ ჩატარდა ჯგუფური გასაუბრება. შერჩეული სტუდენტები ტესტირებას და ინდივიდუალურ გასაუბრებას გაივლიან ბანკის მოთხოვნების შესაბამისად.

გასაუბრების ყველა ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, კანდიდატები დასქმდებიან საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე. გასაუბრებაში მოანაწილეობდნენ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

Viewing all 14509 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>