Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14509 articles
Browse latest View live

16 მილიონი დოლარის პროექტი, რომლის ფარგლებში ბათუმის საზღვაო აკადემიაში 4 პროფესიული პროგრამა განხორციელდება

$
0
0

2017 წლის 18 მაისს სასტუმრო ჰილტონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” (ISWD) საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართა ბიზნეს კონფერენცია თემაზე „მომავალს ვქმნით დღეს“.

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

პროექტი, რომლის მონაწილე არის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით და მიისწრაფვის განავითაროს და აამაღლოს პროფესიული განათლების ხარისხი საქართველოში ინდუსტრიისა და დამსაქმებლთა მოთხოვნების შესაბამისი ახალი პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავების ხელშეწყობის გზით.

პროექტის ფარგლებში საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრში უნდა განხორციელდეს ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის დასაქმების სააგენტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, MCA-GEORGIA, MCC -Millennium Challenge Corporation წარმომადგენლები. ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები: საკრუინგო და სამშენებლო კომპანიებიდან.

ფორუმი ატარებდა ანგარიშგებით ხასიათს და მისი მიზანი იყო გაეცნო დამსწრე საზოგადოებისათვის აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის არსებული შესაძლებლობები, მომავლის გეგმები და პროექტის ფარგლებში დღემდე განხორციელებული აქტივობები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას პროფესიული განათლების განვითარების საქმეში.


ERSU-ს თბილისის სასწავლო კორპუსის ეზოში სტუდენტებისთვის ღონისძიება „ერთად ევროპისკენ“ ჩატარდება

$
0
0

2017 წლის 25 მაისს, 11:00 საათიდან ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის თბილისის სასწავლო კორპუსის ეზოში, „ერსუ-ს სტუდენტური კლუბის“ ინიციატივითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით „ევროპის დღეების“ ფარგლებში ჩატარდება ღონისძიება „ერთად ევროპისკენ“.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება შეჯიბრი სპორტის შემდეგ სახეობებში: მაგიდის ჩოგბურთი; ჭადრაკი; მკლავჭიდი; ნარდი; დარცი; ბადბინტონი;

ღონისძიება გაფორმდება მუსიკალურად და ეყოლება წამყავნი, საღამოს ღონისძიების დასასრულს მოხდება გამარჯვებული სტუდენტების საზეიმო დაჯილდოება დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: პოლიტკოვსკაიას 9ა, მე-2 სართული 207 ტელ.: 0 32 2 51 94 95 ელ. ფოსტა student@ersu.edu.ge საკონტაქტო პირი: 568 00 66 97

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში IBSU Training Center-ის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა

$
0
0

24 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში IBSU Training Center-ის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. სერტიფიკატები სხვადასხვა პროგრამის 50-მდე მონაწილეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ გადასცა.

ამ დროისთვის, ტრენინგ ცენტრის 15-მდე პროგრამა (ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, ბიზნესის ადმინისტრირება, საზოგადოებასთან ურთიერთობა) 2200-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

ერთბაშად ამდენი გამოცდა სტრესია – მათემატიკის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა 15% ჩაიჭრა

$
0
0

დღეს მე–12 კლასელთა სკოლის საატესტატო გამოცდები მათემატიკის გამოცდით დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გასული მოსწავლიდან ბარიერი წარმატებით დაძლია მოსწავლეთა 85 %–მა.

საგამოცდო პროცესი 1500-მდე სკოლაში ერთდროულად დაიწყო, ჩვენ მიერ გამოკითხული მოსწავლეების ნაწილი ამბობდა, რომ მათთვის ყველაზე რთული ისტორიის გამოცდა იყო, რადგან აღნიშნულ საგანს ბევრი აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებზე არ აბარებს, ამიტომ მომზადების დონე შედარებით დაბალი იყო.

მათემატიკის გამოცდა წარმატებით ჩააბარა თბილსის115 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე უჩა ჩიტორელიძემ. ის მომავალში სწავლის გაგრძელებას ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გეგმავს. აბიტურიენტი მიიჩნევს, რომ ჯერ სკოლის გამოსაშვები და შემდეგ უკვე ეროვნული გამოცდები  მოსწავლისთვის გარკვეული ტვირთია.

unnamed (5)„გამოცდა ყოველთვის ძნელია როცა არ იცი. ერთ-ორი თემა თუ გეცოდინებოდა ზღვარს გადალახვა პრობლემა არ იყო. მათემატიკაში თითქმის ყველა მიმართულების დავალებები შემხვდა,   ტრიგონომეტრია,  ფართობები, ლოგარითმები და ა.შ. ჩავაბარე, მაგრამ უფრო მეტ შედეგს ველოდებოდი, რადგან ამ საგანს ეროვნულ გამოცდებზეც ვაბარებ. ქართულიც ვიცოდი და ინგლისურიც, ორივეში კარგი ქულები ავიღე. ისტორის მეშინოდა, თუმცა ნაცნობი საკითხები შემხვდა და ისიც ჩავაბარე. იყო საუბრები, რომ ბავშვები ისტრესებიან ვიდეოთვალის და დამკვირვებლის გამო, ჩემთვის ამას არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია. უბრალოდ შარშან პირველი გამოცდა რომ იყო, ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა  მივხვდი რომ ეს საზიანოა.

„ვფიქრობ, მოზარდებისთვის სტრესი ერთბაშად ამდენი გამოცდა უფროა. ჯერ სკოლის გამოსაშვები და შედეგ ეროვნული გამოცდები ძალიან ბევრია. მე მირჩევნია, ბევრი საგანი, რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე ვაბარებთ უფრო გაძლიერებულად ისწავლებოდეს სკოლაში. მაგლითად სკოლაში არ ისწავლება უნარები, არც მაღალი დონის მათემატიკა და არც მაღალი დონის ქართული, ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება ეროვნულ გამოცდებზე შეგხვდეს.  ამიტომ გვიწევს კლასგარეშე სწავლა. მე მირჩევნია სკოლაში ისწავლებდეს ყველაფერი და რეპეტიტორთან მომზადება აღარც დაგვჭირდებოდა. არც მე-11  კლასის გამოცდა არ უნდა იყოს, არც მე-12 კლასის. უბრალოდ სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგამოცდო საგნები მაღალ დონეზე. ვისაც სწავლა უნდა, ფულის ყრას ჯობია სკოლაში ისწავლოს და იქ მიღებული ცოდნით გავიდეს ეროვნულებზე,“ – ამბობს უჩა ჩიტორელიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

„მათემატიკა ჩავაბარე და რასაც ვვარაუდობდი ის ქულა ავიღე, მათემატიკაში ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები და ამიტომ შედეგში დარწმუნებული ვიყავი. ისტორიის მეშინოდა და მიხარია, რომ ზღვარი იქაც გადავლახე. რაც შეხება სხვა საგნებს, ყველგან კარგი შედეგი მაქვს. ვულოცავ ჩემ თავს და ყველა მოსწავლეს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მე-12 კლასელმა ანა კაკულიამ.

unnamed (4)„ვინც იცის მისთვის ზოგადად რთული არასდროს არ არის და კარგ ქულასაც აიღებს. მე ადვილად ჩავაბარე. ზოგადად, გამოცდაზე ის საკითხები იყო რაც სკოლაში ვისწავლეთ. კარგად მომზადებული ვიყავი, მათემატიკას ეროვნულებზე ვაბარებ და  ვემზადებოდი, თუმცა ალბათ ისედაც არ გამიჭირდებოდა, რადგან რაც სკოლაში ვისწავლეთ ის დავალებები შემხვდა. რაც გამოცდები დაიწყო ჩვენ სკოლაში მხოლოდ 2 ბავშვი ჩაიჭრა, ვფიქრობ კარგი შედეგია“, – ამბობს კდევ ერთი მე-12 კლასელი ნათია კორკოტაძე.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები მათემატიკაში 1500-მდე  სკოლაში მიმდინარეობდა და მასში 47 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლების დიდმა ნაწილმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა. საგნების მიხედვით, არსებული მონაცემები  ასეთია: ქათული ენა და ლიტერატურა- გამოცდა ჩააბარა 97%-მა, უცხოური ენები – ჩაბარა 85%-მა, ისტორია კი 95%-მა.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები 19 ივნისს, მე–11 კლასის საატესტატო გამოცდებით გაგრძელდება. 

საგნის ჯგუფის ხელმძღვანელების რჩევები მოსწავლეებს

მე -11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით – 2016–17 სასწავლო წელი

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის კოორდინატორის ნანა გადელიას ინიციატივითა და უნივერსიტეტის მხადრაჭერით, უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელს უკვე მეორედ დასაქმების ფორუმი გაიმართა.

unnamed (7).jpg 2ფორუმი უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, რექტორის მოადგილე მარინა გედევანიშვილმა გახსნა, მან სტუდენტებს აქტიურობისაკენ მოუწოდა და შრომით ბაზარზე წარმატება უსურვა.

დასაქმების ფორუმში საქართველოში მოქმედი 22 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის: ,,პალიტრა ჯგუფი“, ,,ფინანსთა სამინისტრო“, საქართველოს პარლამენტი, PSP, ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, ,,ევექსი“, ,,ალდაგი“.

კსუ-ს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებს ადგილზე შეხვედროდნენ, მიეღოთ კონკრეტული ინფორმაცია ვაკანტურ ადგილებზე და მათთვის საკუთარი თავი წარედგინათ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

რომელი წიგნების ტირაჟი იწურება საქართველოს წიგნის მაღაზიებში ყველაზე სწრაფად – რა გველის წიგნის ფესტივალზე  

$
0
0

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე მეცხრამეტედ ტარდება. წიგნის მოყვარულებს 4 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ გამომცემლების ყველა ის წიგნი შეიძინონ, რომლებიც წიგნის მაღაზიების თაროებიდან გამოჩენისთანავე ქრება. ფესტივალი 25 მაისს ტრადიციულად „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიხსნა და 28 მაისს დაიხურება. წიგნის მოყვარულებს ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის დაწყებამდე საათები რჩებათ. EDU.ARIS.GE–მ წიგნის ფესტივალის მონაწილე გამომცემლობები გამოკითხა, ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო რომელია ის წიგნები, რომელთა ტირაჟიც წიგნის მაღაზიებში ყველაზე სწრაფად იწურება. როგორც გავიგეთ, ამ წიგნების შეძენას მკითხველები ფესტივალზე შეძლებენ. ასევე, გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც სპეციალურად წიგნის ფესტივალისთვის გამოიცა და წინ ბესტსელერობის გზა ელით.

ნინო კუსრაშვილი, გამომცემლობა „დიოგენეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი –  ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკასა“ და „ეტ სეტერას“ სერიის წიგნებზე. ჩვენი პრიორიტეტია ასევე საბავშვო ლიტერატურისა და თარგმანების გამოცემა. ყველაზე მოთხოვნადი წიგნი ჩვენი გამომცემლობიდან, რის გამოც მუდმივად გვიწევს ტირაჟის დამატება, არის ყურბან საიდის „ალი და ნინო“, უმბერტო ეკოს „ფუკოს ქარხანა“ და ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელი წინდა“. წელს ამ ყველაზე მოთხოვნად წიგნებთან ერთად ფესტივალზე 100-მდე დასახელების წიგნით წარვსდგებით.

ნატა ჟვანია, „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობის წარმომადგენელი -გამომცემლობის განახლებულ სტენდთან ნებისმიერი ასაკის და გემოვნების ადამიანი ნახავს თავისთვის საინტერესო საკითხავს. ჩვენი მკითხველი განსაკუთრებით ელოდება  ჯ.კ. როულინგის წიგნს „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“, ალან მურისა და დევიდ ლოიდის „V ანუ ვენდეტას“, ვიქტორ პელევინის „ჩაპაევი და სიცარიელეს“, ისმაილ კადარეს „გახლეჩილი აპრილი“ და იური ანდრუხოვიჩი „მოსკოვიადას“. დარწმუნებული ვარ ეს ჩამონათვალი არის მომავალი ბესტსელერები. დღეს კი ყველაზე დიდი პოპულარობით მკითხველში სარგებლობს არუნდატ როის „წვრილმანების ღმერთი“, ნიკოლა იუნის „ყველაფერი ყველაფერი“, პალაციოს „საოცრება“ და ჯეფ კინის „წრიპა ბიჭის დღიური“. წელს გვექნება 500-მდე დასახელების წიგნი, უმრავი ფასდაკლება, აქცია და ბედნიერების საათი.

ნათია ზაქრაძე, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პიარ სამსახურის უფროსი

ჩვენ წელს განსხვავებული საგამოფენო კონცეფცია გვექნება. გამოვიტანთ 1500-ზე მეტი დასახელების წიგნს. მათ შორის: თინეიჯერულ, საბავშვო და სამედიცინო ლიტერატურას. ყველაზე გაყიდვადი არის თინეიჯერული ლიტერატურა. ძალიან ხშირად გვიწევს ტირაჟის დამატება წიგნებზე: მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“, ჯეიმს დაშნერის „ლაბირინთში მორბენალი“, „ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი“ და „ჩემი პირველი ბიბლია“. უკვე მეორე წელია 10 ათასი და მეტი ტირაჟით იყიდება.

მარი კორინთელი, გამომცელობა „წიგნები ბათუმში“ – საფესტივალოდ მოვამზადეთ ოცი ახალი წიგნი. ჯამში დაახლოებით ას ოცდაათი დასახელებით ვიქნებით წარმოდგენილები. ახალი წიგნებია ზეიდი სმითის „თეთრი კბილები“ და დაფნა დიუ მორიეს „რებეკა“, „თაფლის სამხილი“ და „ქვიდან ნაჟური სისხლი“. ასევე აიზეკ აზიმოვის  „მე, რობოტი“ და ძმებ სტრუგაცკების „პიკნიკი გზის პირას“.  გვაქვს ასევე წიგნი, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება ქართულ ენაზე – ჯო აბერკრომბის „თვით მახვილი“. უამრავი მოზარდი და არა მხოლოდ ის ელოდება „13 მიზეზს“, ამ წიგნის ტირაჟი ამოწურული იყო და ამ ფესტივალზე ისევ გამოჩნდება. წიგნის ფესტივალზე განახლებული ტირაჟით იქნება წარმოდგენილი მრავალჯერ ტირაჟამოწურული წიგნები: დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“, სალომე ბენიძის „ქალაქი წყალზე“, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“.

მკითხველი ძალიან ელოდება ასევე ორ ძალიან საინტერესო მწერალ ქალს – ანა გავალდასა და ამელი ნოტომს. მათი რომანები „უბრალოდ ერთად“ და „გრაფ ნევილის დანაშაული“ ასევე იქნება ჩვენს სტენდთან. გარდა ამისა, იქნება ფასდაკლებები, კონკურსები და გათამაშება.

ჩემი წიგნის სტუმრები

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ცესკომ სპეციალური სემინარები ჩაატარა

$
0
0

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის პროექტის – არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა – ფარგლებში, სტუდენტ ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ჩატარდა სპეციალური სემინარები.

სემინარში მონაწილე სტუდენტებს ცესკოს სერტიფიკატები გადაეცათ.

საატესტატო გამოცდებზე 11 000–მდე მოსწავლე ჩაიჭრა – ალექსანდრე ჯეჯელავა

$
0
0

2016–2017 სასწავლო წლის მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებზე 11 000–მდე მოსწავლე ჩაიჭრა. როგორც ჩვენი ჟურნალისტი მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყება, ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა.

“დაახლოებით 11 000–მდე მოსწავლემ საატესტატო გამოცდებზე წელს ზღვარი ვერ გადალახა. მოსწავლეთა რაოდენობა 40–50 ათასამდე შუალედში იყო. ეს შედეგი არის დაახლოებით იგივე, რაც შარშან იყო. ბავშვებს ტექნიკური საგნები წელსაც უჭირთ”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ზუსტ ციფრებსაც გაასაჯაროებენ.

EDU.ARIS.GE საკითხის დაზუსტების მიზნით, გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. როგორც ცენტრის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, შეიძლება ითქვას, რომ შედეგი შარშანდელის ანალოგიურია.

“დიახ, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც საატესტატო გამოცდებზე ზღვარი ვერ გადალახა 11 ათასამდეა. გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ მათში მოიაზრებიან ის მოსწავლეებიც, ვინც გასულ წელს იყო ჩაჭრილი, წელსაც გავიდა გამოცდებზე და წელსაც ვერ გადალახა ზღვარი. ეს შედეგი შარშანდელის ანალოგიურია”, – განაცხადა მაია გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები 19 ივნისს, მე–11 კლასის საატესტატო გამოცდებით გაგრძელდება. 

ერთბაშად ამდენი გამოცდა სტრესია – მათემატიკის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა 15% ჩაიჭრა

საგნის ჯგუფის ხელმძღვანელების რჩევები მოსწავლეებს

მე -11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით – 2016–17 სასწავლო წელი

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა


კსუ-ს მომავალი თანამშრომლობის მიზნით სამედიცინო კომპანია ევექსის წარმომადგენლები ესტუმრნენ

$
0
0

24 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დეკანი ლალი მეკოკიშვილი, სამედიცინო კომპანია ევექსის პერსონალის შერჩევის განყოფილების წარმომადგენლებს თამარ შუბლაძესა და ნინო პატარაიას შეხვდა.

კომპანია გაფართოვების მიზნით, თანამშრომელთა შერჩევას იწყებს და ამ პროცესში, კსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ჩართვას მოიაზრებს.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნული საკითხი დეტალურად განიხილეს და სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრის თარიღიც ჩანიშნეს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ევექსი დასაქმების პარალელურად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სტუდენტებს სასწავლო პროცესშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.

დასაქმების საკითხის პარალელურად, ფაკულტეტის დეკანმა სტუმრებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით განიხილა.

სსუ-ის სტუდენტებს ამავე უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებული, აშშ-ის უნივერსიტეტის მაგისტრანტი შეხვდა

$
0
0

მიმდინარე წლის 24 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჩატარდა შეხვედრა ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან, ამერიკის შეერთებული შტატების ტაფტის უნივერსიტეტის, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მაგისტრანტ, ზვიად აძინბაიასთან თემაზე: “ამერიკული განათლება“.
შეხვედრა მიმდინარეობდა დიალოგის ფორმატში.

საუბარი იყო თუ როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას განათლების სფეროში, რას იძლევა ამერიკული სკოლის განათლება, როგორ განახორციელო შენი შესაძლებლობები საბაზისო ეკონომიკის პირობებში. დებატები გაიმართა აგრეთვე აშშ-ის და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე. საუბარი იყო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, თუ როგორია აშშ-ის საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

შეხვედრის ბოლოს ზვიად აძინბაიას გადაეცა ფაკულტეტის საპატიო სიგელი წარმატებული სწავლისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის.

გორის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით უკრაინის რესპუბლიკიდან დელეგაცია ეწვია

$
0
0

გორის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია დელეგაცია უკრაინის რესპუბლიკის, ქალაქ მელიტოპოლიდან. დელეგაციის წევრებმა: მელიტოპოლის ვიცე-მერმა, ქალბატონმა, სვეტლანა ბოიკომ, ქალაქ მელიტოპოლის საკრებულოს წევრმა ბატონმა პაველ ტიმოფეევმა და ქალაქ მელიტოპოლის „ქართულ-უკრაინული მეგობრობის“ საზოგადოების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ოლგა დეკანოიძემ შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელთან, პროფესორ ლევან მიდოდაშვილთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს განათლების, ინოვაციების და კულტურის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, ხაზი გაუსვეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობის მნიშვნელობას და დაგეგმეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმა.

თსუ-ში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება

$
0
0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურა შარჟებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეგობრული შარჟები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) პერიოდში კულტურის სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენისა თუ პიროვნებების შესახებ, რომლებიც მათი თანამედროვე მხატვრების მიერაა შესრულებული. ასევე გამოიფინა ჩანახატების ფოტოასლები. მასალები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებიდანაა მოძიებული.

თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტში დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული. ,,წარმოდგენილია ძალიან საინტერესო ექსპოზიცია – 1918-1921 წლების პერიოდიკაში დაბეჭდილი შარჟები და ეს პერიოდიკა დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ასევე დაგეგმილია უნივერსიტეტის მიერ მომზადებული წიგნის პრეზენტაცია სოციალ-დემოკრატიის შესახებ. მისი ავტორია ჩვენი თანამემამულე, საფრანგეთში მოღვაწე ემიგრანტი ტიერი ბერიშვილი. ასევე გაიმართება გამოფენა თსუ-ის მუზეუმში და გაიხსნება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია“,-აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.

როგორც თსუ-ის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა სალომე ჭანტურიძემ თქვა, გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა ძირითადად პერიოდული პრესიდან არის და შესაძლოა, სწორედ ამიტომაც არის უცნობი დამთვალიერებლებისთვის თუ მკვლევრებისთვის. „ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს 1918-1921 წლების პერიოდულ პრესაზე მუშაობა. მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ეს უნიკალური მასალა, გავიჩნდა იდეა გაგვეკეთებინა გამოფენა და ბევრი ადამიანისთვის გაგვეცნო შემოქმედება, რომელიც იქმნებოდა იმ დროის მოღვაწე მხატვრების მიერ“, – განაცხადა სალომე ჭანტურიძემ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ირემაძის თქმით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უკვე ტრადიციულად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულს სხვადასხვა ღონისძიებით. „ასე იყო გასულ წელსაც, წელსაც და მომავალ წელს უფრო მასშტაბურად აღვნიშნავთ, ღონისძიებათა ციკლი მიძღვნება პირველ რესპუბლიკას“, – განაცხადა ირაკლი ირემაძემ.

„ამ კარიკატურებით პირდაპირ ჩანს, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში პოლიტიკაში თუ ისე ცხოვრებაში. ზოგადად, ნახატით ყველაზე მარტივად, ყველაზე გასაგებად და ლაკონურად შიგიძლია გადმოსცე მთელი ის სათქმელი, რაც იმ მომენტში ხდება“-განაცხადა მხატვარმა ზაალ სულაკაურმა.

კვირეულის ფარგლებში თსუ-ის ბიბლიოთეკა ქართველ ხალხთა მეგობრობისა და კულტურის ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტის, ლევილის ქართული მამულის  მართვის საბჭოს წევრის ტიერი ბერიშვილის წიგნის „ქართული სოციალ-დემოკრატია 1880-1953: ძირითადი ორიენტირების“ პრეზენტაციას მოაწყობს; თსუ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“; თსუ-ის ბიბლიოთეკაში ჩატარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“.

კსუ–ში სტუდენტთა ნახატების გამოფენა გაიხსნა

$
0
0

24 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ხატვის წრის სტუდენტთა ნახატების გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებლებს, ერთი კვირის მანძილზე, საშუალება აქვთ პროფესიონალ თუ მოყვარულ სტუდენტთა ნახატებს უნივერსიტეტის ცენტრალური შემოსასვლელის ტერიტორიაზე გაეცნონ და დაათვალიერონ.

უნივერსიტეტის ცნობით, ხატვის წრეს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, მაკა ტაბიძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, წრე უკვე 5 წელია არსებობს და მასში გაწევრიანება ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია. ხატვის გამოცდილება მნიშვნელოვანია, თუმცა გადამწყვეტი ფაქტორი არ არის და მოტივირებულ ახალგაზრდებს ის ძირითად ტექნიკასა და პრინციპებს აათვისებინებს.

სტუდენტთა დაინტერესების შესაბამისად, ხატვის წრე ყოველწლიურად 12-15 ახალგაზრდას ღებულობს, რომლებიც მთელი სასწავლო წლის მანძილზე ხელმძღვანელთან ერთად მუშაობენ, ხვეწენ ხატვის ტექნიკას, არჩევენ თემასა და მიმართულებას,  რომელზეც საბოლოო ნამუშევარი უნდა მოამზადონ.

2017 სასწავლო წლის ფინალურ სემესტრში ჩატარებული გამოფენის ძირითადი მიმართულებები პორტრეტი, პეიზაჟი და სიუჟეტური ნამუშევრებია.

მსგავსი სახის გამოფენები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პერმანენტულად ხორციელდება.

არემარე თუ არე მარე? თავთავი თუ თავ-თავი? – ფუძეგაორკეცებული სიტყვების მართლწერა

$
0
0

გრამატიკულ ცნობარში უკვე ვისაუბრეთ ნაირფუძიანი კომპოზიტების მართლწერაზე. დღეს ფუძეგაორკეცებულ სიტყვებს მიმოვიხილავთ.

ფუძეგაორკეცებულს ისეთ სიტყვებს ვუწოდებთ, რომლებიც სიტყვების გაორკეცებით, ანუ გამეორებით წარმოიქმნება.

გაორკეცება რამდენიმე სახისაა:

ამოსავალი ფუძე უცვლელად მეორდება სიტყვებში: თავთავი, წამწამი, კამკამი…

ფუძეები შეერთებულია კავშირით: სხვადასხვა, პირდაპირ, ხანდახან…

ამოსავალი ფუძე შეცვლილი სახით მეორდება: ბინდბუნდი, არემარე, ჩხარაჩხური, ავანჩავანი…

ამგვარ სიტყათა მართლწერისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:

შერწყმულად, უდეფისოდ იწერება და კავშირით შეერთებული ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები. შესაბამისად, სწორია: სხვადასხვა, პირდაპირ…

შენიშვნა: ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ და მხოლოდ, კვლავ და კვლავ, უფრო და უფრო იწერება ცალ-ცალკე!

უდეფისოდ იწერება ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები, რომელთა ნაწილების მნიშვნელობა გასაგებია, სიტყვა კი ახალ, სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს: წამწამი, თავთავი…

ერთად იწერება კომპოზიტები, რომელთა ნაწილებიც მნიშვნელობას მოკლებული მარცვლებია: კაშკაშა, ბაჯბაჯი, ჩიფჩიფი…

უდეფისოდ იწერება კომპოზიტები, რომელთა ფუძეშიც ბგერა იცვლება ან ემატება: ქოხმახი, არემარე, კანტიკუნტად, ბინდბუნდი, ჩხარაჩხური, ავანჩავანი…

თუ კომპოზიტის ამოსავალი ფუძე დამოუკიდებელი მნიშვნელობისაა და საკუთრივ კომპოზიტშიც ინარჩუნებს ამ დამოუკიდებელ მნიშვნელობას, მაშინ დეფისის გამოყენება სავალდებულოა!

მაგალითად, განვიხილოთ ორი კომპოზიტი:

ნაპირ-ნაპირ და ჩიფჩიფი

ნაპირ=ნაპირი, ნაპირ-ნაპირ= განაპირას, ნაპირის გასწვრივ

ჩიფ – დამოუკიდებლად ასეთი სიტყვა არ არსებობს;

შენიშვნა: თუ სიტყვაში პირველი ნაწილი სახელობითი ბრუნვის ფორმითაა წარმოდგენილი, სიტყვა უნდა დაიწეროს ერთად, უდეფისოდ: კარიკარ, შორიშორს…

არასწორია: არე-მარე; თავ თავი; ბოლოსდაბოლოს; ნაპირნაპირ; სხვა და სხვა

სწორია: არემარე; თავთავი; ბოლოს და ბოლოს; ნაპირ-ნაპირ; სხვადასხვა

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

9 გენიალური მათემატიკური ხერხი, რომელსაც სკოლაში არ გვასწავლიან

$
0
0

ისევე როგორც სხვა ნებისმიერ მეცნიერებას მსოფლიოში, მათემატიკასაც აქვს თავისი საიდუმლოებები. თუმცა რაღაც მიზეზების გამო ჩვენს მასწავვლებლებს ამის შესახებ არაფერი უთქვამთ ჩვენთვის. ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა, ჩვენ რომ ეს ხრიკები გვცოდნოდა.

Bright Side-მა  9 ყველაზე გასაოცარი მათემატიკური საიდუმლოებები შეკრიბა. მოუყევით ამის შესახებ თვენს ბავშვებს და მათემატიკა მათი საყვარელი საგანი გახდება:

ხრიკი 1:

6622710-130277_Pict_2-1473698316-650-1177cd5071-1488538208

ხრიკი 2:

6622410-130278_Pict_3-1473698402-650-1177cd5071-1488538208

ხრიკი 3:

6622360-130279_Pict_4-1473698475-650-1177cd5071-1488538208

ხრიკი 4:

6622310-130280_Pict_5-1473698549-650-1177cd5071-1488538208

ხრიკი 5:

6622460-130281_Pict_6-1473698611-650-1177cd5071-1488538208.jpg 1

ხრიკი 6:

6622510-130282_Pict_7-1473698674-650-d81043295b-1488538208.jpg 2

ხრიკი 7:

6622560-130283_Pict_8-1473698745-650-d81043295b-1488538208.jpg 3

ხრიკი 8:

6622610-130284_Pict_9-1473698927-650-1177cd5071-1488538208.jpg 4

ხრიკი 9:

6622660-130285_Pict_10-1473698895-650-1177cd5071-1488538208.jpg 5

როგორ შევაყვაროთ მათემატიკა მოსწავლეებს? – რჩევები მასწავლებლებს მათემატიკის ტრენერისგან

მოამზადა ლიკა გახარიამ


როგორ ახსოვთ პრეზიდენტს და მინისტრებს „ვეფხისტყაოსანი“

$
0
0

„მეც რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ – ამ სლოგანით აღნიშნა 26 მაისს საქართველომ შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავი. ამისთვის თბილისიც საგანგებოდ მოემზადა. ვიქტორინა „ვეფხისტყაოსნიდან“, ქუჩის არტი „ვეფხისტყაოსნიდან“, ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი და „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკით აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა, ქაჯეთის ციხის კონსტრუქცია და საბავშვო სივრცე, მიჯნურთა რაინდობისა და მეგობრობის ხეივანი, „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკის წარმოდგენა იშვიათი სახეობის მცენარეებით და სხვ. ამ ღონისძიებებისა და სივრცეების ნახვა რუსთაველის გამზირზე შეგეძლოთ. ქვეყნის პრემიერი კი რამდენიმე თვის წინ შოთა რუსთაველის დღის დაწესების ინიციატივითაც გამოვიდა. ამ დრომდე კონკრეტული თარიღი არ არის შერჩეული, თუმცა მე-12 საუკუნის გამორჩეული გენიის იუბილე ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად აღინიშნა.

სწორედ ღონისძიებების შინაარსის გათვალისწინებით,  EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკოსები გამოეცადა იმაში, თუ ვის როგორ და რომელი საზეპირო ან აფორიზმი ახსოვს „ვეფხისტყაოსნიდან“. ჩვენ ქვეყნის პრეზიდენტს და ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ისიც ვკითხეთ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში საზეპიროები ,,ვეფხისტყაოსნიდან”.

გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი – ახლა არ მახსენდება ყველაზე მნშვნელოვანი, მაგრამ ალბათ „ვინც მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია“ – სავარაუდოდ, თქვენ როგორ ფიქრობთ?! არ შემიძლია ეგრე გამოვარჩიო რომელიმე. შეიძლება იყოს დასაწყისიც „რომელმან შექმნა სამყარო …“

ალექსანდრე ჯეჯელავა, ვიცე პრემიერი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – „ვეფხისტყაოსნიდან“ ძალიან ბევრი საზეპირო ვიცი. მთავარი საზეპირო ჩემთვის არის ავთანდილი რომ ამბობს – „უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი“. შინაარსი ისაა, რომ თუ ღმერთს უნდა ყველაფერი გამოვა, თუ ღმერთს არ უნდა მაინც არაფერი გამოვა. მგონი ასე ცხოვრობს ქართველი ხალხი და ჩემთვისაც ეს ძალიან ახლოსაა გულთან.

მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი – „ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია“ – ეს არის ერთ-ერთი საფუძველი იმის, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს თითოეული თქვენთაგანი და თითოეული ადამიანი იმისთვის რომ მშვიდობა და სტაბილურობა იყოს.

გიგლა აგულაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი  – რუსთველოლოგიაში არის კამათი დღემდე რომელი ფრაზაა მისეული „რაღაა იგი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია“, თუ „რაღაა იგი სინათლე რასაც არ ახლავს ბნელია“. მე თავისი შინაარსით და ფილოსოფიით მომწონს ეს აფორიზმი და ეს კამათიც, რაც ამას ახლავს. ალბათ, არაფერი დამიკარგავს იმით, თუ არ შევიძინე საზეპიროების სწავლით. რუსთველოლოგიაში გაცილებით მეტი წავიკითხე სკოლის მერე, სკოლის პერიოდში არ იყო სიღრმისეული ჩემი დამოკიდებულება. მთავარია, რომ ვინც კითხულობს „ვეფხისტყაოსანს“ მის რეალურ სიღრმეებამდე წვდომის შესაძლებლობა მივცეთ.

მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი – ვფიქრობ, რომ თავისი მნიშვნელობითა და შინაარსით ყველა აფორიზმი და საზეიპირო ერთნაირად მნიშვნელოვანია. დაწყება მახსენდება პირველ რიგში – „იყო არაბეთს როსტევან…“ საზეპიროების დიდი მოტრფიალე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა შინაარსობრივად ვფიქრობ, რომ ეს არის ნაწარმოები, რომელმაც გადაუჭარბებლად ქართულ რენესანსს დაუდო საფუძველი. არამხოლოდ საზეპიროები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, არამედ მეგობრობა, ტოლერანტობა.  სიყვარულის და ღირებულებების ეტალონი, რომელიც შექმნა ამ ნაწარმოებმა, ამის გააზრება, მსჯელობა, კამათიც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დავით ნარმანია, თბილისის მერი – ძალიან მიყვარს „ვეფხისტყაოსანი“ და თავის დროზე კარგად მაქვს ნასწავლი. მაინც საწყისი ნაწილი მიყვარს და მირჩევნია. თუმცა, ამის მიუხედავად გამოვყოფდი, „ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა  პირსა“.

თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი – „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, – ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები, რა თქმა უნდა, ცალსახად უნდა ისწავლებოდეს, თუმცა გარკვეული დოზით.

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი და mediachecker-ის რედაქტორი კსუ-ს ესტუმრნენ

$
0
0

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი და mediachecker-ის რედაქტორი სალომე აჩბა, კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდნენ.

პრაქტიკული სემინარი კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ირინა ღვინერიას ორგანიზებით ჩატარდა, სადაც სტუმრებმა ,,ეთიკურად გაშუქების სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის“ პრეზენტაცია გამართეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული რესურსი, სასწავლო დისციპლინა – კონფლიქტების გაშუქებაში – კსუ-ის სტუდენტებისთვის მანამდეც გამოიყენებოდა, თუმცა სახელმძღვანელო ნაბეჭდი სახით სულ ახლახანს გამოიცა.

გამოცემა დაბეჭდილია ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ ფარგლებში.

ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ქარტიის მისიასა და როლზე, დარღვევების კონკრეტული მაგალითებსა და ფაქტებზე ისაუბრეს.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ქარტიის წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ კსუ-ის სტუდენტები, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სხვადასხვა პროგრამებსა თუ ტრენინგებში აქტიურად მონაწილეობენ.

IBSU-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი ერთობლივი ინიციატივებისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა.

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს პროფესორების, ინსტრუქტორების, ტრენერებისა და ექსპერტების უზრუნველყოფას მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში და სხვა.

GIPA-ში საქართველოს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

$
0
0

2017 წლის 25 მაისს სასტუმრო HOLIDAY INN-ში, GIPA-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ევროპული არჩევანი – მე ვარ ქართველი, და , მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს გზა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და ის გადასადგმელი ნაბიჯები რაც ქვეყანას საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე აშორებს. გამომსვლელებმა იმსჯელეს ისეთ სფეროებზე როგორებიცაა: თავდაცვა, უსაფრთხოება, დიპლომატია, ეკონომიკა და სამართალი.

გამომსვლელებს შორის იყვნენ:
გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი
მაკა იოსელიანი – საქართველოს ასაზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი
არჩილ ყარაულაშვილი – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ ურთიერთობებში
თეონა აქუბარდია – საქართველოს უშუშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
ნიკოლოზ ჯანჯღავა – საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი
დავით სიხარულიძე – საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში.
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი
ალექსი ალექსიშვილი – PMCG-ს აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ეკონომისტი
მიხეილ დარჩიაშვილი – თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კარიერული დიპლომატი,
ნოდარ ხარშილაძე – საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი
დავით ჯანდიერი – იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, იურისტი,
ნინო ევგენიძე – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
ბათუ ქუთელია – მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარი, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში.
არჩილ გერსამია – GIPA-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
თორნიკე შარაშენიძე – საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი, სრული პროფესორი
ირაკლი ყიფიანი – ვენეციისა და პადოვას უნივერსიტეტის დოქტორანტი, ეკონომისტი
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: გიორგი აბაშიშვილი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ფიქრია ჩიხრაძე – პრეზიდენტის მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე – პრეზიდენტის მრჩეველი, დავით უსუფაშვილი – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გელა ჩარკვიანი – საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში და სხვ.

TEMPUS PEOPLE-ის პროექტის ფარგლებში ორდღიან დასკვნით კონფერენციას ქუთაისის უნივერსიტეტის ორი წარმოამდგენელი ესწრებოდა

$
0
0

მიმდინარე წლის 16-17 მაისს, სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი მასპინძლობდა ორდღიან დასკვნით კონფერენციას TEMPUS PEOPLE-ის (საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელშეწყობა ადამიანური რესურსების მეშვეობით) პროექტის ფარგლებში.

კონფერენციის მიზანი იყო „კარგი პრაქტიკის“ გაზიარება, რომელიც შეძენილ იქნა TEMPUS PEOPLE-ის პროექტის განხორციელებისას 2014-2017 წლებში. კონფერენციას ესწრებოდნენ Erasmus+ სომხეთის ეროვნული ოფისის კოორდინატორი – ლანა კარლოვა და პროექტის 6 პარტნიორი ქვეყნის უნივერსიტეტების წარმოამდგენლები სომხეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და შვედეთიდან.

ქუთაისის უნივერსიტეტიდან კონფერენციას ესწრებოდა ორი წარმოამდგენელი (ნინო ხაზარაძე – ქუთაისის უნივერსიტეტის დირექტორი და ელგუჯა დეისაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი). პლენარულ სესიაზე, რომლის სახელწოდება იყო „ქვეყნის პერსპექტივები ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით პროექტის პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, თავის გამოსვლაში, ელგუჯა დეისაძემ, PEOPLE პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა, ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტის ზეგავლენას (ეფექტს) საქართველოში. მან აღნიშნა, რომ PEOPLE პროექტი, ქუთაისის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული რესურს ცენტრებითა და ორივე უნივერსიტეტში სათანადოდ გადამზადებული საშუალო რგოლის ადამიანური რესურსების მენეჯერთა მეშვეობით, ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსების პროცესების მდგრად განვითარებას საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც.

კონფერენციის პირველი დღის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ პარალელურ სესიაზე სახელწოდებით „ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული დაგეგმარება“, რომლის მოდერატორები იყვნენ ადამიანური რესურსების პორტუგალიელი და ყაზახი ექსპერტები, ჩვენმა უნივერსიტეტმა წარმოაჩინა საკუთარი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული მიზნების შემუშავებასა და განხორციელებაში.

კონფერენციის მეორე დღე სრულიად დაეთმო პარალელური სესიის დასკვნებს, რომლებიც სესიის მომხსენებლებლების მიერ იქნა გაშუქებული. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის წარმატებაში ქუთაისის უნივერსიტეტის წვლილი სათანადოდ იქნა დაფასებული.

Viewing all 14509 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>