Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14502 articles
Browse latest View live

ატესტატების გაცემა 2017 წლის გამოსაშვები გამოცდების საფუძველზე ივნისის ბოლოს დაიწყება –პროცედურები

$
0
0

2017 წელს საატესტატო გამოცდაზე გასული მოსწავლეებისათვის, რომელთაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის გაცემა ივნისის ბოლოს, გამოსაშვები გამოცდების შედეგების დამტკიცების შემდეგ დაიწყება. როგორც EDU.ARIS.GEს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი იუსტიციის სახლია.

იუსტიციის სახლის ცნობით კი, ატესტატების გაცემა მას შემდეგ დაიწყება, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უწყებას შესაბამის ბაზას გადაუგზავნის, სადაც იმ მოსწავლეების სია იქნება, რომელთაც ატესტატის მისაღებად გამოცდაზე საჭირო ბარიერი გადალახეს.

სად უნდა ავიღოთ ატესტატი

დაინტერესებულმა პირმა, ატესტატის მიღების მიზნით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

ვის შეუძლია მოითხოვოს ატესტატი შესაბამის ორგანოში

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დოკუმენტის გამოთხოვაზე უფლაბამოსილია, დაინტერესებული სრუწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად; დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, სათანადო  წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე; არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი; 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, თუ იგი ფლობს პირადობის დამადასტურებელს დოკუმენტს. მინდობილობა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს: სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით; სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

რა ვადებშია შესაძლებელი ატესტატის მიღება

დაინტერესებული პირი უფლებამოსილია პირველადი  ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად მიმართოს იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს. თუ დაინტერესებული პირი პირველადი  ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად  უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს სასწავლო წლის ბოლომდე, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს გაიცემა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი.

რა დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ პირველადი ატესტატის მისაღებად

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დოკუმენტის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში – დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.

რა შემთხვევაში ხდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა

სერვისების განვითარების სააგენტო განათლების სამინისტროს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე ახორციელებს   ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას.  ატესტატის დუბლიკატი გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ დაინტერესებულ პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი არ აუღია საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს;
  • თუ დაინტერესებულმა პირმა შეიცვალა სახელი ან გვარი;
  • თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოსაყენებლად უვარგისია;
  • ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში.

ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის მისაღებად დაინტერესებულმაპირმა უნდა წარმოადგინოს

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი;
  • გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს;
  • პირის მიერ სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დაბადების მოწმობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის დუბლიკატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ატესტატის აღების ვადა და საფასური

პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მე-10 სამუშაო დღეს უფასოა. პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-2 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 40 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50ლარი.

ხოლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომსახურეობის ვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

თუ დაინტერესებული პირი უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობას, რომელშიც მითითებულია,  პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, დოკუმენტის გაიცემა:

განცხადების წარდგენის დღიდან მე–10 სამუშაო დღეს და გაცემისათვის  მომსახურების საფასური 25 ლარი. თუ განცხადების წარდგენის დროისთვის მოსწავლის მონაცემები დაცულია საინფორმაციო სისტემისმონაცემთა ელექტრონულ ბაზაში:

  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს და გაცემისათვის – მომსახურებისსაფასური 40 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს და გაცემისათვის – მომსახურებისსაფასური 60 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან ორი სამუშაო დღის და ვადაში გაცემისათვის – მომსახურებისსაფასური 70 ლარი.

თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომენტისთვის მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ შეიცავს ინფრომაციას  ატესტატის გაცემის შესახებ, ამასთან დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტის გაცემისთვის აუცილებელი ძირითადი დოკუმენტები (ცნობა სკოლიდან ან არქივიდან, შესაცვლელი ატესტატი) , ატესტატის გაცემა განხორციელდება განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში ატესტატის დუბლიკატის გაცემის მომსახურების საფასურია 30 ლარი.

“საატესტატო გამოცდების ბარიერის აწევას ვაპირებთ მომავალში” – ალექსანდრე ჯეჯელავა


წარჩინებული მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების თარიღი ცნობილია

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2015–16 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემას ივნისის პირველ რიცხვებში გეგმავს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა, მედლები უკვე მზად არის და თბილისთან ერთად წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება რეგიონებშიც დაიწყება.

„მედლები დამზადებულია. მოგეხსენებათ, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ წარმოადგინა ძალიან დაბალი ხარისხის მედლები, რაც სამინისტრომ არ ჩაიბარა. ახლა უკვე გამზადებულია. დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ პირველ ივნისს, მაგრამ 1-2 ივნისს გვინდა, რომ მოვახერხოთ და გადავცეთ მთელ თბილისს მაინც, რეგინებშიც წავა პარალელურად ეს პროცესი”, – გვითხრა მინისტრის მოადგილემ.

დამატებული მედალოსნების სია

ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია 2015–2016 სასწავლო წლისთვის

„ოქროს და ვერცხლის მედლების გაცემა დამატებითი წახალისების გარეშე მოსწავლეს მოტივაციას უკარგავს“

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

Protected: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

$
0
0

This content is password protected. To view it please enter your password below:

კაბა, პერანგი, ფეხსაცმელი, ვარცხნილობა, მაკიაჟი და ოპერატორი – რა ღირს სკოლის ბანკეტი?

$
0
0

ბოლო ზარი  წელს 40-ათასზე მეტი მე–12 კლასელისთვის დაირეკა. მათმა დიდმა ნაწილმა საატესტატო გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა. წინ ეროვნული გამოცდები და ცხოვრების ახალი ეტაპია. თუმცა იქამდე სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებული, უკვე ტრადიციად ქცეული სკოლის ბანკეტის დღეა დასაგეგმი.

რამდენადაც ეს დღე სკოლადამთავრებულთათვის სასიამოვნო, გამორჩეული და ლამაზი საღამოა, იმდენად დაკავშირებულია მშობლებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებთან. ხარჯები კი ღონისძიების მასშტაბურობითა და მრავალფეროვანი პროგრამის მიხედვით, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. რა უჯდებათ მშობლებს შვილის სკოლის გამოსაშვები საღამო?  – ეს მაისის თვის ყველაზე აქტუალური კითხვაა სკოლის გამოცდების შემდეგ. EDU.ARIS.GE–მ გადაწყვიტა, ყველა იმ შესაძლო ხარჯთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ამ დღის აღნიშვნას  ახლავს თან.

გოგონები

გოგონები, საოცნებო კაბაზე ფიქრს რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. ფასი სხვადასხვაგვარია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შედარებით დაბალფასიან ბრენდებად წოდებულ მაღაზიებში კაბებისა და ფეხსაცმელების, ასევე სადღესასწაულო ჩანთების ფასები ფასდაკლებების გათვალისწინებით იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბაზრობებსა და მაღაზიებში. გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა, გოგონებს კაბების შეძენა იაფფასიანი სეგმენტის ბრენდებში 60-იდან – 100 ლარამდე შეუძლიათ. დაახლოებით იგივე ღირს საღამოს კაბები ბაზრობებზე, თუმცა შეიძლება მათმა ფასმა 200 ლარსაც გადააჭარბოს.

რაც შეეხება იმ ბრენდებს, რომელიც საზოგადოებაში ძვირადღირებულის სტატუსს ატარებს, კაბების და ფეხსაცმელების ფასები საკმაოდ მაღალია. კაბების ფასი 300 ლარიდან იწყება და 600 ლარამდეა, ფეხსაცმლის შეძენაც დაახლოებით ამავე ფასში შეგეძლებათ.

თუ ვერც მაღაზიაში მოიწონეთ სამოსი და არც ბაზრობებზე გსურთ შეიძინოთ, მაშინ მოგიწევთ კაბა საკუთარი დიზანით მკერავს შეაკერინოთ. ესეც არანაკლებად ძვირი სიამოვნებაა და ფასი 150-იდან 300 ლარამდე მერყეობს დიზაინერისვე მატერიით.

თუ თქვენ გოგონას მშობელი ხართ, სამზადისი არც კაბის და არც ფეხსაცმლის ყიდვით არ სრულდება. თანხა საბანკეტო მაკიაჟისა და ვარცხნილობისთვისაც უნდა გაითვალისწინოთ.  ფასი კი სალონების პრესტიჟის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის სირთულის გათვალისწინებით 70-იდან 200- ლარამდე მერყეობს.

გამოდის, რომ გოგონების გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, საშუალოდ 250 -ლარიდან 800 ლარამდე დაგიჯდებათ.

იჭები

ბიჯებისთვის არჩევანი არც ისე დიდია. არსებობს ორი ვარიანი: 1. პერანგი, შარვალი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი ან ე.წ ბაბოჩკა და 2. შარვალი-პიჯაკი, პერანგი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი ან ე.წ ბაბოჩკა. მიუხედავად არჩევანის სიმწირისა, თანხის დაზოგვას ვერც ბიჭების მშობლები შეძლებენ.

მომხმარებლებში ჩამოყალიბებული აზრის მიხედვით, შარვალ-პიჯაკი ყველაზე იაფი ლილოს ბაზრობაზეა. ფასები იქ 200 ლარიდან- 500 ლარამდე მერყეობს. ფეხსაცმლის ყიდვა იქვე 100-იდან – 200 ლარამდე შეგიძლიათ. პერაგის შეძენას კი სურვილისა და ბიუჯეტის მიხედვით, 25 ლარადაც შეძლებთ და 100 ლარადაც.

ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიებსა და ბაზრობებზე კი ფასები მნიშვნელოვნად გასხვავებულია. შარვალ-პიჯაკის ფასი 300 ლარიდან იწყება და ზედა ზღვარი საკმაოდ შთამბეჭდავ ფასს აღწევს. ფეხსაცმელი ბრენდულ მაღაზიებში ფასდაკლებით 120 ლარადაც შეგიძლიათ შეიძინოთ. პერანგის ფასი კი 50-იდან-120 ლარამდე მერყეობს.

გამოდის, რომ არც ბიჭების მშობლები არიან ნაკლებად გახარჯულები. საშუალოდ მათ გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება 400 ლარიდან – 1000 ლარამდე დაუჯდებათ.

კლუბი / რესტორანი

თუ თქვენ უკვე შეუძინეთ შვილებს სამოსი, ყველაფერი არც აქ დასრულებულა. წინ იმ გარემოს შერჩევაა, სადაც მათ სკოლის დამთავრება უნდა აღნიშნონ.

რესტორნის ფასები, მენიუს გათვალისწინებით, ერთ პერსონაზე 50-ლარიდან იწყება და 120 ლარამდე მერყეობს.

შედარებით იაფია  სკოლის დამთავრების აღნიშვნა კარაოკე ბარებში ან კლუბში. ამ შემთხვევაში არც საგანგებო დრესკოდი დაგჭირდებათ. ფასდაკლების საიტებზე მითითებული ფასების გათვალისწინებით, 1 პირისთვის მომსახურების ღირებულება 40-იდან 60 ლარამდე მერყეობს, ფასში დიჯეის მომსახურებაც შედის.

თუ თქვენ გინდათ საღამო განსხვავებული იყოს და სპეციალური ფლეშმობ-ცეკვით გაამრავალფეროვნოთ, მაშინ 15-16 პერსონაზე დამატებით 400 ლარის გადახდა მოგიწევთ.

ფოტო/ვიდეო

სკოლის გამოსაშვები საღამო ფოტოსა და ვიდეოგადაღების გარეშე წარმოუდგენელია. მათი ფასები კი საშუალოდ 500-იდან 1500 ლარამდეა. ფასდაკლების საიტებზე ამ მომსახურების ფასდაკლებასაც შეხვდებით, სადაც 600 ლარიან მომსახურებას 300 ლარად გთავაზობენ.

თუ მონაცემებს შევაჯამებთ, მშობლებს სკოლის გამოსაშვები საღამოთვის შვილების მომზადება ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 800-იდან – 1500 ლარამდე დაუჯდებათ.

“მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე”..

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასაქმების 100%–იანი მაჩვენებელი – თბილისში ტურიზმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

$
0
0

თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება, რომელიც პრესტიჟული ფრანგული ბიზნესსკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი. უნივერსიტეტის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართა. ღონისძიებაზე გაფორმდა ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი ქართული და ფრანგული მხარეების – საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს, „Block Invest”-ს და GroupVatel-ს შორის, საქართველოში „ვატელის“ უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე.

უნივერსიტეტის მიღწევები

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ინფორმაციით, „ვატელი“ არის რეიტინგით პირველი სკოლა სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 35 უნივერსიტეტი აქვს გახსნილი, ჰყავს 7 000 სტუდენტი და 30 000 კურსდამავრებული. დღესდღეობით, „ვატელ ჯგუფს“ 39 უნივერსიტეტი აქვს მსოფლიოს 4 კონტინენტზე და Vatel Georgia იქნება მე-40 სასწავლო დაწესებულება ამ საერთაშორისო ქსელში.

csm_Vatel_50e3560a07„აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ვატელი“ გახდა საუკეთესო უნივერსიტეტი სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით / Best Hospitality Management School – 2016.„ვატელი“ ყველა დიდ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მათი წარმომადგენლები სისტემატურად ატარებენ ტრენინგებს „ვატელის“ სტუდენტებისთვის, სტუდენტები კი ესწრებიან მსოფლიო დონის ფორუმებს, კონფერენციებს, სემინარებს. სასტუმროების წარმომადგენლები იწვევენ სტუდენტებს პრაქტიკის გასავლელად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„ეს ყველაფერი „ვატელის“ კურსდამთავრებულს აძლევს საშუალებას დასაქმდეს სწავლის დასრულებისთანავე. შესაბამისად „ვატელს“ 35 წლიანი არსებობის მანძილზე 100 % იანი დასაქმების სტატისტიკა აქვს. საქართველოში „ვატელ ჯგუფი“ „Block Invest”-ის და “SEU”- ს დახმარებით შემოდის“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ “სეუ”–ში.

“Vatel-ის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ სასწავლებელი პასუხისმგებლობას აიღებს მათ დასაქმებაზე, საქართველოში და საზღვარგარეთ, ყველა სტუდენტი უფლებამოსილი იქნება ჩაერთოს უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დასაქმების პროგრამაში, მეტიც, ჩვენ დარწმუნებული ვართ ამ პროგრამის ეფექტურობაში, შესაბამისად, თავიანთი სწავლის საფასურის ნაწილის გადახდა სტუდენტებს უკვე თავიანთი შემოსავლიდან შეეძლებათ, სწავლის დამთავრებისა და წარმატებული დასაქმების შემდეგ”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ვიცე-რექტორმა, გიორგი ცხვედიანმა.

სასწავლო პროგრამა და საფეხურები

„Vatel Georgia” – სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში – გასცემს ფრანგულ (საერთაშორისო) დიპლომს. სასწავლო პროცესი SEU-ს ახალ კამპუსში შედგება, ვატელის სტუდენტები სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტს ინგლისურ ენაზე შეისწავლიან.„Vatel Georgia”-ს აკადემიური პროგრამა მოცავს როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას.

გარდა ამისა, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაამთავრონ პროფესიული განვითარების კურსები: 3 თვიდან – 1 წლამდე.

18817335_1877369615622059_139880774_oუნივერსიტეტის პრეზენტაციას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიდა ვიცე–პრემიერი, განათლებისა და მეცნიერები მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესწრებოდნენ.

„ეს არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, ვინაიდან საქართველოში ტურიზმი იზრდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ხდება პროფესიონალების მომზადება. უმნიშვნელოვანესია, რომ ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი, როგორიცაა „ვატელი”, შემოდის საქართველოში და სულ მალე გვეყოლება საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები ამ სფეროში. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ბლოკ ინვესტს” და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ “სეუს” ამ ინიციატივის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლებელს ექნება საერთაშორისო მასშტაბი და დარწმუნებული ვარ, მეზობელი ქვეყნებიდან არაერთი ახალგაზრდა მოისურვებს საქართველოში ჩამოსვლას სასწავლებლად. დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი, რადგან სულ მალე ჩვენ გვეყოლება საქართველოში საერთაშორისო დონის, უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალები სტუმარ-მასპინძლობის სფეროში,” – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა.

18765760_1793666834296866_5122375142361507_nგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი უნივერსიტეტის გახსნა, სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ინიციატივასთან – „ისწავლე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველო რეგიონში საგანმანათლებლო ცენტრად იქცეს.

“მე წარმომიდგენია, რამდენად რთული იქნებოდა ამ დონის სასწავლებლის საქართველოში შემოყვანის პროცესი. ის ფაქტი, რომ Vatel და SEU ერთად აპირებენ, განვითარდნენ არა მხოლოდ უმაღლესი განათლების კუთხით, არამედ დუალური, სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების კუთხით, არის ძალიან სასიხარულო და აღსანიშნავი. და ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა წლების განმავლობაში მის პოპულარიზაციასთან ერთად, სწორედ ამ მიმართულებას აირჩევს და გვგონია, რომ ეს ძალიან ჯანსაღად აისახება შრომის ბაზარზე”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 

სად და როგორ ისწავლება ტურიზმი საქართველოში – აბიტურიენტის გზამკვლევი

(R)

კსუ-ის ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა საველე პრაქტიკაში მიიღეს მონაწილეობა

$
0
0

27 მაისს, კავკასიის საერთაშორის უნივერსიტეტის ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ქართველი და უცხოელი სტუდენტები, სასწავლო-საველე პრაქტიკის ფარგლებში, წავკისს, კოჯორს, კიკეთსა და ბეთანიის მისადგომებს ესტუმრნენ.

საველე პრაქტიკაში ფარმაკოგნოზიის, ფიტოთერაპიისა და სამედიცინო ბოტანიკის სასწავლო დისციპლინების სტუდენტები მონაწილეობდნენ. აღნიშნული აქტივობა კსუ-ში უკვე მეორე წელია ხორციელდება და მისი მიზანია თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული კომპონენტის დახვეწა.

სტუდენტებმა, საგნის პროფესორ ციცინო გაგნიძესა და ფარმაციის ქართული საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელ გია ჩუბინეძესთან ერთად, აღწერეს, მოიძიეს და უნივერსიტეტში წამოიღეს სხვადასხვა სამკურნალო მცენარეები, რომელთა ჰერბარიზებაც ადგილზე მოხდება.

ამ ტიპის გასვლებით უნივერსიტეტის სასწავლო ბაზას სხვადასხვა სახეობის ნედლეული ემატება, რომლებიც სტუდენტების მიერ მიკროსკოპულ დონეზე შეისწავლება და აღიწერება.
აღსანიშნავია, რომ ექსპედიციაში ფარმაკო-ქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჯემალ ანელიც მონაწილეობდა.

მე–10–12 კლასებში მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეიცვლება – ლია გიგაური

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, ის საკითხი, რომ ყოველწლიურად საჯარო სკოლების კურსდამთავრებულების გარკვეული რაოდენობა აწყდება გამოსაშვებ გამოცდებზე პრობლემას, გამოსწორდება მხოლოდ საშუალო საფეხურის შინაარსობრივი და სტრუქტურული ცვლილების შემდეგ. მათ შორის, დაემატება არჩევითი საგნები და შეიცვლება შეფასებების სისტემაც.

როგორც გიგაურმა EDU.ARIS.GE-ის განუცხადა, მოსწავლეების მიერ ბარიერის ვერ გადალახვას არა ერთი, არამედ სხვადასხვა მიზეზი აქვს. ესაა სასკოლო პროგრამები, სკოლის მოწყობა, მასწავლებლების პროფესიული მზაობა, მოსწავლეების მოტივაცია.

”ჩვენ ვგეგმავთ არამხოლოდ საშუალო საფეხურის (მე-10, მე-11, მე–12 კლასები) შინაარსობრივ  გადამუშავებას, არამედ მოწყობის შეცვლასაც. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. თვითონ საშუალო საფეხურის მისიიდან და  სტრუქტურის ცვლილებიდან გამომდინარე, შეფასებების სისტემაც იქნება შეცვლილი.  ზოგადად დაწყებულია მუშაობა საშუალო საფეხურის შინაარსის ცვლილებაზე, განახლებაზე, დიფერენცირებულ მიდგომებზე, სტრუქტურის  ცვლილებაზე. მომდევნო სასწავლო წელს ალბათ დანერგვას ვერ შევძლებთ, თუმცა საპილოტე ვერსია მზად გვექნება,” – აღნიშნა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში ზოგადი განათლება სამ საფეხურად იყოფა: დაწყებით, საბაზოდა საშუალო საფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო – 7-9,ხოლო საშუალო – 10 – 12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1-9კლასებს.

სკოლაში გაკვეთილების შემცირება საბაზო საფეხურს შეეხება – ინტერვიუ ლია გიგაურთან

“საატესტატო გამოცდების ბარიერის აწევას ვაპირებთ მომავალში” – ალექსანდრე ჯეჯელავა

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრეზენტაცია გაიმართება

$
0
0

2017 წლის 31 მაისს, 16:00 საათზე, კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პრეზენტაცია გაიმართება.

კამპანიის ორგანიზატორები საზოგადოებას ინფორმაციას გააცნობენ  საკონკურსო პირობებისა და ჟიურის წევრების შესახებ, ასევე, წარადგენენ სარეგისტრაციო ვებ-გვერდს და დაასახელებენ ჯილდოს, რომელიც წლის მასწავლებელს გადაეცემა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი, ტელეკომპანია „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მისამართი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ოფისი; ოთარ ჩხეიძის ქუჩა N5; (ე.წ. შანხაის უბანში, ეკლესიასთან)


Protected: ბსუ სტუდენტებს მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამების არჩევანს სთავაზობს

$
0
0

This content is password protected. To view it please enter your password below:

2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი დაამტკიცა. იხილიეთ გამოცდების განრიგი სესიების მიხედვით:

განრიგი

20 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი A)

21 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი A)

24  ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი B)

25 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი B)

26 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი C)

27 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი C)

27 ივლისი (პირველი სესია) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

2017 წლის საერთო სამაგისტრო და საგრანტო გამოცდის განრიგი

$
0
0

იცილეთ 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი:

20 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი A)

21 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი A)

24  ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი B)

25 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი B)

26 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი C)

27 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი C)

საგრანტო კონკურსი

27 ივლისი (პირველი სესია) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

2017 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება – გამოცდების ჩატარების განრიგი

$
0
0

2017 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების განრიგი ცნობილია:

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება – განრიგი:
 
13 ივლისი:
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);
  • ბუნებისმეტყველება (I-VI).
14 ივლისი:
  • მათემატიკა (I-VI);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
  • სამოქალაქო განათლება;
  • ფიზიკა.
18 ივლისი:
  • პროფესიული უნარები.
19 ივლისი:
  • პროფესიული უნარები.
20 ივლისი:
  • მათემატიკა (VII-XII);
  • ისტორია;
  • ბიოლოგია;
  • გეოგრაფია.
21 ივლისი:
  • ინგლისური ენა – წერითი ნაწილი;
  • რუსული ენა – წერითი ნაწილი;
  • გერმანული ენა – წერითი ნაწილი;
  • ფრანგული ენა – წერითი ნაწილი;
  • ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი.
22 ივლისი:
  • ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი;
  • რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
  • გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
  • ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
  • ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი.
23 ივლისი:
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი.
24 ივლისი:

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს როსტომ ჩხეიძე, დავით გალიგაშვილი და ლადო ჭელიძე ეწვევიან

$
0
0

ხუთშაბათს, 1 ივნისს, 13:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან როსტომ ჩხეიძე, დავით გალიგაშვილი და ლადო ჭელიძე.

გაიმართება რამაზ პატარიძის წიგნების: „ქართული ასომთავრული“, „ქართული წარმართული კალენდარი“ და პავლე ინგოროყვას „ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა“ განხილვა.

შეხვედრა გაიმართება უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სამკითხველო დარბაზში, პირველ სართულზე.

მისამართი: თბილისი ანა პოლიტკოვსკაიას №26

კსუ-ის სტუდენტმა საერთაშორისო კონფერენციაში წარმატებით მიიღო მონაწილეობა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პოლონეთში გამართულ სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტმა მანჩო კობიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Social and political problems in the contemporary world“.

კონფერენცია ლოძის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა და მისმა მოადგილემ გახსნეს.

კონფერენციაზე მანჩო კობიძემ თემა – „Refugee Crisis“- წარადგინა. მისი მოხსენება შეეხებოდა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გავლენას ლტოლვილების ცხოვრებაზე.
კსუ-ის სტუდენეტის ნაშრომის წარდგენის შემდეგ, პროფესორმა დომანკმა აღნიშნა, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველთვის გამორჩეულები არიან.
კონფერენციაში ფაკულტეტის 10 ქვეყნის სტუდენტი და სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული აქტივობა ლოძის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანატის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ კსუ-ის 14 სტუდენეტი სწავლას, საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის ლოძის უნივერსიტეტში აგრძელებს.

გორის უნივერსიტეტის რექტორი პოლონეთის პრეზიდენტის საჯარო ლექციაზე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა

$
0
0

მიმდინარე წლის 30 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდამ საჯარო ლექცია.

პრეზიდენტ დუდას თქმით, პოლონურ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებულია. ამ კონტექსტში მან ისაუბრა მე-19 საუკუნეში არსებულ მჭიდრო კავშირებზე ქართველებსა და პოლონელებს შორის და აღნიშნა, რომ გადასახლებული პოლონელები საქართველოში პოულობდნენ მეორე სახლს, ხოლო ქართველები აქტიურად მსახურობდნენ პოლონურ ჯარში.

მან ისაუბრა პოლონეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ ეს გრძელი გზა მოითხოვს ძალიან დიდ მუშაობას შიდა რეფორმების გატარებისა და ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიმართულებით.

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას საჯარო ლექციაზე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. პრეზიდენტ დუდასთან შეხვედრისას გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა მას საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, ისაუბრა გორის უნივერსიტეტს და პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთკავშირზე და საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნი “მავთულხლართი”, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ითარგმნა პოლონურ ენაზე და უკვე ხელმისაწვდომია პოლონელი მკითხველისთვის.


ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტთა VI შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა

$
0
0

24 მაისს ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა VI შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „ეკონომიკისა და ბიზნესის გამოწვევები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“.

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს და მათ ხელმძღვანელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას უხდის კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს და მათ ხელმძღვანელებს, წახალისების მიზნით სტუდენტური თვითმმართველობა გეგმავს კონფერენციაში ჩართული პირების ვიზიტს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტთან შესახვედრად.

GIPA-ს ტრენინგებისა და კონსტულაციების ცენტრი ევროპის ტრენინგ ორგანიზაციების წევრი გახდა

$
0
0

GIPA-ს ტრენინგებისა და კონსტულაციების ცენტრი ევროპის ტრენინგ ორგანიზაციების წევრი გახდა.

„ევროპის ტრენინგ ორგანიზაციების ქსელი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისათვის“ (ENTO) ევრო საბჭოს 47 ქვეყნის ორგანიზაციას მოიცავს.

ENTO არის არა-მომგებიანი ორგანიზაცია და მისი მისია დემოკრატიული ღირებულებებისა და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობაა ადგილობრივი და რეგიონული ორგანოების წარმომადგენლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით, რათა მათ უკეთესად შეძლონ თავიანთი მოვალეობების შესრულება სწრაფად ცვალებად სამყაროში.

ამ მისიის განხორციელებით, ENTO ცდილობს  საჯარო ადმინისტრირების უკეთესი სტანდარტების დამკვიდრებას ევროპის მასშტაბით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე; ბოლო ათასწლეულის განმავლობაში, ამ რეგიონებში ტრენინგების ცენტრების თანამშრომლობა, ENTO- ს საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანას წაროადგენს.

ადგილობრივი ხელისუფლებებისა და მათ საკითხებზე მომუშავე საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი(TCC) და მმართველობის სკოლის ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრი (LGC) ENTO-სთან ერთად ბევრ საინტერესო ინიციატივას გეგმავს.

IBSU-ს ფინანსების მიმართულების სტუდენტები საერთაშორისო პროექტის საუკეთესო ათეულში მოხვდნენ

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პროექტში ”რიგის ფინანსური გამოწვევა” და მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს.

კონკურსში 30-მდე ქვეყნიდან 120 გუნდი იყო წარმოდგენილი, საიდანაც 10 საუკეთესო შეირჩა, მათ შორის IBSU-ის ფინანსების მიმართულების სტუდენტები. ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი სლანიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი მრავალმხრივ სასარგებლო იყო მათთვის, მიიღეს გამოცდილება მსგავს მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობისა, ასევე ნაყოფიერი იყო პროფესიული ცოდნის შესაძენად.

”მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ კონკურენციის გაწევა მოგვიწია არა მხოლოდ ბაკალავრიატის სტუდენტებთან, არამედ მაგიტრატურისა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა კონკურენციას. პროფესიულ ცოდნასტან ერთად მოგვეთხოვებოდა საქმის კრეატიული გადაწყვეტა, ამიტომ ორმაგად საინტერესო იყო ეს კონკურსი”, – ამბობს გიორგი სლანიშვილი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სტარტს იღებს

$
0
0

კოალიციამ „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პრეზენტაცია გამართა, რომელზეც საზოგადოებას კამპანიის ეტაპების, კონკურსის პირობების, საკონკურსო კომისიის, კამპანიის მხარდამჭერების, ფინალური ღონისძიებისა და ეროვნული ჯილდოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრეზენტაციაზე, ასევე, წარადგინეს სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი საინფორმაციო კლიპი და ვებგვერდი – www.tprize.geრომელზეც კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლები დარეგისტრირდებიან.

კონკურსანტების რეგისტრაცია ვებგვერდზე 31 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამ ეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ – ნაწილია.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდა

როდის შეძლებენ პროფსასწავლებლის კურსდამთავრებულები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას

$
0
0

კანონპროექტი, რომელიც პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს უმაღლესში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს დამუშავების პროცესშია და პარლამენტს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, ანუ ივნისის ბოლომდე წარედგინება.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა EDU.ARIS.GE-ის განუცხადა, კანონპროექტის დამუშავებასთან ერთად, იხვეწება შესაბამისი პროგრამებიც.

10993462_974767189207693_1373596220220038794_n„ვგეგმავთ, რომ ამ საგაზაფხულო სესიაზე შემოვიტანოთ პარლამენტში. ჩვენ გვაქვს მთელი პაკეტი მომზადებული. ახლა მთავარია, რომ პარლამენტმა განიხილოს. დღევანდელი მდგომარეობით ვინც სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შეუძლიათ ექსტერნატის ფორმით დაძლიონ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები. შემდგომში უკვე შესაძლებელი იქნება რომ პირდაპირ გააგრძელონ. გვაქვს ორი ალტერნატივა დამუშავებული 1. როცა სტუდენტი ირჩევს პროფესიულ განათლებას და მის პარალელურად ზოგადი განათლების კურსსაც გადის და 2. როცა სტუდენტი თავის დროზე არ ირჩევს ზოგადი განათლების კურსს და ამის გამო უნდა შემდგომში სწრაფი კურსი გაიაროს”, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

გიგაური თქმით, უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ  2018-2019 სასწავლო წლისთვის ახალი კანონპროექტი ამოქმედდეს.

უმაღლესი სასწავლებლები პროფსასწავლებლის სტუდენტთა კრედიტებს აღიარებენ – დაგეგმილი ცვლილება

პროფსასწავლებლის სტუდენტები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ

პროფესიული განათლება

პროფესიები დასაქმების გარანტიით

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

Viewing all 14502 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>