Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14502 articles
Browse latest View live

პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლების სწავლება დებატების ფორმატით TU-ში

$
0
0

27-28-30 მაისს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა. პროექტი: „ჰობსი და ლოკი: პოლიტიკური იდეოლოგიები“, რომელიც თბილისის 29-ე საჯარო სკოლის, კერძოდ, სამოქალაქო განათლების კლუბთან ერთად დაიგეგმა, ითვალისწინებდა ახალგაზრდებისთვის პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლების სწავლებას, კომპრომისის უნარეზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის შესწავლას.

პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეებში ანალიტიკური, კრიტიკული და დებატების ხელოვნების განვითარებას. სამი დღის განმავლობაში მოსწავლეები ჯგუფებში ამუშავებდნენ საქართველოს მოდელირებული განვითარების გეგმას ფასილიტატორებთან ერთად და მოისმინეს ლექციები პოლიტიკური იდეოლოგიების შესახებ, რომელსაც ატარებდა ექსპერტ-პოლიტოლოგი, ელგა ბახტურიძე. პროექტის დასასრულს გამოვლინდა გამარკვებული გუნდი. ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატებით და გადაეცათ საჩუქრები.

პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი ახორციელებს.


„მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ რეგისტრაცია დაიწყო – როგორი იქნება შერჩევის კრიტერიუმები

$
0
0

კოალიციამ „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციაზე საზოგადოებას კამპანიის ეტაპების, კონკურსის პირობების, საკონკურსო კომისიის, კამპანიის მხარდამჭერების, ფინალური ღონისძიებისა და ეროვნული ჯილდოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციაზე, ასევე, წარადგინეს სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი საინფორმაციო კლიპი და ვებგვერდი – www.tprize.ge რომელზეც, კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლები დარეგისტრირდებიან.

18765774_1212954665480115_4639337962025239651_nკონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

განათლების სფეროს წარმომადგენლები დადებითად აფასებენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესებას და აცხადებენ, რომ ეს პედაგოგის პრესტიჟის გაზრდას შეუწყობს ხელს.

„მინდა, მივულოცო ქართველ მასწავლებლებს, რომ მოგვეცა საშუალება, შევუერთდეთ მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს, რომელშიც მონაწილეობენ მრავალი ქვეყნის მასწავლებლები. პრიზთან ერთად ეს არის ძალიან დიდი პრესტიჟი, რომელიც ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და თითოეულ მასწავლებელს უჩენს მოტივაციას, გახდეს ბევრად უკეთესი და მიიღოს მონაწილეობა კონკურსში.

„პროექტის მიზანი არ არის დააფიქსიროს ის ფაქტი, რომ მასწავლებელი თავის საქმიანობას კარგად ასრულებს. მისი მიზანია ლიდერი, ინიციატივის მქონე, ინოვატორი მასწავლებლების გამოვლენა. იმ მასწავლებლების გამოვლენა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ავითარებენ ადგილზე, საკლასო ოთახში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.

18740681_1212954648813450_2021862521860780415_nსაქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, ეს არის ჯილდო, რომელიც ზოგადად მასწავლებლის პროფესიის პოპულარობას შეუწყობს ხელს.

„დღეიდან იწყება კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც ყველა პედაგოგს აძლევს საკუთარი კანდიდატურის წარდგენის საშუალებას. 5 ოქტომბერს ჩვენ ყველანი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის ვინაობის გამოვლენის მომსწრე გავხდებით.

„არაჩვეულებრივი ინიციატივაა. ეს პრიზი გახდება საწყისი იმის, რომ გაიზარდოს პედაგოგების დაფასება და პოპულარიზაცია. საერთაშორისო კონკურსში რომ მოხვდება ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ეს კიდევ უფრო ხელშემწყობი ფაქტორია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჯილდოს დაარსების ინიციატორს კოალიციას „განათლება ყველასთვის“. ეს არის არასამთავრობო სექტორის მაგალითი“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, რომ ჯილდოს მიზანი პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის გაზრდასთან ერთად ამ პროფესიით ახალგაზრდების დაინტერესებაა, რომ ისინიც ჩაერთონ ამ საქმიანობაში და თავადაც გახდნენ მასწავლებლები.

18765853_1212954778813437_2857968466693075042_n„ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ  ამ პროცესში არამარტო მასწავლებლები, არამედ მთლიანად საზოგადოება ჩაერთოს. მიხარია, რომ უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა, ორგანიზაციამ დაგვიჭირა მხარი და არიან სოლიდარულები.

„რატომ გავაკეთეთ ეს ჯილდო? ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი განათლებაშია. განათლება არ იქნება მასწავლებლის დაფასების გარეშე. განათლება, თავისთავად, კარგი მასწავლებლის გარეშე, ძალიან რთულად მიღწევადი მიზანია. მჯერა, რომ კარგი მასწავლებელი ჩვენი მომავალია. მასწავლებლის პროფესიის განვითარება ასევე ჩვენს მომავალთან დაკავშირებულია და გვინდა, ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. საზოგადოებას ვაჩვენოთ, რატომ უნდა ვაფასებდეთ მასწავლებელს“, – განაცხადა ირინა ხანთაძემ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გიორგი მაჩაბელის თქმით, ჩვენ გვყავს ბევრი კარგი პროფესიონალი მასწავლებელი და არ გაძნელდება საუკეთესოს გამოვლენა.

18814247_1212954718813443_2381354313481577328_n„ამ ჯილდოს დაფუძვნებით ჩვენ ვხდებით საერთაშორისო მოძრაობის წევრები. რომელიც ატარებს კონკურსს და ავლენს საუკეთესო მასწავლებელს. წელს კანადელმა პედაგოგმა გაიმარჯვა. მომავალ წელს ქართველი თუ არ გახდება გამარჯვებული, ვისურვოთ, რომ ხუთეულში მაინც შევიდეს. ასე რომ წინ საინტერესო პერიოდი გველის“, – განაცხადა გიორგი მაჩაბაელმა.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მასწავლებლისთვის  ჯილდოს დაწესება როგორც დროული ნაბიჯი ისე შეაფასა.

„იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პედაგოგის პროფესია გახდა არაპრესტიჟული, არის დაბალანაზღაურებადი, საყოველთაო კრიტიკის საგანი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესება არის დროული და უმთავრესი გადაწყვეტილება. ამასთან ერთად არის მნიშვნელოვანი ინიციატივა“, – აღნიშნა პედაგოგთა პროფკავშირების პრეზიდენტმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება:

„ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩევიან მასწავლებლები. ეს კრიტერიუმები ეხმიანება საერთაშორისო კონკურსის კრიტერიუმებს. ამ მხრივ, ჩვენს მასწავლებლებს ექნებათ საშუალება საერთაშორისო მასშტაბზე გავიდნენ. ეს იქნება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი – ბოლოს და ბოლოს დავაფასოთ ჩვენი მასწავლებლები“, – განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

რაც შეეხება პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებს, ეროვნული ჯილდოს მფლობელები შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

  • მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა;
  • სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;
  • ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
  • საზოგადოებერივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
  • პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

დეტალური ინფორმაცია შერჩევის შესახებ

ჟიურის წევრები 

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

გორის უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარებული მათემატიკური ოლიმპიადის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

$
0
0

მიმდინარე სასწავლო წელს გორის უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარდა მათემატიკური ოლიმპიადა გორის სკოლებს შორის ,,იპოვე შენი მომავალი მათემატიკაში“.

პროექტი მიზნად ისახავდა მათემატიკის პოპულარიზაციას მოსწავლეებში. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღო ქალაქის ყველა სკოლის მე-9 და მე-10 კლასის ორმოცმა მოსწავლემ. დასკვნით ეტაპზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა 31 მაისს გორის უნივერსიტეტში. მონაწილეებს და გამარჯვებულებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით ჩოჩიშვილმა.

ოლიმპიადის ყველა მონაწილეს, მათ შორის პედაგოგებსა და სკოლების დირექტორებს გადაეცათ სიგელები. გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელებთან ერთად გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები გორის უნივერსიტეტისაგან.

აწსუ-ის სტუდენტებმა “პროკურატურის დღესთან”დაკავშირებით პროექტი განახორციელეს

$
0
0

2017 წლის 30 მაისს “პროკურატურის დღესთან” დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტურიზმის მეორე კურსის სტუდენტებმა განახორციელეს პროექტი.

პროექტის მიზანი გახლდათ ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შესახებ.

აწსუ-ის სტუდენტები, სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ. გელათისა და ორპირის საჯარო სკოლის, ასევე ქ. ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის N 32 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ესტუმრნენ ქ. ქუთაისის პროკურატურას და გაეცნენ პროკურატურის საქმიანობას.

საჯარო ლექციას უძღვებოდა პროკურორი მერაბ ტყეშელაშვილი. შეხვედრა წარიმართა დისკუსიის რეჟიმში.

პროექტი განხორციელდა საუნივერსიტეტო სასწავლო კურსის ” დემოკრატია და მოქალაქეობის” ფარგლებში, რომელსაც აწსუ-ში უძღვება ქეთევან კუხიანიძე.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

თსუ-ის ქართული ტრადიციული მუსიკის ანსამბლმა „თსუ გორდელა“ 10 წლის საიუბილეო კონცერტი გამართა

$
0
0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ტრადიციული მუსიკის ანსამბლმა „თსუ გორდელა“ რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 10 წლის საიუბილეო კონცერტი გამართა.

იუბილეზე ანსამბლმა ერთგულ მსმენელს ათწლიანი შემოქმედება წარუდგინა.

„თსუ გორდელა“ 2007 წელს ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 10 წლის განმავლობაში მრავალფეროვანი და გამორჩეული შემოქმედებით დიდი პოპულარობა მოიპოვა.

TU-ში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების გამოფენა გაიმართა

$
0
0

31 მაისს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს სტუდენტთა დემოკრატიული კავშირისა და კავკასიური სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების გამოფენა სახელწოდებით: „შესანიშნავი გამოფენა“ გაიმართა. ღონისძიებას კულტურის სხვადასხვა სფეროს (მხატვრები, მწერლები, მსახიობები) წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები  თბილისის №198 საჯარო სკოლიდან, ლიტერატურულ კლუბ „აველუმისა“ და „დალკის“  წევრები, რომლებმაც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას თანამედროვე და კლასიკური პოეზიის ნიმუშები წარუდგინეს.

სსმ მოსწავლეების საზოგადოებაში ადაპტაციისა და სოციალური ინტეგრაციის მიზნით მათი გამოფენის პარალელურად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი სსმ მოსწავლეების საზოგადოებაში თანასწორი ჩართულობის მიზნით მომავალშიც გააგრძელებს მათი პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელებას.

სკოლაში „ფინანსური წიგნიერების“ სწავლება დაიწყება – სიახლე მე–7, მე–8, მე–9 კლასებში

$
0
0

საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომლის რევიზიაც განათლების სამინისტროში ამ ეტაპზე მიმდინარეობს, სხვადასხვა ცვლილებები შედის. როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ხელმძღვანელი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, მათ შორისაა სკოლაში „ფინანსური წიგნიერების“ შეტანა.

„ვთანამშრომლობთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან. გვინდა, რომ ფინანსური წიგნიერება შემოვიდეს სკოლებში სერიოზულად. ეს არ იქნება არანაირად რთული რაღაც, არამედ ძალიან ყოფითი და პრაქტიკული დანიშნულების. ეს კომპონენტი შევა სამოქალაქო განათლებაში მე–7, მე–8 და მე–9 კლასში. ისწავლიან იგივე ბანკებთან ურთიერთობის საკითხებს – რა არის სესხი, რა არის პროცენტი, რასაც შემდეგ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში შეხვდებიან. ბავშვებმა უნდა გააკეთონ ძალიან გააზრებული არჩევანი, რომ თუკი სწორი დამოკიდებულება გექნება, შეიძლება, რომ სარგებელიც კი მიიღო ბანკისგან“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

EDU.ARIS.GE მარიამ ჩიქობავასთან ვრცელ ინტერვიუს ეროვნული სასწავლო გეგმების დამუშავების პროცესის შესახებ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

მე–10–12 კლასებში მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეიცვლება – ლია გიგაური

ორმაგი ხარისხი და ორი დიპლომი GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებისთვის

$
0
0

GIPA-ს სტუდენტებს ამიერიდან ეძლევათ შესაძლებლობა სწავლა გაგრძელონ ევროპის საერთაშორის ბიზნეს სკოლაში და ქართულ დიპლომთან ერთად ევროკავშირში აღიარებული დიპლომიც აიღონ.

UIBS არის ევროპაში აკრედიტებული ბიზნესის ადმინისტრირების სასწავლებელი, რომელიც აერთიანებს ევროპისა და იაპონიის უნივერსიტეტების სხვადასხვა კამპუსებს მათ შორის მადრიდში, ბარსელონაში, ციურიხში, მილანში, ამსტერდამსა და ტოკიოში.

GIPA-ს ბიზნეს ადმინისტრების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ერთი ან ორი სემესტრი გაატარონ აღნიშნულ კამპუსებში მონაცვლეობით, დააგროვონ საჭირო კრედიტები და სწავლის დასრულების შემდეგ მიიღონ ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრისა და მაგისტრი ხარისხები, რომლებიც აღიარებული იქნება GIPA-სა და UIBS-ის დიპლომებით.


სკოლის დირექტორს აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევების გამო გათავისუფლება ემუქრება

$
0
0

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება მიუვიდა. მედეა გვენეტაძეს განათლების სამინისტროდან მინისტრის ხელმოწერით ჯერ წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნეს, ახლა კი გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არა ერთი არამედ ბევრი ნიუანსის გამო მიიღეს:

„გადაწყვეტილება მიღებულია განათლების შესახებ კანონის დარღვევების გამო. ბრძანება გამოიცა დასკვნაში მოცემული დადასტურებული დოკუმენტების და წყაროების ინფორმაციით წარმოდგენილი ფაქტობრივი მასალის საფუძველზე. ინსპექტირების საფუძველი  მოქალაქეების ზარები და აჭარის განათლების სამინისტროში დარეგისტრირებული განცხადება გახდა. გადაცდენები იყო შემდეგში: სკოლაში ხდებოდა ბავშვების გადამზადება ფულის სანაცვლოდ, ისეთი თანამშრომლები ფიქსირდებოდნენ სიაში, რომლებიც რეალურად არ მუშაობდნენ მოცემულ სკოლაში და ასევე მასწავლებლების ხელფასების განაწილებაში იყო დარღვევები. არსებობს დირექტორის სტანდარტი, ეთიკის ნორმები, სადაც ეს ყველაფერი არის უხეში დარღვევა და ამიტომ გამოვიდა ასეთი ბრძანება“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ალეკო მჟავანაძე.

მედეა გვენეტაძე ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ სკოლაში მხოლოდ წვრილმანი დარღვევები იყო და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამ ეტაპზე კი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.

„რიგი დარღვევები იყო, წვრილმანი დარღვევები, თუმცა თანამშრომლების სიაში ისეთი ადამიანი, ვინც სკოლაში არ მუშაობდა არ მყოლია. რაც შეეხება მოსწავლეების ფასიან მომზადებას, ასეთი შემთხვევები სკოლაში ყოფილა, მაგრამ მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. დაველოდოთ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.

მედეა გვენეტაძის საკითხს სკოლის სამეურვეო საბჭო 5 დღის ვადაში განიხილავს, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაძლოა, დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდეს.

თამუნა ხოზრევანიძე – ბათუმი

„გამოდის, სამსახურს იმიტომ ვერ ვშოულობ, რომ მაღალი კვალიფიკაცია მაქვს?“ – პედაგოგი

$
0
0

„სამი წელია სერტიფიცირებული ვარ და სამი წელია საჯარო სკოლებში სამსახურს ვეძებ. გასაუბრებებზე დავდივარ და ა.შ. თუმცა, უშედეგოდ. ამას წინათ კი კერძო სკოლის ახლობელმა დირექტორმა მითხრა – ტყუილად ეძებ, საჯარო სკოლები სერტიფიცირებული მასწავლებლების აყვანს ერიდებიან, რადგან მათზე დანამატი სულ იზრდება და ძვირი უჯდებათო. პრაქტიკოსი, ან მასწავლებლობის მაძიებლის აყვანა მათთვის უფრო ხელსაყრელიაო. ანუ, რა გამოდის, სამსახურს იმიტომ ვერ ვშოულობ, რომ მაღალი კვალიფიკაცია მაქვს?“ – ეს წერილი EDU.ARIS.GEმ რამდენიმე დღის წინ მიიღო. წერილის ავტორი გვწერდა, რომ ის არაა ერთადერთი, ვისაც მსგავსი ეჭვები აქვს და ვინც ფიქრობს, რომ სერტიფიცირება მისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა.

ბუნებრივია, დავინტერესდით რამდენად შეიძლება მსგავს ეჭვებს რეალობასთან რაიმე საერთო ჰქონდეს. ამის დასადგენად კი შევეცადეთ გაგვერკვია, თუ როგორ ნაწილდება სკოლებზე დაფინანსება და შემდეგ უკვე როგორ ანაწილებენ ბიუჯეტს დირექტორები.

როგორც აღმოჩნდა, სერტიფიცირებული მასწავლებლების დანამატისათვის  ფული სკოლის საერთო ბიუჯეტიდან არ იხარჯება და მას განათლების სამინისტრო სკოლას ცალკე ურიცხავას. ზუსტად იმდენს, რამდენი სერტიფიცირებული პედაგოგიც ჰყავს.

თბილისის 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე გახარია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ის, რასაც წერილის ავტორი გვწერს, შეუძლებელია სიმართლე იყოს, რადგან დანამატის თანხა არ შედის იმ ვაუჩერში, რომელსაც სკოლა ყოველთვიურად იღებს. მისი თქმით, ეს ვაუჩერი მხოლოდ საბაზო ხელფასს მოიცავს და არა დანამატებს. სერტიფიცირების თანხა კი დანამატში მოიაზრება და ცალკე ირიცხება.

„ასე რომ, ამისათვის ფული სკოლის ბიუჯეტიდან არ მიდის და დირექტორი არც ერთ შემთხვევაში არ მოერიდება სერტიფიცირებული მასწავლებლის აყვანას. იმ ფულს მე, როგორც სკოლის დირექტორი, ვერაფერში გამოვიყენებ. ეს თანხა ზუსტად იმ ადამიანებისათვის მოდის – კონკრეტულად მათ სახელზე. საერთო ბიუჯეტის გადათამაშება შეიძლება, მაგრამ ამ ფულს ხელს ვერავინ მოკიდებს. ასე რომ, ინფორმაცია, რაც თქვენ მოგაწოდეს, ან ვინმეს მიერ უტრირებულია, ან არაკომპეტენტური ადამიანის ნათქვამი. ამ მიზეზით ვინმეს სამსახურში არაყვანა სრული აბსურდია“, – ამბობს ეკატერინე გახარია.

ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე სკოლის დირექტორი სოფო დედალამაზიშვილი: „თუკი სკოლაში ვაკანსიაა, მასზე ადამიანის აყვანას თავისი წესები აქვს. ამ წესებს ვერ გაექცევი. კომისია იქმნება და ის წყვეტს. ყველას გვქონია იმედგაცრუების მომენტი და განაწყენებული ადამიანის პოზიციიდანაც გვისაუბრია. არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება, რომ ვინმემ სერტიფიცირების გამო ადამიანი სამსახურში არ აიყვანოს. ეს უფრო ჭორებს ჰგავს. ვიღაცამ არასწორად მოკრა ყური. რეალობასთან კავშირი არ აქვს.“

იგივე ინფორმაცია მოგვაწოდა განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმაც:

„ახლა ამას სტატუსის დანამატი ჰქვია და ამ თანხას სამინისტრო სკოლას ცალკე ურიცხავს,“-განუცხადა მან EDU.ARIS.GE-ს.

სერტიფიცირებული მასწავლებლის ფასი საქართველოში

მოამზადა თაკო მათეშვილმა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს როსტომ ჩხეიძე და დავით გალიგაშვილი ესტუმრნენ

$
0
0

2017 წლის 1 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდნენ როსტომ ჩხეიძე და დავით გალიგაშვილი, რომელთა ინიციატივითაც „უცნობი და უხსოვარი საქართველოს“ სერიით გამოიცა სამი წიგნი: პავლე ინგოროყვას  „ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა (I საუკუნე ახალი წელთაღრიცხვისა)“, რამაზ პატარიძის „ქართული ასომთავრული“ და „ქართული წარმართული კალენდარი“, უფრო ზუსტად, მათი ადაპტირებული და პოპულარული ვერსიები.

ეს სამი წიგნი მხოლოდ დასაწყისია  დიდი სერიისა. ხსენებული წიგნები, რომელთა განხილვაც გაიმართა, ეძღვნება ქართული ანბანის წარმოშობის თარიღს, მის უძველეს ფესვებს, რიგით და ანბანურ სათვალავს, ანბანისა და წარმართული კალენდრის კავშირსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, შეხვედრას უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი ნინო ვახანია. სტუმრებს მიესალმა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებული ორი თვალსაზრისის არსებობა სამეცნიერო ლიტერატურაში: 2,,პირველი თვალსაზრისი მკაცრად რეალისტურია და კორნელი კეკელიძეს მიეწერება. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ქართული დამწერლობა იწყება ქრისტიანობასთან ერთად. მეორე მოსაზრება რეალისტურ-ჰიპოეთეზურია, ის ივანე ჯავახიშვილის სახელს უკავშირდება და ამტკიცებს, რომ ქართული დამწერლობა ჯერ კიდევ წარმართულ ეპოქაში არსებობდა”. ამ თვალსაზრისს იზიარებს რამაზ პატარიძეც, რაც ანტიკური ხანის ძეგლებითაც დასტურდება. სამივე წიგნი ქართული დამწერლობის ფესვებს უძველეს ეპოქებში მოიაზრებას. სასიხარულოა, რომ ეს მეცნიერული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა სტუდენტებისა და ფართო მკითხველისათვის.

დასახელებული წიგნები მსმენელთა წინაშე წარმოადინეს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებმა: მარიამ მგალობლიშვილმა (II კურსი), მარიკა კაპანაძემ (I კურსი), სოფიო თომაძემ (I კურსი), ანა რთველიაშვილმა (III კურსი) და ნინო ზედგენიძემ ((III კურსი). მათ ყურადღება გაამახვილეს წიგნებში დასმულ ძირითად საკითხებზე. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ასოცირებული პროფესორები: ნანა კუცია და ქეთევან მარგიანი. მათ მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ქართული კულტურისა და უძველესი ფესვების კვლევის, წინაპართა ნააზრევის დაფასება-გამომზეურებისათვის.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა დავით გალიგაშვილმა, რომელსაც ეკუთვნის უცნობი და უხსოვარი საქართველოს სერიის გამოცემის იდეა. მან ისაუბრა დოკუმენტურ ფილმზე ქართული ანბანის შესახებ, რომელსაც ფართო მაყურებელი 5 ივნისს იხილავს რუსთავი 2-ის ღამის ეთერში, ფილმი მსოფლიოს ხუთ სხვადასხვა ადგილს აერთიანებს. მასში ვიხილავთ ქართული დამწერლობის მეცნიერული კვლევის ფუძემდებლის, 90 წლის, რამაზ პატარიძის მონათხრობსაც, რომლის ღვაწლიც, ჩვენი კულტურის წინაშე, სათანადოდ არ არის დაფასებული, ისევე როგორც დიდი მეცნიერისა და შემოქმედის პავლე ინგოროყვასი.

ეს თემა გააგრძელა მწერალმა როსტომ ჩხეიძემ: ,,დღეს, როდესაც იუნესკომ ქართული დამწერლობის 01სამივე სახეობას მსოფლიო მნიშვნელობის არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, პავლე ინგოროყვას სენსაციურ აღმოჩენას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ აღმოჩენით ირკვევა, რომ, ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს ოფიციალურ დამწერლობებად გამოყენებული არამეულისა და ბერძნულის გვერდით, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში უკვე არსებობდა ქართული ასომთავრული დამწერლობა. ნეკრესისა და რუსთავის უახლესი აღმოჩენები ადასტურებს, რომ ჩვ. წ. I საუკუნით დათარიღებულ არეშის დერგსა და ვანის წითელკეციან ჭურჭელზე გამოსახული ნიშანი ქართული ასომთავრული გრაფემაა. რაც კიდევ უფრო განამტკიცებს პავლე ინგოროყვას მტკიცებულებას”, – აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.

საუბრის ბოლოს მან თქვა, რომ ყოველთვის სიამოვნებით სტუმრობს სოხუმის უნივერსიტეტს და განსაკუთრებით ახარებს სტუდენტთა აქტიურობა. როსტომ ჩხეიძის სიტყვებით, შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა ახალგაზრდების სერიოზული ნამუშევარი, მათ ღრმად და საფუძვლიანად წარმოაჩინეს თითოეული წიგნის პრობლემატიკა.

IBSU-სა და კერძო სკოლა ”მომავლის სკოლას”შორის ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კერძო სკოლა ”მომავლის სკოლას” შორის ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირებას, სხვადასხვა საჯარო ლექციების, კონკურსების, გამოფენების, საგანმანათლებლო ოლიმპიადებისა თუ კონფერენციების გამართვას ითვალისწინებს.

ასევე, მხარეები სთავაზობენ ერთმანეთს, მოსწავლეებისა და სტუდენტების საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, უსასყიდლოდ ისარგებლონ ,,კერძო სკოლის“/,,უნივერსიტეტის“ მატერიალური ბაზებით და სხვა.

აღსანიშნავია, რომ IBSU აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე ექსკლუზიურად 35%-იან სასწავლო შეღავათს გაუწევს იმ აბიტურინტებს, რომელთაც ”მომავლის სკოლა” დაამთავრეს და სწავლის გაგრძელება საბაკალავრო პროგრამებზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ.

საქმიანი ურთიერთობები სხვა კერძო სკოლებთანაც გაგრძელდება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში(კსუ) საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ირანი  და სირიის კონფლიქტი, ირანი თანამედროვე მსოფლიოში და საქართველოს როლი, გრძელვადიანი ურთიერთობების საფუძვლები ირანსა და საქართველოს შორის და 40-მდე სახვადასხვა მოხსენება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ეხებოდა.

საერთაშორისო კონფერენცია კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდმა და ირანის  საელჩოს კულტურის ატაშემ მოჯთაბა ქარმრან ფარდიმ გახსნეს. პლენარულ სხდომას სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ვალერი მოდებაძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კაპანაძე უძღვებოდნენ.

18740690_1546305952106036_5004416029542117722_nკსუ-ის რექტორის განმარტებით, კონფერენცია უნივერსიტეტში უკვე მესამედ ჩატარდა და წელს ის ყველაზე მასშტაბური იყო.

„დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მესამედ მასპინძლობს ქართულ–ირანული ურთიერთობების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას. ეს კონფერენცია უკვე ტრადიციად იქცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მინდა გითხრათ, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო იხვეწება მისი შემადგენლობა, უფრო და უფრო მეტი სტუმრები, მეტი პროფესორები ჩამოდიან ირანიდან. საქართველოდანაც უფრო მეტი და ცნობილი სახეები ერთვებიან კონფერენციის მუშაობაში.

“მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ირანი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ირანი მთავარი მოთამაშეა ახლო აღმოსავლეთში და ასეთ კონფერენციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-ირანული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. კონფერენციაზე 40-მდე მოხსენება იქნება წაკითხული რა სიტუაციაა დღეს ქართულ ირანულ ურთიერთობებში, ეკონომიკის, კულტურის, პოლიტიკის კუთხით და ასევე განხილული იქნება ისტორიული ასპექტები,“ – განმარტავს კახაბერ კორძაია EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებით, როგორც ახალი ისე მომავალი თაობა დაინტერესდეს.

18814008_1546306542105977_127492974821080182_n„მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ორგანიზატორს ვინც ეს კონფერენცია დაგეგმა და ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ურთიერთობების გაღრმავებას. დღეს ქვეყნებს სჭირდებათ ურთიერთთანამშრომლობა, ამიტომ აუცილებელია იცოდნენ რა ხდება მათ ირგვლივ და თავიანთი პოლიტიკა რეგიონში არსებულ მდგომარეობას შეუსაბამონ. ასეთი კონფერენციები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირების შენარჩუნებას და ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორიც საქართველოს და ირანს აქვთ.

“უცხო ქვეყნებიც აღიარებენ, რომ ირანი დიდ როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთში, ამიტომ მიხარია რომ პროფესორები და ამ საქმის სპეციალისტები არიან აქ შეკრებილები და მსჯელობენ ორი ქვეყნის ურთიერთობების ასპექტებზე. უნდა ვიღვაწოთ, რომ ახალი თაობაც დაინტერესდეს ამ საკითხებით,“- განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდიმ.

კსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, კონფერენციას რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია.

18814300_1546306998772598_4353323179285329857_n„ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, ის მესამედ იმართება და ბუნებრივია ხელს უწყობს საქართველო ირანის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ამავე დროს, ეს კონფერენცია ტარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ირანის ისალმური რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით და მასში მონაწილეობენ ყველა ცნობილი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები. ასე რომ, აღნიშნული ურთერთობები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს კულტურულ, ეკონომიკურ თანამშრომლობას და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. შესაბამისად ის თავის წვლილს შეიტანს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში,“ -ამბობს ვახტანგ მაისაია.

საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს, ირანის, სომხეთისა და რუსეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის: თსუ, ილიაუნი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეირანის და ისპაჰანის უნივერსიტეტები, ერევნის რუსულ-სომხური სახელწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი.

კონფერენციის მიზანი საქართველოსა და ირანის უნივერსიტეტებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა, მონაწილეებს შორის კონტაქტების დამყარება, უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება და ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარება იყო.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ბსუ სტუდენტებს მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამების არჩევანს სთავაზობს

$
0
0

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსურველებს 14 პროფესიულ პროგრამაზე სწავლას თავაზობს, საიდანაც 10 მოდულურია და 4  საგნობრივი.

პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ დიპლომს.

უნივერსიტეტი სტუდენტებს თავაზობს პროფესიული პროგრამების ფართო არჩევანს, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურას, საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას, დასაქმებასა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას. სასწავლო პროცესს წარუძღვება მაღალკვალიფიციური მოწვეული და აკადემიური პერსონალი.

პროფესიულ პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა საერთო რაოდენობაა – 700.

DSC_0008ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ადმინისტრატორის მამუკა გოგელიას თქმით,  მზადდება  და იგეგმება შემდეგი პროფესიული პროგრამების განხორციელება: მეფუტკრე; სატყეო საქმე; ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დაიგნოსტიკოსშემკეთებელი; ტუროპერატორი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი; ბაგაბაღის აღმზრდელიპედაგოგი; ბუღალტერტექნიკოსი; ღონისძიების მენეჯერი; რესტორნის სერვისმენეჯერი; საბაჟო საქმის პეციალისტი; ფოტოგრაფია; მევენახეობამეღვინეობა; გარემოს დაცვის ტექნიკოსი; სამკურნალო მცენარეების დამამზადებელი;

თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს აპლიკანტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიულ პროგრამაზე მოსახვედრად, მამუკა გოგელია ამბობს, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში.  ასევე, აპლიკანტებს აქვთ შესაძლებობა, სახლიდან გაუსვლელად, რეგისტრაცია გაიარონ ელექტრონული ფორმით ვებგვერდზე vet.emis.ge

სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან  წელიწადში 2-ჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლის შემდგომ კომპეტენციების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, პირი მოიპოვებს სახელმწიფო დაფინანსებას და უფასოდ მიიღებს სასურველ განათლებას“, – განაცხადა EDU.ARIS.GEთან საუბარში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ადმინისტრატორმა მამუკა გოგელიამ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამები

(R)

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

$
0
0

ბსუ-ს ისტორია, საკონტაქტო ინფორმაცია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროფესიული პროგრამების ფართო არჩევანს, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურას, საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას, დასაქმებასა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას. სასწავლო პროცესს წარუძღვება მაღალკვალიფიციური მოწვეული და აკადემიური პერსონალი.


პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბანკის მოლარე-ოპერატორი (მოდულური) – III საფეხური
ადგილების რაოდენობა – 40, კრედიტები – 98, სწავლის ხანგრძლივონა – 18 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054020455, დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·
პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
პროგრამის ხელმძღვანელი: რამინ (მათე) ცინარიძე
ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
მობ: (558) 210401
ელ. ფოსტა: ramini-17@mail.ru


საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

პრაქტიკოსი ექთანი (მოდულური) -V საფეხური
ადგილების რაოდენობა – 100, კრედიტები – 179, სწავლის ხანგრძლივონა – 27 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054090552, დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·
პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
პროგრამის ხელმძღვანელი : თამარ მხატვარი, მზია ბაკურიძე
ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
ტელეფოფონი: (422) 271780
ელ-ფოსტა: info@bsu.edu.ge
ფარმაცევტის თანაშემწე (მოდულური) – IV საფეხური
ადგილების რაოდენობა – 50, კრედიტები – 137, სწავლის ხანგრძლივონა – 19 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054090351, დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·
პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
პროგრამის ხელმძღვანელი : ეთერ ჯაყელი, მზია ბაკურიძე
ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
ტელეფონი: (422) 271780
ელ-ფოსტა: info@bsu.edu.ge


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორი (მოდულური) – IV საფეხური
ადგილების რაოდენობა – 15, კრედიტები – 152, სწავლის ხანგრძლივონა – 27 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054070355, დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·
პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
პროგრამის ხელმძღვანელი: გურანდა შამილიშვილი
ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
ტელეფონი: (422) 271780
ელ-ფოსტა: guranda_shamilishvili@mail.ru
ბიბლიოთეკარი (მოდულური) – IV საფეხური
ადგილების რაოდენობა – 40, კრედიტები – 143, სწავლის ხანგრძლივონა – 26 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054070852, დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·
პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
პროგრამის ხელმძღვანელი: გურანდა შამილიშვილი
ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
ტელეფონი: (422) 271780
ელ-ფოსტა: guranda_shamilishvili@mail.ru
კორესპონდენტი  – III საფეხური
ადგილების რაოდენობა – 40, კრედიტები – 45, სწავლის ხანგრძლივონა – 6 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054070353, დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·
პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
პროგრამის ხელმძღვანელი: გურანდა შამილიშვილი
ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
მობ: (599) 00 89 50
ტელეფონი: (422) 271780
ელ-ფოსტა: guranda_shamilishvili@mail.ru


ტექნოლოგიური ფაკულტეტი

არქიტექტორ-ტექნიკოსი (მოდულური) -IV საფეხური
ადგილების რაოდენობა – 14, კრედიტები – 106, სწავლის ხანგრძლივონა – 19 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054110153, დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·

პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
პროგრამის ხელმძღვანელი: გიზო ფარცხალაძე
ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
ტელეფონი: (422) 271780
ელ-ფოსტა: info@bsu.edu.ge
მშენებლობის მწარმოებელი – IV საფეხური
ადგილების რაოდენობა – 40, კრედიტები – 60, სწავლის ხანგრძლივონა – 10 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054040651, დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·
პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
ტელეფონი: (422) 271780
ელ-ფოსტა: info@bsu.edu.ge


ტურიზმის ფაკულტეტი

სარესტორნო საქმისწარმოება – III საფეხური
ადგილების რაოდენობა – 60, კრედიტები – 45, სწავლის ხანგრძლივონა – 6 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054112054, დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·
პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
პროგრამის ხელმძღვანელები: კურტ ჰეინც რაიცი, თემურ დიასამიძე
ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
ტელეფონი: (422) 271780
ელ-ფოსტა: info@bsu.edu.ge


ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვებ-ინტერფეისის დეველოპერი  (მოდულური) – III საფეხური
ადგილების რაოდენობა – 40, კრედიტები – 100, სწავლის ხანგრძლივონა – 14 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054040165, დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·
პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
პროგრამის ხელმძღვანელი: გულადი ფარტენაძე
ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
ტელეფონი: (422) 271780
ელ-ფოსტა: info@bsu.edu.ge
ვებ-ინტერფეისის დიზაინერი (მოდულური) – III საფეხური
ადგილების რაოდენობა – 40, კრედიტები – 92, სწავლის ხანგრძლივონა – 17 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054040166, დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·
პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მ. დონაძე
ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
ტელეფონი: (422) 271780
ელ-ფოსტა: info@bsu.edu.ge
ვებ-პროგრამისტი (მოდულური) – V საფეხური საფეხური
ადგილების რაოდენობა – 40, კრედიტები – 174, სწავლის ხანგრძლივონა – 25 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054040167, დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·
პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მ. დონაძე
ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
ტელეფონი: (422) 271780
ელ-ფოსტა: info@bsu.edu.ge
პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი (მოდულური) – V საფეხური
ადგილების რაოდენობა – 20, კრედიტები – 123, სწავლის ხანგრძლივონა – 22 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054040168, დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·
პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
პროგრამის ხელმძღვანელი: გულადი ფარტენაძე
ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
ტელეფონი: (422) 271780
ელ-ფოსტა: info@bsu.edu.ge
კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი – III საფეხური
ადგილების რაოდენობა – 40, კრედიტები – 45, სწავლის ხანგრძლივონა – 6 სასწავლო თვე
მეტი ინფორმაცია
·
პროგრამის კოდი: 054040154, დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
ჩარიცხვა ხორციელდება პროფესიული ტესტირების გზით – იხილეთ ტესტების ნიმუშები
·
პროგრამის აღწერა
სასწავლო გეგმა
·
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მ. დონაძე
ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
ტელეფონი: (422) 271780
ელ-ფოსტა: info@bsu.edu.ge

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალი, ტრადიციები და ადგილმდებარეობა განსაზღვრავს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტებს. უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი წარმატებით მუშაობს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამართალმცოდნეობის, მათემატიკური და კომპიუტერული მეცნიერებების, საინჟინრო, ტექნოლოგიური, ბიზნესის, ეკონომიკის, ჯანდაცვის მიმართულებებსა და  სოფლის მეურნეობის დარგებში. ისტორია სრულად


საკონტაქტო ინფორმაცია

სსიპ “ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”
მისამართი: ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32

მამუკა გოგელია,
ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ადმინისტრატორი

მობ.: (577) 491939
ტელ: (422) 271780
ელ. ფოსტა: m.gogelia@bsu.edu.ge
ვებ-გვერდი: www.bsu.edu.ge


ბსუ სტუდენტებს მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამების არჩევანს სთავაზობს


67 000 მასწავლებლიდან 2 000-ს უმაღლესი განათლება არ აქვს –აუდიტის სამსახური

$
0
0

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დასაქმებული 67,000 მასწავლებლიდან 2,000-ს, რომლებიც ასწავლიან ძირითად საგნებს, არ აქვს მიღებული უმაღლესი განათლება და აქვს მხოლოდ ზოგადი ან პროფესიული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საგნის გამოცდა სკოლის მასწავლებელთა მხოლოდ 4% აქვს ჩაბარებული. არსებული რეგულაციით, 2015 წლიდან სისტემაში ვერ უნდა ხვდებოდნენ ისეთი კადრები, რომელბსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება მიღებული, თუმცა მაინც ფიქსირდება მსგავსი შემთხვევები.

გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშის მიხედვით პრობლემას წარმოადგენს სისტემაში ახალი კადრის აყვანის მეთოდი და გაწეული შრომის ანაზღაურების შეუსაბამობა. კადრის მიღების არსებული მექანიზმები ვერ ფარავს იმ რისკს, რომ არაკვალიფიციური კადრები ისევ მოხვდებიან სისტემაში.

ანგარიშის მიხედვით, სისტემაში არსებული კვალიფიკაციის ნაკლოვანებები სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება. წლების განმავლობაში მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების თანმიმდევრული პოლიტიკის არქონამ და არასაკმარისმა რესურსმა, ვერ უზრუნველყო მასწავლებლების პროფესიული ზრდა. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებული კადრების კვალიფიკაციის ნაკლოვანებები უარყოფით გავლენას ახდენს სწავლების ხარისხზე. მასწავლებლებში აკადემიური ხარისხის არარსებობის ფაქტები და სერტიფიცირების დაბალი მაჩვენებელი ზრდის სწავლა-სწავლების პროცესის არასათანადოდ წარმართვის რისკებს. სისტემაში ახალი კადრის შესვლის ნაკლოვანებები – კადრის აყვანის პროცესი სრულიად დამოკიდებულია სკოლაზე და სამინისტროს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების ან მონიტორინგის ბერკეტი. შედეგად, სკოლებში კადრის მიღების პროცესი არ არის საკმარისად გამჭვირვალე, კერძოდ: გამოცხადებულ ვაკანსიებში სწორად არ არის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ხოლო რიგ შემთხვევებში მითითებულია ზოგადი ან პროფესიული განათლების საჭიროება და უგულებელყოფილია უმაღლესი განათლების აუცილებლობა.

ამასთანავე, ანაზღაურების ოდენობა უმეტეს შემთხვევაში განსაზღვრულია გაცილებით ნაკლები ოდენობით, რასაც რეალურად მოცემულ პოზიციაზე მყოფი პირი იღებს. შედეგად, კვალიფიციურ კადრს არ აქვს მოტივაცია, დაინტერესდეს მოცემული ვაკანსიით, რაც ამცირებს კონკურენციას.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული დაკვირვებით გამოვლინდა, რომ სკოლებში არსებულ ვაკანსიებზე სპეციალურად შექმნილი და გაგზავნილი კვალიფიციური რეზიუმეთი დაინტერესდა სკოლების მხოლოდ 50%, ხოლო დანარჩენ 50%-ის მხრიდან არ ყოფილა დაინტერესება და მოცემულ პოზიციაზე მიღებულია დაბალკვალიფიციური კადრი. სამინისტროს ახალი კადრის მოზიდვის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, არ აქვს შემუშავებული საკმარისი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სკოლების მიერ ვაკანსიის ფორმირებისა და კადრის შერჩევის პროცესში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას.

სკოლების მიერ გამოცხადებული ვაკანსიის შინაარსობრივი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ანაზღაურების განსაზღვრას, ამასთანავე, კადრის შერჩევის პროცესის არასაკმარისი გამჭვირვალობა, ზრდის სისტემაში  დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრების შესვლის რისკს, რაც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს სწავლა-სწავლების ხარისხზე.

ამავე თემაზე:

რომელ სკოლას ჰყავს ყველაზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი საქართველოში

„გამოდის, სამსახურს იმიტომ ვერ ვშოულობ, რომ მაღალი კვალიფიკაცია მაქვს?“ – პედაგოგი

„ლამის ბოდიში მოვიხადო იმაზე, რომ გავბედე და გავხდი სერტიფიცირებული პედაგოგი“

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომაროვი –წარმატების ნახევარსაუკუნოვანი ისტორია

$
0
0

ტრამპლინი წარმატებული მომავალისკენ

სკოლის წარმატებას მისი ისტორია და კურსდამთავრებულთა მიღწევები განსაზღვრავს. ამ მხრივ აღსანიშნავი კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაა, რომელიც 50 წელზე მეტია თავდაუზოგადავად შრომობს იმისთვის, რომ თავისი მოსწავლეები და კურსდამთავრებულები წარმატებულნი იყვნენ. სკოლის მონდომება რომ შედეგიანია, ამის დასადასტურებლად მოსწავლეების მიერ ოლიმპიადებში მიღწეული შედეგებიც მოწმობს. 2016-17 სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 26 სწორედ კომაროველი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომაროვის კურსდამთავრებულთა შორის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არაერთი წარმატებული სახეა, მათ შორის: საქართველოს პრემიერ-მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი გახარია.

ინფორმაცია სკოლის შესახებ, ადგილმდებარეობა, საკონტაქტო ინფორმაცია

სკოლის დირექტორი ივანე კვიტაშვილი: კომაროვი არის წარმატებული, ღირსეული და სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე მოქალაქეების სამჭედლო. სკოლა, რომელიც მუდმივად განახლებასა და ინოვაციაზეა ორიენტირებული. მისი მთავარი მიზანი კი ის არის, რომ კომაროვის მოსწავლეები იყვნენ კონკურენტუნარიანები და წარმატებულნი პროფესიაში, რომელსაც სკოლის დამთავრების შემდგომ აირჩევენ.

კომაროვში გაძლიერებული კურიკულუმით ისწავლება ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა, თუმცა დანარჩენ საგნებსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან სასკოლო საფეხურზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია ყველა ის საგანი, რომელსაც განათლების ეროვნული სისტემა გვთავაზობს. ამასთან, მუდმივად ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ შევცვალოთ და გავაძლიეროთ სწავლის დონე, რათა მოსწავლეებმა მსოფლიოში გაძლიერებულ კონკურენტულ გარემოში ღირსეული მონაწილეობა მიიღონ.

კომაროვის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი, მისი კურსდამთავრებულები არიან. თამამად განვაცხადებ, რომ მათი დახმარების, გამოცდილების გაზიარებისა და თანადგომის გარეშე კომაროვი ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. ამიტომ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით, რომლებსაც ნებისმიერ სფეროში შეხვდებით და არ აქვს მნიშნელობა ეს მეცნიერება იქნება, ბიზნესი, სპორტი, მედიცინა თუ სხვა. ისინი ყველგან წარმატებულნი არიან. წარმატების პირველი საფეხური კი სწორედ კომაროვში გადადგეს.

ცნობილი სახეები, რომლებმაც კომაროვი დაამთავრეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი გახარია.


რამდენად აქტიურია მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება და რაში გამოიხატება ეს ?

ი.კ.: კომაროვის მოსწავლეები მუდმივად იღებენ მონაწილეობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებში და საოცარ შედეგებს აღწევენ. ამის გარდა, აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვადასხვა სახის სამოქალაქო აქტივობებში. მუდმივად მონაწილეობენ ევროკავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებში, რაც მათ მნიშვნელოვან გამოცდილებას მატებს.

აღსანიშნავია, რომ ახლახანს მიგვიწვიეს სირაკუზაში, მოსწავლეთა ხელოვნების ფესტივალზე, სადაც თემატიკა ძველი საბერძნეთი იყო. ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს დასი და სპექტაკლი ინგლისურ ენაზე ითამაშეს.

როგორც უკვე გითხარით, აქტიურად ვართ ჩართულნი ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში. ყოველწლიურად კომაროვის არაერთი მოსწავლე ხდება სხვადასხვა ოლიმპიადის გამარჯვებული, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. მაგალითად, 2015-16 წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 26 კომაროველი იყო, 2016-17 წელს – 29. გარდა ეროვნული ოლიმპიადებისა კომაროვის მოსწავლეები მონაწილეობენ საერთაშორისო ოლიმპიადებში. ერთ-ერთი ასეთი „ჟაუტიკოვის“ საერთაშორისო ოლიმპიადაა, სადაც ჩვენს მოსწავლეებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს არაერთი მედალი აქვთ მოპოვებული.

სკოლის წარმატებები: 2015-16 წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 26 კომაროველი იყო, 2016-17 წელს – 29. 2016 წელს საერთაშორისო ოლიმპიადებში სკოლამ 2 ვერცხილსა და 2 ბრინჯაოს მედალი მათემატიკასა და ფიზიკაში მოიპოვა. 2017 წელს „ჟაუტიკოვის“ საერთაშორისო ოლიმპიადაში მათემატიკაში ოქროს მედალი ალექსანდრე საათაშვილმა მოიპოვა. ინფორმატიკაში ოქროს მედალი – ვანო გამეზარდაშვილმა.

კომაროვში ასევე ფუნქციონირებს შაბათისა და საღამოს სკოლები, ვისთვის არის განკუთვნილი ამ
სკოლებში სწავლება და რა განსხვავებაა მათ შორის?

ი.კ.: შაბათის სკოლა უკვე 12 წელია ფუნქციონირებს. იგი განკუთნილია, სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც მათემატიკის გაღრმავებული სწავლება სურთ. შაბათის სკოლაში სწავლება შეუძლიათ მოსწავლეებს, რომელიბიც მეხუთე მეექვსე კლასში არიან.
რაც შეეხება საღამოს სკოლას, იგი 5 წელია ფუნციონირებს და განკუთვნილია, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის სკოლაში და დაინტერესებულნი არიან, რომ მათემატიკა და ფიზიკა კომაროვის სკოლის პროგრამით ისწავლონ.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ კომაროვში ფუნქციონირებს პანსიონი, რომელიც იმ ნიჭიერი მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ, თუმცა კომაროვში სწავლის სურვილი აქვთ. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ პანსიონში ყოფნისას მოსწავლეების ცხოვრების, კვებისა და განათლების ხარჯებს სახელმწიფო და სკოლა უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

პანსიონის მოსწავლეებისთვის სასკოლო საათების დამთავრების შემდგომ, დღის მეორე ნახევარი ეთმობა საშინაო დავალებების მომზადებას, სახელობო და სპორტული წრეებს. პანსიონში ასევე მუშაობს გამოყენებითი ინფორმატიკისა და პროგრამირების წრეები, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ინფორმატიკის საფუძვლებსა და საოფისე პროგრამებს, ქმნიან ვებ-გვერდებს, მონაწილეობენ კომპიუტერულ პროექტებში და ა.შ. დღეისათვის კომაროვის სკოლის პანსიონში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მე-7-12 კლასების 100-მდე მოსწავლე ცხოვრობს.

მინდა გითხრათ, რომ კომაროვი მუდმივად ცდილობს არსებული შედეგების და მიღწეული წარმატებების გაუმჯობესებას. ჩვენ არასდროს ვჩერდებით ერთ ადგილზე და არ ვკმაყოფილდებით მიღწეული წარმატებით, შესაბამისად მუდმივად ორიენტირბეულნი ვართ სიახლეებსა და საწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც ჩვენი სკოლის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მეტი ინფორმაცია სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის შესახებ

(R)

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წლევანდელი მე–12 კლასელებისთვის ალტერნატიულ ბოლო ზარს მართავს

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მთაწმინდის პარკში ყველა სკოლის კურსდამთავრებულს იწვევს ალტერნატიულ ბოლო ზარზე.

4 ივნისს 12 საათზე მთაწმინდის პარკში, თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ძალიან ბევრ წამახალისებელ გათამაშებაში. ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება და თამაშებში გამარჯვებულები არაერთი საჩუქრით დაჯილდოვდებიან. ალტერნატიული ბოლო ზარის ფარგლებში მოეწყობა ფერების ფესტივალი და გაიმართება მუსიკალური კონცერტი.

დღის წესრიგი:

  • გათამაშებები 12:00 საათი

მოიგე წამახალისებელი პრიზები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისგან და მთაწმინდის პარკის ბარათები

  • City game 14:00 საათი

შეკრიბე ღონისძიებაზე შენი გუნდი, რომელიც 5 კაცისგან უნდა შედგებოდეს, გამოიცანი მინიშნებებით ფარული სიტყვა და მოიგეთ თითოეულმა გრიგოლ რობაქიძის 1000 ლარიანი ვაუჩერი

  • ფერების ფესტივალი 16:00 საათი

ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის  ზრუნავს თქვენს განწყობაზე და სწორედ ამიტომ თქვენთვის სპეციალურად მოეწყობა ფერების ფესტივალი

  • ბენდი – რეზო და ბავშვები 18:00 საათი

კარგი განწყობის შესაქმნელად, თქვენთვის იმღერებს ყველასათვის საყავრელი ბენდი რეზო და ბავშვები

ერთად მივცეთ სტარტი თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპს!

სექსუალური განათლება საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში გარკვეული დოზით შევა

$
0
0

სექსუალური განათლება სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში გარკვეული დოზით შევა. როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ხელმძღვანელი მარიამ ჩიქობავა EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო საფეხურის რევიზია მიმდინარეობს, სექსუალური განათლების სკოლაში შეტანის საკითხზე სამინისტრო თანამშრომლობას გაეროს მოსახლეობის ფონდთან გეგმავს.

„ეს მართლაც ისეთი საკითხია, რომ ამის დისკრედიტირება თუ მოხდა, მერე ძალიან ძნელი იქნება მისი დანერგვა. არადა, თუ საზოგადოების შეთანხმების საგნად არ იქცა, ვერ დაინერგება. თუ მშობელია წინააღმდეგი, ან ვთქვათ მასწავლებელი ამბობს, რომ მე არა, ამას ვერ ვასწავლი.. მაშინ აზრი არ აქვს, რომ ჩვენ შევიტანოთ. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია და ამის საჭიროებას ვაცნობიერებთ. ზუსტად ახლა გვსურს ვითანამშრომლოთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან, რომელიც თავისი ექსპერტებით მოგვამარაგებს, თუ როგორ მოხდეს ახლა საბაზო საფეხურზე ამის შეტანა. ყოველ შემთხვევაში, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე აუცილებლად იქნება ეს საკითხები წარმოდგენილი და გვინდა, რომ ეს პროფესიონალურ დონეზე რაღაცა დოზით შევიდეს საბაზოზე და საშუალო საფეხურზე ალბათ უფრო მეტად.

ჩვენი კითხვის პასუხად, დაეთმობა თუ არა სექსუალურ განათლებას ცალკე საგანი  და როდის უნდა ველოდოთ ცვლილებას, სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს:

„ეს ცალკე საგნად ნამდვილად არ იქნება, ეს იქნება აუცილებლად ბიოლოგიის კონტექსტში და იქნება სამოქალაქო განათლების კონტექსტში. ეს ნაადრევი ქორწინება, როგორც ადამიანის უფლების დარღვევა და ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თუ რა ზიანის მომტანია. აი ამ ორ საგანში ვფიქრობთ ამის ჩასმას. მე ვფიქრობ, რომ როცა პედაგოგი არის პროფესიონალი, ის ისე მიაწვდის, რომ არანაირი უხერხულობა არ უნდა შეიქმნას კლასში. ეს უკვე მასწავლებლის ხელოვნებაზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება პროცესს, თანამშრომლობაზე გვაქვს თანხმობა, აი ახლა საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის ამ პირველადი ვერსიების განხილვას უკვე დავიწყებთ მათთან ერთად და რასაც ჩათვლიან საჭიროდ, რომ ვთქვათ რაღაც ისე არ არის წარმოდგენილი, გასწორდება“, – აღნიშნა განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში ზოგადი განათლება სამ საფეხურად იყოფა: დაწყებით,საბაზოდა საშუალო საფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო– 7-9,ხოლო საშუალო – 10 – 12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1-9კლასებს.

EDU.ARIS.GE მარიამ ჩიქობავასთან ვრცელ ინტერვიუს ეროვნული სასწავლო გეგმების დამუშავების პროცესის შესახებ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

სკოლაში „ფინანსური წიგნიერების“ სწავლება დაიწყება – სიახლე მე–7, მე–8, მე–9 კლასებში

მე–10–12 კლასებში მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეიცვლება – ლია გიგაური

„უფასო ფაკულტეტების რაოდენობა 2017 წელს გაორმაგდება და მასზე მოხვედრა გართულდება“

$
0
0

განათლების სამინისტრო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების გაზრდას და ბარიერის აწევას გეგმავს.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა.

მისი თქმით, ფაკულტეტების რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდება, თუმცა მასზე მოხვედრა გართულდება.

„წლევანდელ შემადგენლობაში რაოდენობა არ შემცირებულა და არც შემცირდება, პირიქით, გაიზრდება, მაგრამ ბარიერი აიწევს. ანუ ჩვენ ვაპირებთ, რომ უფასო ფაკულტეტებზე სწავლას უკეთ სწავლა სჭირდებოდეს. უფრო მაღალი ხარისხის ვიდრე ფასიან ფაკულტეტებზე. ბარიერი ყველა უფასო ფაკულტეტზე აიწევს, თუმცა ერთნაირად არა. ჩვენი ინტერესია, რომ თუკი დღეს 21 უფასო ფაკულტეტია – 42 გახდეს. მაგრამ ისინი ცუდი სტუდენტების თავშესაფარი აღარ იყოს. პირიქით, ამ სტატუსის შენარჩუნებას უფრო მაღალი შედეგიანობა უნდა სჭირდებოდეს, რადგან ჩვენ რამენაირი ფიზიკოსები და აგრონომები კიარა, მაგარი ფიზიკოსები და აგრონომები გვჭირდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენით აიწევს ბარიერი, მინისტრმა გვითხრა, რომ ეს ჯერ უცნობია, მაგრამ ის ფაქტი, რომ უფასო ფაკულტეტებზე შედეგიანობის უფრო დაბალი ხარისხია ვიდრე ფასიანზე, ეს უნდა შეიცვალოს.

თუმცა მინისტრისთვის მიუღებელია ფაკულტეტების კვოტირება და ის, რომ გარკვეულ ფაკულტეტებზე სტუდენტთა მიღება შეიზღუდოს.

„ჩვენი სტილი არაა, რომ რამე ავკრძალოთ, უბრალოდ დაფინანსებით უნდა ვიმუშაოთ. ანუ, თუკი მაგალითად მეტი პედაგოგი გვჭირდება, პედაგოგიურ ფაკულტეტებზე მეტი სტიპენდიები და გრანტები უნდა გავცეთ, ვიდრე მაგალითად იურისტებზე. ვისაც თავისი ხარჯებით უნდა განათლების მიღება, ამას, რა თქმა უნდა, ვერ ავუკრძალავთ. აქ მარკეტინგით უნდა ვიმუშავოთ, რათა ეს ხალხი მიხვდეს, რომ დაუსაქმებლობისკენ მიმავალი გზის ინვესტირება კარგი არ არის. მაგალითად საერთაშორისო ურთიერთობებზე წელიწადში 3 ათას ადამიანს ვაწარმოებთ, სამუშაო ადგილი კი მაქსიმუმ სამასია. ანუ გარანტირებულად ვიცით, რომ 2700 მათგანი პროფესიით ვერ იმუშავებს“ -, განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

რაც შეეხება 2017 წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ე.წ უფასო ფაკულტეტების გამოქვეყნების ვადებს, თარიღი ჯერ ისევ უცნობია და არ დადგენილა.

სამინისტროში ისიც კი არ იციან, როდის დასრულდება უფასო ფაკულტეტებზე მუშაობის პროცესი

მოამზადა თაკო მათეშვილმა

Viewing all 14502 articles
Browse latest View live