Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14498 articles
Browse latest View live

უცხოელ მოხალისე პედაგოგებისთვის სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

$
0
0

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამისფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც უცხოელ მოხალისე მასწავლებლებსსერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

სასწავლო წელი, უცხოელ კოლეგებთან ერთად, უცხოური ენის ქართველმა პედაგოგებმაც შეაჯამეს და მოხალისეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის მოსწავლეებიც, რომლებმაც პროგრამის ფარგლებშიგამოცხადებულ, უცხოენოვანი ესეების კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, უკვე მეშვიდე წელია, რაც უცხოელი მოხალისე მასწავლებლების დახმარებით, საქართველოს საჯარო სკოლებში უცხოური ენების სწავლების ხარისხი უმჯობესდება. 2012 წლიდანპროგრამამ ცვლილებები განიცადა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოხალისე მასწავლებელთა შერჩევის კრიტერიუმები დახვეწა, გარდა ამისა, უფრო მრავალფეროვანი გახდა და ინგლისურენოვან მასწავლებლებს, ჩინური, ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლებიც შეუერთდნენ.

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ახლა უკვე არა მარტო უცხოური ენების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არამედ ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კუთხითაც მუშაობს.

უცხოელი მოხალისეების საქმიანობის ნაწილს კოლეგებთან თანამშრომლობა, ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და ადგილობრივი მასწავლებლების ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით, უცხოურ ენაზე კომუნიკაცია წარმოადგენს.


გამოსაშვები გამოცდების გადაბარების შანსი ჩაჭრილებისთვის –მარიამ ჯაშის ახალი ინიციტივა

$
0
0

მომდევნო წლიდან, შესაძლოა, საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილ მოსწავლეებს გადაბარების შანსი მიეცეთ. ამ ინიციატივით პარლამენტის განათლებისა და მეცნიერებს კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სასკოლო ფორუმზე ,,სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევების სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება“ გამოვიდა.

მისი თქმით, ის ფაქტი რომ საატესტატო გამოცდებზე 11 000 მოსწავლე ჩაიჭრა სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მან განათლების მინსიტრს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და შეკრებილ აუდიტორიას ამ საკითზე კიდევ ერთხელ მსჯელობისაკენ მოუწოდა.

,,სისტემის ჰუმანურობა, ჩემი აზრით, აუცილებელია, იგი ტექნიკური მიზეზების გამო, ხშირად ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს. აქ არ არის საუბარი ხარიხზე, კომპრომისზე, რადგან სწორედ ხარისხზე გაწეულმა კომპრომისმა მიგვიყვანა ამ შედეგებამდე. აქ საუბარია ძალიან ბევრ ბავშვზე, რომლებმაც რამდენიმე წუთის დაგვიანების, ტექნიკური ან ემოციური პრობლემების გამო მთელი წელი უვარდებათ. ამის გამო რამდენიმე სუიციდის შემთხვევაც კი დაფიქსირდა. ზედმეტად მკაცრი, ზედმეტად შეუვალი და მოუქნელი სიტემა გვაქვს. როდესაც ბავშვი თორმეტ კლასამდე წარმატებით მიდის და 8 გამოცდიდან ერთს მინიმალური ქულის გამო ვერ ლახავს, ხელმეორე შანსი უნდა მივცეთ. თუ მეორედაც ჩაიჭრება, ბევრად უფრო წელგამართული ვიქნებით ბავშვებისა და მათ ოჯახების წინაშე. რა თქმა უნდა, აქ ბარიერის დაწევაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა და დასძინა, რომ საზოგადოებაში არსებულ საგამოცდო სისტემას უმკაცრესი იმიჯი აქვს.

ინიციატივას საკმაოდ ხმაურიანი შეფასებები მოჰყვა. მასწავლებლების ნაწილი ამბობდა, რომ ამგვარ დათმობებზე წასვლა ცოდნის დონის კიდევ უფრო დაწევას გამოიწვევს.

,,როგორ განასხვავებთ ამ  11 000-დან ვინ ჩაიჭრა ემოციურიბის გამო და ვინ -უცოდინრობის გამო“, – ჰკითხა ერთ-ერთმა პედაგოგმა ჯაშს.

კომიტეტის თავმჯდომარემ კი უპასუხა, რომ ამას სწორედ ის სხვაობა აჩვენებდა, რაც პირველ და მეორე გამცდების შედეგებს შორის დაფიქსირდებოდა.

„უმიზნო კრიტიკისაგან შორს ვარ, მაგრამ სადაც მივდივარ ეს პრობლემაა. მე მინდა სისტემა, რომელიც თან ხარისხიანი იქნება და თან შევძლებთ, რომ ბავშვი იყოს ბედნიერი. თქვენს შვილს რომ ეცადა საატესტატო გამოცდების გამო თავის მოკვლა, მითხარით, რას იზამდით?!“, – განაცხადა ჯაშმა.

მის ამ სიტყვებს დამსწრე საზოგადოების უდიდეს ნაწილში უკმაყოფილება მოჰყვა – ,,ეს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიმართ ბრალდებაა“ – ამბობდნენ პედაგოგები.

თემას ფორუმზევე განათლების მინისტრიც გამოეხმაურა. მან კომიტეტის თავმჯდომარეს აღუთქვა, რომ ამ საკითხს განიხილავდნენ. ჯეჯელავს თქმით, თუკი ამას დაუშვებდნენ, გადაბარების შანსი ყველა მოსწავლეს უნდა მისცემოდა.

,,აქ საუბარი სიხისტის შეცვალზე კი არ არის, არამედ იმაზე, რომ მეორე შანსი ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომელთაც გამოცდის ჩაბარება შემთხვევის გამო ვერ შეძლეს. მეორეს მხრივ კი, ამით იმის საშიშროებაც ჩნდება, რომ ამ შესაძლებლობამ შედეგიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მეორე გამოცდის იმედით პირველს ნაკლები მოტივაციით მიუდგნენ. ამიტომ, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი ოქნება და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მოგვიანებით ჯაშმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებლად იზრუნებს, რათა მომავალი წლისთვის საგამოცდი სისტემა უფრო მოქნილი გახდეს.

,,არ მინდა ზედმეტი მოლოდინები შევქმნა, მაგრამ მინისტრისგან მივიღე პირობა, რომ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ“, – დასძინა მან.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა კონკრეტულ შემთხვევებს გულისხმობდა მოსწავლეთა სუიციდის მცდელობებზე საუბრისას, მარიამ ჯაშმა გვიპასუხა, რომ კონკრეტული სტატისტიკის მოყვანა არ შეუძლია, თუმცა ინფორმაცია მსგავსი მცდელობების შესახებ საზოგადოებაში რამდენჯერმე გავრცელდა.

“საატესტატო გამოცდების ბარიერის აწევას ვაპირებთ მომავალში” – ალექსანდრე ჯეჯელავა

მოამზადა თაკო მათეშვილმა

30 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ 30 წლის გახდები

$
0
0

ზოგადი პრობლემები და გადაჭრის გზები, რომლებსაც სხვადასხვა ავტორები გვთავაზობენ, ხშირად სასარგებლო საშუალებაა ჩვენი პრობლების ეფექტურად და პრაქტიკულად მოსაგვარებლად.  სპეციალურად ამ შემთხვევისთვის გთავაზობთ 30 წიგნს, რომელიც 30 წლამდე უნდა წაიკითხოთ.

ყველა მათგანი უნიკალური განძია, რომელიც გაამდიდრებს თქვენს სამყაროს და უფრო ჭკვიანს  გაგხდით:

1. ალექსანდრე გრინის „ალისფერი იალქნები“ – ეს ლამაზი და რომანტიული ზღაპარი ჩვენთვის ბავშვობიდანაა ნაცნობი, რომელიც ასოლზე და გრეიზეა და მათ ურყევ რწმენაზე.

2. ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“ – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი მსოფლიო ლიტერატურაში. ნაწარმოების მთავარი თემაა ალექსის მოგზაურობა ახალგზარდობიდან მოწიფულობამდე. „მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის“ -ეს რომანის დევიზია.

3. რეი ბრედბედერის „აპრილის ჯადოსნობა“ – ეს ძალიან უბრალო და პატარა მოთხრობაა ცალმხრივ სიყვარულზე. მეოცე საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი მწერალი უხსნის ყველა ახალგზარდა ქალს, რომ უპასუხო სიყვარული ყველაზე ჯადოსნური რამ არის, რაც მათ შეიძლება თავს გადახდეთ.

4. უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი“ – ეს არის შემზარავი ისტორია ბრიტანელი მოსწავლეების გართობაზე უკაცრიელ კუნძულზე. ავტორი საუბრობს თავისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ამტკიცებს, რომ ახალგაზრდობას საერთო არაფერი აქვს უდანაშაულობასთან.

5. ერიხ მარია რემარკის „ნასესხები სიცოცხლე“ – უდიდესი მწერლის დაუჯერებლად ძლიერი რომანი, რომლის პროზა დროს უძლებს. ეს არის ლამაზი და სულისშემძვრელი ისტორია მარტოობაზე, დიდ სიყვარულსა და ცხოვრების ღირებულებებზე

6. ჯორჯ ორუელის „1984“ – მიუხედავად იმისა, რომ წიგნი 1949 წელს დაიწერა, ლიტერატურული და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც ავტორი ეხება, კვლავინდებურად აქტუალურია. წიგნი არ არის რეკომენდირებული მგრძნობიარე ადამიანებისთვის ორსულებისთვის და მათთვის, ვინც თვითმკვლელობისკენ არის მიდრეკილი. დანარჩენებმა კი ის უბრალოდ აუცილებლად უნდა წაიკითხონ.

7. ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ეს ისტორია დაწერილია ბავშვის სახელით, რომელიც მოგვითხრობს სამართლიანობასა და ცრუწმენებთან ბრძოლაზე.  ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე რასობრივი უთანასწორობის  საშიშროებაზე და აღზრდის პრობლემებზე.

8. ერნესტ ჰემინგუეის „ვისთვის რეკს ზარი“ – მოკლე, მაგრამ დიდი აზრის მქონე წიგნი – სიკვდილზე, ომისიდეოლოგიაზე, მის აბსურდულობასადა  დაუჯერებელ სისასტიკეზე.

9. ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ – წიგნი ნამდვილი შედევრია. იგი გადმოგვცემს ისტორიას, აღწერს ადამიანთა ბედს. ავტორი ხაზს უსვამს ხალხის დრამატულობას, რაც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ტოვებს მკითხველს.

10. ივან ბუნინის „მშვიდი სუნთქვა“ – ისტორია მოსწავლე ოლია მეშერსკაიაზე, მის ქალურობასა და პირველ სიახლოვეზე.

11. გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის 100 წელი“ – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება განსაკუთრებულ სამყაროში, რომელიც მარკესმა შექმნა. თავისუფლად იგრძენით თავი ბუენდიას სტუმართმოყვარე სახლში.  ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ გაიგებთ მოსიყვარულე ოჯახის მნიშვნელობას ყველა ადამიანის ცხოვრებაში.

12. ჯეკ კერუაკის „დრაჰმის მაწანწალები“ – წიგნში მოთხრობილია ვეტერანებზე, რომლებიც ომის შემდეგ შინ დაბრუნდნენ.  თავგადასავლების მოყვარულებისთვის ის განსაკუთრებულად საინტერესოა.

13. ჯონ ფაულსის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ – შავებში ჩაცმული ქალი ზღვის სანაპიროსთან ყოველ დღე გაჰყურებს ჰორიზონტს. ერთხელ მას შეამჩნევს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საქორწინოდ ემზადებოდა. ამას შემდეგ ყველაფერი იცვლება.

14. კენეთ გრემის „ქარი ტირიფებში“ – არაჩვეულებრივი საბავშვო წიგნი, რომელიც ზრდასულ ადამიანებს ახსენებს ცხოვრების უბრალო სიხარულის დანახვის აუცილებლობასა და დაფასებას. ზღაპარი სავსეა თავაგადასავლებით, მაგიითა და სოლიდარობით.

15. სუნ ძუს „ომის ხელოვნება“ – ეს ერთ–ერთი უძველესი წიგნია სამხედრო სტრატეგიაზე.  ნაწარმოების სიბრძნე შესაძლოა ჩვენი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში გამოვიყენოთ.

16. ჯონ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“ – ეს წიგნი განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, აგრეთვე მოზრდილებისთვისაც. რამდენიმე ფურცლის გადახედვის შემდეგ, სულ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ გამოგონილ ამბავს კითხულობთ.

17. ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდი“ – კიდევ ერთი ზღაპარი, რომელიც ნებისმიერი ასაკის მკითხველს ასწავლის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში დისციპლინა და მორალი.

18. გი დე მოპასანის „ძვირფასი მეგობარი“ – კლასისკური ფრანგული რომანი ანტიგმირით, რომელიც ნაწარმოების  მთავარი გმირია. ახალგაზრდა ყმაწვილი, მაცდური სახით, რკინის ნერვებით და მომხიბვლელი მანერებით ცდილობს პარიზში თავის დამკვიდრებას.

19. პეტრე კროპოტკინის „რევოლუციონერის ჩანაწერები“ – წიგნი რევოლუციონერისა და ანარქისტის პეტრე კროპოტკინის ცხოვრებას ეხება. მასში აღწერილია, თუ როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის დაცვა უცნობი გარშემომყოფებისგან, რომელთაც არ ესმით მისი. აგრეთვე წიგნი მოგვითხრობს ნამდვილ მეგობრობასა და მხარდაჭერაზე.

20. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეთსბი“ – რომანი შესულია იმ შედევრებს შორის, რომელიც თავის დროზე არ აღიარეს.  მასში მოთხრობილია ბედისწერაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამერიკული ოცნებისკენ მიმავალ გზაზე იჩენს თავს.

21. ჯერომ დევიდ სელენჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ – წიგნი მოზარდის მძიმე ცხოვრებაზე მოგვითხრობს. დროს არ აქვს მნიშვნელობა. ბუნტი, მაქსიმალიზმი, მარტოობა და გაურკვევლობის შიში – ეს ყველაფერი თითოეულ ადამიანშია, სწორედ ამიტომ გახდა მილიონობით ადამიანისთვის ეს წიგნი გასაგები.

22. ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ – ეს წიგნი უდაოდ შედევრია არამხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში. ვერც ერთმა პიროვნებამ ვერ შეძლო ადამიანის სულის აღწერა ისე, როგორც დოსტოევსკიმ.

23. ნიკოლო მაკიაველის „ხელისუფალი“ – სხვადასხვა მმართველობითი სიტუაციის, გავლენის მოხდენის და სახელმწიფო სტრუქტურის შთამბეჭდავი აღწერა. დაწყებული საერთო პროგრესისთვის პოლიტიკური და კორპორატიული ბრძოლიდან,  დამთავრებული ხალხის კონტროლამდე, პირადი სარგებლობისა და ინტერესებისათვის.

24. ჰენრი დევიდ ტოროს „უოლდენი ანუ ცხოვრება ტყეში“ – ამ წიგნის დასაწერად ტორო 2 წელიწადი, 2 თვე და 2 დღე კონკორდთან ახლოს თავის ხელით აშენებულ ქოხში ცხოვრობდა. ეს არის ისტორია თავისუფლებაზე საზოგადოების ზეწოლისა და სტერეოტიპებისგან.

25.პლატონის „სახელმწიფო“ – დიადი ბრძენის  ნაწარმოები მკითხველს პოლიტიკური თეორიის ფუნდამენტურ ცოდნას აძლევს, იმის შესახებ თუ როგორ უნდა იცხოვრონ.

26. ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტა“ – ამ ისტორიის აღქმა დამოკიდებულია მკითხველის ფართო აზროვნებაზე. ზოგი ნაწარმოებში ხედავს უბრალოდ ეროტიკულ ქვეტექსტს, ზოგი კი – ღრმა აზრებს.

27. მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ – ბულგაკოვის შედევრი, რომელიც მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, – ეს არის რომანი სადაც ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება უპირისპირდება.

28. ფრანც კაფკას „გარდასახვა“ – კაფკა რთული მწერალია. მისი ნაწარმოებები ახალგზარდებს როგორც წესი არ მოსწონთ, თუმცა მისი წაკითხვა აუციულებლად უნდა სცადოთ. „გარდასახვა“ ადამიანურ მარტოსულობაზეა.

29. ანტუან დე დენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ – როდესაც ადამიანები იზრდებიან, ფიქრობენ, რომ მათ დაკარგეს რაღაც მნიშვნელოვანი. იმისათვის, რომ ეს ვიპოვოთ, საჭიროა წავიკითხოთისეთი წიგნები, როგორიცაა “პატარა უფლისწული”, ჩავწვდეთ მის არსს, შემდეგ კი მის ცხოვრებაში გამოყენებას ვეცადოთ.

30.სებასტიან ჟაპრიზოს „ხაფანგი კონკიასათვის“ – ბრწყინვალე ფრანგული დეტექტივი თეთრი კაბებისა და ღია ავტომობილის მოყვარულზე.

ზაფხულში საკითხავი – 2015 წლის 15 საუკეთესო წიგნი

10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ

5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს

წყარო: brightside.me

მოამზადა ლიკა გახარიამ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში რეგიონებში პედაგოგებთან შეხვედრები დაიწყო

$
0
0

კოალიციამ „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესახებ, რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე და ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი დღეს კახეთის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზატორებმა მასწავლებლებს კამპანიის მიზანი, კონკურსში მონაწილეობის წესები და სხვა დეტალები გააცნეს.

შეხვედრაზე, ასევე, ცნობილი გახდა საკონკურსო ეტაპების ვადები, რომლის მიხედვით, მასწავლებლები სპეციალურად შექმნილ სარეგისტრაციო ვებგვერდზე www.tprize.ge 14 ივლისამდე შეძლებენ აპლიკაციების შევსება, განაცხადების ტექნიკური შემოწმება 17 ივლისიდან 4 აგვისტომდე გაგრძელდება, ხოლო 7 აგვისტოდან, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის შექმნილი ჟიური ჯერ 10 კანდიდატს, ხოლო მოგვიანებით 5 ფინალისტს გამოავლენენ. ფინალისტებიდან გამარჯვებულის გამოვლენა კონსენსუსის საფუძველზე მოხდება.

გამარჯვებული მასწავლებელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. ასევე, კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.

მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრები, ასევე, იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებშიც გაიმართება.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და აკრედიტებულია მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიისგან – „The Global Teacher Prize“.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანია წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა, საზოგადოებისთვის მათი წარდგენა და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდა.

„ეს დღე მართლაც დაუვიწყარი იქნება“ – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა აბიტურეინტებს უმასპინძლა

$
0
0

4 ივნისს მთაწმინდის პარკში  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მე-12 კლასელებს უმასპინძლა. ფერების ფესტივალი, ბუშტები, წამახალისებელი გათამაშებები იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რაც მოწავლეებს ალტერნატიულ ბოლო ზარზე დახვდათ.

ღონისძიების დასაწყისში, მომავალ სტუდენტებს,  გრიგოლ რობაქიძის  უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე მიესალმა, მან ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. ღონისძების ოფიციალური გახსნის შემდეგ, მოსწავლეები სხვადასხვა გათამაშებაში ჩაერთვნენ. მათ შორის ხალხური ცეკვის კონკურსში. გამარჯვებულებმა უნივერსიტეტისგან  წამახალისებელი საჩუქრები და ასევე მთაწმინდის პარკის ვაუჩერები დაიმსახურეს.

„ძალიან ბედნიერი და სასიამოვნო დღეა. მართალია, სკოლაში ბოლო ზარი უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ ეს ღონისძიება მართლაც ალტერნატიულია. სახლში წასვლის სურვილი არ გამჩენია. ამდენი გათამაშება და სიურპრიზი ამ დღეს მართლაც დაუვიწყარს გახდის ჩვენთვის,“- გვითხრა აბიტურიენტმა ანი მიქაძემ.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა EDU.ARIS.GE -სთან საუბარში განმარტა, რომ  მსგავსი ღონისძებები ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს.

„ეს არის უნივერსიტეტის მისიის ერთ-ერთი გამოვლინება, როდესაც მან უნდა იზრუნოს მომავალ თაობაზე და საზოგადოებაზე. ამის გარდა, ჩვენ ბევრ სხვა აქტივობას ვახორციელებთ, მაგალითად, ჩვენ საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა გვაქვს, სადაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასოდ ვემსახურებით. ხოლო ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შედარებით მცირე შემოსავალი აქვთ, განახევრებული ტრიფებით ვემსახურებით. გვაქვს სხვადასხვა ტრენინგები, რომლითაც ხელს ვუწყობთ საზოგადოების განვითარებას და საერთოდ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. ასე რომ, ამ შემთხვევაში ეს ღონისძიება არ არის პირდაპირი მიზანი იმისა, რომ აქ მოსული აბიტურენტები მაინცდამაინც ჩვენთან მოვიდნენ და ჩვენი უნივერსიტეტი აირჩიონ. ჩვენ ზოგადად ვახორციელებთ აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაო საზოგადოების განვითარებას საქართველში,“- განაცხადა მამუკა თავხელიძემ.

გრიგორლ რობაქიძის უნივერსიტეტის ივენთ-მენეჯერ სოფიო თავბერიძის თქმით, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სხვადსხვა კონკურსსა თუ აქტივობაში დილიდან საღამოს 6 საათამდე მონაწილეობდნენ.

„12 სათიდან 6 საათამდე იმართებოდა ღონისძიებები, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა და მთაწმინდის პარკმა ერთობლივად ჩაატარეს. ჩვენ აბიტურიენტებს შევთავაზეთ სხვადასხვა გასართობი პროგრამა, რომლებიც გათვლილი იყო კონკრეტულად მათ ასაკზე. განსაკუთრებული მომენტი იყო რამდენიმე 1000-ლარიანი ვაუჩერის პოვნა მთაწმინდის პარკში, რომელსაც მფლობელები ჩვენს უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადასახდელად გამოიყენებენ. ასევე საკამოდ მხიარული გამოდგა ფერების ფესტივალი და ბოლოს კულმინაციური მომენტი იყო ბენდ „რეზო და ბავშვების“ კონცერტი. ეს იყო დიდი გასეირნება აბიტურიენტებისთვის მათწმინდის პარკში. არ აქვს მნიშვნელობა, ესა თუ ის ახალგაზრდა ჩვენი უნივერსიტეტის აბიტურიენტის სტუდენტობას გეგმავს თუ არა. უბრალოდ შევეცადეთ დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლისთვის მოგვეხსნა დაღლილობა მძიმე გამოცდების შემდეგ,“- გვითხრა სოფიო თავბერიძემ.

მთაწმინდის პარკის პიარმენეჯერის ია თარხან-მოურავის თქმით,  გამოსაშვები გამოცდების დაძაბულობის შემდეგ, მთაწმინდის პარკმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან ერთად მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა.

„მთაწმინდის პარკი მსგავს აქტივობებს ხშირად მასპინძლობს, ამ შემთხვევაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან გვაქვს ურთიერთთანამშრომლობა და ვუმასპიძლეთ  ღონისძიებას, რომელიც ეხმაურება სკოლის დამთავრებას და რომლის ფარგლებშიც დამამთარვებელი კლასის მოსწავლეებს ვულოცავთ ატესტატის მიღებას და ცხოვრების ახალ გზაზე გასვლას, “ – განგვიცხადა მთაწმინდის პარკის წარმომადგენელმა.

გარდა წამახალისებელი გათამაშებებისა, მთაწმინდის პარკში მისულმა აბიტურიენტებმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტებისა და სასწავლო პროგრამების შესახებაც  მიიღეს ინფორმაცია.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ERSU-ში საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „თანამედროვეობის აქტუალური მეცნიერული საკითხები“

$
0
0

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „თანამედროვეობის აქტუალური მეცნიერული საკითხები“ ჩატარდა.

კონფერენციაში 141 მეცნიერი და პროფესორ/მასწავლებელი იღებდა მონაწილობას. ასევე გამოიცა სამეცნიერო ნაშრომთა კრებული და მონაწილეებს გადაეცათათ ორენოვანი სახელობითი სერტიფიკატები.

გორის უნივერსიტეტს “MTC –მულტიმედია ტრენინგ-ცენტრისა”და ,,დაჯეოლაბის” წარმომადგენლები ეწვივნენ

$
0
0

3 ივნისს გორის უნივერსიტეტს ეწვივნენ “MTC – მულტიმედია ტრენინგ-ცენტრისა” და  ,,ჯეოლაბის” წარმომადგენლები, რომლებიც შეხვდნენ სტუდენტებს და გააცნეს პროექტი “სოციალური მედია და ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ამბების შესაქმნელად”.

წარმომადგენლებმა აუდიტორიას მიაწოდეს ინფორმაცია და დაგეგმეს სამომავლო ონლაინ კურსი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია საინტერესო ამბების თხრობით, ბლოგების წერით ან ნებისმიერი საინტერესო ამბის საზოგადოებისათვის მიწოდებით, დაეხმარება გაიუმჯობესოს უნარები და მომავალში გახდნენ პროექტის მონაწილეები.

მინისტრი: საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილი მოსწავლეები განმეორებით გამოცდაზე არ გავლენ

$
0
0

განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილი მოსწავლეები განმეორებით გამოცდაზე არ გავლენ. ამის შესახებ მან პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინიციატივაზე დამატებითი კომენტარის გაკეთების დროს ისაუბრა. როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს უთხრა, ის წინააღმდეგია მარიამ ჯაშის ამ ინიციატივის.

„ბარიერი არის უდაბლესი, წიგნი თუ გადაშალა ადამიანმა, ის შეძლებს რომ ბარიერი გადალახოს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ არ მოგვცემს ეს დადებით ეფექტს. მეორეს მხრივ, მარიამის ინიციატივით საუბარია არა უბრალოდ მეორე შანსის მიცემაზე, არამედ ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში, როცა მოსწავლეს ეს პრობლემა თავისი მიზეზით არ შეექმნება. ამ ინიციატივას აუცილებლად განვიხილავთ მომავალი წლისთვის  და შევეცდებით, რომ თუ ასეთი შემთხვევა მოხდა, ბავშვი არ დაზარალდეს“,- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ჯაშმა თავისი ინიციატივის შესახებ 3 ივნისს სასკოლო ფორუმზე ,,სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევების სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება“ ისაუბრა: 

,,სისტემის ჰუმანურობა, ჩემი აზრით, აუცილებელია, იგი ტექნიკური მიზეზების გამო, ხშირად ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს. აქ არ არის საუბარი ხარისხზე, კომპრომისზე, რადგან სწორედ ხარისხზე გაწეულმა კომპრომისმა მიგვიყვანა ამ შედეგებამდე. აქ საუბარია ძალიან ბევრ ბავშვზე, რომლებმაც რამდენიმე წუთის დაგვიანების, ტექნიკური ან ემოციური პრობლემების გამო მთელი წელი უვარდებათ. ამის გამო რამდენიმე სუიციდის შემთხვევაც კი დაფიქსირდა. ზედმეტად მკაცრი, ზედმეტად შეუვალი და მოუქნელი სიტემა გვაქვს. როდესაც ბავშვი თორმეტ კლასამდე წარმატებით მიდის და 8 გამოცდიდან ერთს მინიმალური ქულის გამო ვერ ლახავს, ხელმეორე შანსი უნდა მივცეთ. თუ მეორედაც ჩაიჭრება, ბევრად უფრო წელგამართული ვიქნებით ბავშვებისა და მათ ოჯახების წინაშე. რა თქმა უნდა, აქ ბარიერის დაწევაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა და დასძინა, რომ საზოგადოებაში არსებულ საგამოცდო სისტემას უმკაცრესი იმიჯი აქვს.

გამოსაშვები გამოცდების გადაბარების შანსი ჩაჭრილებისთვის – მარიამ ჯაშის ახალი ინიციტივა

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა


„თუ პედაგოგები მოსწავლეებს გასვლით გაკვეთილს ჩაუტარებენ, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ“

$
0
0

თუ პედაგოგები ბავშვებს წინასწარ დადგენილ ადგილებში წაიყვანენ და გასვლით გაკვეთილს ჩაუტარებენ, მაშინ მათ დამატებითი ანაზღაურების მიღების საშუალება ექნებათ – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ინიციატივა არ ნიშნავს, რომ ექსკურსია დღეს არსებული ფორმით აღარ იარსებებს.

„ჩვენ გვინდა რომ [ექსკურსიამ]  გასვლითი გაკვეთილის ფორმა მიიღოს. ტრადიციული ექსკურსიის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გვინდა რომ მეტი შემეცნებითი დატვირთვა გვქონდეს. შევქმნით კატალოგს. მიმღები ორგანიზაციების კატალოგს, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენ ვეუბნებით სკოლებს, რომ თუ ამ კონკრეტულ ადგილებში წაიყვანენ ბავშვებს და ჩაატარებენ ასე ვთქვათ გასვლით გაკვეთილს, მაშინ მასწავლებლებს, დამატებითი ანაზღაურების მიღების საშუალება ექნებათ“,- განაცახადა ჯეჯელავამ.

მინისტრის განმარტებით, ამ პროგრამის დანერგვა წელს დაიწყო, უკვე იყო ცალკეული შემთხვევები, მომავალი წლიდან კი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

სასკოლო ექსკურსიებისთვის განსხვავებული დატვირთვის მინიჭების შესახებ მინისტრი მარტის თვეში, დირექტორთა საბჭოს სხდომებზე საუბრობდა.

„იუსტიციაც ძალიან მონდომებულია ამ მიმართულებით, ასევე მუზეუმები, თეატრები, სპორტული დაწესებულებები, ვფიქრობ წელს თუ 100 ობიექტი გვექნება, მომავალ წელს შეიძლება 1000-იც იყოს. კატალოგის  ონლაინ ვარიანტიც იქნება და ბეჭდურიც, სადაც პირდაპირ ეწერება სად  შეიძლება წაიყვანო კლასი თუ გაქვს სურვილი და იდეა”.

„სასკოლო ექსკურსია მხოლოდ სანთლის ანთებით და ბარკლის გაჯიჯგვნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს“

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

მასწავლებლების სკოლამდე ტრანსპორტით მომსახურების სახსრები ან იდეა არ გაგვაჩნია – ჯეჯელავა

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მასწავლებლებისთვის სასკოლო ავტობუსებით მგზავრობის აკრძალვას აფასებს და ამბობს, რომ  სასკოლო ავტობუსებით მგზავრობა მასწავლებლებისთვის არც აქამდე ყოფილა ნებადართული.

ამის შესახებ მინისტრმა EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ მასწავლებლების ტრანსპორტით მომსახურების პროგრამა საერთოდ არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ მოსწავლეების. თუკი პედაგოგი ჩასვა მძღოლმა და მერე დახვდნენ ბავშვები, უნდა გადმოსვას პედაგოგი, სადღაც დატოვოს და ბავშვები ჩასვას, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა, თუმცა მოგეხსენებათ ეს ტექნიკურად შეუძლებელია. შეიძლება ამ წუთას იყოს 3 თავისუფალი ადგილი, ჩავსვით მასწავლებელი, გავიარეთ ერთი კილომეტრი და დაგვხვდა 3 ბავშვი – რას ვაკეთებთ ამ მომენტში?! ამაზე უნდა გავცეთ პასუხი“, – განაცხადა მინისტრმა.

ჩვენ მინისტრს ვკითხეთ, როგორ უნდა მოიქცნენ პედაგოგები, ვინც სკოლამდე ტყის გავლით მიდის, არსებობს თუ არა სამინისტროში რაიმე გეგმა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით რეგიონებისთვის.

მინისტრმა განმარტა, რომ მასწავლებლების ტრანსპორტირების პროგრამის სახსრები ამ ეტაპზე სახელმწიფოს არ გააჩნია და შესაბამისად, არც რაიმე იდეა აქვს ამასთან დაკავშირებით.

დროის სიმცირის გამო, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება მინისტრს ჩავკითხოდით არის თუ არა ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ სასკოლო ავტობუსების მძღოლებს სახელფასო ანაზღაურება, მათივე ინფორმაციით, თვეობით უგვიანდებათ. მძღოლებს კი ის კომპანიები ქირაობენ, ვისთანაც სამინისტროს ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნულზე გვიპასუხეს, რომ თვეობით დაგვიანება სიმართლეს არ შეესაბამება და მაქსიმალური გადაცილება, ისიც საორგანიზაციო საკითხების მიზეზით მხოლოდ 2 კვირა შეიძლება იყოს.

„თვეობით არ გაცემა წარმოუდგენელია. ასეთი რამ ჩვენი მონიტორინგის სამსახურს არ დაუფიქსირებია. კომპანია აწარმოებს სამუშაოების შესრულების სპეციალურ ტაბელს, რომლის შედარებაც კეთდება ყოველთვიურად და ამის საფუძველზე ერიცხება კომპანიას ჩვენგან თანხები. თავად ტაბელის ტრანსპორტირებასაც დრო სჭირდება რეგიონებიდან და შესაძლებელია ამანაც განაპირობოს მინიმალური დაგვიანება. იყო შემთხვევა, როცა ერთი თვის ანაზღაურება ორ ნაწილად გაიყო, თუმცა 2-3 თვე დაგვიანება არ ყოფილა. სამინისტროს რეგიონების რესურსცენტრებში ჰყავს თავისი წარმომადგენელი, რომელთაც ასევე ეხებათ კომპანიის სამუშაოების კონტროლი და აღნიშნულის საფუძველზე დაჯარიმებულან კიდეც. საერთო ჯამში, კომპანიების მუშაობით, საუბარია 3 კომპანიაზე, ჩვენ კმაყოფილი ვართ 99%–ით“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურში.

ამავე თემაზე:

მასწავლებელი: „სკოლაში ტყის გავლით მივდივარ, მგელს კანონი იცავს და მე არ შეიძლება სკოლის ავტობუსი გავაჩერო“

განათლების სამინისტროს პასუხი მასწავლებლებს, რომლებსაც სასკოლო ავტობუსით მგზავრობა აეკრძალათ

სასკოლო ავტობუსი პედაგოგების გარეშე – „მსგავსი აბუჩად აგდება არ მახსენდება“

ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი აწსუ-ში სტუმრად იმყოფებოდა

$
0
0

მიმდინარე წლის 29 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი ვიდას კავალიაუსკასი.

უცხოელ პროფესორს, აწსუ-ის რექტორი გიორგი ღავთაძე და ფაკულტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს აწსუ-ში ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის შექმნის შესაძლებლობები და ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზატორები იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის მასწავლებლებს შეხვდებიან

$
0
0

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში, 6 ივნისს იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის მასწავლებლებს შეხვდებიან.

შეხვედრები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში 14:00 საათზე, ხოლო შოთამესხიასზუგდიდისსახელმწიფოსასწავლოუნივერსიტეტში 17:00 საათზე გაიმართება.

კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე და ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი,მასწავლებლებს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანს, კონკურსში მონაწილეობის წესებს და საკონკურსო ეტაპების ვადებს გააცნობენ.

გამარჯვებული მასწავლებელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. ასევე, კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და აკრედიტებულია მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიისგან – „The Global Teacher Prize“.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანია წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა, საზოგადოებისთვის მათი წარდგენა და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდა.

მისამართი: 

ქუთაისი, წერეთლის ქუჩა N 13;

ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. #14

რატომ დატოვა სკოლის სამეურვეო საბჭომ სერიოზული დარღვევების მქონე დირექტორი თანამდებობაზე?

$
0
0

გაათავისუფლებს თუ არა თანამდებობიდან ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს განათლების სამინისტრო, ამ დრომდე უცნობია. სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მედეა გვენეტაძემ სკოლის დირექტორობის თანამდებობა შეინარჩუნა.

საკითხზე დღეს პირველი სკოლის სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობა 12 წევრი მსჯელობდა. საჯარო სკოლის დირექტორს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების სამინისტროდან ბრძანება 4 დღის წინ მიუვიდა.

აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურმა, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში რიგი დარღვევები აღმოაჩინა: სკოლაში, მასწავლებლების მიერ ფასიანი გაკვეთილების ჩატარება, თანამშრომლების სიაში ისეთი პირების დაფიქსირება, რომლებიც ამ სკოლაში რეალურად არ მუშაობდნენ, მასწავლებლებისათვის სახელფასო ანაზღაურების არათანაბარი გადანაწილება, – ეს ის ჩამონათვალია, რის გამოც მედეა გვენეტაძეს განათლების სამინისტროდან, ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ ხელმოწერილი გათავისუფლების ბრძანება გამოეგზავნა.

18927187_1600390153329250_2133250650_oსამეურვეო საბჭოს წევრები ყვებიან, რომ საბჭომ თითოეულ ბრალდებაზე ისაუბრა, აღმოჩენილი დარღვევების შესახებ სკოლის დირექტორს ინფორმაცია არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ მის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღეს და მედეა გვენეტაძე თანამდებობაზე დატოვეს.

„ჩვენ გავეცანით ამ ინფორმაციას დეტალურად. შემდეგ დირექტორმა თვითონ  ბრალდებებთან დაკავშირებით, თავისი არგუმენტები მოიყვანა.  ხარვეზები, რაც იყო,  ქალბატონი მედეა არ უარყოფს.  ეს ბრალდებაში მოყვანილი ფასიანი გაკვეთილები, რომლებიც ტარდებოდა არ იყო იძულებითი ფორმით. ბრალდებაში ეწერა, რომ მოსწავლეების მომზადება იძულებით ხდებოდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ამზადებდა არის ნინო რუსეიშვილი, რომელიც არის ძალიან დადებითი ადამიანი და ის ფასიან გაკვეთილებს  მხოლოდ სხვა კლასების მოსწავლეებთან ატარებდა და არა საკუთარ მოსწავლეებთან. ასევე  იყო საუბარი თანამშრომლების სიაზე, ასეთიც ფიქსირდებოდა, თუმცა სწორედ მის სასარგებლოდ ვინც საჩივარი მოამზადა. ეს არის დიმიტრი ლაგვილავა, რომელიც 2 თანამდებობაზე იყო იმის გამო, რომ ხელფასი აეღო და ეს ხდებოდა ლაგვილავას თანხმობით“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას პირველი სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ჯული ნემსაძე.

რაც შეეხება თანამდებობრივი სარგოსა და მასწავლებლებს შორის სახელფასო თანხების გადანაწილების შესახებ ბრალდებას, სამეურვეო საბჭო ამბობს, რომ ეს პედაგოგებთან შეთანხმების საფუძველზე ხდებოდა. საბჭო დარღვევას არ უარყოფს და ამბობს, რომ ეს საკითხი გასწორდა, თუმცა რას გულისხმობს სახელფასო განაწილების გასწორებაში ჯული ნემსაძე ვერ აკონკრეტებს.

მასწავლებელი, რომელიც სკოლაში დამატებით გაკვეთილებს ანაზღაურების სანაცვლოდ ატარებდა, საკუთარი სურვილით სკოლის სასწავლო ნაწილის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა  სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას კვლავ  გააგრძელებს.

ამასთან, სამეურვეო საბჭო ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს ცხელ ხაზზე დაფიქსირებული ზარის ავტორთა ვინაობას, რის საფუძველზეც მოკვლევა დაიწყო. ამბობს, რომ ამ სახელებით პიროვნებები სკოლის მოსწავლეთა მშობლებს შორის არ ეგულებათ.

აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურში აცხადებენ, რომ ცხელ ხაზზე შესული ინფორმაცია ვინაობისა და მისამართის მითითებით ინიშნება, სამსახურს კი მისამართის გადამოწმების ვალდებულება არ აკისრია. ალექსანდრე მჟავანაძის განცხადებით, მთავარია ის, რომ სკოლაში განათლების კანონის დარღვევის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დადასტურდა, შესაბამისად სამინისტრომ დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება სწორედ აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოს  საფუძველზე მიიღო.

„მე სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება არ მინახავს, აქედან გამომდინარე სამეურვეო საბჭოს მსჯელობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სამეურვეო საბჭო ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.  თუ მინისტრის მიერ დავალებული გადაწყვეტილება, რომ ვადამდე  შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, არ შესრულდება, ამის შესახებ სამეურვეო საბჭომ  დასაბუთებული პასუხი უნდა გაუგზავნოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამინისტრო უფლებამოსილია, თუ  გადაწყვეტილება საკმარისი მტკიცებულებებით არ იქნება დასაბუთებული სამეურვეო საბჭოს მიერ, თვითონ განათლების სამინისტრომ შეუწყვიტოს დირექტორს უფლებამოსილება“, – განაცხადა  აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის და ინსპექტირების  სამსახურის უფროსმა ალექსანდრე მჟავანაძემ ჩვენთან საუბარში.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის მიმართ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ  პირველ ეტაპზე სამეურვეო საბჭო მსჯელობს, ხოლო საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განათლების სამინისტრო უფლებამოსილია დირექტორი მაინც გაათავისუფლოს ვადამდე დაკავებული პოზიციიდან. რამდენად მყარად არის არგუმენტირებული სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ფაქტებითა და მტკიცებულებებით, განათლების სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ გახდება ცნობილი.

სკოლის დირექტორს აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევების გამო გათავისუფლება ემუქრება

მოამზადა თამუნა ხოზრევანიძემ – ბათუმი

კსუ საგანმანათლებლო ფესტივალზე სპეციალური საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი

$
0
0

3-4 ივნისს თბილისი მოლის ატრიუმში, კომპანია media.co-ს ორგანიზებით „Edu.fest.2017“ გაიმართა. საგანმანათლებლო და აღმზრდელობით დაწესებულებათა ორდღიან მასშტაბურ გამოფენაში, სხვადასხვა უნივერსიტეტთან, პროფესიულ კოლეჯთან, სკოლასთან და აღმზრდელობით დაწესებულებასთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც მონაწილეობდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფესტივალზე სპეციალური საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დამთვალიერებლებს კონკრეტული შეთავაზებები და ზოგადად, უნივერსიტეტის შესახებ ინფომაცია გააცნეს.

„Edu.Fest.2017“-ი წელს პირველად ჩატარდა და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მასში მონაწილეობა კერძო სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

„შეგვიძლია საერთოდაც გავაუქმოთ გამოცდები, რადგან შედეგები არ მოგვეწონა“

$
0
0

„რა გადაბარებაზე ვსაუბრობთ ხალხნო?“- ასე ეხმაურება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის მარიამ ჯაშის ინიციატივას იმის თაობაზე, რომ საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს ხელახლა გადაბარების შანსი მიეცეთ.

მიმინოშვილი ამას ზედმეტად მიიჩნევს და ამბობს, რომ გამოცდების  ბარიერი ისედაც მინიმალურია და მოსწავლე, რომელიც მას ვერ გადალახავს, ვერც რამდენიმე დღეში დანიშნულ ხელახალ გამოცდაზე გააუმჯობესებს შედეგს.

მაია მიმინოშვილი: მე მგონი ქალბატონმა მარიამმა უბრალოდ მოსაზრება გამოთქვა. მგონი ეს ინიციატივა არ ყოფილა. მზად ვარ ვიმსჯელოთ. დახვეწა ყველაფერს სჭირდება. ოღონდ, რა თქმა უნდა, გააზრებულად. მოკლედ, მე ამას ინიციატივას არ დავარქმევდი.

–ანუ, დიალოგში ჩასართავად მზად ხართ?

მ.მ: რა თქმა უნდა. ეს სისტემა ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაინერგა და სრულიად ლოგიკურია თუ მსჯელობას დავიწყებთ. ჩემი აზრით, პირველ რიგში მიზანი უნდა დავისახოთ, თუ რა გვინდა. მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ და ამის შემდეგ საგამოცდო სისტემის მორგებას არაფერი უნდა. ისევე როგორც ეს 2005 და 2010 წლებში ეროვნული და გამოსაშვები გამოცდების სახით მოხდა.

საერთოდ, განათლების სისტემაში რეფორმის საგამოცდო სისტემის რეფორმით დაწყება სწორად არ მიმაჩნია. საგამოცდო სისტემა არსებულ საგანმანათლებლო სისტემას უნდა ერგებოდეს.და გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად გვჭირდება საგამოცდო სისტემის შემოღება, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიიღებოდეს, რაც ეს საფეხურები ნათლად და მკაფიოდ დალაგდება. კონკრეტული საგამოცდო სისტემა კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. სწორედ ამ მიზნის მიხედვით უნდა აიგოს იგი და არა უბრალოდ სურვილის მიხედვით.

–გაქვთ თუ არა თქვენი შეხედულებები და წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ამ ინიციატივის განხორციელება?

მ.მ: გამოსაშვები გამოცდების შემოღება ჩვენი იდეა არ იყო. მეტიც, მაშინ ვეწინააღმდეგებოდი იმჟამინდელ მინისტრს, რადგან ვფიქრობდი, რომ როდესაც სასკოლო განათლება ამხელა გამოწვევების წინაშე დგას, კიდევ ახალი საგამოცდო სისტემის შემოღება საერთოდ არ იყო გამართლებული. თუმცა, იმჟამინდელმა მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი ორგანიზაცია ვალდებული იყო სისტემა შეეთავაზებინა.

ამ მოცემულობაში, ბარიერს ვერც კი დავარქმევთ იმას, რაც გვაქვს. ბერიერი მინიმალურზე მინიმალურია და ეს გამოცდებიც მინიმალურზე მინიმალურ კომპეტენციას აფასებს. თუ მოსწავლეს ეს კომპეტენცია აქვს, ის ატესტატის ღირსი ხდება. ასე რომ, ეს არსებულ რეალობასა და მოცემულობას ერგება.

საერთოდ, სკოლის ფუნქცია ხომ ისაა, რომ ახალგაზრდა მომავალი ცხოვრებისათვის მოამზადოს და არა უმაღლესში სწავლისათვის. თუკი ზოგადი განათლების საფეხური ამას ემსახურება, შეიძლება მის შემდეგ გვქონდეს მსგავსი სისტემა და ატესტატი აიღოს მოსწავლემ, რომელიც მერე ან სამუშაოდ წავა, ან პროფესიულ სასწავლებელში და ა.შ. ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს გარდა უმაღლეს სასწავლებელში წასვლისა.

სკოლის შემდეგი წლები კი მიზანმიმართულად ახალგაზრდის უმაღლესი სასწავლებლისათვის მომზადება იყოს. ეს რომ გაიმიჯნება, საგამოცდო სისტემაც დაიხვეწება და ძალიან კარგ შედეგსაც მოგვცემს. მე პირადად ნამდვილად მენდომებოდა, რომ სასკოლო განათლების საფეხურზე სისტემა ასე ყოფილიყო აწყობილი.

–ანუ, თქვენ ამბობთ, რომ მეცხრე კლასის შემდეგ იღებდნენ ატესტატს ისინი, ვინც უმაღლესში არ აპირებენ სწავლის გაგრძელებას?

მ.მ: დაახლოებით. არ მაქვს ამბიცია, რომ ამ საქმის ექსპერტი ვარ, ამას თავისი სპეციალისტები სჭირდება. რაც ყველაზე მთავარია, თითოეულ საფეხურს თავისი მკაფიო მიზანი სჭირდება. თუ რას ემსახურება იგი. დაწყებითი საფეხური ხომ ზოგად განათლებას ემსახურება, ეს უდავოა. ზოგადი განათლების საფეხური, ჩემი აზრით, ახალგაზრდის მომავალი ცხოვრებისათვის მომზადებას ემსახურება, სადაც, როგორც მინისტრი ამბობს ხოლმე,ბედნიერი იქნება, საკუთარი თავის რეალიზაციას მოახერხებს. ეს კი მაინცდამაინც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას არ უნდა გულისხმობდეს. თუ ამას მოვახერხებთ, ჩემთვის ზოგადი განათლების მიზნები უკვე ცნობილია.

ამის მერე უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ გვჭირდება თუ არა გამოსაშვები გამოცდები. ამის შემდეგ უკვე ადვილია ჩამოყალიბდეს თუ რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, რას უნდა ამოწმებდეს იგი. დღეს უკვე საკმაო რაოდენობაა ისეთი ახალგაზრდების, რომლებიც უმაღლესში სწავლას არ აგრძელებენ და 12 წელი სკოლაში მხოლოდ ატესტატისთვის არიან. ამაზე ისიც მეტყველებს , რომ წელს 47 ათასი კურსდამთავრებული გვყავს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი 41 ათასი დარეგისტრირდა. მათ რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა უბრალოდ ატესტატი აიღონ და ისევე არ ისწავლონ მაგალითად ფიზიკა, როგორც აბიტურიენტებმა, ეს სამართლიანი იქნებოდა. ასეთი ვნებათაღელვაც არ იქნებოდა. 11 ათასი მოსწავლის ჩაჭრაზე აჟიოტაჟი ახლა რომ ატყდა, ეს ჩემთვის ცოტა უცნაურია.

კვლევები აჩვენებს, რომ მეოთხეკლასელებს, მერვეკლასელებს და კიდევ უფრო მეტად მეცხრეკლასელებს პრობლემები აქვთ და რატომ გვიკვირს, რომ მეთორმეტე კლასელები ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებენ? რატომ ვტეხთ აჟიოტაჟს? განმეორებით გამოცდას რაც შეეხება, პირდაპირ გეტყვით _ მაისის ბოლოს თუ არ იცის მოსწავლემ მათემატიკა, ივნისის შუა რიცხვებში ეცოდინება? მითუმეტეს, რომ მართლაც ელემენტარული, გამრავლების ტაბულისა და მიმატება-გამოკლების ცოდნაა საჭირო. ამ დონეზეც თუ არ იცის, ერთ კვირაში ეცოდინება?

–ქალბატონი მარიამის მიერ ნახსენებ ემოციურობის ფაქტორს გამორიცხავთ?

 მ.მ: ყველა გამოცდა ემოციებთანაა დაკავშირებული. მე რომ მითხრათ ახლა გამოცდაზე უნდა გახვიდეო, ძალიან ავღელდები. ემოციების მართვაც საქმეა, ესეც უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა. როგორ შეიძლება მოსწავლეს, ან აბიტურიენტს მღელვარება სრულიდ მოვუხსნათ?!

გარდა ამისა, მოდით შევხედოთ ვისთვის არის მაისის ბოლოს ატესტატის აღება მნიშვნელოვანი, იმათთვის, ვინც აბიტურიენტია და ატესტატის გარეშე ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ, რომ თუკი ვინმე „კატის“ გამოცდების რომელიმე საგანში იმ მინიმალურ ბარიერს ვერ გადალახავს, იმას ეროვნულ გამოცდებზე არანაირი შანსი არ აქვს. ხოლო იმათთვის კი, ვინც ეროვნულ გამოცდებს არ აბარებენ და მხოლოდ ატესტატი უნდათ, არანაირი პრობლემა არაა მოემზადონ და ცოტა ხნის მერე აიღონ. მათემატიკა მაისში თუ არ იციან, მეორე მაისამდე რაღაცას ისწავლიან.

–ანუ, საერთო ჯამში, თქვენ გადაბარების საჭიროებას ვერ ხედავთ.

მ.მ: რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ. შეგვიძლია საერთოდაც გავუქმოთ გამოცდები, რადგან შედეგები არ მოგვეწონა. ეს თავის დროზე გააკეთა კიდეც შაშკინმა – საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა გააუქმა, რადგან შედეგები არ მოეწონა. ის, რომ გამოცდის გამეორების საშუალება მივცეთ, გაუგებარია. რა რეგისტრაცია დააგვიანდათ? (ჯაშმა განაცხადა,რომ ზოგიერთ მოსწავლეს გამოცდაზე დარეგისტრირება რამდენიმე წუთით დააგვიანდა და ამის გამო გამოეთიშა მას. მისი აზრით, გადაბარების საშუალება ასეთებსაც უნდა მიეცეთ-ავტ.), მეთორმეტეკლასელები რეგისტრაციას არ გადიან, სკოლა არეგისტრირებთ. იმ მოსწავლეებისათვის კი, რომლებიც ან საქართველოში არ იმყოფებიან, გამოცდის დღეს ცუდად გახდნენ, ან სხვა საპატიო მიზეზი აქვთ, ივნისში დამატებითი დღე ისედაც გვაქვს და რაღა გადაბარებაზე ვსაუბრობთ?

მინისტრი: საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილი მოსწავლეები განმეორებით გამოცდაზე არ გავლენ

გამოსაშვები გამოცდების გადაბარების შანსი ჩაჭრილებისთვის – მარიამ ჯაშის ახალი ინიციტივა

მოამზადა თაკო მათეშვილმა


მორიგი რეკორდი – მადლობა EDU.ARIS.GE-ს მკითხველს!

$
0
0

ძვირფასო არის.ჯი – განათლების მომხმარებლებო,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ EDU.ARIS.GE-მ  მორიგი რეკორდი დაამყარა – მომხმარებელთა რიცხვი 2017 წლის მაისში 400 ათასს გასცდა!

მოსწავლეებო, აბიტურიენტებო, სტუდენტებო და მშობლებო, მასწავლებლებო და განათლების სფეროს სპეციალისტებო, ძვირფასო მეგობრებო – გმადლობთ, რომ ხართ ჩვენთან!

მოგეხსენებათ, რომ EDU.ARIS.GE მხოლოდ საგანმანათლებლო თემატიკაზე მუშაობს და ეს ნაკლებად პოპულალურია ვიდრე პოლიტიკური, თუ გაურკვეველი კატეგორიის მქონე ფსევდო-შემეცნებითი და გასართობი ამბები. მიუხედავად ამისა, ჩვენ თქვენთან ერთად შევძელით საერთო ინტერესის გარშემო ამდენი ადამიანის გაერთიანება.

ჩვენც პროფესიულად ვიზრდებით, სულ უფრო და უფრო მეტ გამოცდილებას ვიძენთ, სულ უფრო თამამად შევდივართ განათლებასთან დაკავშირებულ სიღრმეებში – რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

რეკლამის განთავსების მსურველებო, მიიღეთ სარგებელი – განათავსეთ თქვენი რეკლამა ჩვენთან! (032 219 2121, sales@aris.ge)

ga062017edu

საუკეთესო სურვილებით,
არის.ჯი – განათლების გუნდი

სიახლეები განათლების სფეროდან

თავისუფალი ტრიბუნა მკითხველისთვის

პროფესიული განათლება

სკოლები

საგანმანათლებლო პროგრამები და კურსები

სტუდენტური ამბები

აწსუ-ში 7 ივნისს ავსტრიის პირველი ელჩის საჯარო ლექცია გაიმართება

$
0
0

აწსუ-ის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის და გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტთან არსებული ავსტრიის კლუბის მოწვევით ავსტრიის ელჩი, არად ბენკო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემზე – EU CRISES OR CHANCE, CHALLENGES AND FUTURE SCENARIOS

არად ბენკო – საქართველოში ავსტრიის პირველი ელჩი 2016 წლის 18 აგვისტოდან.

ლექცია გაიმართება 7 ივნისს 13:15 საათზე, სამკითხველო დარბაზში (I კორპუსი, II სართული)

დასწრება თავისუფალია.

სტუდენტ-მედიკოსთა სამეცნიერო კონფერენციაზე – ,,მედეა-2017’’- კსუ-ის 8 სტუდენტი წარსდგა

$
0
0

პირველ ივნისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი სტუდენტ-მედიკოსთა სამეცნიერო კონფერენცია – ,,მედეა-2017’’ გაიმართა.

კონფერენციაზე მოხსენებებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რვა სტუდენტი წარსდგა. ისინი 20 მაისს, კსუ-ში გამართული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მე-5 საერთაშორისო კონფერენციის ჟიურის წევრებმა საუკეთესო მოხსენებებისა და პრეზენტაციების ავტორებად დაასახელეს და რეკომენდაცია მისცეს მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში.

ქუთაისში გამართულ სტუდენტ-მედიკოსთა სამეცნიერო კონფერენციაში, კსუ-ის ქართველი და უცხოელი სტუდენტები, ფარმაცია-სტომატოლოგიისა და მედიცინის სექციაში გადანაწილდნენ.
როგორც კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის, მეორე კურსის სტუდენტი ნინო კოზირია ამბობს, კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობაში სტუდენტების ჩართვას დიდი შედეგი მოაქვს. მან თემაზე – ,,ოქროს თევზების პირობითრეფლექსური მოკლევადიანი მეხსიერების შესახებ“ – მეწყვილესთან, გურანდა ქობალიასთან ერთად იმუშავა. მათი ნაშრომი ექსპერიმენტულ კვლევას ეფუძნებოდა და პროექტზე ხელმძღვანელთან, კსუ-ის პროფესორ ომარ ახმეტელაშვილთან ერთად, თებერვლის თვიდან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ.

კონფერენციის დასასრულს ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებებისა და აქტივობების ჩატარების მზაობა და ურთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა.

IBSU-ის სტუდენტი პოლონეთის ერთ–ერთ საუკეთესო კერძო უნივერსიტეტში სწავლობს –სტუდენტის ასრულებული ოცნება

$
0
0

მარიამ სლანიშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის შიდა გრანტის წყალობით სრულიად უფასოდ სწავლობს IBSU-ში. ამ ეტაპზე პოლონეთის ერთ–ერთ საუკეთესო კერძო უნივერსიტეტში, ვისტულაში აგრძელებს სწავლას ერთი სემესტრით და ამბობს, რომ IBSU-ში ჩაბარების ერთ–ერთ მოტივი სწორედ გაცვლითი პროგრამებისადმი ინტერესი იყო. კიდევ რა მიზნით ჩააბარა მარიამმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და სწავლების რა ეტაპზეა ახლა – თავად გიამბობთ.

”შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება ჯერ კიდევ მეთერთმეტე კლასიდან გადავწყვიტე, რადგან მინდოდა განათლება ინგლისურ ენაზე მიმეღო. როდესაც ფაკულტეტებს გავეცანი, ჩემი ყურადღება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულებამ მიიქცია, რადგან ეს ერთადერთი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამაა საქართველოში. გარდა იმისა, რომ პროგრამის ფარგლებში ისწავლება ამერიკის ისტორია, მულტიკულტურალიზმი, ლიტერატურა, ამერიკელ ქალთა საკითხები, ამერიკის ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა და სხვა, პროგრამა ერთ–ერთ მეორად პროფესიად თარგმანმცოდნეობასაც გვთავაზობს, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ ავირჩიე ეს მიმართულება. დღეს სახელმწიფო გრანტისა და უნივერსიტეტის შიდა გრანტის წყალობით მე სრულიად უფასოდ ვსწავლობ იბსუში, საქართველოს ერთ–ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში.

18920386_1195742310555239_7825197040953684925_nჩემი იბსუში ჩაბარების ერთ–ერთ მოტივი გაცვლითი პროგრამებისადმი ინტერესიც იყო. ამიტომ პირველი კურსიდანვე დავისახე მიზნად გამომეყენებინა საზღვარგარეთ სწავლის შანსი, რისთვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება იყო საჭირო.

დღეს პოლონეთის ერთ–ერთ საუკეთესო კერძო უნივერსიტეტში, ვისტულაში ვაგრძელებ სწავლას ერთი სემესტრით. აქ ვსწავლობ როგორც საერთაშორისო ურთიერთობებს, ისე ამერიკის ლიტერატურის ისტორიას. სწავლის პროცესს საკმაოდ საინტერესოს ხდის სხვადასხვა აქტივობა, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსიები, პრეზენტაციები… არ შემიძლია არ აღვნიშნო ლექტორების პროფესიონალიზმი, მათი ძალიან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ.

ვისტულაში სწავლის ერთ–ერთი საუკეთესო მხარე მულტიკულტურულ გარემოსთან ურთიერთობაა. გავიცანი ბევრი სტუდენტი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ამასთან უნივერსიტეტში ხშირად ეწყობა კულტურული ფესტივალები, რაც საშუალებას მაძლევს მეტი შევიტყო სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციების შესახებ.

ვარშავაში გატარებული თითოეული დღე უმნიშვნელოვანესია ჩემთვის. სრულიად უცხო გარემოში ცხოვრება ერთგვარი გამოწვევაა, რადგან აქ თანდათან დამოუკიდებლობას ვეჩვევი, რაც პიროვნული განვითარების ერთ–ერთი წინაპირობაა”, – ამბობს მარიამი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

საგამოცდო ბარათის მიღების ინსტრუქცია 2017 წლის ეროვნული გამოცდებისთვის

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ივნისის ბოლოდან უკვე შესაძლებელი იქნება. 

როგორც ცნობილია, 2017 წელს ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათის მიღების წესი და მისი ფორმა განსხვავებულია.

საგამოცდო ბარათებს აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მასწავლებლები ან მასწავლებლობის მსურველები, თავიანთი პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან (გვერდი, სადაც აპლიკანტი ირჩევს გამოცდებს, ნახულობს შედეგებს) თავად ამობეჭდავენ.

პ რ ო ც ე დ უ რ ა

აპლიკანტი ნებისმიერი ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერის გამოყენებით, რომელიც, თავის მხრივ უერთდება პრინტერს, შედის მის პირად გვერდზე, რომელიც მას გამოცდაზე რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭა. აღნიშნულ გვერდზე მას უჩნდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის ნიშანი/ფუნქცია და მასზე დაკლიკებით ბეჭდავს ბარათს. ამობეჭდილ ფურცელზე დატანილი ინფორმაცია უნდა ჩანდეს გარკვევით და იკითხებოდეს უპრობლემოდ.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია სასურველი რაოდენობით, არაერთხელ, რაც აპლიკანტს აარიდებს ისეთ პრობლემას როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება. ეს არ იქნება პატარა ბარათი, არამედ  A4 ფორმატის ფურცელი. რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების ადგილმდებარეობის და ნომრის შესახებ, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. ასევე იმ მარშრუტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც აპლიკანტების ცენტრამდე გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

აბიტურიენტებმა, მაგისტრობის მსურველებმა და მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულებმა გამოცდების ცენტრის გვერდს ყურადღება 15 ივნისის შემდეგ უნდა მიაქციონ. გვერდი გაავრცელებს ინფორმაციას და სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება პირად სარეგისტრაციო გვერდზეც ამობეჭდვის სპეციალური ნიშანი.

განახლებადი ინფორმაციები გამოცდების შესახებ

Viewing all 14498 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>