Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14655 articles
Browse latest View live

IBSU-ს სტუდენტებმა მრავალ საერთაშორისო პროექტში მიიღეს მონაწილეობა

$
0
0

IBSU-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთის საკმაოდ მრავალფეროვანი სასწავლო წელი იყო, ამ წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მათ მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო პროექტში მიიღეს.

სტუდენტები ჩაერთნენ შემდეგ პროექტებში: European Model United Nation (EuroMUN 2017) მაასტრიხტი, ჰოლანდია (University of Maastricht (MECC Maastricht the project is supported by – UN Regional Information Center for Western Europe, NATO, Masstricht University , SOAS – University of London, United Nations University and others.) – ტრენინგი all about you, ფინეთი (მონაწილე ქვეყნები: ლიტვა,ლატვია, ფინეთი, ბელაურისა, საქართველო უკრაინა) – libertycon2017 ლიბერტარიანელების მსოფლიო შეკრება (ჩეხეთი) ტრენინგები, ლექციები და როლური თამაშები საერთაშორისო, შიდა, ეკონომიკურ პოლიტიკასა და ტექნოლოგიებზე (ბიტკოინი) – Migration – Challenge of Modernity, Erasmus+ის პროექტი ჩეხეთში.


როდის ნულდება თემის ქულა უცხო ენაში – ის, რომ აბიტურიენტები თემას არ წერენ, ცუდზე მიუთითებს

$
0
0

2017 წლის უნივერსიტეტში მისაღები ძირითადი საგნების გამოცდები გუშინ უცხოური ენით დასრულდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში ოთხი ვარიანტი იყო, რუსულში – ორი, გერმანულსა და ფრანგულში თითო-თითო ვარიანტი. როგორ წარიმართა უცხო ენის გამოცდა, რა სიახლეები იყო წელს, რატომ არ წერენ თემას გამოცდაზე აბიტურიენტები, როდის გამოქვეყნდება შედეგები, – ამ და სხვა საკითხებზე EDU.ARIS.GE– ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე ესაუბრება.

–ცვლილებები იყო წელს უცხო ენის ტესტში. რაიმე გავლენა ხომ არ მოახდინა ამან გამოცდის მიმდინარეობაზე?

–ორი ძირითადი სიახლე იყო წელს უცხო ენის გამოცდაზე: მოსმენის დავალება სამი წლის წინ რომ შემოვიტანეთ, მაშინაც ვთქვით, რომ ნელ-ნელა გართულდებოდა. წელს დაეწია იმ სირთულის დონეს, რომელსაც ითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმა. შარშან, შარშანწინ და იმის წინ, მოსმენის დავალება იყო მარტივი. არანაირად არ აკმაყოფილებდა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. წელს არის ძალიან კარგი, ღირსეული დავალება. აბიტურიენტს მოეთხოვება მოისმინოს ოდნავ უფრო დიდი ტექსტი, ვიდრე ეს იყო შარშან და უპასუხოს ერთ ტექსტში მოცემულ ორ შეკითხვას, რომლის ნიმუშიც მომზადებული იყო.

მეორე სიახლე იყო, მასზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, როგორც ჩანს, მარტივად მიიღეს ეს სიახლე, რომ ერთი გრამატიკული ღია დავალება, დახურულ ბოლოიან დავალებად გადაკეთდა. ანუ უნდა მონიშნოს აბიტურიენტმა სწორი პასუხი ჩაწერის ნაცვლად. ეს  იყო ძირითადი სიახლეები და ჯამური ქულა ტრადიციული 100 ქულის ნაცვლად გახდა 90. ბარიერი კი 19 ქულაა.

–ბევრი აბიტურიენტი აღნიშნავს, რომ გამოცდაზე თემა არ დაწერა. რაზე მიუთითებს ეს ფაქტი და როგორია სტატისტიკა, რამდენი აპლიკანტი წერს გამოცდებზე თემას?

–ძალიან ბევრი არ წერს და ეს ძალიან ცუდია.  ეს მიუთითებს იმაზე, რომ წერის უნარი აქვთ ძალიან ცუდად განვითარებული სკოლაში. ჩვენ ისეთ მარტივ რაღაცას ვთხოვთ, რომ რეალურად კარგად მომზადებულმა მეცხრე-მეათე კლასელმა უნდა დაწეროს იმ მოთხოვნებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სტატისტიკური ანალიზიც ამას ამბობს, დაახლოებით, აბიტურიენტთა 30% წერს თემას უცხო ენის გამოცდაზე.

პირველ წელს რომ დავიწყეთ, 5-დან 1 წერდა მარტო. შემდეგ გაუმჯობესდა და ახლა უფრო მეტი წერს. ძალიან კარგი ნაწერებია. ხანდახან ჩვენი კომისია მართლა აღფრთოვანებულია შესანიშნავი ნაწერებით, მაგრამ სტატისტიკურად ბევრია ისეთი აბიტურიენტი, რომელიც თავს არიდებს წერას. როდესაც ვეკითხებით, რატომ? არ მჭირდებოდაო, გვპასუხობენ. ეს ჩემთვის გაუგებარია. მან რაღაც თუ მაინც დაწერა, ეს ნაშრომიც სწორდება და რაღაც ქულას მაინც აიღებს. მასწავლებლებიც და რეპეტიტორებიც, ალბათ, არ ცდილობენ, გააგებინონ აბიტურიენტებს, რომ წერა არის ძალიან მნიშვნელოვანი უცხო ენაში და ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გვაქვს, გარკვეულწილად მაინც დაძლიონ.

ტესტში საკმაოდ დატვირთული წონა აქვს თემას. თუ სიტყვების რაოდენობა გაითვალისწინა აბიტურიენტმა, ნახევარი გვერდიც არ გამოვა. არტიკლი, წინდებული უცხო ენაში სიტყვებად ითვლება და 120 სიტყვის დაწერა არ არის დიდი თემა. 16 ქულას იღებს თემაში 90-დან და არის კიდევ პატარა მოცულობის წერილი დასაწერი, მას აქვს მინიჭებული 6 ქულა, ანუ 22 ქულას იღებენ აბიტურიენტები წერით უნარში. რაც, ჩემი აზრით, სამართლიანია და გულდასაწყვეტია, რომ აბიტურიენტები ამას არ წერენ.

–თემის წერისას, არგუმენტირების დროს თუ საკუთარ სახელს გამოიყენებს აბიტურიენტი, ხომ არ გაუქმდება მისი ნაწერი? ან რა შემთხვევაში ნულდება მისი თემა?

–თუ მხოლოდ სახელი უწერია, მაშინ არ განულდება. თუ უწერია სახელიც და გვარიც, მაშინ განულდება ის დავალება, ანუ თემა. თუ მითითებულია სახელი და გვარი, ეს ითვლება მინიშნებად და ნაწერი უქმდება. ცოტა გასაკვირია, ამდენი წლის განმავლობაში ეს პრობლემა მაინც რომ რჩება. იმ რაოდენობით აღარ, როგორც იყო ადრე, მაგრამ ყოველ წელს სადღაც 15-20 დავალება უქმდება. ტესტი არ ნულდება, ნულდება თვითონ დავალება.

–აბიტურიენტები აღნიშნავდნენ, რომ უცხო ენის გამოცდაზე მოსასმენი დავალება ხარვეზებით ესმოდათ. ხმაური იყო და კარგად ვერ გაიგეს ტექსტები.  რატომ მოხდა ასე?

–ჩემამდეც მოვიდა ერთი-ორი რეპლიკა და ვიცი ეს ყველაფერი. მე ცოტა ფრთხილად მივუდგებოდი აბიტურიენტთა მსგავს კომენტარებს. როდესაც სექტორში ზის 15 ადამიანი და აქედან ერთი აღნიშნავს, რომ ცუდად ისმოდა, ეს არ არის ჩემთვის სანდო არგუმენტი. თუ არ ისმოდა, 15-ივეს ვერ უნდა გაეგო. მაშინვე უნდა დაეფიქსირებინა, თუ ხარვეზები იყო.  ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და დეტალური ინსტრუქცია მოსმენის დავალებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთია, როდესაც ტექსტი იწყება,  ტექნიკოსი და მეთვალყურე აბიტურიენტებს ეკითხება, როგორ გესმით? თუ ხმაურია, ამას ასწორებენ.

ყველა ცენტრში ჩვენი ტექნიკოსები, სანამ ტესტი დაიწყება, არეგულირებენ ხმას. ეს მე მეჩვენება გაბერილ პრობლემად. თუ დავუშვათ ასეთი რაღაც მოხდა, ადგილზე უნდა ეთქვა. მას აქვს უფლება შემოიტანოს განაცხადი, მაგრამ ეს ჩემთვის არგუმენიტრებული არ არის. 10 წუთის განმავლობაში მიდის მოსმენის დავალება. მკაცრი ინსტრუქციაა: მეთვალყურემ უნდა დახუროს ფანჯრები, კარი, არ უნდა იმოძრაოს, რომ არ შეუშალოს აბიტურიენტებს ხელი. ყველაფერი არის ძალიან დეტალურად ინსტრუქციებში გაწერილი და ეჭვი მაქვს, რომ ეს ძალიან სანდო ინფორმაცია არ არის.

–გამოცდაზე გამოყენებული ტესტები როდის გამოქვეყნდება?

უკვე დღეს გამოქვეყნდება, ოღონდ არა პასუხები. პასუხებს მხოლოდ მას შემდეგ ვაქვეყნებთ, რაც გასწორება სრულდება.

–ჩვენ ჩავწერეთ უსინათლო აბიტურიენტი, რომელმაც ტექნიკურ უნივერსიტეტში უცხო ენის გამოცდა ჩააბარა. რაიმე განსხვავება არის მის ტესტსა და სხვა აბიტურიენტების ტესტს შორის? შინაარსობრივ მხარეს ვგულისხმობ და რამდენი გყავდათ მსგავსი აპლიკანტი?

–არანაირი განსხვავება ტესტის შინაარსსა და ბარიერში არ არის. მაგრამ არის საგრძნობი ხელშეწყობა. მას ტესტი აქვს ბრაელის შრიფტით. იმ დღეს ძალიან ადრე გადაგვყავს ბრაელის შრიფტში. ასევე  უორმაგდებათ დრო და ტექნიკურად ის უფრო კომფორტულად არის ამ მოდიფიკაციების გამო. უფრო დიდხანს ისმენს მოსმენის დავალებას, უფრო დიდი დრო აქვს წასაკითხად, ბუნებრივია. ბრაელის შრიფტი ვისაც სჭირდებოდა, იყო ერთი. იყო ასევე მხედველობადაქვეითებული აბიტურიენტი და მას დიდშრიფტიანი  ტესტი გადავუგზავნეთ.

–რაოდენობრივად რამდენი აბიტურიენტი აბარებს ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს და რუსულს?

–29 591 აბიტურიენტი აბარებს ინგლისურს და წერენ 4 ვარიანტს. რუსულში – 5 676 და ორი ვარიანტია. გერმანულსა და ფრანგულში თითო-თითო ვარიანტია. გერმანულს აბარებს 786, ფრანგულს კი 136 აბიტურიენტი.

ინგლისურის ჩაბარების მსურველებმა წელს უფრო მოიმატა და სადღაც მთელი უცხო ენების  80%-ს შეადგენს. სამწუხაროა, რომ ისეთ ევროპულ ენებზე, როგორიცაა გერმანული და ფრანგული, ჩაბარების მსურველთა რაოდენობა იკლებს.

–უცხო ენების ტესტებს შორის არის შინაარსობრივი განსხავება?

–შინაარსის მიხედვით არის განსხვავება, ფორმატის თვალსაზრისით – არა. ჩვენ გვაქვს ზუსტად მსგავსი დავალების ტიპები, შეფასების კრიტერიუმები, განსხვავებულია, რასაკვირველია, შინაარსი. ერთმანეთისგან არ ვთარგმნით, რა თქმა უნდა, ტექსტებს. ავთენტური ტექსტები გვაქვს.

–სამომავლოდ უცხო ენის გამოცდის დროის ან ბარიერის გაზრდა ხომ არ იგეგმება?

დროს არ გავზრდით. შარშან მოვუმატეთ 10 წუთი, როდესაც გადავედით ელექტრონულ ფორმატზე. გამოცდაზე დროს თავისი ფუნქცია აქვს. თუ მიეცი იმაზე მეტი დრო, რაც სჭირდება, დრო კარგავს აზრს. ასე რომ დროის გაზრდას არ ვგეგმავთ. ბარიერის გაზრდის საკითხს თვითონ ცენტრი წყვეტს სხვადასხვა მოსაზრებიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით, რომ უცხო ენაში ბევრი იჭრებოდა, ჩვენ დაბალი ბარიერი გვაქვს. ბარიერის საკითხი გადაიხედება სტატისტიკური ანალიზის მონაცმების შემდეგ.

–როდის დაიწყება გასწორების და შედეგების გამოქვეყნების პროცესი და რა მოლოდინები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

–მოლოდინები კარგი მაქვს, იმიტომ რომ იზრდება მაღალქულიანების რაოდენობა, განსაკუთრებით ინგლისურში. საერთო ჯამში, უცხო ენებში იწერება დიდი რაოდენობით მაღალი ქულები. რაც იმაზე მეტყველებს, რომ აბიტურიენტები მომზადებულები მოდიან. 13-ში ვიწყებთ გასწორებას. შეხვედრა იქნება გამსწორებლებთან მოთელვის სახით და რაღაც ნაწილს გავასწორებთ. მერე შემოგვიერთდება რუსული, გერმანული და ფრანგული ენები. გასწორებას ინგლისური ენით დავიწყებთ.

გაწერილია გეგმა და დიდი იმედი გვაქვს, 31 ივლისს გასწორება დასრულდება. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია გადაეცემა ანალიტიკოსებს და ალბათ, აგვისტოს პირველ ნახევარში გამოქვეყნდება სტატისტიკური ანალიზი. აბიტურიენტები შედეგებს გაიგებენ აგვისტოს დასაწყისში, მანამდე – ვერა.

„თემა ვეღარ დავწერე“ – უსინათლო აბიტურიენტი დავალებებისა და საგამოცდო გარემოს შესახებ

„მოსმენა მარტივია, მაგრამ თემა ურთულესი“ – უცხო ენის გამოცდაზე აბიტურიენტთა 6%–მდე არ გამოცხადდა

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა ქუჩის კალათბურთში I ადგილი დაიკავა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა ქუჩის კალათბურთში I ადგილი დაიკავა.

10 ივლისს, ვაკის პარკში, 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის მონაწილეობით, საქართველოს „უნივერსიადა 2017“ ჩატარდა. კსუ-ის გუნდმა შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის გუნდებთან გამართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფინალში, აღნიშნული უნივერსიტეტებიდან გასული წლის გამარჯვებულს – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეხვდა და თამაში ანგარიშით 17:13 დაასრულა.

ფედარციამ კსუ-ის გუნდის მოთამაშეებს მედლები, სიგელი და თასი გადასცა.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიადა ყოველ წელს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ იმართება.

გორის უნივერსიტეტი შიდა ქართლის რეგიონის სკოლის პედაგოგებისთვის საზაფხულო სკოლას იწყებს

$
0
0

გორის უნივერსიტეტი იწყებს „საზაფხულო სკოლა შიდა ქართლის რეგიონის სკოლის პედაგოგებისთვის 2017“. დასწრება თავისუფალია, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

საჯარო ლექციები ტარდება შემდეგ სპეციალობებში: პედაგოგიკა და მეთოდიკა, სამართალი, საბუნებისმეტყველო და სპორტის მიმართულება, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა.

საჯარო ლექციების განრიგი სპეციალობების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

აბიტურიენტებმა არჩევითი საგნების ჩაბარება დაიწყეს – გეოგრაფიის გამოცდის საკითხები და გამოხმაურება

$
0
0

ერთიან ეროვნულ გამოცდებს დღეს აბიტურიენტები გეოგრაფიაში აბარებენ. გლდანის საგამოცდო ცენტრის აპლიკანტების შეფასებით, გამოცდა მარტივი ნამდვილად არ იყო და როგორც ამბობენ, ერთ- ერთი ყველაზე რთული ტექსტის ანალიზი  იყო.

ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის აბიტურიენტების უმეტესობა კი გეოგრაფიის გამოცდას მარტივს უწოდებს. პირველი სესია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა აპლიკანტების დიდი ნაწილი საგამოცდო ცენტრებს დროზე ადრე ტოვებს.

EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ისინი საკითხებს იხსენებენ და დასძენენ, რომ არცერთი კითხვა არ იყო ისეთი, რასაც არ ელოდნენ.ზოგიერთი მათგანის შეფასებით, წლევანდელი ტესტები შარშანდელზე მარტივიც კი იყო.

„რთული არ იყო, მაგრამ ვერც მარტივად შევაფასებ. კარგად უნდა დაკვირვებოდი რას გეკითხებოდნენ. მაგალითად მოცემული იყო სატელიტური რუკიდან ზღვების ფოტოები და უნდა დაგეწერა რომელი ზღვა იყო. მეორე დავალება იყო  ენდემური სისტემიდან უნდა გვეპასუხა, რომელი ცხოველი რომელ კონტინენტზე ცხოვრობდა და ეს უნდა დაგეწერა. ასევე იყო შიდა და ქვემო ქართლის შესახებ კითხვები. მოცემული იყო კარტოგრაფიული რუკები რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის დროშები იყო მოცემული და უნდა დაგელაგებინა, რომელი დროშა რომელი ქვეყნის იყო. ყველაზე მეტად ტექსტის ანალიზი გამიჭირდა, რადგან ტექსტში არ იყო დასახელებული ის უღელტეხილები, რომელზეც შემდგომ კითხვები მოდიოდა. დასახელებული იყო მხოლოდ მათი სიმაღლე და შემდგომ შენ უნდა გენახა. თუ კარგად დააკვირდებიან ბავშვები, მაშინ გამოცდის ჩაბარება ჩემი აზრით არ უნდა გაუჭირდეთ”, – გვითხრა გლდანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

“პრაქტიკულად ყველა კითხვაზე  პასუხი წინ გვედო. უბრალოდ რუკის ცოდნა და მისი წაკითხვა უნდა სცოდნოდა აბიტურუენტს. ვფიქრობ, გეოგრაფია ყველაზე კარგად დავწერე”, – ამბობს მეორე აპლიკანტი.

“უფრო მრავალფეროვან კითხვებს ველოდებოდი. მომეჩვენა, რომ ტესტის სირთულე შარშანდელთან შედარებით ნაკლები იყო.  მეგონა, რომ მეტი დრო დამჭირდებოდა, მაგრამ იმაზე მარტივად გავართვი თავი, ვიდრე ველოდი.”

ჟალი მამედოვა: „მე რუსულად ჩავაბარე გამოცდა და ერთი საათით ადრე გამოვედი. ნამდვილად არ გამრთულებია. მარტივი საკითხები იყო. ძირითადად ისეთი კითხვები იყო, რასაც რუკა სჭირდებოდა. რუკები კი იქვე იყო მოცემული. მათ შორის ტოპოგრაფიულიც. ეს მუშაობას ამარტივებდა.“

სალომე კვარაცხელია: „ადვილი იყო. ყველა საკითხი, რაც შემხვდა, გავლილი მქონდა. არაფერი მოსულა ისეთი, რასაც არ ველოდი მაგალითად, ერთი საკითხი მოგზაურებზე იყო. მოცემული იყო მარშრუტები და უნდა დაგეწერა რომელი მარშრუტი რომელ მოგზაურს ეკუთვნოდა. ასევე შიდა ქართლის რეგიონზე შემხვდა კითხვები. უნდა დაგეწერა რომელი ქედები ესაზღვრება  მას დასავლეთით და სამხრეთით. ესეც ძალიან ადვილი იყო. კიდევ, დიაგრამა იყო მოცემული და ორი ქალაქის ტემპერატურა უნდა გამოგეთვალა. მოკლედ, კმაყოფილი ვარ.“

მარიამ ბრეკაშვილი: „მარტივი იყო. კითხვების დიდი ნაწილი რუკებიდან მოვიდა. ეთნიკურ ჯგუფებზე კითხვები, დიგარამები და ა.შ.

„მართალია, მე სტუდენტი მაინც ვერ გავხდები, რადგან უნარების გამოცდაზე დამაგვიანდა, მაგრამ გეოგრაფიის გამოცდაზე მაინც გამოვედი, რადგან გამოცდილებას მივიღებ. სამოქალაქოს გამოცდაზეც გავალ. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვაბარებდი ევროპისმცოდნეობაზე. მომავალ წელს  აუცილებლად ჩავაბარებ ხელახლა.

უნარების გამოცდაზე იმიტომ დამაგვიანდა, რომ მამა გახდა ღამე ცუდად, საავადმყოფოში ვიყავით და ვერ მოვედი დროულად. იმის მერე მეც ცუდად გავხდი, ნერვიულობისაგან გული წამივიდა, სასწრაფო გამოვიძახეთ. ორი განცხადება დავწერე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მაგრამ არაფერმა გაჭრა“.

გეოგრაფიის გამოცდა დღეს ორ სესიად ჩატარდება. პირველ სესიაზე აპლიკანტთა 95%–ზე მეტი გამოცხადდა.

ინფორმაცია გამოცდებზე

მოამზადეს თაკო მათეშვილმა და გვანცა ღვედაშვილმა

სწავლაში შეღავათები და წამახალისებელი სტიპენდიები, –ბრენდირებული „ერსუ“-ს მრავალფეროვანი  შეთავაზებები სტუდენტებს

$
0
0

პროფესორ ვლადიმერ სუხიშვილის მიერ დაფუძვნებულმა სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტმა რებრენდინგი განიცადა და მას ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი (ersu) დაერქვა.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტში რებრენდინგი მთლიანად დასრულებულია. გარდა იმისა, რომ შეიცვალა უნივერსიტეტის სახელი, ლოგო, ვებგვერდი, ფეისბუქ გვერდი და ყველა ატრიბუტიკა, რომელიც მნიშვნელოვანია რებრენდინგისთვის, ცვლილებები შინაარსობრივ მხარესაც შეეხო.

რატომ დადგა უნივერსიტეტის რებრენდინგის საჭიროება, რას მოიცავს, ზოგადად, ეს პროცესი და როგორ იმოქმედა სახელის ცვლილებამ უნივერსიტეტის ცნობადობაზე, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ეკატერინე სუხიშვილი ესაუბრება.

ქალბატონო ეკატერინე, რატომ გაჩნდა სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის რებრენდინგის საჭიროება და როგორ შეირჩა  ახალი სახელი – ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი?

unnamed (1)-წლების განმავლობაში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ, რაც თითოეულ ცვლილებას ისტორიის მანძილზე გასდევდა, განაპირობა შემდგომი მოთხოვნა რებრენდიგზე. საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში საკმაოდ მაღალია კონკურენცია, რაც, თავის მხრივ, მისასალმებელია, რადგან ის ხელს უწყობს ამ სივრცის განვითარებას და გაჯანსაღებას. ამას დავუმატოთ ისიც, რომ საკმაოდ ცვალებადია ბაზარი. ბოლო პერიოდში, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე და ქართული განათლება განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა საერთაშორისო ბაზარზე. საუბარია უცხოენოვან სტუდენტებზე. ამიტომ იმ მრავალწლიანი ისტორიული გამოცდილების საფუძველზე, რომელიც უნივერსიტეტს აქვს, გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ცვლილებები, სწორედ ამან განაპირობა რებრენდინგზე მოთხოვნა. შესაბამისად, 2016 წელს განხორციელდა უნივერსიტეტის მაშტაბური რეორგანიზაცია და სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტს ეწოდა „ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი“.

სახელი უბრალოდ არ შეცვლილა, ეს ცვლილება იმ წარმატებების და აღიარებების დამსახურება და გამოძახილია, რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრებმა და საზოგადოებამ მიანიჭა უნივერსიტეტს. განვითარების შესაბამისად არსებულმა საჭიროებებმა მოითხოვა, უნივერსიტეტი გამხდარიყო უფრო გლობალური, ვიდრე აქამდე იყო.

რაც შეეხება სახელის – ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტის შერჩევას, (აბრევიატურა ითქმის, როგორც „ერსუ“) ამას წინ ძალიან დიდი სამუშაოები უძღოდა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩატარდა სხვადასხვა მარკეტინგული და სოციალური კვლევები, გამოიკითხა, როგორც სტუდენტები, ასევე აბიტურიენტები და მშობლები. რებრენდინგის პროცესში, ზოგადად, ტრადიციული ფორმით, როგორც ხდება რებრენდინგი კლასიკური გაგებით ყველანაირი ეტაპი ისე გავიარეთ. საბოლოოდ სახელი შეირჩა სხვადასხვა წინაპირობებიდან გამოდინარე, მათ შორის ძირითადი მოტივი იყო ის, რომ უნივერსიტეტი მთლიანად არამარტო ქვეყნის და რეგიონული მასშტაბით, არამედ ევროპის ქვეყნების რეგიონული თვალსაზრისითაც გამხდარიყო უფრო გლობალური და ცნობადი.

რას მოიცავს რებრენდინგი და როგორ იმოქმედა სახელის ცვლილებამ უნივერსიტეტის ცნობადობაზე?

-უნივერსიტეტის რებრენდინგის შინაარსობრივი მხარე, მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებს მოიცავს. ამ ეტაპზე მთლიანად დასრულებულია მოკლე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცესები. გარდა იმისა, რომ შეიცვალა უნივერსიტეტის სახელი, ლოგო, ვებგვერდი, ფეისბუქგვერდი და ყველა ატრიბუტიკა, ასევე ცვლილებები შინაარსობრივ, მათ შორის სტრუქტურულ და მმართველობის მხარესაც შეეხო.

სამოქმედო გეგმის გრძელვადიან ნაწილს, უნივერსიტეტი თანმიმდევრულად მიყვება, რაც გულისხმობს იმას, რომ შინაარსობრივად იცვლება ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა, მათ დაემატება სხვადასხვა კომპონენტები. სტანდარტების არსებული ინსტრუქციისა და წესების შესაბამისად ხორციელდება ყველა შესაბამისი ქმედება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სტუდენტთა წახალისებას, მათ მხარდაჭერას, საუნივერსიტეტო სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას. სამუშაოები მიმდინარეობს უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო გარემოს გასაუმჯობესებლად. ჩამოყალიბდა რამდენიმე სპორტული გუნდი, რომლებიც მონაწილეობენ საუნივერსიტეტო შეჯიბრებებში, ტარდება სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციები, ამჟამად მზადდება  ხელშეკრულებათა პაკეტი ევროკავშირის Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპულ უნივერსიტეტებთან, რათა ერსუ-ს სტუდნეტებს ამ პროგრამის საშუალებით, შემოდგომის სემესტრიდან მიეცეთ საშუალება, განახორციელონ მობილობა და ისარგებლონ სხვა საპარტნიორო გაცვლითი პროგრამებითაც.

რაც შეეხება რებრენდინგის პირველად შედეგებს, ფაქტია, რომ ამ გადადგმულმა ნაბიჯებმა თავისი შედეგი უკვე გამოიღო, რაც იმაში გამოიხატა, რომ ძალიან კარგი მობილობის შედეგები ჰქონდა უნივერსიტეტს ზამთრის მობილობაზე.

როგორც ცნობილია, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი შეთავაზებები აქვს სტუდენტებისთვის. რას მოიცავს ეს შეთავაზებები და როგორი სახის შეღავათები გაქვთ სწავლის გადასახადზე?

გეთანხმებით, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი შეთავაზებები აქვს. როგორც მოგეხსენებათ, „ერსუ“-ში სწავლა ბაკალვრიატის საფეხურზე არის 2250 ლარი, მაგრამ უამრავი სხვადასხვა შეთავაზება გვაქვს, რომელიც სწავლის საფასურზე 5-დან 70%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს. გარდა წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერისა, პირველ და მეორე ნომრად ვინც შემოხაზავს უნივერსიტეტს სარეგისტრაციო ნომერს 058, ისინი ავტომატურად მიიღებენ 10%-იან ფასდაკლებას და ისწავლიან 200-ლარად წელიწადში. რაც შეეხება სხვა შეთავაზებებს: სოციალურად დაუცველი სტუდენტები 30-დან 70%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. წარმატებული სპორტსმენი და ხელოვანი სტუდენტები ისწავლიან 30-35%-იანი ფასდაკლებით.

ჩვენ ასევე გვაქვს სამედიცინო ცენტრი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს აბსოლუტურად უფასო სამედიცინო მომსახურებას. გრანტით თუ მოვა სტუდენტი, სწავლის დაწყების წინ მას გადავცემთ პერსონალურ კომპიუტერს საჩუქრად. ვინც წარმატებით დახურავს სემესტრს, მას გადაეცემა სახელობითი სტიპენდია.

რებრენდინგის ფარგლებში  ამუშავდა კარიერის განვითარების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს უფასო სტაჟირებებს და პრაქტიკებს სხვადასხვა ორგანიზაციებში, ასევე გორის კორპუსში სწავლის მსურველებისთვის – იმის გათვალისწინებით, რომ ის საზღვრისპირა და კონფლიქტისპირა რეგიონია, სწავლის გადასახადი უფრო დაბალი და ხელმისაწვდომია. მაგალითად, ფარმაცევტის სპეციალობაზე სწავლა 1700 ლარია. ეს  ყველაზე ხელმისაწვდომი ფასია საქართველოს მასშტაბით ამ სპეციალობაზე.

რაც შეეხება მაგისტრატურაზე სწავლას, გადასახადია 2 000 ლარი, მაგრამ ჩვენი უნივრესიტეტის კურსდამთავრებულევბისთვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება და ისინი მაგისტრატურაში ისწავლიან 1800 ლარად.  მაგისტრანტებისათვის მოქმედებს ყველა ის შეღავათი, რომელიც გათვალისწინებულია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტთა წახალისებას. სტუდენტთა მხარდაჭერის სხვა რა პროგრამები გაქვთ?

-მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის არის სტიპენდია 100-დან 300-ლარის ოდენობით. გვაქვს ჩვენი რექტორის, ბატონი ვალერი სუხიშვილის სახელობის სტიპენდია, 300 ლარის ოდენობით. ეს სტიპენდია გადაეცემა ძალიან მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, როგორც მაგისტრატურაში, ასევე ბაკალვრიატში.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სოციალურად დაუცველები 30-დან 70%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ, ასევე თუ ერთი ოჯახიდან სწავლობს ორი ან მეტი წევრი, მათთვისაც გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათები. წარმატებული სპორტსმენი და  ხელოვანი სტუდენტები ისწავლიან 30-35%-იანი ფასდაკლებით, რითაც მათ სწავლის გადასხადი დაახლოებით 1500 ლარამდე უმცირდებათ, რაც მთავარია, ყველა ეს  შეთავაზება გრძელდება 4 წლის განმავლობაში. სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებენ საუნივერსიტეტო შეჯიბრებებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, მიიღებენ დამატებით შეღავათებს.

როგორც მოგეხსენებათ „ერსუ“-ში სწავლობს საკმაოდ დიდი რაოდენობით არაქართველი სტუდენტი, განსაკურებით აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტები, რომლებიც, მინდა ვთქვა, რომ გასაოცრად დიდი აქტიურობითა და ჩართულობით გამოირჩევიან. პერიოდულად ტარდება სტუდენტური ექსკურსიები, სხვადასხვა გასართობი, სპორტული, კულტურული, შემეცნებითი სახის ღონისძიებები. ხშირად არაფორმალური განათლების კვირეულებიც ეწყობა, რომლის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ტრენინგ-სემინარები, საჯარო ლექციები, შეხვედრები სხვადასხვა დარგის წარმატებულ წარმომადგენლებთან. ზოგადად, სტუდენტური ცხოვრება საკმაოდ აქტიური და ხალისიანია უნივერსიტეტში, რაც, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი საამაყო სტუდენტების დამსახურებაა.

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი

უცხოური ენის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები –გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტმა 2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული უცხოური ენის ტესტები გამოაქვეყნა, სწორი პასუხები და შეფასების სქემა კი აბიტურიენტების ნაშრომებთან ერთად, აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება.

2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

რაც შეეხება 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ჩარიცხულთა სიისა და გრანტების რაოდენობის გამოქვეყნების ვადებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ასეთი პასუხი აქვს.

 

როდის ნულდება თემის ქულა უცხო ენაში – ის, რომ აბიტურიენტები თემას არ წერენ, ცუდზე მიუთითებს

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

$
0
0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის “ასწავლესაქართველოსთვის”პოპულარიზაციისადაკვალიფიციურიკადრებისმოზიდვისმიზნით, პროგრამის მენეჯერი ლალი წიკლაური მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრები საქართველოს მასშტაბით 5 უნივერსიტეტში გაიმართა. პროგრამის მენეჯერმა სტუნდეტებს პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და პროგრამის მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის წესები განუმარტა. შეხვედრების მონაწილეებს პროგრამის საინფორმაციო ბეჭდული მასალაც დაურიგდათ.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. კონკურსის გავლის მსურველისთვის სავალდებულოა მასწავლებლის სერტიფიკატი შესაბამის საგანში ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კონკურსში მონაწილეობა, ასევე, შეუძლიათ მსურველებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი კომპეტენცია.


როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტთა გეოგრაფიის გამოცდის პასუხები

$
0
0

გამოცდა არ გამარტივებულა, აბიტურიენტები მოემზადნენ უკეთ – ასე აფასებს EDU.ARIS.GE-სთან გეოგრაფიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგელიძე აბიტურიენტების მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გეოგრაფიის დღევანდელი გამოცდა მარტივი იყო. მისი თქმით, ტესტები შეგნებულად არავის გაუმარტივებია.

გოგელიძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ნამუშევრების გასწორება დაიწყება და აგვისტოს დასაწყისში აპლიკანტებს საკუთარი შედეგები ეცოდინებათ.

დავით გოგელიძე: გამოცდებმა მშვენივრად ჩაიარა, ნორმალურ ვითარებაში.

–რამდენი აბარებდა გეოგრაფიას?

დ.გ: სულ 13 600-მდე აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული და თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გამოცხადდა კიდეც (96 %).

–გამოსაშვები გამოცდებით რამდენი გამოაკლდა?

დ.გ: ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც კატის გამოცდებში იჭრება, როგორც წესი, უმაღლესში არ აბარებს ხოლმე. წინა წლებში ასე იყო.

–დღეს, გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ტესტებს აფასებდნენ როგორც საკმაოდ ადვილი. ზოგმა ისიც კი თქვა, რომ იგი შარშანდელთან შედარებით გამარტივებული ეჩვენა. ეს მართლაც ასეა?

დ.გ: ძალიან კარგია. მიხარია, რადგან მარტივად კარგად მომზადებულ ბავშვს მოეჩვენებოდა. ე.ი. კარგად მომზადებულან. სირთულის წინასწარ თქმა ძნელია, თუმცა იგი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც წინა წელს იყო. შარშანდელთან შედარებით დიდ სხვაობას არ ველოდებით.

–ანალიზი დაადგენს სირთულეს?

დ.გ: რა თქმა უნდა. როდესაც გასწორების პროცესი დასრულდება, დადგინდება რამდენმა გადალახა ზღვარი და რამდენმა – ვერა. ამას შარშანდელ შედეგებს შევადარებთ და იქიდან ვისმჯელებთ სირთულეზეც. თუ ზღვარი მეტმა გადალახა, ე.ი. უფრო გაუმარტივდათ, თუ უფრო ნაკლებმა- უფრო რთული გამოვა.

–როდიდან დაიწყება გასწორება?

დ.გ: გასწორება 15 ივლისიდან დაიწყება და დაახლოებით  აგვისტოსათვის, პირველი რიცხვებისათვის შედეგები ცნობილი გახდება. ამ დროს გამოქვეყნდება ანალიზიც. ჩვენს საიტზე დაიდება მიმოხილვა თუ რამდენმა გადალახა ზღვარი, როგორია საშუალო ქულა, სირთულე და ა.შ.

–ზოგადად, ბოლო წლებში აბიტურიენტების უმეტესობა არჩევითი საგნებიდან უპირატესობას გეგრაფიას ანიჭებს. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ საგნის ასეთი პოპულარობა?

დ.გ: პირველ რიგში ალბათ იმან, რომ უმაღლესი სასწავლებლებიდან ბევრმა ფაკულტეტმა დაამატა გეოგრაფია, როგორც არჩევითი საგანი. სტატისტიკას თვალს თუ გადავავლებთ, გეოგრაფია ერთ-ერთი მოწინავეა არჩევითი საგნებიდან, რომელშიც ყველაზე ნაკლები აპლიკანტი იჭრება. ანუ, ზღვრის გადალახვა შედარებით ადვილია და ამიტომაც ირჩევენ ხოლმე ისეთ საგანს, რომელშიც ზღვრის გადალახვა უფრო ეიმედებათ.

–ანუ, მათი გათვლა ასეთი წმინდა პრაგმატულია და საგნის სიყვარულთან არაა კავშირში?

დ.გ: დიახ პრაგმატულია როგორც ბავშვების, ისე უნივერსიტეტების.

აბიტურიენტებმა არჩევითი საგნების ჩაბარება დაიწყეს – გეოგრაფიის გამოცდის საკითხები და გამოხმაურება

მოამზადა თაკო მათეშვილმა

ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები სამი პედაგოგი დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაუშვეს

$
0
0

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის საჯარო სკოლის 2 პედაგოგი დღეს გორის საგამოცდი ცენტრში, გამოცდაზე 10 წუთის დაგვიანების გამო არ დაუშვეს. ხოლო, ხუთი წუთის დაგვიანების გამო გამოცდიდან უკან გააბრუნეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის პედაგოგიც.  გამოცდიდან მოხსნილი პედაგოგები, საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებს გამოცდაზე დაშვებას ნახევარი საათის განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდნენ.

,,გთხოვთ გამონაკლისი დაუშვათ და გამოცდაზე შემიყვანეთ. საზღვრისპირა სოფლიდან ჩამოვედი და იქნებ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა.  გამოცდა რომ არ ჩავაბარო სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსი არ მექნება რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ამ გამოცდისთვის ერთი წელი ვემზადებოდი და არ მინდა ყველაფერი წყალში ჩამეყაროს“, – თქვა ტახტისძირის საჯარო სკოლის პედაგოგმა.

20049195_1608662815819148_1349167782_o (1)„ტელეფონზე საათი თურქულ დროზე ყოფილა დაყენებული და შეცდომაში ამან შეგვიყვანა. ძალიან მინდოდა გამოცდის ჩაბარება, ისედაც ბევრი პრობლემა მაქვს და ახლა ესეც დაემატა“,- განაცხადა სოფელ ტახტისძირიდან ჩამოსულმა მეორე პედაგოგმა

„რა ვქნა, სოფლიდან ავტობუსით წამოვედი და  გზაზე ნახირი შემოგვხვდა, რომელმაც მგზავრობა შეაფერხა და ამის გამო დამაგვიანდა. სხვა გამოცდებზეც დამიგვიანია 5 წუთი და პრობლემა არ მქონია“, – გვითხრა მეჯვრისხევიდან ჩამოსულმა პედაგოგმა.

გამოცდაზე დაგვიანებული პედაგოგების პრეტენზიებს უპასუხეს გორის საგამოცდო ცენტრში.

„ტესტირება უკვე გაშვებული იყო და შესაბამისად დაგვიანებული პედაგოგების გამოცდაზე დაშვება ამის გამო ვეღარ მოხერხდა“, – ამბობს გორის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი ეკატერინე როსტიაშვილი.

გორის საგამოცდო ცენტრში 1–4 – დაწყებითი კლასი:  369  რეგისტრირებული პედაგოგებიდან არ გამოხდადდა 73 აპლიკანტი.  1–6 – ქართული ენა და ლიტერატურა: რეგისტრირებული 140 პედაგოგიდან არ გამოცხადდა 29 პირი. 1–6 – საბუნებისმეტყველო საგნები:  49 რეგისტრირებული აპლიკანტიდან გამოცდაზე 21 მათგანი არ მივიდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ. სულ კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე 27 ათასამდე აპლიკანტია რეგისტრირებული.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დაწყებითი საგნების გამოცდაზე პედაგოგთა 30% არ გამოცხადდა – „ეს დაახლოებით მესამედია“

$
0
0

დღეს დაწყებითი განათლების საგნების პედაგოგებისთვის გამოცდები მიმდინარეობს. მთელი საქართველოს მასშტაბით 7 500 მასწავლებელი ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას.

პროცესი დილიდანვე მშვიდად დაიწყო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებმა რეგისტრაციის გავლა დილის 08:00 საათიდან დაიწყეს.

გამოცდაზე გასვლის მსურველებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მხოლოდ წყლის, საგამოცდო ფურცლისა და სათვალის შეტანის უფლებას აძლევდნენ.

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას დაესწრო გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. მისი თქმით, წლევანდელ გამოცდაზე არ გამოცხადების საკმაოდ დიდი ციფრი დაფიქსირდა, თუმცა გასულ წლებთან შედარებით დიდი სხვაობა არ ყოფილა.

„ყველაფერი მშვიდად და წყნარად მიმდინარეობს, პედაგოგების და პედაგოგობის მსურველების არ გამოცხადების პროცენტი მაღალია, მაგრამ დიდად არ განსხვავდება წინა წლებისგან. დაახლოებით 30%-მდე, ანუ დაახლებით მესამედი არ გამოცხადდა გამოცდაზე. დანარჩენი ყველაფერი  მშვენივრად მიმდინარეობს. 27 ათასზე მეტი პედაგოგი იყო რეგისტრირებული. დღეს არის დაწყებითი კლასის პედაგოგების და პედაგოგობის მსურველების პროცესი, იმიტომ რომ, პედაგოგობის მსურველები გამოცდას აბარებენ, პედაგოგები კი კომპეტენციას ადასტურებენ. დაახლოებით 7 500-ია ასეთი ადამიანი  მთელი საქართველოს მასშტაბით.

უკვე მოქმედი პედაგოგი კომპეტენციას ადასტურებს და რამდენ ქულასაც მიიღებს, ამის მიხედვით მოხდება შემდეგ მისი კონვერტაცია კრედიტქულებში. რაც შეეხება პედაგოგობის მსურველებს, მათთვის იგივე ბარიერია დაწესებლი, რაც წინა წლებში იყო, ანუ მაქსიმალური ქულის 60 %-ზე მეტი უნდა მოაგროვოს“, – განმარტა მაია მიმინოშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

მისივე თქმით, წელს საგნის ტესტებში მეთოდური ნაწილი ამოღებულია.

„საგნის ტესტებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათმატიკა და ა.შ. მეთოდიკას არ მოიცავს“, – განმარტა მან.

7 500 პედაგოგს 5 საათი აქვს იმისთვის, რომ დავალებები შეასრულოს. ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და ტექნიკური თუ სხვა სახის შეფერხებები არ არის.

ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები სამი პედაგოგი დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაუშვეს

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრი სექტემბრიდან კონსულტაციებს განაახლებს

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაფუძნებულმა საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრმა, წარმატებით დაასრულა მორიგი სამუშაო წელი. ცენტრი, სექტემბრიდან კვლავ მზადაა საჯარო მოხელეებს უწყვეტი და უფასო კონსულტაცია გაუწიოს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

აღსანიშნავია საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრის პოპულარობისა და მასშტაბების სწრაფი ზრდა: კონსულტაციის მოთხოვნათა რაოდენობა, პირველ 6 თვესთან შედარებით, 100%-ით გაიზრდა. აპლიკანტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 25 პროცენტმა ხელმეორედ მიმართა საკონსულტაციო ცენტრს სერვისისათვის. საგულისხმოა, რომ შეკითხვების 75% ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებიდანაა შემოსული.

ცენტრის მუშაობაში 40 სტუდენტი იყო ჩაბმული. პროფესორის ხელმძღვანელობით ისინი ამზადებდნენ კვალიფიციურ პასუხებს, რითაც სრულყოფდნენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრი, მასში ჩართულ პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, აქტიურ მუშაობას გააგრძელებს ახალი სასწავლო წლიდან საჯარო მოხელეთათვის კონსულტაციის გასაწევად.

მასწავლებლები დაწყებითი საგნების გამოცდის ტესტებს მარტივად მიიჩნევენ – პირველი დღის შეფასებები

$
0
0

დღეს 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველებიც შეუერთდნენ.

გამოცდების პირველ დღეს დარეგისტრირებული 7 500 აპლიკანტიდან გამოცდაზე დაახლოებით 30% არ გამოცხადდა. დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ბუნებისმეტყველების და მათემატიკის საგნებში ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარეს.

,,ჩვენ ხომ მოგვცა სახელმწიფომ დიპლომი და ამიტომ ამ ფორმით გამოცდის ჩატარება ჩემთვის მიუღებელია. ამით მასწავლებლებს თრგუნავენ და სხვა არაფერი. გამოცდას თუ გვაბარებინებენ, მაშინ ახალი მეთოდით ჩაგვაბარებინონ და ძველს თავი დაანებონ. ჩვენ გამოცდები კი არა, გადამზადება გვჭირდება“, – ამბობს გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პედაგოგი.

ასევე გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა ნინო საურმა, რომელმაც გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარა, განკუთვნილი დრო სრულად არ გამოიყენა.  ამბობს, რომ ამ საგანში პირველად ჩააბარა და მოლოდინიც დადებითი აქვს.

„ანალიტიკური წერა იყო, ასსიტყვიანი თემა უნდა დაგვეწერა საკითხზე, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ბავშვების აგრესიის მიმართ, უნდა კიცხავდეს თუ არა საზოგადოება ბავშვს თავისი აგრესიის გამო და როგორი დამოკიდებულება უნდა გამოიჩინონ მათ. დანარჩენი საკითხები გრამატიკიდან იყო, თემის ნიშნები,  ქცევა და კონტაქტი. საბოლოო ჯამში, საშუალო სირთულის გამოცდა იყო, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი“, – ამბობს ნინო საური.

„ჩემი პოზიცია ასეთია – მაინც ამოვთხრი. ვაბარებ ქართულს, რამდენჯერმე გამოვედი გამოცდაზე, სულ მაკლდება ქულა. ახლა გავლილი მაქვს მასწავლებლის სახლის ტრენინგები, ვფიქრობ გამომადგა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით, ვნახოთ რა შედეგი იქნება“, – დუშეთის პირმისაანთკარის საჯარო სკოლა, მაია პატაშვილი.

ჩვენ მასწავლებლობის მსურველ პედაგოგსაც გავესაუბრეთ, რომელიც ვაკანსიას ელოდება რომ დასაქმდეს.

„ქართული ჩავაბარე შარშან ზედა კლასები, წელს დაწყებითებიც გადავწყვიტე. 60-კრედიტიანი პროგრამა გავიარე, ნამდვილად არ მერთულა საკითხები. შარშანაც ამბობდნენ ძნელიაო, მაგრამ მე ძალიან გამიმარტივდა შარშანაც და წელსაც. სიმართლე გითხრათ, არ მოვმზადებულვარ, საკითხებს გადავხედე გასული წლებისას და წარმოდგენა მქონდა. ერთი ორჯერ კომპიუტერი გაიჭედა, ისარი არ გადადიოდა, სხვა მხრივ პრობლემა არ ყოფილა. არც სიცხე, ორპირი იყო და შემცივდა კიდეც. არ ვმუშაობ, ამ წუთში არც არაფერი არ ჩანს ვაკანსია. ვაკანსის გამოჩენის შემთხვევაში, ალბათ, პერსპექტივა მექნება, იმიტომ რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მენიჭება 60–კრედიტიანი პროგრამის გავლით. ახლა ამ დაწყებითებსაც ვცდი, იმედია გამიმართლებს”, – ამბობს თბილისში მცხოვრები ლალი შეითნიშვილი.

„საშუალო სირთულის იყო. მე ბუნებისმეტყველებას ვაბარებდი, რომელიც რამდენიმე საგანს მოიცავს და, ზოგადად, რაც უნდა მარტივი ტესტი იყოს, რთულია რამდენიმე საგანზე გააკეთო ორიენტაცია. შარშანდელთან შედარებით, წელს უფრო მარტივი მეჩვენა ამბობს ერთ–ერთი პედაგოგი, რომელმაც გამოცდა ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში ჩააბარა.

„მოცემული ოყო სხვადასხვა რუკა და  აქედან უნდა გაგვეგო რომელი წარმოადგენდა მაგელანის მარშრუტს. ასევე ერთ-ერთი საკითხი იყო მცენარეზე, რომელიც დახურულ სივრცეში მოათავსეს. სხვას ვერაფერს ვერ ვიხსენებ. გამოცდა საშუალო სირთულოს იყო, მე წელს პორველად ჩავაბარე და მოლოდონიც დადებითი მაქვს“, – ამბობს კასპის ერთ-ერთი საჯარო სკოლოს პედაგოგი ნინო სულაშვილი.

მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობენ, რომ დავალებები რთული არ იყო. განსაკუთრებით მარტივი კი მათთვის მათემატიკური საკითხები აღმოჩნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ არც გამოცდისთვის მოვმზადებულვარ და არც მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება მაქვს, გამოცდა არ გამჭირვებია. დავალებები იყო როგორც უშუალოდ საგნის ცოდნის შესამოწმებლად, ისე ლოგიკური. ძალიან მარტივი იყო მათემატიკის საკითხები. ისეთი დავალებები იყო, რომ ეს მასწავლებელმა კი არა, ცოტა მაღალი კლასის მოსწავლემაც უნდა იცოდეს. ერთადრეთი რაც გამიძნელდა ანალიტიკური თემა იყო, თუმცა არ ვნერვულობ, უბრალოდ მაინტერესებდა რას ვიზამდი გამოცდაზე და სიმართლე გითხრათ უკმაყოფილო არ ვარ“, – გვითხრა ნათია სამხარაძემ.

„პირველი-მეექვსე ჩავაბარე. გამოცდა რთული არ იყო. მათემატიკურ ნაწილში მოცემული იყო ბავშვის ნაშრომი, სადაც ამოცანის და მაგალითების სისწორე უნდა შეგვემოწმებინა“, – ამბობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის საჯარო სკოლოს პედაგოგი.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებაში გამოცდა ხვალ კიდევ 4 საგანში ჩატარდება. აპლიკანტები თავიანთ შესაძლებლობებს სამოქალაქო განათლების, მათემატიკის, ქართულისა და ფიზიკის საგნებში გამოცდიან.

დაწყებითი საგნების გამოცდაზე პედაგოგთა 30% არ გამოცხადდა – „ეს დაახლოებით მესამედია“

ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები სამი პედაგოგი დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაუშვეს

მოამზადეს ნიკა გაბლიშვილმა, თამთა ვირსალაძემ და გვანცა ღვედაშვილმა

აბიტურიენტთა გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები –გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გეოგრაფიაში გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა.

გეოგრაფიის ტესტები ვარიანტების მიხედვით

რაც შეეხება 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ჩარიცხულთა სიისა და გრანტების რაოდენობის გამოქვეყნების ვადებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ასეთი პასუხი აქვს.

 

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტთა გეოგრაფიის გამოცდის პასუხები

67 წლის პედაგოგი – გამოცდაზე დღეს ისევე ვღელავდი, როგორც 47 წლის წინ პირველ გაკვეთილზე  

$
0
0

67 წლის ნინა მანძულაშვილი უკვე 47 წელია, რაც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობს.  ის დღეს გორში, მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. როგორც მან EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, გამოცდაზე ისევე ღელავდა, როგორც 47 წლის წინ, პირველი გაკვეთილის ჩატარების დროს.

„კასპის რაიონიდან ვარ, ახალციხიდან, მთიან ზონას ეკუთვნის. უკვე 47 წელია პედაგოგი ვარ, ქართულს ვასწავლი. ძალიან კარგი მოსწავლეები მყავს. სოფლის ბაშვები მაინც განსხვავებულები არიან, თბილები და მოსიყვარულეები. დღეს გამოცდა ჩავაბარე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, საგამოცდო სექტორში კი გარემო კარგი და მშვიდი იყო. გამოცდა კი დავწერე, მაგრამ იქ როგორ შემიფასებენ ეგ არის მთავარი“,  – ამბობს პედაგოგი.

ნინა მანძულაშვილი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, თუმცა ამბობს რომ, ამის დასამტკიცებლად მისი ასაკის პედაგოგს გამოცდა არ უნდა უტარდებოდეს.

“სიმართლეს გეტყვით,  ჩემი აზრით, შვილო, 67 წლის ვარ და ამ ასაკის მასწავლებელს გამოცდა არ უნდა უტარდებოდეს. უნდა იყოს ასაკი აუცილებლად განსაზღვრული მაგალითად 70 წლამდე იმუშაოს პედაგოგმა და შემდეგ დაემშვიდობოს სკოლას და ბავშვებს. იცით რას გეტყვით, დღეს ცოტა ეკონომიურად რთული პერიოდია, მასწავლებელს ბევრ რამეზე უხდება ზრუნვა,  ფიქრი და ნერვიულობა. ჩვენმა მინისტრმა ადრე თქვა, რომ მასწავლებელი, რომელსაც 50 წლის გამოცდილება აქვს სკოლაში მუშაობის, გამოცდა აღარ უნდა ჩაუტარდესო და თუ ასე იქნება, მივესალმები“, – გვითხრა ნინა მანძულაშვილმა.

სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწვალეებსა და მათთან ურთიერთობაზეც გვესაუბრა. ამბობს, რომ საზაფხულო არდადეგების დასრულებას მოუთმენლად ელის, რათა მოსწავლეები მალე ნახოს და მათგან საზაფხულო თავგადასავლები მოისმინოს.

„არდადეგები რომ გვეწყება სახლში ვერ ვძლებ, ბავშვები ძალიან მენატრებიან და მერე მითუმეტეს თუ ბავშვებთან ახლოს ხარ, იმასაც რომ არ დაგიმალავენ რომ შეყვარებული გაიჩინეს, ამას რა ჯობია. ჩემთან გამოიქცევიან ხოლმე ბავშვები და მეუბნებიან, მასწავლებელო შეყვარებული მყავს და გავიცინებ ხოლმე და ვეტყვი – რა ბიჭო? სიყვარულმა შენ კი არა გადარია ტარიელი და შენც გადამერიე?! ასეთი ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან“.

გამოცდილი პედაგოგი ახლა გამოცდების დადებით პასუხს ელის. გეგმები მომავალ წელსაც დიდი აქვს და ამბობს, რომ მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით გამოცდას ჩააბარებს. სკოლაში მუშაობას კი იქამდე გეგმავს, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება. დამწყებ პედაგოგებს კი ურჩევს:

„პედაგოგობა ადრეც რთული იყო და ახლაც ძალიან რთული პროფესიაა. ისე ვერ იქნები მასწავლებელი, თუ ბავშვები არ გიყვარს. შენი გასაჭირი, ტკივილი უნდა დატოვო სკოლის გარეთ და ბავშვებთან ისე უნდა მიხვიდე, იმიტომ რომ იმ ბავშვებსაც აქვთ საკუთარი პრობლემები. შენ ყველა ბავშვის სულში უნდა ჩაიხედო და ყველას უნდა ემეგობრო. მარტო პედაგოგი კი არ უნდა იყო, არამედ მათი მეგობარიც უნდა გახდე“.

მასწავლებლები დაწყებითი საგნების გამოცდის ტესტებს მარტივად მიიჩნევენ – პირველი დღის შეფასებები

დაწყებითი საგნების გამოცდაზე პედაგოგთა 30% არ გამოცხადდა – „ეს დაახლოებით მესამედია“

ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები სამი პედაგოგი დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაუშვეს

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა


„საკითხები ისეთი სირთულის მომეჩვენა, რომ ვერაფერი დავწერე”–აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდის შესახებ“

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტებმა დღეს, მეორე სესიაზე, არჩევით საგნად მათემატიკა ჩააბარეს. EDU.ARIS.GE დაინტერესდა რა საკითხები შეხვდათ აპლიკანტებს და რამდენად რთული იყო მათთვის მათემატიკის გამოცდა?

,,პირამიდა იყო მოცემული, სადაც A და B წერტილებს შორის მანძილი უნდა გაგვეზომა. მხოლოდ ეს დამამახსოვრდა ყველაზე მეტად. გამოცდა საშუალო სირთულის იყო თუ მომზადებული იყავი ჩაბარება არ გაგჭირდებოდა”, –  ამბობს კიკნაძე თამაზი.

გამოცდებიდან გამოსული კიდევ ერთი აპლიკანტი გვესაუბრა ტესტის სირთულეზე და აღნიშნა, რომ მომზადებულ აბიტურიენტს ჩაბარება არ გაუჭირდება.

,,ვექტორები იყო ერთ ქულიანებში, მაღალქულიანებში კი ლოგარითმები იყო მოცემული.  გამოცდისთვის მომზადებული ვიყავი და ვფიქრობ, რომ კარგი შედეგი უნდა მივიღო. ყველაზე მეტად შემოსახაზები გამიადვილდა“, – გვითხრა გიორგი თოდაძე.

მათემატიკის გამოცდას განსხვავებულად აფასებს ერთ-ერთი აპლიკანტი, რომლემაც საგამოცდო ცენტრი გამოცდის დაწყებიდან ერთ საათში დატოვა.

,,გამოცდაზე მომზადებული მივედი, მაგრავ ვერ გავიგე რა დამემართა. საკითხები ისეთი სირთულის მომეჩვენა, რომ ვერაფერი დავწერე და ერთ საათში დავტოვე სექტორი. ვფიქრობ, რომ რთული გამოცდა იყო მე ასე შემიძლია შევაფასო“, – ამბობს გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათემატიკის გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 96%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა. ხვალ აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა – გორი

Erasmus+ with Lazarski University

$
0
0

Erasmus+ (ერაზმუს +) განათლების სფეროში თანამშრომლობისა და მობილობის ევროკავშირის საგრანტო პროგრამაა. მისი მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის დონის ამაღლება და დასაქმების ხელშეწყობა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ Erasmus+ (ერაზმუს +) პროგრამაში და მოიპოვონ გრანტი (Action 1).

ერაზმუს + აქტივობა 1 პროგრამის ვებ-გვერდი.

„ნათესავის გასვენებაში მეჩქარება და გამოცდიდან ადრე გამოვედი“ – მასწავლებელი ქუთაისიდან

$
0
0

ერთიან ეროვნულ გამოცდებს უკვე მეორე დღეა მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ქუთაისშიც შეუერთდნენ. მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები აქ რთულად შეაფასეს. პედაგოგებმა გამოცდების ფორმაც გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ უმჯობესი იქნება თუ გადასამზადებელი კურსები იარსებებს, სადაც ახალ ინფორმაციას მიიღებენ და ცოდნასაც გაიღრმავებენ.

ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა პირველმა მასწავლებელმა, კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რადგან მისი თქმით, ნათესავის გასვენებაში აგვიანდებოდა.

,,კომენტარს ვერ გავაკეთებ, მეჩქარება. ნათესავის გასვენებაში მაგვიანდება და მაგიტომ გამოვედი ადრე“, – გვითხრა მან. (ხუთშაბათი, 13 ივლისი. ავტ.)

დაწყებითი კლასების მასწავლებელმა  მაკა ჩაჩუამ კი გვითხრა, რომ გამოცდა რთული იყო და დაწყებითების მასწავლებლისთვის შეუსაბამო.

მისივე განცხადებით,  ჩაჭრის შემთხვევაში მშობლებს შორის კულუარული საუბრები მიმდინარეობს და მასწავლებელს არაკომპეტენტურად მიიჩნევენ რაც უსიამოვნოა.

IMG_4640 (1)„იოლი არ ყოფილა, ტესტები საკმაოდ რთული იყო.  ანალიტიკური თემა  მოსწავლის არასასურველი ქცევების შესახებ შემხვდა, კონკრეტულად კი საზოგადოების  დამოკიდებულება მსგავსი ქცევების მქონე ბავშვებისადმი და როგორ უნდა ვაკონტროლოთ ასეთი ბავშვები. წაკითხულის გააზრებაც ძალიან რთული იყო. ისიც ასეთი ქცევის ბავშვებს ეხებოდა. განსაკუთრებით რთული ქართული გრამატიკის ნაწილი აღმოჩნდა. ისეთი საკითხები შემხვდა,  რომელიც  დაწყებითებს საერთოდ არ სჭირდება. 7 საგნის ჩაბარება გვიწევს ერთდროულად. უნდა გავიმეოროთ, ვისწავლოთ  და ჩავაბაროთ. კარგი  იქნება, თუ ბარიერს დაწევენ და ცოტას გააიოლებენ. წელს უკვე მეორედ გავედი, შარშან წინ 3 ქულა დამაკლდა 58 ქულა ავიღე.

„ჯეჯელავას იმ გადაწყვეტილებას მივესალმები – ჩაჭრილი მასწავლებელი არ უნდა არსებობდესო რომ თქვა. დაწყებითის მოსწავლე მასწავლებელს  ვერასდროს ეტყვის,  შენ ჩაიჭერიო. მაგრამ მშობლების მხრიდან არის რაღაც ფარული, ზოგჯერ არაფარული მინიშნებაც იმაზე, რომ მასწავლებელმა გამოცდა ვერ ჩააბარა. ეს არასასურველია“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან დაწყებითი კლასის მასწავლებელმა.

IMG_4633მასწავლებლების ნაწილმა,  გამოცდების ფორმა – ნაწილობრივ ელექტრონული საგამოცდო პროცესი და კრედიტქულების მიღების პრინციპიც გააკრიტიკა.

„ზოგადად სიახლის შემოტანა განათლების სისტემაში კარგია, ვითარდები და აუცილებელიცაა.  მაგრამ გამოცდის სახით, ისე, რომ მასწავლებელს გამოცდა უწევდეს მთელი მისი ცხოვრება, ქულებს დაგროვება და ამით ვიღაცასთან ანგარიშის ჩაბარება,  ეს არ მიმაჩნია სწორად. თორემ ის რომ სიახლე უნდა დაინერგოს, ამის მომხრე ყველაა, მაგრამ არა ამ ფორმით. მთელი ცხოვრება უნდა ვებრძოლოთ ჩვენ თავს – ვარ თუ არა? ვიცი თუ არა?  და ასეთი რაღაცები ჩემთვის მიუღებელია. მაგალითად დღევანდელ გამოცდაზე რთული საკითხები  შემხვდა.  ჩვენ დაწყებითებში  ნაკლებად  გვაქვს ისეთ საკითხებთან შეხება, რაც ტესტებში იყო მოცემული. როგორც ჩანს, უფრო მეტს გვთხოვენ დაწყებითებს“, – გვითხრა ნინო ჟორჟოლიანმა.

ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულ  მასწავლებლებს გარეთ ის აპლიკანტები ელოდნენ რომლებიც გამოცდას იმავე საგანში, თუმცა მოგვიანებით აბარებდნენ.

IMG_4636ისინი გამოცდიდან გამოსულებს  ტესტების გახსენებას თხოვდნენ და საკითხებს ინიშნავდნენ. მაგალითად ერთ-ერთი მასწავლებელი აქტიურად ცდილობდა გაეგო, რა თემა იყო ანალიტიკურ წერაში, რადგან როგორც თავად ამბობდა, იმავე საგნის შემდეგ გამოცდაზეც იგივე დარჩებოდა.

გამოცდები არა,  თუმცა  მასწავლებელთა ტრენინგებზე სიარული გააკრიტიკა ერთ-ერთი აპლიკანტის მშობელმა EDU.ARIS.GEსთან. მისი თქმით, პედაგოგები ქულების დაგროვებაზე ფიქრობენ და მოსწავლეები უყურადღებოდ რჩებათ.

“ტრენინგებზე დადიან, არიქა ქულა მოვაგროვოთ, ქულა მოვაგროვოთო და ბავშვები ამასობაში უსწავლელი და უყურადღებოდ რჩებიან. მასწავლებლები მიმართული არიან იქეთკენ, რომ ქულები დააგროვონ. ტრენინგებზე დადიან. ზოგს სძინავს იქ,  ზოგი დადის, ზოგი არ ესწრება. მასწავლებელი უნდა გავიდეს გამოცდაზე და მისი ცოდნა შეფასდეს. ნამდვილად არაა ცუდი ეს გამოცდა”, – განაცხადა ერთ-ერთი  აპლიკანტის მშობელმა.

ქუთაისში გუშინ და დღეს დაწყებითი კლასების მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა 30% გამოცდაზე არ გამოცხადებულა.

მასწავლებლები დაწყებითი საგნების გამოცდის ტესტებს მარტივად მიიჩნევენ – პირველი დღის შეფასებები

დაწყებითი საგნების გამოცდაზე პედაგოგთა 30% არ გამოცხადდა – „ეს დაახლოებით მესამედია“

მოამზადა თეონა გიორგაძემ

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

$
0
0

პროგრამა „ასწავლე საქართველოსათვის“ აგრძელებს ზრუნვას მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეული სოფლების სკოლებში მასწავლებლების დეფიციტის შემცირებისთვის და პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით აცხადებს კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ისტორიის, დაწყებითი განათლების, ინგლისური ენის, ქართულისა და მათემატიკის სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • ფლობდეს მასწავლებლის დამადასტურებელ სერტიფიკატს შესაბამის საგანში;
  • ფლობდეს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ ცნობას;
  • ფლობდეს 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს;

კონკურსი გამოცხადებულია სულ 19 ვაკანსიაზე. შერჩეული კონსულტანტმასწავლებლები 2017-2018 სასწავლო წლისთვის დასაქმდებიან საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული რეგიონების საჯარო სკოლებში და უზრუნველყოფენ საგაკვეთილო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.

შერჩეულ კანდიდატებთან შრომის ხელშეკრულება გაფორმდება 2017-2018 სასწავლო წლის ვადით. კონსულტანტმასწავლებელი ხელშეკრულების ვადის შესაბამისად მიიღებს სკოლის ხელფასზე დანამატს – 400-750-1000- ლარს. კონსულტანტმასწავლებლის დანამატის ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე მდებარეობს სკოლა მონაწილის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილიდან.

შერჩეულმა მასწავლებლებმა არამარტო საგანი უნდა ასწავლონ, არამედ ხელი შეუწყონ არაფორმალურ განათლების დანერგვას, ასევე, ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას.

პროგრამისასწავლე საქართველოსთვისმიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლასწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა სკოლაში.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე – www.hr.gov.ge

მასწავლებლის სახლი

აბიტურიენტთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები –გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მათემატიკაში გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა. სწორი პასუხები შედეგებტან და შეფასების სქემასთან ერთად აგვისტოში გახდება ცნობილი.

მათემატიკის ტესტები

რაც შეეხება 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ჩარიცხულთა სიისა და გრანტების რაოდენობის გამოქვეყნების ვადებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ასეთი პასუხი აქვს.

საგამოცდო ნაშრომების გასწორება საგამოცდო პროცესების პარალელურად დაიწყო. აბიტურიენტებს კი საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი სასწავლებელების არჩევისა თუ შეცვლის საშუალება სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Viewing all 14655 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>