Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14653 articles
Browse latest View live

ისევ ასაკობრივი დისკრიმინაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

$
0
0

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას უკანონო ქმედებაში ამხელს. მისი თქმით, უხეშად ერევიან უნივერსიტეტს დაქვემდებარებულ სამეცნიერო ინსტიტუტების საქმიანობაში და აკადემიურ საბჭოს კანონის გვერდის ავლით აიძულებენ გადაწყვეტილების მიღებას.

EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში პაპავა ასაკობრივ დისკრიმინაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოცდილ პროფესიონალებს თანამდებობების დატოვებას აიუძულებენ რათა იქ მავანნი დასაქმდნენ. აცხადებს, რომ  ამ უკანონობის წინააღმდეგ გაჩერებას არ აპირებს და რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურამდე მიიტანს.

აკადემიკოსი ლადო პაპავა: ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს მეცნიერების დასაკნინებლად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინსტიტუტები აკადემიის შემადგენლობიდან გამოიყვანეს. დროებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუქვემდებარეს, საბოლოოდ კი ისინი უნივერსიტეტს მიუერთეს. დღესდღეობით უნივერსიტეტში სულ 14 ასეთი მიერთებული ინსტიტუტია.

როდესაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, მის მხარდამჭერებს შეგვექმნა განცდა, რომ მეცნიერის შრომა დაფასდებოდა, მეცნიერების მიმართ ხელისუფლების სათანადო ყურადღება გაიზრდებოდა, და ის, რაც ”ნაცებმა” გააფუჭეს გამოსწორდებოდა. გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები მართლაც გადაიდგა – მეცნიერთა ხელფასები 2.5-3-ჯერ გაზარდეს. თუმცა, ეს მაინც მიზერულია, რადგანაც დღეს წარმოუდგენელია მეცნიერმა მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობით ღირსეულად იცხოვროს, ოჯახი არჩინოს…

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს იმას, რომ ეს ინსტიტუტები, ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბებულიყვნენ როგორც სამართლებრივად გამართული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ამოცანა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახლდით. რამდენიმე ინსტიტუტის დებულება დავამტკიცეთ კიდეც, თუმცა 2015 წლის ბოლოს პარლამენტმა კანონში უმაღლესი განათლების შესახებ ცვლილება შეიტანა და ამ ინსტიტუტების დებულებების ხელახლა დამტკიცება გახდა საჭირო. 2016 წლის გაზაფხულიდან კი ეს ჩემი კომპეტენცია აღარ იყო, რადგან ამ დროისათვის უნივერსიტეტის რექტორი უკვე აღარ გახლდით…

რატომღაც ხსენებულ კანონში “ქართულმა ოცნებამ” ჩაწერა, რომ არ შეიძლება ინსტიტუტის ხელმძღვანელი 65 წელზე ზემოთ იყოს. არადა უნივერსიტეტთან არსებულ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს (ინსტიტუტებს) ყველანაირი სამეურნეო ფუნქცია ჩამორთმეული აქვთ. ამ ინსტიტუტებს არ აქვთ ბუღალტერია, დირექტორი ვერ წერს ბრძანებას, ვერ იღებს ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერს, მის ნაცვლად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აკეთებს.

ჩანაწერი, რომელიც კანონში გაკეთდა და რომლის მიხედვითაც დირექტორი 65 წელზე მეტის არ უნდა იყოს, პრაქტიკულად ასაკობრივი დისკრიმინაციაა.

მსგავი შეზღუდვა შემოიღო ”ქოცების” საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართაც, როცა კანონით შეზღუდა ამ თანამდებობებზე არჩევა 70 წლის ზევით.

იმას, რომ ამგვარი მიდგომა ასაკობრივი დისკრიმინაციაა, ისიც ადასტურებს, რომ ჩვენ არ გვაქვს მსგავსი ასაკობრივი შეზღუდვა ქვეყნის პრეზიდენტზე, პრემიერზე, პარლამენტის თავმჯდომარეზე, ან ნებისმიერი კომიტეტის თავმჯდომარესა თუ მინისტრზე. თუ შეიძლება, რომ კაცი ქვეყანას თუ მის ცალკეულ სფეროს ხელმძღვანელობდეს 65 წლის ზემოთ, რატომ არ შეიძლება სამეცნიერო დაწესებულებას უძღვებოდეს, რომელსაც სამეურნეო-საფინანსო ფუნქციებიც კი არ აქვს?

რა მოიმოქმედეთ მაშინ ამის საწინააღმდეგოდ?

ლ.პ: როდესაც ეს ცვლილებები პარლამენტში განიხილებოდა, მას შევეწინააღმდეგე. მაშინდელ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ეს ჩანაწერი არასწორი, ძალიან ცუდი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, არც კომიტეტი და არც განათლების და მეცნიერების სამინისტრო მაშინ უნივერსიტეტს გვერდით ბოლომდე არ დაუდგა და ჩანაწერი კანონში დარჩა.

თუმცა, ამავე კანონმა ერთი გამოსავალი დააფიქსირა – დაწესებულებას, რომელშიც ეს ინსტიტუტია, შეუძლია ამ საკითხზე გამონაკლისის დაშვების გარკვეული მექანიზმი შეიმუშავოს. კერძოდ, ჩანაწერი ასეთია: საბოლო გადაწყვეტილება შესაძლოა თავად ორგანიზაციამ მიიღოს, სადაც ეს ინსტიტუტია გაერთიანებული. უნივერსიტეტის წესდებაში კი, რომელიც ამ კანონის მიღების შემდეგ დამტკიცდა, წერია, რომ ინსტიტუტის დირექტორად 65 წელზე მეტი ასაკის მქონე პიროვნებაც შეიძლება იქნეს არჩეული, თუკი ამას ამრჩევი ორგანო გადაწყვეტს და  შეზღუდვას მოხსნის. უნივერსიტეტის წესდებიდან გამომდინარე, ამრჩევი ორგანო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო გახლავთ.

ჩემი აზრით, ეს სწორი გამოსავალია უვარგისი საკანონმდებლო რეგულაციიდან, რადგან როცა ზედა ზღვარი არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ იზღუდება კონკურენცია, როცა არაერთ ღირსეულ ადამიანს კონკურსში მონაწილეობა არ შეეძლება. ამ დებულების საფუძველზე, მოგვიანებით, ინსტიტუტების დებულებები დამტკიცდა, სადაც ასევე წერია, რომ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს უფლება აქვს 65 წლიანი ზღვარი მოხსნას და კონკურსი ისე გამოაცხადოს.

მე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ამავდროულად, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვარ. ამ ინსტიტუტის დირექტორი 6 წლის განმავლობაში გახლდით 1991-1996 წლებში და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორი იქნება ინსტიტუტის ხელმძღვანელობა. დღეს მას ერთ-ერთი გამორჩეული ხელმძღვანელი ჰყავს – პროფესორი რამაზ აბესაძე. მან მიაღწია იმას, რომ ჩვენი ინსტიტუტი ერთ-ერთი წარმატებული სამეცნიერო დაწესებულებაა: იგი უშვებს საქართველოში გამომავალ ერთადერთ რეიტინგულ სამეცნირო ჟურნალს ეკონომიკაში – ”ეკონომისტს” (ინდექსირებულია ”ერიჰ პლას” სისტემაში), ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, ყოველწლიურად უშვებს ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულს და ა.შ. ანუ, მიზერული დაფინანსების პირობებშიც კი ძალზედ აქტიურად მუშაობს.

პროფ. რამაზ აბესაძეს 65 წელი ორი თვის წინ, მაისში შეუსრულდა. შევიკრიბეთ სამეცნიერო საბჭოს წევრები და ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოსაცხადებელ კონკურსში ზედა ზღვარი მოგვეხსნა. ამის უფლებას კანონიც გვაძლევდა, უნივერსიტეტის წესდებაც და ინსტიტუტის დებულებაც. ამით ჩვენ ყველა პროფესიონალს, მიუხედავად იმისა 65 წელზე მეტისაა თუ ნაკლები, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მივეცით.

სამწუხაროდ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბატონი რამაზ აბესაძე დაიბარა და მოსთხოვა, რომ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ ეს გადაწყვეტილება გააუქმოს. ეს კი აბსოლუტური უკანონობაა, ინსტიტუტის სამეცნიერო დამოუკიდებელობაში ჩარევა! მე, როგორც ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი ღია პროტესტს ვაცხადებ და არც ერთ შემთხვევაში არ გავჩერდები. ის, რაც დღეს ეკონომიკის ინსტიტუტში ხდება, მეტ-ნაკლებად თოთხმეტივე ინსტიტუტს ეხება, სადაც დირექტორები 65 წელზე ზემოთ არიან. რატომ არღვევს კანონს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა? ყველამ იცოდეს: უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამაც, განათლებისა და მეცნიერების მესვეურებმაც, ქვეყნის ხელისუფლებისამაც, რომ, როცა საქმე განათლებასა და მეცნიერებას ეხება, სანამ პირში სული მიდგას, არავის არაფერს დავუთმობ.

რასაც ახლა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აკეთებს, რბილი ფორმითაა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა. ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ასაკობრივი დისკრიმინაცია. ეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის, თსუ-ს წესდების, ინსტიტუტის დებულების დარღვევაა, რომელიც თსუ-ს აკადემიური საბჭოსა და სენატის მიერაა დამტკიცებული. ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

კიდევ ვუსვამ ხაზს – ეს მხოლოდ ეკონომიკის ინსტიტუტის პრობლემა არაა! შეიძლება მეცნიერებაში საბავშვო ბაღის დაშვება? ”ნაცების” მოგონიალია, რომ თურმე ქვეყნის მართვა “ბავშვებს” შეუძლიათ, მაგრამ მეცნიერების მართვა “ბავშვებს” არ გამოუვათ! სინამდვილეში არც ქვეყნის მართვა შეუძლიათ, მაგრამ რასაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეგვაჩვია ამას “ქართული ოცნება”, სამწუხაროდ, “წარმატებით” აგრძელებს. არ გაუვათ, რომ სამეცნიერო საბჭოებს კანონის დარღვევით შეაცვლევინონ გადაწყვეტილება. თუ კი ამგვარ მცდელობას გააგრძელებენ, იძულებული გავხდები ამის შესახებ მივწერო ყველა ჩემ უცხოელ კოლეგას და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას, რათა ყველამ იცოდეს რას აკეთებენ მეცნიერების დასაკნინებლად საქართველოში.

თქვენი აზრით, რა იყო თავდაპიველად ასაკობრივი შეღუდვის დაწესების მიზეზი და რა მიზნები ამოძრავებთ ახლა?

ლ.პ: „ნაციონალებს“ ჰქონდათ მიზანი, რომ სერიოზული, ავტორიტეტული ადამიანები არა მარტო ქვეყნის მართვისათვის, არამედ განათლება-მეცნიერებისათვის ჩამოეშორებინათ. დიდწილად ამათ მიაღწიეს კიდეც. ხსენებული სამეცნიერო ინსტიტუტები რომ გადარჩა, ამაში  დღევანდელი დირექტორების დიდი წვლილია. „ქართული ოცნება“ იგივეს რატომ აგრძელებს? ეტყობა ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ჰყავთ დასასაქმებელი ხელმძღვანელ თანამდებობებზე და იმიტომაც აკეთებენ.

მეცნიერებაში ახალგაზრდობა აუცილებელია, მაგრამ იმისათვის, რომ აქ ახალგაზრდა მოვიდეს, მეცნიერის შრომა პრესტიჟული უნდა იყოს. ხოლო ამისათვის სახელმწიუფო უნდა უჭერდეს მხარს. ჩვენთან კი რა ხდება? თუკი სადმე რამეა შესამცირებელი, სადმე რაიმე ხარჯია გასაუქმებელი, პირველ რიგში ამას მიცნიერებაზე აკეთებენ. საქართვრლოში განათლებული ადამიანი, მეცნიერი ყოველთვის ფასობდა და რამ შეაძულათ ”ნაცებსაც” და ”ქოცებსაც” მეცნიერი ასე? კარგი ბატონო, „ნაცებს“ არ ვუყვარდით, მაგრამ ეს „ქოცები“ რაღამ აამხედრა ჩვენ წინააღმდეგ? ნუთუ ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“ ხელისუფლებაში? მე არც ”ნაცების” დროს გავჩერებულვარ მეცნიერების დასაცავად და არც ახლა ვაპირებ გაჩუმებას. აუცილებლად ვაცნობებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ასაკობრივი დისკრიმინაცია გრძელდება. ამას ინგლისურად ”ეიჯიზმი” ეწოდება, რასაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო ებრძვის.

ვისთვის ამზადებენ ამ ადგილს, თქვენი აზრით?

ლ.პ: ვერ გეტყვით. არ ვიცი ვინ ეგულებათ. მთავარია გამოვააშკარავოთ მავნე მიდგომა. არანაირი პრობლემა არ მაქვს საერთაშორისო დონეზე გავასაჯაროო თუ როგორ ებრძვიან საქართველოში მეცნიერებს და მეცნიერებას.

ხელისუფლებისა და ბიზნესინტერესებს შეწირული რექტორი – ლადო პაპავა დუმილს არღვევს

მოამზადა თაკო მათეშვილმა


მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2017

$
0
0

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების მიმდინარე გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა. პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველ აპლიკანტებს შეუძლიათ იხილონ დაწყებითი კლასების ქართულ ენასა და ლიტერატურში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში გამოყენებული ტესტები.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები საგნების მიხედვით

დღეს პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას მათემატიკაში (I-VI), ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII), სამოქალაქო განათლებასა და ფიზიკაში აბარებდნენ. გამოცდაზე კი დარეგისტრირებულ მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა 72%-ზე მეტი გამოცხადდა.

67 წლის პედაგოგი – გამოცდაზე დღეს ისევე ვღელავდი, როგორც 47 წლის წინ პირველ გაკვეთილზე

„გოგოს ისეთი დეკოლე ეცვა, შინაგანი სამყარო უჩანდა“ – ფრთიანი ფრაზები 2017 წლის ეროვნული გამოცდებიდან

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს. EDU.ARIS.GE ყოველდღიურად გთავაზობთ სიახლეებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული საგამოცდო ცენტრებიდან. თუმცა, იმ ინფორმაციის გარდა, რასაც ჩვენ რეგულარულად გაწვდით, გადავწყვიტეთ ერთ სტატიაში გაგვეერთიანებინა სახალისო გამონათქვამები, რომელთაც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტები ცენტრებთან, გამოცდების მიმდინარეობისას ვისმენთ.

 მაშ ასე, ფრთიანი ფრაზები 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან:

19554849_1444424788970548_317946712427528764_n (1)-„ჩემი გოგო ისეთი სხვანაირია, მარტო მე, მამამისი, ბებო და ბაბუ წამოგვიყოლა. სხვა არავინ მინდაო, ყველას უარი უთხრა.“

“ეგ რანაირი გაჩხრეკვაა, დაცვამ თომარი დამიწყო და პროტესტის ნიშნად დავტოვე გამოცდა”, – ბათუმელი აბიტურიენტი.

-„ბიჭი, შარვალში გაქვს რამე?“ – დაცვა აბიტურიენტს.

–”ვინმემ იცით, გოგონებს ქალები ჩხრეკენ თუ კაცები? – ბავშვი არ შემიშინონ”, – აღელვებული მშობელი.

-„ქალბატონო, მშობლების შემოსვლა არ შეიძლება. არ ვარ მშობელი, ვაბარებ!“

-“რთული არ იყო, მაგრამ მაღალფარდოვანი სიტყვები იყო.”

-„მეცამეტე მაგიდასთან ვიჯექი, ბედი არ გინდა?“

-„ვერბალური არ ვიცი, მაგრამ უნარები კარგად დავწერე.“

-„ აუ რატო ჩავიცვი ეს ლიფი, დამტანჯა!“ – გამოცდიდან გამოსული გოგონა

-„რომ შეხვალ და მოკალათდები, თუ აქეთა მხარის ოთახში მოხვდი, ხელი დამიქნიე იქედან იცოდე!”

unnamed (1)-„ კუზი რატო გამიჩინეთ ამ დაბალი მერხებით?!“

-„დედა  მოუკვდეს, რა ტყუილად ისწავლა ვეფხისტყაოსანი!არ შეხვდა!“

-„იმ გოგოს ისეთი ამოღებული მაიკა ეცვა, შინაგანი სამყარო უჩანდა“.

-„ქართულის გამოცდაზე ისეთი სიცხე იყო, აზრებზე მეტი ოფლი მომდიოდა.“

-„ნეტა რას წერს ამდენს ეს ბავშვი, ამდენი ხნით კალამი ხელში არასოდეს სჭერია“ – აბიტურიენტის მშობელი.

-„ისეთი სიცხე იყო, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბავშვი სულ რო დაფრინავდეს, მაინც ვერ იაზროვნებდა და ვერ დაწერდა!“

-„ძაან ადვილია ეროვნული გამოცდები, მე მეოთხედ ვაბარებ და ყოველ წელს ადვილია ხოლმე.“

-„მგონი ისევ მელნითა და ბუმბულით ვწეროთ უკეთესია. კალმის ადუღებისგან დაზღვეულები მაინც ვიქნებით.“

-„მიწისძვრა თქვენც იგრძენით? ეს ჩემი გრანტის შანსები შეირყა.„

-„თურმე ისეთი ადვილი ყოფილა, გამოცდაზე რომც არ მიხვიდეთ, მაინც ყველა ჩააბარებს.“

19866796_1663969260302569_138565538_o (1)-„ამ გოგოებს უნარების ქულის უფრო ეშინიათო ვიდრე ქალიშვილობის დაკარგვის.“

-„მართლა არ არის ჩემი საქმე, უბრალოდ წინა გამოცდაზე გოგო შემოდის აშკარად ძალიან მაღალი ქუსლებით, მკერდამდე აწეული ტოპით, უმოკლესი „იუბკით“, „შპაკლი“ სახეზე, ეს თმები დახვეული და გაშლილი წელამდე. ამ დროს ჩემ თავს ვუყურებ და სახლის ფორმაში ვზივარ გრილად. უბრალოდ ერთი კითხვა მაწუხებს-ამ სიცხეში წერ ურთულეს გამოცდას, კლუბში მიდიხარ თუ მუხიანში უნდა იჯდე 4 საათი მერხზე?“

-„ერთიანი ნაციონალური გამოცდების პასუხები როდის იქნება?“- აბიტურიენტის კითხვა EDU.ARIS.GE-ს.

– “რას გამომაქციე შე შობელძაღლო ორი საათით ადრე?” – მამა აბიტურიენტ შვილს.

– “გაფუჭდება ეს კატლეტები ამ სიცხეში”.

-“აბა, მიდი მამი, თემაზე არ გაიჭედო, ბიჭო, წერე და წერე, ბოდიალი არ შეგეშლება შენ”.

-“ქეთი, შვილო, წაიღე ეს „სალფეთკიც“, კუჭი არ აგეშალოს იქ”.

-„უნარების გამოცდაზე ვარ, გაქანებული წერა მიმდინარეობს, ბავშვები ნერვიულობენ. ზოგი კალამს აწკაპუნებს, ზოგი თითებს იტკაცუნებს, არის მთელი ნერვიულობა. უცებ დამკვირვებელი მიახლოვდება და მეუბნება: თვალზე ლაინერი გისვია თუ ფანქარი?“

-„მოიხედე, დედი, სელფი უნდა გადაგიღო სანამ შეხვალ.“

ფრაზები ქუთაისიდან:

19723858_1633218456713086_605160861_o-,,სამედიცინოზე თუ ჩავაბარე, წავალ მასკვაში.”

-,,კაროჩე სეუში უეჭველი მოხვდები, თუ აღირსე და შემოხაზე!”

-,,ნერვიულობ ხო დღეს? -დღეს არა, ხვალ.”

-,,რამდენიმე ბუკლეტს გაგისაღებთ, გოგოებო”, – საგამოცდო ცენტრის თანამშრომელი პრომო გოგონებს.

-,,რას დგახართ აქ, გათხოვდით!”-საგამოცდო ცენტრის დაცვა პრომო გოგონებს.

-,,ამ უნარების გასროლილი ტყვიასავით მეშინია” – მშობელი.

-,,მთავარია სადმე შეძვრეს და მერე ყველგან გაიტანს თავს”, – მშობელი.

,,დაფინანსება გამომიტანე იქიდან, თორე თმებს დაგაწიწკნი” – ეროვნული გამოცდების მარგალიტები

EDU.ARIS.GE სახალისო გამონათქვამებს კიდევ შემოგთავაზებთ.

მოამზადა თაკო მათეშვილმა

„ესემ მომიღო ბოლო“ –რას ამბობენ ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

$
0
0

აბიტურიენტებმა 14 ივლისს არჩევით საგნად ლიტერატურის გამოცდა ჩააბარეს. როგორც მუხიანის 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტებმა  EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, ძალიან ერთულათ ლიტერატურის გამოცდა, ვინაიდან ზოგადი ხასიათის კითხვები მოვიდა ნაწარმოებებიდან. აბიტურიენტებს განსაკუთრებით ესეს წერა გაუძნელდათ.

„ძალიან რთული გამოცდა იყო. კონკრეტული კითხვები არ ყოფილა. ზოგადი ხასიათის იყო. სულ 15 ნაწარმოებიდან მოვიდა კითხვები. მაგალითად, „ვეფხისტყაოსანიდან“ იყო 6 კითხვა. „ყივჩაღის პაემნიდან“ – 2. ზოგს ერთი კითხვა ჰქონდა და ა. შ. „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო ავთანდილი რომ ეძებს ნესტანს, ის ეპიზოდი. „შუშანიკის წამებიდან“ ციტატა და კითხვა: „რატომ მიაჩნია სამგზის საწყალობელი ვარსქენი“. ამას ასე ვუპასუხე: ,,იმიტომ რომ, ჭეშმარიტი ღმერთი უარყო“. „აბო თბილელიდან“ ციტატა: „მეცხრე დღე იყო, რაც საპყრობილეში იმყოფებოდა აბო…” ციტატა არ იყო დასრულებული და კითხვა მოსდევდა, – „რა უთხრა თავის თანამესაკნეებს აბომ?“ პასუხი იყო: „მალე მოახლოვდება დღე ჩემი სულის და ხორცის გაყრისა“. მოვიდა ასევე ბარათაშვილის „არ უკიჟინო სატრფოო“. „დავითიანიდან“ ეპიზოდი იყო მოცემული და კითხვა ერთვოდა, „რის გამო დაზრახავენ ავტორსო“.

არც „ჯაყოს ხიზნები“ მოსულა, არც „შელოცვა რადიოთი“ და არც გამსახურდია. ქარჩხაძის „იგი“ მოვიდა და კითხვა ერთვოდა თან „იგი როდის მიხვდება, რა დარჩებოდა იგისგან?“, ასევე – „ზუ რატომ გაახსენდა, როცა იფიქრა, რომ იგისგან რაღაც დარჩებოდა“.

ესემ მომიღო ბოლო. შედარებითი ანალიზი უნდა დაგეწერა ქარჩხაძის „რაჰათ ლუხუმისა“ და გივი გეგეჭკორის ლექსის „თევდორე“-ს შესახებ. ჯერ პირველ ნაწარმოებზე უნდა გემსჯელა, შემდეგ – მეორეზე და ბოლოს – შეგედარებინა ორივე, მსგავსება – განსხვავებები და მხატვრული ხერხები დაგეწერა.

ესე იყო, ვიღაცამ 1913 წელს წაიკითხა ლექცია და ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ დრომორჭმულ თემებს უკავშირდებოდა. უნდა დაგვეფიქსირებინა დრომორჭმული იყო თუ არა. წინა წლების ტესტებთან შედარებით მართლა ძალიან რთული იყო. ამას ყველა აღნიშნავდა. კითხვებიც და არგუმენტირებული ესეც ძალიან ზოგად თემებზე მოვიდა“, – გვითხრა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

80-ქულიანი ლიტერატურის ტესტის ხანრძლივობა 4 საათი და 15 წუთი იყო, თუმცა, როგორც აბიტურიენტები აღნიშნავდნენ, ბოლომდე თითქმის არავინ გაჩერებულა. რაც იცოდნენ და როგორც, ისე გააკეთეს.

„ლიტერატურას ვაბარებ მეოთხე საგნად. ძალიან რთული იყო. კითხვები ძალიან გამიჭირდა, რადგან ზოგადი იყო და ნაწარმოებების კონკრეტულ ნაწილს არ შეეხებოდა. „ვეფხისტყაოსნიდან“ 6 შეკითხვა მოვიდა ისეთი ნაწილიდან, რომელიც ძალიან უმნიშვნელოა. ესეც ძალიან ზოგადი იყო, ვერ შეუსაბამებდი კონკრეტულად რომელიმე ნაწარმოებს.

მხატვრული ანალიზი შედარებით მარტივი იყო. ჯემალ ქარჩხაძის „რაჰათ ლუხუმის“ და გივი გეგეჭკორის ლექსის „თევდორეს“ შედარებითი დახასიათება. სხვა საკითხებთან შედარებით, ეგ მომეწონა უფრო. ვვარაუდობ, რომ 60-ქულამდე ავიღებ“, – გვითხრა 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა მეორე აბიტურიენტმა.

„გოგოს ისეთი დეკოლე ეცვა, შინაგანი სამყარო უჩანდა“ – ფრთიანი ფრაზები 2017 წლის ეროვნული გამოცდებიდან

ინფორმაცია გამოცდების შესახხებ

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

სად და როგორ შეიტყობენ 2017 წლის აბიტურიენტები პირველად და საბოლოო შედეგებს?

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ბოლო საგამოცდო დღე 27 ივლისია. აბიტურიენტების ინტერესს წარმოადგენს საკითხი, თუ როდის, როგორ და რა ფორმით უნდა შეიტყონ მათ თავიანთი პირველადი და საბოლოო შედეგები, ინფორმაცია გრანტისა და ჩარიცხვების შესახებ.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გამოცდების ცენტრის დახმარებით გაარკვია, აბიტურიენტების ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები – აბიტურიენტების მიერ თითოეულ გამოცდაში მიღებული ნედლი ქულა. ყველა აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა, ნახოს პასუხების ფურცლები, რომლებიც განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე. აბიტურიენტი სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით – საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, შეძლებს იხილოს და ამობეჭდოს პასუხების ფურცლის ასლი სასურველ საგანში.

საბოლოო შედეგები – პროცესი, როდესაც გამოცხადდება ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების შესახებ:

სააპელაციო კომისიის მიერ აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს. შედეგების გაცნობა შესაძლებელი იქნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

აბიტურიენტები ინფორმაციას ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ შეიტყობენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.gov.ge; online.naec.ge ), ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, რომელიც გათვლილი იქნება საქართველოში არსებული ნებისმიერი ქსელის აბონენტისთვის. (მოკლე ტექსტური შეტყობინების სპეციალური კოდი გამოქვეყნდება წინმსწრებად.)

ჩარიცხულთა სიების გამოქვეყნება –  ჩარიცხვების განხორციელების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ამტკიცებს იმ აბიტურიენტთა სიას, რომლებმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ჩარიცხულთა სიაში მითითებული იქნება ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შესახებ. საბოლოო სია იმ აბიტურიენტებისა, რომლებმაც მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე და დაიგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გაგზავნილი სიისა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის (ან მასთან გათანაბრებული საბუთის), აგრეთვე, სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, აბიტურიენტი აფორმებს ხელშეკრულებას შესაბამის უმაღლეს სასწავლებელთან. ხელშეკრულების გაფორმებით სრულდება უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის პროცესი.

პროცესი აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირების კრიტერიუმები დამტკიცდა

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების გამოცხადების პარალელურად დაამტკიცა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოს სერიის/მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები.

განისაზღვრა როგორი უნდა იყოს სახელმძღვანელო.

რეცენზირების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები

 

IBSU-ს სწავლების ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სკოლების მასწავლებლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სწავლების ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით Know How ტრენინგ ცენტრმა საქართველოს სკოლების მასწავლებლებისათვის ტრენინგი ჩაატარა, რომლის მიზანიც მასწავლებელთა მოტივაციისა და მასწავლებლისა და მოსწავლის სწავლა-სწავლების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება იყო.

ტრენინერებმა, დოქტორმა რ. ჯეფერსონ ჯორჯმა (ჩრდილოეთ ტექსასის უნივერსიტეტი) და დოქტორმა დავით დარსაველიძემ ტრენინგის მსვლელობისას საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს: ტექნოლოგიები და განათლების გლობალიზაცია, 21-ე საუკუნის ახალი ტიპის მოსწავლე, სწავლა-სწავლების ტექნოლოგიები და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირება.

ინფორმაციულ სესიებთან ერთად ტრენერებმა მასწავლებლებს შესთავაზეს საინტერესო სავარჯიშოები, რომელთა სასწავლო პროცესში გამოყენება უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეთა გააზრებულ ჩართვას სწავლა-სწავლებაში.


”საერთაშორისო სტუდენტის სტატუსის მორგებას IBSU-ს გარეშე ვერ მოვახერხებდი” –გიორგი დავიდიანი

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი დავიდიანი გაცვლითი პროგრამით ლიტვაში იმყოფებოდა. მისი თქმით, IBSU სტუდენტებს საკმაოდ ბევრ და კარგ გაცვლით პროგრამას სთავაზობს. თავად ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას, კარგ განათლებას და საინტერესო გამოცდილებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს უმადლის. რა გახდა მისი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ამაზე თავად გიამბობთ.

’’გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა არა მხოლოდ განათლების, არამედ პიროვნული თვალსაზრისით ზრდის შესანიშნავი საშუალებაა. უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრება, გაადგილება თუ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ნამდვილი გამოცდა იყო, რომელიც, ჩემი აზრით, წარმატებულად ჩავაბარე. ERASMUS+ მა ბევრი დოგმისა თუ სტერეოტიპისგან განმათავისუფლა და უფრო ნათლად დამანახა საქართველოში არსებული ის პრობლემები, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ერთი სიტყვით, გაცვლითმა პროგრამამ კარდინალურად შემცვალა და სამშობლოში დამაბრუნა ახალი იდეებითა და ხედვებით „აღჭურვილი“.

20139703_1235547583241378_5152300552938570774_n თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაცვლითმა პროგრამამ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დამაწყებინა. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში იქცა ჩემს მიზნად. საერთაშორისო სტუდენტის სტატუსის „მორგება“ იყო ის ოცნება, რომლის ასრულებასაც IBSU-ს გარეშე ვერ მოვახერხებდი. როგორც მოგეხსენებათ, IBSU სტუდენტებს საკმაოდ ბევრ და კარგ გაცვლით პროგრამას სთავაზობს, მათ შორის ERASMUS+ ის პროგრამასაც, რომელიც, ჩემი აზრით, არის საუკეთესო საუკეთესოთა შორის, რადგან ეს პროგრამა სტუდენტებს საკმაოდ სოლიდური დაფინანსებით უზრუნველყოფს და, შესაბამისად, მათი შესაძლებლობები და მოქმედებათა არეალი საგრძნობლად იზრდება.

როგორც უკვე ვახსენე, გასული სემესტრი გავატარე ლიტვაში, კერძოდ შიაულიაის უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობს მყუდრო და კომფორტულ ქალაქ შიაულიაიში. შიაულიაი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან (აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ევროპიდან და აზიიდან) ჩამოსულ ასობით სტუდენტს მასპინძლობს. შესაბამისად, ჩვენი ყველა ლექცია ძალიან საინტერესო მულტიკულტურულ გარემოში ტარდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის დონე IBSU-სგან დიდად არ განსხვავდება და ERASMUS-ის სტუდენტებისთვის შედარებით იოლიცაა. შიაულიაის უნივერსიტეტში მასწავლიდნენ მეგობრული და განათლებული ლექტორები, რომლებიც თავიანთი განწყობითა და დამოკიდებულებით უფრო მეტად მოტივირებულს მხდიდნენ და მავიწყებდნენ, თუ რამდენად რთულია ხოლმე დილის 8 საათზე ადგომა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ლექტორის როლს ძალიან ხშირად სტუდენტებიც ვითავსებდით: თითოეული ჩვენგანი საკუთარ გამოცდილებასა თუ შეხედულებას აზიარებდა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, აკეთებდა კომენტარს საკუთარ ქვეყანაში არსებული მენტალიტეტისა და ფასეულობების საფუძველზე და ა.შ. ეს ფაქტი ლექციებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა.

20155670_1235547629908040_7915654443255135860_nსწავლის პროცესი ლექციების დასრულების შემდეგადაც გრძელდებოდა, რადგან ჩვენი, საერთაშორისო სტუდენტების კონტაქტის არეალი მხოლოდ უნივერსიტეტით არ შემოიფარგლებოდა. ლექციების შემდეგ ჩვენ ერთად ვსადილობდით სხვადასხვა კაფეში, მივდიოდით ბიბლიოთეკაში ან უბრალოდ ვსეირნობდით. მაგრამ არც მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა ჩვენი კონტაქტი, რადგან, საბედნიეროდ, შიაულიაის უნივერსიტეტს აქვს საერთო საცხოვრებელი, რომელიც ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტუდენტის სახლადაა ქცეული. საერთაშორისო საცხოვრებლის არსებობა ნიშნავს იმას, რომ მულტიკულტურული გარემო სცდება უნივერსიტეტის საზღვრებს და „იპყრობს“ შენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ზუსტად საერთო საცხოვრებლის არსებობა არის ის ფაქტორი, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს საერთაშორისო ოჯახის ფორმირებაში.

შიაულიაის უნივერსიტეტში სწავლისას შედარებით თავისუფალი გრაფიკი მქონდა, რაც მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მონაწილეობა მიმეღო საინტერესო კონფერენციებში, ექსკურსიებში, საქველმოქმედო თუ გასართობ ღონისძიებებში, უკეთ გამეცნო ლიტვის კულტურა, მეტი დრო გამეტარებინა ჩემს მეგობრებთან ერთად და, რა თქმა უნდა, მემოგზაურა! გაცვლითი პროგრამის მონაწილეები ალბათ დამეთანხმებიან, რომ ევროპაში მოგზაურობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ყველა ვერ გაუკეთებს საკუთარ თავს ასეთ საჩუქარს. საბედნიეროდ, ჩემ მიერ ნახსენები ERASMUS+ ის დაფინანსება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოვინახულოთ თითქმის ყველა ის ადგილი, რომელზეც ვოცნებობდით (მე პირადად ვიმოგზაურე 8 ქვეყანასა და 11 ქალაქში).

სტუდენტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, ვურჩევ, რომ დაუღალავად იშრომონ და აუცილებლად გამოიყენონ ეს შანსი. გადადგით ეს ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ ახალ და უკეთეს „მეს“ აღმოჩენაში, შესანიშნავ სანაცნობო წრის შეძენაში, გაგხდით მსოფლიოს მოქალაქედ და ქართველობასაც არ დაგაკარგვინებთ.

P.S ბონუსად GPA-ისაც გაზრდით (ზუსტად 4-მდე ავწიე)”, – გვითხრა გიორგი დავიდიანმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ისტორიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები რუკის სირთულეს უჩივიან

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ისტორიაში, ორ სესიად აბარებენ. ჯამში ისტორიის არჩევითი საგნის გამოცდაზე 12 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული, ადგილების რაოდენობა კი 11 264–ია.

პირველ სესიაზე რეგისტრირებულთა 96%–ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა.

როგორც EDU.ARIS.GE-სთან გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების ნაწილი აცხადებს, ყველაზე მეტად რუკიდან მოსული დავალებების გაკეთება გაუჭირდათ. ნაწილის აზრით კი ბარიერის გადალახვა არავის არ უნდა გაუჭირდეს.

„რთული საერთოდ არ იყო, სურათები იყო კონსტანტინეპოლის აღებაზე და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაზე“. ასევე, წყარო იყო თამარ მეფის გამეფების შესახებ და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შესახებ ისტორიული ფაქტები”, – გვითხრა გლდანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

ისტორიის გამოცდა რთული არც ჩვენ მიერ გამოკითხულ შემდეგ აპლიკანტს მოსჩვენებია, როგორც თავად გვეუბნება, ბარიერი წესით ყველამ უნდა გადალახოს.

„რთული არ იყო, ყოველ შემთხვევაში გადალახვით უეჭველი გადალახავ. კარიკატურა მახსოვს ერთი ბასტილიის აღება ან ჯვაროსნების მიერ რომელიღაც ქალაქის აღება უნდა იყოს გამოსახული, ქალაქის სახელი  ზუსტად არ მახსოვს. წყარო იყო ძალიან მარტივი, თამარ მეფის შესახებ, ორჯერ რომ გაათხოვეს და რაღაც“, – გვითხრა მეორე აბიტურიენტმა.

აპლიკანტთა ნაწილი განსხვავებულად აფასებს გამოცდას და ამბობენ, რომ რთული იყო.

„საკმაოდ რთული მომეჩვენა, განსაკუთრებით რუკაზე მოცემული დავალებები გამიჭირდა და საერთოდ არ გამიკეთებია. რაც შეხება კითხვებს ძირითადად ბიზანტიაზე იყო. სურათი ერთი მახსოვს, რაღაც ძველი ბრძოლა იყო გამოსახული და არც ეს გამიკეთებია“, – გვეუბნება გამოცდიდან გამოსული კიდევ ერთი აბიტირიენტი.

რუკის სირთულეს სხვა აპლიკანტებიც ადასტურებენ. მათმა უმეტესობამ აღიარა, რომ რუკიდან მოსული დავალებები და კითხვების ნაწილი პასუხგაუცემელი დატოვა.

სად და როგორ შეიტყობენ 2017 წლის აბიტურიენტები პირველად და საბოლოო შედეგებს?

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – ფიზიკა, ქართული, მათემატიკა, სამოქალაქო განათლება

$
0
0

გამოქვეყნდა 2017 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების მიმდინარე გამოცდებზე გამოყენებული ტესტები შემდეგ საგნებში – ქართული ენა და ლიტერატურა, ფიზიკა, სამოქალაქო განათლება და მათემატიკა:

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები საგნების მიხედვით

დღეს მასწავლებელთა გამოცდები არ ტარდება. 18–19 ივლისს გამოცდა პროფესიულ უნარებში ერთ სესიად ჩატარდება.

67 წლის პედაგოგი – გამოცდაზე დღეს ისევე ვღელავდი, როგორც 47 წლის წინ პირველ გაკვეთილზე

აბიტურიენტთა ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები –გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ლიტერატურაში გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა, სწორი პასუხები და შეფასების სქემა კი აბიტურიენტების ნაშრომებთან ერთად, სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისში, გახდება ცნობილი.

ლიტერატურის ტესტები

რაც შეეხება 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ჩარიცხულთა სიისა და გრანტების რაოდენობის გამოქვეყნების ვადებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ასეთი პასუხი აქვს. 

სად და როგორ შეიტყობენ 2017 წლის აბიტურიენტები პირველად და საბოლოო შედეგებს?

„არაა სასურველი აბიტურიენტებს გამოცდაზე მივუტანოთ მაგალითები, რომლებზეც მეცნიერებიც კი კამათობენ“

$
0
0

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ერთ-ერთ დავალებად ტექსტის გრამატიკულად გასწორებას მოიაზრებს. აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე ყოველწლიურად უწვთ სხვადასხვა თემატიკაზე შედგენილი რამდენიმეაბზაციანი ტექსტის გამართვა ისე, რომ მისი შინაარსი არ შეიცვალოს. ამ დავალებაში შეტანილი შეცდომები ზოგჯერ სადავოც ხდება.

EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა 2017 წლის ტესტებში წარმოდგენილი თითოეული ეს  დავალება კვალიფიციურ სპეციალისტებს გაასწორებინოს, რათა აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდეთ ნახონ, თუ როგორი უნდა იყოს ის.

ამჯერად წარმოგიდგენთ მესამე ვარიანტში მოყვანილ ტექსტს სინას მთაზე მოღვაწე ქართველი მწიგნობრების შესახებ, რომლის რედაქტირებაც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ენათმეცნიერ ლევან ღვინჯილიას ვთხოვეთ. ამ დროისათვის იგი ამ მიმართულებით აღარ საქმიანობს, თუმცა მისი კვალიფიკაცია ყველასთვის ცნობილია.

გასასწორებელი ტექსტი

ძველი ქართული მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი კერა არსებობდა სინაზე, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. გადმოცემის თანახმათ III საუკუნის 50-ან წლებში დიოკლიტიანეს მიერ დევნილმა ქრისტიანებმა სინას შეაფარეს თავი. ამ პერიოდიდან დაიწყო აქ სხვადასხვა ეროვნებების ქრისტიანთა მოღვაწეობა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ქართველთა ყოფნა აქ ჯერ კიდევ VI საუკუნეშია სავარაუდებელი მაგრამ მათი მოღვაწეობა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა IX_XI საუკუნეებში, როდესაც არაბობით შეწუხებულმა ქართველებმა პალესტინის მონასტრებისაგან სინას მიაშურეს. სწორედ ამ დროს დაარსდა ქართველთა ძლიერი სათვისტომო.

ქართველებმა შეჰქმნეს მდიდარი წიგნსაცავი რომელმაც სასულიერო მწერლობის არაერთი ძეგლი შემოგვინახა. მწიგნობართა ბევრნაირ ლიტერატურულ ინტერესებზე მეტყველებს აქ დაცული ორიგინალური და თარგმნილი თხზულებები. სინაზე აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში დაცულია როგორც სინაზე შექმნილი ისე პალესტინის ქართული სავანეებიდან შესული წიგნები. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწე მთარგმნელებმა, მწიგნობარ-კალიგრაფებმა წიგნთა შემკაზმავ- შემმოსველებმა თავიანთი ღვაწლი შეიტანეს ქრისტიანული კულტურის განვითარებაში. ქართული ხელნაწერები შეიცავს უნიკალურ მასალას, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული არამედ მთლიანად აღმოსავლეთის ქრისტიანული კულტურის შესასწავლად.

მემატიანეთა ცნობით, სინაზე მოღვაწე ქართველ ბერებს საუკუნეების განმავლობაში მატერიალურად მეფე-დიდებულები და სასულიერო მოღვაწეები ეხმარებოდენ. XV საუკუნიდან ეკონომიკურად დაუძლურებულ სამშობლოდან შემოწირულებამ იკლო რისთვისაც ქართველთა მრავალ საუკუნოვანმა კოლონიამ არსებობა შეწყვიტა.

ლევან ღვინჯილიას მიერ გასწორებული ტექსტი

ძველი ქართული მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი კერა არსებობდა სინაზე, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, III საუკუნის 50ან წლებში დიოკლიტიანეს მიერ დევნილმა ქრისტიანებმა სინას შეაფარეს თავი. ამ პერიოდიდან დაიწყო აქ სხვადასხვა ეროვნების ქრისტიანთა მოღვაწეობა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ქართველთა ყოფნა აქ ჯერ კიდევ VI საუკუნეშია სავარაუდებელი, მაგრამ მათი მოღვაწეობა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა IXXI საუკუნეებში, როდესაც არაბობით შეწუხებულმა ქართველებმა პალესტინის მონასტრებდან სინას მიაშურეს. სწორედ ამ დროს დაარსდა ქართველთა ძლიერი სათვისტომო.

ქართველებმა შექმნეს მდიდარი წიგნსაცავი, რომელმაც სასულიერო მწერლობის არაერთი ძეგლი შემოგვინახა. მწიგნობართა ბევრნაირ ლიტერატურულ ინტერესზე მეტყველეენ აქ დაცული ორიგინალური და თარგმნილი თხზულებები. სინაზე აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში დაცულია როგორც სინაზე შექმნილი, ისე პალესტინის ქართული სავანეებიდან შესული წიგნები. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწე მთარგმნელებმა, მწიგნობარ-კალიგრაფებმა, წიგნთა შემკაზმავ- შემმოსველებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს ქრისტიანული კულტურის განვითარებაში. ქართული ხელნაწერები შეიცავს უნიკალურ მასალას, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული, არამედ მთლიანად აღმოსავლეთის ქრისტიანული კულტურის შესასწავლად.

მემატიანეთა ცნობით, სინაზე მოღვაწე ქართველ ბერებს საუკუნეების განმავლობაში მატერიალურად მეფე-დიდებულები და სასულიერო მოღვაწეები ეხმარებოდენ. XV საუკუნიდან ეკონომიკურად დაუძლურებულ სამშობლოდან შემოწირულბამ იკლო, რის გამოც ქართველთა მრავალსაუკუნოვანმა კოლონიამ არსებობა შეწყვიტა.

ლევან ღვინჯილიას აღნიშნული ტექსტის ზოგადი სირთულის შეფასებაც ვთხოვეთ. მისი აზრით, იგი საშუალო სირთულისაა და სკოლადამთავრებულმა ახალგაზრდებმა, წესით, თავი უნდა გაართვან.

„თუმცა, შეიძლება ბავშვებმა ყურადღება არ მიაქციონ  „თავიანთი ღვაწლი შეიტანეს“ რომ წერია. რომ ღვაწლი სხვაა და წვლილი სხვა. ბავშვმა შეიძლება ეს არ იცოდეს. იმასაც ხომ გააჩნია როგორი მასწავლებელი ჰყავს.

„რაც შეეხება სადავო საკითხებს,  მათ გადასაწყვეტად ორთოგრაფიული ლექსიკონი არსებობს. ზოგადად, რა თქმა უნდა, არაა სასურველი ბავშვებს გამოცდაზე მივუტანოთ მაგალითები, რომლებზეც მეცნიერებიც კი კამათობენ,“ – განგვიცხადა ღვინჯილიამ.

EDU.ARIS.GE-სხვა ვარიანტის ტექსტებსაც შემოგთავაზებთ.

„რას ემსახურება ასეთი უზუსტობები?“ – ფილოლოგები ქართულის გამოცდის ტესტებს აკრიტიკებენ

მოამზადა თაკო მათეშვილმა

აბიტურიენტის მშობელი ქართულის საგამოცდო ტესტის წინააღმდეგ –„აუცილებლად გავასაჩივრებ“

$
0
0

„აუცილებლად გავასაჩივრებ და თუ ამანაც არ გაჭრა, სასამართლოს მივმართავ. ერთი ქულა არავის არაფერს უწყვეტს, მაგრამ აქ მთავარია, ჩემ შვილს არ ჰქონდეს განცდა, რომ შეიძლება სწორად გადადგმული ნაბიჯის გამო ოდესმე დაისაჯოს,“ – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ერთ-ერთი აბიტურიენტის დედა, ფილოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის უფროსი რედაქტორი ქეთევან ქურდოვანიძე.

მისი პრეტენზია ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მეორე ვარიანტში გრამატიკულად დასარედაქტირებელ ტექსტს ეხება. ფიქრობს, რომ ტესტი აბიტურიენტებისაგან სწორი ფორმის არასწორით შეცვლას ითხოვდა და რომ შესაძლოა ამის გამო ბავშვებს ქულა დააკლდეთ.

ქეთევან ქურდოვანიძე: ამ გამოცდებთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა მაქვს. მაგალითად, ის პირობები, რაც საგამოცდო ცენტრებში იყო შექმნილი – სიცხე, კოდინცირების არარსებობა, კალმები, რომლებიც ან დღაბნიდნენ, ან საერთოდ არ წერდნენ და ა.შ. ეს  ყველაფერი გამოცდის პროცესში ძალიან ხელისშემშლელია. ჩემი შვილი აბიტურიენტია და ვიცი ისიც, რომ ინგლისურის გამოცდაზე ჩანაწერი ხრიალებდა და ბავშვებს არ ესმოდათ თუ რას ლაპარაკობდნენ.

თუმცა, ეს ყველაფერი გააფერმკრთალა იმ უზუსტობებმა, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის სატესტო ნიმუშებში აღმოჩნდა. ზოგადად,  ტესტში გამოყენებული ნაწარმოებები ხშირ შემთხვევაში ძალიან პატრიარქალურია, მხატვრული ღირებულებაც ძალიან დაბალია. თუმცა, ეს პრეტენზია უფრო არა გამოცდის, არამედ საპროგრამო მასალის მიმართ მაქვს, სადაც არაა შეტანილი არც ერთი თანამედროვე კარგი მწერალი. თუნდაც ოთარ ჭილაძე. ეს ცალკე სადისკუსიოა, რასაც დიდი დრო და ბევრი ადამიანის ჩართვა სჭირდება.

რაც შეეხება ჩემ უშუალო პრობლემას – ჩემმა შვილმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეორე ვარიანტი დაწერა, სადაც ორი ძალიან უხეში შეცდომა იყო დაშვებული. დავიწყოთ იქიდან, რომ დანარჩენ სამ ვარიანტში, გრამატიკულად გასასწორებელ ტექსტში 18-18 შეცდომა იყო. ეს მაშინ ვნახე, როდესაც ტესტები გამოქვეყნდა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად, ამ ვარიანტშიც, რომელიც ჩემმა შვილმა დაწერა, 18 შედომა უნდა ყოფილიყო. არადა  მეორე ვარიანტში 17 შეცდომა იყო და მეთვრამეტე შეცდომად ალბათ მიჩნეული იყო ერთი ასეთი გამოთქმა – „გავლენა მოახდინა“.

20046265_10212376410900521_6784544762546289037_nქართული სიტყვის კულტურის საკითხებში (წიგნი მე-7, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი 1985, გვ 235.) გარკვევით წერია: „მოახდინა, მოხდება. გარდამავალი ზმნაა და მისი ძირითადი მნიშვნელობაა იზამს, გააკეთებს, მოიმოქმედებს, ჩაიდენს რასმე, მოაწყობს, გასცემს. იგივე ზმნა ქართულში განყენებულ სახელებთან შეხამებისას ქმნის მყარ გამოთქმებს: შთაბეჭდილება მოახდინა, გავლენა მოახდინა.“ აი, რას მიიჩნევს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი ორგანო (ენათმეცნიერების ინსტიტუტი) მართებულ ფორმად. ანუ, ეს დამკვიდრებული სალიტერატურო ფორმაა.

დარწმუნებული ხართ, რომ ტესტის მაგ ვარიანტშიც 18 შეცდომა უნდა ყოფილიყო? იქნებ  მანდ მხოლოდ 17 იყო დაშვებული და თქვენ მიერ ნახსენები მაგალითი შეცდომად სულაც არ მოიაზრებოდა?

ქ.ქ: საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ისინი სწორედ ამას მიიჩნევდნენ მეთვრამეტე შეცდომად, რადგან ამის გარეშე მხოლოდ 17 გამოვა. არ მგონია არათანაბრად გადაენაწილებინათ და ახლა, თუკი ამ კონკრეტულ მაგალითს შეცდომად აღარ ჩათვლიან, ცხადი იქნება, რომ მეთვრამეტე შეცდომად სწორედ ეს იყო მოაზრებული და შემდეგ უკან დაიხიეს. მივესალმები, თუკი უკან დაიხევენ და თავიანთ შეცდომას აღიარებენ.

შეცდომაა, როდესაც ბავშვებს ასწავლიან, რომ „გავლენა მოახდინა“ კი არა, „გავლენა იქონია“ უნდა თქვან. ქართული სიტყვის კულტურის საკითხები ერთადერთი  ნორმაა, რომელსაც სალიტრატურო ენის ნორმად მივიჩნევთ და ახლა ითხოვენ, რომ ეს სწორი ფორმა შეიცვალოს რუსულის კალკით – „გავლენა იქონია“.

გარდა ამისა, იქ კიდევ ერთი სიტყვა იყო ნახსენები, რომელზეც დიდი დისკუსია და პოლემიკა გაიმართა – ძალუმი. ყველა ტექსტში იყო პარონიმული წყვილი მოყვანილი. ანუ, ორი ერთმანეთის მსგავსი სიტყვა, რომელთაც განსხვავებული შინაარსი აქვთ. სხვა ტესტებში ეს პარონიმული ნიმუშები აშკარა და ნათელი იყო. ამ მეორე ვარიანტში კი მოცემული იყო სიტყვა ძალუმი, რომელიც აბიტურიენტს უნდა შეეცვალა სიტყვით – ძლიერი. ძალუმი და ძლიერი პარონიმული წყვილი არაა. ეს სინონიმებია.

ზოგადად, ეს ტექტსები იმგვარად უნდა იყოს შედგენილი, რომ აზრთა სხვადასხვაობას არ იწვევდეს. მასში არ უნდა იყოს მოყვანილი ისეთი სიტყვები, რომლებიც მოსახლეობის 90%-მა არ იცის. კარგი იქნებოდა ტექსტის რედაქტირების პასუხებიც წინასწარ (გამოყენებულ ტესტებთან ერთად ავტ.) რომ იდებოდეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში თუ გქონიათ ვინმესთან საუბარი ამ თემაზე?

ქ.ქ: დიახ, ბატონ კახა ჯამბურიას ვესაუბრე, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელს. ცხელ ხაზზე დავრეკე და მასთან დამაკავშირეს. მე მას ჩემი ეგსზისტენციალური შიშის შესახებ ვუთხარი. მითხრა რომ წინასწარ არ უნდა მენერვიულა, რადგან არ ვიცოდი ჩათვლიდნენ თუ არა „გავლენა მოახდინას“ შეცდომად. მე კი ვუპესუხე, რომ ყოველ წელს ყველა ტექსტში ერთი და იგივე რაოდენობის შეცდომაა ხოლმე და რომ ჩემი შიშის საფუძველი სწორედ ეს იყო. სწორედ ამიტომ ვიზღვევ თავს წინასწარ და გამსწორებელთა კომისიასაც ვაზღვევ რომ სასამართლოში თავის მართლება არ მოუწიოთ.

კახა ჯამბურია დამპირდა, რომ თუკი კომისიის რომელიმე წევრი გაბედავს და სწორ ფორმას არასწორით შეცვლის, ის ამ პოზიციას სამუდამოდ დატოვებს.   მან ჩემი საკითხი გულთან ძალიან ახლოს მიიტანა, არგუმენტებიც გულდასმით მოისმინა და ამისათვის მადლობელი ვარ.

–თუკი მიუხედავად ამისა ეს კონკრეტული მაგალითი შეცდომად იქნა მიჩნეული, რას აპირებთ?

ქ.ქ: აუცილებლად გავასაჩივრებ და თუ ამანაც არ გაჭრა, სასამართლოს მივმართავ. ერთი ქულა არავის არაფერს უწყვეტს, მაგრამ აქ მთავარი ისაა, ჩემ შვილს არ ჰქონდეს განცდა, რომ შეიძლება ოდესმე სწორად გადადგმული ნაბიჯის გამო დაისაჯოს.

„არაა სასურველი აბიტურიენტებს გამოცდაზე მივუტანოთ მაგალითები, რომლებზეც მეცნიერებიც კი კამათობენ“

გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების კრიტიკას პასუხობს

„რას ემსახურება ასეთი უზუსტობები?“ – ფილოლოგები ქართულის გამოცდის ტესტებს აკრიტიკებენ

მოამზადა თაკო მათეშვილმა

უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს შემოდგომის სემესტრის მობილობასთან დაკავშირებით ERSU-სგან

$
0
0

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი (ERSU) უპრეცედენტო შეთავაზებას უკეთბეს სტუდენტებს. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები მობილობით შემოდგომის სემესტრში ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში გადავა აკრედიტირებულ საგანამანათლებლო პროგრამებზე, ისინი წელიწადში სწავლის საფასურს გადაიხდიან 1750 ლარს 2250 ლარის ნაცვლად.

შეღავათი მოქმედებს 4 წლის განმავლობაში. აღნიშნული წინადადება შემოთავაზებულია ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის – ERSU რებრენდიგის ფარგლებში.

ასევე მობილობით გადმოსული სტუდენტებისათვის მოქმედებს უნივერსიტეტში არსებული ყველა შეღავათი და სერვისი, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც მოიცავს შიდა საუნივერსიტეტო გრანტებს, სახელობით სტიპენდიებს, სოციალური დახმარების პროგრამებს და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის სტიპენდიებს.

მობილობა შესაძლებელია შემდეგ აკრედიტირებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბაკალავრიატი
სამართლი
ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა);
საჯარო მმართველობა
საერთაშორისო ურთიერთობები
ტურიზმი
ეკოლოგია (გარემოს დაცვა)
ფარმაცია

მაგისტრატურა:
ფარმაციის მენეჯმენტი და მარკეტინგი
აგრობიზნესის მენეჯმენტი
სატყეო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
საზოგადოებრივი ურთიერთობები
ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი
საფინანსო საბანკო საქმე

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე students.eqe.ge რეგისტრაცია შესაძლებელია 2017 წლის 25 ივლისიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე.

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის მსურველ სტუდენტთა საბუთების მიღება იწარმოებს 21 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:
(0 32) 2 51 94 95 – თბილისი
(0 370) 27 05 57 – გორი
(+995) 595 67 28 27 – ლალი ქარელი (დეკანი)
(+ 995) 598 37 39 39 – მარიამ ხიზანიშვილი (დეკანის მოადგილე)

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი (ERSU)


იბსუში სტუმრად, საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, დავით აფციაური იმყოფებოდა

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტეტში სინო-საქართველოს კომპეტენციის ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. თემასთან დაკავშირებით იბსუში სტუმრად საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური იმყოფებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განხილეს სინო-საქართველოს კომპეტენციის ცენტრის მომავალი მიმართულებები, მიზნები, ხედვები, რომელიც თავისთავად ასახული იქნება ცენტრის სამოქმედო გეგმაში.

ცენტრის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოსა და ჩინეთს შორის აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება, სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის პროექტების ხელშეწყობა. ამასთან, ცენტრის საქმიანობა მიმართული იქნება განათლების, კვლევითი, საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისაკენ, ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა: ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ინოვაცია, მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება, ფინანსები, ინვესტიციები და ა.შ.

ისტორიაში ტესტს საუკეთესოდ აბიტურიენტების 5% ასრულებს – როდის დაიდება შედეგები

$
0
0

2017 წლის ისტორიის არჩევითი საგნის გამოცდა დასრულდა. აბიტურიენტებმა მეორე სესიის შემდეგ EDU.ARIS.GE-სთან ტესტების შინაარსსა და ხასიათზე ისაუბრეს. როგორც აღმოჩნდა, მეორე სესიაზე აპლიკანტებს ისტორია არცთუ ისე გაძნელებიათ.

„პირველ 29 კითხვაში თითქმის ყველაფერი შემხვდა, დაწყებული ძველი დროიდან დამთავრებული თანამედროვეობამდე. ვენის კონგრესზე იყო ერთი კითხვა, დანარჩენი არ მახსოვს. წყარო გასაანალიზებლად შემხვდა თამარ მეფეზე „ქართლის ცხოვრებიდან“ , შამქორის ომზე,  და ძალიან ადვილი იყო. 12 კითხვა იყო ამ დავალებაში.

ასევე ქრონოლოგიები იყო დასალაგებელი. მოცემული იყო რუკა, ამერიკის აღმოჩენაზე და სახელმწიფოები, რომლებიც მის აღმოჩენაში მონაწილეობდნენ. პრუსია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ინგლისი და პორტუგალია. თუ რაღაცა გაგეგებოდა, ადვილი იყო ჩაბარება“, – გვითხრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„ილუსტრაციებში მოვიდა გაზეთიდან ნაწყვეტი, ფემინიზმის თემაზე. მეორე ილუსტრაცია გერმანიის გაერთიანებაზე იყო. წყარო – თამარ მეფეზე. ადვილი იყო, იმიტომ რომ კითხვეზე პასუხი წყაროს მიხედვით უნდა გაგეცა. ამერიკაში მონობის გაუქმებაზე იყო. დავით მეშვიდეს მონღოლების ყაენმა რომ სთხოვა ეგვიპტეში ელაშქრა, არგუმენტირებული მსჯელობა მაგაზე უნდა დაგეწერა.  რუკა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებზე იყო. უფრო არგუმენტირებული მსჯელობა გამიჭირდა. კლისთენე, პერიკლე და სოლონი როდის მოღვაწეობდნენ, ქრონოლოგიურად ეს თარიღები უნდა დაგელაგებინა და კიდევ იყო ინგლისის ისტორიიდან რაღაც ქრონოლოგია“, – აღნიშნა აბიტურიენტმა ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ.

როდის დაიწყება ნაშრომების გასწორება, როდის უნდა ელოდონ აპლიკანტები შედეგებს, რომელი ტიპის დავალების შესრულება უჭირთ მათ ისტორიის ტესტში, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი ესაუბრა.

–აბიტურიენტებს, განსაკუთრებით პირველი სესიის დროს, რუკაზე მოცემული დავალება ერთულათ. თქვენი აზრით, რომელი დავალება იყო ისტორიაში რთული?

–რთული, ადვილი ძალიან სუბიექტური ცნებებია. შეიძლება რომელიღაც კონკრეტული დავალება ვიღაცისთვის რთული და ვიღაცისთვის მარტივი იყოს. ეს არის სუბიექტური შეფასებები. საბოლოო ანალიზი როდესაც ჩატარდება, გამოვლინდება რომელი დავალება იყო უფრო რთული ამ პოპულაციისთვის. მხოლოდ კვლევის დასრულების შემდეგ დაიდება ეს შედეგი, რომელი დავალება როგორი იყო.

ვარიანტებს შორის ისე ვაკეთებთ, რომ, ფაქტობრივად, არ არის განსხვავება მათ შორის, იმიტომ რომ როცა ანალიზი კეთდება, არ არსებობს, რაიმე სერიოზული განსხვავება. ფაქტობრივად, ერთნაირად მიდის სირთულეების დონე.

თვითონ ის ფაქტი, რომ გამოცდამ მშვიდად ჩაიარა და კითხვებიც არ ყოფილა შინაარსთან დაკავშირებით, მოწმობს, რომ ტესტი მკაფიო იყო და არაფერი გაუგებარი აბიტურიენტებისთვის, არაფერი არაპროგრამული არ ყოფილა. მე მგონია, რომ საკმაოდ კომფორტული ტესტია. ისეთი სირთულის იყო,  როგორიც წინა წლებში.

–როგორი მოლოდინები გაქვთ ამ გამოცდასთან დაკავშირებით?

–ისეთი, როგორიც წინა წელს იყო. არის საუკეთესოდ შესრულებული ტესტი, ასეთი შეიძლება იყოს მაქსიმუმ  5% პოპულაციის. იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ვერ შეძლებენ მინიმალური ზღვრის გადალახვას. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ძალიან დაბალი იქნება ასეთი პროცენტი. ძირითადი რაოდენობა, ალბათ, საშუალო ქულებს აიღებს. საერთოდ ტესტი ისეთი უნდა იყოს, რომ საშუალო 50%-ზე უნდა იყოს გათვლილი. დაახლოებით, ისეთივე შედეგები იქნება, როგორიც წინა წლებში. თუ იქნება შედეგები გაუმჯობესებული, ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გაგვახარებს.

–რომელი საკითხების შესრულება უფრო უადვილდებათ, ან უმარტივდებათ აბიტურიენტებს ისტორიაში?

–ყველაფერი, ალბათ, მაინც სკოლიდან იწყება. აბიტურიენტები მიჩვეულები არიან ისეთი ტიპის დავალებების შესრულებას, რომლებზეც ისინი მუშაობენ სკოლაში. სამწუხაროდ, სკოლებში დიდ ყურადღებას არ უთმობენ ვიზუალურ წყაროებზე და მათ შორის, რუკაზე მუშაობას. ამიტომ ეს ფორმა ურთულდებათ. ადამიანს რაც არ უმუშავია და არ იცის, ფსიქოლოგიური მომენტია, რომ იმის ეშინია. სინამდვილეში, ის რუკები რომლებიც ჩვენ ტესტში გვაქვს, უმარტივესია. იქ არის მთელი ინფორმაცია, რომელსაც წაკითხვა უნდა. მაგრამ თუ არ გაქვს მასთან მუშაობის გამოცდილება, რა თქმა უნდა, გაგიძნელდება.

მე ვიტყოდი, რომ მოსწავლეებს უადვილდებათ უფრო ფაქტობრივ მასალაზე პასუხის გაცემა. იმიტომ რომ სკოლაში ამას თხოვენ და ხშირად, სამწუხაროდ, აზეპირებეინებენ კიდეც. ხოლო სააზროვნო მასალა, ან ვიზუალური მასალა, რუკა ილუსტრაციები, ილუსტრაციებიდან მთავარი სათქმელის გამოტანა, უჭირთ, ვინაიდან ამაზე სკოლაში არ მუშაობენ. რა თქმა უნდა, ყველა სკოლაზე ვერ განვაზოგადებთ, მაგრამ ხშირად ასე ხდება.

სკოლის მასწავლებლებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი ამუშაონ მოსწავლეები ვიზუალურ მასალაზე. მეტი არგუმენტირებული მსჯელობა, მეტი კრიტიკული აზროვნებაა საჭირო და არა ფაქტების დაზეპირება ისე, რომ მისი არსი არ ესმოდეს მოსწავლეს. ეს იქნება ჩემი რეკომენდაციები პედაგოგებისთვის და მომავალი აბიტურიენტებისთვის. ხოლო დღეს ვინც ჩააბარა ისტორიის გამოცდა მათ ვუსურვებ წარმატებებს და ვიმედოვნებ, რომ კარგი შედეგები ექნებათ.

–როდის დაიწყება გასწორების პროცესი და შედეგებს როდის უნდა ველოდოთ?

–გასწორება დაიწყება 3 დღეში. სავარაუდოდ, 5-დან 10 აგვისტომდე შედეგები უნდა იყოს.

ჯამში ისტორიის არჩევითი საგნის გამოცდაზე 12 ათასზე მეტი აპლიკანტი იყო  რეგისტრირებული, ადგილების რაოდენობა კი 11 264–ია.

ისტორიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები რუკის სირთულეს უჩივიან

სად და როგორ შეიტყობენ 2017 წლის აბიტურიენტები პირველად და საბოლოო შედეგებს?

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

კსუ-ის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები პოლონეთში საზაფხულო სკოლაში იმყოფებიან

$
0
0

საზაფხულო სკოლაში “დავუბრუნდეთ წარსულს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, მედიცინის, სამართლისა და ბიზნების ფაკულტეტის 8 სტუდენტი და ორი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჩაერთო.

პროექტი პოლონეთის ქალაქ Radzyń Podlaski-ში 17 ივლის დაიწყო და ექვსი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აქტივობა კულტურულ-გაცვლითი ხასიათისაა და მასში სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები მონაწილეობენ.

საზაფხულო სკოლის ექვსივე დღე ერთმანეთისგან განსხვავებული აქტივობებით არის დატვირთული. მონაწილეები საკუთარი ქვეყნის კულტურის წარდგენას სხვადასხვა ინტერაქტიული თამაშებისა და ვორქშოპების მეშვეობით შეძლებენ. პირველი დღე გაცნობითი ხასიათისაა და ის დასათაურებულია, როგორც „Welcome meeting”.

შეგახსნებთ, რომ სტუდენტებმა აღნიშნულ პროექტში ჩასართავად შერჩევის ორეტაპიანი პროცედურა გაიარეს და მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

იბსუს კურსდამთავრებულები საზღვარგარეთ აგრძელებენ საქმიანობას

$
0
0

ბექა ტყებუჩავა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მიმართულების კურდამთავრებულია და APM Terminals-ის სათაო ოფისში (ჰააგა, ჰოლანდია) აგრძელებს მუშაობას. ბექა თავად გიამბობთ რა მისცა მას იბსუში სწავლამ და როგორია მისი გამოცდილება ახლა.

”მუშაობა მესამე კურსის ბოლოს დავიწყე, ერთ-ერთი დიდი ქართული კომპანიის ჯერ მცირე გაყიდვების სფეროში შემდგომ კი სათაო ოფისში. თავდაპირველად სტატისტიკისა და ანალიზის მენეჯერად, შემდგომ კი გაყიდვების ერთ-ერთი სამსახურის მენეჯერად.

შემდგომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში ბიზნესის განვითარების მენეჯერად, ამის შემდეგ კი APM Terminals Poti (A.P. Moller-Maersk)- ის ადამიანური რესურსების დანერგვის მენეჯერად და ბიზნესპარტნიორად.

თითქმის 3 წელია, რაც APM Terminals-ის სათაო ოფისში (ჰააგა, ჰოლანდია) გადმოვედი. 2 წელი Global HR Operations Manager ვიყავი, ახლა კი ახლად შეძენილ ან მშენებარე პორტებსა და ტერმინალებზე ვხელმძღვანელობ HR Implementation-ს. მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში ვოპერირებთ, შესაბამისად, მიწევს უამრავ სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერობა და მოგზაურობა. იბსუში მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა ადვილად დამემყარებინა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. ჩემს ჯგუფში 7-8 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები სწავლობდნენ.

იმ დროის საქართველოსთვის, იბსუში საკმაოდ თანამედროვე სასწავლო გარემო იყო, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ საკმაო თავისუფლება დეტალურად დაუფლებოდნენ იმას, რაც აინტერესებდათ. სტუდენტური და აკადემიური ცხოვრება მუდმივად ვითარდებოდა.
ის რომ უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდებოდა, სტუდენტებს მეტ სტიმულს გვაძლევდა.

იბსუს მუდმივი თუ მოწვეული ლექტორები საკმაოდ მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებდნენ სწავლების ხარისხში. სასწავლო პროგრამა საკმაოდ დახვეწილი და გამომწვევი იყო. შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, რა თქმა უნდა, ამან დიდი გავლენა იქონია, თუმცა არანაკლები გავლენა იქონია გარემომ, ურთიერთობებმა და იმ გამოწვევებმა რაც იბსუმ შემომთავაზა.

იმ ადამიანებს, ვინც ეხლა ფიქრობს თუ რა მომავალი აირჩიოს, უპირველესად ვურჩევდი აკეთონ ის საქმე, რაც მათ უყვართ და რაც ყველაზე კარგად გამოსდით.

მეტი იმოგზაურეთ, მუდმივად გაეცანით სხვადასხვა კულტურას და იმ სფეროს სიახლეებს, რაც გიტაცებთ”, – აღნიშნა ბექა ტყებუჩავამ.

აბიტურიენტთა ისტორიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ისტორიაში გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა, სწორი პასუხები და შეფასების სქემა კი აბიტურიენტების ნაშრომებთან ერთად, სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისში, გახდება ცნობილი.

ისტორიის ტესტები ვარიანტების მიხედვით

რაც შეეხება 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ჩარიცხულთა სიისა და გრანტების რაოდენობის გამოქვეყნების ვადებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ასეთი პასუხი აქვს. 

სად და როგორ შეიტყობენ 2017 წლის აბიტურიენტები პირველად და საბოლოო შედეგებს?

Viewing all 14653 articles
Browse latest View live