Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14643 articles
Browse latest View live

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი „უნივერსიადა 2017“-ის საუკეთესო სამეულშია

$
0
0

სოხუმის სახელმიფო უნივერისტეტმა საქართველოს „უნივერსიადა 2017„ საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

უნივერსიადა, რომელიც საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება მაშტაბულ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობას იღებს საქართველოში აკრედიტირებული თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი.

უნივერსიადა საუნივერსიტეტო სივრცეში ყველაზე დიდი და პრესტიჟული სპორტული შეჯიბრია, სადაც სპორტის თითქმის ყველა სახეობაა წარმოდგენილი. უნივერსიადა წელსაც ტრადიციულად მაშტაბური იყო, დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები და ჩემპიონები ინდივიდუალურ სახეობებში. უნივერსიადაში მედლის მოპოვება წელს 19 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა შეძლო.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტის სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში და მეორე ადგილი მოიპოვეს საერთო გუნდურ ჩათვლაში 15 მედლით ( 6 ოქრო, 2 ვერცხლი და 7 ბრინჯაო). უნივერსიადაზე ეს მაჩვენებელი ჩვენი უნივერსიტეტის ინტორიაში საუკეთესო შედეგია.


ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლების კონკურსი გამოცხადდა

$
0
0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლების კონკურსი გამოაცხადა.

პროგრამაში არსებულ მასწავლებლებს, კიდევ 25 დამხმარე მასწავლებელი შეუერთდება, რომლებსაც პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები გაუჩნდებათ და 2-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, სწავლა დაუფინანსდებათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.

საკონკურსო განაცხადების შემოტანა 28 ივლისამდე გაგრძელდება, განაცხადების გადარჩევის ეტაპზე შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან.კონკურსის წესით შერჩეული პროგრამის მონაწილეები 2017-2018 სასწავლო წლიდან დასაქმდებიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში და უზრუნველყოფენ:

  • ქართულის, როგორც მეორე ენის ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად, გაკვეთილების დაგეგმვასა და წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად;
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.

ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლები, ასევე, ჩაერთვებიან სხვადასხვა პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, მათი ფუნქციებისა და მოვალეობის შესაბამისად, სკოლებში განაწილებამდე კი გაივლიან ინტენსიურ მომზადებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატებს რომელთაც აქვთ:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა ან დაწყებითი განათლება (ძირითადი ან მეორადი სპეციალობა) დოკუმენტის ასლის ატვირთვა სავალდებულოა.
  • ან უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით და ამასთანავე აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ მოთხოვნას:
  1. თავისუფალი კრედიტების სახით მოპოვებული აქვს ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართულის, როგორც მეორე ენის ან დაწყებით საფეხურზე სწავლების (პედაგოგიკის) მინიმუმ 30 კრედიტი;
  2. ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამისი საგნის სწავლების მინიმუმ 2-წლიანი უწყვეტი გამოცდილება;
  3. სერტიფიცირება შესაბამის საგანში ან/და საგნობრივი გამოცდის ჩაბარება ქართული, როგორც მეორე ენაში.

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს როგორც არაქართულენოვან სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისა და სახელმწიფო ენის სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას და მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე – www.hr.gov.ge

„არაფრისმომცემი,“ „უსამართლო“, „ზედმეტი“ –მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდის შესახებ

$
0
0

არაფრისმომცემი, უსამართლო, გამოცდა გამოცდისათვის, არასაჭირო – ასეთი იყო პროფესიული უნარების გამოცდიდან გამოსული პედაგოგების აბსოლუტური უმრავლესობის შეფასება. თითოეული მათგანი აღნიშნავდა, რომ გამოცდაზე მხოლოდ კრედიტქულების დაგროვებისა და ხელფასის მომატების მიზნით გამოვიდნენ, რომ პროფესიულად იგი არაფერს აძლევთ და რომ უსამართლობაა პედაგოგი ამ გამოცდის შედეგის მიხედვით ფასდებოდეს.

მეტიც, მათი თქმით, სამინისტრო პედაგოგების კვალიფიკაცის ასამაღლებლად რესურსებსა და ძალისხმევას ტრენინგების ჩატარებაზე უნდა ხარჯავდეს და არა გამოცდაზე, რომელსაც „ყველა ჩააბარებს, ვინც სამ წიგნს დაიზეპირებს“.

ნატო მიქელაძე. კაზრეთი, ბოლნისის რაიონი. ხელოვნების პედაგოგი: „მაინცადამაინც რთული არ იყო, ადრეც დავასრულე. საკითხები ძირითადად ფსიქოლოგების თეორიების ცოდნას მოითხოვდა. იყო კითხვები, სადაც პრაქტიკული ცოდნაც გამომადგა, მაგრამ არა ისეთი, რომ იმას ვერ დაეწერა, ვისაც პრაქტიკა არ აქვს.

„ვფიქრობ, გამოცდა ასეთი ფორმით არაა საჭირო. შეფასების სქემა და კრიტერიუმები სხვანაირი უნდა იყოს. არიან არასერტიფიცირებული კარგი და სერტიფიცირებული ცუდი მასწავლებლები. ამით ვერ განსაზღვრავ. პედაგოგი პრაქტიკული მუშაობისას უნდა შეფასდეს, თუ როგორ ატარებს გაკვეთილს. ბევრად ჯობია ტრენინგები ჩაგვიტარონ ამ თემაზე. ოღონდ ის ადვილად გასაგები და სიახლის შემცველი უნდა იყოს. უნდა აგვიხსნან თუ რა უნდათ ჩვენგან, რა მოგვეთხოვება. ამ შემთხვვაში უფრო  სასარგებლო იქნება.

„არის ტრენინგები რომლებიც არაფრის მომცემია და არის ტრენინგები, როცა ერთი საათი გიწყვეტს ყველაფერს, გაიგებ თუ არა საკითხს.  იქვე უნდა იყოს გათვალისწინებული პრაქტიული მუშაობაც. ეს ბევრად ეფექტური იქნება ვიდრე რაღაც დაიზეპირო, შეხვიდე და გამოცდა დაწერო. ამ გამოცდას ნებისმიერი კარგად ჩააბარებს, ვინც თეორიებს დაიზეპირებს, თუნდაც საერთოდ არ იყოს პედაგოგი. აქ ხშირად მოდიან მოზეპირეები, რომლებიც შედიან და მაღალ ქულებს იღებენ, მაგრამ რეალურად არაფერი იციან.

„აქ ყველა მაინც ანაზღაურების გამო მოდის. მათი მოტივაცია მხოლოდ ხელფასის გაზრდაა. სხვა მხრივ ეს გამოცდა არაფერს გვაძლევს, ახალი არაფერია, პროფესიულად არ გვზრდის. რაც გამოცდამდე ვიყავი, მას შემდეგაც ის ვარ. ახლა მხოლოდ კრედიტქულების დაგროვებაზე ვართ გადართულები და მოსწავლეები ყურადღების მიღმა გვრჩება“.

20182092_1679995562033272_1910773214_o.jpg larisa (1)ლარისა იაკობიშვილი. თბილისის 90-ე საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი: „რთული არაა, თუკი ამ ფსიქოლოგების თეორიებს დაიზეპირებ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემაზე არანაირი ტრენინგი არ გამივლია, თეორიები არ ვიცოდი. რასაც პასუხი გავეცი და რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ ქულებს ავიღებ, პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე გავეცი. წინასწარ ნამდვილად არ მოვმზადებულვარ.

„ის კი, ვინც  ამ თეორიებს დაიზეპირებს, ნამდვილად ადვილად ჩააბარებს, მასწავლებელი რომ არც იყოს. ჩემი აზრით კი, ფსიქოლოგები რას გვასწავლიან იმას კი არ უნდა ეკითხებოდნენ მასწავლებელს, არამედ იმას, თავად როგორ უდგება ბავშვს, რა მეთოდები აქვს შემუშავებული. შეიძლება მე ისეთი მეთოდი მაქვს შემუშავებული, რომელიც სულ არ ეკუთვნოდეს რომელიმე ფსიქოლოგს. თუმცა, პრაქტიკამ მაჩვენა, რომ ეს ეფექტურია. თითოეულ ბავშვს თავისი გასაღები სჭირდება. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც გასაღებს ვერ მოარგებ. ვიცი ისეთი მასწავლებლები, რომლემაც ეს წიგნები კარგად დაიზეპირეს, მაგრამ შედეგზე ვერ გადიან, გაკვეთილებს ვერ ატარებენ, მათ კლასში ქაოსია. ბევრს აღარაფერი ახსოვს ამ ნასწავლიდან, მხოლოდ გამოცდისთვის დაიზეპირეს და გამოცდის შემდეგ აღარც გამოუყენებიათ. ამავდროულად ვიცი პედაგოგები, რომლებსაც არ გაუვლითა ეს გამოცდა, მაგრამ არაჩვეულებრივი შედეგები აქვთ.

„ყველზე ეფექტური ტრენინგები მგონია. გამოცდით არ უნდა წყდებოდეს დანამატის საკითხი. დარწმუნებული იყავით, ამ გამოცდაზე ყველა მხოლოდ დანამატისთვის გამოდის. სხვას არაფერს იძლევა, პროფესიულად ვერ ანვითარებს. ამაში ჩემ მიერ ზემოთნახსენები მასწავლებლების მაგალითი მარწმუნებს.“

ლიზა ტყემალაძე (რუსული ენის პედაგოგი): „მარტივი ნამდვილად არ იყო, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. შემოსახაზი დავალებები უფრო გამირთულდა. იქ კი, სადაც პოზიცია იყო დასაფიქსირებელი, მეტი ფიქრია საჭირო. ვერ ვიტყვი რამდენად სწორად დავწერე, მაგრამ ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე. დროც საკმაოდ დამრჩა. ერთ დავალებაზე 5-6 წინადადებით რომ შემოიფარგლო, საკმარისია. უაზრობების წერას ჯობია არგუმენტირებული პასუხები გასცე.

„ზოგადად, მასწავლებლის გამოცდა ცოტა უცნაური მგონია. საგნის გამოცდა კიბატონო, მაგრამ მასწავლებლის უნარ-ჩვევების გამოცდა ცოტა ზედმეტია. ბავშვები ხომ არ ვართ, სწავლა გავლილი გვაქვს. უნარების კომპეტენციის დადასტურება არასაჭიროდ მიმაჩნია.“

ინფორმატიკის პედაგოგი:“ ჩვეულებრივი სირთულის იყო, არაფერი განსაკუთრებული. ზოგადად, გამოცდა აუცილებელია. რა არის იცით, პროფესიული უნარები ყველამ უნდა განავითაროს და მასწავლებელმა მითუმეტეს. მე პირადად 34 წლიანი სტაჟი მაქვს, მაგრამ მაინც აუცილებლად მიმაჩნია. საკითხებიც საინტერესო იყო – შესაბამისობა აქტუალობასთან, დაგეგმვასთან. უნდა გვემსჯელა თუ როგორ განსაზღვროს მასწავლებელმა მიდგომები და რა დროს რა უნდა გააკეთოს. ჩემი აზრი თავისუფლად დავაფიქსირე.“

20196242_1679995785366583_109952398_o (1)ნინო შეყლაშვილი. თბილისის პირველი ექპერიმენტული სკოლის ისტორიის პედაგოგი: „ნორმალური იყო. არც მაინცადამაინც რთული. თეორიის ცოდნას მოითხოვდა, პრაქტიკასაც. გააჩნია როგორ გასწორდება, ვნახოთ. მე თუ მკითხავთ, ეს ტრენინგების სახით რომ იყოს, უკეთესი იქნება. საგამოცდო ფორმატი არ მიმაჩნია სწორად.  ტრენინგებზე ჯობია ამ თეორიების განხილვა.

„ვინც მართლა პედაგოგია, იმისთვის ეს გამოცდა შეურაცმყოფელია, რადგან გაკვეთილზე ვერ შეხვალ, თუ ეს ყველაფერი არ იცი. ვერც შედეგზე გახვალ, რაზეც ორიენტირებულები ვართ. დამწყებისათვის კი კარგია, მან უნდა გაიაროს.“

თეა ბუზარიაშვილი. ხელოვნების პედაგოგი:  „მე თუ მკითხავთ, ძალიან ბევრი რამ გამოცდილებაზეა დამოკიდებული. წეღან ერთი მასწავლებელი ამბობდა-ამ გამოცდას კი არ უნდა გვიტარებდნენ, უნდა შემოდიოდნენ და გაკვეთილებს ესწრებოდნენო. დაგეგმილად კი არა, მოულოდნელად და ნახონ რას აკეთებს მასწავლებელი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სკოლებში ბევრი არაპროფესიონალია. მე ხელოვნების პედაგოგი გახლავართ და ბევრი ვიცი ისეთი, ვისაც ელემენტარული ხაზის გავლებაც კი არ შეუძლია. ასე რომ, შეურაცხმყოფელად არ მიმაჩნია გამოცდა. სწავლა ყოველთვის კარგია.

20182428_1679994835366678_1006901028_o.jpg tea (1)„საერთოდ კი, მასწავლებლებს უფრო მეტი ყურადღება უნდა გვექცეოდეს. თუნდაც ხელფასის მხრივ. მართლა ბევრია ისეთი, მთელი ცხოვრება ამ საქმისთვის რომ აქვს მიძღვნილი. მოსაზრება, თითქოს მერე მხოლოდ ხელფასის გამო გახდებიან მასწავლებლები, მცდარია. მხოლოდ ფულის გამო სკოლაში არავინ იმუშავებს, ბავშვები თუ არ უყვარს. რამდენიც არ უნდა იყოს ხელფასი, შენი პროფესია თუ არ გიყვარს, ვერ გააკეთებ. უბრალოდ, მინიმალურ ხელფასზე რომ აღარ იმუშავებ, მეტი მოტივაცია გექნება. საკმარისი ხელფასი რომ მქონდეს აღარ მომიწევდა ვიღაცეებს შეკვეთები დავუხატო და გობელენები გავაკეთო, მხოლოდ მოსწავლეებზე ვიქნებოდი ორიენტირებული. ეს ხომ უფრო უკეთესი იქნება?

„ხელფასი არაა მოთხოვნების შესაბამისი. მასწავლებელი იმაზე მეტს წვალობს, ვიდრე ანაზღაურება აქვს. მეტი მოტივაციისათვის მეტი დაფასებაა საჭირო. თუ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე, ალბათ კიდევ გამოვალ გამოცდაზე. კარგია, რომ გამოცდილებას ვიძენ. რომც ვერ ჩავაბარო, სამომავლოდ მეცოდინება რა და როგორაა.“

ქეთევან ცეცხლაძე. თბილისის მე-20 საჯარო სკოლოს ქიმიის პედაგოგი: “არც ისე რთული იყო. ღია კითხვებიც იყო და დახურულიც. წინა წლების გამოცდისაგან განსხვავდებოდა. მე მაშინაც გავედი და ახლა საკმაოდ შეცვლილი დამხვდა. არადა მომზადებისას ყურადღება იმ მიმართულებით მქონდა გამახვილებული, რაზეც ადრე მოდიოდა ხოლმე კითხვები. ახლა ის საკითხები საერთოდ ამოუღიათ და შემხვდა საკითხები, რომლებიც წინათ საერთოდ არ იყო შეტანილი.

„მე დიდი ხანია მასწავლებელი ვარ, უკვე 20 წელი ხდება და ვფიქრობ, რომ ჯობდა ყურადღება პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაზე მახვილდებოდეს. ასევე, ჯობია ტრენინგები იყოს  და არა  ეს გამოცდა. იგი არ იძლევა იმ ცოდნის გამოვლენის საშუალებას, რაც პედაგოგს აქვს და სჭირდება. არ მიმაჩნია სამართლიანად, რომ კრედიტქულების მატება და ხელფასის ზრდა ამაზეა დამოკიდებული.

„ტრენინგებზე რომ ვფასდებოდეთ, სადაც ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების საშუალება გვექნებოდა, უკეთესი იქნებოდა. მასწავლებლის სახლი კი ატარებს ტრენინგებს, მაგრამ ისეთს არა, რომ რამეს იძლეოდეს. უფრო სხვანაირი უნდა იყოს, რაღაცას უნდა გიტოვებდეს და არ უნდა იყოს ტრენინგი ტრენინგისათვის. მხოლოდ იმიტომ არ უნდა ტარდებოდეს, რომ ვიღაცამ მის ჩატარებაში ხელფასი აიღო.“

შეგახსენებთ, რომ პროფესიული უნარების გამოცდა 2012 წლის შემდეგ  წელს პირველად ჩატარდა. მისი აღდგენა განათლების დღევანდელი მინისტრის გადაწყვეტილებით მოხდა და ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია ის ჩაბარებული ჰქონდეს. აღნიშნულ გამოცდაზე დაახლოებით 13 000 პედაგოგი და მსურველი  იყო დარეგისტრირებული. გამოცდა ორ ნაწილად ტარდება. 6 500-ზე მეტი აპლიკანტი მასზე დღეს უნდა გასულიყო, თუმცა მათგან მხოლოდ 67 % გამოცხადდა. დარჩენილი ნაწილს კი საგამოცდო ცენტრებში ხვალ ელიან.

მასწავლებლის გამოცდის დამხმარე სახელმძღვანელოები

მოამზადა თაკო მათეშვილმა

ბიოლოგიის გამოცდას აბიტურიენტები საშუალო სირთულისად აფასებენ

$
0
0

დღეს აბიტურიენტემა გამოცდა ბიოლოგიაში ჩააბარეს. გამოცდაზე რეგისტრირებულთა 96%–ზე მეტი გამოცხადდა. გამოცდიდან გამოსულთა ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ გამოცდა საშუალო სირთულის იყო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც დავალებები ერთულათ.

“რაც ყველაზე ძალიან მომეწონა იმას გეთყვით, სხვა საკითხები ისედაც არ დამამახსოვრდა. ქათმების სურათები იყო მოცემული და მათი მშობლების გენოლოგია უნდა გაგვეგო და დაგვეწერა. სახალისო ამოცანა იყო”,- ამბობს მარიამ კოკოზაშვილი.

“გამოცდაზე მოცემული საკითხებიდან კითხვების უმრავლესობა გენეტიკას შეეხებოდა. აბიტურიენტმა, რომელმაც იცის კარგად გენეტიკა, ვფიქრობ, რომ გამოცდის ჩაბარება არ გაუჭირდებოდა რადგან ბარიერი 19 ქულაა”, – ამბობს თიკა აბალაკი.

“მოცემული იყო ამოცანა, სადაც გვეკითხებოდნენ თუ სად ჩაედინება ნაწლავიდან გადმოსული სისხლი. ამ კონკრეტულ ამოცანას თავი კარგად გავართვი, რადგან გამიმართლა და სწორი პასუხიც გავეცი. ნაწლავიდან წამოსული სისხლი ღვიძლში ჩაედინება”,- ამბობს ნიკა თავშავაძე.

“საშუალო სირთულის გამოცდა იყო, გენეტიკიდან იყო ამოცანები და ვფიქრობ, რომ თავი გავართვი. მგლის სურათი იყო მოცემული და კიდევ სხვადასხვა ცხოველების და გვეკითხებოდნენ, რომელი ცხოველის არარსებობის შეწყვეტა იქნებოდა მგლისთვის ცუდი?“ – ამბობს გიორგი სომხიშვილი.

„თითქმის ყველა საკითხი პროგრამული იყო, გენეტიკა და ქიმიური რაღაცები. ქრომოსომების ცხრილი იყო მოცემული და უნდა გაგვეგო სად რომელი დარღვევა იყო“, – გვითხრა მარიამ ნადირაძემ.

„დამაფიქრებელი საკითხები აშკარად იყო, ნერვიულობის გამო ბევრი ვერ დავიმახსოვრე, ერთს გავიხსენებ: ქრომოსომების ცხრილი იყო მოცემული, ასევე იყო მუტაციური დაავადება – უნდა დაგვეწერა რა დაავადება იყო, რომელი სქესის ადამიანს ჰქონდა ეს დაავადება და რომელ ფაზაში ყალიბდება“, – ამბობს თორნიკე ყურელი.

„ძალიან მალე გამოვედი გამოცდიდან, არ მეგონა ამ სირთულის საკითხები თუ მოვიდოდა. სიმართლე გითხრათ ბევრი ვერაფერი ვერ დავწერე. მოცემული იყო ყურის ნიჟარა და ეწერა რიცხვები, თითოეული ნაწილის გენეტიკა უნდა გაგვეგო და დაგვეწერა ძალიან გამიჭირდა“ – ამბობს გივი ქოქაშვილი.

„გამოცდა ისეთი რთული იყო, რომ ვეჭვობ კარგი შედეგები დაიდოს. ვნერვიულობდი და რა დავწერე არ მახსოვს. არ მინდა, რომ ქულები დამაკლდეს, რადგან გამოცდების მომზადებაში უამრავი ფული მაქვს გადაყრილი. შეჯვარებები იყო ბევრი ფერმენტები და ცილებიც“, – გვითხრა ბაჩო გუგუტიშვილმა.

ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ქიმიაში ჩააბარებენ.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

რაც უფრო მაღალია ოჯახის შემოსავალი, მით უფრო მაღალია მოსწავლის შედეგი –სახელმწიფო შეფასება მათემატიკაში

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ანალიზით, მათემატიკაში კერძო რეპეტიტორთან სოფლად მცხოვრები მოსწავლეთა 15% ემზადება, ხოლო ქალაქებში – 35%.

სახელმწიფო შეფასების დოკუმენტის ავტორებმა მოსწავლეთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეისწავლეს და მოსწავლეთა მიღწევებთან შესაბამისობა გაზომეს.

რაც უფრო მაღალია ოჯახის შემოსავალი, მით უფრო მაღალია მოსწავლის შედეგი. მოსწავლეებს, რომელთა ოჯახის თვიური შემოსავალი 300 ლარზე ნაკლებია, მათემატიკაში საშუალოდ 485 ქულა აქვთ, ხოლო იმ მოსწავლეებს, რომელთა ოჯახის შემოსავალი თვეში 2 000 ლარზე მეტია – 546 ქულა აქვთ. კერძო რეპეტიტორთან კი დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების შვილებიც  ემზადებიან, თუმცა გაცილებით ნაკლები, ვიდრე წარმატებულ ოჯახებში.

ოჯახის შემოსავალი                         მათემატიკაში რეპეტიტორთან ემზადებიან

300 ლარამდე                                                                 15%

301-600 ლარამდე                                                          22%

600-900 ლარამდე                                                           34%

900-1200 ლარამდე                                                         42%

1200- 1500 ლარამდე                                                      43%

1500-2000 ლარამდე                                                       46%

2 000 ლარი და მეტი                                                       53 %

untitled9

„რაც შეეხება მიზეზებს, რომელთა გამოც მოსწავლეები მათემატიკაში ემზადებიან, მშობლების უმრავლესობა ამბობს, რომ მათი შვილები საკმარისად კარგად ვერ სწავლობენ და სასკოლო პროგრამის უკეთ დაძლევის მიზნით ამზადებენ მათემატიკაში (75%). ასევე, მშობლების 64 % აღნიშნავს, რომ მათი შვილი რეპეტიტორთან მომზადების გარეშე უმაღლეს სასწავლებელში მათემატიკის გამოცდას ვერ ჩააბარებს. მშობლების 63% ეთანხმება დებულებას, რომ რეპეტიტორთან მომზადების მიზეზი სასკოლო სახელმძღვანელოების სირთულეა. 49% კი დებულებას, რომ „დამატებითი მომზადების გარეშე წარმოუდგენელია სკოლაში წარმატების მიღწევა“. მშობლების მესამედის თქმით, რეპეტიტორთან მომზადების მიზეზი კერძო მასწავლებლის უფრო მაღალი კვალიფიკაციაა. მეოთხედი კი ამბობს, რომ სკოლა სათანადო ცოდნას ვერ აძლევს მის შვილს (27%) და სკოლაში დაბალია მათემატიკის სწავლების დონე (24%), 18% კი მიიჩვენს, რომ „ყველა ემზადება და არ უნდა მისი შვილი ჩამორჩეს“, – ვკითხულობთ სახელმწიფო შეფასების დოკუმენტში.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსწავლის შედეგი მშობლის განათლების კვალდაკვალ  იზრდება.  რაც უფრო მაღალია დედის ან მამის განათლება, მით უფრო მაღალია მოსწავლის შედეგი. თუ უმაღლესი განათლების მქონე მშობლების შვილების შედეგებს შევადარებთ უმაღლესი განათლების არმქონე მშობლების შვილების შედეგებს, მათ შორის 49-ქულიანი განსხვავებაა განათლებული ოჯახების სასარგებლოდ.

მნიშვნელოვანი განსხვავება დაფიქსირდა მშობლების საქმიანობის სფეროების მიხედვით. მოსწავლეები, რომელთა ორივე მშობელი არის მენეჯერი ან თანამდებობის პირი, პროფესიონალი, ტექნიკური ან დამხმარე პროფესიული პერსონალი ან მოხელე, საშუალოდ 40 ქულით მაღალ შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ის მოსწავლეები, რომელთა მშობლები სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი, მაგალითად, არიან მომსახურების ან ვაჭრობის სფეროს მუშაკები, ხელოსნები, მცირე ბიზნესის მფლობელები, სოფლის მეურნეობის მუშაკები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზემოთ აღნიშნული ასპექტები იმიტომ შეისწავლა, რომ გაეგო, როგორ ახერხებს სკოლა მოცემული სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრას. კვლევამ აჩვენა, რომ საგანმანათლებლო სისტემა ოჯახის ფაქტორით გამოწვეული ამ სასტარტო უთანასწორობის კომპენსირებას სკოლაში ცდილობს, თუმცა ცალკეულ რგოლებში უთანასწორობა მაინც იგრძნობა.

„სასკოლო რესურსების განაწილება აჩვენებს, რომ ხელმოკლე და სოფლად მცხოვრები მოსწავლეების სკოლები შედარებით მეტ დაფინანსებას იღებენ ერთ მოსწავლეზე და უფრო მაღალია კომპიუტერი/მოსწავლის შეფარდება. თუმცა განსხვავებული ვითარებაა სკოლაში სერტიფიცირებული მასწავლებლების წილის თვალსაზრისით. როგორც ზოგადად სერტიფიცირებული, ისე მათემატიკაში სერტიფიცირებული მასწავლებლების წილი უფრო მაღალია ქალაქის იმ სკოლებში, რომლებშიც მაღალი სოციალური და ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეები სწავლობენ. მსგავსი ვითარებაა სკოლის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის თვალსაზრისითაც: შედარებით დაბალი სოციო-ეკონომიკური მახასიათებლების მქონე მოსწავლეებით დაკომპლექებულ სკოლებში დირექტორები უფრო მეტად განიცდიან სკოლის ინფრასტრუქტურის (შენობა, კომპიუტერებისა და ინტერნეტის ხარისხი) არასახარბიელო მდგომარეობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათემატიკის სწავლა გოგონებზე მეტად ბიჭებს სჭირდებათ – კვლევა

რაც უფრო კმაყოფილია პედაგოგი, მით უფრო მაღალია მისი მოსწავლის მიღწევები – კვლევის შედეგი

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი ბანკის საკრედიტო ოფიცერი გახდა

$
0
0

მ/წ 23 მაისს, სტუდენტებთან, “ფინკა ბანკი – საქართველოს“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, საკრედიტო ოფიცრის კანდიდატურის შესარჩევად ჩატარდა გასაუბრება. შერჩეულმა სტუდენტებმა, კონკურსის წესის თანახმად, გაიარეს ტესტირება.

აღნიშნული კონკურსში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) მესამე აკადემიური წლის სტუდენტმა გიორგი აბულაძემ და დასაქმდა “ფინკა ბანკი – საქართველოს“ ფილიალში კრედიტ ოფიცრის პოზიციაზე.

ადმინისტრაცია ულოცავს გიორგის გამარჯვებას და უსურვებს შემდომ კარიერულ წინსვლას.

აბიტურიენტთა ბიოლოგიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ბიოლოგიაში გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა, სწორი პასუხები და შეფასების სქემა კი აბიტურიენტების ნაშრომებთან ერთად, სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისში, გახდება ცნობილი.

ბიოლოგიის ტესტები

რაც შეეხება 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ჩარიცხულთა სიისა და გრანტების რაოდენობის გამოქვეყნების ვადებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ასეთი პასუხი აქვს. 

სად და როგორ შეიტყობენ 2017 წლის აბიტურიენტები პირველად და საბოლოო შედეგებს?

“იბსუ-ში მიღებული განათლება ნამდვილად არის წარმატების საწინდარი საერთაშორისო ასპარეზზე” –სოფო სხირტლაძე

$
0
0

სოფო სხირტლაძე IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კურსდამთავრებულია. როგორც თავად ამბობს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა მისთვის განსაკუთრებული არა მარტო აკადემიური პერსონალისა და ზოგადად აკადემიური ხარისხის გამო იყო, არამედ იმ საერთაშორისო გარემოს გამო, რომელმაც მისი ცოდნის თვალსაწიერი გააფართოვა. თავად გიამბობთ, რას ნიშნავს მისთვის იყო იბსუ-ს სტუდენტი.

”ჯერ კიდევ ბაკალავრიატის ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც სტაჟირება დავიწყე ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციაში. უნივერსიტეტის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში თანამშრობლადაც ამიყვანეს, თუმცა იბსუ-ში გაღვივებულულმა ჩემი ინტერესებმა და ამბიციებმა სულ მალე სხვა გზით წამიყვანა. ჩავაბარე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ეკონომიკის მაგისტრატურაზე, რომელიც 2008 წელს წარმატებით დავამთავრე. ერთი წელი იმავე უნივერსიტეტში მკვლევარად ვიმუშავე, ხოლო 2009 წლის აგვისტოში გავემგზავრე აშშ-ში, სადაც მეორე მაგისტრატურა დავამთავრე. 2010 წელს კი სწავლა გავაგრძელე დოქტურანტურაზე იტალიაში. დოქტურანტურის 4 წლის განმავლობაში გადამზადება და სტაჟირება გავიარე სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთები როგორიცაა: ლონდონის ეკონომიკის სკოლა და მსოფლიო ბანკი. საქართველოში დაბრუნებამდე რამდენიმე წელი მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისში გავატარე. 2015 წელს შემოთავაზება მივიღე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევით ინსტიტუტისგან და დავბრუნდი საქართველოში ინსიტუტის კერძო სექტორის განვითარების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელად. პარალელურად ლექციებს ვკითხულობ სამაგისტრო პროგრამაზე და სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომებს ვხელმძღვანელობ.

დავამთავრე დემირელის კოლეჯი, კარგად ვიცნობდი გარემოს, ლექტორებს, და ვიცოდი როგორი ხარისხის განათლებას მივიღებდი თუ ჩავაბარებდი იბსუ-ში. 2002 წელს როცა მე ვაბარებდი უნივერსიტეტში, იბსუ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, სადაც ვიცოდი, რომ განათლების მიღების რეალური შანსი მექნებოდა. შესაბამისად, სხვა ალტერნატივა არც კი განმიხილავს.

ისევე როგორც დემირელის კოლეჯში, იბსუ-ში სწავლა განსაკუთრებული იყო არა მარტო აკადემიური პერსონალისა და ზოგადად აკადემიური ხარისხის გამო, არამედ პირველ რიგში, იმ გარემოს გამო, რომელიც იქ იყო შექმნილი. საერთაშორისო გარემომ და მეგობრებმა ჩემი ცოდნის თვალსაწიერი გააფართოვეს. ლექტორებსა და სტუდენტებს შორის მეგობრულმა და უშუალო დამოკიდებულებამ ჩემი შეხედულებები ამ პროფესიის მიმართ სრულიად შეცვალეს.

საერთაშორისო ლიტერატურა, ბიბლიოთეკა და მასალები, რომელზეც წვდომა მქონდა სწავლის განმავლობაში დამეხმარა საერთაშორისო დონის განათლების მიღებაში. კლასგარეშე აქტივობები, ღონისძიებები, შეხვედრები კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო სახალისოს ხდიდა.

პირველ რიგში, უნივერსიტეტის მადლობელი ვარ იმისთვის, რომ აქ შევიყვარე ის მეცნიერება, რომელსაც დღეს მე სიამოვნებით ვემსახურები და რომელზეც ჩაბარამდე ძალიან მცდარი წარმოდგენები მქონდა. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ლექტორების დამსახურებაა, მათი პროფესიონალიზმის და დამოკიდებულებას სტუდენდებისადმი. ასევე იბსუ-ში განვითარებული პროფესიული უნარები დამეხმარა წარმატება მიმეღწია კარიერის შემდეგ საფეხურებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო გარემოში.

მსოფლიოში მოვლენები ისე ვითარდება რომ ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარს შორის საზღვრები იშლება. იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ საჭიროა კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. ამისთვის კი აუცილებელია განათლება მივიღოთ ისეთ გარემოში, რომელიც ყველაზე ეფექტურად განვიგვითარებს საჭირო უნარებს.

ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ იბსუ-ში მიღებული განათლება ნამდვილად არის წარმატების საწინდარი საერთაშორისო ასპარეზზე”, – გვითხრა სოფო სხირტლაძემ.


გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის საველე პრაქტიკები ჩატარდა

$
0
0

მიმდინარე წლის მაის-ივნისში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიოლოგიის სპეციალობის III კურსის სტუდენტებისათვის პროფესორ ნელი გოგინაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული – საველე პრაქტიკა

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცენდენტო მასშტაბური პროექტის განხორციელებას – აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადებას/გადამზადებას, უცხოეთში განათლებამიღებული ქართველი პროფესურის მოზიდვას, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას და სხვ.

მემორანდუმს ხელი მოაწერა აგრეთვე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კავკასიის უნივერსიტეტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა.

მობილობა IBSU-ში დაიწყო –რომელ სასწავლო პროგრამებზე აქვს დამატებითი წინაპირობები უნივერსიტეტს

$
0
0

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ივლისის 12:00 სთ-დან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადაა 2017 წლის 23 აგვისტო.

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში მობილობის მსურველი სტუდენტის შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადების ვადაა – 2017 წლის 23-24-25 აგვისტო.

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 23 აგვისტოს და გაგრძელდება 6 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის გასავლელად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება (იწერება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში)
  • პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტი/ბინადრობის ნებართვის ასლი)
  • ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი
  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში)
  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა
  • საშუალო სკოლის ატესტატის ასლი (ბაკალავრებისთვის)
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი (მაგისტრებისთვის)
  • მაგისტრის დიპლომის ასლი (დოქტორანტებისთვის)
  • ეროვნული გამოცდების/სტუდენტური ბარათის ასლი
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩასარიცხად შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დადგენილი აქვს მიღების დამატებითი წინაპირობები:

  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე; სწავლის საფასური 3 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3540 ლარს;
  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე; სწავლის საფასური 3 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3960 ლარს;
  • ტურიზმი (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე;
  • ტურიზმი (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე;
  • ეკონომიკა (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 4 კურსზე; სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 5100 ლარს;
  • ეკონომიკა (საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 4680 ლარს;
  • საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა (საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 3 და 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 4680 ლარს;
  • ინფორმატიკა (საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3960 ლარს;
  • ინფორმატიკა ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 4560 ლარს;
  • ამერიკისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) – მიღების წინაპირობები იხილეთ ბმულზე.
  • თურქული ფილოლოგია (თურქულენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) – მიღების წინაპირობები იხილეთ ბმულზე.
  • განათლების მეცნიერებები (ინგლისურენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) – მიღების წინაპირობები იხილეთ ბმულზე.

მობილობის წესით ჩასარიცხი პირები შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გამოცხადნენ 2017 წლის 8 სექტემბერს შეთავაზებული პირობების თაობაზე წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გასაფორმებლად.

მობილობის წესით ჩასარიცხმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში 2017 წლის 23 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00-მდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
ტელეფონი: 032 2595005/06, შიდა (132); ელ. ფოსტა dmtchedlishvili@ibsu.edu.ge
მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ, #2, თბილისი, 0131

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსისთვის აპლიკაციების მიღება დასრულდა

$
0
0

კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. საგანგებოდ კამპანიისათვის შექმნილ ვებ-გვერდზე – www.tprize.ge 745 დაინტერესებული პირი დარეგისტრირდა. მათგან 114-მა მასწავლებელმა შემოიტანა განაცხადი.

პრეტენდენტების საერთო რაოდენობიდან 104 ქალბატონია, ხოლო 10 – მამაკაცი. მათგან საზ. მეცნიერებების მიმართულების მასწავლებელია – 20; უცხოური ენების – 11; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების – 1; სპორტის – 2; მათემატიკის – 8; სახელმწიფო ენების – 23; ესთეტიკური აღზრდის – 1; სხვადასხვა მიმართულებების – 29.

ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ყველაზე მეტი – 37 განაცხადი შემოსულია თბილისიდან. პრეტენდენტების რაოდენობით მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, 17 განაცხადით.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე სპეციალურად მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის შექმნილი ჟიური განიხილავს შემოსულ განაცხადებს და შეარჩევს საუკეთესო ათეულს, ამის შემდეგ კი, პირისპირ ინტერვიუების საფუძველზე შეირჩევა ხუთეული, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“, ასევე, მხარს უჭერენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ლიბერთი ბანკი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

რა ვითარებაა საგამოცდო სექტორში – edu.aris.ge-ს ჟურნალისტი პედაგოგთა გამოცდაზე გავიდა

$
0
0

საქართველოში ახლა გამოცდების ბუმია. გამოცდებს აბარებს ყველა: დიდი თუ პატარა. სკოლაში დამთავრდა უკვე როგორც შიდა, ასევე საატესტატო გამოცდები. ამჯერად, ერთიანი ეროვნული გამოცდები და პედაგოგთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირება მიმდინარეობს. გამოცდების მიმდინარეობის გადაღების უფლება მხოლოდ ცენტრის გარე პერიმეტრზეა შესაძლებელი. იმის შესახებ კი, რაც შიგნით ხდება და ყველაზე საინტერესოა, მხოლოდ გადმოცემით ვიგებთ ხან აბიტურიენტების და ხან მასწავლებლების მონაყოლით. წელს ინტერესი სრულად დავიკმაყოფილეთ და მომეცა საშუალება, რომ გამოცდა შიგნიდანაც გამეშუქებინა.

14 ივლისი ქართული ენის და ლიტერატურის დღე იყო. მე ამ გამოცდაზე როგორც ქართული ენის მასწავლებლობის მსურველი ისე დავრეგისტრირდი. მოქმედი მასწავლებლებისგან განსხვავებით, რომლებიც სქემაში არიან ჩართული, ჩვენ ქულათა რაოდენობის 60% უნდა ავიღოთ, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაგვეთვალოს. ვინაიდან ქართულის ტესტი 70 ქულიანია, ზღვრის გადასალახად 42 ქულა და მეტია მოსაგროვებელი.

როგორც წესი, რეგისტრაცია, 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00-ზე დაიწყო.

საათნახევრით ადრე მისულიყვნენ პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები 103-ე საჯარო სკოლაში. თითქმის ყველამ ნახა ნაცნობი, მეგობარი, ან იმ დროს გაიცნო ვინმე. დრო კი ბევრი გვქონდა. სასაუბრო თემაც ბევრი იყო, მაგრამ აპლიკანტების ფიქრები და სიტყვები მაინც გამოცდას დასტრიალებდნენ.

„ნახე, რამხელა დაცვა გვყავს! ისე არავინ გვიცავს და აქ მაინც დაგვიცვან!“, – ამბობდა ხუმრობით  ასაკოვანი პედაგოგი. „იყავით ტრენინგზე?“ – კითხულობდა მეორე. „ვიყავით. აბა, ახლა ისე ვინ გაგაჩერებს?“ – პასუხობდა ისევ პირველი პედაგოგი.

„წელი ისე მტკივა, იმდენხანს გავძლებ ნეტა დამჯდარი?“ (გამოცდა 5 საათი გრძელდება ავტ.), – თქვა ახალმოსულმა.

19702435_1524865240868033_8829755002050062787_nსაუბარი რეგისტრაციის შემდეგაც გაგრძელდა. მეჩვიდმეტე სექტორში არ მოვიდა 3 დარეგისტრირებული კანდიდატი. პედაგოგები ცდილობდნენ მიზეზის დადგენას. გამოთქვამდნენ ვარაუდებს, მაგრამ მაინც ვერ მიმხვდარიყვნენ, რატომ არ მოსულიყვნენ გამოცდაზე მათი კოლეგები, სურვილის გამოთქმის მიუხედავად.

„დრო გაქვთ, სანამ ტესტირება დაიწყება, შეგიძლიათ საპირფარეშიში გახვიდეთ, თორემ გამოცდის მიმდინარეობისასა, მეთვალყურის გარეშე ვერ გახვალთ“, – გაფრთხილება მოგვცა კურატორმა.

იმის შიშით, გაჭირვების ჟამს, რიგში დგომამ არ მოგვიწიოსო, რჩევა მალევე გავითვალისწინეთ.

სანამ ტესტირება დაიწყება, დერეფანში გასვლა თავისუფლად ისედაც შეიძლება. დერეფანში კი ქართველი მწერლების ფოტოებია მათი ფრაზებითურთ გამოკრული. ვათვალიერებდი, „რა იცი, რაში გამომადგეს“ პრინციპით. „სპეციალურად თქვენთვის გამოვფინეთო“, – ხუმრობით მითხრა დამკვირვებელმა.

აპლიკანტებს შორის კარგ ხასიათზე მყოფები ჭარბობდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნერვიულობდნენ: „დიდხანს ვეძებდი საგამოცდო ცენტრს. სხვაგან ამოვედი. დაგვიანების შემეშინდა და ავნერვიულდი. წნევამ მომიმატა“ (103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში წელს პირველად ტარდება გამოცდები. სამგორის რაიონშია. ავტ.), – თქვა ერთმა პედაგოგმა და კოლეგების რჩევით ექიმთან გავიდა.

საგამოცდო ცენტრის ძიებისას პრობლემები, როგორც აღმოჩნდა, სხვასაც შეექმნა. ზოგმა ამ ადგილის შესახებ პირველად გაიგო, თუმცა ახლა, ალბათ, აღარც დაავიწყდება.

9 საათიც შესრულდა. 3 დარეგისტრირებული აპლიკანტი ისევ არ მოვიდა. გამოცდა დაიწყო და პირველი, რაც შევამჩნიე, პატარა ნოუთბუქში, სადაც საგამოცდო საკითხები ეწერა, ცხვირი რომ არ მიმეტანა  მონიტორთან, ასოებს ვერც გავარჩევდი. „მგონი, დროა, სათვალის გამოყენებაზე ვიფიქრო“, – გამიელვა თავში.  გადავედი საკითხებზე და აღმოვაჩინე, რომ ეს თვითონ ინსტრუქცია ყოფილა პატარა შრიფტით დაწერილი, კინაღამ რომ გამომაგლოვებინა მხედველობა.

გამოცდას გაორებული ვხვდები, ყველა დეტალს თან მასწავლებლის და თან ჟურნალისტის თვალით ვუყურებ.

ტუშის კალმებზე წუწუნი არც მასწავლებლებში შემწყდარა. ძალიან არაკომფორტულია, ანელებს მუშაობის პროცესს.

რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, 2005 წლიდან მე თვითონ მაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი ამ კალმებით გამოწვეული გასაჭირი. 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს, 2010 წელს ერთიანი სამაგისტრო გამოცდის დროს, 2012 წელს ფრანგული ენის მასწავლებლის გამოცდის და პროფესიული უნარების ჩაბარების დროს და რაც განათლების საკითხებს ვაშუქებ, ალბათ, დაახლოებით 3-4 წელი, სულ ამ კალმების პრობლემის შესახებ მესმის ყველასგან.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხი ამ საკითხზე არის ის, რომ კანონია ასეთი და ტენდერით აუცილებლად ის კალმები უნდა შეიძინონ, რომლებსაც ბაზარზე დაბალი ფასი აქვს. ანუ ეს მათ კი არა, ტენდერის პირობებს უნდა დავაბრალოთ.

არადა, პრობლემა დგას 12 წელია! თ ო რ მ ე ტ ი  წ ე ლ ი! 2 კვირა, 2 თვე, ან თუნდაც 2 წელი კი არა, მთელი 12 წელიწადი. ამ 12 წელიწადში როგორ ვერ მოხერხდა ტენდერის პირობების შეცვლა, ან კონკრეტულად ეროვნული გამოცდებისთვის გამონაკლისის დაშვება?

იგივე შეიძლება ითქვას, საგამოცდო ცენტრების კონდიცირებაზე. რასაკვირველია, ამ პრობლემის მოგვარება, კალმებისგან განსხვავებით, ძალიან ძვირი ჯდება. და საერთოდ, ეროვნული გამოცდების ორგანიზება არ არის იაფი პროცესი.

სკოლებს და უნივერსიტეტებს, რომლის ფართსაც გამოცდების დროს ქირაობს ცენტრი, რა თქმა უნდა, არ უღირს  თანხების გაღება კონდიცირებისთვის. მით უმეტეს, ზაფხულში, როცა სწავლა არ არის. არც „ნაეკს“ უღირს მარტო ერთი სეზონისთვის ხარჯის გაღება. ეს, პრინციპში, მარტო ერთი ორგანიზაციის, გამოცდების ეროვნული ცენტრის გადასაჭრელი პრობლემა არ არის, მაგრამ არც მთავრობა ცდილობს აპლიკანტების დაცვას სიცხისგან.

შესაძლოა გულწრფელადაც აწუხებდეთ, მაგრამ მარტო წუხილი და სიტყვები არაა საკმარისი.  საქმე ქმედებაა, რომელიც პრობლემის გადაჭრით უნდა დამთავრდეს!

საბედნიეროდ, ჩვენ გამოცდა დილის სესიაზე გვქონდა, მზეც არ ჩანდა  და არც კალმები გადღაბნილა, მაგრამ ამინდის იმედად როგორ უნდა იყოს გამოცდაზე გასული აპლიკანტი?  კალამი უმზეოდაც პრობლემებს გვიქმნიდა ისე. ძლივს წერდა. რა თქმა უნდა, კურატორები გვთავაზობენ გამოცვლას, ასევე გვასწავლიდნენ, როგორ დაგვეჭირა კალამი ისე, რომ წერა შეგვძლებოდა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს თავიდან ვსწავლობდი წერას. ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ საგამოცდო ფურცელი არ დამეზიანებინა,  ვიმუშავე ტესტზე.

საინტერესო იყო თავად საგამოცდო საკითხები. ენის ნაწილის პირველი 8 დავალება უმარტივესი მომეჩვენა. ბუნებრივია, ტესტების სიმარტივეც და სირთულეც თითოეული აპლიკანტის მომზადების და გამოცდილების მიხედვით იზომება, მაგრამ გრამატიკის საკითხები იოლი იყო  ნამდვილად. გავთამამდი და თავდაჯერებით განვაგრძე წერა.

პირველივე დავალება პარონიმების, „აღქმა“ და „აღთქმის“ სწორად გამოყენებას ეხებოდა.  მეორე –  ერთცნებიანი კომპოზიტების მართლწერას. მომდევნო დავალებები ირიბი ობიექტის ბრუნვასა და პირის ნიშანზე, ოცნებიან კომპოზიტთან შემასმენლის შეთანხმებაზე იყო. მოსწავლისთვის უნდა აგეხსნა, მერვე დავალების მიხედვით, თანდებულის რაობა. ისეთი საკითხები იყო, კარგად მომზადებული მეცხრეკლასელიც რომ თავისუფლად უპასუხებდა. თუმცა სკოლაში ხომ ახლა ენას ცოტა საათები აქვს, ან საერთოდ არ ასწავლიან?! ასე რომ გააჩნია, იმ მეცხრეკლასელსაც როგორი პედაგოგი ეყოლებოდა.

ქართული ლიტერატურის ნაწილი უფრო რთული მეჩვენა (ტესტების სიმარტივე-სირთულეც ამ შემთხვევაში მაინც პირობითი და სუბიექტური შეფასებაა). თუმცა, ალბათ, ყველაფერი მარტივი ვერც იქნებოდა.

პედაგოგთა უმრაველესობამ დრო თითქმის ბოლომდე გამოიყენა.

ჯერი ახლა შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრზეა.

„არაფრისმომცემი,“ „უსამართლო“, „ზედმეტი“ – მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდის შესახებ

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

აბიტურიენტთა ქიმიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქიმიაში გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა, სწორი პასუხები და შეფასების სქემა კი აბიტურიენტების ნაშრომებთან ერთად, სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისში, გახდება ცნობილი.

ქიმიის ტესტები

რაც შეეხება 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ჩარიცხულთა სიისა და გრანტების რაოდენობის გამოქვეყნების ვადებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ასეთი პასუხი აქვს. 

სად და როგორ შეიტყობენ 2017 წლის აბიტურიენტები პირველად და საბოლოო შედეგებს?

რომელ საბავშვო ბაღში  რამდენი თავისუფალი ადგილია თბილისში –ბაგა–ბაღების ჩამონათვალი  

$
0
0

თბილისის მასშტაბით საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დღეის მდგომარეობით 1000-ზე მეტი თავისუფალი ადგილია დარჩენილი. 11 200–ზე მეტი ბავშვი კი უკვე დარეგისტრირდა.

თბილისის მასშტაბით სულ 166 საბავშვო ბაღია. საყოველთაო რეგისტრაცია 14 ივლისს 13:00 საათზე დაიწყო. რაც შეეხება იმას, თუ როდემდე შეეძლებათ მშობლებს შვილების დარეგისტრირება, როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში EDU.ARIS.GE-ის განუცხადეს, რეგისტრაცია საჯარო საბავშვო ბაღებში თავისუფალი ადგილების ამოწურვამდე გაგრძელდება.

EDU.ARIS.GE  გთავაზობთ იმ ბაგა–ბაღების ჩამონათვალს, რომლებიც ჯერ კიდევ არ შევსებულა და შესაძლებელია ბავშვების დარეგისტრირება:

  • მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში – 5 ადგილი;
  • მე-3 საბავშვო ბაგა-ბაღში – 2 ადგილი;
  • მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღში – 16 ადგილი;
  • მე-16 საბავშვო ბაგა-ბაღში – 1 ადგილი;
  • მე-20 საბავშვო ბაგა-ბაღში – 8 ადგილი;
  • 33-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 74 ადგილი;
  • 36-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 7 ადგილი;
  • მე-40 საბავშვო ბაგა-ბაღში – 11 ადგილი;
  • 50-ე საბავშვო ბაგა-ბაღში-2 ადგილი;
  • 55-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 1 ადგილი;
  • მე-60 საბავშვო ბაგა-ბაღში – 1 ადგილი;
  • 61-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 1 ადგილი;
  • 71-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 17 ადგილი;
  • 91- ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 1 ადგილი;
  • 94-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 1 ადგილი;
  • 96-ე საბავშვო ბაგა-ბაღში- 2 ადგილი;
  • 113-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 37 ადგილი;
  • 125-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 6 ადგილი;
  • 137-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 7 ადგილი;
  • 142-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 11 ადგილი;
  • 144-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 41 ადგილი;
  • 145-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 32 ადგილი;
  • 150-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 32 ადგილი;
  • 152- ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 11 ადგილი;
  • 155-ე საბავშვო ბაგა-ბაღში -13 ადგილი;
  • 162-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 36 ადგილი;
  • 163-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 1 ადგილი;
  • 170-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 150 ადგილი;
  • 191-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 35 ადგილი;
  • 192-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 21 ადგილი;
  • 195-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 1 ადგილი;
  • მე-200 საბავშვო ბაგა-ბაღში – 56 ადგილი;
  • 202- ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 33 ადგილი;
  • 206-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 8 ადგილი;
  • 208-ე საბავშვო ბაგა-ბაღში – 27 ადგილი;
  • 209-ესაბავშვო ბაგა-ბაღში – 27 ადგილი;
  • კოჯრის საბავშვო ბაგა-ბაღში- 28 ადგილი;
  • საბავშვო ბაგა-ბაღი „სინათლე“ – 2 ადგილი;
  • სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღში – 1ადგილი;
  • ტაბახმელაში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღში- 10 ადგილი;
  • შინდისში საბავშვო ბაგა-ბაღში – 39 ადგილი;
  • წავკისში საბავშვო ბაგა-ბაღში – 29 ადგილი;
  • წინუბაში საბავშვო ბაგა-ბაღში – 195 ადგილი.

რა ღირს სწავლა კერძო სკოლებში

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა


გორის უნივერსიტეტში შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებისთვის საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო

$
0
0

19 ივლისს, შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებისთვის, გორის უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა, ივანე ბალახაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: მასწავლებლისა და მოსწავლის უფლებები და მოვალეობები“.

ლექციას ესწრებოდნენ შიდა ქართლის რეგიონის სხვდასხვა სკოლის პედაგოგები და დაინტერესებული პირები.

ტრენინგების დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ასევე, 19 ივლისს, შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებისთვის, გორის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრმა დაიწყო საჯარო ლექციების ციკლი.

პირველი ლექცია წაიკითხა გორის უნივერსიტეტის პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა, თემაზე: „საქართველო და გარესამყარო შუა საუკუნეებში“.

ლექციას ესწრებოდნენ შიდა ქართლის რეგიონის სხვდასხვა სკოლის პედაგოგები. ასევე, გორის უნივერსიტეტის პროფესორები და დაინტერესებული პირები.

IBSU-სა და სსიპ ’’აწარმოე საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სსიპ – ’’აწარმოე საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მეწარმეობის განვითარების კუთხით საგანმნათლებლო პროგრამებისა და მასთან დაკავშირებული კომპონენტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ასევე, მეწარმეობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები სააგენტოში გაივლიან სტაჟირებას. თავის მხრივ, იბსუ იღებს ვალდებულებას თავის სტუდენტებს აღმოუჩინოს საჭირო ფინანსური და ადმინისტრაციული დახმარება, რათა მათ შეასრულონ პრაქტიკული დავალებები პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებთან.

მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტესტები –გამოცდები 2017

$
0
0

2017 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების მიმდინარე გამოცდებზე გამოყენებული პროფესიული უნარების ტესტების ვარიანტები გამოქვეყნდა.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გამოყენებული ტესტების ვარიანტები

გასული 2 დღის განმავლობაში პროფესიული უნარების გამოცდას მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლები აბარებდნენ. დღეს,20 ივლისს, პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები  გამოცდებს 4 საგანში – მათემატიკაში (VII-XII), ისტორიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში – აბარებენ.

67 წლის პედაგოგი – გამოცდაზე დღეს ისევე ვღელავდი, როგორც 47 წლის წინ პირველ გაკვეთილზე

რით განსხვავდება ქართული და ესპანური მისაღები გამოცდები და აბიტურიენტული ცხოვრება?

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდები ყველაზე საინტერესო ფაზას, შედეგების გამოქვეყნების ეტაპს უახლოვდება და აბიტურიენტთა ნერვიულობაც პიკს აღწევს. EDU.ARIS.GE-ს ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი დაუკავშირდა და იქ არსებული მისაღები გამოცდების მოდელზე მოუყვა. მასთან საუბარში შევეცადეთ გაგვერკვია, რამდენად განსხვავდება ან რამდენად ჰგავს ერთმანეთს ესპანელი და ქართველი მოსწავლეების აბიტურიენტობა.

18033520_1271678156215524_2296327610586570088_nგვანცა სარალიძე ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელმაც სკოლა ესპანეთში დაამთავრა, უკვე ჩააბარა მისაღები გამოცდები და ვალენსიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

როგორც მასთან საუბრისას გაირკვა, ესპანეთში აბიტურიეინტებს მისაღები გამოცდების სკოლის დასრულების შემდგომ, რამდენიმე დღეში უტარდებათ და შედეგებსაც მალევე იგებენ.

მოკლედ რომ გვითხრა, რა სისტემით ჩააბარე უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები?

–აქ მისაღები გამოცდები, ასე ვთქვათ, ორი კომპონენტისგან შედგება, XI-XII კლასების ნიშნები და უნივერსიტეტში ჩასაბარებელი გამოცდები. ჩასაბარებელი ქულის 60% მოდის სკოლის ნიშნებზე, 40% კი მისაღებ გამოცდაზე. ამ 40%-ს ვაგროვებთ ვალენსიურის, ესპანურის, ინგლისურის და ესპანეთის ისტორიის გამოცდებში. ეს სავალდებულო გამოცდებია, რითაც აბიტურიენტი 10 ქულას აგროვებს. თუმცა უნივერსიტეტებსა და მიმართულებებს საკუთარი ბარიერები აქვთ, მაგალითად სამედიცინოზე ჩასაბარებლად საბოლოო ქულა 12 უნდა გამოგივიდეს, მაქსიმუმი კი 14-ია. ამის გამო აბიტურენტს შეუძლია მიმართულების მიხედვით დამატებითი გამოცდები ჩააბაროს და შესაბამისად დამატებითი ქულებიც მიიღოს. მე მაგალითად ფიზიკა და ქიმია ჩავაბარე დამატებით. მიუხედავად იმისა რომ ჩემი მიმართულებისთვის ბარიერი 8 ქულა იყო და დამატებითი გამოცდების გარეშეც ჩავაბარებდი.

–რა ფორმატით აბარებ და რამდენ ხანში იგებ გამოცდის შედეგებს, რამდენია მოლოდინის რეჟიმი?

gvancas gamocda4–გამოცდების პასუხები ორ კვირაში შევიტყვეთ. გამოცდები სკოლის დასრულების შემდეგ, მალევე, ივნისში, ჩაგვიტარდა. სულ 7 გამოცდა ჩაგვიტარდა სამ დღეში, ერთ დღეს შეიძლება 3-4 გამოცდა გქონდეს. არანაირი შესვენება გამოცდის დღეებს შორის არ გვქონია. აქვე გეტყვით, რომ გამოცდებზე მშობლები და ახლობლები საგულშემატკივროდ არ დაგვყვებოდნენ. რაც შეეხება ფორმატს, გამოცდები, საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენ არაელექტრონულად, წერითი სახით ჩაგვიტარდა.

რამდენიმე უნივერსიტეტში შეგეძლო განცხადების შეტანა?

–მას შემდეგ რაც მისაღები გამოცდების ქულებს გაიგებ, შეგიძლია სულ 20 უნივერსიტეტში ინტერნეტით გაგზავნო საბუთები, პასუხები კი რამდენიმე დღეში მოდის.

როგორ ხდება დაფინანსების მიღება?

–ვინც ჩვენ ქვეყანაში სწავლას აკონტროლებს, ის ინსტიტუცია უშვებს დახმარებებს ოჯახის შესაძლებლობის მიხედვით. თუ სახლი გაქვს, მანქანა და დიდი ხელფასი (დედ-მამას). დაფინანსებას ძნელად იძლევიან, მაგრამ ნიშნების მიხედვით არ არის.

შენი კლასიდან ყველა აბარებდა უნივერსიტეტში? და ემზადებიან თუ არა ესპანელი აბიტურიენტები საგამოცდიდ რეპეტიტორებთან?

gvancas gamocda3–ჩემი კლასიდან ყველა არ მიდის უნივერსიტეტში. 25-დან 20 ვაბარებდით უნივერსიტეტში, დანარჩენები ან ჩარჩნენ, ან კოლეჯში აბარებენ და მერე, უფრო გვიან ჩააბარებენ უმაღლესში. რაც შეეხება სკოლის გარდა მასწავლებლებთან მომზადებას, დიახ, ზოგიერთი აბიტურიენტი აქაც დადის რეპეტიტორთან, იმის მიხედვით თუ რომელ საგანში უჭირს და ვერ იგებს სკოლაში ახსნილს.

რაც შეეხება სკოლას, თუ ჩაგიტარდათ გამოსაშვები გამოცდები სკოლაში?

–როცა მეთერთმეტე კლასში გადავედით, გავიყავით მიმართულებების მიხედვით, ჰუმანიტარული საგნების მოსწავლეები, ეკონომიკურის (შერეულია ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნები) და ბოლოს ტექნიკური საგნების მოსწავლეები. როგორც ასეთი, გამოსაშვები გამოცდები არ ჩაგვტარებია, მხოლოდ ინგლისურში და ვალენსიურში გვქონდა, დანარჩენ საგნებში ყოველი წლის ბოლოს საკონტროლოები გვიტარდებოდა ხოლმე.

gvancas bankeetiმედლებით  თუ აჯილდოვებს სახელმწიფო  წარმატებულ მოსწავლეებს?

–მედლების გაცემა არ ხდება, თუმცა ვისაც სკოლაში მე-11 და მე-12 კლასებში მთლიანობაში ცხრიანზე მეტი გამოყვება, უნივერსტეტის პირველი კურსი უფინანსდება.

რაც შეეხება სკოლის დამთავრების ტრადიციებს, გქონდათ თუ არა  ბოლო  ზარი,  ბანკეტი, ექსკურსია?

–სკოლის ბოლო დღეს ბარში ვიყავით მასწავლებლებთან ერთად. ბანკეტზე კი მთელი კლასი მივედით სკოლაში ლამაზად ჩაცმულები და სცენაზე გადმოგვცეს ჩვენი დიპლომები. გამოცდების დასრულების შემდეგ კი კლასელები მალტაზე წავედით სამოგზაუროდ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოამზადა სალომე ზარიძემ

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

$
0
0

დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები იმართება, რომელშიც 3 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. შვიდი წევრისგან შემდგარი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ახალ რექტორს 4 წლის ვადით აირჩევს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები არიან:

  1. ზურაბ ხონელიძე– საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
  2. ინდირა ძაგანია-ჭოჭუა– ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
  3. კახა ქეცბაია – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი საარჩევნო კომისია მუშაობას  09:00 საათიდან შეუდგა, 11:00 საათიდან კი აკადემიური საბჭოს წევრები ხმის მიცემის (კენჭისყრის) პროცედურას დაიწყებენ, რომლის ფარულობას საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს.

პროცედურის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა, დღესვე გაიმართება მეორე ტური არაუგვიანეს 14:00 საათისა, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტედენტი. პირველ ტურში ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ხელახალი კენჭისყრა ტარდება იმავე დღეს, არაუგვიანეს 16:00 საათისა. თუ არჩევნების მეორე ტურშიც რექტორის არჩევა ვერ მოხდა, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ახალი არჩევნების თარიღი ინიშნება.

Viewing all 14643 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>