Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14678 articles
Browse latest View live

2017 წლის ყველაზე პოპულარული აბიტურიენტი უნარების გამოცდაში ჩაიჭრა

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველაზე პოპულარული აბიტურიენტი უნარების გამოცდაში ჩაიჭრა. გიორგი ფირცხალავამ ხალხს თავი იმით გააცნო, რომ ყველა გამოცდიდან პირველი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ტესტები ძალიან ადვილი იყო. „სულ ტაშ-ფანდურით ჩავაბარე“ – თქვა მან ქართულის გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ. უნარების გამოცდა კი, საიდანაც ასევე პირველი გამოვიდა,  “დოლ-გარმონზე” ჩაბარებულად შეაფასა.

მხიარული აბიტურიენტი მთელმა საქართველომ გაიცნო და მისი შედეგებიც ყველას აინტერესებდა. EDU.ARIS.GE გიორგის დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ უნარების გამოცდაში 20 ქულა აიღო. ანუ, ბარიერის გადასალახად 4 ქულა დააკლდა. ამბობს, რომ იმედგაცრუებულია, რომ მისი შეფასება ნაადრევი იყო და რომ ტესტები გაუგებრად იყო შედგენილი.

“გაუგებარი იყო, თორე ადვილი იყო. რეპეტიტორთან არ ვემზადებოდი, ჩემით ვმეცადინეობდი. წინა წლების ტესტებსაც ვაკეთებდი“,-ამბობს გიორგი.

იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აბარებდა. მიუხედავად წარუმატებელი მცდელობისა, ძალების მოსინჯვას მომდევნო წელსაც გეგმავს.

EDU.ARIS.GE გიორგის წარმატებებს უსურვებს. აღნიშნული ინფორმაცია კი მკითხველთა დიდი ინტერესის გამო მოვიძიეთ და გავავრცელეთ.

„ახლა უკვე დოლ-გარმონით ჩავაბარე“ – ცნობილი აბიტურიენტი უნარების გამოცდიდანაც პირველი გამოვიდა

მოამზადა თაკო მათეშვილმა


აბიტურიენტთა ინგლისური ენის შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2017

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის გამოცდის შედეგები ცნობილია. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:

შედეგები

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფაკიცო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებენ, ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელის, მაგთის, ბილაინის) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გაგზავნოს შემდეგ ნომერზე  – 9 3 3 3 3, (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამონათვალში ფაკულტეტების წაშლა და დამატება აბიტურიენტებს აპელაციის განაცხადების შეტანის დასრულების დღემდე შეეძლებათ. რაც შეეხება თავად აპელაციას და მის ვადებს, ის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

აბიტურიენტთა ინგლისურის გამოცდის ტესტის სწორი პასუხები ვარიანტების მიხედვით –გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტთა ინგლისური ენის ტესტის სწორი პასუხები გამოაქვეყნა:

ინგლისური ენა –  პასუხები ვარიანტების მიხედვით

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აგვისტოს პირველ ნახევარში დასრულდება.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

როგორ ულოცავენ აბიტურიენტები მაია მიმინოშვილს დაბადების დღეს

$
0
0

დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი იუბილარია. დღევანდელი დღე უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოქვეყნებას დაემთხვა და აბიტურიენტები თავიანთი ქულებით ძირითადად კმაყოფილები არიან. 2017 წლის აბიტურიენტები და მომავალი აბიტურიენტები გამოცდების ცენტრის დირექტორს იუბილეს ულოცავენ. გთავაზობთ ამ მილოცვებს და გთხოვთ იუმორით შეხედოთ, ვინაიდან მისი მიზანი დაზაფრული აბიტურიენტების ყოფის ოდნავ შემსუბუქებაა და მეტი არაფერი:

“როგორც კი გამოცხადდება ყველა შედეგი მილოცვასაც და დალოცვასაც გამოვაქვეყნებ ჩემს გვერდზე, მიმდინარეობს ტექსტის დამუშავება.თვალი ადევნეთ სიახლეებს”.

“შენ გვიშენებ სისტემას, აგურს ადებ აგურს,
დროზე დადე შედეგი, აღარ ძალუძს ამ გულს.
დღეს შენია დღეობა, გაგვახარე ყველა,
დაგვირიგე გრნატები, ისეც ძაან ცხელა.
გული გვიცემს ხმაურით და
ჭმუნვის ალი არ გვენელა,
დღეს შენია დღეობა და მოგილოცავთ
ყველა: ელა, ბელა, გელა.”

“ისეთი გახარებული იყავი მთელი ცხოვრება, როგორიც მე ვარ დღეს”.

“გილ ც ვ ქალბატ ნო მაია! არგეგონოთ გამომრჩა ასოები, კალამი არ წერს”.

“გილოცავ !! იგულავე შენ რა გენაღვლება”.

“გილოცავთ, მრავალ ეროვნულებს დაესწარით, ამტანი და გამტანი!”

“წელს ვხდები აბიტურიენტი, ამიტომ მთელი გულით გილოცავთ და ყოველივე კარგს გისუვებთ!!! მომავალ წლამდე”

“მიგახვამანქ ძღა  იფრელს ჯგირს მოგისურვენქ “.

“როგორც წინა წელს მომილოცეთ ჩაჭრა ისე გილოცავთ მეც”.

“ისეთი ბედნიერი დღე გქონდეს, მე რომ ბედნიერი ვიქნები ლიტერატურის ქულების გაგებისას”.

“გილოცავთ მრავალს დაესწარით… ნუ, ჯერ გახარებული ვარ ზოგადზე ბარიერი რომ დაწიეთ და იმედია დასაწყევლად არ დამრჩება საქმე 😀  🙂 გილოცათთთ”.

“სპეციალურად აქვს ამ დღეს დაბადების დღე, 😀 იცის რომ ყოველ წელს ეროვნულები უწევს”

“შარშან დავამატე ქალბატონი მაია ამ ჯგუფში. იმედია, გულითადად კითხულობს კომენატრებს.. ახლაც ნოთიფიქეიშენები მიუვა და ვაი თქვენი ბრალი”(აბიტურიენტების ჯგუფის ადმინისტრატორი კომენტარების ავტორებს).

“მე პირადად მთელი გუილთ ვულოცავ ☺☺☺☺ ჯამრთელად და ბედნიერად ეცხოვროს”.

“მთელი გულით მოგცემენ მაგის გამო 100% გრანტს <3”

“ოხხ, მაია დედოფალო, გილოცავ, მრავალს დაესწარი სულ ჯანმრთელად და ბედნიერად, არაფერი არ მოგკლებოდეს მთელი შენი ცხოვრება, კაი ქალი ხარ, პროსტა ყველას 100%–იანი გრანტები რომ დაგვირიგო, ჯერ მარტო ბებიაჩემი დაგილოცავს შენს 70 თაობას! იფიქრე ამაზე. მიყვარხარ ❤”

“გილოცავთ ქალბატონო მაია. მარცხენა ხელით ვწერ ახლა ამ წერილს. ცაცია არ ვარ, გამოცდაზე პასტა დამიდნა ხელში და 2 თვე ასე მომიწევს”.

“იმდენი 50 თეთრი შეგივიდათ დღეს, რომ დარწმუნებული ვარ ხოშიანად იქეიფებ    “.

“მაგიტომ არ შედიოდა დღეს არა ნაეკზე…. ქეიფის ფულს აგროვებდნენ 😂😂 გილოცავ, მაი!  👏👏💗💗😂😂

“გილოცავთ მაიკო დეიდა<3 იმდენი წელი იცოცხლეთ კიდევ რამდენ %-იანი გრანტიც მექნება (მინიმუმ 50 ) და ისე ტკბილად და თბილად ყოფილიყავით როგორც მე ქართულის გამოცდაზე ვიჯექი(ოდნავ ნიავმა არ შეგწუხოთ არსაიდან) და ისეთი გახარებული იყავით,როგორც დღეს მე ვარ (პასუხების გაგების მერე 😀 ) <3”.

😍😍 დღეს ხომ თქვენი დაბადების დღეა 👏 გილოცავთ გისურვებთ შვებულებაში გასვლას და შემდეგ ბედნიერად ცხოვრებას”.

“გილოცავთ , ისეთი საჩუქრები მიგეღოთ როგორიც მე მივიღე 10ში დაბადებისდღეზე ინგლისურის გამოცდაზე 😌😌😍”.

“გილოცავთ, გისურვებთ მონდომებულ, ჭკვიან აბიტურიენტებს, რომლებიც არასდროს წუწუნებენ”.

EDU.ARIS.GE ულოცავს მაია მიმინოშვილს იუბილეს და წარმატებებს უსურვებს!

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტთა გამოცდების სტატისტიკური ანალიზი ყველა საგანში

$
0
0

2017 წლის აბიტურიენტთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნების პროცესში თითოეული საგნის სტატისტიკური ანალიზი, სადაც ნაჩვენებია რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი, რამდენი ჩაიჭრა, რა ქულები დაიწერა და ა.შ, არ გამოქვეყნდება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

“საქმე ისაა, რომ აპელაციების შემდეგაც კი, ერთადერთი საგანი, სადაც სტატისტიკური მონაცემები არ იცვლება არის ზოგადი უნარები და მისი დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება შედეგების გამოცხადებისთანავე ხდება. რაც შეეხება ყველა დანარჩენ საგანს, აბიტურიენტის გასაჩივრების შემდეგ, სტატისტიკური მონაცემები იცვლება და სწორედ ამიტომ მისი აპელაციის დადებამდე გამოქვეყნება არ ხდება. თუ წინასწარ გამოქვეყნდა, ცდომილება იქნება სტატისტიკაში, ამიტომ ყველა დანარჩენი საგნის სტატისტიკური ანალიზი გამოქვეყნება აპელაციის დასრულებისა და მისი შედეგების გამოცხადების შემდეგ”, – განგვიმარტეს გამოცდების ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, აპელაციის პროცესისა და ვადების შესახებ ინფორმაცია ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ გამოქვეყნდება და აბიტურიენტებს თავიანთი შედეგის გასაჩივრება შეეძლებათ.

2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

გეოგრაფია, ბიოლოგია, ხელოვნება –აბიტურიენტების შედეგები –გამოცდები 2017

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და ხელოვნების გამოცდის შედეგები ცნობილია. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:

შედეგები

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფაკიცო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებენ, ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელის, მაგთის, ბილაინის) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გაგზავნოს შემდეგ ნომერზე  – 9 3 3 3 3, (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამონათვალში ფაკულტეტების წაშლა და დამატება აბიტურიენტებს აპელაციის განაცხადების შეტანის დასრულების დღემდე შეეძლებათ. რაც შეეხება თავად აპელაციას და მის ვადებს, ის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

არის თუ არა შეცდომა ინგლისური ენის ტესტის პასუხებში – “ნაეკის” პასუხი აბიტურიენტებს

$
0
0

„გამარჯობა, აბიტურიენტი ვარ და უცხო ენად ინგლისური ავირჩიე. მე-4 ვარიანტი დავწერე. მეორე სავარჯიშოს პირველი დავალების პასუხი სავარაუდოდ შეცდომა იყო. არაერთმა მათგანმა, მათ შორის მეც, მივმართეთ გამოცდების ცენტრს პრეტენზიით.  Facebook-ზე  naec-ს არაერთი  უკომენტარებს ამ პრობლემით, რაზეც მსგავს პასუხს წერენ : „გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ტესტს“. აბიტურიენტები ვერ ვახერხებთ ამ პრობლემის მოგვარებას, იქნებ დაგვეხმაროთ“, – ეს წერილი EDU.ARIS.GE-ს ლიკა ოძელაშვილმა მისწერა, თუმცა იგი მხოლოდ ერთ-ერთია იმ საკმაოდ  ბევრი აბიტურიენტისაგან, რომლებმაც იმავე პრობლემაზე ჩივილით მოგვმართეს.

საქმე ინგლისური ენის ტესტში ერთ-ერთ დავალებას ეხება, რომელშიც ტექსტია მოცემული. შემდეგ კი ტექსტიდან ამოკრეფილ მოსაზრებებზე აპლიკანტებმა უნდა დაწერონ სწორია იგი, თუ არა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აბიტურიენტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ  სწორი პასუხი დაწერეს, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათი პასუხი არასწორად იქნა მიჩნეული.

ლიკა და მისი მეგობრები ოფიციალურად გეგმავენ გასაჩივრებას. მიუხედავად იმისა, რომ მან ინგლისურში საკმაოდ მაღალი- 85 ქულა აიღო, ფიქრობს, რომ ერთი ქულა უსამართლოდ დააკლეს.

ბუნებრივია, საკითხით დავინტერესდით და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინგლისური ენის ჯგუფის ხელმძღვანელს რუსუდან ტყემალაძეს დავუკავშირდით. მისთვის ეს პრობლემა უკვე ნაცნობი იყო, რადგან როგორც აღმოჩნდა, იმავე საკითხზე ჩივილით აბიტურიენტები ცენტრშც რეკავენ.

„თითოეული საჩივარი ჩემამდე მოდის.  აბიტურიენტების კომენტარებს ყურადღებით ვუსმენთ.  ამბობენ, რომ ტესტში შეცდომაა და თქვენი საშუალებით მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ამ ტექსტში არანაირი შეცდომა არაა. უბრალოდ, ტრადიციულად, ტესტი ისეა აგებული, რომ ზოგიერთი საკითხი შედარებით მარტივია, ზოგი  – საშუალო სირთულის, ზოგიც – რთული და ენობრივად ნიუანსური.  ამიტომაც, ზოგს შეიძლება ეგონის, რომ სადღაც შეცდომაა. დაბეჯითებით ვიმეორებ – არანაირი შეცდომა არც პასუხებში და არც ჩვენს ტექსტში არაა.

„ვაღიარებ, რომ ამ ტექსტის სტრუქტურა რთული და ნიუანსურია. ამ სიტყვას, რომელზეც საუბარია, სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ამ კონკრეტულ კონტექსტში კი ეს სიტყვა უნდა გაიგებოდეს ისე, როგორც სწორი პასუხი გულისხმობს“, – განგვიცხადა ტყემალაძემ.

ჩვენს კითხვაზე – ჩაითვლება თუ არა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეოთხე ვარიანტი სხვებზე რთულად, მან გვიპასუხა, რომ სავარაუდოდ – არა. თუმცა, ეს უფრო ზუსტად ერთ კვირაში, სტატისტიკური ანალიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ვფიქრობ, რომ უფრო რთულ ვარიანტად არ გამოცხადდება, რადგან ტესტში შეცდომა არაა. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს ვარიანტი უფრო რთული არ იქნება. იმედია, ანალიზის შედეგებით ჩემი ეს ვარაუდი გამართლდება“, –  აღნიშნა ტყემალაძემ.

მან აქვე ისიც დასძინა, რომ გასაჩივრებას აზრი არ ექნება, რადგან „არაფერი შეიცვლება“.

ინგლისური ენის ტესტის აღნიშნული დავალება:

ინგ1

სწორი პასუხი:

ing2

აბიტურიენტთა ინგლისურის გამოცდის ტესტის სწორი პასუხები ვარიანტების მიხედვით – გამოცდები 2017

გამოცდაზე გამოყენებული ტესტები 2017

ყველაზე დაბალი ბარიერი მისაღებ გამოცდებზე – რამ განაპირობა უცხო ენის გამოცდის ცვლილებები

მოამზადა თაკო მათეშვილმა

გეოგრაფია, ბიოლოგია, ხელოვნება –ტესტების სწორი პასუხები –გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტთა გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და სახვითი ხელოვნების ტესტის სწორი პასუხები გამოაქვეყნა:

გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და ხელოვნების პასუხები

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აგვისტოს პირველ ნახევარში დასრულდება.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ


2017 წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია და ადგილები გამოქვეყნდა

$
0
0

2017 წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების (უფასო ფაკულტეტების) სია ცნობილია, თუმცა განათლების სამინისტრომ მხოლოდ ნაწილობრივი მონაცემები გამოაქვეყნა, რადგან სრული დოკუმენტის შედგენა ამ დრომდე ვერ მოასწრეს. დოკუმენტში არ არის მითითებული ფაკულტეტების საიდენტიფიკაციო კოდი და ასევე ზუსტი სპეციალობა:

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი

დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა უმაღლესების მიხედვით ასეთია: 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 350; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 970; სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 320; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 230; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 460; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 200; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1225; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1900; სულ – 5655 ადგილი.

“იხილეთ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, ასევე ინფორმაცია ამავე ფაკულტეტებზე/საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებული ადგილების შესახებ. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და დაფინანსების წესის პროექტი დამტკიცდება უახლოეს მომავალში (ინფორმაციის დამტკიცებამდე მონაცემები აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნდება)”, – განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

„უცხოურ ენებში წერითი დავალებები აბიტურიენტების სუსტი წერტილია – 20–25% თავს არიდებს“

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ირწმუნებიან, რომ ინგლისურ ენაში ახალგაზრდების ცოდნის დონე ამაღლებულია. ეს, ინგლისური ენის ჯგუფის ხელმძღვანელის რუსუდან ტყემალაძის თქმით, 2017 წლის ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ცხადჰყო.

EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ტყემალაძე იმ საკითხებს ასახელებს, რომლებიც 2017 წლის აბიტურიენტებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ და გაუიოლდათ.

ჩვენი სუბიექტური დაკვირვებით ტენდენციები ძალიან დადებითია. ჯერჯერობით სტატისტიკურ ანალიზს ვერ ვეყრდნობი,  მაგრამ ჩემი დაკვირვებით ინგლისური ენის ცოდნის საერთო დონე მომატებულია. ეს პირველ რიგში წერით დავალებებში ჩანს. ძალიან ამაღლებულად არ ვისაუბრებ, მაგრამ პროცენტულად უფრო მეტი აბიტურიენტი იღებს წერით დავალებებში დადებით შეფასებას. ესაა იმის მაჩვენებელი, რომ საერთო დონე შედარებით გაუმჯობესებულია.

იგივე შემიძლია ვთქვა მოსმენის დავალებაზეც. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ეს დავალება გავართულეთ. ნამდვილად საკმაოდ კარგი დონის მოთხოვნის შესაფერისი დავალებაა, მაგრამ უმეტესობამ ამასაც კარგად გაართვა თავი. ასე რომ, საერთო სურათი ძალიან პოზიტიურია.

რომელი დავალებაა აბიტურიენტების სუსტი წერტილი?

რ.ტ: შედარებით სუსტი წერტილი მაინც წერაა. მოგეხსენებათ, წერის ორი დავალება გვაქვს-თემა და წერილი და აბიტურიენტების გარკვეული რაოდენობა ამ დავალებებს საერთოდ თავს არიდებს.  ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა დაახლოებით 20-25  პროცენტია. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან წერითი დავალებების წილი ქულებში საკმაოდ დიდია.  ორივეს ქულა რომ შევკრიბოთ 22 ქულაა 90-დან. ეს ქულები საკმაოდ ეხმარება აბიტურიენტს სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრაში. ასეთ აბიტურიენტებს რომ ვეკითხებით რატომ არ წერენ, გვპასუხობენ, რომ არ სჭირდებათ. ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რადგან როცა კონკურსია, იქ ერთი ქულაც მნიშვნელოვანია. ალბათ სკოლებს, მასწავლებლებს, რეპეტიტორებს ამ თვალსაზრისით მეტი მუშაობა მოუწევთ.

ეს იმის ბრალიც ხომ არაა, რომ ყოველწლიურად აბიტურიენტების რაოდენობა დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც მისაღები ადგილების რაოდენობა?

რ.ტ: შეიძლება. თუკი აბიტურიენტი არაა მართლა მოტივირებული და ფიქრობს, რომ მაინც სადღაც მოხვდება,  შესაძლოა ასეც იქცეოდეს.  ალბათ მეტი  მოტივაცია უნდა ჰქონდეთ და ყოველი ქულისათვის იბრძოდნენ. წერითი დავალებებისათვის მოსამზადებლად მთელი წელი აქვთ და ეს გადაულახავი პრობლემა ნამდვილად არაა.

თქვით, რომ მოსასმენ დავალებას უფრო მეტი აპლიკანტი ართმევს თავს წარმატებით. თუმცა, წელსაც იყო პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩანაწერში ხმა კარგად არ ისმის …

რ.ტ: მიჭირს ამას დავეთანხმო. ჩანაწერი ჩვენთან, ცენტრში კეთდება მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების მიერ. ჩაწერის შემდეგ მას ამუშავებენ, ხმებისაგან  წმენდენ, საკმაოდ დიდ ენერგიასა და დროს ვდებთ იმაში, რომ იგი ყველანაირად გამართული იყოს. ძალიან ბევრჯერ ვამოწმებთ. არასოდეს გვქონია შემთხვევა, რომ ჩანაწერი მთელ სექტორს გაესაჩივრებინოს. მხოლოდ ცალკეული აბიტურიენტები წუწუნებენ ხოლმე და როგორ დავიჯერო, რომ  ოთახში 14 ადამიანს ესმოდა და ერთს-არა.

სხვათაშორის არ გამოვრიცხავ, რომ თუკი ოთახი ძალიან დიდია,  აკუსტიკა ოდნავ გართულდეს. თუმცა, არ მგონია ეს ტიპიური იყოს და არც ის მგონია, რომ ამას მოსმენა შეუძლებელი გაეხადა.

როგორც ჩანს, ამ სახის დავალებისათვის ზოგი აბიტურიენტი მომზადებული არ იყო. ზოგს ეტყობა არ ჰქონდა გაკეთებული ჩვენ მიერ გამოქვაბული წინა წლის ტესტის ნიმუში. მათ ეკრანზე თვალი უნდა მიედევნებინათ საკითხებისათვის, ეკრანზევე გადაეფურცლათ შემდეგი საკითხი. ვიცი, რომ ამას ყველა არ აკეთებდა. მცირე რაოდენობა დაიბნა. ისინი უბრალოდ ტექნიკურ მხარეში კარგად ნავარჯიშები არ იყვნენ. მოსმენა მთელი სექტორისათვის პრობლემა არასოდეს ყოფილა.

კიდევ ერთს ვიტყვი: სანამ დავალების მოსმენა დაიწყება, ჯერ ქართულად ჩაწერილ ტექსტს ასმენინებენ, რის შემდეგაც აბიტურიენტებმა უნდა დაადასტურონ, რომ ჩანაწერი კარგად ესმით. მხოლოდ ამის მერე ისმის ტესტის ტექსტი. ესეც ერთ-ერთი დამცავი საშუალებაა.  არ გამოვრიცხავ, რომ ერთულათ და ეს  ჩანაწერის ხარისხს დაუკავშირეს. ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კარგად იყო გაკეთებული.

–აბიტურიენტები რომელ დავალებას ართმევენ თავს ყველაზე უკეთ?

რ.ტ: დახურულ დავალებებს, როგორიცაა წაკითხულის გააზრება. საკმაოდ საინტერესო ტექსტებია ხოლმე მოცემული. საგანმანათლებლო ტექსტებს ვეძებთ და ვამუშავებთ, რათა უბრალოდ მშრალი ტექსტები არ იყოს. ამას შედარებით კარგად აკეთებენ. ალბათ შემთხვევით გარტყმის მომენტიც არის.

წლევანდელი სტატისტიკური ანალიზი ალბათ ცხადჰყოფს იმასაც, რომ შედარებით მაღალი შედეგია გრამატიკაშიც, რომელიც ჩვენ დახურულ დავალებებად გადავაქციეთ. იგი ჩვენს აბიტურიენტებს ალბათ გაუადვილდათ.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი იყო ინგლისური ენის ტესტებში ყველაზე რთული ვარიანტი, რუსუდან ტყემალაძე ამბობს, რომ ერთ კვირაში, სტატისტიკური ანალიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

არის თუ არა შეცდომა ინგლისური ენის ტესტის პასუხებში – “ნაეკის” პასუხი აბიტურიენტებს

მოამზადა თაკო მათეშვილმა

საზაფხულო სკოლა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

$
0
0

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  23 ივლისს გაიხსნა საზაფხულო სკოლა  თემაზე  „კონსტიტუციური სახელმწიფო  და ძირითადი უფლებები“ .

საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა თანამედროვე ქართული სივრცისთვის რელევანტურ საზოგადოებრივ საკითხებზე სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს, დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ აკადემიური და საზოგადოებრივი დისკუსიები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით.

OLYMPUS DIGITAL CAMERAსაზაფხულო სკოლის ლექციებსა და ვორქშოფებს უძღვებოდნენ ქართველი და ევროპელი პროფესორები. მათ შორის: მათიას კუმი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი), გეორგ ლომანი (მაგდებურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მამუკა ბერიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), გიორგი ვაშაკიძე (შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფოუნივერსიტეტი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი), ლევან შატბერაშვილი  (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

მონაწილეებმა მიიღეს სიღრმისეული და კომპლექსური ინფორმაცია შემდეგ თემებზე:

  • კონსტიტუციური ანუ სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპი.
  • ადამიანის ძირითადი უფლებები.
  • ადამიანის უფლებები, როგორც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების გამოწვევა.
  • სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა კონსტიტუციურ სახელმწიფოში.

OLYMPUS DIGITAL CAMERAპროექტის ფარგლებში უცხოელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული სემინარების მასალა ითარგმნება ქართულად და  გამოქვეყნდება კრებულის სახით.

საზაფხულო სკოლის პროექტში ჩართული იყო  უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 55 სტუდენტი. მის ფარგლებში ჩატარდა მხარეთმცოდნეობით-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები.

სკოლის დახურვის ცერემონიალი 29 ივლისს გაიმართა. კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები –გამოცდები 2017

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები ცნობილია. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:

შედეგები

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფაკიცო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებენ, ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელის, მაგთის, ბილაინის) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გაგზავნოს შემდეგ ნომერზე  – 9 3 3 3 3, (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამონათვალში ფაკულტეტების წაშლა და დამატება აბიტურიენტებს აპელაციის განაცხადების შეტანის დასრულების დღემდე შეეძლებათ. რაც შეეხება თავად აპელაციას და მის ვადებს, ის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

აბიტურიენტთა ქიმიის გამოცდის შედეგები და სწორი პასუხები –გამოცდები 2017

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქიმიის გამოცდის შედეგები ცნობილია. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:

შედეგები

ქიმიის ტესტის სწორი პასუხები

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფაკიცო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებენ, ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელის, მაგთის, ბილაინის) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გაგზავნოს შემდეგ ნომერზე  – 9 3 3 3 3, (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამონათვალში ფაკულტეტების წაშლა და დამატება აბიტურიენტებს აპელაციის განაცხადების შეტანის დასრულების დღემდე შეეძლებათ. რაც შეეხება თავად აპელაციას და მის ვადებს, ის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის სწორი პასუხები –გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის სწორი პასუხები გამოაქვეყნა:

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის სწორი პასუხები

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აგვისტოს პირველ ნახევარში დასრულდება.

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო

$
0
0

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლბში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, არაქართულენოვან სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი მიმდინარეობს.

ტრენერები მიმართულებების მიხედვით ჩაატარებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებს და სხვა აქტივობებს  – არაქართულეოვანი სკოლების და სექტორების მასწავლებლესთვის, დირექტორებისა და პროექტის ფასილიტარებისთვის. ტრენინგებს  აზერბაიჯანულენოვანი, რუსულელოვანი  და სომხურენოვანი ტრენერები გაუძღვებიან, რომლებმაც ტრენერთა სერტიფიცირების კურსი ქართულ ენაზე გაიარეს.

კურსს 38 არაქართულენოვანი ტრენერი გადის, რომელთაც გააჩნია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მასწავლებლად მუშაობის ან/და ზოგადი განათლების სფეროში მართვის გამოცდილება. კურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მასში კონკურსის სახით შერჩეული ტრენერები იღებენ მონაწილეობას.

სერტიფიცირების კურსი მიმდინარე წლის 30 ივლისს დაიწყო და 16 აგვისტომდე გაგრძელდება.

2017-2019 წლებში სერტიფიცირებული ტრენერები საქართველოს ყველა არაქართულენოვანი საჯარო სკოლის 213 დირექტორს და მე-7 – მე-12 კლასების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის 2177 მასწავლებელს გადაამზადებენ. ტრენინგები არაქართულენოვანი მსმენელიბისათვის მშობლიურ ენასა და ქართულ ენაზე ჩატარდება.  საგანგებოდ ითარგმნა   სატრენინგო მასალა.

მასწავლებლები პროფესიული განვითარების კუთხით გადამზადდებიან, როგორც ზოგადპროფესიული უნარების სასწავლო მიმართულებით, ასევე საგნობრივი მეთოდიკის კურსში.  ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული,

პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული, ასევე XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადონ.

დირექტორები კი სკოლის მართვის გაუმჯობესება – ლიდერობის აკადემიის კურსს გაივლიან, რომლის მიზანია დირექტორებისა და პროექტის ბაზაზე შერჩეული პროფესიული განვითარების ფასილიტატორების პროფესიული განვითარება.

პროექტის სამიზნე ჯგუფს საჯარო სკოლების  18000 ზე მეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ინგლისურისა და გეოგრაფიის 7-12 კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორი წარმოადგენს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს   ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და  ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.


ახალი პროფესიული პროგრამები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისგან

$
0
0

ახალგაზრდებს, ვისაც ავიაცია აინტერესებთ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საშუალო განათლების მქონე პირებს  ავიაბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების –  შვეულმფრენის პილოტისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პროფესიის – შესწავლა პროფესიული პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ.

განახლებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, საავიაციო უნივერსიტეტმა „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში დაიწყო.

IMG_9554მიღებული გრანტით, უნივერსიტეტმა ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მათი განხორციელებისათვის თანამედროვე სასწავლო მატერიალურ ტექნიკური ბაზა შექმნა. 2017 წლის ოქტომბრიდან სტუდენტები უკვე სწავლას შეუდგებიან და პრაქტიკულ მეცადინეობებს სწორედ ამ ბაზის გამოყენებით განახორციელებენ.

როგორც საავიაციო უნივერსიტეტში ამბობენ, მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ავიაბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია შვეულმფრენის პილოტია, შესაბამისად, სასაწავლებელმა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ჩამოაყალიბა:

შვეულმფრენის კომერციული პილოტი – Aircraft flight expl

საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი ინასარიძე, რომელიც ამავე დროს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელიცაა, აცხადებს, რომ პილოტის პროფესიის დასაუფლებლად სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებს თელავის აეროპორტში არსებულ ბაზაზე გაივლიან და  საერთო საცხოვრებლითაც იქნებიან უზრუნველყოფილნი.

giorgiinasaridze1„სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა პროფესიული განათლების განვითარებას, შეიცვალა პროფესიული სწავლების ფორმატი და ის გადავიდა მოდულარულ სწავლებაზე, ჩვენც დავნერგეთ სიახლეები. ინიცირება გავუკეთეთ სამ ახალ პროგრამას ესენია: შვეულმფრენის პილოტის მომზადების პროფესიული პროგრამა და ტექნიკური სპეციალისტები B1 და  B2 მიმართულების. B1 ეს ნიშნავს საჰაერო ხომალდის და საავიაციო ძრავების ტექნიკურ მომსახურებას. B2 ნიშნავს საჰაერო ხომალდების ავიონიკის ტექნიკურ მომსახურებას.  პილოტის სპეციალობის სწავლების შემთხვევაში ლექციები ჩატარდება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში,ხოლო ფრენები ქალაქ თელავის აეროპორტში არსებულ ბაზაზე. რაც შეეხება დანარჩენ სპეციალობებს, პრაქტიკული მეცადინეობები  განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ჩვენ საკუთარი ბოინგ 737 200 გვყავს. წელს გვექნება პირველი მიღება, ამ სამ სპეცილობაზე საერთო ჯამში 100-105 ადგილზე გავქვს გათვლა“, – ამბობს  გიორგი ინასარიძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

რაც შეეხება კონკრეტულად შვეულმფრენის პილოტის პროგრამას, სწავლება წარიმართება ინგლისურ ენაზე. პროგრამის მიზანია საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის სფეროში, EASA-ს  სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟის წევრების მიმართ დადგენილი მოთხოვნებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის #150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად, უზრუნველყოს საერთაშორისო ბაზარზე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება, რომელსაც კომერციული პილოტის მოწმობის მოსაპოვებლად  საჭირო ყველა  ცოდნა და კომპეტენცია ექნება.

22პროფესიული პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას, მათ შორის პრაქტიკული სწავლება საფრენოსნო მომზადებას 135 ფრენა/საათის მოცულობით.

კურსდამთავრებულის დასაქმების სფერო ავიაკომპანიებია. კომერციულ პილოტს შეეძლება  იმუშაოს ერთი პილოტით საფრენად სერტიფიცირებულ საჰაერო ხომალდზე მეთაურის რანგში, ასევე მართოს პირადი შვეულმფრენი. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ ფრენის უფლების მოპოვებისთვის აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცეს პილოტის მოწმობა.

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია შვეულმფრენის საფრენოსნო ექსპლუატაციის მიმართულებით ,,ვიზუალური ფრენის წესებით“ ფრენისა და ღამის ფრენების შესრულება. ასევე, ფრენისათვის საჭირო მეტეოროლოგიური ინფორმაციის მოძიება/დამუშავება და სანავიგაციო სისტემებით შვეულმფრენის მართვა. კურსდამთავრებულს მიენიჭება მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

IMAG2478უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის განმარტებით, საავიაციო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულების დასაქმების მაღალი მაჩვენებლია და პროფესიულ პროგრამებზეც მსგავსი გათვლაა, რომ მომზადდეს სწორედ ის სპეციალისტები, რომელიც ავიაციას ყველაზე მეტად სჭირდება.

ავიაბაზარზე მოთხოვნადი B1 და  B2 მიმართულების ტექნიკური სპეციალისტებიც არიან. რომლებმაც საჰაერო ხომალდების გამართული მუშაობა უნდა უზრუნველყონ. საავიაციო უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კიდევ ორი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ამ სპეციალობების მაღალი სტანდარტებით შესწავლას გულისხმობს.

საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება – (Aircraft Maintenance)  (B1.1 & B2)

საავიაციო უნვერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ბექა ბუიძე, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელიცაა ამბობს, რომ აღნიშნული სასწავლო პროგრამის ათვისება ნიშნავს, კურსდამთავრებული დასაქმდეს ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად სფეროში – სამოქალაქაო ავიაციის სისტემაში,როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

beqa buidze„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ინერგება საერთაშორისო ევროპული სტანდარეტებით ავიატექნიკოსთა გადამზადება. პროფესიულ დონეზე სწავლება განხორციელდება ინგლისურ ენაზე და იქნება EASA-ს  მიერ დადგენილი სილაბუსების მიხედვით, ძირითადად პრაქტიკაზე ორიენტირებული. სწორედ დასაქმების პერსპექტივიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ამ კურსების დანერგვა, რადგან კომპანიები, სადაც ხდება ტექნიკოსების დასაქმება ითხოვენ EASA-ს  სტანდარტებს და ლიცენზიას ევროპის მასშტაბით. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების ჩაბარება მოხდება ინგლსურ ენაზე. შემდეგ კი სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გასცემს შესაბამის  ლიცენზიას“, – გვეუბნება ბექა ბუიძე.

კონკრეტულად პროფესიული პროგრამის მიზანი ევროპის საავიაციო უსაფრთოხების სააგენტოს (EASA) სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების მომზადებაა.

პროფესიული პროგრამის განხორციელების შედეგად ავიასპეციალისტი კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებას შემდეგი მიმართულებით:

B1.1 – აირტურბინული ძრავების მქონე საჰაერო ხომალდის კონსტრუქციული ელემენტების, აღჭურვილობის, ფუნქციური სისტემების და ძალური დანადგარის მომსახურება.

B2 – საჰაერო ხომალდების მოწყობილობების, ავიონიკისა და ელექტრული სისტემების მომსახურება.

კურსდამთავრებულების დასაქმების სფეროა აიაკომპანიები და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების საწარმოები.

B2 – შეუძლია იმუშაოს ნებისმიერი ტიპის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ავიონიკის ტექნიკოსის პოზიციაზე მოწმობის აღების შემდეგ.

IMG_3915 (2)როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, პროფესიული პროგრამის შინაარსი და სწავლების ხარისხი უზრუნველყოფს იმგვარი შედეგების მიღწევასა და კომპეტენციების გამომუშავებას, რომლის შედეგად პირს შეუძლია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან შესაბამისი მოწმობის მოპოვება. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საფეხურზე ინჟინერიის მიმართულებით. ხოლო საერთაშორისო რეგულაციებით განსაზღვრული სტაჟის დაგროვების შემდეგ შეძლებს C კატეგორიის მოწმობის აღებას.

საავიაციო უნივერსიტეტში სამივე პროფსიულ პროგრამაზე მოსახვედრად საჭიროა პირი იყოს 17 წელს მიღწეული ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება და უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე.ასევე აუცლებლად უნდა წარმოადგინოს   ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100).

ხოლო შვეულმფრენის კომერციული პილოტის სწავლების მსურველებმა აუცილებელია წარმოადგინონ საფრენოსნო-სამედიცინო საქესპერტო კომისიის დასკვნა აეროპორტში მდებარე სპეციალიზირებული კლინიკიდან.

საკონტაქტო პირი:
ბექა ბუიძე: 598644407
(R)

სადავო თუ შეცდომა – ინგლისური ენის სპეციალისტები გამოცდების ცენტრს არ ეთანხმებიან

$
0
0

აბიტურიენტები აბსოლუტურად მართლები არიან, გამოცდების ცენტრმა შეცდომა დაუშვა – ასეთია ინგლისური ენის სპეციალისტების ნაწილის შეფასება ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის მეოთხე ვარიანტის ერთიერთ დავალებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ტესტში შეცდომაა და ცენტრს ჯიუტად არ უნდა ამის აღიარება.

მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ საკითხი სადავოა და ორივე მხარის არგუმენტებს აქვს არსებობის უფლება.

როგორც მოგეხსენებათ, ტესტში არსებული ხარვეზის შესახებ EDU.ARIS.GE-ს აბიტურიენტებმა მისწერეს და დახმარება სთხოვეს. მათი თქმით, სწორად გაცემულ პასუხს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არასწორად უთვლის. ამის შესახებ ისინი აპელაციის გამოცხადების შემდეგ საჩივრის შეტანასაც გეგმავენ, თუმცა როგორც ინგლისური ენის ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ ჩვეთან საუბრისას განაცხადა, ამას აზრი არ ექნება. მისი მტკიცებით, ტესტში არანაირი შეცდომა არაა.

ამ თემაზე დაწერილ სტატიას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პედაგოგების ნაწილი გვწერდა, რომ ტესტში მართლაცაა შეცდომა. EDU.ARIS.GE საუკეთესო სპეციალისტებს დაუკავშირდა, რომელთა კომპეტენციაც ეჭვგარეშეა და დავალება გააცნო. ჩვენმა ერთ–ერთმა რესპონდენტმა ვინაობის დამალვა ობიექტური მიზეზების გამო გვთხოვა. მისი თქმით, აბიტურიენტებმა ბრძოლა არ უნდა შეწყვიტონ, რადგან მართლები არიან.

ინგ1„ტექსტში წერია, რომ თითქმის არავის გაუკეთებია იმდენი საქმე, რაც პიკასომ გააკეთა. გამოყენებულია სიტყვა Hardly any, რაც ქართულად “თითქმის არც ერთ”-ს ნიშნავს. თითქმის-ში იგულისხმება, რომ შესაძლოა ერთმა მაინც გააკეთა იმდენი საქმე, რაც პიკასომ. ანუ, იგი კატეგორიულად არც ერთს არ ნიშნავს. პასუხში კი კატეგორიულად და გადაჭრით წერია, რომ არავის გაუკეთებია. სიტყვა „თითქმის“ გამორიცხავს კატეგორიულობას, რაც პასუხშია მოცემული. აქ Hardly any-ს სინონიმად გამოიყენეს „არც ერთი“, – რაც არასწორია.

„მე რომ გითხრათ ფული თითქმის არ მაქვს მეთქი, რას იფიქრებთ, იმას, რომ კაპიკი არ მაბადია? თუ იმას, რომ რაღაც გროშები კიდევ შემომრჩა? აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ეს პასუხი შეცდომაა. ანუ, აბიტურიენტები მართლები არიან.  ეს დარღვევაა.  ვეთანხმები და ვუერთდები ბავშვების აღშფოთებას.

„ეტყობა, ქალბატონ რუსუდან ტყემალაძეს არ ესმის, ან არ უნდა გაიგოს პრინციპული სხვაობა ამ ორ სიტყვას შორის. თარგმნონ ზუსტად ქართულად და მიხვდებიან,“ – ამბობს ინგლისური ენის სპეციალისტი.

მისივე თქმით, აღნიშნული ტექსტი აბიტურიენტებისათვის ძალიან რთულია. ამბობს, რომ მისი სტრუქტურის სირთულე სცდება იმ დონეს, რასაც აბიტურიენტებს სთხოვენ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სკოლებში უცხო ენის სწავლება ძალიან დაბალ დონეზეა.

„სკოლებიდან ჩემთან მოდიან ბავშვები, რომლებმაც წერა-კითხვა ძლივს იციან. იმათ რომ upper-intermediate-ს დონის ტექსტს დაუდებ, სადიზმია. ჯერ სკოლებში მოაგვარონ სიტუაცია და მერე დაუდონ ბავშვებს ასეთი ჩახლართული ტექსტები, თავადაც რომ ვერ არკვევენ ბოლომდე,“ – დასძენს ის.

20614105_10210069965001004_1691307118_nამავე საკითხზე გავესაუბრეთ სკოლა „ალბიონის“ ერთ-ერთ წამყვან მასწავლებელ მაკა ბოხოჩაძესაც. იგი ამბობს, რომ საკითხი სადავოა და რომ ლოგიკა, რომლითაც აბიტურიენტებმა იხელმძღვანელეს, გამართლებულია. თუმცა, ნაეკის პოზიციასაც არ მიიჩნევს ცალსახად მცდარად.

„ზმნიზედა hardly უარყოფითი კონტექსტის სიტყვაა (hardly=almost not), ქართულად თარგმნიან ხოლმე, როგორც – „ძლივს“, „თითქმის არ“. სწორედ თარგმნის გამო შეიძლება გვეგონოს, რომ მოცემულ სიტუაციაში წინადადებები: “Hardly had any other artist of his time created as many works” და “No other artist has pointed as many pictures of Picasso” არ არის იდენტური კონტექსტის. თუმცა სიტყვის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე, რადგან სიტყვა „Hardly“ უარყოფითი შინაარსისაა, ზემოხსენებული წინადადებები ერთი და იგივეა,“ – ამბობს იგი.

არის თუ არა შეცდომა ინგლისური ენის ტესტის პასუხებში – “ნაეკის” პასუხი აბიტურიენტებს

აბიტურიენტთა ინგლისურის გამოცდის ტესტის სწორი პასუხები ვარიანტების მიხედვით – გამოცდები 2017

გამოცდაზე გამოყენებული ტესტები 2017

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დაწყებითი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებაზე განაცხადის რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

$
0
0

„ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების გამოცხადებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

კერძოდ, მსურველი ორგანიზაციებისთვის გრიფირების განაცხადის რეგისტრაციისა და სხვა ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, საბუთების წარდგენა იწარმოებს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. ყველა დანარჩენი დეტალის შესახებ ინფორმაცია იხილეთ მოცემულ დოკუმენტზე:

Screenshot_2

დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირების კრიტერიუმები დამტკიცდა

რეცენზირების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელობზე/სერიებზე გრიფირების გამოცხადებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ბრძანება

აბიტურიენტთა ისტორიის, ლიტერატურის, ფიზიკის, სამოქალაქო განათლების შედეგები – 2017

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები ცნობილია. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:

შედეგები

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფაკიცო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებენ, ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელის, მაგთის, ბილაინის) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გაგზავნოს შემდეგ ნომერზე  – 9 3 3 3 3, (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამონათვალში ფაკულტეტების წაშლა და დამატება აბიტურიენტებს აპელაციის განაცხადების შეტანის დასრულების დღემდე შეეძლებათ. რაც შეეხება თავად აპელაციას და მის ვადებს, ის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

აბიტურიენტთა ისტორიის, ლიტერატურის, ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების სწორი პასუხები – 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტთა ისტორიის, ლიტერატურის, ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების ტესტების სწორი პასუხები გამოაქვეყნა:

ისტორია, ლიტერატურა, ფიზიკა, სამოქალაქო განათლება – შეფასების სქემები და სწორი პასუხები

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აგვისტოს პირველ ნახევარში დასრულდა. აპელაციის შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს გამოქვეყნდება.

Viewing all 14678 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>