Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14653 articles
Browse latest View live

ზოგად უნარებში მაქსიმალური – 80 ქულა არ დაწერილა, გამოცდის სტატისტიკური ანალიზი

$
0
0

2017 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში მაქსიმალური – 80 ქულა ვერცერთმა აბიტურიენტმა ვერ მიიღო. როგორც EDU.ARIS.GE-სთან ზოგადი უნარების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე აცხადებს, წელს მაქსიმალური ქულა 79 იყო, რომელის აღებაც 8 აპლიკანტმა მოახერხა. მისივე თქმით, უნარების მესამე ვარიანტი ყველაზე რთული აღმოჩნდა აბიტურიენტებისთვის, ამიტომაც, ამ ვარინატის ბავშვებისთვის ბარიერი შედარებით ნაკლები, 21 ქულა იქნება.

აბიტურიენტების მხრიდან ხშირად დასმულ კითხვებზე, რის მიხედვით ხდება ვარიანტების სირთულის განსაზღვრა და რა არის სკალირების მთავარი პრინციპი, ემატებათ თუ არა ქულა ნაშრომში და სხვ, უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი დეტალურად გვესაუბრა.

“სკალირების მთავრი პრინციპი ის არის, რომ ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იყოს. თეორიულადაც შეუძლებელია, შევქმნათ 4 ერთნაირი სირთულის ტესტი, ამიტომ არის ვარიანტებში გარკვეული განსხვავებები სირთულის თვალსაზრისით.

“რაც შეეხება ტესტის სირთულის გამოთვლას, ამის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შესაძალებელია, გამოვითვალოთ საშუალოდ რა პროცენტი ასრულებს დავალებებს სწორად. მაგალითად, თუ პირველი ვარიანტი დაწერა 7 000–მა აბიტურიენტმა, ავიღოთ ყველა ქულა, შევაჯამოთ გავყოთ შვიდიათასზე და მივიღებთ ამ ვარიანტის საშუალო ქულას. თუმცა, არსებობს ტესტის გამოთვლის სხვა ვარიანტებიც.

“ამ შემთხვევაში ჩვენ ვითვლით, თითოეულ აბიტურიენტს, რომ დაეწერა ყველა დანარჩენი ვარიანტი, გარდა იმისა რაც დაწერა, რა ქულას მიიღებდა და ამის შემდგომ ვირჩევთ მისთვის საუკეთესო ქულას. სკალირების დათვლის პრინციპი ეს არის.

“რაც შეეხება ქულის დამატებას ტესტის სირთულის მიხედვით, ასე არ ხდება. ის რომ მესამე ვარიანტი რთული იყო და ამის გამო აბიტურიენტებს ქულა მოემატოთ გამორიცხულია, რადგან ასე არასდროს მომხდარა”,- აცხადებს სოფო დოლიძე.

ამასთან, ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ვერბალური ნაწილი ოდნავ გამარტივებული იყო, მათემატიკური ნაწილი კი თითქმის იგივე სირთულის.

“სამწუხაროდ, წელს მაქსიმალური 80 ქულა არ დაწერილა, თუმცა გამოცდის ყველა ვარიანტში დაიწერა 79 ქულა. რაც შეეხება ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს, აბიტურიენტებისთვის წელს მათემატიკური ნაწილი ოდნავ უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვერბალური. თუმცა შარშანდელს თუ შევადარებთ, მათემატიკური თითქმის იგივეა, ოდნავ უფრო გამარტივებული იყო ვერბალური ნაწილი”, – განმარტა გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა.

ჩვენს კითხვაზე, როგორია წლევანდელი მონაცემები შარშანდელთან შედარებით, დოლიძე ამბობს, რომ დაახლოებით მსგავსი შედეგებია.

“ერთი ქულით მეტი ან ნაკლები არაფერს ცვლის, რადგან იდენტური შედეგების მიღება შეუძლებელია. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით ისეთივე შედეგი გვაქვს, რაც შარშან გვქონდა. იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც უნარებში ზღვარი ვერ გადალახეს, შარშან 15%-ზე ცოტა მეტი იყო, წელს ცოტა ნაკლებია”.

ზოგადი უნარების ტესტის პირველი ვარიანტი მომზადდა აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ და ოსურ ენებზე. ამ ენებზე ტესტი შეასრულა 2 324-მა აბიტურიენტმა.

რაც შეეხება სტატისტიკას, ზოგადი უნარების ოთხივე ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 87,91%-მა. ვარიანტების მიხედვით, გადალახულთა მონაცემები ასეთია:

ვარიანტი I გადალახა 86,33%-მა;

ვარიანტი II  – გადალახა 88,64%-მა;

ვარიანტი III – გადალახა 88,55%-მა;

ვარიანტი IV – გადალახა 87,76%-მა.

როგორც უკვე ითქვა, პირველ, მეორე და მეოთხე ვარიანტში გამსვლელი ქულაა 24, მესამე ვარიანტში კი, მისი სირთული გამო – 21.

რომელ ვარიანტში რა ქულები დაიწერა:

untitledQULEBI

დეტალური სტატისტიკური მონაცემების ინფოგრაფიკა

ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი აბიტურიენტთა 15%–მა ვერ გადალახა – რთული ვარიანტია III

სკალირება და გათანაბრება – განმარტება

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა


როგორ აფასებენ საგრანტო კონკურსს სტუდენტები და რამდენ მათგანი მიიღებს სასწავლო გრანტს

$
0
0

სტუდენტებმა, რომელთაც სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება ან მისი გაუმჯობესება სურდათ, საგრანტო კონკურსის გამოცდა ჩააბარეს. საგამოცდო ცენტრებში სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 23%-ზე მეტი სტუდენტი არ გამოცხადდა.

წელს სახელმწიფოს მხრიდან გრანტის გაუმჯობესების მსურველთათვის 215 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც დაახლოებით 200 აპლიკანტის სამყოფია რეგისტრირებული კი 3 000 სტუდენტი იყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მთავრობამ შესაბამისი დადგენილება უკვე მიიღო. თანხა დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც წინა წლებში.

“გრანტი დაახლოებით 200 ადამიანს გაუუმჯობესდება. ზოგი 50 %-დან 70%-ზე გადავა, ზოგიც სრულად დაფინანსდება. გამოცდაზე სულ 3 ათასი სტუდენტი იყო დარეგისტრირებული, ასე რომ კონკურსი მაღალია“- განუმარტა EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ.

საგრანტო გამოცდაზე რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით, ყველა საგამოცდო ცენტრში დილის 08:00 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდაზე, სტუდენტებს გამოცდის ჩასაბარებლად დრო 2 საათი და 35 წუთი ჰქონდათ. გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების შეფასებები არაერთგვაროვანია.

საგრანტო კონკურსის გამოცდა სტუდენტების ნაწილისთვის რთული აღმოჩნდა. ამბობენ, რომ მათ განსაკუთრებულად მათემატიკური ნაწილი ვერ ამოხსნეს, რის გამოც შიშობენ, რომ დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

„გამოცდა ძალიან რთული იყო, ისეთი რთული, რომ არ მახსოვს რა დავწერე. სამწუხაროდ არ მაქვს იმედი გრანტის გაუმჯობესების, რადგან ისე დავიბენი სულ ამერია ყველაფერი. ძალიან მოწყენილი ვარ, ვეცადე გამოცდის დრო სრულად გამომეყენებინა, მაგრამ რა გამოვა არ ვიცი. მათემატიკას ვერაფერი ვერ გავუგე“, – გვითხრა ნინი მიდოდაშვილმა.

„რა ვიცი რა ვთქვა? გამოცდა ასეთი რთული თუ იქნებოდა არ მეგონა. გრანტის გაუმჯობესება მინდოდა, მაგრამ რა გამოვა ვნახოთ. ტესტებში რა დავწერე ვერ გეტყვით. მე ,,სეუ“ – ში ვსწავლობ ფინანსებზე და მინდოდა 50%- იანი გრანტი მაინც მიმეღო, მაგრამ ამის იმედი ნაკლებად მაქვს,, – ამბობს მალხაზ ხიზანიშვილი.

„გამოცდა იმიტომ არის გამოცდა, რომ რთული უნდა იყოს, მაგრამ ასეთი სირთულის თუ იქნებოდა საერთოდ არ მოვინდომებდი გრანტის გაუმჯობესებას. მე ძალიან კარგად ვსწავლობ და კარგი სტუდენტი ვარ, თუმცა იმას რომ ამბობენ საგრანტო კონკურსის გამოცდები ადვილიაო, ამას არ ვეთანხმები. ტექსტები იყო მოცემული ისტორიულ ძველ ბერძნებზე, მათემატიკური იყო ალბათობები რაც ვერ დავწერე საერთოდ. ასე რომ გრანტს წელსაც უნდა დავემშვიდობო“, – ამბობს ანი ბაკურაძე.

„გამოცდა ისეთივე იყო როგორც წინა წელს, თუმცა მე უკვე მეორედ გავედი გამოცდაზე გრანტის გასაუმჯობესებლად. სამწუხაროდ, ეს წინა წელს ვერ შევძელი. ტექსტები რთული არ იყო, მხოლოდ მათემატიკური ნაწილი გამოირჩეოდა სირთულით. მათემატიკურ ნაწილში იყო მოცემული ფიგურები, ფართობები და ა.შ. ლოგიკური მსჯელობიდან ჭეშმარიტება და მცდარობა რაც არის ხოლმე ის იყო“, – გვითხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ გერმანიშვილმა.

“გამოცდა იყო დაყოფილი სამ ნაწილად და ჩემთვის ყველაზე რთული იყო მათემატიკური ნაწილი. მათემატიკურ ნაწილში იყო მოცემული რამდენიმე ალბათობა და გეომეტრიული მაგალითები. სამწუხაროდ არ შემხვდა ანალოგიები, რაზეც გული ძალიან მწყდება, თუმცა არაუშავს, გრანტის გაუმჯობესების იმედი ამ ეტაპზე მაინც მაქვს“, – ამბობს ნუგზარ ედიშერაშვილი.

„სულ იყო 42 კითხვა, ვერბალური ნაწილიდან იყო მოცემული 16 კითხვამდე, დანარჩენი საკითხები იყო მათემატიკური და ტექსტის გააზრება. ტექსტის გააზრების პირველ ნაწილში იყო ძველი ბერძენი მკვლევარების ნაშრომები მოცემული, ტექსტის მეორე ნაწილი შეეხებოდა რევოლუციას და იყო ძველი რევოლუციები შედარებული ახალთან“, – ამბობს იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი გუგუტიშვილი.

„გამოცდა როგორც წინა წლებში, წელსაც დაახლოებით იგივე სირთულის იყო. რაოდენობრივ ნაწილს შევეხები, რომელიც არც ისე რთული არ იყო და ეს ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა, იმიტომ, რომ მათემატიკური დავალებები ძალიან რთული იყო. ასოები იყო მოცემული და თითოეულ მათგანს მიესადაგებოდა ციფრები, ეს ციფრები ერთმანეთზე იყო გამრავლებული ოღონდ ჩვენ არ ვიცოდით რომელი ციფრების ნამრავლი იყო. შემდეგ იყო მოცემული ტოლობა და ამის მიხედვით უნდა გაგვერკვია – თუ ორი სიტყვა ერთმანეთის ტოლი იყო, სხვა რომელი სიტყვა შეიძლებოდა ყოფილიყო ერთმანეთის ტოლი“, – ამბობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ანა მარწყვიშვილი.

2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

 მოამზადეს ნიკა გაბლიშვილმა და თაკო მათეშვილმა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მაიკლ ქაუგილი სტუმრობდა

$
0
0

27 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, „გაუ“-ს რექტორი, მაიკლ ქაუგილი ეწვია, რომელიც ამასთანავე ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტია. ეს, მაიკლ ქაუგილის პირველი ვიზიტია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის რექტორთან, ზურაბ ხონელიძესთან, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. გულთბილი შეხვედრის შემდეგ ორმა რექტორმა სოხუმის უნივერსიტეტის განვითარების გზებზე ისაუბრა.

მაიკლ ქაუგილმა გამოთქვა სურვილი, რომ გაეცნოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებას და უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაში სათანადო წვლილი შეიტანოს. ამასთანავე აღნიშნა: „ბატონ ზურაბს დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ის არაჩვეულებრივი მეგობარია. მისი წარსულიდან და ხასიათიდან გამომდინარე ვიცი რისი გაკეთებაც შეუძლია. განსაკუთრებული ადამიანია, გააზრებული აქვს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ ბატონი ზურაბი ღირსეულად გაართმევს თავს მის წინაშე დასახულ ამოცანებს. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა  და მზად ვარ მხარში ამოვუდგე ბატონ ზურაბს და  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.“

„ არიან ადამიანები, რომლებიც განწყობილნი არიან იმისათვის, რომ მხარში ამოუდგნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ბატონი მაიკლი ერთ-ერთი მათგანია. ის სიღრმისეულად იცნობს საქართველოს, აფხაზეთის პრობლემას და ხედავს ჩვენი უნივერსიტეტის როლს ამ პრობლემების მოგვარების საკითხში, რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან ერთად. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას და განათლების სამინისტროს იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავმკვიდრდეთ როგორც აკადემიური  დაწესებულება, მოვახდინოთ ინტეგრირება ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და ვიქცეთ სამეცნიერო-კვლევით-ანალიტიკურ საუნივერსიტეტო ცენტრად – „ჰაბად“ რეგიონში. ჩვენ გვაქვს ამისი რწმენა და ცოდნა – თუ როგორ გავაკეთოთ ეს საქმე“, – აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ.

უახლოეს მომავალში ქართულ-ამერიკულ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაა დაგეგმილი.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები სამაგისტრო გამოცდით დასრულდა – შეფასებები

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. ბოლო დღეს მაგისტრობის მსურველ  აპლიკანტებს C ტიპის ტესტზე მოუწიათ მუშაობა, სადაც ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობა შედიოდა. A ტიპის ტესტზე დარეგისტრირებული იყო 5 721 მაგისტრობის მსურველი, B ტიპის ტესტზე 5 637, C ტიპის ტესტზე 2 080. მთლიანობაში ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულთა ჯამი 13 438–ს შეადგენდა. საგამოცდო ცენტრიდან გამოსული მაგისტრობის მსურველები ამბობენ, რომ გამოცდა საშუალო სირთულის იყო და დაწესებული ბარიერის გადალახვა სავარაუდოდ არ გაუჭირდებათ.

„მოლოდინი მაქვს რომ აუცილებლად ჩავაბარებ და გავაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაში. რაოდენობრივი შედარებით ადვილად დავწერე, გამოცდას კი საშუალო სირთულისად ვაფასებ. ერთი ასეთი სასაცილო საკითხი შემხვდა, გვეკითხებოდნენ – ორნიშნა რიცხვის ჯამი ერთის ტოლია და უნდა გაგვეგო რისი ტოლი იქნებოდა მისი ნამრავლი“, – აბობს დავით ალავერდაშვილი.

„საერთოდ არაფერი არ მახსოვს. ერთადერთი მათემატიკური ნაწილი იმდენად მარტივი იყო, რომ ძალიან მალე დავწერე. მიუხედავად იმისა, რომ დრო არ მყოფნის ხოლმე, ამ ნაწილში დიაგრამები იყო ძალიან ბევრი, ანუ რაც წინა წლებში იგივე იყო, უბრალოდ ამჯერად უფრო გამარტივებული ვერსიით“, – გვეუბნება ნიკოლოზ ბარბაქაძე.

„რაოდენობრივი მსჯელობები ასეთი სახის იყო, მაგალითად მოცემული იყო პირობა და ამ პირობით ვწერდით ორ ამოცანას, დანარჩენი იყო სტანდარტული ლოგიკა, რაღაც განსაკუთრებული სირთულის გამოცდა არ ყოფილა. მათემატიკურ ნაწილში იყო გრაფიკები, გეომეტრიული ფიგურები და გვკითხებოდნენ, რომელი პირობაა საჭირო იმისთვის, რომ ამოვხსნათ ამოცანა. ვფიქრობ, რომ უნდა გამიმართლდეს და ჩავაბარო“,  – აცხადებს ნინი მთიულიშვილი.

„მოცემული იყო რაღაცა მოწყობილობა, რომელიც ორი მილით ივსებოდა, ერთი მილიდან წყალი ჩადიოდა, წუთში ხუთი ლიტრის ოდენობით, ხოლო მეორედან არ იყო მითითებული და მთლიანად ეს მოწყობილობა წყლით ათ წუთში ივსებოდა, აქედან გამომდინარე უნდა გაგვეგო რამდენი ლიტრი წყალი ჩადიოდა მეორე მილიდან. ასეთი საინტერესო და სააზროვნო საკითხები იყო“, – გვეუბნება მაგისტრობის მსურველი თამაზ გიგაშვილი.

„გამოცდა რთული ნამდვილად არ იყო, ჩემი აზრით, მაგისტრობის სურვილის მქონე ადამიანმა უნდა დაძლიოს. მათემატიკაში დრო საკმარისი იყო, თუმცა ლოგიკაში ზუსტად ჩავეტიე, შეიძლება უფრო უკეთესი ყოფილიყო ცოტა დროც რომ მქონოდა. იყო ისეთი საკითხები, რაც დაფიქრებას საჭიროებდა და იყო საკითხები, რაზეც ბევრი ვერ ვიფიქრე და ისე ჩავხაზე. მათემატიკა ძალიან ადვილი იყო, მართლა, ძირითადად როგორც ყოველ წელს მოდის ხოლმე მასეთი იყო, ძირითადად იყო მონაცემთა საკმარისობა, ხუთი დავალება მაინც იყო ასეთი. უმეტესწილად გეომეტრია იყო, ალგებრა ნაკლებად, საკოორდინატორო სისტემები და მართკუთხედები“, – ამბობს ანი მახარობლიძე.

„ლოგიკაში ერთი დავალება პირამიდებზე მოვიდა. მოცემული იყო შვიდი პირამიდა და იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებმაც ეს პირამიდები ააგეს. ასევე იყო მოცემული მათი სიმაღლეებიც. ამ ამოცანიდან უნდა გაგვეგო – რომელმა არქიტექტორმა რომელი პირამიდა ააგო, ასეთი სახის იყო რამდენიმე დავალება. ვფიქრობ, რომ თავი გავართვი და შედეგიც კარგი მექნება“, – აცხადებს მარიამ წულაშვილი.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტებისა და პასუხების გამოქვეყნება მიმდინარე კვირაში მოხდება. რაც შეეხება შედეგებს, აგვისტოს შუა რიცხვებში აპლიკანტები თავიანთ შედეგებს უკვე გაიგებენ, ხოლო გრანტის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ ნოემბრის თვეში გახდება ცნობილი. მთლიანი გრანტის მოცულობა, რომლითაც მაგისტრები დაფინანსდებიან 2 მილიონი ლარია და ამ თანხით დაახლოებით 900-მდე სტუდენტი ფინანსდება.

წაკითხულის გააზრების მაქსიმალური ქულაა 21, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი  – 6,4; ანალიტიკური წერის  მაქსიმალური ქულა 20, ზღვარი – 7,0 ; ლოგიკური  ლოგიკური მსჯელობის მაქსიმალური ქულაა 17, ზღვარი  – 5,2;  რაოდენობრივი მსჯელობის მაქიმალური ქულაა 20, მინიმალური –  5,2 .

2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

პროფესიული განათლების თემატური ჯგუფის სხდომა გაიმართა

$
0
0

პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თემატური ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, ჯგუფის წევრებმა პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღოსნიძიებები და კომპანიის ტრენერის საკვლიფიკაციო ჩარჩო განიხილეს.

კომპანიის ტრენერს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დუალური და მოდულური სწავლების დანერგვის პროცესში, ვინაიდან დუალური პროფესიული განათლება  საწარმოებში სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებასაც ითვალისწინებს. პრაქტიკულ სწავლებას კი  კომპანიის ტრენერი წარმართავს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიულ და პედაგოგიურ მოთხოვნებს, რათა სტუდენტმა შედეგს მიაღწიოს.

კომპანიის ტრენერის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ისე გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და GIZ-ის პროექტების გამოცდილება.

თემატური ჯგუფის შეხვედრას პროფესიული კოლეჯების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკვალიფიკაციო ჩარჩოს შექმნისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

$
0
0

იხილეთ 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტები:

საერთო სამაგისტრო გამოცდა:

A ტიპის ტესტი

B ტიპის ტესტი

C ტიპის ტესტი

ტესტური დავალებების სწორი პასუხები

 

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი:

სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტი

2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები ცნობილია

$
0
0

2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები გამოქვეყნდა. გთავაზობთ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებსა და სწორ პასუხებს:

2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ანალიტიკური წერის შეფასების სქემა გამოქვეყნდება გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები სამაგისტრო გამოცდით დასრულდა – შეფასებები

სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები –გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები გამოაქვეყნა.

2017 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

 

როგორ აფასებენ საგრანტო კონკურსს სტუდენტები და რამდენ მათგანი მიიღებს სასწავლო გრანტს

 

 


ჯეჯელავამ მე–2 საჯარო სკოლის დირექტორი მოუწესრიგებელი საპირფარეშოს მიზეზით გაათავისუფლა

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანების საფუძველზე ჩხოროწყუს ვახტანგ ფირცხალავას სახელობის მე–2 საჯარო სკოლის დირექტორი დემნა ყალიჩავა თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მისი მხარდაჭერის მიზნით დღეს სკოლასთან საპროტესტო აქციას სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები მართავენ და დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვენ.

20447248_1396970450419271_1038434519_oროგორც EDU.ARIS.GE-ს დირექტორის მოადგილე ნონა თოდუამ განუცხადა, განათლების სამინისტროს აუდიტმა საქმის წარმოება ანონიმური განცხადების საფუძველზე დაიწყო, რაც მათთვის მიუღებელია და არც აუდიტის დასკვნაში მოყვანილ ფაქტებს ეთანხმებიან სრულად.

როგორც მათთვის არის ცნობილი, სამინისტროს საპირფარეშოების მდგომარეობაზე სკოლა არ გაუფრთხილებია.

“აუდიტის დასკვნა საგანმანათლებლო რესურსცენტრს 21 ივლისს ჩაბარდა, ჩვენთან კი ორშაბათს შემოვიდა. ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი. ის რაც დოკუმენტში წერია გამუქებულია და სრულყოფილად სიმართლეს არ ასახავს. დასკვნაში საუბარია, რომ მოუწესრულებელია სკოლის ტუალეტი, არადა, საშუალო ვითარებაა. მხოლოდ წელს საპირფარეშოების მოწესრიგებისთვის შესაძენ სადეზინფექციო საშუალებებში 572 ლარი დაიხარჯა. ასევე სხვა მიზეზებიც წერია. დემნა ყალიჩავა გეგმავს მიმართოს სასამართლო უწყებას და სამართლებრივი გზით დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ჩვენ ძალიან წარმატებული სკოლა გვაქვს და ამაში სახელმწიფოს წვლილიც არის, მაგრამ ეს წარმოუდგენლად სამარცხვინო ფაქტია, რაც ახლა ხდება”, – განგვიცხადა დირექტორის მოადგილემ.

20447316_1396970340419282_627932189_o

აღნიშნულ საჯარო სკოლაში სულ 248 მოსწავლე სწავლობს. სასწავლო პროცესი პირველიდან მე–12 კლასის ჩათვლით ხორციელდება. აუდიტის დასკვნაში არსებული ერთ–ერთი მიზეზი სწორედ მაღალკლასელთა დასწრებას უკავშირდება. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, როდესაც აუდიტი სკოლას შესამოწმებლად ესტუმრა, მე–11 კლასი სკოლაში საერთოდ არ იმყუოფებოდა და საგაკვეთილო პროცესი ჩავარდნილი იყო.

განათლების მინისტრმა 5 სკოლის დირექტორი მოუწესრიგებელი ტუალეტების მიზეზით გაათავისუფლა

სად ვუშვებთ შვილებს?! – რეპორტაჟი სკოლის ტუალეტებიდან

მოამზადა პაპუნა შუშანიამ

გერმანელი ექსპერტები ოზურგეთის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლებს შეხვდნენ

$
0
0

გერმანლი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში, პროფესიული განათლების მასწავლებელთა საჭიროებების დადგენის მიზნით იმყოფებიან, ოზურგეთის კოლეჯის მასწავლებლებს შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები გაეცნენ როგორც სასწავლებლების ინფრასტრუქტურულ ბაზას, ასევე იმ საწარმოებს, სადაც კოლეჯის სტუდენტები, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პრაქტიკულ სწავლებას გადიან. ოზურგეთის კოლეჯი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა „ნაბეღლავი“, „ბახმაროს განვითარების პროექტი“ და სხვადასხვა სასტუმროებთან საზღვაო კურორტებზე.

პროფესიული მასწავლებლების აკადემიური საჭიროებების დადგენა აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ გერმანელმა ექსპერტებმა, ვიზიტის ფარგლებში, მიზნობრივი ტრენინგები ჩაატარონ. სტუმრები კოლეჯის ადმინისტრაციასაც შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

2017-2018 წლის მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა

$
0
0

2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა დამტკიცდა.

პრემიერის ბრძანების თანახმად, 2017-2018 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 1 806 750 ლარის ოდენობით.

ბრძანებას ხელს აწერს საქართველოს მრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ის უკვე ძალაშია.

მასწავლებელთა გადამზადების ერთწლიანი პროგრამის გავლის პროცედურული დეტალები და ღირებულება

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა

$
0
0

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. ცვლილებათა პაკეტს ხელს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აწერს.

კანონს რიგი ქვეპუნქტები დაემატა, რომელიც შემდეგ საკითხებს უკავშირდება: რომელი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებას, პროგრამის ავტორიზაციის თვითშეფასების შემოწმებისა და ავტორიზაციის გაუქმების პროცედურები, მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის პროცედურები.

ხელახალი ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ საკითხის განმარტებისას ნათქვმია, რომ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011–2015 წლებში, ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუგრძელდეს 1 წლით. იხილეთ მეტი ინფორმაცია გამოქვეყნებულ დოკუმენტში:

ბრძანების ცვლილებების დოკუმენტი

ესეების კონკურსი მასწავლებლებისთვის – EDU.ARIS.GE–ზე ახალი პროექტი იწყება

$
0
0

საგანმანათლებლო პორტალი EDU.ARIS.GE საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით ესეების კონკურსს იწყებს.

კონკურსის ვადების, პირობებისა და წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ოფიციალურად ხვალ 12:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე გაჟღერდება, რის შემდგომაც გამოქვეყნდება წესები და დაინტერესებული პირები თავიანთი ნამუშევრების გამოგზავნას შეძლებენ.

გამარჯვებულები მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვლინდებიან და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. დეტალებს დაელოდეთ ხვალ, EDU.ARIS.GE – ზე.

საკონტაკტო პირი მედიისთვის ქეთი გიგოლაშვილი: 598900223

უნივერსიტეტები, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდა – სიები

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, უნივერსიტეტებს ავტორიზაციის ახალი კრიტერიუმებით გასასვლელად სათანადო მომზადებისთვის, ავტორიზაციის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. EDU.ARIS.GE ამის შესახებ უკვე წერდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ავტორიზაცია 29 უნივერსიტეტს ერთი წლის ვადით გაუხანგრძლივდება.

კანონპროექტი, რომელიც „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ ეკუთვნის საკანონმდებლო ორგანოში მეორე მოსმენის ეტაპს გადის.

რომელია ის უნივერსიტეტები, რომელთაც კანონის ახალი მოთხოვნის შესაბამისად ახალი კრიტერიუმებით ავტორიზაციის გასავლელად დამატებით ერთი წელი ექნებათ, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-მ ინფორმაცია „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან“ მოიპოვა.

როგორც თამარ სანიკიძის უწყებიდან გვიპასუხეს, კანონის ახალ რედაქციაში იწერება, რომ „იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011-2015 წლებში, ავტორიზაციის 5 წლიანი ვადა გაუგრძელდეთ 1 წლით“. ასეთი კი მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 72 უნივერსიტეტია. მათგან 29 უმაღლეს დაწესებულებას ავტორიზაციის ვადა  2017 წელს გასდის. “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი” კი პირველ ეტაპზე სწორედ ამ 29 უნივერსიტეტს გაუხანგრძლივებს ავტორიზაციისთვის ვადას 1 წლით.

უპირველესად გთავაზობთ ამ 29 უნივერსიტეტის ჩამონათვალს, მათ ავტორიზაციის ვადა 2017 წლის აგვისტო-დეკემბერის განმავლობაში გასდით:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  7. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  8. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  9. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
  10. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  11. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  12. შპს-თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი;
  13. შპს – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი;
  14. შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  15. შპს – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  16. შპს – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  17. შპს ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტი;
  18. შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
  19. შპს – საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი;
  20. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
  21. შპს – ქუთაისის უნივერსიტეტი;
  22. ა(ა)იპ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  23. შპს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
  24. სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  25. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია;
  26. შპს – დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  27. შპს – ექვთიმე თაყაიშვილის სხაელობის სასწავლო უნივერსიტეტი;
  28. შპს – თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი “ჰიპოკრატე”;
  29. ა(ა)იპ – საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის “საზოგადოება ცოდნა”.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ იურიდიული დეპარტამენის უფროს ნინო ბეგიაშვილის განმარტებით, ავტორიზაციის ვადის ერთი წლით გაგრძელებას არა მხოლოდ იმ უნივერსიტეტებისთვის, რომელთაც ავტორიზაცია 2011-2012 წლებში მიიღეს, არამედ მათთვისაც ვინც ეს დოკუმენტი 2013-2015 წლებში მიიღეს, ორი მიზეზი აქვს.

„2016 წლის თებერვლიდან ავტორიზაცია გახდა 6-წლიანი. წინა წლებში იყო 5-წლიანი. ინიცირებულ კანონში ჩვენ ამ უნივერსიტეტების თანაბარ პირობებში ჩასაყენებლად ჩავწერეთ 2011-2015 წლებში ავტორიზაცია მიღებული უნივერსიტეტები. მათთაც 6–წლიანი ავტორიზაცია რომ გამოუვიდეთ და 5 წლიანი ავტორიზაცია ერთი წლით გაუგრძელდეთ. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ ახალი სტანდარტებით რომ მოხდეს უნივერსიტეტების სრულფასოვანი შეფასება, ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია რაღაც ლოგიკური რაოდენობა უნივერსტეტები გადიოდეს ვტორიზაციას. მათ სრულფასოვან შეფასებას, როგორც მათი, ასევე ცენტრის რესურსი სჭირდება, სწორედ ამიტომ მოხდა მათი დალაგება წლების მიხედვით“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ის ნინო ბეგიაშვილმა.

გთავაზობთ წლების მიხედვით იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალს, რომელთაც ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. 2018 წელს ავტორიზაციის ვადა 13 უნივერსიტეტს გასდის. ყველა მათგანს ახალი კრიტერიუმებით ავტორიზაციის გასავლელად დამატებით ერთი წელი ექნებათ.

  1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;
  2. სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  3. შპს – გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი;
  4. ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი”;
  5. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
  6. შპს – თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;
  7. შპს – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი;
  8. შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი;
  9. შპს ამერიკის ბიზნესის აკადემია;
  10. შპს უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია;
  11. შპს – ახალი უმაღლესი სასწავლებელი;
  12. ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი;
  13. შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია – შBA.

2019 წელს ავტორიზაცია ვადა 15 უნივერსიტეტს გასდის. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

  1. სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  2. შპს – საქართველოს უნივერსიტეტი;
  3. შპს კავკასიის უნივერსიტეტი;
  4. შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ;
  5. შპს – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  6. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი;
  7. შპს – სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;
  8. სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
  9. სსიპ ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი;
  10. სსიპ – სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  11. შპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი;
  12. შპს წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
  13. სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  14. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
  15. შპს ინტერბიზნესის აკადემია;

2020 წელსაც 15 უნივერსიტეტია, რომელთაც ავტორიზაციის მისაღებად ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

  1. შპს – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
  2. ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი;
  3. შპს “ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი”;
  4. შპს – აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი;
  5. ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია;
  6. ა(ა)იპ – წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ცაგერის სასულიერო სემინარია;
  7. ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი;
  8. ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია;
  9. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქო გრემის სასულიერო სემინარია;
  10. ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარია;
  11. შპს სასწავლო უნივერსიტეტი ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი;
  12. შპს თბილისის საერთაშორისო აკადემია;
  13. შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი;
  14. ა(ა)იპ – ახალი საქართველოს უნივერსიტეტი;
  15. ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს ახალციხის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარია.

კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციას ნაცვლად 3 კრიტერიუმისა, 7 კრიტერიუმით გაივლის.

თამარ სანიკიძე: „რეორგანიზაცია აუდიტის დასკვნის გამო არ განხორციელებულა“

რა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის გასავლელად

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის სკოლის მართვის საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს

$
0
0

31.07.2017 – „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, აგრძელებს ტრენინგების მორიგ ციკლს დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე. ტრენინგები თელავში, ბაზალეთსა და წყალტუბოში იმართება.     

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამჟამად, ტრენინგზე მოწვეული იქნება 1872 დირექტორი და პროექტის ფარგლებში სკოლის ბაზაზე შერჩეული ამდენივე ფასილიტატორი. ისინი გაივლიან ლიდერობის მეორე აკადემიის მესამე, მეოთხე და მეხუთე ტრენინგმოდულებს, რაც გაერთიანებულია ტრენინგ კურსში. ტრენინგების ამ ციკლზე მოწვეული არიან ასევე საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელებიც.  ტრენინგის თემებია: „ლიდერობა და ხელმძღვანელობა “ ,, სასწავლო თემის განვითარება“ და „21-ე საუკუნის კლასის მახასიათებებლები, ნაწილი II”, რაც ჯამში 48 საკონტაქტო საათს შეადგენს.

ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.  ასევე, მასწავლებლებში განავითაროს ლიდერობის და თანამშრომლობის  უნარ-ჩვევები.

ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.

ლიდერობის პირველი აკადემია 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე გაიარა. მონიტორინგის შედეგების თანახმად, ლიდერობის პირველი აკადემიის მონაწილე დირექტორთა 81%-მა მიიჩნია, რომ ტრენინგის სასწავლო მიზნები შეესაბამებოდა მათ პროფესიულ საჭიროებებს. ასევე, დირექტორთა 76% აღნიშნა, რომ ტრენინგმა გაზარდა მათი პროფესიული დონე და მიღებული ცოდნა  დაეხმარება გახდეს უკეთესი დირექტორი.     

ლიდერობის აკადემიის ყოველი საფეხურის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX-ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

 


ესეების კონკურსი „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ დაიწყო – მონაწილეობის პირობები

$
0
0

მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ – საგანმანათლებლო პორტალიEDU.ARIS.GE,  საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით ესეების კონკურსს აცხადებს.

აღნიშნულის შესახებ სპეციალური პრესკონფერენცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. წარმოგიდგენთ მონაწილეობის პირობებს წესებსა და ინფორმაციას გამარჯვებულთა დაჯილდოების შესახებ.

ესეების კონკურსისმასწავლებლები კონსტიტუციაზე მიზანია,  განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების დაინტერესება საკონსტიტუციო ცვლილებებით და ზოგადად, კონსტიტუციის მნიშვნელობითა და დანიშნულებით, მათი ინფორმირებულობის გაზრდა საქართველოს მასშტაბით. კონსტიტუციის ცვლილების პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა, რადგან ყველა სფეროს წარმომადგენელ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, რომ თავად იზრუნოს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის საუკეთესო მოდელის შემუშავებაზე.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქმედ, ყოფილ და პენსიაზე გასულ მასწავლებელს, სკოლის მოქმედ დირექტორს, დირექტორის მოადგილეს (რომელთაც შეუძლიათ პროფესიაში ყოფნის დადასტურება).

კონკურსის პირობები

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინონ ესე თემაზე მასწავლებლები კონსტიტუციაზე.

საკონკურსო ნამუშევრების შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება შემდეგს:

  • სახელმწიფო მმართველობის ფორმებზე მსჯელობისას მყარი არგუმენტების გამოყენებას;
  • ქვეყნისთვის კონსტიტუციის არსსა და მნიშვნელობაზე მსჯელობას;
  • საქართველოს ან მსოფლიოს ისტორიიდან მაგალითების განხილვას ან თემატურად გავლებულ პარალელებს;
  • კონსტიტუციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების, გამოწვევებისა და პერსპექტივის განხილვას;
  • საკითხზე, რამდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოს კონსტიტუცია თითოეული მოქალაქისათვის  მსჯელობას.  

 

  • ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესეს გამოგზავნა;
  • ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს (500 სიტყვას), შრიფტი – Sylfaen 12, მაიქროსოფთ ვორდის ფორმატში;
  • ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე;
  • დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;
  • ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, მობილურის ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა,  ასევე სკოლის დასახელება (რაიონი, რეგიონი)

საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 სექტემბერი.

ნაშრომის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: ese@aris.ge გთხოვთ, გამოგზავნისას მეილის სათაურში ( Subject-ველი ) მიუთითეთ “ესეების კონკურსი”.

შეფასების კრიტერიუმები: თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება, თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარები, ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი), წერის კულტურა.

გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება

ნაშრომებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს, გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის სექტემბერის ბოლომდე გაცხადდება.

კონკურსანტები ერთმანეთს სკოლის ადგილმდებარეობით განსაზვრული რაიონების/რეგიონების ფარგლებში შეეჯიბრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ რაიონს/რეგიონს თავისი გამარჯვებული ეყოლება!

გამარჯვებულის პრიზი

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის რაიონებიდან, აფხაზეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან საუკეთესო ესეების ავტორები (თითოეული რეგიონიდან ერთ-ერთი) ფულადი პრიზით 500 ლარის ოდენობით დაჯილდოვდებიან! (კონკურსში არააქტიური რეგიონისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცემა სხვა რეგიონის წარმომადგენელს).

ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო ესეების ავტორებს სპეციალურად მიძღვნილ ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დააჯილდოვებს!

ყველა გამარჯვებულს ქ. თბილისში EDU.ARIS.GE ჩაუწერს ვიდეორგოლს, სადაც ავტორი საკუთარ ესეს საზოგადოებას თავად გააცნობს! მოგვიანებით კი ყველა ვიდეორგოლი გულშემატკივრებისა და მომავალი თაობებისათვის EDU.ARIS.GE -ს ვებგვერდზე განთავსდება.

ყველა კონკურსანტი აუცილებლად მიიღებს მონაწილის სერტიფიკატს (PDF, ელ.ფოსტაზე)

გისურვებთ წარმატებას!

მონაწილეობის პირობები და წესები

ese@aris.ge

აბიტურიენტების მათემატიკის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2017

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის გამოცდის შედეგები ცნობილია. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:

შედეგები

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფაკიცო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებენ, ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელის, მაგთის, ბილაინის) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გაგზავნოს შემდეგ ნომერზე  – 9 3 3 3 3, (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამონათვალში ფაკულტეტების წაშლა და დამატება აბიტურიენტებს აპელაციის განაცხადების შეტანის დასრულების დღემდე შეეძლებათ. რაც შეეხება თავად აპელაციას და მის ვადებს, ის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

სსუ-ში მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის აუდიტორიას რონდა სოფერის სახელი მიენიჭა

$
0
0

28 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების აუდიტორიას ისრაელის გორდონის უმაღლესი აკადემიური კოლეჯის პროფესორის, ევრო­კა­ვ­ში­რის პრო­გ­რამის Tempus 5th Call-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის – DOIT-ის კო­ო­­რ­დი­ნა­ტო­რის, ანთროპოლოგიისა და მულტიკულტურალიზმის ცნობილი მკვლევ­რის, სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სიტეტის სა­პა­ტიო დოქტორის, პროფესორ რონდა სო­ფე­რის სახელი მიენიჭა.

ცენტის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელსაც თვით ქალბატონი რონდა სოფერი და DOIT-ის ქართველი პარტნიორი უნივერსიტეტები, სსუ-ის ად­მი­ნისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ახალაძე უძღვებოდა. მან დამსწრე საზოგადოებას და რონდა სოფერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პროფ. ზურაბ ხონელიძის გულთბილი მისალმება გადასცა, რომელიც ბათუმში გამართულ რექტორთა საბჭოს სხდომის გამო ვერ დაესწრო აღნიშნულ ღონისძიებას.  ლია ახალაძემ ვრცლად ისაუბრა ისრაე­ლი­დან ჩამოსული სტუმრის მოღვაწეობის შესახებ, პროექტ DOIT-ის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე, რონდა სოფერის განსაკუთრებულ პიროვნულ თვისებებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რონდა ჩვენი უნივერსიტეტის დიდი მეგობარია, რაც არაერთხელ გამოხატა საქმითა და სიტყვით. მისი ინიციატივით სსუ-ის რამდენიმე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე (მასწავლებლის განათლება (დაწყებითი საფეხური), ინკლუზიური განათლება, ისტორია,  საერთაშორისო ურთიერთობები, განათლების მეცნიერებების ისტორიის სწავლების მეთოდიკის მოდული) განხორციელდა ახალი სასწავლო კურსების პი­ლო­ტი­რება, შეიქმნა და დაიბეჭდა შესაბამისი სახელმძღვანელოები, ტექნიკურად აღი­ჭუ­რ­ვა  არამარტო მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის  კვლევების ცენ­ტ­რი, არამედ რამდენიმე აუდიტორია განათლების ფაკულტეტზე.  მისი თაოსნობით წამოწყებულმა პროექტმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეგობრები შესძინა არამარტო ქართული უნივერსიტეტების, არამედ ისრაელის და ევროპის უნი­ვე­რ­სი­ტე­ტების სახით.

რონდა სოფერს გულთბილად მიესალმნენ სსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები,  კოლეგები და მეგობრები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან: სსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ლარისა თაკალანძე, სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ნინო თოფურიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით მალაზონია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბელა პეტრიაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინა გელაშვილი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტე­ტის ასოც. პროფესორი სოფიო არსენიშვილი, ამჟამად გერმანიაში მოღვაწე პროფესორი ნინო სოზაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების მართვის მენეჯერი მანანა სალუქვაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშოორსო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ქეთევან დარახველიძე, საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ვახტანგაშვილი, სსუ-ის საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია და სხვები.

გულთბილი მისალმებების შემდეგ რონდა სოფერმა წაიკითხა საჯარო ლექცია, რომელშიც ისაუბრა პროექტ DOIT-ის განხორციელებული და განსახორციელებელი გეგმებისა და ამოცანების შესახებ, DOIT-ის მართვისა და მდგრადობის პერსპექტივებზე, იმ უდიდეს სამეცნიერო პოტენციალზე, რომელსაც პროექტმა ერ­თად მოუყარა თავი  და რომელსაც ამ პროექტში მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა და მეგობრობა წარმოაჩენს. საჯარო ლექციის ძირითადი იდეა ეყრდნობოდა მომ­ხს­ე­ნე­ბ­ლის პირად გამოცდილებას – წინააღმდეგობათა გადალახვისას აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის აუცილებლობას.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის აუდიტორიისათვის პროფესორ რონდა სოფერის სახელის მინიჭება ევროკავშირის საერთაშორისო პროექტის DOIT-ის მდგ­რა­დო­ბისა და კულტურის კვლევების განვითარების სამომავლო პერსპექტივებს ემსახურება.

აბიტურიენტთა მათემატიკის გამოცდის ტესტის სწორი პასუხები –გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტთა მათემატიკის ტესტის სწორი პასუხები გამოაქვეყნა:

მათემატიკა
მათემატიკა რუსულად
მათემატიკა – პასუხები

 

 

აბიტურიენტების რუსული, გერმანული და ფრანგული ენის შედეგები გამოქვეყნდა – 2017

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების – რუსული, გერმანული და ფრანგული ენის გამოცდის შედეგები ცნობილია. ინგლისური ენის შედეგები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:

შედეგები

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფაკიცო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებენ, ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელის, მაგთის, ბილაინის) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გაგზავნოს შემდეგ ნომერზე  – 9 3 3 3 3, (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამონათვალში ფაკულტეტების წაშლა და დამატება აბიტურიენტებს აპელაციის განაცხადების შეტანის დასრულების დღემდე შეეძლებათ. რაც შეეხება თავად აპელაციას და მის ვადებს, ის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Viewing all 14653 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>