Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14644 articles
Browse latest View live

რატომ ვერ საქმდებიან საქართველოში უნივერსიტეტდამთავრებულები

$
0
0

დღეს საქართველოში უფრო მეტი კურსდამთავრებულია, ვიდრე სამუშაო ადგილი. ამასთან ერთად, უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნა ხშირად არ არის საკმარისი დასაქმებისთვის. ამის შესახებ Dvv internatiolan -ის ოფისში იმსჯელეს, სადაც დისკუსიის თემა „განათლება და დასაქმება“ იყო.

რამდენად შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს პროფესიული და უმაღლესი განათლების არსებული შეთავაზებები? რა კეთდება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ იმისათვის, რომ მოთხოვნა ე.წ. პრესტიჟულ პროფესიებზე დასაქმების პერსპექტივაზე ორიენტირებული პროფესიებით შეიცვალოს? – ეს საკითხები დაისვა დისკუსიის მიმდინარეობისას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ 2015 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის პილოტური კვლევის მიხედვით, გამოვლინდა დეფიციტური პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა საქართველოს შრომით ბაზარზეა.

მისი თქმით, გამოიკვეთა ასევე, რომ ჩვენი დიპლომირებული ახალგაზრდების კვალიფიკაცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააკამყოფილოს დამსაქმებლების მოთხოვნები.

„ამ შეუსაბამობის შესახებ განათლების სამინისტროს პერმანენტულად უნდა მიეწოდებოდეს ინფორმცია. რა უნარებს ითხოვს ბიზნესი, რომ მოახდინოს მასზე რეაგირება და საგანმანათლებლო მოდულები შეცვალოს და შესაბამისად მომზადებული კვალიფიკაციური კადრი მიაწოდოს შრომით ბაზარს.

„შრომის სამინისტროს ფუნქციაა, დროულად დააკავშიროს სამსახურის მძებნელი და დამსაქმებელი ერთმანეთს, თუ არ არის ასეთი კადრი, გადაამზადოს. 2015 წლიდან გაჩნდა გადამზადების კურსები, სადაც პროფესიულ სპეციალობებში ვამზადებთ 2-3-4 თვინი კურსებით განათლების სამინისტროსთან ერთად ადამიანებს, რომ კონკრეტული უნარი გამოუმუშაოს და ხელი შეუწყოს დასაქმებაში“, -აღნიშნა ელზა ჯგერენაიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსმა  ქეთი ცინცაძემ აღნიშნა, რომ დამსაქმებლები და უნივერსიტეტები თანხმდებიან ერთ რამეზე, რომ კურსდამთავრებულებს ტრანსფერული უნარების დეფიცი აქვთ. მისი თქმით, თეორიული ცოდნა არ არის დაბალი დონის კურსდამთავრებულებში, მოთხოვნებს შეესაბამება, მაგრამ ტრანსფერული უნარების დეფიციტია, რაც, პირველ რიგში, თვითპრეზენტაციის უნარს გულისხმობს. დამსაქმებლები აკეთებენ აქცენტს ანალიტიკურ უნარზე, უცხო ენების ცოდნაზე, ჯგუფური მუშაობის უნარზე და ა.შ. ხოლო უნივერსიტეტები მაინც მოწოდებულები არიან თეორიული განათლების მიცემაზე.

„დასაქმების ბაზრის მოთხოვნასა და უნივერსიტეტებს შორის ნაკლები კომუნიკაციაა. პროგრამების  შედგენისას ძალიან რთულია, გაითვალისწინო დასაქმების ბაზრის მოთხოვნები. მაინც არაა ბოლომდე გარკვეული და კვლევის საგანია, რა მოთხოვნები აქვს საქართველოში დასაქმების ბაზარს.

„ერთ-ერთი პრობლემაა და ამას უნივერსიტეტებიც აღნიშნავენ, რომ დასაქმების ბაზარი ჰომოგენურია საქართველოში. ძირითადად, ჩვენთან ერთი ტიპის პროფესიებზეა მოთხოვნა. უნივერსიტეტებში კი ბევრ პროფესიას ასწავლიან. ბევრი სტუდენტი ამთავრებს უნივერსიტეტს და საბოლოოდ, არ არის იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენიც კურდამთავრებულია“,-  განაცხადა ქეთი ცინცაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსმა ის პროფესიები დაასახელა, რომლის დაუფლების შემდეგ ყველაზე ხშირად საქმდებიან კურსდამთავრებულები. მისი თქმით, უნივერსიტეტებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ეს შედეგი.

„სტაჟირების დროს სტუდენტებს იყენებენ უფასოდ, თუნდაც ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად. შემდეგ მათი დასაქმება არც ისე მაღალია. ყველაზე დიდი რაოდენობით დასაქმებულები არიან ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, ასევე  ჟურნალისტიკის და ფსიქოლოგიის. საკუთარი პროფესიით დასაქმების მაჩვენებელი ამ პროფესიებში შედარებით მაღალია. დანარჩენ პროფესიებში მიწოდება არის, მოთხოვნა არა. შეუსაბამობა რჩება ისევ ძალაში“, – აღნიშნა ქეთი ცინცაძემ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერის კახაბერ ერაძის თქმით, პროფესიულ განათლებაში მთავარი დამკვეთი არის ბიზნესი. განათლების სამინისტრო კი ბიზნესის დაკვეთის შემსრულებელია. მთელი პროფესიული პროგრამა იმისთვის მუშაობს, რომ ბიზნესს ემსახუროს საბოლოო ჯამში.

„თუ ასეთი მიდგომა გვექნება, განათლება განათლებისთვის და ბიზნესი ბიზნესისთვის, განათლების სისტემა ყოველთვის გვექნება ისე, როგორიც არის დღეს.

„სწორი მიდგომაა: მომეცი შეკვეთა, რა გინდა შენ და მე ამას მოგიმზადებ. ცოდნა ძველდება. ზოგიერთ სფეროში ძალიან მალე ძველდება ცოდნა და იქ საჭიროა პროფესიული გადამზადების პროგრამები“, – აღნიშნა კახა ერაძემ.

მისი თქმით, ბიზნესს აქვს ერთადერთი მოტივატორი, ეს არის მოგების მიღება. რაც შეეხება სტაჟირებას, ბიზნესი ამას უყურებს, როგორც მოგებას.

„არის ბიზნესი, რომელიც აპიარებს, რომ აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ესეც რეკლამაა. რა უნდა ვქნათ, კანონით შემოვიღოთ სტაჟირების აუცილებლობა? რომ სტუდენტი მიიღოს და ხელფასი გადაუხადოს? არა, ეს ისე ჰარმონიულად უნდა ხდებოდეს და ამაში ბიზნესი სარგებელს ხედავდეს.

„გერმანიასთან შედარებით ჩვენთან ყველაფერი სარკისებურად, უკუღმაა. ეს არის რომ დამკვეთი გახლავთ ბიზნესი. თუნდაც ჩარიცხვა უნივერსიტეტში როგორ ხდება, არა ერთიანი ეროვნული გამოცდებით. მთელი „პარადი“ განათლებისა მიჰყავს ბიზნესს!  რეალურ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება არის ეს. ბიზნესი ითხოვს ძალიან სწრაფად გადამზადებულ სტუდენტს. როდესაც ვადგენთ პროგრამას, დავუძახოთ ბიზნესს და შევეკითხოთ, როგორი კადრი სჭირდება, ჩვენ რომ მოვუმზადოთ და შემდეგ მან დაასაქმოს. თორემ ბიზნესი გეტყვის, რომ სხვანაირად მომზადებული კადრი მას არ სჭირდება!“, – აღნიშნავს ერაძე.

დამსაქმებელთა ასოციაციისვიცეპრეზიდენტი მიხეილ კორძახია კი აცხადებს, რომ საქართველოში შრომის ბაზარზე პრობლემები მთავრობიდან მოდის, რომელსაც „წარმოდგენა არ აქვს, რა არის ჩვენი პერსპექტივები.“

„განათლება არის თავი და თავი ყველაფრის, როგორც წარმატების ასევე წარუმატებლობის. ვინ დათვალა რომ 180 მილიონი უნდა იყოს უმაღლეს განათლებაზე წასული და 30 მილიონი პროფესიულ განათლებაზე? როგორ გათვალეს ეს ნაწილი? მაშინ როდესაც ეკონომიკას არ უნდა მაღალი მატერიალური კვლევები. საკმარისია ნებისმიერ ქუჩაზე გავიდეთ და ვნახოთ, რა მუშაობს და რა უნდა მოითხოვებოდეს იმ ნაწილში.

„გერმანიაში საბავშვო ბაღებში არიან ჩასული და იქიდან იწყებენ პროფორიენტაციას. ჩვენთან პრემიერის დონეზეც არ ესმით, რა არის პროფესიული განათლება, ან დუალური სწავლება. იმ მოდელს, რომელიც ახლა გერმანიაშია, ჩვენ ვერ გადმოვიტანთ.

„შეუძლებელია ეკონომიკას არ მოარგო შენი განათლების სისტემა და შეუძლებელია არ გაიხედო და დაინახო სკოლაში რა პრობლემებია. მეცხრე კლასიდან სკოლიდან ფიზიკას გამოქცეულ მოსწავლეს, კოლეჯში ისევ ფიზიკა არ უნდა დაახვედრო, თითქოს ხარისხს ეძებ იქ და ის ბავშვი დატოვო ქუჩაში. ადამიანი გეხვეწება, რომ ასწავლო ხელობა და მასაც ხელს კრავ. წარმოდგენა არ გვაქვს, რა არის ჩვენი პერსპექტივები! ეგ კი არა, ეკონომიკაში არ გვაქვს წარმოდგენები. ამისთვის, წესით მთავრობა, გვყავს“, – აღნიშნა მიხეილ კორძახიამ.

დეფიციტური პროფესიები საქართველოში – მთავრობის კვლევის შედეგი

2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები პროფსასწავლებლებში

პროფესიები დასაქმების გარანტიით

პროფესია უმუშევრობის გარანტიით

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა


აწსუ აქტიურად განაგრძობს მზადებას ავტორიზაციის პროცესისათვის

$
0
0

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს მზადებას ავტორიზაციის პროცესისათვის. მ/წლის 20-21 ივლისს, აწსუ-ის ადმინისტრაციამ, ფაკულტეტების დეკანებმა, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსებმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა განიხილეს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა.

შეხვედრაზე ასვე განიხილეს სტრატეგიული განვითარების გეგმის საკვანძო ინდიკატორების მონიტორინგის გეგმა, სამოქმედო გეგმა და ხარისხის პოლიტიკისა და პროცედურების სახელმძღვანელო. შეხვედრა წარიმართა CTC ექსპერტების მონაწილეობით და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის ფინანსური მხარდაჭერით.

2017-2018 სასწავლო წლის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო –ინსტრუქცია

$
0
0

2017-2018 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო 25 ივლისს 12:00 საათზე და 17 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე – www.students.eqe.ge.

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მუშაობს მობილობის ცხელი ხაზი: ტელ.: (+99532) 2 200 220 (შიდა 3599).

მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების და ინტერნეტბანკის მეშვეობით.

მობილობაში მონაწილეობას იღებს 59 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 14 221 ვაკანტური ადგილი.

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 23 აგვისტოს პორტალზე. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ღია კარის დღეებს: 27 ივლისს, 8 და 15 აგვისტოს 11:00 საათიდან 12:00 საათამდე. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.

დაწესებულებები, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ:

1. სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
2. სსიპ ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი;
3. შპს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
4. ა(ა)იპ – საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის “საზოგადოება ცოდნა”;
5. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;
6. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
7. შპს ინტერბიზნესის აკადემია;
8. შპს – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

მობილობის ახალი ვიდეოინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – ქიმია, ხელოვნება, სპორტი და მუსიკა

$
0
0

2017 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დასრულდა. გამოქვეყნდა ბოლო დღის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები შემდეგ საგნებში – ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სპორტი და მუსიკა.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები საგნების მიხედვით

პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები დღეიდან უკვე შედეგებს დაელოდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით კი, კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგები აგვისტოს შუა რიცხვებიდან იქნება.

67 წლის პედაგოგი – გამოცდაზე დღეს ისევე ვღელავდი, როგორც 47 წლის წინ პირველ გაკვეთილზე

მასწავლებლის სახლი კერძო კოლეჯებთან თანამშრომლობას იწყებს

$
0
0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიული განათლების  მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველო კერძო კოლეჯების ასოციაციასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, პროგრამის მენეჯერი ნინო ელბაქიძე, კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ბერაია და ვიცეპრეზიდენტი მაია ჩიხლაძე.

ასოციაციამ ცენტრთან თანამშრომლობის სურვილი და კერძო კოლეჯების მასწავლებელთა ტრენინგებში ჩართვის მზაობა გამოთქვა. აღნიშნული საჭიროება, მათივე თქმით, დუალური პროფესიული განათლების დანერგვის პროცესიდან გამომდინარეობს, რადგან დუალურ განათლებაში გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ პედაგოგების პროფესიონალიზმი და პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვაა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისთვის მუშაობას აგრძელებს.

2017-2018 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო გრანტის წლიური მოცულობა და ოდენობები ცნობილია

$
0
0

2017-2018 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა.

მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა 12 723 750 ლარით განისაზღვრა.

აღნიშნული თანხა შემდეგი პრინციპით ნაწილდება:

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობაა 12 600 000 ლარი;

2. სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტები ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 9 155 000 ლარის ფარგლებში;

3. 2017-2018 სასწავლო წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა. მაქსიმალური ოდენობა –  2 250 ლარი;

ბ. საშუალო ოდენობა: ბ.ა) 2 000 ლარი; ბ.ბ) 1 750 ლარი;  ბ.გ) 1 500 ლარი;  ბ.დ) 1 250 ლარი;

გ. მინიმალური ოდენობა – 1 000 ლარი;

პრემიერის დადგენილების თანახმად, თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის, ამ დაწესებულების მიერ დადგენილ, სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

ერთიანი ერონული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობები კერძო და საჯარო უმაღლეს სასწავლებლებში განისაზღვრა შემდეგნაირად:

  1. მაქსიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 70%, მაგრამ არა უმეტეს 1 575 ლარისა;
  2. მინიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 50%, მაგრამ არა უმეტეს 1 125 ლარისა.

დადგენილებაში მოცემული თანხა 9 155 000 ლარი გაიყოფა ორ ნაწილად, მისი 50% (4 577 500 ლარი) ნაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ არჩევით საგნებზე: ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

9 155 000 ლარის მეორე ნახევარი (4 577 500 ლარი) კი ნაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ არჩევით საგნებზე: მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.

პირველ ჯგუფში განაწილებული თანხის 5% თანაბრად ნაწილდება ლიტერატურაზე, ისტორიაზე, გეოგრაფიაზე, სამოქალაქო განათლებასა და სახვით და გამოყენებითი ხელოვნებაზე, ხოლო 95% პროპორციულად ნაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მეორე ჯგუფში განაწილებული თანხის 4% თანაბრად ნაწილდება ამ ჯგუფის არჩევით საგნებზე – მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ხოლო 96% პროპორციულად ნაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

დადგენილი განაწილების შედეგად მიღებული თანხის 25% განაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით ანუ 100%-ით დაფინანსებისათვის. 25% განაწილდება 70%-იანი გრანტისთვის, ხოლო 50% განაწილდება 50%-იანი გრანტისთვის.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას და ჩაირიცხნენ მხოლოდ ზოგადი უნარების (აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი) ტესტების შედეგების საფუძველზე, განსხვავებულად ფინანსდებიან და მათთვის გაასაცემი სასწავლო გრანტის ოდენობა შეადგენს 2 250 ლარს.

პრემიერის დადგენილებით, კატეგორიების მიხედვით, დაფინანსების ჯამური ოდენობები შემდეგნაირად ნაწილდება:

  1. სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეადგენს – 2 520 000 ლარს;
  2. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს – 240 000 ლარს, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად;
  3. აბიტურიენტები, რომელთაც ჩააბარეს მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი და ჩაირიცხნენ, მათი სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება შეადგენს 225 000 ლარს;
  4. აბიტურიენტები, რომელთაც ჩააბარეს მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი და ჩაირიცხნენ, მათი სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება შეადგენს 225 000 ლარს;
  5. აბიტურიენტები, რომელთაც ჩააბარეს მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტი და ჩაირიცხნენ, მათი სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს;
  6. აბიტურიენტები, რომელთაც ჩააბარეს მხოლოდ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტი და ჩაირიცხნენ, მათი სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს;

ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფელბას, მოპოვებული ქულების მიხედვით, დაფინანსდებიან 215 000 ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით:

ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 70 000 ლარი;

ბ) ნაწილობრი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა – 70 000 ლარი;

გ) ნაწილობრი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა – 75 000 ლარი.

დადგენილება ხელმოწერილია პრემიერის მიერ და შესულია ძალაში.

2017-2018 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა და პირობები განისაზღვრა

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

აბიტურიენტთა სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე სამოქალაქო განათლებაში გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა, სწორი პასუხები და შეფასების სქემა კი აბიტურიენტების ნაშრომებთან ერთად, სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისში, გახდება ცნობილი.

სამოქალაქო განათლების ტესტები

26 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას 2 საგანში ჩააბარებენ – ფიზიკაში, სახვით და გამოყენებითი ხელოვნებაში. რაც შეეხება 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ჩარიცხულთა სიისა და გრანტების რაოდენობის გამოქვეყნების ვადებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ასეთი პასუხი აქვს. 

სად და როგორ შეიტყობენ 2017 წლის აბიტურიენტები პირველად და საბოლოო შედეგებს?

„ერსუ“-ს აბიტურიენტთა მომზადების ცენტრი „ერუდიტი“ მოსწავლეებს უფასო კურსებს სთავაზობს

$
0
0

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტთა მომზადების ცენტრი  „ერუდიტი“ ფუნქციონირებს. „ერუდიტის“  მიზანია, არაფორმალური და ინტენსიური სასწავლო კურსებით, ასევე სხვა თანამედროვე აპრობირებული მეთოდებით, უფროსკლასელებს და აბიტურიენტებს ხელი შეუწყოს პროფესიული ორიენტაციის ფორმირებაში.

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტთა მომზადების ცენტრი „ერუდიტი“ აბიტურიენტებს სხვადასხვა არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის, ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს სთავაზობს.

„ერუდიტში“ ამ მიმართულებით უკვე 3 პროგრამა ჩატარდა. პირველი იყო „მომავალი იურისტი“, მეორე „ეკონომიკა – წარმატების გასაღები“ და მესამე „ევრორეგიონული პერსპექტივა“. პროგრამები ითვალისწინებდა, როგორც სალექციო ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს, პროგრამები აგებული იყო არაფორმალური განათლების საერთაშორისოდ აღიარებულ ფორმატზე. ტრენინგები ერთი და იგივე შინაარსით ჩატარდა გორსა და თბილისში. ვეცადეთ, ამ გზით  მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, ზოგადად, ამ სპეციალობების შესახებ“, – აცხადებენ „ერსუ“-ში.

სურათი-ერუდიტი 1სრული კურსის გავლის შემდეგ გაიცა ორენოვანი სერთიფიკატი და „ერსუ“-ში სწავლის 5-70% ფასდაკლების ვაუჩერები.

ცენტრის ინფორმაციით, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტთა მომზადების ცენტრის  „ერუდიტის“ კურსები აბსოლუტურად უფასოა. პროგრამაზე მოხვედრის წინაპირობა მარტივია, მოსწავლემ მხოლოდ დასწრების სურვილი უნდა გამოხატოს პროგრამებზე, დანარჩენის ორგანიზებას კი „ერუდიტი“ აკეთებს.

განსაკუთრებულად წარმატებული მონაწილეები ჯილდოვდებიან სხვადასხვა ფასდაკლების ვაუჩერებით. თუ „ერუდიტში“ მონაწილე მოსწავლეები „ერსუ“-ს სტუდენტები გახდებიან, სხვა შეღავათებთან ერთად, ისინი ავტომატურად მიიღებენ 5-70% ფასდაკლებას „ერსუ“-ში სწავლის  გადასახადზე“.

„ერუდიტი“-ს მუშაობა დაფუძნებულია მრავალწლიან გამოცდილებასა და ცოდნაზე. პროგრამის მიზანია უფროსკლასელებთან და აბიტურიენტებთან უწყვეტი თანამშრომლობა, ახლო კონტაქტების შენარჩუნება და მათთვის თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და ტენდენციების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება. ამ გზით მათი ინფორმირებულობის ხარისხის ზრდა უმაღლესი საგანმანათლებლო სფეროს შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, დაეხმარება მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ სწრაფად ორიენტირებაში“, – აცხადებენ ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში.

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი


ERSU-ში თსუ-ის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტის, ირაკლი მეგრელიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

$
0
0

პარასკევს 21 ივლისს, 19:00 საათზე ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში ERSU-ს მოწვეული ლექტორის, თსუ-ის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტის ირაკლი მეგრელიშვილის წიგნის „ევროპული გაერთიანების ისტორია – ანტიკური სამყაროდან ევროკავშირამდე“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი წარმოადგენს სასწავლო კურსის რიდერს. იგი მოიცავს 60-ზე მეტი ქართველი და უცხოელი სხვადასხვა ავტორის ნაშრომს. წიგნის მთავარი მიზანია, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა შეისწავლონ ევროპული გაერთიანების ისტორია და მასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო ასპექტები.

წიგნი გამოცემულია ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტის (ERSU-ს) ფინანსური მხარდაჭერით და სასწავლო მიზნების განსახორციელებლად გადაეცემა საუნივერსიტეტო და საჯარო ბიბლიოთეკებს.

განათლება ეროვნულ პრობლემათა ჩამონათვალში მეექვსე ადგილზეა – NDI

$
0
0

ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემებს შორის განათლება მე-6 ადგილს იკავებს. საზოგადოების განწყობა საქართველოში „ეროვნულ – დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ NDI-მ შეისწავლა.

გამოკითხულთა უმრავლესობა უმთავრეს პრობლემად სამუშაო ადგილების სიმცირეს ასახელებს, გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, მეორე ადგილს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხი იკავებს.

ndi

რაც შეეხება ოჯახებისთვის საჭირბოროტო საკითხების ჩამონათვალს, ამ პუნქტში განათლება კიდევ უფრო ქვევით არის და მე-8 ადგილს იკავებს. გამოკითხულთა უმრავლესობა ნომერ პირველ საკითხად სოციალურ პრობლემატიკას ასახელებს, მათ შორის სამუშაო ადგილებს, სიღარიბეს და  სამედიცინო სერვისის ხელმისაწვდომობას. განათლების ანალოგიური მაჩვენებელი აქვს ფასების ზრდასა და ინფლაციას.

ndi 2

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

სკოლებისა და ბაღების კეთილმოწყობა მოსახლეობას ნაკლებ პრობლემად მიაჩნია

$
0
0

სკოლებისა და საბავშვო ბაგა–ბაღების ბაღების კეთილმოწყობის საკითხი საქართველოს მოსახლეობას უფრო ნაკლებ პრობლემად მიაჩნია, ვიდრე გზების, კანალიზაციის, გაზით და წყლით მომარაგების გაუმართაობა, გარემოს დაბინძურება, პარკირების პრობლემა და ქუჩების სისუფთავე.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ინფრასტრუქტურული საკითხების ჩამონათვალში სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობა დიდ ქალაქებში უფრო მეტ ადამიანს აწუხებს, ვიდრე რაიონულ ცენტრებში. ხოლო სოფლად, გამოკითხული მოსახლეობის უმცირესი ნაწილი ამახვილებს ყურადღებას საბავშვო ბაღების გარემოს კეთილმოწყობაზე.

ინფოგრაფიკა #1:

ბაღები ფოტო

ინფოგრაფიკა #2:

ბაღები 2ჯპჯ

ინფოგრაფიკა #3:

ბაღები 3

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

სად ვუშვებთ შვილებს?! – რეპორტაჟი სკოლის ტუალეტებიდან

განათლება ეროვნულ პრობლემათა ჩამონათვალში მეექვსე ადგილზეა – NDI

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეთავაზება მობილობის მსურველ სტუდენტებს 2017 წლისთვის

$
0
0

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი  აცხადებს მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

კვების ინდუსტრიის ინჟინერიის, საწარმოო პროცესებისა და მანქანების მართვის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – II წელს; ფასი – 2250ლ.

ქართული ენა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

ინგლისური ენა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ. შენიშვნა: მობილობის მსურველ სტუდენტებს ინგლისური ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაში გადალახული უნდა ჰქონდეთ 51%-იანი ბარიერი

გერმანული ენა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

ფრანგული ენა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

რუსული ენა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

აღმოსავლური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

ფილოსოფიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

ბიზნესის ადმინისრტირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 30 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 25 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 25 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

ფიზიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

ქიმიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 7 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

გეოგრაფიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

გამოყენებითი ბიომეცნიერებების (ბიოტექნოლოგიების) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 8 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ. შენიშვნა: მე-2, მე-3 და მე-4 სასწავლო წელი -2000ლ.

ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

სატრანსპორტო ლოჟისტიკური სისტემების ორგანიზაციოა და მართვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

მშენებლობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ. შენიშვნა: მე-2, მე-3 და მე-4 სასწავლო წელი -2000ლ.

ხარისხის მართვა და ტექნიკურ ეკონომინური ექსპერტიზის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

ფარმაცევტული პრეპარატების ქიმია და ტექნოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 7 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 7 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ. შენიშვნა: მე-4 სასწავლო წელი -2000ლ.

მსუბუქი მრეწველობის ნაკეთობათა ტექნოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

მერქნული მასალების ტექნოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

გამოყენებითი დიზაინის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 25 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

აგრონომიის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

აგრონომიის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.

საბაღო-საპარკო მეურნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2000ლ.

აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს; ფასი – 2250ლ.  შენიშვნა: შენიშვნა: მე-2, მე-3 და მე-4 სასწავლო წელი -2000ლ.

სამკურნალო საქმის ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამა – 8 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –VI წელს; ფასი – 2250ლ.

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამა – 6 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –V წელს; ფასი – 2250ლ.

ტექსტილის ტექნოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 1 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

ფილოსოფია-რელიგიის კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

კლასიკური ფილოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

ტურიზმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2250ლ.

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2250ლ.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2250ლ.

ქართული ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

ქართველური ენათმეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

ინგლისური ენა და ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2250ლ.

გერმანული ენა და ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

ფრანგული ენა და ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

რუსული ენა და ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

აღმოსავლური ფილოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 6 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2250ლ.

ლინგვისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

ევროპისა და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

საქართველოს ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

არქეოლოგია და ანტიკური ცივილიზაციების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

ხელოვნების თეორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2250ლ.

საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2250ლ.

სისხლის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2250ლ.

საჯარო სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2250ლ.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2250ლ.

ჟურნალისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2250ლ.

ეკონომიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2250ლ.

გარემოს დაცვა და საინჟინრო ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

სასურსათო ტექნოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 1 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

კოსტუმის დიზაინის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

ფარმაცევტული პრეპარატების ტექნოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

აგროეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

სუბტროპიკული კულტურების აგროტექნოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

ლანდშაფტური არქიტექტურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 4 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

აგროინჟინერიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

სუბტროპიკული კულტურების გადამუშავების ტექნოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –II წელს; ფასი – 2000ლ.

აგრონომიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა – 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –III წელს; ფასი – 2750ლ.

აგროინჟინერიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –III წელს; ფასი – 2750ლ.

აგრონედლეულის გადამუშავების ტექნოლოგია და ექსპერტიზის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –III წელს; ფასი – 2750ლ.

სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა – 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –III წელს; ფასი – 2750ლ.

სპეციალური ტექსტილის ტექნოლოგიები და მასალათმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა – 1 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –III წელს; ფასი – 2750ლ.

მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგია  და მასალათმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა – 1 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I –III წელს; ფასი – 2750ლ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი აბიტურიენტთა 15%–მა ვერ გადალახა – რთული ვარიანტია III

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15%–მა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების შეჯამების მიზნით დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩაჭრილი 15 პროცენტიდან დაახლოებით 12 პროცენტი ქართულენოვანო აპლიკანტები არიან და 3 პროცენტამდე არაქართულენოვნები.

მაია მიმინოშვილის ცნობითვე, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გაცნობა აბიტურიენტებს დღეს შეეძლებათ. 12:00 საათზე შედეგები უკვე გამოქვეყნდება.

“რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს დღეს გამოქვეყნდება. რთულ ვარიანტად გამოცხადდა მესამე ვარიანტი და შესაბამისად, ამ ვარიანტში გამსვლელი ქულა იქნება 21. სხვა ვარიანტებში კი 24. წინა წელთან შედარებით განსხვავება არ გვაქვს. ორი ოსურენოვანი აპლიკანტიდან ბარიერი ერთმა გადალახა”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ჯამში წლევანდელ ეროვნულ გამოცდაზე არგამოცხადებულ აბიტურიენტთა რაოდენობა 3%–ია.

“2017 წლის გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 41 ათასი აბიტურიენტი, თუმცა საატესტატო გამოცდების ჩაუბარებლობის გამო  39 ათას აბიტურიენტს შეეძლო გამოცდაზე გამოსვლა და ამ 39 ათასიდან 3 პროცენტი არ გამოცხადდა”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

სააპელაციო პროცესი ყველა გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდგომ დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ აბიტურიენტთა გამოცდის ყველა შედეგის გამოქვეყნება 5 აგვისტომდე დასრულდება.

როგორ გავიგოთ ეროვნული გამოცდების შედეგები ვებ-გვერდისა და SMS-ის საშუალებით – გამოცდები 2017

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2017

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

როგორ გავიგოთ ეროვნული გამოცდების შედეგები SMS-ის საშუალებით –გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებისთვის 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

აბიტურიენტთა შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდებზე www.online.naec.ge და მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფაკიცო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი, მაგთი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გაგზავნოს შემდეგ ნომერზე  – 9 3 3 3 3, (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამონათვალში ფაკულტეტების წაშლა და დამატება აბიტურიენტებს აპელაციის განაცხადების შეტანის დასრულების დღემდე შეეძლებათ. რაც შეეხება თავად აპელაციას და მის ვადებს, ის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.

ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი აბიტურიენტთა 15%–მა ვერ გადალახა – რთული ვარიანტია III

2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2017

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:

შედეგები

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფაკიცო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებენ, ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელის, მაგთის, ბილაინის) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გაგზავნოს შემდეგ ნომერზე  – 9 3 3 3 3, (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამონათვალში ფაკულტეტების წაშლა და დამატება აბიტურიენტებს აპელაციის განაცხადების შეტანის დასრულების დღემდე შეეძლებათ. რაც შეეხება თავად აპელაციას და მის ვადებს, ის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ


კსუ-ის სტუდნეტები ეუთოს ახალგაზრდა ლიდერთა საზაფხულო სკოლაში მიიღებენ მონაწილეობას

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ეუთოს ახალგაზრდა ლიდერთა საზაფხულო სკოლაში მიიღებენ მონაწილეობას.

შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარეს და მონაწილეობის უფლება მოიპოვეს კსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა – თეონა ქობალიამ, ჯემალ კონცელიძემ და ვარდო მეტრეველმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა – მარიამ გალდავამ, ხატია თანდილაშვილმა და კურსდამთავრებულმა მალხაზ კოხიამ.

მაგისტრატურის სტუდენტის მარიამ გალდვას საკონკურსო ნაშრომმა, რომელიც მის ინტერესებს, მიზნებსა და მოლოდინებს შეეხებოდა, პირველი ადგილი დაიკავა.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი“ – ამის მაგალითი ხატია თანდილაშვილია, კონკურსანტმა პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ბედი მეორედ სცადა და საზაფხულო სკოლის მონაწილეთა შორის მოხვდა.

საზაფხულო სკოლა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარდება და 28 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.

საზაფხულო სკოლაში გამგზავრების კანდიდატები შესაბამის მოსამზადებელ პროგრამას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში გაივლიან.

აბიტურიენტთა ფიზიკის და ხელოვნების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2017

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ფიზიკის და გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა. სწორი პასუხები და შეფასების სქემა კი აბიტურიენტების ნაშრომებთან ერთად სავარაუდოდ აგვისტოში გახდება ცნობილი.

ფიზიკის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტები

26 ივლისს აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. რაც შეეხება 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ჩარიცხულთა სიისა და გრანტების რაოდენობის გამოქვეყნების ვადებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ასეთი პასუხი აქვს. 

სად და როგორ შეიტყობენ 2017 წლის აბიტურიენტები პირველად და საბოლოო შედეგებს?

მაია მიმინოშვილი განმარტებას აკეთებს – „ასეთი აბიტურიენტი სამწუხაროდ ეთიშება გამოცდებს“

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი 2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე ჯანმრთელობის გამო საგამოცდო პროცესს გამოთიშული აბიტურიენტებისა და მათი ახლობლებისთვის განმარტებას აკეთებს.

„რამდენად შესაძლებელია გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცეს იმ აბიტურიენტს, რომელიც გამოცდის მიმდინარეობისას შეუძლოდ ხდება და ტესტზე მუშაობას შეწყვეტს, არის დაშვება, რომ მან გამოცდა სხვა დღეს ჩააბაროს?“, – ასეთი კითხვით მიმართეს ჟურნალისტებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს დღეს გამართულ ბრიფინგზე სადაც მან აბიტურიენტების 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები შეაჯამა.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, ცენტრი ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს იმ აბიტურიენტებს რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოცდის მიმდინარეობისას პრობლემები ექმნებათ. თუმცა აბიტურიენტი, რომელიც ტოვებს საგამოცდო პროცესს, სამწუხაროდ ეთიშება გამოცდას.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველანაირი პირობა შევუქმნათ აბიტურიენტს. შარშან აბიტურიენტს დასჭირდა გადაუდებელი აპენდიციტის ოპერაცია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მას გამოცდა დაესრულებინა. ეს აბიტურიენტი გადავიყვანეთ სარეზერვო ოთახში და ლოგინით შევიყვანეთ, რათა გამოცდა დაესრულებინა და შემდგომ გაეკეთებინა ოპერაცია. თუმცა, თუკი აბიტურიენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საგამოცდო ცენტრს დატოვებს, მაშინ, ბუნებრივია, გამოეთიშება  გამოცდებს.

„საქმე ის არის, რომ შეუძლებელია კონკრეტული დრო დავთქვათ, რადგან თუკი ერთ აბიტურიენტს მეორე დღეს შეეძლება გამოცდის დაწერა, სხვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს“,- განმარტა მაია მიმინოშვილმა.

ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი აბიტურიენტთა 15%–მა ვერ გადალახა – რთული ვარიანტია III

როგორ გავიგოთ ეროვნული გამოცდების შედეგები ვებ-გვერდისა და SMS-ის საშუალებით – გამოცდები 2017

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2017

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

2017 წლის გამოცდების სტატისტიკური ანალიზი

$
0
0

სტატისტიკური ანალიზი

ზოგადი უნარების სტატისტიკური ანალიზი

აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამსვლელი “ნედლი” ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ)

შეგახსენებთ, რომ ტესტის ერთი ვარიანტის არსებობის შემთხვევაში (მაგ.: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია.) არ გამოიყენება გათანაბრების წესი. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობისგასაგრძელებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მიიღოს კონკურსშიმონაწილეობისათვის საჭირო მინიმალური ქულა ან მეტი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის აუდიტორიას რონდა სოფერის სახელი მიენიჭება

$
0
0

2017  წლის 28 ივლისს, 13 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების ფა­­კულ­ტე­ტ­ზე (თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N61,  V სართული) გაიმართება ევრო­კა­ვ­ში­რის პრო­გ­რამის  Tempus 5th Call  -ის  ფარგლებში დაფინანსებული პროექტის  – DOIT-ის  კო­ო­­რ­დი­ნა­ტო­რის, ანთროპოლოგიისა და მულტიკულტურალიზმის ცნობილი  მკვლევ­რის, სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სიტეტის სა­პა­ტიო დოქტორის პროფ. რონდა სო­ფე­რის აუდიტორიის საზეიმო გახსნა. აუდიტორიის გახსნა ემსახურება საერთაშორისო პროექტის DOIT-ის მდგ­რა­დო­ბისა  და კულტურის კვლევების განვითარებას, შესაბამისად ის განთავსდა სსუ მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრში.

საზეიმო ცერემონიალს დაესწრებიან  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პარტ­ნიო­რე­ბი  DOIT-ის პროექტში: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასევე პარტნიორები ისრაელის უმაღლესი სასწავლებლებიდან.

Viewing all 14644 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>