Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14509 articles
Browse latest View live

კვლევის შედეგები,-დასაქმების ბაზარი დაბალი საფეხურის განათლების პირთა დასაქმებაზეა ორიენტირებული

$
0
0

“დასაქმების ბაზარი ორიენტირებულია დაბალი საფეხურის განათლების პირთა დასაქმებაზე, რაც სავარაუდოდ, სამუშაო პოზიციის დაბალი პასუხისმგებლობის ხარისხით ან მცირე ანაზღაურების შეთავაზების საფუძველი შეიძლება იყოს”, – აღნიშნული დასკვნა მოცემულია კვლევის ანგარიშში, რომელიც „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ დაფინანსებით ჩატარდა.

კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფესიული განვითარების, კარიერული წინსვლისა და დასაქმების პერსპექტივების კვლევას ეთნიკური უმცირესობებისათვის განხორციელებული საშეღავათო პოლიტიკის  ფონზე.

კვლევაში მოცემულია დასაქმების კუთხით ქვეყანაში არსებული გარემოს ანალიზი, უნივერსიტეტების პოლიტიკა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების მიმართ  და თავად ამ ახალგაზრდების კარიერული წინსვლისა და დასაქმების პერსპექტივებთან დაკავშირებული  აღქმა და მოლოდინები.

როგორც კვლევაშია მოცემული,  საქსტატის ინფორმაციის მიხედვით,  2006-2016 წლების დასაქმების გადანაწილებაში ინსტიტუციური სექტორის მიხედვით, საჯარო სექტორზე დაახლოებით 15% წილი მოდის. 10 წლის მანძილზე, სახელმწიფო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის შემცირებული. თუმცა, რეალურად, დასაქმების ბაზრის საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი სწორედ მასზე მოდის.

ამასთან, 2016 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდების უმრავლესობისთვის (42%) დასაქმების სასურველ სექტორს საჯარო სამსახური წარმოადგენს. შესაბამისად, კვლევის განხორციელებისას, საჯარო სექტორში არსებული ვაკანსიების რაოდენობრივი ანალიზი ჩატარდა, ასევე სახელფასო ამპლიტუდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობა კომპაქტურად არის დასახლებული.

ამისათვის, შეისწავლეს სამთავრობო ვებგვერდზე www.hr.gov.ge განთავსებული ვაკანსიები და გაფილტრეს არსებული ვაკანსიები ორი მიზნობრივ სამხარეო გადანაწილებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. სტატისტიკის თანახმად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სულ 1205 საჯარო სამსახურეობრივი პოზიციის ვაკანსია გამოცხადდა, ხოლო ქვემო ქართლის მხარეში – 2 459 ვაკანსია.

რაც შეეხება, არსებული ვაკანსიების მიმოხილვის ნაწილს, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა დასაქმების ვებგვერდზე www.jobs.ge გამოქვეყნებული განცხადებები 2013 წლის მარტიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით, საიდანაც კვლევის ინტერესიდან გამომდინარე მოხდა ზემოთ მოცემულ 46 თვეში გამოქვეყნებული ვაკანსიებიდან, მიზნობრივი შერჩევის პრინციპით (ბიჯით), 190 ვაკანსიის იდენტიფიცირება და მათი სიღრმისეული ანალიზი.

ვაკანსიები გაანალიზდა რამდენიმე ჭრილში. კერძოდ: გამოცხადებული ვაკანსიის გეოგრაფიული მდებარეობა რეგიონისა და რაიონის, ასევე ქალაქური და სასოფლო ტიპის დასახლების მიხედვით;  განცხადების ენა;  ვაკანსიები დასაქმების სფეროების მიხედვით;  განათლებისა და გამოცდილების მოთხოვნილი საფეხური; ენის ცოდნის მოთხოვნა;  კოგნიტური, მართვის, ინსტრუმენტალური და ინტერპერსონალური უნარების მოთხოვნა.

მონაცემთა დამუშავება მოხდა SPSS-ში, რის საფუძველზეც გამოიკვეთა არსებული ქვემოთ დეტალურად აღწერილი ტენდენციები:

კვლევამ აჩვენა, რომ გამოცხადებული ვაკანსიების დაახლოებით 55% თბილისშია ხელმისაწვდომი,  8% კახეთში, 7.4% იმერეთში და 6.8% აჭარაში. ყველაზე მცირე რაოდენობით ვაკანსიებია გურიასა (1.2%) და მცხეთა-თიანეთში (1.5%) არის მოცემული. საგულისხმოა, რომ გაანალიზებული ვაკანსიების 4.6%-ში არ იყო მოცემული დასაქმების ზუსტი ადგილმდებარეობა.

მკაფიოა განსხვავება სამუშაო ადგილების წვდომის თვალსაზრისით ქალაქსა და სასოფლო დასახლებებს შორისაც. გამოცხადებული ვაკანსიების 77%-ზე მეტი მოდის ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებზე და მხოლოდ 14,2 სასოფლო, ხოლო 2,2 კი მთიან ადგილებზე, როგორ ეს ქვემოთ დიაგრამაში 1.2. არის მოცემული.

რაც შეეხება განათლების საფეხურის შესახებ ვაკანსიებში მოთხოვნილ ინფორმაციას, კვლევის მიხედვით, გამოცხადებულ ვაკანსიათა თითქმის მეოთხედში (24,3%),  არ არის ინფორმაცია  განათლების მოთხოვნილი საფეხურის შესახებ. ხოლო 47,7% კი, დასასაქმებელი პირისგან ბაკალავრის ხარისხს მოითხოვს. ვაკანსიების 18,6% ორიენტირებულია კვალიფიკაციის გარეშე პირთა დასაქმებაზე. მხოლოდ ვაკანსიების 4,3% ითხოვს დასასაქმებელი პირისგან მაგისტრის ხარისხს, ხოლო 0,3% კი, დოქტორისა. ვაკანსიების 2,2%-სა და 2,5% განათლების მოთხოვნილი საფეხურის ნაცვლად უთითებს, რომ დასაქმებისათვის განსაკუთრებული განათლება ან „პროფესიული“ ესაჭიროება. 0,6% კი, სტუდენტთა დასაქმებაზე არის ფოკუსირებული.

„სამუშაო აღწერილობის ანალიზის საფუძველზე, ორი ვარაუდი გამოიკვეთა. დასაქმების ბაზარი ორიენტირებულია დაბალი საფეხურის განათლების პირთა დასაქმებაზე, რაც სავარაუდოდ, სამუშაო პოზიციის დაბალი პასუხისმგებლობის ხარისხით ან მცირე ანაზღაურების შეთავაზების საფუძველი შეიძლება იყოს. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ვაკანსიები, რომლებიც მაღალი განათლების საფეხურს მოითხოვენ, ნაკლებად არის საჯაროდ გამოცხადებული ან ორგანიზაციები  და სტრუქტურები იყენებენ ალტერნატიულ რესურსებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად“, – აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება დასაქმების პოზიციის კარიერული საფეხურს, ვაკანსიების აღწერილობის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამუშაო აღწერილობების 42%-ზე მეტში არ არის მითითებული სამუშაო პოზიციის კარიერული საფეხური. დამხმარე (ასისტენტი) პოზიციებზე კი ყველაზე მეტი – 37%-ზე მეტი მოთხოვნაა. საშუალო საფეხურის მენეჯმენტის კარიერულ საფეხურზეა ორიენტირებული აღწერილი პოზიციების 11,8 პროცენტი, ხოლო 1,9% კი წამყვანი სპეციალისტის, ანუ, საშუალო კარიერული საფეხურის პოზიციაზე. 2,5% მაღალი საფეხურის მენეჯმენტის კარიერულ საფეხურზეა.

„გამომდინარე იქიდან, რომ კარიერული საფეხური არ არის დაზუსტებული სამუშაო აღწერილობის 40%-ზე მეტში, იძლევა იმისი ვარაუდის საფუძველს, რომ დასაქმების ბაზარი არ არის ორიენტირებული ცხოვრების მანძილზე განათლებისა და განვითარების ხედვაზე, და შესაბამისად, დამსაქმებლები არ თვლიან აუცილებლად სამუშაო პოზიციის კარიერული საფეხურის განსაზღვრას“, – აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება, სამუშაო გამოცდილებას და გამოცდილების ხანგრძლივობას, სამუშაო ადგილების აღწერილობის ანალიზმა აჩვენა, რომ სამუშაო აღწერილობების 74,3% სამუშაო გამოცდილებას მოთხოვნად ასახელებს. თუმცა, 40,6% არ აზუსტებს გამოცდილების ხანგრძლივობას, 9,6% ითხოვს მინ. 1 წლის მსგავსი სამუშაოს გამოცდილებას, 9% – მინ. 2 წლის და ამდენივე 3 და მეტი წლის გამოცდილებას. 4,6% – 5 და მეტი წლის გამოცდილებას, ხოლო 3%-მდე კი სპეციფიკური სახის გამოცდილებას.

„აქვე აუცილებელია იმის დამატებაც, რომ კომპიუტერისა  და სხვადასხვა ენის ფლობის მოთხოვნა სამუშაო აღწერილობების უმრავლესობაშია მოცემული. უფრო კონკრეტულად კი, კომპიუტერის ფლობას დასაქმების წინაპირობად აყენებს სამუშაო აღწერილობების 61,9%. რაც შეეხება ენის ფლობის მოთხოვნებს,  ქართული ენის მაღალი კომპეტენციები მოთხოვილია ვაკანსიების 23,8% ვაკანსიებში, ინგლისურისა კი, 49,8%-ში. რუსული ენის კომპეტენციების მოთხოვნა გაწერილია სამუშაო აღწერილობების 42,1%, ხოლო სხვა ენებისა (თურქული, გერმანული, ფრანგული, არაბული, სხვ.), 4,3%-ის შემთხვევაში.

თუ შევაჯამებთ დასაქმების ბაზრის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს წარმატებული კანდიდატისადმი, მკაფიოა, რომ გარდა პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკისა, სამუშაო აღწერილობებში ხაზგასმულია ის გამჭოლი უნარ-ჩვევები, რომლებიც დამსაქმებლებს აუცილებლად მიაჩნიათ მითითებული სამუშაოს შესრულებისათვის“, – აღნიშნულია კვლევაში.

საქართველოში ახალგაზრდების 35% არ არის პროფესიით დასაქმებული – კვლევის შედეგები

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა


2017 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირების შედეგები

$
0
0

2017 წლის შემოდგომის პირველადი საფეხურის პროფესიული ტესტირების შედეგები ცნობილია. შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შედეგების გაცნობა შესაძლებელია სპეციალური ელექტრონული პროგრამის დახმარებით.

აპლიკანტებს საშუალება აქვთ პირველადი საფეხურის პროფესიული ტესტირების შედეგები და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადანაწილების შესახებ ინფორმაცია იხილონ პირადი პროფილის მეშვეობით www.vet.emis.ge-ზე.

რაც შეეხება უშუალოდ კოლეჯებში რეგისტრაციას და სწავლის დაწყების პროცესს, აღნიშნულთან დაკავშირებით აპლიკანტები ინფორმაციას თავად პროფსასწავლებლებში მიიღებენ.

პროფსასწავლებლის სტუდენტები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ 

პროფსასწავლებელი – „ცუდი“ მოსწავლეების თავშესაფარი თუ გარანტირებული კარიერის საწყისი?

პროფესიები დასაქმების გარანტიით

„ვაპირებ სწავლის გაგრძელებას“ – ალექსანდრე ჯეჯელავა

$
0
0

განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ გარდა კერძო და არასამთავრობო სექტორში საქმიანობის გაგრძელებისა, აპირებს ისწავლოს. ამის შესახებ მან დღეს განათლების სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი საქმიანობის შეფასება ჩემი გასაკეთებელი არ არის, ეს საზოგადოების გასაკეთებელია. ასევე პრემიერ–მინისტრის, მთავრობის გუნდის და ჩემი კოლეგების, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ყველა მიმართულებით განათლების სისტემის განვითარების. ღრმა რწმენა მაქვს, რომ ეს რეფორმები, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში გაგრძელდება. ძალიან დადებითი განწყობა მაქვს ახალი მინისტრის მიმართ და ყველანაირად ვაპირებ, რომ გვერდში დავუდგე და დავეხმარო. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, მე ვაპირებ, რომ სასწავლო საქმიანობა გავაგრძელო. როგორც მოგეხსენებათ ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში, ვატარებდი ტრენინგებს. არასამთავრობო სექტორში და კერძო სექტორში ვმუშაობდი და ამის გაგრძელებას ვაპირებ და ასევე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. დაგეგმილი მქონდა 2017 წელს, უკვე მომზადებული ვიყავი სადოქტოროს გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეხლა ამ გეგმამ გადაიწია დროში ცოტათი, თუმცა ვაპირებ ისევ, რომ ჩავაბარო და ამერიკაში წავიდე“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე რამ განაპირობა მისი ახალი მინისტრით ჩანაცვლება ჯეჯელავა ამბობს, რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

„ჩემი ჩანაცვლება განაპირობა ერთობლივმა გადაწყვეტილებამ პრემიერ–მინისტრის და ჩემი კოლეგების, რომ ასე აჯობებდა განათლების სისტემისთვის და რეფორმებისთვის.“

განათლების ახალი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, სამინისტროში მისმა წინამორბედმა მიიღო და ის საქმიანობას უკვე დღეიდან შეუდგება.

ვინ არის განათლების ახალი მინისტრი – მიხეილ ჩხენკელის ბიოგრაფია

განათლების ახალი მინისტრი – ყველა ის რეფორმა, რომელიც წარმატებული იყო გაგრძელდება

„ჩემი მთავარი გამოწვევა განათლების ხარისხზე ზრუნვა იქნება“ – განათლების ახალი მინისტრი

ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების მინისტრის პოსტი დატოვა

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

ორი ცენტრალური გამოწვევა და მთავარი რჩევა განათლების ახალ მინისტრს ყოფილისგან

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ზოგიერთი რამის სწრაფად გაკეთება შეეძლო. ამასთან, ის ახალ მინისტრს რჩევას აძლევს და მთავარ გამოწვევებს ასახელებს.

„მთავარ გამოწვევად ახალ მინისტრს მე ვფიქრობ, რომ ვუტოვებ სოფლის და ეროვნული უმცირესობების სკოლებში კვალიფიცირებული მასწავლებლების ნაკლებობას, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში და მეორე მთავარ გამოწვევად ვუტოვებ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების, მოსწავლეების მცირე პროცენტს. ეს ორი ცენტრალური გამოწვევაა. რაც შეეხება რჩევას, ჩემი რჩევა ახალი მინისტრისთვის, ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად დაკონცენტრირდეს გრძელვადიან შედეგზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მუშაობით, თუ თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ რუტინაში არ ჩავეფლობით, შესაძლებელია, რომ სულ რამდენიმე წელიწადში 2020-2021–ში ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაც, პროფესიულიც და სკოლაც, იყოს აბსოლუტურად სხვანაირი“, – განაცხადა განათლების ყოფილმა მინისტრმა ჟრნალისტებთან საუბრისას.

„შეცდომა არის, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება შეიძლებოდა უფრო სწრაფად და თამამად ვიდრე გავაკეთეთ. მაგალითებს არ მოვიყვან ამ შემთხვევაში“, – ამბობს ჯეჯელავა.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რამდენად დამაზიანებელია განათლების სისტემისთვის მინისტრების ხშირი ცვლა ალექსანდრე ჯეჯელავა ასე პასუხობს:

“ჩემი მოსაზრება არის, რომ სტრატეგიის ხშირი ცვლა და სამოქმედო გეგმის ცვლა ძალიან საზიანოა, თუმცა ეს არ ხდება. ჩვენი წინა მინისტრისგან მე გადმომბარდა სისტემა და დიდწილად 80% რეფორმებისა და გადაწყვეტილებების შენარჩუნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც ძალიან მაღალი ხარისხი გვექნება თავსებადობისა ახალი მინისტრის საქმიანობის შემთხვევაში. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ზიანი მინიმალურია”, – აღნიშნა ჯეჯელავამ.

„ვაპირებ სწავლის გაგრძელებას“ – ალექსანდრე ჯეჯელავა

ვინ არის განათლების ახალი მინისტრი – მიხეილ ჩხენკელის ბიოგრაფია

განათლების ახალი მინისტრი – ყველა ის რეფორმა, რომელიც წარმატებული იყო გაგრძელდება

„ჩემი მთავარი გამოწვევა განათლების ხარისხზე ზრუნვა იქნება“ – განათლების ახალი მინისტრი

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

კსუ-სა და საადვოკატო ბიუროთა გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა – კახაბერ კორძაიამ და საქართველოს საადვოკატო ბიუროთა გაერთიანების თავმჯდომარემ ციცინო ცხვედიანმა – ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ეს ორმხრივი თანამშრომლობა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს გაერთიანებაში შემავალ 100-მდე ბიუროში სასწავლო პრაქტიკა გაიარონ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოაწყობენ ერთობლივ სემინარებს, სამეცნიერო კონფერენციებს და ხელს შეუწყობენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ, მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ადვოკატისათვის სავალდებულო საადვოკატო გამოცდისა და ერთწლიანი სტაჟირების პერიოდის გავლასთან დაკავშირებით, რომელიც სამთვიან თეორიულ და ცხრათვიან პრაქტიკულ კურსს მოიცავს.
მემორანდუმის ფარგლებში, სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის 30-მდე სტუდენტი უკვე შეირჩა და ისინი ეტაპობრივად დაიწყებენ საადვოკატო ბიუროთა გაერთიანებაში პროფესიულ პრაქტიკას. 

მემორანდუმის გაფორმებას კსუ-ის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ მაჭარაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი, საადვოკატო ბიუროთა გაერთიანების გამგეობის წევრი – ოთარ კაჭკაჭიშვილი და ბიურის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში გერმანელი პროფესორის ლექციათა ციკლი დაიწყო

$
0
0

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გერმანელი პროფესორის რაინჰარდ პაულინგის ლექციების ციკლი დაიწყო.

ლექციის თემაა: “ევროკავშირის სამართალი”.

ეს ლექციების ციკლის პირველი ნაწილია და მეორე ნაწილი მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება.

სტუდენტები შეისწავლიან ევროკავშირის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, კომპეტენციებს, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი ნორმების ერთობლიობას, მიღებული გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების უზრინველყოფის საშუალებებსა და სხვა.

ლექციების ციკლის პირველი ნაწილი მიმდინარე წლის 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები –დოკუმენტი

$
0
0

როგორც ცნობილია, სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი სტანდარტები დაამტკიცა, რაც ერთი მხრივ, ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ, სასკოლო ასაკის ბავშვებს სკოლისთვის აუცილებელი უნარების შეძენაში  დაეხმარება.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტებით განსაზღვრულია  0-დან 2 წლამდე  ბავშვის ადრეული განვითარების, 2-დან 3 წლამდე და 4-დან 5 წლამდე ბავშვების საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტები.

დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს სკოლამდელი დაწესებულების გარემოსა და სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის მახასიათებლებს.

რაც შეეხება აღმზრდელ -პედაგოგთა პროფესიულ სტანდარტს,  ახალი მიდგომით, დადგინდა თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს  უნდა ფლობდნენ აღმზრდელ-პედაგოგები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვის და შეფასებისთვის.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ სტანდარტების დოკუმენტს: 

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები

სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, სტანდარტი ყველა აღმზრდელ-პედაგოგისათვის სავალდებულო იქნება.

ამავე თემაზე:

რას გულისხმობს ბაღის აღმზრდელების დაგეგმილი სერტიფიცირება – დეტალები სიახლის შესახებ

ბაღის მასწავლებლის მთავარი ვალდებულება განისაზღვრა – რა წერია მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში

როდის გამოქვეყნდება 2018 წლის აბიტურიენტის ცნობარი – მაია მიმინოშვილის განცხადება

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილის განცხადებით, აბიტურიენტთა 2018 წლის ცნობარი სავარაუდოდ იანვრის თვეში გამოქვეყნდება.

როგორც მან EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, ამ ეტაპზე უნივერსიტეტებისგან ანკეტა–კითხვარების მიღებაზე მიმდინარეობს მუშაობა და მომავალ წელს ეს პრინციპი უკვე ელექტრონული გახდება.

„15 დეკემბრამდე აქვთ ვადა უმაღლეს სასწავლებლებს წარმოადგინონ ანკეტა-კითხვარები. ახლა  შევსების პროცესია, ვიღებთ ამ ანკეტებს, ხდება აკრება. მომავალ წელს გვექნება პროგრამა და ელექტრონულად იქნება ამ ანკეტების მიღება. როგორც კი შევიყვანთ ინფორმაციას, ცნობარი უკვე მზად იქნება. 15 დეკემბრამდე უმაღლესებს აქვთ ბოლო ვადა ანკეტების წარმოდგენის, შემდეგი ერთი კვირა აუცილებლად აღმოჩნდება შეცდომები, მოხდება უკან დაბრუნება, ისევ გამოგზავნა,  მეორეჯერ დაბრუნება და ა.შ. ეს პროცესები როგორც კი ამოიწურება, ცნობარიც მზად იქნება. ვფიქრობ დეკემბრის ბოლომდე ეს ყველაფერი დალაგდება და უკვე იანვრიდან ცნობარი გვექნება“, – განაცხადა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.

ცნობარი არის აბიტურიენტისთვის აუცილებელი დოკუმენტი, საინფორმაციო ცნობარი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ, რომელიც უმაღლესში სწავლის გაგრძელების მსურველს ეხმარება უნივერსიტეტისა და სასურველი საგანმანათლებლო პროგრამის/ფაკულტეტის შერჩევაში, გვიხსნის საგამოცდო პროცედურის პრინციპსა და ფორმას. ცნობარში ყველა უნივერსიტეტს მინიჭებული აქვს თავის კოდი, რომელიც აბიტურიენტს გამოცდებზე რეგისტრაციისას, კერძოდ კი პრიორიტეტული პროგრამების ჩამონათვალის შედგენისას სჭირდება.

გთავაზობთ გასული წლის აბიტურიენტის ცნობარს: აბიტურიენტის ცნობარი – 2017

ამავე თემაზე:

ტექსტის რედაქტირებაში 2018 წლის აბიტურიენტებს ნაკლები შეცდომის პოვნა მოუწევთ

2018 წლის აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მისვლას შეძლებენ

რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი

„მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ უნარების ტესტში ანალოგიების ტიპის მარტივი

„რომელი არჩევითი საგნის ჩაბარება ჯობია?“ – აბიტურიენტების კითხვას მაია მიმინოშვილი პასუხობს

მოამზადა თამთა ვირსალაძემ


„განათლების მთელი სამინისტრო გასაცხრილია, ყველგან ყალბია სწავლა და ყველაფერი მოსაწესრიგებელია“

$
0
0

„რესპუბლიკური“ პარტიის წევრი, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი განათლების სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებს აფასებს და ამბობს, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრის პოსტიდან გადაყენება არათუ დროული, არამედ დაგვიანებულიც კი იყო.

დადებითად აფასებს ახალი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის კანდიდატურას და აცხადებს, რომ მას არაჩვეულებრივი “ბექგრაუნდი” აქვს და ახლა მთავარი ისაა თუ რამდენად გამოიჩენს იგი პრინციპულობასა და სითამამეს ხისტი რეფორმების გასატარებლად.

იმ ფაქტს, რომ განათლების მინისტრები ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი ტემპებით იცვლებიან, ბერძენიშვილი ბუნებრივს უწოდებს და ამბობს, რომ სხვაგვარად შეუძლებელიც კია, რადგან  ცუდი მინისტრების უფრო დიდი ხნით გაჩერება არაფრით შეიძლება.

ლევან ბერძენიშვილი: უნდა ვაღიაროთ, რომ ამ წლების განმავლობაში ვერ ვიპოვნეთ ისეთი მინისტრი, რომელიც  წელიწადნახევარში გასაშვები არ იქნებოდა. განათლების მინისტრამდე სახელმწიფომ უნდა მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება – განათლება პრიორიტეტულია თუ არა. კვირიკაშვილი კი ამბობს, რომ განათლება პრიორიტეტია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ რომ ასეა ვერც ფინანსურად, ვერც მენეჯმენტის თვალსაზრისით, ვერც დანიშვნებით.

განათლება  პრიორიტეტი არ იყო შევარდნაძის დროს, არ იყო სააკაშვილის დროს და არ არის არც ამ მთავრობაში. შესაბამისად, მამა ღმერთი რომ დავნიშნოთ მინისტრად, თუკი იმ პირობებში იქნება, რა პირობებიც ახლაა, ვერავინ ვერაფერს შეცვლის. ყოფილი მინისტრებიც შეიძლება ნორმალურ ვითარებაში კარგები ყოფილიყვნენ, მაგრამ ამ ვითარებაში, როცა გეუბნებიან ამ თანხითა და მენეჯმენტით რაიმე უკეთესობისაკენ შეცვალეო, ამას ვერავინ გააკეთებს და ამიტომაც ყველა მინისტრი ხელმოცარული იყო.

ბოლო მინისტრი კი კატასტროფა გახლდათ. დღევანდელი მინისტრი პერსონალურად ძალიან სიმპათიურად გამოიყურება, მაგრამ როგორი მინისტრი იქნება, ამას ვერ გეტყვით. თუ ქვეყნის ხედვაში ფუნდამენტური ცვლილება არ არის, ვერც ეს მინისტრი იზამს ვერაფერს, სამწუხაროდ.

ანუ, დღევანდელი მოცემულობიან გამომდინარე, ახალი მინისტრიც კრახისთვისაა განწირული?

–ლ.ბ: დღევანდელი პირობები თუ არ შეიცვლება, სერიოზული ცვლილებების  განხორციელებას ვერც ახალი მინისტრი შეძლებს. ცვლილებები კი განსახორციელებელია სკოლაშიც და უმაღლეს სკოლაშიც.

ის არაჩვეულებრივი მეცნიერი და ბრწყინვალე პროფესიონალია. სხვათაშორის, ამას ყველა წინამორბედ მინისტრზე ვერ ვიტყვით. ეს თავის დარგში ნამდვილად ხუთოსანია. კვალიფიკაცია პრობლემა არაა და ამ მხრივ ის გამოირჩევა ბოლო მინისტრებისაგან, ერთი-ორ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით.

თუ ჩხენკელი წარმოადგენს ახალ პროგრამას, დაგვარწმუნებს, რომ განათლების დაფინანსება სამჯერ და ოთხჯერ გაიზრდება, შეიძლება რაღაც შეიცვალოს.

თქვით, რომ თავისი ხედვა უნდა წარმოადგენოს. ბოლო მინსიტრებსა ჰქონდათ საკმაოდ მასშტაბური, რამდენიმე წელზე და ათწლეულზე გაწერილი გეგმები, რაც ლოგიკურია, რადგან განათლების სფეროში სწრაფი შედეგის მიღება შეუძლებელია, მაგრამ თუკი მინისტრები ასეთი ტემპებით შეიცვლებიან, როგორ უნდა განახორციელონ ეს გეგმები? შესაბამისად, როგორ უნდა დავრწმუნდეთ იგი ეფექტური იყო თუ არა და ასეთ პირობებში საერთოდ რაღა აზრი აქვს ხედვის წარმოდგენას?

ლ.ბ: არა, ჯეჯელავასთვის არ უნდა მიეცათ დრო. არათუ წელიწადი, არც ერთი დღე არ უნდა მიეცათ. თუ კაცი ასეთ სულელურ გეგმას წარმოადგენს, რომ მხატვრულ ლიტერატურას თავს უნდა დაესხა და განათლების სისტემიდან უნდა გააძევო, ასეთი იდიოტი პირველივე დღეს უნდა მოეხსნათ და არა ამდენი ხნის შემდეგ.

თუ ახალი მინისტრი დამაჯერებელ პროგრამას წარმოადგენს, საზოგადოების მხარდაჭერაც ექნება და მთავრობისაც. თუ ვერ წარმოიდგენს, შეუერთდება იმათ რიცხვს, ვინც კარგი მეცნიერია, მაგრამ ცუდი მინისტრი. ბევრ მინისტრზე ამასაც ვერ ვიტყვით. მაგალითად ჯეჯელავაზე ვერ ვიტყვით, რომ ის საერთოდ რამეში კარგი იყო. ადამიანი, რომელიც მშობლიურ ლიტერატურას, ფოლკლორს ასეთი ბეცი აგრესიითა და თვითკმაყოფილებით დაეტაკება და ქვეყანას გააცინებს, რა თქმა უნდა, მინისტრად არ გამოდგება.

მოგეხსენებათ, წარმატებული რეფორმები ძალიან ბევრი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას მოითხოვს, რომელთაც შესაძლოა საზოგადოების პროტესტი გამოიწვიონ. როგორ ფიქრობთ, ახალ მინისტრს ეყოფა გამბედაობა თამამი გადაწყვეტილებების მისაღებად?

ლ.ბ: თუ წარმატება უნდა, დიახ, არაპოპულარული ნაბიჯები უნდა გადადგას. თუ საზოგადოებას რაღაცებს აუხსნი, მიხვდება, რომ უნდა ჩაისუნთქოს და მერე ამოისუნთქოს. თუ პირდაპირ ეცემა და ეტყვის მე ყველაფერი როგორც მინდა ისე უნდა გავაკეთო, თქვენი აზრი არ მაინტერესებსო, მოიქცევა ისე, როგორც ეს მთავრობა იქცევა მთაწმინდაზე ვინმეს დაკრძალვის დროს – რომ დაკრძალავენ და მერე გვეკითხებიან –  როგორ ვქენითო?

საზოგადოებას თუ არ კითხავ და რეფორმებს ისე დაიწყებ, ყველა ჩავარდება. რეფორმების ძირითადი ნაწილი საზოგადოების ინფორმირებაა. იმის ახსნა, რომ ეს სწორია და კარგია. ჩვენი შვილებისათვის თუ კარგია, მშობლები რამენაირად გავერკვევით და მასწავლებლებიც გაერკვევიან იმაში, რაც სკოლისთვისაა კარგი.

როცა მინისტრი დაგცინის იმის გამო, რომ თავად წერა-კითხვის უცოდინარია, რა თქმა უნდა, პრობლემები ექნება. ახალ მინისტრს, რამდენადაც მე ვიცნობ, ვაჟკაცობა, გამოცდილება და სითამამე არ აკლია. მაგრამ ჩვენ არ ვიცით საით წავა მისი აზრები, მიმართავს თუ არა სკოლას, რეფორმის ძირითადი საფუძველი იქნება თუ არა საბაზო განათლება. თუ ისევ უმაღლეს განათლებაზე იქნება ორიენტირებული.

ჩვენ გვინდა ისეთი მინისტრი, რომელსაც სიტყვა განათლების მნიშვნელობა ესმის და იცის, რომ განათლება ბავშვის სკოლაში მისვლიდან იწყება. თუ ესმის, რომ იმ ფინანსებით, რაც ახლაა, ვერავინ ვერაფერს იზამს და ბევრად მეტია საჭირო. თუ წარმატებები ექნება, პოპულარულიც გახდება, ეს პრობლემა არაა. მტკივნეული რეფორმები სხვა ქვეყნებში გატარებულა და ჩვენთანაც გატარდება.

მიგაჩნიათ თუ არა ჯეჯელავას მინისტრობისას წამოწყებული რომელიმე საქმის გაგრძელება საჭიროდ?

ლ.ბ: არა, ჯეჯელავას არც ერთი წამოწყება არ ვიცი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჯეჯელავასგან მხოლოდ ის ვიცით, რომ სკოლაში შეიტანა ვაშლი, აკრძალა ლიმონათი  და რომ ქართული ხალხური ზღაპრები სისულელეა. ამასთანავე, კონკია ქართული ზღაპარი ჰგონია. ასე რომ, ჯეჯელევას არც ერთი წამოწყებული საქმე არაა გასაგრძელებელი. მათ შორის არც ისინი, რომლებიც პროგრამებს ეხება – სკოლის პროგრმებში ხელების ფათური, სისულელეების შეტანა და სიბრძნეების გამოტანა. განათლების სამინისტროში მხოლოდ ჯეჯელავა არ იყო პრობლემა, მთელი სამინისტრო გასაცხრილია.

ახალ მინისტრს ისეთი ბიოგრაფია აქვს, რომ მას შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ გააკეთებს თუ არა და მოახერხებს თუ არა, ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს. ჩვენ წარმატება ვუსურვოთ, მას ამის შანსი აქვს. რაკი ამ შემოთავაზებას დათანხმდა, ალბათ იცის რა უნდა გააკეთოს. თუ მკითხავთ არის თუ არა ის განათლებული, გეტყვით, რომ დიახ, არის განათლებული, ჩამოყალიბებული და ზრდილი, რაც ჩვენი მინისტრებისათვის დიდი პრობლემა აღმოჩნდა, რადგან ელემენტარული ზრდილობით ბევრი ვერ დაიტრაბახებს. ერთმა მინისტრმა ისიც კი ამიხსნა, რომ დოსტოევსკი ცუდი მწერალია და ეს ისეთი ფორმებით მითხრა, რომ მისი ჭკუით, დოსტოევსკის კი არა, მე უნდა მწყენოდა.

ასე რომ, ახალი მინისტრი ამ მხრივ დადებითი პიროვნებაა და თუ ბედის ვარსკვლავზეა დაბადებული, იქნებ ამ საქმესაც მიხედოს.

–თქვენი აზრით, საიდან უნდა დაიწყოს პირველ რიგში რეფორმების გატარება?

–ლ.ბ: სკოლებში კატასტროფული მდგომარეობაა, ეს მე მგონი ყველამ იცის. ის სისტემა, რომელიც შექმნილია, მათ შორის მასწავლებლების სერტიფიცირების, კოშმარულია და საერთოდ არაფერ შუაში არაა განათლებასთან. მასწავლებელი გამოცდას რომ ჩააბარებს და ბავშვს ხელს დაარტყამს, ის სისტემა გვაქვს ჩამოყალიბებული. რა ეშმაკად გვინდა ცოდნა, რომელიც არაფერს იძლევა?

ჩვენ სისტემაში თითქოს მასწავლებლებს მოეთხოვებათ რომ ბავშვის ფსიქოლოგია იცოდნენ, მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ ვიდეოებს, თუ როგორ ექცევიან ისინი ბავშვებს. სულ სერტიფიცირებული მასწავლებლები არიან ბავშვებს სახაზავებით რომ დასდევენ.

ვინც სკოლა იმდენად დააკნინა რომ სკოლის ნიშანს კი არა, სკოლის დამთავრებასაც არ აქვს აზრი, იმან მოსპო განათლების სისტემა. პირველ კურსზე თუ მოვა ადამიანი, რომელიც ძ-ს და ხ-ს ერთმანეთში ურევს, იმისაგან არასოდეს არაფერი დადგება თუნდაც ქართულში აკაკი შანიძე დავახვედროთ და მათემატიკაში მუსხელიშვილი. სკოლის წლებს ვერავინ აანაზღაურებს.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი, სტუდენტები მყავს და ჩემი სტუდენტების დაახლოებით 20-30 % უნივერსიტეტიდან დღესვეა გასარიცხი იმ საბუთით, რომ ვეღარსად ვერასოდეს ვერ მოხვდნენ. საინტერესოა როგორ გახდნენ ისინი სტუდენტები, რა სისტემაა ჩამოყალიბებული. თუ ეს მინისტრი ვერ მოერევა განათლების იმ სისტემას, რომელიც სტუდენტად ხდის ყველას, ვისაც არ ეზარება, თუ ვერ შეცვლის მაია მიმინოშვილის აშენებულ კონგლომერატს, რომელიც თავის დროზე კარგი იყო, მაგრამ ბოლოს ამ შედეგამდე მიგვიყვანა, წარმატების არაფერი შანსი არ ექნება.

მას სტრუქტურული მტრები ჰყავს – შეფასების სისტემა. მიმინოშვილის სამსახური გარდაქმნის ობიექტია. იქ ყველაფერი უნდა გამოიცვალოს. ასევე მთლიანად შესაცვლელია მასწავლებლთა შეფასების სისტემა და ის ცირკი, რასაც საქართველოში 200 უმაღლესი სასწავლებლის არსებობა ჰქვია. რომელთაც არ აქვთ სკამი, მერხი, კალამი ცარცი და დაფა, მაგრამ აქვთ ავტორიზაცია და აკრედიტაცია. ყველგან ყალბია სწავლა, დიდი სამუშაოა და ყველაფერი მოსაწესრიგებელია.

ამავე თემაზე:

ვინ არის განათლების ახალი მინისტრი – მიხეილ ჩხენკელის ბიოგრაფია

განათლების ახალი მინისტრი – ყველა ის რეფორმა, რომელიც წარმატებული იყო გაგრძელდება

„ჩემი მთავარი გამოწვევა განათლების ხარისხზე ზრუნვა იქნება“ – განათლების ახალი მინისტრი

მოამზადა თაკო მათეშვილმა

კსუ-ის გუნდმა “Old Boys” რეგიონული ლიგის გამარჯვებულის სტატუსი მეორედ მოიპოვა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი – “old boys” – რეგიონული ლიგის ბოლო სამი წლის თამაშების საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი მეორედ გახდა.

Old Boys-ის წევრები: თორნიკე რევია, გიორგი ხუსკივაძე, ზურა ყანჩაველი, ოთარ დეისაძე ფინალურ ეტაპზე თსუ-ს, წყალტუბოს გუნდ – ,,მაკნატუნას“ და შსს-სა და ეტალონის გაერთიანებულ გუნდს შეხვდნენ. კონკურსის ოთხი რაუნდის შედეგებით, ჟიურის მაქსიმალური ქულები დაიმსახურეს.

კავეენის მონაწილე გუნდებს ალექს გაგნიძე, ლევან კვარაცხელია იგივე რობერტო მავანი, გუჯა ლორთქიფანიძე, სოფო ბანძავა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი აფასებდნენ.

2017 წლის კავეენის რეგიონული ლიგის თამაშები მაისის თვიდან ტარდება; მისალმების, ტრიატლონის, სკეჩისა და მუსიკალური ნომრის შედეგებით კსუ-ს გუნდი ,,old boys” – საქართველოს ჩემპიონის ტიტულისა და 5000 ლარის მფლობელი გახდა.

კსუ-ის ჟურნალისტიკის სტუდენტები საქართველოს ეროვნულ არქივს ეწვივნენ

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეორეკურსელები „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ პრაქტიკუმის ფორმატში (ლექტორები ნინო ჭალაგანიძე, თამარ ბელქანია) საქართველოს ეროვნულ არქივს ეწვივნენ. საგამოფენო დარბაზში ექსპოზიცია“რეპრესიები საქართველოში“ გამოფენილია უნიკალური დოკუმენტები: ფოტოები და რეპრესირებულ საზოგადო მოღვაწეთა პირადი ნივთები.

გასვლითი ლექცია სახელწოდებით “მეტმა მეტი საქართველოს ისტორიის შესახებ” გულისხმობს მომავალი სტიუდენეტების ინფორმირებულობას უახლესი ისტორიის იმ დეტალებზე, რომელბიც არქივშია დაცული და ჯერ-ჯერობით სასწავლო სახელმძღვანელოებში ასახული არაა.

სტუდენეტბი გაეცნენ ალტერნატიულ ისტორიას; შეექმნათ საკუთარი დამოკიდებულება რეალური ისტორიის მიმართ, გაიაზრეს, როგორ უნდა შუქდებოდეს საგამოფენო თემა, როგორ შედგეს კომუნიკაცია არქივის წარმომადგენლებთან, როგორ უნდა გამოითხოვონ კონკრეტული ვიდეო, აუდიო, წერილობითი თუ ფოტო დოკუმენეტი და გადაიტანონ ის მედია ფორმატში: სატელევიზიო, საგაზეთო თუ რადიო მედიაში.

ლექციამ დიასკუსიის რეჟიმში ჩაიარა. ბოლოს კი სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხევებზე მიეღოთ პასუხები, გადაეღოთ ფოტოები.

აწსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით პირველად საქართველოში Airsoft-ის ჩემპიონატი ჩატარდა

$
0
0

ამა წლის ნოემბერში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, „სტუდენტური დღეები – 2017“-ის ფარგლებში, პირველად საქართველოში, ჩატარდა Airsoft-ის ჩემპიონატი.

ჩემპიონატის ნახევარფინალი და ფინალი გაიმართა ამა წლის 12 ნოემბერს ქ. წყალტუბოში.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი – „1/3 ინვალიდები“ , რომელსაც აწსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და Airsoft-ის ასოციაცია 20 ნოემბერს „სტუდენტური დღეები – 2017“-ის დახურვის ცერემონიალზე დააჯილდოებს.

ქუთაისის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა

$
0
0

2017 წლის 11-12 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი: აქტუალური პრობლემები, მიღწევები და ინოვაციები “.

კონფერენცია მიმდინარეობდა ტემპუსის პროექტის „შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის კომპეტენციათა ცენტრების ქსელის შექმნა“ ეგიდით, რომელშიც ქუთაისის უნივერსიტეტია ჩართული. პროექტის პარტნიორი ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, გერმანია (კოორდინატორი), იტალია, სლოვაკეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.

კონფერენცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი დავით თვალთვაძე.

პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წარმოადგინეს ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორმა იოსებ არჩვაძემ – „ინფლაციაზე ეგზოგენური ფაქტორების გავლენის შესახებ“ და პროფესორმა რევაზ კაკულიამ – „გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობათა პრობლემები“.

პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა სექციებში გაგრძელდა.

კონფერენციაში მონაწილეობდა 21 უნივერსიტეტი და სამეცნიერო დაწესებულება. ავტორებმა წარმოადგინეს 80 მოხსენება. დაისტამბა კონფერენციის შრომათა კრებული, რომელიც სერტიფიკატთან და სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად ყველა მონაწილეს გადაეცა.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

$
0
0

15 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, რომელსაც უძღვებოდა ტრეფიკინგის ფონდის იურისტი.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის გაეცნოთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის მექანიზმები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის რაჭაში კულტურულ-შემეცნებითი ტური მოეწყო

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური რაჭაში. სტუდენტებმა ასოცირებულ პროფესორ მაკა ფირანაშვილთან ერთად შეადგინეს ტური და მოამზადეს სასწავლო თემატიკა, თავად გაუწიეს გიდობა აღნიშნულ ტურს. მოინახულეს XVIII საუკუნის ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია, შუა საუკუნეების ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია და XVI-XVII სს. ხოტევის ციხე, XI საუკუნის ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრი – ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი და შაორის წყალსაცავი.

ტური მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანისა და, ზოგადად, პროფესიული უნარების განვითარებას, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხეების გაცნობას და რაჭის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შესწავლას.


გორის უნივერსიტეტს პოლონეთის რესპუბლიკიდან დელეგაცია ეწვია

$
0
0

15 ნოემბერს გორის უნივერსიტეტს ეწვია პოლონეთის რესპუბლიკის კონსული, პირველი მრჩეველი, გჟეგოჟ სტიკოვსკი საელჩოს წარმომადგენელთან ერთად.

სტუმრებმა დაათვალიერეს გორის უნივერსიტეტში არსებული ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრი, დაესწრნენ პოლონური ენის ლექციას, რის შემდეგაც შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილს, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილს, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელს, რუიზან მექვაბიძეს.

შეხვედრის დროს განიხილეს გორისა და პოლონური უნივერსიტეტების მიმდინარე, ერთობლივი პროექტები, გაცვლითი პროგრამები, ასევე დაისახა სამომავლო ფართო თანამშრომლობის გეგმები.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარი“ დაწესდა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარი“ დაწესდა. სამეცნიერო პრემია „თამარი“ კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის თამარის სახელს ატარებს.

თამარ მეფის სახელობის სამეცნიერო პრემია სტიმულის მიმცემი იქნება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთათვის. აღნიშნული პრემია წაახალისებს ახალგაზრდა მეცნიერებს კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების განსახორციელებლად.

სამეცნიერო პრემია გაიცემა ყოველწლიურად კონკურსის წესით.

2017 წელს გაიცემა 3 პრემია:

  • I პრემია – 3750 ლარი (დარიცხული);
  • II პრემია – 2500 ლარი (დარიცხული);
  • III პრემია – 1250 ლარი (დარიცხული) წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერისთვის.

დეტალური ინფორმაცია სამეცნიერო პრემიის შესახებ იხილეთ ბმულზე.

მაღალსტატუსიანი დაბალხელფასიანი მასწავლებლები

$
0
0

თუ პედაგოგი ხართ, ან პედაგოგობას აპირებთ და გაქვთ მოლოდინი, რომ თავდადებული მუშაობის, გამოცდების ჩაბარების, კვალიფიკაციის დადასტურებისა და პედაგოგთა სქემაში მაღალ საფეხურებზე ასვლის შემთხვევაში თქვენი შემოსავალი საგრძნობლად გაიზრდება, დიდი შანსია იმისა, რომ ცდებოდეთ. საქმე ისაა, რომ სქემის მაღალ საფეხურზე ყოფნის შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ვერ დააგროვებთ ჩასატარებელი საათების საკმარის რაოდენობას (კვირაში 15-18 საათი), ვერ მიიღებთ იმ მაქსიმალურ 800 ლარიან ხელფასს, რომლის შემოღებაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიაჩნია.

საათების დაგროვება კი, პედაგოგებისათვის კარგად ცნობილია, რომ ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მათ შორის დირექტორის კეთილგანწყობაზე, კონკურენტების სიმრავლეზე და ა.შ. შესაბამისად, იქმნება პარადოქსული სიტუაცია, როდესაც პედაგოგი მრავალგვარი გარჯის შედეგად სქემაში მაღალ საფეხურებზე ინაცვლებს, თუმცა მისი შემოსავალი საგრძნობლად არ იზრდება.

EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული უახლესი სტატისტიკის თანახმად, სულ ქვეყანაში 66 504 პედაგოგი გვყავს. მათ შორის 9 მენტორი, 218 წამყვანი, 18 941 უფროსი, 44 419 პრაქტიკოსი და 2 917 სტატუსის გარეშე. შარშანდელი სტატისტიკის მიხედვით, 800 ლარამდე ხელფასს მხოლოდ დაახლოებით 8 ათასი მათგანი იღებს.

რატომ არ სურს სამინისტროს მასწავლებლის ანაზღაურების მხოლოდ კვალიფიკაციაზე მიბმა? ამ კითხვას უკვე დიდი ხანია ოპოზიციაც სვამს და თავად პედაგოგებიც. განათლების სამინისტროს კი ამაზე მუდმივად ჩამოყალიბებული, მკაფიო და ხმამაღალი პასუხი ჰქონდა. ზოგჯერ სკანდალურიც –  რომ მასწავლებელს მაღალი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ამ პროფესიას ისეთი ადამიანები აირჩევენ, რომელთაც ბავშვები არ უყვართ და ა.შ.

განათლების აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თავისი მინისტრობის უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთ გადაცემაში ამ თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ არ ფიქრობს რომ მასწავლებლის ანაზღაურება მხოლოდ სტატუსზე, კვალიფიკაციაზე იყოს დამოკიდებული და არა საათობრივ დატვირთვაზე, მან შემდეგნაირად უპასუხა:

არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობთ, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ გაგვიმრავლდება ორსაათდატვირთვიანი მაღალხელფასიანი ხალხი და ამის საშუალება ფიზიკურად არ გვაქვს“.

თავის მხრივ, ბიუჯეტიდან მასწავლებლებისათვის გადახდილი თანხების შთამბეჭდაობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ  2017 წლის იანვარ–აგვისტოში სქემით განსაზღვრული მასწავლებლების დანამატების ხარჯების დაფინანსებამ 37–ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა.

“მასწავლებლების ხელფასების ზრდა და ამ მიმართულებით პოლიტიკა სამ ეტაპად განხორციელდა. 2015 წელს სექტემბერში იყო პირველი, მეორე იყო 2016 წლის აპრილში და მესამე –  2017 წლის იანვარში. შესაბამისად, როდესაც მასწავლებლებს აქვთ სრული დატვირთვა, ისინი იღებენ აღნიშნულ დანამატს. მე მგონია, რომ თუ მასწავლებლებს დატვირთვა არ ექნებათ, ამ შემთხვევაში მათ განათლების სამინისტრო სრულ ანაზღაურებას ვერ მისცემს”, – განაცხადა ცოტა ხნის წინ ქუმსიშვილმა.

თავისი მოსაზრებები და არგუმენტები აქვს ოპოზიციასაც. საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი სერგო რატიანი ამ საკითხზე ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა და ამბობდა, რომ ხელფასის გაცემის პრინციპი შესაცვლელია.

მისი თქმით, მიუხედავად რიცხვებისა და სტატისტიკისა, ცვლილებები პედაგოგების უმეტესობას არ ეხებათ, რადგან კანონის მიხედვით ხელფასი დატვირთვაზეა დამოკიდებული.

„43 000 მასწავლებელს არ გაზრდია ხელფასი და ეს დაპირება ჩვეულებრივი ტყუილი იყო. მაგრამ, საქმე გაცილებით უფრო პრობლემურია, რადგან ჩვენ გვყავს 15 000 სერტიფიცირებული მასწავლებელი და მათ შეიძლებოდა ქონოდათ 800 ლარი და მეტი, მაგრამ, ხელფასი მიბმული არის არა სერტიფიცირებაზე. ადამიანმა ჩააბარა, მოიპოვა ეს სერტიფიკატი და ის უნდა უზრუნველყოს სკოლამ და სახელმწიფომ, რომ სრული დატვირთვა ჰქონდეს.

„ამის მაგივრად, არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც, რეალურად ხელფასი მიბმული არის დატვირთვაზე და ეს პარადოქსულ ვითარებას ქმნის  – 15 000 მასწავლებლიდან 800 ლარს და მეტს მხოლოდ 8 000 მასწავლებელი იღებს. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა,“ – აცხადებდა რატიანი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი აცხადებს, რომ მცდარია ფორმულირება, თითქოს მასწავლებლის ანაზღაურება კვალიფიკაციაზე არაა მიბმული. ამბობს, რომ კანონით ხელფასი სწორედ შეფასების შედეგებზეა დამოკიდებული.  შეფასება კი მიუთითებს იმას, თუ რამდენად კვალიფიციურია მასწავლებელი. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ  მასწავლებლის ხელფასი პირველ რიგში საათობრივად იანგარიშება და სწორედ ესაა შესაცვლელი.

იგი სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე და დაფინანსების სისტემაზე გვესაუბრება და ამბობს, რომ გამოსავალი ასეთია: მასწავლებელი ფიქსირებულ ხელფასს თავისი მთლიანი საქმიანობისათვის იღებს. ისე, როგორც მაგალითად საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები. ანუ, პედაგოგები 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობენ.

ამ 8 საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში გაკვეთილების ჩატარების გარდა უამრავ სხვა რამეს აკეთებენ. მათ შორის ზრუნავენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. საათებს კი, სკოლის საჭიროების მიხედვით, ადმინისტრაცია ანაწილებს. ასეთ დროს, როგორც წესი, მათი საათობრივი დატვირთვა მაქსიმალურია.

„იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ხელფასის გაცემის წესის შეცვლაა საჭირო, რასაც მე პირადად ორი ხელით მივესალმები. ოღონდ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – თუკი ვინმე ამას საქართველოში გააკეთებს,  სკოლებში საათების ოპტიმალურად ჩატარების საკითხი დადგება. ანუ, თუკი სკოლას ერთ საგანში 2 მასწავლებელი ჰყავს, ამ 18 საათს კი არ გაყოფს ორზე რომ არც ერთს არ აწყენინოს, არამედ იტყვის, რომ მე ერთი მასწავლებელი მჭირდება და მას მიეცემა ანაზღაურება, რომელიც განკუთვნილია ერთი პედაგოგის 8 საათიანი სამუშაო დღისათვის.

„ჩვენთან ბევრია მასწავლებელი, რომელსაც ცოტა საათიც აკმაყოფილებს. მათთვის მთავარი ისაა, რომ სკოლაში მუშაობდნენ, რადგან ეს სკოლის გარეთ რეპეტიტორად მუშაობისათვის არის საჭირო. იმ შემთხვევაში, რომელზეც მე ვსაუბრობ, საათებიც სკოლაში სულ სხვანაირად გადანაწილდება. 8-საათიანი სამუშაო დღის პირობებში მასწავლებლები მაქსიმალურად დაიტვირთებიან,“- აცხადებს ჟღენტი.

ასეთი მოდელის „უკუჩვენება“ კი, მისი თქმით, ის იქნება, რომ ქვეყანას 67 ათასამდე პედაგოგი, რომელიც ახლა ჰყავს, აღარ დასჭირდება. აქვე დასძენს, რომ ეს რიცხვი ახლაც გაბერილია. შესამცირებლად კი, სპეციალისტს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პედაგოგების სისტემიდან ღირსეული გასვლა და მინიმალურდატვირთვიანი და სხვაინტერესებიანი პედაგოგების სკოლებიდან გაშვება უნდა უზრუნველყოს. ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, უამრავი საათი გამოთავისუფლდება, რომლებიც მოტივირებულ, მონდომებულ პედაგოგებზე გადანაწილდება. ისინი სრული – 8-საათიანი დატვირთვით იმუშავებენ და ღირსეულ ანაზღაურებასაც მიიღებენ.

შესაბამისად, ჟღენტი მიიჩნევს, რომ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც პედაგოგთა ხალფასის გაცემის წესი აქამდე არ შეიცვალა – პედაგოგების სახლში გაშვებას ვერცერთი ხელისუფლება ვერ ბედავს.

„მე მგონია, რომ საზოგადოებრივი დაკვეთა პირველ რიგში უფრო  67 ათასი მასწავლებლის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, ვიდრე სწავლების ხარისხზე, სამწუხაროდ.  ამას გვიჩვენებს ნებისმიერი საზოგადოებრივი კვლევა და ზოგადად დამოკიდებულებაც. დაფინანსების რეფორმა ადვილი არ არის, საზოგადოების თანხმობაა საჭირო. რათა რომელიმე ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგას,“ – აღნიშნავს იგი.

ჩვენ კითხვაზე, ხდება თუ არა საზოგადოებრივი კეთილგანწყობის მოპოვება მომავალი თაობების განათლების ხარჯზე, ჟღენტი შემდეგნაირად გვპასუხობს:

„რა, არ იცით, რომ მასეა?! ფაქტია, რომ ეს საზოგადოებრივი დაკვეთაა. იგი  სოციალურ დაუცველობაზე აპელირებს. მიმაჩნია, რომ ეს პირველ რიგში საზოგადოების  პრობლემაა და არა ხელისუფლების. ხელისუფლება საზოგადოების დაკვეთას ასრულებს. იმ  ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, თითოეულ საზოგადოებას ის ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც იმსახურებს და ჩვენ შემთხვევაში ირჩევს კიდევაც“,- დასძენს კახა ჟღენტი.

წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის პედაგოგი, ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნოს ავტორი და ხელმძღვანელი  მანანა ბეგიაშვილი კი  მიიჩნევს, რომ პედაგოგების დაფინანსების წესის ფორმირება ურთულესი საკითხია და ამიტომ გადაჭრით იმის თქმა, თუ რით უნდა განისაზღვრებოდეს ის – სტატუსით, თუ საათებით, შეუძლებელია.

მისი აზრით, არც ბევრი საათის ქონა ნიშნავს კარგ მასწავლებლობას და არც სქემაში მაღალ საფეხურზე აწევა. ამბობს, რომ ბევრია ისეთი, ვინც  გამოცდებს კარგად აბარებს, მაგრამ პედაგოგად მაინც არ გამოდგება.

ბეგიაშვილი ფიქრობს, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია ამით არ უნდა იზომებოდეს და რომ პედაგოგიკაში ამოსავალი ისაა, თუ რამდენად შეუძლია პედაგოგს ბავშვამდე მისვლა.

„მე პირადად მაინც მგონია, რომ მასწავლებლის საზომი უპირველესად მისი პედაგოგიკური უნარები უნდა იყოს. არა მხოლოდ საგნის ცოდნა, არამედ ისიც, თუ რამდენად და როგორ შეუძლიათ ბავშვამდე მისვლა და ამ ცოდნის მიტანა.

„დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებასაც, მაგრამ არ გინახავთ მასწავლებლები, რომელთაც მთელი ცხოვრება სკოლაში აქვთ გატარებული, მაგრამ ყველაზე აგრესიულები არიან? ანუ, გამოცდილებითაც ვერ გაზომავ. ამიტომ, როგორია დაფინანსების იდეალური მოდელი, ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს, ალბათ, ვერავინ გაგცემთ.

„ვფიქრობ ყველა სკოლას თავისი ავტონომია უნდა ჰქონდეს. ოღონდ ისეთებს არ ვგულისხმობ, რომლებშიც სასწავლო ნაწილები კომკავშირელებს ჰგვანან. სკოლა უნდა ახერხებდეს მასწავლებლებისა და მის მიერ ჩატარებული გაკვეთილების შემოწმებას. იმის მომხრეც ვარ, რომ ბავშვებსაც ვკითხოთ ვინ როგორი მასწავლებელია. მართალია, ეს დამამცირებელია, მაგრამ ეტიკეტის ნორმების დაცვა შესაძლებელია,“ – აცხადებს ბეგიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 65.6 მილიონით  იზრდება და 1 181.8 მილიარდი ლარით განისაზღვრება. როგორც მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, ბიუჯეტის დღევანდელი პროექტით გათვალისწინებულია 4 მილიონი ლარი, რომლითაც სქემაში ჩართული 10 ათასი პედაგოგის დაფინანსებაა განსაზღვრული.

ამავე თემაზე:

სერტიფიცირებული მასწავლებლის ფასი საქართველოში

„ლამის ბოდიში მოვიხადო იმაზე, რომ გავბედე და გავხდი სერტიფიცირებული პედაგოგი“

მოამზადა თაკო მათეშვილმა

გახდი წარმატებული ჩვენი დახმარებით – VIP Intellect Group

$
0
0

„ხარისხი, თქვენი წარმატებისთვის!“ – ასეთია კომპანია „VIP Intellect Group“–ის სლოგანი, მრავალპროფილიანი ტრენინგ და საკონსულტაციო ცენტრის, რომლის ძირითად გუნდს 17- წლიანი გამოცდილება გააჩნია და მის საქმიანობას სხვადასხვა მიმართულების ტრენინგების ჩატარება წარმოადგენს.

ნინო მღებრიშვილი დირექტორი და დამფუძნებელი: VIP INTELLECT GROUP-ი მრავალპროფილიანი ტრენინგ და საკონსულტაციო ცენტრია, მუდმივად ვაკონტროლებთ საბაზრო მოთხოვნებს,  დრო იცვლება და მოთხოვნილებებიც სხვადასხვა სპეციალობებზე იმატებს და კლებულობს. სულ რამოდენიმე წლის წინ ტურიზმის მიმართულებებაზე საერთოდ არ იყო მოთხოვნა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ტურიზმის სფერო ერთ-ერთი წამყვანი დარგი გახდა – შენდება  სასტუმროები, იქმნება ტურისტული სააგენტოები და, რა თქმა უნდა, შესაბამისად კადრების მოთხოვნა გაიზარდა.  შედარებით გვიან წამოვიდა მოთხოვნილება ლოგისტიკის სპეციალისტებზეც, ძალიან პერსპექტიული დარგია Arc GIS გეოინფორმაციული სისტემები, რომელზეც მოთხოვნილება გაჩნდა უკვე რამდენიმე წელია და დღითი დღე უფრო მოიმატებს.  ასე შეიძლება ბევრ მიმართულებაზე ვისაუბროთ… სწორედ ამიტომ მრავალპროფილიანია ჩვენი ტრენინგცენტრი. ისეთი სპეციალობები კი,  როგორიცაა უცხო ენები, ფინანსები, ჯანდაცვა, ფართო პროფილის მენეჯმენტი, ფარმაკოლოგია და კომპიუტერული პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით, ხომ მუდამ აქტუალურია.

–რა უპირატესობა აქვს და რითი გამოირჩევა თქვენი კომპანია?

–გარდა იმისა, რომ ჩვენი ტრენინგები და პროგრამები  პრაქტიკული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული, ძალიან ბევრ ჩვენს კურსს ახლავს სტაჟირების პროგრამა. კურსდამთავრებულები აგრძელებენ სტაჟირებას სასტუმროებში, სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, ბუღალტრულ კომპანიებში, ტურისტულ სააგენტოებში და ხშირ შემთხვევაში, იქვე აქვთ დასაქმების შეთავაზება. გარდა ამისა, არიან ისეთი მსმენელები, რომლებიც თავად აპირებენ ამა თუ იმ სფეროში საკუთარი ბიზნესის დაწყებას და ვინაიდან ენდობიან ჩვენს ხარისხს, კადრების შერჩევისას, ისევ ჩვენ გვიკავშირდებიან. პატარაა საქართველო და როცა ხარისხიანად მოემსახურები, მალე ვრცელდება ინფორმაცია.

–ვინ არიან თქვენი მომხმარებლები ძირითადად?

–ჩვენ ერთდროულად ვემსახურებით როგორც კომპანიების კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, (ასობით კომპანიის კადრი გვყავს მომზადებული სხვადასხვა მიმართულებით) ასევე მრავალმხრივ დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს. არიან ისეთები, ვინც უკვე მუშაობენ და ახალი სპეციალობის შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ და ასევე არიან სრულიად გამოუცდელებიც, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთ კარიერას, სწორედ მათ უნდათ ჩვენი კონსულტაცია და პროფესიონალური დახმარება, რომ სწორი არჩევანის გაკეთებაში გონივრულად დავეხმაროთ.

–თავად თუ მონაწილეობთ დაინტერესებული პირების არჩევანში?

–ჩვენ შემოქმედებითად ვუდგებით დაინტერესებულ პირებს, ხშირად მოდიან და არ იციან ზუსტად რა უნდათ და საუბრისას ირკვევა, რომ მხოლოდ იმიტომ ირჩევენ ამა თუ იმ სპეციალობას, რომ ,,მოდურია“, არადა, აბსოლუტურად სხვა განათლება, ცოდნა და მისწრაფება აქვთ, აქ უკვე ჩვენი გამოცდილებით ვაძლევთ რჩევას და იმ სპეციალობას ვურჩევთ, რაც უფრო მეტად ახლოსაა მათთან და ვიცით, რომ მეტად ადვილად დასაქმდებიან ამ სპეციალობის შესწავლის შემთხვევაში.

–რა რჩევას მისცემდით ახალაზრდებს?

–მიიღონ კვალიფიციური განათლება, გაერკვნენ რა უნდათ ნამდვილად, რას გააკეთებენ მთელი პასუხისმგებლობით და ინტერესით,  ასევე მიაქციონ ყურადღება, რომ მრავალმხრივ განვითარებულები იყვნენ.

დღეს ძალიან ბევრი მცირე ბიზნესია, სადაც შეუძლებელია აიყვანო ბევრი კადრი, ასეთი კომპანიები ეძებენ ისეთ თანამშრომელს, რომელსაც ერთდროულად გააჩნია თავისი სპეციალობის კარგი ცოდნა, ასევე კომპიუტერული უნარ-ჩვევები, ფლობენ უცხო ენებსაც და და ითავსებენ რამდენიმე მოვალეობას, ეს მათთვისაც ძალიან მიმზიდველია, რადგან ხელფასი ემატებათ და დამქირავებელსაც 3-4 კადრის აყვანა არ უწევს და ერთ კვალიფიციურ კადრს ამუშავებს.

–როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დასაქმების პრობლემა საქართველოში დღეს?

–რა თქმა უნდა, არის, მაგრამ იმასაც დავამატებ, რომ ის, ვინც არის კვალიფიციური სპეციალისტი, მათზე კიდევ იმხელა მოთხოვნაა, არასოდეს დარჩება ასეთი კადრი უმუშევარი. ახალგზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ თავიდანვე ისეთივე ანაზღაურებას ვერ შეთავაზებს დამსაქმებელი, როგორსაც 10- და მეტ წლიანი გამოცდილების  კადრი იმსახურებს, ამიტომ ჯობია თავიდან დაიწყონ მუშაობა მათთვის საინტერესო პოზიციაზე და პრიორიტეტად არ გაიხადონ მაღალი ხელფასი, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და როდესაც უკვე  გამოცდილებას შეიძენენ, ასეთ კადრს აღარავინ დატოვებს მოტივაციის გარეშე, დამსაქმებელი მიხვდება, რომ მეტ ანაზღაურებას იმსახურებენ.

–როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი ორგანიზაციის მუშაობის წარმატების საფუძველი?

–ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ 17 წელია აქტიურად ვმუშაობთ არის მუდმივი შრომა, სიახლეების დანერგვა და ასევე მენეჯმენტის სწორად შერჩეული ძლიერი გუნდი, ყველა თავის საქმის კარგი მცოდნეა,  ჩვენი ტრენერები არიან სხვადასხვა მიმართულების წარმატებული პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომელათაგანაც სწორედ იმ უნარებს ღებულობს მსმენელი, რაც ასე სჭირდებათ რეალურად საქმიანობაში. დღეს ყველას მიუწვდება ხელი მოიძიოს ნებისმიერი მასალა ნებისმიერ სპეციალობაზე და იკითხოს, ტრენინგის უპირატესობა და მომხიბვლელობა სწორედ,  მოკლე დროში დიდი ინფორმაციის გადაცემა და პრაქტიკული უნარების შეძენაა,  უშუალოდ მოქმედი სპეციალისტისგან, ქართულ ბაზარზე.

–ქალბატონო ნინო, რამდენი წელია, რაც ამ საქმეს ემსახურებით და რამდენად კმაყოფილი ხართ?

–17 წელი – ცოტა არაა, ცხოვრების ყველაზე შეგნებული პერიოდი ამ საქმეს მოვანდომე და შვილივით მიყვარს! იმაზე მეტად არაფერი მახარებს ჩემს საქმიანობაში, როდესაც მირეკავენ ან მწერენ და მადლობას მიხდიან, თქვენთან სწავლის შემდეგ სულ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, დავსაქმდი და ძალიან კარგად ვარო.. და იქვე მთხოვენ, რომ მის ახლობელსაც ვურჩიოთ რაიმე კარგი სპეციალობა, რომელსაც გამოიყენებს. ეს ხომ ნამდვილად კეთილი საქმეა.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმე არის კეთლშობილური, რომ ვემსახურებით ხალხის უკეთესი ცხოვრების მოწყობას, წარმატების მიღწევას. რაც მეტი დასაქმებული და წარმატებული ადამიანი იქნება საქართველოში, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობაზე და ცხოვრების წესზე დადებითად იმოქმედებს.

VIP INTELLECT GROUP-ის სასწავლო პროგრამები

(R)

მასწავლებლის სახლი 2018 წელს მუსიკის სპეციალისტებისთვის წინასაკონფერენციო სემინარს უმასპინძლებს

$
0
0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წლის 10-14 ივლისს მუსიკალური განათლების საერთაშორისო საზოგადოების წინასაკონფერენციო სემინარს უმასპინძლებს. სემინარი მსოფლიო მუსიკის საზოგადოების ყოველწლიური კონფერენციის წინ ყოველწლიურად იმართება. მორიგი, რიგით 33-ე მსოფლიო კონფერენცია 2018 წლის 15-20 ივლისს, ქალაქ ბაქოში გაიმართება.

მუსიკალური განათლების სფეროს ერთ-ერთ პრესტიჟულ ღონისძიებაში ჩართვას მუსიკალური განათლების საერთაშორისო საზოგადოება ქართველ მუსიკოსებსა და მუსიკის მასწავლებლებსაც სთავაზობს.

საკონფერენციო თემატიკა შემდეგი სახისაა:

  • ტრადიცია, ლოკალურობა და კულტურული იდენტურობა
  • პარტნიორობა და სოციალური ერთიანობა
  • კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები

მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ დარეგისტრირდნენ ორგანიზაციის ვებგვერდზე და წარადგინონ სემინარსა და კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადები მხოლოდ ინგლისურ ენაზე 2017 წლის 15 დეკემბრამდე.

გარდა იმისა, რომ მუსიკალური განათლების საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოვლენილი ქართველი მომხსენებლები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში გამართულ სემინარში, ასევე, ორგანიზატორი მხარის მიერ დაფინასდება ბაქოში დაგეგმილ კონცერენციაში მათი მონაწილეობა.

მსოფლიო კონფერენციის მიზანია მსოფლიო ქვეყნების მუსიკის პედაგოგებს შორის იდეებისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით გლობალური ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რათა ხელი შეეწყოს მუსიკალური განათლების მიწოდებას ყველა ასაკის ადამიანისათვის მთელ მსოფლიოში.

Viewing all 14509 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>