Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14513 articles
Browse latest View live

IBSU –გაცვლითი პროგრამების დიდი შესაძლებლობები და 27  ქვეყანა ერთ უნივერსიტეტში

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მსოფლიოს  135 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. აქ მოქმედი არაერთი გაცვლითი პროგრამა ყოველწლიურად ასობით სტუდენტს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაში მონაწილეები ნახევარი ან ერთი სემეტრით უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასურველ პროფესიას ეუფლებიან. ერასმუსის გაცვლითი პროგრამა კი სტუდენტებს სრულიად ათავისუფლებს სწავლის გადასახადისგან. გარდა ამისა, იბსუში მაღალია საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობაც, 27 ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებაზე 164 სტუდენტი იღებს განათლებას.

გაცვლითი პროგრამების აქტუალობასა და სტუდენტების მონაწილეობის შესაძლებობებზე EDU.ARIS.GE-ს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი – სოსო გაბელაია დაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ანუკი ნატროშვილი ესაუბრებიან.

–რას სთავაზობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი  გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულ სტუდენტებს?

–უნივერსიტეტს აქვს ურთიერთობის მემორამდუმენი სხვადასხვა ქვეყნის მრავალ უნივერსიტეტთან. ეს აძლევს შესაძლებლობას სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში.  ჩვენ გვყავს უნივერსიტეტები, რომლებიც ერასმუსის პროგრამაში არიან ჩართულნი, რაც ითვალისწინებს სტიპენდიებს სტუდენტებისთვის. ყველაერასმუსის პროგრამას სხვადასხვა დაფინანსების სისტემა აქვს, რომლებსაც ჩვენ ვამცნობთ სტუდენტებს და შემდეგ ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რამდენად აინტერესებთ ესა თუ ის უნივერსიტები. ასევე, გვყავს ბილატერული უნივერსიტეტები.აქ, სტუდენტს შეუძლია საკუთარი დაფინანსებით წავიდეს.

-რამდენად დიდია თავად სტუდენტების სურვილი და ჩართულობა მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში

–ხუთივე ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად მონაწილებენ ამ პროცესში. მე პირადად ვესწრები თითქმის ყველა შესარჩევ ინტერვიუს და სტუდენტთა მოტივაცია და მიზანი, რომ წარმატებულები იყვნენ, არის დიდი. ჩემი თვალთახედვიდან ყველა სტუდენტს მოვუწოდებ, ცადონ ბედი გაცვლით პროგრამებში.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად არიან იბსუ–ის სტუდენტები მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და რა როლს თამაშობს ამ მომზადებაში თავად უნივერსიტეტი?

 –ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ნამდვილად მზად არიან,  უნივერსიტეტი, ასევე, საქართველო კარგად წარმოადგინონ საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორებს და ადმინისტრაციას. უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ თავად სტუდენტების მონდომებასაც. უნივერსიტეტი უქმნის პირობებს სტუდენტებს, რომ მიიღონ საუკეთესო განათლება, მაღალი სტანდართებით  საუკეთესო პროფესორებისგან.

–რომელი უნივერსიტეტი სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით და როგორია უკან დაბრუნებული სტუდენტების განწყობა?

–განსაკუთრებული პოპულარულობით ვერ ვიტყვი, მაგრამ სტუდენტები უფრო ისეთ უნივერსიტეტებს ირჩევენ, რომლებიც კარიერულად გამოადგებათ. მათ აქვთ უფლება აირჩიონ ტოპ 3 უნივერსიტეტი და  შესაბამისად გასაუბრებაცგაიარონ. სტუდენტები შინ დადებითი ემოციებით ბრუნდებიან. ისინი უზიარებენ თავიან შეხედულებებს თავიანთ მეგობრებს და თანაკურსელებს. უკვე რამდენჯერმე გავიგე ასეთი პოზიცია – „იმიტომ ვირჩევ ამ უნივერსიტეტს, რომ ჩემი მეგობარი იყო მანდ და ძალიან მომეწონა“. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა სტუდენტი ბრუნდებაასეთი ემოციით და სხვებსაც უზიარებს გამოცდილებას. ეს ჩვენ გვაძლევს მეტ მოტივაციას, რომ უფრო მეტი და მეტი უნივერსიტეტი მოვიძიოთ სტუდენტებისთვის.

როგორც ვიცით, შავი ზღვის უნივერსიტეტში სტუდენტები 27 ქვეყნიდან სწავლობენ, რომელი ქვეყნიდან არის ყველაზე მეტი სტუდენტი და რომელი მიმართულება აინტერესებთ მათ ყველაზე მეტად?

–რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში ძალიან კარგი მდგომარეობაა უცხოელი სტუდენტების მხრივ. გვყავს სტუდენტები ევროპიდან, აზიიდან, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან. ნამდვილად ვერ გამოვარჩევ ფაკულტეტებს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სტუდენტს აქვს საკუთარი უნიკალური არჩევანი. ერთ წელს შეიძლება ბიზნეს მანეჯმენტზე ბევრი სტუდენტი ჩაირიცხოს, ხოლო, მეორე წელს სხვა მიმართულებას მიენიჭონ უპირატესობა. როცა მუშაობ უცხოელ სტუდენტებთან, უპირველესად, ყურადღება უნდა მიაქციო მათ რა უნდათ. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აუხსნა ქვეყნის წესდება და უცხო ქვეყნის განათლების სისტემა. შეიძლება სტუდენტისთვის დარგის შეცვლა მის ქვეყანაში მიღებული იყოს სწავლის პერიოდში, მაგრამ სხვა ქვეყანაში ეს დაბრკოლებას წარმოადგენდეს.

რა გეგმები გაქვთ მომავალში გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, გაიზრდება თუ არა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მსოფლიოს უნივერსიტეტებთან ?

–მთავარი მიზანი საერთაშორისო ოფისის, და ასევე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობები  შევთავაზოთ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების კუთხით. გვინდა, რაც შეიძლება მეტ უნივერსიტეტებს დავუკავშირდეთ და მათან დავამყაროთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

IBSU-ის გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებზე საუბრობს ანუკი ნატროშვილიც. იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობებს ეუფლება და ექვსთვიანი გაცვლითი პროგრამით პარიზის უნივერსიტეტში (ISG)იმყოფებოდა.

„შორიდან შეიძლება გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა მიუწვდომელი ჩანს, მაგრამ თუ იბსუში სწავლობ, ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, მთავარი მონდომებაა. თუმცა, მონდომებასთან ერთად აუცილებელია მაღალი აკადემიური მოსწრებაც გქონდეს. მე, პირადად, სხვა ქვეყანაში სწავლით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მქონდა საშუალება მეცხოვრა დამოუკიდებლად და შემედარებინა ერთმანეთისთვის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტანდარტები. ამან უფრო დამარწმუნა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც იბსუში ჩავაბარე. ზოგადად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, არამარტო მათ, ვინც გაცვლითი პროგრამით არის დაინტერესებული, ყველა სტუდენტს ძალიან ბევრ შესაძლებლობას აძლევს, ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც ყველაფერში გეხმარება.“

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

100%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტი მომავალ აბიტურიენტებს IBSU-ში ჩაბარებას ურჩევს

,,IBSU-ში ჩაბარების მთავარი მოტივაცია იყო სწავლების მაღალი დონე და დასაქმების რეიტინგი” – გვანცა წოწკოლაური

მოამზადა გვანცა გუბელაძემ


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასოციაცია ქართულ-ესპანური სავაჭრო პალატის დამფუძნებელი და დირექტორი ესტუმრა

$
0
0

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს ასოციაცია ქართულ-ესპანური სავაჭრო პალატის დამფუძნებელი და დირექტორი, ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრ „იბერია“-ს დამფუძნებელი, ქეთევან გორგილაძე ესტუმრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სსუ-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი – რომეო გალდავა; ენების შესწავლის ცენტრის უფროსი, ასოცირებული პროფესორი- მაია დარასელია; რექტორის თანაშემწე – თინათინ გაბედავა.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე, საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე, საერთაშორისო ასპარეზზე უნივერსიტეტის როლის გაზრდასა და საერთაშორისო განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე შედგა.

ქეთევან გორგილაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კავშირების გაღრმავებასა და ახალი პროექტების ერთობლივ დაგეგმვაზე მზადყოფნა გამოთქვა. ისაუბრა, რომ სსუ-სა და ესპანეთის ქ. ალკალას უნივერსიტეტებს შორის უნდა შეიქმნას ერთობლივი პროგრამები, გაიცეს ორმაგი დიპლომები, ასევე ჩამოყალიბდეს სხვადასხვა სასერტიფიკატო მოკლევადიანი პროგრამა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანური კულტურის ცენტრი დაარსდეს.

ქეთევან გორგილაძის ინიციატივით, 4 წლის წინ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ალკალას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორი სტუდენტი ორი სემესტრის განმავლობაში ალკალას უნივერსიტეტში სწავლობდა. ამას ევროკავშირის პროექტ “Erasmus+/credit mobiliti”-ს ფარგლებში პარტნიორობა მოჰყვა. ამჟამად სსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ერთი მაგისტრანტი სწავლას ალკალას უნივერსიტეტში აგრძელებს.

სამომავლოდ კი ურთიერთობის ფარგლებში სტუდენტებთან ერთად პროფესორ-მასწავლებელებისა და აკადემიური პერსონალის მობილობაც იგეგმება.

ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ გრიგოლ რობაქიძის უნივერიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

$
0
0

ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ეკონომიკური თავისუფლება – გზა კეთილდღეობისაკენ“.

იგი სტუდენტებს ესაუბრა ეკონომიკური თავისუფლების ხარისხზე, რომელსაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში საბაზრო ურთიერთობის ჩამოყალიბისთვის – ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა, სწორედ, ეკონომიკური თავისუფლებით იწყება.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიური ფორმატით.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბელორუსიის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს შეხვდა

$
0
0

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე ბელორუსიის რესპუბლიკის კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში იყო მიწვეული. დელეგაციას ბელორუსიის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, მიხაილ რუსი ხელმძღვანელობდა; შეხვედრას ესწრებოდნენ: ბელორუსიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვი, ბელორუსიის რესპუბლიკის კვების მრეწველობის სახელმწიფო კონცერნის თავმჯდომარე (მინისტრი), ალექსანდრ ზაბელა, ბელორუსიის რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე, ბატონი ალექსანდრ ოგოროდნიკოვი და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვერდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ გახსნა. ბელორუსიის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, მიხაილ რუსი საგანგებოდ მიესალმა ბატონ ზურაბ ხონელიძეს და საზოგადოებას შეახსენა, რომ ის ბელორუსი ხალხისა და მისი ლიდერის დიდი მეგობარია; მისთვის სასიამოვნოა, როდესაც მეგობრები ერთმანეთს ხვდებიან. ეს მეგობრობა გადამდები იქნება უნივერსიტეტისათვის – უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ.

შეხვედრა ქართველ მეწარმეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ბელორუსიის რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრემიერმა ქართველ მეწარმეებს პრეზენტაციის სახით გააცნო თუ როგორია ბელორუსიის სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესისადმი; ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან ექსპორტის განსაკუთრებულ მხარდაჭერაზე. ხაზი გაუსვა, რომ 2017 წელს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა 2-ჯერ გაიზარდა, რაც მისი თქმით მისასალმებელია. აღნიშნა, რომ მათი ბიზნესის 50 პროცენტი პოსტსაბჭოთა, 50 პროცენტი კი ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერობებზე მოდის. ისინი ბიზნესს აწარმოებენ აზიის, აფრიკის და ამერიკის სხადასხვა ქვეყანასთან. მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას და ქართველ ბიზნესმენებს საქართველო-ბელორუსიას შორის ვაჭრობის განვითარებაში მხარდაჭერა შესთავაზა.
ბელორუსიის რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესი “ნაბიჯით წინ“ უნდა დაიგეგმოს და დაგეგმვაში ბელორუსიის სახელმწიფო მზადაა ამ ტიპის შეხვედრები ქართველ ბიზნესმენებთან თვეში ერთხელ გამართოს.

შეხვედრის ბოლოს ბელორუსიის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერსა და ზურაბ ხონელიძეს შორის მეგობრული დიალოგი შედგა. გაირკვა, რომ სტუმარისათვის ცნობილია სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის განვითარების ახალ სტრატეგია, რომელიც საუნივერსიტეტო დიპლომატიის დანერგვას გულისხმობს და უნივერსიტეტში ელჩის ვიზიტი დაიგეგმა. მეტიც, 2018 წლის პირველ დეკადაში საქართველოში დაგეგმილი ბელორუსიის პრეზიდენტის ბატონი ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გარკვეულ სიუპრიზს გულისხმობს.

საქართველოში ბელორუსიის რესპუბლიკის კულტურის დღეები საღამოს 7 საათზე რუსთაველის თეატრში საზეიმოდ გაიხსნება.

რომელი უნივერსიტეტებში მოხვდნენ 2017 წლის ყველაზე მეტი გრანტიანი მაგისტრანტები

$
0
0

მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა უკვე გაიგეს, მიიღეს თუ არა გრანტი. სახელმწიფო დაფინანსებით წელს 1000-მდე მაგისტრანტი ისწავლის.

რაც შეეხება სხვა სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე გასულთა ასეთი დიდი რაოდენობა არც ერთ წელს არ ყოფილა. მისი თქმით, წელს  14- ათასამდე აპლიკანტმა გამოთქვა ერთიან სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის სურვილი. გამოცდაზე, დაახლოებით, 12-ათასამდე გავიდა, აქედან 10-ათასამდე  აპლიკანტმა გააგრძელა კონკურსში მონაწილეობა, ხოლო 2-ათასამდე აპლიკანტმა ვერ გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

რაც შეეხება გრანტის გაცემას, მინდაძის თქმით, სხვადასხვა მიმართულებაზე სხვადასხვა ქულით ხდება. 12 მიმართულებას სხვადასხვა საკონკურსო ქულა აქვს გრანტის გაცემისთვის.

რომელ უნივერსიტეტში მოხვდა ყველაზე მეტი გრანტიანი სტუდენტი და  რომელ ფაკულტეტებზე გაიცა ყველაზე მეტი დაფინასება, ამის შესახებ ჩვენს კითხვებს ივა მინდაძემ უპასუხა.

რომელი უნივერსიტეტები ლიდერობენ გრანტიანი სტუდენტების რიცხვით?

-ამის თქმა ზუსტად გამიჭირდება. ყველა უნივერსიტეტში არის გრანტიანი აპლიკანტი, ალბათ. ძირითადი უნივერსიტეტები, რომლებიც გრანტს იღებენ არის თსუ, სამედიცინო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აი, ეს უნივერსიტეტები ლიდერობენ ძირითადად გრანტის მოპოვების მხრივ. ანუ ყველაზე მეტი გრანტიანი სტუდენტი ამ უნივერსიტეტებში მოხვდნენ.

რომელი ფაკულტეტის მაგისტრანტებზე  გაიცა ყველაზე მეტი დაფინანსება?

-გრანტისთვის გამოყოფილი თანხა ნაწილდება 12 მიმართულებაზე. ყველა მიმართულებაზე სხვადასხვა რაოდენობის საგრანტო თანხაა გამოყოფილი. მაგალითად, ყველაზე ცოტა რაოდენობის სტუდენტი ფინანსდება ხელოვნების მიმართულებაზე. საინჟინრო მიმართულებაზეა გამოყოფილი ყველაზე მეტი თანხა სამაგისტრო გრანტის დაფინანსებისთვის. შესაბამისად, საინჟინრო მიმართულებაზე ყველაზე მეტი გრანტიანი სტუდენტი სწავლობს.

საინჟინრო მიმართულებაზე 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო გრანტი, ხოლო ხელოვნების მიმართულებაზე, დაახლოებით, 30-40-მა მაგისტრანტმა. ამოსავალი წერტილია, რამდენია გამოყოფილია ამა თუ იმ ფაკულტეტისთვის. საინჟინროზე მეტია გამოყოფილი, ვიდრე ხელოვნებაზე, ამიტომ იქ მეტი სტუდენტი დაფინანსდა. საბუნებისმეტყველო მიმართულებაზე მეტია გამოყოფილი და იქაც 100-ზე მეტმა ადამიანმა მოიპოვა გრანტი. სოციალური მეცნიერებების, საინჟინრო მიმართულებების, განათლებაზე, ჰუმანიტარულზე შედარებით მეტი გრანტია გამოყოფილი. აგრარულზე, ჯანდაცვასა და ხელოვნებაზე შედარებით ცოტა.

EDU.ARIS.GE-ს აპლიკანტმა მომართა კითხვით, რომ მის ქულაზე დაბალი ქულით აქვს სხვა აპლიკანტებს გრანტი მოპოვებული. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და შეუძლიათ თუა რა ასეთ აპლიკანტებს შედეგის გასაჩივრება? მაგისტრანტმა ჩააბარა საინჟინრო მიმართულებაზე, საგრანტო ქულა აქვს 110 943 და არ არის გრანტიან სტუდენტთა სიაში, მაშინ როდესაც იგივე მიმართულებაზე დაფინანსებულების მინიმალური საგრანტო ქულა იწყება 99 591 დან.

-კარგი იქნება, მოგვწეროს, რომ არ ვიმარჩიელოთ, რა მოხდა და როგორ და ინდივიდუალურად შევისწავლით მის საკითხს. რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. თუ იქამდე მიღებული აქვს ამ პიროვნებას სამაგისტრო გრანტი, მეორეჯერ ვერ მიიღებს. შეიძლება არააკრედიტებულ სასწავლებელში ჩააბარა, რომელსაც არ აქვს გრანტის მიღების უფლება. ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. თუ არ ვიცით, ეს ინფორმაცია, რომელ უმაღლესში ჩააბარა, ჰქონდა თუ არა მანამდე ამ საფეხურზე სახელმწიფო გრანტი, ისე ძნელია განსაზღვრო, რა მოხდა.

ანუ, სხვა რაიმე ტექნიკურ მიზეზს გამორიცხავთ?

-არაფერს, ცხადია, არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ტექნიკურ მიზეზს პირველ ეტაპზე გამოვრიცხავდი. რადგან ის შეეხებოდა ერთს და არა ბევრ ადამიანს. ამიტომ მგონია, რომ აქ უფრო კერძო შემთხვევა იქნება. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. განცხადებით უნდა მოგვმართოს და ინდივიდუალურად განვიხილავთ მის შემთხვევას.

არის თუ არა ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე დაგეგმილი შინაარსობრივი ან ტექნიკური სიახლის შეტანა, ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ამბობს, რომ გამოცდაზე ყველაფერი ისე იქნება, როგორც აქამდე იყო და მაგისტრობის მსურველები ტესტებს ისევ იმ ფორმით დაწერენ, როგორც ადრე.

შეეძლებათ თუ არა მაგისტრობის მსურველებს გამოცდაზე საკუთარი კალმებით მისვლა, როგორც ეს აბიტურიენტების შემთხვევაში იგეგმება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ყველაფერი საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

განათლების მინისტრი სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სტუდენტებს დიდი როლი უჭირავთ კაცობრიობის პროგრესულ განვითარებაში.

“გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს! ეს დღე უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღთან არის დაკავშირებული და შეგვახსენებს სტუდენტების დიდ როლს კაცობრიობის პროგრესული განვითარების საქმეში.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენს ქვეყანაში ყველა პოზიტიური ცვლილების ავანგარდში სწორედ სტუდენტები იდგნენ. დღეს, თქვენი დამოკიდებულებითა და აქტიურობით, უნდა მოახდინოთ ქვეყნის მომავლის ფორმირება. ჩვენ კი არ დავიშურებთ ძალისხმევას მოგცეთ ისეთი განათლება, რომელიც წარმატებული და ძლიერი ქვეყნის აშენების წინაპირობა იქნება. გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში!”, – ნათქვამია განათლების მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.

აწსუ-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრეულებას ხელი უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ მოაწერეს.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო, სამაგისტრო და მაინორ პროგრამის სტუდენტებს, თემაზე “თანამედროვე ტელევიზიის გამოწვევები“, ლექცია წაუკითხა ნათია კაპანაძემ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს უფროსის მოვალეობის შემსრულებებლმა ნატა იმედაიშვილმა.

გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ წარმომადგენლები შეხვდნენ

$
0
0

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა სავაჭრო ცენტრის შესახებ პრეზენტაცია გამართეს და სტუდენტებს მათ სასწავლო განრიგზე მორგებულ-ადაპტირებული პროგრამა შესთავაზეს.

პრეზენტაცია გააკეთა არასაკვები დეპარტამენტის მერჩენდაიზინგის მენეჯერმა არჩილ აბულაძემ. მან კომპანიის ხედვების, სტრუქტურის, წარმომადგენლებისა და სამომავლო გეგმების შესახებ სტუდენტებს უფრო ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა.

სავაჭრო ქსელ „ისთ ფოინთში“ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის დეპარტამენტის უფროსმა, მირიან ჭითავამ კარფურის განვითარების გზასა და საკუთარი გამოცდილების შესახებ სტუდენტებს ინფორმაცია გაუზიარა. ასევე ისაუბრა კარიერულ ზრდაზე კონსულტანტის პოზიციიდან მენეჯერის პოზიციამდე.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში სავაჭრო ქსელის „კარფური“ შერჩევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გეგეშიძემ ყურადღება უშუალოდ კომპანიის იმ ვაკანსიების პირობებზე გაამახვილა, რომლებსაც სავაჭრო ქსელი სტუდენტებს სთავაზობს.

სტუდენტებმა დასაქმებასთან დაკავშირებით კითხვები დასვეს და დასაქმებისთვის განკუთვნილი აპლიკაციები შეავსეს შეხვედრის დასასრულს, “კარფურის” წარმომადგენლები სტუდენტებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.


მოსწავლეები გორის საჯარო სკოლებში გათბობის ჩართვას ითხოვენ

$
0
0

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის საჯარო სკოლაში ზამთრის სეზონს მოსწავლეები გათბობის გარეშე ხვდებიან. სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გათბობის სისტემა მწყობრიდანაა გამოსული და მის შესაკეთებლად სამუშაოები დაიწყება, თუმცა კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ. სკოლის დირექტორი არჩილ მიხანაშვილი აცხადებს, რომ სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ნებართვას განათლების სამინისტროდან ელოდება.

„გათბობის სისტემა გასაკეთებელია და საკმაოდ ძვირადღირებული ნაწილები ესაჭირეობა.  ბატარეებია დაზიანებული და დახეთქილია მილები. საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.

„გათბობა არ არის ჩართული ჩვენს სკოლაში და გვცივა. იმედი გვაქვს მალე ჩართავენ“, – ამბობს ერთ–ერთი სკოლის მოსწავლე.

რაიონის საჯარო სკოლების მსგავსად ამ დრომდე არ ჩაურთავთ გათბობა ქალაქის სკოლების ნაწილშიც. საკითხის მოუგვარებლობამ მოსწავლეებში პროტესტი გააჩინა.

„სკოლაში გათბობას რომ არ გვირთავენ ავად ვხდებით და გაკვეთილების გაცდენა გვიწევს“; „გათბობის ჩართვას ვითხოვთ, რადგან ძალიან გვცივა, ვიყინებით ბავშვები“; „მე მგონი, სკოლაში ელექტრო გამათბობელს მივიტან ისე ცივა“, – ამბობენ მოსწავლეები.

საჯარო სკოლებში, გათბობის არარსებობის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ მშობლებიც. მათ საკითხის გარკვევა შესაბამის უწყებასთან გვთხოვეს. აღმოჩნდა, რომ სკოლების ნაწილში გათბობის არარსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ გორის რესურსცენტრში და გვეუბნებიან, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ.

„საჯარო სკოლებში გათბობის ჩართვა–გამორთვის საკითხი არც ჩვენ და არც განათლების სამინისტროს არ ეხება. გათბობის ჩართვა სკოლებში ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადეს გორის რესურსცენტრში.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლებში გათბობის საკითხი დროულად არ მოგვარდება, მოსწავლეების ნაწილი ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ელექტოგამათბობლებს თავად მიიტანენ.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

მასწავლებლებს სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდებათ

$
0
0

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, საქართველოს მასშტაბით ნოემბერ-დეკემბერში საბუნებისმეტყველო საგნების 88 მასწავლებლისთვის ჩაატარებს ტრენინგს თემაზე “სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში.“

ლაბორატორიების სასწავლო რესურსად გამოყენების ხელშეწყობისთვის შემუშავდა სამი ტრენინგმოდული სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენების შესახებ ქიმიის, ფიზიის და ბიოლოგიის საგნების სწავლებაში. ტრენინგმოდულების შემუშავებაზე მუშაობდნენ პროექტის სერთიფიცირებული მოდულის დამწერები, პროექტის საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტთა ხელმძღვანელობით და ამერიკის შეერთებული შტატების ლაბორატორიული უსაფრთხოების ინსტიტუტის წარმომადგენელთან თანამშრომლობით. ტრენინგმოდულების სახელწოდებაა:

  • სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ფიზიკის სწავლებაში;
  • სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ქიმიის სწავლებაში;
  • სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში;

ახლადშექმნილი ტრენინგმოდულები მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის პროექტის ფარგლებში შეძენილი ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენებით ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობის შეთავაზებას.

მოდულების შინაარსი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ხელსაწყოების ეფექტიანად გამოყენებისათვის საჭირო უნარების გავარჯიშებას. გარდა ამისა, მოდულები საშუალებას იძლევა ტრენინგის მონაწილეები დაეუფლონ ექსპერიმენტებით სწავლების მეთოდიკას,პრაქტიკულად შეასრულონ რიგი ექსპერიმენტები, შეაგროვონ და გააანალიზონ მონაცემები.

აღნიშნული მოდულების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოს“ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული 21 საჯარო სკოლის მე-7-12 კლასების საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები, რომლებმაც უკვე გაიარეს ტრენინგმოდული „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში.“ პროექტის მხარდაჭერით აღნიშნულ სკოლებში გარემონტდა სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და შეძენილ იქნაშესაბამისი ლაბორატორიული აღჭურვილობა. ფონდი 100-მდე საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

ამ ეტაპზე, ტრენინგების ჩატარების ადგილად განისაზღვრა შემდეგი სამი რეაბილიტირებული სკოლა: ქ. გორის #5 საჯარო სკოლა, გორის #9 საჯარო სკოლა და ქ. ხაშურის #9 საჯარო სკოლა.

„საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები საჭირო რესურსია სკოლებისთვის და მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში ეფექტიანი სწავლების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა კვლევაზე დაფუძნებული სწავლებაა. პროექტის ფარგლებში შექმნილი ტრენინგმოდულები, რომლებიც სასკოლო ლაბორატორიების სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურ გამოყენებას ემსახურება, საბუნებისმეტყველო საგნებში კვლევითი კომპონენტის გაძლიერებისა და მოსწავლეთა ინტერესის გაზრდისკენაა მიმართული“, – განაცხადა მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერმა ირინა აბულაძემ.

როგორც ავღნიშნეთ, საგნის სწავლებაში სასკოლო ლაბორატორიების გამოყენების ტრენინგმოდულის შექმნას წინ უძღოდა ასევე პროექტის ფარგლებში 2016 წელს შექმნილი ტრენინგმოდული „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში.“ მოდულის მიზანს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების უსაფრთხო გამოყენებაში მასწავლებელთა გადამზადება წარმოადგენდა, რაც ლაბორატორიაში წარმატებით და ეფექტიანად მუშაობის აუცილებელი წინაპირობაა, მით უფრო, რომ ლაბორატორიაში სწავლების პროცესში ჩართულნი არიან მოსწავლეები. 2016-2017 წლებში ტრენინგმოდული „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ იმ დროისთვის რეაბილიტირებული ყველა საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერების მასწავლებელმა გაიარა.

”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დასაქმდებიან

$
0
0

ბათუმის საზღვაო აკადემიით უმსხვილესი ამერიკული კომპანია დაინტერესდა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine – ის წარმომადგენლები აკადებიას ეწვივნენ. ისინი ვიზიტის ფარგლებში ანაკლიაში, ფოთში და ბათუმში იმყოფებოდნენ.

ცნობილი გახდა, რომ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა საზღვაო აკადემიასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გულისხმობს აკადემიის სტუდენტების დასაქმებას ანაკლიის პორტში, აგრეთვე საზღვაო აკადემიის სასწავლო ბაზის გამოყენებას კონსორციუმის პერსონალის როგორც მომზადებას, ისე გადამზადებასაც.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ვიცე–პრეზიდენტი ბათუმის აკადემიის ტექნიკური და მატერიალური ბაზის დათვალიერების შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებზე საუბრობს:

„საქართველოში პირველად ვიმყოფები. მოვინახულეთ ანაკლია, დღეს კი ბათუმს ვეწვიეთ. შეხვედრები გვქონდა არარეთ სახელმწიფო უწყებასთან. საჭიროდ ჩავთვალეთ მოვსულიყავით ბათუმის საზღვაო აკადემიაში და ადგილზე გავცნობოდით მის პოტენციალს. ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ ძალიან კარგი სასწავლო ბაზა და საუკეთესო პირობებია პრაქტიკული მეცადინეობისთვის. აკადემიას მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მომავალში მასთან აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ. ორი წლის განმავლობაში ვგეგმავთ პერსონალის აყვანას და მათ დასაქმებაზე ვიზრუნებთ. სწორედ ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზა გახდება ის ადგილი სადაც ანაკლიის პორტის მომავალი პერპსონალი გადამზადდება“, – განაცხადა უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ როჯერ საჰლინმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელობა სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს. აკადემიის რექტორი იმ ფაქტსაც მიესალმება, რომ ამერიკულმა კომპანიამ საკუთარი თანამშრომლების ტექნიკური გადამზადება სწორედ ბათუმის აკადემიის ბაზაზე დაგეგმა.

„საზღვაო აკადემია სწავლებას მხოლოდ მეზღვაურების მიმართულებით არ ახორციელებს. ჩვენ საზღვაო სფეროს ყველა მიმართულებით გვაქვს სწავლება. ამიტომ, ანაკლიის პორტის კონსორციუმი დაინტერესდა საზღვაო აკადემიით. მათ უნდათ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები წაიყვანონ პორტში სამუშაოდ.

„მათ ასევე სურთ სპეციალისტები ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზაზე გადაამზადონ. ჩვენთვის ეს მისაღებია და სასურველი. როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე აკადემიისათვის. ეს ფაქტი აკადემიის  პრიორიტეტულობას გაუსვამს ხაზს“, – აცხადებს ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე.

ანაკლიის პორტის განვითარება უკვე დაწყებულია და უცხოელი ვიზიტორების ინფორმაციით, სპეციალისტები მომავალ წელს დასჭირდებათ. საკუთარი პროფესიით მუშაობა კი ქართელ სტუდენტებს, როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, ასევე ფინანსურ კეთილდღეობას ჰპირდება.

160-ე სკოლის შენობიდან გადმოხტომის შედეგად მერვეკლასელმა გოგონამ მოტეხილობები მიიღო

$
0
0

თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონებს გაკვეთილების გაცდენის სურვილი ძვირად დაუჯდათ. სამმა მერვეკლასელმა სკოლის შენობიდან გაღწევა საპირფარეშოს ფანჯრიდან სცადა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი გადავარდა და დაზიანებები მიიღო. შემთხვევა გუშინ მოხდა.

EDU.ARIS.GE  ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაზარალებული გოგონა მშობლების თანხლებით კლინიკაში გადიყვანეს, მას მალის მოტეხილობა დაუდგინდა.

სკოლის დირექტორი გიორგი კაკაჩია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ შემთხვევა 20 წუთიან, ე.წ დიდ დასვენებაზე მოხდა.

მისივე განცხადებით, სკოლაში მოსწავლეების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, თუმცა იმის გამო, რომ ინციდენტი საპირფარეშოში მოხდა, ის მანდატურის საკონტროლო ტერიტორიის მიღმა აღმოჩნდა.

„გაპარვას აპირებდნენ გაკვეთილებიდან და რადგან  კარებიდან ვერ გავიდოდნენ, მოუფიქრებიათ მეორე სართულზე მდებარე საპირფარეშოს ფანჯრიდან გადახტომა. ერთ-ერთმა სისრულეში მოიყვანა ჩანაფიქრი, გადახტა და მალა აქვს გატეხილი, დანაჩენებმა ვეღარ გაბედეს. კარგი იყო არ მომხდარიყო. საბედნიეროდ გადავრჩით, რომ სხვა რამე სერიოზული დაზიანება არ აქვს, ოპერაცია არ სჭიდება.  მაშინვე მოვიდა სასწრაფო, საპატრულო და მშობელიც. წავიყვანეთ ბავშვი, გადაღებამ დაზიანება არ აჩვენა. საღამოს კიდევ დავრეკე  და მითხრეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდაო, მალა აქვს გატეხილიო. ინციდენტი დიდ შესვენებაზე მოხდა და  ვფიქრობ, 20 წუთი ძალიან დიდი დროა შესვენებისთვის.  ბავშვები  ძალიან მოუსვენრები არიან, განსაკუთრებით პატარები. ვდგავართ და ვუყურებთ ბავშვებს ყველანი დაძაბულები, სანამ ეს 20 წუთი გაივლის.  იქნებ ეს წესი შეიცვალოს, ვფიქრობ, 10–წუთიანი დასვენება სრულიად საკმარისი იყო,“ – ამბობს გიორგი კაკაჩია.

სკოლებში დიდი შესვენების დაწესების იდეა განთლების ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის და ის 2017 წლის სექტემბრიდან განხორციელდა. “ჩვენ ვაბრუნებთ დიდ შესვენებებს, რომელიც ბოლო დროს შეკუმშული იყო. ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ იმიტომ, რომ წყნარად მირთმევის საშუალება ჰქონდეთ ბავშვებს ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები,“-აცხადებდა მინისტრი.

პედაგოგების  ნაწილი დიდი ხანია საუბრობს, რომ ჯეჯელავას იდეამ არ გაამართლა. დიდ შესვენებას ბავშვები ჭამისთვის ნაკლებად იყენებენ, ერთობიან, რაც ყოველთვის უსაფრთხოდ  არ სრულდება. ამის მაგალითად 160-ე სკოლის ზემოთხსენებული შემთხვევაც გამოდგება. რამდენიმე დღის წინ, ასევე დიდ შესვენებაზე მოსწავლეებს შორის მომხდარ ჩხუბს განიხილავდნენ პედაგოგები მასწავლებელთა ყველაზე დიდ „ფეისბუკ“ ჯგუფშიც. ერთ-ერთი პედაგოგი წერდა, რომ  უფროსკლასელების გაშველებას ვერ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

ქუთაისელი მოსწავლეების გამოგონება მუშაობას უსაფრთხოს გახდის – რა არის მანძილის მზომი რობოტი

$
0
0

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში 2010 წლიდან მოყოლებული მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“  იმართება.  კონკურსი VII-XII კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს იდეა რეალობად აქციონ. დღემდე 49 გამარჯვებული გამოვლინდა და მათი პროექტიც გამოგონებად ჩაითვალა.  გამარჯვებულთა შორის წელს პირველ ადგილს „მანძილის მზომი“ რობოტის ავტორები: იონა იობიძე და გიორგი ურატიძე იკავებენ.

ახალგზრდა გამომგონებლები ქუთაისიდან არიან, იონა-VIII, ხოლო გიორგი-XII კლასში სწავლობს. მათი სურვილია, შექმნან ინოვაციები, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას გაამარტივებენ და უსაფრთხოს გახდიან. მოსწავლე ბიჭების პირველი გამოგონებაც – „მანძილის მზომი რობოტი“  სწორედ ამას ისახავს მიზნად.

–რით არის გამორჩეული „მანძილის მზომი რობოტი“ და რა ფუქნციების შესრულება შეეძლება მას?

–იონა: მანძილის მზომი რობოტი მრუდ წირს და წრიულ მანძილებს ზომავს. იმ ყველაფერს, რასაც ადამიანის  დიდი დრო და ენერგია სჭირდება.  რა თქმა უნდა, ეს პრობელმაა და ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას „მანძილის მზომი რობოტი“ უფრო უსაფრთხოს ხდის მუშაობას. მაგალითად, იგი შეგვიძლია შევუშვათ მღვიმეებში, რომელიც ჯერ არავის გამოუკვლევია. რობოტი თავისი კამერის მეშვეობით კარგად დააფიქსირებს იქ არსებულ სიტუაციას, შეძლებს რუკის დახატვას. მოკლედ, მოახდენს იმ ყველაფრის მონიტორინგს, რაც იქ ხდება.

გიორგი:  ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს მანძილის გაზომვას საფრთხის შემცველ ან მიუვალ ადგილებში. ეს რობოტი კი ყველგან მისვლას შეძლებს. შესაძლებელია, მისი გამოყენება კარანტინში, რადიაციულ ზონებში, მიუღწეველ ადგილებში. ჯერ გამოგონების ბეტა ვერსიაა შექმნილი. შემდგომში მას კიდევ ბევრი დეტალი დაემატება, რობოტიც უფრო და უფრო დაიხვეწება და უკვე სრულად მოვა ისეთ მდგომარეობაში, რომ წარმოებაში ჩაეშვას. შესაბამისად, ახალი ფუნქციებითაც აღიჭურვება.

–როგორ გაჩნდა იდეა, შეგექმნათ  „მანძილის მზომი რობოტი“ ?

–იონა: იდეა დამოუკიდებლად გაჩნდა. როგორც ასეთი, ვფიქრობდით, რა უნდა მოგვემზადებინა საკონკურსოდ. თავიდანვე მიგვაჩნდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო რობოტი. ხშირად ვხედავდი, როგორ უჭირდათ ჩემ გარშემო მანძილის ზომების აღება. ერთხელ თავად გავხდი ამ ყველაფროს მონაწილე. ვამჩნევდი, როგორ წვალობდნენ, როგორ აღნიშნავდნენ წერტილებს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ღობე გაეკეთებინათ. მახსოვს, სამი-ოთხჯერ მაინც მოუწიათ გაზომვის თავიდან დაწყება. ამ ყველაფერმა კი დიდი დრო წაიღო და ჩვენც  ძალიან გავწამდით. ჩვენი რობოტი ამ ყველაფერს ძალიან მარტივად ახერხებს.

–თუ მიიღეთ რჩევა რობოტზე მუშაობის პროცესში?

–გიორგი: იყო რამდენიმე ადამიანი ვისგანაც რჩევა მივიღეთ. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ჩვენს მენტორს. მე და იონას მენტორი ბატონი დავით სოლოღაშვილი იყო და მან ბევრი რამ გვირჩია, რაც ძალიან გამოგვადგა და მომავალშიც გამოგვადგება. გაითვალისწინო ვინმეს რჩევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

–თუ აპირებთ სხვა გამოგონებებზე მუშაობას ?

–გიორგი: მე ამ მიმართულებით ვაპირებ წასვლას და იდეაში კიდევ რამდენიმე გამოგონება მაქვს, რომელიც მინდა განვახორციელო. ვაბარებ კომპიუტერულ ინჟინერიაზე და შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩემს სპეციალობად იქცევა მომავალში.

–იონა: მას შემდეგ, რაც სისრულეში მოვიყვანთ ჩვენს ახლანდელ გეგმას, აუცილებლად ვიმუშავებთ სხვა პროექტებზეც. მსურს, შევქმნა ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც უფრო გაამარტივებს ადამიანთა ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სფეროა გამოგონებების მიმართულებით, მომავალში თავს მაინც რობოტისტიკაში ვხედავ.

და ბოლოს, როგორც ახალგაზრდა გამომგონებლები, რა რჩევას მისცემდით თანატოლებს, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროთი დაინტერესებას?

–იონა: პირველ რიგში, ახსოვდეთ, აუცილებელია იდეის დახვეწა. თავდაპირველი იდეა ყოველთვის არ არის სრული. ჩვენი იდეაც თავიდან არ იყო ისეთი კარგი, როგორიც ბოლოს მივიღეთ. ასევე, ვურჩევ, გაითვალისწინონ, რომ მნიშვნელოვანია,  ამ იდეის წარდგენა მაყურებლის წინაშე.  თავდაპირველად  მუშაობს იდეა და შემდეგ უკვე პრეზენტაციის უნარი. პრეზენტაციით უნდა გააგებინო სხვებს ის, რაც გინდა ამ იდეამ შეასრულოს, სხვა მხრივ შეუძლებელია.

–გიორგი: უპირველეს ყოვლისა, ვეტყოდი იმას, რომ რჩევევბი აიღონ გამოცდილი ადამიანებისგან. რა თქმა უნდა, თუ დაიწყებენ ამ საქმიანობას, უნდა მიჰყვნენ ბოლომდე. გაიღრმავონ ცოდნა და შესაძლებლობები ამ მხრივ. ზოგადად, გამოგონებები ასე მოითხოვს, რომ ჯერ შეისწავლო ბაზა როგორ არის, რა არის გამოგონილი და რა არა, და ამ ყველაფრის შესწავლის შემდგომ გამოიგონო შენი ინტერპრეტაციით. და კიდევ, ყველაზე მთავარი, ვურჩევდი  იმას, რომ ბევრი იმუშაონ და შრომა არ დაიზარონ.

ქართველი მოსწავლე-მკვლევარის გამოგონებით NASA-ს კონკურენტი “Space x” დაინტერესდა

მოამზადა გვანცა გუბელაძემ

მასწავლებლის საგნობრივი ცოდნა და ცოდნა საგნის სწავლებისთვის

$
0
0

გიორგი ნოზაძე

თავიდანვე ვაცხადებ – ამ სტატიის მიზანი ის არ არის, რომ მასწავლებლებმა თავიანთ საგანში ბევრად მეტი საკითხი ისწავლონ პროფესიული განვითარების კურსებსა თუ საგამოცდოდ მოსამზადებელ ტრენინგებზე, ვიდრე ამჟამად იციან და იყენებენ. ჩემი მიზანი ის გახლავთ, რომ მოსწავლეებმა უკეთესად ისწავლონ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მასწავლებლებმა ხელი შეუწყონ მოსწავლეებს აღიჭურვონ შესაფერისი კომპეტენციებითა და სწავლის გამოცდილებით. სწორედ ამიტომ ვეხები საკითხს მასწავლებლის იმ საგნობრივი ცოდნის შესახებ, რომელიც მას საგნის სწავლებისთვის სჭირდება.

როგორი საგნობრივი ცოდნა უფრო წაადგება მასწავლებელს დასახული მიზნის მიღწევაში: ის, რომელსაც მოსწავლე ეუფლება (მაგალითად, მათემატიკა საშუალო სკოლის ფარგლებში)? ის, რომელსაც ამ საგნის აკადემიური მკვლევარი ფლობს (მაგალითად, მეცნიერი-მათემატიკოსი)? ის, რომელსაც იყენებს მომიჯნავე საგნის სპეციალისტი ამ საგნიდან (მაგალითად, ინჟენრის ან ეკონომისტის მათემატიკური ცოდნა)? იქნებ რაიმე სხვა ცოდნაც არსებობს, რომელიც სპეციფიკურია მასწავლებლისთვის და არ მოეთხოვებათ სხვა  პროფესიის წარმომადგენლებს?

თუ ამ საკითხებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და სწავლის პოზიციიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ საყოველთაოა პრინციპი: საგნის ცოდნა მისი სწავლებისთვის ნიშნავს იმის ცოდნას, თუ როგორ წარმოიქმნება, განივრცობა, ღრმავდება, შეკავშირდება და ვითარდება საგნობრივი სასწავლო შინაარსი მისი შესწავლის პროცესში. ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც ჯონ დიუი ამბობდა საუკუნეზე მეტი ხნის წინ, სწავლებისთვის განკუთვნილი ცოდნა ორგანიზებული უნდა იყოს როგორც ლოგიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც: უნდა ჩანდეს, როგორ შეიძლება დასტრუქტურდეს და დაუკავშირდეს ერთმანეთს იდეები ცოდნის ამ სფეროში, როგორ განეფინება ისინი დროში მოსწავლეების ზრდისა და მომწიფების კვალობაზე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საგნობრივი ცოდნის მზა დიდებული შენობის აგებულებისა და შემადგენელი ელემენტების ზუსტი და სრული აღწერილობის ცოდნა საკმარისი არ არის მისი სწავლებისთვის, რადგან ამ აღწერილობის გადაცემით მოსწავლე ვერც სრულ შენობას და ვერც მის ცალკეულ ფრაგმენტებს ვერ ააგებს თავის თავში. შენობის მისთვის განკუთვნილი, ასაკობრივად შესაფერისი ნაწილის კონსტრუირებისთვის მას სჭირდება ასაგები მასალა (მაგალითად, წინარე ცოდნა), კონსტრუირების გამოცდილება (მაგალითად, წინარე ცოდნაზე სააზროვნო მოქმედებების შესრულების წარმატებული მცდელობის შედეგად შერჩეული ნაბიჯები სწორი თანმიმდევრობით) და მის ენაზე, მისი აზროვნების თავისებურებების შესაბამისად დასახული მკაფიო მიზანი (მაგალითად, სპეციალურად შერჩეული, გამოწვევის შემცველი, მაგრამ დაძლევადი დავალება, რომელიც შეაძლებინებს, აქტუალური განვითარების ზონიდან უახლოესი განვითარების ზონაში გადაინაცვლოს).

კონსტრუირების დროს მოსწავლე დაუშვებს შეცდომებს და ეს გამოცდილების მიღების თანმხლები გარდაუვალი პროცესია, მაგრამ ამ შეცდომების დანახვა და მათი მყისიერად აღკვეთა შენების მომდევნო ეტაპებზე შესაძლოა თვითონ ვერც შეძლოს. მაშასადამე, მასწავლებელი მხოლოდ კი არ უნდა აცნობიერებდეს ყოველი საკითხის აგება-ათვისებისთვის საჭირო წინარე ცოდნას, არამედ უნდა ფლობდეს კიდეც ყველა მოსალოდნელი ტიპური შეცდომის ნუსხას მოცემულ სასწავლო საკითხთან დაკავშირებით, ჰქონდეს მათზე სწორი რეაგირების ოსტატობა, ფლობდეს ხარაჩოების შეშველების გზით პრობლემის დაძლევის სტრატეგიებს და ხარვეზების გათვალისწინებით შემდგომი სწავლების წარმართვის კომპეტენციას. მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეს მისი თავისებურებების გათვალისწინებით შედგენილი შესაფერისი დავალებები, პრობლემის წარმოშობისთანავე ისე დააკვალიანოს, რომ აღმოუფხვრელი ხარვეზები არ დაუტოვოს და ოპტიმალური ტრაექტორიით წაიყვანოს მისი განვითარების პროცესი.

რაკი მასწავლებელი ერთ შეგირდთან კი არ მუშაობს, არამედ ერთდროულად ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ მოსწავლეს ამეცადინებს, მან საგნობრივი სასწავლო შინაარსის იდეები მრავალი ფორმით უნდა წარმოაჩინოს, მრავალნაირად გახსნას საკითხი, შეარჩიოს ცნების (მოსწავლეებისთვის) ყველაზე შესაფერისი განსაზღვრება, მოიყვანოს ეფექტური მაგალითები ცნების მნიშვნელოვნების ხაზგასმისთვის, დააკავშიროს ცნება სხვა ცნებებთან იმავე საგანსა თუ მომიჯნავე საგნებში, მოიხმოს საყოფაცხოვრებო სიტუაციები, სადაც ცნება ნაყოფიერად გამოიყენება.

მასწავლებელმა უნდა შეამოწმოს და შეაფასოს მოსწავლის კომპეტენცია და მისცეს მას კონსტრუქციული უკუკავშირი, რომლის შედეგადაც მოსწავლე უფრო მიზანდასახულად იმუშავებს კომპეტენციების დახვეწაზე სავსებით განსაზღვრული, კონკრეტული მიმართულებით, ხოლო მასწავლებელი შეძლებს მისი პროგრესის და წარმატების გაზომვას. ამისთვის მან ზუსტად და სრულად უნდა ამოიცნოს კომპეტენციის დაუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილია მოსწავლის ნამუშევარში, მათ საფუძველზე ერთმანეთისგან გამიჯნოს დავალების შესრულების არსებითად განსხვავებული დონეები.

ზემოთ ჩამოთვილი კომპეტენციები თან საგნობრივია და თან პედაგოგიური, ეს არის ერთგვარი საგნობრივ-მეთოდოლოგიური ცოდნა, რომელიც მხოლოდ საგნის მასწავლებელს მოეთხოვება და არა ნებისმიერი სხვა სპეციალობის პროფესიონალს, რომელიც მოცემულ დისციპლინაში აწარმოებს კვლევას ან იყენებს მის იდეებს ყოველდღიური რუტინული სამუშაოის შესრულებისას.

ეს საგნობრივ-მეთოდოლოგიური ცოდნა ყველა საგანში სპეციფიკურია და თან შერწყმულია ბავშვთან მასწავლებლის ურთიერთქმედების თავისებურებებთან. ამიტომ, მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელმა მათემატიკა ცოტა უკეთესად მაინც უნდა იცოდეს, ვიდრე მის მოსწავლეებს მოეთხოვებათ, მაგრამ ბევრად მეტიც რომ იცოდეს, ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვებს ასწავლოს. საჭიროა, მას მოსწავლეებისთვის განკუთვნილი მათემატიკის ფარგლებში მაინც შეეძლოს ყველა იმ პედაგოგიურ-მათემატიკური მოქმედების შესრულება, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

შესაძლებელია თუ არა, მასწავლებელს ვასწავლოთ ყველა საჭირო პედაგოგიური თუ ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური დისციპლინა და შემდეგ მან თავად მოახდინოს მიღებული ცოდნა-გამოცდილების პროეცირება რომელიმე სასწავლო საგანზე? ანუ თავად მიხვდეს და გამოიყენოს საგნობრივ-მეთოდოლოგიური ცოდნა, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით? ერთეულ შემთხვევებში, ალბათ კი, მაგრამ არა მაშინ, როდესაც საქმე მასწავლებელთა მთელ 60 000-იან კორპუსს ეხება. ამჟამად მოქმედ მასწავლებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სპეციალური საგნობრივ-მეთოდოლოგიური მომზადება უნდა გაიაროს ზუსტად ისევე, როგორც გადიან ცალკე საგნობრივ და ცალკე პედაგოგიურ თუ ფსიქოსოციოლოგიურ მომზადებას.

მასწავლებელთა ე.წ. ზოგადი პედაგოგიური უნარები წმინდა სახით არ არსებობს – საკლასო მენეჯმენტიც კი საგნობრივად ძალიან სპეციფიკურია და მას მშობლიური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებიდან ავტომატურად, უცვლელი სახით ვერ გადმოვიტანთ სოციალურ-პოლიტიკურ დისციპლინებში, მით უმეტეს – ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში. არსებობს მასწავლებელთა საგნობრივ-მეთოდოლოგიური უნარები, რომელთა დასაუფლებლად ოთხივე სახეობის ცოდნაა საჭირო – ზოგადი პედაგოგიურიც, ფსიქოსოციოლოგიურიც, „წმინდად“ ანუ აკადემიურად საგნობრივიც და პედაგოგიურ-საგნობრივიც.

მაგალითს კვლავ მათემატიკის სწავლებისთვის მოვიყვანთ (Deborah Loewenberg Ball, Mark Hoover Thames, Geoffrey Phelps, Content Knowledge for Teaching, Journal of Teacher Education 59 (2008) 389–407.). მათემატიკის სწავლებისთვის საჭირო მათემატიკური ცოდნის არეებია:

  1. ზოგადი საგნობრივი ცოდნა – სწავლებისგან განსხვავებულ ვითარებებში გამოყენებადი მათემატიკური ცოდნა და უნარ-ჩვევები. მაგალითად, ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების ალგორითმი;
  2. სპეციალიზებული საგნობრივი ცოდნა – სწავლებისთვის სპეციფიკური/უნიკალური მათემატიკური ცოდნა და უნარ-ჩვევები. მაგალითად, როგორ არის დაკავშირებული ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების ალგორითმი რიცხვების ჩაწერის პოზიციურ სისტემასა და გამრავლების განრიგებადობის თვისებასთან; ან კიდევ, ჯუფთებადობის თვისების სწავლების დროს მოცემული თვისების საჭიროების წარმოსაჩენად უფრო შესაფერისია (387+950)+50 მაგალითის მოყვანა და არა (387+950)+5;
  3. საგნობრივი თვალსაწიერის შემქმნელი ცოდნა – იმის ცოდნა, თუ როგორ არის დაკავშირებული სასწავლო მათემატიკური საკითხები კურიკულუმის სხვა საკითხებთან. მაგალითად, როგორ უკავშირდება ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების ალგორითმი ორი მრავალწევრის გამრავლებას;
  4. საგნობრივი შინაარსისა და მოსწავლეების მიმართების ცოდნა – ეს არის ცოდნა, რომელშიც კომბინირებულია მოსწავლეების სააზროვნო თავისებურებებისა და მათემატიკის ცოდნა, რომლის საფუძველზე მასწავლებელი წინასწარ განჭვრეტს, რას გაიფიქრებენ მოსწავლეები და რა იქნება მათთვის დამაბნეველი. მაგალითად, ცოდნა იმისა, რომ ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების დროს მოსწავლეებმა მოსალოდნელია შეცდომა დაუშვან მეორე საშუალედო შესაკრების ერთი თანრიგით მარცხნივ წანაცვლებასთან დაკავშირებით; ან დავალებაში „იპოვეთ ტოლობის უცნობი წევრი 5+7 = ?+8“ ცოდნა იმისა, რომ პასუხები 12 ან 20 მოსალოდნელია მაღალი ალბათობით, რადგან ტოლობის ნიშანს მოსწავლეები აღიქვამენ მოქმედების, ამ შემთხვევაში – შეკრების, შესრულების სიგნალად;
  5. საგნობრივი შინაარსისა და კურიკულუმის ცოდნა – მოსწავლეთა განათლების მოცემულ ეტაპზე გამოსადეგი სასწავლო მასალებისა და რესურსების ცოდნა და მათი ისეთი მახასიათებლების გაცნობიერება, რომელთა საფუძველზეც შეიძლება შეირჩეს კონკრეტულ ვითარებაში სასარგებლო თუ შეუფერებელი რესურსები. მაგალითად, იმის ცოდნა, თუ რომელი სასწავლო მასალებია ხელმისაწვდომი ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების სწავლება/სწავლისთვის, როგორ მეთოდოლოგიურ მიდგომებს ეფუძნება ეს მასალები და რამდენად ეფექტურია ისინი.

სწავლებისთვის საჭირო მინიმალური/აუცილებელი საგნობრივი ცოდნის გარკვევის პრობლემის არასაკმარისი თუ არაჯეროვანი გააზრების შედეგია საგნობრივი კომპეტენციების დამადასტურებელ გამოცდებზე მასწავლებლების და უფრო მეტად საერთაშორისო თუ სახელმწიფო შეფასებებში მოსწავლეთა უაღრესად დაბალი შედეგები.

ცხადია, რომ მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადებისა თუ პროფესიული განვითარების საბაზო საგნობრივი პროგრამები ზუსტად და სრულად უნდა ასახავდეს გონივრულ მიდგომებს მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციების განვითარებაში. კურიკულუმების, სილაბუსების, მოდულებისა თუ სესიებისთვის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რომ გაგვიჩნდეს ეჭვი: არსებობს კი ეს გონივრული მიდგომები მკაფიოდ ფორმულირებული სახით? და თუ არსებობს, იციან მათ შესახებ მასწავლებელთა საწყისი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მესვეურებმა, პროფესორებმა, ექსპერტებმა და ტრენერებმა? მასწავლებელთა საგნობრივი სტანდარტები და საგამოცდო პროგრამები ხომ არ არის გადასასინჯი? ეგებ ამ დოკუმენტებშია ძაღლის თავი დამარხული; მაშინ რას ვერჩით მათ, ვინც ამ საფუძველმდები დოკუმენტების შესაბამისად ამეცადინებს მომავალ თუ მოქმედ მასწავლებლებს და ატარებს მათ გამოცდებს? და პირიქით, თუ მასწავლებელთა საგნობრივ სტანდარტებსა და საგამოცდო პროგრამებში ყველაფერი რიგზეა, მაშინ რატომ არ იღებენ შესაბამის ზომებს მასწავლებელთა საწყისი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მესვეურები, პროფესორები, ექსპერტები და ტრენერები თავიანთი პროგრამების გასაუმჯობესებლად?

აქ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ მასწავლებლის საგნობრივი სტანდარტები აშკარად დასახვეწია, თუნდაც ეროვნული სასწავლო გეგმის განახლებული ვერსიის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოქმედი რედაქციაც შეიცავს აქცენტებს მასწავლებლის საგნობრივი ცოდნის იმ ელემენტებზე, რომლებზეც ზემოთ გავამახვილეთ ყურადღება. ყოველდღიურ პედაგოგიურ პრაქტიკაში მათი იმპლემენტაციის მხრივ კი აღსანიშნავია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მიერ გაწეული ძალისხმევა და „მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში მასწავლებლებისთვის ჩატარებული საგნობრივ-მეთოდოლოგიური ტრენინგები. ეს მხოლოდ კარგი დასაწყისია სწორ გზაზე სამოძრაოდ; მას განმტკიცება, განვრცობა და გაძლიერება ჭირდება, თანაც დაუყოვნებლივ და მთელი ქვეყნის, სასკოლო განათლების ყველა საფეხურისა და ყველას საგნის მასშტაბით.

როგორ მოვემზადოთ საგაკვეთილო დაკვირვებისთვის?

წყარო: mastsavlebeli.ge

რამდენია მინიმალური გამსვლელი ქულა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე საგნების მიხედვით

$
0
0

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დაწყებასთან ერთად, EDU.ARIS.GE-ს ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეები სხვადასხვა კითხვით მომართავენ, მათ შორის ყველაზე ხშირად, მოსწავლეები ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულით ინტერესდებიან.

როგორც EDU.ARIS.GE-ის გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, იმისათვის რომ ოლიმპიადის მონაწილეს გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვალოს, უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%. ამასთან, მეორე ტურში გადასასვლელად, მოსწავლე მონაწილეთა პირველ ათასეულშიც უნდა მოხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 18 ნოემბერს, მათემატიკის გამოცდით დაიწყო.

2017-2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტესტის მაქსიმალური ქულები საგნების მიხედვით

2017-2018 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე რეგისტრაციის ვადები და ჩატარების განრიგი

 


ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

$
0
0

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კახაბერ გვანცელაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე წარადგინა. ის უწყების ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის გადაწყვეტილებას ხელს დღესვე მოაწერს.

კახაბერ გვანცელაძემ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე თემურ თორდინავა ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გვანცელაძე, დავით ნარმანიას მერობის დროს, დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსი იყო.  გვანცელაძე ასევე მუშაობდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც.

კახაბერ გვანცელაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ამავე თემაზე:

რას გულისხმობს ბაღის აღმზრდელების დაგეგმილი სერტიფიცირება – დეტალები სიახლის შესახებ

ბაღის მასწავლებლის მთავარი ვალდებულება განისაზღვრა – რა წერია მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში

ბაღის მასწავლებლების კვალიფიკაცია განათლების სამინისტროს არ აკმაყოფილებს

როგორია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები – პროფესიული სქემის ამოქმედების ვადები

„საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასების მატება სქემის მიხედვით დარეგულირდება“

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

განსაკუთრებული შეთავაზებები აბიტურიენტებს გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტისგან

$
0
0

სტუდენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პრიორიტეტს მიანიჭებენ და ჩაირიცხებიან გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა დაფინანსებით:

  • I პრიორიტეტი – 15%-იანი თანადაფინანსება;
  • II პრიორიტეტი – 10%-იანი თანადაფინანსება;

უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს წარჩინებით, ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ სტიპენდიას:

  • ოქროს მედალოსნები – 100 ლარი;
  • ვერცხლის მედალოსნები – 80 ლარი;

სტუდენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებენ სახელმწიფო გრანტს და პრიორიტეტს მიანიჭებენ/ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში, ისარგებლებენ შიდა დაფინანსებით:

  • 50%-იანი სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში – თანადაფინანსება დარჩენილი თანხის 50%-ით;
  • 70%-იანი სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში – თანადაფინანსება დარჩენილი თანხის 30%-ით;
  • 100%-იანი გრანტის მიღების შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ ერთი წლის განმავლობაში სტიპენდიას 100 ლარს;

სტუდენტები, რომლებიც სამი წლის განმავლობაში წარჩინებით დაასრულებენ სწავლას და იქნებიან სტიპენდიანტები, მეოთხე წელს გათავისუფლდებიან სწავლის გადასახადისაგან;

უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლის პერიოდში დედმამიშვილები ისარგებლებენ თითოეულზე 10%-იანი თანადაფინანსებით;

საქართველოს ეროვნული, სახელმწიფო, სპორტული და შემოქმედებითი კოლექტივის/ნაკრების წევრები ისარგებლებენ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 20%-იანი თანადაფინანსებით;

ერთი სკოლიდან ჩარიცხულები, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლის პერიოდში, ისარგებლებენ შეღავათით და თითოეულს სწავლის საფასური შეუმცირდება 2000 ლარამდე;

უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია:

  • სახელობითი – 150 ლარი;
  • ჩვეულებრივი – 100 ლარი.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა – 2017-2018 სასწავლო წელი

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანების თანახმად, დამტკიცდა 2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები.

იხილეთ პროგრამები საგნების მიხედვით:

2017-2018 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

 

2017-2018 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების საგამოცდო პროგრამები

ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში ფიზიკის ტრენერებმა სტაჟირება გაიარეს

$
0
0

ფიზიკის მასწავლებლების შემდეგ, წელს პირველად, ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების ერთკვირიანი კურსი ფიზიკის თორმეტმა ტრენერმა გაიარა.

ფიზიკის საგნობრივმა ტრენერებმა ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში. გარდა ამისა, პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას გაცნობოდნენ ფიზიკის სწავლების საკითხებზე.

ტრენერები მიმდინარე წლის ზაფხულში კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი სტაჟირება სრულად დაფინანსდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

6 წლის განმავლობაში ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში კვალიფიკაცია 100-ზე მეტმა მასწავლებელმა აიმაღლა. გარდა ფიზიკის მასწავლებლებისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს სხვადასხვა საგნის პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას პროგრამებს.

Viewing all 14513 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>