Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14588 articles
Browse latest View live

გორის უნივერსიტეტში ყოფილი რექტორის, პროფესორ გედევან ხელაიას 90 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

$
0
0

12 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, პროფესორ გედევან ხელაიას 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობიდან 65 წლის საიუბილეო ღონისძიება.

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა გედევან ხელაიას პედაგოგიურ საქმიანობასა და უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებულ ღვაწლზე. აღსანიშნავია, რომ გედევან ხელაია უნივერსიტეტს 1989 წლიდან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა და მის პერიოდში პედაგოგიურ უნივერსიტეტს მიენიჭა ეკონომიური უნივერსიტეტის, შემდეგ კი, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.

საიუბილეო თარიღი მიულოცეს და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, გიორგი ხორბალაძე; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, მიხეილ ჯიბუტი; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი; გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, რობერტ მაღლაკელიძე, პოეტი, ჯემალ ინჯია; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ლია მამულაშვილი, პროფესორი, ბ ალექსანდრე იაშვილი, ასოცირებული პროფესორი, პაატა ქურდაძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი, თეა ხორგუაშვილი;

ღონისძიების დასასრულს, გედევან ხელაიამ მოწვეულ სტუმრებსა და გორის უნივერსიტეტს ღვაწლის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი, ციური დურული.


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით გერმანიის ქალაქ ვურცბურგს ეწვივნენ

$
0
0

11 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ გერმანიის ქალაქ ვურცბურგს. ისინი ესტუმრნენ პარტნიორ, იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტს, სადაც მათ მასპინძლობა გაუწია სამართლის ფაკულტეტმა.

ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორი პახემ სტუდენტებს უნივერსიტეტის შესახებ უამბო. დღის წესრიგის მიხედვით რამდენიმე საინტერესო ლექცია გაიმართა. პროფესორმა კრისტოფერ კერვერმა სტუდენტებს გერმანული შრომითი სამართალზე და ევროპული კავშირის შრომით სამართალთან მის თავსებადობაზე ესაუბრა. დოქტორმა კარინ ლინჰარტმა კი სტუდენტებს გერმანული სამართალის საფუძვლები და გერმანული გადასახადო სისტემა გააცნო. ხოლო, პროფესორი კაროლინა რუფი სტუდენტებს გერმანული კერძო სამართალის აქტუალური საკითხების შესახებ ესაუბრა.

პროფესორ ოლივერ რემენი სტუდენტებს საერთაშორისო კერძო სამართალში არსებულ კაზუსებზე, ხოლო პროფესორი ოლაფ სოსნიცაც ლექცია კი ევროპული სამარკო სამართალს ეხებოდა. საინტერსოდ წარიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის, პროფესორი ანა ფირცხალაშვილის ლექცია, თემაზე” თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის განვითარების ტენდეციები საქართველოში”.

დღის ბოლოს შეხვედრამ არაფორმარულ გარემოში გადაინაცვლა,სადაც სტუდენტებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს პროფესორებს და ცნობილი ფრანკონიული თეთრი ღვინო დააგემოვნეს. მასპინძელი სტუდენტების მონაწილეობით შედგა მცირე ექსკურსია ქალაქ ვურცბურგში. მათ მოინახულეს კილიანის კათედრალი, ვურცბურგის იძველესი ხიდი , რომელიც მეთორმეტე საუკუნეში იქნა აგებული, წმინდა მარიამის კაპელა (1471) და პრინცი ბიშოპის რეზიდენცია (1719-1778), რომელიც ვერსალის სასახლესთან ერთად, როგორც ბაროკოს სტილის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ნაგებობად ითვლება და იგი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურის ძეგლთა ნუსხაში.

IBSU-ს სტუდენტებს ამერიკელი ადვოკატი როჯერ ჰაიეტი 2-კვირიან სალექციო კურსს ჩაუტარებს

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, ამერიკელი ადვოკატი როჯერ ჰაიეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2 კვირით სტუმრობს. ამ დროის განმავლობაში, სტუმარი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ბიზნეს სამართალში კითხულობს სალექციო კურსს.

როჯერ ჰაიეტი არის ბოსტონისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა დიდ ამერიკულ იურიდიულ ფირმაში და იყო პრაქტიკოსი იურისტი მისურისა და ფლორიდის შტატებში შრომისა და ბიზნეს სამართლის მიმართულებით. ამასთანავე, აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში და ასწავლიდა მისური-კანზას სითისა და კანზასის უნივერსიტეტებში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, აღნიშნული კურსის ფარგლებში, როჯერ ჰაიეტი განიხილავს საერთაშორისო პოლიტიკასა და იმ რეგულაციებს, რომლებიც ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დღეს დედაენის დღეა

$
0
0

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.

40 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა, ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.

მანიფესტი გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნების მოთხოვნით, – იდეალური წიგნი ჩავანაცვლეთ საშინელებით

ქართული ენა მსოფლიოში ყველაზე რთული ენების ხუთეულში მოხვდა

მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა

10 მარტივი გზა კარგ პედაგოგობამდე – კლასის დამრიგებლებისთვის და არამხოლოდ

$
0
0

ნებისმიერ საზოგადოებაში მასწავლებლობა უმნიშვნელოვანესთან ერთად  ყველაზე რთული პროფესიაა და იმისათავის, რომ კარგი პედაგოგი გახდე, დიდი გამოცდილება და 45-წუთიანი გაკვეთილების ჩატარება საკმარისი არაა. პედაგოგებმა  საკუთარ თავზე საკლასო ოთახს მიღმაც უნდა იმუშაონ და გარკვეული სტრატეგიები დასახონ, რომელთა მაგალითად ქვემოთ რამდენიმე რჩევაა მოცემული:

1. შეუქმენით ბავშვებს სასიამოვნო სამუშაო გარემო
მიეცით მათ ყოველდღიური მიზანი, რაც საბოლოოდ მათი “საგზაო რუკის” შექმნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ეს მიზნები იყოს ნათელი, მაგალითად  გაკვეთილის დასაწყისში დასვით კითხვა, დარწმუნდით, რომ პასუხი არავის აქვს და კითხვაზე ფიქრისთვის დრო დღის ან გაკვეთილის ბოლომდე მიეცით.

2. უსმინეთ მოსწავლეებს
დაანახეთ მოსწავლეებს, რომ პატივს სცემთ მათ აზრს, აგრძნობინეთ, რომ გაინტერესებთ მათი აზრი და მოუსმინეთ ყურადღებით. ასე მათი მხრიდანაც მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ. თუ მის მოსაზრებას არ იზიარებთ, ესეც მშვიდად უთხარით და ისწავლის, როგორ გამოთქვას საკუთარი მოსაზრება სწორად.

3. წაახალისეთ წარმატებული მოსწავლე
კლასის წინაშე შეაქეთ ის, ვინც დავალება სწორად შეასრულა. ეს მასაც და დანარჩენებსაც მოტივაციას გაუზრდის და თქვენც მათ კეთილგანწყობას მოიპოვებთ.

4. მოითხოვე დისციპლინა და იყავი მკაცრი
შეიმუშავე საკუთარი წესები და მოითხოვე, დაიცვას ის ყველა მოსწავლემ. მაგალითად, როცა ერთი მოსწავლე გაკვეთილს გაბარებთ, არ მისცეთ სხვას უფლება შეაწყვეტინოს ან შეუსწოროს. ასე ბავშვები წესრიგსაც ისწავლიან და თქვენდამი მორიდების გრძნობაც ექნებათ.

5. მიეცით მოსწავლეს ლიდერობის უფლება
ზოგიერთ ბავშვთან ურთიერთობა არც ისე მარტივია, ისინი მასწავლებლებს დაუმორჩილებლობას უცხადებენ და კლასში არეულობის გამოწვევას ცდილობენ. მიეცით ასეთ ბავშვს თქვენთან თანამშრომლობის შანსი. ჯერ პატარა დავალებებით დაიწყეთ, მაგალითად სიის ამოკითხვით. თუ მისი ყოფა-ქცევა გამოსწორდება უფრო სერიოზული რამ შეგიძლიათ დაავალოთ

6. დაინტერესდით მოსწავლეების ცხოვრებით
ისაუბრეთ მოსწავლეებთან არასაგაკვეთილო თემებზე და ცოტა რამ თქვენს შესახებაც უთხარით. ეს მათთან დაგაახლოვებთ, რაც მათ თვალში დადებითად წარმოგაჩენთ, მაგრამ ბარიერის არსებობის დავიწყების უფლება არ უნდა მისცეთ.

7. შეინარჩუნეთ სიმშვიდე
ზოგჯერ ეს არც ისე მარტივია. კრიტიკულ სიტუაციაში ღრმად ამოისუნთქეთ, ეცადეთ შეხედოთ საკითხს მათი თვალით და დაელაპარაკეთ მოსწავლეს მათ ენაზე.

8. გამოიყენეთ იუმორი
ღიმილი ნებისმიერ პროფესიის წარმომადგენელს დამატებით ქულებს უწერს, იუმორი კი – მით უფრო. ეცადეთ, ხშირად იხუმროთ

9. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა მოსწავლეების მშობლებთან
ბავშვებთან ურთიერთობა გაგიმარტივდებათ, თუ ისინი დაინახავენ, რომ მათ მშობლებთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. ხშირად ეკონტაქტეთ და სთხოვეთ დაგეხმარონ საორგანიზაციო საკითხებში.

10. იმუშავე საკუთარი უნარ-ჩვევების გაზრდაზე
გაეცანი სიხლეებს, მიიღე მონაწილეობა კონფერენციებში.

ამავე თემაზე:

როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი – 15 მახასიათებელი

კარგი მასწავლებლის 8 მახასიათებელი

მოსწავლეთა მოსაზრება: როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი?

საუკეთესო მასწავლებლის 5 თვისება

ვინ არის საუკეთესო მასწავლებელი?

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: wikihow.com

უცხო ენების დაუფლების მიზნით, ეროვნული თავდაცვის აკადემია სამხედროებს მათზე მორგებულ პროგრამებს სთავაზობს

$
0
0

სამხედრო ექსპერტები და სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან უკეთესი თავსებადობისა და ინტეგრაციისთვის, მნიშვნელოვანია ქართველი სამხედროები აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო სწავლებებსა და მისიებში.

ყოველწლიურად ქართველი სამხედროები გადიან სწავლებებს პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო სასწავლებლებში, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამას ვერ ახერხებს, რადგან მათ წინაშე ენობრივი ბარიერის სახით მნიშვნელოვანი გამოწვევა დგას, ასეთი კურსები კი როგორც წესი ენის ცოდნის მაღალ დონეზე მოითხოვს. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში (ეთა) წლებია ფუნქციონირებს ენობრივი მომზადების სკოლა.

სკოლის უფროსის, მაიორ კახაბერ ყავლაშვილის თქმით, ეთა-ს ენობრივი მომზადების სკოლაში კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევა: საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა სასწავლო კურსზე გასაგზავნად შერჩეულ კანდიდატებს; სამშვიდობო მისიებსა და სხვადსხვა საერთაშორისო პროგრამაში წარსაგზავნად შერჩეულ პირად შემადგენლობას, ასევე სამხედროებს რომელთაც თანამდებობრივი კრიტერიუმებიდან გამომდინარე ესაჭიროება ენის ცოდნა. მაიორ ყავლაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეთა–ს სკოლაში 6 უცხო ენის პროგრამა მოქმედებს, მსმენელთა 90% ინგლისური ენის კურსს ანიჭებს უპირატესობას.

,,ეროვნული თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლა, ინგლისური ენის გარდა მოიცავს: ფრანგული, თურქული, რუსული, სპარსული და გერმანული ენის პროგრამებს.

EDU.ARIS.GE-ს ეთა-ს ენობრივი მომზადების სკოლის პედაგოგთა კომპეტენციითაც დაინტერესდა. სკოლის უფროსის თქმით, პედაგოგთა ყველაზე მცირე პედაგოგიური სტაჟი ხუთი წელია. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლას 20-წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგებიც ჰყავს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციას, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, პერიოდულად ხდება მათი ამერიკულ, გერმანულ და კანადურ ენობრივი გადამზადების ცენტრებში სხვდასხვა კურსზე გაგზავნა”, – ამბობს მაიორი კახაბერ ყავლაშვილი.

ლევან კოდუა ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია. ის ამჟამად ოფიცერია და კვალიფიკაციის ამაღლებას ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს. ლევანმა თოთხმეტი თვე გაერთიანებული სამეფოს აკადემიაშიც ისწავლა, თუმცა თვლის, რომ ამერიკული კურსი განსხვავებულია და ის ენის ცოდნის სპეციფიკურ მოთხოვნებს აწესებს, ამ გამოწვევის დაძლევას კი რამდენიმე თვეში, ეთა-ს ენობრივი მომზადების სკოლის, ინგლისური ენის კურსის დასრულების შემდეგ შეძლებს.

ლევანის თქმით, სკოლა მთლიანადაა მორგებული ამერიკულ და ბრიტანულ სტანდარტებს, გათვალისწინებულია როგორც ზოგადი ასევე სპეციფიკური საკითხები, რომელიც სამხედრო საქმისთვისა არის დამახასიათებელი. სკოლის ადმინისტრაციის თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებასა და დახვეწაზე, რაც მსმენელებს აქტიური კომუნიკაციის საშუალებას მისცემს.

ეთა-ში იმასაც განიხილავენ, რომ თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პირების გარდა, სკოლის სერვისით სარგებლობა (სხვადასხვა ენის დისტანციური სწავლება) სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქესაც შეეძლოს, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ენობრივი მომზადების სკოლის კიდევ უფრო განვითარებას, მეორე მხრივ კი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს თანამედროვე მეთოდებით, მაღალკვალიფიციური პედაგოგებისგან მიიღონ სრულფასოვანი ცოდნა და დაეუფლონ მათთვის სასურველ ენას.

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია

რატომ არ იზრდება სკოლის მანდატურის ხელფასი გაზრდილი უფლება-მოვალეობების ფონზე?!

$
0
0

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც მანდატურის სამსახურის გაძლიერება/დახვეწას მოიაზრებს, მანდატურებს არაერთი სერიოზული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ და არაერთი დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრებათ. მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და შს სამინისტროების მიერ მომზადებულ კანონპროექტში ამ მიმართულებით 2 წლის განმავლობაში 10.6 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, დოკუმენტში არასად არის ნახსენები მანდატურის ხელფასის ცვლილება.

იმის გათვალისიწნებით, რომ მანდატურის ყოველთვიური ხელფასი დღეს მხოლოდ 400 ლარია, EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რატომ არ არის არც ერთი სიტყვა ნათქვამი მანდატურებისთვის ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით, როგორ უყურებს ამ საკითხს განათლების სამინისტრო და განიხილება თუ არა 2018-2019 წლებში სახელფასო პოლიტიკის გადახედვა? – ჩვენს კითხვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა უპასუხა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ 2018 წლისთვის მანდატურების ანაზღაურების გაზრდა დაგეგმილი არ არის, თუმცა იმ მანდატურებს, რომლებიც ყველა დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობას მაღალ დონეზე შეასრულებენ, გარკვეული დამატებითი ანაზღაურება ექნებათ.

„მანდატურის სამსახურის გაძლიერება გულისხმობს ძალიან მრავალფეროვან აქტივობებს მანდატურების პროფესიული განვითარებისთვის არამხოლოდ მომზადების, არამედ გადამზადების და მათი რეგიონალური დაფარვის თვალსაზრისითაც.  რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მანდატურების ანაზღაურება იყოს ღირსეული.

„წელს ბიუჯეტში ამ მიმართულებით არ იგეგმება ღონისძიებები, თუმცა ის მანდატურები, რომლებიც იქნებიან უფრო აქტიურები და ყველა იმ მოთხოვნებს შეასრულებენ მაღალ დონეზე რომელთაც ვუყენებთ, მათთვის განსაზღვრული იქნება გარკვეული დამატებითი ანაზღაურება.

„გარკვული სისტემა უკვე არსებობს, რომლის გადახედვას და განვითარებასაც ვაპირებთ. წელს დავიწყეთ პირველად და დაიგეგმება მომავლისთვის. 2019 წლიდან უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება და მერე უკვე ნამდვილად გადაიხედება ეს საკითხი“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის 2018 და 2019 წლებში ჯამურად 10.6 მილიონი ლარი იქნება აუცილებელი.

ამავე თემაზე:

მანდატურის სამსახურის ფუნქციების დახვეწა 2018-2019 წლებში 10,6 მილიონი ლარი დაჯდება

რა შემთხვევებში გამოიყენებს მანდატური ფიზიკურ ძალას სკოლაში – რა წერია კანონპროექტში

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში ფიზიკის მასწავლებლების სტაჟირება დასრულდა

$
0
0

ფიზიკის 11 მასწავლებელი, რომელიც ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა.

მასწავლებლებმა ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.

გარდა ამისა, პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას გაცნობოდნენ ფიზიკის სწავლების საკითხებზე.

6 წლის განმავლობაში ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაცია 100-ზე მეტმა მასწავლებელმა აიმაღლა.

გარდა ფიზიკის მასწავლებლებისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა საგნების პედაგოგებისთვის ყოველწლიურად ატარებს კონკურსს კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობისათვის.


გთუნის სტუდენტებმა სტუდენტური თასის წყვილთა რბოლაში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს

$
0
0

2018 წლის 15 აპრილს რუსთავი სტუდენტური თასის წყვილთა რბოლის მონაწილეებს მასპინძლობდა.

შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
ფინალურ რბოლაში, გთუნის სტუდენტების მეტოქეები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აღმოჩნდნენ.

დაძაბულ რბოლაში გთუნის სტუდენტები მეორე საპრიზო ადგილით დაკმაყოფილდნენ.

ამჯერად გთუნის ღირსებას სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები გიორგი ხიდირბეგიშვილი, ალექსანდრე ხუბუნია, ბაჩუკი ოშხარელი და რეზო ხელაძე იცავდნენ.

გთუნის სტუდენტებს 300 ლიტრი საწვავი, მედლები და სიგელები გადაეცათ.

გთუნი ულოცავს სტუდენტებს ამ მოკრძალებულ გამარჯვებას და მათ შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ საინფორმაციო კამპანია განხორციელდა

$
0
0

14 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ განხორციელდა საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ინფორმაციის გავრცელებას 1978 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ.

უნივერსიტეტის სტუდენტები მიმართავდნენ შემთხვევით გამვლელებს კითხვებით, თუ რა დღე აღინიშნება 14 აპრილს და რატომ? გამოკითხულთა უმრავლესობას, რომლებიც არ ფლობნენ ინფორმაციას “დედა ენის” დღესთან დაკაშირებით გადაეცათ შესაბამისი საინფორმაციო ფლაერი. ხოლო, მათ ვინც იცოდა 14 აპრილის ისტორია ქუთაისის უნივერსიტეტისაგან გადაეცათ ქართველი კლასიკოსების წიგნები.

კსუ-მ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

$
0
0

ერთობლივი სამეცნიერო, სასწავლო და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი მსოფლიო საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და წარჩინებული სტუდენტების დასაქმებას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ მოაწერეს.

ვახტანგ წივწივაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების, სამომავლო გეგმებისა და ხედვების შესახებ ესაუბრა.

სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის, თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პროფესორმა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ჯემალ სოლოღაშვილმა.

უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის საქმიანობა და განხორციელებული პროექტები საზოგადოებას ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ გააცნო.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური განათლების ცენტრი დაფუძნდა

$
0
0

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ფინანსური განათლების ცენტრი დააფუძნეს.

ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე მედიას ბიზნესის სკოლის დეკანმა წარუდგინა. გიორგი ქადაგიძემ ეკონომიკური მედიასკოლის კურსდამთავრებულებს წაუკითხა ლექციაც „განათლება და ეკონომიკური ზრდა“.

უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანებული ძალებითა და რესურსებით ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით იმუშავებენ. დაგეგმილია ერთობლივი პროექტები, რომლებიც მოიცავს ტრენინგებს, კვლევებს, სადისკუსიო შეხვედრებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო და სტუდენტურ აქტივობას.

ფინანსური განათლების დონის ამაღლებისთვის ცენტრი ითანამშრომლებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან – სამთავრობო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, აკადემიურ წრეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან.

საზოგადოება განიცდის ფინანსური განათლების ნაკლებობას, ფინანსურ ოპერაციებსა და რისკებთან დაკავშირებული ინფორმაციის დეფიციტს და, შესაბამისად, ფინანსური განათლების ცენტრის მიზანია, რისკის მინიმუმამდე დაყვანა,მომხმარებელთა ინფორმირებულობა. ინფორმირებული და განათლებული საზოგადოება კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი, ჯანსაღი და ეფექტიანი ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას.

პროფესია, რომლის სწავლებაც საქართველოში პირველად იწყება

$
0
0

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ სრულიად ახალ და განახლებულ პროგრამებს სთავაზობს იმ სტუდენტებს, რომლებსაც პროფესიული განათლების მიღება სურთ. აღნიშნული პროგრამების შემუშავება კოლეჯმა „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ფარგლებში განახორციელა. პროგრამებს შორის არის ისეთი მიმარულებები, როგორიცაა ჰაერის კონდიცირება, შედუღება – ცივი შედუღება, რომელიც საქართველოში აქამდე არ ისწავლებოდა, ელექტროობა, წყალმომარაგებისა და წყალადინების (წყალმომარაგების უზრუნველყოფა) სისტემები. პროგრამების შემუშავებასა და დანერგვისთვის ჯამში 2 მილიონი დოლარი გამოიყო.

როგორ განაწილდა თანხები

საგრანტო თანხა მოხმარდა როგორც პროგრამების შემუშავება განახლებას, ისე ლაბორატორიების თანამედროვე ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვას და საერთაშორისო ექსპერტების მიერ კოლეჯის პედაგოგოგების გადამზადებას. კოლეჯი გასცემს ბიზნესისა და ტექნოლოგიური განათლების საბჭოს (BTEC) სტანდარტის შესაბამის სერტიფიკატს, რომელიც მსოფლიოს 102 ქვეყანაშია აღიარებული.

როგორც კოლეჯის დირექტორი მათე ტაკიძე ამბობს, პროექტში ჩაერთო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ჰოლდინგი Pearson და მისი კომპანია, რომელიც პროფესიულ განათლებას ემსახურება. ეს არის BTEC- ბიზნესების კონსულტაციების საბჭო, რომელიც მსოფლიოს 150 ქვეყანაში ავითარებს თავის მიმართულებებს პროფესიულ მიმართულებაში. კოლეჯმა კი ამ პროექტის ფარგლებში მოახერხა, რომ პროფესიული განათლების სივრცეში საერთაშორისო ავტორიზაცია მიეღო. რაც იმას ნიშნავს, რომ “სპექტრში“ ჩარიცხული სტუდენტები ავტომატურად ირიცხებიან BTEC საერთო ბაზაში და კომპეტენციების შეფასება ხდება ერთად, როგორც კოლეჯის, ისე  BTEC ექსპერტების მიერ. გარდა ამისა, ყველა კურსდამთავრებული მიიღებს BTEC-ის საერთაშორისო სერტიფიკატს მსოფლიო ბაზარზე დასაქმებისთვის.

„ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ჩარჩო დოკუმენტი, შევქმენით სტანდარტები და შემოვიტანეთ ახლი მოდულები, რომელიც საქართველოში არ ისწავლებოდა. ეს არის მაგ.: ცივი შედუღება, რომელიც, პრაქტიკუალდ, პირველად შემოვიდა საქართველოში. ანუ ცივი შემდუღებლის სპეციალისტს შეუძლია, რომ მაგისტრალებსა და გაზსადენების მილების გაჟონვისას  დაიზანება ისე შეაკეთოს, რომ არ მოხდეს აალება. ეს ურთულესი პროფესიაა და დღემდე კომპანიები აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად უცხოელ სპეციალისტებს იყენებდნენ. ჩვენ გვექნება იმის იმედი, რომ ქართულ ბაზარს ამ სფეროში დავაკმაყოფილებთ“, – აცხადებს მათე ტაკიძე.

მილენიუმის პროექტის ფარგლებში მოხდა პროგრამების განახლება. პროცესში ჩართული იყო დაახლოებით 55 კომპანია, რომლებიც მილენიუმის ექსპერტებთან ერთად მუშაობდნენ. კოლეჯმა შეიძინა ვინტილაცია/კონდიცირების, ელექტრო და შედუღების ლინკონელეტრიკის ლაბორატორიები. ასევე გერმანიაში კვალიფიკაცია აიმაღლეს ვინტილაცია/კონდიცირების სპეციალობის მქონე პედაგოგებმა და იგეგმება კიდევ 3 შემდუღებლის პროფესიის მქონე პედაგოგის გაგზავნა.

პედაგოგების ანაზღაურება და სწავლების ვადები

განსხვავებულია პედაგოგების ანაზღაურებაც. თუკი კოლეჯი სხვა პროფესიებზე მასწავლებლებს საათში 12 ლარს უხდის, მილენიუმის პროექტის ფარგლებში მომუშავე პედაგოგებს საათში 15 ლარი აქვთ ანაზღაურება.

რაც შეეხება აღნიშნულ პროგრამებზე სწავლების ხანგრძლივობას, სწავლება წელიწადი და 2 თვე გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტებს აქვთ 60%-იანი პრაქტიკული მეცადინეობა და 40% თეორია. საწარმოო პრაქტიკის პერიოდში კი სტაჟირებას სხვადასხვა კომპანიაში გადიან.

კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, ანაზღაურება და პროექტის მდგრადობა

კოლეჯი ყურადღებას აქცევს სტუდენტების დასაქმების საკითხს და მუდმივი კონტაქტი აქვს კურსდამთავრებულებთან. როგორც კოლეჯის ხელმძღვანელი აღნიშნავს, სამშენებლო საინჟინრო ტექნოლოგიებში, ავტოინჟინერიაში მინიმალური დასაქმების ზღვარი 70%-ია.

„რაც შეეხება აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიენების შრომით ღირებულებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, ადამიანს მოჭრილი ხელფასი აქვს თუ გამომუშავებაზე მუშაობს. კომპანიებში ანაზღაურება დაახლოებით 1400 ლარიდან იწყება. გამომიშავებაზე მყოფი პირის შემთხვევაში, როცა კომპანიას ერთჯერადად სურს მომსახურება მათ შეიძლება 3000 და უფრო მეტი გამოუვიდეთ. ცივი შემდურებლის მომსახურება საქართველოს პირობებშიც კი 5000 ლარზე მეტია, ამას გადაუჭარბელბლად გეუბნებით, ვინაიდან, როგორც კონდიცირების, ისე წყალმომარაგება/წყალადინების, შედუღებისა და ენერგეტიკის სპეციალისტების დეფიციტია“, – განაცხადა ტაკიძემ.

რაც შეეხება პროექტის მდგრადობის შენარჩუნებას, კოლეჯი ამას ბაზარზე არსებულ ბიზნესკომპანიებთან მჭიდრო კომუნიკაციითა და თანამშრომლობის უზრუნველყოფით ფიქრობს.

„ჩვენ არ ვჩერდებით, მუდმივად ვეძებთ დონორებს, როგორც არსებულ ბიზნესს კომპანიებში, ისე საერთაშორისო ასპარზეზე და მუდმივად ვვითარდებით, რათა კოლეჯი კონკურენტუნარიანი იყოს. ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებულნი იმაზე, თუ როდის და რას მოგვაწვდის ვინმე. პირიქით ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები ამ მხრივ და განვითარებას ვაგრძელებთ“.

პროფესიული განათლების ამბები

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

შეამოწმე, იყო თუ არა შენი მოგვარე წერა-კითხვის გამავრცელებელთა შორის

$
0
0

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებელი, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით შეიქმნა, საზოგადოებას უკვე წარუდგინეს.

ვებპროგრამა აერთიანებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს, რომლებიც ამ ორგანიზაციაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე, 1879-1927 წლებში, გაწევრიანდნენ. ამ ეტაპზე ბაზაში 15 232 პიროვნების ბიოგრაფიული მონაცემია განთავსებული.

ელექტრონულ საძიებელს იხილავთ ეროვნული არქივისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდებზე, იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ 1879 წელს შეიქმნა. მის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი და სხვები. საზოგადოებას არაერთი მეცენატი უწევდა ფინანსურ დახმარებას, მათ შორის: დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, თბილისის საადგილმამულო ბანკისა და ქუთაისის ბანკის ხელმძღვანელები; საზოგადოებას გამოცემებითა და ფულადი შემოწირულობებით ეხმარებოდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე, ამ საზოგადოების თითოეული წევრი.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა: გაიხსნა ათეულობით სკოლა, ბიბლიოთეკები და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. საზოგადოება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

ელექტრონული კატალოგი ეროვნულ არქივში დაცული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მასალების მიხედვით მომზადდა.

ვებპროგრამის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციას (CELA) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ქარაიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა, ქეთი მაისურაძემ, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA), საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით სამოქალაქო განათლების ლექტორთა გადამზადებას, სასწავლო მასალის მომზადებასა და სხვადასხვა აქტივობაში იუნკერების მონაწილეობას. აღნიშნული მემორანდუმის მთავრ მიზანს სწორედ აკადემიის იუნკერების სამოქალაქო კომპეტენციის ამაღლება და სამოქალაქო განათლების კურსის ლექტორების პროფესიული ზრდა წარმოადგენს.

საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) სამოქალაქო განათლების ერთსემესტრიანი საუნივერსიტეტო კურსი “დემოკრატია და მოქალაქეობა” საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების უმრავლესობაში ისწავლება.


საქართველოში საერთაშორისო კვლევა TALIS მიმდინარეობს – რა კითხვებს პასუხობენ მასწავლებლები

$
0
0

სწავლებისა და სწავლის მესამე საერთაშორისო გამოკითხვა (TALIS 2018) საქართველოში დაიწყო და საველე სამუშაოები თვის ბოლოსთვის დასრულდება. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს ის, 2 წელიწადში, 2020 წელს გახდება ცნობილი.

TALIS საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მასწავლებლებსა და დირექტორებს განათლების სფეროს ანალიზსა და პოლიტიკის შემუშავებაში წვლილის შეტანის საშუალებას სთავაზობს. TALIS-ის კვლევას ატარებს თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (OECD),  40-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად.

ამ კვლევის შედეგად მოპოვებულ მონაცემთა ანალიზი ქვეყნებს მსგავსი გამოწვევების წინაშე მდგომი სხვა ქვეყნების იდენტიფიცირების და მათ მიერ გამოყენებული მიდგომების შესწავლის საშუალებას მისცემს. სკოლის დირექტორები და მასწავლებლები პასუხებს სცემენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მათი პროფესიული განვითარება; სწავლებასთან დაკავშირებული მათი წარმოდგენები და პრაქტიკა; მასწავლებელთა საქმიანობის შეფასება და ის უკუკავშირი და აღიარება, რომელსაც ისინი მათი საქმიანობის შეფასების შედეგად იღებენ; ასევე სკოლის მართვასთან, მენეჯმენტთან და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები. TALIS-ის კვლევის საშუალებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პრაქტიკის აღწერა ხდება ყველა მონაწილე ქვეყანაში.

კვლევაში მონაწილეობას იღებენ საბაზო საფეხურის მასწავლებლები, რომლებსაც ეკითხებიან ასაკს, მიღებულ კვალიფიკაციას, იყო თუ არა მათთვის სწავლება პრიორიტეტული კარიერული არჩევანი, რა სტატუსით მუშაობენ მითითებულ სკოლაში, როგორი სამუშაო განაკვეთი აქვთ, მუშაობენ თუ არა პარალელურად სხვა სკოლაში, რამდენი სსსმ მოსწავლე ჰყავთ, პროფესიული განვითარების აქტივობებში თუ მიუღიათ მონაწილეობა,  ჰყოლიათ თუ არა კლასი, სადაც სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის მოსწავლეები სწავლობდნენ, კიდევ რამდენი წელი სურთ მასწავლებლად მუშაობა, ყოფილან თუ არა საზღვარგარეთ პროფესიული მიზნებით.

პედაგოგები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იდენტურ კითხვებს პასუხობენ.  ქართული მხარე ამ კითხვარს თარგმნის, შემდეგ TALIS-ის  ქართულენოვანი მკვლევარები ამოწმებენ, რომელთა ვინაობაც ცნობილი არაა. კითხვარი ბევრნაირ შემოწმებას გადის.

როგორც TALIS-ის კვლევის კოორდინატორი საქართველოში ნათია ანდღულაძე აღნიშნავს,  შარშანდლისგან განსხვავებით, ქართულ მხარეს კითხვები არ დაუმატებია და ისეთივე კითხვარს ავსებენ მასწავლებლები, როგორსაც  სხვა ქვეყნის პედაგოგები.

„წინა წლებში დავამატეთ ჩვენი კითხვები. გვაინტერესებდა სერტიფიცირებული მასწავლებლების შეხედულებები როგორ განსხვავდებოდა არასერტიფიცირებულებისგან და ეს წინა ანგარიშში ჩანს. ასევე სკოლის მდებარეობის მიხედვით განსხვავებები. ეს საერთაშორისო კვლევებისთვის არააქტუალურია.

წელს დამატებითი კითხვების შესაძლებლობა არ გვაქვს, იმიტომ რომ ინტერნეტი ჩვენს სკოლებში ძალიან ნელია. მასწავლებლებს დიდი დრო უნდათ კითხვარის შევსებისთვის და წელს ვეღარ ჩავსვით ახლანდელ ციკლში. წინა ციკლში ჩავამატეთ. სერტიფიცირებაზე დამოკიდებულებები შევაფასეთ.

წელს მასწავლებლის საქმიანობას, სწავლების მეთოდოლოგიას უფრო კარგად ეძიებიან. ახალი შეკითხვები ამას ეხება. წინა წლებისგან განსხვავებით ამ კვლევაში მულტიკულტურული განათლება, გენდერული საკითხები შედის“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან ნათია ანდღულაძემ.

TALIS-ის კვლევის კოორდინატორის თქმით, საინტერესო ამ ეტაპზეა ისაა, რომ  თითოეულ სკოლიდან 20 მასწავლებელი იღებს კვლევაში მონაწილეობას, პატარა სკოლაში უფრო ნაკლები და ეს მონაცემები  „პიზას“ კვლევას ებმება.

„ამ თვალსაზრისით იქნება უნიკალური, იმიტომ რომ აქ მთელი სკოლის კოლექტივის მონაცემებს ვაბამთ ბავშვების გამოკითხვას. ანუ შეგვიძლია უფრო ვალიდურად შევაფასოთ სასკოლო კულტურა. თანამშრომლობა მასწავლებლებს შორის და დირექტორის ლიდერობა, რასაც ვერ ვაფასებდით ადრე. ეს მნიშვნელოვანია სკოლის კლიმატისთვის.

334 სკოლიდან „პიზაში“ მონაწილეობს 150 სკოლა. მოსწავლეების და მასწავლებლების მონაცემები ერთმანეთს გადაებმება და შეგვიძლია მოსწავლეთა მიღწევები გავაანალიზოთ მათი მასწავლებლების ღირებულებების, დირექტორის ლიდერობის მიხედვით. ადრე თუ დირექტორებს ვეკითხებოდით, რას ფიქრობდნენ საკუთარ ლიდერობაზე, ახლა უკვე მასწავლებლების გადასახედიდანაც შევძლებთ ამის შეფასებას“, – განაცხადა ნათია ანდღულაძემ.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

კსუ-ში სმირნოვების მუზეუმზე გადაღებული ფილმისა და მუზეუმის ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ,,სმირნოვების მუზეუმზე” გადაღებული ფილმის – ,,საჩუქარი საქართველოსა” და მუზეუმის ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა, მუზეუმის დირექტორმა და კსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა – ბაია ამაშუკელმა გახსნა და შეკრებილ აუდიტორიას მოკლედ მოუთხრო იმ ისტორიის შესახებ, რასაც ფილმში უფრო დეტალურად იხილავდნენ.

მუზეუმის შესახებ თამარ მახარაძის ავტორობითა და რეჟისორობით გადაღებულ ისტორიულ-დოკუმენტური ჟანრის ფილმში, ქართული, ფრანგული, სომხური და იტალიური ფესვების ოჯახისა და უფრო კონკრეტულად – ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის ცხოვრება და მოღვაწეობაა წარმოჩენილი.

მუზეუმის ექსპონატების ძირითადი ნაწილი პუშკინის ეპოქას განეკუთვნება. ეს არის პეტერბურგში ცნობილი ლიტერატურული სალონის ავეჯი და სხვა ნივთები. ამ სალონის დიასახლისმა ალექსანდრა სმირნოვა-როსეტმა წარუშლელი კვალი დატოვა XIX საუკუნის კულტურაში, მისი მემუარები XX საუკუნეში ოთხჯერ დაიბეჭდა. ბოლო 1989 წლის გამოცემა შევიდა მეცნიერებათა აკადემიის სერიაში “ლიტერატურული ძეგლები”. ეს არის 600-გვერდიანი თხზულება, სადაც მკითხველი ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის თანამედროვეთა არაერთ ცნობილ სახეს შეხვდება.

ფილმის ჩვენების შემდგომ, მუზეუმის საიტის (http://smirnovshousemuseum.ge/) პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს სმირნოვების ოჯახის ისტორიას დეტალურად გაეცნოს. ბაია ამაშუკელის თქმით, უახლოეს მომავალში, მუზეუმში, საუნივერსიტეტო საგნის ფარგლებში, სტუდენტებისა და მათი პროფესორის – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის – ქეთევან შოშიაშვილის ვიზიტი და თემატური ლექციის ჩატარება იგეგმება.

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტთა დასაქმების შესახებ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

$
0
0

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სტუდენტური დასაქმებს პორტალ Studentjob.ge-ს მხარდაჭერით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის, დამსაქმებელმა მოთხოვნების და მოლოდინების გაანალიზება, მოხდა იდენტიფიცირება იმ ნაკლოვანებებისა, რაც ხელს უშლის, ერთის მხრივ, დამსაქმებლებს, რომ მოიძიონ მათი ორგანიზაციისთვის მისაღები კვალიფიციური თანამშრომელი, ხოლო მეორეს მხრივ, გამოიკვეთა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, თუ რა უნარების გაუმჯობესებაზე გაამახვილოს ყურადღება კურსდამთავრებულთა წარმატებით დასაქმებისთვის.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის “სტუდენტთა კარიერული განვთარების კორდინატორი“ ანა ტყეშელაშვილი და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, საჯარო და კერძო ორგანიზაციების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, საჯარო და კერძო ორგანიზაციების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები.

შეხვედრაზე გამოიკვეთა 6 ძირითადი გამოწვევა:

1.სტუდენტებისთვის სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება;

2.სტუდენტებში ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

3.სტუდენტების ინფორმირება სამუშაოს ძიების სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და გზების შესახებ;

4.სტუდენტებისთვის პერსონალური ბრენდინგის სწავლება;

5.დავეხმაროთ სტუდენტებს გახდნენ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;

6.დავეხმაროთ სტუდენტებს აითვისონ ძირითადი კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

მოხდა მიღებული გამოცდილების გაზიარება და დაიგეგმა შესაბამისი სამომავლო აქტივობები.

კსუ-ის მაგისტრანტები ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრები გახდნენ

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მაგისტრანტები – ვაჟა ჭაბუკიანი და ოთარ ბიბილეიშვილი – ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრები გახდნენ.

მაგისტრანტები სასწავლო კომპონენტის გარდა, აქტიურად არიან ჩართულები პრაქტიკულ საქმიანობაშიც და ,,დუგლაძეების ღვინის კომპანაში“ ასისტენტ-მეღვინის პოზიაციებს იკავებენ.
შეგახსენებთ, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის კიდევ ერთმა მაგისტრანტმა – საბა ქიტიაშვილმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, კსუ-ს სასწავლო კურსის ,,ღვინის დეგუსტაციის საფუძვლები“ დასრულების შემდგომ, საგნის ხელმძღვანელის – თამარ გურგენაშვილის რეკომენდაციით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებულ გამოცდაში მაღალი შედეგები დაიმსახურა და კომისიის წევრი გახდა. ამ მონაცემებით კი უკვე ფაკულტეტის სამი მაგისტრანტი სადეგუსტაციო კომისიის წევრის სტატუსის მფლობელია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მევენახეობა-მეღვინეობის მაგისტრანტებს ულოცავს ამ დიდ მიღწევას და პროფესიურ და კარიერულ წინსვლას უსურვებს.

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის გორის უნივერსიტეტის პროფესორმა საჯარო ლექცია ჩაატარა

$
0
0

2018 წლის 16 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეთათვის, 1978 წლის 14 აპრილისა და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ.

მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ მოვლენათა გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე, განმარტა და შეაფასა მათი მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, ერის ცნობიერების გამოღვიძებისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით. წარმოადგინა მოვლენების ამსახველი მდიდარი ფოტო და დოკუმენტური მასალა.

ლექციას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ვაჟა ჩოჩია.

მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით შეირჩა მომდევნო საჯარო ლექციის თემა და დრო.

Viewing all 14588 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>