Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14571 articles
Browse latest View live

აზიელი სტუდენტების 10 საგამოცდო რიტუალი

$
0
0

საგამოცდო პერიოდი ნებისმიერი ადამინისთვის რთული პერიოდია, თუმცა აღმოსავლეთ აზიაში, რომლის სტუდენტებსაც აკადემიური მოსწრების ნებისმიერ რეიტინგში წამყვანი ადგილები უჭირავთ, სტრესის დონე განსაკუთრებით მაღალია. ასე რომ, სავსებით გასაგებია ახალგაზრდების სწრაფვა, სტრესს იღბალისა და ბედის იმედით გაუმკლავდნენ.

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სტუდენტებს თავიანთი რწმენები და ჩვეულებები აქვთ. ახალგაზრდები თვლიან, რომ გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის მათი ზედმიწევნით დაცვაა საჭირო. ზოგან სპეციალურ სიმღერებს მღერიან, ზოგან განსაკუთრებულ კერძებს ამზადებენ, ზოგან კი წითელი ტრუსების მაგიას მიმართავენ.

აზიაშიც აქვთ თავიანთი რიტუალები, რომლებმაც ოფლითა და სისხლით მოპოვებული ცოდნა უნდა გაამყაროს და სტუდენტებს ნანატრი მაღალი ნიშნები მოუტანოს.

1. შოკოლადის თილისმა KitKat იაპონურ ყაიდაზე

ტრადიციის მიხედვით, იაპონელ სტუდენტებს გამოცდის დღეს ურჩევნიათ წაიხემსონ კერძით კაცუდონი – ღორის ხორცი კვერცხითა და ბრინჯით. სიტყვა ,,კაცუ“ ითარგმნება როგორს „გამარჯვება“. ასე რომ, თუ ამ კერძს მიირთმევთ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

შოკოლადი ფილების მწარმოებელმა კომპანიამ  KitKat გადაწყვიტა არ ჩამორჩეს და ფრაზით „kitto katto” შეიარაღდა, რაც ითარგმნება როგორც „უდავოდ გამარჯვება“.

შოკოლადის სახელწოდება იაპონურ ენაზე ხელსაყრელად ითარგმნა, თვითონ ფილები კი ტკბილ თილისმად იქცა.

2. უსაფრთხოების ვაშლი

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის სტუდენტურ სასადილოებში საგამოცდო პერიოდის დროს სტუდენტებს ვაშლითა და მისგან დამზადებული კერძებით უმასპინძლდებიან. ჩინურ ენაში სიტყვა „ping guo” ერთდროულად „ვაშლს“ და „უსაფრთხოებას“ ნიშნავს.  „შეჭამ ვაშლს და უსაფრთხო გამოცდები გარანტირებული გაქვს“, – ამბობს ჩონგ ვონგი ქალაქ ნანკინიდან.

3. თავი შეიკავეთ თმის დაბანისგან

წინასაგამოცდო პერიოდში, კონსპექტებთან გატარებული უძილო ღამეების შემდეგ, სტუდენტს შეიძლება შხაპის მიღებაც კი დაავიწყდეს. თუმცა სამხრეთ კორეაში ამით ვერავის გააკვირვებ. აქ თვლიან, რომ თავის დაბანამ შეიძლება მასში არსებული ცოდნის მარაგი საგრძნობლად შეამციროს.

„ჩვენ კლასში იყო ერთი ბიჭი, რომელიც გამოცდების წინ თავს საერთოდ არ იბანდა. სხვა დროს ის სისუფთავის განსახიერებას წარმოადგენდა, თუმცა როცა გამოცდები ახლოვდებოდა მასთან მიკარება რეკომენდირებული არ იყო“, – ყვება ამ მოსწავლის ერთ-ერთი ნაცნობი.

4. თხილი ქეშიუ და ღორის ხორცის კუბიკები

გამოცდების დაწყებამდე 1 თვით ადრე ჰონგ-კონგის კლუბებში, საერთო საცხოვრებლებსა და სხვადასხვა სტუდენტურ ორგანიზაციაში ცერემონია „სუპერჩაბარება“ (ging guo) ტარდება. ეს არის რიტუალების ნაკრები, რომლებიც მის მონაწილეებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და უმაღლესი შეაფსებების მიღებაში უნდა დაეხმაროს.

ყველაფერი სუფრით იწყება, რომელიც ჩვეულებრიც ჩინურ რესტორანში იშლება. სტუდენტებს „სუპერჩაბარების“ სეზონის საფირმო კერძით უმასპინძლდებიან, რომელიც ღორის ხორცის კუბიკებითა და თხილი ქეშიუთი მზადდება. სიტყვა „ქეშიუ“ ჩინურ ენაზე ისევე ითარგმნება, როგორც ფრაზა „გამოცდის ჩაბარების სურვილი“, ხოლო „ღორის ხორცის კუბიკები“, როგორც „განსხვავების სურვილი“. ნათელია, რომ აღმოსავლეთ აზიის ბევრ ენაში ომონიმები რიტუალებსა და ცრურწმენებში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ.

5. კიდევ ერთი კულინარიული რიტუალი

რესტორნიდან საერთო საცხოვრებელში დაბრუნების შემდეგ სტუდენტები არანაკლებ მადისაღმძვრელ ცერემონიას – გიგანტური შემწვარი ღორის დაჭრას უდგებიან. ასეთი მსხვერპლშეწირვა განსაკუთრებუთ ჩინეთში ფასდება. რიტუალის თითოეულ მონაწილეს კერძის შუაზე გაჭრის მხოლოდ ერთხელ ცდის შესაძლებლობა ეძლევა. ის, ვისაც ყველაფერი გამოუვა, გამოცდას პირველივე ჯერზე, ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩააბარებს. ხოლო მათ, ვისაც ხელი აუკანკალდებათ და დასახულ ამოცანას ვერ შეასრულებენ, წარუმატებლობა და გამოცდის გადაბარება ელით. აღნიშნულ რიტუალს კივის დაგემოვნება ასრულებს. ვინაიდან ამ ხილის ჩინური სახელწოდება, როგორც უკვე მიხვდით,  ჟღერს როგორც ფრაზა „გამოცდის მარტივად ჩააბრება“.

6. ლოცვა

აღმოსავლეთ აზიაში სტუდენტების უმრავლესობა მშობლების განსაკუთრებული ყურადღებითა და მზრუნველობით არის გარშემორტმული. „ზოგი დედ-მამა თავის შვილს საგამოცდო ცენტრთან ელოდება და იმისათვის ლოცულობს, რომ მას გაუმართლოს“, – ყვება პედაგოგი სამხრეთ კორეიდან ჩი-იონ ჩონი. ის აღნიშნავს, რომ დედამისიც ლოცულობდა მისთვის, თუმცა მან საშინელი ნიშნები მიიღო. ყველაზე მზრუნველი მშობლები იმ ზომამდე მიდიან, რომ ლოცვას გამოცდების დაწყებამდე 100 დღით ადრე, ბუდისტურ ტაძრებში იწყებენ, თანაც ამას ყოველდღიურად აკეთებენ.

7. სრიალა სუპი

სამხრეთ კორეაში ზღვის კომბოსტოს სუპი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თავისებური კონსისტენციის გამო მას შეიძლება სრიალა სუპი ვუწოდოთ. ამბობენ, რომ თუ ამ კერძს გამოცდის წინ მიირთმევთ, ყველა მიღებული ცოდნა თქვენი თავიდან გამოსრიალდება. „გამოცდების ან გასაუბრებეის წინ მე ყოველთვის ვცდილობ თავი შევიკავო წყალმცენარეების წვნიანის ჭამისგან“, – ამბობს ჩი-იონი.

8. ქათმის ძალა

ცოტაოდენი შაქარი თქვენ ენერგიას შეგძენთ, თუმცა სამხრეთ კორეაში ჯერათ, რომ ტკბილს გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დახმარებაც შეუძლია. იოტი არის  ტრადიციული კორეული ტკბილეული, რომელიც დაორთქლილი და წებოვანი ბრინჯისგან, სორგოსგან, სიმინდისა და ბატატისგან მზადდება. როგორც მიხვდით ეს კერძი ძალიან წელვადი და წებოვანია. მას გამოცდამდე, განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩაბარების წინ მიირთმევენ, ვინაიდან კორეულ ენაზე სიტყვა „წებვადი/წებოვანი“ და „გამოცდების ჩაბარება“ თითქმის ერთნაირად ჟღერს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ტკბილეულის მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ საკუთარი თავი ქათმის კონცენტრირებული ბულიონით გაანებივროთ. ამბობენ, რომ ის ტვინს 100%-ით  მუშაობაში ეხმარება. სტუდენტები მალაიზიაში, ჰონგ-კონგში, სინგაპურსა და ჩინეთში ქათმის ბულიონს აქტიურად დილაობით, გამოცდების ჩაბარების წინ მიირთმევენ.

„ეს ცრურწმენებთან არ არის დაკავშირებული“ – ამბობს დილან ლი სუნ იუნგი სინგაპურიდან, რომელიც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში სწავლობს. „ადრე დილით, გამოცდის წინ,  მე ქათმის კონცენტრირებულ ბულიონს ვსვამ. ის უნდა გაათბოთ და ერთიანად დალიოთ. ეს კონცენტრაციაში გეხმარებათ. სხვა თუ არაფერი, სტუდენტებს სინგაპურში მათზე მიმართული სარეკლამო კამპანიების ჯერათ“, – ყვება დილანი.

 9. წითელი ფერის საცვალის ძალა

ჩინეთში ჯერათ, რომ წითელ ფერს ბედნიერება მოაქვს. ადამიანებს ამის იმდენად წამთ, რომ მნიშვნელოვან დღეებში ისინი სწორედ ამ ფერის ტანსაცმელს ირჩევენ. სტუდენტი, რომელიც გამოცდას ამ ფერის საცვალში ესწრება, დაჯერებულია, რომ საცვალის ფერი მას ნამდვილად არ უმტყუნებს. თუ ვინმეს ხშირად უმართლებს, სავსებით შესაძლებელია მას ანდაზად ქცეული კითხვით მიმართონ: „შენ რა დღეს წითელ ტრუსებში ხარ?“

10. კონკურენციის ღმერთი განათლების სფეროში

აზიის საუკეთესო უნივერსიტეტებში – სინგაპურის ნაციონალურ უნივერსიტეტსა და ნანიანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტების აკადემიური მოსწრების შეფასების საკუთარი სისტემა არსებობს. ის ცნობილია როგორც „ზარის ფორმის მრუდის ღმერთი“. ეს არის გრაფიკა, რომელიც ზარის ფორმას გვახსენებს.

მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტები არა მხოლოდ საკუთარი გამოცდების შედეგებს იღებენ, არამედ თავიანთი და ჯგუფელების ნიშნების თანაფარდობის ნახვა შეუძლიათ. ქვეყანაში, რომელმაც წარმატებას ბევრ სფეროში მიაღწია, განათლების საკითხმის მიმართ ასეთი მიდგომა კონკურენციას მხოლოდ ზრდის.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტები „ზარის ფორმის მრუდის ღმერთს“ საკვებს წირავენ და სანთლებს უნთებენ. სინგაპურის უნივერსიტეტმა ამ ღვთაებას სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი იმისათვის შეუქმნა, რომ სტუდენტებმა ვირტუალური ლოცვა შეძლონ.

უცნაური სტუდენტური ტრადიციები

10 ყველაზე უცნაური წინასაგამოცდო “ტრადიცია”

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: BBC


უფასო ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა ილიაუნისგან –დეტალები

$
0
0

2018 წლის 8-14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და კაროლინას უნივერსიტეტის (აშშ) ორგანიზებით ილიაუნის სტეფანწმინდის ბაზაზე გაიმართება საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“.

სკოლის ფარგლებში ამერიკელი და ქართველი პროფესორები სტუდენტებს გააცნობენ უსაფრთხოების კვლევების თეორიულ და მეთოდოლოგიურ პერსპექტივებს, ასევე ევრაზიის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტს და გლობალური და რეგიონული აქტორების პოლიტიკას რეგიონთან მიმართებაში.

თეორიული კომპონენტის გარდა პროგრამით გათვალისწინებულია პრაქტიკული აქტივობებიც, მათ შორის ჯგუფებში მუშაობა და ტრენინგი მოლაპარაკებების ხელოვნებაში. სტუდენტები ეწვევიან რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლოს რეგიონის საოკუპაციო ხაზს, წეროვანის დევნილთა დასახლებებს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს და უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირთაგან შეძლებენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიღებას.

სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი სტუდენტები.

სკოლის ჩატარების თარიღი: 8-14 ივნისი
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ბაზა
სამუშაო ენა: ინგლისური

სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სკოლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (ტრანსპორტირება, განთავსება, კვება) დაფარავს საორგანიზაციო კომიტეტი.

სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან უსაფრთხოების კვლევების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესწავლით.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 12

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: arts_sciences@iliauni.edu.ge; გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ „სტეფანწმინდის საზაფხულო სკოლა“.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი (18:00 საათი)

სკოლის მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტაზე: arts_sciences@iliauni.edu.ge.

მასწავლებელთა საგნობრივ და პროფესიული უნარების ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

$
0
0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საგნობრივი და პროფესიული უნარების ტრენინგებზე რეგისტრაციას იწყებს. ტრენინგები განკუთვნილია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში პრაქტიკოს მასწავლებლად განაწილებული პედაგოგებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.

სატრენინგო პროგრამა ხელს შეუწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების საგნობრივი ცოდნის მობილიზებას, საგნობრივი მეთოდიკის ასპექტების და ზოგადი პროფესიული უნარების განვითარებას. ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი და დახვეწონ ტესტის შევსების ტექნიკა.

სატრენინო პროგრამის „ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის“ გავლა უფასოა საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე იმ კერძო სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

ყველა დეტალი მასწავლებელთა წინასაგამოცდო საგნობრივი და პროფესიული ტრენინგების შესახებ

$
0
0

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის წინასაგამოცდო ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო ყველა დეტალი მასწავლებელთა წინასაგამოცდო საგნობრივი და პროფესიული ტრენინგების შესახებ. რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მხოლოდ გამოცდაზე დარეგისტრირებულ პრაქტიკოს პედაგოგებს, მათ შორის, კერძო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში არიან ჩართულნი. მონაწილეებისთვის ტრენინგის გავლა უფასოა და ტრენინგი არ „იძლევა“ კრედიტქულებს.

ჯგუფის შექმნის  შემთხვევაში, ტრენინგები მუნიციპალურ ცენტრებში ჩატარდება. თუ რაიონებში მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა არ დარეგისტრირდა, მაშინ – რეგიონებში.

სხვა დეტალებზე და ტრენინგების მიზნებზე  EDU.ARIS.GE-ს  ესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე:

–მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა რეგისტრაცია ტრენინგებზე. მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ  გამოცდაზე (როგორც საგნობრივ, ასევე პროფესიული კომპეტენციების დამადასტურებელ) დარეგისტრირებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს. ეს  მოდულები  ხელს შეუწყობს მონაწილეთა საგნობრივი ცოდნის მობილიზებას, აქტივიზაციას საგამოცდო ტესტებთან მიმართებაში. ტრენინგის მიზანს საგამოცდო  ტესტის შევსების ტექნიკური მეთოდოლოგიის გაგება-გამოყენება,   მონაწილეების მიერ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და კომპეტენციის დადასტურებისთვის უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს. ცრუ მოლოდინების თავიდან ასაცილებლად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ არის საგნობრივ ცოდნაზე ორიენტირებული ტრენინგები, მარტივად რომ ვთქვათ, თუ პედაგოგს საგანობრივი ცოდნა არ აქვს, ტრენინგის გავლა ამ ცოდნას ვერ მისცემს.

რამდენ ხანს გაგრძელდება რეგისტრაცია და როდის ჩატარდება ტრენინგები?

–ტრენინგები გამოცხადებულია 20 საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების მიმართულებით.  რეგისტრაცია 2 კვირას გაგრძელდება. ცენტრი მზადაა, სურვილის შემთხვევაში, ტრენინგებით  უზრუნველყოს   გამოცდაზე რეგისტრირებული ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელი. ტრენინგები ჩატარდება მხოლოდ პარასკევს, დღის მეორე ნახევარში (4 საათი) და შაბათ-კვირას (6-6 საათი). მოდულების ხანგრძლივობა სულ 16 საკონტაქტო საათია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მოხდება ჯგუფების დაკომპლექტება და გამოცდებამდე ყველა მსურველი გაივლის ტრენინგს.

 EDU.ARIS.GE-ს მკითხველებს აინტერესებთ, ყველასთვის უფასოა ეს ტრენინგები და ეძლევათ თუ არა მონაწილეებს კრედიტქულები?

–მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრენინგები უფასო იქნება ყველასთვის, როგორც საჯარო სკოლების, ასევე, კერძო სკოლების იმ პედაგოგებისათვის, რომლებიც სქემაში არიან ჩართულნი და დარეგისტრირდნენ გამოცდაზე. ეს ტრენინგები სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის არ არის გათვალისწინებული. ტრენინგში მონაწილეებს კრედიტქულები არ მიენიჭებათ.

–ვინ ჩაატარებს ტრენინგებს და სად ჩატარდება?

–ტრენინგებს ჩვენი ცენტრის ტრენერები ჩაატარებენ. სარეგისტრაციო აპლიკაცია საშუალებას იძლევა მონაწილემ მიუთითოს სად სურს ტრენინგის გავლა, რაიონში თუ თბილისში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ უკვე გვეცოდინება როგორ დაკომპლექტდება ჯგუფები.  ყველგან, სადაც ჯგუფი იქნება, მუნიციპალურ დონეზე ჩატარდება, მაგრამ სადაც ეს არ მოხერხდება, ჯგუფები რეგიონულ დონეზე ჩამოყალიბდება.

მოდულებზე მუშაობისას ითანამშრომლეთ თუ არა  შეფასებისა და გამოცდების ცენტრთან?

–ასეთი თანამშრომლობის საჭიროება კონკრეტულ სიტუაციაში არ გამოკვეთილა. საგამოცდო ტესტების სტრუქტურა საჯაროდ ცნობილია, კონკრეტულად რა კითხვები იქნება წლევანდელ გამოცდებზე არც ვიცით და არც უნდა ვიცოდეთ. ჩვენი  მოდულები საგნის შინაარსობრივი ცოდნისა და ტესტის სტრუქტურის ერთგვარი ,,მიქსია“. როგორი ტიპის კითხვაა, როგორ უნდა შეესაბამოს პასუხი, რომელ კითხვაზე რა მიდგომა გამოიყენოს… ასეთ საკითხებს ეხება მოდული.

–არსებობს სხვა ტრენინგების მოლოდინიც, რას გეგმავს ცენტრი უახლოეს მომავალში?

–სამინისტროს მიდგომაა, რომ სასწავლო პროცესის პარალელურად   მასწავლებლებს ტრენინგები არ ჰქონდეთ, რადგან  ეს ართულებს პედაგოგის დატვირთვას და არც შედეგის თვალსაზრისით არის ეფექტური. ამიტომ სწავლის პერიოდში ტრენინგები ჩატარდება მხოლოდ შაბათ-კვირას, ინტენსიური კი ეს პროცესი არდადეგებზე გახდება. აქედან გამომდინარე, მოგვიწია მოდულების სტრუქტურის შეცვლა ისე, რომ მორგებოდა შაბათ-კვირას. ეს ერთი მხარე, მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ყველა მოდული მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული პრაქტიკაზე.  ამიტომ გაახლებული მოდულები შინაარსობრივად ორიენტირებული იქნება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე და ამოქმედდება ახალი მიდგომები, რომ პედაგოგმა ეს სიახლე მაქსიმალურად გამოიყენოს სკოლაში. ამ ზაფხულიდანვე სრული დატვირთვით  დაიწყება მოდერნიზებული მოდულების ამოქმედება. ახლა ვაცხადებთ ტრენინგებს ისტ-ის მიმართიულებით, იქაც გვექნება ცვლილბები. ძირითადი ორიენტაცია გვაქვს ისტ-ის, როგორც გამჭოლი კომპეტენციის გამოყენებაზე.

– რა იგულისხმება ამ მიდგომაში?

– პედაგოგი დაესწრო მოდულს, შეასრულა დავალება, მიიღო შეფასება ამ პროცესზე მონიტორინგი მეტ-ნაკლებად ხორციელდებოდა, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩებოდა, ის თუ მასწავლებელი  მიღებულ სიახლეს როგორ იყენებდა საკლასო ოთახში. 2018 წლის იანვრიდან ცენტრში დავიწყეთ მუშაობა ხარისხის კომპონენტზე. ეს ძალიან კომპლექსური კომპონენტი იქნება. ის, ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვა სერვისებთან ერთად,  ტრენინგებსაც მოიცავს. ტრენინგებთან მიმართებაში, მონიტორინგი განხორციელდება, არა მხოლოდ იმაზე, რამდენად ხარისხიანად არის მომზადებული მოდული, როგორ მიმდინარეობს ტრენინგი, რამდენად კარგად ატარებს ტრენერი, რამდენად ეფექტურია უკუკავშირი მონაწილეებისგან, არამედ იმაზეც პედაგოგი როგორ უზრუნველყოფს ამ ცოდნის საკლასო ოთახში გადატანას. ხარისხის კომპონენტი შესაბამისი მეთოდოლოგიების საშუალებით ამის შემოწმებასაც გულისხმობს.  ეს არის სიახლეები, რასაც ცენტრი ტრენინგების კუთხით გეგმავს.

სიახლეა ისიც, რომ  სავარაუდოდ 3 სკოლაში პილოტურად ვიწყებთ დისტანციურ ტრენინგებს. სამომავლოდ ეს მიმართულება განვითარდება.   ამას გარდა ადამიანური რესურსისა, ტექნიკური რესურსიც სჭირდება. ასევე, გვჭირდება საპილოტე გამოცდილება, რომ გამოჩნდეს რა პრობლემების გადალახვა და რა საჭიროებების გათვალისწინება მოგვიწევს. ეს იქნება წინაპირობა, რომ ცენტრი, მაქსიმალურად გადავიდეს დისტანციური ტრენინგების ჩატარებაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ჩვენს ცენტრში ხორციელდება, ინტენსიურად მიმდინარეობს დისტანციური მოდულების შემუშავება. ცენტრს  უნდა, როცა ამ პროგრამის სამართალმემკვიდრე გახდება, არათუ შეინარჩუნოს, არამედ განავითაროს კიდეც ეს მიმართულება.

– კიდევ რა საკითხებს მოიცავს ხარისხის კომპონენტი?

– როცა ხარისხის სისტემაზე ვლაპარაკობთ, ეს გააქტიურდება ყველა მიმართულებით. მოიცავს ტრენერთა სკოლის ფარგლებში ტრენერების გადამზადებასაც, რაც ძალიან აქტიურად დაიწყება…  მონიტორინგის სხვადასხვა მეთოდოლოგია ამუშავდება. ვმუშაობთ ელექტრონულ პროგრამაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესს. პროგრამაში მოხდება კონკრეტული პედაგოგის რეგისტრირება, ექნება თავისი მომხმარების სახელი, თავისი პაროლი, სადაც  დავალებების ატვირთვა მოხდება. ეს მასალა გაანალიზდება ცენტრის შესაბამისი სამსახურების მიერ. მონიტორინგმა უნდა დაგვანახოს რამდენად გაუმჯობესდა მასწავლებლის  პრაქტიკული უნარ-ჩვევები და რამდენად ეფექტური იყო ტრენინგი. ამის გაგება გაზომვით არის შესაძლებელი. ეს მეტ-ნაკლებად ხდებოდა, ახლა კი უფრო ეფექტური ინსტრუმენტები გვინდა გამოვიყენოთ.

რეგისტრაცია

მასწავლებლებს ტრენინგები მხოლოდ შაბათ-კვირას და არდადეგების პერიოდში ჩაუტარდებათ

რამდენი აპლიკანტი დარეგისტრირდა 2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე

მოამზადა ნინო კაპანაძემ

IBSU-ში სასკოლო ოლიმპიადისა და ვიდეოკონკურსის დაჯილდოვება გაიმართა

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო ოლიმპიადისა და ვიდეო კონკურსის – ”გაგვაცანი შენი სკოლა” დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მონაწილეებს სასწავლო გრანტებთან (100%, 75%, 50 %, 40% და 25%-იანი) ერთად ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

იბსუ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს მონაწილეობისთვის და უსურვებს წარმატებას.

რამდენი ქულა უნდა მოიპოვოს მასწავლებლობის მსურველმა 2018 წლის საგნის გამოცდაზე – ქულები საგნების მიხედვით

$
0
0

2018 წელს, მასწავლებელთა საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის, მასწავლებლობის მსურველებმა ტესტირებაში საგნების მიხედვით კონკრეტული რაოდენობის ქულები, ან მათზე მეტი უნდა დააგროვონ. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება დადასტურებულად მასწავლებლობის მსურველის კომპეტენცია.

ჯამურად, არამოქმედმა პედაგოგმა ქულათა 61% და მეტი უნდა დააგროვოს, რომ 10 კრედიტი მიიღოს და გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვალოს. საგნებისა და ზოგიერთ შემთხვევაში კლასების მიხედვით კი სხვადასხვა რაოდენობის ქულებია განსაზღვრული.

მინიმალური ზღვარი საგნებისა და კლასების მიხედვით

ქართული ენისა და ლიტერატურის (მე–7 – მე–12 კლასები);  გეოგრაფიის  (მე–7 – მე–12) კლასები; ისტორიის (მე–7 – მე–12 კლასები); ბიოლოგიის  (მე–7 – მე–12 კლასები); ქიმიის (მე–7 – მე–12 კლასები); ფიზიკის  (მე–7 – მე–12) კლასები; მათემატიკის  (მე–7 – მე–12 კლასები); უცხოური ენების (1–ლი – მე–12 კლასები); სამოქალაქო განათლების (მე–7 – მე–12 კლასები); ქართულის, როგორც მეორე ენის (1–ლი – მე–12 კლასები); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (1–ლი – მე–9 კლასები); მუსიკის (1–ლი – მე–9 კლასები); სპორტის (1–ლი – მე–12 კლასები); ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6) კლასები; ქართული ენა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); მათემატიკის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბინებისმეტყველების (1–ლი – მე–4 კლასები) საგნის გამოცდაში და ასევე, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აპლიკანტმა იმისთვის, რომ საგნის გამოცდები ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%–ზე მეტი. კერძოდ:

ქართული ენია და ლიტერატურა მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.

მათემატიკა მე–7 – მე–12 კლასები – 32 ქულა და მეტი.

გეოგრაფია მე–7 – მე–12 კლასები – 36 ქულა და მეტი.

ბიოლოგია მე–7 – მე–12 კლასები – 38 ქულა და მეტი.

ქიმია მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.

ფიზიკა – მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.

ისტორია – მე–7 – მე–12 კლასები – 37 ქულა და მეტი.

სამოქალაქო განათლება – მე–7 – მე–12 კლასები – 37 ქულა და მეტი.

უცხოური ენები 1–ლი – მე–12 კლასები – 55 ქულა და მეტი.

ქართული როგორც მეორე ენა – 1–ლი – მე–12 კლასები – 58 ქულა და მეტი.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება –  1–ლი – მე–9 კლასები – 37 ქულა და მეტი.

მუსიკა – 1–ლი – მე–9 კლასები – 43 ქულა და მეტი.

სპორტი 1–ლი – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება – 1–ლი – მე–4 კლასები – 49 ქულა და მეტი.

ქართული ენა და ლიტერატურა – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.

ბუნებისმეტყველება – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.

მათემატიკა – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – 43 ქულა და მეტი.

ტესტური ნაწილები და შემადგენლობა საგნების მიხედვით:

1.ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები); ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები); მათემატიკის (I-VI კლასები); უცხოური ენებისა (I-VI კლასები) და ქართყლის როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) ტესტები რამდენიმე ნაწილისგან შედგება. რომლებშიც აპლიკანტმა, იმისთვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%–ზე მეტი) ერთან უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:

1. ქართული ენა და ლიტერატურის, მთემატიკის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელთათვის (I – IVკლასები) ტესტი შედგება 2 ნაწილისგან. აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში, მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 18) 40%–ზე მეტი –ანუ 8 ქულა ან მეტი.

2. ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის  (დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები), მათემათიკის  (დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები), ტესტები შედგება 2 ნაწილისაგან. აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში – აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 18) 40%–ზე მეტი –ანუ 8 ქულა ან მეტი.

3. უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად. აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში, მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი, კერძოდ: ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 და მეტი. წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 და მეტი. მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 და მეტი. ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი.

4. ქართული როგორც მეორე ენა (I-XII კლასები) იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%–ზე მეტი. კერძოდ: მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11 – გამსვლელი 5 ქულა და მეტი. კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 28, ხოლო გამსვლელი 12 ქულა და მეტი. წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 – გამსვლელი 9 ქულა და მეტი. პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 25 – გამსვლელი 11 ქულა და მეტი. ხოლო ლაპარაკის ნაწილში გამსვლელი ქულაა 11 – აქედან გამსვლელია 5 ქულა და მეტი.

5. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისგან – პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარჩვევების (პრაქტიკული) ნაწილისგან. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40% – ანუ 14 ქულა და მეტი.

 

2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები

გთუნის სტუდენტებს გასვლითი სემინარი შემოსავლების სამსახურში ჩაუტარდათ

$
0
0

2018 წლის 17 აპრილს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ფინანსების სპეციალობის სტუდენტებისათვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მორიგი გასვლითი სემინარი ჩატარდა.

პრაქტიკული ტურის ფარგლებში სტუდენტები ადგილზე გაეცნენ საბაჟო-საგადასახადო საქმიანობის, ოპერაციების, წესებისა და მოქმედებების პრაქტიკულ ასპექტებს; უშუალო მონაწილეობა მიიღეს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში საქონლის დათვალიერების, შემოწმებასა და გაფორმების ოპერაციებში, გადასახადების გაანგარიშებასა და დეკლარირებაში.

სტუდენტური ტური მთელი დღე გაგრძელდა და მოიცავდა „სადახლოს“ საბაჟო გამშვები პუნქტის, თბილისის საბაჟო ტვირთების გაფორმების ეკონომიკური ზონის, თბილისის შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრის საქმიანობის გაცნობასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ახალი სამეცნიერო პორტალი ფუნქციონირებს

$
0
0

კსუ-ის ვებგვერდის ფარგლებში დაიწყო ახალი სამეცნიერო პორტალის ფუნქციონირება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერთა კომუნიკაციის გაძლიერებას, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავებას, ინტერდისციპლინური კვლევებისთვის საჭირო კავშირების დამყარებასა და ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფას.

პორტალზე აისახება სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელოვანი სიახლეები როგორც საუნივერსიტეტო, ასევე ქვეყნის მასშტაბით. პორტალის სანახავად აუცილებელია შეხვიდეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე – ciu.edu.ge და დააკლიკოთ „კვლევა“-ს ან ესტუმროთ პორტალს ქვედომენით – research.ciu.edu.ge


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

$
0
0

2018 წლის 28 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია: „თანამედროვე მედიკო-ბიოლოგიური გამოწვევები და მიღწევები“.

მონაწილეობის მსურველებმა თემის თეზისები (მეცნიერ-ხელმძღვანელის მითითებით მომზადებული) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: maia.arabuli@gmail.com

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 მაისი, 2018 წელი.

  • მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები;
  • გათვალისწინებულია სხვადასხვა დასაჯილდოებელი ნომინაცია.
  • თითოეული მოხსენების ხანგრძლივობა – 10 წუთი (ფორმატი თავისუფალი: ვერბალური, word, ppt, pdf).

კონფერენციის ინსპირაცია:

მედიკო-ბიოლოგიურ სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ თანამედროვე ინფორმაციის ფლობა აუცილებელია მომავალი პრაქტიკოსი ექიმებისა და მომიჯნავე სპეციალობის მქონე სტუდენტებისათვის, რადგან თანამედროვე მედიცინის განვითარება, მისი კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შემუშავება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის, გენური ინჟინერიის, ბიოტექნოლოგიისა და ბიოლოგიის სხვა დარგებში არსებულ აღმოჩენებსა და უახლეს მიღწევებზე.

სტუდენტების მიერ ამ საკითხების სიღრმისეული კვლევა და სიახლეების გაცნობა მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების შეძენის აუცილებელი წინაპირობაა.

კონფერენციის მიზანი:

პროექტის მიზანია მედიკო-ბიოლოგიურ სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების თაობაზე სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და ამ სფეროში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და აკადემიური საქმიანობის გამოცდილების შეძენის ხელშეწყობა.

შესაბამისად, კონფერენციაში სტუდენტების ჩართულობა ხელს შეუწყობს განხილული საკითხის უკეთ გააზრებასა და მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას. კონფერენციაზე წარმოჩენილი იქნება თანამედროვე მედიცინისა და ბიოლოგიის კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თეორიული საფუძვლები, პრობლემები და მიღწეული წარმატებები. განხილული იქნება სამედიცინო პრაქტიკაში მათი გამოყენებით მიღწეული შედეგები და პერსპექტივები, ასევე, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემები.

საკონტაქტო პირი: ირაკლი თედორაძე – i.tedoradze@gruni.edu.ge

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებისთვის საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ლექცია წაიკითხა

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ლექცია წაიკითხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

ლექციის მიმდინარეობისას ელჩმა ყურადღება ევროკავშირის მისიაზე, მის ღირებულებებზე, არსებულ გამოწვევებზე, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე გაამახვილა.

რომელი სკოლის მოსწავლეები არიან 2017-2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები –სია

$
0
0

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგული სია გამოაქვეყნა.

რეიტინგულ სიაში მოცემულია ინფორმაცია პირველ 3 ადგილას გასული და გამარჯვებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ.

რეიტინგული სიის მიხედვით, 2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები ზესტაფონის, ცაგერისა და თბილისის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან.

იხილეთ გამარჯვებული სკოლების სია

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რეიტინგული სია

რომელ სკოლებს ჰყავთ ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებლები 2018 წლის მდგომარეობით

$
0
0

რომელ სკოლას ჰყავს 2018 წლისთვის ყველაზე მეტი სერტიფიცირებული (უფროსი, წამყვანი, მენტორი) მასწავლებელი და რომელი სკოლები გამოირჩევიან პრაქტიკოს მასწავლებელთა მაღალი რიცხოვნობით – აღნიშნული საკითხით EDU.ARIS.GE– დაინტერესდა და ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოედებულ სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდნობით გთავაზობთ.

EDU.ARIS.GE – წარმოგიდგენთ იმ სკოლების ათეულებს, რომლებსაც ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავთ. ასევე ცალკე გამოვყოფთ წამყვანი და პრაქტიკოსი მასწავლებლების სიმრავლეს სკოლებში ათეულების მიხედვით.

ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავს:

  1. სსიპ – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა – 109 უფროსი და 3 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 112.
  2. შპს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი 72 უფროსი და 3 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 75
  3. სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლა – 69 უფროსი და 5 წამყვანი მასწავლებელი სულ – 74.
  4. სსიპ – ქალაქ თბილისის №161 საჯარო სკოლა – 71 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 72.
  5. სსიპ – ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლა – 69 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი;სულ – 70.
  6. შპს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი – 68 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 69.
  7. სსიპ – თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა – 69 უფროსი მასწავლებელი; სულ – 69.
  8. სსიპ – ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა – 66 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 67.
  9. სსიპ – ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა – 62 უფროსი მასწავლებელი. სულ – 62.
  10. სსიპ – აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა – 57 უფროსი და 2 წამყვანი მასწავლებლი; სულ – 59.

ყველაზე მეტი წამყვანი მასწავლებელი ჰყავს:

  1. სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა – 9 წამყვანი მასწავლებელი;
  2. სსიპ – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა – 7 წამყვანი მასწავლებელი;
  3. სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლა – 5 წამყვანი მასწავლებელი;
  4. შპს საერთაშორისო აკადემია ლოგოსი – 5 წამყვანი მასწავლებელი;
  5. შპს ბრიტანულ ქართული აკადემია – 4 წამყვანი მასწავლებელი;
  6. შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი – 4 წამყვანი მასწავლებელი;
  7. სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი – 4 წამყვანი მასწავლებელი;
  8. სსიპ – ქალაქ ქუთაისის №15 საჯარო სკოლა – 3 წამყვანი მასწავლებელი
  9. სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლა – 3 წამყვანი მასწავლებელი;
  10. სსიპ – ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №4 საჯარო სკოლა – 3 წამყვანი მასწავლებელი.

ყველაზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი ჰყავს:

  1. სსიპ – თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა – სულ 158 მასწავლებელი, აქედან 89 პრაქტიკოსი;
  2. სსიპ – ქალაქ თბილისის №55 საჯარო სკოლა – სულ 128 მასწავლებელი, აქედან 82 პრაქტიკოსი;
  3. 3. სსიპ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის №1 საჯარო სკოლა-სულ 81 მასწავლებელი, აქედან 78 პრაქტიკოსი;
  4. სსიპ – ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლა – სულ 81 მასწავლებელი, აქედან 68 პრაქტიკოსი;
  5. სსიპ – ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლა – სულ 82 მასწავლებელი, აქედან 67 პრაქტიკოსი;
  6. სსიპ – ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა – სულ 112 მასწავლებელი, აქედან 66 პრაქტიკოსი;
  7. სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №1 საჯარო სკოლა – სულ 69 მასწავლებელი, აქედან 66 პრაქტიკოსი;
  8. სსიპ – თბილისის კლასიკური გიმნაზია – სულ 117 მასწავლებელი, აქედან 63 პრაქტიკოსი;
  9. სსიპ – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა – სულ 172 მასწავლებელი, აქედან 60 პრაქტიკოსი;
  10. სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლა – სულ 59 მასწავლებელი, აქედან 58 პრაქტიკოსი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში კერძო და საჯარო სკოლების საერთო რაოდენობა 2302-ია. ხოლო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში 575,181 მოსწავლე და 66,634 მასწავლებელი ფიქსირდებოდა.

სტატუსების მიხედვით კი მასწავლებლები შემდეგნაირად ნაწილდებიან,  19 086 უფროსი, 224 წამყვანი და 9 მენტორი. პრაქტიკოსი პედაგოგები, რომელთა რაოდენობა 44 175-ია არასერტიფიცირებულთა კატეგორიაში გადიან.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტი ქართული მუსიკალური პროექტის ფინალისტებს შორისაა

$
0
0

დასრულდა მუსიკალური პროექტის „მხოლოდ ქართული“ შესარჩევი ტურები, ფინალში გადასული 10 მონაწილიდან მხოლოდ ერთი წარმოადგენს იმერეთ და ეს მონაწილე ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტი ოთო კვალიაშვილია.

ქუთაისის უნივერსიტეტი ულოცავს მას ამ წარმატებას და მოუწოდებს ყველას ერთად დავუჭირონ მხარი ოთოს.

კსუ-ში აგროჟურნალისტიკის ტრენინგი ჩატარდება

$
0
0

27-29 აპრილის ჩათვლით, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის (CIU) მულტიმედია ცენტრში, სომეხი და ქართველი ჟურნალისტების მონაწილეობით აგროჟურნალისტიკის ტრენინგი ჩატარდება. სწავლებას, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ბრიტანელი აგროჟურნალისტი ჰეზერ ბრიქსი გაუძღვება.

პროექტის მიზანია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ფერმერთათვის საერთო საინფორმაციო სივრცის შექმნა. გამოცდილების გაზიარების გზით, ფერმერთა ინფორმირებულობის დონის გაზრდა და ცოდნაზე დაფუძნებული მეურნეობების განვითარების ხელშწყობა.

პროექტის ფარგლებში, 24 აპრილიდან 27 აპრილამდე, დაგეგმილია მედიატური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მედიატურისა და ტრენინგის დასრულების შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის (CIU) მულტიმედია ცენტრის ტელესტუდიაში, ,,კავკასიის აგროგილდიის” შექმნისთვის მოსამზადებელი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

პროექტის ორგანიზატორები არიან:

კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტი (CIU);
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
მაუწყებელთა ალიანსი (AB);
სომხეთის მედიის ინიციატივების ცენტრი (MIC).
პროექტი „MARCY CORPS“-ის, ალიანსები მცირე კავკასიაში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

საკონტაქტო პირები:
ნინა ხელაძე, ტელ: 591 23 45 10
ანა ჯანიკაშვილი, ტელ: 595 94 95 94

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ფრანგული და გერმანული ენების კლასები გაიხსნა

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და აკადემიის რექტორის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილემ, რამაზ კვარაცხელიამ ბაკალავრიატში ფრანგული და გერმანული ენების კლასები გახსნეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს, რომლებიც ინგლისურ ენაში უკვე ფლობენ B2 დონეს, შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ფრანგულ ან გერმანულ ენას.


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სასწავლო ვიზიტი გერმანიაში წარმატებით განხორციელდა

$
0
0

ევროპის მოწინავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილების გაზიარება, განათლების საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა, შეხვედრები ცნობილ მეცნიერებთან და პოლიტიკოსებთან, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, გამოცდილი სპეციალისტების პრაქტიკული რჩევები ემსახურება მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მქონე პროფესიონალი, ანალიტიკური და კრეატიული უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდების აღზრდას.

ამ მიზნით განხორციელებული სასწავლო-პრაქტიკული ტურები ევროპაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. წელს უნივერსიტეტმა უკვე ოთხი ასეთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა ევროპაში.

მიმდინარე წლის 3-14 აპრილს, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ორგანიზებითა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) დაფინანსებით, განხორციელებული სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი გერმანიაში წარმატებით დასრულდა.

პროექტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ევროკავშირის მმართველობით სისტემასა და საგარეო პოლიტიკას, მონაწილეობდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების – ვურცბურგისა და პოტსდამის, მიერ შემოთავაზებულ სასწავლო ღონისძიებებში, ეწვივნენ გერმანიის მმართველობით ორგანოებს, შეხვდნენ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს და სხვა.

სასწავლო – შემეცნებით ვიზიტს ხელმძღვანელობდა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

სტუდენტებმა სხვა ღირსშესანიშნაოებებთან ერთად, მოინახულეს მიუნხენის რატჰაუსი. მიიღეს დეტალური ინფორმაცია მისი პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შესახებ. ასევე გაეცნენ მისი მუშაობის პრინციპს, საკრებულოსა და მერის არჩევის წესს.

რომელ საიტებზე შეუძლიათ მაღალკლასელებს საატესტატო გამოცდებისთვის ვარჯიში და სანდოა თუ არა ისინი?

$
0
0

2017-2018 სასწავლო წლისთვის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით უნდა ჩატარდეს. კერძოდ კი, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეებისათვის უკვე გამოქვეყნდა საგამოცდო პროგრამები, თუმცა ჯერ უცნობია გამოსაშვები გამოცდების განრიგი. შესაბამის ინფორმაციას  განათლების სამინისტრო მინისტრის ბრძანების გამოცემის შემდეგ აქვეყნებს.

მაღალკლასელებს საკუთარი ცოდნის შემოწმება გასული წლების ტესტური დავალებების ნიმუშებით შეუძლიათ, თუმცა როგორც ისინი EDU.ARIS.GE-ს წერენ, არსებობს არაერთი საიტი, სადაც ასევე განთავსებულია ტესტები და მათი ონლაინ რეჟიმში შევსების შემდეგ იგებენ, გასცეს თუ არა კონკრეტულ კითხვას სწორი პასუხი. მოსწავლეთა კითხვები ხშირად უკავშირდება საიტების სანდოობის საკითხსაც.

როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ამ გვერდებზე გავრცელებული ტესტების სისწორე სხვადასხვა ფორმით მოწმდება, თუმცა ამაში არ მონაწილეობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელიც ქმნის მაღალკლასელებისთვის ტესტების ბაზას სასწავლო პროგრამების საფუძველზე.

www.online.exam.ge – მაღალკლასელებში ერთ–ერთი გავრცელებული საიტია. როგორც მისი დამფუძნებელი, სანდრო კახაძე გვიყვება, მან ონლაინ ტესტების საიტის შექმნა 5 წლის წინ, სკოლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა, როცა თავადაც ჩააბარა ელექტრონული ფორმით საატესტატო გამოცდები.

„საიტი უკვე 5 წელია არსებობს, მისი შექმნის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს ვარჯიშის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რაც 5 წლის წინ არ ჰქონდათ. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა და მე პირველს მომიწია ელექტრონულად ე.წ. კატის გამოცდების ჩაბარება.

„შევხედე რომ გასაჭირი იყო, არ იცოდნენ როგორ მომზადებულიყვნენ გამოცდისთვის, ზოგსაც საშუალება არ ჰქონდა მასწავლებელთან მომზადების და ჩავთვალე, რომ ონლაინ ტესტებში ყველას ექნებოდა შესაძლებლობა მომზადებულიყო და გამოცდაზე უფრო თავდაჯერებული მისულიყო.

„ამ საიტზე მოსწავლე იგებს, როგორც კონკრეტული კითხვების სწორ პასუხს, ასევე იმას, გადალახა თუ არა ბარიერი. რაც შეეხება ტესტების წარმომავლობას, ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვთანამანშრომლობთ მასწავლებლებთან, რეპეტიტორებთან, ისინი გვაწვდიდნენ, მაგრამ აქედან ყველა ტესტი არ გადიოდა. მაგალითად, ერთი ტესტი თუ მოგვცა მასწავლებელმა გეოგრაფიაში ის გადამოწმებას გადიოდა სხვა რამდენიმე მასწავლებელთან. როდესაც 5 ადამიანი იტყოდა ერთ ტესტზე რომ სწორი იყო ის მიიჩნეოდა სწორად.

„ასევე, მასწავლებლების მიერ მოწოდებული ტესტები გადიოდა  გადამოწმებას, სტატისტიკურად მოწმდებოდა – სირთულის მიხედვით, რომლის სირთულე იყო შესაბამისი საატესტატო ზღვართან და ბალანსდებოდა ამის მიხედვით. მაგალითისთვის რომ გითხრათ, ამ შემოწმების შემდეგ 20 ტესტიდან შეიძლება გასულიყო 3-4 ტესტი. გადამოწმებას თავად ჩვენ ვახორციელებდით, ვუყურებდით სტატისტიკურად, ეს პლატფორმა გვაძლევს იმის საშუალებას რომ სირთლის სტატისტიკას ვუყუროთ, რამდენი ჩაიჭრა, რამდენი არასწორად სცემდა პასუხს. გამოცდების ცენტრთან ამ მიმართულებით არ ვთანამშრომლობთ.

„ტესტები, შეძლებისდაგვარად, ყოველწლიურად ახლდება. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ვებ-გვერდი სანდოა“, – აღნიშნა სანდრომ.

www. murtsku.com  – კიდევ ერთი გავრცელებული ვებ-გვერდია, რომელსაც მაღალკლასელები აქტიურად იყენებენ. მისმა დამფუძნებელმა საიტი მე–12 კლასში შექმნა და ისიც ამბობს, რომ ტესტები სანდოა, თუმცა განთავსებამდე მათი შემოწმება არ ხდება.

„საიტი 2 წელზე მეტია რაც შეიქიმნა, ძირითადად ვფარავთ საატესტატო გამოცდებს და მცირედით მისაღებ გამოცდებს. დღეს უკვე მეორე კურსზე ვარ, საიტი კი მე-12 კლასში ყოფნისას შევქმენი.

„რაც შეეხება ტესტებს, მას ჩვენი გუნდის წევრები გვაწვდიან, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები შედიან, ძირითადად რეპეტიტორები.  გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ტესტების გადამოწმების მიზნით შეხება არ გვაქვს. ტესტების სისწორის გადამოწმებას საჩივრების საშუალებით ვახერხებთ. მომხმარებელს საჩივრის შემოტანის უფლებას აქვს, რომელ საჩივარსაც თითოეული საგნის ადმინი გადახედავს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ტესტები სანდოა, მაგრამ დაზეპირება არ არის კარგი. თუ მოსწავლე გაიაზრებს, შედეგსაც დადებს“, – გვითხრა murtsku-ს შემქმნელმა თემურ მიქავამ.

ამავე თემაზე:

საატესტატო გამოცდების ტესტების ნიმუშები წლების მიხედვით

საგამოცდო პროგრამები წლებისა და საგნების მიხედვით

2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება – მაია მიმინოშვილი

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გაცდენების ექსტერნი გამოცდების ჩატარების განრიგი – 2017-2018 სასწავლო წელი

$
0
0

2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30%-ის და მეტის გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები და გამოცდების ჩატარების განრიგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ბრძანებით განისაზღვრა.

რეგისტრაცია იწარმოებს – 2018 წლის 24 აპრილიდან 2018 წლის 26 აპრილის ჩათვლით.

გაცდენების ექსტერნი გამოცდების ჩატარების განრიგი – გამოცდები ჩატარდება 2018 წლის 30 აპრილიდან 2018 წლის 8 მაისის ჩათვლით.

რაც შეეხება პროცედურას, გაცდენების ექსტერნი ჩატარდება სკოლებში და ის არ იქნება ელექტრონული. ტესტებს შეადგენს თავად სკოლა სასწავლო პროგრამის თანახმად.

ამავე თემაზე:

მე–12 კლასელების მიერ წელს სკოლაში გაცდენილი საათები 24 აპრილიდან აღარ იანგარიშება

საატესტატო გამოცდების ტესტების ნიმუშები წლების მიხედვით

2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება – მაია მიმინოშვილი

თენგიზ შარმანაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებისთვის ლექცია წაიკითხა

$
0
0

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში თენგიზ შარმანაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებისთვის ლექცია წაიკითხა საქართველოს კონსტიტუციის შესახებ.

სკოლა, რომლის მოსწავლეებსაც ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ წარმატება ელით

$
0
0

უმაღლესი დონის სწავლება, გამოცდილი პედაგოგები, გაცვლითი პროგრამები ნებისმიერ კლასში, ევროპული დონე, და სასიამოვნო გარემო – ყველა ამ და სხვა მრავალ პირობას სთავაზობს სკოლა „გრაალი“ საბაზო–საშუალო საფეხურის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. “ეს არის სკოლა, რომლის უფროსკლასელებსაც უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე მხოლოდ წარმატება ელით”, – ამბობს სკოლის დირექტორი ქეთევან ლომინაძე. ის EDU.ARIS.GE-ს სკოლის უპირატესობებზე, სამომავლო გეგმებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესაა და სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე ესაუბრა:

–უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა ერთი დიდი ოჯახია, სადაც თბილი და ამავდროულად სუბორდინაციის განსაზღვრული ურთიერთობებია. სასწავლო პროცესისათვის ყველა პირობაა (კლასში მაქსიმუმ 10 მოსწავლე) შექმნილი და შედეგიც მნიშვნელოვანია – დღიდან დაარსებისა, ერთი წარუმატებელი შემთხვევაც არ გვიფიქსირდება. როგორც საატესტატო, ასევე ეროვნულ გამოცდებში, სკოლის კურსდამთავრებულები დაფინანსების მოპოვების გზით წარმატებით აგრძელებენ სწავლას როგორც საქართველოს, ასევე ევროპის ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში. რადგან სკოლაში არის შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსწავლესთან მასწავლებლებმა ინდივიდუალურად იმუშაონ.

მაღალ დონეზე ისწავლება ზოგადი უნარები, უცხო ენები: (ინგლისური, გერმანული, რუსული). მომავალი 2018-2019 სასწავლო წლიდან დაემატება იტალიური ენის შესწავლაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იტალის საელჩოსთან თანამშრომლობითა და გაფორმებული მემორანდუმის მეშვეობით, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლას გააგრძელებენ იტალიის სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლებელში, ანალოგიური გაცვლითი პროგრამები შეეხება ნებისმიერ  კლასის წარმატებულ მოსწავლეებს რომლებსაც მიეცემათ საშუალება იტალიაში საშუალო სასკოლო კურსის გავლის.

–რა კრიტერიუმებით აფასებს სკოლა სწავლის ხარისხს და როგორ ახდენს მის კონტროლს?

–სწავლის ხარისხი შემოწმება ჩემ მიერ ხდება, მოსწავლეთა ყოვედღიური მოსწრების გაცნობით და შემაჯამებელ დავალებებზე კონტროლის საფუძველზე. ასევე, ყოველთვიურად ინდივიდუალურად ფასდება ყველა მოსწავლე ყველა საგანში განმავითარებელი შეფასებით. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკრეტული საგნის მასწავლებელი დამრიგებელთან შეთანხმებით ატარებს დამატებით გაკვეთილებს.

–რამდენად აქტიურად ახდენს სკოლა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და რა აქტივობებს ახორციელებს ამ მხრივ? (სპორტი, ექსკურსია, კვება).

–ჯამრთელი ცხოვრების წესის დაცვა და მისი პოპულარიზაცია ჩვენი სკოლისათვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენი სკოლა მდებარეობს ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა უბანში, სკოლას გააჩნია საკუთარი სარეკრიაციო გარემო, (ეზო, მწვანე ნარგავებითა და ბალახოვანი მდელოთი), ასევე სკოლას გააჩნია საკუთარი ღია საცურაო აუზი, მინი საკალათბურთო მოედანი და მაგიდის ჩოგბურთის დამოუკიდებელი ფართი. სკოლა ხშირად აწყობს საექსკურსიო ღონისძიებებს, რომელსაც არა მარტო სანახაობრივი, არამედ  შემეცნებითი და სპორტული დატვირთვაც აქვს, უდიდესი ყურადღება ექცევა სკოლაში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფას.

მეტი ინფორმაცია სკოლის შესახებ

სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა უსაფრთხო გარემო და ბულინგის პრობლემის აღმოფხვრა სკოლებში. როგორ უდგება თქვენი სკოლა აღნიშნულ საკითხს და რა პრევენციულ ნაბიჯებს დგამთ ამ მიმართულებით?

–რაც შეეხება უსაფრთხო გარემოსა და ბულინგის პრობლემას, ისეთ შინაურ და ადაპტირებულ გარემოში, როგორიც ჩვენი სკოლაა, ეს წარმოუდგენელია, მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით ხდება ინდივიდუალური და ანონიმური გამოკითხვები მიმდინარე სასწავლო პროცესისა მთელ რიგ საკითხებზე.

–როგორია მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, განათლების მინისტრის ინიციატივით, მშობელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული სკოლაში მიმდინარე პროცესებში, მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა არსებობდეს მშობელს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შრის. თქვენ როგორ ახერხებთ მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფას და როგორია შედეგები?

–კერძო სკოლებს თავისებური სპეციფიკა გააჩნია. ის, უპირველეს ყოვლისა, საერთო სასწავლო ბაზრის თანამოწილეა და მშობელი ამ ბაზარზე ირჩევს საუკეთესო სკლას. ამიტომ იგი ამ მხრივ მეტად აქტიურია, ვიდრე საჯარო სკოლებში. ჩვენი ადმინისტრაცია მათ ხელს უწყობს ინფორმაციის ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდებით, რაც გამოიხატება სკოლის ელექტრონული ჟურნალის წარმოებითა და კლასის დამრიგებელთა აქტიურობით. ამასთან, დირექცია საწავლო წლის მანძილზე რამდენჯერმე აწყობს გაფართოებულ მშობელთა კრებას.

–გაგვიზიარეთ, რა პრობლემებს აწყდება კერძო სკოლა მართვის პროცესში და რამდენაც დაცულად გრძნობთ კანონმდებლობით თავს, რაში ხედავთ შეზღუდვებს? როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით უნდა შეცვალოს სახელმწიფომ მიდგომა კერძო სკოლების მისამართით?

–ჩვეულებრივ, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლები ვმუშაობთ, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და საქართველოს ზოგადი განთლების კანონის მიხედვით, რომელიც აპრობირებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო ბოლონიის პროცესთან. ამაზე დაყრდნობით გვეძლევა საშუალება ავაწყოთ სამომავლო გეგმები.

სიახლეები სკოლის შესახებ

(R)

Viewing all 14571 articles
Browse latest View live