Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14411 articles
Browse latest View live

შემოდგომისთვის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები დადგინდა

$
0
0

2019 წლის შემოდგომისთვის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები დადგინდა.

ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადების დადგენის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ ბრძანება გამოსცა.

ექსტერნატის გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადა: 26 აგვისტო – 2 სექტემბერი
ექსტერნატი გამოცდების ჩატარების ვადა: 4 სექტემბერი – 13 სექტემბერი

დამატებითი ინფორმაციისთვის აპლიკანტებმა უნდა მიმართონ სკოლას.

იხ. ბრძანება


მაძიებლობის თუ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა –რომელი უნდა აირჩიოს მსურველმა?

$
0
0

მასწავლებლის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალი სასწავლო წლიდან კიდევ ერთი სიახლე იქნება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მაძიებელთა რეგისტრაციის პროცედურები და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც პროფესიაში შესვლა და კონკრეტული საგნის სწავლება შეეძლება პირს, რომელსაც ამ საგანში მინიმუმ, ბაკალავრის ხარისხი მაინც აქვს.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მანანა რატიანის თქმით, მაძიებლის სტატუსი მიენიჭებათ ასევე იმ მასწავლებლებს, რომლებიც აქამდე სკოლაში ასწავლიდნენ, მაგრამ უსტატუსოდ იყვნენ დარჩენილები. მათ მაძიებლობის პროგრამის პარალელურად უნდა ჩააბარონ საგნის გამოცდა, გადალახონ 60%-იანი ზღვარი და ამ შემთხვევაში აიმაღლებენ სტატუსს.

როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლის პროფესია რეგულირებადი პროფესიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგად მუშაობის დაწყების პროცედურებს სახელმწიფო განსაზღვრავს. არსებული რეგულაციებით მასწავლებლის პროფესიაში შესვლა მხოლოდ მას შეეძლო, ვისაც დიპლომში ეწერა სპეციალობა – მასწავლებელი და ჰქონდა საგანში გამოცდა ჩაბარებული, ან გამოცდაჩაბარებული და მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამა გავლილი. მაძიებლობის პროგრამა კი ბაკალავრის ხარისხის მქონე პირს უფლებას აძლევს სკოლაში დაიწყოს მუშაობა და პარალელურად, დისტანციურად გაიაროს აკადემიური სწავლების კურსი.

მაძიებლობის პროგრამის შესახებ უფრო დეტალურად მანანა რატიანი EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება.

– მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის პარალელურად მაძიებლობის პროგრამაც აძლევს მსურველს სკოლაში შესვლის და სწავლების საშუალებას. რა განსხვავებაა მათ შორის და  როგორ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, რომელი აირჩიოს?

– ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე აკეთებს ადამიანი არჩევანს. თუ ცხოვრობს ისეთ ადგილას, სადაც უნივერსიტეტის 60-კრედიტიანი აკადემიური პროგრამა არსებობს, რა თქმა უნდა, ამ კურსს აირჩევს, თუკი მიდიან ისეთ ადგილას, სადაც სწავლების პარალელურად გაუჭირდებათ უნივერსიტეტში სიარული, ამ შემთხვევაში მაძიებლობის პროგრამა არის ყველაზე მოხერხებული, იმიტომ რომ დისტანციურ სწავლებას ითვალისწინებს.

მაძიებელი თვითონ შეძლებს, დაგეგმოს თავისი დღე უკეთესად. თუკი ინტენსიურად გაივლის მაძიებლობის პროგრამას, 4-თვენახევარში საშუალება ექნება, დაფაროს ეს პროგრამა და უკვე მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს. ასევე შესაძლებლობა აქვს ნელი ტემპით წავიდეს და 1, ან 2 წლის წლის მანძილზე დაფაროს პროგრამა, რომელიც არის გათვალისწინებული. რომელი პროგრამა რომელს ჯობია, ასე ვერ ვიტყვით. გეოგრაფიული ლოკაციიდან გამომდინარე აკეთებს მაძიებელი არჩევანს.

ადამიანის სწავლების ტიპზეც არის დამოკიდებული. ვიღაცისთვის დისტანციური სწავლების კურსი რთულად გადასალახია, ურჩევნია, რომ პირისპირ იყოს ლექტორთან. ამიტომ ეს შესაძლებლობა მაძიებელს ექნება – ან გაიაროს 60-კრედიტიანი პროგრამა, ან მაძიებლობის.

– მაძიებლობის პროგრამის გავლა აპლიკანტს უფროსი მასწავლებლის სტატუსს არ აძლევს, როგორც ეს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის შემთხვევაშია შესაძლებელი?

– მაძიებლობა საგანაში კომპეტენციის დადასტურებასთან ერთად ადამიანს უკვე მისცემს უფროსი მასწავლებლის სტატუსს. პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება აღარ დასჭირდებათ.

– ახლა რომ ჩაერთოს მაძიებლობის პროგრამაში მსურველი, არაა აუცილებელი გამოცდა ჰქონდეს საგანში ჩაბარებული?

– საკმარისია დიპლომი ჰქონდეს იმ საგანში, რომლის სწავლებაც უნდა და შემდეგ დაადასტუროს კომპეტენციები. მინიმუმ, ბაკალავრის ხარისხი უნდა ჰქონდეს. მაძიებლის განმარტება „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ გულისხმობს, რომ მისი განათლება უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი  მაძიებლობის 2 წლის განმავლობაში აუცილებელი იქნება, დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია და გადალახონ 60%-იანი ზღვარი.

ასევე მაძიებლები გახდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც უსტატუსოდ იყვნენ სკოლაში. მათ უკვე მინიჭებული აქვთ მაძიებლის სტატუსი. მათ დარჩენილი აქვთ ერთი წელი, რომ მაძიებლობის ფარგლებში მოიპოვონ მასწავლებლის სტატუსი. ვისაც არ ჰქონდა პროფესიული უნარების ჩაბარების უფლება, ისიც გაივლის მაძიებლობის პროგრამას და მოიპოვებს მასწავლებლის სტატუსს.

– აკადემიური კურსი რას მოიცავს, ასევე როგორი იქნება მაძიებლობის პროგრამის მეორე ნაწილი, რომელსაც მაძიებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გაივლის?

– აკადემიური კურსის ფარგლებში, მაძიებლებმა დისტანციურად ლექციები უნდა მოისმინონ, ინტერაქტიული დავალებები არის ძალიან ბევრი ამ კურსში. პლუს ამას, იქნება დავალებები, რომლებიც ადგილზე, სკოლაში უნდა შეასრულონ.

– ვინ შეიძლება იყოს ტუტორი?

– მაძიებელს საქმიანობაში ფასილიტაციას გაუწევს ტუტორი, რომელიც სკოლის მიერ იქნება დასახელებული. შესაძლებელია იყოს იმავე საგნის, ან საგნობრივი ჯგუფის, თუ ასეთი ჰყავს სკოლას, თუკი არ ჰყავს, დირექტორი პასუხისმგებელ პირს გამოყოფს, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს მაძიებელს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში.

ეს იქნება სკოლის მიერ განსასაზღვრი, უნდა იყოს კომპეტენტური მასწავლებელი, რომელიც შეძლებს მაძიებელს ხელი შეუწყოს. მას უნდა ჰქონდეს სკოლაში მუშაობის გამოცდილება და კომპეტენციები დადასტურებული. სულ მცირე, მას უნდა ჰქონდეს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენციები. თუ არ იქნება ასეთი, დირექტორმა უნდა გადაწყვიტოს, რომელს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, დაეხმაროს მაძიებელს.

– მაძიებლობის პერიოდი იქნება თუ არა ანაზღაურებადი?

– მაძიებლობის პერიოდი ანაზღაურებადია. ის, ჩვეულებრივ, ასწავლის სკოლაში. მისი ანაზღაურება იქნება პრაქტიკოსი მასწავლებლის ანაზღაურების ტოლი.

– რისი კეთება მოუწევს მაძიებელს სკოლაში?

– ის ასწავლის საგანს და სწავლების პარალელურად მას უწევს სწავლა მაძიებლობის პროგრამაზე.

– ვისაც ახლა უნდა სკოლაში მაძიებლად შესვლა, მან რა უნდა გააკეთოს?

– ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ახლა აპირებს დასაქმებას სკოლაში, უნდა გაიაროს რეგისტრაცია მასწავლებლობის მსურველად ამ საიტზე – teacherjobs.ge ან pedagogi.ge – იდენტური საიტებია, თუ მას უკვე აქვს კომპეტენციები დადასტურებული, ან მაძიებლად გაიაროს რეგისტრაცია. მონიშნოს ის სკოლები, რომელშიც მუშაობა მისთვის მისაღებია და დაელოდოს ვაკანსიებს.

21 აგვისტოს ყველა ვაკანსია იქნება  ვებგვერდზე, teacherjobs.ge, განთავსებული, 22-დან 31 აგვისტოს ჩათვლით ყველა ქალაქის სკოლას ექნება ვაკანსია გამოცხადებული, ხოლო სხვა სკოლებს 22-დან 2- სექტემბრის ჩათვლით. ანუ სოფლის და ქალაქის სკოლებს ვაკანსიების დადებისთვის სხვადასხვა ვადები აქვთ.

დადებითი ან უარყოფითი  პასუხის შესახებ ორივე შემთხვევაში მიიღებენ შეტყობინებას მასწავლებლობის მსურველები. ამის შემდეგ უკვე თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, სად სურთ მუშაობის დაწყება.

– სკოლაში მუშაობის დასაწყებად აუცილებლად ელექტრონული რეგისტრაციაა საჭირო?

– აუცილებლად უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია. სკოლაში საბუთების მატერიალური სახით მიტანით ვერ ჩაერთვებიან კონკურსში. ჩვენთვისაც ნათელი იქნება სურათი, რამდენს აქვს მასწავლებლობის სურვილი, ასევე რომელ სკოლებში რჩება ვაკანსია შეუვსებელი.

– როგორ შეაფასებდით მაძიებლობის პროგრამას?

– მე მგონია, რომ ყველაზე კარგი შესაძლებლობა ამ ეტაპზე, განსაკუთრებით ეს ეხება რეგიონის სკოლებს, სადაც უნივერსიტეტი ახლო-მახლო ტერიტორიაზე არ არის, მაძიებლობის პროგრამაა. ამით ჩვენ შევძლებთ იმ დეფიციტის უფრო კარგად მართვას, რომელიც პენსიონერი პედაგოგებისთვის ჯილდოს გადაცემით და მათი სკოლიდან გასვლით შესაძლოა წარმოიქნმნას.

ასევე იხილეთ:

სკოლაში მუშაობის დაწყების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაციის გავლა სავალდებულო გახდა

მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი დამტკიცდა – დეტალები

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი დამტკიცდა

$
0
0

პენსიონერი პედაგოგების წასვლის შემდეგ, საჯარო სკოლებში ასეულობით ვაკანსია გამოჩნდა. რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, რომ სკოლაში გამოთავისუფლებულ ვაკანსიაზე მუშაობა შეძლოს და რა გამონაკლისს უშვებს სამინისტრო სკოლებში პედაგოგთა შესაძლო დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებაშია საუბარი, რომელიც „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცებას“ ეხება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წესი არ ვრცელდება სპეციალურ მასწავლებელზე.

დოკუმენტის თანახმად პედაგოგის სამსახურში მიღების ან გაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლა ღია ან შიდა კონკურსის მეშვეობით. ღია კონკურსი აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ელექტრონული წესით.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლობის მსურველი იმისთვის რომ სკოლაში დასაქმდეს?

მასწავლებლისადმი დადგენილი ძირითადი მოთხოვნები:

1. პირი მასწავლებლის, მოწვეული ან შემცვლელი მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე ინიშნება შიდა ან ღია კონკურსის საფუძველზე.

2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
ა) ქმედუნარიან პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს  წინამდებარე წესით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელს;
გ) 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ პირს.

3. მასწავლებელი, მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.

4. სკოლას უფლება აქვს მოსთხოვოს მასწავლებლობის, მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებლობის   მსურველ კანდიდატს (შემდგომში – კანდიდატი), წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

კანდიდატისადმი დადგენილი სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სკოლაში დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ვ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. სკოლაში საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება;
ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი განათლება ანდა სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

3. სკოლაში სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება;
ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამხედრო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

4. დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებლობის ან/და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებლობის კადიდატებმა უნდა იცოდნენ ორი ენა, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს. ამასთანავე, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ამ მუხლის პირველი პუნქტის ერთ-ერთი ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას:

ა) მოწვეულ მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს  შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
ბ) შემცვლელ მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს  სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და უნდა აკმაყოფილებდეს მოწვეული მასწავლებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

მასწავლებლის საქმიანობის შეწყვეტა:

1. თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთან, თუ მასწავლებელს გამოყენებული აქვს საქართველოს შრომის კოდექსით  განსაზღვრული შვებულება.

2. მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:

ა) მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. მასწავლებლის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია სკოლას აღნიშნულის შესახებ აცნობოს წერილობით 30 კალენდარული დღით ადრე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

გამონაკლისი ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით:

2023 წლის ბოლომდე, მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა ჩააბაროს საგნის გამოცდა და გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.

იხილეთ დოკუმენტი

ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით პენსიონერ პედაგოგებს რეგისტრაციის დრო შესაძლოა გადაუვადონ

$
0
0

ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძემ, დღეს ბრიფინგი გამართა.

როგორც ირინა აბულაძემ თქვა, პირველ ეტაპზე, დარეგისტრირდა 6000-მდე პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი, რომლებიც ფულად ჯილდოს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მიიღებენ.

“განაცხადი არის როგორც მახსოვს 5900, თუმცა მიმდინარეობს ბაზების გადამოწმება და ამიტომ ვამბობთ რომ 6000-მდე პედაგოგია დარეგისტრირებული. გვწერენ პედაგოგები, რომ ვერ მოასწრეს რეგისტრაცია და ითხოვენ დამატებით ვადას, ამ საკითხის შესახებ ვმსჯელობთ, რომ ერთი დღე დავუმატოთ”, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება მიმდინარე წლის 20 აგვისტომდე საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს ჰქონდათ, რომლებიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევენ.

ამავე თემაზე:

საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში განათლების სამინისტრო გარკვეულ პირობებს შესთავაზებს

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა – პროცედურები

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

$
0
0

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა,  ინფორმაცია  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროშიც დაადასტურეს.

რატომ დატოვა სკოლის დირექტორის თანამდებობა თურქაძემ, ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ეს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საკითხსაც უკავშირდებოდეს. ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპული დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სწორედ 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მანანა თურქაძე ამ ეტაპზე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

წყარო: 1TV

IBSU-ს კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ჩინეთში ოცდღიან პროექტში იღებდა მონაწილეობას –სიახლეები

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ქეთევან კიკილაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა ოცდღიან პროექტზე – Belt and Road Science and Technology International Workshop.

“2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენად ვაღიარებ მაღალტექნოლოგიურ ჩინეთს. სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკები, ინოვაციების მდგრადი ეკოსისტემა, სახელმწიფოს მიმზიდველი საინკუბაციო პოლიტიკა, აქსელერატორების საერთაშორისო წარმატება, unicorn startups (მილიარდ დოლარად შეფასებული სტარტაპები) და ტექნოლოგიების ტრანსფერი არის ის მიმართულება, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბისთვის.

ჩვენს სტუდენტებს ელის აღმოჩენებით სავსე და საინტერესო სასწავლო 2019-2020 წელი, აზიური ბაზარი არის უსაზღვრო პოტენციალის მქონე მზარდი ბაზარი.

ვიზიტის ფარგლებში, მივაღწიეთ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 90 აქსელერატორთან, პეკინის ტექნოპარკთან “Z Park”. ასევე, დაფინანსების წყაროებზე წვდომასა და აზიურ ბაზრებზე ქართული სტარტაპების კონკურენტუნარიან პოზიციების დამყარებისთვის საჭირო სხვადასხვა შეთანხმებებს”, – აღნიშნა ქეთევან კიკილაშვილმა.

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა – 2019 წელი

$
0
0

განახლებულია 22/08/2019 22:55

2019 წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების (ე.წ. უფასო ფაკულტეტების) სია ცნობილია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
(PDF, პროგრამები და ვაკანტური ადგილები)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქართული ფილოლოგია
ისტორია
არქეოლოგია
ფილოსოფია
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა
მათემატიკა
ფიზიკა
ქიმია
ბიოლოგია
ეკონომიკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა
ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა
საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა
აგრარული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
სატყეო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
აგროინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამა
აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა
ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
ქიმიის საბაკალავრო პროგრამა
მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
სამთო და გეოინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
საინჟინრო გეოდეზიის საბაკალავრო პროგრამა
გეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამა
გეოინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
მართვის სისტემების, ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის საბაკალავროპროგრამა
ბიოსამედიცინო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
მეტალურგიის საბაკალავრო პროგრამა
მასალათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა
მევენახეობისა და ენოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქართული ენა და ლიტერატურა
არქეოლოგია
ისტორია
მათემატიკა
ფიზიკა
ბიოლოგია
ეკონომიკა
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი განათლება)
ელექტრული ინჟინერია
მშენებლობა
აგრონომია
აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა
აგროინჟინერია
საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა
გერმანული ენა და ლიტერატურა
ფრანგული ენა და ლიტერატურა
აღმოსავლური ფილოლოგია
ქიმია
ეკოლოგია
გეოგრაფია
გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგიები)
სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა
ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა
ხარისხის მართვა და ტექნიკურ-ეკონომიკური ექსპერტიზა
გამოყენებითი დიზაინი
ფარმაცევტული პრეპარატების ქიმია და ტექნოლოგია
გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
ეკონომიკა
მშენებლობა
აგრარული ტექნოლოგიები
ქართული ფილოლოგია
ისტორია
ბიოლოგია
ქიმია
ფიზიკა
მათემატიკა


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მათემატიკა
ქიმია
ბიოლოგია
ფიზიკა
ქართული ფილოლოგია
არქეოლოგია
ისტორია
აფხაზური ფილოლოგია
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
ეკონომიკა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ისტორია
ქართული ენა და ლიტერატურა
ბიოლოგია
სასურსათო ტექნოლოგია
მათემატიკა
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
აგრონომია
ეკონომიკა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ისტორია
ქართული ფილოლოგია
ინგლისური ფილოლოგია
დაწყებითი საფეხურის მასწავლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა
ეკონომიკა
მათემატიკა
ინფორმაციული ტექნოლოგიები
აგრონომია
ეკოლოგია
საჯარო მმართველობა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
ისტორიის საბაკალავრო პროგრამა
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა
საჯარო მმართველობის საბაკალვრო პროგრამა
ინფორმაციული ტექნოლოგიები

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ისტორია
ქართული ფილოლოგია
ინგლისური ფილოლოგია
საჯარო მმართველობა

იხილეთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით

დეტალური ინფორმაციისათვის, სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ, მიმართეთ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით, 18:00 საათამდე ეძლევათ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

სად უნდა აიღოთ ცნობა 2019 წლის მასწავლებელთა გამოცდების შედეგების შესახებ?

$
0
0

2019 წლის გამოცდების შედეგების შესახებ ცნობის აღებას მასწავლებლები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეძლებენ. იმ შემთხვევაში თუ რეგიონში ცხოვრობს ადამიანი, მაშინ მას ამ ცნობის აღება განათლების სამინისტროს რესურსცენტრებში შეუძლია.

„ეს  ვრცელდება როგორც მასწავლებლებზე, ასევე აბიტურიენტებზე. თუ ეს ადამიანი ცხოვრობს თბილისში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მომართავს განცხადებით, რომ სჭირდება გამოცდების შედეგების შესახებ ცნობა. ამ ცნობას ცენტრი გასცემს 5 სამუშაო დღეში. თუ არ ცხოვრობს თბილისში და ცხოვრობს რეგიონში, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს რესურსცენტრს მიმართავს, რესურსცენტრი თავის მხრივ ჩვენს ცენტრს დაუკავშირდება. რესურსცენტრიც ასევე 5 სამუშაო დღეში გასცემს ამ ცნობას”, – აღნიშნეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მნიშვნელოვანია, რომ ცნობაში წერია, რომ ეს არის პირველადი შედეგი, ნედლი ქულა. როდესაც აპელაციის შედეგები გამოცხადდება, ეს ცნობა უკვე კარგავს ძალას.

„ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ნედლი ქულის, პირველადი შედეგის შესახებ ცნობის გამოთხოვა. ამ ცნობას დროებითი ძალა აქვს. აპელაციის დასრულების შემდეგ თუ კიდევ დასჭირდებათ ცნობა, უკვე საბოლოო შედეგს მისცემენ, ასევე 5 სამუშაო დღის ვადაში“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

რაც შეეხება გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის ელექტრონულად გამოთხოვას, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ცნობის ასაღებად ცენტრში მისვლაა აუცილებელი.

„ელექტრონულად არ გავცემთ ცნობებს. ფიზიკურად უნდა მოვიდეს ადამიანი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ან რესურსცენტრში და გაიტანოს კიდეც ცენტრიდან, ან რესურსცენტრიდან ცნობა“, – აღნიშნავენ “ნაეკში”.

რაც შეეხება გამოცდების საბოლოო შედეგებს, ის აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. 21 აგვისტოს დასრულდება აპელაციის განაცხადების მიღება, თუმცა  მათი განხილვა როდის დასრულდება, ეს სააპელაციო განაცხადების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ზაფხულის მასწავლებლის გამოცდების პირველადი შედეგები ყველა საგანში უკვე ცნობილია. გამოცდის შედეგები მოქმედ მასწავლებლებს აესახებათ ელექტრონულად თავიანთ გვერდზე eSchool-ის ბაზაში. მასწავლებლობის მსურველებს, ასევე სხვებსაც შედეგების შესახებ ცნობის გამოთხოვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (რეგიონების შემთხვევაში კი საგანმანათლებლო რესურსცენტრებში) შეუძლიათ.

ასევე იხილეთ:

როდის მიიღებენ სტატუსშეცვლილი მასწავლებლები დანამატს და რა შემთხვევაშია საჭირო დირექტორის წარდგინება

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა


აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები ცნობილია – გამოცდები 2019

$
0
0

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები და მათი გათანაბრებული ქულები ცნობილია.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი, იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების ნახვას შეძლებთ ბმულზე აპელაციის შედეგები.

შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან (2019 წლის 23 აგვისტოდან) ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

შედეგებთან ერთად აბიტურიენტებს საშუალება აქვთ იხილონ გათანაბრებული ქულები.

იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზღვარზე, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას.

 

აბიტურიენტების საყურადღებოდ! –საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ზუსტი ვადა ცნობილია

$
0
0

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები და მათი გათანაბრებული ქულები უკვე ცნობილია. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს კი სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი გამოქვეყნდა.

აბიტურიენტები ღელავდნენ იმ ფაქტზე, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილების გასაკეთებლად ცოტა დრო ჰქონდა, რადგან აქამდე საგამოცდო ცენტრში ამბობდნენ, რომ აპლიკანტები პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილების შეტანას აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის 18:00 საათამდე შეძლებდნენ.

დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გადაიწია აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადებმა.

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

“ეს, ალბათ, მოხდა იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ არასამუშაო დღეებია, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება. შაბათ-კვირასაც და ნებისმიერ დროს აბიტურიენტებს 26 აგვისტოს 18:00-საათამდე შეუძლიათ თავიანთ გვერდს ეწვიონ და იქვე განახორციელონ ეს ცვლილებები და შევახსენებ, რომ აუცილებლად უნდა დააჭიროთ დამახსოვრების ღილაკს, რომ ცვლილება აისახოს”, – აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, მაია გაბუნია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.

აბიტურიენტმა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოს, რომ:

  • იმ შემთხვევაში, თუ მიღებული საკონკურსო ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული სიის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ.
  • იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.

სოფო გორგოძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, აგვისტოს თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, წელს საგამოცდო ცენტრმა 3000-მდე სააპელაციო განაცხადი მიიღო. სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად კი შეფასება შეეცვალა 648 აბიტურიენტს.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

[4-08.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)

$
0
0

16/08/2019 – 22/08/2019

EDU.ARIS.GE
For professional use

Pilot edition

Preschool education

The tightly deadlined tender for procurement of the kindergarten food service announced by the Tbilisi City Hall appeared to be less attractive or less affordable. Only one company has bidden for one of its lots – Left Bank Kindergarten Services (with the cost of 43,265,221 GEL), while no one has bidden for Right Bank Kindergarten Services (with the cost of 17,002,058 GEL). The City Hall stated to the media that the open lot will be retendered in the nearest future.

General Education

§

On August 8, an amendment was made to Order N40/N “On Approval of the National Curriculum” of the Minister of Education and Science of Georgia dated 18 May 2016, according to which a school is authorized to customize the hourly schedule offered by the Ministry or to distribute the teaching hours according to its wishes and abilities; a school shall distribute the hours provided for in the school schedule primarily to senior and leading teachers who teach a concrete subject and complete their hours to the full load (15 hours), if any; it will be possible to divide classes in Georgian language, Georgian as a second language, foreign language and history, if the number of students in foreign language exceeds 20, and in the rest subjects – 25, and so on;

§

The first stage of the process of registering practicing teachers who have reached retirement age, who are offered monetary bonus from the state, ended on August 20. About 6000 teachers have applied at this point.

§

The website designated for teacher vacancies – www.pedagogi.ge has been updated, after which the school is obliged to publish vacancies on the portal for the transparency of the process. As of August 22, 3000 jobs have been uploaded to the website. Posting of vacancies continues. A new unit “Applicants for Teaching” has been added to the website. The teacher has the opportunity to register on this platform and select the desired school(s) in any region of Georgia.

The near future will show, if activating this page is enough to regulate the systemic shortage of staff in the educational system, especially in remote schools which are far from the capital and cities.

§

The Rule on Starting and Terminating Teaching was approved and published in the Legislative Herald on August 21. It applies to persons wishing to be employed at the school as teachers, including invited and/or substitute teachers, also to teachers who terminate their school activities in accordance with the law,

The rule is quite beneficial for those who start to work as a teacher. However, how this advance confidence will effect on the quality of teaching and learning will be clear after some time.

§

The Educational and Scientific Infrastructure Development Agency has announced a tender for the procurement of school furniture, namely 122 500 school desks for public schools of Georgia, with a total value of 8 million GEL.

The tender requires a 5-year warranty from the manufacturer. As for the delivery period, it covers 270 days after the contract is signed. During this time, school equipment should be delivered to schools gradually.

§

The Ministry of Education confirms that Tbilisi School N51 principal Manana Turkadze has resigned on August 22, though the reason for the decision is not known to the Ministry.

The former director does not communicate with the media. It is unknown, whether this decision is related to the affair on Khorava Street, where two pupils of the school, David Saralidze and Levan Dadunashvili, were killed.

Vocational Education

§

The Vocational Education Quality Assurance Service of the National Centre for Educational Quality Enhancement has been piloting the self-assessment process at the Ikarus College and Batumi Shota Rustaveli State University according to the project of new standards for vocational educational institutions.

By the end of the year, the self-assessment should be piloted in all institutions that are ready for this process. We wonder how the project would continue, if the vocational colleges appear to be not ready enough for this?

§

The Order of the Minister of Education, Science, Culture and Sport of Georgia on Approval of the Rules and Conditions for the Integration of the Results of the Secondary Education Stage in the Secondary Vocational Education Program, was published on 20 August. This order came into force upon publication. According to the document, vocational colleges that meet the criteria required by law and implement relevant educational programs will be able to issue a certificate equivalent to a Certificate of Complete General Secondary Education. The holder of the document will be able to continue studies at the higher education institution.

According to the order, the duration of the program, which integrates the results of secondary stage of general education, is at least 3 years.

§

In the fall 2019, the deadlines for taking and registering the exams in general education subject(s), general education curriculum (curricula) without attending lectures are set as follows: the date of registration for exams is from August 26 to September 2, and the date of exams – from September 4 to September 13.

Higher Education

§

LEPL National Centre for Educational Quality Enhancement in development of sectoral characteristics of higher education has recently made publicly available the project of sectoral characteristics in architecture, based on which the minimal competencies of the Bachelor and Master of Architecture shall be defined.

§

The preliminary results of the 2019 General Master’s Exam are published. The deadline for appeal is August 23.

Other News

§

The 2019 fall round of the State Internship Program begins. To take part in this program, an internship candidate must apply to the relevant educational institution from August 21 to September 21, 2019, and provide the written consent to participate in this round of the internship. Registration for the internship will start on October 21.
A person who is studying for the accredited bachelor’s academic program at a higher education institution of Georgia and is a student of the last term (two last terms) or a student studying for master’s, doctoral academic program having high academic performance, as well as a person who has completed a bachelor’s, master’s or doctoral degree program and no more than two years have passed after completion of the academic program, is eligible for the State Internship Program.

§

After a 30% increase in the fare of Rustavi-Tbilisi public transport, the Student Association of Rustavi appealed to the Rustavi City Hall to partially subsidize travel fee for students. Rustavi City Hall has dismissed the students’ request.

[4-08.2019-GE] – საგანმანათლებლო ამბების ყოველკვირეული მიმოხილვა (ქართულად)

[4-08.2019-GE] – საგანმანათლებლო ამბების ყოველკვირეული მიმოხილვა

$
0
0

16/08/2019 – 22/08/2019

EDU.ARIS.GE
პროფესიული გამოყენებისათვის

საპილოტე გამოშვება

სკოლამდელი განათლება

თბილისის მერიის მიერ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგების შემჭიდროებულვადიანი ტენდერი ნაკლებმიმზიდველი ან ნაკლებხელმისაწვდომი აღმოჩნდა. მის ერთ ლოტზე – მარცხენა სანაპიროს საბავშვო ბაღების მომსახურებაზე (43 265 221 ლარის ღირებულების) განაცხადი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გააკეთა, მეორე ლოტზე – მარჯვენა სანაპიროს საბავშვო ბაღების მომსახურებაზე (17 002 058 ლარის ღირებულების) განაცხადი არ შესულა. როგორც მერია მედიისთვის აცხადებს, ღიად დარჩენილ ლოტზე ტენდერი უახლოეს პერიოდში ხელახლა გამოცხადდება.

ზოგადი განათლება

§

,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში 8 აგვისტოს განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სკოლა უფლებამოსილია მოირგოს სამინისტროსგან შეთავაზებული საათობრივი ბადე ან სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით მოახდინოს მისი გადანაწილება; სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში, გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს და წამყვან მასწავლებლებს და საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათი), ასეთის არსებობის შემთხვევაში; შესაძლებელი ხდება კლასების გაყოფა ქართულში, ქართულში, როგორც მეორე ენაში, უცხო ენაში, ისტ-ში, თუ მოსწავლეების რაოდენობა აღემატება უცხო ენაში – 20-ს, დანარჩენში – 25-ს და ასე შემდეგ;

§

20 აგვისტოს დასრულდა საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესის პირველი ეტაპი სახელმწიფოსგან შეთავაზებულ ფულად ჯილდოზე. ამ ეტაპზე განაცხადი 6000-მდე მასწავლებელმა გააკეთა.

§

მასწავლებლების ვაკანსიებისთვის განკუთვნილი ვებგვერდი – www.pedagogi.ge განახლდა, რის შემდეგაც სკოლა ვალდებულია, პროცესის გამჭვირვალობისთვის, ვაკანსიები აღნიშნულ პორტალზე გამოაქვეყნოს. 22 აგვისტოსთვის ვებგვერდზე უკვე 3000 ვაკანსიაა ატვირთული. ვაკანსიების გამოქვეყნება გრძელდება. ვებგვერდს დაემატა ახალი ბლოკი „მასწავლებლობის მაძიებელი“. მასწავლებლობის მსურველს აქვს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს აღნიშნულ პლატფორმაზე და მონიშნოს მისთვის სასურველი სკოლა/სკოლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

ამ გვერდის გააქტიურება საკმარისი აღმოჩნდება თუ არა სისტემაში შექმნილი საკადრო დეფიციტის დასარეგულირებლად, განსაკუთრებით, დედაქალაქიდან და ქალაქებიდან მოშორებულ სკოლებში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

§

დამტკიცდა ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი“, რომელიც 21 აგვისტოს ,,საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა. იგი ვრცელდება პირებზე, რომლებსაც სურთ დასაქმდნენ სკოლაში მასწავლებლის, მათ შორის, მოწვეული, ან/და შემცვლელი მასწავლებლის პოზიციაზე. ასევე, მასწავლებლებზე, რომლებიც, კანონით დადგენილი წესით, წყვეტენ სკოლაში საქმიანობას.

წესი საკმაოდ შეღავათიანია მასწავლებლის საქმიანობის დამწყებთათვის, როგორ იმუშავებს ეს ავანსად გაცემული ნდობა სწავლა-სწავლების ხარისხზე, ამის გარკვევას დრო სჭირდება.

§

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი საქართველოს საჯარო სკოლებისთვის სასკოლო ავეჯის, კერძოდ 122 500 ერთეული მერხის კომპლექტის შესაძენად, საერთო ღირებულებით – 8 მილიონი ლარი;

სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილია 5-წლიანი გარანტია მწარმოებლისგან. რაც შეეხება მიწოდების ვადას, ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 270 დღეს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში სკოლებისთვის სასკოლო ინვენტარის გადაცემა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

§

განათლების სამინისტრო ადასტურებს, რომ 22 აგვისტოს თანამდებობა დატოვა თბილისის 51-ე სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, როგორც ამბობენ, სამინისტროსთვის უცნობია.

ყოფილი დირექტორი მედიას არ პასუხობს. უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას, რომლის მსხვერპლიც ამ სკოლის ორი მოსწავლე: დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი გახდნენ, ჯერჯერობით უცნობია.

პროფესიული განათლება

§

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა კოლეჯ „იკაროსში“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი სტანდარტების პროექტის მიხედვით თვითშეფასების პროცესის პილოტირება განახორციელა.

წლის ბოლომდე თვითშეფასების პილოტირება ყველა იმ დაწესებულებაში უნდა განხორციელდეს, რომელიც ამ პროცესისთვის მზაობას გამოთქვამს. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება პროექტი, თუ პროფესიულ სასწავლებლებს საამისო მზაობა არ აღმოაჩნდათ?

§

,,საკანონმდებლო მაცნეზე“ 20 აგვისტოს გამოქვეყნდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება ,,საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. დოკუმენტის მიხედვით, პროფესიულ სასწავლებლები, რომლებიც კანონით მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს დანერგავენ, სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემას შეძლებენ. აღნიშნული დოკუმენტის მფლობელ პირს კი, სურვილის შემთხვევაში, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძლების საშუალება ექნება.

ბრძანების თანახმად, პროგრამის ხანგრძლივობა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, შეადგენს არანაკლებ 3 წელს.

§

2019 წლის შემოდგომისთვის ზოგადი განათლების საგნის/საგნების, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები დადგინდა: ექსტერნატის გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე, ხოლო ექსტერნატი გამოცდების ჩატარების ვადა – 4 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე.

უმაღლესი განათლება

§

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების მიმართულებით, ამჯერად საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა არქიტექტურის მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი, რომლის დამტკიცების საფუძველზე უნდა განისაზღვროს არქიტექტურის ბაკალავრისა და მაგისტრის მინიმალური კომპეტენციები.

§

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. აპელაციის ვადა 23 აგვისტოს ჩათვლით სრულდება.

სხვა ამბები

§

იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის შემოდგომის ნაკადი. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2019 წლის 21 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად. სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 21 ოქტომბერს.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

§

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების 30%-ით გაძვირების შემდეგ, რუსთავის სტუდენტურმა ასოციაციამ მიმართა რუსთავის მერიას, რომ მოეხდინათ სტუდენტთა მგზავრობის საფასურის ნაწილობრივ სუფსიდირება. რუსთავის მერია არ დათანხმდა სტუდენტთა მოთხოვნას.

[4-08.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა დაახლოებით 29% ვერ გადალახა

$
0
0

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასული აბიტურიენტებიდან ზღავრი 71%-მა გადალახა – აღნიშნულის შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების ჩაჭრის მაჩვენებელი წინა წლებისგან დიდად არ განსხვავდება.

“სამ სავალდებულო საგანში 76%-მა გადალახა ზღვარი და სამს პლიუს ერთში (ანუ სამ სავალდებულო და ერთ არჩევითსაგანში) ჯამში ზღვარი გადალახეს აბიტურიენტების 71%-მა. მაჩვენებელი წინა წლებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, კონკრეტული საგნების სტატისტიკას მოგვიანებით შემოგთავაზებთ”, – განაცხადა საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა.

სოფო გორგოძის თქმით, ზუსტი რიცხვი თუ რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ბარიერი 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, უნივერსიტეტებში ჩარიცხვებთან ერთად გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, წინა წლების მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2018 წელს სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა, 2017 წელს კი 28 176 აპლიკანტი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შიდა მობილობას აცხადებს

$
0
0

შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სტუდენტთა შიდა მობილობას.

უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განცხადება რექტორის სახელზე წარადგინოს 2019 წლის 26 აგვისტოდან – 2019 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

აბიტურიენტები ფაკულტეტების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანას 26 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ

$
0
0

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანას 2019 წლის აბიტურიენტები 26 აგვისტოს 18:00 საათამდე შეძლებენ – აღნიშნული ინფორმაცია დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ გაავრცელა.

აბიტურიენტები ამ დრომე ღელავდნენ იმ ფაქტზე, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილების გასაკეთებლად ცოტა დრო ჰქონდა, რადგან დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი რეკორდულად გვიან გამოქვეყნდა, ხოლო აპლიკანტებს პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის 18:00 საათამდე უნდა ჰქონოდათ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადები გადაწიეს. როგორც საგამოცდო ცენტრში აცხადებენ, ეს ცვლილება არასამუშაო დღეების გამო მოხდა.

“ეს, ალბათ, მოხდა იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ არასამუშაო დღეებია, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება. დღეს, შაბათ-კვირას და 26 აგვისტოს 18:00-საათამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ თავიანთ გვერდს ეწვიონ და იქვე განახორციელონ ეს ცვლილებები და შევახსენებ, რომ აუცილებლად უნდა დააჭიროთ დამახსოვრების ღილაკს, რომ ცვლილება აისახოს”, – აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, მაია გაბუნია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ასევე იხილეთ:

აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები ცნობილია – გამოცდები 2019

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა დაახლოებით 29% ვერ გადალახა


მილიონებით დაფინანსებული ფაკულტეტები, რომელთა არჩევაც თითქმის შეუძლებელია

$
0
0

აბიტურიენტებს სამი დღე აქვთ იმისთვის, რომ სასურველი ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ, თუმცა უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი აქამდე ვერ აქვეყნებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ სპეციალობებზე გამოყოფილი ადგილების ზუსტ ოდენობას.

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანება, „საკანონმდებლო მაცნეში“ რეკორდული დაგვიანებით, გუშინ გამოქვეყნდა. იქ დასახელებულია უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულებები, რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო, თუმცა ვაკანტური ადგილების რაოდენობა მითითებული არ არის, რაც აბიტურიენტებში დაბნეულობას იწვევს. საგულისხმოა ისიც, რომ ზუსტ მონაცემებს ამ დრომდე თავად უნივერსიტეტების ნაწილიც ვერ გვაწვდის.

რამდენი ადგილია გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ თითოეულ მიმართულებაზე? –EDU.ARIS.GE-მ ამ შეკითხვით უმაღლეს სასწავლებლებს მიმართა. დაფინანსებული ადგილების ოდენობა და სრული სია ამ დრომდე მოგვაწოდეს და გამოქვეყნებულიც აქვთ: ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ სოლიდური დაფინანსების მქონე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ დრომდე ვერ აქვეყნებენ ზუსტ მონაცემებს და მიზეზად მინისტრის ბრძანებას ასახლებენ.

იხილეთ 2019 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია 

„იქიდან გამომდინარე, რომ მინისტრის ბრძანება არ გამოვიდა მიმართულებების მიხედვით დაფინანსებადი ადგილების რაოდენობასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვიცით, რომელი პროგრამა რამდენი ადგილით დაფინანსდება. ჯამში დაფინანსებულია 250 ადგილი“,- ეს გახლავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პასუხი ჩვენს შეკითხვაზე, რომელსაც სახელმწიფოსგან 562,500 ლარი აქვს გამოყოფილი.

„მიმართულებები ვიცით რაოდენობები თანხმდება სამინისტროსთან და მომავალი კვირის დასაწყისში იქნება დაზუსტებული“,- ეს თსუ-დან მიღებული პასუხია, რომელსაც უფასო ფაკულტეტებისთვის 2,524,500 ლარი აქვს გამოყოფილი.

რაც შეეხება თელავის და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებს, მათ მიერ EDU.ARIS.GE -სთვის გამოგზავნილ ცხრილში არ გვხვდება მათემატიკა, რაც „საკონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებულ სიაში არის. ამ საკითხთან დაკავშირებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განგვიცხადეს, რომ „მაცნეზე“ გამოქვეყნდა სიის პირველადი ვარიანტი, რაც უკვე კორექტირებულია. გორის უნივერსიტეტის წარმომადგენელმაც ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ მათემატიკა სიიდან მოგვიანებით ამოიღეს. საინტერესოა რატომ გადაიფიქრა სახელმწიფომ რეგიონის უნივერსიტეტებში მათემატიკის მიმართულების დაფინანსება? – ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს.

აბიტურიენტებს არჩევანის გასაკეთებლად სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ, წინ ორი უქმე დღეა და ორშაბათს 18 საათზე კი ფაკულტეტების არჩევის ვადები მთავრდება. მანამ სანამ  უმაღლესი სასწავლებლები სამინისტროსთან არკვევენ სრულად დაფინანსებული ადგილების ოდენობას, შესაძლოა აბიტურიენტებს არჩევანის გაკეთების ვადაც ამოეწუროთ. საინტერესოა რატომ აფინანსებს სახელმწიფო მილიონებით ფაკულტეტებს, რომლის არჩევის დროც ახალგაზრდებს ფაქტიურად აღარ რჩებათ?!

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

მასწავლებლის დღიური, ანუ როგორ მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის

$
0
0

ირმა კახურაშვილი

დიახ, ყველამ ვიცით, რომ ზაფხული არა მხოლოდ დასვენების, არამედ ახალი სასწავლო წლისთვის მომზადების დროცაა. ინგლისელი მასწავლებელი ენდრიუ ჰაუკი, რომელიც ათ წელზე მეტია სკოლაში მუშაობს, ურჩევს პედაგოგებს, რა გააკეთონ ზაფხულში სასწავლო პროცესის გასაადვილებლად. სკოლის მასწავლებლის ყოველდღიური ცხოვრება ხომ საკმაოდ დატვირთულია. ამიტომ სასურველია, ახალი ენერგიით დავიმუხტოთ და ჩვენს საყვარელ სამუშაოს კარგი განწყობით დავუბრუნდეთ. მაშ, დროს ნუღარ დაკარგავთ:

შეისწავლეთ კლასის სია

მათი სია, ვინც თქვენს კლასში ისწავლის, სწავლის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე მზადდება. თუ ის უკვე მზად არის, გადაავლეთ თვალი ინფორმაციას მოსწავლეების შესახებ, მათ პირად საქმეებს, ნიშნებს. ეცადეთ, თითოეულის შესახებ ცოტა მეტი გაიგოთ. ნუ მოგერიდებათ, გაესაუბროთ მათ ყოფილ მასწავლებლებს გაკვეთილის მართვის უფრო ეფექტიანი მეთოდების შესახებ. ნებისმიერი ინფორმაცია დაგეხმარებათ, საფუძვლიანად მოემზადოთ ახალი კლასის (ან კლასების) სამართავად.

გაიხსენეთ შარშანდელი წელი

ზოგჯერ კონკრეტული აქტივობების დაგეგმვაში ბევრი დრო გვეხარჯება, ამიტომ ზაფხულშივე დაიწყეთ იმაზე ფიქრი, რით შეიძლება არსებული სასწავლო მეთოდების გაუმჯობესება. რასაკვირველია, მთელი შვებულება კომპიუტერთან არ უნდა გაატაროთ, მაგრამ ცოტა რეფლექსიაც არ გაწყენდათ.

მოხაზეთ ზოგადი გეგმა

თუ არ იცით, რა დონე და შესაძლებლობები აქვთ თქვენს მომავალ მოსწავლეებს, რამის დაგეგმვა გაგიჭირდებათ. მაგრამ თუნდაც კარგად შეისწავლოთ კლასის სია, დაბეჯითებით მაინც ვერაფერს იტყვით მოსწავლეთა მომზადების დონეზე – ხომ არ მიივიწყეს ზაფხულის განმავლობაში ის ცოდნა, რომელიც წინა სასწავლო წელს მიიღეს? ამიტომ მოხაზეთ გეგმის ის ზოგადი ნაწილი, რომელიც მოსწავლეთა უმრავლესობისთვის მისაღები იქნება. სასწავლო წლის დაწყების შემდეგ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეავსოთ ის კონკრეტულ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.

ისწავლეთ რამე ახალი

ისეთ სფეროებში, როგორებიცაა STEM, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა, თქვენი ცოდნა შეუზღუდავია. დაინტერესდით, როგორ ხდება ამ მეცნიერებათა ელემენტების ინტეგრირება სწავლაში, ესაუბრეთ მოსწავლეებს თანამედროვე მიღწევების შესახებ. ზაფხული იდეალური დროა იმ სემინარებზე დასასწრებად, რომელთა თემაც თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველია.

მეტი იკითხეთ

თუ არ იცით სად ტარდება მსგავსი სემინარები, ხელი მოჰკიდეთ თვითგანათლებას, გაეცანით პროფესიულ ლიტერატურას და სტატიებს. დაუთმეთ ამ საქმიანობას დღეში სულ რაღაც ოცი-ოცდაათი წუთი.

შეცვალეთ საოფისე გარემო

კარგად დაგეგმილი სივრცე ხელს შეგიწყობთ კლასის გაკონტროლებაში, სწავლის სტიმულირებაში. მაგალითად, კლასებში, სადაც ბევრი ჯგუფური სამუშაო ჩატარდება, უმჯობესია, მერხები ისე მოეწყოს, რომ ოთხი თუ ხუთი მოსწავლე ერთად მოხერხებულად იჯდეს.

განაახლეთ მისასალმებელი წერილი

მოსწავლეებს უყვართ მასწავლებლებისგან მისასალმებელი წერილის მიღება – ამ დროს გრძნობენ განსაკუთრებულ კავშირს მასწავლებელთან, მის კეთილგანწყობას. გამოყავით დრო თქვენი მისასალმებელი წერილის გასაახლებლად. შეგიძლიათ, ამობეჭდოთ კიდეც და სათითაოდ ჩადოთ კონვერტში. თუ ეს არასოდეს გაგიკეთებიათ, ახლა შემოიღეთ და ერთგვარ ტრადიციად აქციეთ.

მიალაგეთ კლასი

საუბარი არ არის იატაკებისა და ფანჯრების წმენდაზე. ჩახედეთ უჯრებს, თაროებს, გაათავისუფლეთ ისინი ზედმეტი ქაღალდებისგან, წიგნებისგან, რვეულებისგან. ჩაატარეთ საკლასო ოთახში ერთგვარი რევიზია. ჩამოწერეთ და გადაყარეთ უსარგებლო ნივთები.

დაგეგმეთ თქვენი ექსკურსიები

ყველა ასაკის ბავშვს უყვარს ექსკურსიებზე სიარული და მოწვეული მასწავლებლების მოსმენა. ზაფხული მშვენიერი მოსამზადებელი პერიოდია ამ ღონისძიებების დასაგეგმად. დაიგეგმეთ, სად და რისთვის წახვიდეთ. ეს მხოლოდ სკოლის ყოველდღიური ცხოვრებისგან კი არ დაგასვენებთ, არამედ რაღაც ახალსაც შეგმატებთ. კოლეგებთან ერთად წინასწარ განიხილეთ მოწვეულ მასწავლებელთა სია, გააერთიანეთ თქვენი ძალისხმევა.

კოლეგებთან ურთიერთობა

მასწავლებლობა პროფესია, რომელიც კოლეგებისგან „იზოლირებას“ გაიძულებთ. შეგიძლიათ, ზაფხულში იკონტაქტოთ მათთან, დაურეკოთ, მოიკითხოთ. ისეთი უბრალო რამეც კი, როგორიცაა პიკნიკი პარკში ან ერთად ყავის სმა, ძალიან დაგაახლოებთ. მეორე მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სამომავლოდ სკოლაში სამუშაო გარემოს განმუხტვას, გააუმჯობესებს შიდა კომუნიკაციას და სკოლაც უფრო ეფექტიანად იმუშავებს.

ორიგინალი

წყარო: mastsavlebeli.ge

ჩინური სკოლის 10 თავისებურება და მოსწავლის აღზრდის მკაცრი მეთოდები

$
0
0

იყო ჩინელი მარტივი საქმე არ არის. მაშინ, როდესაც სოციალური გარანტიების გარეშე ქვეყანაში 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანია, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის საპოვნელად ბევრი უნდა იშრომო. თუმცა ჩინელი ბავშვები ამისთვის მზად არაინ.  მათთან მძიმე შრომა პირველივე კლასიდან იწყება.

ინგლისური ენის პედაგოგი, რომელიც ოთხ ჩინურ სკოლაში ასწავლიდა მათ თავისებურებებზე საუბრობს:

1. ჩინეთის ბევრ სკოლაში არ არის გათბობა, ამიტომ ზამთარში მასწავლებლები და მოსწავლეები ქურთუკებს არ იხდიან. ცენტრალური გათბობა მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში არის. ჩინეთის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში შენობები თბილ კლიმატზეა გათვლილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზამთარში, როდესაც ტემპერატურა ნულამდე ან უფრო დაბლაც შეიძლება დაეცეს, გათბობის ერთადერთ საშუალებას კონდიციონერი წარმოადგენს. სასკოლო ფორმა – სპორტული კოსტუმი: განიერი შარვალი და ქურთუკია. მისი სტილი პრაქტიკულად ყველგან ერთნაირია, განსხვავდება მხოლოდ კოსტუმის ფერი და მკერდზე გამოსახული სკოლის ემბლემა. სასწავლო დაწესებულება დიდი რკინის კარიბჭეთი არის შემოსაზღვრული და მას მხოლოდ იმისთვის აღებენ, რომ მოსწავლეებმა გასვლა შეძლონ.

2. ჩინურ სკოლებში ყოველ დღე ვარჯიშობენ. სკოლაში დილა ვარჯიშით იწყება. მის შემდეგ ყველა მოსწავლე ერთად იკრიბება. მათ მთავარ სიახლეებს აცნობენ და ხდება სკოლის ან სახელმწიფო დროში აღმართვა. მესამე გაკვეთილის შემდეგ ყველა ბავშვი თვალების მოსადუნებელ ვარჯიშებს, სარელაქსაციო მუსიკის ფონზე, აკეთებს. დილის გარდა არის დღის ვარჯიშებიც. ორი საათისთვის მოსწავლეებს თავს ისევ ერთად უყრიან. ხელების განზე და ზემოთ აწევის პარალელურად ისინი აქტიურად ხტუნაობენ.

3. დიდი დასვენება მთელი საათი გრძელდება. ამ დროში ბავშვები სასადილოში წასვლას (თუ სკოლაში არ არის სასადილო, მათთვის საჭმელი სპეციალური კონტეინერებით მოაქვთ), სირბილს, ფეხების მოდუნებას და თამაშსაც კი ასწრებენ. აღსანიშნავია, რომ ყველა სკოლაში მასწავლებლებს უფასოდ აჭმევენ. თანაც საკმაოდ კარგად. ტრადიციულად სადილი ერთი ხორცის და ორი ბოსტნეულის კერძისგან შედგება. ფასიან სკოლებში ასევე ხილსა და იოგურტებს არიგებენ. ჩინელებს ჭამა ძალიან უყვართ, რას სასკოლო ცხოვრებაშიც კი აისახება. დიდი შესვენების შემდეგ ზოგიერთ პატარს ,,ძილისთვის“ 5 წუთს აძლევენ.

4. ჩინეთში მასწავლებლებს დიდ პატივს სცემენ. მათ გვარით მიმართავენ. ასევე თავსართს ,,მასწავლებელო“ იყენებენ, მაგალითად: მასწავლებელო ჯან ან მასწავლებელო სიან.

5. ბევრ სკოლაში ფიზიკური დასჯა ჩვეულებრივი მოვლენაა. მასწავლებელს ამა თუ იმ დანაშაულისთვის მოსწავლის ხელით დარტყმა შეუძლია. მსგავსი მიდგომა განსაკუთრებულად დიდი ქალაქებისგან მოშორებით მდებარე სკოლებში არის გავრცელებული. ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს ინგლისური სიტყვების დასასწავლად განსაზღვრულ დროს აძლევდნენ. მისი გასვლის შემდეგ, ყოველ დაუსწავლელ სიტყვაზე მოსწავლეებს წკეპლა ხვდებოდათ.

6. კლასში მოსწავლეების რეიტინგი კიდია, რაც მათ სწავლის მეტ სტიმულს აძლევს. ნიშნები A-დან F-მდე, სადაც A არის ყველაზე მაღალი და შეესაბამება 90-100%, ხოლო F არადამაკმაყოფილებელი – 59%, მერყეობს. კარგ დისციპლინაზე შექება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მაგალითად, სწორი პასუხისთვის ან სამაგალითო ქცევისთვის მოსწავლე განსაზღვრული ფერის ვარსკვლავს ან დამატებით ქულას იღებს. გაკვეთილზე საუბრისთვის ან დაუმორჩილებლობისთვის კი ქულებისა და ვარსკვლავების დაკლება ხდება. ყველაფერი ეს ყველასათვის ხელმისაწვდომ გრაფიკზე აისახება. შეიძლება ითქვას, რომ კონკურენცია სახეზეა.

7. ჩინელი ბავშვები დღეში 10 საათზე მეტ ხანს სწავლობენ. ჩვეულებრივ გაკვეთილები დილის 8 საათიდან შუადღის 3-4 საათამდე გრძელდება. შემდეგ ბავშვები სახლში მიდიან და დაუსრულებელ საშინაო დავალებას საღამოს 9-10 საათამდე აკეთებენ. უქმეებზე მოსწავლეებს, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ, რეპეტიტორებთან დამატებითი გაკვეთილები აუცილებლად უტარდებათ. გარდა ამისა, ისინი მუსიკალურ და ხელოვნების სკოლებში, ან სპორტულ სექციებზე დადიან. უდიდესი კონკურენციიდან გამომდინარე ბავშვები მშობლების ზეწოლას პატარაობიდანვე განიცდიან.

8. ჩინეთში სახელმწიფო და კერძო სკოლებს შეხვდებით. კერძო სკოლაში სწავლის საფასური შეიძლება თვეში 1000 დოლარამდე ავიდეს. განათლების დონე მათში ბევრად მაღალია. განსაკუთრებული ყურადღება უცხო ენის შესწავლას ეთმობა. დღეში ჩატარებული ინგლისურის 2-3 გაკვეთილის დახმარებით, ელიტარული სკოლის მოსწავლეები მეხუთე კლასში უცხო ენაზე თავისუფლად საუბრობენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შანხაიში უცხოელი პედაგოგები რიგით სკოლებში ასწავლიან.

9. საგანმანათლებლო სისტემა მექანიკურ დამახსოვრებაზეა დაფუძნებული. ბავშვები უამრავ მასალას უბრალოდ იზეპირებენ. მასწავლებელი მათგან ავტომატურ პასუხს ითხოვენ და სულაც არ ფიქრობენ იმაზე, გაიაზრა თუ არა მოსწავლემ ესა თუ ის ინფორმაცია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახლა პოპულარობას სწავლის ალტერნატიული მეთოდები: მონტესორი და ვალდორფი იძენს. ორივე მათგანი ბავშვებში შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზე არის ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ამ საკითხით მხოლოდ კერძო სკოლები დაინტერესდნენ, რომლებში სწავლა იმდენად ძვირია, რომ ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთეულებისთვის არის.

10. ბავშვს ღარიბი ოჯახებიდან, კუნგ-ფუს სკოლებში გზავნიან. ბავშვები, რომლებსაც სწავლა არ უნდათ და მშობლების აზრით ძალიან მოუსვენრები არიან, საერთო საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიჰყავთ.

კუნგ-ფუს სკოლაში ისინი დილიდან საღამომდე ვარჯიშობენ. გამართლების შემთხვევაში ისინი საბაზისო დაწყებით განათლებას იღებენ, რაც ჩინურ ენაზე წერა-კითხვას გულისხმობს. ასეთ დაწესებულებებში ფიზიკური დასჯა ჩვეულებრივი მოვლენაა. მასწავლებლებს მოსწავლეების გაწკეპლაც კი შეუძლიათ. სამაგიეროდ სახლში ისინი დისციპლინირებულები ბრუნდებიან. კუნგ-ფუს ცნობილი ოსტატების დიდმა ნაწილმა სწორედ ასეთი სკოლა გაიარა. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვებს აქ ჯანმრთელობის გამოსასწორებლად 1-2 წლით აბარებენ.

მიუხედავად იმისა, თუ სად სწავლობს ჩინელი მოსწავლე – კუნგ-ფუს თუ კერძო სკოლაში, ბავშვობიდან ის სამ ძირითად თვისებას: შრომის ფასს, დისციპლინასა და უფროსების პატივისცემას იძენს.

მათ ბავშვობიდან ასწავლიან იყვნენ საუკეთესოები, მნიშვნელობა არ აქვს რაში.

შეიძლება სწორედ ამიტომ ჩინელები მეცნიერების ყველა განშტოებაში, კულტურასა და ხელოვნებაში წამყვანი ადგილების დაკავებას იწყებენ. ევროპელებს, რომლებიც უფრო ლოიალურ პირობებში გაიზარდნენ, ისინი ხშირად შანსს არ უტოვებენ.

წყარო: adme.ru

მოამზადა თეა ინაშვილმა

სოფო გორგოძე: თუ ცხრილში ცარიელი უჯრა არ არის ე.ი. აბიტურიენტმა ყველა საგანში გადალახა ზღვარი

$
0
0

აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება. სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რომელ უნივერსიტეტში რამდენი სტუდენტი ჩაირიცხა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე აბიტურიენტებს ურჩევს კარგად შეამოწმონ საკუთარი გვერდი და ყურადღებით გაეცნონ ეროვნული გამოცდების შედეგებს. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე საკმარისია აბიტურიენტმა შეხედოს სკალირებული ქულების ცხრილს, თუ ცხრილში ცარიელი უჯრა არ არის ეს ნიშნავს, რომ მას ყველა საგანი გადალახული აქვს. ერთი უჯრაც თუ ცარიელია პიროვნება კონკურსს ეთიშება.

„უფრო მარტივად რომ გაარკვიოს აბიტურიენტმა გადალახული აქვს თუ არა ზღვარი ყველა საგანში, უნდა შეხედოს სკალირებულ ქულებს, აქ საკმარისია ვნახოთ ის, რომ სკალირებული ქულის ყველა უჯრა შევსებულია. თუ სკალირებული ქულა დათვლილია ე.ი. ყველა საგანში ბარიერი გადალახულია. თუ რომელიმე უჯრა ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ სკალირებული ქულები აღარ დაითვალა იმიტომ, რომ გათანაბრებული ქულა არ აღმოჩნდა გამსვლელ ქულაზე მეტი. ანუ ერთი შეხედვით რომ ნახავს აბიტურიენტი, თუ ყველა უჯრა აქვს შევსებული ე.ი ყველაფერი რიგზეა და აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას“, – ამბობს სოფო გორგოძე.

მისივე განმარტებით, ნებისმიერ საგანში თუ გათანაბრებული ქულა მეტია ან ტოლია გამსვლელი ქულის, აპლიკანტი კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს.

„გათანაბრებული ქულა არის ზუსტად ის ქულა, რითაც აბიტურიენტი მონაწილეობს კონკურსში, გათანაბრება ხდება იმ საგნებში, სადაც ერთზე მეტი ვარიანტი წერეს აბიტურიენტებმა. რიგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ისე, რომ აბიტურიენტმა, რომელსაც ეგონა რომ გამოეთიშა კონკურსს გათანაბრების შედეგად აღმოაჩინოს, რომ სინამდვილეში ასე არ არის, რადგან მისი გათანაბრებული ქულა უკვე მეტია გამსვლელ ქულაზე. თუ არის ასეთი ბედნიერი შემთხვევა, ისინი ამას აუცილებლად თავიანთ პირად გვერდზე გაიგებენ.

მაგალითისთვის: პირად გვერდზე ცხრილში არის აბიტურიენტის ნედლი ქულა და ასევე მისი საბოლოო ნედლი ქულა, მაგ აბიტურიენტს თავიდან ჰქონდა 15 ქულა, შემოიტანა აპელაცია და გაუხდა 17 ქულა. თუ ნედლი ქულის გასწვრივ ფრჩხილია ეს მიუთითებს, რომ აპელაციამდე და აპელაციის შემდგომი ქულაა მოცემული. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ მათ შეხედონ ორ სვეტს ეს არის გათანაბრებული ქულა და გამსვლელი ქულა თუ მათი გათანაბრებული ქულა გამსვლელ ქულაზე მეტია, რა თქმა უნდა, ისინი აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას.

ზემოთმოყვანილ მაგალითში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამსვლელი ქულა იყო 17,5 და აბიტურიენტს მაინც არ ყოფნიდა ზღვარის გადასალახად, მაგრამ გათანაბრების შედეგად მისი ქულა მიუახლოვდა 20-ს და ეს გახლავთ ის ბედნიერი შემთხვევა, როცა აბიტურიენტს ეგონა, რომ გამოეთიშა კონკურსს, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ეს არის მაგალითი და ყველა აბიტურიენტმა ინდივიდუალურად უნდა ნახოს შეიცვალა თუ არა მისი ნედლი ქულა და ამ ეტაპზე მას რა მდგომარეობა აქვს. ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ აპელაციის შედეგად ყველას აუცილებლად ქულა მოემატებოდა “, – განმარტავს სოფო გორგოძე.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, აგვისტოს თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა – 2019 წელი

აბიტურიენტები ფაკულტეტების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანას 26 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

ეროვნული თავდაცვის აკადემია საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადს მასპინძლობს

$
0
0

მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საზაფხულო სკოლის მეორე ეტაპის გახსნის ღონისძიება გაიმართა. მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მალხაზ მაკარაძე, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, დავით მიქელაძე, რონდელის ფონდის წარმომადგენლები, გიორგი ბადრიძე და ირაკლი მენაღარიშვილი.

საზაფხულო სკოლა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეებისთვის პროექტის მიმდინარეობა საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იქნება, ისინი ჩართული იქნებიან სხვადასხვა სახის სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და შემეცნებით კონკურსებში.

Viewing all 14411 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>