Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14415 articles
Browse latest View live

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამებზე 2019-2020 წლისთვის მიღებას აცხადებს

$
0
0

მაგისტრატურაში მიღებასთან დაკავშირებით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 2019-2020 სასწავლო წელს რექტორის ბრძანებით განისაზღვრა მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) საქართველოს ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) ქართული ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) ანგლისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) ჟურნალისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ) განათლების სფეროს ხელმძღვანელობისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
თ) ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ი) ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
კ) საბუღალტრო და საგადასახადო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
მ) სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ნ) სასტუმრო მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

მაგისტრატურაში მიღების ვადები:

  • მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია – 27 აგვისტო – 25 სექტემბერი;
  • გამოცდა ინგლისურ ენაში – 26 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში – 27 სექტემბერი.

მისაღები საგამოცდო საგნები, მისაღები გამოცდების ჩატარების დრო და ადგილი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;

მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:
ა) განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი (დედნის წარმოდგენით) ან ცნობა აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ე) ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სრული ინფორმაციისათვის მიმართეთ უნივერსიტეტს.


რამდენია მასწავლებლის ხელფასი სტატუსის, სტაჟისა და სამუშაო საათების მიხედვით

$
0
0

ახალი სასწავლო წელი ახლოვდება. სკოლები ახალი კადრების ასაყვანად ემზადებიან. პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან წასვლამ ბევრი ვაკანსია გააჩინა. სკოლაში შემსვლელ კადრებს, ბუნებრივია, აინტერესებთ, როგორი იქნება მათი შრომის ანაზღაურება.

EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, მოკლედ მიმოიხილოს, რისგან შედგება მასწავლებლის ხელფასი. სტატუსების მიხედვით, ან სხვა მხრივ, რა დანამატები ეძლევათ მასწავლებელს და რა შემთხვევაში აქვთ სახელფასო შეღავათები.

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე ბრძანების მიხედვით, მასწავლებლის ერთი თვის საბაზო თანამდებობრივი სარგო შეადგენს 405 ლარს (მინიმალური ანაზღაურება კი საჯარო სკოლებში სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება 384 ლარით და 75 თეთრით). ამ თანხას შემდეგ ემატება თანხა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით.

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანების თანახმად მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების და თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების გაანგარიშება ხორციელდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, სამუშაო დატვირთვა, სამუშაოს სპეციფიკა, სქემით განსაზღვრული სტატუსი და სკოლის მაღალმთიანი დასახლებაში მდებარეობა. შესაბამისად, სხვადასხვა კვალიფიკაციის, სხვადასხვა სტაჟისა და დატვირთვის მქონე მასწავლებლის შრომის ანაზღაურება სხვადასხვაა“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

როგორც ცნობილია, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა უფროსი მასწავლებლისთვის განისაზღვრება 320 ლარით; წამყვანი მასწავლებლისთვის -700 ლარით; მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის – 1000 ლარით.

კლასის დამრიგებლობის დანამატი შეადგენს 101.25 ლარს. კლასკომპლექტით
სწავლების დანამატი (სრული დატვირთვის შემთხვევაში) 40.50-ს, არაქართულენოვან სკოლებში/ სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი (სრული დატვირთვის შემთხვევაში) შეადგენს 40.50-ლარს.

სკოლაში სამუშაო საათების მიხედვით არსებობს 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა:

  • ნაწილობრივი დატვირთვა – გულისხმობს 36-ზე ნაკლებსაათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში;
  • სრული დატვირთვა – გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში;
  • სრულზე მეტი დატვირთვა – გულისხმობს 40-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 19 ან მეტი საგაკვეთილო საათი კვირაში.

ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები (გარდა სადამრიგებლო დანამატისა).  სრულზე მეტი დატვირთვისთვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე კვირაში 6 ლარის ოდენობით.

ხოლო განათლების, კვალიფიკაციის და სამუშაო სტაჟის მიხედვით მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგო შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ ამ ბრძანებაში.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატს, სრული დატვირთვის შემთხვევაში, 142 ლარის ოდენობით განისაზღვრება და არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე, კვალიფიკაციასა და სამუშაო სტაჟზე.

მასწავლებელს ხელფასზე დანამატი მიეცემა ასევე მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვების შემთხვევაში.

მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საბაზო დანამატი განისაზღვრება 32.40 ლარის ოდენობით, ხოლო საგაკვეთილო დანამატი ყოველ ჩატარებულ საგაკვეთილო საათზე 6.0 ლარის ოდენობით.

ამას გარდა, არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებში რეგიონების სკოლებში მივლენილ მასწავლებლებს ხელფასსა და სხვა დანამატებზე, კიდევ ემატება გარკვეული თანხა.

„სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში დასაქმებულ კონსულტანტ-მასწავლებელთა ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს. არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში მივლენილები არიან კონსულტანტ-მასწავლებლები და დამხმარე მასწავლებლები და პროგრამის ფარგლებში, დასაქმებული კონსულტანტ-მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება შეადგენს – 1250 ლარს, ხოლო დამხმარე მასწავლებლების – 650-750 ლარს (დამოკიდებულია სკოლასა და ქალაქს/რაიონულ ცენტრს შორის მანძილზე)“, – ნათქვამია EDU.ARIS.GEსთვის განათლების სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მასწავლებლებისთვის არსებობს ასევე სახელფასო შეღავათები.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ აღნიშნული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით, კერძოდ: საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000-ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

ასევე, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18-წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.

საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18-წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი), აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000-ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე“, – აღნიშნულია სამინისტროდან EDU.ARIS.GE-სთვის საჯარო ინფრომაციის მოთხოვნის საპასუხოდ გამოგზავნილ წერილში.

რაც შეეხება სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურებას, ის მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და სპეციალურ მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე ასევე შეიძლება მიეცეს კლასის დამრიგებლობის დანამატი და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.

სპეციალური მასწავლებლის ხელფასი დაითვლება განათლების და კვალიფიკაციის, სამუშაო სტაჟის და სამუშაო დატვირთვის მიხედვით. 1-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 524,48 ლარს. ხოლო თუ ის კლასის დამრიგებელიცაა დანამატი შეადგენს 101.25 ლარს.

ასევე იხილეთ:

როდის მიიღებენ სტატუსშეცვლილი მასწავლებლები დანამატს და რა შემთხვევაშია საჭირო დირექტორის წარდგინება

ახალი საათობრივი ბადე, ახალი სახელმძღვანელოები და სასკოლო გამოცდები – სიახლეები 2019-2020 სასწავლო წლისთვის

მაძიებლობის თუ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა – რომელი უნდა აირჩიოს მსურველმა?

მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი დამტკიცდა

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

რამდენი ლარით გაეზრდებათ ხელფასი მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს?

$
0
0

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრ მიხელ ბატიაშვილის განცხადებით, 2019 წლის ოქტომბრიდან სახელფასო ზრდა ყველა სტატუსიან პედაგოგს შეეხება. ამის შესახებ მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პრემიერ-მინისტრსა და პედაგოგებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით, უფროსი მასწავლებელი მიიღებს სტატუსის გარდა საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებელი – 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი – 1745 ლარს. ხოლო მეტი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში ანაზღაურება, რა თქმა უნდა, მეტი იქნება. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საათზე ნაკლები ექნებათ საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება, ანუ ფაქტობრივად, ყველა პედაგოგს, რომელსაც სტატუსი აქვს მინიჭებული, ხელფასის ზრდა შეეხება“,- თქვა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შემოდგომით ანაზღაურება გაეზრდებათ, რესურსცენტრების თანამშრომლებს, დირექტორებს და ტექპერსონალს.

„ხელფასი გაეზრდებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. აღნიშნული პირები წარმოადგენენ სკოლის ადმინისტრაციას და თანამდებობრივ სარგოზე დანამატი 125 ლარი იქნება.

ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები. რესურსცენტრის უფროსის ხელფასი 250 ლარით გაიზრდება და 1 450 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება თანამშრომლებს: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 200 ლარით მოიმატებს და 1000 ლარი გახდება. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 150 ლარით გაიზრდება და 950 ლარი იქნება. 150 ლარით მოემატება ანაზღაურება პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს და მისი თანამდებობრივი სარგო 850 ლარი გახდება“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

პედაგოგების ანაზღაურების თემაზე ისაუბრა პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც, მისი თქმით, სახელფასო ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წლისთვის უფროსი მასწავლებლის ხელფასი მიაღწევს 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლის ხელფასი იქნება 2150 ლარი, მენტორი პედაგოგების ხელფასი კი – 2450 ლარი.

ასევე იხილეთ:

რამდენია მასწავლებლის ხელფასი სტატუსის, სტაჟისა და სამუშაო საათების მიხედვით

როდის მიიღებენ სტატუსშეცვლილი მასწავლებლები დანამატს და რა შემთხვევაშია საჭირო დირექტორის წარდგინება

ახალი სასწავლო წლიდან 10 000-ზე მეტი მასწავლებელი აიმაღლებს სტატუსს – ვის მოემატება ხელფასი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის წესით მიღების ვადები და პირობები

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით მიიღებიან:

  • სტუდენტები რომლებსაც 2019 წელს არ უსრულდებათ 24 და მეტი წელი;
  • რომელთა მიერ წარმოდგენილია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) და არ არსებობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანებით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის საფუძველი;
  • რომლებიც დარეგისტრირდნენ მობილობის წესით ჩასარიცხი პირების ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge და რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:

– მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა – 30 მისაღები ადგილი
– ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა – 30 მისაღები ადგილი
– თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა – 10 მისაღები ადგილი

საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 12 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია: 577 19 35 96; 595 05 24 89.

კანდიდატების შესარჩევი ტური ჩატარდება 2019 წლის 19 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით (შესარჩევი ღონისძიებების განრიგი კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე დაზუსტდება მოგვიანებით)

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება 4 კომპონენტის შესაბამისად:

  • სამედიცინო შემოწმება;
  • ფიზიკური შესაბამისობის ტესტირება (წოლბჯენიდან აზიდვა, მუცლის პრესი, რბენა 3200 მ.);
  • ფსიქოლოგიური შერჩევა;
  • გასაუბრება.
  • შერჩეული პირები, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული კრედიტების მიუხედევად, ჩაირიცხებიან ბაკალავრიატის პირველ კურსზე (არ მოხდება არსებული კრედიტების აღიარება).

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს 10-წლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს. სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას – “ლეიტენანტი”.

კურსდამთავრებულები დასაქმდებიან საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის უსაფრთხოებისა და სამხედრო პროფილის სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.

იხილეთ სასწავლებელში წარსადგენი საბუთების ნუსხა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება

$
0
0

პირველკურსელთა საყურადღებოდ! – იწყება რეგისტრაცია 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის.

  • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა);
  • სამართლის ფაკულტეტზე (სამართალმცოდნეობა);
  • ბიზნესის ფაკულტეტზე (ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი);
  • მედიცინის ფაკულტეტზე (ფარმაცია, მედიცინა, სტომატოლოგია);
  • მევენახეობა-მეღვინეობის ფაკლუტეტზე (ქართული მევენახეობა-მეღვინეობა).

პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ჩარგლის ქუჩა N73 პირველ სართულზე, 101-ე აუდიტორიაში.

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი შემდეგი საბუთები:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან.

სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისი, ვითიბი და ბაზის ბანკში ე.წ. კომუნალური გადახდის წესით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სტუდენტის პირადი ნომრის მითითებით. ასევე, შესაძლებელია TBC PAY-სა და საქართველოს ბანკის (Express Bank) გადახდის აპარატებით სარგებლობა.

სემესტრული გადასახადი შეადგენს:

  • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა) – 1250 ლარი;
  • სამართლის ფაკულტეტი (სამართალმცოდნეობა) – 1250 ლარი;
  • ბიზნესის ფაკულტეტი (ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი) – 1250 ლარი;
  • მედიცინის ფაკულტეტი (მედიცინა, სტომატოლოგია) – 1475 ლარი;
  • მედიცინის ფაკულტეტი (ფარმაცია ) – 1125 ლარი;
  • მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი (ქართული მევენახეობა-მეღვინეობა) -1125 ლარი.

სწავლის დაწყების თარიღია 9 სექტემბერი.

შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი, ვალდებულია რეგისტრაციის დროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა.

აღიარებს თუ არა გერმანული მხარე ქართულ პროფესიულ დიპლომებს?

$
0
0

გერმანიაში 2020 წლისთვის ამოქმედდება კანონი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. რადგან აღნიშნული ცვლილებები საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება, საინტერესოა, კონკრეტულად რა პირობები და მოთხოვნებია გაწერილი კანონში და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ დაინტერესებულ პირებს რომ დასაქმების და სწავლის უფლება მოიპოვონ.

ამ კითხვებით EDU.ARIS.GE-მ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ელგუჯა ხოკრიშვილს მიმართა.

როგორც აღმოჩნდა პროფესიული განათლების მიღების და დასაქმების მსურველებისთვის ერთ- ერთი მთავარი პირობა გერმანული ენის ფლობა იქნება. ახალი კანონი გარკვეული ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდეგ ამოქმედდება.

– საქართველოს გარდა, კონკრეტულად რომელ ქვეყნებს ეხება ეს ინიციატივა? კვოტების შესახებ რომ გვითხრათ, რამდენ ადამიანს ექნება შესაძლებელი ამ ინიციატივით ისარგებლოს?

– კანონი ეხება ევროკავშირის ყველა არაწევრი ქვეყნის მოქალაქეს. მთავარი წინაპირობა მესამე ქვეყნებიდან მოქალაქეების გერმანიაში დასაქმებისთვის იქნება მათი პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება გერმანიაში. კვალიფიკაციის აღიარების შემთხვევაში მათ შეუძლიათ იმუშაონ ნებისმიერი პროფესიით. აქამდე არსებული შეზღუდვა გარკვეულ პროფესიებზე ახალი კანონმდებლობით გაუქმებულია.

– რაიმე სახის ასაკობრივი ან რიცხობრივი ლიმიტები იქნება დაწესებული ამ ქვეყნებიდან გერმანიაში შესვლაზე და მუშაობაზე?

– ახალი კანონის თანახმად, სამუშაო კონტრაქტისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს დასაქმების თანაბარი შანსი ექნებათ გერმანიის/ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებთან მიმართებაში.კანონის კიდევ ერთი სიახლეა, რომ კვალიფიციურ მუშახელს მესამე ქვეყნებიდან, ეძლევა უფლება სამუშაო ადგილის ძიების მიზნით ჩამოვიდეს გერმანიაში მაქსიმუმ 6 თვით. გერმანიის ტერიტორიაზე სამუშაოს ძიებისთვის ჩამოსასვლელად მთავარი წინაპირობაა, კვალიფიკაციის აღიარება, ენის შესაბამისი ცოდნა (როგორც წესი მინიმუმ B1 დონეზე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში ცხოვრების უზრუნველსაყოფად. სამუშაოს საძიებლად ჩამოსული კვალიფიციური მუშახელი არ მიიღებს გერმანიის მთავრობისგან არც სოციალურ დახმარებაა და არც დაფინანსებას საცხოვრებლისთვის. სამუშაოს საძიებლად გერმანიაში გამომგზავრებისთვის დაინტერესებულმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ გერმანიის საკონსულოს, შეიტანონ განაცხადი შესაბამისი კატეგორიის (სამუშაოს მაძიებლის) ვიზაზე და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია.  საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება უვიზო მიმოსვლის ფარგლებში სამუშაოს საძიებლად ჩამოვიდნენ გერმანიაში. ეს უფლება აქვს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს – მაგალითად აშშ, კანადა.

– როგორც ვიცით, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ უფრო მარტივი გახდება გერმანიაში პროფესიული განათლების მიღება, რა აუცილებელი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს მსურველმა?

– კანონის კიდევ ერთი სიახლეა, რომ მარტივი ხდება პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები გერმანიაში. გერმანიაში პროფესიული განათლების მიღების მსურველის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, მას უნდა ქონდეს საშუალო სკოლის დიპლომი და ფლობდეს გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონეზე). პროფესიული განათლების მიღების მსურველებმა განაცხადი უნდა შეიტანონ გერმანიის საკონსულოში შესაბამისი კატეგორიის ვიზის მისაღებად.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, 45 წელს გადაცილებული პირების დასაქმებისთვის გერმანიაში ჩამოსასვლელად იარსებებს განსხვავებული პირობები: კერძოდ, მათ უნდა ქონდეთ უფრო მაღალი შემოსავალი ან საკმარისი რაოდენობის პენსია. ამით მთავრობა ცდილობს აღკვეთოს გერმანიის სოციალური სისტემით სარგებლობის შესაძლებლობები.

– თქვენ ბრძანეთ, რომ გერმანიაში დასაქმების წინაპირობა იქნება კვალიფიკაციის აღიარება, კონკრეტულად რომელმა უწყებამ უნდა განახორციელოს და ნიშნავს თუ არა ეს, რომ შესაძლებელია მაგალითად საქართველოში გაცემული პროფესიული დიპლომი აღიაროს გერმანულმა მხარემ?

– კანონში ზუსტად მაგ მიზნით ჩაიწერა, რომ გამოქვეყნებიდან 7 თვეში ამოქმედდება. ამ შვიდ თვეში დაზუსტდება ეს ტექნიკური დეტალები. კანონის თანახმად, ფედერალურ მიწებს ეძლევათ რეკომენდაცია ერთი ცენტრალიზებული მიგრაციის სამსახური ჩამოაყალიბონ, იმისთვის, რომ კვალიფიკაციის აღიარების პროცედურები ნაკლებად ბიუროკრატიული და უფრო მოქნილი გახდეს. შესაძლებელია, რომ დასაქმების ფედერალურმა სააგენტომაც განახორციელოს აღიარების პროცედურები. ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს არა მხოლოდ ინდივიდუალურად კვალიფიკაციის აღიარების პროცედურებს, არამედ შესაძლებელი იქნება ასევე გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოსა და წარმოშობის ქვეყნის დასაქმების სამსახურს შორის შეთანხმების საფუძველზე ერთიანად მოხდეს კონკრეტულ პროფესიებზე საზღვარგარეთ გაცემული პროფესიული განათლების დამდასტურებელი დოკუმენტების აღიარება. ეს ხელს შეუწყობს უცხოელი მუშახელის გერმანულ სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებას და კვალიფიკაციის სტანდარტების სრულყოფას წარმოშობის ქვეყნებში.

კვალიფიკაციის აღიარების პროცედურა შეუძლია განახორციელოს ასევე ადგილზე (გერმანიაში) დამსაქმებელმა, რის შემდეგაც ინფორმაცია მიეწოდება გერმანიის საკონსულოს, რომელიც გასცემს შესაბამის ვიზას.

ამ ეტაპზე უკვე განისაზღვრა, რომ სანიტარული სექტორში (care sector) დასაქმებისთვის ინდივიდუალურად კვალიფიკაციის აღიარების ნაცვლად მოხდება ამ სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ერთიანად აღიარება. დასაქმების სააგენტოსთან მოლაპარაკების შედეგად, ეს შეიძლება გავრცელდეს სხვა პროფესიებზეც, თუკი წარმოშობის ქვეყანაში გერმანიის ანალოგიური პროფესიული განათლების სისტემა არსებობს. ამიტომ ჩვენ საელჩო მჭიდრო კონტაქტზეა შესაბამის უწყებებთან გერმანიაში, რომ ეს ინფორმაცია საქართველოს შესაბამის უწყებას მიეწოდოს როგორც კი გერმანიაში ამ მიმართულებით განისაზღვრება კომპეტენციები.

რადგან გერმანიაში პროფესიული განათლება არის მიწების კომპეტენცია, ამიტომ ცენტრსა და მიწებს შორის ამ დეტალების განაწილება ნაკლები ბიუროკრატიით უნდა გაირკვეს ამ 7 თვეში, კანონის ამოქმედებამდე. ამისთვის კანონი იძლევა რეკომენდაციებს, მაგრამ ალბათ წლის ბოლომდე გაირკვევა ყველა დეტალი.

– როგორც ცნობილია IT სექტორის სპეცილისტებს არ მოეთხოვებათ კვალიფიკაციის აღიარება, რა დოკუმენტაცია დასჭირდებათ მათ გერმანიაში დასაქმებისთვის?

– ერთადერთი სფერო, რომელიც ახალი კანონმდებლობით არ საჭიროებს კვალიფიკაციის აღიარებას, ეს არის IT სექტორი. ამ დარგის სპეციალისტები კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და აღიარების გარეშე შეძლებენ გერმანიაში დასაქმებას. მათ მოეთხოვებათ მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება და იმ მომენტისთვის არსებული გარკვეული შემოსავლის ჩვენება.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

23 წელი სწავლა? და რა ღირს ეს?

$
0
0

რომელ ქვეყნებში ატარებენ სკოლის მოსწავლეები კლასებში ყველზე ნაკლებ დროს? სად იხდიან მშობლები სასკოლო ნივთებში ყველაზე მეტს და რომელ ქვეყანაშია საჭირო განათლების მისაღებად სწავლაზე საშუალოდ 23 წლის დახარჯვა?

ცოდნისკენ მიმავალ გრძელ გზას, ათასგვარი ხარჯიც ართულებს. ბავშვების განათლებისათვის საჭირო თანხა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება. ასევე განსხვავებულია საათების რაოდებობა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები კლასებსა  და აუდიტორიებში ატარებენ. ამ სხვაობის უფრო თვალნათლივ დასანახად რამდენიმე ფაქტსა და მაჩვენებელს გთავაზობთ.

ამერიკელ მშობლებს ყველაზე ძვირი კომპიუტერი და სკოლის მოსწავლის ტანსაცმელი უჯდებათ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვის სკოლისთვის მომზადებისთვის ოჯახი საშუალოდ  685 დოლარს ხარჯავს. 2005 წლიდან მოყოლებული თანხა დაახლოებით 250 დოლარით გაიზარდა.  ყველაზე მეტი კომპიუტერებზე, საშუალოდ 299 დოლარი, იხარჯება. მეორე ადგილზეა ტანსაცმელი – 268 დოლარი, შემდეგ მოდის სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები – პლანშეტები, კალკულატორი და სხვა, რომლებზეც 271 დოლარი იხარჯება. სახელმძღვანელოებსა და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთზე მოსწავლის ოჯახი 112 დოლარს ხარჯავს. ყველა ეს თანხა წლიდან წლამდე იზრდება.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით დანიაში სასწავლო წელი ორი თვით გრძელია

ამ ქვეყანაში სკოლის მოსწავლემ კლასში ყოველწლიურად დაახლოებით 1000 საათი უნდა გაატაროს. ასეთ გრძელ სასწავლო წელს თავისი გამართლებაც აქვს: დანია განათლების საუკეთესო ხარისხის ხუთი წამყვანი ქვეყნის სიაში სისტემატურად შედის.

თუ ეძებთ ქვეყანას, სადაც განათლება შედარებით იაფია, ჰონგ-კონგი დაივიწყეთ

მშობლების  მიერ შვილის განათლებისათვის გადახდილი თანხა ქვეყნის მიხედვით მკვეთრად განსხვავდება. ამ მაჩვენებლის სხვაობა 100 000 დოლარამდეც კი შეიძლება ავიდეს. განათლების მიღება ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში ჯდება. აქ სწავლისთვის საშულოდ 131 161 აშშ დოლარის გადახდა არის საჭირო (სტიპენდიის, სესხისა და სახელმწიფო მხარადჭერის გათვალისწინების გარეშე).

ამ სიაში მეორე ადგილი არაბთა გაერთიანებული ემირატებს უჭირავს აქ სწავლა საშუალოდ 99 000 დოლარი ჯდება. რაც შეეხება სინგაპურსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ განათლების მისაღებად 71 000 და 58 000 დოლარის გადახდა არის საჭირო. ჩამოთვლილი ქვეყნებისგან საფრანგეთი მკვეთრად განსხვავდება. აქ მშობლები შვილის სრული განათლებისთვის (სკოლისა და უნივერსიტეტის ჩათვლით) საშუალოდ 16 000 დოლარს იხდიან.

ავსტარლიელები სწავლაზე დაახლოებით ცხოვრების მეოთხედ ნაწილს ხარჯავენ

ადრე თუ გვიან სწავლა მთავრდება. სკოლის დაწყებისთანავე ყველა პირველკლასელს ეს აუცილებლად უთხარით. თუმცა ისეთ ქვეყნებში როგორიაა ახალი ზელანდი და ისლანდია ეს პროცესი თითქმის ორი ათწლეული გრძელდება. ,,სასკოლო და საუნივერსიტეტო ცხოვრების მოსალოდნელი ხანგრძლივობა“ ჩარიცხვების საშუალო მაჩვენებლიდან ითვლება. ამჟამად ეს ხანგრძლივობა ავსტრალიაში სწავლის 22,9 წელიწადს აღწევს, ანუ იქ ადამიანი 6-დან 28 წლამდე სწავლობს. ამ სიის ბოლო ადგილი ნიგერიას უჭირავს, სადაც ბავშვები სწავლას 7 წლის ასაკიდან იწყებენ  და დაახლოებით 5,3 წელში ასრულებენ, 17 წლით ადრე ვიდრე ავსტრალიაში.

განათლების საფასურს არა მხოლოდ მშობლები იხდიან. გავიხსენოთ ტყეები . . .

ვირტუალური რეალობის საუკუნეში, როდესაც ადამიანები 3D პრინტერებსა და დრონებს იყენებენ, მოსწავლისთვის ჩვეულებრივი ფანქარი განუყოფელ ინსტრუმენტად რჩება. დღეს, მისი გამოგონებიდან 400 წლის შემდეგ, მსოფლიოში ყოველწლიურად 15-დან 20 მილიარდამდე ფანქარს ამზადებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ საკანცელარიო ნივთს კედარის ხისგან აწარმოებენ, რომელიც წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე იზრდება. რაც შეეხება გრაფიტს, მას ჩინეთსა და შრი ლანკაზე მოიპოვებენ. იმისათვს, რომ მოსწავლეებმა მთელი წლის მანძლზე ფანქრების დეფიციტი არ იგრძნონ, ყოველწლიურად 60 000-დან 80 000-მდე ხე იჭრება.

წყარო: bbc

მოამზადა თეა ინაშვილმა

2019 წლის საშემოდგომო მობილობით 4738-მა სტუდენტმა ისარგებლა –რა მიზეზით ეთქვათ უარი დანარჩენებს

$
0
0

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, უნივერსიტეტის შეცვლის სურვილი მობილობის პორტალზე 5519-მა სტუდენტმა დააფიქსირა, აქედან 4738 მათგანის განაცხადი დააკმაყოფილეს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ EDU.ARIS.GE -სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წელს ყველაზე მეტი სტუდენტი ტექნიკურ უნიერსიტეტში გადავიდა. მობილობის შედეგად მიღებული სტუდენტების რიცხვის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადავიდა – 833 სტუდენტი;
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 564 სტუდენტი;
  3. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (სეუ) – 502 სტუდენტი;
  4. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – 435 სტუდენტი;
  5. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 200 სტუდენტი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, მობილობის ელექტრონულ პორტალზე სტუდენტის განაცხადის არ დაკმაყოფილების ორი მიზეზი არსებობს: საფასურის გადაუხდელობა და არასაკმარისი საკონკურსო ქულა.

მათივე მონაცემების თანახმად, გადაუხდელობის გამო უარი ეთქვა 272 სტუდენტს, არასაკმარისი ქულების გამო კი – 509 მათგანს, ჯამში 781 სტუდენტს.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტი მობილობის პროცესში მონაწილეობას იღებდა პორტალზე ასახული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული საკონკურსო ქულით.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ


ახალი სსიპ –ახალგაზრდობის სააგენტო დაფუძნდა

$
0
0

მთავრობის დადგენილებით, ახალი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო დაფუძნდა. ახალი ორგანიზაცია რამდენიმე უწყების გაუქმების შედეგად ჩამოყალიბდა. მისი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ერთი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს.

ახალი სააგენტოს სხვა ფუნქციებიდან ერთ-ერთია ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე კვლევების განხორციელება, ასევე, ახალგაზრდების დასაქმებისა და სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა კომპეტენციის, მათ შორის, სამეწარმეო და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპეტენციების განვითარების, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის მიმართულებით პროგრამების მომზადება, მათ განხორციელებაში მონაწილეობა.

მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, სააგენტოს ძირითადი მიზნები, როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე, არის:

ა) ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
ბ) ახალგაზრდული სფეროს, ახალგაზრდული საქმიანობისა და მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება და მხარდაჭერა;
გ) ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის ხელშეწყობა;
დ) ახალგაზრდებისთვის აქტუალურ მიმართულებათა შესაბამისად (გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სხვა), ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
ე) არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარება, ახალგაზრდული ეკონომიკის გაძლიერება, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნა, მათი ინიციატივების მხარდაჭერა, ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით;
ვ) ახალგაზრდულ სფეროსთან მიმართებით, ყველა დონეზე სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის უზრუნველყოფა.

ახალ სააგენტოს  უფროსს ეყოლება სამი მოადგილე, რომლებსაც თავმჯდომარის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, და ექნება სამი დეპარტამენტი: ადმინისტრაციული, პროგრამების მართვის და ახალგაზრდული პოლიტიკის ანალიზისა და კვლევების დეპარტამენტები.

ახალი სააგენტო რამდენიმე უწყების: ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ბავშვთა და  ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის – ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის შედეგად შეიქმნა.

კანონპროექტის განხილვის დროს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ცვლილებებით გაძლიერდებოდა მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის კავშირის ინტენსიურობა და გაძლიერდებოდა სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ახალგაზრდების მიმართ.

საპარლამენტო უმცირესობა კი ამ ცვლილებებში პოლიტიკურ მიზნებს ხედავდა, დეპუტატი სერგო რატიანი ამბობდა, რომ მსგავს თემებს ხელისუფლება ყველა დროში საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად იყენებდა.

“პრობლემა არის შემდეგი: აი ეს მიმართულება, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თქვენამდე და თქვენს დროსაც, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. ეს პოლიტიკური მიზნები იყო უნივერსიტეტებში თვითმმართველობების, პოლიტიკურად ახლო მდგომი სტუდენტების მომსახურება და სხვა რაღაცები. ეს მთავრობას, საზოგადოებასა და უნივერსიტეტებს პრობლემების გარდა სხვას არაფერს უჩენდა. ეს იყო მთავრობის ფრიად უტვინო ქმედება ყველა დროში. როდესაც იწყებ ჩარევას, 1%-ს უკეთებ ფორსირებას, უზრუნველყოფ თანხებით და ასე შემდეგ, შენიანი, სხვისიანი – ყველა არის უკმაყოფილო და ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი წაქეზებული ცუდი რაღაცებისთვის“, – აცხადებდა დეპუტატი.

თ.ვ.

პროექტის “ილიაუნი+”გამარჯვებულები გამოვლინდნენ

$
0
0

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტი ილიაუნი+ განხორციელდა ორ ეტაპად – პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის და რეალურ პროექტზე მუშაობა.

პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეულმა სტუდენტებმა გაიარეს კურსები დიზაინის, Front-end პროგრამირების, wordpress დეველოპმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. კურსის წარმატებულ მონაწილეებს კი რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

პროექტის მხარდაჭერი იყო სამედიცინო კორპორაცია ევექსი.

საბოლოო პროექტების თემის – ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია – ფარგლებში სტუდენტებმა შექმნეს 8 პროექტი:

1. ჯანსART– პროექტი გულისხმობს ილუსტრირებული მხატვრების ავატარებზე მორგებულ თამაშს, რომელიც ორიენტირებულია, მაქსიმალურად მარტივი და სახალისო საკომუნიკაციო ენის გამოყენებით სამიზნე აუდიტორიას უჩვენოს ჯანსაღი და არაჯანსაღი ქცევის ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგები;

2. დეპრესიული ჩატბოტი – პროეტი არის ჩატბოტი – ცუგა (Moody), რომელიც ჩივის ძაღლურ პრობლემებზე. იმაზე, თუ როგორი ზარმაცია მისი პატრონი. მას აქვს დღიურები და შეგიძლია ელაპარაკო ყოველდღიურ პრობლემებზე;

3. კიბერ ბოსტანი – საკვები ბოტები: ჭარხალა, სტაფილო და ა.შ., გაპიროვნებული ავატარები, იწერებიან რეცეპტებს, თავიანთ თვისებებს და ა. შ. აქვთ დღიურები, რომლებშიც სხვადასხვა თემაზე წერენ სახალისო ისტორიებს;

4.„ფიტნეს პორტალი“– საიტი, რომელიც ადამიანებს სასურველ ტრენერებსა და დარბაზებთან დააკავშირებს;

5. ჯანსაღი ცხოვრების ლექსიკონი – იდეა არის უცნობი ან ნაცნობი სიტყვების განმარტების ცოდნა და მათი პოსტერების, ანუ ვიზუალური ლექსიკონის, ვარიანტში ხილვა. გონების გავარჯიშებაში მომხმარებელს კროსვორდი დაეხმარება. დაეხმარება გაიგოს მომხმარებლის ჩართულობის შესახებ, ასევე გაეცნობა ისტორიას ლექსიკონის კაცუნას შესახებ, რომელიც ღიმილს მაინც მოგვრის მკითხველს.

6. იპოვე შენი ბალანსი – თამაში, რომელიც გვიჩვენებს, რომ არაჯანსაღი პროდუქტების მიღებისას ბალანსის დაცვა რთულია. ეს თამაში წარმოაჩენს, რომ ასეთი პროდუქტის მიღება არასასურველია.

7. ჯანსAPP – აპლიკაცია, რომელშიც იქნება რამდენიმე სერვისი – პაციენტების ონლაინსამედიცინო ისტორია, გამოკვლევების პასუხები, ვიზიტის დაჯავშნა.

8. anonima – ოტი, რომელიც მოზარდებისათვის სექსუალურ განათლებაზე ნებისმიერ ინფორმაციას ფლობს.

გამარჯვება ორმა გუნდმა მოიპოვა:

I ადგილი – „ანონიმური კითხვები ჯანმრთელობაზე“

სალომე მინდიაშვილი (HTML)
თაკო ლორია (Design)
თამთა პაპუკაშვილი
გიორგი გიუნაშვილი (Digital)

II ადგილი – „საკვები პროდუქტების ბოტები“

თამთა პაპუკაშვილი (Digital)
ანა გვენცაძე (Design)
მარიამ მუხათგვერდელი (WordPress)
მარი გამსახურდიშვილი (Design)

გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სტიპენდიები.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 2 სექტემბრიდან დაიწყება

$
0
0

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ აბიტურიენტთა რეგისტრაციის (ხელშეკრულებების გაფორმება) ვადაა: 2019 წლის 2 სექტემბერი – 2019 წლის 12 სექტემბერი.

აბიტურიენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხაა: 

  • პირადობის მოწმობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი (დედნის წარმოდგენით);
  • ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მანდატურების შერჩევის მიზნით მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს – 44 ვაკანტური ადგილი

$
0
0

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს. ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების საჯარო სკოლებში მანდატურის პოზიციაზე 44 ვაკანტური ადგილი გამოჩნდა.

იხილეთ რომელ ტერიტორიულ ერთეულებში ესაჭიროებათ მანდატური და რამდენი ვაკანსიაა გამოცხადებული თითოეულ მათგანში:

ქვემო ქართლი

სოფელი ირგანჩაი – 1 ვაკანსია
თაზაკენდი – 1 ვაკანსია
წერეთელი – 1 ვაკანსია
ქ. მარნეული – 1 ვაკანსია
სადახლო – 1 ვაკანსია
ქ. თეთრიწყარო – 1 ვაკანსია
ქ. წალკა – 2 ვაკანსია
ქვემო ბოლნისი – 1 ვაკანსია
ქ. ბოლნისი – 1 ვაკანსია

აჭარა

დაბა ხულო – 1 ვაკანსია

კახეთი

მანავი –  1 ვაკანსია
მატანი – 1 ვაკანსია
აფენი – 1 ვაკანსია
ბაკურციხე – 1 ვაკანსია
ჩუმლაყი – 1 ვაკანსია

სამცხე-ჯავახეთი

ქ. ახალქალაქი – 4 ვაკანსია

სამეგრელო

დარჩელი – 1 ვაკანსია
ნარაზენი – 1 ვაკანსია
რუხი – 1 ვაკანსია
მუხური -1 ვაკანსია

მცხეთა-მთიანეთი

ძალისი – 1 ვაკანსია

რაჭა-ლეჩხუმი

ქ. ამბროლაური – 1 ვაკანსია

შიდა ქართლი

ახალდაბა – 1 ვაკანსია
ქვეშე – 2 ვაკანსია
შავშვები – 1 ვაკანსია
სვენეთი – 1 ვაკანსია
პატარა გარეჯვარი – 2 ვაკანსია
ახალქალაქი – 2 ვაკანსია
ოკამი – 1 ვაკანსია
რუისი – 2 ვაკანსია
საღოლაშენი – 2 ვაკანსია

იმერეთი

ნაბაკევი – 2 ვაკანსია
კორბოული – 2 ვაკანსია

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:

  • საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
  • ნასამართლობის არმქონე;
  • სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
  • სახელმწიფო ენის მცოდნე;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

  • სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სრული საშუალო განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის (ცხრა კლასი) დასრულების შემთხვევაში, კოლეჯის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დიპლომის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);
  • სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

  • კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  • მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
  • მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);
  • მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;
  • იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.

კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში; მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე;

მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე, მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 სასწავლო წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.

დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით;

კონკურსის მონაწილე პირმა განაცხადი უნდა შემოიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე და ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას, „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (ქალაქი/დაბა/სოფელი) დასახელება;

შენიშვნა: მანდატურობის კანდიდატებმა, რომლებიც შეირჩევიან მოსამზადებელი კურსების გასავლელად, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მანდატურობის კანდიდატებმა, რომლებიც წარმატებით გაივლიან მოსამზადებელ კურსებს, დანიშვნამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე;
  • 2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

2020 წელს ერთიან ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები მიმართულებების მიხედვით ცნობილია –ბრძანება

$
0
0

27 აგვისტოს „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ახალი წესი დამტკიცდა.

დოკუმენტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით 2020 წლიდან აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ან რუსული) და ასევე მესამე გამოცდას, რომელიც დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას – ისტორიას, ან მათემატიკას ჩააბარებენ.

ბრძანების თანახმად ცნობილი გახდა, კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე რომელი სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე.

იხილეთ 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები მიმართულებების მიხედვით 

ცხრილში მოცემულ იმ მიმართულებებზე, რომლებზეც საგნის გამოცდად ერთდროულად მითითებულია როგორც ისტორია, ისე მათემატიკა, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სავალდებულო საგნად განსაზღვროს მათემატიკა ან/და ისტორია. თუმცა თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სავალდებულო საგნად განსაზღვრავს როგორც მათემატიკას, ისე ისტორიას, აბიტურიენტი უფლებამოსილია აღნიშნული საგნებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი ან ორივე საგანი.

დოკუმენტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამისათვის აირჩიოს ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა. ორი ან მეტი უცხოური ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხოური ენიდან ჩააბაროს მხოლოდ ერთი.

“დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საგნები: ა) ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ან რუსული), ბიოლოგია; ბ) ერთ-ერთი შემდეგი საგანი: ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო, ასევე დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო საგანმანათლებლო პროგრამებისა), უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლებელია დააწესოს დამატებითი გამოცდა ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე საგანში:

ა) ფიზიკა;
ბ) ქიმია;
გ) ბიოლოგია;
დ) ზოგადი უნარები;
ე) გეოგრაფია;
ვ) ლიტერატურა;
ზ) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
თ) სამოქალაქო განათლება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორ ან მეტ საგანში დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში, აბიტურიენტი უფლებამოსილია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე საგანი.

“ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აგრეთვე სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა), სავალდებულოა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის, ან ოსური ან აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შესული ცვლილებები დეტალურად იხილეთ ბრძანებაში.

[5-08.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)

$
0
0

23/08/2019 – 29/08/2019

EDU.ARIS.GE
For professional use

Pilot edition

 

General Education

§

The first parts of textbooks for comprehensive secondary schools should be provided by September 14, 2019. 4,060,910 textbooks and exercise-books totaling 20,078,540 GEL have been purchased within the Program for Providing Students and Teachers with Textbooks.

In the new school year, all seventh graders will receive new approved textbooks. They will be substantially, visually and technically improved; the textbooks also meet the European standards of safety (paint, weight).

§

On August 27, at the meeting with the Georgian teachers,the Ministry of Education, Science, Culture and Sport announced the increase in teachers’ salaries.

Namely, at the beginning of October 2019 the monthly salary of all teachers who have been granted a status and have at least 15 teaching hours will be increased by 150 GEL, in particular: a senior teacher will receive 1011 GEL, a leading teacher – 1435 GEL, a mentor teacher – 1745 GEL. In the case of more teaching hours the salary will increase respectively. The salary of teachers who will have less than 15 teaching hours will increase in average of 100 GEL.

According to the Ministry, the system will have 33,000 teachers with the higher status by the fall of this year.

Appropriate budgetary changes are underway. The trend of teacher’s salary growth will continue in the future as well.

§

From October 2019, within the framework of the comprehensive reform of the education, salaries will increase by 20% on average for public school administration, technical staff, school physicians, inclusive education specialists. Salaries of school security officers will also increase. Their increment will be 125 GEL.

Remuneration of employees of educational resource centers will increase. The salary of the head of the resource center will be 1450 GEL; salaries of the specialists will increase by categories.

§

The coming academic year, the Agency for Educational and Scientific Infrastructure Development will deliver 40,000 class registers totaling 120,560 GEL to public and private schools.

All pupils of public and private schools of Georgia will receive book-markers with the information on 112, where the sanctions provided by the law for making hoax calls or calling for fun will be described as well as the expediency of making a call.

The topic of print class registers remains relevant in schools, but in parallel the focuson the advanced technologies is made.

§

According to the amendments to Resolution N476 of the Government of Georgia (September 14, 2015), a standard voucher corresponding to the financial rate calculated per student will be increased and it will be determined by multiplying the basic financial rate per student and the corresponding ratio.

The amount of additional funding of public school to support the learning of students with special educational needs will also change –a public school will receive an additional 600 GEL each month to support the learning of first- to sixth-graders with special educational needs.

Higher education

§

71 percent of the total entrants of the 2019 Uniform National Entrance Examinations have succeeded to get the minimum passing grade. The rates of those who have failed (29%) does not significantly differ from previous years.

§

About 3,000 entrants have appealed the 2019 National Exam results. According to the Examination Center, as a result of the re-review of the tests the scores have been changed for 648 entrants, or more than 20% of the appellants.

In the last year, more than 2,200 entrants appealed the results of the 2018 national exams, whereby the scores were increased to 20% of appellants.

§

The entrants anticipated eagerly the information about the state-sponsored, so-called tuition-free curricula. The document, published on the evening of August 22, did not specify the number of seats for specific curricula in specific higher schools. These number is to be determined by the higher schools themselves. Many universities have not been able to quickly determine the list of curricula and seats with free tuition. This has exacerbated expectations and tensions, as entrants were, as a rule, allowed to change their priority list of curricula until 18:00 the next day after publication of the appeal results. The Examination Center had to postpone this deadline until August 26, 18:00.

§

On August 27, according to the amendment to the Order N19/N of the Minister of Education and Science of Georgia “On the Approval of the Unified National Examinations Regulations and the Rule of Distribution of the State Educational Grant”of February 18, 2011, the new rules for passing the Unified Examinations for 2020 were approved.

According to the Order, it was known which and how many compulsory subjects shall be passed by entrants for the specific curricula to be enrolled in specific higher schools.

§

5,519 students appealed for changing the university by the fall mobility of 2019-2020 academic years, of which 4,738 were satisfied.

According to the Education Management Information System, the top five universities of mobility “addressees” are the Georgian Technical University, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Georgian National University, Ilia State University and Akaki Tsereteli State University.

781 students were rejected because of non-payment (272) and insufficient scores (509).

Other news

§

On August 26, the Legislative Herald published the Resolution of the Government of Georgia on Establishment and Approval of Regulation of the Legal Entity of Public Law – Youth Agency, which was enacted upon its publication.

Under the Resolution, the new agency became the legal successor of the structural unit of the Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia – Department of Youth Policy Management and Legal Entities of Public Law – the Children and Youth Development Fund and the National Center for Children and Youth under the same Ministry, including in matters of property. The functions, powers and property of the said structures were transferred to the Youth Agency. The latter will be accountable to the Government of Georgia.

It is explained that this novelty was caused by a change made in the law of Georgia in May. In fact, the practice has not substantiated the positive results of the Ministry’s excessive consolidation. It is advisable to make analysis and calculate risks prior to the decision-making to save time or other resources, otherwise a structure faces its reorganization while it fits its role and functions.

[5-08.2019-GE] – საგანმანათლებლო ამბების ყოველკვირეული მიმოხილვა (ქართულად)

[5-08.2019-GE] – საგანმანათლებლო ამბების ყოველკვირეული მიმოხილვა

$
0
0

23/08/2019 – 29/08/2019

EDU.ARIS.GE
პროფესიული გამოყენებისათვის

საპილოტე გამოშვება

 

ზოგადი განათლება

§

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების პირველი ნაწილების მიწოდება 2019 წლის 14 სექტემბრამდე უნდა მოხდეს. ,,მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში შესყიდულია საერთო ღირებულებით 20 078 540 ლარის 4 060 910 ცალი წიგნი და რვეული.

ახალ სასწავლო წელს ყველა მეშვიდეკლასელი მიიღებს ახალ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს. ისინი შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად გაუმჯობესებული იქნება; სახელმძღვანელოები აკმაყოფილებს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებსაც (საღებავი, წონა).

§

27 აგვისტოს ქვეყნის პედაგოგებთან შეხვედრაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მასწავლებელთა ხელფასების ზრდა დააანონსა.

კერძოდ, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით, კერძოდ: უფროსი მასწავლებელი მიიღებს 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებელი – 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი – 1745 ლარს; მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში – შესაბამისად, მეტს; პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება.

როგორც სამინისტრო აცხადებს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას 33 000 სტატუს ამაღლებული პედაგოგი ეყოლება.

მზადდება შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებები. სამომავლოდ ანონსდება პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენციის შენარჩუნება.

§

2019 წლის ოქტომბრიდან, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, საშუალოდ 20%-ით გაეზრდებათ ანაზღაურება საჯარო სკოლის ადმინისტრციას, ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმს, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს. ასევე გაეზრდებათ ხელფასი სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს. მათი დანამატი 125 ლარი იქნება.

გაიზრდება საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლების ანაზღაურება. რესურსცენტრის უფროსის ანაზღაურება 1450 ლარი იქნება; მოიმატებს სპეციალისტების ხელფასი კატეგორიების მიხედვით.

§

დამდეგ სასწავლო წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საჯარო და კერძო სკოლებს 120 560 ლარის ღირებულების 40 000 ცალ დასწრების აღრიცხვის ჟურნალს გადასცემს.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოსწავლეს გადაეცემა სანიშნეები, რომელზეც 112-თან დაკავშირებული ინფორმაცია – ზარების განხორციელების მიზანშეწონილობისა და ცრუ ზარის განხორციელების, ან გართობის მიზნით დარეკვის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული სანქციებია დატანილი;

ბეჭდური ჟურნალის თემა სკოლებში ისევ აქტუალურად რჩება, როცა პარალელურად უახლეს ტექნოლოგიებზე კეთდება აქცენტები.

§

საქართველოს მთავრობის დადგენილება N476-ში (2015 წლის 14 სექტემბერი) შესული ცვლილებების შესაბამისად, გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი, რომელიც ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით განისაზღვრება.

ასევე შეიცვლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის საჯარო სკოლის დამატებითი დაფინანსების ოდენობაც – პირველი-მეექვსე კლასელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებითი 600 ლარით დაფინანსდება.

უმაღლესი განათლება

§

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასული აბიტურიენტებიდან მინიმალური ზღვარი 71 პროცენტმა გადალახა. ჩაჭრის მაჩვენებელი (29%) წინა წლების მაჩვენებლებისგან დიდად არ განსხვავდება.

§

2019 წლის ეროვნული გამოცდების შედეგებზე პრეტენზია 3000-მდე აბიტურიენტმა განაცხადა. საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების ხელახალი გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 648 აბიტურიენტს, ანუ განმცხადებელთა 20%-ზე მეტს.

თუ შარშანდელ სტატისტიკას შევადარებთ, 2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე შედეგები გაასაჩივრა 2200-ზე მეტმა აბიტურიენტმა, მათ შორის 20%-ს აპელაციის შედეგად ქულა მოემატა.

§

აბიტურიენტები მოუთმენლად ელოდნენ ინფორმაციას სახელმწიფოსაგან დაფინანსებული, ე.წ. უფასო პროგრამების შესახებ. 22 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნებულ დოკუმენტში მითითებული არ ყოფილა ადგილების რაოდენობა კონკრეტულ უმაღლესი სასწავლებლების კონკრეტულ პროგრამებზე, ეს ოდენობები თავად უმაღლეს სასწავლებლებს უნდა განესაზღვრათ. ბევრმა უნივერსიტეტმა ასე სწრაფად ვერ შეძლო იმ პროგრამების ჩამონათვალისა და ადგილების რაოდენობების განსაზღვრა, რომელზეც სტუდენტებს უფასო სწავლებას სთავაზობენ. ამან გაამწვავა მოლოდინი და დაძაბულობა, რადგან აბიტურიენტებს, წესისამებრ, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის 18 საათამდე ჰქონდათ უფლება შეეცვალათ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. საგამოცდო ცენტრს მოუწია ამ ვადის 26 აგვისტოს 18 საათამდე გადაწევა.

§

27 აგვისტოს „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად 2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ახალი წესი დამტკიცდა.

ბრძანების თანახმად ცნობილი გახდა, უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე რომელი და რამდენი სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს.

§

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობით უნივერსიტეტის შეცვლის სურვილი განაცხადა 5 519-მა სტუდენტმა, მათგან 4 738 დაკმაყოფილდა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მობილობის ,,ადრესატი“ უნივერსიტეტების ხუთეულში არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

781 სტუდენტს განაცხადი არ დაუკმაყოფილდა საფასურის გადაუხდელობისა (272) და არასაკმარისი ქულების (509) გამო.

სხვა ამბები

§

26 აგვისტოს ,,საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“.

დადგენილების საფუძველზე, ახალი სააგენტო გახდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის -ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე, მათ შორის, ქონებრივ საკითხებში. დასახელებული სტრუქტურების ფუნქციები, უფლებამოსილებანი და ქონება გადაეცმა ახალგაზრდობის სააგენტოს. ეს უკანასკნელი საქართველოს მთავრობის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

განმარტებულია, რომ ეს სიახლე საქართველოს კანონში მაისის თვეში შეტანილმა ცვლილებამ განაპირობა. რეალურადაც, სამინისტროს მეტისმეტი გამსხვილების პოზიტიური შედეგები პრაქტიკამ ვერ დაასაბუთა. სასურველია, დროითი თუ სხვა რესურსის დაზოგვის მიზნით, გადაწყვეტილებებს წინ ანალიზი და რისკების გათვლა უძღოდეს, თორემ სანამ ერთი სტრუქტურა თავის როლსა და ფუნქციებს მოირგებს, მანამ მისი რეორგანიზაციის საკითხი დგება.

[5-08.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)


ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ჩარიცხვების შესახებ ცნობილია –გამოცდები 2019

$
0
0

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ჩარიცხვების შესახებ უკვე ცნობილია. საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდით.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე, აგრეთვე „ნედლ“, გათანაბრებულ, სკალირებულ და მინიმალურ გამსვლელ ქულას თითოეულ საგანში.

პირად გვერდზე განმარტების სახით განთავსებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლეტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

რა არის აბიტურიენტებისთვის შემდეგი ეტაპი?

  • მას შემდეგ, რაც გაიგებთ რომელ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდით, დაუკავშირდით უნივერსიტეტის ცხელ ხაზს ან ესტუმრეთ მათ ოფიციალურ ვებგვერდს;
  • გაიგეთ რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ უნივერსიტეტში;
  • გაეცანით უნივერსიტეტში რეგისტრაციის პროცედურებსა და სარეგისტრაციო ვადებს;
  • უმაღლესშივე იკითხეთ მოხვდით თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მიმართულებაზე (რადგან ამ მიმართულებებზე კონკრეტული რაოდენობის ადგილებია გამოყოფილი).
  • დაადგინეთ სწავლის დაწყების ზუსტი ვადები.

ასევე იხილეთ:

პირველკურსელის ლექსიკონი – რა უნდა ვიცოდეთ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისას?

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 28 740 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

$
0
0

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2019 წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-მა ჩააბარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, ეს არ ნიშნავს რომ აბიტურიენტები ავტომატურად უკვე გახდნენ სტუდენტები.

“მათ უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებს და დადგენილ ვადებში გაიარონ რეგისტრაცია, სწორედ ამის შემდეგ ჩაირიცხებიან ისინი სასწავლებლებში”, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო გრანტს, ის 6546-მა სტუდენტმა მოიპოვა, აქედან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1011-მა მათგანმა, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1452-მა ადამიანმა, 50%-იანი კი – 4083%-მა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1335 აბიტურიენტი.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო დაახლოებით 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ამ შესაძლებლობით აპლიკანტთა 2%-მდე ისარგებლა – სააპელაციო განაცხადი 3 000-მდე აბიტურიენტმა შემოიტანა, მათგან ქულა 648 აპლიკანტს შეეცვალა.

ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლისა და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა.

ამ წლის მთავარ სიახლეს წარმოადგენდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბიტურიენტმა  ორი ან მეტი არჩევითი საგანი მონიშნა და ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრა, ან რომელიმე მათგანზე არ გამოცხადდა.

გამოცდები 2019

 მოამზადა თამთა ვირსალაძემ

მეორადი ჩარიცხვები არ იქნება – ზღვარგადალახული აბიტურიენტების 2% უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩა

$
0
0

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2019 წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-მა ჩააბარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განმარტებით, არსებობს აბიტურიენტების დაახლოებით 2%, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ, იმიტომ რომ არ ჰქონდათ შესაბამისი არჩევანი გაკეთებული.

“ეს მოხდა ძირითადად იმ შემთხვევაში, როცა იყო მაღალი კონკურსი და გაზრდილი იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს იმის შესახებ, რომ შეუზღუდავად შეეძლოთ აერჩიათ პროგრამები, როგორ ჩანს მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კონკრეტული პროგრამაზე სურდათ სწავლის გაგრძელება, რის შედეგადაც მოხდა ისე რომ ისინი ვერსად ვერ ჩაირიცხნენ”,- აღნიშნა სოფო გორგოძემ.

EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ – იქნება თუ არა წელს მეორადი ჩარიცხვები – საგამოცდო ცენტრში განმარტეს, იმის გამო რომ მეორადი ჩარიცხვები აღარ არსებობს, ეს აბიტურიენტები უმაღლესი სასწავლებლის მიღმა აღმოჩნდნენ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით

$
0
0

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ჩარიცხვების შესახებ ცნობილია. ასევე გამოქვეყნდა ინფორმაცია მინიმალური საგრანტო ქულების შესახებ.

გთავაზობთ 2019 წლის მინიმალურ საგრანტო ქულებს საგნების მიხედვით

შეგახსენებთ საგრანტო ქულის გამოთვლის წესს – ზოგადი უნარების სკალირებული ქულა მრავლდება 1,5-ზე, ემატება დანარჩენი 3 გამოცდის სკალირებული ქულა და მრავლდება 10-ზე.

თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალური საგრანტო ქულები

Viewing all 14415 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>