Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14645 articles
Browse latest View live

18 დეკემბერს ილიაუნიში სტივენ კოტკინის საჯარო ლექცია თემაზე ,,უნდა მომკვდარიყო თუ არა საბჭოთა კავშირი?” გაიმართება

$
0
0

18 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, საბჭოთა კავშირის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ისტორიკოსი, სტალინის განთქმული ბიოგრაფიის ავტორი, სტივენ კოტკინი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: უნდა მომკვდარიყო თუ არა საბჭოთა კავშირი? (Did the Soviet Union have to die?).

ლექცია ტარდება ლექციათა ციკლის ფარგლებში “კრიზისი და კრიტიკა”, რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, სტივენ კოტკინი პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი და სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ჰუვერის ინსტიტუტის წევრია. მის ნაშრომებს შორისაა: „მაგნიტური მთა – სტალინიზმი როგორც ცივილიზაცია“ (1995); „აცილებული არმაგედონი – საბჭოთა კოლაფსი, 1970-2000“ (2001), „სტალინი, ტ. 1 – ძალაუფლების პარადოქსები“ (2014) და მრავალი სხვა.

უზრუნველყოფილი იქნება ლექციის სინქრონული თარგმანი.

დასწრება თავისუფალია.


გორის უნივერსიტეტში ქართულ ხალხურ თამაშებში ყოველწლიური შეჯიბრება გაიმართა

$
0
0

ყოველი წლის 14 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება შეჯიბრება საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის გივი ხაჩიძის სახელობის თასზე ქართულ ხალხურ თამაშებში.

წელს ტრადიციულ შეჯიბრებაში გაიმარჯვა გორის უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა გუნდმა.

აწსუ-ის ანსმაბლმა ,,კოლხა” რეზო ჭანიშვილის მოღვაწეობის 65 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა მიიღო

$
0
0

12 დეკემბერს, აწსუ-ის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,კოლხა”თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორის, საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის ლაუზი (რეზო) ჭანიშვილის ვარსკვლავის გახსნისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის 65 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა მიიღო.

აწსუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა“ მაყურებლის წინაშე ცეკვა „მთიულურით“ წარსდგა და დარბაზის აპლოდისმენტები დაიმსახურა უნაკლო შესრულებისათვის.

უნივერსიტეტის ცნობით, რეზო ჭანიშვილის ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდა აწსუ-ის რექტორი გიორგი ღავთაძე, რომელიც სიტყვით გამოვიდა და დამსახურებულ ქართველ ქორეოგრაფს შემოქმედებითი მოღვაწეობის 65 წლის იუბილე პირადად მიულოცა.

კონცერტში მონაწილე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „კოლხას“ სამადლობელი სიგელი გადაეცა, ხოლო მისი ხელმძღვანელი ბატონი ედუარდ მურცხვალაძე ბრწყინვალების ორდენზე წარადგინეს.

როგორც „კოლხას“ ხელმძღვანელმა განაცხადა თავად ფაქტი, რომ ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ასეთ გრანდიოზულ ღონისძიებაში და ორგანიზატორებმაც აღიარეს მათი წარმატებული გამოსვლა, მისასალმებელია.

აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: ი.სუხიშვილისა და ნ.რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი; ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“; ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი; ქართული ლეგენდა ანსამბლი „სამაია“; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ნაერთები“; აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“.

გორის უნივერსიტეტში ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა ჩატარდა

$
0
0

2015 წლის 14 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა.

უნივერსიტეტის ცნობით, [PITA] არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG). პროექტის ტრენინგ პარტნიორია – პარტნიორები საქართველო (Partners Georgia).

პროგრამის ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში. მოხალისეობრივი აქტივიზმის, თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას საქართველოს ახალგაზრდებს შორის. ამ მიზნით 11 პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე საქართველოს 13 ქალაქში 14 ახალგაზრდული ცენტრი ჩამოყალიბდა, რომელიც ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობაში თუ სასწავლო და სტაჟირების პროგრამაში რთავს.

ქ. გორში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი.

პედაგოგების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები –რუსთავის პირველ სკოლას დიქტატორი მართავს?!

$
0
0

,,სრული სერიოზულობით ვაცხადებ: ჩემ სკოლაში 1937 წელია! გემუდარებით, გვიშველეთ! ყველას, ვისი მოვალეობა ან კეთილი ნებაა, გთხოვთ, დაგვეხმარეთ!” – ეს სტატუსი სოციალურ ქსელში რუსთავის პირველი სკოლის პედაგოგმა გამოაქვეყნა.  სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა Aris.ge-განათლება რა ხდება ილია ჭავჭავაძის სახელობის რუსთავის პირველ საჯარო სკოლაში.

სკოლაში 250 მოსწავლე სწავლობს და პედაგოგის საქმიანობას 25-მდე მასწავლებელი ახორციელებს. ერთ წელში სკოლა 13-მა თანამშრომელმა დატოვა – მათგან 10 პედაგოგი გახლდათ. კიდევ 10 მასწავლებელი კი დღემდე მათთვის გაუსაძლის პირობებსა და წნეხის ქვეშ აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას. მასწავლებლები ყვებიან, რომ მიზეზი სკოლის დირექტორი ლალი მდივნიშვილია.

10526617_1296402187052687_1817156092_nლალი მდივნიშვილი 2014 წლის სექტემბერში სკოლის სამეურვეო საბჭომ დირექტორად ერთხმად აირჩია. როგორც რამდენიმე პედაგოგთან გასაუბრების შემდეგ შევიტყვეთ, სკოლის დირექტორს სკოლა ორ ბანაკად აქვს დაყოფილი ,,მისიანი” პედაგოგები და ,,მტრები”.

მტრების ბანაკში მოხვედრილ  მასწავლებლებს ეკრძალებათ გამოსაშვები ზეიმების მოწყობა, ექსკურსიაზე მოსწავლეების წაყვანა,  ზამთრის ცივ დღეებში, მოსწავლეებისგან მალულად,  პირველი გაკვეთილის შემდეგ გათბობის გამორთვა ევალებათ;  ასევე დირექტორის მოტანილი სანთლების მოსწავლეებისთვის მიყიდვა; სკოლის დირექტორი არ ატარებს სამეურვეო საბჭოს სხდომებს და უბრალოდ ოქმებზე ხელის მოწერას ითხოვს. ARIS.GE-განათლება სკოლიდან წასულ და მოქმედ პედაგოგებს ესაუბრა.  მოყოლილი ისტორიები ძალიან მძიმე მოსასმენია, წასული პედაგოგები დღემდე სტრესის ქვეშ არიან;  დარჩენილები კი წასვლაზე ფიქრობენ.

იმედს ვიტოვებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თავად მინისტრი თამარ სანიკიძე, რუსთავის პირველ საჯარო  სკოლაში მიმდინარე მოვლენებზე სრულ ინფორმაციას არ ფლობდა და სწორედ ამიტომ არ მოჰყვა  აღნიშნულს მყისიერი რეაგირება.

12380307_1296397183719854_266616322_nნინო სოფრომაძე- მოქმედი პედაგოგი – ,,დირექტორის მოსვლიდან მალევე, პედაგოგების უმეტესობა მოექცა წნეხის, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ დირექტორის მხრიდან. ეს ზეწოლა ვრცელდებოდა ბავშვებზეც. დირექტორმა სკოლა თავის საკუთრებად მიიჩნია და ერთპიროვნული მმართველობა დაიწყო. მოსწავლეები ისხდნენ ცივ, ჩაბნელებულ საკლასო ოთახებში, არ ჰქონდათ უფლება, გამოეთქვათ თავიანთი აზრი, მასწავლებელთა ნაწილს არ მიუწვდებოდა ხელი სკოლის ტექნიკურ აღჭურვილობაზე, არ ეძლეოდათ საშუალება ჩაეტარებინათ ღონისძიებები. მოსწავლეები გაკვეთილებზე უყურებდნენ თვალცრემლიან მასწავლებლებს, თუმცა ეს ჩამონათვალი მცირეა  ფაქტია, რომ მცირეკონტიგენტიან სკოლაში 10–ზე მეტმა პროფესიონალმა მასწავლებელმა და თანამშრომელმა ვერ გაუძლო ზეწოლას და პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. წასული მასწავლებლების ადგილებზე დირექტორმა მიიღო თავისი ნაცნობ–მეგობრები, ან თანამდებობები და საათები გადაანაწილა ისე, რომ მასწავლებელთა ნაწილი ამ “პატივისცემის” გამო თავს ანგარიშვალდებულად მიიჩნევს დირექტორის წინაშე, რაც, დამეთანხმებით, სიმართლისთვის ბრძოლას ართულებს. სკოლაში შექმნილი სიტუაცია რომ 1937 წელს გვაგონებს, უბრალოდ ხმამაღალი ნათქვამი არ არის. დღეს ჩვენს სკოლაში 10 მასწავლებელი მუდმივი სტრესის ქვეშ მუშაობს, შეზღუდულია მათი სიტყვის თავისუფლება, მათზე მიმდინარეობს დისციპლინური დევნა, დასმენები, ცრუ ბრალდებები, არაკოლეგიალური და დაძაბული სამუშაო გარემოს შექმნა ადმინისტრაციის მხრიდან, დიქტატორული მმართველობის დამყარება, ერთპიროვნული მართვა და კონტროლი სკოლის სტრუქტურული ერთეულების, საგაკვეთილო პროცესების წარმართვა დარღვევებით, მუდმივი შიში, რომ მასწავლებლების საუბარს იწერენ, დამეთანხმებით, არც თუ ისე მარტივად აღსაქმელი და გადასალახი პრობლემებია”.

დღეს, 16 დეკემბერს, დირექტორმა და მისი გუნდის წევრებმა დისციპლინურ კომიტეტში შეიტანეს განცხადებები, სადაც დირექტორი ითხოვს ჩემზე დისციპლინური წარმოების დაწყებას, დასასრულს კი მიუთითებს შემდეგს: “პედაგოგ ნინო სოფრომაძის ამ ქმედებებით შექმნილი მასწავლებლის ეთიკის უხეში დარღვევის ფონი მიზანმიმართულია სკოლაში საგანმანათლებლო პოლიტიკის მოშლის, ერთიანი სასწავლო პროგრამის ძირითადი მიზნების რეალიზაციაზე ხელის შეშლისაკენ, რაც გამოწვეულია პირადი, კერძო დაინტერესებით. გთხოვთ განიხილოთ პედაგოგის დისციპლინური სავარაუდო გადაცდომა. მისი სიმძიმე დადასტურებული ფაქტებით დაადგინოთ მასწავლებლების ეთიკის კოდექსის უხეში დრღვევა და დააკისროთ მას კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სახდელი,”– ეს სახდელი კი გულისხმობს სამსახურიდან გათავისუფლებას.

12398979_1296398033719769_1447373545_nგულანაზი მძელური პირველ  სკოლაში 19 წელი ასწავლიდა. ახალმოსული დირექტორი მისით აღფრთოვანებას არ მალავდა. ამბობდა რომ სკოლის სახე და ერთგვარი რეკლამა იყო. თუმცა მალევე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა,  სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკური მოჰყვა და 19 წლიანი სტაჟის პედაგოგი იძულებული გახდა სკოლა დაეტოვებინა.

,,ერთხელ უბრალოდ დამინახა იმ პედაგოგებთან ერთად, ვინც ამოჩემებული ჰყავდა თითი დამიქნია.  მეორე დღიდან კი ჩემთან დამოკიდებულება შეცვალა. ისეთ დღეში ჩამაგდო დილის გათენება მეშინოდა. მისი დანახვა მზარავდა. უფალს ვეხვეწებოდი ხვალინდელი დღე არ გამითენდესთქო. სულ მიზეზს ეძებდა,  რომ ჩემთვის არაკვალიფიციური ეწოდებინა, მადარებდა სხვა პედაგოგებს. დამაწერინა სადირექტორო და ისიც იკადრა არასწორად გაასწორა. ეს ნაშრომი  ჩემს კოლეგას გავუზიარე შესვენებაზე, ეს რომ დაინახა ყვირილი გააბა, არაკომპეტენტური და უცოდინარი მეძახა მთელს დერეფანში. ახლაც მიჭირს ამ ფაქტის გახსენება. დასვენების შემდეგ გაკვეთილზე შევედი, მოსწავლეს ცოტა შეუძლოდ გახდა ახასიათებდა ამ ბავშვს  მსგავსი ფაქტები,  კარი გავაღე დავაყენე ზღურბლთან ჰაერს შეიცვლისთქო…  შემოვარდა დირექტორი: ,,ბავშვის რა სჭირსო, შენს გამო გახდა ცუდადო” მიყვიროდა ხელი რამდენჯერმე მკრა, ბავშვების წინაშე უშვერი სიტყვებით დამამცირა, მივხვდი გონებას ვკარგავდი,  შეურაცხყოფისგან გული ლამის წამივიდა. თუმცა ძალა მოვიკრიბე. მერე მშობელი დაიბარა და ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა – ,,ნათია თქვი რომ გულნაზი მასწავლებელი გიყვირის და ამიტომაც გახდი ცუდადო”,  რაზეც ბავშვი უარს ამბობდა. მშობელიც მიხვდა რაში იყო საქმე და საყვედური დირექტორს უთხრა. ამ ფაქტის შემდეგ რესურსცენტრის უფროსთან ვუჩივლე. სკოლაში მოსულ რესურსცენტრის უფროსთანაც დამპალი სულის ადამიანი მეძახა და უშვერი სიტყვებით მლანძღა.

კითხვის უნარებს თითქმის ყოველდღე უმოწმებდა ჩემ მოსწავლეებს, რათა ვინმეს შეშლოდა და მერე მე მომდგომოდა. ბავშვები ისეთ სტრესში იყვნენ დასვენებაზე პირჯვარს იწერდნენ დირექტორი არ შემოვიდეს ჩვენს კლასშიო.  მეოთხე კლასი მყავდა, სადამრიგებლოს ვუშვებდი და ვეცადე ბოლომდე დავრჩენილიყავი. დამამთავრებელი ღონისძიება არ ჩამატარებინა სკოლაში. შრომა წყალში რომ არ ჩაგვყროდა თეატრის შენობაში დავდგით. სადაც პედაგოგები ვერ მოვიდნენ, რადგან საჯაროდ აუკრძალათ.  მარტყოფში გვინდოდა ექსკურსიაზე წასვლა და იმაზეც უარი გვითხრა. მერე მშობლებმა უთხრეს გიჩივლებთო და ნებართვა დაგვრთო. მოსწავლეები გავუშვი და მეც წამოვედი. ახლა მეორე საჯარო სკოლაში ვასწავლი. ძალიან თბილად მიმიღეს და საუკეთესო გარემო შემიქმნეს,  მაგრამ იმ სკოლის დერეფანში გავლაც კი მენატრება სადაც 19 წელი ვასწავლიდი”.

1419748_1296398390386400_240369189_nგულნაზი მძელურის მსგავსად სკოლის დატოვება მოუხდა ელენე ნარიმანიძესაც. სამოქალაქო განათლების პედაგოგი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სკოლის დირექტორმა მას იმ კაბინეტის გასაღები გამოართვა სადაც გაკვეთილებს ატარებდა და  სამოქალაქო განათლების საგნისთვის საჭირო ინვენტარის გამოყენება აუკრძალა.

,,ამ სკოლაში რვა წელი ვასწავლიდი. ახალმა დირექტორმა მოსვლიდან მალევე დამიბარა და მითხრა განცხადება დაწერე და წადიო. მიზეზი რომ ვკითხე არ დამისახელა ერთი ფრაზა მესროლა – ,,თავმოყვარე პედაგოგი 5 საათზე სკოლაში არ გაჩერდებაო”.

არადა ჩვენი სკოლა მცირედკონტიგენტიანია და მეტი საათი სამოქალაქო განათლებას არც აქვს. მე არ მაწუხებდა ეს ხუთი საათი. მე გამიშვა და ჩემს ადგილზე თავისი მეგობარი მოიყვანა. დამცირებასა და  შერაცხყოფის ფაქტებზე საუბარს აღარც გავაგრძელებ, გახსენებაც კი საშინელ  მდგომარეობაში მაყენებს. ”

ლალი არეშიძე დღემდე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახლავთ თუმცა სკოლის დატოვებაზე ისიც ფიქრობს. 

,,თავიდან მე ჩვეულებრივად მექცეოდა, თუმცა ხშირად ვხედავდი ჩემ თვალცრემლიან კოლეგებს.  მეც გამიჩნდა პროტესტი ჩემი კოლეგების დამცირებისა და შევიწროების ფაქტებზე.  ერთხელ, ბიულეტენზე გავედი და რომ დავბრუნდი თანხა მომთხოვა. ხელზე აიღო ფული და ეს მხოლოდ ჩემთან არ მომხდარა.

1899153_1296398703719702_102631217_nმოსწავლეებზე სანთლების მიყიდვას გვთხოვდა. ჩვენთან ბევრი სოციალურად დაუცველი მოსწავლეა. სანთელი თუ არ იყიდებოდა, ჩვენ გვადანაშაულებდა სათანადოდ არ აწვდით ინფორმაციასო. ისე ატარებდა სამეურვეო საბჭოს სხდომებს არც გვასწრებდა და მერე ოქმებზე ხელის მოწერას გვთხოვდა.  ამაზე რომ პროტესტი გამოვთქვი მერე მეც საბოლოოდ ამომიჩემა. მერვე კლასის დამრიგებელი ვარ და თუ სადმე ჩემი მოსწავლე რამეს დააშავებს ოქმს მე მაწერინებს. მუდამ ხაზს უსვამს, რომ სათანადო და კომპეტენტური დამრიგებელი არ ვარ. მეუბნება შენ მე პირად კონტროლზე მყავხარ აყვანილიო. თავიდან როცა კარგად იყო ჩემთან ამბობდა, ეს რა ხალხში მოვედი ყველა უნდა გავუშვაო და მგონი მიზანსაც მალე მიაღწევს. ბევრი წავიდა, ვინც დავრჩით გაუსაძლის პირობებში ვართ. მასწავლებლებთან ერთად  ძალიან ბევრი კარგი მოსწავლე გადავიდა, რადგან ხედავენ სკოლაში როგორი დაძაბული გარემოა. სკოლა იშლება”.

ARIS.GE- განათლებას სურდა ფაქტები სკოლის დირექტორთან გადაემოწმებინა. მას შემდეგ, რაც ლალი მდივნიშვილს მივაწოდეთ ინფორმაცია თუ რასთან დაკავშირებით გვსურდა გასაუბრება,  მან ინტერვიუ მეორე დღისთვის გადადო. მას შემდეგ კი არც ერთი სატელეფონო ზარისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებისთვის არ უპასუხია.

12395389_1296395173720055_172724876_nზემოთ ჩამოთვლი დარღვევებთან დაკავშირებით და კიდევ არაერთ ფაქტზე, რომელიც ფინანსურ საკითხებს ეხებოდა და რაზეც პედაგოგებმა საუბარი ინტერვიუში არ ისურვეს, ინფორმაცია უკვე აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. თამარ სანიკიძის უწყებას განცხადებით 10-მა მასწავლებელმა ჯერ კიდევ ივლისის თვეში მიმართა.

როგორც ARIS.GE-განათლებამ სამინისტროში გაარკვია, შესაბამისმა კომისიამ სკოლაში მუშაობა უკვე დაასრულა და დასკვნას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, რუსთავის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებს პედაგოგებისთვის შესაფერის გარემოში მოუწევთ მუშაობა. მოსწავლეები კი განათლებას მშვიდ გარემოში მიიღებენ.  

ეკა არის© წივწივაძე

კსუ-ში მევენახეობა-მეღვინეობის მენეჯმენტის ფაკულტეტის ღია კარის დღე გაიმართა

$
0
0

15 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მენეჯმენტის ფაკულტეტის ღია კარის დღე გაიმართა.

დამსწრე საზოგადოების, მოწვეული სტუმრებისა და სტუდენტების წინაშე სიტყვით კსუ-ს კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, კსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვიცე-რექტორი მარინა გედევანიშვილი, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ჩხარტიშვილი, კსუ-ს კანცლერის მოადგილე ქეთევან ჯურხაძე და კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი კახაბერ ჯაყელი წარსდგნენ.

მათ ფაკულტეტის დაარსების, პროგრამის ძირითადი კომპონენტების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, საგრანტო პროგრამების, პროფესორ -მასწავლებლების, სხვადასხვა მსხვილ საწარმოებთან და საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უნიკალური მრავალსაფეხურიანი მარანი ,,კოლხი“ : იმერულ-კოლხური ღია ტიპის, იბერიულ-კახური და ორდონიანი მარნით, ენოთეკით; გაშენებულია 107 ენდემური ჯიშის ვაზი, ჩაყრილია 62 ქვევრი.

ღია კარის დღეზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა კსუ-ს მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის – მარანი „კოლხი“-ს ჩვენებას დასწრებოდა.

კსუ-ს ფაკულტეტებზე და საგანმანათლებლო პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს:

რატომ უნდა ავირჩიოთ ჩვენი შვილისთვის თანამედროვე განათლების აკადემიაში სწავლება

$
0
0

თანამედროვე განათლების აკადემიამ, რომელიც აერთიანებს სკოლას და საბავშვო ბაღს, საქმიანობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. სასწავლო პროცესი სულ რაღაც სამი თვის წინ დაიწყო – თუმცა აკადემიის აღსაზრდელებმა უკვე მოაწყვეს ტურიზმისა  და მუსიკის საერთაშორისო დღეები, აღნიშნეს შოკოლადისა და მიკი მაუსის იუბილეები, ციურ სხეულებზე ლექციები  სახელმწიფო უნივერსიტეტში მოისმინეს, თბილისში პირველად ციფრული პლანეტარიუმის წარმოდგენა იხილეს, პირად ჰიგიენაზე რჩევების მისაღებად ექიმებს უმასპინძლეს;  ქართულ პოეზიის გასაცნობად  გოგლა ლეონიძის სახლ–მუზეუმში სტუმრობაც მოასწრეს – ეს მცირედი ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რაც აკადემიამ მოსწავლეებისთვის და მოსწავლეებთან ერთად სამ თვეში  განახორციელა, თუმცა აქედანაც ჩანს, რომ აკადემიაში როგორც სასწავლო პროცესის, ისე მოსწავლეების მიმართ ქართული რეალობისგან განსხვავებული და განსაკუთრებული მიდგომები არსებობს.

მათთვის, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, სად ისწავლის მისი შვილი, ან სკოლის შეცვლის სურვილი აქვს და არჩევანის გაკეთება უჭირს, ARIS.GE-განათლება სწავლა-სწავლების პროცესის უფრო ახლოს გაცნობის მიზნით, თანამედროვე განათლების აკადემიის პედაგოგებს და მოსწავლეების მშობლებს ესაუბრა.

9d9e3644-e12e-4d19-a29b-e4ac989bc9c7დავით მალაზონია – თანამედროვე განათლების აკადემიის ისტორიის პედაგოგი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. კვლევის სფეროები: ინტერკულტურული განათლება, ისტორიის სწავლების მეთოდიკა და საქართველოს ისტორია. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია და ისტორიის რამდენიმე სასკოლო სახელმძღვანელო. მონაწილეობს ინტერკულტურული განათლების კვლევით პროექტებში. ჩართულია  პედაგოგთა ახალ სქემაში და არის წამყვანი მასწავლებელი.

-ბატონო დავით, რით არის განსხვავებული თანამედროვე განათლების აკადემია სხვა სკოლებისგან?

-თანამედროვე განათლების აკადემია ორიენტირებულია მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე. აქ დაფასებულია მოსწავლე და წახალისებულია მისი ინიციატივები. მოსწავლეები სკოლაში ღებულობენ ხარისხიან განათლებას, რის საფუძველზეც ვითარდება მათი სასიცოცხლო უნარ-ჩვევები. დღეს, განათლების ერთ-ერთ გამჭოლ კომპეტენციად აღიარებულია პრინციპი – „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სკოლა ამ თვალსაზრისითაც შეასრულებს ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციას.

-უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ, რა ინოვაციურ მეთოდებს იყენებთ საგაკვეთილო პროცესში?

-მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება გულისხმობს გაკვეთილის არატრადიციულ მოდელებს. აქ რეპროდუქციული სწავლება ადგილს უთმობს ძიებაზე, აღმოჩენაზე ორიენტირებულ გაკვეთილს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე ეუფლებიან დებატების, ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის, საკუთარი და მეგობრების ნამუშევრების შეფასების (რეფლექსიის) ტექნიკებს. ჩვენ პირდაპირ არ ვეუბნებით მოსწავლეებს, თუ რა ხარვეზი შევამჩნიეთ მათ ჯგუფურ მუშაობაში ან პრეზენტაციაში, არამედ ვცდილობთ მოსწავლეებმა თვითონ გააანალიზონ თავიანთი მუშაობის სტილი, გამოკვეთონ სუსტი მხარეები და მათი გაუმჯობესების გზები. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო აქტივობებში ჩართული იყოს ყველა მოსწავლე. ამისთვის საჭიროა სწავლების ინკლუზიურობა. მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და საჭიროებების დადგენა საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ დიფერენცირებული მიდგომები. სწავლა-სწავლების ასეთი სისტემა განაპირობებს, როგორც მოსწავლეთა მოტივაციას და წარმატებას, ასევე სკოლის მაღალ კულტურას, რაც მართლაც წარმატებით დამკვიდრდა აკადემიაში.

თქვენთვის, როგორც პედაგოგისთვის, როგორი სამუშაო გარემო და პირობებია შექმნილი აკადემიაში?

-ჩვენი აკადემია, ლიბერალური განათლების პრინციპებზეა დაფუძნებული, ყველა პირობას ქმნის მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის. პედაგოგთა კომპეტენტურობა და თანამშრომლობითი ურთიერთობის სტილი, თავის მხრივ, განაპირობებს ეფექტიანი სასწავლო გარემოს ფორმირებას.


52fa0edd-9f01-4ba7-bfae-1c1162530820ლევან აბაშიძე– თანამედროვე განათლების აკადემიის ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი

1976-1982 წლებში სწავლობდა  მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. ბოლო ორი წელი მუშაობდა დუბნაში, სადაც განთავსებულია ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი. შემდგომ წლებში მუშაობდა დუბნაში, და თბილისში ასევე დუბნის ინსტიტუტთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებზე. 2012 წლიდან გახლდათ ,,მასწავლებლის სახლის“ ტრენერი და ჩატარებული აქვს 20-ზე მეტი მრავალდღიანი ტრენინგი ფიზიკის პედაგოგებისთვის  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

-ბატონო ლევან, რა არის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი აკადემიაში, რომელიც გამოარჩევს მას სხვა სკოლებისგან?

-მოწაფეებთან დამოკიდებულება არის უშუალო, გულწრფელი, კეთილგანწყობილი და მეგობრული. მოწაფეთა რაოდენობა კლასში განსაზღვრულია 16 მოწაფით, რაც წინაპირობაა ეფექტური სწავლების. მასწავლებელთა მაღალი კვალიფიკაცია. ადმინისტრაციის ეფექტური მუშაობა და კარგი ურთიერთობა/კომუნიკაცია მასწავლებლებთან და მოწაფეებთან.

-როგორია უშუალოდ თქვენი სწავლების მეთოდები?

-საკითხს, რომელსაც გავდივარ ვუკავშირებ თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს და პრობლემებს. ასევე, საკითხს ვიხილავ ისტორიულ კონტექსტში უფრო ღრმად, ვიდრე ეს სახელმძღვანელოშია. ვცდილობ დავუკავშირო განხილული საკითხი ჩვენ გარშემო არსებულ რეალობას – ყოველდღიური ცხოვრება, ტექნიკის და ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევები, სპორტი, არქიტექტურა, ნავიგაცია, ტრანსპორტი და. ა.შ.  ფართოდ ვიყენებ ტექნიკურ საშუალებებს – ანიმაცია, დოკუმენტური ფილმები, „სმარტ-ბორდის“ „ტაჩ-ბორდ რედაქტორი“ და სხვა.

-როგორ ფიქრობთ, დასჭირდებათ თუ არა თქვენს მოსწავლეებს რეპეტიტორები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად?

-ჩემი აზრით არ დასჭირდებათ, მაღალ კლასებში გარდა გაკვეთილებზე ეფექტური სწავლებისა, გამოვიყენებთ საკლუბო სისტემას დამატებითი მუშაობისთვის.

-პედაგოგის თვალით, როგორ შეაფასებთ თქვენს სამუშაო გარემოს?

-სამუშაო გარემო და პირობები ძალიან კარგია. საკლასო ოთახები ნათელი და კარგად აღჭურვილია. სამასწავლებლოში არის ყველა პირობა დასვენებისა და მუშაობისთვის. ლაბორატორია არის კარგად აღჭურვილი. მართალია, შიდა სასკოლო კულტურა ახლა ყალიბდება, მაგრამ უკვე თვალშისაცემია აქ ურთიერთპატივისცემა, პოზიტიური გარემო.

გაამართლა თუ არა აკადემიამ მშობელთა მოლოდინები, Aris.ge-განათლება მათ შეფასებას გთავაზობთ:

12348058_1499493793679792_5513165341058723890_nნინო ჭანტურაია – ,,პირველ რიგში მოგვეწონა სკოლის ადგილმდებარეობა, ინფრასტრუქტურა, შემდგომში, სკოლის ადმინისტრაციასთან გასაუბრებისას, განსაკუთრებით დადებითად განვეწყვეთ ახალი ინსტიტუციისადმი და მივიღეთ გადაწყვეტილება. სკოლა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი ფეხს უნდა უწყობდეს ახალ გამოწვევებს, შესაბამისად, გარდა საყოველთაოდ მიღებული და აღიარებული სტანდარტებისა, რომელსაც იმედია წარმატებით დავძლევთ ერთად, იმედი გვაქვს რომ სკოლის პედკოლექტივი ადეკვატური იქნება სიახლეებისადმი. პირველი ნაბიჯების მიუხედავად, მივიჩნევთ, რომ საკმაოდ სწრაფი ტემპით მიდიან წინ. ასე რომ, ჩემს მოლოდინებს აკადემია ნამდვილად ამართლებს. ბავშვებს მეტი თვითდაჯერებულობა ეტყობათ, შაბათ-კვირას სკოლაზე გველაპარაკებიან, რაც მოწმობს, რომ სასწავლო პროცესი მათთვის სასიამოვნოა და არა ძალდატანებითი და გამაღიზიანებელი. სასწავლო პროცესში მშობლებიც ჩართულები ვართ, ერთის მხრივ, ელექტრონულ ჟურნალს ვადევნებ თვალს, მეორე მხრივ კი სკოლის წარმომადგენლებთან უშუალო კონტაქტი პრობლემას არ წარმოადგენს“.

12313850_1499491873679984_3837638259424945849_nნინო ფანცულაია – ,,ისეთი ადამიანისგან მივიღე რჩევა, რომელმაც ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს ხარისხიანი განათლება და ასევე კარგად იცნობს ამ გუნდს. ეს ადამიანები საუკეთესონი არიან დღესდღეობით საქართველოში, და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა არამხოლოდ საქართველოში. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილის აღზრდა და განვითარება ვანდე ნამდვილ პროფესიონალებს. ის იმყოფება დაცულ გარემოში და ზოგადი განათლების გარდა უვითარდება მეტად მნიშვნელოვანი უნარები, უყალიბდება მსოფლმხედველეობა და ა.შ. სამი თვის შემდეგ თვალნათლივ ვხედავ როგორ შეიცვალა ჩემი შვილი უკეთესობისკენ. ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე მას საგრძნობლად მოემატა პასუხისმგებლობის გრძნობა და შეიძინა ისეთი თვისებები, რაც აქამდე არ ჰქონდა. მაგალითად გახდა მეტად დამოუკიდებელი. აკადემიაში არის ელექტრონული სისტემა საიდანაც შესაძლებლობა მაქვს, ჩემი შვილის აკადემიურ მოსწრებას თვალყური ვადევნო, ყოველდღიურ რეჟიმში შესაძლებელია ინფორმაციის მიღება, როგორც შეფასების, ისე სხვა საკითხების შესახებ. ასე რომ, მე, როგორც მშობელი აქტიურად ვარ ჩართული“.

„ჩვენ ვცვლით სამყაროს“ – თბილისში ,,თანამედროვე განათლების აკადემია“ გაიხსნა

(R)

18 დეკემბერს ილიაუნიში ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

$
0
0

18 დეკემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ილიას დარბაზში („პროკრედიტ ბანკის“ მულტიმედია კუთხე), „პროკრედიტ ბანკის“ ორგანიზებით, გაიმართება ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: მორალის კლასიკური და მოდერნული თეორიები და ცხოვრებისეული დილემები.

ლექცია გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, ბიბლიოთეკა, ილიას დარბაზი, „პროკრედიტ ბანკის“ მულტიმედია კუთხე (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.


აწსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები ქუთაისის საჯარო სკოლების მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ

$
0
0

2015 წლის 15 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში ჩატარდა აწსუ-ის პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა ქუთაისის საჯარო სკოლების მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ აწსუ-ის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ირინე ფხაკაძე, მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურის უფროსი თეა ვალიშვილი, ბიზნესის, სამართლისა და სოცილაურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა შონია და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები. მათ არგუმენტირებულად აუხსნეს ახალ თაობას, თუ რატომ უნდა გააგრძელონ სწავლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის ცნობით, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საპილოტე პროგრამა ხორციელდება საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტროსა და სსიპ საგანამანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამახურის მიერ და მისი მიზანია მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეთა დახმარება საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების, ღირებულებების, გაცნობიერებასა და განვითარებაში; მოსწავლეთა ინფორმირება საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ; მოსწავლეთა აღჭურვა პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების თეორიული, პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით.

პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის მასწავლებლის გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა სამი პროფესია: ექიმი, ეკონომისტი და იურისტი. აღნიშნული შეხვედრა მოსწავლეთა გამოთქმული ინტერესების შესაბამისად გაიმართა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ანა ჯალაღონიას ტრენინგი ჩაუტარდათ

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში კარიერის განვითარების ცენტრის ინიციატივით, ტრენინგი: ,,ხელშეკრულება, როგორც სადაზღვეო პოტენციალისა და ვალდებულებათა დარღვევის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული დოკუმენტი“ – ჩატარდა.

დამსწრე საზოგადოებას ძირითადად კსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები წარმოადგენდნენ. უნივერსიტეტის ცნობით, კურსის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული ჩვევების დახვეწას.

ტრენინგს ,,ანა ჯალაღონიას საადვოკატო ბიუროს“ დამფუძნებელი და დირექტორი იურისტი ანა ჯალაღონია უძღვებოდა.

ხელშეკრულების სწორად შედგენა და დანართების სისტემა, მხარეების ვალდებულებები, ორგანიზაციის წესდება – ანა ჯალაღონიამ სტუდენტებთან კონკრეტული მაგალითები დეტალურად გაარჩია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ,,ანა ჯალაღონიას საადვოკატო ბიუროსთან“ გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, შემდეგი სემესტრიდან კსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ამ ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს პროფესორ ელიკო წიკლაური-ლამიხის სემინარი ჩაუტარდათ

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი გერმანიაში ემიგრირებული ქართველი პროფესორის, ელიკო წიკლაური-ლამიხის მონაწილეობით.

სემინარზე განხილულ იქნა გარდამავალი მართლმსაჯულების პრობლემები საქართველოს და გერმანიის მაგალითზე, რამაც უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

სემინარის ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია სხვადასხვა კონცეფციისა და სასამართლო პრაქტიკის გარშემო.

ჩემი წიგნი  –რუბრიკის სტუმარია ჯანსუღ ჩარკვიანი

$
0
0

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი:

-რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხეთ და რა შთაბეჭდილება მოახდინა მან თქვენზე?

-12 წლის ვიყავი ბაბუამ მიხეილ ჯავახიშვილის წიგნი რომ მომცა და გამაფრთხილა – „ეს წიგნი წაიკითხე, ოღონდ არავინ გაიგოს რომ ჩვენთან არისო“. ბუნებრივია, მაშინ ვერაფერი გავიგე. ის განცდები ნამდვილად აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, 13 წლის რომ ვიყავი და კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ წავიკითხე, საოცრება იყო. მე ძალიან გამიმართლა მშობლებში, აუცილებელია დედა და მამა გიწყობდნენ ხელს და გეუბნებოდნენ რომ „შვილო, წიგნი წაიკითხე“, ასე მეხვეწებოდნენ, მეუბნებოდნენ „დავით კლდიაშვილი ნახე“, „შენ რომ აკაკის წაიკითხავ, მაშინ მიხვდები რა არის პოეზია“. ჩემთვის მაგალითად პირველი და მეორე აღარ არსებობს, არიან გენიალურები და ბრწყინვალე ადამიანები. ვერ გეტყვით ვაჟა სჯობს თუ აკაკი, აკაკი თუ ილია. ბავშვმა თუ არ იცის ვინ არის იაკობ გოგებაშვილი დავიღუპეთ. გასულ წლებში ვნახე „დედა ენა იაკობ გოგებაშვილის მიხედვით“, სირცხვილი არაა ბიჭო, მიხედვა სჭირდება ამ კაცს?

ჯანსუღ ჩარკვიანის თქმით, იგი დიდი დოზით ეცნობოდა ქართულ ლიტერატურასთან ერთად რუსულ ლიტერატურასაც.

„ასევე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გერმანელმა პოეტმა ჰაინრიხ ჰაინემ. აი, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ გენიალურ ადამიანებზე ვარ გაზრდილი. უცხოურ ლიტერატურას იმიტომ არ ვასახელებ, რომ უპირველეს ყოვლისა შენ უნდა დასჯერდე შენსას, კარგია დედანში კითხვა თუ შეგიძლია, მაგრამ ძირითადად, უცხოურ ლიტერატურას თარგმანში კითხულობ. და ბოლოს, თუ დაიწყე კითხვა დაიწყებ და ბოლომდე იქნები, მაგრამ თუ დარჩი ინტერნეტში დარჩები და გათავებულია შენი საქმე“, – ამბობს ჯანსუღ ჩარკვიანი.

მაშ ასე, Aris.ge – განათლება გთავაზობთ იმ ავტორების ჩამონათვალს, რომელმაც ჯანსუღ ჩარკვიანზე დიდი გავლენა მოახდინეს:

  • ვაჟა-ფშაველა
  • აკაკი წერეთელი
  • ილია ჭავჭავაძე
  • დავით კლდიაშვილი
  • გიორგი ლეონიძე
  • მიხეილ ჯავახიშვილი
  • კონსტანტინე გამსახურდია
  • მიხეილ ლერმონტოვი
  • ალექსანდრე პუშკინი
  • შექსპირი
  • ჰაინრიხ ჰაინე

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ელდარ შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია თემურ ჩხეიძე

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია რობერტ სტურუა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გიორგი შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გელა ჩარკვიანი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ვლადიმერ (ლადო) პაპავა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე

ქეთი არის© გიგოლაშვილი

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა სია გამოქვეყნდა

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის დაფინანსებულ სტუდენტთა სიას აქვეყნებს.

იხილეთ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს N449 დადგენილების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტები (ბაკალავრები).

ილიაუნის სასწავლო კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ილიაუნის ცნობით, მთავრობის შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო 3 766 500 ლარის ოდენობის დაფინანსება.

პროექტის ფარგლებში, მოხდება უნივერსიტეტის  A, B, G და S კორპუსების სრული რეაბილიტაცია. ასევე, შეკეთდება ყველა კორპუსის ფასადი.

აღნიშნული კორპუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, სარემონტო სამუშაოები დასრულდება 2016 წლის შემოდგომის სემესტრისათვის.

ქუთაისის უნივერსიტეტი მობილობის მსურველ სტუდენტებს ღია ლექციებს სთავაზობს

$
0
0

სტუდენტებისთვის საგაზაფხულო მობილობა იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს, რომელიც სპეციალურ სალექციო შეხვედრებს ითვალისწინებს. როგორც Aris.ge-განათლებას ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დირექტორმა თამარ ხაჩიძემ განუცხადა, 21 და 22 დეკემბერს დაგეგმილი ლექციები სტუდენტებს უნივერსიტეტის შეფასებისა და არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს.

-ქალბატონო თამარ, რომელ პროგრამებს ახორციელებს სადღეისოდ ქუთაისის უნივერსიტეტი?

-ქუთაისის უნივერსიტეტი (ქუ) დაარსებიდან 24-ე წელს ითვლის და დღეს უკვე თავის ღირსეულ ადგილს იჭერს ქართულ საგანამანთლებლო სივრცეში და თბილისს გარეთ ერთადერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც უნივერსიტეტის სტატუსს ატარებს.

ქუთაისის უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებად ეპითეტებად იქცა მაღალი პროფესიონალიზმი, საქმისადმი უდიდესი ერთგულება და საზოგადოების საყოველთაო პატივისცემა.

ქუთაისის უნივერსიტეტი წარმატებით ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:

ბაკალავრიატი:

ბიზნესის ადმინისტრირება;

ეკონომიკა;

ტურიზმის მენეჯმენტი.

მაგისტრატურა:

ფინანსები, საბანკო და სადაზღვეო საქმე;

საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი.

დოქტორანტურა:

ფინანსები;

ეკონომიკა.

-უფრო დაწვრილებით მოგვიყევით იმ აქტივობის შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტი მობილობის მსურველ სტუდენტებს სთავაზობს?

-წელს მობილობას ახალი იდეებითა და აქტივობებით ვხვდებით, მობილობის მსურველებს წინასწარ ვთავაზობთ დაესწრონ ჩვენი პროფესორების ღია ლექციებს, გაეცნონ საუნივერსიტეტო გარემოს და გააკეთონ გააზრებული არჩევანი.

ყველა სტუდენტს, ვისაც უჩნდება კითხვებირატომ ავირჩიე ჩემი ფაკულტეტი? სწორია თუ არა ჩემი არჩევანი? როგორ ვვითარდები? რამდენად დამეხმარება მიღებული ცოდნა წარმატების მიღწევაში? -ვაძლევთ საშუალებას უფრო მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება შედარების საშუალებით. სწორედ ამიტომ, 21 და 22 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტი გიწვევთ ღია ლექციებზე, – „აირჩიე ქუთაისის უნივერსიტეტი და მიიღე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში აღიარებული უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომ ფასად“.

განგვიმარტეთ რას სთავაზობს უნივერსიტეტი მომბილობის მსურველებს?

-ჩვენ გთავაზობთ:

  • ყველა თქვენი კრედიტის მაქსიმალურ აღიარებას
  • თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასწავლო გარემოს;
  • აქტიურ და შინაარსიან სტუდენტურ ცხოვრებას;
  • სტუდენტთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას.
  • ევროპის უნივერსიტეტებში მობილობაში ხელშეწყობას
  • დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს ყველაზე მოთხოვნადი განათლების მიღებით

და ეს ყველაფერი არ არის, – მობილობის შემდეგ სტუდენტებს ელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზი ქუთაისის უნივერსიტეტისგან…

Untitled

ლექციაზე დასასწრებად უნდა წარმოადგინოთ საშვი ან  გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: 

ლექციების განრიგი ასეთია:

21 დეკემბერი

  1. გიორგი ჭუმბურიძე – „პროექტის შესყიდვის მართვა“; აუდიტორია N308 00 სთ.
  2. თამილა ნუცუბიძე, ხათუნა ნუცუბიძე – „საპენსიო რეფორმის გამოწვევები საქართველოში“; საკონფერენციო დარბაზი; 12.00 სთ.
  3. მირზა ხიდაშელი – „ბიზნესის ციკლის ბუნების გააზრებისათვის“; საკონფერენციო დარბაზი; 13.00 სთ.
  4. პაატა კლდიაშვილი – „ფინანსური კონტროლისა და აუდიტის მეთოდები“; უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა; 14.00 სთ.

22 დეკემბერი

  1. ოთარ შენგელია – „როგორ ავაწყოთ საწარმოს მონაცემთა ბაზა MC EXCEL – ის გამოყენებით“. აუდიტორია N307 00 სთ.
  2. ელგუჯა დეისაძე – „ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად – წარმოების წაუგებლობის ანალიზი“; საკონფერენციო დარბაზი 12.00 სთ.
  3. იოსებ არჩვაძე – „ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი და მისი გამოყენების არეალი“; საკონფერენციო დარბაზი 13.00 სთ/
  4. ლია ელიავა – „საქართველოს მონეტარული პოლიტიკა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“; საკონფერენციო დარბაზი; 14.00სთ.

ლექციებზე რეგისტრაცია


სერტიფიცირებული პედაგოგები პორტფოლიოების საფუძველზე მიღებულ კრედიტქულებს ახალ წლამდე გაეცნობიან

$
0
0

ძველ სქემაში ჩართული სერტიფიცირებული პედაგოგების პორტფოლიოების გასწორების პროცესი სრულდება. ძველი პორტფოლიოს შეფასება ეს არის საშუალება, რომლის დახმარებითაც სერტიფიცირებული მასწავლებლები ახალი სქემის ფარგლებში, მაქსიმუმ დამატებით 6 კრედიტ ქულას მიიღებენ და წამყვანი მასწავლებლის სტატუსს მიუახლოვდებიან, ხოლო წამყვან მასწავლებლებს 10 კრედიტ ქულის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის შეფასების დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც 21 – 25 დეკემბერს პედაგოგებს  მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool), ახალი გრაფა გამოუჩნდებათ,  სადაც ის კრედიტქულა იქნება დაფიქსირებული, რომელიც მათ 2011 წლიდან 2014 წლამდე განხორციელებული საქმიანობისთვის მიენიჭათ.  შედეგების გამოცხადებას   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ნოემბრის თვეში გეგმავდა. თარიღის გადაწევის მიზეზად განცხადების დიდი რაოდენობა  და ბევრი ხარვეზი დასახელდა, რომელიც დაშვებული იყო მასწავლებლების მიერ დოკუმენტაციის ატვირთვის დროს.  რამდენი ადამიანი ასწორებს ძველ პორტფოლიოებს, რამდენმა  პედაგოგმა  გააკეთა განაცხადი  და დაახლოებით როგორია შედეგები?!  ამ და სხვა საინტერესოსაკითხებზე Aris.ge-განათლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული   ცენტრის „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვა“ პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი ესაუბრა.

-ძველი პორტფოლიოების შესწორების პროცესი საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა.  ამიტომაც ვადები გავახანგრძლივეთ, 21 -25 დეკემბრს,  პედაგოგებს, eSchool-ში, გამოუჩნდებათ ახალი დამატებითი ჩანართი (TAB), სადაც  მიღებული კრედიტების რაოდენობა იქნება ასახული.

თუ ჩანართში არ აისახება კრედიტის რაოდენობა, მასწავლებელს ექნება საშუალება შეიტანოს სააპელაციო განაცხადი ელექტრონული სახით, eflow პროგრამის გამოყენებით. სააპელაციო კომისია განიხილავს ყველა განაცხადს. შეფასების საბოლოო დამტკიცებული შედეგები 2016 წლის 8-10 თებერვალს გვეცოდინება. 

ბატონო კახა, სულ რამდენმა პედაგოგმა შემოიტანა განაცხადი?

-ძველ სქემაში, რომელიც 2011-2014 წლებში ფუნქციონირებდა 8000-ზე მეტი პედაგოგი იყო ჩართული. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ესენი არიან  სერტიფიცირებული პედაგოგები. ჩვენდა გასაკვირად, ძალიან მაღალი არის- შემოსული განაცხადების ციფრი – 5266. თუმცა არის შემთხვევები,  რომ განაცხადი შემოსულია თუმცა შემდეგ პედაგოგს eSchool-ში მასალები ატვირთული არ აქვს. არის შემთხვევები, პედაგოგი საერთოდ არ იყო ძველ სქემაში ჩართული თუმცა მასალა მაინც  აქვს ატვირთული.

კიდევ ერთი დეტალი, ხშირ შემთხვევაში, პედაგოგებს იმაზე გაცილებით მეტი დოკუმენტი აქვთ ატვირთული, ვიდრე ჩვენ რეალურად ვითხოვდით. რადგან პირველი შემთხვევაა ძალიან ლოიალურად მივუდექით საკითხს და ვეცადეთ, ყველა დოკუმენტი გამოგვეყენებინა შეფასებისთვის. რეალურად ძალიან დიდი რაოდენობის დოკუმენტაციაა ატვირთული.

რა მასალები უნდა აეტვირთათ პედაგოგებს თქვენი მოთხოვნების მიხედვით?

-სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა, სასწავლო რესურსის შექმნა, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და საკუთარი პროფესიული საქმიანობის კვლევა.

თითოეული რამდენი ქულით ფასდება ბატონო კახა?

-სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა – 3 კრ/ქ

სასწავლო რესურსის შექმნა – 1კრ/ქ

პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა – 2 კრ/ქ

საკუთარი პროფესიული საქმიანობის კვლევა (მხოლოდ სერტიფიცირებული დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლის მიერ) – 4 კრ/ქ

თითოეული მიმართულება ფასდება შემდეგი აქტივობებით: ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით მასწავლებელი წარმოადგენს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:  საგანმანათლებლო პროექტი;  ინტეგრირებული გაკვეთილი;  სსსმ მოსწავლესთან მუშაობა;  სასწავლო პროცესის პრაქტიკული კვლევა.

სასწავლო რესურსის შექმნის მიმართულებით მასწავლებელი წარმოადგენს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს: 2 სასწავლო-მეთოდოლოგიური სტატია;  სახელმძღვანელოს ავტორობა /თანაავტორობა; მასწავლებლის შექმნილი სასწავლო ციფრული ობიექტები, ისტ-ის ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების მაგალითი.

პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მიმართულებით, აუცილებელია პროფესიული განვითარების გეგმისა და რეფლექსიის, აგრეთვე, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის წარმოდგენა: აკრედიტებულ ტრენინგებზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი; სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; კონფერენციებზე მომხსენებლად გამოსვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, კათედრაზე თემის წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი.

-ყველაზე მეტი განაცხადი რომელი მიმართულებით შემოვიდა?

-ყველაზე მეტი განაცხადი მივიღეთ პროფესიული განვითარების რეფლექსიაში და ინტეგრირებული გაკვეთილები, ასევე საკმაოდ ბევრი სასწავლო რესურსი იყო წარმოდგენილი. გვაქვს შემთხვევები როდესაც სამივე მიმართულებით არის შემოსული განაცხადები. არის შემთხვევები როდესაც მხოლოდ ერთ აქტივობაზე აქვს აპლიკანტს განაცხადი შემოტანილი. საერთო ჯამში სერტიფიცირებულ მასწავლებლებს შეუძლიათ აღნიშნული პორტფოლიოთი მაქსიმუმ დამატებით 6 კრედიტ ქულა მიიღონ და წინ წაიწიონ წამყვანი მასწავლებლის გზაზე ხოლო წამყვან მასწავლებლებს შეუძლიათ აიღონ მაქსიმ 10- კრედიტ ქულა.

-შესწორების პროცესი თითქმის დასრულდა, რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით?

-მაქსიმალურად ვეცადეთ რომ გაგვეთვალისწინებინა არსებული რეალობა – შედეგები ნორმალურია,  საახალწლოდ ბევრ პედაგოგს გავახარებთ.  რა თქმა უნდა პრობლემა საკმაოდ ბევრია,  მითუმეტს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით.

თქვენთვის, ცენტრისთვის რა დამატებითი ღირებულებას წარმოადგენს ის საბოლოო, შედეგი რომელსაც ძველი პორტფოლიოების შესწორებით მიიღებთ?

– პირველ რიგში, არ  გვინდოდა, პედაგოგებს, რომლებმაც  წინა წლებში დამატებით იშრომეს, ეს შრომა დაჰკარგვოდათ;  ამ სქემის შეფასების კიდევ ერთი მიზანი კი გახლავთ ის, რომ მიღებული შედეგების შემდეგ ჩვენ შევძლებთ მოვამზადოთ სარეკომენდაციო დოკუმენტები. ეს იქნება დამხმარე მასალა შემდგომი მუშაობისთვის. ანალიზსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო იქნება. ერთგვარად ეს იქნება მოდელირება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ მაშინ, როდესაც 60 ათასი პედაგოგის დოკუმენტაციის გასწორებას დავიწყებთ და პრობლემებს შეეჭიდება სკოლის შიდა შეფასების ჯგუფი.

-ბატონო კახა, ვინ ასწორებს პედაგოგების შემოსულ დოკუმენტებს?

ამოწმებს ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელშიც დაახლოებით  80 ადამიანია.  მათ ჩვენ ტრენერ–კონსულტანტებს ვუწოდებთ. კომისიაში  არიან როგორც სკოლის მოქმედი დირექტორები, ასევე პედაგოგები.

-თუ ექნებათ პედაგოგებს შესაძლებლობა, გაასაჩივრონ კომისიის მიერ მათთვის მინიჭებული ქულა?

-რა თქმა უნდა ექნებათ.  თუ შედეგები არ დააკმაყოფილებთ და ჩათვლიან, რომ მეტ კრედიტ ქულას იმსახურებენ, შეუძლიათ გაასაჩივრონ. მას შემდეგ, რაც ქულები გამოქვეყნდება, დაიწყება აპელაციის პროცესი. მასწავლებლისათვის კრედიქტულების მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის დირექტორი, რაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.  დირექტორის ბრძანება საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. და კიდევ ერთი, ჩვენ ღიად  გვქონდა კრიტერიუმები გამოქვეყნებული. ობიექტური და გამჭვირვალე შეფასება ამის გარეშე შეუძლებელია პედაგოგებმა წინასწარვე იცოდნენ, რის მიხედვით მოხდებოდა მათი ნაშრომების გასწორება და როგორ უნდა მოემზადებინათ შესაფასებელი დოკუმენტაცია.

რომელ აქტივობაში რამდენი კრედიტქულა მიენიჭებათ ძველ სქემაში ჩართულ პედაგოგებს?!

ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების შეფასების წესში ცვლილება შევიდა

ეკა არის© წივწივაძე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს კავეენის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

$
0
0

“საქართველოს კავეენის ჩემპიონატის” გამარჯვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი Old Boys გახდა. გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოთი – 5 000 ლარით დასაჩუქრდა.

17 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში “საქართველოს კავეენის ჩემპიონატის” ფინალი ჩატარდა. ფინალურ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მხიარულთა და საზრიანთა 8 გუნდი იყო წარმოდგენილი: კსუ-ის გუნდი – ’’Old Boys” , ბათუმის საზღვაო აკადემიის, ბაღდათის გუნდი – ,,პულსი“, მონსტრების კორპორაცია, ქუთაისის გუნდი – ,,ჭიჭიკიები“.

იუმორისტული შეჯიბრი სამ ნაწილად წარიმართა: გუნდების მისალმება, კითხვა-პასუხისა და სიმღერის ეტაპი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ’’Old Boys” სამივე კომპონენტში მაქსიმალური ქულა მოაგროვა, ჯამური 13, 8 ქულით მონაწილე ჯგუფები უკან ჩამოიტოვა და 2015 წლის გამარჯვებულად დასახელდა.

კსუ-ის ცნობით,  პროექტის ხელშემწყობია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

ინტელექტუალური თამაშის 2015 წლის სეზონის გამარჯვებული გუნდი „ჭიანჭველები“ გახდა

$
0
0

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ფინალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საბაკალავრო სკოლის ხუთმა გუნდმა მიიღო.

აკადემიის ინფორმაციით, ფინალური ტურის შედეგებით, 2015 წლის სეზონის გამარჯვებული გახდა IV კურსის გუნდი „ჭიანჭველები“ 23 ქულით. ხოლო თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული 12 სწორი პასუხით იუნკერმა ბაჩანა ჭანტურიამ მოიპოვა.

გამარჯვებულებს საჩუქრები და სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა, რექტორის მოადგილემ, ბატონმა ერეკლე ჩიგოგიძემ და სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ჯანჯულიამ გადასცეს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე „მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“ გაიმართა

$
0
0

მიგრაცია და არალეგალური მიგრაციის საფრთხეები; ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), როგორც დანაშაული; ტრეფიკინგის საფრთხეები და ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა – ამ თემებთან დაკავშირებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება ევროკავშირის კამპანიის – 2015 წელი ევროპული განვითარებისთვის ‪#‎EYD‬ ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას“ მიერ ჩატარდა.

ლექციას თემაზე – „მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“ 40 სტუდენტი დაესწრო. თითოეულ მათგანს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა.

საჯარო ლექციას კითხულობდნენ ქეთევან ხუციშვილი – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროგრამების მენეჯერი, ზვიად დევდარიანი – სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდას“ (CiDA) დირექტორი, ქეთევან სარაჯიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი, დიანა როსტიაშვილი – შსს-ს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი და ქეთი აბულაშვილი – ორგანიზაცია „ემიგრანტები სამოქალაქო განვითარებისთვის“ (აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით).

საჯარო ლექცია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საფრენოსნო ფაკულტეტის კურსდამთავრებულები ევროპის მასშტაბით მუშაობას შეძლებენ

$
0
0

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის კურსდამთავრებულები EASA-ს წევრი, ლიტვის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემულ ლიცენზიას მიიღებენ.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და “BAA საავიაციო ტრეინინგ აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ტეფნაძემ და “BAA საავიაციო ტრეინინგ აკადემიის” წარმომადგენელმა, ანდრეი ვანკოვმა.

უნივერსიტეტის ცნობით, შეთანხმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას ითვალისწინებს, რომლის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული დიპლომთან ერთად, ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს – EASA-ს მიერ აღიარებულ ლიცენზიას მიიღებს, რაც თავის მხრივ ევროპის მასშტაბით მუშაობის უფლებას იძლევა.

ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო – EASA – ევროკავშირის ორგანიზაციაა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ავიაციის პერსონალის სერტიფიცირებაა. “BAA საავიაციო ტრეინინგ აკადემია” EASA-ს მიერ აღიარებულია 2013 წლიდან. ის ევროპული სტანდარტების შესაბამისი საავიაციო ტრეინინგ ცენტრია 20 წლიანი გამოცდილებით.

Viewing all 14645 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>