Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14653 articles
Browse latest View live

აწსუ-ში საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესების მიზნით მორიგი შეხვედრა გაიმართა

$
0
0

აწსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დაგეგმილი შეხვედრების ციკლი გრძელდება. უნივერსიტეტის ცნობით, ფაკულტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები ტარდება საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, შეფასების, გაუმჯობესებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშების მომზადების კუთხით. 2015 წლის 16 დეკემბერს, აწსუ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა რიგით მეცხრე შეხვედრა.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ გააკეთა ანგარიში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ქობულეთში განხორციელებული ღონისძიების შესახებ.

შეხვედრის მიზანი იყო ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველოყოფის სამსახურების მიერ გაწეული სამუშაოების დროს გამოვლენილი დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება, სტუდენტთა აკადემიური მოსწრების ანალიზი და ფაკულტეტებზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. შეხვედრაზე დასახელდა მიზეზები, რომლებიც, მონაწილეთა აზრით, ხელისშემშლელი ფაქტორებია საგნობრივი პროფესიული პროგრამების განხორციელებისათვის.
აღინიშნა, რომ მათ შესახებ ეცნობებოდა უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებს; ასევე, გამოითქვა მოსაზრება საგნობრივი და მოდულური პროფესიული პროგრამების მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმის შემუშავების აუცილებლობის შესახებ.


ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

$
0
0

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების 2015 წლის მეორე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.

აკადემიაში დღეს პირველი ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსის დაარსების 10 წლის იუბილეც აღნიშნეს. კურსდამთავრებულებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ სიტყვით მიმართეს და სამომავლოდაც წარმატებები უსურვეს.

„კაპიტნის საკარიერო სკოლას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენი სამხედრო განათლების სისტემაში. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს 104 კიდევ უფრო განათლებული და მაღალ დონეზე მომზადებული ოფიცერი შეემატა. დღეს საკაპიტნო სკოლის 10 წლის იუბილეცაა. ამ დაწესებულების შექმნა ჩამოყალიბება იყო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემის განვითარებაში. მანამდე მხოლოდ ძირითადი ოფიცრის კურსი გვქონდა. ამ სკოლის ჩამოყალიბების შემდეგ კი შევძელით და ჩამოვაყალიბეთ სამეთაურო საშტაბო კურსები. დღეს ჩვენი ოფიცრები ემზადებიან და მაღალ, ნატოს სტანდარტების განათლებას იღებენ“, – აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

კაპიტნის საკარიერო სკოლის სხვადასხვა გვარეობის კურსი წარმატებით 104-მა ოფიცერმა დაასრულა. მათ შორის ერთი ოფიცერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყო მივლინებული. კურსდამთავრებულებს სწავლების შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

კურსების გამოშვებას და საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსი 2004 წელს, აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორებისა და მრჩევლების მხარდაჭერით შეიქმნა. სასწავლო კურსზე პირველი ნაკადი 2005 წლის 17 იანვარს მიიღეს.

აკადემიის ცნობით, ამჟამად სკოლის შემადგენლობაში 9 გვარეობის კურსი შედის. ესენია: მანევრის, არტილერიის, საინჟინრო, ლოგისტიკის, პერსონალის, დაზვერვის, კავშირგაბმულობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის კაპიტნის საკარიერო კურსები.

კაპიტნის საკარიერო სკოლის პროგრამა ოფიცრის განათლების შუალედურ საფეხურს წარმოადგენს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ტაქტიკური დონის განათლება. კაპიტნის საკარიერო სკოლა 1000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნესცერემონიალის ფარგლებში წარდგენილ ნომინაციაში ,,რეპუტაცია და ნდობა“ გაიმარჯვა

$
0
0

18 დეკემბერს სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში ყოველწლიური ბიზნესცერემონიალი – ქართული ბრენდის დღე გაიმართა.

ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა, წელს მეცამეტედ ჩატარდა და საკმაოდ პომპეზურად აღინიშნა.

სხვადასხვა წარმატებულ კომპანიასა და ლიდერ ორგანიზაციასთან ერთად, ღონისძიებაში, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქართული ბრენდი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნესცერემონიალის ფარგლებში წარდგენილ ნომინაციაში  ,,რეპუტაცია და ნდობა“ გაიმარჯვა და  ,,წარმატებული ქართული ბრენდის“ ტიტული მიიღო. ღონისძიების ორგანიზატორებმა კსუ-ს კანცლერს საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატი და ჯილდო გადასცეს.

ღონისძიებაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი – ვახტანგ წივწივაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვიცე-რექტორი – მარინა გედევანიშვილი და  კსუ-ს ადმინისტრაციული აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები საპატიო სტუმრის ამპლუაში იყვნენ მიწვეულნი.

ქართული ბრენდის დღე პირველად 2003 წელს ჩატარდა და მასში მხოლოდ ქართული ღვინის ბრენდები მონაწილეობდნენ.  2005 წლიდან  ღონისძიება დაპატენტდა და საავტორო უფლებების  საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო –  ,,პროფილს’’ ეკუთვნის.

პროექტის მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება, 13 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტი ქართული ბრენდის პოზიციონირება მოხდა.

ბიზნესცერემონიალის უცვლელი ნომინაციები ასე გამოიყურება:

  • ლიდერი;
  • რეპუტაცია და ნდობა;
  • წარმატებული ახალი ქართული ბრენდი;
  • ბრენდ პერსონა;
  • წარმატებული ტელეპროექტი;

ღონისძიების დასასრულს ქართული ბრენდის დღისათვის დამზადებული ტორტი საზეიმოდ გაიჭრა.

კონკურსის მიზანია, ქართული ბრენდების წარმოჩენა და მათ შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა.

რა შენიშვნები აქვს სქემასთან დაკავშირებით პედაგოგთა პროფკავშირებს და როგორ პასუხობს მას სამინისტრო

$
0
0

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში სექტემბრიდან საჯარო სკოლის ყველა პედაგოგი ჩაერთო. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პროცესს თვალს ადევნებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია კობახიძე ამბობს, პედაგოგთა დიდი ნაწილისთვის სქემით გათვალისწინებული ძირითადი პრინციპული საკითხები მისაღებია.

ისეთები, როგორიცაა მასწავლებლის შეფასების კომპლექსური სისტემა, სავალდებულო აქტივობები, რომელიც პედაგოგთა და სკოლის შესაძლებლობებს ითვალისწინებს; კრედიტ ქულების ბევრად უფრო რეალისტური მიდგომა; ასევე, პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფა; შიდა სასკოლო შეფასება და ვაკანსიის შემთხვევაში პედაგოგთა შესარჩევი კონკურსის წესი. მაია კობახიძის შეფასებით, ამ შემთხვევაში სურათი ოპტიმისტურია და კიდევ უფრო უკეთესი შედეგი გვექნება საპილოტე წლის განმავლობაში.

ამასთან ერთად პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს გვიზიარებს, რომლებიც პედაგოგებს სქემის მიმართ გააჩნიათ.

 „შეინიშნება პედაგოგთა კრიტიკა სხვადასხვა მიმართულებით. სქემა ითვალისწინებს იმ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომლებიც არსებობს განათლების მოქმედ სისტემაში, მაგრამ სქემა არ ითვალისწინებს პედაგოგთა გადამზადების სრულყოფილ მექანიზმებს. ახლაგაზრდა კადრების მომზადება გათვალისწინებულია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო. თუმცა ეს ერთგვარ დისკრიმინაციაში ამყოფებს მოქმედ მასწავლებლებს.

რატომ არ ვეხმარებით იმ პედაგოგებს, რომლებსაც აქვთ სკოლაში მოღვაწეობის 5- წლამდე სტაჟი? მათი დანაშაული არ არის, როცა ისინი პროფესიაში  შემოვიდნენ და სახელმწიფოს მათთვის  არ ჰქონდა პროფესიის ხელშეწყობის არანაირი პროგრამა. ასევე, არ უნდა დავტოვოთ სქემით გათვალისწინებულ სიახლეებთან საშუალო თაობის პედაგოგები, რომლეთაც აქვთ 5-დან 20-წლამდე მუშაობის გამოცდილება. საშუალო ასაკზე ზემოთ პედაგოგებმა განათლება მიიღეს საბჭოთა კავშირის დროს. მოგეხსენებათ, მაშინ სულ სხვა მოთხოვნები იყო მასწავლებლის პროფესიის მიმართ და მათ განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდებათ. ამ კითხვებზე ჩვენ ამ ეტაპზე პასუხები არ გვაქვს“, – აღნიშნავს კობახიძე.

მაია კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური მოთხოვნა აქვს, მასწავლებელს დაუწესოს მაღლი სტანდარტები და მოთხოვნები, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფოსაც აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს პედაგოგებს. რომელთა უმრავლესობასაც ბოლო 25 წლის განმავლობაში არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონია სახელმწიფოს მხრიდან.

„დღეს თვითშეფასების კითხვარის და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შესახებ ტრენინგები ფასიანია. აქედან გამომდინარე, უფასო ტრენინგებით მომსახურების საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. ამ მიმართულებით უფრო მეტი ფინანსური რესურსი უნდა ჩაიდოს.

პედაგოგთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი შიდა სასკოლო დაკვირვებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ეს უპირეველეს ყოვლისა,  არაინფორმირებულობის შედეგია. ვინაიდან შეფასების კომპონენტები მათთვის უცნობია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პედაგოგთა შიდა სასკოლო დამკვირვებელთა წევრებისათვის ტრენინგები უნდა დაიწყოს 2016 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლებს სრულად მიეწოდებათ ინფორმაცია. ძალიან კარგი გზამკვლევები შემუშავდა ახალი სქემის ამუშავებისთანავე და ვფიქრობთ, პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმების შესახებაც უნდა შემუშავდეს გზამკვლევი, რომელიც მიეწოდებათ მასწავლებლებს“.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე მასწავლებლის ხელფასის საკითხსაც ეხება. მისი თქმით, საბაზო ხელფასის ზრდა აპრილში არ უნდა დასრულდეს. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. სხვა შემთხვევაში დაიკარგება პედაგოგთა მოტივაცია და სკოლის განვითარების პერსპექტივაც.

„მასწავლებლის საბაზო ხელფასი უნდა გაიზარდოს ეტაპობრივად, იმ გათვლებით, რომ 2-3 წელიწადში გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. აპრილში გაიზრდება პედაგოგთა საბაზო ხელფასი, მაგრამ ამით სრულდება ეს პროცესი, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით. ვინაიდან 45 400-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და მათ განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება, რომ არ დაიკარგოს მათი მოტივაცია. ასეთმა მასწავლებლებმა მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში უნდა განახორციელონ სავალდებულო აქტივობები, რომ გადავიდნენ ზედა დონეზე. მხოლოდ მაშინ მიეცემათ ძალიან ეფექტური და ადეკვატური კატეგორიის შესაბამისი დანამატები. ასეთი მიდგომით დროში იწელება ხელფასების ზრდის პროცესი.

მინდა მცირეკონტიგენტიანი სკოლების პრობლემასაც შევეხო. განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს. მათ არ აქვთ საკმარისი საათების რაოდენობა. დღეს მხოლოდ უცხო ენის პედაგოგს მიეცემა სრული დატვირთვის შესაბამისი დანამტი, თუ სკოლას არ აქვს სკოლაში საკმარისი საათების რაოდენობა. მაგრამ საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგები ხშირად მოგვმართავენ ჩივილით, რომ სკოლაში არ არის საკმარისი საათების რაოდენობა. ამ პედაგოგების დანაშაული არ არის შექმნილი ვითარება და მათ დანამატები უნდა აიღოს სრულად. პედაგოგს ყველა უყენებს მაღალ მოთხოვნებს, რაც მისასალმებელია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ პედაგოგის უკან დგას ადამიანი, რომელიც ასევე ცხოვრობს ყოველდღიური პრობლემებით. დაწესებულ პროფესიულ სტანდარტთან ერთად სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყონ პედაგოგებს“, – აცხადებს კობახიძე.

image1საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარეს პასუხობენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. მაჩაბლის თქმით, სახელმწიფოს ფინანსური რესურსები ყველა მასწავლებლის დატრენინგებას ვერ გასწვდება.

„მოგეხსენებათ სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის იმხელა, ყველა თემას და მიმართულებას შევეხოთ. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის დაფინანსება, რაც გვაქვს. იგივე თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებით ძირითადი მიზნობრივი ჯგუფი არის სკოლის ფასილიტატორები. ამაზე სახელმწიფო დაფინანსება ცენტრს გააჩნია. ფასილიტატორებს  ემატება ტრენერ-კონსულტატნტები და შეფასების ჯგუფების წევრები, რომელთა ტრენინგი 2016 წლის დასწაყისიდანვე ძალიან ინტენსიური იქნება.

ცენტრი მათი მეშვეობით გადის თითოეულ მასწავლებელზე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვერ გავწვდებით და რაღაც კომპონენტები თვით მასწავლებლების მიერ უნდა იყოს დაფინანსებული. სქემის მიხედვით არ იყო გათვალისწინებული, რომ თითოეულ მასწავლებელს ცენტრი დაუჯდებოდა და შეავსებინებდა, მაგალითად, თვითშეფასების კითხვარს“,-აღნიშნავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვული ცენტრის დირექტორი.

რაც შეეხება მაია კობახიძის შენიშვნას, დამწყები მასწავლებლებისთვისაც იყოს მხარდამჭერი პროგრამა განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პასუხობს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვული ცენტრი უკვე ახორციელებს მსგავს პროგრამას, რომელსაც „დამწყები მასწავლებლის მხარდამჭერი პროგრამა“ ჰქვია.

რაც შეეხება ტრენინგებს, ლია გიგაურის თქმით, უნიფიცირებული ტრენინგები საჭიროებებზე მორგებული ტრენინგებით შეიცვალა, რადგან საჭიროებებზე კვლევა ახლახან დაიწყო, შესაბამისად, მასწავლებელთა განვითარებაც საჭიროებებს უნდა დაეფუძვნოს.

10993462_974767189207693_1373596220220038794_n„ხელშეწყობა სჭირდებათ როგორც დამწყებ, ასევე ასაკოვან პედაგოგებს, რომელთაც გაუჭირდათ ახალ სქემაზე გადასვლა. თუ ამ ხელშეწყობის ფარგლებში მასწავლებლები ვერ უპასუხებენ იმ გამოწვევებს, რომლებიც აქვს დღევანდელ მოსწავლეებს, ასეთ შემთხვევაში ეს ამ მასწავლებლების პრობლემად რჩება. ჩვენ ამ სისტემას მხოლოდ სოციალური დახმარების სისტემად ვერ გადავაქცევთ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემა და მასწავლებელმა უნდა იზრუნოს საკუთარ განვითარებაზე. თანამედროვე სასწავლო სტატეგიებით და მიდგომებით ჩატარებული გაკვეთილი მოსწავლეში მოტივაციას აჩენს. პედაგოგებთან ერთად  ბავშვის უფლებებიც უნდა იყოს დაცული. მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი განათლება“, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

მასწავლებლების კატეგორიებად დაყოფის პოლიტიკის პრობლემები

პასუხები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის კრიტიკოსებს – კახა ჟღენტი

პედაგოგის რომელ აქტივობებს დააკვირდება და განსაზღვრავს იანვრიდან შიდა შეფასების ჯგუფი

ფასილიტატორების შედეგები – პედაგოგთა დამატებითი შრომა, რომელიც შესაძლოა, ხელფასზეც აისახოს

უფლებები და მოვალეობები – რამდენი კრედიტ-ქულით შეფასდება ფასილიტატორი მასწავლებლის სამწლიანი შრომა?!

ცისანა არის© შერგილაშვილი

როგორ შევაყვაროთ კითხვა 4-დან 7-წლამდე ასაკის ბავშვს

$
0
0

თუ ამ ასაკში თქვენს ბავშვს ჯერ კიდევ არ უყვარს კითხვა, ეს ტრაგედია არ არის. ამ ასაკისთვის ბავშვი უკვე კარგად აღიქვამს მშობლის მიერ ნორმალურ ხმაზე წაკითხულ ტექსტს. ბავშვი არ იციკლება ერთ ზღაპარზე, მაგრამ უკეთ აღქმისთვის, ურიგო არ იქნება წიგნის რამდენჯერმე გადაკითხვა. იკითხეთ თავებად თუ ისინი პატარებია. კითხვა შეწყვიტეთ ყველაზე საინტერესო ადგილას, რათა ბავშვმა კითხვის გაგრძელება მოგთხოვოთ.

რა წავუკითხოთ?

სათავგადასავლო, საინტერესო მოვლენებით სავსე მოთხრობები და ნოველები, ენციკლოპედიები სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. ბავშვის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული წიგნები, მაგალითად საახალწლოდ, შეგიძლიათ წაუკითხოთ ისტორიები თოვლის ბაბუაზე, სანტა კლაუსზე.

7 წლიდან ბავშვის წიგნის კითხვის სპექტრს მშობელთან ერთად კლასის ხელმძღვანელიც აკონტროლებს. ამ ასაკისთვის დროა შევწყვიტოთ მისთვის ხმამაღლა კითხვა, გამონაკლისი შესაძლებელია მხოლოდ ძილის წინ, ისიც 10-15 წუთი, რათა კარგად დაიძნოს.  ეს უკვე ის დროა, როცა ბავშვმა თვითონ უნდა დაიწყოს კითხვა. ასწავლეთ თქვენს შვილს ლექსების ან ისტორიების წერა თავისი საყვარელი წიგნების გასაგრძელებლად.

სკოლაში ყოველდღიურად საშინაო დავალებების მიღება ბავშვისთვის მალევე იქცევა მოსაწყენ აუცილებლობად, ამიტომ არ დაგავიწყდეთ, ხშირად შეაქოთ, რათა არ დაკარგოს მოტივაცია.

როგორ შევაყვაროთ კითხვა 0-დან 4-წლამდე ასაკის ბავშვს

მ.მ

21 დეკემბერს ილიაუნიში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

$
0
0

21 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე ლევან ბერძენიშვილთან.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ვაჟა-ფშაველა, როგორც ახალი ადამიანის შემოქმედი; ვაჟა-ფშაველა და ლუკა რაზიკაშვილი; ვაჟა-ფშაველას მემკვიდრეობა მეოცე საუკუნეში; ვაჟა-ფშაველა – ჩვენი წინამძღოლი მომავალში; ვაჟა-ფშაველა – ევროპული ღირებულებების დამამკვიდრებელი; ვაჟა-ფშაველა და მსოფლიო.

დასწრება თავისუფალია.

 

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ნოტარიუსთა პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, მოიცავს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენთათვის სანოტარო სამართლის შესწავლაში ხელის შეწყობას, ლექცია-სემინარების ჩატარებას, შეხვედრების ორგანიზებასა და სანოტარო საქმიანობის, ნოტარიატში დანერგილი რეფორმების გაცნობას, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, სტუდენტების პრაქტიკული კურსების გავლას.

ნინო ხოფერიამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ნოტარიატის რეფორმა გააცნო.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უნივერსიტეტთან ერთად სხვა აქტივობებსაც გეგმავს, რაც მემორანდუმით განსაზღვრული მიზნის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჰანს იორკ ალბრეჰტის საჯარო ლექცია გაიმართა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ალმა მატერის პარტნიორი მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ჰანს იორკ ალბრეჰტის საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის თემა იყო „რადიკალური ტერორიზმის თანამედროვე სახე“. ლექციას, სტუდენტების გარდა, აკადემიური პერსონალიც ესწრებოდა.

პროფესორმა ალბრეჰტმა მსმენელებს გააცნო ტერორისტული ორგანიზაციების ბრძოლის მეთოდები, მათ შორის, ახალგაზრდების გადაბირების გამოცდილება. აუდიტორიამ, სტუმართან ერთად, განიხილა და კრიტიკულად შეაფასა ის სამართლებრივი სტრატეგია, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ დაუპირისპირა ამ მეთოდებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ბატონმა ალბრეჰტმა კმაყოფილება გამოთქვა სტუდენტთა მიერ გამოთქმული ყურადსაღები იდეების გამო.


კსუ-სა და უკრაინის დიპლომატიურ აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ,,უნივერსიტეტები მშვიდობისათვის’’ ფორუმის ფარგლებში კსუ-სა და უკრაინის დიპლომატიურ აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი კსუ-iს რექტორმა კახაბერ კორძაიამ და უკრაინის დიპლომატიური აკადემიის რექტორის მოადგილემ ალა ფურსამ მოაწერეს. დოკუმენტი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებსა და უკრაინის დიპლომატიური აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობას გულისხმობს.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს ,,უნივერსიტეტები მშვიდობისათვის’’ წევრები – თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ესწრებოდნენ.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ კსუ-ის რექტორმა კახაბერ კორძაიამ სტუმრებს კსუ-ის მარანი დაათვალიერებინა. მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს, კახაბერ კორძაიამ სტუმრებს მარანი ,,კოლხის’’ ორი სახეობის ღვინო უსახსოვრა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები ფრიდონ ინჯიას ლექციას დაესწრნენ

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის 106-ე აუდიტორიაში ჩატარდა ფრიდონ ინჯიას ლექცია თემაზე – „საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი“. ლექცია ინტერაქტიური იყო.

უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტების ინტერესი სალექციო თემის მიმართ მაღალი აღმოჩნდა – დაისვა ბევრი შეკითხვა, გაიმართა დებატები დასმული პრობლემატიკის გარშემო.

ლექციის შემდეგ, ბატონმა ფრიდონმა განსაკუთრებულად აღნიშნა სტუდენტთა მომზადების მაღალი დონე, ხაზი გაუსვა ახალი კამპუსის ორიგინალობას და მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

სასერტიფიკატო კურსი – ,,ღვინო და ღვინის კულტურა”დასრულდა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურმა TEMPUS-ის პროექტის SSRULLI -ის ფარგლებში 14-19 დეკემბერს სასერტიფიკატო კურსი – ,,ღვინო და ღვინის კულტურა” – ჩაატარა.

კურსი გათვალისწინებული იყო მეღვინეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ღვინის ინდუსტრიით და ტურიზმით დაინტერესებულ პირთათვის.

ტრენინგ-პროგრამის მსმენელები დეტალურად გაეცნენ ღვინის ტიპებს, არომატებსა და მისი აღქმის ზღვრებს: რა არის ღვინო და ღვინის ტიპები; ღვინის არომატები და მისი აღქმის ზღვრები; ღვინის ზადი; ღვინისა და საჭმლის შეხამება, ღვინის სერვისი; ღვინის ტურიზმი; ღვინის მარკეტინგი.

პროგრამა 6 დღეზე იყო გადანაწილებული, ტრენინგების პირველი ნაწილი კსუ-ს კანცლერის მოადგილემ (მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მიმართულებით) – ქეთევან ჯურხაძემ ჩაატარა. დასკვნითი ნაწილი კი – კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა კახაბერ ჯაყელმა.

კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ტრენინგ-პროგრამაზე დარეგისტრირებულთა უმრავლესობას მეღვინეობის მიმართულებით ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა, თუმცა კურსს ახალგაზრდა, თემით დაინტერესებული მსმენელებიც ჰყავდა.

ღვინის ზადი, ღვინისა და საჭმლის შეხამება, ბიოდინამიური და ნატურალური ღვინოები – თეორიული ნაწილის პარალელურად ტრენინგ-კურსი პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დეგუსტაციის ნაწილსაც მოიცავდა, რაც მსმენელებში დამატებითი უნარებისა და ჩვევების დახვეწა-განვითარებას შეუწყობს ხელს.

გარდა უშუალოდ ღვინის ტიპების, მისი შემადგენლობისა და დამზადებისა, ტრენერმა ქეთევან ჯურხაძემ ვრცლად მიმოიხილა ღვინის ტურიზმის საკითხები: როგორ და რა პრინციპით უნდა დაიგეგმოს ღვინის ტური, რა სერვისები უნდა შევთავაზოთ ტურისტს. ტრენინგ-პროგრამაზე კახაბერ ჯაყელმა მსმენელებთან ღვინის სამომხმარებლო კულტურასა და მის მარკეტინგზე ისაუბრა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ კსუ-ს კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ კურსის მონაწილეები ორენოვანი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შიდა საუნივერსიტეტო შეჯიბრებების დახურვის ცერემონია გაიმართა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ატრიუმში შიდა საუნივერსიტეტო შეჯიბრებების დახურვის ცერემონია გაიმართა. პროექტ ALMAFEST-ში მონაწილეებსა და გამარჯვებულებს მედლები და სერთიფიკატები გადაეცათ.

ზუსტად 2 თვის მანძილზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით რვა სახის სპორტული შეჯიბრი გაიმართა:

  • ფრენბურთი
  • ჭადრაკი
  • კარტინგები
  • მკლავჭიდი
  • მაგიდის ჩოგბურთი
  • ბილიარდი
  • ბოულინგი
  • CityGame

უნივერსიტეტის ცნობით, შეჯიბრში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტები, ასევე მაგისტრები.

რა სიახლეები ელით პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ახალი სტრატეგიით

$
0
0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა  4-წლიან სტრატეგიაზე მუშაობა  დაასრულა. დოკუმენტი მიმდინარე კვირაში დამტკიცდება და მისი პრეზენტაცია სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაიმართება. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას ცენტრის  ხელმძღვანელმა გიორგი მაჩაბელმა განუცხადა.

,,სტრატეგია დაახლოებით ერთი წლის მანძილზე მუშავდებოდა. მსგავსი დოკუმენტი ცენტრს აქამდე არ ჰქონია.  დოკუმენტი მოიცავს მომავალი 4 წლის პერიოდს და მიმართულია ცენტრის განვითარებისკენ.  სტრატეგიის ძირითადი ხაზია ხელი შევუწყოთ ჩვენი სერვისების დეცენტრალიზაციის პროცესს. ანუ ცენტრი არ უნდა იყოს ერთადერთი მოთამაშე ბაზარზე. მხოლოდ ჩვენ არ უნდა ვატარებდეთ პედაგოგებისთვის ტრენინგებს. გვინდა, რაც შეიძლება მეტი  კვალიფიციური მოთამაშე შემოვიყვანოთ ამ სფეროში,  რომლებიც შესთავაზებენ პედაგოგებს როგორც კვალიფიციურ ტრენინგებს, ასევე გადამზადების კურსებს“,- აცხადებს მაჩაბელი.

მისივე ინფორმაციით, სტრატეგიის თანახმად, სიახლეები ელით რეგიონის მასწავლებლებსაც.

გიორგი-მაჩაბელი„ამ ოთხი წლის განმავლობაში ვაპირებთ რეგიონული ცენტრების დაარსებას და მათ განვითარებას. რეგიონში მომუშავე პედაგოგს საშუალება უნდა ჰქონდეს ადგილზე მიუწვდებოდეს ხელი ტექნიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. გვინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. პროგრამები რასაც შევთავაზებთ უნდა იყოს მორგებული კონკრეტული მასწავლებლის კონკრეტულ საჭიროებებზე. არ გვინდა, ლექციები შევთავაზოთ ისინი მოვიდნენ, მოუსმინონ და ვერაფერი გააკეთონ,”- აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი ფოკუსი პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა იქნება და მის განვითარება-დახვეწაზე დიდი ძალისხმევა იქნება მიმართული.

,,სქემა არ არის შეუცვლელი, რაღაც ეტაპზე გადავალთ დეცენტრალიზაციაზეც. ჩვენი მიზანია, რომ სკოლა იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი. როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ სკოლა იქნება მზად ჩვენ მარეგულირებელი ფუნქციიდან გადავალთ ხელშემწყობ  პოზიციაზე. მივცემთ საშუალებას, რომ თავად განსაზღვრონ რა სჭირდება მათ პედაგოგებს. იმედი მაქვს, ამ პროცესს მოვესწრებით, ამასთან 4-წლიანი სტრატეგია  ცენტრის საკომუნიკაციო სტრატეგიასაც მოიცავს,”- დასძინა მაჩაბელმა.

Aris.ge-განათლება დაინტერესდა, რამდენი იქნება 2016 წლისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი.

„ცენტრის მიერ მოთხოვნილი თანხა 14 მილიონ 176 ათასი  ლარია. თუ როგორ გადანაწილდება თანხები და სად იქნება ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი აკუმულირებული, მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი“,- განგვიცხადეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

რა შენიშვნები აქვს სქემასთან დაკავშირებით პედაგოგთა პროფკავშირებს და როგორ პასუხობს მას სამინისტრო

პედაგოგის რომელ აქტივობებს დააკვირდება და განსაზღვრავს იანვრიდან შიდა შეფასების ჯგუფი

ეკა არის© წივწივაძე

პროექტის „ბუნება მბრძანებელია“ გამარჯვებული 130-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა

$
0
0

20 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის „ბუნება მბრძანებელია“ ფინალური თამაში გაიმართა. ,,ბუნება მბრძანებელიას“ გამარჯვებული – დიდუბე-ჩუღურეთის 130-ე საჯარო სკოლა გახდა. პროექტის ყველა ფინალისტს სამახსოვრო საჩუქრები და წიგნები გადაეცათ, გამარჯვებული სკოლის მონაწილეები კი პლანშეტური კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ.

ფინალური თამაშის ჟიურის წევრების სია ასე დაკომპლექტდა: კსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვიცე-რექტორი – მარინა გედევანიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე – ეკა გრიგალავა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები საქართველოს თანათავჯდომარეები – ნინო ჩხობაძე და რუსუდან სიდამონიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი – პაატა ხიზანაშვილი.

პროექტი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქ თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში არსებულ კერძო და საჯარო სკოლებს შორის, მათგან 9 სკოლის გუნდი (გლდანი-ნაძალადევი N 112, რუსთავის N 2, ძველი თბილისის N 18, სართიჭალის N 1, დიდუბე-ჩუღურეთის N 130, თეთრიწყაროს N 1, ისანი-სამგორის N 182, ძველი ქანდისა და ვაკე-საბურთალოს N 171 საჯარო სკოლები) ერთმანეთს ფინალურ ეტაპზე ინტელექტუალურ შეჯიბრში დაუპირისპირდა.

პროექტ – „ბუნება მბრძანებელის’’ ფარგლებში კსუ-ში ფოტო კონკურსიც ჩატარდა, სადაც მონაწილეობა თბილისის, თეთრიწყაროს, გარდაბანისა და რუსთავის სკოლების 17-მა მოსწავლემ მიიღო. კონკურსის თემატიკა პროექტ ,,ბუნება მბრძანებელიას“ მიზნებს ეხმიანება: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი მარინე უგულავა გახლავთ, საკონკურსო ფოტომასალა ავტორებთან ერთად კონკურსის ჟიურის წევრებმა კსუ-ს ჟურნალისტიკის სპეციალობის პროფესორებმა გაარჩიეს. პროგრამის ხელმძღვანელი – ნინო ჭალაგანიძე, ასოცირებული პროფესორი – სულხან მელაძე, მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი – რუსუდან კვარაცხელია.

20 დეკემბერს ფოტოკონკურსის შედეგებიც გამოცხადდა, პირველი ადგილი მარიამ ძამაშვილმა მოიპოვა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გარდა პირველი სამი ადგილისა, სამი ფავორიტი საკონკურსო ადგილიც გამოავლინდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტს საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან ერთად ატარებს.

პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი სარეკომენდაციო ვალდებულებების მნიშვნელობის გაცნობიერება.

22 დეკემბერს ილიაუნიში პროფესორი გიორგი დერლუგიანი საჯარო ლექციას წაიკითხავს

$
0
0

22 დეკემბერს, სამშაბათს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი დერლუგიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას – კლასიკური მოდერნიზაციის ნახტომები: პოლონეთი და ოტომანური ეგვიპტე, გერმანია და რუსეთი (The Classical Modernization Spurts: Poland and Ottoman Egypt, Germany and Russia).

ილიაუნის ცნობით, გიორგი დერლუგიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ამერიკელი სოციოლოგია. იგი ავტორია წიგნებისა: „ბურდიოს საიდუმლო თაყვანისმცემელი კავკასიაში“ (2005; დასახელდა წლის საუკეთესო წიგნებს შორის); „აქვს თუ არა მომავალი კაპიტალიზმს?” (2013) და სხვ; პროფესორმა დერლუგიანმა საბჭოთა კავშირი 1990 წელს დატოვა, რის შემდეგაც მოღვაწეობს აშშ-ში; იყო იმანუელ ვალერსტაინის მოწაფე და მსოფლიო სისტემების ანალიზის მიდგომის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის არის ცივი ომის შემდგომი გლობალიზაციის თეორეტიკოსი და კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და აფრიკაში ეთნიკური ძალადობის, ომისა და რევოლუციის სპეციალისტი.

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული ქართული თარგმანი).

 

დასწრება თავისუფალია.


გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სოფელ ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლას ეწვივნენ

$
0
0

2015 წლის 20 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის წარმომადენლები სოფელ ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლას ეწვივნენ.

უნივერსიტეტის წარმომადენლები სკოლის მოსწავლეების შემოქმედებას გაეცნენ.

ამასთან, გიორგი სოსიაშვილმა ლექცია თემაზე “იერუსალიმის ჯვრის მონასტრის და სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის მამულები ლიახვის ხეობაში” წაიკითხა ლექცია.

უნივერსიტეტის წარმომადგენლება სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.

იანვარში საგნის გამოცდა 10 586-მა პედაგოგმა და მასწავლებლობის მსურველმა უნდა ჩააბაროს

$
0
0

2016 წლის პედაგოგთა საგნობრივი გამოცდები 11 იანვარს იწყება და 3 დღე, 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.  საგამოცდო ტესტები უკვე საქართველოშია. გამოცდები თბილისსა და ქუთაისში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება. როდის გადანაწილდება ტესტები საგამოცდო ცენტრებში, სად და როდის აიღებენ ბარათებს მასწავლებელები, ამის შესახებ Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ესაუბრა.

10309217_527247240767333_1469356010888558930_n-როგორც მოგეხსენებათ, იანვარში დაგეგმილია საგნობრივი გამოცდები პედაგოგებისთვის. ინგლისიდან 21 დეკემბერს ჩამოვიდა ტესტები საქართველოში და შენახულია ეროვნული ბანკის საცავში. ზუსტად ისევე, როგორც ზაფხულის გამოცდების დროს. ეროვნული ბანკის საცავში ეს ტესტები დარჩება უშუალოდ გამოცდის დღემდე. გამოცდამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ხდება ამ ტესტების ტრანსპორტირება საგამოცდო ცენტრებში. ეს არის ის აპრობირებული მოდელი, როგორც ტარდება გამოცდები. გამოცდები ორ ქალაქში, თბილისსა და და ქუთაისში ჩატარდება და ტესტები ეროვნული ბანკიდან პატრულის თანხლებით გადატანილი იქნება პოლიციის შენობაში და გაცემა იწარმოებს პოლიციის შენობიდან.

-იანვრის გამოცდაზე რამდენი აპლიკანტია სულ დარეგისტრირებული?

-რაც შეეხება რაოდენობას, ყველაზე მრავალრიცხოვანი კატეგორია არის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები. მათი რაოდენობა, დაახლოებით, 5 ათასია. 5 ათასზე მეტია დანარჩენთა რიცხვი. ანუ სულ 10 586 აპლიკანტია დარეგისტრირებული. ზაფხულის გამოცდებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ მოქმედი პედაგოგები რეგისტრირდებოდნენ,  ახლა რეგისტრირდებიან მასწავლებლობის მსურველებიც.

-როდის დაიწყება საგამოცდო ბარათების დარიგება?

ბარათები 21 დეკემბერს დაიბეჭდა და ამ კვირის განმავლობაში ფოსტის მეშვეობით რესურსცენტრებს მიეწოდება. დღეიდან დავიწყებთ დარიგებას და 3-4 დღეში ბარათები უკვე რესურსცენტრებში იქნება.

-ბატონო ივა, ტრადიციულად გკითხავთ, რას ურჩევდით პედაგოგებს გამოცდის წინ?

-ყველა გამოცდას სდევს სტრესი და მასთან გამკლავება ძალიან მნიშვნელოვანია. მშვიდად უნდა იმუშაოს ადამიანმა. მშვიდად უნდა შეხვდნენ პედაგოგები გამოცდას. ზოგადი წესებია, რომ არ უნდა ისარგებლონ დამხმარე მასალით, მობილური ტელეფონით. ძირითადი მაინც სიმშვიდეა, რათა მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი  შესაძლებლობები.

Aris.ge-განათლება დაინტერესდა, დარეგისტრირებული აპლიგანტებიდან რამდენია მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აპლიკანტების კვალიფიკაციის შესაბამისობას ცენტრი განსაზღვრავს.

„იანვრის გამოცდაზე დარეგისტრირებული კანდიდატებიდან 10 552-ია კვალიფიკაციის შესაბამისობაში. აქედან მასწავლებლობის მსურველია 703. ხოლო 9 849 მოქმედი მასწავლებელია. ეს ციფრი არ გულისხმობს იმას, რომ ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელია. შეიძლება, რომელიმე უფროსი მასწავლებელი იყოს, რომელმაც სხვა საგნის გამოცდის ჩაბარება გადაწყვიტა“, – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში.

გამოცდის დრო და საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა საგამოცდო ბარათზე იქნება მითითებული. ივა მინდაძის ინფორმაციით ბარათების დარიგების პროცესი ახალ წლამდე უნდა მოესწროს.

საგნის გამოცდების ჩატარების განრიგი

მასწავლებელთა საგნის გამოცდის კრებულები

ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასავლეთ საქართველოში აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში აწსუ-ში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

$
0
0

2015 წლის 21 დეკემბერს შედგა საკონსულტაციო შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლების გაუმჯობესება აგრობიზნესის მიმართულებით დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის მონაწილეა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელები და განმახორციელებელი აკადემიურ პერსონალი. მათ განიხილეს აწსუ-ის წარსადგენი პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების/გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშისა და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის (ESMP) საკითხები.

პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში 2015 წლის 22 ივლისს ოფიციალურად გამოცხადდა საგრანტო კონკურსი პროფესიული განათლების განვითარებისთვის (PICG), 2015 წლის ოქტომბერში გამოვლინდა საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული განაცხადები, მათ შორისაა აწსუ-ის კონცეპტუალური განაცხადი „პროფესიული განათლების გაუმჯობესება აგრობიზნესის მიმართულებით დასავლეთ საქართველოში“.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ

$
0
0

სსიპ – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგები: „საბიუჯეტო ორგანიზაციების გადასახდელების გადახდა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის“, „პრეზენტაციის ჩატარების ტექნიკის“, „ლიდერობისა და გუნდური მუშაობის პრინციპების“ და „ინვენტარიზაცია საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ შესახებ.

აღნიშნული ტრენინგები მიზნად ისახავს აკადემიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირების პროფესიულ განვითარებასა და მათი თანამდებობებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას.

ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ საბიუჯეტო კლასიფიკაციას, დაეუფლნენ პრეზენტაციის ჩატარების მეთოდებს, პრეზენტაციისთვის საჭირო მასალების მომზადების ტექნიკასა და აუდიტორიისთვის ინოფრმაციის მიწოდების გზებს. მათ ასევე შეისწავლეს გუნდური მუშაობის პრინციპები და ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის ჩატარების წესები.

აკადემიის ცნობით, ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე, რაც ითვალისწინებს მათთვის სხვადასხვა ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების ორგანიზებას.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ორგანიზებით საახალწლო “Gatsby party“ გაიმართა

$
0
0

გრიგოლ როობაქიძის უნივერსიტეტის PR საბჭოს ორგანიზებით კლუბ „ქალაქურში“ გაიმართა საახალწლო “Gatsby party“, რომელშიც 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, საღამოზე, შესაბამის განწყობას ქმნიდა გასული საუკუნის მელოდიები, რომელსაც ჩვეული ოსტატობით ასრულებდა მარიტა როხვაძე და მისი ბენდი, ხოლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ლევან კბილაშვილმა, თავის ბენდთან ერთად, ძველი ქართული და ქალაქური სიმღერები თანამედროვე ინტერპრეტაციით წარუდგინა მსმენელს, საერთო მუსიკალური სივრცე კი გაამრავალფეროვნა ოთიკო ანდრიაძემ თავისი კოლორიტული ხმით.

საღამო მხოლოდ მუსიკალური ნომრებით არ შემოიფარგლა, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

  • წლის დეკანი – ანა ფირცხალაშვილი
  • ყველაზე ელეგანტური ოფის მენეჯერი – ია ხურციძე
  • „ყველაფერჩიკები“ – ზურა თევდორაშვილი, დავით ქუთათელაძე
  • ყველაზე კეთილი თანამშრომელი – ლალი ციხისელი
  • ყველაზე მეგობრული ლექტორი – გულიკო გალდავა
  • ყველაზე ორიგინალური Secret Santa – ანი არდაზიშვილი
  • „მის გეცბი“ – ქრისტინე მამარდაშვილი
  • „მისტერ გეცბი“ – გუგა კუჭუაშვილი
  • საუკეთესო მოცეკვავე ჯენტლმენი – ზუკა წოწორია
  • საუკეთესო მოცეკვავე ქალბატონი – ნიცა გელაშვილი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, გაწეული დახმარებისთვის, დიდ მადლობას უხდის სპონსორებს.

მეტი ფოტოს სანახავად გადადით ბმულზე.

Viewing all 14653 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>