Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14440 articles
Browse latest View live

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ლიგის ნახევარფინალშია

$
0
0

10 მაისს, რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში „ილიაუნი“ დაამარცხა, სადაც CIU-ს მხრიდან გოლები საბა ტყეშელაშვილმა და ლუკა ფარცვანიამ გაიტანეს.

აღნიშნული გამარჯვებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ფუტსალის ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მეტოქე „პსპ-სა“ და „არმიას“ შორის გამარჯვებული იქნება.

ვგულშემატკივრობთ და წარმატებას ვუსურვებთ CIU-ს საქართველოს ჩემპიონობის გზაზე!

The post კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ლიგის ნახევარფინალშია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


გადაწყვეტილება მიღებულია – 13 მაისიდან თსუ-ში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით წარიმართება

$
0
0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება.

სამინისტროს დღევანდელი განცხადების შემდეგ, შეცვლილი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტმა რამდენიმე საათში გაავრცელა.

EDU.ARIS.GE თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება. შესაბამისი ცვლილება შევიდა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში.

“რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – წერია თსუ ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტების ნაწილმა გუშინდელი ღამე თსუ-ის სააქტო დარბაზში გაათენა. თვეზე მეტია, მათი მთავარი მოთხოვნაა ლექციებზე დასწრება დისტანციურად შეძლონ და უნივერსიტეტმა ჰიბრიდული სწავლების რეჟიმი აამოქმედოს.

თსუ-ში სასწავლო პროცესი სრულად დასწრებულ რეჟიმში 2 მაისს განახლდა.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტრო თსუ-ს: მაქსიმალურად გაითვალისწინეთ სტუდენტების მდგომარეობა

The post გადაწყვეტილება მიღებულია – 13 მაისიდან თსუ-ში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით წარიმართება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს „დარეჯან ცბიერის“ კლავირი საჩუქრად გადაეცა

$
0
0

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი ქართული ოპერის, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერის“ კლავირი საჩუქრად გადაეცა. ეს პირველი ქართული ოპერაა, რომელზეც მუშაობა მელიტონ ბალანჩივაძემ მე-19 საუკუნეში დაიწყო. აქამდე ოპერის სანოტო ტექსტი ხელნაწერის სახით არსებობდა. ერთი ნაწილი ქუთაისის ოპერის თეატრში, მეორე კი თბილისის კონსერვატორიაში ინახებოდა.

პროექტი: პირველი ქართული ოპერის, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერის“ გაციფრულება-გამოცემა ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის მიერ მუხრანის რეგიონული ეკონომიკური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

,,დარეჯან ცბიერის“ კლავირი ქუთაისის მერიის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილემ ბაია კოღუაშვილმა უნივერსიტეტის რექტორს, როლანდ კოპალიანს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი ჭიჭინაძესა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებს გადასცა.

ოპერის კლავირი საშუალებას მისცემს საშემსრულებლო ხელოვნების სტუდენტებს, პედაგოგებსა და დაინტერესებულ პირებს შეისწავლონ და განახორციელონ ოპერის როგორც ცალკეული ნაწყვეტების შესრულება და დადგმა, ისე მისი დიდი სცენისთვის მომზადება და საორკესტრო პარტიტურის მომზადების შემდგომ სარეპერტუარო სპექტაკლად გარდაქმნა.

The post აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს „დარეჯან ცბიერის“ კლავირი საჩუქრად გადაეცა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის 10-11 განსხვავებულ საგანს“ –დეფიციტის აღმოფხვრის გზა

$
0
0

სკოლებში პედაგოგთა დეფიციტია – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 6 მაისს გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომელიც დისტანციური სწავლების ეფექტიანობას ეხება. საუბარია ქვეყანის მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებზე, თუმცა აღნიშნული დეფიციტი არსებობს ასევე თბილისის სკოლებშიც.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზოგიერთ სკოლაში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი მასწავლებელი ასწავლის სხვადასხვა არამომიჯნავე საგანს, კვალიფიკაცია კი მხოლოდ ერთ საგანში გააჩნია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სწავლების პროცესის ხარისხზე.

ანგარიშის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლების 6% (3,594 მასწავლებელი) ასწავლიდა VII-XII კლასებში სხვადასხვა არა მომიჯნავე საგანს, მათ შორის, 241 მასწავლებელი − თბილისის სკოლებში. რეგიონებში კი არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის ერთდროულად ბიოლოგიას, მათემატიკას და ქართულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო მეორე − ინგლისურ ენასა და ფიზიკას. ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის 10-11 განსხვავებულ საგანს, აღნიშნული კი წარმოშობს სწავლა-სწავლების პროცესის არასათანადო ხარისხით წარმართვის რისკებს.

ერთი მასწავლებლის მიერ არამომიჯნავე საგნების სწავლების გრაფიკი:

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, მასწავლებელთა დეფიციტის პრობლემა ყველაზე მეტად სამ რეგიონში გამოიკვეთა. ესენია: გურია, მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი, ხოლო საგნობრივ ჭრილში დეფიციტი აღინიშნება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და უცხოურ ენებში.

რა გავლენა ჰქონდა მასწავლებლების დეფიციტს მოსწავლეთა განათლების მიღების პროცესზე

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა 2018-2021 წლებში თითოეულ სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული დეფიციტის სავარაუდო გავლენა  მოსწავლეთა რაოდენობაზე, რომლებსაც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უნდა ესწავლათ ის საგნები, სადაც ფიქსირდება კადრების დეფიციტი.  შესაბამისად, შესაძლოა, აღნიშნული სკოლის მოსწავლეები დარჩენილიყვნენ სასწავლო პროცესს მიღმა. მაგალითად, 2020-2021 სასწავლო წელს გარკვეულ საგნებში სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილ მოსწავლეთა სავარაუდო რაოდენობა 893, ხოლო 2021-2022 სასწავლო წელს – 2 736-ია. საერთო ჯამში, 2018-დან 2022 წლამდე გარკვეულ საგნებში სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა 15 000 – ზე მეტი მოსწავლე.

2018-2021 წლებში საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა და იმ მოსწავლეების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც გარკვეულ საგნებში შესაძლოა დარჩენილიყვნენ სასწავლო პროცესის მიღმა:

მუშაობს თუ არა მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრისთვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები და როგორ იხარჯება ფინანსები?

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროგრამას − „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამას − „დისტანციური სწავლება.“ პროგრამის ფარგლებში ცენტრი სკოლებიდან იღებს ინფორმაციას კონკრეტულ საგნებში მასწავლებელთა დეფიციტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხორციელდება საჭირო კადრის მოძიება სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით, ვაკანსიები რჩება შეუვსებელი. 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლებისთვის, პროგრამის ფარგლებში, პანდემიიდან გამომდინარე, არ გამოცხადებულა მასწავლებელთა კონკურსი და, შესაბამისად, ვერ შეივსო ვაკანსიები.

აუდიტის ჯგუფმა საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების მონაცემთა ბაზები შეადარა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და გაარკვია, რომ, რიგ შემთხვევებში, პროგრამაში ფიქსირდება კონკრეტულ სკოლაში რომელიმე საგნის მასწავლებლის დეფიციტი, მაშინ როცა ემისის (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში არიან შესაბამისი საგნების მასწავლებლები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციით, „მსგავსი შეუსაბამობა შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი გარემოებით: იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრის მივლინებას და სკოლა თავად მოიძიებს კადრს, სკოლა პროგრამას არ აწვდის ინფორმაციას. შესაბამისად, შესაძლოა სკოლამ აღმოფხვრას მასწავლებლის დეფიციტი, რაც აისახება ემისის მონაცემებში, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ცენტრი და კონკრეტულ ვაკანსიას პროგრამის ფარგლებში აქვს შეუვსებელი ვაკანსიის სტატუსი“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, განსხვავებული ინფორმაციის არსებობა მიუთითებს განათლების სისტემის სხვადასხვა რგოლს შორის ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის ნაკლოვანებებზე.

აუდიტის მონაცემებით, პროგრამის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის ასწავლე საქართველოსთვის” ხარჯი 2019 წელს – 1 812069, 2020 წელს კი 1 742 152 ლარი იყო. 2017-დან 2020 წლის ის ჩათვლით ჯამში სულ 6 მილიონამდე თანხა დაიხარჯა.

პროგრამის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ბიუჯეტი 2017-2020 წლებში:

აუდიტის ჯგუფი გახარჯული ფინანსური რესურსების ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ დისტანციური სწავლების განხორციელება, დაახლოებით 4-4,5-ჯერ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსით არის შესაძლებელი, ვიდრე მეტი კადრის მოძიება დეფიციტური ვაკანსიების შესავსებად პროგრამას „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში.

დეფიციტის აღმოფხვრის გზა

„რეგიონებში დისტანციური სერვისის მიწოდება ქალაქში მცხოვრები მასწავლებლებისთვის შესაძლოა დამატებით მოტივატორად იქცეს, ვინაიდან საცხოვრებელი ადგილის შეუცვლელად ეძლევათ რამდენიმე სკოლაში სწავლების შესაძლებლობა. აღნიშნულს ადასტურებს აუდიტის ჯგუფის მიერ ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში დასაქმებული სხვადასხვა საგნის მასწავლებლების გამოკითხვები“, – წერს აუდიტის ჯგუფი.

ანგარიშის მიხედვით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, 312 გამოკითხული მასწავლებლიდან 268-ს, საკლასო ოთახში სწავლების პარალელურად, ექნებოდა სურვილი ჩაეტარებინა დისტანციური გაკვეთილები მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეებისთვის.

„სკოლებში, სადაც არსებობს კონკრეტულ საგანში მასწავლებლის დეფიციტი ან კვალიფიციური კადრის ნაკლებობაა და მასწავლებელთა მივლინება შეუძლებელია, მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილების პარალელურად, შესაძლებელია დეფიციტურ საგნებში დისტანციური სწავლების შეთავაზება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების სრულფასოვან და საყოველთაო მიწოდებას“, – წერს აუდიტის სამსახური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს მისამართით იძლევა რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, სადაც არ არის პედაგოგი ან კვალიფიციური კადრის დეფიციტია, სათანადო პირობების უზრუნველყოფით, უნდა განხორციელდეს დისტანციური სწავლება.

ასევე იხილეთ:

აუდიტი: „ტელესკოლის“ განმახორციელებლებმა არ იციან, რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროგრამას და ასრულებს თუ არა ძირითად მოვალეობას

მასწავლებლების რა ნაწილი არ იყო მზად ონლაინ სწავლებისთვის და რამდენს დასჭირდა ტრენინგის ხელმეორედ გავლა

„განათლების სამინისტროს არ აქვს საგანგებო სამოქმედო გეგმა“ – აუდიტმა დისტანციური სწავლების მთავარი პრობლემები დაასახელა

The post „ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის 10-11 განსხვავებულ საგანს“ – დეფიციტის აღმოფხვრის გზა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„გვყავს ბავშვები, რომლებსაც რეალურად დაავიწყდათ ის მასალა, რაც სკოლებში ისწავლეს”, –მიშელ კაფენბერგერი პანდემიის დანაკარგებზე

$
0
0

პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებზე საუბრისას, „საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესების კვლევის“ (RISE) პროგრამის მეცნიერი თანამშრომელი, მიშელ კაფენბერგერი ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ „სკოლაში დაბრუნებული ბავშვები კურიკულუმის მოლოდინებს ვერ დააკმაყოფილებენ“.

კაფენბერგი ვრცელი მოხსენებითა და პრეზენტაციით, თემაზე „კოვიდ-19-ით გამოწვეული სასწავლო პროცესის პოტენციური დანაკარგი და მისი შემსუბუქების სტრატეგიები – საერთაშორისო გამოცდილება“, თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა.

„არის მოსწავლეების ნაწილი, რომელთა სწავლის დონის მაჩვენებელი არ შეცვლილა, რადგან მათ ან ძალიან ცოტა, ან საერთოდ არაფერი არ ისწავლეს. მოსწავლეების მეორე ნაწილში კი გვყავს ბავშვები, რომლებსაც რეალურად დაავიწყდათ ის მასალა, რაც სკოლებში სიარულისას ისწავლეს და მათი სწავლის მაჩვენებელი დაეცა“, – განაცხადა კაფენბერგერმა.

„ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ბავშვები სკოლაში დაბრუნების შემდეგ ჩამორჩენილები იქნებიან“, – ამბობს საგანმანათლებლო სისტემებისა და სწავლის შედეგების მკვლევარი და ამის დასტურად მოჰყავს დიაგრამა, რომელიც სკოლების დახურვისას სასწავლო დანაკარგის მაჩვენებელს ასახავს. დიაგრამაზე ვხედავთ, რომ სწავლების დონე ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სკოლები არ დაიხურებოდა. სკოლების დახურვამ კი გამოიწვია ის, რომ მოსწავლეების ერთმა ნაწილმა ძალიან მცირე განათლება მიიღო, მეორე ნაწილის შემთხვევაში კი სწავლის დონე არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდევაც.

მიშელ კაფენბერგერი არის „საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესების კვლევის“ (RISE) პროგრამის მეცნიერი თანამშრომელი და ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ბლავატნიკის სახელობის მართვის სკოლის აფილირებული პერსონალი, საგანმანათლებლო სისტემებისა და სწავლის შედეგების მკვლევარი. მუშაობდა მსოფლიო ბანკში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე ფინანსური ხელმისაწვდომო- ბის, სოციალური დაცვის სისტემებისა და საერთაშორისო განათლების განხრით. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ათობით ემპირიული კვლევა. მიშელ კაფენბერგერი ასევე მუშაობდა მრჩევლისა და კონსულტანტის პოზიციაზე ბილ და მელინდა გეიტსების ფონდში, გაეროში, აზიის განვითარების ბანკში, კერძო სექტორსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებში.

ამავე თემაზე:

„გახანგრძლივდეს სასწავლო პროცესი და სკოლაში გატარებული დრო 3-4 საათამდე“ – რა გველის, თუ პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს ვერ დავძლევთ

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

The post „გვყავს ბავშვები, რომლებსაც რეალურად დაავიწყდათ ის მასალა, რაც სკოლებში ისწავლეს”, – მიშელ კაფენბერგერი პანდემიის დანაკარგებზე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ბანკეტის წინ წასაკითხი: გოგოები ღელავენ, თქვენს შინაარსს ვერ შეცვლის სოლარიუმი, შილაქი თუ ბრილიანტის საყურე

$
0
0

დედა, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია, სკოლებში მოახლოებული ბანკეტების თემას ეხმიანება და ამ ღონისძიების იმ მხარეებზე წერს, რომელიც ბანკეტების ფერადი სურათებიდან არ ჩანს.

ის გოგონებს, მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებლებსაც მიმართავს:

“გოგოების ბევრ ჯგუფში ვარ, ზოგი საგანმანათლებლოა, ზოგი მენტორობის. ორი კვირაა, სულ ერთი და იგივე პრობლემა იკვეთება: ბანკეტები და მათთან დაკავშირებული ხარჯები, გარეგნობის კომპლექსები, დაცინვის შიში და ა.შ. გოგოები ღელავენ, რომ არ აქვთ კაბის და სალონის ფული, რესტორნის ფული, რომ უბრალოდ ჩაცმულებს კლასელები დასცინებენ.

თვითონ სიტყვა “ბანკეტიც” ძალიან საძაგელია და მთელ საბჭოთა მდაბიო ელიტიზმს იტევს. ამას დამატებული ქართული კუდაბზიკობა, უკანასკნელი ორი კაპიკიც რომ ტანზე უნდა ჩაიცვა და ამ სამყაროს სექსისტური მოთხოვნა, რომ გოგო პრიალა ჟურნალის მოდელს უნდა ჰგავდეს, ისე არასაკმარისია.

ჰოდა, ბანკეტზე ერთხელ ვიყავი. რაღაც სრულიად არათანამედროვე მეცვა, დედაჩემის ბიძაშვილმა მაჩუქა ნაჭრები და მისმა მეზობელმა შემიკერა ისეთი პერანგი და ქვედაკაბა, მერეც რომ გამომდგომოდა. ცხადია, უმახინჯესი მეგონა თავი თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში, სადაც აფხაზეთიდან გამოქცეული მივედი იმ წელს. ცხადია, ბევრი ვინერვიულე ამაზე.
ახლა მეცინება. ჩემ შვილებს დღეს მარტივი მაისურის და შორტის გარდა არაფერი სჭირდებათ, უბრალოდ არ აინტერესებთ ტანსაცმელი. მე და მიშაც ტანსაცმელში არასდროს ვიხდით ძვირს და არც ჩვენი მეგობრების უმეტესობა, ვინც სილიკონის ველის ტოპ კომპანიებში მუშაობს. სინამდვილეში, უხერხულიც კია ტანსაცმლით სტატუსის ჩვენება.

იმ გოგოებს მინდა მივმართო, ვინც ამ სამეჯლისო კაბებს სიხარულით აფრიალებს და ძვირადღირებულ რესტორნებში აპირებს ბოლო ზარის აღნიშვნას – ახალგაზრდულ გართობას ეს ზიზილ-პიპილოები არ სჭირდება. ფეშენ ჟურნალის ყდებზე ძირითადად წარმოსახვითი, უშინაარსო ცხოვრებაა, იმისთვის მოგონილი, რომ ადამიანებმა ბევრი ფული დახარჯონ ჭინჭებზე. თქვენს შინაარსს ვერ შეცვლის სოლარიუმი, შილაქი თუ ბრილიანტის საყურე. თქვენს თანატოლს კი, ვისაც ამის ფული არ აქვს, თავს გარიყულად აგრძნობინებს. იქნებ ზრდასრული ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეს იყოს – ამ ღარიბ ქვეყანაში უარი თქვათ სხვისთვის ძვირადღირებულ ბრჭყვიალებზე და ისეთი მარტივი და სახალისო გასართობები მოიფიქროთ სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, რომელიც ყველა თქვენი კლასელისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მშობლებმა და მასწავლებლებმა კი სხვა გასართობი იპოვეთ, ისედაც არაფერი გესაქმებათ თინეიჯერთა თავშეყრაზე”, – წერს ნანა დიხამინჯია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

The post ბანკეტის წინ წასაკითხი: გოგოები ღელავენ, თქვენს შინაარსს ვერ შეცვლის სოლარიუმი, შილაქი თუ ბრილიანტის საყურე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

სტატისტიკა შემცირებულია, მაგრამ 442 მოსწავლე ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმს ითხოვს

$
0
0

13 მაისის მონაცემებით, რომელიც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიაწოდეს, 442 მოსწავლე დასწრებულიდან ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას ითხოვს. ონლაინიდან საკლასო ოთახებში დაბრუნება კი 1 135-მა მოსწავლემ გადაწყვიტა და 12 მაისს სპეციალურ სისტემაშიც დარეგისტრირდა.

კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ასე თუ ისე დასტაბილურებულია და რეგულაციების უმრავლესობა – გაუქმებული, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა და მოსახლეობას ისევ საყოველთაო ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ. როგორც ცოტა ხნის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, პანდემიის დასასრულის გზა იმუნიზაციაზე გადის და თუ აცრილი იქნება მოსახლეობის 70%, მაშინ პანდემია გადავა ენდემურ რეჟიმში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდსტატისტიკა ბოლოს 10 მაისს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ქვეყანაში 745 ახალი შემთხვევა და 8 გარდაცვალება დაფიქსირდა.

რაც შეეხება მოზარდთა ვაქცინაციის მაჩვენებლებს, 12 მაისის მონაცემებით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 248 (2.40%), ხოლო სრულად აცრილია – 3 382 (1.91%). 16-17 წლის მოზარდებში კი, მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 732 (15.70%) და სრულად აცრილია- 11 246 (13.87%).

სკოლებში მოსწავლეთათვის პირბადის ტარების ვალდებულება 2 მაისს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით მოიხსნა. 2 მაისიდან პირბადის გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებშია სავალდებულო, თუმცა ამ ვალდებულების მაკონტროლებელიც აღარავინაა.

ასევე იხილეთ:

„გვყავს ბავშვები, რომლებსაც რეალურად დაავიწყდათ ის მასალა, რაც სკოლებში ისწავლეს”, – მიშელ კაფენბერგერი პანდემიის დანაკარგებზე

რა უნდა გააკეთოს სკოლამ და მშობელმა, რომ პანდემიის შემდეგ სასკოლო დანაკარგები „თავსატეხად არ გადაიქცეს“

The post სტატისტიკა შემცირებულია, მაგრამ 442 მოსწავლე ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმს ითხოვს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გრუნიმ მოსწავლეებისათვის პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი სასწავლო კურსი დაიწყო 

$
0
0

2022 წლის 11 მაისს გრუნიმ დაიწყო პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი სასწავლო კურსი მოსწავლეებისათვის.

ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა მიიღო პროექტ „Teen Academy”-ის მონაწილეებისათვის და ის ერთ-ერთ პრიზად შესთავაზა პროექტის გამორჩეულ და აქტიურ მოსწავლეებს, რომლებსაც გააჩნიათ ენის ცოდნის შესაბამისი დონე.

სასწავლო კურსს უძღვება ამერიკელი პედაგოგი ბრენდონ ჰარდინგი, რომელსაც ასისტესტობას უწევს გრუნის სტაჟიორი და ფლექსის პროგრამის კურსდამთავრებული მანანა კაპანაძე.

პირველი მეცადინეობა გაცნობითი ხასიათის იყო, პედაგოგმა მოუსმინა მოსწავლეებს, გაიგო მათი მიზნები, ინტერესი, მოლოდინი.

სწავლება კვირაში ორჯერ გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 მოსწავლე.

The post გრუნიმ მოსწავლეებისათვის პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი სასწავლო კურსი დაიწყო  first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


„…ეს შვების მომგვრელი იქნება“ –ასე უნდა შექმნას აბიტურიენტის მშობელმა საგამოცდო სტრესის დაძლევისთვის მხარდამჭერი გარემო

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად, ემოციებიც სულ უფრო მძაფრი ხდება. გამოსაცდელები და მათზე მზრუნველებიც განსაკუთრებით მღელვარებაში არიან, უჭირთ ფსიქო-ემოციური ბალანსის შენარჩუნება. სპეცილისტები ამბობენ, რომ ემოციების რეგულირების გარეშე სტრესთან გამკლავება შეუძლებელია.

როგორ უნდა ავიღოთ მაქსიმალური ქულა უცხო ენაზე მოცემული ტექსტის გააზრებაში – რეპეტიტორების მიგნებები და რჩევები აბიტურიენტებს

ამერიკული ფსიქოლოგიის აკადემიის წევრი, ანა კოლტონი, რომელსაც არაერთი ნაშრომი აქვს მიძღვნილი საგამოცდო სტრესსა და მის პრევენციაზე და BBC-ის ხშირი სტუმარია, ამბობს, რომ საგამოცდო სტრესი, რაც იწვევს უძილობასა და კვებით აშლილობას, ზოგჯერ მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევების მიზეზი ხდება. ის გამოყოფს ფსიქო-ფიზიკურ უმოქმედობასა და უფროსებთან კომუნიკაციის დაკარგვის საკითხს, რომელსაც მშობლები ხშირ შემთხვევაში არასწორ დეფინიციას უძებნიან და სიზარმაცედ მოიხსენიებენ. კოლტონი ამბობს, რომ თუ მშობელი ხელს შეუწყობს მოზარდის სტრესის მართვას და დაეხმარება ჯანსაღი ცხოვრების სტილის შენარჩუბენაში, მას მსგავსი პრობლემები არ შეაწუხებს.
„დაეხმარეთ თქვენს შვილს, შეინარჩუნოს წონასწორობა ცხოვრებაში. ეს დაეხმარება მას შეინარჩუნოს სიმშვიდე, რაც შეამცირებს სტრესსა და ჯანმრთელოს პრობლემებს, ხოლო როცა გამოცდის დღე მოვა, გადაღლილად სულაც არ იგრძნობს თავს“, – მიმართავს მშობლებს ამერიკული ფსიქოლოგიის აკადემიის წევრი.

ამ საკითხზე EDU.ARIS.GE-სთან ვრცლად საუბრობს ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა როსტომაშვილი, რომელსაც სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არის Divine Child Foundation of Georgia-ს სოციალური პედაგოგი და მუშაობასთან ერთად, ფსიქოლოგიურ კონსულტირებას უწევს სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებსა და მათ მშობლებს.

ჩვენ გვსურდა გამოცდილი სპეციალისტისგან მოგვესმინა თუ რა ემოციურ წინააღმდეგობებს აწყდებიან მშობლები და შვილები საგამოცდო პერიოდში, როგორ არის შესაძლებელი სტრესთან დაკავშირებული ემოციების მართვა, ან რა არის ის უნივერსალური რეკომენდაციები, რომლებსაც ასეთ დროს სპეციალისტები გასცემენ.

– ირმა, ფსიქოლოგის პროფესიის ძირითადი საქმიანობა დაკვირვებაზე დგას, როგორ ხედავთ, რამდენად აქვთ ქართველ მოზარდებსაც მსგავსი პრობლემები, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მათ მშობლის დახმარებით ან დამოუკიდებლად და როგორია ამ დროს მშობლის სწორი ჩართულობა?

– ბუნებრივია და არ უნდა გვიკვირდეს, რომ წინასაგამოცდო პერიოდში ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს სხვადასხვა სახის ჩივილები, მშობელი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს და საჭიროების შეთხვევაში დაეხმაროს შვილს, თუნდაც მასთან ერთად ესტუმროს სპეციალისტს, რომელიც მისცემს საჭირო რეკომენდაციებს.

პირველ რიგში, მშობელი უნდა დააკვირდეს არსებობს თუ არა სტრესის ნიშნები და რამდენად გადაჭარბებულად არსებობს. მაგალითად, მომატებული წუხილი და შფოთვა, დაძაბულობა, გაღიზიანებადობა, გუნება-განწყობის დაქვეითება, უიმედობა მომავალთან დაკავშირებით, თავისა და/ან კუჭის ტკივილი, ცუდი ძილი, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები (ზედმეტი ან პირიქით – საჭიროზე ნაკლები საკვების მიღება).

როცა ახლოვდება საგამოცდო პერიოდი, ბავშვები იწყებენ ნერვიულობას, იმატებს შფოთვა და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგად ან ცუდად არის მოსწავლე გამოცდისთვის მომზადებული. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა მშობლისა და ოჯახის სხვა წევრებისგან მხარდაჭერა იგრძნოს. სკოლის გარემოში კი მხარდამჭერი უნდა იყოს მასწავლებელი. მშობელმა შვილს უნდა აგრძნობინოს, რომ ნებისმიერ დროს მზადაა მოუსმინოს. ბავშვს შესაძლოა მოუნდეს დედ-მამასთან საუბარი და ემოციების გაზიარება, ეს მისთვის შვების მომგვრელი იქნება და სტრესის მართვა სრულიად შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში.

– კიდევ რა მეთოდები შეგიძლიათ გაუზიაროთ მშობლებსა და გამოსაცდელებს, რა გზებით შეიძლება სტრესთან გამკლავება ისე, რომ არ შეიცვალოს მშობლისა და შვილის ურთიერთობა?  მაგალითად, ზოგჯერ მშობლები არჩევენ მკაცრ ტონს და დისციპლინას, აბიტურიენტებს უშლიან გარეთ გასვლას და ამას აუცილებელი მეცადინეობით ამართლებენ…

– წინასაგამოცდო პერიოდში სტრესის შესამცირებლად, როგორც უკვე ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანია მშობელმა შექმნას მხარდამჭერი გარემო. არსებობს მშობლების კატეგორია, რომლებიც მუდმივად შფოთავენ, უხეშად ერევიან შვილის სასკოლო საქმეებში. თუ მშობელი თვითონ შფოთავს, ეს შფოთვა ბავშვზეც აუცილებლად გადავა და დახმარების ნაცვლად, პირიქით, ხელს შევუშლით. არ არის აუცილებელი მკაცრად აკონტროლოთ მეცადინეობის ხარისხი. ბავშვმა კონტროლზე მეტად მხარდაჭერა უნდა იგრძნოს თქვენგან.

ზოგჯერ ადგილი აქვს საპირისპირო შემთხვევასაც: სახეზეა ე.წ. გულგრილი მშობლები, დედა და მამა ყურადღებას არ აქცევენ, ცივად ეპყრობიან შვილებს, არ გამოხატავენ მზრუნველობას და სიყვარულს. ასეთ დროს ბავშვები არ ცნობენ რაიმე აკრძალვებს. საგამოცდო პერიოდში ზედმეტი კონტროლი არ არის კარგი შედეგის მომტანი, თუმცა გულგრილობაც მეორე უკიდურესობაა და ბავშვი შესაძლოა, არ მოემზადოს სათანადოდ გამოცდებისთვის. ამიტომ საუკეთესო ვარიანტია მინიმალური კონტროლი და მაქსიმალური სიმშვიდე, ემოციური მხარდაჭერა.

– მიმართეთ 2022 წლის აბიტურიენტების მშობლებს, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი მათი ყოველდღიურობისთვის რა რეკომენდაციებს გაყვნენ?

– მიაქციეთ ყურადღება თქვენი შვილის კვების ხარისხს, ძილის დროს, ზოგადად, დღის რეჟიმს.
ენერგეტიკული სასმელები, დიდი რაოდენობით ტკბილეული, შოკოლადები, ბურგერები უარყოფითად აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე და შესაძლოა იმატოს გაღიზიანებადობამ, გამოვლინდეს ჰიპერაქტიურობა.

დაეხმარეთ შვილს ძილის მოწესრიგებაში. უმეტესად მოზარდებს სჭირდებათ 8-10 საათი ძილი. ასეთ შემთხვევაში უმჯობესდება ფიქრისა და კონცენტრაციის უნარი.

– და ბოლოს, რა არის ის უნივერსალური ფრაზები, რომლებსაც მშობლები ხშირად იყენებენ და უარყოფითად ზემოქმედებს მოზარდზე განსაკუთრებით საგამოცდო პერიოდში, როგორია სწორი კომუნიკაცია?

– პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მშობელმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, აგრძნობინოს შვილს, რომ მისი ესმის. როდესაც ბავშვი დაღლილობას უჩივის, მოუსმინეთ მას, ნუ შეეწინააღმდეგებით და ნუ დაუწყებთ საპირისპიროს მტკიცებას შემდეგი ფრაზებით: „რამ დაგღალა?“, „ჯერ არაფერი გისწავლია და უკვე დაღლილი ხარ?. ამით მხოლოდ გააღიზიანებთ და დაუკარგავთ ყოველგვარ მოტივაციას, გააგრძელოს მეცადინეობა.

ასევე უშედეგო იქნება ეზოში გასვლის, კომპიუტერის გამოყენების, ტელევიზორის ყურების სრულიად აკრძალვა. მიეცით ცოტა დრო განტვირთვისთვის, ნუ დაუწესებთ მკაცრ რეჟიმს, შეგიძლიათ შესთავაზოთ დასვენების ან მეცადინეობის დროის შერჩევა. ჰკითხეთ მაგალითად: „რომელ საათზე გირჩევნია მეცადინეობის დაწყება, 3 საათიდან 5 საათამდე თუ 5-დან 7-მდე?“ ან „დასვენების 1 საათს ეზოში გაატარებ თუ სადმე გავისეირნოთ მანქანით?“. ამით თან მიანიშნებთ, რომ დღის იმ მონაკვეთში მხოლოდ ერთი საათით შეუძლია დაისვენოს და ამასთანავე, აძლევთ არჩევანის გაკეთების საშუალებას. შვილს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, არ ვაკნინებთ მათ პიროვნებას.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

The post „…ეს შვების მომგვრელი იქნება“ – ასე უნდა შექმნას აბიტურიენტის მშობელმა საგამოცდო სტრესის დაძლევისთვის მხარდამჭერი გარემო first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

წამყვანისა და მენტორის სტატუსისთვის გამოცდას აპლიკანტები ერთი ტესტით ჩააბარებენ –მინიმალური ქულები განისაზღვრა

$
0
0

უფროსი მასწავლებლებისთვის, ვისაც გამოცდით წამყვანის სტატუსის მიღება სურს და იმ წამყვანებისთვის, ვინც მენტორობას აპირებს, ზაფხულში გამოცდა ერთი ტესტით ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაცია დრეს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა და გაავრცელა ინფორმაცია მინიმალური საგამოცდო ზღვარის შესახებაც, რომლის გადალახვის შემთხვევაში მასწავლებელი სტატუსის შეცვლისთვის პირველ ნაბიჯს გადადგამს.

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წელს პირველად ატარებს გამოცდას პროფესიულ უნარებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის. წინასწარ შემუშავდა საგამოცდო პროგრამა. იგი ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ 2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი, თავი IV)”, – განმარტავს გამოცდების ცენტრი.

ტესტის მოკლე აღწერა

უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები:

  • წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა;
  • მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, 53 ქულა.

გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის

საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან:

22 არჩევითპასუხებიანი დავალებაა;
2 – შესაბამისობის დავალება;
8 – ღია დავალებები;
ფუნქციური/ანალიტიკური წერა.

გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.

„ნაეკი“ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდისთვის ტესტის აღწერასა და საგამოცდო პროგრამას აქვეყნებს

ამავე თემაზე:

„ნაეკი“ მასწავლებლების საცდელი ტესტირების შედეგებზე მსჯელობისგან თავს იკავებს – უწყების განმარტება

The post წამყვანისა და მენტორის სტატუსისთვის გამოცდას აპლიკანტები ერთი ტესტით ჩააბარებენ – მინიმალური ქულები განისაზღვრა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გრუნის სამეცნიერო ჟურნალს –„აკადემიური მაცნე“ DOI მიენიჭა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალს – „აკადემიური მაცნე”, (ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი), რაც ჩვენს აკადემიურ პერსონალსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, ამააღლონ მათი ავტორობით გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ცნობადობის ხარისხი.

DOI არის ბმული ობიექტის მუდმივი ადგილმდებარეობის შესახებ (URL) ან ინფორმაცია (Metadata) ინტერნეტში. ობიექტი შესაძლებელია იყოს ონლაინპუბლიკაცია ან მისი ნაწილი (წიგნი, წიგნის თავი, სტატია) ან ელემენტი (სურათი, ცხრილი, ფორმულა და სხვა), აუდიო და ვიდეოკონტენტი, მონაცემთა კომპლექტი, მონაცემთა ბაზა და სხვა.

ჟურნალი „აკადემიური მაცნე” გამოიცემა ონლაინ წესით, წელიწადში ერთხელ. მიმდინარეობს სტატიების მიღება. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის სამეცნიერო – კვლევით ცენტრს: g.ochigava@gruni.edu.ge

The post გრუნის სამეცნიერო ჟურნალს – „აკადემიური მაცნე“ DOI მიენიჭა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს 2022 წლის ტესტურ დავალებათა ნიმუშებს წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის.

წამყვანი და მენტორი – პროფესიული უნარების გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები

The post გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან

$
0
0

13 მაისს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმარმა მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიები და კლინიკური ცენტრები დაათვალიერა. საუნივერსიტეტო ტურს პირადად უძღვებოდნენ უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი კახაბერ კორძაია და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაგდა თორთლაძე.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დიმიტრი ხუნდაძეს გააცნო მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომელიც ფაკულტეტის განვითარებისთვის ხორციელდება.

საუნივერსიტეტო ტურის შემდეგ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებითვის დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრა გამართა თემაზე: „საქართველოს ჯანდაცვის მიღწევები და პრობლემები, განათლების როლი ქართული მედიცინის განვითარებაში და საქართველოს სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა“.

ლექციის ფარგლებში სპიკერმა მიმოიხილა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობა, საყოველთა ჯანდაცვის პროგრამა, სახელმწიფოს სადაზღვევო, სოციალური და დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებები, არსებული გამოწვევების გადასაჭრელად კი ყურადღება ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ასევე აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ხუნდაძემ სტუდენტები საქართველოს პარლამენტში მიიწვია, სადაც ახალგაზრდებს უშუალოდ ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ ჯანდაცვის კომიტეტის საქმიანობაში, წამოჭრან მათთვის აქტუალური საკითხები და მიიღონ მონაწილეობა კანონპროექტების თემატურ განხილვაში.

The post დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ვინც კი სკოლას ამთავრებს, ყველა აბარებს უმაღლეს სასწავლებელში –ხდება არა სტუდენტების შერჩევა, არამედ გადანაწილება“

$
0
0

„დღეს სტუდენტების შერჩევა კი არ ხდება, არამედ – მათი გადანაწილება, რომ ყველა იყოს დაბინავებული და არ დარჩეს უსაქმურობის გამო ქუჩაში. ასეთი დამოკიდებულება ვრცელდება, რომ მოვა მერე დრო და მე მოვამზადებ ჩემს შვილს, ახლა რატომ უნდა მოიკლას თავი თუ აბიტურიენტობისას იმეცადინებს და მაინც ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში, კარიერაც გამზადებული ექნება და ყველაფერი. ეს მიდგომა არ არის სწორი“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის „სწავლა სწავლების“ დირექტორი გიორგი ნოზაძე, რომელიც ჩვენთან საუბარში უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში დღეს არსებულ მიდგომებს ეხმიანება.

პროგრამა „სწავლა-სწავლება“ მიზნად ისახავს სკოლებში მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას. მისი ერთერთი მთავარი მიმართულება კი არის „ახალი სკოლის მოდელის“ სკოლებში ფართოდ გავრცელება, რომელიც თავის მხრივ, ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

„ერთია, ბავშვი მოამზადო, რომ მან რაღაც ბარიერი გადალახოს და ამ ბიუროკრატიული ბარიერის გადამლახავი დამადასტურებელი დოკუმენტი აიღოს და მეორეა, ამ ბავშვის ინტელექტუალური, ბუნებრივი განვითარება, მისი ნიჭის გამოვლენა, რათა იმ აბიტურიენტმა იცოდეს, რომ მას რაღაც სფერო აინტერესებს, გამოსდის ეს სფერო და მასზე არსებობს დაკვეთა საზოგადოებაში, რომ მან შეგნებული გადაწყვეტილება გააკეთოს, რა სპეციალობას აითვისებს და რა საქმის პროფესიონალი გახდება“, – ამბობს გიორგი ნოზაძე.

მისივე თქმით, ამ წუთას ეს [პროცესი] მოშლილია და „მოშლილია იმდენად, რომ ვინც კი ამთავრებს სკოლას, ყველა აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, ანუ რეალურად, არ ხდება სტუდენტების შერჩევა, არამედ ხდება მათი გადანაწილება, რომ ყველა იყოს დაბინავებული და არ დარჩეს უსაქმურობის გამო ქუჩაში“.

სპეციალისტი ამ არაჯანსაღი დამოკიდებულების შედეგებზეც მიუთითებს:

„ასეთი მიდგომები, რომ ოღონდ სტუდენტი მყავდეს და მას სახელმწიფო დაფინანსება ჰქონდეს… მუდმივი სტუდენტების ფენომენი და ჩვენს საზოგადოებაში ცოდნაზე რეალური დაკვეთის ნაკლებობა ქმნის ამ არაჯანსაღ დამოკიდებულებას და გამოდის, რომ მასწავლებლები და მშობლები ერთმანეთისადმი და საკუთარი თავისადმი მოთხოვნებს ამცირებენ, გულგრილს ხდიან ბავშვებს რეალური განვითარების მიმართ. შედეგად, ჩვენ გვყავს 5-10 ბავშვი, რომლებიც ბუნებრივად ნიჭიერები არიან, ისინი მიდან, იგებენ საერთაშორისო ოლიმპიადებს, ჩვენ ამითი ვტრაბახობთ, ვამაყობთ და საერთოდ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს ბავშვები გამონაკლისები არიან და არა – სისტემის პროდუქტები. სინამდვილეში, სისტემის პროდუქტი არის მოსწავლეების უზარმაზარი მასა, რომლებმაც ვერც განვითარება, ვერც ცოდნა დააგროვეს და ვერ გაერკვნენ საკუთარ თავში, რა უნდათ, რა შეუძლიათ და საით აპირებენ წასვლას“, – აცხადებს გიორგი ნოზაძე.

ასევე იხილეთ:

სკოლას + დისტანციური სწავლება + გამარტივებული ტესტები = განათლების დონის კლებას

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

The post „ვინც კი სკოლას ამთავრებს, ყველა აბარებს უმაღლეს სასწავლებელში – ხდება არა სტუდენტების შერჩევა, არამედ გადანაწილება“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

სპორტის 145 მასწავლებელს ხელბურთის სკოლის მასწავლებლის კატეგორია მიენიჭა

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ხელბურთის ფედერაციის თანამშრომლობით სასკოლო ხელბურთის პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანია მოზარდებში ხელბურთის პოპულარიზაცია და სასწავლო პროცესში, არაფორმალური განათლების სახით, მისი ინტეგრირების ხელშეწყობა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, სასკოლო ხელბურთის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და პროგრამაში, დედაქალაქის სკოლების გარდა, ჩართულია მცხეთის, დუშეთის, ჟინვალის, რუსთავის, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ზესტაფონის საჯარო სკოლები.

აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სპორტის 145 მასწავლებელს, შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ, „ხელბურთის სკოლის მასწავლებლის“ კატეგორია და სერტიფიკატი მიენიჭათ. შედეგად, მათ უფლება მიეცათ, გაუძღვნენ ხელბურთის სასკოლო წრეებს.პროგრამის ფარგლებში თბილისის სკოლების სპორტის მასწავლებლებმა, სასკოლო ხელბურთის მოდულის მიხედვით, გადამზადების კურსი გაიარეს, რის შემდეგაც მათ „ხელბურთის სკოლის მასწავლებლის“ კატეგორია ოფიციალურად მიენიჭათ.

“პროგრამის ფარგლებში სკოლები შესაბამისი სპორტული ინვენტარითაც აღიჭურვა. კერძოდ, პროგრამაში ჩართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მინი ხელბურთის კარები, ბურთები და ასევე მეთოდური ლიტერატურაც გადაეცათ. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სკოლებში ამოქმედდა უფასო გამაჯანსაღებელი წრეები. მომავალი სასწავლო წლისთვის იგეგმება პროგრამის მასშტაბების გაზრდა და მისი დანერგვა საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლებში”, – აცხადებს სამინისტრო.

The post სპორტის 145 მასწავლებელს ხელბურთის სკოლის მასწავლებლის კატეგორია მიენიჭა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


„რა გვჭირს ჩვენ, რაღაცას გადმოვიღებთ სხვადასხვა განათლების სისტემიდან და საბოლოოდ ვიღებთ მკვდრად შობილ მონსტრს“

$
0
0

„ჩვენმა ბავშვებმა ანგარიში არ იციან, ჩვენმა სკოლადამთავრებულა ბავშვებმა არ იციან პროცენტების გამოთვლა და არ შეუძლიათ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა“ , – ამის შესახებ განათლების საკითხების სპეციალისტმა, ლალი ანთიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 13 მაისს ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს განათლების სისტემა უამრავი არაორგანული ნაწილის გაერთიანებით არის მიღებული, რომელიც უბრალოდ ვერ იმუშავებს.

„რა გვჭირს ჩვენ, რაღაცას გადმოვიღებთ ევროპული განათლების სისტემიდან, რაღაცას გადმოვიღებთ ფინურიდან, რაღაცას ამერიკულიდან და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმ მონსტრს რომელიც არის მკვდრად შობილი, რომელიც არის ისეთ არაორგანული ნაწილების გაერთიანებით მიღებული, რომელიც უბრალოდ ვერ იმუშავებს“, – განაცხადა ლალი ანთიძემ გადაცემაში „ZOOM განათლებაზე“.

ის სკოლებში რეგულაციების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რეგულაციების გამკაცრება უშედეგო, ფუჭად დახარჯული დროა და რაც უფრო მეტი რეგულაციაა სფეროში, მით უფრო უკან მიდის მისი საქმე.

სპეციალისტის აზრით, პრობლემების გამოსწორებას სწორი ხედვა და სკოლების რეგულაციებისგან მაქსიმალურად გათავისუფლება სჭირდება.

აკრძალულია ღამისთევით ექსკურსია – მინისტრის მოადგილე სასკოლო ექსკურსიებზე მიღებული შეზღუდვების საფუძველს განმარტავს

„სულ უფრო უკან მივდივართ და ვაძლიერებთ კიდევ უფრო რეგულაციებს და კიდევ უფრო ვაკმაცრებთ რაღაცებს. შემოგვაქვს და გამოდის, რომ ეს ფაქტობრივად არის აბსოლუტურად დაკარგული დრო და ენერგია. ამას სჭირდება ხედვა. აუცილებლად უნდა მოიძებნოს ადამიანები, რომლებიც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. მე მგონია, რომ საზოგადოებამაც უნდა გააკეთოს ეს, მაგალითად პეტიციები შეიქმნას, რომ მაქსიმალურად მოხდეს სკოლების ამ რეგულაციებიდან გათავისუფლება. რაც უფრო მეტი რეგულაციაა, უფრო და უფრო უკან მიდის ჩვენი საქმე“, – დასძენს ლალი ანთიძე.

ასევე იხილეთ:

სკოლები თავიანთი შედეგების მიხედვითაც დაფინანსდებიან – რას გულისხმობს ახალი პროექტი

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

The post „რა გვჭირს ჩვენ, რაღაცას გადმოვიღებთ სხვადასხვა განათლების სისტემიდან და საბოლოოდ ვიღებთ მკვდრად შობილ მონსტრს“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

საბოლოო შედეგები ეროვნულ გამოცდებზე –რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა და როგორია პროცედურები

$
0
0

აბიტურიენტების დახმატების მიზნით მომზადებულ წინა სტატიაში ჩვენ მიმოვიხილეთ როგორ გამოიანგარიშება აბიტურიენტის საკონკურსო ქულა და როგორ ვიღებთ სწავლის გაგრძელების უფლებას. დღეს კი, EDU.ARIS.GE კვლავ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით მოგიყვებათ ყველა დეტალს საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისა და ამასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მაშ ასე, სად და როდის გამოცხადდება ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების შესახებ?

საგნობრივი კომისიის მიერ აბიტურიენტთა ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს. შედეგების გაცნობა შესაძლებელი იქნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

სად შეიტყობენ აბიტურიენტები ინფორმაციას სწავლის გაგრძელების უფლებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ?

სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციას შეიტყობენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით იმ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც მიუთითეს რეგისტრაციის დროს. ამისათვის მათ საგამოცდო ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333.

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში (ცენტრი საგნობრივი კომისიების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილების მიზნით ქმნის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს) აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.

სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.

ვინ მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას?

აკადემიურ პროგრამაზე რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამისთვის.

თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან მეტი დამატებითი საგნის გამოცდა, შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ ქულით აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა დამატებითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს, პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნება იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა, ხოლო შემდგომ იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების ნაკლები რაოდენობა. იდენტური ადგილების რაოდენობის შემთხვევაში, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება დამატებითი საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა დადგენილი საგნების ჩამონათვალის შესაბამისად (ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; გეოგრაფია; ლიტერატურა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სამოქალაქო განათლება).

თუ აბიტურიენტი დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნებისათვის აბარებს ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის საგნებიდან ორს ან მეტს, ასევე თუ საგანმანათლებლო პროგრამისათვის რელევანტურ საგნად განსაზღვრულია როგორც მათემატიკა, ისე ისტორია და აბიტურიენტი აბარებს ორივეს, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი გადაწყდება ზემოთ მოცემული წესის შესაბამისად.

თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთი და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.

თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი აღარ განიხილება. კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას, რომელიც გამოითვლება ყველა საგანმანათლებლო პროგრამისათვის ცალ-ცალკე (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი კოეფიციენტების შესაბამისად) და არა იმას, თუ რა ადგილი მიანიჭა აბიტურიენტმა თავის რეიტინგულ ჩამონათვალში ამ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამას.

როდის გამოქვეყნდება სწავლის გაგრძელების უფლებამოპოვებულ აბიტურიენტთა სია?

საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს, რომელიც დგება კოეფიციენტების შესაბამისად. მასში მითითებულია იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ის საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც მოიპოვა აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელების უფლება და ასევე ინფორმაცია სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის თაობაზე. ეს ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და დაიგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რის შემდეგაც აბიტურიენტებმა ჩარიცხვის მიზნით უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

როცა ქულას არ ეთანხმები – რა უნდა იცოდეს 2022 წლის აბიტურიენტმა ტესტის ან ტესტების შეფასების გასაჩივრების შესახებ

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post საბოლოო შედეგები ეროვნულ გამოცდებზე – რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა და როგორია პროცედურები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

განათლების ხარისხის ცენტრი კერძო სკოლებს სტატუსიანი პედაგოგების დასაქმების რეკომენდაციას აძლევს

$
0
0

კერძო სკოლებმა, სადაც მასწავლებელთა სამუშაოზე აყვანის წესი სკოლის შინაგანაწესით რეგულირდებოდა და შეეძლოთ დაესაქმებინათ პედაგოგი, რომელსაც არ ჰქონდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული სტატუსი, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, უნდა წარმოადგინონ მასწავლებლებთან გაფორმებული განახლებული ხელშეკრულებები, სადაც აღწერილი იქნება პედაგოგთა სტატუსები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულის თაობაზე 11 მაისს გამოქვეყნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმშია ნათქვამი, სადაც რამდენიმე კერძო სკოლის ავტორიზაციის განხილვის პროცესია მოთხრობილი.

აღნიშნული რეკომენდაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სააქციო საზოგადოება გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიას მისცა. როგორც ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში წერია, ამ სკოლაში მასწავლებლები ,,საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ იყვნენ შერჩეული და სკოლაში დასაქმებული 50 პედაგოგიდან მხოლოდ ერთ მათგანს ჰქონდა სქემით (მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ავტ.) გათვალისწინებული, მენტორის, სტატუსი.

სკოლას ასეთი რეკომენდაცია აქამდე არ მიუღია, ხოლო რაც შეეხება იმ დროისთვის ახალი კადრის აყვანის პრინციპს, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოქმის მიხედვით ირკვევა, 2016 წელს, როცა სკოლას 6 წლის ვადით მიენიჭა ავტორიზაცია, სკოლას მასწავლებელთა ალტერნატიული სქემა შეთანხმებული ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სკოლის წარმომადგენლის, მარინა ჯაფარიძის განმარტებით, მასწავლებელთა შერჩევის კრიტერიუმები საკმაოდ მკაცრი იყო – მასწავლებელი გაკვეთილზე შესვლამდე გადიოდა მოსამზადებელ კურსს და მათი ალტერნატიული სქემის მიხედვით, მასწავლებლის სტატუსი, რომელსაც სკოლა სამუშაოდ იყვანდა, შეესაბამებოდა და უტოლდებოდა მენტორი მასწავლებლის სტატუსს, მათ შორის, მასწავლებელთა ნაწილი კი, დოქტორის ხარისხის მქონეც იყო.

ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიას 2022 წლის 4 მაისიდან ავტორიზაცია კვლავ 6 წლით მიენიჭა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ალტერნატიული სქემის არსებობას აღარ ითვალისწინებს და, შესაბამისად, სკოლის დირექტორს, რომელიც, მოქმედი შინაგანაწესის მიხედვით, ერთპიროვნულად წყვეტდა, ვინ აეყვანა სამუშაოზე, ავტორიზაციის საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, 2022-2023 წლის სასწავლო წლისთვის მხოლოდ სტატუსიანი მასწავლებლების დასაქმება მოუწევს.

ასევე იხილეთ:

რა ხდება წამყვანის ან მენტორის სტატუსისთვის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ

რა გამოწვევების წინაშე დგანან მასწავლებლები 2022 წლის ზაფხულში ჩასატარებელი გამოცდისა და სტატუსის ამაღლების მოლოდინში

The post განათლების ხარისხის ცენტრი კერძო სკოლებს სტატუსიანი პედაგოგების დასაქმების რეკომენდაციას აძლევს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პლაგიატიზმის შესახებ ონლაინ ვებინარი ჩატარდა

$
0
0

2022 წლის 10 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ონლაინ ვებინარი პლაგიატიზმის შესახებ.

ვებინარში გრუნის სამივე საფეხურის სტუდენტი მონაწილეობდა, რადგან წერილობითი დავალებებისა თუ ნაშრომების მომზადება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, პლაგიატიზმთან დაკავშირებული მიმდინარე ტენდენციების განხილვა მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტის აკადემიური სამუშაო ეთიკის დასაცავად.

ვებინარის ფარგლებში განხილულ იქნა პლაგიატიზმის მნიშვნელობა, მისი ვარიაციები და რაც მთავარია, ნებსით თუ უნებლიედ დაშვებული დარღვევის თავიდან აცილების საშუალებები.

ღონისძიების ბოლოს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პასუხები.

The post გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პლაგიატიზმის შესახებ ონლაინ ვებინარი ჩატარდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

პროექტის „სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022“ განხორციელება დაიწყო

$
0
0

„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022“ ფარგლებში თბილისის, გორისა და თელავის მონაწილეებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თბილისში, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეების ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვისა და სამოქალაქო ჩართულობის პროექტების განსახორციელებლად საჭირო უნარების განვითარებას.

ტრენინგებზე მონაწილეებმა განიხილეს ადვოკატირების კამპანიის არსი, მიზანი, ტიპები, მეთოდები და როლი საზოგადოების განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა ადვოკატირების კამპანიის დროს საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის მნიშვნელობაზე. ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ მაგალითებს, რაც მონაწილეებს დაეხმარათ თეორიული მასალის უკეთ ათვისებაში.

ტრენინგის დასკვნითი დღე დაეთმო პროექტების წერისა და მართვისთვისთვის საჭირო საკითხების განხილვას. მონაწილეებმა ჯგუფური სავარჯიშოების ფარგლებში განიხილეს პროექტების სამუშაო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების ეტაპები.

ტრენინგი წარიმართა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში. პრაქტიკულმა და ჯგუფურმა სავარჯიშოებმა ხელი შეუწყო მონაწილეების იმგვარი უნარების განვითარებას, რომელიც მათ დაეხმარებათ პროექტის შემდგომ ეტაპზე სამოქალაქო ჩართულობის ცალკეული პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

ამ ტრენინგებით დასრულდა პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა გაერთიანებული ტრენინგების ჩატარებას პროექტის მონაწილეებისთვის. პროექტის შემდგომ ეტაპზე ჩატარდება ვორკშოფები, რომელიც ხელს შეუწყობს მონაწილეების ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ თემში აქტუალური სოციალური საკითხების შესახებ, შემდგომ კი ისინი გადანაწილდებიან ჯგუფებში და თავად განახორციელებენ სამოქალაქო ჩართულობის პროექტებს.

„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით, რომლის განხორციელებაშიც მონაწილოებენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, თბილისის, ბათუმის, ზუგდიდი და თელავის უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად.

The post პროექტის „სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022“ განხორციელება დაიწყო first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14440 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>