Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14594 articles
Browse latest View live

„საერთაშორისო სამართალი ომის პირისპირ“ –საერთაშორისო კონფერენცია “ევროპის უნივერსიტეტის”მონაწილეობით გაიმართება

$
0
0

23 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტი, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან თანაორგანიზებით, მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გამართავს.

კონფერენცია თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ყველაზე აქტუალურ თემას – უკრაინაში ომის მიმდინარეობას და მის საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას ეძღვნება.

ღონისძიება განკუთვნილია როგორც სამართლის, ასევე აღნიშნულ თემაზე მომუშავე საჯარო პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლებისათვის.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ იურისტები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, მთავრობის ოფიციალური პირები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატი, დიპლომატიური კორპუსის წარმომაგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიებში, მოახდინონ მსოფლიოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების სამართლებრივ ჭრილში განხილვა, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა აღნიშნულ დარგში და განიხილონ პრობლემების გადაჭრის გზები.

The post „საერთაშორისო სამართალი ომის პირისპირ“ – საერთაშორისო კონფერენცია “ევროპის უნივერსიტეტის” მონაწილეობით გაიმართება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


5 მილიონამდე ლარი 38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის –ტენდერი გამოცხადდა

$
0
0

2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურებისთვის განათლების სამინისტრო 4 822 500 ლარის გადახდას აპირებს – ამის შესახებ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი 18 ივლისს გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია განმარტებული, ამ მომსახურებით მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის ხარისხი საჯარო სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, მოსწავლეთა გაკვეთილებზე დაგვიანების ფაქტები მინიმუმამდე დავა და უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეთა სკოლამდე უსაფრთხო გადაადგილება.

მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების მიზნით სულ ორი ტენდერია გამოცხადებული. ცალკეა სსსმ და შშმ მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებისთვის, რომლის სავარაუდო ღირებულება – 895 500 ლარი იქნება. დოკუმენტის თანახმად, „თბილისის დანარჩენი სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველსაყოფა კი – 3 927 000 ლარი დაჯდება“.

ESIDA-ს მიერ გამოქყევნებულ სატენდერო სხდომის ოქმში ვკითხულობთ, რომ არის შემთხვევები, როცა 2 ან 3 მჭიდროდ დასახლებულ პუნქტზე მოდის ერთი ტერიტორიულად დაცილებული საჯარო სკოლა, რის გამოც მოსწავლეებს, ზოგადსაგანმათლებლო დაწესებულებამდე მისასვლელად დიდი მანძილის გავლა უხდებათ.

„აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებისათვის. ქალაქ თბილისში არის დასახლებები სადაც, მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, მაგრამ მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე არის დიდი ალბათობა იმისა, რომ სკოლაში იყოს ხშირი დაგვიანებების შემთხვევები, ასევე რიგ შემთხვევაში, მოსწავლეებს უწევთ ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთა, რაც საფრთხის შემცველია. გასათვალისწინებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინტერესები, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ გადაადგილებას და შესაბამისი პირობების არ არსებობის გამო ვერ ესწრებიან გაკვეთილებს, რაც ხელს უშლის მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობისათვის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემებმა წარმოშვა საჯარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე ტრანსპორტით გადაადგილების საჭიროება“, – წერია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ მოსწავლეთა სკოლაში მიყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 წუთისა და არაუმეტეს 40 წუთისა, ხოლო სკოლიდან წამოყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან – არაუგვიანეს 40 წუთისა. ასევე, სატრანსპორტო მომსახურების განხორციელების პერიოდში სავალდებულოა მოსწავლეთა დაზღვევა, რომლის ასანაზღაურებელი ლიმიტი არ უნდა იყოს 1500 ლარზე ნაკლები.

2022-2023 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება ქალაქ თბილისის 38 საჯარო სკოლის 10 379 მოსწავლე, აქედან 8 საჯარო სკოლის 387 მათგანი სსსმ და შშმ პირია.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება13 აგვისტოს დაიწყება და 18 აგვისტოს, 14:00 საათზე დამთავრდება. სკოლათა ჩამონათვალი, რომელთა მოსწავლეებსაც ტრანსპორტი მოემსახურება, შეგიძლიათ, ნახოთ აქ მოცემულ ბმულებზე:

სსსმ სკოლები

სხვა სკოლები

The post 5 მილიონამდე ლარი 38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის – ტენდერი გამოცხადდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

სად აბარებენ მსოფლიო ვარსკვლავების შვილები, რომლებიც წელს აბიტურიენტები არიან

$
0
0

როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს, ყველა მშობელი ცდილობს, არ გამოტოვოს თარიღები, რომლებიც მათი შვილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სკოლის გამოსაშვები და უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები, მნიშვნელოვანი დღეების სიაში პირველ ადგილზეა. მღელვარე მშობელთა რიგებში მსოფლიო ვარსკვლავებიც არიან და როგორც ირკვევა, ბევრი მათგანი, მიუხედავად მძიმე გრაფიკისა, არცერთ მსგავს ღონისძიებას არ ტოვებს.

როგორც უცხოური მედია წერს, წელს უამრავი „სელებრითის“ შვილია აბიტურიენტი.

ჯესიკა ალბასა და ქეშ უორენის ქალიშვილი, ჰონორი

ჰონორი სკოლას ივნისში დაემშვიდობა. მშობლებმა ეს დღე არ გამოტოვეს და სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებაზე მოულოდნელად მივიდნენ. შვილის მეგობრებთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს და ინსტაგრამზე ატვირთეს. ჰონორის სურვილი ნიუ იორკის ხელოვნების უნივერსიტეტში მოხვედრაა.

ამერიკელი მსახიობის რიზ უიზერსპუნისა და რაიან ფილიპის შვილი, დიკენი

ვარსკვლავებმა შვილის სურვილით გადაწყვიტეს, რომ საკუთარი სახლის ეზოში მოეწყოთ სკოლის გამოსაშვები ცერემონია, რომელშიც მამა სკოლის დირექტორს თამაშობდა. ღონისძიებას ყველა კურსელი ესწრებოდა. ეს საჩუქარი დიკენმა საკუთარ კურსელებს გაუკეთა, რომლებიც მისი მშობლების ფანები არიან. მსახიობების შვილს ჩიკაგოს უნივერსიტეტში სურს ჩაბარება.

ტრევის ბარკერისა და შანა მოკლერის ვაჟი, ლონდონი

Blink-182 დრამერის, ტრევის ბარკერის შვილი წელს აბიტურიენტია, ლონდონს მამის მსგავსად მუსიკა აინტერესებს, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარებას ჯერ არ ჩქარობს.

ქეით ჰადსონი და კრის რობინსონის ვაჟი, რაიდერი

მიუხედავად საზოგადოების დიდი ყურადღებისა, ქეითმა შვილის გამოსაშვები საღამო არ გამოტოვა და ღონისძიებას დაესწრო. ინსტაგრამზე ვრცელი პოსტიც დადო, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: „შენი აღზრდა იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი და სიამოვნება“. რაიდერს სამართლის მიმართულებით სურს სწავლის გარძელება.

გვინეტ პელტროუსა და კრის მარტინის ქალიშვილი, ეფლი

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი რამდენიმე წლის წინ განქორწინდა, ისინი ყველა საოჯახო ღონისძიებას ესწრებიან და არც შვილების მნიშვნელოვან თარიღებს ტოვებენ. ეფლი მოდელია და სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ჯერ არ გეგმავს უმაღლესი განათლების მიღებას.

ბილ და მელინდა გეიტსების ვაჟი, რორი

ოჯახს 3 შვილი ჰყავს, მათგან 2 სტუდენტია, რორი კი წელს გახდა აბიტურიენტი. გეიტსებისთვის ოჯახურ ტრადიციად იქცა სტენდფორდის უნივერსიტეტის დასრულება. დების მსგავსად რორიმ სტენფორდის ბიზნესს სკოლა აირჩია.

სხვა აბიტურიენტების მსგავსად, სანერვიულო ვარსკვლავების შვილებსაც ბევრი აქვთ, უმრავი გამოცდის ჩაბარება უწევთ და მშობლებთან ერთად მოუთმენლად ელოდებიან სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა მზეო შველიძემ

The post სად აბარებენ მსოფლიო ვარსკვლავების შვილები, რომლებიც წელს აბიტურიენტები არიან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

რატომ ფიქრობს პედაგოგთა უმეტესობა, რომ მასწავლებლის ხელფასი მაინც მათი „საძულველი“ გამოცდით უნდა განისაზღვრებოდეს? – EDU.ARIS.GE-ს გამოკითხვა

$
0
0

ხელფასის მომატების სხვა საშუალება არ არსებობს მასწავლებლებისთვის, თორემ არავის ეხალისება ამ გამოცდის ჩაბარება – ასეთი განცდით გადის მოქმედი პედაგოგების ნაწილი 2022 წლის გამოცდაზე, რომლითაც სტატუსიც უნდა აიმაღლონ და ხელფასიც გაეზარდოთ. მათთვის გამოცდის ჩაბარება საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად ბრძოლის ერთადერთი გზაა.

რამდენად სწორია სახელმწიფოს მიდგომა მასწავლებლებისადმი, როდესაც ამ ფორმით, გამოცდების ჩაბარებით იბრძვიან საკუთარი კეთილდღეობისთვის და თავად როგორ წარმოუდგენიათ, რაზე უნდა იყოს დამოკიდებული პედაგოგის ანაზღაურება? – ამ კითხვებით EDU.ARIS.GE-მ პედაგოგებს მიმართა და გვქონდა მოლოდინი, რომ მასწავლებლებს, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ და აპროტესტებენ მომაბეზრებელ გამოცდებს, მრავალფეროვანი იდეები ექნებოდათ, რაზე უნდა იყოს მიბმული მასწავლებლის ანაზღაურება თუ დანამატი. შევცდით, ჩვენ მიერ გამოკითხული პედაგოგების უმეტესობას სინამდვილეში სწორედ გამოცდით წარმოუდგენია საკუთარ ანაზღაურებასა და კეთილდღეობაზე ზემოქმედება, თუმცა არიან გამონაკლისებიც. პედაგოგთა ის ნაწილი, რომელიც ამართლებს მოცემულ რეალობას, მიიჩნევს, რომ გამოცდების გარეშე სათუო გახდება, ვინ არის უფრო მაღალი სტატუსისა და ხელფასის ღირსი. ნაწილი კი თვლის, რომ მუდმივად გამოცდების რეჟიმში ყოფნა შეურაცხმყოფელია და ამ ფორმით არ უნდა ისაზღვრებოდეს მათი ფინანსების ზრდა.

„დიპლომის კომპეტენციის დადასტურება გვიწევს მუდმივად. ეს პროფესიული თვალსაზრისით კარგია, რადგან მუდმივად მზადყოფნაში ვართ, ვვითარდებით. თუმცა ხელფასი და კეთილდღეობა პედაგოგისა, გამოცდებზე მაინც არ უნდა იყოს დამოკიდებული, რაიმე სხვა სქემაა ამისთვის საჭირო“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს თბილისის 118-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა თამარ მხეიძემ.

კიდევ ერთი პედაგოგი, თბილისის 142-ე საჯარო სკოლიდან, ხათუნა ირემაძე, რომელიც 14 ივნისს, მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდაზე გავიდა, ამბობს, რომ მასწავლებლის ხელფასი მიბმული უნდა იყოს მის მოსწავლეებთან დამდგარ შედეგებზე, მუშაობაზე და არა გამოცდაზე. მისთვის პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება თავისთავად კარგ მასწავლებელს არ ნიშნავს.

„მეტნაკლებად დადებითად ვუყურებ გამოცდების პროცესს, მაგრამ ასეთი ბრძოლა არ უნდა უწევდეს მასწავლებელს და ალბათ უფრო სხვა კრიტერიუმებით უნდა აფასებდნენ. რაც მე მენტორობის გამოცდაზე დავწერე, ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველა გამოცდილმა პედაგოგმა იცის და აქვს ეს უნარები, მაგრამ თითქოს უნდობლობას გიცხადებენ რაღაცნაირად და გიწევს ბრძოლა ამ ფორმით იმისათვის, რომ შენ ცოტა მეტი ანაზღაურება გქონდეს და ეს მასწავლებელს არ უნდა სჭირდებოდეს. იმდენი პრობლემა, იმდენი საქმე და იმდენი სხვა რამ გვაქვს საკეთებელი, მუდამ გამოცდებზე არ უნდა ვფიქრობდეთ და გამოცდიდან გამომდინარე არ უნდა დგინდებოდეს ჩვენი ხელფასი. აშკარად რაიმე სახვაა მოსაფიქრებელი“, – ამბობს ხათუნა ირემაძე.

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს თბილისის 47-ე საჯარო სკოლიდან, მაია ჩიკვაიძეს გამოცდებზე სიარული სულაც არ უქმნის უხერხულობას და ამბობს, რომ ეს პროცესი უყვარს კიდეც, რადგან ზოგადად ცხოვრებაა ერთი დიდი გამოცდა. იმ მასწავლებლებზე კი, რომლებიც გამოცდებს გაურბიან და ერთულებათ, გვეუბნება:

„შენ რაღაც სირთულეებს გაურბიხარ, გეშინია და ვერ გადიხარ გამოცდაზე, როგორ უნდა მოამზადო შენი მოსწავლე ცხოვრებისთვის? რა თქმა უნდა, ხელფასი სწორედ ასეთ გამოცდებზე უნდა იყოს მიბმული. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ გარკვეული სქემა უნდა არსებობდეს. იმისათვის, რომ ხარისხიანი განათლება მივცეთ ბავშვებს, ჩვენც უნდა გვქონდეს შესაბამისი ცოდნა სწავლების თანამედროვე სტრატეგიებთან დაკავშირებით და ა. შ. ამ ყველაფრის განვითარებას სჭირდება გარკვეული ფორმა. თუ ეს ფორმა იქნება ტრენინგი და გვეტყვიან, იცით რა, თუ გინდათ წადით ტრენინგზე, თუ გინდათ არ წახვიდეთ, ანუ თუ გინდათ განავითარეთ საკუთარი თავი და თუ გინდათ, არაო, ჩვენ ჩვენი ნებით შეიძლება ეს არ გავაკეთოთ. ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოსგან რაღაც კონკრეტული სქემა და სტანდარტი“.

მაია ჩიკვაიძის აზრით, გამოცდა, რომელიც წამყვანის და მენტორის სტატუსის მოპოვებისთვის ჩატარდა, „ბევრ რამეს გამოავლენს“.

„მართალია, დრო ცოტა გვქონდა სასწავლად და ა. შ., მაგრამ გამოცდის შედეგები აჩვენებს იმას, რა და როგორ შეგიძლია პედაგოგებს, რომ გადავცეთ ბავშვებს. ამ გამოცდის შემდეგ რომ მერე სკოლაში დაკვირვებაც ემატება, ეს ყველაფერი განამტკიცებს ამ ჩვენს ცოდნას და შესაძლებლობას – გადაგვაქვს თუ არა ეს ცოდნა სასკოლო სივრცეში. ამიტომ, ამ კომპლექსურობას ვეთანხმები და დიახ, უნდა იყოს მიბმული ხელფასის ზრდა გამოცდის ჩაბარებაზე“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მაია ჩიკვაიძემ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, ლალი კუპრაშვილიც ამბობს, რომ გამოცდების ჩაბარება უყვარს და მისთვის მისაღებია, ამ სახით დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისად იზრდებოდეს პედაგოგის ანაზღაურება და იმ მასწავლებლებს, რომლებიც „არ ვითარდებიან“, ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ ისეთივე ხელფასი, როგორიც სტატუსის მქონეებს. მისთვის ასევე მისაღებია, რომ მასწავლებლის განსავითარებლად სხვა ხერხებიც იქნას გამოყენებული.

„კარგია გამოცდები რომ ტარდება, რადგან ცოტა დროის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ ამ სტრესის გარეშეც შეიძლება მისცე მასწავლებელს მოტივაცია, რომ განვითარდეს. უნდა იყოს ტრენინგები, რომელიც არ იქნება ფასიანი და ზოგისთვის – ხელმისაწვდომი, ზოგისთვის – არა. ტრენინგებზეც შეიძლებოდა გაგვევლო ის საკითხები, რაც გამოცდაზეა. ამ დროს კი მასწავლებლებმა ძალიან ბევრი ფული გადაიხადეს ისეთი რაღაცების სწავლაში, რომელიც სულაც არ იყო გამოცდის საკითხებში შესული. სკოლაში მონიტორინგი ჩაატარონ და თუკი მასწავლებელი კვალიფიციურია, კარგად ატარებს გაკვეთილს, თანამედროვე მიდგომები აქვს და ორიენტირებულია მოსწავლეზე, მას მისცენ სტატუსიც და კარგი ხელფასიც. 21-ე საუკუნეში ბავშვები არ არიან ისეთი გაკვეთილებით კმაყოფილნი, რაც კომუნისტების დროს იყო, სიახლეები უნდათ. სიახლეებს კი გამოცდით კი არა, ტრენინგებით უფრო გავიგებთ“, – ამბობს ლალი კუპრაშვილი.

სოფიო დაშნიანი, რომელიც ინგლისურ ენას ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასწავლის და კომპეტენციის ასამაღლებლად გამოცდაზეც გავიდა, თვლის, რომ სწორედ ასეთი სახის გამოცდები უნდა განაპირობებდეს მასწავლებლის კომპეტენციის გაზრდას და ხელფასის მატებასაც, რომელის ოდენობაც, კერძო სკოლის შემთხვევაში მისი დირექციის გადასაწყვეტია.

თბილისის 99-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა ნანა სოზაშვილმა ასევე გვითხრა, რომ გარკვეული ტიპის გამოცდები აუცილებლად უნდა არსებობდეს და იმ აქტივობებსაც უნდა ახორციელებდეს პედაგოგი, რომელიც ახლაა რეკომენდირებული.

„მხოლოდ გამოცდით – არა, მერე, გაკვეთილზე ჩატარებული გარკვეული აქტივობებითაც უნდა დასტურდებოდეს მასწავლებლის კომპეტენცია. მომწონს ის აქტივობები, რაც გამოცდის მერე ევალებათ გასაკეთებლად. დირექტორის მოადგილე ვარ და მასწავლებლებს ჩვენც ვაკვირდებით. ამ გამოცდების სახით ზემდგომი ორგანოები თუ დაგვაკვირდებიან და ასე განვვითარდებით, რატომაც არა, სხვანაირი მოტივაციაა ეს, როცა იცი, რომ ვიღაც გამოწმებს“, – უთხრა EDU.ARIS.GEს ნანა სოზაშილმა.

იმას, რომ გამოცდაზე გასვლა ხელფასის გამო გადაწყვიტა, ჩვენთან საუბარში არ მალავს თბილისის 165-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ასმათ ჩხუბიანიშვილი. მისი აზრით, როდესაც ხელფასისთვის იბრძვი, ბევრი რამ გვერდით გრჩება. ამ დროს კი ადამიანს კარგი ხელფასი სჭირდება, რომ თავი სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს.

„ყველაფერი, რაც წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზეა მოცემული, თუ შენში არ არის, ვერც იქნები პედაგოგი. შეიძლება კონკრეტული აქტივობის სახელი არ იცოდე, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც იყენებ სასკოლო ცხოვრებაში. 34 წელია, სკოლაში ვარ და თუ ამ საკითხებზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, მაშინ არც არაფერი მცოდნია. ბევრი წელია, მასწავლებლები ამ ხელფასისთვის იბრძვიან, დიახ, ეს ერთგვარი ფრონტია. ამ დროს კი მასწავლებელს გევალება, აღზარდო მოქალაქე. მათემატიკას თუ ინგლისურს ისწავლის თუ არა, მეორე საკითხია, მთავარი კი კარგი მოქალაქის აღზრდაა. სკოლაში სტერეოტიპის ოჯახში აღზრდილი ბავშვი გხვდება, სხვადასხვა რელიგიის და მასწავლებლებს დიდი შრომა უწევთ. ამიტომაც, ყველას ეკუთვნის კარგი ხელფასი. ამის მიუხედავად, მე არ მახსოვს, მასწავლებელი ქუჩაში გამოსულიყოს და ეყვიროს, ხელფასი მომიმატეთო. ყველაზე გამოცდილ მასწავლებელსაც სჭირდება ხანდახან „შეფხიზლება“ და ეს უნდა იყოს არა გამოცდის, არამედ ტერენინგების თუ კურსების სახით“, – ასმათ ჩხუბიანიშვილი.

159-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლალი ხუციშვილი ფიქრობს, რომ მასწავლებელს სკოლა უნდა გამოარჩევდეს დამსახურების მიხედვით და არა გამოცდა:

„ყველა ეტაპი გავიარე და ამ ბოლო ეტაპის გამოცდასაც შევეჭიდე, მაგრამ მაინც მგონია, რომ მასწავლებლის დამსახურება სკოლაში უნდა იზომებოდეს და არა გამოცდაზე. სკოლის დირექცია, მშობლები, მოსწავლეები უნდა წყვეტდნენ მასწავლებლის კომპეტენციას და ხელფასიც ამის მიხედვით უნდა ინიშნებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ასე ვფიქრობთ ბევრნი, მაინც ავყევით და მივდევთ ყვოველგავრ გამოწვევას, რასაც გვთავაზობენ”.

EDU.ARIS.GE -სთან ათეულობით პედაგომა გამოთქვა აზრი, რომ გამოცდების ჩაბარება მათთვის დამცირების ტოლფასია და რომ ისინი ისედაც არიან ღირსნი მაღალი ხელფასი ჰქონდეთ.

„გამოცდაზე იმისთვის მოვედი, რომ ხელფასი მომემატოს. გაკვეთილზე მე ეს ყველაფერი არ მჭირდება. სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ განათლება, პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის არის საჭირო და მასწავლებლების დაფინანსება უმაღლესი უნდა იყოს და არა ასეთი ბრძოლით მოიპოვებდეს. ტრენინგები კარგი, მაგრამ ასეთი სტრესული გამოცდა? კიდევ იცით რის მიხედვით უნდა განისაზღვროს პედაგოგის ხელფასი? სტაჟის მიხედვით“, – ასეთია მრავალი პედაგოგის აზრი, რომელიც მათ ჩვენთან საუბარში გამოთქვეს. ისინი თავიანთ ვინაობას მალავენ და ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რამდენად თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეების აღზრდა შეუძლია მასწავლებელს, რომელიც თავის აზრს ღიად ვერ აფიქსირებს?

2022 წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. აქედან, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის სურვილი კი, 12 500-ზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოცდაზე მასწავლებლების დაახლოებით 15% არ მიდის. ნაწილი იმ პედაგოგებისა, ვინც სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე არ დარეგისტრირდა, კოლეგებს სოციალური ქსელით მოუწოდებდა, რომ გამოცდაზე არ გასულიყვნენ.

ასევე იხილეთ: 

„მოქმედი პედაგოგისთვის ზღვარი მეტი უნდა იყოს“ – სტუდენტი მასწავლებლის გამოცდიდან

არცერთი მასწავლებელი იქნებოდა წინააღმდეგი, უნარების გამოცდა ჩაებარებინა, თუ მეტი ინფორმაცია ექნებოდა – მოწოდებები „მოტივირებული პედაგოგისგან“

The post რატომ ფიქრობს პედაგოგთა უმეტესობა, რომ მასწავლებლის ხელფასი მაინც მათი „საძულველი“ გამოცდით უნდა განისაზღვრებოდეს? – EDU.ARIS.GE-ს გამოკითხვა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ყოველ წელს, მოსწავლეებთან ურთიერთობისას, იცით რას ვასკვნი?! –ყველა მშობლისთვის

$
0
0

ავტორი გურო დავითლიძე – პროფესიული კოლეჯისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პროფესიული პედაგოგი

ყოველ წელს მოსწავლეებთან ურთიერთობისას იცით რას ვასკვნი?! მშობლებს არ სჯერათ შვილების. არ სჯერათ მათი ოცნებების, მიზნების, სურვილების, ფიქრების. რა საშინელი განცდაა, როცა იქ, სადაც იბადები და ცხოვრობ, არავის სჯერა იმის, რომ ერთ დღესაც შეიძლება კოსმოსში გაფრინდე, დედამიწა სამჯერ მოიარო და ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო დედამიწის ზურგზე.

მშობლებს არ სჯერათ შვილების ბედნიერების. ეს ხდება ბავშვობიდან. ამ ყველაფრის ფონზე კი, ისინი აღარ ოცნებობენ. ოცნება კი, ერთადერთი რამაა, რაც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს. მერე რა, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მიუღწეველი იყოს. სამაგიეროდ იმოძრავებ. ეს სამყარო კი, არაფერია თუ არა მუდმივი, დაუღალავი და დაუსრულებელი მოძრაობა.

თუ თქვენი შვილი ოცნებობს, დასხედით და მათთან ერთად იოცნებეთ. წადით იქ, სადაც ისინი წავლენ. ნუ ცდილობთ იყოთ სულ დიდები და ჭკვიანები. წამიერად უნდა დაპატარვდე და თვალები სიხარულით შენც უნდა აგიციმციმდეს, როცა შენი შვილი მოგიყვება საოცარ ამბებს იმაზე, თუ როგორ გახდება სუპერ-გმირი და როგორ გადაარჩენს მსოფლიოს კაპიტანი ამერიკასავით.

როცა შენი ვიღაცას სჯერა, სხვანაირი ხარ. დილაც სხვანაირია და ღამეც. როცა იცი, რომ შენ გვერდით არსებობს ადამიანი, რომელიც შენთან ერთადაა, აღარ გეშინია. ბავშვებს კი ყველაზე ხშირად მარტო დარჩენის ეშინიათ ხოლმე, – სადმე დაკარგვის. ამიტომაცაა საჭირო ხელი ჩასჭიდოთ შვილებს და ისევე ირბინოთ ქვიშის სანაპიროზე, როგორც ისინი დარბიან.

უთხარით თქვენს შვილებს, რომ იოცნებონ და მიჰყევით ბოლომდე ამ ოცნებების ასასრულებლად. თუ წაიბორძიკა რომელიმემ, ჩუმად მიეპარეთ და ფეხზე წამოაყენეთ. ნუ ეტყვით რომელიმე ოცნებაზე, სურვილზე, მისწრაფებაზე რომ ეს ცუდია, და რომ სისულელეა რასაც აკეთებს. ნუ მოპარავთ ბავშვს ბავშვობას და ოცნების სურვილს.

გჯეროდეთ თქვენი შვილების და ისინი ირწმუნებენ საკუთარი თავის შესაძლებლობებს ადრეული ასაკიდანვე. მერე კი, ისინი უბრალოდ ბედნიერები იქნებიან. თქვენ კი, ხიდი ამ ბედნიერებამდე მისაღწევად.

„თუ გვინდა, ჩვენს სიტყვას შვილებმა ფასი დასდონ, ხუმრობითაც ტყუილი არ უნდა ვუთხრათ“ – ვაჟა-ფშაველას მიმართვა მშობლებს

The post ყოველ წელს, მოსწავლეებთან ურთიერთობისას, იცით რას ვასკვნი?! – ყველა მშობლისთვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

უცხოური ენები, ქიმია, ფიზიკა და ლიტერატურა – 2022 წლის აბიტურიენტთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის აბიტურიენტთა უცხოური ენის, ფიზიკის, ქიმიის და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა:

იხილეთ ტესტები

გამოცდების ცენტრის ცნობით, ტესტების შეფასების სქემები და სწორი პასუხები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად.

შედეგები, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი აგვისტოს ბოლოსთვის გამოქვეყნდება.

რომელი ვარიანტები იქნება რთულად მიჩნეული, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ მივიღებთ.

აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post უცხოური ენები, ქიმია, ფიზიკა და ლიტერატურა – 2022 წლის აბიტურიენტთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ნახევარფინალშია

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ნახევარფინალშია. პოლონეთის ქალაქ ლოძში მიმდინარე 2022 წლის ევროპულ საუნივერსიტეტო თამაშებში, ფუტსალში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში უნგრული ბუდაპეშტის უნივერსიტეტი 7:2 დაამარცხა.

CIU-ს მხრიდან დუბლის ავტორია ლუკა ფარცვანია, თითო გოლი კი გიორგი ჩიმაკაძის, ბექა ბექაურის, ჯანიკო გიორგაიას, გარი წერეთლის და ლევან სვანიძის ანგარიშზეა.

“გილოცავთ, CIU-ს ფუტსალის გუნდი ნახევარფინალშია! ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, რომელიც 22 ივლისს გაიმართება, მეტოქე კი ხორვატიული ზაგრების უნივერსიტეტი იქნება. ერთად ვუგულშემატკივროთ ბიჭებს საჩემპიონო გზაზე!”.

The post კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ნახევარფინალშია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტმა კვლევითი სტიპენდია მოიპოვა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დოქტორანტმა გვანცა ძიძიგურმა ჩეხეთის სახელმწიფო კვლევითი სტიპენდია მოიპოვა.

პროექტი მიზნად ისახავს სადისერტაციო კვლევის ფარგლებში ჩეხეთის, როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გამოცდილების შესწავლას მეტა-მმართველობითი მოდელის მიმართულებით გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ჭრილში.

კვლევა ხორციელდება ჩეხეთის განათლების სამინისტროსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

The post გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტმა კვლევითი სტიპენდია მოიპოვა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


26 ივლისიდან გამოცდებში მაგისტრანტობის მსურველები ჩაერთვებიან – NAEC მონაწილეებს აფრთხილებს

$
0
0

ზაფხულის გამოცდებში 26 ივლისიდან მაგისტრანტობის მსურველები ჩაერთვებიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილეებისთვის ინფორმაციას 25 ივლისს ავრცელებს და კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ.

“ტესტირება ორი დღის განმავლობაში ჩატარდება. პირველ დღეს ჩატარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი – ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში. გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 25 წუთი. მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი. სურვილის შემთხვევაში – პირბადე და წყალი პლასტმასის ბოთლით”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

The post 26 ივლისიდან გამოცდებში მაგისტრანტობის მსურველები ჩაერთვებიან – NAEC მონაწილეებს აფრთხილებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„სკოლაში ქართული ენის სწავლება პრაქტიკულად ნულზეა დასული –სამინისტრომ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე უნდა იზრუნოს“

$
0
0

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის უკვე დასრულდა, სხვა მონაწილეებისთვის კი ზაფხულის გამოცდები 27 ივლისს, საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. გამოცდების მიმდინარეობისას, ხშირად გვესმოდა ფრაზები, რომ „ეროვნულმა გამოცდებმა თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა“, „სკოლებში განათლების ხარისხმა დაიკლო“, „განათლების სისტემაში ძირეული რეფორმებია გასატარებელი და ამაზე რეაგირება შესაბამის უწყებებს არ აქვთ“ და ა.შ.

სკოლებში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ მშობლიური ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებიც და აცხადებენ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გრამატიკული ნაწილის სწავლება შემცირებულია. ენა ლიტერატურასთან არის გაერთიანებული და გრამატიკის ნაწილს ნაკლები ყურადღება ექცევა, რაც ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრამატიკის ჩაბარება აბიტურიენტებს ისევე მოეთხოვებათ, როგორც ლიტერატურის.

ლენჯერის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მრავალწლიანი გამოცდილებით, ლია შუკვანი, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ სვანეთის იმ სკოლაში, სადაც თავად ასწავლის, თითქმის ყველა მოსწავლე იჩენს ინტერესს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის მიმართ. მაგრამ თითქმის ოცწლიანი დაკვირვების გათვალისწინებით, პედაგოგი ქართული ენის სწავლების პრობლემაზე მიუთითებს და ამბობს, რომ დღეს სკოლებში გრამატიკული ნაწილის სწავლება, პრაქტიკულად, ნულზეა დაყვანილი.

– ქალბატონო ლია, როგორ სწავლობენ მოსწავლეები სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას, როგორია მათი მაჩვენებლები?

– ვფიქრობ, ქართული ენა და ლიტერატურა ჩემი ყველა მოსწავლის უსაყვარლესი საგანია. ვერ ვიტყვი, რომ ერთნაირი მონდომებით სწავლობს ყველა ბავშვი, მაგრამ, პირადად მე, სასაყვედურო არაფერი მაქვს, რადგან ჩემი მოსწავლეები ასე თუ ისე სწავლობენ და ქართული ენისადმი დაინტერესებას იჩენენ.

– ეთანხმებით, რომ გრამატიკის სწავლება მართლაც მინიმალურად ხდება? რეპეტიტორები ამბობენ, რომ უფროსკლასელები, სკოლის შემდეგ, გრამატიკას მათთან სწავლობენ, რადგან არაფერი იციან. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია აღნიშნული?

– ცხადია, ვეთანხმები. გრამატიკის სწავლება, პრაქტიკულად, ნულზეა დასული, რადგან ლიტერატურის სახელმძღვანელოს შეერწყა გრამატიკა და უმნიშვნელო მასალაა შეტანილი, რაც, ცხადია, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლემ გამართულად წერა და მეტყველება შეძლოს.

ტელევიზიიდანაც კი ისეთი დაუხვეწავი მეტყველება გვესმის, უამრავი გრამატიკული შეცდომით. ჩვენ, ფილოლოგებს, ყველა გრამატიკული შეცდომა გვხვდება ყურში. პირადად მე ყველა კლასში კვირაში ერთი საათი მაქვს გამოყოფილი გრამატიკისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც არ არის საკმარისი, რადგან თეორიულად დასწავლილი მასალა მხოლოდ პრაქტიკაში ხშირი გამოყენებით დაისწავლება, ეს გრამატიკის წესია.

ჩემი მოსწავლეობის პერიოდში არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოები გვქონდა შანიძე-კვაჭაძის ავტორობით და ძალიან კარგად ვსწავლობდით გრამატიკას. ვფიქრობ, ამ პრობლემას უნდა გადაეხედოს და მისი გადაჭრის გზებზე იზრუნოს განათლების სამინისტრომ.

– თუკი დღევანდელი მაღალკლასელების (აბიტურიენტების) ცოდნას მშობლიურ ენაში წინა თაობებს შევადარებთ, რა იქნება განმასხვავებელი? რაში სჯობნიან დღევანდელები მათ და პირიქით, რაში იყვნენ ისინი უკეთესები მშობლიური ენის სწავლის კუთხით?

– გარკვეული პლუს-მინუსები ორივე თაობის სწავლების ახლავს. ადრე, ძირითადად, ტექსტის დასწავლაზე, მოყოლასა და გაზეპირებაზე იყო აქცენტი, რასაც, ცხადია, ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები. ტექსტის დასწავლა კარგია და თხრობაც უვითარებს მოსწავლეს გარკვეულ უნარებს, მაგრამ ტექსტის ანალიზი, პრაქტიკულად, არ ხდებოდა ისეთ დონეზე, როგორც ახლა. მაშინდელ სწავლებას, ჩემი აზრით, სიღრმე აკლდა და მოსწავლეს ვერ უყალიბებდა მაღალ სააზროვნო უნარებს.

– 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე ასეთ ფრაზებსაც კი ვისმენთ – ინგლისური ქართულზე უკეთესად დავწერე. რას ფიქრობთ, რა ფენომენია ეს, რით აიხსნება?

– დიახ, ასეა, მოსწავლეთა უმეტესობა ინგლისურში უფრო მაღალ ქულებს იღებს, ვიდრე ქართულში. ვფიქრობ, ეს გამოწვეულია არა იმ მიზეზით, თითქოს ინგლისურისადმი მეტ დაინტერესებას იჩენდნენ, ვიდრე ქართულისადმი. ჩემი აზრით, ქართულის გამოცდა ბევრად რთულია, ვიდრე ინგლისურის. ქართულის გრამატიკა ზღვა მასალაა და ტექსტის მხატვრული ანალიზიც ძალიან რთულია, ძალიან ბევრი რაღაც არის გასათვალისწინებელი, როგორც ლიტერეტურის თეორია, ისე ტექსტის სიღრმისეული ანალიზი და პარალელების გავლება თანამედროვე ყოფასთან. ესეს ნაწილი შეერწყა ტექსტის ანალიზს და აბიტურიენტმა ასევე უნდა იმსჯელოს, როგორ დგას თეზისში წამოყენებული პრობლემა დღევანდელ ცხოვრებაში. ეს ყოველივე სიახლეა და საკმაოდ რთულია აბიტურიენტებისთვის.

– თქვენც ახსენეთ ცვლილება ქართულის საგამოცდო ტესტებში, რომელიც წელს აბიტურიენტებს ავალდებულებდა, ისეთი თემები ეწერათ, სადაც მათი მხრიდან უფრო მეტი ანალიზი, კრიტიკული აზროვნება გამომჟღავნდებოდა. როგორ ფიქრობთ, აყალიბებს სასკოლო განათლება მოსწავლეში კრიტიკულ აზროვნებას?

– დიახ, შეიცვალა გამოცდის ფორმატი და მრავალმხრივ ანალიზსა და აზროვნებას მოითხოვს აბიტურიენტის მხრიდან. ჩემი აზრით, სასკოლო სწავლა-სწავლება მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების უნარს უყალიბებს, მაგრამ არა იმდენად, რომ რეპეტიტორის გარეშე მაღალი ქულები მიიღონ, თუმცა იმდენ ცოდნას ნამდვილად აძლევს, რომ გამოცდა ჩააბარონ.

– რა განაპირობებს მოსწავლეში კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას – სკოლის როლია გადამწყვეტი თუ სკოლა არაა ვალდებული ამაზე იმუშაოს?

– ცხადია, სკოლაც ვალდებულია, ოჯახიც და, ალბათ, საზოგადოებაც, რომ მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების უნარი ჩამოუყალიბდეს, მაგრამ უპირატესი როლი, ცხადია, სკოლას ეკისრება, რადგან სწორედ სკოლაა პასუხისმგებელი მოსწავლის განათლებასა და მის სულიერ ჩამოყალიბებაზე. სკოლაა ის გზამკვლევი, რომელიც მოსწავლეს მხოლოდ საგნებს კი არა, ცხოვრებას, ადამიანობას, ურთიერთობებს და სამშობლოს სიყვარულს ასწავლის. კრიტიკული აზროვნების უნარიც, ცხადია, სკოლამ უნდა ჩამოუყალიბოს მოსწავლეს. გადამწყვეტი როლი, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ეკისრებათ.

– შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით, დღეს განათლების ხარისხი სკოლებში გაუარესებულია და რატომ? რამ განაპირობა ეს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სკოლებში, მოსწავლეთა სწავლის მაჩვენებელმა აიწიოს? რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამინისტროს მხრიდან?

ვერ ვიტყვი, რომ რადიკალურად გაუარესდა სწავლების ხარისხი, თუმცა, გარკვეულწილად, ალბათ, კი და ამას, ცხადია, თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში, ალბათ, ის, რომ მოსწავლეები, განსაკუთრებით მეთორმეტე კლასელები, (აბიტურიენტები) ძალიან ბევრს აცდენენ. მოიხსნა გამოცდები, არა მხოლოდ კლასიდან კლასში გადასასვლელი, საატესტატოც კი, რაც, ვფიქრობ, მოსწავლეს აძლევს საშუალებას, მოდუნდეს და აქცენტი გააკეთოს მხოლოდ იმ საგნებზე, რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს. ეს ყველაფერი, ცხადია, სერიოზული მიზეზია იმისა, რომ სწავლის დონემ დაიწიოს. ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, გარკვეული თვალსაზრისით, თანამედროვე სწავლება ბევრად პერსპექტიულია.

ასევე იხილეთ:

„აბიტურიენტი თემას ასცდა და ამის გამო ნულს მიიღებს – გამსწორებლებს ასეთი მკაცრი დამოკიდებულება არ აქვთ“ – ქართულის გამოცდის შეფასებები სპეციალისტისგან

ესაუბრა თამარ შუკვანი

The post „სკოლაში ქართული ენის სწავლება პრაქტიკულად ნულზეა დასული – სამინისტრომ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე უნდა იზრუნოს“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ ჩატარდა

$
0
0

მიმდინარე წლის 21-22-23 ივლისს გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – მაჩაბელი ჩატარდა, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტია.

ფესტივალმა სამი დღის განმავლობაში დამსწრე საზოგადოებას არაერთი შემოქმედებით აქტივობა და მასტერკლასი შესთავაზა, რომელსაც ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ხელოვანები უძღვებოდნენ.

21 ივლისს, ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ და ფესტივალის მონაწილეებს მიესალმნენ: გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი; უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ზაზა მარუაშვილი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მრჩეველი, ბატონი იოსებ ჭუმბურიძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ბატონი შოთა რეხვიაშვილი. გორისა და ატენის ეპარქიიდან მეუფის წარმომადგენელი, მამა გიორგი კარელიძე. შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე, ბატონი აბელ აბესაძე. გორის მუნიციპალიტეტის მერი – ბატონი ლადო ხინჩეგაშვილი; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი დავით რაზმაძე; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ბატონი როლანდი კოპალიანი; უცხოეტიდან მოწვეული სტუმრები, ქალაქ გორის საზოგადოება, გორის უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ღონისძეიბის ოფიციალური ნაწილის შემდეგ დამსწრე საზოგადოების წინაშე მუსიკალური კომპოზიციით წარსდგა გორის უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდი ,,კანუდოსი“. დღის განმავლობაში ხელოვნებით დაინტერესებულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მოესმინა საფრანგეთიდან მოწვეული საერთაშორისო დონის მხატვრისა და ფოტოგრაფის, ანრი მაჭავარიანის მასტერკლასი ,,ფოტოგრაფია და კრეატიული დიზაინი“. დღის მეორე ნახევარში ასევე საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა გორელმა მხატვარმა კახა თოფჩიშვილმა წარმოადგინა მასტერკლასი საიუბილეო მონეტების დიზაინის შესახებ. ფესტივალის პირველი დღე დასრულდა რეჟისორის, გიორგი ხაინდრავას მასტერკლასით ,,კინოდოკუმენტალისტიკა“.

22 ივლისს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე გახსნეს ისრაელიდან მოწვეულმა ფოტო ხელოვანებმა- ჰედვა ჰოკახმა და იტაი ბახურმა, რომელთაც საზოგადოებას წარუდგინეს მასტერკლასები ფოტოგრაფიის და ქართულ-ებრაული კულტურული კავშირების შესახებ. აღნიშნულ მასტერკლასებთან ერთად ფესტივალზე მოსულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ჰედვა როკახის ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინა.

ამავე დღეს, ფესტივალის ფარგლებში გამოცხადებული ფოტოკონკურსის ,,ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისთვის“ გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა. აღნიშნულ ფოტოკონკურსზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა გორის უნივერსიტეტის სტუდენტი – ანა რაზმაძე, რომელსაც გადაეცა გამარჯვებულის სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო 1500 ლარის ოდენობით. მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს, გორის უნივერსიტეტის სტუდენტს, ზეზვა ბუთურიშვილს გადაეცა ასევე ფოტოკონკურსის ფინალისტის სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით, მესამე ადგილი დაიკავა კიევის უნივერსიტეტის სტუდენტმა ანასტასია მოროზოვამ, რომელსაც ფოტოკონკურსის ფინალისტის სერტიფიკატთან ერთად 500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცა. ფოტოკონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა შესაბამისი სერტიფიკატებით.

ღონისძიება განაგრძეს თურქეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა. ქართველოლოგი და მთარგმნელი, ბატონი ჰარუნ ჩიმქე საზოგადოებას ქართულ-თურქული თარგმანების შესახებ ესაუბრა.

შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დირექტორის ესმა ალა თურქმენის მოადგილემ ფოტოგრაფიის სპეციფიკა გააცნო საზოგადოებას.

ფესტივალის მეორე დღე დასრულდა იტალიელი დიზაინერის, არქიტექტორისა და ინჟინერის ივან პადუანოს შთამბეჭდავი მასტერკლასით – ,,ჰიპერმოდელაცია, 3D პრინტინგი და ხელოვნების არსი”.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მესამე, დასკვნითი დღე, მოიცავდა ქალაქგარეთ ლოკაციებზე შემეცნებით ექსკურსიებს და გასვლით ლექციებს. დღის პირველი ნახევარი დაეთმო საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ დიცის სკოლაში, ფოტოგამოფენას და ბატონი გიორგი სოსიაშვილის საჯარო ლექციას – ,,შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიული რეპრეზენტაცია (პატარა ლიახვის ხეობა)“.

ფესტივალის ბოლო აქტივობა სოფელ არბოში, ნიკო ლომოურის სახელობის მუზეუმში გაიმართა. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა საავტორო მონოგრაფიაზე და ფილმზე ,,არბო, პარიზი, ლიმა“ მუშაობის სპეციფიკა, აქვე გაიმართა ამავე სახელწოდების ფილმის ,,არბო, პარიზი, ლიმა“ ჩვენება. გიორგი სოსიაშვილმა დღის ბოლოს წაიკითხა ლექცია ,,ჟურულთა საგვარეულო ქართული თეატრის სათავეებთან“ და როგორც დამსწრე საზოგადოებას, ამავე დროს მუზეუმის ბიბლიოთეკას გადასცა საჩუქრად წიგნები.

The post გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ ჩატარდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„სამაგისტრო გამოცდაზე თემა იყო, რამდენად ეფექტურია ელექტრონულ სწავლება, არ ველოდი, რადგან ძალიან გაცვეთილი და მარტივია“

$
0
0

26 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის გამოცდებს, მაგისტრანტობის მსურველებიც შეუერთდნენ. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის სულ 9 500-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული და დღეს მონაწილეთა ტესტირება წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში ჩატარდა.

გამოცდაზე მოცემულ საკითხებსა და მის სირთულეზე, 103-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტები EDU.ARIS.GE-ს თან საუბრობენ და ამბობენ, რომ ასეთ იოლ დავალებებს არ ელოდნენ:

მაგისტრანტობის მსურველი ლევან კვარაცხელია გამოცდაზე მოცემულ საკითხებს დეტალურად იხსნენებს და ამბობს, რომ კონკრეტული საკითხის გარდა, ყველაფერი მარტივად დაწერა.

„ერთი თემა ონლაინ სწავლებაზე იყო, – გაკვეთილის, ლექციის და ა.შ. ჩატარება არის თუ არა ეფექტური, რაზეც ვუპასუხე, რომ არ არის ეფექტური და ყველა მივლანძღე, ვინც საჭირო იყო. რაც შეეხება მეორე თემას, ორი არხის ორი გადაცემა იყო მოყვანილი. ერთში მონაწილეობდა მსახიობი და ცნობილი კომიკოსი, მეორე გადაცემა საგანმანათლებლო ხასიათის იყო, რომელიც ორი წელი ეცადა რეიტინგში დაწეოდა მეორეს, რაც არ გამოუვიდათ. უნდა გვემსჯელა, რა იყო ამის მიზეზები. რაც შეეხება წაკითხულის გააზრებას, სამი თემა იყო: ერთ თემაში ეწერა ძველ ქართულ დამწერლობაზე, მეხუთედან მეათე საუკუნემდე ითარგმნებოდა ბერძნულიდან, სომხურიდან და ეწერა, რომ ბერძნულიდან ნათარგმნი თანხვედრაში არ იყო დედანთან და ამ თემებზე იყო მოცემული კითხვები. ეს შედარებით მარტივი იყო. მეორე ტექსტი ათენში სახალხო კრებაზე იყო და აქედან კითხვებზე უნდა გვეპასუხა, რაც მაინცდამაინც რთული არ იყო. რაც შეეხება მესამე ტექსტს, ცოტა “გადამწვარიც” ვიყავი და ეს შედარებით მერთულა. ცხოველებზე ეწერა, საინტერესო იყო, მაგრამ უკვე ვეღარ ვაზროვნებდი”, – გვითხრა ლევან კვარაცხელიამ.

გამოცდიდან გამოსული ლიკა ხუნდაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ტესტური დავალებები რთული არ ყოფილა.

„ორი ტელევიზია იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთ არხზე გასართობი გადაცემა გადიოდა “მღერიან ცნობილი ადამიანები.” მეორე არხზე კი ინტელექტუალური გადაცემა. ორივე გადაცემა დროში ემთხვეოდა ერთმანეთს. ინტელექტუალურმა გადაცემამ გასართობს კონკურენცია ვერ გაუწია და ამაზე უნდა დაგვეწერა არგუმენტები. თემა მოვიდა რამდენად ეფექტურია ელექტრონულ სწავლება, რასაც არ ველოდი, რადგან ძალიან მარტივი და გაცვეთილი თემაა. ტექსტებიდან ერთ-ერთი ათენის სახალხო კრებაზე იყო, მეორე ქართული თარგმანები, მესამე კი, ცხოველთა სახეობების გადარჩენასა და ინსტინქტებზე”, – მოგვიყვა ლიკა ხუნდაძე.

ხვალ, 27 ივლისს, მომავალი მაგისტრები გამოცდას ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩააბარებენ.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა თამარ შუკვანმა

The post „სამაგისტრო გამოცდაზე თემა იყო, რამდენად ეფექტურია ელექტრონულ სწავლება, არ ველოდი, რადგან ძალიან გაცვეთილი და მარტივია“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გრუნიმ სტუდენტებისთვის პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი სასწავლო კურსი დაიწყო

$
0
0

2022 წლის 20 ივლისს გრუნიმ დაიწყო პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი სასწავლო კურსი სტუდენტებისათვის, რომელსაც ამერიკელი მოხალისე პედაგოგი ბრენდონ ჰარდინგი გაუძღვება.

ბერნდონ ჰარდინგი საქართველოში ამერიკის საელჩოს სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა, გრუნის სტუდენტებისთვის პრაქტიკული ინგლისურის ენის ცოდნის გასაძლიერებლად.

პროექტში ჩაერთვნენ სხვადასხვა მიმართულების ის სტუდენტები, რომლებსაც გააჩნიათ ენის ცოდნის შესაბამისი დონე.

პირველი მეცადინეობა გაცნობითი ხასიათის იყო, პედაგოგმა მოუსმინა სტუდენტებს, გაიგო მათი მიზნები, ინტერესი, მოლოდინი, შემდეგ კი განსახილველი თემები გააცნო მონაწილეებს.

პირველ მეცადინეობას ესწრებოდნენ: რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი მერი ლომია.

სწავლება კვირაში ორჯერ გაიმართება და სასწავლო წლის დაწყებამდე გაგრძელდება.

უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს თითოეულ სტუდენტს.

The post გრუნიმ სტუდენტებისთვის პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი სასწავლო კურსი დაიწყო first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ქართული ლიტერატურა 90 წუთში. გლობალური და ლოკალური“ – CIU-ს პროექტის პრეზენტაცია

$
0
0

25 ივლისს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფილმების ციკლის – „ქართული ლიტერატურა 90 წუთში. გლობალური და ლოკალური“ – პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა, კომპარტივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასა და თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მოამზადა.

პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი მწერლებისა და მათი საერთაშორისო ღვაწლის წარდგენას მსოფლიო საზოგადოებისთვის, 9 ფილმისგან შედგება.

ფილმები მოგვითხრობს ავტორებზე, რომლებმაც ქართული ლიტერატურა მსოფლიო კულტურის უდიდეს საგანძურად აქციეს:

  • შოთა რუსთაველი და ქართული მწერლობის ადგილი შუა საუკუნეების მწერლობაში;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი „მერანი“ მსოფლიო რომანტიკული პოეზიის ორბიტაზე;
  • ილია ჭავჭავაძე – ქართული მწერლობის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეობრივი ცნობიერებისათვის;
  • ვაჟა-ფშაველა და კოსმოპოლიტიზმის ქართული თეორია;
  • გალაკტიონ ტაბიძის „არტისტული ყვავილები“ და შარლ ბოდლერის „ბოროტების ყვავილები“;
  • ტფილისი – ავანგარდული ქალაქი;
  • მიხეილ ჯავახიშვილი – საბჭოური ნარატივის ალტერნატივა ქართულ მწერლობაში;
  • ანა კალანდაძე – ქალი-პოეტი და ესთეტიკური ჩარჩოების განახლება;
  • ირაკლი ჩარკვიანი და „მშვიდი ცურვა“ პოსტმოდერნისტული ნარატივისკენ.

პროექტის ხელმძღვანელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტი – ირმა რატიანი, მიმართულების პროდიუსერი კი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – ნინო ჭალაგანიძე.

იხილეთ ფილმების ქართული და ინგლისურენოვანი ვერსიები ქვემოთ მითითებულ ბმულებზე:

ფილმების ქართულენოვანი ვერსიები

ფილმების ინგლისურენოვანი ვერსიები

The post „ქართული ლიტერატურა 90 წუთში. გლობალური და ლოკალური“ – CIU-ს პროექტის პრეზენტაცია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

აწსუ-ის კალათბურთის გუნდმა სტუდენტური ლიგა მოიგო

$
0
0

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა სტუდენტური ლიგა მოიგო. გუნდის არსებობის ისტორიაში ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა. გუნდმა ტურნირზე ქვეჯგუფში ექვსივე თამაში მოიგო.

გუნდმა ფინალური მატჩები საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამართა. პირველი ფინალური შეხვედრა აწსუ საკალათბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა, მეორე შეხვედრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიგო. ბოლო ფინალურ შეხვედრაში კი აწსუ საკალათბურთო გუნდმა მეტოქე დიდი უპირატესობით 95:65 დაამარცხა.

“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტების სახელით ვულოცავ გუნდ ამ გამარჯვებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა ჩვენი სპორტმენების წარმატება და ყოველთვის ვიქნებით მათი მხარდამჭერი”,- აღნიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ.

გუნდის მწვრთნელმა, კობა კირთაძემ ტურნირი შეჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ პანდემიის გამო ტურნირების შეჩერებამ მომზადებაში ხელი შეუშალათ, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლეს.

“სტუდენტურ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას ოთხი წელი მოვანდომეთ. პანდემიამ საკმაოდ შეგვიშალა ხელი მომზადებაში, ტურნირები არ ტარდებოდა და წელს მოთამაშეების სიმცირე გვქონდა. წლევანდელი ტურნირი 12 კაცით დავიწყეთ და 7-ით დავასრულეთ. თუმცა, როგორც ნახეთ, ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის გულშემატკივარს. დამატებითი მოთამაშის როლს ასრულებდნენ ტრიბუნებზე, ძალიან დაგვეხმარნენ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის. ქუთაისი ოლიმპიური ჩემპიონების ქალაქი და კალათბურთის მექაა, ამიტომ კარგი თამაში და გამარჯვება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”.

კაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ამ გამარჯვებით ა ლიცენზია მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სუპერლიგამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. მწვრთნელი ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე გუნდის გაძლიერებასა და ა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იმუშავებენ, რათა გულშემატკივრები მომავალი დიდი გამარჯვებით კიდევ ერთხელ გაახარონ.

The post აწსუ-ის კალათბურთის გუნდმა სტუდენტური ლიგა მოიგო first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


რამდენწუთიანი იქნება სექტემბრიდან გაკვეთილები? –მშობელთა პრეტენზია და განათლების სამინისტროს პასუხი

$
0
0

2020 წლიდან, პანდემიის გამო, სკოლებში აირია როგორც სასწავლო რეჟიმი, ისე გაკვეთილის დადგენილი ხანგრძლივობა. მანამდე თუ ყველგან 45 წუთიანი გაკვეთილები ტარდებოდა, ონლაინ რეჟიმში გადასვლის მიზეზით, სკოლების ნაწილმა 40 წუთამდე დაიყვანა გაკვეთილის ხანგრძლივობა, ნაწილმა – 35 და ნაწილმაც – 30 წუთამდე. რამდენწუთიანი გაკვეთილები ჩატარდება მომდევნო, 2022-2023 სასწავლო წლიდან? ამ კითხვით EDU.ARIS.GE-მ განათლების სამინისტროს მიმართა და ამ საკითხის გარშემო მშობლების აზრიც მოისმინა.

როგორც 25 ივლისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვითხრეს,  სკოლას თავად ჰქონდა უფლება, მიეღო გადაწყვეტილება, რამდენწუთიან გაკვეთილს ჩაატარებდა და ეს ძირითადად იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ ჩატევდნენ სკოლები გაკვეთილების ცხრილს საათობრივ ბადეში.

„გადაწყვეტილებას სკოლა იღებდა. რამდენიმე ცვლა დაემატა ონლაინ სწავლების გამო და ამის მიხედვით წყდებოდა ეს საკითხი, სკოლა თვითონ არეგულირებდა, თუ როგორ ჩატეულიყო საგაკვეთილო ბადეში. პირველი ცვლა, მეორე ცვლა და შეჭრილი ცვლაც იყო. შეჭრილი ცვლები სადაც იყო, იქ შეამცირეს გაკვეთილის ხანგრძლივობა. სხვაგვარად ვეღარ ასწრებდა სკოლა ყველა კლასისთვის ჩაეტარებინა გაკვეთილი“, – გვითხრეს განათლების სამინისტროში.

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, შემოკლებული გაკვეთილები, რიგ სკოლებში, მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც სასწავლო წლის ბოლოს, მოსწავლეები თითქმის სრულად დაუბრუნდნენ კლასში ჩვეული რეჟიმით სწავლებას.  სკოლების ნაწილი კი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალკონტინგენტიანი იყო და ცვლაც ბევრი ჰქონდა, პანდემიის დროსაც ახერხებდა 45 წუთიანი გაკვეთილების ჩატარებას. როგორც ჩანს, ეს ამბავიც სკოლების დირექციების პასუხისმგებლობასა და მათი მხრიდან სასწავლო პროცესის სრულად წარმართვის სურვილზე იყო დამოკიდებული ან პირიქით – სულაც არ ადარდებდათ, როგორი ხარისხის გაკვეთილი ჩაუტარდებოდათ მათ მოსწავლეებს.

მოსწავლეების მშობლები EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ მომავალი სასწავლო წლიდან მაინც, აუცილებლად 45 წუთიანი გაკვეთილები უნდა ჩატარდეს. ისინი სკოლებს მოუწოდებენ, ნუ ირიდებენ პასუხისმგებლობას და პანდემიის მიზეზით, კიდევ უფრო ნუ აპატარავებენ გაკვეთილს.

თბილისის 136-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლის (III და VIII კლასი) მშობელი, ნატო ცეცხლაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სკოლაში, სადაც ბავშვები მხოლოდ ერთ სმენაში სწავლობენ, პანდემიის დადგომისთანავე 30 წუთიანი გაკვეთილები დაიწყო და ასე გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც ბავშვები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.

„თქვენგან გავიგე, რომ ზოგ სკოლაში 40 და 45 წუთიანი გაკვეთილიც კი ტარდებოდა. 30-ში კი არა, 45 წუთში ვერაფერს ასწრებენ გაკვეთილზე. 30 ბავშვზე მეტი ზის კლასში და გამოდის, 1 წუთიც არ ეთმობა თითოეულს. ონლაინ სწავლებისას ხომ, მით უმეტეს. განათლების სისტემის პრობლემაა, გადატვირთული კლასები რომ გვყავს. ნიჭიერი ბავშვები ასე თუ ისე კიდევ ახერხებენ რაღაცას ამ პირობებში თავისი ნიჭისა და მონდომების წყალობით, მაგრამ სუსტი ბავშვები კიდევ უფრო იჩაგრებიან. მასწავლებელს დროის სიმცირის გამოც აღარ აქვს საშუალება, ის სუსტი ბავშვები ამოქაჩოს და ისინი ყოველ წელს უკან-უკან მიდიან. ჩვენს სკოლაში კი არიან კარგი პედაგოგები, მაგრამ 30 წუთში რის საშუალება ექნება მასწავლებელს? იმედია, მომავალი სასწავლო წლიდან ისევ 45 წუთიანი გაკვეთილები იქნება. ნუ ირიდებენ პასუხისმგებლობას და პანდემიის მიზეზით კიდევ უფრო ნუ აპატარავებენ გაკვეთილს, ნუ არიან გულგრილები“, – გვითხრა ნატო ცეცხლაძემ.

კიდევ ერთი, თბილისის 208-ე საჯარო სკოლის სამი მოსწავლის (IV, VIII და IX კლასი) მშობელი, ნანა გიგოლაშვილი ამბობს, რომ მათ სკოლაშიც 30 წუთიანი გაკვეთილები ტარდებოდა, რაც არაფრით არის საკმარისი გაკვეთილის ჩასატარებლად.

„30 წუთში მასწავლებელი ვერც მოსწავლეების ცოდნის შემოწმებას და ვერც ახალი პროგრამის კარგად ახსნას ასწრებს. აუცილებელია, გაკვეთილები ისევ 45 წუთიანი იყოს“, – ამბობს მოსწავლეების მშობელი.

მაკა ნოზაძე, რომლის ორი შვილის თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში (IX და X კლასი) სწავლობს, ამბობს, რომ არ იცოდა, სკოლის გადასაწყვეტი თუ იყო, რა ხანგრძლივობის გაკვეთილები ჩაუტარდებოდათ მათ შვილებს.

„ჩვენს სკოლაში 30 წუთიანი გაკვეთილები ტარდებოდა და მეგონა, ყველგან ასე იყო. 30 წუთი არაფრით არის საკმარისი. მით უმეტეს, რომ მასწავლებლებს უყვართ მხოლოდ „კარგი“ მოსწავლეების გამოკითხვა, სხვები საერთოდ ყურადღების მიღმა რჩებიან და აღარაფერს აკეთებენ. როგორც წესი, 2-3 ბავშვი ჰყავთ ამოჩემებული და მათ ეკითხებიან, მათთვის ხსნიან გაკვეთილს. ჩემი თხოვნა იქნება, ყველა ბავშვს სათანადო ყურადღება მიექცეს. 30 წუთში რა უნდა მოასწრონ? ვინც რამე იცის კი არა, ვინც არ იცის, ის უნდა აამუშაოს მასწავლებელმა და ამ დროში 30 და მეტ მოსწავლესთან ურთიერთობას როგორ მოასწრებს?!“, – ამბობს მშობელი.

ექნებათ თუ არა სკოლებს მომავალი სასწავლო წლიდან გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირების უფლება, ჯერ არავინ იცის, რადგან როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, ეს ისევ პანდემიის მიმდინარეობაზე და მთავრობის საკოორდინაციო სავჭოს მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.

„სექტემბრიდან რა და როგორ იქნება, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. სწავლის დაწყებამდე ყველა დეტალი გამოცხადდება. დარჩება დისტანციური სწავლება თუ არა, ჯერ არ ვიცით და, შესაბამისად, არ ვიცით, როგორ გადაწყდება ეს საკითხი“, – გვიპასუხეს განათლების სამინისტროში.

ასევე იხილეთ:

5 მილიონამდე ლარი 38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის – ტენდერი გამოცხადდა

„სკოლის დირექტორების არჩევნები იგეგმება მომავალ წელს და სერტიფიცირება წელს არის“

The post რამდენწუთიანი იქნება სექტემბრიდან გაკვეთილები? – მშობელთა პრეტენზია და განათლების სამინისტროს პასუხი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

რომელი მიმართულების სტუდენტები მიიღებენ „მწვანე სტიპენდიებს“ –ორი სამინისტროს შეთანხმება

$
0
0

სოფლის მეურნეობის დეფიციტური სფეროების სამაგისტრო პროგრამების წარჩინებული სტუდენტებისთვის „მწვანე სტიპენდიები“ დაწესდება.

აღნიშნული სტიპენდია განათლებისა და მეცნიერებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიცემა.

შეთანხმების მიხედვით, სამინისტროები სოფლის მეურნეობის დეფიციტური სფეროების საუნივერსიტეტო სწავლებაში განვითარებაზე იზრუნებენ.

„ხელი მოეწერა მემორანდუმს სამინისტროებს შორის, ასევე რვა უნივერსიტეტსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის, რაც არის ახალი პლატფორმა. ჩვენ ერთობლივი ძალებით შევუწყობთ ხელს გარემოსდაცვითი განათლების განვითარებას, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე. ასევე, გვემატება ახალი კომპონენტი „მწვანე სტიპენდიების“ რომელიც წაახალისებს სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს,“ – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ 26 ივლისს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სტიპენდიის აღება შეეძლებათ, გარემოსმცოდნეობის, ეკოლოგიის, ბუნებათსარგებლობის, გეოლოგიის, ჰიდროლოგიის, გარემოსდაცვის ტექნოლოგიების, აგრონომიისა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების სამაგისტრო პროგრამების წარჩინებულ სტუდენტებს.

ასევე იხილეთ:

გრანტის მფლობელი სტუდენტები და სასამართლოში მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეები – რამდენად ეფექტურად მუშაობს განათლების საერთაშორისო ცენტრი?

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

The post რომელი მიმართულების სტუდენტები მიიღებენ „მწვანე სტიპენდიებს“ – ორი სამინისტროს შეთანხმება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

2022 წლის გამოცდების ძირითადი სესიები სრულდება –შედეგები აგვისტოს დასაწყისიდან გამოქვეყნდება

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებლის გამოცდის ძირითადი სესიები დასრულდა. 27 ივლისს კი დასრულდება საერთო სამაგისტრო გამოცდების ძირითადი სესიები.

“ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მომავალი კვირიდან, პირველი აგვისტოდან იგეგმება, სააპელაციო განცხადებების მიღება კი, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების დასრულებისთანავე დაიწყება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ საკუთარი შედეგი”, – განაცხადა ბათუმის საგამოცდო ცენტრში სტუმრობის შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 27 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარდა 100-მდე გამოსაცდელისათვის – მათ შორის არიან როგორც აბიტურიენტები და სტუდენტები, ასევე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები. დამატებითი გამოცდების ჩატარება კვლავ იგეგმება რამდენიმე საგანში.

“2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. 41 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტიდან ამ დრომდე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე 34 500-ზე მეტი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან გამოცხადდა 85%-მდე აპლიკანტი, სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე დარეგისტრირებულთაგან კი – 71%-ზე მეტი გამოსაცდელი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მსგავსად, წელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს გამოსაცდელებს, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდებათ კოვიდ-19, საგანგებოდ ორგანიზებულ დამატებით სესიაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი”, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ცენტრი.

ცენტრის ინფორმაციითვე, ამ დრომდე დაფიქსირდა სხვადასხვა მიზეზის გამო გამოცდიდან მოხსნის 9 შემთხვევა, მათ შორის 2 – მობილურის შეტანის, 4 – დამხმარე მასალის აღმოჩენისა და 3 – გამოცდაზე სხვის ნაცვლად შესვლის ფაქტი.

საგამოცდო პროცესში გუშინდელი დღიდან ჩაერთნენ მაგისტრანტობის მსურველებიც. ტესტირება უკვე ჩატარდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, დღეს კი ისინი გამოცდას ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში აბარებენ.

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე უზრუნველყო სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სესიის ჩატარება. 2022 წელის გამოცდები დასრულებულად მას შემდეგ ჩაითვლება, რაც სრულად ჩატარდება დამატებითი გამოცდები კოვიდინფიცირებული გამოსაცდელებისათვის. დაწყებულია ნამუშევრების გასწორების პროცესი. 2022 წლის გამოცდების შედეგები ეტაპობრივად აგვისტოს დასაწყისიდან გამოცხადდება. აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით მათ შესაძლებლობა აქვთ სურვილისამებრ შეცვალონ (წაშალონ ან დაამატონ) საგანმანათლებლო პროგრამები”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

The post 2022 წლის გამოცდების ძირითადი სესიები სრულდება – შედეგები აგვისტოს დასაწყისიდან გამოქვეყნდება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

29 ივლისს, აბიტურიენტებისა და მასწავლებლის გამოცდების დამატებითი სესიები ჩატარდება –განრიგი და სია

$
0
0

იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება, 29 ივლისს განისაზღვრა ერთი დამატებითი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:

  • ისტორია;
  • ბიოლოგია;
  • გეოგრაფია;
  • სამოქალაქო განათლება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 27 ივლისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამავე დღეს ჩატარდება მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეებისათვის დამატებითი სესია მითითებულ საგნებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
  • ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
  • გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
  • ისტორია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • ქიმია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;
  • სპორტი;
  • პროფესიული უნარების გამოცდა უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისათვის.

იხილეთ გამოსაცდელთა სია მათი საიდენტიფიკაციო ნომრით და დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების შესახებ

“გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ ადგილას 14:00 საათზე. სხვა გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება”, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

The post 29 ივლისს, აბიტურიენტებისა და მასწავლებლის გამოცდების დამატებითი სესიები ჩატარდება – განრიგი და სია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

როგორ გამოითვლება აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა –კონკრეტული მაგალითი და რჩევა სპეციალისტისგან

$
0
0

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტების გამოქვეყნების პარალელურად, აპლიკანტები ცდილობენ, დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით დაადგინონ გამოცდებზე მიღებული ქულა. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი, უკვე შესაძლებელია სავარაუდო ქულის გამოთვლა და ცოდნა რამდენად მოსალოდნელია ამ ქულებით გრანტის მოპოვება. ამისთვის საჭიროა, რომ აბიტურიენტს წარმოდგენილი ჰქონდეს სავარაუდო შედეგი ან ფიქრობდეს შედეგების რამდენიმე ვარიანტზე, იცოდეს ე.წ. საგნის წონები და გამოთვლის ფორმულა.

ამ სტატიაში EDU.ARIS.GE სპეციალისტთან ერთად დაგეხმარებათ, რომ დამოუკიდებლად დაადგინოთ შედეგი და გეტყვით რამდენად საკმარისია ეს ქულა გრანტის ასაღებად.

რა არის და როგორ გამოითვლება აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა
აბსოლუტური ქულა ესაა საკონკურსო შედეგი, რომელიც გამოითვლება აბიტურიენტის მიერ თითოეულ საგამოცდო ტესტში მიღებული სკალირებული ქულით, შემდგომ სკალირებული ქულა გამრავლებული შესაბამის საგნის წონაზე, რომელსაც სახელმწიფო ანიჭებს საგანს. აბიტურიანტი სწორედ მისი შედეგის მიხედვით იღებს სახელწიფო სასწავლო გრანტს.

როგორც ვნახეთ, საგნის წონა ერთ-ერთი კომპონენტია აბსოლუტური ქულის გამოსათვლელად, სახელმწიფო ადგენს თითოეული საგნის წონას.

როგორ არის განაწილებული წონები?

ქართული ენა და ლიტერატურა-1
უცხო ენა-1
ყველა სხვა საგამოცდო საგანი-1.5

სკალირებული ქულა აბიტურიენტებისათვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად გამოიყენება, რასაც ქულების გათანაბრებას ვუწოდებთ.

EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი ხათუნა ქათამაძე მათემატიკის მასწავლებელია 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ის გვიამბობს, რომ გამოცდაზე მიღებული სავარაუდო ქულების დათვლისა და გრანტის აღების შანსის გასაგებად, აბიტურიენტები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა საშუალებებს. მათ ვინც გამოცდაზე მაღალი ქულა დააფიქსირეს, უკვე იციან, რომ ეს შედეგი გრანტის პროპორციულია. სპეციალისტმა ჩვენთან ერთად განიხილა კონკრეტული მაგალითი, რომელიც აბიტურიენტებს განსაკუთრებით დააინტერესებთ:

„მაგალითად, ნინო კობახიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის მიმართულებით აბარებს. მან ჩააბარა გამოცდა მშობლიურ ენაში, უცხო ენათა ჯგუფიდან აირჩია ინგლიური, ასარჩევი საგნებიდან კი მათემატიკა. ქართულის გამოცდაზე ნინომ მეორე ვარიანტის ტესტი წერა, ინგლისურზე- მესამე, ხოლო მათემატიკაში- პირველი.

ნინოსთვის უცნობია საბოლოო შედეგები და ე.წ სკალირებური ქულაც, თუმცა მან რეპეტიტორებთან ერთად უკვე დაადგინა მინიმალური და სავარაუდო ქულები. ის ვარაუდობს, რომ ინგლისური ენის ტესტში 65 ქულაზე ნაკლებს არ აიღებდა.

ნინოს სავარაუდო შედეგები:

ქართული ენა და ლიტერატურა – 63 ქულა – 70-დან
ინგლისური ენა -70 ქულა – 80-დან
მათემატიკა -47 ქულა – 51-დან

ნინომ, აბიტურიენტის ცნობარში კიდევ ერთხელ გადაამოწმა ინფორმაცია სასურველ უნივერსიტეტსა და მიმართულებაზე. აბიტურიენტების ცნობარში მითითებულია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისთვის პრიორიტეტული საგანი არის ქართული ენა და ლიტერატურა რომლის კოეფიციენტი 5-ია; ინგლისური ენის კოეფიციენტი 3-ია, მათემატიკის კი 4; ცნობილია, რომ ე.წ პრიორიტეტული საგანი, რომელშიც მაღალი შედეგი უნდა დაეფიქსირებინა, მშობლიური ენაა, სადაც 63 ქულას ანგარიშობს.

როცა ნინოს ქულების სკალირება მოხდება, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვლოს მისი შედეგი, თუმცა ამ ეტაპზეცაა შესაძლებელი გავიგოთ აიღებს თუ არა ნინო გრანტს.

თუ ნინოს მიერ აღებულ ქულათა ჯამს დავუმატებთ სკალირების დროს აღებულ მინიმუმ კოეფიციენტებს, გამოვთვლით მინიმალურ აბსოლუტურ ქულას (რადგან არ ვიცით სკალირების სავარაუდო ქულა, ვითვლით და ვამატებთ მინიმალურ ქულას) ამ გზით გავიგებთ, რამდენად აქვს ნინოს გრანტის აღების შანსი სასურველ მიმართულებაზე.

163.4+170.3+147.5 შედეგს ვამრავლებთ ნინოს მიერ შერჩეული მიმართულების კოეფიციენტებზე მათემატიკაში 4, ინგლისურში 3, ხოლო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 5.
163.4X5+170.3X3+147.5X4=1917,9

ნინოს შეუძლია naec.ge-ზე, აბიტურიენტთა შედეგების არქივში, 2021 წლის ჩარიცხულ სტუდენტთა შედეგები და სასწავლო გრანტი საკუთარ შედეგებს შეუსაბამოს.

ნინოს საბოლოო ქულა, თუ მან გამოცდაზე მსგავსი ქულების აღება მართლაც შეძლო, სკალირების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება. ნინოს ამ შედეგებითაც შეძლებს გრანტის აღებას, თუმცა რამდენ პროცენტიანი გრანტი ექნება ეს უკვე კონკურენციასა და ჩარიცხული აპლიკანტების შედეგებზე იქნება დამოკიდებული“, – გვიხსნის მათემატიკის სპეციალისტი ხათუნა ქათამაძე.

ის დარწმუნებულია, რომ ბეჯით აბიტურიენტებს, რომლებიც გულმოდგინედ მეცადინეობდნენ, სწავლა დაუფასდებათ და ურჩევს ბევრი არ იღელვონ, რადგან მათი მაღალი ქულა გრანტის შესაბამისი იქნება, დანარჩენი კი კონკურენციაზეა დამოკიდებული.

„ზედმეტი ემოციები და ქულათა სავარაუდოდ გამოთვლა, შესაძლოა სანდო არც იყოს, როცა აბიტურიენტს კარგად არ ახსოვს რა როგორ წერა, ამიტომ მე ვურჩევდი, მშვიდად დაელოდონ საბოოლოო შედეგებს. დარწმუნებული ვარ, ბეჯითები და გულმოდგინეები დაფასდებიან სტუდენტობით და გრანტით, უკეთესი ქვეყნის სასიკეთოდ“, – ამბობს ხათუნა ქათამაძე.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა მზეო შველიძემ

The post როგორ გამოითვლება აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა – კონკრეტული მაგალითი და რჩევა სპეციალისტისგან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14594 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>