Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14540 articles
Browse latest View live

მეხუთე საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სკოლა გორის უნივერსიტეტში

$
0
0

მიმდინარე წლის 24 – 30 ივლისს გორის უნივერსიტეტში რიგით მეხუთე საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სკოლა მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ პოლონეთიდან ვარშავის უნივერსიტეტის, თურქეთიდან რეჯებ ტაიპ ერდოღანის რიზეს უნივერსიტეტის, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის და გორის უნივერსიტეტის სტუდენტები.

ღონისძიება ვირტუალურ სივრცეში, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით გაიხსნა. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მან ისაუბრა საზაფხულო სკოლის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა პარტნიორ უნივერსიტეტებს ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს მიესალმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი, დოქტორი აგნეშკა გურალსკა, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა ქართულ-პოლონური ურთიერთობების განვითარების საქმეში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილის შესახებ. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა თბილისის იუნუს ემრეს ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ალი ოღუზან იუქსელმა, კავკასიის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მურათ დაშტანმა, ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა, დარია შლეზინგერმა და რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის ქართული ენის მიმართულების პროფესორმა, დოქტორმა გულ მექერიმ ოზთურქმა.

საზაფხულო სკოლა მოიცავდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. პროგრამა დატვირთული იყო სამეცნიერო ლექციებით, პრაქტიკული სემინარებით და შემოქმედებითი აქტივობებით. სტუდენტებმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოინახულეს შიდა ქართლში მდებარე ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები: უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, ატენის ხეობა, ეთნოგრაფიული და ოკუპაციის მუზეუმები.

საზაფხულო სკოლის დახურვის საზეიმო ღონისძიება, რომელიც ატენის ხეობაში გაიმართა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა გორის, რიზეს, კავკასიის და ვარშავის უნივერსიტეტების თანამშრომლობასა და ქართულ-პოლონური, ქართულ-თურქული ურთიერთობის მნიშვნელობაზე. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს მიმართა და წარმატებები უსურვა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ.

საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

საზაფხულო სკოლაში მონაწილე უცხოელმა სტუდენტებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ორგანიზებისათვის და გამოთქვეს სურვილი კვლავაც ესტუმრნონ საქართველოს.

The post მეხუთე საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სკოლა გორის უნივერსიტეტში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


რა უნდა გაითვალისწინოს სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველმა –ცვლილება ბრძანებაში

$
0
0

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში რიგი ცვლილებებიგანხორციელდა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 1-ელი აგვისტოს ბრძანებაში ვკითხულობთ, სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამისა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობა. სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე ირჩევს მხოლოდ ერთ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამას.

მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა კანონის მუხლში სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის თავისებურებების შესახებ.

იხილეთ ბრძანება დეტალურად, რომელიც უკვე ძალაშია.

ასევე იხილეთ:

გრანტის მფლობელი სტუდენტები და სასამართლოში მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეები – რამდენად ეფექტურად მუშაობს განათლების საერთაშორისო ცენტრი?

The post რა უნდა გაითვალისწინოს სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველმა – ცვლილება ბრძანებაში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში და შეფასების სქემები – გამოცდები 2022

$
0
0

2022 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა ფიზიკაში, გეოგრაფიაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც გამოცდების ცენტრის ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

იხილეთ შ ე დ ე გ ე ბ ი

შეფასების სქემები

რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან, ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

ფიზიკისა და ქიმიის გამოცდების მაქსიმალური ქულებია 63; ბიოლოგიის – 70, ხოლო გეოგრაფიის 59. აბიტურიენტებს ეს საგნები ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, თუ გადალახეს კონკრეტული საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი (ფიზიკა – 16 ქულა; ქიმია -16 ქულა; ბიოლოგია – 18 ქულა; გეოგრაფია – 15 ქულა). მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა. იხილეთ ინფორმაცია გათანაბრების შესახებ

რაც შეეხება აპელაციას, ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება რაც ყველა საგნის ქულა გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი გამოცდების ცენტრის ოფიციალური გვერდიდან. აპელაციის საფასური 50 ლარია. საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. გაითვალისწინეთ, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში და შეფასების სქემები – გამოცდები 2022 first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„აბიტურიენტთა ნაწილს წაკითხული არა აქვს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები“ – NAEC-ის ქართულის საგნის ჯგუფი შედეგებს აფასებს

$
0
0

„პირველადი შედეგების სტატისტიკური კვლევის თანახმად, ტესტების საშუალო ქულა გასულ წლებთან შედარებით უფრო მაღალია და მაქსიმალური შეფასება (60 ქულა) 65-მა აბიტურიენტმა დაიმსახურა, რაც ძალიან კარგი შედეგია“, – ვკითხულობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 2 აგვისტოს გამოქვეყნებულ კითხვა-პასუხში, სადაც ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფი აბიტურიენტების პირველად შედეგებს აფასებს.

– უკვე გამოქვეყნდა აბიტურიენტების შედეგები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში. რა ტენდენციები გამოიკვეთა წლევანდელ ნაშრომებზე დაკვირვებით? ყველაზე მეტად რისი შესრულება გაუმარტივდათ ან პირიქით, გაუჭირდათ აბიტურიენტებს?

– წლევანდელი ნაშრომების გასწორების შედეგად გამოჩნდა, რომ ახალგაზრდები სულ უფრო თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს სხვადასხვა აქტუალურ პრობლემასთან დაკავშირებით. მათ აღელვებთ ეს პრობლემები, ჩანს, რომ უფიქრიათ მათზე და სათანადოდ ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში გვხვდება დაზეპირებული, ზოგადი ხასიათის ან ტრაფარეტული ფრაზები. ბუნებრივია, ამგვარი ნაშრომები უფრო დაბალ შეფასებას იმსახურებს. გამოჩნდა ასევე, რომ აბიტურიენტთა გარკვეულ ნაწილს წაკითხული არა აქვს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები. შესაბამისად, მათთვის უცნობია ის ლექსიკა, რომელიც ჩვენი კლასიკოსების თხზულებებში გვხვდება და ეს ხელს უშლის მათ ნაწარმოების ან ცალკეული ეპიზოდის შინაარსის გაგებაში, ტექსტის სწორად გააზრებაში.
პირველადი შედეგების სტატისტიკური კვლევის თანახმად, ტესტების საშუალო ქულა გასულ წლებთან შედარებით უფრო მაღალია და მაქსიმალური შეფასება (60 ქულა) 65-მა აბიტურიენტმა დაიმსახურა, რაც ძალიან კარგი შედეგია. არაერთ ნაშრომში იყო გამოთქმული საინტერესო და საგულისხმო მოსაზრებები და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს მოსაზრებები დამაჯერებლად იყო დასაბუთებული.

– წელს ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატი შარშანდელისგან განსხვავებული იყო. რა მოგცათ ამ ცვლილებამ?

– უნდა აღინიშნოს, რომ ტესტის ფორმატი დროდადრო იცვლება, რათა დავალებები არ დაიშტამპოს, საინტერესო იყოს და აბიტურიენტებს ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამჯერად ორი წერითი დავალების ნაცვლად (არგუმენტირებული ესე და მხატვრული ტექსტის ანალიზი) აბიტურიენტებს შესასრულებელი ჰქონდათ ერთი წერითი დავალება. მათ უნდა ემსჯელათ რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ: როგორ არის წარმოჩენილი იგი ტესტში მოცემულ მხატვრულ ტექსტში და რამდენად აქტუალურია ეს საკითხი დღეს. წერითი დავალების ამგვარმა ფორმატმა აბიტურიენტებს გაუიოლა საგამოცდო პროცესი და ორი სხვადასხვა წერითი დავალების შესრულების ნაცვლად მათ ერთზე მოუწიათ კონცენტრირება. სასიხარულოა, რომ აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას.

– შეცვლილია თუ არა შარშანდელთან შედარებით აბიტურიენტების ცოდნის დონე?

წლევანდელი აბიტურიენტების ცოდნის დონე წინა წლებთან შედარებით, როგორც სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, ცოტათი უფრო მაღალია. ბევრია ისეთი ნამუშევარი, რომლებშიც მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით წარმოდგენილია საინტერესო და საფუძვლიანი ანალიზი. საბედნიეროდ, არაერთ ნამუშევარში ჩანს აბიტურიენტების განათლება და ერუდიცია.

„სკოლაში ქართული ენის სწავლება პრაქტიკულად ნულზეა დასული – სამინისტრომ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე უნდა იზრუნოს“

– ყოველ წელს აბიტურიენტები ერთმანეთს ადარებენ სხვადასხვა სესიაზე გამოყენებულ ტესტებს და როგორც წესი, აინტერესებთ, რომელი ჩაითვლება რთულ ვარიანტად. აბიტურიენტების გარკვეული ნაწილისთვის წელს ყველაზე რთულად ტესტის მეორე ვარიანტი მიიჩნევა. შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული აზრი? აგრეთვე, ყველას აინტერესებს, გამარტივდა თუ გართულდა შარშანდელთან შედარებით ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი…

– როცა გამოცდაზე ტესტის რამდენიმე ვარიანტია, ხდება მიღებული ქულების გათანაბრება და სკალირება. ამ მექანიზმის გამოყენება აუცილებელია ვარიანტებს შორის არსებული განსხვავებების საკომპენსაციოდ, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ტესტის სხვადასხვა ვარიანტის დავალებათა სირთულე აბსოლუტურად თანაბარი იყოს. ტესტის რომელი ვარიანტი იყო წელს შედარებით რთული, ამას საბოლოო შედეგების სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს.

იმასთან დაკავშირებით, გამარტივდა თუ გართულდა შარშანდელთან შედარებით ტესტი, უნდა მოგახსენოთ, რომ დავალებები არ გამარტივებულა, მაგრამ საგამოცდო პროცესი გააიოლა იმან, რომ ორი წერითი დავალების ნაცვლად აბიტურიენტებს ერთი ჰქონდათ შესასრულებელი. ორის ნაცვლად ერთი თემის შეთავაზება, შედეგების წინასწარი ანალიზის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამართლებული ჩანს.

– წელს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები (მათ შორის, პოლიტიკურიც) მოჰყვა ტესტის ერთ-ერთ დავალებას, რომლის მიხედვითაც უნდა დაეწერათ აბიტურიენტებს, აქვს თუ არა ბრძოლას აზრი, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული… რას იტყვით ამ საკითხზე და აგრეთვე, რამდენად კმაყოფილი ხართ აბიტურიენტების მიერ დაწერილი თემებით? – რამდენად იკვეთება თავისუფალი აზროვნება…

– ერთ-ერთი ტესტის დავალების მიხედვით, აბიტურიენტს უნდა განეხილა ნ. ლორთქიფანიძის მოთხრობის ნაწყვეტი და ემსჯელა საკითხზე – აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, როდესაც იგი იმთავითვე მარცხისთვისაა განწირული. აზრთა სხვადასხვაობა, ვფიქრობთ, გამოწვეული იყო იმით, რომ შენიშვნების ავტორები არც საგამოცდო ტესტის ახალ ფორმატს და არც დავალების პირობას არ იცნობდნენ და ნაჩქარევი დასკვნები გამოიტანეს.

აბიტურიენტებმა ძალიან საინტერესოდ იმსჯელეს ამ დავალებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით. როგორც მოსალოდნელი იყო, აბიტურიენტთა უმეტესობა პერსონაჟის პათოსს იზიარებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ნაშრომებში ეს მოსაზრება მხოლოდ ემოციურ ჭრილში კი არ იყო წარმოდგენილი, არამედ – საფუძვლიანი მსჯელობით იყო დასაბუთებული.

– ქართული ენისა და ლიტერატურის ერთ-ერთ დავალებაში სიტყვის „შეცოდება“ მნიშვნელობა აბიტურიენტების ნაწილმა გაიგო როგორც „შეცდომა“, შესაბამისად, მსჯელობაც ამ მიმართულებით განავითარეს. ხომ არ დააკლდათ მათ ამის გამო ქულა?

„აბიტურიენტი თემას ასცდა და ამის გამო ნულს მიიღებს – გამსწორებლებს ასეთი მკაცრი დამოკიდებულება არ აქვთ“ – ქართულის გამოცდის შეფასებები სპეციალისტისგან

– ერთ-ერთი დავალების მიხედვით, აბიტურიენტს უნდა განეხილა ალ. ყაზბეგის მოთხრობა „ხევისბერი გოჩას“ ფინალი და ემსჯელა: უნდა ეპატიოს თუ არა ადამიანს შეცოდება მისი ყმაწვილკაცობის გამო. სიტყვა შეცოდება ზოგმა წაიკითხა როგორც შეცდომა. დასანანია, მაგრამ სიჩქარისა თუ ღელვის გამო ასეთი რამ აბიტურიენტებს სხვა დროსაც მოსვლიათ. საბედნიეროდ, სიტყვები შეცოდება და შეცდომა მნიშვნელობით ერთმანეთისაგან დიდად დაშორებული არ არის (შეცოდება არის ცოდვა, დანაშაული, მძიმე შეცდომა); თუ აბიტურიენტმა შეცდომის პატიებაზე გააკეთა აქცენტი, მხოლოდ ამის გამო ქულა არ დააკლდებოდა, მთავარია, როგორ დაასაბუთა მან თავისი თვალსაზრისი.

– გთხოვთ კიდევ ერთხელ განგვიმარტოთ, რა შემთხვევაში ფასდება 0 ქულით გამოსაცდელის ნაშრომი…

– ნაშრომი ნულით ფასდება, როდესაც დავალების პირობა ადეკვატურად არა არის გაგებული, მთლიანად ტექსტის პერიფრაზია ან მსჯელობა სულ ოთხი-ხუთი წინადადებაა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post „აბიტურიენტთა ნაწილს წაკითხული არა აქვს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები“ – NAEC-ის ქართულის საგნის ჯგუფი შედეგებს აფასებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

მათემატიკის სპეციალისტი: „სულერთია რა პროფესიას ირჩევ, გონივრული გადაწყვეტილებები ყველას სჭირდება, მათემატიკას კი სწორედ ეს მაგარი ბონუსი აქვს“

$
0
0

„მშობლებს ვურჩევდი, კრიტიკის ნაცვლად, საკუთარ შვილებს დაუდგნენ გვერდით და უთანაგრძნონ, გაამხნევონ. ქულები არაა მთავარი. ქულები არ განსაზღვრავს ჩვენს ცოდნას“, – ასე იწყებს EDU.ARIS.GE-სთან საუბარს ეკატერინე ბეჟიტაშვილი, მათემატიკის პედაგოგი და რეპეტიტორი.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები მათემატიკის არჩევით საგანში აბიტურიენტებმა დღეს, 2 აგვისტოს გაიგეს. მათემატიკის საგანში მაქსიმალური ქულა 51-ია და როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ, მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი. აბიტურიენტების ნაწილი წერს, რომ მათი მიღებული ქულა არასაიმედოა და არ იციან გადალახავენ თუ არა მინიმალურ ზღვარს.
ეკატერინე ბეჟიტაშვილი, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სხვა კოლეგების მსგავსად, ამ დღეს მთელი წელი ელოდა და შედეგებითაც კმაყოფილია. ის გვესაუბრა მათემატიკის საგნის მნიშვნელობასა და იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საზოგადებაში „ბოროტ“ მითებად ვრცელდება.

– წინა წლებთან შედარებით, როგორ შეაფასებდით მათემატიკის საგამოცდო ტესტსა და იმ შედეგებს, რომლებიც აბიტურიენტებს აქვთ?

– წლევანდელი მათემატიკის ტესტები, წინაა წლებთან შედარებით, ბევრად გამარტივებული იყო, რასაც თავად ბავშვებიც აღნიშნავდნენ. არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვა მოსწავლეების შედეგებიც არ არის ცუდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი გვჭირდება ჩვენც და მათაც. მოლოდინი, რასაკვირველია, მაღალი გვაქვს და ასეც უნდა იყოს, რადგან მათი წარმატება ჩვენი და ზოგადად, ქვეყნის წარმატებაცაა.

– რას ეტყოდით აბიტურიენტებს, რომლებმაც გამოცდაზე მაღალი შედეგები ვერ დააფიქსირეს და მშობლებს, რომლებიც შვილებისგან უმაღლეს ქულებს ელოდნენ, ქულები მთავარია?

– აბიტურიენტები რომლებმაც მაღალი შეფასება ვერ დააფიქსირეს ძალიან ღელავენ და განიცდიან. ასევე ღელავენ მათი მშობლები. მე მინდა ვუთხრა მათ – სანერვიულო არაფერია! ყველაფერი წინაა და მეორე შანსი ყოველთვის არის! მეტი მონდომება, შემართება და პოზიტივია საჭირო. გამოცდებზე, რთულია შენი შესაძლებლობების მაქსიმუმის დადება. უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გქონდეს, მათ შორის არის ნერვიულობაც. მშობლებს ვურჩევდი, კრიტიკის ნაცვლად, საკუთარ შვილებს დაუდგნენ გვერდით და უთანაგრძნონ, გაამხნევონ. ქულები არაა მთავარი, ქულები არ განსაზღვრავს ჩვენს ცოდნას!

– როცა აბიტურიენტი მათემატიკას ირჩევს, ეს სერიოზულ განაცხადად აღიქმება ხოლმე და ითვლება, რომ მან რთული არჩევანი გააკეთა, რას იტყვით, რა საგანია მათემატიკა და რამდენად აუცილებელი მისი ცოდნა?

– მიიჩნევა, რომ მათემატიკა რთული საგანია. მე ვფიქრობ, ყველაფერი რთულია, რასაც სათანადო დროს და ენერგიას არ ვუთმობთ. მათემატიკა მოითხოვს სისტემატურობას, დროს, აზროვნებას, შრომას. ესაა რთული ადამიანებისთვის ზოგადად და ამიტომ ერთულებათ ეს საგანი. მაგრამ თუ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, ვნახავთ რომ რთული და მიუღწეველი არაფერია. პირიქით, მარტივიც კია სხვა საგნებთან შედარებით. რადგან აქ არაფრის დაზეპირება არ გიწევს. იაზრებ და ლოგიკურად სწავლობ. ეს გააზრებული ცოდნა კი აღარსად მიფრინავს და ყველაზე მნიშვნელოვანს გჩუქნის – ცოდნას, განვითარებას, ძალას, გონებას. მე მგონი, ეს ყველაფერი ამდენ ძალისხმევად ღირს. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიას ირჩევ, გონივრული გადაწყვეტილებები ყველას სჭირდება, მათემატიკას კი სწორედ ეს მაგარი ბონუსი აქვს.

– როგორ უყურებთ სტერეოტიპს, რომ მათემატიკა მამაკაცების საგანია? გამოცდების დროს ასეთი ფრაზებიც გვესმის ხოლმე გულშემატკივრებისგან – „ბიჭია და ჩააბარებს მათემატიკას, აბა რას იზამს“…

– ძალიან ვღიზიანდები, როცა მათემატიკის შესაძლებლობებს კონკრეტულ სქესს მიაკუთვნებენ! ქალს და კაცს თანაბარი გონებრივი შესაძლებლობები აქვთ. ამიტომ არც მათემატიკაა გამორიცხული. გოგონებო გაბედულად შეეჭიდეთ მათემატიკას!

– მიეცით რჩევა მომავალ აბიტურიენტებს და გვითხარით, რატომ მათემატიკა?

– მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ. სწორი არჩევანი გააკეთონ, რადგან ეს მათ ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტია. ვინც მათემატიკას აირჩევთ, ნებისყოფა და მოთმინება გამოიჩინეთ. ეს ის საგანია, რომელიც დაგეხმარებათ გაზარდოთ აზროვნების სიჩქარე, გახდეთ უფრო სწრაფები და ლოგიკურები. მერწმუნეთ, მათემატიკა ის საგანია, რომელიც დაგიფასებთ თავდადებას, ამიტომ ნუ შეშინდებით, ბევრი იშრომეთ და შედეგიც შესაბამისი გექნებათ.

ასევე იხილეთ:

„მათემატიკის ტესტი რთული კი არ იყო, ბავშვები იმდენად არიან ჩამორჩენილები, ვერ ხვდებიან, რა შეხვდათ“ – სპეციალისტის აზრი

მოამზადა მზეო შველიძემ

The post მათემატიკის სპეციალისტი: „სულერთია რა პროფესიას ირჩევ, გონივრული გადაწყვეტილებები ყველას სჭირდება, მათემატიკას კი სწორედ ეს მაგარი ბონუსი აქვს“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

აბიტურიენტთა პირველადი შედეგები უცხოურ ენებში და შეფასების სქემები –გამოცდები 2022

$
0
0

2022 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა უცხოურ ენებში – ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც გამოცდების ცენტრის ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

იხილეთ შ ე დ ე გ ე ბ ი

შეფასების სქემები

რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან, ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა. იხილეთ ინფორმაცია გათანაბრების შესახებ

რაც შეეხება აპელაციას, ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება რაც ყველა საგნის ქულა გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი გამოცდების ცენტრის ოფიციალური გვერდიდან. აპელაციის საფასური 50 ლარია. საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. გაითვალისწინეთ, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post აბიტურიენტთა პირველადი შედეგები უცხოურ ენებში და შეფასების სქემები – გამოცდები 2022 first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

CIU-ში 2022-2023 სასწავლო წელი სექტემბერში, სააუდიტორიო სივრცეში განახლდება

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წელი 12 სექტემბერს სააუდიტორიო სივრცეში განახლდება (სამაგისტრო, სადოქტორო და უცხოენოვან პროგრამებზე – 26 სექტემბრიდან).

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 სემესტრის განმავლობაში, დისტანციურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა სტუდენტებისა და ლექტორების მოტივაციაზე. იმედს ვიტოვებთ, სექტემბრისთვის პანდემიური ფონი მნიშვნელოვნად არ გაუარესდება და უპრობლემოდ დავუბრუნდებით სწავლების ჩვეულ ფორმატს.

მანამდე კი, თქვენთან შესახვედრად აქტიურად ვემზადებით!

2022-2023 სასწავლო წლის აკადემიური ვადები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

The post CIU-ში 2022-2023 სასწავლო წელი სექტემბერში, სააუდიტორიო სივრცეში განახლდება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „კომუნიკაციის როლი მართვის პროცესში და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები“ გაიმართა

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „კომუნიკაციის როლი მართვის პროცესში და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები“ გაიმართა. ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

კონფერენციაზე ნაშრომები წარმოადგინეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორებმა და დოქტორანტებმა. კონფერენციას ესწრებოდნენ ფსიქოლოგიის დარგში მოღვაწე საპატიო სტუმრები. მომხსენებლებმა წარმოადგინეს საკუთარი თეორიული თუ კვლევითი ასპექტები ფსიქოლოგიის იმ დარგებიდან, რომლებშიც ისინი მუშაობენ სამეცნიერო კუთხით.

წარმოდგენილი მოხსენებები იყო მრავალფეროვანი და ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ,, სტრატეგიული კომუნიკაციის როლი ორგანიზაციული კონფლიქტების მართვაში”, ,,სტუდენტების აკულტურაციის ორიენტაციები და ეთნიკურ/რელიგიურ ჯგუფებთან სიახლოვის აღქმა”, ,,მართვის ხელოვნება გენდერულ ჭრილში (ესქილედან არისტოფანემდე)”, ,,ფსიქოკონსულტირების ტექნიკების როლი მართვის პროცესში” და სხვა.
ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

The post თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „კომუნიკაციის როლი მართვის პროცესში და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები“ გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


3 მილიონიანი სამეცნიერო გრანტების ახალი კონკურსი გამოცხადდა –დეტალები

$
0
0

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ახალი კონკურსი გამოცხადდა, რომლის დაფინანსების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან უპრეცედენტო თანხა – 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ 3 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, გამოყენებითი კვლევების ახალმა საგრანტო კონკურსმა ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების გზით მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უნდა შეუწყოს ხელი.

უწყების ინფორმაციითვე, განათლების მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული კონკურსის მიზანს წარმოადგენს ორიგინალური კვლევების შერჩევა/დაფინანსება, რომლებიც კონკრეტული პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას ემსახურება. გარდა ამისა, კონკურსი ითვალისწინებს ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას პროტოტიპის ლაბორატორიულ, სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ქმედითობის, მისი რეალურ გარემოში გამოცდისა და გამოყენების დემონსტრირების გზით.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 3 ლოტი:

კონცეფციის დამტკიცება – მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დადგენა ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში გამოცდის გზით.

  • პროექტის ხანგრძლივობაა 1-2 წელი;
  • კონცეფციას უნდა გააჩნდეს „საქპატენტის“ მიერ გაცემული დადებითი დასკვნა გამოგონების პატენტუნარიანობაზე;
  • გამარჯვებული პროექტის ჯამური ბიუჯეტია 180 000 ლარი.

პილოტირება – მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დასაბუთება რეალურ ინდუსტრიულ გარემოში, წარმოებაში გამოცდის გზით.

  • პროექტის ხანგრძლივობაა – 1 – 2 წელი;
  • კვლევის იდეა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში ან უცხოეთში გაცემულ პატენტს, რომელიც ძალაში იქნება კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ 2 წლის ვადით;
  • გამარჯვებული პროექტის ჯამური ბიუჯეტია 240 000 ლარი.

დანერგვითი კვლევა – მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დემონსტრირება საწარმოო გარემოში, საწარმოო ხაზის სერვისის აპრობაცია ბაზარზე გასასვლელად.

  • პროექტის ხანგრძლივობაა – 1 – 2 წელი;
  • კვლევის იდეა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში ან უცხოეთში გაცემულ პატენტს, რომელიც ძალაში იქნება კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ 2 წლის ვადით;
  • გამარჯვებული პროექტის ჯამური ბიუჯეტია 360 000 ლარი.

კონკურსის ფარგლებში პროექტების შეფასების კრიტერიუმები და პროცედურები იცვლება თანამედროვე ევროპული მიდგომების შესაბამისად.

“აღსანიშნავია, რომ გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მოიცავს EUROSTAT/OECD-ის კლასიფიკაციით დადგენილ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან”, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ამავე თემაზე:

სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მოპოვების მსურველთათვის პროექტის შეფასების კრიტერიუმები შეიცვალა – მთავრობის დადგენილება

The post 3 მილიონიანი სამეცნიერო გრანტების ახალი კონკურსი გამოცხადდა – დეტალები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

რა მიზეზებით ტოვებენ გოგონები სკოლას –მძიმე სტატისტიკის ანალიზი და სამინისტროს პრაქტიკა ტენდენციასთან საბრძოლველად

$
0
0

დღეს უფრო მეტი გოგო დადის სკოლაში, ვიდრე ოდესმე, თუმცა, პროგრესის მიუხედავად, განათლების უფლების კუთხით კვლავაც აწყდებიან მრავალ ბარიერს. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კვლევები ადასტურებენ, რომ ბარიერები, რომლებსაც არასრულწლოვან გოგონებს ექმნებათ, განათლების რეალიზებას ხელს უშლის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის ანგარიშში, „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“ ვკითხულობთ: „გოგონების მხრიდან სწავლის მიტოვების მიზეზებად განათლების სამინისტროს მიერ უმეტესწილად მოსწავლის დაოჯახება, სკოლიდან გაყვანის შესახებ მშობლის, (მეურვის ან მოსწავლის განცხადება) და მუშაობის დაწყება სახელდება“. აქვე ნათქვამია: „2021 წელს სწავლა 520 გოგომ შეწყვიტა, მათ შორის დაოჯახების გამო იყო-19, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მოსწავლის განცხადებით-455, მუშაობის დაწყების გამო – 46“.

ანგარიშში სათანადო და სრულყოფილი განათლების მიღებისთვის ხელისშემშლელ ბარიერებად დასახელებულია:

  1. მავნე და არასწორი გენდერული სტერეოტიპები;
  2. გენდერული ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ;
  3. ბავშვთა ქორწინება, ადრეული და არასასურველი ორსულობა;
  4. ინკლუზიური და ხარისხიანი სასწავლო გარემოს ნაკლებობა, არაადეკვატური და სახიფათო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სანიტარიული პირობები;
  5. სიღარიბე.

EDU.ARIS.GE-მ ზემოაღნიშნული სტატისტიკის ანალიზი და შეფასება რუსუდან ბუზიაშვილს სთხოვა, რომელიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და სწავლის პარალელურად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში, მოზარდებთან მუშაობს და მათ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს.

– რუსუდან, რას ფიქრობთ სტატისტიკაზე, როგორია თქვენი პრაქტიკა, რა მიზეზით ტოვებენ გოგონები სკოლას და რა ბარიერებს აწყდებიან?

– როდესაც გოგონების განათლებაზე ვსაუბრობთ, ავტომატურად, ჩვენდა უნებურად, ვაწყდებით დაბრკოლებებს, რომლებიც შემდგომ მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. გოგონების დიდ ნაწილს, რომლებსაც 9 კლასის ან უფრო ნაკლების განათლება აქვთ, თუ ჰკითხავთ, რატომ მიატოვეს სკოლა, აუცილებლად მოისმენთ: „ოჯახმა გადაწყვიტა”, ,,გავთხოვდი”, „მუშაობა ვარჩიე სწავლას“, „ოჯახს უნდა დავხმარებოდი”… სამწუხაროდ, მქონია შემთხვევები, როდესაც მათგან მომისმენია „გამოცდებისთვის მომზადების საშუალება არ მქონდა, აზრი არ ჰქონდა სწავლის გაგრძელებას“, „ჩემი ძმის განათლება იყო პრიორიტეტი, ბიჭიაო“, – ეს ძალიან უსამართლო რეალობაა, რომელშიც მათ ცხოვრება უწევდათ.

– რას უნდა აკეთებდეს ამ დროს სკოლა, მშობელი, სახელმწიფო და რას ურჩევდით გოგონებს, რომლებიც ახლა ფიქრობენ სკოლის დატოვებაზე?

– საქართველოში ჯერ კიდევ არიან გოგონები, რომლებსაც განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ, მიუხედავად კანონის გამკაცრებისა. მნიშვნელოვანია სოციალური სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციისა ჩართვა. აქტიურად უნდა იმუშაოს ფსიქოლოგმა გოგონებს განუვითაროს საკუთარი თავის რწმენა. საზოგადოებამ უნდა გაიზროს, რომ სანამ იარსებებს დამოკიდებულება – „ჩემი რა საქმეა” ყოველთვის იქნებიან ტრადიციებსა და სტერეოტიპებს შეწირული პატარა გოგონები დანგრეული მომავლითა და ჯანმრთელობით. თუ გვინდა, მსგავსი შედეგები არ დადგეს, ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

მათ კი, ვინც სკოლა დაოჯახების, მშობლების გადაწყვეტილების ან სამსახურის დაწყების გამო დატოვეს ვეტყვი: გოგონებო, პირველ რიგში გეტყვით, რომ თქვენ გაქვთ დიდი ძალა და უნდა ისწავლოთ მისი გამოყენება. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს მიზნები, ოცნებები და არჩევანი. განათლება კი შესაძლებლობაა, რომელიც თქვენს გზას გაპოვნინებთ. გახსოვდეთ, რომ არავის აქვს უფლება, თქვენი ცხოვრება დაგეგმოს. უნდა იყოთ ლამაზები, ბედნიერები და პირველ რიგში ირწმუნოთ საკუთარი თავის.

გოგონების მხრიდან სკოლის დატოვების საპრევენციოდ სახელმწიფოს როლისა და დღეს არსებული გამოცდილების დასადგენად EDU.ARIS.GE-მ კითხვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ჩვენ ისიც გვაინტერესებდა, თუ რა კონკრეტული ღონისძიებების გატარება შეუძლია სკოლას ასეთი შემთხვევების დროს. უწყების იურიდიულ დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ არდადეგების პერიოდშიც კი, „სკოლები მაქსიმალურად ჩართულნი არიან დაიცვან ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მოახდინონ დროული რეაგირება“.

„არდადეგების პერიოდშიც კი, როცა სკოლებში სასწავლო პროცესი დასრულებულია, მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების დროს, აქტიურად იწყებენ მუშაობას სოციალური მუშაკები და რასაკვირველია, მანდატურების სამსახური, რომელიც ყოველთვის მზადაა მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს სამართალდამცველ უწყებებთან. არსებობს მთავრობის 437 დადგენილება, ბავშვთა დაცვის რეფერირების საკითხებზე და ღონისძიებები, რომელიც ამ კუთხით ტარდება, როგორც სკოლის, ისე სამინისტროს მხრიდან შესაბამისია ყველა ნორმატიული აქტის დაცვით. ამასთან, ყველა ჩართულ თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა სამინისტროსგან გამოითხოვოს და დეტალურად მიიღოს ინფორმაცია, რა კონკრეტულ სამუშაოებს ახორციელებს სამინისტრო“.

ასევე იხილეთ:

გრანტის მფლობელი სტუდენტები და სასამართლოში მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეები – რამდენად ეფექტურად მუშაობს განათლების საერთაშორისო ცენტრი?

მოამზადა მზეო შველიძემ

The post რა მიზეზებით ტოვებენ გოგონები სკოლას – მძიმე სტატისტიკის ანალიზი და სამინისტროს პრაქტიკა ტენდენციასთან საბრძოლველად first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ინგლისურში აბიტურიენტების ნაწილის შეფასების სქემა შეცდომის გამო განახლდა – NAEC ბოდიშს იხდის

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 3 აგვისტოს განცხადებას ავრცელებს და 2022 წლის აბიტურიენტების საყურადღებოდ განმარტავს, რომ ხარვეზი დაფიქსირდა ინგლისური ენის ერთ-ერთი ტესტის ვარიანტის შეფასების სქემაში, რის გამოც შეფასების სქემა განახლდა და აბიტურიენტებს ცვლილება ერთ დღეში საკუთარ გვერდზეც აესახებათ.

NAEC-ის განცხადებას და ახალ შეფასების სქემას EDU.ARIS.GE-უცვლელად გთავაზობთ:

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის საგამოცდო ტესტის პირველი ვარიანტის შეფასების სქემაში, კერძოდ, მეოთხე დავალების მესამე საკითხში სწორ პასუხად C-ს ნაცვლად, მითითებული იყო D. ცენტრი ბოდიშს იხდის არსებული ხარვეზისთვის. იმ გამოსაცდელთა შეფასება, რომლებმაც ტესტის ეს ვარიანტი წერეს, შეიცვლება 4 აგვისტოს 18:00 საათამდე განახლებული შეფასების სქემის შესაბამისად. ცვლილება აისახება აბიტურიენტის პირად გვერდზე (www.online.naec.ge).

შეგახსენებთ, რომ უცხოურ ენებში 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა შეფასების სქემებთან ერთად.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post ინგლისურში აბიტურიენტების ნაწილის შეფასების სქემა შეცდომის გამო განახლდა – NAEC ბოდიშს იხდის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

დამატებითი სესიები საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მასწავლებლის საგნის გამოცდაში მონაწილეებისათვის 4 და 5 აგვისტოს დაინიშნა –გამოსაცდელთა სია

$
0
0

იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება, 4 და 5 აგვისტოს განისაზღვრა ერთი დამატებითი სესია. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ცენტრი 3 აგვისტოს აქვეყნებს და გამოსაცდელებს მოუწოდებს, რომ გამოცხადდნენ ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას.

იხილეთ გამოსაცდელთა სია საიდენტიფიკაციო ნომრით, ასევე დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების შესახებ.

The post დამატებითი სესიები საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მასწავლებლის საგნის გამოცდაში მონაწილეებისათვის 4 და 5 აგვისტოს დაინიშნა – გამოსაცდელთა სია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 2022 წლის საშემოდგომო სამხედრო სავალდებულო გაწვევა გამოცხადდა –ვადები და პროცედურა

$
0
0

18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 2022 წლის საშემოდგომო გაწვევა გამოცხადდა. მთავრობის მეთაურის დადგენილება დღეს, 3 აგვისტოს გამოქვეყნდა. გაწვევა 1-ელი აგვისტოდან 2022 წლის 30 დეკემბრამდე განხორციელდება.

რაც შეეხება გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობას უწყებების მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემები ასეთია: საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1400; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა  539; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 908-ით; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა210.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-იდან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

“18-იდან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის (შემდგომში – თბილისის რაიონი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინიტროს (შემდგომში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინიტრო) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინიტროს სტრუქტურული ერთეული) რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინიტროს გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან სავარაუდოდ თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს”, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაში.

The post 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 2022 წლის საშემოდგომო სამხედრო სავალდებულო გაწვევა გამოცხადდა – ვადები და პროცედურა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Erasmus+-ის პროგრამის ოფისი საქართველოში უკვე მერვე თვეა არ ფუნქციონირებს –მიზეზები და შედეგები

$
0
0

ბოლო რვა თვის განმავლობაში, საერთაშორისო პროგრამის Erasmus+-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი უკვე მეორედ გამოცხადდა. პირველ ჯერზე გამარჯვებულმა კანდიდატმა, საბოლოოდ, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა აღარ ისურვა და მიუხედავად სოლიდური ანაზღაურებისა, შეთავაზებაზე უარი თქვა.

მეორე კონკურსი ჯერ არ დასრულებულა. პროგრამაში ჩართული ადამიანები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე არც დასრულდება. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საგრანტო პროგრამა, საქართველოში, ძველი თუ ახალი პროექტებით გრძელდება, თუმცა წარმომადგენლობა და ოფისი არ გააჩნია. ამ ყველაფრის შესაძლო შედეგებზე კი ქვემოთ მოგახსენებთ.

პრეისტორია

EDU.ARIS.GE ამ თემაზე უკვე მესამე თვეა მუშაობს. ამ მუშაობის შედეგად გაურკვევლობებით სავსე საქმეზე მნიშვნელოვანი დეტალები გავარკვიეთ. ნაწილი ოფიციალური, ნაწილიც – არაოფიციალური წყაროებიდან. შეგახსენებთ, რომ Erasmus++-ის ეროვნულმა ოფისმა (NEO) ფუნქციონირება 2021 წლის დეკემბრიდან შეწყვიტა. ანუ, იმ დროიდან, როცა მაშინდელი ხელმძღვანელთან, რომელიც ამ პოზიციას 12 წლის განმავლობაში იკავებდა, ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა და იგი, ავტომატურად, თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შემდეგ ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, თუმცა აღარსად ფიქსირდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგით დასრულდა ეს კონკურსი. თემა ყველამ მიივიწყა და დიდი ალბათობით, ასეც გაგრძელდებოდა, აპრილის ბოლოს EDU.ARIS.GE-ს ახალ ხელმძღვანელთან ინტერვიუს ჩაწერა რომ არ მოენდომებინა. აღმოჩნდა, რომ ახალი ხელმძღვანელის ვინაობა არსად იძებნებოდა – არც სამინისტროს და არც ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე. აღარ იძებნებოდა თავად Erasmus+ ეროვნული ოფისის გვერდი ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებშიც. ხელმძღვანელის ვინაობა უცნობი იყო იმ ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც ეროვნულ ოფისთან წლების განმავლობაში თანამშრომლობენ. ჩვენ განათლების სამინისტროს მივმართეთ, მათ დაგვიდასტურეს ახალი ხელმძღვანელის არჩევა, თუმცა ვინაობა არ გაგვიმხილეს და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გადაგვამისამართეს. საკმაოდ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობისგან გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ და რაც ყველაზე მთავარია, გავიგეთ, რომ ახალი ხელმძღვანელი, რომელიც, მუშაობას, წესით, რამდენიმე თვით ადრე უნდა შესდგომოდა, ჯერ ისევ არ იყო არჩეული.

ამ მოულოდნელი ინფორმაციის მიღებიდან მალევე აღდგა პროგრამის ოფიციალური ვებ და ფეისბუქ გვერდებიც, თუმცა მათზე ინფორმაცია არ განახლებულა. მიმდინარე წლის 17 ივნისს კი, განათლების სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ გვერდებზე პროგრამის ეროვნული კოორდინატორის შესარჩევად ვაკანსია ხელახლა გამოქვეყნდა. განაცხადების მიღების ბოლო ვადად კი 4 ივლისი იყო მითითებული. ერთსა და იმავე პოზიციაზე რამდენიმე თვიანი შუალედით ორჯერ გამოცხადებული კონკურსის მიზეზებზე კითხვები გავუგზავნეთ ევროკავშირის წარმომადგენლობასაც და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც. სამინისტროსგან პასუხები, ამ დრომდე, არ მიგვიღია. ევროკავშირის წარმომადგენლობისგან კი ყველაფერი ვერა, მაგრამ მცირეოდენი ინფორმაცია მაინც მივიღეთ.

რა გაარკვია EDU.ARIS.GE-მ

მანამ, სანამ ევროკავშირის პასუხებს მივიღებდით, EDU.ARIS.GE-მ საკუთარი ძალებით გაარკვია, რომ კონკურსის ხელახალი გამოცხადების მიზეზი პირველ ჯერზე გამარჯვებული კანდიდატის უარი იყო. მოგვიანებით, ეს, ევროკავშირის წარმომადგენლობამაც დაგვიდასტურა. ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებზე პასუხად მათ მოგვწერეს, რომ „კონკურსში შერჩეული კანდიდატი თანამდებობას არ დათანხმდა“.

ჩვენს კითხვაზე ვინ ასრულებდა ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობებს ამ თვეების განმავლობაში, ევროკავშირის წარმომადგენლობიდან გვპასუხობენ, რომ ახალი პროგრამის ამოქმედებამდე მიმდინარე საკითხების მოგვარებაზე, ისევე როგორც ინტერნეტ-გვერდების მართვაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავს, ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოსა და ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით. ისიც ვიკითხეთ, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი გამარჯვებული ამჯერადაც ვერ გამოვლინდება, ვინ უხელმძღვანელებს NEO-ს. მათ გვიპასუხეს, რომ: „შერჩევა მიზნად ისახავს ამ საკვანძო როლის შესასრულებლად ყველაზე შესაფერისი კანდიდატების მოზიდვასა და საქართველოში Erasmus+-ის წარმატების შემდგომ უზრუნველყოფას. EACEA მოელის, რომ ის ნაყოფიერი იქნება“.

EDU.ARIS.GE-მ იმ ადამიანსაც მიაკვლია, ვინც პირველ კონკურსში გაიმარჯვა – ლელა რუხაძეს. ვკითხეთ თუ რა მიზეზით თქვა უარი საქართველოს პირობებში საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამუშაოზე (თვიური სარგო – 2 067 ევრო), თუმცა მან კომენტარზე უარი განგვიცხადა და ამ თემაზე მარად მდუმარე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გადაგვამისამართა.

როგორია NEO-ს ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურა

ორიოდე სიტყვით იმ წესებზეც მოგახსენებთ, რომლებიც პროგრამის ადგილობრივი ხელმძღვანელის შეცვლისა და არჩევისას მოქმედებს. საგრანტო პროექტი 3 წლიანია და ადგილობრივი კოორდინატორიც თანამდებობას 3 წლის ვადით იკავებს. თუკი ვადის გასვლის შემდეგ პროგრამის სათაო ოფისი (ბრიუსელი) და ამა თუ იმ ქვეყნის განათლების სამინისტრო შეთანხმდებიან, ძველ ხელმძღვანელს კონტრაქტს ახალი ვადით – სამი წლით უხანგრძლივებენ. თუკი განათლების სამინისტრო ცენტრალურ ოფისს აცნობებს, რომ პროგრამაზე ხელმძღვანელის შეცვლის საჭიროებაა, კონკურსი ცხადდება.

საქართველოს ეროვნული ოფისის ახალი ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურებს კი შესარჩევი კომიტეტი ატარებს, რომელიც დაკომპლექტებულია ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA), საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხმის უფლების მქონე წევრებით. დამკვირვებლის სახით მონაწილეობს ევროკომისიის წარმომადგენელიც.

„ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. შერჩევა ხდება გამჭვირვალე და სამართლიანად დადგენილი პროცედურებით, რომლის მიზანია NEO-ის კოორდინატორის დანიშვნა ვაკანსიით განსაზღვრული კრიტერიუმების სრული დაცვით“, – განმარტავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

შერჩევის შემდეგ, NEO კოორდინატორი თავის საქმიანობას შეუდგება ან უკვე არსებულ ორგანიზაციაში, ან იგი თავად დააფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იმოქმედებს როგორც იურიდიული პირი და მიიღებს დაფინანსებას სათაო ოფისიდან.

რა ზიანი მიადგა პროგრამასა და ბენეფიციარებს

როგორც უკვე გითხარით, Erasmus+-ს საქართველოში, ამ ეტაპისთვის არც ხელმძღვანელი ჰყავს და აღარც გუნდი. წლების განმავლობაში არსებული პროგრამები გრძელდება და უნივერსიტეტები ახალ პროექტებშიც ახერხებენ ჩართვას, თუმცა, ოფისის არარსებობა პროგრამით მოსარგებლე დაწესებულებებისთვის ლოგიკურ შედეგს იწვევს.

აღნიშნულ თემაზე EDU.ARIS.GE-ს Erasmus+-ის სხვადასხვა პროექტის მონაწილე პირი ესაუბრა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის სტატიაში გამოქვეყნებისაგან თავის შეკავება გვთხოვა. მისი ვარაუდით, ოფისი ქვეყანაში 2023 წლამდე აღარც ამოქმედდება. ამის თქმის საფუძველს კი ის გარემოებები აძლევს, რომ კონკურსის მეორედ გამოცხადება ზაფხულის პერიოდს დაემთხვა, რაც სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია, რადგან სათაო ოფისში, ბრიუსელში, ამ დროს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ფერხდება. ჩვენი რესპონდენტი ვარაუდობს, რომ საკონკურსო პროცესი შემოდგომაზე განახლდება. ახალ ხელმძღვანელს ორგანიზაციის დაარსებისთვის საჭირო პროცედურების, გუნდის შერჩევისა და დამტკიცებისთვისაც დასჭირდება დრო. ეს ყველაფერი კი დრო წლის ბოლომდე გაგრძელდება. შესაბამისად, იგი ფიქრობს, რომ ახალი ხელმძღვანელი, თავისი გუნდით, საქმიანობას მომდევნო წლის იანვრიდან შეუდგება. ანუ, გამოდის, რომ ოფისს, ჩვენს ქვეყანაში, 1 წლიანი შეფერხება ექნება.

ჩვენი რესპონდენტი დეტალურად განგვიმარტავს რა და როგორ ზარალდება. პირველი ზიანი, რაც, მისი თქმით, ქვეყანას შეიძლება მიადგეს, ისაა, რომ ნაკლებმა უნივერსიტეტმა მიიღო კონსულტაცია პროექტების მომზადების პროცესში და ეს ახალბედა უნივერსიტეტებისთვის პრობლემაა. ამბობს იმასაც, რომ „ცალსახად დიდი ზიანი მიადგება“ საგრანტო განაცხადებს პროფესიული განათლების მიმართულებით, ვინაიდან წელს საქართველო პირველად შეუერთდა საგრანტო კონკურსს, რომელიც პროფესიულ განათლებას შეეხებოდა. გარდა ამისა, ოფისის შეფერხება იმიჯის თვალსაზრისითაც წამგებიანია.

„ქვეყანა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, ფაქტობრივად, კვალიფიციური კონსულტაციის, მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე დარჩნენ. ვფიქრობ, ეს ზიანი ცალსახაა. ბუნებრივია, საინფორმაციო კამპანიაც ვერ იქნება სათანადოდ წარმოებული, ვინაიდან როცა კამპანია პიკში უნდა ყოფილიყო, ერასმუსის ოფისი უკვე აღარ არსებობდა. რაც შეეხებათ სტუდენტებს, მართალია, ეროვნულ ოფისსა და სტუდენტებს შორის პირდაპირი კავშირი არაა, მაგრამ სტუდენტები იმ თვალსაზრისით ზარალდებიან, რომ ნაკლები უნივერსიტეტი მიიღებდა ინფორმაციას და შესაძლოა, ნაკლები პროექტი იყოს დაფინანსებული. ეს სტუდენტებზე ირიბად, მაგრამ მაინც უარყოფითად აისახება. საინტერესო იქნება სტატისტიკა – პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოდან წარდგენილი განაცხადების შედარება აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან, რადგან როგორც ვიცი, განაცხადების წარდგენა, ომის მიუხედავად, უკრაინამაც კი შეძლო. საინტერესო იქნება სომხეთთან, აზერბაიჯანთან, მოლდოვასთან შედარება – რამდენი წარვადგინეთ და რამდენი დაფინანსდა“, – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

თუ როგორ იმოქმედა გასული თვეების განმავლობაში პროგრამის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა თავად იმ დაწესებულებებს ვკითხეთ, რომლებიც Erasmus+-ის უშუალო ბენეფიციარებად მოიაზრებიან – უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებს. პასუხები თავშეკავებულია, თუმცა ეროვნული ოფისის არარსებობით გამოწვეული დანაკლისი მაინც იგრძნობა.

Erasmus Student Network Tbilisi – ESN Tbilisi ახალგაზრდული, მოხალისეობრივი ორგანიზაციაა, რომელიც 2011 წლიდან ფუნქციონირებს და ადგილობრივ თუ უცხოელ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობაში ეხმარება. ორგანიზიაცია დაარსების დღიდან ურთიერთობდა Erasmus+-ის ნაციონალურ ოფისთან. ეროვნული ოფისი მას დროდადრო გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერას, უწევდა. თავის მხრივ, ორგანიზაციაც ეხმარებოდა ოფისს, მოხალისეობრივი ძალით, სხვადასხვა ღონისძიების დროს. იმ ურთიერთობაზე, რაც ორგანიზაციასა და NEO-ს შორის წლების განმავლობაში არსებობდა EDU.ARIS.GE სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენელს, სალომე ქეშელაშვილს ესაუბრა. ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენად მოქმედებს ეროვნული ოფისის არარსებობა პროექტსა და ბენეფიციარებზე, ახალი წამოწყებების კუთხით, შემდეგნაირი პასუხი მივიღეთ:

„ჩვენ არ ვართ პირდაპირი ბენეფიციარები, ამიტომ რადიკალურად არ შეგვშლია ხელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ოფისის არსებობა მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და უფრო მეტად, უმაღლესი სასწავლებლებისთვის. ჩვენი გადმოსახედიდან ვერ ვიტყვი, რომ საინფორმაციო ნაწილი არ სრულდება. საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციას ჩვენც ვავრცელებთ და უნივერსიტეტების საერთაშორისო დეპარტამენტებიც. რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებდა“, – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში სალომე ქეშელაშვილი.

იგივე კითხვებით, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებსაც მივმართეთ. კონკრეტულად კი თავისუფალ უნივერსიტეტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს. პასუხის მიღება კი მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისგან შევძელით. უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ თავხელიძე ამბობს, რომ მრავალწლიანი გამოცდილებისა და ეროვნულ ოფისთან წლების განმავლობაში არსებული აქტიური ურთიერთობის წყალობით მათ შეძლეს საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ, თუმცა, არ მალავს, რომ ოფისი მათთვის საიმედო საყრდენის როლს ასრულებდა, რომელსაც ნებისმიერი საჭიროების დროს თამამად მიმართავდნენ და დროულ მხარდაჭერასაც იღებდნენ.

„Erasmus-ის პროგრამაში აქტიურად ვართ ჩართულები და წელსაც შეგვაქვს პროექტები. ოფისის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრებზე, ტრენინგებზე სულ დავდიოდით. თუ რაიმე კითხვა გვქონდა, რასაც ჩვენს დონეზე ვერ ვწყვეტდით, აუცილებლად მივმართავდით. ბევრს ვსწავლობდით იმ ტრენინგებითაც, რომელთაც ოფისი ატარებდა ევროკავშირის სხვადასხვა პროექტზე. ბევრ სიახლეს ვიგებდით და ამის მერე ორიენტირება მარტივი იყო. ყველაფერში გვეხმარებოდნენ. ახალ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციას გვაძლევდნენ. ამ თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ უკვე დამოუკიდებლად შეგვიძლია გავერკვეთ პროექტებსა და პროგრამებში, ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ხელი განსაკუთრებულად შეგვეშალა. თუმცა, ხანდახან არის საკითხი, რომელიც რთულია დაწესებულებამ თავად გადაჭრას. როცა გყავს უფრო ჩახედული პარტნიორი, რომელსაც მეტი კონტაქტი აქვს და გეხმარება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ოფისით თუ მის გარეშე მაქსიმუმს ვცდილობთ, თუმცა ოფისი ნამდვილად გვადგებოდა და გამოგვადგება, თუკი ფუნქციონირებას გააგრძელებს. მისი არსებობის პლუსია ის, რომ მხარდამჭერი გყავს, რომელსაც მიმართავ და დაგეხმარება. ასე რომ, ოფისი ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა და მათთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვქონდა“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს თამარ თავხელიძემ.

ფაქტია, რომ ეროვნული ოფისი და მის მიერ შესრულებული სამუშაო კარგ როლს ასრულებს ქვეყანაში პროგრამის განვითარებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების სულ უფრო აქტიურად ჩართვის საქმეში. იმედია, უახლოეს მომავალში გაირკვევა ვინ გახდება NEO-ს ახალი ხელმძღვანელი და ოფისი ისევე აქტიურად ამოქმედდება, როგორც მანამდე. ველით, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროგრამას ქართული სასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მეტი შეთავაზება ექნება და იმაზე მეტ პროექტს განახორციელებს, ვიდრე აქამდე, რადგან Erasmus+-ს ახალგაზრდობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია.

ამავე თემაზე:

ვინ არის ERASMUS+ საქართველოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი? – სამინისტრო მდუმარე ევროკავშირის წარმომადგენლობაზე მიუთითებს

The post Erasmus+-ის პროგრამის ოფისი საქართველოში უკვე მერვე თვეა არ ფუნქციონირებს – მიზეზები და შედეგები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები განისაზღვრა –ინსტრუქცია

$
0
0

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სამ აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განისაზღვრა 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ:

  • 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა განისაზღვრა – 2022 წლის 02 აგვსიტოდან 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით
  • სახელოვნებო-შემოქმედებითი-სასპორტო კონკურსის შედეგების, მართვის სისტემაში, ელექტრონული ფორმით წარმოდგენა – 2 სექტემბერი
  • ხოლო მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა – 2022 წლის 12 სექტემბრიდან 2022 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით

სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის “2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები” 2022 წლის 29 ივლისის N1.1/74 ბრძანება

სტუდენტთა საყურადღებოდ:

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 2022 წლის 22 აგვისტოდან 2022 წლის 7 სექტემბრის 18:00 სთ-მდე.

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე

ყურადღება: ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 9 სექტემბერს.

ამავე თემაზე:

რა უნდა გაითვალისწინოს სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველმა – ცვლილება ბრძანებაში

The post 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები განისაზღვრა – ინსტრუქცია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


„გაკვეთილებს ონლაინ ელემენტები დაემატოს“ –როგორი შეიძლება იყოს განათლების სისტემა პანდემიის შემდეგ

$
0
0

ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, მუდმივად მზარდი და ცვალებადი დანახარჯებისა და რეფორმების არაერთი ტალღის შემდეგ, საქართველოს სკოლების რიტმი და რუტინა მცირედით შეიცვალა. ამის შემდეგ გამოჩნდა Covid-19. სკოლები დაიხურა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პანდემიამ აიძულა მასწავლებლები, შეეცვალათ სწავლების მეთოდები. დისტანციურ სწავლებაზე მოულოდნელმა გადასვლამ ახალი პრაქტიკა მოიტანა. შედეგად, მასწავლებლებმა აღმოაჩინეს ახალი უნარები და სტრატეგიები.

საუკუნეში ერთხელ, პანდემიის შედეგად წარმოშობილმა შეფერხებამ შეიძლება, მოგცეს სკოლებისა და უმაღლესი განათლების სისტემის სრული გადრაქმნის შესაძლებლობა.

სკოლა, გარდა კონკრეტულ დისციპლინებში განათლების მიღების შესაძლებლობისა, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების ადგილია. სოციალიზაციის შესაძლებლობა პანდემიამ მოშალა და როგორც რუსუდან მეგრელიშვილი, მე-6 საავტორო სკოლის პედაგოგი EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავს, მოსწავლეები უფრო ჩაკეტილ და დასტრესილ ადამიანებად აქცია.

„სკოლაში დაბრუნება იყო სახლში დაბრუნება, მაგრამ მოსწავლეებს მოუხდათ უამრავი სტრესის გადატანა. გარდა იმისა, რომ სახლებში ჩაიკეტნენ და სოციალიზაციის ელემენტი გაქრა, ურთიერთობები მოიშალა, ბევრმა მათგანმა დაკარგა ახლობლები, ოჯახის წევრები და ეს მათთვის პირველი უდიდესი სტრესი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ყველაფერმა გაართულა სკოლაში დაბრუნება და ბუნებრივია, არსებობს განათლების მხრივ დანაკარგები“, – გვეუბნება რუსუდან მეგრელიშვილი.

მასწავლებლის აზრს იზიარებს მოსწავლე ზუგდიდიდან, რომელიც ჰიბრიდული სწავლების წინააღმდეგია და გაკვეთილების საკლასო ოთახში დაბრუნების მომხრე. თუმცა, ნიკოლოზ ედიშერაშვილის სურვილია, გაკვეთილებს ონლაინ ელემენტები დაემატოს, თუნდაც დავალების გაგზავნის, უკუკავშირის თუ სასწავლო მასალების სახით.

პანდემიის შემდეგ დატოვებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას განათლების ექსპერტი, რევაზ აფხაზავაც, თუმცა ის მიიჩნევს, რომ რეალურად პანდემიამ უკვე არსებული პრობლემები ამოიტანა ზედაპირზე.

„როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული შეფასებებით, პრობლემა გვქონდა მაგალითად წაკითხულის გააზრებაში და სხვა ქვეყნებთან ჩამორჩენა იყო დიდი. შეფასებები აჩვენებდა, რომ შედეგები სოციალური ჯგუფების მიხედვით განსხვავებული იყო. პანდემიამ დიდი გავლენა იქონია სოციალურ მდგომარეობაზე და, შესაბამისად, უფსკრული სოციალურ ჯგუფებს შორის სწავლების ხარისხში გაიზარდა და დანაკარგი სასკოლო განათლების სისტემაში უზარმაზარია. თუმცა, დანაკარგები დათვლილი და შეფასებული ჯერ კიდევ არ არის“.

რაც შეეხება გამოსავალს, ჩვენი რესპონდენტების ამას სხვადასხვანაირად ხედავენ.
რუსუდან მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს ტექნოლოგიების მეტად ინტეგრირება, რასაც თავად უკვე აკეთებს. სახელმძღვანელოების გარდა, სტატიების, ვიდეო მასალის, ფილმების გამოყენება, მოსწავლეებთან კომუნიკაცია ელექტრონული საშუალებებით, შეფასებების მიწერა, დავალების შეხსენება თუ სხვა, ერთი მხრივ აადვილებს და აჩქარებს მოსწავლეებთან კომუნიკაციას, მეორე მხრივ კი, ზოგავს იმ დროს, რაც გაკვეთილზე ინტერაქციისა და კომუნიკაციისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.

როგორც ნიკოლოზ ედიშერაშვილი ამბობს, ამ მხრივ მის სკოლაში ტექნოლოგიები დანერგილია და რიგ საგნებში დავალებებს ელექტრონულად აგზავნიან, თუმცა, ეს საერთო წესი არაა და მასწავლებლებზეა დამოკიდებული.

მცირედით განსხვავებული აზრი აქვს საკითხზე რევაზ აფხაზავას, რომელიც სისტემურ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საწყის ეტაპზე აუცილებელია ფუნდამენტური პრობლემების იდენტიფიცირება, შემდეგ კი ადეკვატური პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება ნებისმიერ მთავრობისა და მინისტრისთვის. აფხაზავა მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიების ინტეგრირება აუცილებელია, თუმცა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათზე ყველა მოსწავლის თანაბარი წვდომა.

როგორც ცნობილია, ონლაინ სწავლების პროცესში მოსწავლეების 20%-ს არ ჰქონდა წვდომა გაჯეტებზე, რის გამოც ისინი პრაქტიკულად მოწყდნენ სასწავლო პროცესს და ამ მხრივ მხოლოდ რამდენიმე საზოგადოებრივი ინიციატივა გამოჩნდა მოსწავლეების დასახმარებლად.
თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაშიც კი, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ინსტრუმენტები რეალურად იქნება გამოყენებული. ყოველთვის ჩნდება კითხვა, რის გაკეთებას ირჩევენ მასწავლებლები მათ ხელთ არსებული ახალი ინსტრუმენტებით.

პრაქტიკულად იდენტურია ვითარება უმაღლესი განათლების საფეხურზე. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ იმოქმედა პანდემიამ მათზე, ვინც უმაღლეს განათლებას იღებს. სოციალური უთანასწორობის საფუძველზე წარმოშობილი არათანაბარი წვდომა ტექნოლგიებზე, საცხოვრებლისა და სურსათის კრიზისი არის რეალობა, რომელიც ვიცით, რომ გავლენას ახდენს სტუდენტურ პოპულაციაზე. როგორც სკოლის, ისე საუნივერსიტეტო დონეზე არ არის დათვლილი ის დანაკარგები, რაც პანდემიამ მოიტანა.

ჩვენმა კიდევ ერთმა რესპონდენტმა, სერგი გიგანმა, მაგისტრატურაზე 2020 წელს ჩააბარა და ამბობს, რომ „სასწავლო პროცესში გაცილებით ნაკლები იყო ლექციებზე დისკუსია და გართულებული იყო ჯგუფური სამუშაოების პროცესი. შეფასების ნაწილი არასამართლიანი იყო, კონტროლის მექანიზმი – სუსტი“.

სერგის თქმით, ლექტორებთან საკონსულტაციო ურთიერთობებიც გართულებული იყო. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ „პანდემიის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია, აღდგეს მთლიანად offline სასწავლო პროცესი. აუდიტორიებში, უმაღლესი განათლების კონკურენტული უპირატესობა სწორედ აუდიტორული სწავლება, ინტერაქციის მაღალი მაჩვენებელი და საგანმანათლებლო კონფერენციებზე წვდომაა“.

თუმცა, არ შეიძლება პანდემიის მხოლოდ ნეგატიურ გამოცდილებაზე საუბარი. ციფრულ სწავლებაზე სწრაფმა გადასვლამ ინოვაციებისა და კრეატიულობის უამრავ შესაძლებლობას მისცა გზა. ეს არ არის შეფერხებისა და გაჭირვების გამოცდილების უარყოფა, მაგრამ მან მოიტანა პოზიტიური ცვლილებებიც. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, მიღწევების ხარვეზების შემცირება მრავალი წლის განმავლობაში პრიორიტეტული უნდა იყოს.

ონლაინ წვდომის შესაძლებლობამ შეამცირა ბარიერები ზოგიერთი სტუდენტისთვის. იქნებიან ეს სხვა ქალაქში სასწავლებლად ჩასული სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თუ სხვა. ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლამ მათ მისცა მოქნილობა და საშუალება, ისწავლონ საკუთარი ტემპით, გადახედონ მასალებს და მოარგონ განათლება საკუთარი პასუხისმგებლობებს ან მოთხოვნებს.

განათლების ინდუსტრია მთელი ისტორიის მანძილზე პასუხობდა გამოწვევებს და ახალ ტექნოლოგიებს ამუშავებდა მათ პრაქტიკაში. ახლა ჩვენ უნდა ვისწავლოთ Covid-19-ის პანდემიის გამოცდილების წარსულ პრაქტიკებთან ინტეგრირება. ეს არის ერთადერთი პრაქტიკული და საპასუხისმგებლო ნაბიჯი უნივერსიტეტებისთვის.

შერეულ ან ჰიბრიდულ უმაღლეს განათლებას, რომელიც აერთიანებს ციფრულ ელემენტებს სწავლებაში, შეუძლია უკეთესი შედეგების მიღწევა და მეტი მოქნილობის უზრუნველყოფა. მას შეუძლია გააფართოვოს მონაწილეობა და დაარღვიოს ბარიერები სტუდენტებისთვის.

როდესაც ვიწყებთ პანდემიიდან გამოსვლას და ნაბიჯებს ვდგამთ პოსტ-კოვიდ მომავალისკენ, გვაქვს შესაძლებლობა, ვისარგებლოთ ამით და უმაღლესი განათლება გავხადოთ უფრო ეფექტური და ინკლუზიური, ვიდრე ოდესმე.

ასევე იხილეთ:

„დიპლომების განათლება კი არა, ცოდნის განათლება უნდა გვქონდეს“, – განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი სისტემაში არსებულ პრობლემებზე და 2022 წლის სამოქმედო გეგმაზე

მოამზადა თამარ კაკაბაძემ

The post „გაკვეთილებს ონლაინ ელემენტები დაემატოს“ – როგორი შეიძლება იყოს განათლების სისტემა პანდემიის შემდეგ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტური პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება

$
0
0

2022 წლის 24 ოქტომბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურაზე გაიმართება სტუდენტური პრაქტიკული კონფერენცია “შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურა” პანელური პრინციპით.

პანელი I – შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ეკონომიკური ასპექტები;

პანელი II – შაი ზღვის რეგიონის სამხედრო ბალანსის ანალიზი;

პანელი III – შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევები და მომავლის პერსპექტივები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: conference@eta.edu.ge

The post ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტური პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

უნივერსალური უნარ-ჩვევების წყარო –რა უნდა იცოდეთ, თუ ეროვნულ გამოცდებზე ისტორია ჩააბარეთ ან მომავალში გეგმავთ

$
0
0

2022 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდების შეფასებები ყველა საგამოცდო საგანში უკვე ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ არჩევითი საგნებიდან ისტორია წელს ყველაზე მეტმა, 21 800-მა აპლიკანტმა აირჩია. მათი ნაწილი ახლა უმაღლესი ქულების აღებას ზეიმობს, ნაწილი კი აპროტესტებს, რომ „ქულები დააკლეს“.

საინტერესოა, რა პერსპექტივას ხედავენ სპეციალისტები იმ აბიტურიენტებში, რომლრებმაც ისტორიაში კარგი შედეგი აჩვენეს. მაღალი ქულა მხოლოდ შესაძლებლობაა სახელმწიფო გრანტის მოპოვების თუ შედეგიც, რომ მომავალი სტუდენტი ფლობდეს იმ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას, რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებს.

ჩვენი რესპონდენტი, თორნიკე ბიბიჩაძე, ისტორიის მასწავლებელი და დოქტორანტია. ფიქრობს, რომ აბიტურიენტებმა, რომლებმაც გამოცდაზე უმაღლესი ქულების აღება შეძლეს, შეიძინეს ის კომპეტენციები, რომლებსაც ყოველთვის გამოიყენებენ, ნებისმიერი პროფესიის არჩევის დროს.

– თორნიკე, თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რომ გვითხრათ, აბიტურიენტები, რომლებიც ისტორიის გამოცდაზე უმაღლეს ქულას იღებენ, რა შესაძლებლობებით გამოირჩევიან, რას სწავლობს უმაღლესი ჩაბარების მსურველი ამ საგნით, გარდა მშრალი ისტორიული ფაქტებისა?

– როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე მქონია გამოცდილება და ურთიერთობა ისეთ მოსწავლეებთან თუ სტუდენტებთან, რომლებმაც მაქსიმალური ან მაქსიმალურთან მიახლოებული შეფასებები მიიღეს ისტორიის გამოცდაში.

საკუთარი პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემიძლია გამოვყო ის უნარები, რომლებიც მაღალქულიანმა აბიტურიენტებმა შეიძინეს. პირველ რიგში დავასახელებ წაკითხულის გააზრების უნარს, რომელიც არა მარტო ისტორიის, არამედ ნებისმიერი გამოცდისთვის საბაზისო კომპეტენციას წარმოადგენს. ამას ემატება ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, რომელიც უმაღლესი შეფასების მისაღებად უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

საინტერესოა ისიც, რომ მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ კრიტიკული აზროვნების უნარით, სხვებზე უფრო მაღალი შედეგები აჩვენეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში. მაღალი ქულის მიღების წინაპირობაა გააზრებისა და ინტერპრეტირების უნარების ფლობა, პრობლემის გადაჭრის, სინთეზისა და ანალიზის უნარები.

– თქვენ ამბობთ, რომ საგამოცდო ტესტის თოთოეული სავარჯიშო ფოკუსირებული იყო კონკრეტული ცოდნის განვითარებაზე, რა ცოდნაა ეს, დავალებების მიხედით, რომ გვესაუბროთ.
(მაგ, არჩევითბოლოიანი შეკითხვები, ქრონოლოგიური დალაგება,.)

– საგამოცდო ტესტი თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ აბიტურიენტის ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებას, არამედ დამატებით კომპეტენციების ფლობასაც. მსგავსი ტიპის მიდგომა განპირობებულია იმით, რომ მორგებული იყოს განსხვავებული უნარებისა და შესაძლებლობების მქონე გამოსაცდელებზე. უფრო ცხადი რომ გავხადოთ სათქმელი შევეხოთ უშუალოდ საგამოცდო ტესტის სტრუქტურას.

დავალების პირველი ფორმაა არჩევითბოლოიანი დახურული ტიპის ტესტი. შეკითხვების მიზანი არა მხოლოდ გამოსაცდელის ფაქტობრივი მასალის ცოდნის, არამედ მისი გამოყენების უნარების შემოწმებაა. აბიტურიენტმა უნდა შეძლოს ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა.

რაც შეეხება ქრონოლოგიური ტიპის დავალებებს, აქ აბიტურიენტს ევალება ისტორიული მოვლენებისა თუ პიროვნებების ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისკენ) დალაგება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის ერთ-ერთი უპირატესობა არის ისიც, რომ იგი დაცლილია მშრალი ციფრების გაზუთხვისაგან და მოითხოვს არა თარიღების ზედმიწევნით ცოდნას, არამედ დროში ორიენტაციის უნარს.

ისტორიის საგამოცდო ტესტებში სიახლეს წარმოადგენს ვიზუალური და წერილობითი წყაროების შედარებითი დავალება, რომელიც ორიენტირებულია ანალიტიკური უნარების შემოწმებაზე. აქ გვხვდება ბრძოლის სქემატური ილუსტრაცია და ამავე მოვლენის ამსახველი წერილობითი წყარო. ამ დავალების თავისებურება არის ის, რომ შესაძლებელია ბრძოლის სქემატური ილუსტრაცია ზუსტად არ ემთხვეოდეს წერილობით წყაროში მოთხრობილ ცნობებს, თუმცა წყაროთა სინთეზური ანალიზით ეს ცნობები ერთმანეთს ავსებენ.

საგამოცდო ტესტებში ვხვდებით ასევე ისტორიული წყაროს ანალიზს, რომელიც აბიტურიენტს მიეწოდება ილუსტრაციის სახით. ილუსტრაციის ფორმები მრავალფეროვანია, თუმცა ნებისმიერი ვიზუალური ტიპის წყარო მოითხოვს როგორც ეპოქის ცოდნას, ასევე ინტერპრეტაციის, კონტექსტის, იდეის, მთავარი სათქმელის აღქმის უნარს.

რაც შეეხება რუკის ანალიზს, იგი გამოსაცდელისგან მოითხოვს რუკისა და მისი ლეგენდის სწორად წაკითხვის შედეგად ეპოქის ზუსტ აღქმას. ამ ტიპის დავალება ამოწმებს, რამდენად შეუძლია აბიტურიენტს ისტორიული მოვლენის სივრცული აღქმა და მისი დაკავშირება პროგრამით განსაზღვრულ მასალასთან.

აზროვნების მაღალ კომპეტენციას მოითხოვს მომდევნო ტიპის დავალება – ისტორიული პრობლემის ანალიზი, რომლის მიზანია შეამოწმოს არგუმენტირებული მსჯელობის უნარები. აქ აბიტურიენტს უწევს ორი ერთმანეთისგან საპირისპირო პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთება და უარყოფა. ამ დავალების უპირატესობაა ისიც, რომ იგი ავითარებს მოვლენის მრავალგვაროვანი აღქმის შესაძლებლობას და უგულებელყოფს ისტორიაში შეფასების სწორხაზოვან მოდელს.

ძალიან საინტერესოა მომდევნო დავალება – ისტორიული მოვლენის შეფასება. აქ აბიტურიენტი ვალდებულია, რომ გამოყოს რომელიმე ისტორიული მოვლენის შედეგი და შემდეგ შეაფასოს ეს მოვლენა გლობალური ან ლოკალური მასშტაბით. ეს დავალება ამოწმებს სააზროვნო უნარების უმაღლეს დონეს – შეფასებას.

ბოლო და ყველაზე მსხვილი დავალებაა ისტორიული წყაროს ანალიზი, სადაც მოწმდება წაკითხულის გააზრების უნარი. გამოსაცდელს ევალება ნარატიული წყაროს გააზრების შემდეგ ღია კითხვებს უპასუხოს, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ცოდნის, გაგებისა და ანალიზის კომპეტენციებს.

– როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ისტორიის საგნის ცოდნის გამოყენება უნივერსიტეტში, თუნდაც სხვა პროფესიაში/მიმართულებაზე, რა პერსპექტივებს ხედავთ?

– ამ შეკითხვას არა მარტო სხვების, არამედ პირადი გამოცდილებითაც შემიძლია გავცე პასუხი.
მოგეხსენებათ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისტორიის ჩაბარებას პრიორიტეტს ანიჭებს ათასობით აბიტურიენტი, თუმცა ისტორიის მიმართულებას მათი მცირე კონტინგენტი ირჩევს. მიუხედავად ამისა, მიღებული ცოდნის გამოყენების სფერო მრავალმხრივია.

იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სწავლას ისტორიის მიმართულებაზე აგრძელებენ მიღებული ცოდნა ეხმარებათ საუნივერსიტეტო დონეზე პროგრამის ადვილად ათვისებაში. აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს არა ცოდნა, არამედ მიდგომები რომელსაც იყენებენ სწავლების პროცესში.
როგორც აღვნიშნეთ, ფაქტოლოგიურ ცოდნასთან ერთად, აბიტურინეტები იღებენ საჭირო უნარ-ჩვევებს, რომლებიც უნივერსალურია და არ არის შემოსაზღვრული კონკრეტული დისციპლინის სფეროთი, სწორედ ეს არის ისტორიის ძლიერი მხარე.

– მომავალ აბიტურიენტებს, რომლებსაც ასევე აქვთ სურვილი და ამბიცია, რომ უმაღლესი ქულით მოხვდნენ უნივერსიტეტებში, რას ურჩევდით?

– პირველ რიგში ვურჩევ, რომ გამოცდას ხედავდნენ არა პრობლემად, არამედ გამოწვევად. უნდა იმუშაონ ბევრი გასული წლების ტესტებზე, მითითებული საგამოცდო პროგრამის საკითხებთან ერთად (XI და XII კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოები), გაეცნონ დამატებით მასალებს, ყურადღება გაამახვილონ ილუსტრაციებზე, ისტორიული პიროვნებების პორტრეტებზე, მათ კარიკატურებზე და გაიაზრონ, რომ ის კომპეტენციები და უნარ-ჩვევები, რომლებსაც შეიძენენ დაგეხმარებათ, სრულფასოვნად დაეუფლონ ნებისმიერ პროფესიას.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

The post უნივერსალური უნარ-ჩვევების წყარო – რა უნდა იცოდეთ, თუ ეროვნულ გამოცდებზე ისტორია ჩააბარეთ ან მომავალში გეგმავთ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გამოცდების ცენტრი 2022 წლის აბიტურიენტის ცნობარის განახლებულ ვარიანტს აქვეყნებს –საბოლოო დოკუმენტი

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის აბიტურიენტებისთვის ცნობარის საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა, სადაც ყველა ის განახლებაა ასახული, რომელიც დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ განხორციელდა.

კერძოდ, დოკუმენტში საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსთან დაკავშირებით მოცემულია ყველა ის ცვლილება (აკრედიტებული/არააკრედიტებული), რომლებიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში 2022 წლის 8 აგვისტომდე აისახა.

აბიტურიენტის ცნობარი 2022

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აბიტურიენტებს კიდევ აქვთ დრო, თავიანთი პირველადი არჩევანი პროფესიასთან დაკავშირებით შეცვალონ. აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

ცნობარში მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია: სიახლეები, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post გამოცდების ცენტრი 2022 წლის აბიტურიენტის ცნობარის განახლებულ ვარიანტს აქვეყნებს – საბოლოო დოკუმენტი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„რაზე ვართ ორიენტირებული, რაოდენობასა და გეგმის შესრულებაზე თუ ხარისხზე?“ –სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი გრიფირების პროცესის პრობლემებზე საუბრობს

$
0
0

რატომ ვართ მშობლები მუდამ უკმაყოფილონი იმ სასკოლო სახელმძღვანელოების ფორმით ან შინაარსით, რომლით სწავლაც ჩვენი შვილისთვის სავალდებულოა? მივყავართ თუ არა რეალური სასკოლო რეფორმის განუხორციელებლობას იმ შედეგებამდე, რასაც ჩვენი შვილები საერთაშორისო კვლევების დროს დებენ – ძალიან არასახარბიელოს? რა განაპირობებს ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების ნაკლებობას საქართველოში?…

დაგვიანებული კონკურსი, უკიდურესად მცირე ვადები, ბუნდოვანი მიზანი, ავტორთა დაბალი ანაზღაურება, სტანდარტების შეცვლის აუცილებლობა – პრობლემების ეს, ერთი შეხედვით მოკლე ჩამონათვალი, სასკოლო სახელმძღვანელოების შექნის პროცესში გადაულახავ რუბიკონად იქცა. დაწყებითი და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოების გრიფირება და სკოლებში შეტანის კარსაა მომდგარი, თუმცა, სამუშაო, დაწყებითი საფეხურის შემთხვევაში, ჯერ არც კი დაწყებულა – არ გამოცხადებულა კონკურსი, არ შეცვლილა სტანდარტები, არ ჩატარებულა ავტორთა ტრენინგები და ა.შ.

„ეს გამორიცხავს შანსს, რომ I-IV კლასებში მაღალხარისხოვანი სახელმძღვანელოები მივიღოთ – რა პრობლემებზე ისაუბრეს სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტში

ეს ყველაფერი და ამას დამატებული წიგნების მომზადება, წარდგენა, რეცენზირება, განხილვა, დამტკიცება, სკოლებისთვის დაგზავნა, მათი მხრიდან არჩევა, დაბეჭდვა და მოსწავლეებამდე მიტანა, ფაქტობრივად, ერთ წელიწადში უნდა მოესწროს. უშუალოდ წინებზე მუშაობისთვის ავტორებს სულ რამდენიმე თვე ეძლევათ. ეს ვადა, სამუშაოს მასშტაბს თუ გავითვალისწინებთ, წარმოუდგენლად მცირეა. რისკის ქვეშ კი სახელმძღვანელოების ხარისხი დგას, ისევ. იქმნება საშიშროება, რომ შემდეგი წლებს განმავლობაში სახელმძღვანელოების ხარისხის მიმართ საზოგადოებას იგივენაირი კითხვებს და პრეტენზიები ექნება, როგორიც აქამდე.

ამ საშიშროებაზე თავად ავტორები ღიად საუბრობენ და არც იმ სხვა პრობლემებს მალავენ, რომლებიც მთელს პროცესში მრავლადაა დაგროვილი: „თუ არ იქნა განხილული გაუმჯობესებული და დამტკიცებული შესაბამისი ცვლილებები სტანდარტებში, თუ არ ჩატარდა ავტორთა და ექსპერტთა ტრენინგები და თუ დროულად არ გამოცხადდა კონკურსები, არ დაითქვა შესაფერისი ვადები, ჩვენ დავდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ კიდევ 6-7 წელიწადი, დაწყებითი – I-IV კლასებისთვის გვექნება კვლავაც დაბალხარისხოვანი სახელმძღვანელოები, ამას ვერ ავიცილებთ თავიდან“, – ეს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის დირექტორის, გია ნოზაძის სიტყვებია, რომლითაც მან 27 ივლისს, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტს მიმართა. ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა იმ შეხვედრაზე, როდესაც კომიტეტის წევრებს მსგავსი მწვავე შინაარსის განცხადებების მოსმენა მოუხდათ. განათლების სფეროში მომუშავე იმ პროფესიული ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, სხვა არაერთ პრობლემაზეც გაამახვილეს ყურადღება. პრობლემების ძირითადი ჩამონათვალი ისე გამოიყურება, როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. გადაჭრის გზები, ცენტრალიზებულ დონეზე, არ ჩანს, თუმცა სფეროში მომუშავე და პროცესში ჩართულ ადამიანებს ამაზე ბევრი აქვთ ნაფიქრი. ყველა რისკის გათვალისწინებით ისინი მიიჩნევენ, რომ თუ წიგნების მომზადების დაწყებამდე ეს ყველაფერი არ იქნება გათვალისწინებული, არ უნდა გვქონდეს პრეტენზია, რომ ჩვენი მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებს კონკურენციას გაუწევენ.

„მოსწავლე რომ დაჯდება და წიგნს გადაშლის, სწავლის სურვილი არ უნდა დაეკარგოს“

მაია ბლიაძე ბუნებისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოების ავტორია. გეოგრაფიის დოქტორი, უნივერსიტეტის პროფესორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი და განათლების სპეციალისტი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში დეტალურად საუბრობს ყველა იმ სირთულეზე, რომლებიც მას, როგორც ავტორს არსებული რეალობით ექმნება. რეალობა კი, როგორც მისი ნაამბობიდან ირკვევა, იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩანს, რადგან ამჟამად საკითხი ასე დგას – მიიღებენ თუ არა გამოცდილი, კვალიფიციურ ავტორები სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში მონაწილეობას, რადგან მათ, ფაქტობრივად, შესრულებელ მისიას აკისრებენ, თანაც მოტივაციის გარეშე.

ქალბატონ მაიას ვკითხეთ თუ რა ეტაპზეა სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი, რომელიც, წესით, ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. როგორც ირკვევა, საშუალო საფეხურზე, დაწყებით საფეხურთან შედარებით, მდგომარეობა შედარებით უკეთესადაა.

მაია ბლიაძე: ახლახანს დასრულდა საშუალო საფეხურის მეათე კლასის სახელმძღვანელოების მეორე ნაწილი. იმის გამო, რომ საშუალო საფეხურის სტანდარტის დამტკიცება დაგვიანდა, სახელმძღვანელოების შექმნის ისედაც ძალიან მოკლე ვადებმა კიდევ უფრო გადაიწია. რაკი სახელმძღვანელოებზე მუშაობის დრო ასეთი მოკლე იყო, სამინისტრომ ორ ეტაპად გაყო და ახლა მეორე ეტაპზე ვართ. გამოდის, რომ სახელმწიფოს ორჯერ უწევს თანხების გადახდა რეცეზენტებისთვის, ექსპერტებისთვის, ავტორებისთვის, ბეჭდვისთვის, და ა.შ. პირველი ეტაპი რომ დასრულდა და სახელმძღვანელოებმა გრიფი მიიღეს, პარალელურად ჩვენ მეორე ნაწილს ვწერდით. ახლა ისიც დასრულდა, ჩავაბარეთ და ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ – როდის მიენიჭებათ გრიფი, რადგან პირველი სემესტრის ბოლოს უკვე მზად უნდა იყოს, რათა ბავშვები წიგნების გარეშე არ დარჩნენ.

როგორც ავტორი, გეტყვით, რომ ზოგადად, დრო ძალიან მცირეა. ამისთვის 5 თვე კი არა, 1 წელიც არაა საკმარისი. მითუმეტეს, რომ საგნები განსხვავებული და სპეციფიკურია. თუ ქართულში ტექსტები დასაწერი არ არის, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკაში ყველაფერი შესაქმნელია. ჩემს საგნებში, ქართულად, ზოგჯერ მასალაც კი არ არსებობს. ამას ემატება ისიც, რომ გეოგრაფიას უამრავი ვიზუალური მასალის შექმნაც სჭირდება – რუკების, დიაგრამების, გრაფიკების, ცხრილების და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ დროს მოითხოვს. თანაც, მარტო ერთ წიგნს ხომ არ ვწერთ? მოსწავლის წიგნთან ერთად იწერება მოსწავლის რვეულიც და მასწავლებლის წიგნიც, რომელიც არანაკლებ შრომატევადია. წარმოიდგინეთ, რა ტიტანურ შრომაზეა საუბარი.

– რა სიტუაციაა დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების შემთხვევაში?

– დაწყებით საფეხურზე სიტუაცია ბევრად რთულია. ჩემს გულისტკივილს ბუნებისმცოდნეობის სახელმძღვანელოს ავტორის პოზიციიდან ვამბობ – ბუნებისმეტყველებაზე სტანდარტი და პროგრამა იცვლება, რადგან მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდა და შესაბამისად, ის სტანდარტის მოდიფიცირებას აკეთებენ, რაც დაწყებით საფეხურზე იყო. არადა, დაწყებითი საფეხურის და მათ შორის, ბუნების მოქმედი სტანდარტი, რომელთა მიხედვით სახელმძღვანელოები 2018 წელს შეიქმნა, სწორედ 2018-2024 წლების სტანდარტზე იყო დაფუძნებული. ჩემი ინფორმაციით, ავტორებს ახლა 4 წიგნის დაწერა მოგვიწევს, ოთხი კლასისთვის, თითოეულ საგანში. რეალურად კი, თითო წიგნში სამი წიგნი იგულისხმება – მოსწავლის წიგნი, რვეული და მასწავლებლის წიგნი. ანუ, გამოდის, რომ ერთი წლის განმავლობაში 12 წიგნი უნდა დავწეროთ. ახლა მე ვსვამ კითხვას – რაზე ვართ ორიენტირებული, რაოდენობასა და გეგმის შესრულებაზე თუ ხარისხზე? გეგულებათ სადმე გუნდი, რამდენ კაციანიც არ უნდა იყოს ის, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ამხელა საქმეს ხარისხიანად გააკეთებს? ამას ხომ უნდა რესურსების მოძიება, შეკრება, კოორდინირება, მწყობრში მოყვანა, ვიზუალური მასალის, კომპლექსური დავალებებისა და თემატური მატრიცების შექმნა. უამრავი რამაა და ასე მარტივად ხომ ვერ კეთდება? როგორ შეიძლება ეს ერთ წელიწადში მოესწროს?!

– წიგნის შედგენის გარდა, დრო ხომ სჭირდება მათ განხილვას, გრიფირებას, სკოლებში შეტანას და სხვა საორგანიზაციო საკითხებსაც. როგორ ჩაეტევა ეს ყველაფერი ერთ წელიწადში?

– სკოლაში შეტანამდე ძალიან ბევრი პროცედურაა. თან, საკმაოდ დიდ თანხებთან დაკავშირებული. გამოდის, რომ ძალიან მოკლე დროში უნდა მოხდეს ექსპერტების დაქირავება, განხილვა, რეცენზირება და ა.შ. ევროპის ქვეყნებში ერთ სახელმძღვანელოზე 2-3 წელი მუშაობენ არა მარტო ავტორები, არამედ დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და ა.შ. – მთელი გუნდი. რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოებიც ბევრად კარგი, საინტერესო და დახვეწილი გამოდის.

– რა არის გამოსავალი, თქვენი აზრით?

– ვფიქრობ, სახელმძღვანელოები ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს და დაინერგოს – ჯერ პირველი კლასის, მერე მეორე და ა.შ. ასე, ნელ-ნელა მივიდეთ ბოლომდე. სახელმწიფოც დაზოგავს ფულს, დანერგვის პროცესიც გამართლებული იქნება, ავტორებსაც გაუადვილდებათ და უფრო ხარისხიან სახელმძღვანელოებს შექმნიან. მოგებული დარჩება ავტორიც, სახელმწიფოც და რაც მთავარია – მოსწავლეც, რადგან მათზე ორიენტირებული, მათთვის შექმნილი წიგნები გვექნება. ასე უფრო შეეგუებიან ახალ სახელმძღვანელოებს და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მოთხოვნებს. წარმოიდგინეთ, მესამეკლასელი ბავშვისთვის, რომელმაც პირველი ორი წელი სხვა რამ გაიარა და უცებ სხვა სახელმძღვანელო მისდის, სხვა პარამეტრზე დაფუძნებული, სხვა მიდგომით, რა რთული იქნება. თანამიმდევრულობის გამო, მგონია, რომ უმჯობესია ეტაპობრივად წავიდეს პროცესი. სახელმძღვანელოების ოთხივე კლასში ერთდროულად და უცებ გამოცვლა მართებულად არ მიმაჩნია.

– როგორც თქვენი კოლეგები საუბრობენ, უკვე დამტკიცებული საგნის სტანდარტები ვერ უძლებს კრიტიკას და მათი ცვლილებებია საჭირო. ეთანხმებით თუ არა ამას და რა ტიპის ცვლილებებს ისურვებდით?

– სტანდარტები, რა თქმა უნდა, მუდმივ დახვეწასა და განახლებას საჭიროებს. ზოგიერთი სახელმძღვანელო 2012 წელსაა გამოშვებული და მას მერე საკმაოდ ბევრი რამ მოხდა. ეს ყველაფერი უნდა აისახოს, რათა მოსწავლე არ ჩამორჩეს მიმდინარე მოვლენებს.

გარკვეული საკითხები ცოტა რთული მგონია. მიმაჩნია, რომ ზედმეტად გადატვირთულია. დაწყებითი საფეხურის ბავშვებისთვის უფრო მარტივიც შეიძლებოდა ყოფილიყო. სტანდარტსა და პროგრამაში შეტანილი საკითხები ისე უნდა განისაზღვროს, რომ მართლაც აქტუალური და მნიშვნელოვანი იყოს. ბევრი ნიუანსია. ავტორს, პროგრამის გარდა, უამრავი რამის გათვალისწინება უხდება. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმძღვანელო იქმნება მოსწავლისთვის და არა მშობლის, ან მასწავლებლისთვის. ისე უნდა შეირჩეს საკითხები, ენა, დავალებები და ყველა დეტალი, რომ მოსწავლემ დაძლიოს.

თუკი სტანდარტის შეცვლის აუცილებლობა დადგა და იგი მესამე თაობის ესგ-ს მოერგო, ტრენინგები აუცილებელია. ვისურვებდი, რომ მეთოდური კუთხით სავალდებულო ტრენინგები ჩაეტარებინათ – რა არის მიზანი, რას მოელიან, რა დაკვეთა აქვთ, რა იგულისხმება, რისი დანახვა უნდათ და ა.შ. როცა ავტორმა არ იცის როგორია მოთხოვნა, ისე წერს, როგორც ხედავს და ესმის. ამიტომ, ინსტრუქტაჟი უფრო მკაფიო უნდა იყოს – თუ რა სურთ ამ სახელმძღვანელოებში ასახონ, გნებავთ შინაარსობრივად და გნებავთ მეთოდური კუთხით.

– ავტორთა ანაზღაურება მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად უნდა მოვიაზროთ? მისი სიმცირის გამო კარგ ავტორებს უქვეითდებათ მონაწილეობის მოტივაცია?

– ნამდვილად ასეა. სახელმძღვანელოს შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა. მასზე მთელი მომავალი თაობის განათლებაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, საზოგადოება ძალიან მარტივად აკრიტიკებს წიგნებს და მათ ავტორებს. ყველაფერი მათზე ტყდება. ამ ადამიანებმა, ალბათ, არ იციან, რომ ავტორი წარმოდგენილი სტანდარტისა და პროგრამის მიხედვით წერს. ის ვალდებულია სტანდარტში მოცემული თემატიკისა და გაწერილი საკითხების მიხედვით წეროს. არ შეუძლია ახალი მოიგონოს. კი, შეუძლია შეალამაზოს, გაამრავალფეროვნოს, მაგრამ იმ საკითხებს ვერ გასცდება. წიგნი არის სამინისტროს დაკვეთა, რომელიც ავტორმა გაამზადა და სკოლას მიაწოდა. ავტორს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომ ეს აკეთოს. ჩემი წინა წიგნები ბუნებაში ორ სხვა ადამიანთან თანაავტორობით შევქმენი. ახლა, როცა ვცდილობ პარტნიორი ვიპოვო და მასწავლებლებს, დარგის სპეციალისტებს ვთავაზობ, ძალიან ბევრისგან უარს ვიღებ. რომ ვუხსნი რა არის გასაკეთებელი და რა ვადებში, მპასუხობენ, რომ ამას ურჩევნიათ სკოლაში სწავლებით, რეპეტიტორობით დაკავდნენ. უფრო ნაკლებად შრომატევადიცაა და მეტად შემოსავლიანიც.

იმის რისკიც ხომ არის, რომ იშრომო, სახელმძღვანელო დაწერო, მაგრამ ვერ გავიდეს კონკურსში და შენი შრომა გაქრეს?! ყველაზე უკეთეს ვარიანტში, იმარჯვებ კონკურსში, მაგრამ ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, რამდენი სკოლა აგირჩევს. თითოეული არჩეული წიგნიდან ავტორს ძალიან მცირე პროცენტს აძლევენ. იმ პროცენტიდანაც გამომცემლობას მიაქვს თავისი წილი და რაც რჩება, იმას თავის კოლეგებთან ინაწილებს. ცალკე პრობლემებია სკოლების მერ სახელმძღვანელოების არჩევის პროცესშიც. აქ სხვადასხვა ხრიკები ერთვება – ნაცნობობა, მეგობრობა, გეუბნებიან, რომ შენი წიგნი ჩამონათვალში არ არის. მერე გიწევს სხვადასხვა ინსტანციის საშუალებით არკვიო. დირექტორისგან ისიც კი მომისმენია, რომ მასწავლებელმა ფაილი ვერ გახსნა. უამრავი თამაში მიდის ხოლმე. პრობლემებია ექსპერტების მიერ შეფასების პროცესშიც. ყველა თავისი ხედვით აფასებს. ექსპერტები ვერ ახერხებენ ყველა წიგნის წაკითხვას და შედარებას. დრო რომ მეტი იყოს, ესეც არ გახდებოდა პრობლემა, ქულების მოგროვებისა და გრიფირების გადალახვის პროცესში მეტი გარანტიები და ობიექტურობა იქნებოდა.

თუ ამ საქმეზე შეყვარებული არ ხარ, ამას არ დათანხმდები. ხშირად მიფიქრია – დავანებებ თავს, აღარ დავწერ, არ მიღირს ამდენ შრომად. იძულებულები ვართ ბევრგან ვიმუშაოთ, რათა დამატებითი შემოსავალი გვქონდეს. ეს ყველას არ შეუძლია. ისეთი ხალხი, ვინც ამას ენთუზიაზმით, ფაქტობრივად, ალტრუისტულად აკეთებს, ცოტაა. ანაზღაურება სახელმძღვანელოს შექმნისა და კარგი ავტორი მოზიდვის ყველაზე ნაკლები მოტივატორია.

ყველა ის ფაქტორი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ – ვადების სიმცირე, კონკურსების გამოცხადების დაგვიანება, სამუშაოს მასშტაბი, ანაზღაურების სიმცირე, სტანდარტებში ცვლილებების ჯერ-ჯერობით არარსებობა ქმნის იმის საშიშროებას, რომ უხარისხო სახელმძღვანელოები მივიღოთ?

ამის თქმა გამიჭირდება, რადგან მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ ძალიან ბევრს ვცდილობთ, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე, როგორც ბუნების სახელმძღვანელოს პოტენციურ ავტორს თუ ერთ წელიწადში ოთხი წიგნის დაწერა მომთხოვეს, პირველ რიგში, დავფიქრდები მიღირს, თუ არა ერთი წლის განმავლობაში სტრესში, ყველაფერზე უარის თქმის პირობებში ცხოვრება. კიდევ იმეორებ, რომ ეს, რეალურად, 12 წიგნს ნიშნავს და ამდენი წიგნის ასეთ ვადებში დაწერა, ელემენტარულად, ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს, ამდენი ღამის თევა შეუძლებელია. ამიტომ, ჯერ ვიფიქრებ შევეჭიდო თუ არა. თუ გადავწყვიტე, რომ შევეჭიდო, მაქსიმალურად ვეცდები ხარისხიანი იყოს, მაგრამ არ ვიცი, ამ ვადებში ჩემი ამ მცდელობის განხორციელება რამდენად მოხერხდება, რადგან ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. აქ უამრავი ადამიანი მონაწილეობს თავისი შრომით. სკოლის სახელმძღვანელო სულ სხვა სირთულისაა და სხვა პასუხისმგებლობას მოითხოვს. მოსწავლე რომ დაჯდება და წიგნს გადაშლის, სწავლის სურვილი არ უნდა დაეკარგოს. მინდა ასეთი წიგნები ჰქონდეთ ბავშვებს – მათთვის მისაღები და საინტერესო. ამიტომ ვერ ველევი ამ საქმეს.

გაეცა თუ არა სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვებს პასუხი ამ ერთი ინტერვიუთიც, ამის განსჯა მკითხველისთვის მიგვინდია.

ასევე იხილეთ:

რა პრობლემები რჩება სასკოლო სახელმძღვანელოების დამტკიცების პროცესში და რას არ აკეთებს სამინისტრო

განათლების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების არსებითი ნაკლოვანება

„გახანგრძლივდეს სასწავლო პროცესი და სკოლაში გატარებული დრო 3-4 საათამდე“ – რა გველის, თუ პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს ვერ დავძლევთ

The post „რაზე ვართ ორიენტირებული, რაოდენობასა და გეგმის შესრულებაზე თუ ხარისხზე?“ – სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი გრიფირების პროცესის პრობლემებზე საუბრობს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14540 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>