Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14601 articles
Browse latest View live

გამოცდების ცენტრმა გააგრძელე სწავლა საქართველოში 2022-ის შედეგები და მინიმალური ქულა გამოაქვეყნა

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც დღეს, 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შედეგების ნახვა შესაძლებელია პირადი ნომრითა და იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც ტესტირების დღეს გადაეცა აპლიკანტს.

შ ე დ ე გ ე ბ ი

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას.

შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან (2022 წლის 1 ნოემბრიდან) ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64).

The post გამოცდების ცენტრმა გააგრძელე სწავლა საქართველოში 2022-ის შედეგები და მინიმალური ქულა გამოაქვეყნა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


SANGU-ში მედალოსანი სტუდენტები დააჯილდოვეს

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს სწავლის დასრულების შემდეგ ოქროსა და ვერცხლის მედალს გადასცემს. SANGU-ში ჩარიცხულ მედალოსან სტუდენტებს კი, წახალისების მიზნით, უნივერსიტეტი ფასიან საჩუქრებს გადასცემს.

31 ოქტომბერს გაიმართა მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოება, სადაც საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პაპუნა გურულმა და ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა 10 მედალოსან სტუდენტს საჩუქრები გადასცეს.

ოქროს მედალოსან სტუდენტებს საჩუქრად ლეპტოპი, ვერცხლის მედალოსანს კი პლანშეტები გადაეცათ.

ისინი ემოციებს გვიზიარებენ:

ელენე ხაჭაპურიძე: როდესაც SANGU-ში ჩავაბარე, არ ვიცოდი ამ სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ, ძალიან გახარებული ვარ, რადგან ის შრომა რაც სკოლის ასაკში დამიფასდა, უნივერსიტეტმაც წაახალისა. SANGU-მ მომცა დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ ვისწავლო კარგად.

ირაკლი სარალიძე: ძალიან მოულოდნელი იყო ასეთი საჩუქარი უნივერსიტეტისგან, დიდ მადლობას ვუხდი მათ იმ სტიმულისთვის რაც ამ საჩუქრის მიღების შემდეგ მომეცა.

მიშა გაჩეჩილაძე: სწავლის გასაგრძელებლად SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა პირველ ნომრად ავირჩიე. ლეპტოპის შესახებ არაფერი ვიცოდი, როცა დამიკავშირდნენ და მითხრეს, ძალიან გამიხარდა. დიდი მადლობა მათ ამ საჩუქრისთვის.

ლიზა ბლიაძე: ამ სასიხარულო საჩუქრის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგე და ძალიან გამიხარდა. კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი ვარ, პროფესიიდან გამომდინარე საჭირო ნივთია, შესაბამისად ძალიან გამომადგება როგორც პროფესიულ, ისე პირად საქმიანობაში.

ნიკოლოზ ტყეშელაშვილ: ამ არაჩვეულებრივი საჩუქრის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგე, ძალიან ემოციური იყო, დიდი მადლობა SANGU-ს ასეთი წახალისებისთვის.
SANGU ამაყობს გამორჩეული სტუდენტებით და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.

The post SANGU-ში მედალოსანი სტუდენტები დააჯილდოვეს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

რა ფუნქციებს დამატება სურთ პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში და რა არის „დროის ფუჭი ხარჯვა“

$
0
0

განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2021-2022 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლები ელექტრონულ ჟურნალს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, EMIS-ის მიერ შეიქნილ ახალ პლატფორმაზე – onlineschool.emis.ge აწარმოებენ. ელექტრონულ ჟურნალს, რომლის გამოყენების ვალდებულებაც დღეს საჯარო სკოლებს აქვთ, ფართო სპექტრის მომხმარებლები ჰყავს მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სახით.

Facebook ჯგუფებსა და პირად საუბრებში პედაგოგები EMIS-ის მიერ შემოთავაზებული ჟურნალის ხარვეზებს ხშირად მიმოიხილავენ. მათი თქმით, უმჯობესია, ჟურნალი მრავალფუნქციური იყოს, რაც პედაგოგების სამუშაო დროს დაზოგავს, პროცესს კი გაამარტივებს.

EDU.ARIS.GE შეეცადა, გაერკვია ელექტონული ჟურნალის რომელი ფუნქციებით არიან კმაყოფილი პედაგოგები და რომელი ფუნქციების დამატებას ან შეცვლას ისურვებდნენ. EMIS-ის წარმომადგენელთან დაკავშირების შემდეგ კი პასუხი მივიღეთ კითხვებზე: დაემატა თუ არა ელექტრონულ ჟურნალს ახალი ფუნქციები და განახლდა თუ არა ძველი.

იზა შათირიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგია. ელექტრონული ჟურნალის ყველა ფუნქციას აქტიურად იყენებს, თუმცა ამბობს, რომ არის ფუნქციები, რომელთა დამატებასაც ისურვებდა. გარდა ამისა ის ფიქრობს, რომ უკვე არსებული ფუნქციებიდან ბევრი გასაახლებელია.

„ელექტრონული ჟურნალის ყველა ფუნქციას აქტიურადვიყენებ, განსაკუთრებით კი მოსწავლის ბარათს. ამ ფუნქციით მოსწავლის სხვა წლის შეფასებების ნახვაა შესაძლებელი და ის განსაკუთრებით მოსახერხებელია თუ საგანს სხვა მასწავლებელი ასწავლიდა, ან მოსწავლემ სკოლა შეიცვალა. თუმცა არის ბევრი ფუნქცია, რომელიც დასამატებელი და განსაახლებელია. კარგი იქნება, თუ ჟურნალს დაემატება ფუნქცია, როცა შეფასების ნახვა შესაძლებელი იქნება ისე, როგორც მატერიალური ფორმის ჟურნალში (მიმდინარე და განვლილი პერიოდის). ეს საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ, თუ რომელი მოსწავლე შეფასდა წინა გაკვეთილებზე და რომელი მოსწავლის შეფასებაა საჭირო (რათა არ მოხდეს რომელიმე მოსწავლის შეფასების გარეშე დარჩენა). შეუძლებელია, მასწავლებელს ახსოვდეს, რომელი მოსწავლეები შეაფასა წინა გაკევთილებზე“, – გვითხრა იზა შათირიშვილმა.

პედაგოგი მიიჩნევს, რომ ასევე კარგი იქნება, შეფასების ფანჯრები პერიოდულად ავტომატურად იხსნებოდეს, თვის ან სემესტრის ბოლოს. ეს სურვილი კი იმით არის გამოწვეული, რომ როგორც მასწავლებელი გვიყვება, თითოეული ცვლილების განხორციელებაზე მასწავლებლებს დირექტორთან მოთხოვნის გაგზავნა სჭირდებათ, პროცედურები კი „დროის ფუჭი ხარჯვა“.

„ვფიქრობ, სასურველი იქნება, კალსის „დეტალური რეპორტის“ ექსელის ფორმის შეცვლაც. მიმდინარეში, სიაში ერთი მოსწავლე იმდენჯერ მეორდება, რამდენი შეფასებაც აქვს. რაც ძალიან არაპრაქტიკულია. უმჯობესი იქნებოდა, მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ ჩანდეს თარიღები და შესაბამისი შეფასებები მატერიალურის მსგავსად, ან როგორ ფორმასაც იყენებდა წინამორბედი ელექტრონული ჟურნალი. კიდევ, სასურველი იქნება, მოსწავლის მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასების დაწერის დროს, არ იყოს საჭირო ცალ-ცალკე შეფასების სახეობის მითითება და შემდეგ შეფასების ჩაწერა. უკეთესი იქნებოდა, მოსწავლეთა სახელისა და გვარის გასწვრის ჩანდეს ბადე, სადაც პირდაპირ ჩაიწერება დამოუკიდებელი/საკლასო შეფასება შესაბამის გრაფაში“, – გვიხსნის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგი.

მისი თქმით, თუ აღნიშნული ფუნქციების დამატება ან განახლება მოხდება, ქალბატონ იზას და მის კოლეგებს უფრო მეტად გაუმარტივდებათ პროფესიული საქმიანობა და სამუშაო დროსაც საგრძნობლად დაზოგავენ:

„აღნიშნული ფუნქციონალის შეცვლა გაამარტივებს საქმეს და დროს დამიზოგავს ელექტრონულ ჟურნალთან მუშაობის პერიოდში. მსგავსი აზრი ხშირად მომისმენია ჩემი კოლეგებისგანაც და ნამდვილად ვიზიარებ მათ პოზიციასაც, აქვე მინდა დავამატო, რომ ელექტრონული ჟურნალი წლიდან წლამდე უფრო იხვეწება, ემატება ახალი ფუნქციებიც და მაქვს მოლოდინი, რომ მომავალი წლისთვის ჩვენთვის სასურველ სიახლეებს შემოგვთავაზებენ“.

მათემატიკის მასწავლებელი თბილისის 182-ე საჯარო სკოლიდან, ხათუნა ქათამაძე, აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ მოსწავლის ნიშნები ერთ გვერდზე გამოჩნდება, როგორც ეს ქაღალდის ჟურნალშია და რედაქტირებისთვის პედაგოგებს უფრო მეტი დრო მიეცემათ, რადგან ჟურნალი ხარვეზებით მუშაობს და ზოგჯერ მასწავლებლები სისტემაში შესვლას საერთოდ ვერ ახერხებენ.

„ვფიქრობ, ელექტრონულ ჟურნალს ქაღალდის ჟურნალისგან განსხავებით, ძალიან რთული სტრუქტურა აქვს. მაგალითად, სხვადასხვა გვერდზეა წარმოდგენილი მოსწავლის ნიშნები, აქვე დაგიკონკრეტებთ რას ვგულისხმობ: ნიშნის წერისას არის საკლასო და დამოუკიდებელი ნიშნის ველი, შემაჯამებლის არ არის. როცა შემაჯამებელი იგეგმება, ეს წინასწარ უნდა ჩანიშნო, რომ სათანადო ველი გამოჩნდეს. ცალკე ველად არ არის გამოყოფილი, ისევე როგორც სხვები. გაშლილი გვერდი რომ იყოს, როგორც ქაღალდის ჟურნალშია ისე, ბავშვის ყველა ნიშანი გამოჩნდებოდა. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ზოგს მეტჯერ არ მოუწიოს გამოძახება, ან ბავშვი საერთოდ არ დარჩეს შეუფასებელი“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან ხათუნა ქათამაძე.

პედაგოგი იმ ვითარებას გვიხსნის, როცა სისტემა ნაკლებ დროს აძლევს ჟურნალში სამუშაოდ, რაც მისი განცხადებით, უსამართლობაა, რადგან არის შემთხვევები, როცა სისტემაში შევლა საერთოდ შეუძლებელია.

„სისტემა თვითონ ითვლის საშუალო ქულას, ასევე გაცდენების რაოდენობას, განმავითარებელი შეფასების, ქულის შეტანასთან ერთად, შესაძლებელია განმავითარებელი შედეგის ატვირთვაც, მშობელთან და დამრიგებელთან კომუნიკაციაც. მშობლებს ასევე მისდით ინფორმაცია მოსწავლის გაცდენების რაოდენობაზე და თვალს ადევნებენ. პედაგოგებისთვის ყველაზე არაკომფორტული არის შემთხვევები და არც თუ ისე მცირე, როცა ჟურნალში შესვლას საერთოდ ვერ ვახერხებთ ან ვახერხებთ, მაგრამ ჟურნალი ხარვეზით მუშაობს. ასეთ დროს კი სისტემა ნაკლებ დროს გვაძლევს ჟურნალში სამუშაოდ.

„მაგალითად თუკი პედაგოგი შეფასებისა და დასწრების ველის შევსების დროს შეცდომას დაუშვებს, პროგრამა შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას გაკვეთილის ჩატარებიდან 8 დღის მანძილზე აძლევს, ერთი შეხედვით ეს დიდი დრო ჩანს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგჯერ სისტემაში ვერ შევდივართ, რადგან არ მუშაობს და ან გადატვირთულია და ხარვეზით მუშაობს, კორექტირების ვადაც მცირდება და ალბათ, ყველა პედაგოგი დამეთანხმება, რომ ეს უსამართლობაა და ასეთ დროს აუცილებელია, მეტი დრო მოგვეცეს“, – განმარტავს მათემატიკის მასწავლებელი.

EDU.ARIS.GE განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, დაემატა თუ არა 2022-2023 სასწავლო წლიდან ელექტრონულ ჟურნალს ახალი ფუნქციები, ან შეიცვალა თუ არა ძველი. როგორც EMIS-ში განგვიმარტეს, ჟურნალს ახალი ფუნქციები არ დამატებია, არსებული ფუნქციები კი ელექტრონული ჟურნალში მუდმივად ვითარდება და განიცდის პროგრამულ განახლებას.

„ამ ეტაპზე, ელექტრონულ ჟურნალს ახალი ფუნქციები არ დამატებია, ყველაფერი კვლავ ისევ უცვლელად რჩება. რაც შეეხება უკვე არსებულ ფუნქციებს, იხვეწება და განიცდის პროგრამულ განახლებას“, – უპასუხეს EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 31 ოქტომბერს.

ასევე იხილეთ:

ყოველდღიური კომუნიკაცია მოსწავლის მშობელთან – დამრიგებლების გაზრდილი მოვალეობები და გამოცდილი კადრების დაკარგვის მოლოდინი პედაგოგებში

„გაიზარდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირდაპირი დაფინანსების შესაძლებლობები“

მოამზადა მზეო შველიძემ

The post რა ფუნქციებს დამატება სურთ პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში და რა არის „დროის ფუჭი ხარჯვა“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

მათემატიკა –დაწყებითი საფეხურის გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტმა მოამზადა გზამკვლევები საგნების მიხედვით მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ.

როგორც ავტორები განმარტავენ, გზამკვლევი განკუთვნილია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის. ის დახმარებას გაუწევს მათემატიკის მასწავლებლებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში.

აქცენტი კეთდება ოთხ ძირითად საკითხზე: რა მიზნით ვასწავლით მათემატიკას (სწავლა-სწავლების მიზნები), რა რესურსებზე დაყრდნობით ვასწავლით (საკითხები, სასწავლო რესურსები), სწავლების რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებთ (როგორ ვასწავლით) და როგორ ვაფასებთ მოსწავლის მიღწევებს (შეფასება)?

დოკუმენტში მოცემულია დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საგნის სტანდარტის შესახებ ინფორმაცია, თემატური მატრიცის ნიმუში, მოსწავლის შეფასების მოდელები და არაერთი სხვა ინფორმაცია.

დაწყებითი საფეხურის გზამკვლევი მათემატიკაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

დოკუმენტში მოცემულია პრინციპები, რომლებსაც უნდა ეუძნებოდეს სწავლა-სწავლების პროცესი.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოთხოვნები მეთოდოლოგიურ ორიენტირებთან დაკავშირებით
ჩამოყალიბებულია 5 საგანმანათლებლო პრინციპის სახით:

  1. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას;
  2. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით;
  3. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას;
  4. სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის
    სწავლას);
  5. სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს,
    პროცედურულსა და პირობისეულს.

ამ პრინციპების სასწავლო პროცესში რეალიზებისთვის კი გამოყენებულ უნდა იქნეს კომპლექსური (პროექტული, ავთენტური კონტექსტის, კვლევაზე ან/და პრობლემაზე დაფუძნებული) დავალებები

ასევე იხილეთ:

ქართული ენა და ლიტერატურა – გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმისთვის კლასების მიხედვით

ინგლისური, ფრანგული და რუსული – გზამკვლევები მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმისთვის კლასების მიხედვით

The post მათემატიკა – დაწყებითი საფეხურის გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

“ევროპის უნივერსიტეტის”მხარდაჭერით პროფესორ ლევან მახაშვილის წიგნი “ევროკავშირის ინსტიტუტები” გამოიცა

$
0
0

“ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით და ასოცირებული პროფესორის ლევან მახაშვილის ავტორობით წიგნი “ევროკავშირის ინსტიტუტები” გამოიცა.

წიგნში ავტორი ევროკავშირის ყველა ძირითადი ინსტიტუტის ჩამოყალიბების ისტორიას, სტრუქტურას, ფუნქციებს და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს განიხილავს. კერძოდ, “ევროკავშირის ინსტიტუტები” მოიცავს შემდეგ თავებს: ევროპული საბჭო, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები და სპეციალიზებული სააგენტოები, ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის ურთიერთობები და გადაწყვეტილების მიღება, ევროპული ინტეგრაციის და მმართველობის თეორიები.

წიგნი ეყრდნობა როგორც თანამედროვე აკადემიურ და ოფიციალურ წყაროებს, ისე ავტორის პირად პროფესიულ გამოცდილებას და დაკვირვებებს.

“ევროკავშირის ინსტიტუტები” განკუთვნილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური საქმიანობისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების აქტივობებისთვის.

წიგნი “ევროკავშირის ინსტიტუტები” შემუშავებულია ერასმუს პლიუსის ჟან მონეს მოდულის – “ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი“ (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) ფარგლებში. მოდულს ახორციელებს “ევროპის უნივერსიტეტი”.

The post “ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით პროფესორ ლევან მახაშვილის წიგნი “ევროკავშირის ინსტიტუტები” გამოიცა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

SANGU კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს

$
0
0

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთად (NKU) შექმნა ინოვაციური, ხარისხიანი განათლებისა და მომავლის პროფესიის მიღების ახალი ექსკლუზიური შესაძლებლობა.

ეს არის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი, საერთაშორისო, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი ხარისხის დიპლომი.

წელს, SANGU კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკულ სამაგისტრო პროგრამაზე 30 მსურველს სწავლას სრულად დაუფინანსებს.

3 ნოემბერს, 15:00 საათზე SANGU-ს -ს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება აღნიშნული პროგრამის საზეიმო პრეზენტაცია.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს მთავრობის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების, დიპლომატიური კორპუსის და საბანკო სექტორის წარმომადგენლები.

საკონტაქტო პირი:
საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი: დავით გორგიაშვილი

ტელ.: 555 503883
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა; თბილისი.

The post SANGU კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

რა შეიძლება იყოს პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში –ექსპერტი პროექტულ სწავლებაზე

$
0
0

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ექსპერტი და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სპეციალისტი, ბუბა ოჩიაური, იმ მაგალითებზე საუბრობს, რომელიც საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან, სახვითი და გამოყენებუთი ხელოვნების საგანში პროექტის მომზადების დროს მასწავლებლებს დაეხმარებათ.

როგორც ცნობილია, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საშუალო საფეხურს – X, XI და XII კლასებს, დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში და სამოქალაქო განათლებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი კომპლექსურ დავალებას არ დაემსგავსოს“ – რა უნდა ვიცოდეთ პროექტულ სწავლებაზე სამოქალაქო განათლებაში

როგორ შევქმნათ ან ვიმუშაოთ პროექტზე მუსიკაში, რომლის მომზადებაც X, XI და XII კლასებში სავალდებულოა

ბუბა ოჩიაურის თქმით, ხელოვნება მხოლოდ არჩევითი სახით იყო წარმოდგენილი საშუალო საფეხურზე და ახლა გვაქვს სავალდებულო პროექტების ფორმით მეათე/მეთერთმეტე კლასში და უნდა განხორციელდეს სულ ორი პროექტი.

„თითო პროექტის ხანგრძლივობა ერთი სემესტრია და ის სავალდებულოა. რესურსებისთვის უკვე არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოც და მასწავლებლებს არ უნდა გაუჭირდეთ. ფაქტობრივად, პროექტები შეგვიძლია განვიხილოთ როგორც კომპლექსური დავალების პრინციპით შედგენილი სასწავლო ერთეული, რომელიც უფრო დიდ ბიჯს გულისხმობს. რაც ნიშნავს, რომ წინა წლებში შეძენილი ცოდნა ჯამდება და სხვა რაკურსაა და კონტექსტში შეუძლია, რომ განიხილოს მოსწავლემ უკვე საშუალო საფეხურზე. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს იყოს ინტეგრირებული სხვა საგნებთან. რადგან ამ საფეხურზე მოსწავლემ უნდა გააკეთოს ბმები სხვა საგნებთან და ზოგადად, სამყაროში მიმდინარე პროცესებთან კიდევ უფრო ჩაღრმავებულად. პრინციპი არის შეძენილი ცოდნის შეჯამება და ახალ რეალობაში გადატანა“, – ამბობს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის მიერ მომზადებულ და 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვიდეოინტერვიუში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ექსპერტი.

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პროექტების გავლის შემდეგ, შესაძლოა, მოსწავლეებმა სულ სხვა თვალით დაინახონ საკუთარი მომავალი და პროფესია. ის, თუ რა გზას დაადგებიან ცხოვრებაში და ტვლის, რომ სხვა საგნებთან ინტეგრაციაც, შესაძლოა, პროექტებში ბევრად უფრო ღრმად დავინახოთ.

პროექტის მაგალითი და სხვა საგნებთან ინტეგრაცია

„მაგალითის სახით განვიხილოთ კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პროექტი არის საქართველოს რომელიმე კუთხის ან კონკრეტული რეგიონის კულტურის კვლევა. საქართველო ძალიან მდიდარია თავისი კულტურული თვალსაზრისით და ეს პროექტი თავისუფლად განხორციელდება. ამ პროექტში იგულისხმება, რომ მოსწავლემ უნდა გამოიკვლიოს,  ჩაატაროს კვლევა იქ არსებულ ძეგლებზე, სახვითი ხელოვნების ნებისმიერი დარგის ნიმუში იგულისხმება. როგორ შეიძლება შემოვიდეს ამ პროექტში სხვა საგნები: მაგალითად, მუსიკამ შეიძლება, თავისი კუთხით ჩაატაროს კვლევა ფოლკლორზე, ქართულმა ენამ და ლიტერატურამ ჩაატაროს ეთნოგრაფიული კუთხით კვლევა. ისტორია შემოდის ძალიან საინტერესო კუთხით, რადგან არ არსებობს არცერთი მონაკვეთი, რომელიც ისტორიის ჭრილში არ შეგვიძლია განვიხილოთ. ასევე გეოგრაფიაც, ადგილმდებარეობა, რომელსაც იკვლევს, შეუძლია, გეოგრაფიულ ჭრილში განიხილოს. შესაძლებელია, ამ პროექტს ტურისტული ბუკლეტის სახეც მიეცეს და უცხო ენები ამ სახით შემოვიდეს. სპორტი შეიძლება შემოვიდეს როგორც ტურისტული მარშუტი სპორტული კუთხით“, – აცხადებს ბუბა ოჩიაური.

ასეთი ტიპის პროექტები მხოლოდ სასკოლო სივრცეში ჩაკეტვას არ გულისხმობს და ითვალისწინებს გასვლით აქტივობებს სხვადასხვა ხელოვნების ძეგლებისა თუ სივრცის მონახულების მიზნით. შესაძლებელია ინტერვიუების შეგროვება, ლაშქრობები და სხვა გასვლითი აქტივობების ორგანიზება, რაც მოსწავლისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა.

როგორც სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ექსპერტი და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სპეციალისტი განმარტავს, პროექტზე მუშაობას გაკვეთილის ფორმა არ აქვს და ცხრლიში გაწერილი არ არის. მასზე სამუშაოდ კვირაში ერთი საათია მოსაზრებული, რაც მასწავლებელთან ან მასწავლებლებთან შეხვედრებს გულისხმობს.

„აქ არის კონსულტაციები, მიმდინარე იდეეებისა თუ საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ასევე მიმდინარე საქმიანობის კორექტირება“, – აღნიშნა ბუბა ოჩიაურმა.

მისივე თქმით, პროექტი შეიძლება იყოს დღეს არსებულ პრობლემებზე ხელოვნების გზით რეაგირებაც. პრობლემების განზოგადება შესაძლებელია როგორც პირად, ისე თემისა თუ სამყაროს ჭრილში:

„ნებიემიერ თანამედროვე ხელოვნებაში აქცენტი დღეს სწორედ თვითგამოხატვაზე კეთდება. იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნების გზით საკუთარი თავი გამოვხატო და თუნდაც კომუნიკაცია დავამყარო სამყაროსთან, როგორ წარმოვიდგინო ჩემი თავი სამყაროს ნაწილად და როგორ შეიძლება, რომ მე ვიყო სამყაროსთვის სასარგებლო“.

ასევე იხილეთ:

X, XI და XII კლასის მოსწავლეებს სამ საგანში პროექტების განხორციელების ვალდებულება აქვთ – როგორია პროცესი და ეტაპები

The post რა შეიძლება იყოს პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში – ექსპერტი პროექტულ სწავლებაზე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გახდი ალტე უნივერსიტეტის „აბიტურიენტების კლუბის“ წევრი!

$
0
0

5 ნოემბერს, შაბათს, 13:00 სთ-ზე, ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტების კლუბის გახსნაზე გიწვევთ.

აბიტურიენტო, შენს რთულ გრაფიკზე ვიცით, ისიც ვიცით, რომ უკვე დაიღალე და განტვირთვა და თანამოაზრეებთან ურთიერთობა გჭირდება, სწორედ ამიტომ, გელოდებით ჩვენთან, ალტე უნივერსიტეტში (უნივერსიტეტის ქ. #2), შენც გახდი აბიტურიენტების კლუბის წევრი.

აბიტურიენტების კლუბი “ალტე უნივერსიტეტის” ბაზაზე შეიქმნა. იგი აერთიანებს აბიტურიენტებს მთელი საქართველოდან, ეხმარება მათ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარებასა და სტრესთან გამკლავებაში.

რა გელოდებათ აბიტურიენტების კლუბში?

  • პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები;
  • ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ვორქშოფები;
  • იმიტირებული გამოცდები;
  • პერსონალური კონსულტანტის სერვისი;
  • სტრესის მართვის ტრენინგები;
  • ინტელექტუალური თამაშები;
  • შემეცნებითი პროექტები;
  • საგანმანათლებლო კონკურსები;
  • ბანაკები.

გაიარე რეგისტრაცია და დაესწარი აბიტურიენტების კლუბის გახსნას!
შემოგვიერთდი აბიტურიენტების კლუბის FB ჯგუფში.

The post გახდი ალტე უნივერსიტეტის „აბიტურიენტების კლუბის“ წევრი! first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


გრუნიში გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე აღინიშნა

$
0
0

28 ოქტომბერს გრუნიში საზეიმოდ აღინიშნა გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე. ტრადიციისამებრ, სტუდენტებმა დილით ყვავილებით შეამკეს დიდი მწერლისა და მოაზროვნის ბიუსტი, შემდეგ კი ეწვივნენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს და ანდერძის თანახმად, პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

წლევანდელი წელი სხვამხრივაც გამორჩეულია უნივერსიტეტისათვის, წელს ის დაარსების 30 და პირველ კურსდამთავრებულთა 25 წლისთავს აღნიშნავს, ამიტომ საზეიმო ცერემონიას ის ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც უნივერსიტეტის სათავეებთან იდგნენ და მის წარმატებას ქმნიდნენ.

გრიგოლ რობაქიძის ბიუსტთან შეკრებილებმა გაიხსენეს 26 წლის წინ პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გადაწყვეტილება „ალმა მატერისათვის“ ეწოდებინათ გრიგოლ რობაქიძის სახელი, როგორც თავისუფალი აზრისა და პროგრესის სიმბოლო და კიდევ ერთხელ მოისმინეს გრიგოლ რობაქიძის მეტად ამაღელვებელი მიმართვა ახალგაზრდებისადმი!

საზეიმო ცერემონიის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ განათლებასა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის გრიგოლ რობაქიძის საიუბილეო მედლით – „ალმა მატერის რჩეული“, დააჯილდოვა ღვაწლმოსილი თანამშრომლები: იზოლდა (დოდო) ადეიშვილი, მზია გოშაძე, გულნარა გურაშვილი, ეკა ბატიაშვილი, ნანა ყუბანეიშვილი, ზაირა მესხი, მაია გოგიაშვილი, მანანა რუსიეშვილი, ტრევორ კარტლიჯი.

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს წლების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და იმ უშუალო, მეგობრული დამოკიდებულებისათვის, რომელიც ქმნის გრუნის წარმატების ისტორიას და ყოველთვის გამოარჩევს მას სხვათა შორის!

The post გრუნიში გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე აღინიშნა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ძალებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების გაცნობა გრძელდება

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექცია/პრეზენტაციის ფარგლებში იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის იუნკერებისა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების გაცნობა გრძელდება.

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს აკადემიაში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ვიტალი ცხადაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი იმყოფებოდნენ. სტუმრებს აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ უმასპინძლა.

მოწვეულმა სტუმრებმა, მომავალ ოფიცრებს, თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, სადაც მომავალმა ოფიცრებმა, მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

The post თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ძალებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების გაცნობა გრძელდება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„გამოცდის შედეგით შეფასდეს პედაგოგი და მიენიჭოს სტატუსი“ –მასწავლებლის სქემაში ცვლილებები სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება

$
0
0

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები, დიდი ალბათობით, 2022 წლის ბოლომდე განხირციელდება. როგორც EDU.ARIS.GE-მ 1-ელ ნოემბერს გაარკვია, ვინაიდან ცვლილებების შესახებ ინფორმაცია სკოლებს უკვე გადაგზავნილი აქვთ, მომდევნო ეტაპი მათთან კომუნიკაცია და კომენტარების გაზიარება იქნება, თუმცა განსაკუთრებულ ცვლილებას უკვე შემუშავებულ დოკუმენტში არ ელოდებიან.

შეფასების რა პროცესი უნდა გაიაროს მასწავლებელმა სტატუსის ასამაღლებლად – რა წერია სკოლებისთვის გაგზავნილ დოკუმენტში

ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება, რომელიც სქემაში მასწავლებლისთვის მაღალი სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო პრაქტიკულ ნაწილს ეხება, გარე დაკვირვების სრულად მოხსნას და სავალდებულო კვლევის მომზადების შეცვლილი სახით მოწოდებას უკავშირდება. კვლევის აქამდე არსებული სახით წარმოდგენა, რომელიც ლიტერატურის მიმოხილვასაც ითვალისწინებდა აღარ არის საჭირო. ამან პედაგოგებში კმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მათი უმრავლესობა, როგორც აღმოჩნდა, სტატუსით გამოცდით ცვლილების მომხრეა და არ ეთანხმება დამატებითი სავალდებულო აქტივობების არსებობას. თვლიან, რომ გამოცდა სქემაში წინსვლისთვის „სავსებით საკმარისია“.

„გამოცდის შედეგით შეფასდეს პედაგოგი და მიენიჭოს სტატუსი, ხოლო პორტფოლიოს წარმოების კულტურა ნელ-ნელა დაინერგოს სკოლებში. არც ისე ულხინთ პედაგოგებს, ზოგს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობაც არ აქვს. იმისთვის, რომ ცხოვრების ელემენტარულ მოთხოვნებს გავუმკლავდეთ, დღე და ღამე გვიწევს შრომა. სკოლაში, დღის განმავლობაში, უამრავ საგანმანათლებლო და მადლიან ქმედებებს ვახორციელებთ, ყველაფრის ატვირთვა, დაფიქსირება, ზედმეტად მიმაჩნია. უპრიანი იქნება, გამოცდით მოხდეს სტატუსის ამაღლება“, – ასეთი პოზიცია დააფიქსირა ერთ-ერთმა პედაგოგმა მასწავლებლების ჯგუფში, რომელსაც არაერთი კოლეგა დაეთანხმა და მსგავსი მოთხოვნა დააყენა.

– „აღარ გვინდა ამდენი ქაღალდომანიის ატვირთვები.დიდ დროს საჭიროებს.მხოლოდ გამოცდით მოგვენიჭოს სტატუსი.თუ მხოლოდ პორტფოლიოთი შეიძლება სტატუსის ცვლილება,რატომ არ შეიძლება გამოცდითაც მოხდეს?“;

– „არ შეიძლება, ასე უცებ და დაგეგმილად ყველაფერი მოასწროს ერთმა პედაგოგმა. თან აქტივობებით დაიხუნძლოს, თან შესაბამისი რესურსი მოიძიოს, თან აუდიო-ვიდეო გადაღებები აწარმოოს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თან აქტივობის შესაბამისი დოკუმენტაცია აწარმოოს, აკეთოს, შექმნას, კრიბოს, ტვირთოს… ნუთუ გამოცდის ჩაბარება, მრავალფეროვანი გაკვეთილები სხვადასხვა კლასებში, მოსწავლეებისა და კოლეგების უკუკავშირი და განუწყვეტელი ფიქრი საკლასო გარემოზე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მასწავლებელს შესაბამისი სტატუსი მიენიჭოს……“

– „მე შევცვლიდი იმას, რომ ერთი წელი აღარ დაეკარგა პედაგოგს აქტივობების განხორციელებაზე და მაგალითად, თუ ჩააბარა 2023 წლის ზაფხულში გამოცდა და 2022-2023 სასწავლო წელს უკვე გაამზადა პორტფოლიო, ეგ ატვირთოს და 2023 წელსვე მიენიჭოს სტატუსი, წელი რაღატომ უნდა დაკარგოს?“

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, სქემაში შესული ცვლილებების დამტკიცებამდეც შესაძლებელია, რომ წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდაჩაბარებულმა მასწავლებლებმა სტატუსის ცვლილებისთვის შემუშავებული აქტივობების შესრულება უკვე დაიწყონ და ეს ნაწილი პედაგოგების შემთხვევაში ასეც არის. უახლოეს პერიოდში კი eschool-ის სისტემაში გაჩნდება ღილაკი, სადაც პედაგოგები უკვე მომზადებულ დოკუმენტაციას ატვირთავენ, ცვლილებების ძალაში შესვლას კი ახალ წლამდე უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ სკოლებს განახლებული სქემის სამუშაო დოკუმენტის შესახებ უკუკავშირის გასაგზავნად დრო 7 ნოემბრის ჩათვლით აქვთ.

ასევე იხილეთ:

„მოხდეს სკოლის დამთავრებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების გაუმჯობესება“ – IDFI-ს რეკომენდაციები 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ

The post „გამოცდის შედეგით შეფასდეს პედაგოგი და მიენიჭოს სტატუსი“ – მასწავლებლის სქემაში ცვლილებები სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

როგორ ხდება და ვის შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობის დაკავება

$
0
0

„როგორ დავსაქმდე უნივერსიტეტში და რა კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილო, ტესტირებაც სავალდებულოა?“, – ამ კითხვით EDU.ARIS.GE-ს მას შემდეგ მიმართავენ, რაც სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელმძღვანელი პირების ცვლილებები დაიწყო. შეიცვალნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის რექტორები და სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსებიც გამოცხადდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს რა პრინციპით ხდება და ვის შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობის დაკავება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით.

კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამავე კანონის 35-ე მუხლის თანახმად:

პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ხოლო დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.

ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.

როგორც ხარისხის ცენტრი განმარტავს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

„შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს შეუძლია აკადემიური თანამდებობა დაიკავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში“, – განმარტავს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი.

ასევე იხილეთ:

რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს თსუ-ის სტუდენტმა, რომელსაც საერთო საცხოვრებელში ცხოვრება სურს

The post როგორ ხდება და ვის შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობის დაკავება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ფორუმი „TBILISI PR DAYS • თბილისის პიარის დღეები“

$
0
0

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით 4-5 ნოემბერს გაიმართება კომუნიკაციის სფეროში საქართველოში პირველი საერთაშორისო ფორუმი „თბილისის პიარის დღეები“.

4-5 ნოემბერს საზოგადოებასთან ურთიერთობის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები პანდემიის პერიოდში პიარისა და მარკეტინგის სფეროს გამოწვევებისა და გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.

4 ნოემბერს, ფორუმის პირველ დღეს, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები იტალიიდან, საფრანგეთიდან, სერბეთიდან და ავსტრიიდან მსოფლიოში კომუნიკაციების სფეროს გამოწვევებზე ისაუბრებენ. პირველი დღე სრულად დისტანციურ ფორმატში წარიმართება პლატფორმა ზუმის საშუალებით და მასზე დასწრებას შეძლებთ ბმულზე

5 ნოემბერს, ფორუმის მეორე დღეს, რეგიონის წამყვანი კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების (Gepra, Goodwill, PSP, Loialte, Key Communication, Global Compact Network Georgia, Beeline) წარმომადგენლები იმსჯელებენ, როგორი სტრატეგიები შეიმუშავეს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით СOVID-19 კრიზისის დროს, ასევე რა მიდგომები ჩამოყალიბდა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით სხვადასხვა ბიზნესსექტორში.ფორუმის მეორე დღე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის კორპუსის T 102 დარბაზში.

განრიგი

4 ნოემბერი
მოდერატორი: ნატალია ავლოხაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
19:05-19:15 მისალმება
პროფესორი დიმიტრი ჯაფარიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი
პროფესორი თორნიკე გურული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
19:15-19:35 თემა: PR ციფრულ ეპოქაში
პროფესორი ლიუპკა ნაუმოვსკა, რენეს ბიზნესსკოლა (საფრანგეთი)
19:35-19:55 თემა: PR-ის სპეციფიკა ხელოვნების ინდუსტრიაში
პროფესორი მარტინ ა.მ. გენზინგერი, ალ აქავიან უნივერსიტეტი (მოროკო)
19:55-20:15 თემა: მედიის როლი PR-ში
პროფესორი სლობოდან პენეზიჩი, ნიკოლას ტესლას უნივერსიტეტი (სერბეთი)
20:15-20:35 თემა: PR საერთაშორისო ურთიერთობებში
პროფესორი ნიკოლა სტრიძოლო, ტერამოს უნივერსიტეტი (იტალია)
20:35-20:45 კითხვა/პასუხი
20:45-20:50 ფორუმის შეჯამება

5 ნოემბერი
თემა: როგორ შეიცვალა პიარის მიმართულება COVID-19-ის პანდემიის დროს? რა გამოწვევები შეხვდათ კომპანიებს და როგორ გაუმკლავდნენ
16:00-16:05 ფორუმის გახსნა
მომხსენებლები: თინათინ იმერლიშვილი, ნათია შაფათავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები
16:05-16:10 მისალმება
პროფესორი თორნიკე გურული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
16:10-16:25 მოხსენება
სალომე ზურაბიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი
16:25-16:40 მოხსენება
თეონა ბაღდავაძე, PR სააგენტოს Key Communications-ის დამფუძნებელი
16:40-16:55 მოხსენება
გიგა ფაიქიძე, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტეს“ დამფუძნებელი; მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
16:55-17:10 მოხსენება
გურანდა არჩუაძე, ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილის“ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი
17:10-17:25 მოხსენება
ნუცა სუბელიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პიარ კონსულტანტი
17:40-17:55 მოხსენება
სოფო ბალავაძე, ვეონ საქართველოს კომუნიკაციების სპეციალისტი
17:55-18:10 თემის შეჯამება
გიორგი კალატოზიშვილი, ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
18:10-18:20 კითხვა/პასუხი
18:20-18:25 ფორუმის დახურვა და გეგმების შეჯამება

The post ფორუმი „TBILISI PR DAYS • თბილისის პიარის დღეები“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

როგორ შევქმნათ მეგობრული კლასი –პრაქტიკული აქტივობები დაწყებითი კლასების დამრიგებლებისთვის

$
0
0

დაწყებითი კლასების დამრიგებლები გამოწვევების ნაკლებობას არ უჩივიან. ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ როცა კლასში არაკეთილგანწყობილი გარემოა, ბავშვებს თვით გამოხატვაც უჭირთ და მშვიდობიანი ურთიერთობაც. ამ დროს ხშირია კონფლიქტები და კონფლიქტებში ბავშვებთან ერთად მშობლებიც ერთვებიან. იმისთვის, რომ საქმე მსგავს ვითარებამდე არ მივიდეს, დამრიგებლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ბავშვების დამეგობრება შეძლონ.

EDU.ARIS.GE რესპონდენტების დახმარებით მოგიყვებათ რა აქტივობებს იყენებენ დამრიგებლები ბავშვების დამეგობრებისთვის და რა შედეგი მოაქვს სწორად შერჩეულ აქტივობებს. ვესაუბრეთ თელავის #4 საჯარო სკოლის პედაგოგსა და დაწყებითი კლასების დამრიგებელს, ნინო ხაჩიძეს, რომელსაც მასწავლებლობის 24-წლიანი გამოცდილება აქვს.

როგორც ნინო მასწავლებელმა გვითხრა, ბავშვების დამეგობრება მარტივი არ არის, რადგან პედაგოგს, პროფესიულ ცოდნასთან ერთად მართებს, ისეთი სოციალური უნარ-ჩვევები განუვითაროს ბავშვებს, რომელიც მათში თანატოლისადმი თანაგრძნობისა და დახმარების სურვილს აღძრავს. ნინო ამბობს, რომ როცა ბავშვმა იცის, კლასში მეგობრები ჰყავს და მას ელიან, მეტად ჩართულია სასკოლო ცხოვრებაში და შესაბამისად, სწავლის ხალისიც მაღალია. ამიტომ, ყველა დამრიგებელს ურჩევს, სანამ სხვა ტიპის გამოწვევების გადაჭრას დააპირებენ, იზრუნონ იმაზე, რომ კლასი მეგობრული იყოს.

„ჩემმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ, რომელიც 24 წელს ითვლის, დამარწმუნა, რომ თუ სკოლა ბავშვისთვის სასურველი ადგილი არ არის, არ ჰყავს მეგობრები და კეთილგანწყობით არ ხვდებიან, ბავშვს სწავლის მოტივაცია უქრება და სკოლის მნიშვნელობას ვერ ხედავს. ამიტომ, ყველა დამრიგებელმა უნდა იცოდეს, რომ მეგობრობა ბავშვებში ერთგვარად უნდა წავაქეზოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვს, რომელსაც ჰყავს მეგობრები, სკოლაში უფრო მეტად ხალისიანია, აბედნიერებს მოსვლა და სწავლითაც უკეთ სწავლობს. ამიტომ, ვფიქრობ, ამ საკითხს ყველა მასწავლებელი უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს და მაქსიმალური გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვები ერთმანეთის მეგობრები იყვნენ და არა მტრები“, – გვიხსნის პედაგოგი.

ნინო მასწავლებელს ვკითხეთ, რა გზებით ცდილობს ის ბავშვების დამეგობრებას და იყენებს თუ არა უნივერსალურ აქტივობებს, რომლითაც სხვა მასწავლებლებიც ეფექტურად იხელმძღვანელებდნენ.

მისი თქმით, ყველა დამრიგებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს შემუშავებული იმ აქტივობების გეგმა, რომელსაც კონკრეტული შემთხვევების დროს გამოიყენებს. მაგალითად, როცა მოსწავლეთა შერიგება უნდა ან კლასში ახალ გადმოსული მოსწავლის კლასელებთან ინტეგრირებას ცდილობს.
„დაწყებით კლასებში, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა მოსწავლეები ერთმანეთს დასცინიან, ხელს კრავენ, ჩხუბობენ, ებუტებიან, ერთმანეთზე ბრაზდებიან. ეს გამოწვევები ახალი არ არის და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის მაქვს აქტივობების გეგმა, რომლის დახმარებითაც ამ გამოწვევებს უნდა ვუპასუხო. იმასაც გეტყვით, რომ დაწყვებით კლასებში რთული არ არის ბავშვები ერთმანეთთან დავამეგობროთ და შევარიგოთ. ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან და როგორ უცებაც სწყინთ, ასევე სწრაფადვე პოულობენ საერთო ენას. დამრიგებელი მათ ამაში უნდა დაეხმაროს“, – აცხადებს ნინო ხაჩიძე.

EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის ნინო მასწავლებელმა იმ აქტივობების შესახებ ისაუბრა, რომელსაც თავად იყენებს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი კონკრეტული სიტუაციაზეა მორგებული და მნიშვნელოვანია როგორ ფასილიტატორობას გაუწევს ბავშვებს დამრიგებელი:

„იმ აქტივობებს, რომლებსაც მე ბავშვების დამეგობრებისთვის ვიყენებ და რომელიც კონკრეტული სიტუაციებისთვის მაქვს შერჩეული, ნამდვილად შეუძლიათ პრობლემებზე ორიენტირება. გაგაცნობთ თითოეულ მათგანს“.

ბრაზის თერმომეტრი

პირველი აქტივობა ესაა ბრაზის თერმომეტრი. ამ მეთოდს ვიყენებ მაშინ, როცა ბავშვები ერთმანეთის მიმართ ბრაზსა და მრისხანებას ავლენენ. ასეთ დროს მათ ვეუბნები, რომ შეაფასონ საკუთარი ბრაზის ტემპერატურა. ვაკვირდები თითოეული ბავშვის ემოციას და ვცდილობ მოვახდინო რეაგირება. შემდეგ ეტაპზე კი ბავშვები თავად საუბრობენ ბრაზის გამომწვევ მიზეზებზე და ღიად ასახელებენ საკუთარი ბრაზის ტემპერატურას. ეს მეთოდი მეხმარება, რომ მათი პრობლემის მოსაგვარებლად ადეკვატური მიდგომები შევთავაზო. ასევე გეტყვით, რომ თუ ბავშვისთვის საუბარზე უფრო მოსახერხებელი წერაა, შეგვიძლია, შევთავაზოთ დაწეროს მიზეზები და კლასელებს შემდგომ გააცნოს.

სოკრატესეული დიალოგები

მეორე აქტივობა ესაა სოკრატესეული დიალოგები. მისი გამოყენება მაშინ შეგვიძლია, როცა გვსურს, ბავშვებმა საკუთარი აზრები არგუმენტების სახით გაცვალონ ერთმანეთში. მაგალითად, როცა ვერ თანხმდებიან და სურთ დიალოგის გზით გადაჭრან პრობლემა.

როლური თამაშები

ვიყენებ როლურ თამაშებს. მაგალითად მაშინ, თუ მოსწავლეები უარს ამბობენ დაეხმარონ ერთმანეთს და უხეშობას ავლენენ. ასეთი შემთხვევები ნამდვილად ბევრია და ვეუბნები, რომ ერთმანეთის ადგილზე წარმოიდგინონ თავი და როლები გაცვალონ. ისინი ასეთ დროს ხედავენ როგორი რთულია სხვის ადგილზე ყოფნა და უფრო მეტი მიმღებლობა უჩნდებათ ერთმანეთის მიმართ.

შემოქმედებითი აქტივობები

ვიყენებ შემოქმედებით აქტივობებს, როგორიცაა კომიქსებისა და ილუსტრაციების შექმნა მეგობრობის თემატიკაზე. კლასში გვაქვს ე.წ ჩანაწერების წიგნი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ, ერთმანეთს ემოციები გაუზიარონ. თითოეული აქტივობა, რომელსაც ვგეგმავ, ვცდილობ მოვარგო სიტუაციას და სხვა დამრიგებლებსაც იგივეს ვურჩევ.

ნინო მასწავლებელს ვკითხეთ, საკლასო აქტივობების გარდა, თუ იყენებს არასაკლასო აქტივობებს და როგორია მათი შინაარსი.

„მე, როგორც ბუნების მასწავლებელს, მაქვს ის უპირატესობა, რომ შემიძლია ჩემი დაგეგმილი აქტივობები სრულიად სხვა გარემოში განვახორციელო. მაგალითისთვის, თუ ბავშვები მიმყავს ექსკურსიაზე, ღია გაკვეთილთან ერთად, ე.წ ეზოს თამაშების გამოყენებასაც ვიწყებ. მაგალითად, ვთამაშობთ გუნდურ თამაშებს. ისე ვაკომპლექტებ გუნდებს, რომ ბავშვებმა, რომლებიც ერთმანეთთან ნაკლებად მეგობრობენ, სრულიად სხვა თვალით დაინახონ ერთმანეთი. ხშირად ვაწყობთ წიგნის ხმამაღლა კითხვის დღეებსა და დისკუსიებსაც, რომ ბავშვებმა ვერბალური კომუნიკაცია შეძლონ. მინდა ცალკე აღვნიშნო როგორ ეხმარებათ პატარებს გუნდური მუშაობა და დავალებები, რომლის შესრულებაც ერთმანეთთან თანამშრომლობით უწევთ. ყველაფერი, რაც კლასში კედლებზე გვაქვს გამოკრული, სწორედ გუნდური მუშაობის შედეგია და ვფიქრობ, ეს მათაც იციან“, – აგვიხსნა ნინო ხაჩიძემ.

მასწავლებელი სხვა დამრიგებლებს ურჩევს, რომ აქტივობების დაგეგმვასთან ერთად, არ დაივიწყონ მშობელთან კომუნიკაციაც, რადგან მშობლების დახმარებისა და ჩართულობის გარეშე შეუძლებელია, სასურველ შედეგებზე სწრაფად გავიდნენ:

„როცა ვცდილობთ ბავშვები ერთმანეთის მეგობრებად ვაქციოთ, მშობლებიც არ უნდა დავივიწყოთ და აუცილებლად დავგეგმოთ კონკრეტული აქტივობა მათთან ერთად. მაგალითად ექსკურსია, პიკნიკი თუ ლაშქრობა. მშობელი ბავშვისთვის ავტორიტეტია, მათი აზრი მნიშვნელოვანია, რათა კლასელის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ. ასევე ყურადღებას გავამახვილებდი ე.წ კლასის საათის მნიშვნელობაზეც“.

ნინო მასწავლებელმა ისაუბრა როგორ უშლის ხელს ბულინგი ბავშვების დამეგობრებას და ამ პრობლემის გადასაჭრელად დამრიგებლებს მისი საყვარელი აქტივობა „ყვავილები თუ ეკლები“ გაუზიარა:

„მინდა ცალკე გამოვყო ბულინგის თემა, რომელიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ბავშვების დამეგობრებას და გაგიზიაროთ ჩემი საყვარელი აქტივობა, რომელსაც ბულინგის პრევენციისა და მოსწავლეებში ემპათიის უნარების განსავითარებლად ვიყენებ. აქტივობას ჰქვია „ყვავილები თუ ეკლები’’. მოსწავლეები ქმნიან მისის და მისტერ ეკალისტოები პოსტერებს, სადაც ცალ-ცალკე აჯგუფებენ სიტყვებს – ეკალი და ყვავილი. შემდგომ კი სიტყვების გასწვრივ წერენ, ფრაზებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გამოუყენებიათ. სიტყვების მიხედვით იქმნება თემატური პოსტერი. მოსწავლეების მიერ შექმნილ პოსტერებზე არსებული ეკალი ნეგატიური სიტყვებისა თუ ფრაზების აღმოფხვრის მიზნით გამოიყენება, ხოლო ყვავილი პოზიტიურის განმტკიცებისთვის. ეს აქტივობა კლასში ბულინგის შემთხვევების შემცირებას უწყობს ხელს და მართლაც კარგ შედეგებს იძლევა’’.

ასევე იხილეთ:

„მასწავლებლებს ვურჩევდი, ეს ყოველთვის ახსოვდეთ“ – როგორ გავუმკლავდეთ მოსწავლის რთულად მართვად ქცევას დაწყებით კლასებში

როგორ „მოვარჯულოთ“ ჰიპერაქტიური ბავშვი

ნდობის მოპოვება – მასწავლებლის ოქროს გასაღები

მოამზადა მზეო შველიძემ

The post როგორ შევქმნათ მეგობრული კლასი – პრაქტიკული აქტივობები დაწყებითი კლასების დამრიგებლებისთვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი გაიხსნა

$
0
0

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი გახსნა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაციის კუთხით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ისტორიკოსის, გიორგი სოსიაშვილის წიგნის „პატარა ლიახვის ხეობის ისტორია“ პრეზენტაციაც გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ნაშრომი ფუნდამენტური ხასიათის გამოკვლევას წარმოადგენს და ისტორიული გეოგრაფიის, ლოკალური ისტორიისა და მხარეთმცოდნეობით სფეროს განეკუთვნება. მასში დაწვრილებითაა შესწავლილი პატარა ლიახვის ხეობის როგორც ოკუპირებული, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების სამეურნეო-კულტურული განვითარების ისტორია, დემოგრაფიული მონაცემები, მოსახლეობის განსახლება თუ საქმიანობა, სამიმოსვლო გზები, მატერიალური კულტურის ძეგლები და მათზე შემორჩენილი წარწერები.

ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია.

The post გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი გაიხსნა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


თავდაცვის აკადემიაში საკანდიდატო კურსის მსმენელებისთვის გაცნობითი სახის ვიზიტები გრძელდება

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემია აგრძელებს გაცნობითი სახის ვიზიტების ორგანიზებას უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებისთვის.

საკანდიდატო კურსის მსმენელები აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში 112 და ს.ს.ს.ტ.ც. ,,დელტაში” იმყოფებოდნენ.

აკადემიის წარმომადგენლები გაეცნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწყობილ სპეციალური აქტივობების კუთხეებს, მიიღეს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ და დაესწრნენ თითოეული სამსახურის მიერ საგანგებო სიტუაციების იმიტირებულ პროცესს. მსმენელებმა ს.ს.ს.ტ.ც. ,,დელტაში” დაათვალიერეს მათ მიერ წარმოებული ტექნიკა და აღჭურვილობა.

ასევე საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული შეხვედრები გაიმართა საქართველოს პარლამენტში, უზენაეს სასამართლოსა და პრეზიდენტის სასახლეში.

გაცნობითი სახის ვიზიტები მიზნად ისახავს მომავალი ოფიცრების ცნობიერების გაზრდას და ზოგადი ცოდნის გაღრმავებას.

The post თავდაცვის აკადემიაში საკანდიდატო კურსის მსმენელებისთვის გაცნობითი სახის ვიზიტები გრძელდება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ბოლო ადგილი რეგიონში – Erasmus+-ში პროფესიული განათლების ჩართვის პირველი წლის შედეგები საქართველოსთვის

$
0
0

სამი განაცხადი საქართველოდან და ბოლო ადგილი მიღებული დაფინანსების ოდენობით, რეგიონში – ასეთია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო პროგრამაში Erasmus+ პროფესიული განათლების კომპონენტის ამოქმედების პირველი წლის შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის. წარდგენილი განაცხადების მონაწილეები არიან ორი პროფესიული სასწავლებელი და სამი ორგანიზაციაა. რაც შეეხება რეზულტატს, ერთ განაცხადზე პასუხი უარყოფითია, ორზე კი – დადებითი.

აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა, EDU.ARIS.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა. გაარკვია ისიც, თუ რომელმა ორმა სასწავლებელმა შეძლო პირველივე წელს მონაწილეობის მიღება და შეეცადა გაეგო ისიც, ზოგადად, რამდენად მომზადებულები შეხვდნენ კოლეჯები იმ უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას, რასაც Erasmus+ – ში ჩართვა ჰქვია, როგორ იმოქმედა მათზე Erasmus+ – ის ეროვნული ოფისის დროებითმა გაუქმებამ, რამდენად სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდათ იმ ფონზე, როცა არ ჰყავდათ ინფორმაციის ყველაზე მთავარი მიმწოდებელი, რა ტიპის სამუშაო გასწიეს მათთვის საკმაოდ სასარგებლო და საჭირო შეთავაზებით ჯეროვნად სარგებლობისთვის და სხვა. სტატიაზე მუშაობის პროცესმა არც თუ ისე სახარბიელო რეალობა გამოავლინა – Erasmus+ – ის ეროვნული ოფისის არარსებობით გამოწვეული ინფორმაციული ვაკუუმი, კოლეჯებისთვის, ძალიან ცხადად და მტკივნეულად იგრძნობოდა. შედეგად, სფეროში მომუშავე ადამიანები და სტუდენტები, ამ წელს, საჭირო და სასარგებლო პროექტების, ქვეყანა და პროფესიული სასწავლებლები კი სოლიდური გრანტებისა და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტის გარეშე დარჩნენ. პროექტების, რომლებიც სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამებსა და ინსტიტუციური განვითარების შესაძლებლობას გულისხმობს.

„Erasmus+ პროგრამის ამოქმედება უკვე პროფესიული განათლების საფეხურზეც იგეგმება“ – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, 2021 წლის ზაფხული

Erasmus+ საქართველოში 1995 წლიდან ხორციელდება, უმაღლესი სასწავლებლების დონეზე და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებულადაც. არაერთი უმაღლესი სასწავლებელი მისით წლებია სარგებლობს. პროფესიული განათლების კუთხით კი საქართველო პროგრამას წელს პირველად შეუერთდა. ახლა უკვე პროფესიულ სასწავლებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეუძლიათ Erasmus+ -ის ორ ძირითად პროგრამაში ჩართვა. პირველი ინსტიტუციური თანამშრომლობაა პროფესიულ განათლებაში, რაშიც იგულისხმება ევროპელ პარტნიორებთან ერთად განხორციელებული ჯგუფური პროექტები, რომელთა მიზანია პროფესიული განათლების მნიშვნელობის, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება. უფრო კონკრეტულად, ეს შეიძლება გულისხმობდეს ახალი პედაგოგიური მიდგომების შემუშავებას, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას, დამსაქმებლებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას, სტუდენტებისა და პერსონალის დროებით გაცვლით პროგრამებს გამოცდილების გაზიარების მიზნით და ა.შ.

რაც შეეხება მეორე პროგრამას, ესაა მოკლევადიანი, 6-დან 18 თვემდე მობილობა პროფესიული სტუდენტებისა და პერსონალისთვის. ამ ეტაპზე საქართველოს სასწავლებლებს შეუძლიათ მხოლოდ უმასპინძლონ ჩამომსვლელ პროფესიულ სტუდენტებსა და მასწავლებლებს. ასევე, მათ შეუძლიათ პროექტებში მონაწილეობა მიიღონ როგორც პარტნიორ ორგანიზაციებს და არა აპლიკანტებს. ანუ, ქართულ მხარეს სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან, ან ქვეყნებიდან ორგანიზაციები, რომელთან ერთადაც მოამზადებენ საგრანტო განაცხადს, ვინაიდან კონკურსში განაცხადის შეტანის ინიციატორად ყოფნის უფლება საქართველოს არ გააჩნია. მას მხოლოდ პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსი ენიჭება. კონკურსი 2022 წლის დასაწყისში გამოცხადდა და მსურველებს განაცხადების წარსადგენად დაახლოებით 2 თვე ჰქონდათ.

პროფესიულ განათლებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო პროგრამის შესვლა რთულ პერიოდს დაემთხვა. ამაში ის იგულისხმება, რომ 2022 წლის იანვრიდან ქვეყანაში Erasmus+ -ის ეროვნული ოფისი (NEO) აღარ ფუნქციონირებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Erasmus+ -ის ეროვნული ოფისის ძველ ხელმძღვანელთან საქართველოს განათლების სამინისტრომ თანამშრომლობა აღარ გააგრძელა და პროცედურების შესაბამისად, ოფისმა არსებობა მთლიანად შეწყვიტა. ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად, რომელიც უკვე თავად ჩამოაყალიბებდა ახალ ოფისს, 2021 წელის ბოლოს კონკურსი გამოცხადდა, თუმცა ამაოდ – პირველი კონკურსის გამარჯვებულმა, EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოულოდნელად სამუშაოზე და, შესაბამისად 2000 ევროზე მეტ ხელფასზე უარი განაცხადა. 2022 წლის ივნისში კი კონკურსი მეორედ გამოცხადდა და ის ჯერ ისევ არ დასრულებულა.

Erasmus+-ის პროგრამის ოფისი საქართველოში უკვე მერვე თვეა არ ფუნქციონირებს – მიზეზები და შედეგები

ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ გასულ თვეებში გამოქვეყნებულ სტატიებში გიყვებოდით. ვწერდით იმასაც, თუ რა ზიანი შეიძლებოდა მისდგომოდა ოფისის არარსებობით უმაღლეს სასწავლებლებს და მათზე კიდევ უფრო მეტად პროფესიულ განათლებას, ვინაიდან, უნივერსიტეტებს, პროფესიული სასწავლებლებისაგან განსხვავებით, მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს და შესაბამისად, შუამავალი რგოლის, ანუ ოფისის დახმარებას ნაკლებად საჭიროებენ. რასაც ვერ ვიტყვით კოლეჯებზე, რომლებსაც სწორედ წელს სჭირდებოდათ კვალიფიციური კონსულტაცია და გამოცდილი დამხმარე პროგრამაში ჩასართავად, უცხოელი პარტნიორების მოსაძიებლად, ან ბიუროკრატიულ პროცედურებში გასარკვევად.

რა გავიგეთ პროფესიული სასწავლებლებიდან

სტატიაზე მუშაობისას რამდენიმე პროფესიულ სასწავლებელს დავუკავშირდით – სახელმწიფოებსაც და კერძოებსაც, დედაქალაქშიც და რეგიონებშიც. მათთან გასაუბრების შედეგად, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ შესაძლებლობის შესახებ, რომელიც წელს პროფესიულ განათლებაში გაჩნდა Erasmus+ -ის პროგრამის სახით, ზოგიერთ კოლეჯში არაფერი იცოდნენ, ზოგიერთში ბუნდოვანი წარმოდგენა და მწირი ინფორმაცია ჰქონდათ, ზოგიერთშიც – შედარებით მეტი, თუმცა მაინც არასაკმარისი. სასწავლებლების ნაწილში გვიმტკიცებდნენ, რომ მათ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მაშინ, როცა რეალურად არ მიუღიათ და ნებისმიერ უცხოურ პროგრამაში ჩართულობას Erasmus+ -ში ჩართვასთან აიგივებდნენ. იქ კი, სადაც ისარგებლეს, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ.

ყველა სასწავლებელში დაბეჯითებით გვეუბნებოდნენ, რომ Erasmus+ მათთვის სასურველი პროგრამაა და თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემათ, სიამოვნებითაც ჩაერთვებიან, ამ დროს, არ ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ პირველი კონკურსი 2022 წლის დასაწყისში უკვე ჩატარდა. შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს შედეგი – რომ წლევანდელი საგრანტო კონკურსით მხოლოდ ორმა სასწავლებელმა ისარგებლა. ისიც, წარუმატებლად. ზოგიერთ კოლეჯში გვითხრეს, რომ ბოლო პერიოდში მიიღეს გარკვეული ინფორმაცია პროგრამის შესახებ, თუმცა, ვერ დაგვისახელეს საიდან. ფაქტია, რომ ეს ვერ იქნებოდა Erasmus+ -ის ნაციონალური ოფისი. EDU.ARIS.GE ჩაწერილებიდან მხოლოდ ზოგიერთი კოლეჯის ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარს გთავაზობთ:

წლევანდელი საგრანტო კონკურსით თელავში მდებარე კოლეჯს „პრესტიჟი“ არ უსარგებლია. დირექტორის მოადგილის, ია ნადირაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ, ამ თემაზე, კოლეჯებთან შეხვედრა ჩატარდა, რომელიც მათი გამოცდილების გარკვევას ეძღვნებოდა, ამიტომ, გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა აქვე დასძენს, რომ „ ერთია თეორიულად ინფორმაცია და მეორეა დეტალებში გარკვევა, როცა უშუალოდ საქმეს შეუდგები.“

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“: „საგრანტო კონკურსში განაცხადი არ წარგვიდგენია და ამის შესახებ ინფორმაცია არც გვქონია. ჩვენი კოლეჯი მსგავს კონკურსში ჩართული არ ყოფილა. მომავალში თუ იქნება, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით, მაგრამ არ ყოფილა. ინფორმაციაც არ გვქონია, შემოთავაზება არ ყოფილა“, – აცხადებენ სახელმწიფო კოლეჯში.

სახელმწიფო კოლეჯის „ოპიზარი“ დირექტორი ბელა ავალიშვილი, ახალციხე: „მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებაში ეს საკითხი არ იყო აქტუალური და ახლახანს გააქტიურდა. მე ვერც მოვახერხე პარტნიორი მომეძებნა. ამ დროს პროფესიული უნარების სააგენტოსა და Erasmus+ -ის ეროვნული ოფისის როლი მნიშვნელოვანია, როგორც შუამავლისა და დამხმარე რგოლის. კარგი იქნება, თუ ამ პროცესში ვინმე დახმარებას გაგვიწევს. თუნდაც ჩვენი პროფილის კოლეჯების მოძიებაში“.

ნინო გულუა, საზოგადოებრივი კოლეჯის „პანაცეა“ პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი: „ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ეროვნული ოფისის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ასეც უნდა ხდებოდეს. სწორედ ასე შევუწყობთ ხელს პროფესიული განათლების წინ წამოწევასა და პოპულარიზაციას. Erasmus+-ის ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. სწორედ ამ ოფისმა უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა და კომფორტი, რომ შევძლოთ მარტივად დარეგისტრირება და იმ პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირება, რომლებიც Erasmus+-ის პროგრამებს ახორციელებენ. იგი უნდა იყოს ერთგვარი ხიდი ჩვენსა და სხვა პროფესიულ სასწავლებლებს შორის.“

განაცხადები საქართველოდან და შედეგები

ვინაიდან Erasmus+-ის ნაციონალური ოფისი ქვეყანაში, ჯერ-ჯერობით, არ ფუნქციონირებს, სტატიაზე მუშაობისას EDU.ARIS.GE პროფესიული უნარების სააგენტოს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ერთობლივად დაფუძნებული შედარებით ახალი ორგანიზაციაა. სააგენტოში გვეუბნებიან, რომ ოფისის არარსებობის პირობებში, ისინი ზრუნავდნენ პროფესიული სასწავლებლების ინფორმირებულობასა და საერთაშორისო პროგრამაში საქართველოს ჯეროვან პოზიციონირებაზე. მათივე მტკიცებით, ინფორმაცია Erasmus + -ისა და მასში ჩართვის გზების თაობაზე ყველა სასწავლებლისთვის ცნობილი იყო და წასახალისებლადაც გარკვეული ღონისძიებებიც გატარდა საინფორმაციო ვებინარისა და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ ცნობების გამოთხოვის სახით.

ჩვენს კითხვაზე, მაშ რატომ არ ჰქონდა სასწავლებლების დიდ ნაწილს ინფორმაცია კონკურსის შესახებ, რა როლი უნდა ჰქონოდა ამ პროცესში ეროვნულ ოფისს და შეუწყობდა თუ არა მისი არსებობა კოლეჯების უკეთ ინფორმირებულობას ხელს, პროფესიული უნარების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი სოფო ბუჯიაშვილი შემდეგნაირად გვპასუხობს:

„იმ ცალკე ერთეულს რომ ეარსება, რომელიც უშუალოდ ამაზეა პასუხისმგებელი, შეიძლება უფრო შეეწყო ხელი…ზოგადად, რაც მეტი მხარდამჭერი ეყოლება პროექტს, რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგები შეიძლება იყოს“.

სოფო ბუჯიაშვილმა გვითხრა, რომ წელს საქართველოდან ორი განაცხადი გაკეთდა და ამ ორივე განაცხადში, საკუთარი ძალებით, სააგენტო იყო ჩართული, ვინაიდან საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება არა მხოლოდ უშუალოდ კოლეჯებს, არამედ ორგანიზაციებსაც გააჩნიათ, რომლებიც პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით მუშაობენ. ერთ-ერთ განაცხადში საქართველოდან მონაწილეობდა სააგენტო, „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ (EDEC) და ორი კოლეჯი – სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული „კონსტრუქტ2“ (ზესტაფონი) და სახელწიფო სასწავლებელი „ფაზისი“ (ფოთი). მეორე განაცხადში კი მხოლოდ სააგენტო. პარტნიორები აგრეთვე იყვნენ ევროკავშირის რამდენიმე წევრი და რამდენიმე არაწევრი ქვეყანა. ორივე განაცხადი კონკურსის “ინსტიტუციური თანამშრომლობა პროფესიულ განათლებაში” ფარგლებში გაკეთდა. რაც შეეხება შედეგებს, სასწავლებლების ჩართულობით წარდგენილ განაცხადზე უარყოფითი პასუხია, სააგენტოს ჩართულობით წარგდენილზე კი – დადებითი. დაფინანსებული პროექტის სახელწოდება კი ასეთია „Beyond Europe with Micro-credentials“.

მოგვიანებით, ექსკლუზიურად მიღებული დოკუმენტაციიდან გავარკვიეთ ის, რაც პროფესიული განვითარების ცენტრში არ იცოდნენ, ან არ გვითხრეს – რეალურად, საქართველო, წელს, საგრანტო კონკურსზე სამი განაცხადით იყო წარმოდგენილი და არა ორით. მესამე ბენეფიციარი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იყო ჩართული და შესაბამისად, Erasmus+-ს საგრანტო კონკურსის კიდევ ერთი მონაწილეა, ენერგოეფექტურობის ცენტრია პროექტით „პროფესიული განათლება შენობებში მწვანე და ჭკვიანი ელექტროენერგიისთვის“.

EDU.ARIS.GE ცენტრის ექსპერტს, ლიანა ღარიბაშვილს ესაუბრა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ კონკურსში მონაწილეობა, პარტნიორებთან ერთად, მიიღეს და განაცხადმა გრანტი მოიპოვა, თუმცა ვერანაირი სხვა ინფორმაცია პროექტის შინაარსის, ან გრანტის ოდენობის შესახებ, ვერ მოგვაწოდა. მან მხოლოდ ის გვითხრა, რომ იგი „ელექტრო სისტემების შესახებ ტრენინგებს, გამოყენებას და შედუღებას“ ეხება.

„მონაწილეობა მივიღეთ პარტნიორებთან ერთად ბულგარეთიდან, თურქეთიდან. პროექტი იანვრიდან დაიწყება. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის. გრანტის მოცულობასთან დაკავშირებით ფინანსური ინფორმაცია აქვს სათაო ორგანიზაციას (ბულგარეთი), რომელიც პროექტის ლიდერია. გრანტს ის იღებს. შესრულებული სამუშაოს მიხედვით კი, როგორც ექსპერტები, ანაზღაურებას ჩვენც მივიღებთ“, – განგვიცხადა ქალბატონმა ლიანამ.

გაურკვევლობა კონკურსის მონაწილე კოლეჯებში

დაფინანსების გარეშე დარჩენილი საკონკურსო განაცხადის მონაწილე კოლეჯებს „ფაზისი“-სა და „კონსტრუქტ2“-ს კიდევ უფრო ნაკლები ინფორმაცია აღმოაჩნდათ. პირველი დაკავშირებისას სასწავლებლებში საერთოდაც განგვიცხადეს, რომ Erasmus +-ის კონკურსში მონაწილეობა წელს საერთოდ არ მიუღიათ და ამ კონკურსის შესახებ არც არაფერი იცოდნენ. მოგვიანებით, მათი მხრიდან ინფორმაციის მრავალგზის მოძიების შემდეგ, კონკურსში მონაწილეობა დაგვიდასტურეს.

„ჩვენ „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ (EDEC) დაგვიკავშირდა და მონაწილეობა შემოგვთავაზა. გიდასტურებთ, რომ Erasmus+-ის ერთ-ერთ პროექტში, როგორც EDEC-ის ბენეფიციარებმა, მონაწილეობა მივიღეთ და გრანტი ვერ მოვიგეთ. არ გვაქვს ინფორმაცია ვინ იყვნენ სხვა ბენეფიციარები, არ ვიცით „ფაზისიც“ იყო თუ არა ერთ-ერთი ბენეფიციარი“, – განგვიცხადეს „კონსტრუქტ2“ – ში.

იმ გზის შესახებ, რომელიც კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაიარეს, EDU.ARIS.GE კოლეჯის „ფაზისი“ დირექტორს, ნინო ბაკურაძესაც ესაუბრა: „კონსულტირებას, ძირითადად, პროფესიული უნარების სააგენტო გვიწევდა. მათგან გვქონდა ინფორმაცია. ასევე, იყვნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ამ ყველაფერში გარკვევაში გვეხმარებოდნენ. ახლა ზუსტად არ მახსოვს ვინ. თავადაც ვიძიებდით ინფორმაციას. მართალია უარყოფითი პასუხი მოვიდა, მაგრამ გამოცდილება მაინც შევიძინეთ. ვაპირებთ, სამომავლოდ მონაწილეობა უფრო მომზადებულებმა მივიღოთ“, – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში „ფაზისის“ დირექტორი.

ამავე განაცხადის ერთ-ერთი მონაწილე განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრიც (EDEC) გახლდათ. გამგეობის თავმჯდომარისგან, ლიკა კილაძისგან მეტი შევიტყვეთ პროექტის შესახებ, რომელზეც კოლეჯებისგან ბევრი ვერაფერი გავიგეთ. იგი გვიყვება, რომ ინიციატორები გერმანელი პარტნიორები იყვნენ. რაც შეეხება პროექტის შინაარსს, ის ახალი პროფესიული პროგრამების შექმნასა და დანერგვას შეეხებოდა, ელექტროობის მიმართულებით.

„ეს პროგრამები დუალური განათლების მიდგომით უნდა განხორციელებულიყო. გერმანელი პარტნიორების მონაწილეობით უნდა შემუშავებულიყო და ამ კოლეჯებში დანერგილიყო. პროგრამები ითვალისწინებდნენ გაცვლით კომპონენტსაც გერმანული დუალური განათლების სისტემის გაცნობის მიზნით. ამ პროცესში ბევრი ექსპერტის ჩართვა მოიაზრებოდა. ისინი არა მხოლოდ პროგრამების შემუშავებაში ჩაერთვებოდნენ, არამედ მათი განმახორციელებლებიც იქნებოდნენ. მთელი კომპლექტი იყო აქტივობებისა, რომლებიც ამ პრაქტიკის დანერგვას უკავშირდებოდა“, – განგვიცხადა ლიკა კილაძემ.

საქართველო და რეგიონი – სტატისტიკა

მიუხედავად რესპონდენტთა სიმრავლისა და მრავალმხრივი მცდელობისა, მიუხედავად იმისა, რომ სტატიაზე მუშაობისას დავუკავშირდით ყველა მხარეს, პროცესში უშუალოდ ჩართულ ორგანიზაციებთან და სასწავლებლებთან ჩაწერილი ინტერვიუებიდანაც კი ვერ მივიღეთ სრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც, წესით, მათ უნდა ჰქონოდათ და Erasmus+-ის ეროვნული ოფისის არსებობის შემთხვევაში, ალბათ, ექნებოდათ კიდეც. ის, რაც ვერ გავიგეთ რესპონდენტებისგან, გავიგეთ ოფიციალური სტატისტიკის შემცველი დოკუმენტაციიდან, რომელთაც Erasmus+-ის სათაო ოფისი, თითოეული ქვეყნის წარმომადგენლობას, კონკურსის დასრულების შემდეგ, შედეგების შესატყობინებლად უგზავნის და რომელიც, როგორც ვახსენეთ, EDU.ARIS.GE – მ ექსკლუზიურად მოიპოვა.

დოკუმენტები ჯერ არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, არ გასაჯაროებულა ის ინფორმაციაც, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ. სწორედ აღნიშნული დოკუმენტიდან გავიგეთ ის, რომ საქართველო სამ განაცხადში მონაწილეობდა და არა ორში, როგორც ამას პროფესიული უნარების სააგენტო გვეუბნებოდა. აქედან, როგორც უკვე ვთქვით, ორი დაფინანსდა. ნიშანდობლივია, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ბენეფიციართა შორის არც ერთი პროფესიული სასწავლებელი არ არის და მიღებული თანხაც ყველაზე ცოტაა.

თუკი უმაღლესი განათლების კუთხით, საქართველოს რეგიონში ყოველთვის მოწინავე პოზიციები ეკავა და წელსაც, წარდგენილი და დაფინანსებული პროექტებით, უკრაინის შემდგომ, პირველ ადგილზეა, პროფესიული განათლების მიმართულებით, ბოლოზე აღმოვჩნდით. დამტკიცებული პროექტების მიხედვით მოთხოვნილი დაფინანსება კი ასე გამოიყურება:

(ევრო)
საქართველო – 61 149;
მოლდოვა – 127 378;
სომხეთი – 126 768;
უკრაინა – 89 782;
აზერბაიჯანი – 174 305.

სომხეთმა, ჯამში, 7 განაცხადი წარადგინა და აქედან სამი დაფინანსდა. აზერბაიჯანმა ორი წარადგინა, თუმცა ორივე დაფინანსდა, მიღებული თანხაც ჩვენზე მეტია და პროექტებს ბევრად უფრო მეტი მონაწილეც ჰყავს, ვიდრე საქართველოს, მათ შორის, პროფესიული კოლეჯებიც. წარდგენილი ოთხიდან ორი პროექტი დაფინანსდა მოლდოვას მონაწილეობითაც და გრანტი, მის შემთხვევაშიც, გაცილებით დიდია.

„ფაქტია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ოფისები არსებობს, უკეთესი შედეგები დაიდო“

პროფესიული განათლების მიმართულებით Erasmus+-ის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირველი წლისა და მიღებული შედეგების შეფასება Erasmus+-ის სხვადასხვა პროექტის მონაწილე პირს ვთხოვეთ, რომელიც ვინაობის სტატიაში გამოქვეყნებისაგან თავს იკავებს. იგი ამბობს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, Erasmus+-ის ეროვნული ოფისის დროებითმა არარსებობამ, უმაღლესი განათლების მიმართულებისაგან განსხვავებით, პროფესულ განათლებაზე აშკარა ნეგატიური გავლენა იქონია და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. რომ არა ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი, წლევანდელ ბენეფიციართა სიაში არა მხოლოდ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ კოლეჯებიც იქნებოდნენ.

„რეგიონის ქვეყნებიდან ზოგმა ჩვენი ოდენობის პროექტი წარადგინა, ზოგმაც ცოტა მეტი, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენს მიერ მიღებული დაფინანსება, რეგიონში, ყველაზე მცირეა. ანუ, ამ შესაძლებლობით რეგიონში ყველაზე უფრო ნაკლებად ვისარგებლებთ. შედეგად, გვაქვს ნაკლები დაფინანსება, ნაკლები აქტივობა და ნაკლები განვითარება. ნაკლები ინსტიტუცია და ადამიანი ისარგებლებს იმ თანხითა და ცოდნით, რაც, ჩვეულებრივ, ამ პროექტებს მოაქვს“, – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

კითხვაზე, გვექნებოდა თუ არა უკეთესი შედეგები Erasmus+-ის ოფისს რომ ეარსება, იგი გვპასუხობს, რომ „ფაქტია, იმ ქვეყნებში, სადაც ოფისები არსებობს, უკეთესი შედეგები დაიდო“.
მისივე თქმით, ის გარემოება, რომ რეალური მხარდაჭერის გარეშე ქვეყანამ მაინც შეძლო ორ წარმატებულ პროექტში ჩართულიყო, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. შესაბამისად, იმ ფინანსური და ინტელექტუალური რესურსის პირობებში, რაც პროფესიულ განათლებას საქართველოში გააჩნია, დარწმუნებულია, რომ უკეთესი შედეგების დადება შეგვიძლია და სწორედ ამას ელის მომდევნო წლებში.

„პროფესიულ განათლებას სერიოზული მხარდაჭერა აქვს სხვადასხვა სტრუქტურიდან, განსაკუთრებით, ევროკავშირიდან. შესაბამისად, იმის წინაპირობა არსებობს, რომ ოფისის ამოქმედების შემდეგ, სწორი კომუნიკაციისა და ინფორმაციის დროულად და კვალიფიციურად მიწოდების პირობებში, დაფინანსებული პროექტებითაც და მოზიდული თანხებითაც, საქართველო, რეგიონის სხვა ქვეყნებს დაეწევა“, – დასძენს ჩვენი რესპონდენტი.
Erasmus+-ის ახალი ეროვნული ოფისის შესახებ სიახლეებს, არჩევისა და დაკომპლექტების შემთხვევაში, EDU.ARIS.GE აუცილებლად შემოგთავაზებთ.

ასევე იხილეთ:

ვინ არის ERASMUS+ საქართველოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი? – სამინისტრო მდუმარე ევროკავშირის წარმომადგენლობაზე მიუთითებს

The post ბოლო ადგილი რეგიონში – Erasmus+-ში პროფესიული განათლების ჩართვის პირველი წლის შედეგები საქართველოსთვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა კლაიპედას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

$
0
0

2022 წლის 3 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა კლაიპედას უნივერსიტეტთან.

თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში, გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სამეცნიერო და კულტურული პროექტების განხორციელებას.

მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ: გრუნის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე, ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი, ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში, გულო თურმანიძე და სტუდენტთა შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი, როინ დვალი.

კლაიპედას უნივერსიტეტის წარმომადგენელთა შორის იყვნენ: რექტორი, პროფესორი არტურას რაზბადაუსკასი, კვლევითი სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი, რასა გრიგოლიენე; მეცნიერებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი, ლაურა შალტიტე-ვაისიაუსკე და სტუდენტური თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი და თეატრმცოდნე პროფესორი, იურატე გრიგაიტიენე , ასევე, მინდია კაზრაძე, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საექთნო დეპარტამენტის პროფესორი.

ვირტუალური ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ რექტორმა, პროფესორმა არტურას რაზბადაუსკასმა პირადად მიიწვია პროფესორი მამუკა თავხელიძე და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარმომადგენელები კლაიპედას უნივერსიტეტის გასაცნობად.

The post გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა კლაიპედას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ამერიკული განათლება კიბერუსაფრთხოებაში, ორმაგი დიპლომი და სრული დაფინანსება –მომავლის პროფესიის შესწავლის ექსკლუზიური შესაძლებლობა SANGU-სგან

$
0
0

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამა – ასე ეწოდება ახალ სამაგისტრო პროგრამას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) ამოქმედდა. ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთად (NKU) შექმნილი ინოვაციური პროგრამა კურსდამთავრებულებს კიბერუსაფრთხოების მაგისტრისა და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგ, ქართულ და ამერიკულ აკადემიური ხარისხს მიანიჭებს და წარმოუდგენლად მზარდ შრომით ბაზარზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუხსნის გზას. რაც მთავარია, ის 30 სტუდენტი, რომელიც კონკურსს გაივლის და კურსზე ჩაირიცხება, სწავლის გადასახადისგან გათავისუფლება. მათი საკმაოდ ძვირადღირებული განათლების ხარჯებს, უნივერსიტეტი მთლიანად საკუთარ თავზე იღებს.

მომავლის პროფესიის მიღების ახალი, ექსკლუზიური შესაძლებლობის შესახებ უნივერსიტეტში საზეიმო პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ქართველი თუ უცხოელი პარტნიორები, განათლების სფეროს, სამეცნიერო წრეების, ხელისუფლების, საბანკო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებას წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ირაკლი ბრაჭული უძღვებოდა, რომელმაც დღეს ისტორიული უწოდა და დასძინა, რომ უსაფრთხოების პროფესიონალი სპეციალისტების მომზადების დაწყება სწორედ რომ მსგავს შეფასებას იმსახურებს. მისივე თქმით, პროგრამა არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ კულტურალური მნიშვნელობისაა, ვინაიდან კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის, ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლებას შეუწყობს ხელს. რექტორის შეფასებით, პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის განვითარების საქმეშიც.

„პროგრამის შექმნის იდეა დაიბადა იქიდან, რომ ქვეყანაში ახლაგაზრდა, შემოქმედებითი შესაძლებლობების მქონე კადრების გადინების დიდი პრობლემაა. ხარისხიანი განათლების შესაძლებლობის გაჩენა იქნება ნაბიჯი ამ პროცესის დარეგულირებისკენ. ჩვენი ახალგაზრდები აქვე შეძლებენ საერთაშორისო რანგისა და ხარისხის განათლების მიღებას.

ეს პროფესია, მსოფლიოში, ყველაზე მოთხოვნადია. მის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება და სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება. მითუფრო, ჩვენთვის, ეს თემა ძალიან სენსიტიურია, რადგან ისეთ რეგიონში ვიმყოფებით, ისეთი პროცესებით გარშემორტყმული, რომ ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად ჩვენთანვე მომზადებული ძლიერი სპეციალისტები განსაკუთრებულად საჭიროა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამის მეშვეობით მომზადდება კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთა, ამ კულტურის განმავითარებელთა პირველი მძლავრი თაობა, რომელსაც შემდგომ სხვა თაობებიც მოჰყვებიან“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმაც მიმართა. მან პროგრამისა და ქართული-ამერიკული უნივერსიტეტების პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამინისტრო მსგავს წამოწყებებს მიესალმება.

„ყველა ვთანხმდებით, რომ როდესაც ხარისხიან განათლებაზე ვსაუბრობთ, მას მუდმივი შრომა და განვითარება სჭირდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელით მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვან საქმეში.

„თქვენს წიაღში არიან კომპეტენტური და პროფესიონალი მეცნიერ თანამშრომლები. მე მათ პერსონალურად ვიცნობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მეამაყება. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის განხორციელებას არანაირი კითხვის ნიშანი არ ექნება. თქვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, ყველა ინიცირება, რომელიც ხარისხიანი განათლების მიწოდებისკენ იქნება მიმართული, ჩვენგან, უცილობლად მხარდაჭერილი იქნება“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმრებს შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დამსწრე საზოგადოებას ვიდეოსტრიმის მეშვეობით ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და კიბერუსაფრთხოების ფაკულტეტის დეკანმაც მიმართეს. ამერიკის ელჩმა საკუთარ სიტყვაში ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ ამის ფარგლებში სამომავლოდაც არაერთი საჭირო, მნიშვნელოვანი და დროული პროგრამა დაინერგება.

„მოხარული ვარ, რომ ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში ვიმყოფები, სადაც ახალი პროგრამა იხსენება. ეს პროგრამა საუკეთესო ამერიკული და ქართული განათლების ინოვაციას აერთიანებს და სტუდენტებს კიბერუსაფრთხოებაში ამერიკულ განათლებას სთავაზობს. კურსდამთავრებულებს ექნებათ არა მხოლოდ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, არამედ ისინი ხელს შეუწყობენ ქვეყნის კიბერუსაფრთხოებას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეს, ძალიან მნიშვნელოვანია.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოს საპატრიარქოსთან. თანამშრომლობა ორ უნივერსიტეტს შორის სწორედ ამ ძალისხმევით გახდა შესაძლებელი და დარწმუნებული ვართ, წინ კიდევ მრავალი პროექტი გველის“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

კენტუკის უნივერსიტეტის როლზე პროგრამის შექმნასა და განხორციელებაში, EDU.ARIS.GE წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორს, კიბერუსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელს კობა გელაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ამ სფეროში წამყვანი უნივერსიტეტია და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ საუკეთესოდაა აღიარებული. პარტნიორის კომპეტენცია კი, მისი შეფასებით, პროგრამის წარმატების გარანტიაა.

პროფესორის თქმით, სწავლება საქართველოში ზუსტად ისეთივე ფორმატით წარიმართება, როგორ ამერიკაში – იგივე ლექტორები, იგივე საგნები, იგივე სასწავლო მასალა. სწავლის პერიოდში სტუდენტები ორი კვირით გაემგზავრებიან ამერიკაში, ლექციებს მოისმენენ, პრაქტიკას გაივლიან და NKU-ს კამპუსში იცხოვრებენ. ასევე, ამერიკელი პროფესორები წელიწადში ორჯერ ეწვევიან SANGU-ს და ინტენსიურ ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ.

„მომართვიანობა მაღალია. მისაღებ ადგილზე ორჯერ მეტი განაცხადი უკვე შემოსულია. სპეციალობის პოპულარულობიდან გამომდინარე, ეს გასაკვირი არც არის. ამ მიმართულების კადრების მზარდ დეფიციტზე დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზით, მოთხოვნა, შემდეგი წლების განმავლობაში, სულ უფრო მზარდი იქნება. საქართველოს კანონიც უკვე ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომ შტატში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ჰყავდეთ. რაც მოთხოვნას საქართველოშივე ზრდის. მაღალი და კიდევ უფრო მზარდია ანაზღაურებაც. ასე რომ, აპლიკანტებს შესარჩევად, სამომავლოდ, კიდევ უფრო დიდ კონკურსს ველით“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს კობა გელაშვილმა.

რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხისა და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტს: cybersecurity@sangu.edu.ge

The post ამერიკული განათლება კიბერუსაფრთხოებაში, ორმაგი დიპლომი და სრული დაფინანსება – მომავლის პროფესიის შესწავლის ექსკლუზიური შესაძლებლობა SANGU-სგან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

საერთაშორისო პროექტის –„მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“ შემაჯამებელი ღონისძიება

$
0
0

26-28 ოქტომბერს ჩატარდა საერთაშორისო პროექტის „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“ შემაჯამებელი ღონისძიებები.

26 ოქტომბერს კონფერენცია Tbilisi Marriott Hotel – ში ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანმა ირაკლი ფორჩხიძემ გახსნა. ღონისძიებას მოდერირებას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი დავით მაისურაძე და სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი უჩა ძიმისტარიშვილი უწევდნენ, რომლებიც ამავდროულად ზემოთ აღნიშნული პროექტის მონაწილეები არიან.

კონფერენცია წარიმართა პანელური განხილვის ფორმატში მედიაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, როგორიც არის საქართველოში მედიაციის განვითარება და შედარებითი ტენდენციები პროექტის პარტნიორ ქვეყნებში, სასამართლოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი მედიაციის განვითარებაში.

კონფერენციაზე ასევე გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და ნიდერლანდების მედიაციის ფედერაციას შორის.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში გაიმართა ჰოლანდიელი ექსპერტი მედიატორების ვორქშოფი, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვნენ კონფრენციის სტუმრები.

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება შერეული ფორმატით ილიაუნის საუნივერსიტეტო სივრცეში გაგრძელდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ტარიელ სიახრულიძის ვორქშოფით და დასრულდა პროექტის მონაწილე პარტნიორების პრეზენტაციებით.

ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მედიაციის პროექტის ფარგლებში გამოცემული მეორე სტატიების კრებულის პრეზენტაცია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა პროექტს „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“.

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით.

The post საერთაშორისო პროექტის – „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“ შემაჯამებელი ღონისძიება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14601 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>