Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14595 articles
Browse latest View live

„შემოთავაზებული სიახლეებით მასწავლებლის პროფესიაში წინსვლის შესაძლებლობა უფრო მცირდება“

$
0
0

„როცა სტატუსის ამაღლებისთვის მოთხოვნათა სიას გავეცანი მივხვდი, რომ უფრო მეტი სირთულეების წინაშე ვდგავართ და არათანაბარ მდგომარეობაშიც ვიმყოფებით“, – ასე ფიქრობს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაგეგმილი ცვლილებების გაცნობის შემდეგ ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა გოგოლაძე, რომელმაც წამყვანი მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სკოლებისთვის გადაგზავნილ „მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების“ შესახებ მომზადებულ პირველად დოკუმენტსაც გაეცნო.

საჯარო სკოლებმა, 31 დეკემბერს, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ დოკუმენტი მიიღეს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს ჩართულობით შემუშავდა და პროფესიული განვითარების სქემასთან არის მიბმული. დოკუმენტი აღწერს შეფასების პროცესს, რომელიც უნდა გაიარონ პედაგოგებმა მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებლად.

შეფასების რა პროცესი უნდა გაიაროს მასწავლებელმა სტატუსის ასამაღლებლად – დოკუმენტი

შორენა გოგოლაძე 2 ნოემბერს, EDU.ARIS.GE– სთან საუბარში ამბობს, რომ მასწავლებელთა კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია და ეს პროცესი თუ საქმიანობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ პედაგოგს მოტივაცია არ დაეკარგოს. შემოთავაზებული სიახლეებით კი, პროფესიაში სტატუსის ცვლილების შესაძლებლობა უფრო მცირდება, რადგან დოკუმენტში ჩამოთვლილი დოკუმენტაციის წარმოება და შემდგომი პროცედურების გავლა ძალიან დიდ დროს, ენერგიასა და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს.

„როცა სტატუსის ამაღლებისთვის მოთხოვნათა სიას გავეცანი, მივხვდი, რომ უფრო მეტი სირთულეების წინაშე ვდგავართ და არათანაბარ მდგომარეობაშიც ვიმყოფებით. ვგულისხმობ იმას, რომ ყველა პედაგოგი არ არის ახალგაზრდა და ჩვენი შესაძლებლობებიც განსხვავდება. არიან მასწავლებლები, რომლებსაც წერა საერთოდ არ უყვართ და დოკუმენტების წარმოება ნამდვილად რთული გამოწვევაა მათთვის. ამასთან, თითოეულ პედაგოგს ძალიან დიდი, კოლოსალური შრომა უწევს: სკოლაში გაკვეთილის დაგეგმვა, აქტივობების მოფიქრება, მასალის მოძიება… ყოველ ჯერზე ახალი უნდა მოიფიქრო, მოსაწყენი რომ არ იყოს აქტივობები. კიდევ ამის იქით ყოველივე ამ პროცესების დოკუმენტალურად წერა, რეფლექსიების თანდართვა, ფოტომასალის შეგროვება, ანგარიშის გაკეთება…ძალიან ბევრ დროს, ენერგიას და რესურს მოითხოვს, რომელიც სამწუხაროდ ისედაც ძალიან ცოტა გვაქვს“, – აცხადებს ა(ა)იპ მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი.

ჩვენს რესპონდენტს ვკითხეთ, რას ფიქრობს სიახლეზე, რომლის თანახმად, სტატუსის გაუმჯობესების მსურველ პედაგოგებს გარე დაკვირვების გავლა აღარ მოუწევთ, კვლევა კი განსხვავებული სახით შემოდის კომპეტენციის დადასტურების პროცესში. შორენამ გვითხრა, რომ ამ სიახლეს ნამდვილად მიესალმება, რადგან ის ისედაც არ იყო რელევანტური და არ იყო მასწავლებლის საქმიანობისთვის საჭირო.

„მიმაჩნია, რომ გარე დაკვირვების გაუქმება მართებულია და ის ისედაც არ იყო რელევანტური, ასევე არ იყო მასწავლებლის საქმიანობისთვის საჭირო. რაც შეეხება კვლევას იმ ფორმით, როგორც მოგვეთხოვებოდა, არ იყო მისაღები. რასაკვირველია, ორივე აქტივობა მოითხოვდა უამრავ დროს, მაგრამ ამ ყველაფრის კეთებაც, რაც ჩამოთვლილია (დოკუმენტალურად) ახლაც ძალიან ბევრ დროს მოითხოვს. ფაქტობრივად, მასწავლებელს არ რჩება საშუალება იფიქროს მომდევნო გაკვეთილზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მის პირად საჭიროებებზე, ოჯახზე, ექიმთან ვიზიტზე…“, – გვიხსნის მასწავლებელი.

შორენა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ სტატუსის ამაღლების პროცესში, მასწავლებლებმა მხარდაჭერა უნდა იგრძნონ და ისურვებდა, უფრო მეტად იქნას გათვალისწინებული მასწავლებელთა ფიზიკური შესაძლებლობებიც, ხოლო მოქმედი სტატუსის მინიჭების გარანტია გამოცდა იყოს და არა „დოკუმენტაციის ლამაზად გაფორმება“:

„სტატუსის ამაღლებისათვის უნდა შეირჩეს ისეთი ფორმა, რომელიც ყველა მასწავლებელს თანაბარ პირობებში ჩააყენებს და განსაზღვრავს ამ პირობებში თითოეულის შესაძლებლობებს. გამოცდამ უნდა აჩვენოს მასწავლებლის საგნის ცოდნაც და უნარებიც, ბარიერები კი დაწესდეს სტატუსის შესაბამისად, ამ შემთხვევაში უფრო მეტ დროსაც დავზოგავთ, ენერგიასაც და ხელშეწყობაც გვექნება“.

სკოლებს განახლებული სქემის სამუშაო დოკუმენტის შესახებ უკუკავშირის გასაგზავნად დრო 7 ნოემბრის ჩათვლით აქვთ.

ამავე თემაზე:

„გამოცდის შედეგით შეფასდეს პედაგოგი და მიენიჭოს სტატუსი“ – მასწავლებლის სქემაში ცვლილებები სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება

მოამზადა მზეო შველიძემ

The post „შემოთავაზებული სიახლეებით მასწავლებლის პროფესიაში წინსვლის შესაძლებლობა უფრო მცირდება“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ წელიწადში 151 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

$
0
0

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 1-ელ ნოემბერს გასული წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში კვლევებისა და კვლევის დამუშავებების სტატისტიკა.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 59 დაწესებულება, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 151.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 8 პროცენტით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქსტატის 2021 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მკვლევარების 53.3% ქალია, ხოლო 46.7% კაცი. მკვლევართა 69.8% არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 27.6% – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 2.6 პროცენტი კი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით.

საქსტატის 2021 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობებს ეყრდნობა, მკვლევართა ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 065 კაცს შეადგენს (25.5%). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 420 პირია დასაქმებული (3.5%).

მონაცემები მკვლევრების სამეცნიერო სფეროების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

სოციალური მეცნიერებები-25.4%;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები-19.1%;
ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება-18.6%;
ინჟინერია და ტექნოლოგია-17.8%;
სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები-15.6%;
სოფლის მეურნეობა/ ვეტერინარია-3.5%.

The post უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ წელიწადში 151 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

სკოლებში უკონტაქტო რაგბის გაკვეთილები დაიწყო –ვისი დახმარებით იმუშავებენ პედაგოგები მოსწავლეებთან და როგორია სწავლების ვადები

$
0
0

1-ელი ნოემბრიდან საქართველოს 11 რეგიონის საპილოტე საჯარო სკოლების ნაწილში რაგბის გაკვეთილები დაიწყო, მეორე ნაწილი კი პროცესს დღიდან, 7 ნოემბრიდან შეუერთდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში უკვე შევიდნენ გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც სპეციალურად რაგბის გაკვეთილებისთვის გადამზადებულ სპორტის მასწავლებლებს დაეხმარებიან. ცნობილია, რომ საპილოტე პროგრამა 150 სკოლის 15 000-მდე მოსწავლეს მოიცავს, თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების სიაში, სავალდებულო მიმართულებად, ე.წ. „თეგ რაგბის“ ანუ „უკონტაქტო რაგბის” დამატება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას წარმოადგენს. უკონტაქტო და სრულიად უსაფრთხო ვარჯიშები მსოფლიო რაგბის პროექტის – „ჩაერთე რაგბიში“ მიხედვით ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბოლმონტი, სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა და ვიზიტისას განაცხადა, რომ მიესალმება ამ წამოწყებას და სპორტისა და განათლების ასეთი მჭიდრო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოში სპორტის ამ სახეობის პოპულარობის გათვალისწინებით, რაგბის გაკვეთილების სკოლებში დანერგვის მოწინააღმდეგეები არ გამოჩენილან, თუმცა მშობლების ერთ-ერთ მთავარ შეკითხვას წარმოადგენს რამდენად უსაფრთხოა ეს ვარჯიშები ბავშვებისთვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განგვიმარტავს, რომ „უკონტაქტო რაგბი‘‘ სრულად გამორიცხავს ფიზიკურ კონტაქტსა და ტრავმას, მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც რაგბის ელემენტების გამოყენებით, მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და სპორტულ წესებს ეფუძნება.

ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია და გარკვეული შეკითხვები არსებობს მასწავლებელთა შერჩევის პროცესსა და მათ კომპეტენციასთან დაკავშირებით, როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უთხრეს, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, რაგბის გაკვეთილებისთვის სპორტის მასწავლებლები სპეციალურად გადაამზადეს. აღნიშნულ ინფორმაციას პროექტ „ჩაერთე რაგბის“ რეგიონალური მენეჯერი ზუკა შენგელიაც გვიდასტურებს.

როგორც ზუკა შენგელიამ გვითხრა, საქართველოს 11 რეგიონში რაგბის გაკვეთილებისთვის სპორტის მასწავლებლების გადამზადების ორი ეტაპი ჩატარდა. გადამზადებულ მასწავლებლებს კი, რაგბის გაკვეთილების ჩატარებაში გამოცდილი ინსტრუქტორები დაეხმარებიან. მისივე ინფორმაციით, ე.წ. „თეგ რაგბი“ მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფედერაციის პროგრამაა, რომელიც საქართველოს რეალობას მოარგეს.

„ზოგიერთ სკოლაში უკვე ტარდება რაგბის გაკვეთილები, გარკვეულ სკოლებში ამ კვირაში დგება ცხრილი და ორშაბათიდან უკვე აქტიურად დაიწყება სწავლება. თითოეული სკოლიდან მინიმუმ 1 მასწავლებელი გადამზადდა, რაგბის ინსტრუქტორებიც მზად არიან. ეს ჩვეულებრივი რაგბი არ გახლავთ, ეს არის მოძრავი თამაშები – აქტიური, სახალისო, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული, რომელშიც გოგონები და ბიჭები თანაბრად ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, გუნდურობას, სარაგბო ღირებულებების შესახებ ინფორმირებას“, – განაცხადა „ჩაერთე რაგბის“ რეგიონალურმა მენეჯერმა.

როგორც პროექტის წარმომადგენელი გვეუბნება, უკვე გაზაფხულიდან V-VI კლასის მოსწავლეებს, საშუალება ექნებათ, სასკოლო სპორტულ ფესტივალში „თეგ რაგბის“ მიმართულებითაც მიიღონ მონაწილეობა. სკოლებში ე.წ. „თეგ რაგბის“ სწავლების პროგრამა რვა წელს მოიცავს და ამ ეტაპზე, რაგბის კავშირსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის საუბარია სამწლიან თანამშრომლობაზე.

ექსპერტი განათლების საკითხებში, რეზო აფხაზავა, სკოლებში რაგბის გაკვეთილების დანერგვას მიესალმება და ყურადღებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის აუცილებლობაზე ამახვილებს.
„სკოლებში რაგბის გაკვეთილების ჩატარება ცალსახად კარგია. ეს ჩვენი გამოგონილი ამბავი არ არის, „თეგ რაგბის“ პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს. რაც მეტი ალტერნატივა ექნებათ ბავშვებს სპორტის თვალსაზრისით, მით უკეთესი. სპორტის სხვადასხვა სახეობა თუ დაემატება, ხელმისაწვდომობა თუ ექნებათ მოსწავლეებს და შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება, ძალიან კარგია“, – ამბობს რეზო აფხაზავა.

როგრც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, „თეგ რაგბი“ ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა: ერთიანობა, თანადგომა. აქ აქცენტი კეთდება არა მხოლოდ, კონკრეტულ სპორტის სახეობაზე, არამედ იმ უნარებზე, რომელიც ადრეული ასაკიდანვე უნდა გამოვუმუშავოთ ბავშვებს. შეძლებს თუ არა პროგრამა დასახული მიზნის მიღწევას არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიცაა სასწავლო პროგრამა, მასწავლებლების კომპეტენცია, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა და სხვ. აღნიშნული ფაქტორების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობა, საპილოტე პროგრამის სრულად ამოქმედების შემდეგ მოგვეცემა.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტრო 2 085 სკოლისთვის რაგბის სათამაშოდ საჭირო სპორტული აღჭურვილობის შეძენას გეგმავს

The post სკოლებში უკონტაქტო რაგბის გაკვეთილები დაიწყო – ვისი დახმარებით იმუშავებენ პედაგოგები მოსწავლეებთან და როგორია სწავლების ვადები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მაღალი რისკის მსჯავრდებულებსაც მიეცემათ –იუსტიციის მინისტრი

$
0
0

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, უმოკლეს პერიოდში დააინიცირებენ ახალ, პენიტენციურ კოდექსს, რომლის მიხედვითაც სხვა მსჯავრდადებულებსაც მიეცემათ საშუალება, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ და ეს წრე ბევრად უფრო მეტად გაფართოვდება.

„პირველად საქართველოში, ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა“

მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა პატიმრებს უკვე ჰქონდათ, თუმცა ეს კორესპონდენციული სწავლება იყო.

„ძალიან მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ისინი იღებდნენ მასალას, მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდს, წიგნებს და მათ შეეძლოთ ამ მასალას გასცნობოდნენ და ასე მიეღოთ უმაღლესი განათლება. თუმცა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უნივერსიტეტთან შეხება ჰქონია, დამეთანხმება, სწავლისთვის აუცილებელია ადამიანთან, მასწავლებელთან, ლექტორთან ურთიერთობა, რათა ბევრად უკეთესად მოხდეს ამ მასალის გააზრება და აღქმა.

უმოკლეს პერიოდში დავაინიცირებთ ახალ პენიტენციურ კოდექსს, რომლის მიხედვითაც საშუალება მიეცემა სხვა მსჯავრდადებულებსაც, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება და ეს წრე ბევრად უფრო მეტად გაფართოვდება. ჩვენ უკვე ვხედავთ საკმაოდ დადებით გამოხმაურებას ამ პროექტი მიმართ, განსაკუთრებით, მსჯავრდადებულების მიმართ. შესაბამისად, ჩვენც უფრო მეტად ვართ მოტივირებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ წრის გაფართოება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკვე შემდგომი სემესტრიდან უკვე უფრო მეტ, მაღალი რისკის მსჯავრდადებულებსაც მიეცემათ სწავლის შესაძლებლობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე იხილეთ:

დაკარგა თუ არა მნიშვნელობა დიპლომმა და უმაღლესმა განათლებამ და რას აქცევენ ყურადღებას დამსაქმებლები?

The post უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მაღალი რისკის მსჯავრდებულებსაც მიეცემათ – იუსტიციის მინისტრი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გრუნის ორი სტუდენტი სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრება

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 2022 წლის სექტემბრიდან შეუერთდა საფრანგეთის ქ. რენის უნივერსიტეტების მიერ შექმნილ კონსორციუმს.

Sciences Po Rennes -ის მიერ გამოცხადებულ სასწავლო და სასტიპენდიო კონკურსში გაიმარჯვა სამართლის სკოლის ორმა სტუდენტმა – ლია გურაბანიძემ და სანდრო გაგიშვილმა, რომლებიც იანვარში ერთი სემესტრით გაემგზავრებიან აღნიშნულ უნივერსიტეტში და ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სტუდენტებს წარმატებას უსურვებს.

The post გრუნის ორი სტუდენტი სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ჩვენ არანაირად არ გვინდა გაყინული სკოლა, რომელიც იმის შიშით, არაფერი შეეშალოს, არაფერს აკეთებს“

$
0
0

სკოლაში განათლების ხარისხის მართვის მექანიზმების შესახებ, სპეციალურად სკოლის დირექტორობის მსურველთათვის მოწყობილი ვებინარის ფარგლებში, განათლების ხარიხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, კახაბერ ერაძემ ისაუბრა და ხაზგაზმით აღნიშნა, რომ სკოლისთვის ავტორიზაციის მიმნიჭებელი ორგანოს დაკვეთა აქტიური სკოლაა.

რა ვალდებულებები აქვს დირექტორს სკოლის ფილოსოფიის შექმნისთვის, რომელიც ახალი სტანდარტით მოეთხოვება და ავტორიზაციას დაეხმარება

„ჩვენ არანაირად არ გვინდა გაყინული სკოლა, რომელიც იმის შიშით, არაფერი შეეშალოს, არაფერს აკეთებს. პირიქით, ჩვენ გვინდა აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა, მაგრამ იმუნური სისტემის არსებობით. რათა დავრწმუნდეთ, რომ ნებისმიერ გამოწვევას სკოლა გაუმკლავდება და მას გააჩნია გამოწვევებთან გამკლავების მექანიზმები. აქედან გამომდინარე, სკოლაში ხარვეზის გამოწვევის არსებობა ახალი მიდგომით არც შეიძლება გახდეს ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი, თუკი სკოლას იდენტიფიცირებული აქვს ეს გამოწვევები და ასევე მან იცის, როგორ გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს“, – განაცხადა 2 ნოემბრის ვებინარის მიმდინარეობისას კახაბერ ერაძემ.

მისი თქმით, ხარისხის უზრუნველყოფა არის მართვის მენეჯმენტის პრინციპი, ხარისხზე ორიენტირებული მართვის პრინციპი, რომელიც გულისხმობს მუდმივ მოძრაობას ხარისხის ციკლსა და წრეზე.

ამ კონტექსტში კახა ერაძემ ისიც აღნიშნა, რომ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, რეავტორიზაციამდე სკოლა არ უნდა “ისვენებდეს” და სკოლის მმართველებმა უნდა იცოდნენ, რომ იქნება გეგმიური და არაგეგმიური სკოლის მონიტორინგი.

„ავტორიზაცია დაწესებულებებს ენიჭებათ 6 წლის ვადით. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ მან უნდა გაიაროს რეავტორიზაცია, ანუ ხელახალი ავტორიზაცია. საჯარო სკოლები ავტორიზაციას 2023 წლიდან დაიწყებენ და 6 წლის შემდეგ, მათ მოუწევთ ხელახალი ავტორიზაციის გავლა. აბსოლუტურად მცდარია შეხედულება, რომ ავტორიზაცია თუ მივიღეთ ექვსი წელი დავისვენოთ. არა. ავტორიზაცია არაფრის დასასრული არ არის და სწორედ რომ დასაწყისია. მას შემდეგ, რაც დაწესებულებას მიენიჭება ავტორიზებულის სტატუსი, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი შრომა ამ სტატუსის შესანარჩუნებლად – დაგეგმვა, გაუმჯობესება შეფასება, განხორციელება…“, – აღნიშნა ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.

როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, უკლებლივ ყველა სკოლამ ავტორიზაცია ახალი სტანდარტების მიხედვით უნდა გაიაროს. სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებისთვის რეგისტრაცია კი 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და რეგისტრაციის ინსტრუქცია

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა

The post „ჩვენ არანაირად არ გვინდა გაყინული სკოლა, რომელიც იმის შიშით, არაფერი შეეშალოს, არაფერს აკეთებს“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღია მეცნიერების ფორუმზე

$
0
0

2-4 ნოემბერს საქართველოში პირველად გაიმართა „ღია მეცნიერების ფორუმი“, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, სამმხრივი შეხვედრის ფორმატში – ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მონაწილეობით განხორციელდა. ფორუმის ფარგლებში, 4 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის გახსნის ცერემონიალი.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის ღია მეცნიერების ერთგვარ ჰაბად ქცევა ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო სამეცნიერო პროცესებში ინტეგრაციასა და ქართველ მეცნიერთა მიღწევების პოპულარიზაციას.

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს პროექტის წამოწყებისა და მეცნიერების ხელშეწყობის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის. ასევე, ისაუბრა გორის უნივერსიტეტის მზაობის შესახებ – აქტიურად ჩაერთოს პროექტის განხორცილების პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ზაზა მარუაშვილი, საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის „ჰორიზონტ ევროპის“ კოორდინატორები, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეციერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები: მანანა თანდაშვილი, თინათინ მარგალიტაძე, ქეთევან დათუკიშვილი, ნანა ლოლაძე და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

აღსანიშნავია, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტთან, რომელიც ციფრული ჰუმანიტარიის უმძლავრესი კერაა მსოფლიოში. თანამშრომლობის გამყარების მიზნით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

The post გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღია მეცნიერების ფორუმზე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გამოწვევად რჩება განათლების ხარისხი და ინსტიტუციური გაძლიერება –მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ გამოქვეყნდა

$
0
0

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ხელმოწერით, საქართველოს მთავრობის “ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია” დამტკიცდა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მისი ერთი ნაწილი განათლების სფეროს ეხება.

„საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც, დაგროვებული გამოცდილებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აყალიბებს მომავლის ხედვას, განსაზღვრავს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს, ძირითად პრინციპებსა და მიზნების მიღწევის კონკრეტულ გზებს“, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინასიტყვაობაში.

მისივე თქმით, დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას, რაც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ თანასწორობას, რეგიონული უთანასწორობის შემცირებას, ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლების, საზოგადოებრივ სხვა სიკეთეთა მეტ ხელმისაწვდომობას, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს, დემოკრატიის გაძლიერებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, გასული წლების განმავლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, განათლებისა და მეცნიერების სისტემაში უმთავრეს გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება განათლების ხარისხი და საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერება.

იხილეთ: „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“

საქართველოს მთავრობის მიზნები და ამოცანები განათლებაში:

  • მიზანი 6: ინდივიდზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობას იძლევა;
  • ამოცანა 6.1: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულების მიერ მაღალი ხარისხის, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა;
  • ამოცანა 6.2: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თითოეული მოსწავლისათვის მაღალ მისაღწევ შედეგებზე დაფუძნებული, რელევანტური და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, სრულფასოვნად განავითაროს აკადემიური, პიროვნული, სოციალური და სწავლის კომპეტენციები;
  • ამოცანა 6.3: პროფესიული განათლების სერვისების უზრუნველყოფა, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ;
  • ამოცანა 6.4: უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია;
  • ამოცანა 6.5: უმაღლესი განათლების პროგრამების განვითარება შრომის ბაზრის გამოწვევების შესაბამისად;
  • ამოცანა 6.6: ციფრული განათლების განვითარება სწავლების დისტანციური და ჰიბრიდული სასწავლო პროგრამებით;
  • ამოცანა 6.7: განათლების ყველა საფეხურის ეფექტიანი მართვისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენებით განსხვავებული საჭიროების მქონე პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

The post გამოწვევად რჩება განათლების ხარისხი და ინსტიტუციური გაძლიერება – მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ გამოქვეყნდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


„1 304 საჯარო სკოლისთვის შესყიდულია სასკოლო, საოფისე, სამზარეულო და სამედიცინო კაბინეტის ავეჯი ან ინვენტარი“ –როგორ შესრულდა განათლების ბიუჯეტი 9 თვეში

$
0
0

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ხელმოწერით, საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა გადაუგზავნა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის 2022 წლის 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 1 264 141.6 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ – 1 243 334.4 ათასი ლარი, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 153 921.9 ათასი ლარით მეტია.

რაც შეეხება მიმართულებების მიხედვით ათვისებულ თანხებს, 31 ოქტომბრის მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 2078-მდე საჯარო და 210 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დასაფინანსებლად მიიმართა 749.4 მლნ ლარი.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას 679 საჯარო, 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო დაწესებულების 1 612 მანდატური უზრუნველყოფდა.

დოკუმენტში საუბარია მოსწავლეთა ტრანსპორტირების შესახებაც და ნათქვამია, რომ თბილისში 38 საჯარო სკოლის 13 301 მოსწავლის ტრანსპორტირება განხორციელდა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 30 საჯარო სკოლის 1 904 მოსწავლის ტრანსპორტირება. განხორციელდა, 7 სკოლის 382 შშმ და სსსმ სატატუსის მქონე, ეტლით მოსარგებლე მოსწავლის ტრანსპორტირებით მომსახურება. საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით კი 56 მუნიციპალიტეტი დაფინანსდა.

„პროფესიული განათლების დასაფინანსებლად მიიმართა 53.7 მლნ ლარზე მეტი, სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების დაფინანსებისა და ახალგაზრდების წახალისების მიზნით მიმართულ იქნა 79.9 მლნ ლარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის მიზნით – 11.5 მლნ ლარი, ხოლო ინკლუზიური განათლების დასაფინანსებლად – 27.5 მლნ ლარზე მეტი. მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით მიმართული იქნა 45.1 მლნ ლარზე მეტი“, – ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.

რაც შეეხება სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის მიმართულებას, როგორც ფინანსთა სამინისტრო წერს, დასრულებულია 17 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაიწყო 9 სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარეობდა 8 სკოლის რეაბილიტაცია, დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სამშენებლო ტერიტორიის მოწყობისა და შვიდი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები, მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 74 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დასრულდა 5 სკოლის მშენებლობა და ორ სკოლაზე მიმდინარეობდა სატენდერო პროცედურები.

„1 304 საჯარო სკოლისთვის შესყიდულია სასკოლო, საოფისე, სამზარეულო და სამედიცინო კაბინეტის ავეჯი/ინვენტარი, დაფინანსებულია 129 საჯარო სკოლა ნაწილობრივ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისა და ინვენტარით აღჭურვის მიზნით, ოთხი საჯარო სკოლებისათვის შეძენილა რეალურ- ვირტუალური ლაბორატორიები. მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციია 10 პროფესიული სასწავლებლის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით; მიმდინარეობდა სამი პროფესიული სასწავლებლების სამშენებლო სამუშაოები. ასევე, ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის (რომელიც პროფესიულ პროგრამებსაც ახორციელებს) შენობების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაწყებულია ერთი ახალი კოლეჯის სამშენებლო სამუშაოები, დაფინანსებულია 6 პროფესული კოლეჯი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აღჭურვილობების შეძენის, ტექნიკისა და აქსესუარების განახლების, სარეაბილიტაციო და სხვა სამუშაოების განხორციელების მიზნით“, – ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტისთვის გადაგზავნილ ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშში.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, განათლების სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განსაზღვრული იყო 1 840 165.9 ათასი ლარი, საკასო შესრულებამ კი შეადგინა 1 341 489.3 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმიური მაჩვენებლის 72.9%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების – 10.5%. მათ შორის:

  • სკოლამდელი აღზრდის დაფინანსებამ შეადგინა 143.5 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (110.4 ათასი ლარი) 130.1%-ს შეადგენს;
  • ზოგადი განათლების დაფინანსებამ შეადგინა 785 368.2 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (1 022 066.3 ათასი ლარი) 76.8%-ს შეადგენს;
  • პროფესიული განათლების დაფინანსებამ შეადგინა 58 408.8 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმის (79 365.0 ათასი ლარი) 73.6%;
  • უმაღლესი განათლების დაფინანსებამ შეადგინა 108 293.5 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (146 484.3 ათასი ლარი) 73.9%-ს შეადგენს;
  • უმაღლესის შემდგომი განათლების დაფინანსებამ შეადგინა 1 570.5 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (1 500.0 ათასი ლარი) 104.7%-ს შეადგენს;
  • განათლების სფეროს დამხმარე მომსახურების დაფინანსებამ შეადგინა 129 128.2 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (165 563.9 ათასი ლარი) 78.0%-ს შეადგენს;
  • განათლების სფეროში გამოყენებითი კვლევების დაფინანსებამ შეადგინა 41 767.0 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (60 415.8 ათასი ლარი) 69.1%-ს შეადგენს;
  • განათლების სფეროში სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობის ასიგნებების დაფინანსებამ შეადგინა 216 809.5 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (364 660.2 ათასი ლარი) 59.5%-ს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისის მიმოხილვაში ასახულია რამდენ პირს შეეხო, ან რამდენმა პირმა ისარგებლა განათლების სხვადასხვა პროგრამული მიმართულებებით და მათ შესახებ EDU.ARIS.GE კიდევ გიამბობთ.

The post „1 304 საჯარო სკოლისთვის შესყიდულია სასკოლო, საოფისე, სამზარეულო და სამედიცინო კაბინეტის ავეჯი ან ინვენტარი“ – როგორ შესრულდა განათლების ბიუჯეტი 9 თვეში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

$
0
0

გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში, 7 ნოემბერს გორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას უძღვებოდნენ: გორის რაიონული პროკურორი, ბატონი დავით გუმბერიძე, რაიონული პროკურორის მოადგილე, ბატონი მორის ჩუბინიძე და პროკურორი, ბატონი ოთარ დოხნაძე.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას.
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია – „არა ფემიციდს“ აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.

The post გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა –რა ცვლილებები ელით 2023 წლის აბიტურიენტებს სამი საგნის ტესტებში

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 8 ნოემბერს, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგიერთ საგანში განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც გამოცდების ცენტრი განმარტავს, სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები პერიოდულად იცვლება.

“ამ სიახლეების მიზანია ტესტის უფრო მეტად დახვეწა. შარშან სიახლეები შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის ტესტების ფორმატს. წელს გთავაზობთ სიახლეებს ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენის ტესტების ფორმატში”, – განმარტავს სოფიო გორგოძის უწყება.

ისტორიის ტესტი

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში არსებული №22, 23, 24 დავალებების (პრობლემის ანალიზი და ისტორიული მოვლენის შეფასება) ნაცვლად საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელიც იმავე უნარებს შეამოწმებს, რასაც ეს დავალებები ამოწმებდა. კერძოდ:

  • ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა;
  • ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა;
  • ისტორიული მოვლენების შეფასების უნარი;
  • ისტორიული მოვლენების/ფაქტების კრიტიკული გააზრების უნარი;
  • არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
  • შეფასების უნარი.

გამოცდების ცენტრი ხსნის, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ტესტის განსხვავებული ფორმატისა და არა არსობრივ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებაზე, რაც უფრო მოქნილს, საინტერესოს და კომპლექსურს გახდის დავალებას. ერთ ისტორიულ მოვლენაზე ფოკუსირებულ აბიტურიენტს შეეძლება უფრო ვრცლად და არგუმენტირებულად იმსჯელოს მოცემულ თემატიკაზე და უკეთ გამოავლინოს ზემოთ ჩამოთვლილი უნარები.

ახალი ფორმატის დავალებაში მოცემულია დავალების პირობა, რომელსაც აბიტურიენტები გულდასმით უნდა გაეცნონ, შემდეგ კი ქვეკითხვების მიხედვით უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოდგენილ თემაზე. დავალება 6 ქულიანია. ტესტის მაქსიმალური ქულა არ შეიცვლება (60). საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კვლავ 2 საათი და 40 წუთი იქნება.

აბიტურიენტს კი ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

დავალების ნიმუში

1642 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა ლონდონი დატოვა. დაიწყო ომი მეფესა და პარლამენტს შორის.

ქვეკითხვები:

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.
(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს დაპირისპირება, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის მომტანი, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

იხილეთ მოცემული დავალების ქვეკითხვებთან დაკავშირებული თანდართული დაზუსტება-განმარტებები:

  1. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება მიზეზის ტიპი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.
  2. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება რა ტიპის შედეგზეა საუბარი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.
  3. არგუმენტის დამოწმების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
  4. არგუმენტის მოტანის გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
  5. ანალოგიის დამადასტურებელი მსჯელობის/ფაქტების დასახელების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას.

მათემატიკის ტესტი

გამოცდების ცენტრის ცნობით, 2023 წელს, მათემატიკის ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისაგან.

ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი, კერძოდ მოცემული იქნება 37 არჩევითპასუხებიანი დავალება.

ასევე იქნება 4 ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (2 დავალება) და ოთხქულიანი (2 დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14. ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51).

ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათია. აბიტურიენტს კი ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

უცხოური ენების ტესტი

უცხოური ენის ტესტების ფორმატში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

  • ტესტში შემოტანილია კომუნიკაციური სახის დავალება – დიალოგის შევსება. ეს დავალება ჩაანაცვლებს წერის პირველს დავალებას – წერილს.
  • ტესტიდან ამოღებულია მოსმენის პირველი დავალება. მოსმენის მეორე დავალების სავარაუდო პასუხების რაოდენობა გახდა 4.
  • გრამატიკის ცოდნა შემოწმდება დახურული დავალებებით. აბიტურიენტმა სწორი პასუხის ჩაწერის ნაცვლად, მოცემული 4 პასუხიდან უნდა აირჩიოს და პასუხების ფურცელზე მონიშნოს მხოლოდ ერთი, რომელიც სწორად მიაჩნია.
  • წერითი დავალების მოცულობა განისაზღვრა 120 – 170 სიტყვით.

როგორც გამოცდების ცენტრი განმარტავს, ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა არის 7. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს კი ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს. გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი და 30 წუთი.

უცხოური ენის ტესტის განახლებული ფორმატის, თემის შეფასების კრიტერიუმების და ახალი დავალებების ნიმუშების ნახვა შესაძლებელია კრებულში.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა – რა ცვლილებები ელით 2023 წლის აბიტურიენტებს სამი საგნის ტესტებში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა“ – წიგნის პრეზენტაცია

$
0
0

9 ნოემბერს, 14:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფონდი „აი ია“ გამართავს ელექტრონული წიგნის „სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა“ პრეზენტაციას.

წიგნში აღწერილია სმენადაზიანებული ბავშვების რეაბილიტაციის სამედიცინო, ტექნიკური და ფსიქოსაგანმანათლებლო მეთოდები, მოცემულია ინფორმაცია სასმენი აპარატების, კოხლეარული და ტვინის ღეროს იმპლანტების, ბავშვების სმენის პროთეზირების თავისებურებათა შესახებ, განხილულია მეტყველების განვითარების სმენითი მეთოდი.

პედაგოგიურ და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, სმენითი რეაბილიტაციის მეთოდის ავტორის, ინა კოროლიოვას წიგნის ქართული თარგმანი ფონდის „აი ია“ აუდიოვერბალურ თერაპევტ თეა გოჩიტაშვილს ეკუთვნის.

წიგნზე ასევე იმუშავეს კონსულტანტებმა სოფიო ნადირაძემ, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრმა, მაკ ჯორჯიას პროგრამის „მშობლის სკივრი“ ხელმძღვანელმა, და ნინო ლომიძემ, რომელიც კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი და მაკ ჯორჯიას ფსიქოლოგების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

წიგნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო კურსში ინტეგრირდა და ილიაუნის ბიბლიოთეკას გადაეცა.

პრეზენტაციაზე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები და საკითხით დაინტერესებული პირები სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა გარშემო არსებულ სისტემურ გამოწვევებსა და რესურსებზე ისაუბრებენ.

სახელმძღვანელო შეიქმნა მაკ ჯორჯიას მიერ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის „სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერის“ ფარგლებში.

პროექტის თანადამფინანსებელი და განმახორციელებელია სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, საინვესტიციო ჰოლდინგის, სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების მნიშვნელოვანი ფონდი. პროექტის პარტნიორია კომპანია „კინდსმენა“.

The post „სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა“ – წიგნის პრეზენტაცია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

მთავრობა: დაგეგმილია ეროვნული გამოცდების რეფორმირება

$
0
0

დაგეგმილია ეროვნული გამოცდების რეფორმირება სახელმწიფო ინტერესების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მოთხოვნების გათვალისწინებით.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ სქელტანიან დოკუმენტშია საუბარი, სადაც განათლების სისტემის გამოწვევევბთან ერთად, მისი გადაჭრის მთავრობისეულ ხედვაზეა საუბარი.

მთავრობა უმაღლესი განათლების პროგრამების განვითარებას შრომის ბაზრის გამოწვევების შესაბამისად გეგმავს და მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმის განხორციელების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება წარმოადგენს, რომელიც თავის თავში შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტს მოიაზრებს და ეს ხელს შეუწყობს ინსტიტუციური და ინდივიდუალური მიღწევების გაუმჯობესებას.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში მთავრობა განმარტავს, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით.

„აღნიშნულ მოდელში გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი (აკადემიური, სამეცნიერო, ინტერნაციონალიზაცია), რომელიც უზრუნველყოფს ინსტიტუციურ მდგრადობას და ქმნის სტიმულს შემდგომი განვითარებისთვის, სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის კი დამატებით გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი (Smart Specialization for Higher Education), რაც გულისხმობს რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტების (მაგ.: მეღვინეობა, ვეტერინარია და ა. შ.) მიხედვით გარკვეული დარგების დაფინანსებას. გარდა ამისა, დაფინანსების ახალი მოდელის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, გათვალისწინებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციული მართვის მონაცემთა სისტემის შექმნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციონალური ეფექტიანობის გასაზომად და დაფინანსების ახალი ფორმულა შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის დასამუშავებლად“, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ ხედვაში სახელწოდებით „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“.

დოკუმენტიდან ვიგებთ იმასაც, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რესტრუქტურიზაცია და ოპტიმიზაცია ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებული მექანიზმებისა და ანგარიშვალდებულების დაბალანსებული სისტემის საშუალებით 2030 წლისთვის უნდა განხორციელდეს და ამაში იგულისხმება როგორც უმაღლესი განათლების სისტემის რესტრუქტურიზაცია, ასევე სექტორის კონსოლიდაცია, თუმცა უკავშირდება თუ არა რესტრუქტურიზაცია და კონსოლიდაცია საკადრო პოლიტიკის ცვლილებას, ან სხვადასხვა უწყების შერწყმას, ეს დაკონკრეტებული არ არის.

2030 წლისთვის, მთავრობა გეგმავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელებას, რომელმაც მათი აზრით, უნდა განავითაროს როგორც ცალკეული ინდივიდები, ისე ინსტიტუტები: განხორციელდება ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში, აკადემიურ პერსონალში, მკვლევრებსა და, ზოგადად, განათლებისა და გადამზადების, ასევე კვლევისა და ინოვაციის სისტემებში დასაქმებულ ინდივიდებში.

გარდა ამისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დივერსიფიცირებისა და მათი საქმიანობის პროფილის გაფართოების მიზნით, მთავრობა ასევე გადადგამს ნაბიჯებს უმაღლესი განათლების სექტორში პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამების შესამუშავებლად, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შრომის ბაზრის საჭიროებებსა და სწავლა-სწავლების სფეროში ინოვაციურ მიდგომებთან.

დოკუმენტში განმარტებულია, თუ რომელ უნივერსიტეტებს ექნებათ მრავალწლიანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა.

„მრავალწლიანი დაფინანსების მიღების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტული შეფასების ფარგლებში დამატებით შეირჩევა საერთაშორისო დონეზე კონკურენტული უნივერსიტეტები, რომლებიც ინტენსიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევიან და მაღალი ხარისხის კვლევების განხორციელების დიდი პოტენციალით გამოირჩევიან. გარდა ამისა, წახალისდება უმაღლესი სასწავლებლების მიერ მმართველობით ორგანოებში დაინტერესებული მხარეების ჩართვა, რაც დაეხმარება მათ შრომის ბაზრისა და საზოგადოების სწრაფად ცვალებადი საჭიროებების უკეთესად აღქმასა და რეაგირებაში. გაგრძელდება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან“, – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის 2030 წლის ხედვაში.

ასევე იხილეთ:

გამოწვევად რჩება განათლების ხარისხი და ინსტიტუციური გაძლიერება – მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ გამოქვეყნდა

„გაიზარდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირდაპირი დაფინანსების შესაძლებლობები“

The post მთავრობა: დაგეგმილია ეროვნული გამოცდების რეფორმირება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ჯანმო: საქართველოში ბავშვთა 28%-ს აწუხებს ჭარბწონიანობა, რაც ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია

$
0
0

ევროპის რეგიონში ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის გავრცელების მაჩვენებლები ბავშვებში ჯერ კიდევ მაღალია და 29%-ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბავშვთა ჭარბი წონა და სიმსუქნე აზიანებს ჯანმრთელობას და მრავალი არაგადამდები დაავადების რისკ-ფაქტორია (მათ შორის – გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, კიბო და აშ.)

„დღეს ევროპის რეგიონში სკოლის ასაკის ყოველ მესამე ბავშვს აწუხებს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ეს მაჩვენებელი ბევრ ქვეყანაში იზრდება. პრობლემის ეფექტურად გადასაწყვეტად საჭიროა ხარისხიანი მონაცემები. მონაცემები რეგიონის 33 ქვეყნიდან ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისი აქვეყნებს ბავშვთა სიმსუქნის ზედამხედველობის ინიციატივის (COSI) მე-5 რაუნდის ანგარიშს. დასკვნები ეფუძნება უახლეს მონაცემებს, რომლებიც შეგროვდა 2018-2020 წლებში ჯანმოს ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში. საერთო ჯამში, 6-9 წლის ასაკის თითქმის 411 000 ბავშვმა მიიღო კვლევაში მონაწილეობა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა 28%-ს აწუხებს ჭარბწონიანობა (სიმსუქნის ჩათვლით), რაც ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია, თუმცა ამ სფეროში ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ამ მაჩვენებელმა იოლად შეიძლება მიიღოს მზარდი ხასიათი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით. საერთო ჯამში, მონაწილე ქვეყნებში 7-9 წლის ბავშვების 29%-ს აწუხებს ჭარბი წონა (მათ შორის სიმსუქნე). ჭარბი წონის გავრცელება უფრო მაღალია ბიჭებში (31%), ვიდრე გოგონებში (28%). „ანგარიში აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ბავშვს აწუხებს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად – ამბობს დოქტორი კრემლინ ვიკრამასინგე, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ოფისის ხელმძღვანელი, რომელმაც მოამზადა ანგარიში.

„ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება უკეთესი პოლიტიკა, რომელიც დაგვეხმარება შეცვალოს ბავშვთა სიმსუქნის მიმდინარე ტენდენციები – განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის ფონზე, რომელიც, თავის მხრივ, ჭარბი წონისა და სიმსუქნის სახიფათო რისკ-ფაქტორია”. ასევე, მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს ქვეყნებს შორის, ჭარბი წონის (მათ შორის სიმსუქნის) პრევალენტობის კუთხით 7-9 წლის ბავშვებში: ტაჯიკეთში ეს მაჩვენებელი 6%-ია, ხოლო კვიპროსში იგი 43%-ს აღწევს. კვებითი ჩვევები და ფიზიკური აქტივობა ჯანმოს ევროპის რეგიონში ბავშვთა (87%) თამაშობს სუფთა ჰაერზე მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში. მათი 43% ყოველდღიურად მიირთმევს ხილს, ხოლო 34% – ბოსტნეულს“, – აღნიშნულია რვა ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

წყარო: ტელეკომპანია იმედი

The post ჯანმო: საქართველოში ბავშვთა 28%-ს აწუხებს ჭარბწონიანობა, რაც ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„უცხო ენაში გრამატიკა გამარტივდა…არ მგონია, წერილის ამოღება სწორი გადაწყვეტილება იყოს“ –სპეციალისტი აბიტურიენტების ტესტში შესულ ცვლილებებზე

$
0
0

როგორც რვა ნოემბერს გახდა ცნობილი, 2023 წლის აბიტურიენტებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამი საგნის ჩაბარება ცვლილებებით მოუწევთ. სიახლეებია ისტორიაში, მათემატიკასა და უცხოური ენის ტესტების ფორმატში. უცხოურ ენას გამოცდებზე რეგისტრირებული ყველა აბიტურიენტი აბარებს და ამდენად, ამ საგანში შესული ცვლილებები წლევანდელი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

რა შეიცვალა: უცხოური ენის ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა არის 7. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. შემოტანილია კომუნიკაციური სახის დავალება – დიალოგის შევსება. ეს დავალება ჩაანაცვლებს წერის პირველ დავალებას – წერილს. ტესტიდან ამოღებულია მოსმენის პირველი დავალება. 2023 წელს მოსმენის უნარი შემოწმდება მხოლოდ 1 დავალებით, რომლის სავარაუდო პასუხების რაოდენობა იქნება 4. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება დახურული დავალებებით. აბიტურიენტმა სწორი პასუხის ჩაწერის ნაცვლად, მოცემული 4 პასუხიდან უნდა აირჩიოს და პასუხების ფურცელზე მონიშნოს მხოლოდ ერთი, რომელიც სწორად მიაჩნია. წერითი დავალების მოცულობა განისაზღვრა 120 – 170 სიტყვით.

პედაგოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი ნანა კიკალიშვილი ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლიდან, რომელსაც უმაღლესში ჩაბარების მსურველებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სიახლეებს EDU.ARIS.GE-სთან აფასებს და ამბობს, რომ ტესტებში განხორციელებული ცვლილებები არ არის დროული, რადგან აბიტურიენტთა დიდი ნაწილი უკვე მესამე თვეა ემზადება, ნაწილი კი უკვე მეორე წელია მეცადინეობს.

ნანა კიკალიშვილი: ეს იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტები მეილის წერაზე უკვე სერიოზულად მუშაობდნენ და დახვეწეს კიდევაც. ზოგიერთი სკოლის მასწავლებელიც ეხმარებოდა და ამუშავებდა საკუთარი სკოლის მოსწავლეებს ამ კუთხით, ცვლილების მიხედვით კი, სხვა სახის დავალებაზე მოუწევთ მუშაობა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ რთული დავალებაა.

– ქალბატონო ნანა, ტესტში აღარ იქნება წერილი და აბიტურიენტებს დიალოგზე ექნებათ სამუშაო. ასევე, გრამატიკაში ღია დავალებები არჩევითბოლოიანით ჩანაცვლდა, დარჩა მხოლოდ ერთი მოსმენის დავალება… ამ ფონზე, ტესტის მაქსიმალური ქულა 10-ით შემცირდა, უნდა ჩავთვალოთ, რომ ტესტი გაიოლდა, თუ ეს ნაადრევი დასკვნა იქნება?

– არ მგონია, საქმიანი წერლის ამოღება სწორი გადაწყვეტილება იყოს, რადგან ევროპულ ქვეყნებში გამოცდებზე ეს აპრობირებულია და ვთვლი, რომ ყველა ზრდასრულმა უნდა შეძლოს საქმიანი წერილის დაწერა. რაც შეეხება გრამატიკას, ვფიქრობ გამარტივდა, რადგან მოსწავლეს უფრო მეტი საშუალება აქვს, სწორი პასუხი ჩასვას. მოსასმენი დავალებაც გამარტივდა და არც დავალების შემცირებაა კარგი გადაწყვეტილება, რადგან ენის შესწავლაში მნიშვნელოვანი ნაწილია მოსმენა და საუბარი.

– შესწავლა ახსენეთ, აბიტურიენტის ენის ცოდნის განვითარებისთვის რამდენად სასარგებლოა ამ ტიპის ცვლილებები?

– ენის ცოდნის განვითარებისთვის, არსებული ცვლილებები ნამდვილად არ არის სასარგებლო. მაშინ, როცა ინგლისური ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი ენაა, მიმაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი ამ დონეზე გამარტივება და მხოლოდ დახურულ და არჩევით პასუხიანი დავალებების დატოვება.

– გარდა ზემოთ ხსენებულისა, წერით დავალებაში სავალდებულო სიტყვათა რაოდენობა გაიზარდა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ აბიტურიენტები უფრო მეტ შეცდომას დაუშვებენ?

– ვფიქრობ, არსებული სიტყვათა რაოდენობა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ არგუმენტირებულად გადმოეცა საკუთარი აზრი. სიტყვათა რაოდენობა 20 სიტყვით გაიზარდა, ამან კი არ მგონია, აბიტურიენტს დავალების შესრულება გაურთულოს. მთავარია, სტრუქტურა არ შეცვლილა.

– როგორც რეპეტიტორს, მოგიწევთ აბიტურიენტებთან მუშაობის მეთოდიკის ცვლილება ამ სიახლეების შემდეგ?

– კი მოგვიწევს შეცვლა. დაგვჭირდება უფრო მეტი ნიმუშის მოძიება დიალოგებთან დაკავშირებით ან მოგვიწევს თავად შევადგინოთ დიალოგები. უმჯობესი იქნებოდა, ცვლილებებთან ერთად, ნიმუშების რაოდენობა გაეზარდათ.

– თქვენ რას შეცვლიდით უცხოური ენის გამოცდასა და ტესტში და რატომ?

– დახურული/არჩევითპასუხიანი დავალებების ნაცვლად, ღია კითხვებს შევიტანდი, თუნდაც წაკითხულის გააზრებაში ღია კითხვებს დავამატებდი, შესაძლებელია საუბრის დავალების დამატებაც.

ასევე იხილეთ:

ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა – რა ცვლილებები ელით 2023 წლის აბიტურიენტებს სამი საგნის ტესტებში

The post „უცხო ენაში გრამატიკა გამარტივდა… არ მგონია, წერილის ამოღება სწორი გადაწყვეტილება იყოს“ – სპეციალისტი აბიტურიენტების ტესტში შესულ ცვლილებებზე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


ერთი უნივერსიტეტიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესში ცვლილებაა

$
0
0

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

კერძოდ კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესს ახალი, მერვე პუნქტი დაემატა, რომელიც მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებზე და მათ სტუდენტებზე ვრცელდება:

„მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად რეორგანიზაციის/გარდაქმნის შემთხვევაში, მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეორგანიზაციამდე/გარდაქმნამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტი ჩაითვალოს რეორგანიზაციის/გარდაქმნის შედეგად შექმნილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტუდენტი არ სარგებლობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა. აღნიშნული სტუდენტები სარგებლობენ მხოლოდ სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის უფლებით“, – ვკითხულობთ საკანონმდებლო მაცნეზე დღეს, 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ბრძანებას, რომელიც უკვე ძალაშია, ხელს აწერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და მინისტრის ქვეყანაში არ ყოფნის გამო მისი მოვალეობის შემსრულებელი, თამარ მახარაშვილი.

ასევე იხილეთ:

ბოლო ადგილი რეგიონში – Erasmus+-ში პროფესიული განათლების ჩართვის პირველი წლის შედეგები საქართველოსთვის

The post ერთი უნივერსიტეტიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესში ცვლილებაა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

CIU –ის ინტელექტკლუბის ორგანიზებით, „რა? სად? როდის?“ სპორტული ჩემპიონატის მეორე ტური გაიმართა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის (პრეზიდენტი – ბაკურ ხუბულავა) ორგანიზებით, 4 ნოემბერს „რა? სად? როდის?“ სპორტული ჩემპიონატის მეორე ტური გაიმართა.

ტურნირი ორ ლიგად არის დაყოფილი – All Star და კლასიკური, სადაც CIU-ს ყველა საფეხურის 100-ზე მეტი სტუდენტია ჩართული. თამაშზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა საქართველოს ინტელექტკლუბის წევრი, საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრი, ივიკო შენგელია, რომელმაც გუნდებს წარმატება უსურვა და სიმბოლურად კითხვაც დაუსვა.

თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ტურნირის ბოლოს კი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: All Star ლიგა – 1 ადგილი – „ბრაჰმანების კასტა“ (კაპიტანი – მარიტა შეშელიძე), 2-3 ადგილი „ჰიდრა“ (კაპიტანი – სანდრო გელაძე), „შილდი“ (კაპიტანი – გიორგი ჭაავა).

რაც შეეხება კლასიკურ ლიგას, 11-11 ქულით, ოთხმა გუნდმა გაიყო 1-4 ადგილი:

„აკომა“ (კაპიტანი – ლილე ქურასბედიანი), „სნიჩი“ (კაპიტანი – ნანო გელანტია),

„აურორა“ (კაპიტანი – ილია ბატიაშვილი) და „არგო“ (კაპიტანი – ლიკა ჯაფარიძე).

ჩემპიონატი 4 ტურისგან შედგება და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სეზონის ბოლოს ფულადი და სხვა სასაჩუქრე პაკეტებით დაჯილდოვდებიან.

The post CIU – ის ინტელექტკლუბის ორგანიზებით, „რა? სად? როდის?“ სპორტული ჩემპიონატის მეორე ტური გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

2023 წლის აბიტურიენტებისთვის მათემატიკის ტესტის ნიმუში გამოქვეყნდა

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 9 ნოემბერს, 2023 წლის მათემატიკის ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტის ნიმუში გამოაქვეყნა.

მათემატიკის ტესტის ნიმუში

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აბიტურიენტებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამი საგნის ჩაბარება ცვლილებებით მოუწევთ. სიახლეებია ისტორიაში, მათემატიკასა და უცხოური ენის ტესტების ფორმატში.

აქვე შეგახსენებთ ცვლილებების ჩამონათვალს მათემატიკაში:

გამოცდების ცენტრის ცნობით, 2023 წელს, მათემატიკის ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისაგან.

ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი, კერძოდ მოცემული იქნება 37 არჩევითპასუხებიანი დავალება.

ასევე იქნება 4 ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (2 დავალება) და ოთხქულიანი (2 დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14. ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51).

ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათია. აბიტურიენტს კი ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post 2023 წლის აბიტურიენტებისთვის მათემატიკის ტესტის ნიმუში გამოქვეყნდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„თუ ისტორიაში აბიტურიენტი ვერ გაიხსენებდა სამი მოვლენიდან ერთს, კარგავდა 2 ქულას, ახლა შეიძლება, 6 ქულა დაკარგოს”- სპეციალისტი ცვლილებებზე

$
0
0

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ტესტის ცალკეულ დავალებებს აბიტურიენტები შეცვლილი ფორმით შეასრულებენ. ცვლილება შევიდა ისტორიის, მათემატიკისა და ინგლისური ენის ტესტურ დავალებებში.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ყველაზე მეტი გამოსაცდელი არჩევითი საგნებიდან სწორედ ისტორიის საგანს ირჩევს, EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ აფასებენ ცვლილებებს საგნის სპეციალისტები.

რა შეიცვალა: 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში არსებული №22, 23, 24 დავალებების (პრობლემის ანალიზი და ისტორიული მოვლენის შეფასება) ნაცვლად საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელიც იმავე უნარებს შეამოწმებს, რასაც ეს დავალებები ამოწმებდა. კერძოდ: ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა; ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა; ისტორიული მოვლენების შეფასების უნარი; ისტორიული მოვლენების/ფაქტების კრიტიკული გააზრების უნარი; არგუმენტირებული მსჯელობის უნარი; შეფასების უნარი. გამოცდების ცენტრი ხსნის, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ტესტის განსხვავებული ფორმატისა და არა არსობრივ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებაზე. დავალება 6 ქულიანია. ტესტის მაქსიმალური ქულა არ შეიცვლება (60).

„უცხო ენაში გრამატიკა გამარტივდა… არ მგონია, წერილის ამოღება სწორი გადაწყვეტილება იყოს“ – სპეციალისტი ცვლილებებზე

ისტორიკოსი და ამავე საგნის მასწავლებელი მრავალწლიანი გამოცდილებით, ნათია დეისაძე ამბობს, რომ ამ საგანში ცვლილებები დროულია და ელოდა კიდეც.

ნათია დეისაძე: მოველოდი მეც და ჩემი კოლეგებიც და ნამდვილად დროული იყო ამ ცვლილებების გამოქვეყნებაც. უკვე აქედანვე ვიცით, რა კორექტირება შეიძლება შევიტანოთ ჩვენი სწავლების მეთოდიკაში. ასევე ფიქრობენ აბიტურიენტებიც, რადგან არა გამოცდამდე რამდენიმე კვირით ან დღით ადრე, არამედ მათთვის ოპტიმალურ პერიოდში გაიგეს ცვლელებების შესახებ და მოსამზადებლადაც უამრავი დრო აქვთ.

ქალბატონო ნათია, როგორც ისტორიის საგნის სპეციალისტმა, მოკლედ აგვიხსენით, რა ცვლილებები შევიდა ტესტში

– ცვლილებები შეეხო ისტორიის საგამოცდო ტესტის 3 სავარჯიშოს, რომელთა წინაპირობა გასულ წლებში ითხოვდა ისტორიული პრობლემის ანალიზსა და მოვლენის შეფასებას. თითოუელი დავალება ფასდებოდა 2 ქულით, სამივე დავალების მაქსიმალური ქულა კი 6 იყო. მათ ნაცვლად შემოგვთავაზეს 1 კომბინირებული დავალება მაქსიმალური 6 ქულით. თუ წინა ტესტით აბიტურიენტი ვერ გაიხსენებდა სამი მოვლენიდან ერთს და კარგავდა 2 ქულას, ახლა მან შეიძლება 6 ქულა სრულად დაკარგოს, რადგან 3 მოვლენის ნაცვლად შესთავაზეს 1. ეს, რა თქმა უნდა, გამოსაცდელისთვის დიდი გამოწვევაა. თუ ადრე აბიტურიენტს შეეძლო რაღაც ქულა მაინც მოეპოვებინა ახლა უკვე კარგავს ამ შესაძლებლობას, რადგან კიდევ განვმეორდები, 1 მოვლენის ანალიზი და შეფასება უწევს და არა 3-ის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ნიმუშით თუ ვიმსჯელებთ, თუ აბიტურიენტს დავალებაში წარმოდგენილ მოვლენაზე არაფერი სმენია, მისი შესრულება აუცილებლად გაუჭირდება, წინა წლების ტესტში კი შეეძლო 3 მოვლენიდან ერთის ცოდნით მაინც მინიმალური ქულა მოეპოვებინა.

– ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ტესტი გართულდა?

– თავიდან მეც ვიფიქრე, რომ ეს ცვლილება ქმნიდა მნიშვნელოვან სირთულეებს, მაგრამ როცა გავეცანი ახალი ტიპის კომბინირებულ დავალებას, მივხვდი, რომ პირიქით. სრულიად მისაღები და გასაგები სავარჯიშო შემოგვთავაზეს. ამით, პირველ რიგში, თავადაც გაიმარტივეს საქმე, რადგან ამ ტიპის სავარჯიშოს ადეკვატური გასწორება მათთვის უფრო მოსახერხებელი იქნება ცდომილება კი ნაკლები.

– თქვენი აზრით, რატომ გახდა საჭირო ტესტის კორექტირება კონკრეტულად ამ დავალებების ნაწილში?

– სპეციალისტისთვის მიზეზი ნათელია. როგორც წესი, დავალებების ეს ნაწილი, ე.წ პრობლემის ანალიზი, ყოველთვის სადაო გახლდათ. პირობის ნაწილშიც და შეფასების მერეც, აბიტურიენტები ხშირად აპროტესტებდნენ, რომ გაურკვეველი კრიტერიუმით შეაფასეს. დავკონკრეტდები, ყოფილა შემთხვევები, როცა ერთი და იგივე დავალების არგუმენტები მსგავს პასუხებში ერთს ჩაუთვალეს და მეორეს არა. ასევე, გაუნულეს შედეგი, როცა აბიტურიენტს სწორად ეწერა აზრი, რომელიც ვიღაცისთვის მიუღებელი იყო და არ ჩაუთვალეს. კონკრეტულად ეს ნაწილები ჩემს აბიტურიენტებსაც გაუპროტესტებიათ, ამიტომ ვფიქრობ, პირველ რიგში იფიქრეს საკუთარ რეპუტაციასა და პრესტიჟზეც და დახვეწეს სავარჯიშოების ეს ნაწილი, რასაც მივესალმები და ვთვლი, რომ ეს აუცილებელიც იყო.

– რა რჩევას მისცემდით აბიტურიენტებს, რომლებსაც ტესტის ამ ნაწილში მაქსიმალური ქულის აღების სურვილი აქვთ?

– მინდა დავამშვიდო აბიტურიენტები და ვუთხრა, რომ ტესტში რადიკალური არაფერი შეცვლილა. არც მათ საზიანოდ შეიცვალა არაფერი, პირიქით, ახლა უფრო დახვეწილი დავალება დახვდებათ გამოცდაზე და იმედია, აღარ დარჩებათ კითხვები თუ რატომ დააკლეს ქულა. ასევე ვურჩევდი, რადგან დავალება გახდა კომბინირებული, უფრო მეტ ისტორიულ ფაქტს გაეცნონ და მოვლენებს შორის პარალელები გაავლონ, რადგან ტესტი ითხოვს აზროვნებას და დაზეპირებული ისტორიის ცოდნას.

ასევე იხილეთ:

ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა – რა ცვლილებები ელით 2023 წლის აბიტურიენტებს სამი საგნის ტესტებში

მოამზადა მზეო შველიძემ

The post „თუ ისტორიაში აბიტურიენტი ვერ გაიხსენებდა სამი მოვლენიდან ერთს, კარგავდა 2 ქულას, ახლა შეიძლება, 6 ქულა დაკარგოს”- სპეციალისტი ცვლილებებზე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი საერთაშორისო ფორუმზე „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“

$
0
0

გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია მონაწილეობდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ 2 – დღიან საერთაშორისო ფორუმში : „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“.

ფორუმის მონაწილეებმა ვახტანგ ჭარაიას მოხსენება – „სიღარიბის დაძლევის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა”, მოისმინეს სოციალური პოლიტიკისა და ურბანული სიღარიბის შემცირებისადმი მიძღვნილ პანელზე.

მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს.

The post გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი საერთაშორისო ფორუმზე „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14595 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>