Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14601 articles
Browse latest View live

თსუ: საგამოცდო სექტორში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა

$
0
0

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ საგამოცდო სექტორში მიმდინარე გამოცდის დროს ჭერის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად არცერთი სტუდენტი არ დაშავებულა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

„ეს არის საგამოცდო სივრცე ბიბლიოთეკის შენობაში. საერთოდ არავინ არ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, ე.წ. შეკიდული ჭერის მსუბუქი პლასტიკატის კონსტრუქცია ჩამოიწია და როგორც კი ნახეს, რომ ჩამოიწია, გამოიყვანეს ბავშვები. არავის არ დაცემია თავზე. ამის შემდეგ ჩვენმა სპეციალისტებმა შეამოწმეს ჭერის კონსტრუქცია და როგორც კი განისაზღვრა, რომ უკვე არანაირი საფრთხე არ არსებობდა, ბავშვებმა კვლავ განაგრძეს წერა“, – განგვიცხადეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შეგახსენებთ, რომ ინცინდენტი, რომელზეც EDU.ARIS.GE-მ ინფორმაცია გაავრცელა დღეს, 14 ნოემბერს მოხდა. სტუდენტებმა სექტორში გადაღებული ფოტო ასეთი მინაწერით გაავრცელეს:

„დღეს, გამოცდის დროს, 30-33 სექტორში (თსუ საგამოცდო ცენტრი, მაღლივი.) ჩამოვარდა სახურავი და სტუდენტებს დაეცათ თავზე. ჩამოვარდნამდე 1 საათით ადრე, ხმა ჰქონდა სახურავი რომ ჩამოიწია. ბავშვებმა დამკვირვებლებს უთხრეს, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია. კარგად რომ გაარემონტეს იმის შედეგია ალბათ. პ. ს ის ბავშვები როგორ ხართ თავზე რომ დაგეცათ?“.

The post თსუ: საგამოცდო სექტორში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


შესაძლებელია თუ არა ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი მონაცემები თავისით წაიშალოს და როდის ერთვება პროცესში სკოლის დირექტორი

$
0
0

ელექტრონულ ჟურნალში პედაგოგებს მუდმივად შეაქვთ სხვადასხვა სახის მონაცემები. არის შემთხვევები, როცა შეტანილ ინფორმაციას ვეღარ პოულობენ და ფიქრობენ, რომ წაიშალა. ასევე, უწევთ არასწორად შეტანილი ინფორმაციის ცვლილებაც.

რამდენად რეალურია ელექტრონული ჟურნალიდან ინფორმაციის პროგრამულად წაშლა და რა შემთხვევაში შეძლებს პედაგოგი არასწორად შეტანილი მონაცემების კორექტირებას, ამ კითხვაზე პასუხად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, რომ თუ მასწავლებელმა ერთხელ მაინც შეიტანა ნებისმიერი სახის მონაცემი ჟურნალში, მისი პროგრამული წაშლა არ ხდება. მონაცემები, რომელიც პედაგოგს უკვე შეტანილი აქვს ელექტრონულ ჟურნალში პროგრამულად არ შეიძლება წაიშალოს და ვერც წაიშლება“.

მაშინ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც პედაგოგები ამბობენ, რომ მაგალითად მათ მიერ შეტანილი მოსწავლის შეფასება და დასწრება არ არის ასახული ჟურნალში. ასეთ გარემოებას მასწავლებლები განსაკუთრებით შემაჯამებელი დავალების შემთხვევებში უჩივიან.

მართვის სისტემას ვკითხეთ, რა შეიძლება იყოს აღნიშნულის მიზეზი. როგორც განგვიმარტეს, ეს შესაძლოა, გამოიწვიოს მასწავლებლის სხვადასხვა ქცევამ სისტემაში:

„მონაცემები თავისით ვერ წაიშლება, თუ პედაგოგი ფიქრობს, რომ შეფასებები და დასწრება პროგრამულად წაიშალა, ეს ასე არ არის. მონაცემები არ იშლება თავისით, თუ გარკვეული ქმედებები არ განხორციელდა. მაგალითად პედაგოგმა წაშალა რომელიმე ინფორმაცია, მოხდა ცხრილის ისქულიდან წაშლა და შემდეგ ახლით დაგენერირება“.

მათივე განცხადებით, თუ პედაგოგმა გარკვეული შეცდომა დაუშვა, მაგალითად ნიშნის შეტანის დროს, მას არ აქვს მონაცემის წაშლის უფლება, უნდა გამოიყენოს ჟურნალის კორექტირების ფუნქცია და მიმართვის საფუძველზე შეცვალოს მონაცემი. კორექტირების უფლებისთვის, პედაგოგმა უნდა მიმართოს სკოლის დირექტორს და ახსნას მიზეზი, რომლის საფუძველზეც დირექტორი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მაგალითად, ნიშნის შეტანის დროს, თუ პედაგოგმა დაუშვა შეცდომა, ის ვერ წაშლის ნიშანს, მაგრამ პედაგოგს აქვს უფლება, მოთხოვნის საფუძველზე ჟურნალში ცვლილება შეიტანოს“, – განგვიმარტეს 14 ნოემბერს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

მოთხოვნების მოდული

პედაგოგის შესაბამისი მიმართვის შემდეგ კი, დირექტორი ჩამოშლის „მოთხოვნილი“ სტატუსის ჩამოსაშლელ ფანჯარას, აირჩევს სტატუსს „დადასტურებული“ ან „უარყოფილი“ – ს და დააჭერს ღილაკს „შენახვა“. აქ სავალდებულოა კომენტარის დაწერა. დირექტორს იგივე მოქმედებით უკვე დადასტურებული მოთხოვნის უარყოფაც შეუძლია.

ასევე იხილეთ:

რა ფუნქციებს დამატება სურთ პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში და რა არის „დროის ფუჭი ხარჯვა“

მოამზადა მზეო შველიზემ

The post შესაძლებელია თუ არა ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი მონაცემები თავისით წაიშალოს და როდის ერთვება პროცესში სკოლის დირექტორი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის 93-მა კურსდამთავრებულმა სამხედრო ფიცი დადო

$
0
0

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების 93-მა კურსდამთავრებულმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალი ხერთვისის ისტორიული ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ კურსდამთავრებულებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ასეთი სახის ღონისძიების, ისტორიულ ადგილზე ჩატარების მნიშვნელობაზე. მან იუნკერებს სამხედრო კარიერული წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა მობრძანებულ სტუმრებს. რექტორმა წარჩინებულ კურსდამთავრებულებსა და ინსტრუქტორებს „საპატიო სიგელები“ გადასცა.

ღონისძიების შემდგომ, აკადემიის რექტორმა იუნკერების მშობლებს „ღია კარის დღის“ ფორმატში აკადემიის ბაზაზე უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრა პირველად ჩატარდა იუნკერთა მშობლებისთვის. ღონისძიების ფარგლებში მობრძანებულ სტუმრებს პირადად რექტორმა გააცნო პრეზენტაცია აკადემიის შესახებ და მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. მშობლებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ აკადემიის ყოველდღიურობას, ღონისძიების დასასრულს აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა იუნკერების მშობლებს საპატიო სადილზე უმასპინძლეს.

The post ეროვნული თავდაცვის აკადემიის 93-მა კურსდამთავრებულმა სამხედრო ფიცი დადო first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

დამტკიცდა კანონი, რომლითაც გამოცდით არასერტიფიცირებულ პირებს სკოლაში სწავლების უფლება ექნებათ

$
0
0

საჯარო სკოლებში, დღეს არსებულის გარდა, სხვა უცხო ენების სწავლების უფლება იმ პედაგოგებსაც ექნებათ, ვისაც კომპეტენცია საგნის გამოცდით არ დაუდასტურებიათ. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილება უკვე აისახა და ის ხელმოწერით საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა.

სკოლებში უცხო ენას საგნის გამოცდით არასერტიფიცირებული პედაგოგებიც ასწავლიან – რა ცვლილება შედის კანონში

14 ნოემბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ორ სხვადასხვა მუხლს დაემატა ორი პუნქტი.

კერძოდ, ცვლილება შეეხო განათლების სამინისტროს უფლებამოსილებას და გაიწერა, რომ სამინისტრო ამტკიცებს იმ იურიდიულ პირთა რეესტრს, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას.

ბრძანების თანახმად, მითითებულ რეესტრში სათანადო იურიდიული პირის შეყვანა ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად თუმცა კრიტერიუმები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის და EDU.ARIS.GE– ს ინფორმაციით, კრიტერიუმები ჯერ არ შემუშავებულა.

„იმ პირს, რომელმაც მოიპოვა ამ კანონის ახალი (26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ​16“) ქვეპუნქტით განსაზღვრულ რეესტრში არსებული იურიდიული პირის მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება“, – წერია სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.

ამავე თემაზე:

„საგნის კომპეტენციის დადასტურება ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს და განსაკუთრებული შემთხვევები არ არსებობდეს“ – უცხო ენის პედაგოგები კანონში დაგეგმილ ცვლილებას კრიტიკულად აფასებენ

The post დამტკიცდა კანონი, რომლითაც გამოცდით არასერტიფიცირებულ პირებს სკოლაში სწავლების უფლება ექნებათ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ტრენინგი CIU-ში –„კომერციული მედიაცია და ბიზნეს სამართალი“

$
0
0

7-11 ნოემბერს კომერციული მედიაციისა და ბიზნეს სამართლის თემატიკაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრენინგი გაიმართა. სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგის ფარგლებში, მედიაციით დაინტერესებულმა სტუდენტებმა შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მედიაციის არსი, მედიატორის როლი, მედიაციის ეტაპები, მედიაციის პროცესის წარმართვის თავისებურებები დამედიატორის უნარ-ჩვევები. ასევე, პრაქტიკოსი ადვოკატების მიერ განხილული იყო, წარმომადგენლის როლის მნიშვნელობა მედიაციის პროცესში. ტრენინგი, სასამართლო და კერძო მედიაციაზე საუბრის გარდა, დაეთმო სანოტარო მედიაციის თავისებურებებსა და მისი პრაქტიკის განხილვას. მოეწყო დისკუსია იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რაც მედიაციის ინსტიტუტის მოქალაქეების მიერ აქტიურად გამოყენებას შეუწყობს ხელს. ბიზნესის სამართლის ნაწილში მომხსენებლების მიერ განხილული იყო, ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი შემთხვევები, რომელიც მედიაციით დავის გადაწყვეტას ემსახურებოდა. დასკვნით ეტაპზე მოეწყო იმიტირებული მედიაციის როლური თამაშები.

ტრენინგებს უძღვებოდნენ: სამართლის დოქტორი, CIU-ის პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე; სამართლის დოქტორი, CIU-ის პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი, ზვიად გაბისონია; სამართლის დოქტორი, CIU-ის ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელი, პარტნიორი და ადვოკატი, როინ მიგრიაული; სამართლის დოქტორი, CIU-ის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის იურისტი, ადვოკატი, მედიატორი, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევარი, ნინო ხარიტონაშვილი; სამართლის დოქტორი, CIU-ის ასისტენტ-პროფესორი, „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრი, ადვოკატი, ანა გურიელი.

The post ტრენინგი CIU-ში – „კომერციული მედიაცია და ბიზნეს სამართალი“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

SANGU-ს ლექტორი: პროფესიის სწორად არჩევა შემდგომი ბედნიერების საწინდარია

$
0
0

„პროფესიის სწორად არჩევა უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანმა უნდა გაარკვიოს, რა იზიდავს, რისი კეთება სიამოვნებს, რა საქმე მოსწონს. მთავარია, უყვარდეს და აინტერესებდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებს. თუ ეს ინტერესი გაჩნდა, ამ სფეროს თავს ვეღარ დაანებებს და ბედნიერი იქნება იმით, რომ საყვარელ საქმეს ემსახურება.“

SANGU-ს სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის ლექტორი, გოგა ჩიფჩიური თვლის, რომ როცა იურიდიულზე ჩააბარა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რეალურად რა ხდება სამართალში. თვლის, რომ გაუმართლა ცხოვრებაში და ახლა ზუსტად იმ პროფესიის წარმომადგენელია, რომელიც მისია და სწორედ იქ არის, სადაც უნდა ყოფილიყო.

SANGU-ს პრაქტიკოსი ლექტორი, თავის სტუდენტებს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უზიარებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც არც წიგნებში წერია და არც კანონებში.

– რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი, ოჯახის რეკომენდაციებმა, ახლობლების რჩევამ, გარემომ თუ პიროვნულმა ინტერესმა?

– არცერთმა მათგანმა. ჩავაბარე იმიტომ, რომ ეს ფაკულტეტი და ეს პროფესია იმ დროს პოპულარული იყო. მეც, როგორც იმ ახალგაზრდების უმეტესობამ, რომელიც იურიდიულზე აბარებს, გვიან გავიგე, რა ხდება სამართალში. რა თქმა უნდა, ზოგადად ვიცოდი, რა არის სამართალი, მაგრამ შეუძლებელია წინასწარ გქონდეს ინფორმაცია, სამართალი როგორ მოქმედებს, რას არეგულირებს, რა სფეროში მოგიწევს მუშაობა, რადგან ის, რაც პრაქტიკაში ხდება, დიდად განსხვავდება იმისგან, რაზეც შეიძლება წინასწარი შეხედულება გქონდეს და იმისგანაც, რასაც უნივერსიტეტში სწავლობ. მართალია, ახლა სწავლება დაახლოებულია პრაქტიკასთან, მაგრამ მაინც შეუძლებელია წინასწარ გქონდეს წარმოდგენა, როგორ მუშაობს სამართალი. ეს ცოდნა გვიან მოდის, ჩაბარების შემდეგ.

პირველი კურსიდანვე დამაინტერესა ისეთმა საგნებმა, როგორებიცაა: საჯარო სამართალი და კონსტიტუციური სამართალი. დამაინტერესა იმიტომ, რომ სახელმწიფო მმართველობას შეეხებოდა და მმართველობის განხორციელებას, ზოგადად სამართალს, რომელსაც იყენებს მმართველი. ეს ახლოს იყო პოლიტიკასთან, პოლიტიკა კი ბავშვობიდან მაინტერესებდა. ამიტომ სიამოვნებით ვსწავლობდი კონსტიტუციურ სამართალს, თუმცა დასაქმების და შემოსავლის თვალსაზრისით არ იყო პერსპექტიული, მაგრამ როდესაც იმ საქმეს ირჩევ, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა აკეთო, ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, საყვარელი საქმე უნდა აირჩიო, რათა აკეთო ის, რაც გიყვარს.

– როგორი იყო პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

– სამართალში ძალიან დიდი კონკურენციაა, ამიტომ არ არის საკმარისი მხოლოდ კარგად სწავლა და ბევრი მუშაობა. საჭიროა როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ წრეში აქტიურობა. უნდა იტრიალო იმ წრეში, რომელშიც შემდეგ აპირებ მუშაობას, იქნება ეს სისხლის სამართალი თუ სხვა. საჭიროა ადრევე აირჩიო, რომელი მიმართულება გინდა და, რაც შეიძლება, მეტი კავშირი გქონდეს ამ პროფესიის წარმომადგენლებთან. კონფერენციებსა და განხილვებში მონაწილეობა, სტატიების გამოქვეყნება, თუნდაც სტუდენტის მიერ ინტერვიუს ჩაწერა, ეს არის პოტენციური დამსაქმებლების წრეში ტრიალი. მე ამ მხრივ გამიმართლა. საჭირო დროს გავახსენდი ჩემს ლექტორებს და ასე დავიწყე მუშაობა. ჩემი პირველი სამსახური იყო პარლამენტის თავმჯდომარის აპარატი.

– რა პოზიციაზე მუშაობდით?

– პარლამენტში რამდენიმე ადგილზე ვიმუშავე. თავიდან პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში, შემდეგ იურიდიულ კომიტეტში, პარლამენტის წარმომადგენლად საკონსტიტუციო სამართალში. პარლამენტში მუშაობა დიდ დროს და ენერგიას ითხოვდა, ყოველ შემთხვევაში, იურიდიულ კომიტეტში წარმოუდგენელია, რომ 7-ის ნახევარზე დაამთავრო მუშაობა, გვიან ღამემდე მიწევდა იქ ყოფნა. ამიტომ გადავედი იუსტიციის სამინისტროში. იქ შედარებით უკეთესი სამუშაო პირობები იყო. მუშაობასთან ერთად სხვა რამისთვისაც მრჩებოდა დრო.

– სამეცნიერო საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით?

– აი, ახლახან გამოვიდა შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, თანაავტორი ვარ. რამდენიმე წლის წინ გამოვიდა სამართლებრივი წერის სახელმძღვანელო, რომლის წერაშიც ასევე მივიღე მონაწილეობა. გარდა ამისა ვარ ოთხი კვლევის ავტორი და ახლა არის ჩაშვებული ნაშრომი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, რომელიც წლის ბოლომდე გამოიცემა.

– გოგა, თქვენ ძირითადად პრაქტიკოსი იურისტი ბრძანდებით და ახლა ბაკალავრებს უზიარებთ თქვენს პრაქტიკულ ცოდნას…

– დიახ, პრაქტიკოსი ვარ და ვასწავლი იმას, რაც არც წიგნებში წერია და არც კანონებში. მაქვს იმის გამოცდილება, რომ გავუზიარო სტუდენტებს, როგორ დაიცვან ძირითადი უფლებები საკონსტიტუციო სასამართლოში და სხდომის მიმდინარეობისას, როგორ მოამზადონ იურიდიული დოკუმენტები, როგორ ხდება საპროცესო წარმომადგენლობა და სხვა.

– ასევე ასწავლით მაგისტრატურაში

– მაგისტრატურაში ვასწავლი არჩევით საგანს – ,,შედარებითი კონსტიტუციონალიზმი“. ვასწავლი, შედარებითი კვლევა როგორ ჩატარდეს. სამაგისტრო ნაშრომი შედარებითი კვლევის გარეშე ვერ იქნება და კვლევის მეთოდებს ვასწავლით. სტუდენტებს შევპირდი ექსკურსიას პარლამენტში და უზენაეს სასამართლოში. მათზეა დამოკიდებული, თუ მოიყრიან თავს, ყველა ერთად თუ გამონახავს დროს, აუცილებლად წავალთ.

– რას ურჩევთ სამართლის სტუდენტებს, რა არის საჭირო წარმატებული იურიდიული მოღვაწეობისთვის?

– მთავარია ინტერესი. უნდა იზიდავდეთ და უყვარდეთ საქმე, რომელსაც მერე მთელი ცხოვრება უნდა ემსახურონ და ეს სიყვარულის გარეშე ძნელია, მაგრამ ამ ინტერესის გაჩენა რთულია სამართალში. ლექტორმა უნდა დააინტერესოს. თუ ეს მოხდა, მერე ვეღარ დაანებებს თავს. შემდეგი, რაც მნიშვნელოვანია, არის შრომისმოყვარეობა. იურისპრუდენციას განსაკუთრებული ნიჭი არ სჭირდება, სჭირდება განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა. იურისტი ხდები მაშინ, როცა ხარ ძალიან შრომისმოყვარე.

The post SANGU-ს ლექტორი: პროფესიის სწორად არჩევა შემდგომი ბედნიერების საწინდარია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

2023 წელს მედალოსანი მოსწავლეები და წარჩინებული სტუდენტები დაფინანსდებიან –რუსთავის მერიის გეგმა

$
0
0

ქალაქ რუსთავის მერია 2023 წელს მედალოსანი მოსწავლეებისა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი დღეს, 15 ნოემბერს გახდა, როცა მუნიციპალიტეტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქის მთავრობისთვის განათლება პრიორიტეტული მიმართულება იქნება და მისი დაფინანსება 2023 წლისთვის 16 121,5 ლარით განსაზღვრა.

EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული ბიუჯეტის პროექტიდან ვიგებთ, რომ რუსთავის მერია ოქროს მედალოსანი მოსწავლეებისთვისა და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის ფულად დაფინანსებას გამოყოფს. მოსწავლეების შემთხვევაში განსაზღვრულია წახალისება 500 ლარის ოდენობით, ხოლო სტუდენტების შემთხვევაში საუბარია სწავლის დაფინანსებაზე სხვადასხვა მოცულობით მათი აკადემიური მოსწრების შესაბამისად.

მერია განმარტავს, რომ მუნიციპალურ დაფინანსებას ის მედალოსანი მოსწავლეები და წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ, რომლებსაც რუსთავში ცხოვრების მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვთ.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების პირობები და ფორმა:

მოიაზრებიან მოსწავლეები, რომელთა საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს, ფინანსდებიან 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები. გამონაკლის შემთხვევაში, თუ ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული სკოლის დამამთავრებელი წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით, პროგრამით სარგებლობის უფლება მიეცეს მომდევნო ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე იმ კურსდამთავრებულ მოსწავლეზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი.

ბაკალავრების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად, კერძოდ:

  • 81-დან 90 ქულამდე შეფასების მქონე სტუდენტები – ფინანსდებიან არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
  • 90-დან 95 ქულამდე შეფასების მქონე სტუდენტები – ფინანსდებიან არაუმეტეს 1000 ლარით;
  • 95-დან 100 ქულის ჩათვლით მქონე სტუდენტები – ფინანსდებიან 1200 ლარით.

რუსთავის ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია მაგისტრანტებისა და დოქტორანტების დაფინანსებაც. დოკუმენტის თანახმად, 85-დან 100 ქულამდე შეფასების მქონე მაგისტრანტი არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით დაფინანსდება. ხუთასლარიანი დაფინანსება ექნება დოქტორანტსაც, რომელიც 85-დან 100 ქულამდე შეფასებას მიიღებს, თუმცა, აქ არსებობს გამონაკლისიც და გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა. სტუდენტს უფინანსდება სწავლის გადასახადი, წელიწადში არაუმეტეს სტუდენტებისთვის განსაზღვრული დასაფინანსებელი თანხის ოდენობისა.

მოამზადა ლელა მახოხაშვილმა

The post 2023 წელს მედალოსანი მოსწავლეები და წარჩინებული სტუდენტები დაფინანსდებიან – რუსთავის მერიის გეგმა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

სტუდენტს, რომელსაც თსუ-ში გამოცდის მიმდინარეობისას ჭერის ნაწილი დაეცა, დღეს ტვინის შერყევა დაუდგინდა –დედის კომენტარი

$
0
0

EDU.ARIS.GE-სთვის დღეს, 15 ნოემბერს თსუში გუშინ მომხდარი შემთხვევის დეტალები გახდა ცნობილი. ერთ-ერთი სტუდენტი ტვინის შერყევის დიაგნოზით დღეს კლინიკაშია გადაყვანილი და კვლევები უტარდება.

EDU.ARIS.GE სამართლის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი გოგონას დედას, ირინა ტერელაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი მის შვილსა და კიდევ ერთ სტუდენტს დაეცათ, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ წერა განაგრძეს, მისი შვილის მდგომარეობა კი საღამოს დამძიმდა.

„ახლაც საავადმყოფოშია კვლევებზე. გამოვედი, რადგან შიგნით არ შემიშვეს. როგორც თავად ყვება, გამოცდის დროს ბავშვებმა გაიგონეს ხმა ჭერიდან და სთხოვეს, რომ ადგილი შეეცვალათ. ამის უფლება არ დართეს. ჩემი შვილი იჯდა მეთერთმეტე მაგიდასთან და დაეცა ჩემს შვილს და როგორც თქვეს, კიდევ ერთ სტუდენტს. თვითონ ამბობს, რომ დაეცა კეფაზე და ზურგზე. მაშინ, ალბათ შოკური მდგომარეობა იყო და გააგრძელა წერა. დღეს დაუმძიმდა მდგომარეობა, საღამოდან დაეწყო საშინელი ტკივილები ხერხემალზე. იქამდეც, სასწრაფოს რომ გამოუძახეს, ერთი დღე დავაკვირდეთო და ტკივილგამაყუჩებელი გავუკეთეთ. დღეს ისევ გამოვიძახე სასწრაფო და არის ტვინის შერყევა, მაგრამ გადავიყვანოთ საავადმყოფოშიო, გვირჩიეს. ახლა გადაუღებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და კვლევას გაუკეთებენ. გადარჩა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საფრთხე ხვალ სხვის შვილს დაემუქრება. რამდენიმე საათი უნდა გაგრძელდეს კვლევა და იმედია, კარგად ჩაივლის“, – გვითხრა სტუდენტის დედამ.

ჩვენს კითხვაზე, უნივერსიტეტმა რატომ თქვა, რომ ჭერი არავის დასცემია, არავინ დაშავებულა და იყო თუ არა საქმის კურსში მომხდარის დეტალებზე, ან რა იქნება სტუდენტის მშობლის შემდეგი ნაბიჯი, დაშავებული სტუდენტის დედა ასე გვპასუხობს:

„უნივერსიტეტი არის საქმის კურსში იმიტომ, რომ ჩემმა შვილმა დეკანს დაურეკა და შემდეგ მას დაურეკა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომელმაც უთხრა, რომ იგივე შემთხვევა თურმე ქუჩაშიც შეიძლება მოხდეს და არაფერი საოცრება ამაში არაა. აი ასეთი სამწუხარო რეალობაა. სამომავლოდ ის თავად გადაწყვეტს როგორ იმოქმედებს“.

თსუ-ის საგამოცდო სექტორში ჭერის ნაწილის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებზე დაყრდნობით EDU.ARIS.GE – მ გუშინ გაავრცელა. ამის შემდეგ მოვიპოვეთ უნივერსიტეტის კომენტარიც, სადაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ ინცინდენტს არც დაშავებული ჰყოლია და მეტიც, ჭერის ნაწილი თავზე არავის დასცემია.

რამდენიმე წუთის წინ კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომხდარის შესახებ დეტალების ან სხვა ტიპის განცხადების ნაცვლად, ასეთი ინფორმაცია გაავრცელა:

„თსუ – საგამოცდო ცენტრის რეაბილიტაციის გეგმა შეიქმნება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ კანცლერთან ლაშა საღინაძესთან ერთად თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული საგამოცდო სივრცე დაათვალიერეს. თსუ საგამოცდო სივრცეში გუშინ ძლიერი ქარის შედეგედ ჩამოვარდნილი პლასტმასის მსუბუქი კონსტრუქციის დაკიდული ჭერის ნაწილი მთლიანად აღდგენილია, საგამოცდო პროცესი სრული დატვირთვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. საგამოცდო ცენტრის დათვალიერების შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნება მთელი შენობის რეაბილიტაციის გეგმა, რათა თანამედროვე ტიპის საგამოცდო ცენტრის შესაქმნელად მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა“.

თსუ: საგამოცდო სექტორში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა

The post სტუდენტს, რომელსაც თსუ-ში გამოცდის მიმდინარეობისას ჭერის ნაწილი დაეცა, დღეს ტვინის შერყევა დაუდგინდა – დედის კომენტარი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


როგორი შეიძლება იყოს სპორტის გაკვეთილები სკოლაში ცივ სეზონზე –გამოწვევები და სავარჯიშოები კლასების მიხედვით

$
0
0

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, როცა გარეთ ჰაერის ტემპერატურა იკლებს, სპორტის მასწავლებლებისთვის ახალი გამოწვევები ჩნდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ღია მოედნიდან სკოლის დახურულ დარბაზში გადასვლაა. ასეთ დროს პედაგოგები ცდილობენ, გაკვეთილის გეგმა ისე გარდაქმნან, რომ ის სეზონურთან ერთად, სხვა ტიპის გამოწვევებსაც პასუხობდეს.

EDU.ARIS.GE ჩვენი რესპონდენტის დახმარებით მოგიყვებათ, რა კორექტირება შეაქვთ სპორტის პედაგოგებს შემოდგომა-ზამთრისთვის შექმნილ საგნობრივ გეგმაში, რა ხელისშემშლელ გარემოებებს აწყდებიან და როგორ გამოიყურება მათ მიერ შეცვლილი გეგმა. გვესაუბრა ალექსანდრე ლაცაბიძე, თბილისის #21 საჯაროს სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი.

მისი მონათხრობის თანახმად, ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად, პედაგოგებს მართლაც უწევთ საგაკვეთილო გეგმის მოდიფიკაცია, რადგან ისინი ღია მოედნის გამოყენებას ყოველკვირეულად ვერ შეძლებენ.

როგორც აღმოჩნდა, ამ მიზეზით, იმატებს თეორიული გაკვეთილების რაოდენობა.

„სპორტის საგნობრივი კურიკულუმის დაგეგმვაში თავიდანვე გასათვალისწინებელია სეზონური ფაქტორი და როცა კათედრაზე ვიწყებთ მუშაობას, ამ საკითხსაც აქტიურად განვიხილავთ. შესაბამისად ვიცით, რომ ჩვენი გაკვეთილის თემაც უნდა მოვარგოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ცივ სეზონში გვექნება. ამინდთან ერთად, ასევე გასათვალისწინებელია, როგორი ინფრასტრუქტურა აქვს სკოლას, როგორია სკოლის ღია და დახურული სპორტული მოედნისა და დარბაზის მდგომარეობა. თუ სკოლას აქვს ღია მოედანი, კარგ ამინდში ბავშვები ფიზიკური აქტივობებით შეიძლება ღია გარემოშიც დავტვირთოთ, ცივ ამინდებში კი თეორიულ მასალაზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი. მაგალითად, შევიტანოთ ასეთი თემები: ოლიმპიადა და მისი ისტორია, ქართველი სპორტსმენები, პარასპორტი და გამოჩენილი სპორტსმენები, ჰიგიენა და ცხოვრების ჯანსაღი წესი, სპორტული სახეობების თეორიული გარჩევა და სხვა. ანუ, ადრეული შემოდგომა თუ აქტიური სპორტით და სასკოლო შეჯიბრებებისთვის მზადებით არის დატვირთული, ზამთრის პერიოდში თეორიულ სწავლებას ვაძლიერებთ“, – გვიყვება ალექსანდრე ლაცაბიძე.

პედაგოგის თქმით, როგორც სხვა სეზონზე, ასევე, შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც ყველა მოსწავლეს ავალებს, გაკვეთილზე სპორტული ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით გამოცხადდნენ. ურჩევს, რომ იყვნენ ნაჭამი და თან იქონიონ წყლის სავსე ბოთლი, რადგან როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი აქტივობის დროს, საკვები და წყალი დახარჯულ ენერგიას აღადგენს.

„მოსწავლეთა სპორტულ ჩაცმულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არც ერთი გაკვეთილი არ შეიძლება, სპორტული ჩაცმულობის გარეშე ჩატარდეს, რადგან ის სხვანაირ მოტივაციასა და განწყობას ქმნის. ასევე, მნიშვნელოვანია ჰიგიენის და ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. თუ სპორტის გაკვეთილზე გაოფლიანებული მოსწავლე, არ გამოიცვლის და იგივე სამოსით შევა სხვა გაკვეთილზე, აუცილებლად ჯანმრთელობას დაიზიანებს“, – გვიხსნის მასწავლებელი.

ალექსანდრე ლაცაბიძე გვეუბნება, რომ სწორედაც აქ აწყდებიან სპორტის მასწავლებლები დიდ სირთულეს. რადგან ცივ ამინდში მოსწავლეებს ტანსაცმლის გამოცვლის დიდი სურვილი არ აქვთ. გარდა ამისა, პედაგოგის თქმით, მოსწავლეთა მზაობაზე სიცივესთან ერთად მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ის, რომ სკოლებში სრულფასოვანი გასახდელები და ინდივიდუალური კარადები არ არსებობს:

„ცივ სეზონზე მოსწავლეები სულ წუწუნებენ, რომ არ სურთ ტანსაცმლის გამოცვლა, რადგან შესაბამისი პირობებს ვერ ხედავენ. პირადად მე, საქართველოში არ მეგულება არც ერთი საჯარო სკოლა, რომელიც სრულფასოვნად იქნება აღჭურვილი სპორტის საგაკვეთილო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის. სკოლების უმრავლესობას დარბაზიც კი არ აქვთ, არამცთუ გასახდელები და საერთოდ კლასებში მოწყობილი კარადები პირადი ნივთებისთვის. უმეტეს სკოლებში ერთ დარბაზში რამდენიმე კლასის სპორტის გაკვეთილებიც კი ერთმანეთის პარალელურად ტარდება და ეს ძალიან უშლის ხელს სპორტის გაკვეთილების ნორმალურ დაგეგმვას. შესაბამისად, მასწავლებელსაც უფრო მეტი ფიქრი უწევს და ქაოტური გარემოც იქნება, რადგან ბავშვებს აინტერესებთ სად გამოიცვალონ და სად წაიღონ საკუთარი ნივთები, ამ დროს კი დროც იკარგება და ჩვენი აქტივობების განსახორციელებლად ნაკლები დრო გვრჩება“.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სპორტის პედაგოგის თქმით, ცივ სეზონზე უფრო აქტიურად იჩენს თავს არაჯანსაღი კვებაა, რაც გონებრივთან ერთად, ფიზიკური სისხარტის შეფერხებასაც იწვევს.

„როცა ვხედავთ, რომ ბავშვი მარტივად იღლება ან მოდუნებულია ვეკითხებით – „ნაჭამი ხარ?“ და პასუხიც უკვე ვიცით, რადგან შედეგი სახეზეა. არაჯანსაღი კვება, ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო ამბავია, როცა მოსწავლეს კვების დეფიციტი აქვს. რა თქმა უნდა, ვუხსნი ყველა მოსწავლეს, იკვებოს ჯანსაღად, მაგრამ არ მაქვს უფლება ვუთხრა: „მიდით, იყიდეთ საჭმელი, ჭამეთ და შემდეგ შემოდით გაკვეთილზე“ – ეს დაუშვებელია. კარგმა პედაგოგმა, ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს და თუ ამ ტიპის მოცემულობას აწყდება ბავშვები აქტივობებით ზედმეტად არ გადაღალოს“, – #21 საჯარო სკოლის პედაგოგი.

ალექსანდრე ლაცაბიძემ EDU.ARIS.GE-ს მკითხველსა და თავის კოლეგებს გაუზიარა ის უნივერსალური აქტივობებიც, რომელიც მას შემოდგომა-ზამთრის სეზონზე საკუთარ საგაკვეთილო გეგმაში აქვს ასახული და ეს ყველაფერი გამოწვევების შეძლებისდაგვარად გათვალისწინებით.

დაწყებითი საფეხური

თეორიული მასალა/მოძრავი თამაშები საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეს ჯერ ავუხსნათ თეორიულად სპორტისა და სპორტული თამაშების შესახებ, შემდეგ კი უშუალოდ ჩავრთოთ მასში. ეს თამაშები მოიცავს ენერგიულ მოძრაობებს და ჩართულია აზროვნებაც. ბავშვის მოძრაობა მრავალფეროვანია და ვითარდება ისეთი ფიზიკური თვისებები, როგორიცაა ძალა, სისწრაფე, მოქნილობა, გამძლეობა, სიმარჯვე.
თამაშები

„მატარებელი“. ამ დროს კლასი გაყოფილია ორ გუნდად, ხოლო ნიშნული დაახლოებით 3 მეტრის მოშორებით დგას. მასწავლებლის ნიშანზე, ორივე გუნდიდან სტარტს იწყებენ პირველი მონაწილეები. მირბიან, შემოუვლიან ნიშნულს და მორბიან უკან. წრეს არტყამენ თავიანთ გუნდს და იბამენ მეორე მონაწილეს. მერე მესამეს და ა.შ. ეს აქტივობა ხელს უწყობს გამძლეობისა და სისხარტის განვითარებას.

„დათვები ყინულზე“. მოედნის ერთ მხარეს არის კლასის მოსწავლეები ხოლო მეორე მხარეს „დათვები“ (ორი მოსწავლე). დათვების აუცილებელი პირობაა, რომ ხელჩაკიდებულებმა დაიჭირონ რაც შეიძლება მეტი მოსწავლე. აქტივობა ავითარებს გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევებს.

საბაზო საფეხური

თეორიული მასალა/გუნდური სპორტული თამაშები. ხდება სპორტული სახეობების ელემენტების შესწავლა. შერეული სპორტული სახეობის თეორიული განხილვა და პრაქტიკული მეცადინეობები. გუნდურობის შემოტანა სხვადასხვა ელემენტებით. მაგალითად სიტუაციის შეფასება, თუ ვის მიაწოდოს მოსწავლემ ბურთი, ვინ არის კარგ პოზიციაში. ამის მიხედვით ვასწავლით ბურთის მიღებას, გადაცემას, ტყორცნას.

საშუალო საფეხური

თეორიული მასალა/შეჯიბრებები/პირველადი დახმარების შესწავლა. ამ კლასებში არის წინა წლებში დაგროვებული სპორტული ცოდნისა და უნარების შეკვრა სხვადასხვა შეჯიბრის ორგანიზებით. ჯერ ტარდება შიდა საკლასო შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში, შემდეგ კლასებს შორის და ბოლოს სასკოლო. ამას ემატება პირველადი დახმარების შესწავლა. ასევე, რაც ყველაზე კარგად მუშაობს ჩვენს სკოლაში – „ორიენტირი გარემოში“ . ამ დროს ბავშვებმა უნდა იპოვონ მინიშნებები, გადალახონ წინააღმდეგობები და უმოკლეს დროში მიაღწიონ მიზანს.

ასევე იხილეთ:

„ცუდი ამინდი არ უნდა იყოს დაბრკოლება“ – რა ალტერნატივა გვაქვს სკოლაში, თუ აცივდა და ექსკურსიაზე ვერ მივდივართ

მოამზადა მზეო შველიძემ

The post როგორი შეიძლება იყოს სპორტის გაკვეთილები სკოლაში ცივ სეზონზე – გამოწვევები და სავარჯიშოები კლასების მიხედვით first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

CIU -ში საჯარო ლექცია თემაზე –„სააფთიაქო სამართალი, მოქმედი კანონმდებლობა და უახლესი ცვლილებები“ გაიმართა

$
0
0

15 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „სააფთიაქო სამართალი, მოქმედი კანონმდებლობა და უახლესი ცვლილებები”.

ლექციას მოქმედი პრაქტიკოსი იურისტი, ლექტორი და სააფთიაქო სამართლის მიმართულებით სერტიფიცირებული ტრენერი, გიორგი გლუნჩაძე უძღვებოდა.

სპიკერმა განიხილა სააფთიაქო საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და აფთიაქის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ასპექტები. ასევე, ყურადღება გამახვილდა სამართლის ამ დარგის მნიშვნელობასა და კანონმდებლობაში განხორციელებულ უახლეს ცვლილებებზე.

The post CIU -ში საჯარო ლექცია თემაზე – „სააფთიაქო სამართალი, მოქმედი კანონმდებლობა და უახლესი ცვლილებები“ გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

მიკოლას რომერის უნივერსიტეტი გრუნის პარტნიორი გახდა

$
0
0

ვილნიუსის, მიკოლას რომერისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც, უპირატესად, სამეცნიერო – კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს.

პირველი სამუშაო შეხვედრა პარტნიორ უნივერსიტეტთან ჯერ კიდევ მ/წ სექტემბერს გაიმართა, როდესაც გრუნის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ლიეტუვის უმაღლესი განათლების სფეროს საქმიანობის გაცნობა და კრიმინალისტთა XVIII საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები- პროფესორი გია დეკანოზიშვილი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა და სტუდენტი ანი ფირცხალავა, მიკოლას რომერის უნივერსიტეტში გაეცნენ პოსტკოვიდურ პერიოდში სასწავლო პროცესის მართვის პროცესს, შეფასებისა და თვითშეფასების სისტემას, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო – კვლევით საქმიანობას, სტუდენტური თვითმართველობის მუშაობას, მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.

გრუნი მადლობას უხდის რომერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელს, „ერასმუს +“ – ის მთავარ კოორდინატორ აუდრა ბუროკიენეს და მთელ განყოფილებას ამ თანამშრომლობის დაგეგმვისათვის.

The post მიკოლას რომერის უნივერსიტეტი გრუნის პარტნიორი გახდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

თავდაცვის აკადემია აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამხედრო აკადემიების სამმხრივი ფორმატით დაგეგმილი ღონისძიებების მასპინძელია

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემია წელს, 14 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამხედრო აკადემიების სამმხრივი ფორმატით დაგეგმილი ღონისძიებების მასპინძელია, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში პანდემიის გამო ვერ შედგა.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში აკადემიაში სტუმრად აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის სამხედრო ინსტიტუტის და თურქეთის სახმელეთო ძალების, საჰაერო ძალების და საზღვაო ძალების სასწავლებლების კადეტები იმყოფებიან.

დღეს, გამართულ გაცნობითი სახის შეხვედრაზე სტუმრებს აკადემიის რექტორის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ლევან ქავთარაძე აკადემიის შესახებ ესაუბრა, რის შემდეგაც თითოეული ქვეყნის სამხედრო სასწავლებელმა წარადგინა პრეზენტაცია სამხედრო აკადემიაში არსებული აკადემიური და სამხედრო პროგრამების შესახებ. შეხვედრის ბოლოს კადეტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ღონისძიებები კვირის ბოლომდე გაგრძელდება და დატვირთული იქნება სპორტული შეჯიბრებებითa და სამუშაო შეხვედრებით.

The post თავდაცვის აკადემია აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამხედრო აკადემიების სამმხრივი ფორმატით დაგეგმილი ღონისძიებების მასპინძელია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

სტუდენტების ნაწილი, სეზონის ცვლილებასთან ერთად, საგამოცდო გრაფიკის შეცვლის მომხრეა

$
0
0

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების შუალედური გამოცდების მიმდინარეობა აქტიურ ფაზაშია და როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდებს დილის საათებში დანიშნული გამოცდები არ მოსწონთ.

„როგორ ფიქრობთ, რამდენად მისაღებია ზამთარში, დილის 09:00 საათზე გამოცდების დანიშვნა?“ – ეს კითხვა ერთ-ერთი უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა სხვა სტუდენტებს სოციალურ ქსელში გაუზიარა.

საკითხს სტუდენტების დიდი ნაწილი გამოეხმაურა. კომენტარებში ხაზი გაესვა სხვა ქალაქებსა და რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების პრობლემებს, რომლებსაც გამოცდამდე 3-4 საათით ადრე გაღვიძება უწევთ იმისთვის, რომ გამოცდაზე არ დააგვიანონ.

EDU.ARIS.GE 15 ნოემბერს სტუდენტებს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ თბილისში ძალიან ბევრი სტუდენტი სწავლობს, ვისაც დედაქალაქში, ლექციებსა თუ გამოცდებზე ტრანსპორტირება საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის რუსთავიდან და გორიდან უწევს. გარდა ამისა, თბილისის ზოგიერთი უბნიდან უნივერსიტეტებსა და საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა დიდ დროსთანაა დაკავშირებული და სტუდენტებს ამ გრაფიკზე მორგებაც უჭირთ.

როგორც ახალგაზრდები გვიყვებიან, მათ საშუალოდ საათნახევრიდან სამ საათამდე დრო სჭირდებათ, რომ უნივერსიტეტში დროულად მივიდნენ.

„სეზონიდან გამომდინარე, დილით ცივა და რთული პირობებია იმისთვის, რომ ადრე ადგე. თან იმ ფონზე, რომ სატრანსპორტო სისტემა არაა გამართული და საცობებია“, – გვითხრა ქალაქ რუსთავში მცხოვრებმა სტუდენტმა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.

სხვა სტუდენტების მხრიდან EDU.ARIS.GE – სთან ასეთი შეფასებებიც გაკეთდა: „ქალაქი 2-3 წელი გადაჩვეული იყო სტუდენტურ ცხოვრებას პანდემიის გამო და დღეს უკვე დიდ პრობლემად იქცა არა მხოლოდ უნივერსიტეტებისთვის, არამედ ქალაქის მერიისთვისაც“… „10-მდე სტუდენტს მაინც ვიცნობ, რომლებსაც 3 საათი მაინც უნდათ, რომ საგამოცდო ცენტრში მოვიდნენ და 09:00 საათზე უკვე გამოცდა წერონ“.

სტუდენტებს ვკითხეთ, თუ როგორ უმკლავდებიან საგამოცდო გრაფიკთან დაკავშირებულ პრობლემებს. აგვიხსნეს, რომ მიმართავენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დროის გადაწევასთან დაკავშირებით, თუმცა, თუ სტუდენტს ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნება, სხვა მიზეზი დროის ცვლილებისთვის არ განიხილება.

„ვფიქრობ, უფრო ჯანსაღი იქნება, სტუდენტებს არ უწევდეთ ყველა პრობლემის აფიშირება და განცხადებების წერა. ადმინისტრაციის მხრიდან უნდა იყოს ინტერესი, რომ შექმნან ისეთი გარემო, სადაც უპირველესი იქნება სტუდენტი“, – გვითხრა პოლიტოლოგიის მე-2 კურსის სტუდენტმა.

იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტის ადრე გაღვიძება შესაძლოა, უძილობასთან და მის უარყოფით შედეგებთან იყოს დაკავშირებული, დაგვაინტერესა მედიცინის სპეციალისტების აზრმაც.

დავუკავშირდით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს კოკა კაჭარავას (PhD დოქტორი ჯანდაცვის მიმართულებით), რომელმაც EDU.ARIS.GE -ს მკითხველისთვის ისაუბრა დილით ადრე ადგომის საჭიროებაზე, რათა ადამიანის ორგანიზმმა და ტვინმა სრულყოფილად ფუნქციონირება შეძლოს.

ჩვენი რესპონდენტი დილით ადგომაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ ტრანსპორტის პრობლემა ნამდვილად არსებობს დედაქალაქში და შესაბამისად, ეს სტუდენტებსაც ეხებათ. პროფესორი თვლის, რომ როცა სტუდენტებს სხვა ქალაქიდან ან რეგიონიდან უწევთ სიარული, „აუცილებელია, ისინი გამართული ტრანსპორტით იყვნენ უზრუნველყოფილი“.

„ადამიანის ორგანიზმში დილით იწყება მთელი რიგი პროცესების ჩართვა, აქტიურდება ბიო-ქიმიური პროცესები. სტუდენტისთვის, ადრე ადგომა პირიქით, ძალიან კარგია. გონებრივადაც უფრო მობილიზებულია და მეტი მზაობა აქვს, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს. სეზონს არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ზამთარი, თუ ზაფხული, ადრე გაღვიძება მას ეხმარება, აქტიურად ჩაერთოს მთელი დღის პროცესში თვალით, ყურით, სმენით და გონებით. უბრალოდ, დატვირთვა უნდა იყოს შესაბამისი, რომ მისი გონებრივი დაღლა არ გამოიწვიოს“, – ამბობს კოკა კაჭარავა.

ასევე იხილეთ:

ბოლო ადგილი რეგიონში – Erasmus+-ში პროფესიული განათლების ჩართვის პირველი წლის შედეგები საქართველოსთვის

მოამზადა ლელა მახოხაშვილმა

The post სტუდენტების ნაწილი, სეზონის ცვლილებასთან ერთად, საგამოცდო გრაფიკის შეცვლის მომხრეა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლისთვის ავტორიზაციის გაუქმების გამო, პროფესიული სტუდენტებისთვის ინფორმაცია გამოქვეყნდა

$
0
0

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ დღეს, 16 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, შპს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის პროფესიული სტუდენტები, რომელსაც ავტორიზაცია გაუუქმდა, 15 ნოემბრიდან პროფესიული სტუდენტის სტატუსს დაკარგავენ. ხარისხის ცენტრი განმარტავს იმასაც, თუ როგორი უნდა იყოს სტუდენტების ნაბიჯები ამის შემდეგ:

“პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 15 ნოემბრის N 1459091 გადაწყვეტილებით, შპს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს გაუუქმდა ავტორიზაცია. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ცენტრის ვებგვერდზე  გამოქვეყნებისთანავე – მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან.

“აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2022 წლის 15 ნოემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში”, – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

The post ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლისთვის ავტორიზაციის გაუქმების გამო, პროფესიული სტუდენტებისთვის ინფორმაცია გამოქვეყნდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში რეგიონების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგისტრაცია დაიწყო

$
0
0

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში რეგიონების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგისტრაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 4 პროფესიული კოლეჯი შეირჩევა.

პროექტის შესახებ

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.

პროექტის მიმდინარეობისას შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონების 90 სკოლასა და 10 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე სულ 54 სკოლა და 6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეირჩა და ამ დროის განმავლობაში მოსწავლეებს ტრენინგები სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებით უტარდებათ.

პროექტი არ ითვალისწინებს პროფესიული კოლეჯების დამატებით ტექნიკურ აღჭურვას. პროექტის ფარგლებში პროფესიული კოლეჯი მიიღებს შერჩეული კლუბისთვის საჭირო სასწავლო მასალებს და კურიკულუმს, სპეციალურ ტრენინგს კლუბის შექმნისა და მართვისთვის, ანაზღაურდება კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის და, საჭიროების შემთხვევაში, მიმაგრებული მენტორის მუშაობა.

პროფესიული კოლეჯის ტექნოლოგიური კლუბები მონაწილეობას მიიღებენ ტექკომპანიებთან შეხვედრებში, დასაქმების ფორუმებში, კონკურსებსა და ჰაკათონებში, რომლებიც ჩატარდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინოვაციურ ცენტრებში.

ახალგაზრდულ ტექნოლოგიურ კლუბების ქსელში გაწევრიანება შეეძლებათ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ შემდეგ რეგიონებში: აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, შიდა ქართლი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს გამართული კომპიუტერული კლასი და ინტერნეტი.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ახლომდებარე ცენტრებთან.
ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გასაწევრიანებლად პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 5 დეკემბრისა.

სააპლიკაციო ფორმა

აპლიკაციების განხილვის შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პასუხი ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე არა უგვიანეს 2022 წლის 10 დეკემბრისა.

The post ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში რეგიონების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგისტრაცია დაიწყო first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


უნილაბი სკოლაში: დაფინანსებული კურსები მოსწავლეებისთვის

$
0
0

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიბერლაბორატორია უნილაბი მთელი საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროექტს „უნილაბი სკოლაში“.

პროექტი „უნილაბი სკოლაში“ დისტანციურად განხორციელდება სკოლის VIII-XII კლასელებისთვის.
მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ღია ლექციების ფორმატით გაეცნონ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოიპოვონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება და ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პროგრამირების მიმართულების სამი პრაქტიკული კურსიდან გაიარონ ერთ-ერთი:

გრაფიკული დიზაინი

Unity 3D

C#

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის ეტაპები:

პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება.

პირველი ეტაპზე, ღია ლექციებზე, მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე პროფესიებს და მოემზადებიან პროექტის მეორე ეტაპისთვის. კერძოდ, ღია ლექციებზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები შეასრულებენ სატესტო დავალებებს, რომელთა წარმატებით შესრულებაც განსაზღვრავს დაფინანსების მოპოვებისა და კურსის გავლის შესაძლებლობებს;

მეორე ეტაპზე, შერჩეული მოსწავლეები, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მოიპოვებენ დაფინანსებას, სამი პრაქტიკული კურსიდან (Front-end დიზაინის საწყისები; Unity 3D; C#) გაივლიან ერთ-ერთს; სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ-დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning). თითოეული კურსი მოიცავს 14 ლექციას. კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე;

მესამე ეტაპზე კი მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა კურსზე შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით 1 თვის განმავლობაში იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ამ პერიოდში მათ კონსულტაციებს ლექტორები გაუწევენ.

პროექტის მონაწილეეებს ექნებათ საშუალება, შეიძინონ ცოდნა თანამედროვე პროფესიებში, ისარგებლონ უნილაბის სივრცით, დასვან შეკითხვები, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები გამოცდილი ლექტორებისა და სტუდენტებისაგან, იმუშაონ რეალურ პროექტებზე და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.

პრიზი:

მოსწავლეების მიერ შესრულებულ ფინალურ პროექტებს შეაფასებს პროექტის ჟიური. თითოეული კურსის ფარგლებში გამოვლინდება რჩეული პროექტი. მისი ავტორი დასაჩუქრდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირობებიანი სასტიპენდიო ვაუჩერით, ასევე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზით.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია VIII-XII კლასების ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სურს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და წარმატებით შეავსებს სააპლიკაციო ფორმას 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სასურველი კურსის სააპლიკაციო ფორმის შევსება 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.

კურსის „Front-end დიზაინის საწყისები“ სააპლიკაციო ფორმა
კურსის „Unity 3D“ სააპლიკაციო ფორმა
კურსის „C#“ სააპლიკაციო ფორმა

არჩეული კურსის შესაბამისად კურსის მონაწილეებს თეორიულ ცოდნას მისცემენ და რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში მენტორობას გაუწევენ კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი ლექტორები.

გრაფიკული დიზაინი: ნენე არაბული, UI/UX დიზაინერი. გავლილი აქვს ჯეოლაბის UI/UX განხრის კურსი და არაერთი კომპანიის საიტისა და აპლიკაციის დიზაინზე აქვს ნამუშევარი.

Unity 3D: თამთა ასათიანი, Game developer-ი, რომელიც თამაშებზე 15 წლიდან მუშაობს და ამ დროის განმავლობაში მონაწილეობდა მრავალი თამაშის შექმნასა და საქართველოს განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტში.

C#: ვარლამ დადიანი 2019 წლიდან მუშაობს odrex software-ში ბექენდ დეველოპერად. კითხულობდა C#-ის ლექციებს ჯეოლაბში.

რას მომცემს პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:

  • მეტი ინფორმაცია მიიღო მომავლის პროფესიებზე;
  • ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინო ინტერესის სფერო და შესაბამისად გაიღრმაო ცოდნა;
  • გაეცნო ისეთ ინფორმაციას, რომელიც სასკოლო პროგრამაში არ არის გათვალისწინებული;
  • თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული დავალებების საშუალებით დაეუფლო შენთვის საინტერესო პროფესიის საფუძვლებს;
  • შეიძინო ახალი მეგობრები ტექნოლოგიების სამყაროდან.

გრაფიკული დიზაინი (სილაბუსი; ლექტორები; სააპლიკაციო ფორმა)
თამაშების დეველოპმენტი „Unity 3D“ (სილაბუსი; ლექტორები;  სააპლიკაციო ფორმა)
პროგრამირება „C#“ (სილაბუსი; ლექტორები; სააპლიკაციო ფორმა)

The post უნილაბი სკოლაში: დაფინანსებული კურსები მოსწავლეებისთვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„სტუდენტებზე ზრუნვა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია“ –მიხეილ ჩხენკელის მიმართვა სტუდენტებს

$
0
0

17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1946 წლიდან, ხოლო საქართველოში 2009 წლიდან აღინიშნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალგაზრდებს მიმართავს და მათ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

მინისტრის მილოცვის ტექსტში, რომელიც დღეს განათლების სამინისტრომ გაავრცელა წერია, რომ სტუდენტებზე ზრუნვა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია:

„მინდა, თითოეულ სტუდენტს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკვე მრავალი წელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტუდენტებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

„მჯერა, მომდევნო წლები თქვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და პასუხისმგებლობებით სავსე იქნება. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს და თქვენი თითოეული გამარჯვებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებებსა და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!“, – ვკითხულობთ მიხეილ ჩხენკელის მილოცვაში.

ასევე იხილეთ:

Erasmus+-ის პროგრამის ოფისი საქართველოში უკვე მერვე თვეა არ ფუნქციონირებს – მიზეზები და შედეგები

The post „სტუდენტებზე ზრუნვა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია“ – მიხეილ ჩხენკელის მიმართვა სტუდენტებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

როგორ გავზარდოთ ისტორიის სავარჯიშო ტესტში მიღებული შედეგი გამოცდაზე –სპეციალისტი აბიტურიენტებისთვის

$
0
0

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო წელი მხოლოდ 2 თვეა დაიწყო, აბიტურიენტებში, რომლებიც უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდებისთვის მზადებას სექტემბრიდან ან უფრო ადრეც იწყებენ, ვნებათაღელვა მაინც მაღალია. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გამოცდების ცენტრის მიერ, 3 საგნის ტესტში გარკვეული ცვლილებებიც განხორციელდა, დმამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და სხვა აბიტურიენტებში ინტერესის მატება გასაკვირი არ არის.

EDU.ARIS.GE 2023 წლის აბიტურიენტსა და ისტორიის საგნის სპეციალისტს ესაუბრა. შევეცადეთ გაგვერკვია რა ტაქტიკით უნდა იმუშაონ აბიტურიენტებმა შეცვლილი ტესტური დავალების გათვალისწინებით, რომ გამოცდაზე მაღალი შედეგი აჩვენონ. ასევე, დავინტერესდით როდის არის რეკომენდირებული, რომ აბიტურიენტმა ტესტზე მუშაობა დაიწყოს -სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, თუ გავლის პროცესში.

თბილისის #45 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, მარიამ ადეიშვილი, რომელსაც ისტორიის ჩაბარება აქვს გადაწყვეტილი ამბობს, რომ შეიძლება, ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ მაინც ღელავს, რადგან ცვლილება საგამოცდო ტესტში ნებისმიერი აბიტურიენტისთვის „განგაშია“.

– მარიამ, გაეცანი თუ არა ისტორიაში შეცვლილი დავალების ნიმუშს და რა მოლოდინები გაქვს?

– გავეცანი იმავე დღეს, როცა გამოქვეყნდა და რეპეტიტორმაც უკვე რამდენიმე მსგავსი დავალება გაგვაკეთებინა. რთული ნამდვილად არ არის და ბევრად უფრო დალაგებული მეჩვენება, თუმცა მაინც ვღელავ, რადგან ახალ დავალებად ითვლება და არც რეპეტიტორთან და არც სკოლაში ვაკეთებდით ამ ტიპის დავალებებს.

– უკვე დაიწყეთ თუ არა ნიმუშთან მიახლოებული ტესტების შესრულება და რა შედეგი გაქვთ?

– პირველივე დღეს, როცა დავიწყე მომზადება, რეპეტიტორმა ჯერ ტესტი გამაკეთებინა. 40 ქულა ავიღე, რაც დაბალი შეფასებაა და ძალიან განვიცადე, რადგან მაღალი ქულის მოლოდინი მქონდა. შემდეგ ჯგუფშიც ვკითხე ბავშვებს და მითხრეს, კარგი შედეგია, ჯერ პროგრამაც არ გაქვს დაწყებულიო. იმედი მაქვს, გამოცდამდე ყველა დავალებას სრულყოფილად გავივლი და მსგავსი შედეგი აღარ მექნება.

მარიამ, ვკითხეთ ხომ არ აქვს კითხვა, რომლის დასმასაც ისტორიის სპეციალისტისთვის ისურვებდა და მასზე პასუხის მიღება განსაკუთრებით ახლა სჭირდება:

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი კითხვა მაქვს: მქონდეს იმედი, რომ თუ გამოცდამდე მიახლოებულ ტესტებში ვერ ვიღებ უმაღლეს შეფასებას, გამოცდაზე საპირისპირო მოხდება? ასევე, მაინტერესებს რა უნდა გავაკეთო ამისთვის. ვფიქრობ, ყველა აბიტურიენტს ახლა ეს გვაღელვებს“.

EDU.ARIS.GE-მ სწორედ მარიამ ადეიშვილის შეკითხვით დაიწყო ისტორიკოსთან საუბარი, რომელსაც აბიტურიენტებთან მუშაობის სოლიდური გამოცდილება აქვს. გიორგი ჭყოიძე ჩვენს პირველ რესპონდენტს პასუხობს, რომ თუ აბიტურიენტს შეუძლია, 40 ქულა ისტორიის ტესტში საგამოცდო პროგრამის გავლის გარეშე აიღოს, ეს საუკეთესო შედეგია და მას რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„სრულიად ბუნებრივია, რომ აბიტურიენტი, რომელსაც ჯერ სრულად არ აქვს გავლილი პროგრამა გასული წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტს დაბალ ან საშუალო ქულაზე ასრულებს. ეს მიუთითებს მხოლოდ წინარე ცოდნაზე და ამის გამო სრულებით არ უნდა იღელვოს. 40 ქულა კი ძალიან კარგი შედეგია, რადგან მას საგამოცდო პროგრამა ჯერ არც აქვს გავლილი. სასწავლო წლის დაწყებიდან მხოლოდ 2 თვეა გასული და ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია თუ მან იცის რა დახვდება გამოცდაზე, წარმოდგენა აქვს ტესტსა და პირობებზე, ასევე იაზრებს კონკრეტულად რომელ დავალებებზე უჭირს მუშაობა“, – გვიხსნის სპეციალისტი.

ისტორიკოსმა აბიტურიენტებისთვის გასაგებ ენაზე ახსნა რა დახვდებათ გამოცდაზე:

„მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა ისტორიის ტესტში ვეტყვი, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტში დახვდებათ, როგორც სააზროვნო, ისე სამსჯელო დავალებები:

  • არჩევითბოლოიანი შეკითხვები-15 კითხვა, თითო სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
  • ქრონოლოგიური დალაგება– 3 დავალება, თითო დავალება ფასდება 1 ქულით;
  • ბრძოლის სქემა-5-6 შეკითხვა, დავალების მაქსიმალური ქულა 6;
  • ილუსტრაცია-3 შეკითხვა, მაქსიმალური ქულა 5;
  • რუკის ანალიზი-5-6 შეკითხვა, დავალების მაქსიმალური ქულა 8;
  • ისტორიული წყაროს ანალიზი-12 შეკითხვა, მაქსიმალური ქულა 17;
  • პრობლემის ანალიზი და შეფასება– შეცვლილი 22-ე, 23-ე და 24-ე დავალებების ნაცვლად, საგამოცდო ტესტში იქნება ახალი ფორმატის დავალება, მაქსიმალური ქულა 6. აქვე უნდა დაიმახსოვრონ, რომ ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, ზღვარი კი 25 %-ზე მეტი.

გიორგი ჭყოიძე EDU.ARIS.GE-ს მკითხველ აბიტურიენტებს თითოეულ საგამოცდო დავალებაზე მისცა ინსტრუქცია იმისთვის, რომ ტესტში მაქსიმალური შედეგი აჩვენონ.

რეპეტიტორის რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:

არჩევითბოლოიანი დავალება: ტესტებში მოცემულია ორაზროვანი კითხვები. მაქსიმალურად ცდილობენ დაგაბნიონ, თუმცა თუ დაკვირვებით, და მინიმუმ 3-ჯერ წაიკითხავთ შეკითხვას, პასუხის გაცემა არ გაგიჭირდებათ. ამის გარდა, აუცილებელია ფაქტობრივი მასალის მაღალ დონეზე ცოდნა, ტესტებით სწორედ ამას ამოწმებენ. ეცადეთ, გააზრებულად ისწავლოთ გაკვეთილები, რადგან ეს დავალება თქვენს თეორიულ ცოდნას ამოწმებს.

ქრონოლოგია: ამ დავალებისას მაინცადამაინც ზუსტი წლების ცოდნა საჭირო არ არის. მთავარია იცოდეთ ეპოქა და მიმდევრობა – ვინ ვის შემდეგ იყო, ან რა რის შემდეგ მოხდა. ამ შემთხვევაში, სასურველი იქნება, თუ გაკვეთილების სწავლისას ყურადღებას მიაქცევთ მოვლენათა თანმიმდევრობას. არ ისწავლოთ არეულად, რადგან გამოცდაზე ჯდომისას ყველა აზრი მოგდით თავში, რაც აქამდე გაგივლიათ გონებაში და შესაძლოა, არასწორად ნასწავლი დაწეროთ.

ბრძოლის სქემა: ყურადღება მიაქციეთ ორივე წყაროს (სქემას და წერილობით წყაროს). შეაჯერეთ ისინი, აუცილებლად დააკავშირეთ ერთმანეთთან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მუშაობა დავალებაზე.

ილუსტრაცია: ყურადღება მიაქციეთ თითოეულ ხაზს, წარწერას. რა არის გამოსახული ილუსტრაციაზე? ვის ამსგავსებთ? რომელ მოვლენას შეიძლება უკავშირდებოდეს? სანამ ბოლომდე არ გაიაზრებთ, რას ითხოვს შეკითხვა თქვენგან, არ დაიწყოთ პასუხზე ფიქრი. ჯერ შეასრულეთ ის დავალება, რომელზე პასუხიც ზუსტად იცით, შემდეგ კი დანარჩენები.

ისტორიული რუკა: ჩემი აზრით, ისტორიული რუკა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მარტივი დავალება და ნაჩუქარი 8 ქულაა. ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველა კითხვის პასუხი თვითონ რუკაზეა მოცემული და აბიტურიენტს აღარ უწევს ფაქტების გახსენება. ყურადღება მიაქციეთ რუკის ენას, მასშია ის სიმბოლოები და აღნიშვნები, რომელთა დახმარებითაც უნდა გაშიფროთ რუკა. ხშირ შემთხვევაში, აბიტურიენტები არ უკვირდებიან რუკის სიმბოლოებს და მხოლოდ ამის გამო ერთულებათ იგი.

შეცვლილი დავალები: თქვენი ვალდებულება ისევ და ისევ არგუმენტირებული მსჯელობაა. არგუმენტის გარეშე ნებისმიერი პასუხი გაბათილდება. აგრეთვე, თქვენი პასუხი არ უნდა იყოს ზოგადი. დაკონკრეტდით, შეადგინეთ დამაჯერებელი არგუმენტი, ზუსტად დაუკავშირეთ სხვა მოვლენას და ისე შეასრულეთ მოცემული დავალება. 23. ისტორიული წყაროს ანალიზი – ისტორიის გამოცდაში ყველაზე მაღალქულიანი დავალება ისტორიული წყაროს ანალიზია. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ 17-ვე ქულის მოპოვებას. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევთ, რომ წყარო აუცილებლად 2-ჯერ წაიკითხეთ, რადგან ერთხელ წაკითხვისას იგებ მხოლოდ შინაარსს, მეორედ წაკითხვისას კი დეტალებს აქცევ ყურადღებას და სწორედ დეტალები გჭირდება კითხვებზე პასუხების გასაცემად. თუ რომელიმე კითხვაზე გაჩერდი და ვეღარ პასუხობ, გადადი შემდეგზე, აუცილებლად შემდგომ იპოვი კითხვის პასუხს. წაიკითხეთ გააზრებულად და არა ზერელედ, ყურადღება მიაქციეთ თითოეულ სიტყვას. აგრეთვე, დაუკვირდით შეკითხვების ფორმულირებას, რადგან თავიდან აიცილოთ შეუსაბამო პასუხი კითხვაზე.

საუბრის დასასრულს, გიორგის ვკითხეთ რა იქნება მისი რჩევა 2023 წლის აბიტურიენტებისთვის სწორედ ამ ეტაპზე:

„ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ ეტაპიდანვე დაიწყონ ტესტებზე მუშაობა, რეპეტიტორებს კი ნაშრომები მაქსიმალურად მკაცრად შეასწორებინონ. თუ აბიტურიენტს რეპეტიტორი არ ჰყავს, საკუთარ თავს შეუმოწმოს უმკაცრესად. ასევე ვეტყვი, არაფერს მოგიტანთ ახლა მიღებული 60 ქულები, მთავარია, ეროვნულზე მიიღოთ უმაღლესი. ამიტომ ნუ გეშინიათ, თუ ჯერ ვერ იღებთ უმაღლეს ქულებს, წინ კიდევ უამრავი დრო გაქვთ. ამ ეტაპზე თქვენგან არავინ მოელის, რომ სავარჯიშო ტესტში უმაღლეს ქულას აიღებთ, რადგან პროგრამა გავლილი არ გაქვთ. რეპეტიტორს, რომელიც ცდილობს, ტესტებთან იმუშაოთ, სულ სხვა მიზანი აქვს – შეაფასოს თქვენი უნარ-ჩვევები, რადგან თქვენი შედეგი მხოლოდ თეორიული ცოდნის ფლობაზე არ იქნება დამოკიდევბული, მთავარი მაინც ის უნარ-ჩვევებია, რომლის გარეშეც დავალებებს ვერ შეასრულებთ“.

ამავე თემაზე:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

The post როგორ გავზარდოთ ისტორიის სავარჯიშო ტესტში მიღებული შედეგი გამოცდაზე – სპეციალისტი აბიტურიენტებისთვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების ვიზიტი ეთა-ში

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს უმასპინძლა.

შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან სამხედრო სასწავლებლის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ლაბორატორიები, ლაზარეთი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, სპორტული დარბაზები და იუნკერების საცხოვრებლები დაათვალიერებინა.

მოგვიანებით, ოფიციალური პირები დაესწრნენ სამმხრივ სპორტულ ღონისძიებებს, რომელშიც იუნკერებთან ერთად აზერბაიჯანელი და თურქი კადეტები მონაწილეობდნენ.

მიმდინარე წლის 14 ნოემბრიდან აკადემიაში სტუმრად აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის სამხედრო ინსტიტუტის და თურქეთის სახმელეთო ძალების, საჰაერო ძალების და საზღვაო ძალების სასწავლებლების კადეტები იმყოფებიან.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

The post საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების ვიზიტი ეთა-ში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ფინანსთა მინისტრი: სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულება 6 თვის ხელფასით დაფინანსდება

$
0
0

ფინანსთა მინისტრმა პედაგოგების დეკრეტული შვებულების ახალი წესით დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტში ისაუბრა. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში, მის დამტკიცებამდე, გადამუშავების საფუძველზე ცვლილებები კიდევ განხორციელდება, თუმცა მინისტრმა პარლამენტს ძირითადი მონაცემები წარუდგინა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა დღეს, 17 ნოემბერს განაცხადა, სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულებების განსხვავებული წესით ანაზღაურებაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული და გათვალისწინებულია 2023 წლის ბიუჯეტში.

„განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება იზრდება 370 მილიონი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ  550 მილიონ ლარს. სკოლამდენი განათლების დაფინანსება შეადგენს 490 მილიონ ლარს და გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის პერსონალის ხელფასების 100 ლარით ზრდა. ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 655 მილიონ ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სტატუსის მქონე მასწავლებელთა, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა დანამატის ზრდა 125 ლარით. სკოლების ადმინისტრაციული-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ის ოდენობით, სკოლის მანდატურის ხელფასების ზრდა 125 ლარით, სკოლის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების ხელფასების 10%-იანი ზრდა და სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების 6 თვის ხელფასის დაფინანსება. მოგეხსენებათ, აქამდე მხოლოდ 1000 ლარის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ და ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტებთან კონსულტაციით, მიღებულ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჯანდაცვის კომიტეტს ჯერ კიდევ იანვრის თვეში, სკოლის მასწავლებლის, თამარ ცანავას მიერ წერილით მიმართვის საფუძველზე დაავალა.

ამავე თემაზე:

„მასწავლებლები ჩვეულებრივად მიიღებენ დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

The post ფინანსთა მინისტრი: სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულება 6 თვის ხელფასით დაფინანსდება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14601 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>