Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14590 articles
Browse latest View live

2023 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საგნის გამოცდების ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

$
0
0

„ენობრივი მხარის შეფასების წილი გაიზარდა“ –რა ცვლილებები შევიდა მასწავლებლობის მსურველთა (VII – XII) ქართულის ტესტში

$
0
0

21 ივნისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამართულ ღია კარის დღეზე, იმ მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა კითხვებს, ვინც გამოცდას ზაფხულში ჩააბარებს, სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა უპასუხეს. მათ გამოსაცდელებს მიაწოდეს ინფორმაცია ტესტური დავალებების სპეციფიკასთან, საგამოცდო წესებთან და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე  ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა ლოლაძემ აღნიშნა, იმ პედაგოგებისთვის თუ პედაგოგობის მსურველებისთვის, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას VII – XII კლასებისთვის აბარებენ, ტესტში  გარკვეული ცვლილებებია შესული.

„ცვლილება შეეხო პირველ ნაწილს -ქართულ ენას. კერძოდ პირველი ბლოკის დავალებას. მოგეხსენებათ, პირველი ექვსი კითხვა, თითოეული გახლდათ 2-ქულიანი, იყო  ღია კითხვები. მათ ნაცვლად, წელს შემოგთავაზებთ თერთმეტ ე.წ არჩევითპასუხიან დავალებას. ასევე, მცირეოდენი ცვლილება შეეხო ორ კომპლექსურ დავალებას. მოცემული იქნება პუბლიცისტური სტატიიდან ამონარიდი. აქ 11- ქულიანის ნაცვლად, იქნება 12-ქულიანი დავალება და ენობრივი მხარის შეფასების წილი გაიზარდა. სამაგიეროდ, ის მოიხსნა შემდეგ დავალებაში, რომელიც მოსწავლის ნაწერის შეფასებას ეთმობოდა და იქ ენობრივად აღარ შეფასდება“, – აღნიშნა ქართულის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

ნანა ლოლაძემ განმარტა, რომ პირველი ნაწილისგან განსხვავებით, ტესტის მეორე ბლოკში – მხატვრული ლიტერატურა და მესამე ბლოკში –  წერითი დავალება, გამოსაცდელებს ცვლილებები არ დახვდებათ.

გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა, დააზუსტა, რომ არ შეცვლილა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა დანარჩენი შიდა რეგულაციები -რომელი ქულა რა საფეხურს შეესაბამება, არ არის გამოცდების ცენტრის პრეროგატივა: „მასწავლებელთა სახლი აწესებს, რომელი ქულა რა  საფეხურს შეესაბამება. გამსვლელი ქულა 60 პროცენტი +1 დარჩა“.

გამოცდების ცენტრის წარმომადგენელს არ განუმარტავს, რატომ გახდა საჭირო ზემოთ ნახსენები ტესტური ცვლილებები, თუმცა აღნიშნა, კონკრეტულად რა მოწმდება ტესტით: „გამოსაცდელის ლიტერატურის ცოდნა მოწმდება არჩევითპასუხებიანი 15 დავალებით, ხოლო წერითი უნარ-ჩვევები მხატვრული ტექსტის ანალიზით“.

ნანა ლოლაძის განცხადებით, ქართული ენისა და ლიტერატურის, მე-7 ან მე-12 კლასების ტექსტისთვის მაქსიმალური ქულა 70 -ია, გამოცდის ხანგრძლივობა კი კვლავ  4 საათი.

ასევე იხილეთ:

საგამოცდო ცენტრები და მათთან მისასვლელი მარშრუტები გამოქვეყნდა – გამოცდები 2023

განახლებადი ინფორმაცია გამოცდებსი შესახებ

The post „ენობრივი მხარის შეფასების წილი გაიზარდა“ – რა ცვლილებები შევიდა მასწავლებლობის მსურველთა (VII – XII) ქართულის ტესტში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

იმ გამოსაცდელთა სია, რომლებსაც 2023 წლის გამოცდების დროს სპეციფიკური საგამოცდო გარემო ექნებათ

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 23 ივნისს, იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებიც 2023 წლის გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნას ინფორმაციას და სიებს აქვეყნებს.

ცნობილია ვინ მიიღო თანხმობა განსხვავებული საჭიროებების შესახებ, ვის ეთქვა უარი და განმარტებულია თუ რა კონკრეტული უფლებები მოიპოვეს ამ პირებმა საგამოცდო პროცესის დროს:

იმ გამოსაცდელთა სია, რომლებსაც 2023 წლის გამოცდებზე ესაჭიროებათ დროის დამატება და უნდა შეექმნათ განსაკუთრებული პირობები

იმ გამოსაცდელთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ 2023 წლის გამოცდების დროს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნაზე

The post იმ გამოსაცდელთა სია, რომლებსაც 2023 წლის გამოცდების დროს სპეციფიკური საგამოცდო გარემო ექნებათ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ეროვნული თავდაცვის აკადემიას „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიას გაცნობითი სახის ვიზიტით „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ ტყიბულის რაზმის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ახალგაზრდებს აკადემიის სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა მანუჩარ დავითურმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. გაცნობითი სახის შეხვედრა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, სადაც სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მიღების, საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიაში არსებული გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ. შეხვედრაზე ასევე ვრცლად ისაუბრეს აკადემიაში სწავლის პრიორიტეტებზე და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, იუნკერთა საცხოვრებლები, სასწავლო კაბინეტები, სამუზეუმო სივრცე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები და სპორტული დარბაზები.

The post ეროვნული თავდაცვის აკადემიას „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

დისკუსია CIU-ში –„როგორ და რითი დავიწყოთ სტარტაპზე მუშაობა“

$
0
0

22 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ ღია კარის დღის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე – „როგორ და რითი დავიწყოთ სტარტაპზე მუშაობა“.

შეხვედრას „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი, ია ნადირაშვილი უძღვებოდა. ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე წარდგნენ „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, სოფიო ჯიქია და „სამეფო თაფლის“ დამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი გომელაური.

სპიკერებმა მიმოიხილეს თავიანთი კომპანიების დაფუძნებისა და განვითარების ისტორია. ასევე აუდიტორიას გააცნეს ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რაც წარმატებული სტარტაპის შესაქმნელადაა საჭირო.

შეხვედრა, რომელსაც სტუდენტებთან ერთად ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა, აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

The post დისკუსია CIU-ში – „როგორ და რითი დავიწყოთ სტარტაპზე მუშაობა“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გადაწყვიტე მასწავლებელი გახდე? – SANGU-ში 60 კრედიტიანი პროგრამის ახალ მიმართულებებზე რეგისტრაცია დაიწყო

$
0
0

გადაწყვიტე მასწავლებელი გახდე? SANGU-ს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას წელს 8 ახალი მოდული დაემატა და შესაძლებლობას გაძლევს კიდევ უფრო მეტი მიმართულებით გაიღრმაო ცოდნა.

ერთწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ მოიპოვებ მასწავლებლის სერტიფიკატს და მასწავლებლად დასაქმების უფლებას სასურველი მიმართულებით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითი);
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
  • გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • მუსიკა.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე

პროგრამაზე წინასწარი სარეგისტრაციო ბმული

The post გადაწყვიტე მასწავლებელი გახდე? – SANGU-ში 60 კრედიტიანი პროგრამის ახალ მიმართულებებზე რეგისტრაცია დაიწყო first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

დროში ორიენტაციის უნარი, ისტორიული წყაროს გაგება და ანალიზი –კიდევ რას შეამოწმებს მასწავლებლის საგნის გამოცდაზე ისტორიის ტესტი

$
0
0

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ზაფხულის გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება. გამოსაცდელთა ინფორმირების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მანანა ჯავახიშვილმა 22 ივნისს ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში ისაუბრა და თავისი საგნის ფარგლებში, აპლიკანტებს აუხსნა, რომ ისტორიის ტესტის ფორმატი წელსაც ისეთივე იქნება, როგორიც გასულ წელს იყო.

სპეციალისტმა დეტალურად ისაუბრა ყველა დავალების შესახებ და ახსნა, კონკრეტულად რას შეამოწმებს ეს დავალებები:

„ტესტის პირველი ბლოკი, ეს არის დახურული ტიპის დავალებები, რომელიც 22 შეკითხვისაგან შედგება. მას თან ახლავს ნახევრად დახურული დავალება – ქრონოლოგიური პრინციპით დალაგება. შეიძლება, ამ დავალებაში წარმოდგენილი იყოს ისტორიული პიროვნებები, ისტორიული მნიშვნელოვანი მოვლენები, ან კულტურული მოვლენები. არ არის აუცილებელი, რომ პოლიტიკური მოვლენები იყოს, ან სოციალურ-ეკონომიკური“.

მანანა ჯავახიშვილმა განმარტა. რას აფასებს ქრონოლოგიური პრინციპით შესასრულებელი დავალება და რამდენი ასეთი დავალების შესრულება მოუწევს გამოსაცდელს:

„მოგეხსენებათ, დროში ორიენტაციის უნარი არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მეცნიერებებისთვის და საერთოდ, ისტორიის სწავლებისთვის. ეს, ცხადია, არ გულისხმობს თარიღების დაზეპირებას, მაგრამ მოვლენათა დროში დალაგებას გულისხმობს, ასეთი ტიპის დავალება ოთხი იქნება“.

როგორც გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, ტესტში მეთოდოლოგიური ტიპის დავალებაც შეგხვდებათ.

„ამ ბლოკს მოჰყვება უფრო მეთოდოლოგიური ტიპის დავალებაც. მოცემულია ისტორიული რუკა, რომელსაც დაესმის შეკითხვები და ამ შეკითხვებზე მოსწავლის გაცემული პასუხებიც იქვე არის მოცემული. მოსწავლის ამ პასუხებიდან ოთხი შეცდომით არის გაცემული და გამოსაცდელმა ეს შეცდომები უნდა აღმოაჩინოს. გასასწორებელია 4 შეცდომა და შესაბამისად, ეს არის 4-ქულიანი დავალება.

„მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს კლასიკური მეთოდური დავალებაა, მაგრამ პრინციპში, გარკვეულწილად მსგავსი დავალებების შესწორება უწევთ მასწავლებლებს. ისინი აფასებენ საკუთარ მოსწავლეებს და ამიტომ, ეს არის შეფასებითი დავალება და ამ თვალსაზრისით, საინტერესოც“, – უთხრა საგნის გამოცდაზე გამსვლელებს ისტორიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

შეხვედრის ფარგლებში, მანანა ჯავახიშვილმა ისაუბრა, გამოსაცდელებისთვის კიდევ ორი, მნიშვნელოვანი დავალების შესახებ:

„რაც შეეხება, ილუსტრაციას, იგივე ვიზუალური ისტორიული წყაროს გაგებას. მოგეხსენებათ, წყარო არ არის მხოლოდ წერილობითი და ის შეიძლება იყოს ვიზუალური ხასიათის. ამ დავალებაში უნდა შეძლოთ და ილუსტრაციის ანალიზის შედეგად უპასუხოთ იმ კითხვებს, რომელიც დავალებას მოჰყვება და რომელიც ერთ ისტორიულ მოვლენას შეეხება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ წყარო იყოს არა მხოლოდ წერილობითი – დოკუმენტური თუ ნარატიული (არ აქვს ამას მნიშვნელობა), არამედ იყოს ვიზუალური. იმიტომ, რომ წყარო მხოლოდ წერილობითი არ არის.

„ბოლო დავალება ეს არის უცნობი ნარატიული წყარო, რომელსაც თან ახლავს შეკითხვები. ეს შეკითხვები, რასაკვირველია, მხოლოდ ტექსტის გაგებაზეა და არა მის კონტექსტში ჩასმასა და გარე ცოდნის გამოყენებაზე“, – აღნიშნა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა.

შეხვედრის ბოლოს, საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ შეახსენა გამოსაცდელებს, რომ ტესტზე სამუშაოდ მათ ისტორიაში 4 საათი აქვთ, ამ საგნის მაქსიმალური ქულა 55-ია, გამსვლელი ქულა კი 34. (60+1 ფორმატის მიხედვით).

ასევე იხილეთ:

საგამოცდო ცენტრები და მათთან მისასვლელი მარშრუტები გამოქვეყნდა – გამოცდები 2023

განახლებადი ინფორმაცია გამოცდებსი შესახებ

„ენობრივი მხარის შეფასების წილი გაიზარდა“ – რა ცვლილებები შევიდა მასწავლებლობის მსურველთა (VII – XII) ქართულის ტესტში

The post დროში ორიენტაციის უნარი, ისტორიული წყაროს გაგება და ანალიზი – კიდევ რას შეამოწმებს მასწავლებლის საგნის გამოცდაზე ისტორიის ტესტი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ჩვენთან ახლა ზეიმია” – 2023 წლის საუკეთესო ათეულის წევრი მასწავლებლების კარიერული გზა, განცდები და მოლოდინები

$
0
0

ისინი, ქვეყნის მასშტაბით, 2023 წლის ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდნენ. შესაბამისად, უზარმაზარი ნაბიჯი, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, უკვე გადადგმულია. პედაგოგები მარნეულიდან, თბილისიდან, წალენჯიხიდან, ნინოწმინდიდან, კასპიდან, გორიდან და დუშეთიდან ებმებიან საინტერესო, შემოქმედებით, სიახლეებითა და გამოწვევებით დახუნძლულ მარათონში, რომელსაც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ჰქვია და რომელიც ჯერ ათიდან ხუთი ფინალისტის, მოგვიანებით კი ერთი საუკეთესოს ამორჩევას გულისხმობს.

EDU.ARIS.GE თითოეული მონაწილეს ესაუბრა, გაეცნო მათ კარიერულ გზას, მოისმინა მათი წარმატების ისტორიები, გაიზიარა ემოციები და სამომავლო გეგმები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თითოეული მათგანი შეყვარებულია საკუთარ პროფესიაზე და მასზე ისეთი შთაგონებით საუბრობს, შეუძლებელია სულ ცოტა ხნით მაინც არ მოგინდეს მასწავლებლობა თუ არა, სკოლაში მათი მოსწავლის ამპლუაში დაბრუნება მაინც. მთავარ მიზნად, მოსწავლეებისათვის კონკრეტული საგნის შესწავლის გარდა, სწორი ღირებულებების გადაცემა მიაჩნიათ და მათივე მონაყოლიდან ირკვევა, რომ ამას ყოველდღიურად აკეთებენ. თითოეული კონკურსანტი, საკლასო ოთახში სწავლების გარდა, დაკავებულია არაერთი კლასგარეშე აქტივობით, რასაც მათი სკოლების, მოსწავლეების და საერთო ჯამში, განათლების სფეროს განვითარებისათვის უზარმაზარი შედეგი მოაქვს.

EDU.ARIS.GE, დღეს, ხუთ მათგანს – ნინო ფსუტურს, ნინო ნიპარიშვილს, ქამრან აფანდიევს, მარინე კვარაცხელიასა და ინა იმედაშვილს გაგაცნობთ. მომდევნო სტატია კი ათეულის დარჩენილ წევრებს დაეთმობათ.

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

“კონკურსში მონაწილეობას ჩემი მოსწავლეების გამო დავთანხმდი” – ნინო ფსუტური

„საკუთარი ინიციატივით ამას, ალბათ, არ გავაკეთებდი“ – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო ფსუტური, რომლის კანდიდატურაც, კონკურსში უახლოესმა მეგობრებმა წარადგინეს.

„ვგრძნობ, ჩემს მოსწავლეებს, ჩემი წარმატება ძალიან უხარიათ. მეუბნებიან, რომ მათთვის მაგალითი და სტიმულის მიმცემი ვარ. ისევე როგორც ისინი ჩემთვის. კონკურსში მონაწილეობას, დიდწილად, ჩემი მოსწავლეების გამო დავთანხმდი. ვფიქრობდი, რამხელა სტიმული იქნებოდა ეს მათთვის. მასწავლებელი ხომ თავისი მოსწავლეებისთვის ერთგვარი მოდელია. ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩემი მებრძოლი ხასიათი მოსწონთ. ვიფიქრე, ეს კიდევ ერთი მაგალითი იქნებოდა იმისა, რომ არასოდეს უნდა გაჩერდე და როცა ცხოვრება შანსს გაძლევს, უნდა გამოიყენო. ისინი ხედავენ, რომ მასწავლებლის პროფესიაც საინტერესოა, მასაც ახლავს აღიარება და დაფასება. ეს ჯილდო არაერთი ახალგაზრდისთვის შეიძლება გახდეს იმის სტიმული რომ პედაგოგის პროფესიაში შემოვიდნენ და მასწავლებლები გახდნენ,“ – აცხადებს ნინო ფსუტური.

ათეულის წევრობას „დიდ სიხარულს“ უწოდებს, დასძენს, რომ ეს უასმაგებს მოტივაციას კიდევ უფრო მეტი აკეთოს ფორმალური თუ არაფორმალური განათლების კუთხით. ამ მხრივ კი მოსაყოლი, როგორც აღმოჩნდა, მართლაც ბევრი აქვს. ფორმალურ განათლებისთვის, საკლასო ოთახში მაქსიმუმის გაკეთებას რომ თავი დავანებოთ, იმ პროექტების ჩამონათვალი, რომელთა ავტორიცა და სულის ჩამდგმელიც თავადაა და რომლებიც არაფორმალურ განათლებას არა მხოლოდ მის მოსწავლეებს, არამედ უკვე სხვა ჯგუფებსაც აძლევს, უზარმაზარია. მათგან მხოლოდ ორის გამოყოფაც კმარა იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამხელა შრომა და ენთუზიაზმი იდება მისი მხრიდან, რათა ბიოლოგია, გორელი მოსწავლეებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელ და საინტერესო საგნად იქცეს:

ქალბატონი ნინოსთვის გამორჩეულად საყვარელ პროექტია „დარგე ემოცია“, რომელიც მოსწავლეებთან ერთად წამოიწყო. სტარტაპი ქაღალდის გადამუშავებით მისალოცი ბარათების შექმნას გულისხმობს, რომელშიც ყვავილების თესლია გარეული. ბარათებს პირველადი ფუნქციის გარდა, მეორეული დატვირთვაც აქვს, რადგან ადრესატს მისი დარგვა და მისგან ახალი, ულამაზესი მცენარის მიღება შეუძლია. ბარათების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი კი ისევ სკოლას ხმარდება. სულ მალე კი გორის #8 საჯარო სკოლაში ქალბატონი ნინოსა და მისი მოსწავლეების მიერ მოწყობილი საგანმანათლებლო ბაღი გაიხსნება, სადაც ბავშვები პრაქტიკაში სწავლობენ და აკეთებენ იმ ყველაფერს, რასაც ბიოლოგიის წიგნებში კითხულობენ. საგანმანათლებლო ბაღის მოვლაში შშმ პირებიც ჩაერთვებიან.

„ყოველ დილას მაქვს სურვილი, ჩემი მოსწავლეების თვალები დავინახო და მათი სითბო ვიგრძნო“ – ნინო ნიპარიშვილი

კონკურსში მოხვედრის განსხვავებული ისტორია აქვს კასპის მუნიციპალიტეტის მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ნინო ნიპარიშვილს, რადგან იგი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარმა მოსწავლეებმა წარადგინეს და დაჟინებული თხოვნით აპლიკაციაც შეავსებინეს.

„ყოველდღიურად სკოლაში მხვდებოდნენ და მეხვეწებოდნენ. მოგვიანებით მშობლებიც ჩარიეს. ჩემი ათეულის წევრობა, მათთვის, უდიდესი სიხარული იყო. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დასრულდა სკოლაში მისულს დამხვდნენ და მილოცავდნენ. სასწაული ემოცია ტრიალებდა“, – იხსენებს იგი.

ნინო თბილისში ცხოვრობს, სკოლა კი, სადაც ასწავლის, კასპში მდებარეობს. უკვე 16 წელია, ყოველ დღე, თბილისიდან კასპში დადის და ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი შესაძლებლობისა, არც კი უფიქრია სკოლა უფრო კომფორტულ შემოთავაზებაში გაეცვალა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კასპის, როგორც მშობლიური ქალაქის წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს და მიაჩნია, რომ საკუთარი ძალები მისი განვითარებისთვის უნდა გამოიყენოს.

„ყოველ დილას მაქვს იმის სურვილი, რომ ჩემი მოსწავლეების თვალები დავინახო და მათი სითბო ვიგრძნო. ჩემი დანახვისას ჩასახუტებლად რომ მორბიან, ეს საკმარისი მოტივაციაა იმისთვის, რომ ყოველდღიურად 120 კილომეტრი გავიარო და არ დავიღალო. გაკვეთილების მიღმა კიდევ არაფორმალური განათლების მიმართულებით ვიმუშაო და სასკოლო ცხოვრება, ბავშვებისთვის, საინტერესო გავხადო. მე პასუხისმგებლობა მაკისრია ჩემი ოჯახის წინაშეც, სადაც მესამე თაობის მასწავლებელი ვარ – ბებია პედაგოგი იყო, მამაჩემი მასწავლებელი და იმ სკოლის დამფუძნებელია, სადაც ამჟამად ვმუშაობ. სკოლა 28 წელია არსებობს და ვგრძნობ, რომ ეს გზა ღირსეულად უნდა გავაგრძელო. ამ ყველაფრის გამო დავდივარ თბილისიდან კასპამდე ყოველ დღე და არა თვეში ერთხელ, რაიმე პროექტის ფარგლებში, რისი შესაძლებლობაც ასევე მქონდა“, – გვიყვება ნინო.

კარიერის მანძილზე, არაერთი მცირე თუ მსხვილ წამოწყებას ჩაუდგა სათავეში. მისი ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლის ტერიტორიაზე ოკუპაციის მუზეუმი დაფუძნდა. იდეის განხორციელება სულ მცირე ბიუჯეტით დაიწყო, თუმცა შემდეგ საკმაოდ მასშტაბური პროექტის სახე მიიღო. მუზეუმი, რომლის შექმნაც მოსწავლეების ძალისხმევით მოხერხდა, ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის ღიაა. სტუმრებს მოსწავლეები გიდების ამპლუაში ხვდებიან და არა მხოლოდ ქართულ, არამედ ინგლისურ ენაზეც სრულყოფილ ინფორმაციას აწვდიან რუსული ოკუპაციის შესახებ, დაწყებული 1921 წლიდან – დღემდე.

ჩვენს კითხვაზე, თუ ვის მიუძღვნიდა გამარჯვებას, ნინო გვპასუხობს: „ ჩემი ისტორიის, მუსიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, რომელთაც მე გული, გონება და დამოკიდებულება შევარქვი. მათგან ერთ-ერთი, ქართულის მასწავლებელი, მარინა მენაბდიშვილი ახლაც მოქმედი პედაგოგია და მგულშემატკივრობს. ეს სამი ადამიანი იყო, ჩემთვის, მოტივაციაცა და პასუხისმგებლობაც. მე მათ გზაზე დავდივარ“.

„ჩემი მთავარი მიზანი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეების გაზრდაა“ – ქამრან აფანდიევი

„ახლა ჩვენთან ზეიმია. მთელი საზოგადოება ჩემი გულშემატკივარია. უამრავი კოლეგა, ნაცნობი, უცნობი მირეკავს და მილოცავს. ჩვენი თემისთვის, ეს უზარმაზარი მოტივაციაა. მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა აპირებენ უნივერსიტეტში ჩაბარებას და მასწავლებლის პროფესიის დაუფლებას”, – ეს ათეულის კიდევ ერთი წევრის, ქამრან აფანდიევის ემოციებია, რომლებიც რჩეულთა შორის დასახელებიდან სულ ცოტა ხანში გაგვიზიარა. ქამრანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელია.

უმაღლესი განათლება ინფორმატიკის კუთხით მიიღო და როცა აღმოაჩინა, რომ მშობლიური სოფლის განვითარების მხრივ ბევრი არაფერი იცვლებოდა, თავისი ცოდნის სოფლისთვის გამოყენება გადაწყვიტა. საგნის გამოცდა ჩააბარა, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა და სკოლაში ქართულის მასწავლებლად მუშაობა დაიწყო. უკვე შვიდი წელია ამ საქმეს ემსახურება და ამბობს, რომ სოლიდური კომპანიებისგან არაერთი ხელსაყრელი შემოთავაზება მიიღო, რაზე დათანხმებაც მის კარიერას უფრო წარმატებულს, შემოსავალს კი უფრო მსუყეს გახდიდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი ადგილი იქ არის, სადაც ახლაა. ამიტომ, 7 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

„მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებმა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში წვლილი უნდა შევიტანოთ. ჩვენი შვილები უფრო დემოკრატიულ, უფრო განვითარებულ საქართველოში უნდა გავზარდოთ. საგანმანათლებლო საქმიანობას სკოლის მერეც ვაგრძელებ და მთელი ჩემი დღე სასწავლო პროცესს ეთმობა. ბოლო 10-15 წელში ბევრი რამ შეიცვალა. ქართული ენის შესწავლის საჭიროებას, ჩვენს თემში, ახლა უკვე ყველა აცნობიერებს. ვფიქრობ, რომ დაახლოებით 10 წელიწადში ქართული ენის ცოდნა ბარიერი აღარ იქნება. კარგად მახსოვს, წლების წინ უმაღლესში სასწავლებლად, ჩვენი თემიდან, 2-3 ადამიანი თუ მიდიოდა. ახლა, ყოველწლიურად, ათობით ახალგაზრდა აბარებს. ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ხუთი წელია, ვახორციელებ პროექტს, რომელიც აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელ კურსს მოიაზრებს. ამ პროგრამის მეშვეობით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 102-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. ახლა წარმატებით სწავლობენ. წელს 32 აბიტურიენტი მყავს და უმრავლესობას გოგონები შეადგენენ. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა და მოსახლეობამ იგი მაქსიმალურად გამოიყენა“, – ამბობს ქამრანი.

მისი მიზანი ჯერ ქვემო ქართლში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა. ამბობს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ქართულ საზოგადოებაში ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის ინტეგრაცია მოახდინონ და დასძენს, რომ პროცესი, ნალ-ნელა, წინ მიდის. გვეუბნება იმასაც, რომ თემის წევრების წარმატებები ადგილობრივ მოსახლეობაზე განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს და მათ მოტივაციით ავსებთ.

„მე ერთ-ერთი ვარ, ვინც სოფელში პოზიტიური ცვლილებები შეიტანა. ჩემი მთავარი მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეების გაზრდაა. შვიდი წელია ჩემი ყველა პროექტი, სკოლასა თუ სკოლის გარეთ, ამას ეძღვნება. ყოველთვის ვამბობ, რომ მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განსხვავება. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ამ სამშობლოს განვითარებისთვის ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. სხვანაირად ვერ განვვითარდებით და უფრო დემოკრატიულ საქართველოში ვერ ვიცხოვრებთ“, – დასძენს ქამრანი.

„ბავშვებს მხოლოდ საგანს არ ვასწავლი, აქტიურ მოქალაქეებად ვზრდი” – მარინე კვარაცხელია

კონკურსში უკვე მესამედ მონაწილეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე კვარაცხელია. ბედი ჯერ 2021 წელს სცადა, მერე 2022 წელს, თუმცა საუკეთესო ათეულის ეტაპამდე ვერ მივიდა. საკუთარი მეთორმეტეკლასელების დაჟინებული თხოვნა რომ არა, განაცხადის გაგზავნას, წელს, აღარ აპირებდა. საბოლოოდ, 35 წლიანმა გამოცდილებამ და განვითარების მუდმივმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ქალბატონი მარინა ათეულის შემადგენლობაშია.

„იმ დილას სახლში მარტო ვიყავი. ტელევიზორი რომ ჩავრთე და ინფორმაციის გამოცხადება დაიწყო, გული ამიჩქარდა. ეკრანზე ჩემი სახელი და გვარის დანახვისას იმხელა ემოცია დამეუფლა, რომ მაგის მერე სხვა სახელები და გვარები აღარც წამიკითხავს. წლევანდელი ჩემი მონაწილეობა, ოჯახის წევრებისთვის, სიურპრიზი იყო. პირველად მოხდა, რომ მეუღლეს რაღაც დავუმალე. მხოლოდ ჩემმა მოსწავლეებმა იცოდნენ. ბავშვები გაგიჟდნენ სიხარულისგან. ჩემი შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ უნდა დანებდე, არ შეწყვიტო მცდელობა, რადგან შედეგი ბოლოს მაინც დადგება“, – გვეუბნება ქალბატონი მარინე.

ბავშვობაში სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდი და მუდმივად მეზობლის ბავშვების მასწავლებელი ვიყავიო – გვიყვება. აღნიშნულ სკოლაში უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ მოხვდა და მას შემდეგ სამუშაო ადგილის შეცვლა არც უფიქრია – „ეს ჩემი მეორე ოჯახია და ჩემი თავი სხვაგან წარმოდგენილიც კი არ მაქვს. ამ სივრცეში ბედნიერი ვარ. მასწავლებლობა, ჩემთვის, პროფესიაზე მეტია“, – დასძენს იგი.

მისი პრაქტიკის პრიორიტეტი არაფორმალური განათლებაა. ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კარიერულად სულ უფრო მაღალ საფეხურზე ასულიყო. ახლა უკვე საგნისა და ავტორიზაციის ექსპერტია, ხარისხის განვითარების ცენტრში, მონაწილეობს კონკურსებში, არის არაერთი სასკოლო თუ სასკოლათაშორისო პროექტის ავტორი, შვიდი რაიონული კონფერენციის ორგანიზატორი. მისი ერთ-ერთი წარმატებული პროექტის „გაიცანი საქართველო“ ფარგლებში მოსწავლეებმა თითოეული კუთხის ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობა შეძლეს. შექმნა „მკითხველთა კლუბი“ და ორგანიზებას უწევს სპექტაკლების დადგმას სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით. ასე რომ, პროფესიული განვითარებისთვის აკეთებს ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც მიეცემა.

მიაჩნია, რომ 35-წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი სიახლის მიღების უნარია. მისი აზრით, თუკი პედაგოგი სიახლეს არ მიიღებს, გაითავისებს და პრაქტიკაში დანერგავს, ვერ განვითარდება. სიახლეებისთვის ფეხდაფეხ მიყოლა და ბავშვისთვის საინტერესო ფორმით მიწოდება, მისთვის, პედაგოგიკის გასაღებია.

„ჩემთვის მთავარია მოსწავლეებს სიღრმისეულად ვასწავლო საკითხი, შევაყვარო ფიქრი და ჰქონდეთ თავისუფლების განცდა. მათ უნდა შეეძლოთ გაკვეთილზე ნებისმიერ საკითხზე გამოხატონ თავიანთი თავისუფალი აზრი. არ აქვთ შეცდომების დაშვების შიში. იციან, რომ ყველა შეცდომა გაანალიზდება და ეტაპობრივად გვექნება პროგრესიც. ეს არის ის, რის გამოც მოსწავლეები, ჩემს გაკვეთილებზე, თავს კომფორტულად გრძნობენ“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში მარინე კვარაცხელია.

„მასწავლებლობა ჩემი ბედისწერაა“ – ინა იმედაშვილი

თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ინა იმედაშვილის ბავშვობის ოცნებაც მასწავლებლობა იყო და თავიდანვე ზუსტად ჰქონდა წარმოდგენილი როგორი მასწავლებელი უნდოდა ყოფილიყო.

თავდაპირველად, ჟურნალისტის პროფესიას დაეუფლა. ამის მიუხედავად სურვილი – ემუშავა ბავშვებთან, არასოდეს განელებია. ქართული ენისა და წერის სიყვარულმა პროფესიის შეცვლისა და მაგისტრატურის საფეხურზე ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაბარებისკენ უბიძგა. ეს არჩევანი, მაშინ, პოპულარული არ ყოფილა. რიგ შემთხვევაში ლექციებზე ერთადერთ სტუდენტად ირიცხებოდა, თუმცა მიიჩნევს, რომ მაგისტრატურაში გატარებულმა ორმა წელმა საკუთარი თავი აღმოაჩენინა. საბოლოოდ, ოცნების პროფესიაში მოხვედრა მაძიებლობის პროგრამის საშუალებით შეძლო.

კარიერული აღმასვლა პირად ტრაგედიას დაემთხვა – ორი წლის შვილი გარდაეცვალა. ამ ფაქტის შემდეგ მისი სურვილი – ასწავლოს ბავშვებს, კიდევ უფრო გამძაფრდა. ამბობს, რომ სკოლაში ტრაგედიიდან ერთ თვეში დაბრუნდა – „ბავშვებმა მომახედეს და ფეხზე დამაყენეს. მივხვდი, რომ მასწავლებლობა ჩემი ბედისწერა იყო. ამის შემდეგ სულ სხვა ეტაპზე გადავედი“, – დასძენს ინა.

სწორედ მოსწავლეებმა მისცეს ძალა დაეწერა წიგნი „გზა ვარსკვლავებამდე არც ისე შორია“, რომელიც გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა და რომელიც ბავშვებისთვის საყვარელ წიგნად იქცა. წერდა და წერს ყველა იმ პრობლემაზე, რასაც სკოლასა თუ განათლების სისტემაში ხედავს. წერს იმ ყველაფერზე, რასაც ქმნის, ნერგავს, აკეთებს. საკუთარი ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო მონაწილეებს შორის მოხვედრას არ ელოდა და განსაკუთრებულად გაუხარდა, რადგან მიაჩნია, რომ პედაგოგებს პოზიტიური სიახლეები აკლიათ. ფიქრობს, რომ კონკურსში მონაწილეობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მიცემს, მეტ მხარდაჭერასა მოუტანს, დაეხმარება ხორცი შეასხას საკუთარ იდეებს, რომლებიც ისევ და ისევ პედაგოგების ყოფის გაუმჯობესებას ემსახურება. ისევე როგორც მრავალი აქტივობა, რომელიც მოსწავლეებთან ერთად უკვე განახორციელა და რომელთა მეშვეობითაც ბავშვები სიკეთის კეთებას სწავლობენ. რაც შეეხება გამარჯვებას კი, თუკი ეს მოხდება, საკუთარ მოსწავლეებსა და შვილს მიუძღვნის.

„ეს ყველაფერი მასწავლებლის პროფესიას აცოცხლებს, პოზიტიური ენერგია შემოაქვს. საოცარი წახალისებაა და იმხელა სიხარულის მომტანი, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ჩემმა მოსწავლეებიც კი აჟიტირებულები არიან. ერთ-ერთმა მეორეკლასელმა, იმის გამო, რომ ტელევიზორში მნახა, სადაც გულსაკიდი მეკიდა, მითხრა – თქვენ ისეთი ცნობილი ხართ, როცა გარდაიცვლებით, თქვენი გულსაკიდი მუზეუმში მოხვდებაო. ძალიან ამაყობენ. ასეთ კონკურსებსა და ღონისძიებებს სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციაში უზარმაზარი წვლილი ენიჭება. ამის შედეგად მასწავლებელი უფრო მოტივირებული და ბედნიერი ხდება, საკუთარ თავში დარწმუნებულია, უხარია ცხოვრება. ასეთი ბედნიერება კი გადამდებია“, – ამბობს ინა.

2023 წლის საუკეთესო მასწავლებელი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 5 ოქტომბერს გამოვლინდება. გამარჯვებულს, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს კი ლიბერთი ბანკი დააჯილდოებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

The post „ჩვენთან ახლა ზეიმია” – 2023 წლის საუკეთესო ათეულის წევრი მასწავლებლების კარიერული გზა, განცდები და მოლოდინები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


აბიტურიენტის სავალდებულო ქცევის წესები საგამოცდო ცენტრში და ყველა ინფორმაცია პროცესის შესახებ

$
0
0

2023 წლის ზაფხულის გამოცდები აბიტურიენტების ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიანი ეროვნული გამოცდით, 3 ივლისს დაიწყება.

EDU.ARIS.GE შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ ყველა იმ წესს, რაც აბიტურიენტმა გამოცდის დღეს უნდა დაიცვას.

გამოცდები 2023 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება: ფორმატი ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

  • აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს;
  • რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს;
  • რეგისტრაციის გავლის შემდეგ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში;
  • აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს და ფურცელს შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდით გათვალისწინებულ დამხმარე მასალას (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა) აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით;
  • ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი (შტრიხკოდისა და მაგიდის ნომერები იდენტურია);
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს);
  • სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი;
  • ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი და შეიქმნება ვიდეოარქივი;\
  • საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს აბიტურიენტის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს;
  • საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ მიაჩნია, რომ გამოცდის მიმდინარეობისას მის მიმართ დაირღვა დადგენილი წესები ან ტესტირების პროცედურები?

ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს (ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე განაცხადი) იმ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას, რომელშიც ჩააბარა გამოცდა. განცხადება საპრეტენზიო კომისიას გადაეცემა არაუგვიანეს მომდევნო დღისა და განიხილება მიღებიდან ხუთი დღის ვადაში. პასუხს განმცხადებელი გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში შეიტყობს.

წესები, რომლებიც უნდა დაიცვას აბიტურიენტმა გამოცდის მიმდინარეობისას:

წესები ემსახურება გამოცდის მიმდინარეობისას აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნას, თანაბარი პირობების უზრუნველყოფას.

  • აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებული განრიგის მიხედვით აღნიშნულ მისამართზე და გაიაროს რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ: – რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არდაიშვება!
  • რეგისტრაცია იწყება გამოცდამდე ერთი საათით ადრე (ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო);

აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს:

რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე გამოცხადებისას – ჩამონათვალი

აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს აბიტურიენტის უფლება-მოვალეობის ჩამონათვალით გათვალისწინებულ წესებს.

გაითვალისწინეთ, რომ აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:

  • ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე.წ. (შპარგალკის), მობილური ტელეფონის, ელექტრო საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
  • წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, დამკვირვებელი ვალდებულია, გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.

გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტები გაეცნობიან წესებს, რომლებიც უნდა დაიცვან ტესტირების პროცესში:

  • საგამოცდო სექტორში აბიტურიენტები უნდა დასხდნენ მათთვის განკუთვნილ ადგილას;
  • მაგიდაზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გელიანი (ე.წ. ტუშის) შავი ფერის კალმის, პასუხების ფურცლისა და შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლის ან გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალის მაგალითად: (რუკა, მენდელეევის ტაბულა) დადება შეგიძლიათ – არც ერთი სხვა ნივთი არ უნდა იდოს სამუშაო მაგიდაზე (წყალი, პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ, დადოთ იატაკზე);
  • პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია – ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ;

– ხარვეზიან პასუხების ფურცელს ახლით შეგიცვლიან;
– პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად უნდა ჩაწეროთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;
– ტესტზე მუსაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ;
– საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ დამკვირვებელს;
– გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა.

დრო ემატებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წინასწარ მოითხოვეს სპეციალური პირობების შექმნა და წარმოადგინეს შესაბამისი სამედიცინო ცნობა, რის საფუძველზეც ცენტრში შექმნილმა კომისიამ (რეგისტრირებულ ფუნქციონალური დარღვევის მქონე აპლიკანტთა მიერ წარმოდგენილი ცნობების განხილვის თაობაზე შექმნილი კომისია) დროის დამატებასთან დაკავშირებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

გაითვალისწინეთ, თუ დროზე ადრე დაასრულებთ მუშაობას, მიმართეთ დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით უნდა ჩააბაროთ პასუხების ფურცელი, ასევე შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცელი. პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში. ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებთ საგამოცდო სექტორს.

აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს დამკვირვებლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, გადაწყვეტილებას გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.

გაითვალისწინეთ, ნაშრომი არ გასწორდება, თუ:

  • პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია;
  • აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
  • პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან

აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება აბიტურიენტის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.

გახსოვდეთ, არ შეიძლება:

  • პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
  • გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
  • დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
  • დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post აბიტურიენტის სავალდებულო ქცევის წესები საგამოცდო ცენტრში და ყველა ინფორმაცია პროცესის შესახებ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

როგორ გავაშინაარსოთ ციტატა სწორად, თუ ის ზუსტად არ გვახსოვს? –ეს მარტივი ხრიკი რეპეტიტორისგან ქართულში ეროვნული გამოცდის წინ უნდა წაიკითხოთ

$
0
0

2023 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებს გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. ახლა ისინი განსაკუთრებით ღელავენ და განვლილ საკითხებს არაერთგზის უბრუნდებიან. იმისათვის, რომ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირონ, რეპეტიტორებიც სხვადასხვა მეთოდებს თუ მარტივ ხრიკებს სთავაზობენ, რომლებიც აბიტურიენტებს გამოცდაზე უნდა დაეხმაროთ.

პირველი და აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება და პირველ რიგში, გაგაცნობთ, თუ რა პასუხი გასცა გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა აბიტურიენტებს ქართულის წერისას ციტატის გამოყენების შესახებ:

აბიტურიენტი: თუ ბრჭყალებით მოვიყვან რაიმე ციტატას არა სიტყვასიტყვით, არამედ იმ სიტყვებით, როგორც მახსოვს, არგუმენტი გამინულდება?

NAEC-ის წარმომადგენელი: ბრჭყალებთან იყავით ფრთხილად! ბრჭყალებით მოიყვანეთ მხოლოდ ის ციტატები, რომლებიც ზუსტად გახსოვთ, თუ არადა გააკეთეთ პერიფრაზი ბრჭყალების გარეშე. ეს დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გთხოვთ, ციტატები სიტყვასიტყვით გახსოვდეთ. ეს თქვენი არჩევანია, შემოგვთავაზოთ რომ მე ზუსტად მახსოვს და იმიტომ ვუსვამ ბრჭყალებს. ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ ბრჭყალებით შემოგვთავაზებთ რაიმე ციტატას ან მოსაზრებას, რადგან თუ ეს ზუსტი არ იქნება, ჩვენ უფლება გვაქვს, რომ ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს გამსწორებელს.

EDU.ARIS.GE -ს დღევანდელი სტატიის სტუმარი, ქართულის სპეციალისტი, ფილოლოგი და რეპეტიტორი, ანა შვანგირაძე 2023 წლის აბიტურიენტებისთვის საინტერესო მეთოდზე გვესაუბრება. ის აგიხსნით, რა უნდა მოიმოქმედოს აბიტურიენტმა თუ იგი თხზულების (ესეს) წერის პროცესში ციტატას ვერ იხსენებს და სურს, რომ სწორად და ხარისხიანად გააშინაარსოს.

–  ანა, გვითხარით, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის რომელ დავალებებში შეუძლიათ აბიტურიენტებს ციტატის გამოყენება?

– პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს! რაც შეეხება ციტატის გამოყენებას, ციტატის გამოყენება ღია ტიპის დავალებებში არის შესაძლებელი და ასევე თხზულების წერის დროსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. თქვენს მკითხველ აბიტურიენტებს განვუმარტავ ციტატის არსს. ციტატა არის ტექსტიდან სიტყვასიტყვით ამოწერილი ფრაზა, ან მონაკვეთი. წერითი დავალების დროს კი, მნიშვნელოვანია ციტირება როგორც მოცემული ტექსტიდან, ასევე პარალელისთვის, რომელსაც აბიტურიენტი სათქმელის გასამყარებლად დავალების შესრულების დროს დაიმოწმებს. ციტატის დახმარებით აბიტურიენტს შეუძლია სიღრმისეულად გააანალიზოს მოცემული მონაკვეთი და განამტკიცოს მთავარი სათქმელი.

– დავუშვათ, აბიტურიენტს გაახსენდა ისეთი ციტატა, რომელიც ზუსტად შეესაბამება სიტუაციას, მაგრამ ფრაზას თანმიმდევრულად ვერ იხსენებს, სიტყვასიტყვით ციტირებას ვერ ახდენს. მიეცით მარტივი ინსტრუქცია, რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს, თუ შინაარსი კარგად ახსოვს 

– ხშირია, როდესაც აბიტურიენტი სწორად ვერ ციტირებს, თუმცა მას აქვს შესაძლებლობა,  სათქმელი შინაარსის საშუალებით გადმოსცეს. მთავარია, მსჯელობა მართებული იყოს და სათანადო მაგალითი სწორად იქნას მოყვანილი. თითოეული არგუმენტი დამაჯერებელი მაგალითებით უნდა გამყარდეს. ხშირად, დაზეპირებული და უადგილო ფრაზებით ციტირებენ, რაც აცდენილია საკითხს. ვურჩევდი მათ, რომ მთავარია ცოდნა და უნარები, თითოეული მაგალითის სიფრთხილითა და გააზრებულად მოყვანა, რადგან წერისას მოცემულ საკითხს არ აცდნენ.

არის შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტს უჭირს საკითხთან ციტატის დაკავშირება, იცის, თუმცა გონებრივად ვერ აყალიბებს სათქმელს და ვერ ციტირებს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ტექსტის თავიდან გადაკითხვა, გააზრება და მთავარი საკითხის სიღრმისეულად დაკავშირება პარალელთან, რომლის გადმოცემაც სურს. თუ წერით დავალებაში იკვეთება ბრბოს ფსიქოლოგია, აბიტურიენტმა უნდა შეძლოს ტექსტის კიდევ ერთხელ გააზრება და შემდეგ დაკავშირება იმ ნაწარმოებთან, რომელშიც მსგავსი პრობლემა გამოიკვეთა. კითხვის მეთოდი და მოცემული ტექსტის გააზრება, რომელიც ახლავს წერით სამუშაოს, გაუადვილებს საკითხის აღქმასა და პარალელის მოყვანას მოცემულ ტექსტში.

– გთხოვთ, გაგვიზიარეთ ციტატის გაშინაარსებული ვერსიის მაგალითი. მართლწერასთან დაკავშირებული რა შეცდომა არ უნდა დაუშვან ციტატის გაშინაარსების დროს აბიტუიენტებმა? 

– წერის დროს აუცილებლად დაცული უნდა იყოს ციტირების წესი! პირველ რიგში, რაც უნდა გავითვალისწინოთ ციტირების დროს, ეს არის ბრჭყალები. მოყვანილი ციტატა ბრჭყალებში ჩაისმის, რადგან აღსანიშნავია, რომ ციტატა არის ნათქვამი რეპროდუქცია. ასევე, დაუშვებელია ციტირების დროს ნაწარმოების სხვადასხვა ნაწილის ერთ ციტატაში მოქცევა.

თუ, მაგალითად, საკითხი ეხება გენდერულ თანასწორობას და არ გვახსენდება აფორიზმი “ვეფხისტყაოსნიდან” – „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”. შესაძლებელია ვერ შეძლოს მღელვარების ფონზე აბიტურიენტმა სიზუსტით გადმოცემა აფორიზმის, თუმცა მას შეუძლია აღნიშნოს, რომ ჯერ კიდევ მე -12 საუკუნეში შეეხო დიდი შოთა რუსთაველი გენდერულ თანასწორობას, რაც შესამჩნევი არის პოემაში და განავრცოს ავტორის დამოკიდებულება საკითხისადმი, სიღრმისეულად!

– შეგიძლიათ მიმართოთ აბიტურიენტებს, იქნებოდა თქვენი გზავნილი?

– არ არის საჭირო წინასწარ განსაზღვრული ფრაზები თუ სხვადასხვა დოგმები. თქვენთვის მთავარია, რომ სწორად წარმოაჩინოთ შესაძლებლობები, გაიაზრონ დავალების პირობა და ნათლად, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ სათქმელი. წარმატებასგისურვებთ თითოეულ აბიტურიენტს!

ასევე იხილეთ:

ნანა ლოლაძე განმარტავს, რა შემთხვევაში განულდება აბიტურიენტის თხზულება ქართულში და რა უნდა იცოდეთ მოსაზრებების წერისას

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post როგორ გავაშინაარსოთ ციტატა სწორად, თუ ის ზუსტად არ გვახსოვს? – ეს მარტივი ხრიკი რეპეტიტორისგან ქართულში ეროვნული გამოცდის წინ უნდა წაიკითხოთ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„NATO-ს სკოლა“ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში

$
0
0

2023 წლის 20-22 ივნისს, წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა, YATA Georgia-სთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, NATO-ს ისტორიის, პოლიტიკისა და საქმიანობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით პროექტი – „NATO-ს სკოლა“ განახორციელა.

NATO-ს დღეებისადმი მიძღვნილ სალექციო და პრაქტიკული კომპონენტებისგან შემდგარ პროექტში მონაწილეობდნენ, როგორც SANGU-ს, ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და საჯარო თუ კერძო სკოლების მოსწავლეები.

20-21 ივნისს, პროექტის ფარგლებში, SANGU-ში ტრენინგები მოწვეულმა სპიკერებმა წარმართეს. თავდაცვის სამინისტროს აშშ-ს მრჩეველთა ჯგუფის “Valiant” მრჩეველმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ლევან სიხარულიძემ, აუდიტორიას წარუდგინა მოხსენება თემაზე: „ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორია“; კავკასიის/შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკის, მსოფლიო პოლიტიკის, ენერგო-უსაფრთხოებისა და სტრატეგიული საქმეების სპეციალისტმა ნიკა ჩიტაძემ წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „NATO-ს პოლიტიკა, მისი ტრანსფორმაცია და როლი დღევანდელ რეალობაში’’; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების, გენერალური შტაბის, J5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის, სამხედრო სტრატეგიისა და ძალთა დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ კი „ნატოს სამშვიდობო მისიების“ შესახებ ისაუბრა.

ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

22 ივნისს, პროექტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სიმულაციურ სწავლებაში ჩართულიყვნენ.

The post „NATO-ს სკოლა“ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სერჟანტთა სამხედრო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სერჟანტთა სამხედრო პრაქტიკული კონფერენცია „გზა ევროპისკენ: გამოწვევები, მიდგომები ახალი პერსპექტივები“ გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და აკადემიის ხელმძღვანელი პირები.

საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს თავდაცვის ძალების და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერჟანტთა რგოლის წარმომადგენლებმა. კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნა თემები, რომლებიც შეეხებოდა იმ ძირითად გამოწვევებსა და პერსპექტივებს, რომლებიც წამოჭრილია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს, თავდაცვის ძალების სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა სერტიფიკატები გადასცა.

The post ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სერჟანტთა სამხედრო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

რა უჭირთ სკოლებს წინა საავტორიზაციო პროცესში –განათლების მინისტრის მოადგილის განცხადება

$
0
0

როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, უკლებლივ ყველა სკოლამ ავტორიზაცია ახალი სტანდარტების მიხედვით უნდა გაიაროს. 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა სკოლას აქვს უფლება განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა, თუმცა, ამ პერიოდამდე, ყველამ უნდა მოიპოვოს ამ საქმიანობის უფლება ავტორიზაციის გზით. სკოლებს ავტორიზაცია 6 წლის ვადით ენიჭებათ და შემდეგ, ყოველ 6 წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ ხელახალი ავტორიზაცია.

ვინაიდან საავტორიზაციო წარმოება დაწყებულია, დღეს, 26 ივნისს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით პრეზენტაცია/ანგარიში მოისმინეს, რომლის ფარგლებშიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც პროცესს ახლავს, კერძოდ კი სკოლების გასაჭირზე.

თამარ მახარაშვილის თქმით, სკოლებს უჭირთ მაგალითად განვითარების გეგმების შემუშავება და საბჭოს რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია.

„პირველად გადიან წარმოების პროცესს და უჭირთ სკოლებს ვალდებულებების შესრულება. მაგალითად, ასეთი კლიშეები დაგხვდა, რომ ეს პრობლემები რომ მაქვს რას ნიშნავს, რომ მე, როგორც სკოლა არ ვვარგოდი?! საჭიროა ამის სწორად ახსნა და სწორად მიწოდება, არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია, რომ გამოწვევა არ ჰქონდეს. ეს ჩასატარებელი სამუშაო, შეიძლება ითქვას, სერიოზული გამოწვევა იყო“, – თქვა მინისტრის მოადგილემ.

თამარ მახარაშვილის განცხადებით, საჯარო სკოლები საავტორიზაციო წარმოებას პირველად გადიან, ჩასატარებელი სამუშაოები სერიოზული საკითხია და სკოლებს დახმარებას უწევენ:

„უკვე შევქმენით უწყებათაშორისი ჯგუფი, ხარისხის ცენტრი, მასწავლებლის სახლი, ინფრასტრუქტურის სააგენტო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველო, მანდატური – რომლებსაც სისტემატიურად ვხვდებით და განვიხილავთ იდენტიფიცირებულ პრობლემებს“.

მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ პროცესში აქტიურად არიან ჩართული საგანმანათლებლო რესურსცენტრები და ცალკე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შექმნილია მაკოორდინირებელი რგოლი, რომელიც სამინისტროსა და სხვადასხვა სიპების კომპეტენციას განეკუთვნება.

ასევე იხილეთ:

„პირველადი ავტორიზაციის დროს სკოლებმა უნდა მოგვცენ დაპირება“ – რომელი სკოლა მიიღებს ავტორიზაციას სხვებზე ადრე

მოამზადა დავით ოქროპირიძემ

The post რა უჭირთ სკოლებს წინა საავტორიზაციო პროცესში – განათლების მინისტრის მოადგილის განცხადება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

რას გააკონტროლებს სკოლის ავტორიზაციის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ვინ შეამოწმებს მის მუშაობას

$
0
0

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ერაძე აცხადებს, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ამ სახით, რაც დღეს არის, უნდა გადაიხედოს.

ამის შესახებ მან 26 ივნისს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე გამართული მოსმენის ფარგლებში ისაუბრა, სადაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო საკომიტეტო სხდომაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით პრეზენტაცია/ანგარიში მოისმინეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს.

კახა ერაძემ დეტალურად ისაუბრა რა ვადებში და რა დოზით გაძლიერდება სკოლების ავტორიზაციის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილებები და ვისთან იქნებიან ისინი ანგარიშვალდებული.

ამ მომენტისთვის არსებული სტატისტიკის თანახმად, რომელიც კომიტეტზე წარმოადგინეს, 2022 წელს, 2074 საჯარო სკოლაში განხორციელდა დიაგნოსტიკური თვითშეფასების პილოტირება. საავტორიზაციო მზაობის შესაბამისად 2023 წლისთვის შეირჩა 397 საჯარო სკოლა. ავტორიზაციის სიმულაციური შეფასება განხორციელდა 3 საჯარო სკოლაში. 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, მიმდინარეობს 250-მდე საჯარო სკოლის საავტორიზაციო წარმოება

რატომ გახდა საჭირო რესურსცენტრების ჩართულობა – ორი მიზეზი

კახაბერ ერაძის განცხადებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მზაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ორი გარემოების გამო. პირველი და პრაგმატული მიზეზი არის, რომ ხარისხის ცენტრისთვის 2086 ადმინისტრაციული წარმოება თავისი მასშტაბით არის სამუშაო, რასაც ისინი 6 წელიწადში აკეთებდნენ ხოლმე. ეს კი ათჯერ აღემატება აქამდე არსებულ დატვირთვას.

„ჩვენ საკუთარი რესურსით ვერ გავწვდებოდით ამას. პირველი და სუფთა პრაგმატული მიზეზი რესურსცენტრების ჩართულობისა ეს არის. მაგრამ ყველაზე დიდი მიზეზი ეს გახლავთ, რომ რესურსცენტრის შესაძლებლობის გაზიარება გაიზარდოს. პირველ ეტაპზე რესურსცენტრებს ვრთავთ მხოლოდ საავტორიზაციო ვიზიტში და მათ არ აქვთ შინაარსობრივი შეფასების როლი და ფუნქცია, არამედ აქვთ პროცესის ფასილიტაციის ფუნქცია. რესურსცენტრმა უნდა შეასრულოს ფასილიტატორის როლი, რომ სკოლამდე ექსპერტებმა კომუნიკაცია სათანადოდ დაამყარონ, რომ ეს იყოს მხარდაჭერითი პროცესი. შესაბამისად, აქ დიდი შინაარსობრივი კვალიფიკაცია რესურსცენტრის წარმომადგენელს არ მოეთხოვება, თუმცა მიმდინარეობს მათი ტრენინგები და ისინი აქტიურად ჩაერთვებიან“, – განმარტა კახაბერ ერაძემ.

სადამდე იგეგმება საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლის გაზრდა – EQE-ს გეგმა წლის ბოლომდე

სისტემა მხოლოდ ზემოთქმულით არ აპირებს, რომ დაასრულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის როლი ზოგადად, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში და როგორც კახა ერაძე ამბობს, ეს პირდაპირ მიემართება რესურსცენტრის განახლებულ ფუნქციასაც:

„რესურსცენტრი ამ სახით, რაც დღეს არის, უნდა გადაიხედოს. იმიტომ, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი ამ ფუნქციებს ასრულებდა იმის გამო, რომ ჩვენ საჯარო სკოლების გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი არ გვქონდა ქვეყანაში. არამარტო რესურსცენტრის, არამედ ბევრი უწყების როლი უნდა გადაიხედოს, რადგან როდესაც გარე შემფასებელი შემოდის (განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი EQE), სულ სხვა ფუნქციებით შეიძლება დაიტვირთონ დანარჩენები. ვთქვათ, ინსპექტირებით იყვნენ დაკავებული – მათ შორის რესურსცენტრები და ა.შ. ამიტომ, ეს როლი გადაიხედება. უკვე წლის ბოლოდან, ჩვენ რესურსცენტრებს უფრო გაძლიერებული კომპეტენციით ვხედავთ ამ პროცესში“.

რა იქნება საგანმანათლებლო რესურსცენტრის, როგორც მაკონტროლებლის ფუნქციები ავტორიზაციის პროცესში

„პირველი, ეს გახლავთ სკოლების თვითშეფასება, ჩვენ ამას მუდმივად ვერ გავაკეთებთ ცენტრალურ დონეზე, მომავალში ეს რესურსცენტრებმა უნდა გააკეთონ. ანუ, მხარდამჭერი ექსპერტი კი აღარ წავა EQE- დან, რესურსცენტი იქნება მხარდამჭერი. გააგრძელებენ მონაწილეობას ასევე წარმოებებში, ფიზიკურ ვიზიტებში და ყველაზე მთავარი, რასაც საგანმანათლებლო რესურსცენტრი გააკეთებს, ეს ნიშნავს, რომ სკოლა შეიმუშავებს საკუთარი განვითარების გეგმას და ის ამ პირობით შეიძლება გავიდეს ავტორიზაციაზე, როცა მას ნაწილობრივი ან მეტწილი შესაბამისობა ექნება. ანუ, ამბობს, რომ ამ ვადაში მე ამას გავაკეთებ. აი, აქ იქნება რესურსცენტრის ძალიან დიდი როლი“.

როგორც კახა ერაძე განმარტავს, საგანმანათლებლო რესურსცენტრი კონკრეტულ სკოლას უნდა დაეხმაროს ადეკვატური შესაბამისობის გეგმის შემუშავებაში და მერე ამ გეგმის მონიტორინგი განახორციელოს.

„თორემ, ორი წლის შემდეგ რომ მონიტორინგი წავა და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ამ გეგმის მიხედვით სკოლას არაფერი გაუკეთებია, დადგება სხვა საკითხი ავტორიზაციისა… ამიტომ, რესურსცენტრი ამ ორი წლის განმავლობაში სკოლას ინტენსიურად უნდა ემუშაოს. მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა სკოლის მხარდაჭერა და მეორე, რესურსცენტრის ტერიტორიაზე, შესაძლოა, ბევრ სკოლას ერთნაირი საჭიროება დაუიდენტიფიცირდეს და ამიტომაც, კონსოლიდირებული მიდგომა ამ საჭიროებებთან უფრო ხარჯთეფექტურია, რომ რესურსცენტრის დონეზე მოხდეს, ვიდრე ცალ-ცალკე სკოლებმა უზრუნველყონ… თუნდაც შესყიდვები…“.

როდის, როგორ და ვის მიერ გაკონტროლდება რესურსცენტრის შესრულებული სამუშაო

როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რესურსცენტრის სამუშაო, ფაქტობრივად, ავტორიზაციის პროცესში სკოლის მიერ შესრულებული სამუშაო პროცესის პოსტმონიტორინგი იქნება თუმცა ცხადია, საგანმანათლებლო რესურსცენტრიც პასუხისმგებელი იქნება მასზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე.

„ამიტომ, ბუნებრივია, რესურსცენტრის როლი გაზრდილი და მნიშვნელოვანი იქნება და ამას მოჰყვება მათი პერსონალის გადამზადება. დღეს ჩვენ არა ვართ დარწმუნებული, რომ ისინი ადეკვატური შესაბამისობის გეგმებს შეიმუშავებენ, ან იქნებ შეიმუშავებენ, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით, ისინი არასდროს ყოფილან ამაში ჩართული. რესურსცენტრის, როგორც სკოლის მხარდამჭერის როლის გადამოწმება კი ორი წლის თავზე, განათლების ხარისხის ცენტრის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგით მოხდება. სკოლაც და საგანმანათლებლო რესურსცენტრიც ერთნაირად პასუხისმგებელი იქნებიან ამ საკითხებზე“, – განაცხადა სხდომის მიმდინარეობისას კახაბერ ერაძემ.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებს უფლება მიეცათ საგანმანათლებლო საქმიანობა წარმართონ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე უნდა დასრულდეს ავტორიზაციის ეტაპობრივი პროცესი. 2014-2022 წლებში ავტორიზაცია სულ 5-მა საჯარო სკოლამ გაიარა.

ამავე თემაზე:

საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი სკოლების საავტორიზაციო პროცესშიც იზრდება

„მიმდინარეობს კონცეფციის შემუშავება – საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლის გააზრება და გაძლიერება“

The post რას გააკონტროლებს სკოლის ავტორიზაციის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ვინ შეამოწმებს მის მუშაობას first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

CIU-ში პროექტის –„ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

$
0
0

26 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით, პროექტის: „ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია; ბიზნესისა და ტექნოლოგოიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, თათია ბრეგვაძე.

ღონისძიებაზე პროექტში მონაწილე სტუდენტებისა და აბიტურიენტებისგან შემდგარმა ხუთმა გუნდმა წარადგინა თავიანთი კვლევის შედეგები, რომლებიც ჟიურის წევრებმა: კახაბერ კორძაიამ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი); მარიკა კლდიაშვილმა ( ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი); მარინა გედევანიშვილმა (CIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი); ჯუმბერ მარუაშვილმა და (FAO- გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის მრჩეველი) მარიამ თევდორაძემ (USAID სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა-ბიზნეს სერვისების კომპონენტის ხელმძღვანელი) შეაფასეს და გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის პროექტი საქართველოში პირველად CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიცირებითა და ორგანიზებით განხორციელდა.

პროექტი „ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“ საზეიმოდ გაიხსნა 17 მაისს და მიმდინარეობდა 5 კვირის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ 6 ტრენინგი და გასვლითი ღონისძიება ნატახტარის საწარმოში, მონაწილეებმა გაიარეს მენტორინგის პროცესი, ითანამშრომლეს 15 სხვადასხვა საცალო-სავაჭრო, სარესტორნე, სასტუმრო და სადისტრიბუციო ორგანიზაციასთან, მოიპოვეს სასურველი ინფორმაცია და ჩაატარეს ინტერვიუები მაღალი რგოლის მენეჯერებთან.

კვლევის ძირითად თემატიკას „სურსათის ნარჩენების მართვის პრობლემები და გამოწვევები მიწოდების ჯაჭვებში“ წარმოადგენდა.

პროექტში გუნდები: ეკოლუცია, Growth, Polyphony; ოლიმპი და ოპტიმალური კონტრიბუცია მონაწილეობდნენ.

გამარჯვებული გუნდი ოპტიმალური კონტრიბუცია გახდა, რომელთა საკვლევი თემა იყო: „მიწოდების ჯაჭვის როლი სასურსათო ნარჩენების გამომუშავებაში, ნარჩენების მართვის პრობლემები და გამოწვევები სადისტრიბუციო არხებში“.

გამარჯვებულ გუნდს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, პრიზი – 500 ლარის ოდენობით გადაეცა.

პარტნიორი კომპანია – „ავერსის“ კომერციულმა დირექტორმა ლანა ყიფშიძემ რჩეულ გუნდს აჰავას ბრენდის პროდუქცია გადასცა.

USAID სოფლის მეურნეობის პროგრამის ბიზნეს სერვისების კომპონენტის ხელმძღვანელმა გუნდი „Growth” ბიბლუსის 100 ლარიანი ვაუჩერებით დაასაჩუქრა.

FAO გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის მრჩეველმა ჯუმბერ მარუაშვილმა ორგანიზაციის ბრენდირებული სასაჩუქრე ნივთები რჩეულ გუნდ „ოლიმპს“ გადასცა.

კომპანია „ბიბლუსმა“ ლურჯი ოკეანის გამომცემლობის წიგნებით ყველა მონაწილე დააჯილდოვა.

ქართული სარესტორნე ქსელების კომპანია Strada-მ 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი ქსელის ახალ რესტორან ორო-ში გადასცა გუნდ „ეკოლუციას“.

SMEDA- მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის წარმომადგენელმა ანა გედენიძემ საჩუქრად დაასახელა სტაჟირება რჩეული მონაწილისთვის.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მხარდამჭერი და მონაწილე ორგანიზაციები იყვნენ „საქართვლოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“, კომპანია „პეპსიკო“ და „ნატახტარი“.

The post CIU-ში პროექტის – „ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, თუ ჟურნალი უკვე დახურილია და არ არის დაწერილი განმავითარებელი კომენტარები – EMIS-ის ინსტრუქცია

$
0
0

ელექტრონული ჟურნალი ოფიციალურად უკვე დაიხურა, თუმცა არის შემთხვევები, როცა პედაგოგებს მასში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა უდგებათ და როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რამდენიმე საათის წინ გაცემული მითითები ვიგებთ, ამის უფლება სკოლას კვლავ რჩება.

კერძოდ, EMIS განმარტავს, როგორ მოიქცეს პედაგოგი, თუკი რამდენიმე მასწავლებელმა არ დაწერა განმავითარებელი კომენტარი დაწყებით კლასში, ანუ სემესტრული შეფასება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალი დახურულია, მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე შეგიძლიათ ცვლილება განახორციელოთ. გაგზავნეთ დირექტორთან მოთხოვნა და მოთხოვნის ტიპში აირჩიეთ “სემესტრული ნიშნის კორექტირება” შემდეგ სასურველი კლასი და საგანი. დირექტორის დადასტურების შემდეგ კი, 24 საათის განმავლობაში შეიტანეთ ცვლილება“, – განმარტავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

იხილეთ ფოტო N1

იქიდან გამომდინარე,რომ ჟურნალი დახურულია, სემესტრული განმავითარებელი კომენტარი უნდა ჩაწეროთ “კორექტირებული შეფასებაის” ველში.

იხილეთ ფოტო N 2

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ჟურნალი საბოლოოდ დაიხურა.

The post როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, თუ ჟურნალი უკვე დახურილია და არ არის დაწერილი განმავითარებელი კომენტარები – EMIS-ის ინსტრუქცია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

თბილისის მერია: საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება

$
0
0

ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება.- ამის შესახებ, დღეს, 27 ივნისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მიმდინარე წლის 3 ივლისიდან 8 აგვისტომდე, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, აღნიშნულ პროცესში ჩართული ყველა პირის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, ვგეგმავთ, დავაწესოთ სპეციალური მარშრუტები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გლდანისა და მუხიანის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“, კერძოდ, გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან; მესამე მასივში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით, ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან; მეტრომშენის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან.

დედაქალაქის მერმა აქვე, გამოცდების ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა.

The post თბილისის მერია: საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გაიწერა მოსწავლისადმი იმ სკოლის ვალდებულება, რომელსაც გაუუქმდება ან უარს მიიღებს ავტორიზაციაზე

$
0
0

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა და მას ახალი პუნქტი დაემატა.

კერძოდ, განისაზღვრა, რომ სკოლა, რომელსაც უარი ეთქვა (მომავალში დადგება ამ ფაქტის წინაშე ავტ.) ავტორიზაციაზე ან გაუუქმდება ავტორიზაცია, ვალდებულია იმ მოსწავლის პირადი საქმე, რომლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა სკოლას მობილობის თხოვნით, გადასცეს იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის სკოლა, რომელსაც უარი ეთქვა ავტორიზაციაზე ან გაუუქმდა ავტორიზაცია, ხოლო მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული პირადი საქმე შემდგომ გადაეცემა იმ სკოლას, სადაც მოსწავლე განაგრძობს სწავლას და აღუდგება სტატუსი.

რას გააკონტროლებს სკოლის ავტორიზაციის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ვინ შეამოწმებს მის მუშაობას

როგორც ცნობილია, მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა სკოლას მობილობის მოთხოვნით, ასეთ შემთხვევაში მას უფლება აქვს აღიდგინოს მოსწავლის სტატუსი.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებს უფლება მიეცათ საგანმანათლებლო საქმიანობა წარმართონ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე უნდა დასრულდეს ავტორიზაციის ეტაპობრივი პროცესი.

ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნოდარ პაპუკიშვილი, დღეს, 27 ივნისს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.

ამავე თემაზე:

საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი სკოლების საავტორიზაციო პროცესშიც იზრდება

„მიმდინარეობს კონცეფციის შემუშავება – საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლის გააზრება და გაძლიერება“

The post გაიწერა მოსწავლისადმი იმ სკოლის ვალდებულება, რომელსაც გაუუქმდება ან უარს მიიღებს ავტორიზაციაზე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

კონფერენცია „ცვლილებები შავი ზღვის რეგიონში: უსაფრთხოების, სტრატეგიული კავშირისა და მდგრადობის გაძლიერება“ გაიმართება

$
0
0

28-29 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (Foreign Policy Research Institute, USA) მიერ ორგანიზებული კონფერენცია: “ცვლილებები შავი ზღვის რეგიონში: უსაფრთხოების, სტრატეგიული კავშირისა და მდგრადობის გაძლიერება”.

კონფერენცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ საექსპერტო და სამეცნიერო დიკუსიას და ცნობიერების ამაღლებას.

ამავდროულად, კონფერენცია მნიშნელოვნად იქნება ფოკუსირებული შავი ზღვის ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების ანალიზზე მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. კონფერენცია თავს მოუყრის ექსპერტებს და აკადემიური სივრცის წარმომადგენლებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ფაილი.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა N1, G კორპუსი.

რეგისტრაცია: დასწრება თავისუფალია. რეგისტრაცია სავალდებულოა.

იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

The post კონფერენცია „ცვლილებები შავი ზღვის რეგიონში: უსაფრთხოების, სტრატეგიული კავშირისა და მდგრადობის გაძლიერება“ გაიმართება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

სკოლის დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა 2 დღით გახანგრძლივდა

$
0
0

საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა 30 ივნისის, 00:00 საათამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს, 28 ივნისს გაავრცელა.

უწყება კიდევ ერთხელ შეახსენებს მსურველებს, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს აქვთ.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე – directors.mes.gov.ge

რეგისტრაციისას კონკურსანტებს საშუალება აქვთ, მონიშნონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. მონიშნული სკოლების შეცვლა შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის განმავლობაში.

სამინისტროს ცნობით, 1 ივლისს, რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, გამოქვეყნდება ინფორმაცია აპლიკანტების მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ და აპლიკანტებს დამატებით მიეცემათ ჩამონათვალის შეცვლის შესაძლებლობა 2 ივლისს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე.

ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია:

  • პირადობის ან პასპორტის ასლი;
  • ფოტოსურათი 3X4;
  • სამოტივაციო წერილი;

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის ელექტრონულ განაცხადში იმ საჯარო სკოლის არჩევის მიუხედავად, სადაც ის არჩეული/დანიშნული იყო ზედიზედ ორჯერ, აღნიშნული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენა არ განხორციელდება”, – ვკითხულობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.

The post სკოლის დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა 2 დღით გახანგრძლივდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14590 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>