Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14540 articles
Browse latest View live

“ევროპის უნივერსიტეტმა”პროექტი –„ვიცნობდეთ საქართველოს“ დაიწყო

$
0
0

“ევროპის უნივერსიტეტის“ თვითმმართველობის ინიციატივით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით პროექტი სახელწოდებით “ვიცნობდეთ საქართველოს“ დაიწყო.

პროექტის მიზანია “ევროპის უნივერსიტეტის“ უცხოელ სტუდენტებს საქართველოს ისტორიული ადგილები გააცნოს და მათში ქართული კულტურის შესახებ ცნობადობა გაზარდოს.

პროექტის ფარგლებში პირველი ერთდღიანი ტური მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, ყაზბეგში დაიგეგმა. უცხოელმა სტუდენტებმა ჟინვალის წყალსაცავი, ანანური, გერგეთი, გველეთის ჩანჩქერი და გუდაურის პანორამული ხედი დაათვალიერეს.

The post “ევროპის უნივერსიტეტმა” პროექტი – „ვიცნობდეთ საქართველოს“ დაიწყო first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


დამტკიცდა გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები

$
0
0

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის (მინისტრის ქვეყანაში არყოფნის გამო ავტ.) ხელმოწერითა და 27 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დამტკიცდა გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები.

ბრძანების თანახმად, გაცვლითი პროგრამა არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული სტუდენტის მიერ გარკვეული სწავლის შედეგების მიღწევას უცხო ქვეყნის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამ გაცვლითი პროგრამის განხორციელება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებას.

“გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტების შერჩევის წესი და კრიტერიუმები უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული, გამჭვირვალე, ობიექტური და ხელმისაწვდომი პროფესიული სტუდენტისთვის. დაუშვებელია დისკრიმინაცია გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტების შერჩევისას. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პროფესიული სტუდენტების განსხვავება იმ ნიშნით, რაც აუცილებელია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლის შედეგების მისაღწევად. გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიულ სტუდენტებს უნდა მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის შესახებ”, – ვკითხულობთ ნოდარ პაპუკაშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.

ბრძანებაში არ არის ახსნილი, როგორ შეძლებს სტუდენტი გაცვლითი პროგრამით სარგებლობას, თუმცა განმარტებულია საორგანიზაციო საკითხები: გაცვლითი პროგრამის შემუშავების პროცედურა, პროფესიულ სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული მოთხოვნები, გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტების შერჩევის მეთოდი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი, გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტის სტატუსი და საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა საორგანიზაციო ვალდებულებების ჩამონათვალი.

გამოქვეყნებული ბრძანება გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესისა და პირობების შესახებ, უკვე ძალაშია.

ასევე იხილეთ:

ბოლო ადგილი რეგიონში – Erasmus+-ში პროფესიული განათლების ჩართვის პირველი წლის შედეგები საქართველოსთვის

The post დამტკიცდა გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გულშემატკივრების სიმრავლე აბიტურიენტის განწყობას ამაღლებს თუ პირიქით? –სპეციალისტის რეკომენდაცია გამოცდაზე გაყოლის მსურველებისთვის

$
0
0

როცა ივლისის ცხელი დღეა, ნიავსა და დასვენებაზე ოცნებობთ, მარაოთი გრილდებით ან ავტომობილიდან შეწუხებული მზერით იყურებით, შესაძლოა, თვალი მოკრათ რომელიმე საგამოცდო ცენტრის წინ შეკრებილ ადამიანთა დიდ ჯგუფს. ჯერ იქნებ საპროტესტო აქციაც კი გეგონოთ ან ამან 90-იანი წლების პურის რიგი გაგახსენოთ, მაგრამ მალევე იაზრებთ, რომ ეს აბიტურიენტების და მათი გულშემატკივრების უწყვეტი რიგია… ეს მიზანდასახული „ბავშვები“ მოშიშვლებულ სივრცეში დგანან და სიცხეს დიდი ღელვაც ემატება… ჰოდა, რა არის უცნაური, ასეთ დროს შვებასაც თუ იგრძნობთ და აღმოგხდებათ: „უჰ, რა კარგია, რომ აბიტურიენტი არ ვარ“… „რა კარგია, რომ აბიტურიენტი შვილი არ მყავს“…

ამ პათოსით შეპყრობილს, შესაძლოა სხვა, თქვენზე თამამი და სიცხით შეწუხებული ქალბატონის ხმაც შემოგესმათ – „აბიტურიენტებს გამოცდა აქვთ, გავიგე, მაგრამ რა უნდა ასეთ პაპანაქება სიცხეში ერთად შეკრებილ ამდენ ადამიანს?!“. არ არის უადგილო შენიშვნა და არცთუ ცოტაა ამ აზრზე, თუმცა აქ კიდევ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ნუ გავიწყდებათ, გულშემატკივრები მოუსვენარი და ინტერესიანი ხალხია…

მოდით ერთად დავფიქრდეთ, გამოცდის დღეს გულშემატკივრების სიმრავლე აბიტურიენტის განწყობას ამაღლებს თუ პირიქით? და მართლაც, რატომ იკრიბება ამდენი ადამიანი?

EDU.ARIS.GE ამ კითხვაზე პასუხის გარკვევას ფსიქოთერაპევტ ლეილა ლომუაშვილისგან შეეცდება. მით უფრო, რომ ჩვენი რესპონდენტი სულ რაღაც 2 წლის წინ იყო აბიტურიენტი შვილის გულშემატკივარი, მაგრამ ამბობს, რომ გამოცდებზე თავად არ დაჰყვებოდა, რადგან სურდა, მოზარდს დამოუკიდებლად შეძლებოდა თავის გართმევა საგამოცდო სირთულეებისთვის.

– რა შეიძლება იყოს ფსიქო-სოციალური ფაქტორი იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებთან ყოველ წელს გულშემატკივართა ხალხმრავლობაა?

– რადგან  გულშემატკივართა შორის  უმრავლესობა მშობელია, აქ უკვე უცვლელ ტენდენციაზეც შეგვიძლია საუბარი. ავხსნი რას ვგულისხმობ: ე.წ. სეპარაციის – მშობლებისგან გამოყოფის სურვილი მოზარდობის ასაკში ძლიერია და ლოგიკურიც არის. შესაძლოა, ეს ბევრი მშობლისთვის მიუღებლადაც ჟღერდეს, რატომ უნდა განაცალკევდეს შვილი მისგან, მაგრამ ასეა, ურთიერთობებში ოქროს შუალედის პოვნა გვიჭირს. თუნდაც შვილს არ უნდოდეს, რომ გავყვეთ გამოცდაზე, მაინც მივყვებით, ეს ტენდენცია შენარჩუნებულია. არადა, როგორც აღვნიშნე, აბიტურიენტების ასაკი სწორედ ის დროა, როდესაც ბოლომდე უნდა დასრულდეს ადამიანის სეპარაცია მშობლისგან. ხშირად, ამას თავად მშობელი უშლის ხელს, ამასაც თავისი რიგი მიზეზები აქვს, როგორც ყველაფერს და ეს შემთხვევაც (გულშემატკივრების ხალხმრავლობა საგამოცდო ცენტრებთან) ამის ნათელი მაგალითია.

– ვინ უნდა გაჰყვეს აბიტურიენტს გამოცდაზე ან უნდა გაჰყვეს საერთოდ ვინმე? რა რჩევას მისცემდით მათ, როგორც ფსიქოლოგი

– გეტყვით. უნდა გაჰყვეს თუ არა ვინმე და ვინ, ეს თვითონ აბიტურიენტის გადასაწყვეტი უნდა იყოს. ზოგისთვის გულშემატკივრები საყრდენია, ზოგს კი მეტად თრგუნავს. ასე, რომ, გულშემატკივრობის მსურველსაც ვურჩევდი, ჯერ  ნებართვა აიღონ და ჰკითხონ აბიტურიენტს უნდა თუ არა გაყოლა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აბიტურიენტი გამოცდაზე მარტო შედის, მარტო წერს ტესტს. მას კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ რაც არ უნდა გვერდით ედგას გულშემატკივარი, მხოლოდ საკუთარი თავისა და ცოდნის იმედი უნდა ჰქონდეს.

– ლეილა, როგორ ფიქრობთ, გულშემატკივრის სიმრავლე გამოცდაზე, აბიტურიენტის განწყობას ამაღლებს თუ პირიქით?

– აქაც ინდივიდუალურია და თვითონ აბიტურიენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, განწყობა აუმაღლდება თუ -პირიქით. ზოგს მეტად სჭირდება გარეგანი  მოტივატორი, ზოგს კი, ამ ასაკშიც უკვე აქვს საკუთარი ძლიერი საყრდენი, რომელიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გამორიცხავს სხვისგან მხარდაჭერის მიღების სურვილს.

– მაშინ რა შემთხვევაშია გამოცდაზე გულშემატკივრებთან ერთად მისვლა ხელისშემშლელი და რა შემთხვევაში პირიქით?

– როცა სასურველია, ყოველთვის ექნება მხარდაჭერის ფუნქცია, შესაბამისად, ხელისშემშლელია მაშინ, როცა საკუთარი ნების წინააღმდეგ, აბიტურიენტს თავს ახვევენ “გულშემატკივრობას”. ცალკე განხილვის საკითხია პირი, ვინც აბიტურიენტს გამოცდებზე მიჰყვება. რამდენად არის ის დადებითი პიროვნება, რამდენად შეუძლია გამხნევება, მოტივაციის მოცემა, ემპათიის გამოხატვა…

– რას ურჩევდით მათ, ვინც მარტო აპირებს გამოცდაზე მისვლას

– დარწმუნებული ვარ, რადგან ასე გადაწყვიტეს, მათ აქვთ ამისთვის მყარი მიზეზები. შესაბამისად, მათთვის ასე მეტად კომფორტული იქნება. ვიმედოვნებ, ეს იყოს საკუთარი საყრდენიდან და ძლიერი ნაწილიდან მიღებული გადაწყვეტილება და არა პროტესტიდან ვინმეს მიმართ (რაც ხშირად ახასიათებთ მოზარდებს).

– მიმართეთ 2023 წლის აბიტურიენტებს

– მინდა, ყოველთვის სჯეროდეთ საკუთარი თავის, მიუხედავად გამოცდების ან სხვა შედეგებისა ცხოვრებაში. არ შეაფასონ თავი გარე შედეგების საფუძველზე, რადგან ნებისმიერი და თითოეული ეს შეფასება ფასეულია. ყველა შემთხვევაში და ყოველთვის ახსოვდეთ – “არ არსებობს მარცხი, არსებობს უკუკავშირი”.

ასევე იხილეთ:

„გამოცდის წინა ღამით არ დაპანიკდეთ, თუკი არ დაგეძინებათ!“ – 7 პრაქტიკული რჩევა აბიტურიენტებს გამოცდილი გულშემატკივრისგან

„თქვენი ნერვები ნამდვილად არ ღირს ამათ ჭირიან გამოცდებად!“ – მიმართვა აბიტურიენტებს

ესაუბრა მზეო შველიძე

The post გულშემატკივრების სიმრავლე აბიტურიენტის განწყობას ამაღლებს თუ პირიქით? – სპეციალისტის რეკომენდაცია გამოცდაზე გაყოლის მსურველებისთვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გრუნიში ბიზნესსიმულატორის ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეებისათვის დასრულდა

$
0
0

26 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასრულდა პირველი ქართულენოვანი ბიზნესსიმულატორის ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებმაც თავიანთი უნარები და სამეწარმეო ალღო იმიტირებულ ბიზნესგარემოში გამოსცადეს.

პირველი ქართულენოვანი ბიზნესსიმულატორი შემუშავებულია სასწავლო მიზნით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის მიერ.

ეს არის ინოვაციური კონკურსი, რომელიც შექმნილია ბიზნესის მართვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველსაყოფად. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, იმ გამოწვევებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების სიმულაციაში, რომლებსაც მეწარმეები აწყდებიან სხვადასხვა ინდუსტრიაში.

ჩემპიონატის მსვლელობისას მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამოცდილი ბიზნესპროფესიონალები და ფაკულტეტის წევრები.

ჩემპიონატში მიღწეული საუკეთესო შედეგისათვის 5 მოსწავლეს გადაეცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 20%-იანი სასწავლო გრანტი და ვაუჩერი პრაქტიკული ინგლისურის სრული კურსი გასავლელად, რომელსაც სექტემბრიდან გაუძღვება საგანგებოდ მოწვეული ამერიკელი პროფესორი.

პროექტის ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი.

The post გრუნიში ბიზნესსიმულატორის ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეებისათვის დასრულდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

პარლამენტმა მესამე მოსმენით „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

$
0
0

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 28 ივნისს, 78 ხმით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა შესაძლებლობა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, მოიპოვოს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება.

დღესვე, პარლამენტმა მესამე მოსმენით და ასევე 78 ხმით მიიღო „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებაც.

პროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი განათლება, ეძლევათ შესაძლებლობა, გააგრძელონ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. ეს ცვლილება არ ეხება ორმაგ მოქალაქეებს.

ცვლილებით, შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შეუძლიათ თავად განსაზღვრონ სახელმწიფო სასწავლო გრანტზე მაღალი საფასური, ნაცვლად 2022- 2023 სასწავლოო წლისა, გადავადდა 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით. ასევე, 2023 – 2024 სასწავლო წლის ჩათვლით არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესაძლებლობა გაგრძელდება 2030 – 2031 სასწავლო წლის ჩათვლით.

ცვლილებების ინიციატორი ორივე შემთხვევაში საქართველოს მთავარობაა.

The post პარლამენტმა მესამე მოსმენით „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

როდის შეეძლება გამოცდაზე დაგვიანებულ ან გამოუცხადებელ აბიტურიენტს დამატებითი ტესტირება მოითხოვოს –ბრძანება

$
0
0

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში“ ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ დღეს, 28 ივნისს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტით ვიგებთ, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნოდარ პაპუკაშვილი აწერს ხელს.

დებულებას ახალი პუნქტები დაემატა და გაიწერა, რომ ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზებით:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;

ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

გ) დაუძლეველი ძალის გამო.

საინტერესოა ის ვადები, რომელიც ამ დროს აბიტურიენტს აქვს, საუბარია მხოლოდ სამ სამუშაო დღეზე და განმარტებულია, რომ ტესტირებაზე გამოუცხადებელმა აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

დაგვიანების შემთხვევა:

“თუ აბიტურიენტმა დაუძლეველი ძალის გამო ვერ შეძლო საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და, არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ასევე, დოკუმენტში გაწერილია კიდევ ერთი დამატებითი პუნქტი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  დამატებით სესიაზე (გამოცდაზე) გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება. ამის შესახებ განმარტება EDU.ARIS.GE-სთან გასულ წელს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ გააკეთა.

ასევე იხილეთ:

ნანა ლოლაძე განმარტავს, რა შემთხვევაში განულდება აბიტურიენტის თხზულება ქართულში და რა უნდა იცოდეთ მოსაზრებების წერისას

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post როდის შეეძლება გამოცდაზე დაგვიანებულ ან გამოუცხადებელ აბიტურიენტს დამატებითი ტესტირება მოითხოვოს – ბრძანება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

აწსუ-ის „ტურიზმის“ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია

$
0
0

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამამ „ტურიზმი“ (პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნანა შარაბიძე) და სამაგისტრო პროგრამამ “ ტურიზმი“ (პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი იზოლდა ხასაია),რომლებიც კლასტერის სახით, აკრედიტაციის მიზნით წარდგენილი იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, 2023 წლის 27 ივნისს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღეს აკრედიტაცია 7 წლის ვადით.

აგრარული ფაკულტეტის ადმინისტრაცია ულაცავს ამ წარმატებას უნივერსიტეტს,ფაკულტეტის თანამშრომლებს, სტუდენტებს, ყველა დაინტერესებულ პირს და მადლობას უხდის მათ თანადგომისთვის.

The post აწსუ-ის „ტურიზმის“ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

სამოქალაქო ინჟინერია –ქართული და ამერიკული დიპლომის მოპოვების უნიკალური შესაძლებლობა

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ, კალიფორნია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბაროთ სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამაზე და მოიპოვოთ დიპლომი, როგორც ამერიკული, ისე ქართული უნივერსიტეტიდან. პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური, როგორც ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის პროგრამაზე, 2250 ლარია.

ორმაგი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის, ორი (ამერიკული და ქართული) დიპლომის მოპოვებისა და ერთი-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების უნიკალური შესაძლებლობა.

სწავლის პროცესში შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ, კალიფორნია).

პროგრამის არჩევა უკვე შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ცენტრის (NAEC) ბაზაში კოდით 0100130.

მეტი ინფორმაციისთვის დარეგისტრირდი ღია კარის დღეზე, რომელიც ჰიბრიდული ფორმატით ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება.

ღია კარის დღეზე რეგისტრაციისთვის მიჰყევი ბმულს

ვირტუალური ტური ილიაუნის ტექნოლოგიების კამპუსში

The post სამოქალაქო ინჟინერია – ქართული და ამერიკული დიპლომის მოპოვების უნიკალური შესაძლებლობა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


დაწყებითი საფეხურის ტესტში შიდა ბარიერია გათვალისწინებული –რა უნდა იცოდნენ მასწავლებლის საგნის გამოცდაზე გამსვლელებმა

$
0
0

2023 წლის ზაფხულის გამოცდების ფარგლებში, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები პროცესს 6 ივლისიდან შეუერთდებიან. სკოლის დაწყებით საფეხურზე მასწავლებლობის მსურველი გამოსაცდელებისთვის კი გამოცდები 19 ივლისს უნდა ჩატარდეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში როგორც I-IV, ისე სრულად დაწყებითი საფეხურისთვის.

აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ისაუბრა 22 ივნისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაწყებითი განათლების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქიტიაშვილმა. ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სხვა საგამოცდო საგნებთან შედარებით, დაწყებითი საფეხურის ტესტში სპეციფიკური ასპექტები გამოიყოფა, რომელთა შორის ერთ-ერთია შიდა ბარიერის არსებობა.

„ნებისმიერმა მასწავლებლობის მსურველმა, ნებისმიერ ტესტში, საგამოცდო ზღვარი  60%-ზე მეტი უნდა გადალახოს და ჩვენს საგანშიც ასეა. მაგრამ ჩვენ სპეციფიკა ის გვაქვს, რომ რადგან ჩვენი ტესტი 2 ნაწილიანია (შეგახსენებთ, არის საგნობრივი ცოდნის ნაწილი და აკადემიური უნარების ნაწილი) აკადემიურ უნარებს აქვს შიდა ბარიერი. ანუ, აკადემიური უნარების ნაწილში, მაქსიმალური 14 ქულიდან, თქვენ 6, ან მეტი ქულა უნდა მოიპოვოთ. შეგახსენებთ, რომ აკადემიური ნაწილი გულისხმობს ტექსტის გააზრებას და ანალიტიკურ წერას. ესე არის 9 ქულიანი და უნდა იყოს არა ნაკლებ 120 სიტყვისა. ანუ, 14 ქულაა მაქსიმუმი ამ ნაწილის და უნდა აიღოთ 6 ან მეტი ქულა. თუ არ გექნებათ აღებული 6 ქულა და მეტი აკადემიურ ნაწილში, და ზოგადად, ტესტში გამოგივათ 60 პროცენტზე მეტი, ვთქვათ, თუ დაწყებითზე ვსაუბრობთ (1-4 კლასში) მაშინ გადალახულად ჩაგეთვლებათ ბარიერი“, – განმარტა გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა.

„ნებისმიერმა მასწავლებლობის მსურველმა, ნებისმიერ ტესტში, საგამოცდო ზღვარი 60%-ზე მეტი უნდა გადალახოს და ჩვენს საგანშიც ასეა. მაგრამ ჩვენ სპეციფიკა ის გვაქვს, რომ რადგან ჩვენი ტესტი 2 ნაწილიანია (შეგახსენებთ, არის საგნობრივი ცოდნის ნაწილი და აკადემიური უნარების ნაწილი) აკადემიურ უნარებს აქვს შიდა ბარიერი. ანუ, აკადემიური უნარების ნაწილში, მაქსიმალური 14 ქულიდან, თქვენ 6, ან მეტი ქულა უნდა მოიპოვოთ. შეგახსენებთ, რომ აკადემიური ნაწილი გულისხმობს ტექსტის გააზრებას და ანალიტიკურ წერას. ანალიტიკური წერა-ესე არის 9-ქულიანი და უნდა იყოს არანაკლებ 120 სიტყვისა. ანუ, 14 ქულაა მაქსიმუმი აკადემიური ნაწილის, სადაც შიდა ბარიერი რომ გადალახოთ, უნდა აიღოთ 6, ან მეტი ქულა“, – განმარტა გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა.

მან მაგალითის მოიყვანა და აღნიშნა, თუ გამოსაცდელი, რომელიც აბარებს დაწყებითი განათლების საფეხურის ტესტს (1-4 კლასებისთვის) და ის შეძლებს მოიპოვოს მთლიანი ტესტის ქულათა 60%, მას, მიუხედავად იმისა დაძლია თუ არა აკადემიური ნაწილის შიდა ბარიერი, მაინც გადალახულად ჩაეთვლება ტესტი.

ცნობილია 2023 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა

2023 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საგნის გამოცდების ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

ზაქარია ქიტიაშვილმა დაწყებითი საფეხურის ტესტის კიდევ ერთ მახასიათებელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ზოგიერთ დავალებაში არის სპეციფიკა, როცა მინუს ქულის კომპონენტი შეიძლება ამუშავდეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონკრეტულ დავალებაში გრამატიკული შეცდომა გექნებათ დაშვებული.

„დაწყებითი, განათლების 1-4 კლასის ქართულის ნაწილს რაც შეეხება, ღია დაბოლოებიან შეკითხვებზე პასუხის გაცემისას შეიძლება, მინუს ქულის კომპონენტი ამუშავდეს თუ დარღვეული გექნებათ ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. მიუხედავად იმისა, იქნება ეს ლიტერატურის დავალება თუ გრამატიკის, თუ იქ მსჯელობისას იქნება დაშვებული გრამატიკული შეცდომა, ამ დავალებისთვის გათვლილი მაქსიმალური ქულას ქულა დააკლდება. მაგალითად, თუ დავალება არის 2-ქულიანი და 2 ქულაზე გექნებათ პასუხი გაცემული, მაგრამ გექნებათ გრამატიკული შეცდომა, ორს გამოაკლდება 1 ქულა“, – დასძინა გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა.

ზაქარია ქიტიაშვილის თქმით, ტესტის მაქსიმალური ქულა კვლავ იგივეა, (65), ასევე არ შეცვლილა სამუშაო დრო და აპლიკანტებს ტესტის შესასრულებლად კვლავ 4 საათი ექნებათ.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post დაწყებითი საფეხურის ტესტში შიდა ბარიერია გათვალისწინებული – რა უნდა იცოდნენ მასწავლებლის საგნის გამოცდაზე გამსვლელებმა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ილიაუნი –მეცნიერებათა და ხელოვნების სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღეები

$
0
0

28 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი” მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების შესახებ

ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლიათ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებსა და დაინტერესებულ პირებს:

  • ფსიქიკური ჯანმრთელობა
  • კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია
  • შუა საუკუნეების კვლევები
  • ფილოსოფია
  • რომანული ფილოლოგია
  • ,,პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები“ და ეგიონული კვლევები“
  • ანგლისტიკა
  • სახელოვნებო თეორიისა და პრაქტიკის კვლევები
  • გერმანიის კვლევები – კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება
  • ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია)
  • საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება
  • გამოყენებითი ენათმეცნიერება
  • შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა
  • ადიქციის კვლევები
  • არქეოლოგია
  • რელიგიის კვლევები
  • სოციოლოგია
  • სოციალური მუშაობა
  • თანამედროვე საქართველოს ისტორია
  • ცოცხალი თეატრის ხელოვნება

როგრამის ხელმძღვანელები და ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები გაგაცნობენ ამომწურავ ინფორმაციას პროგრამების შესახებ.

შეხვედრებზე პროგრამების წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაგიზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილებას და ისაუბრებენ იმ პერსპექტივების შესახებ, რომელთაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.

პროგრამების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ;
საგანმანათლებლო რესურსებისა და მათი ხელმისაწვდომობის შესახებ;
პროგრამაზე დაშვების პირობებისა და მიღების პროცედურების შესახებ;
საერთაშორისო პარტნიორებთან კოლაბორაციის შესახებ.

განრიგის სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს
სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი იხ. ბმულზე

The post ილიაუნი – მეცნიერებათა და ხელოვნების სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღეები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„საკმაოდ ცხელი თვე გველის“ – როგორი ტემპერატურის პირობებში მოუწევთ გამოცდების ჩაბარება 2023 წლის აპლიკანტებს

$
0
0

2023 წლის ზაფხულის გამოცდები 3 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება და 28 ივლისს დასრულდება. წელს გამოცდებს ჩააბარებენ მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები და საგრანტო და სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტები. ზაფხულის გამოცდებზე წელს ჯამურად 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

ზაფხულის პერიოდი სიცხით გამოირჩევა, რამაც შესაძლოა, გამოცდის მონაწილეებისა და მათი გულშემატკივრების დისკომფორტი გამოიწვიოს.

ივლისის თვის ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით, EDU.ARIS.GE სინოპტიკოსსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს, 29 ივნისს ესაუბრა. მისი თქმით, ივლისის თვის პირველი ნახევარი შედარებით უფრო ცხელი იქნება, თუმცა გამორიცხული არ არის, მაღალი ტემპერატურა მეორე ნახევარშიც შენარჩუნდეს.

„თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურა სავარაუდოდ 37-39 გრადუსამდე მოიმატებს, ასეთია პროგნოზი. ნალექებს რაც შეეხება, დასავლეთ საქართველოში საშუალო კლიმატურ ნორმასთან ახლოს არის მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთში ნალექი შედარებით მცირე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ცხელი თვე გველის“, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან 1 ან 2 გრადუსით მეტი შესაძლოა იყოს. მისივე რეკომენდაციით, როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, სასურველია აბიტურიენტებმა მეტი სითხე მიიღონ და მზეში სიარულსაც აარიდონ თავი.

EDU.ARIS.GE– სთან საუბარში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეს კიდევ ერთხელ დააზუსტეს, რომ არცერთ საგამოცდო სექტორში გაგრილების პრობლემა არ იქნება და ყველა სივრცე აღჭურვილია შესაბამისი საშუალებებით.

სტატისტიკის თანახმად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა. რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია კი 10 000 – ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. რაც შეეხება მასწავლებლის საგნის გამოცდას, რეგისტრაცია გაიარა 16 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2 500 -მდე გამოსაცდელი დარეგისტრირდა.

ასევე იხილეთ:

„როგორც კი შეხვალთ საგამოცდო აუდიტორიაში!…“ – მრავალგზის სტუდენტის მიმართვა და რჩევები აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა დავით ოქროპირიძემ

The post „საკმაოდ ცხელი თვე გველის“ – როგორი ტემპერატურის პირობებში მოუწევთ გამოცდების ჩაბარება 2023 წლის აპლიკანტებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

კონკურსი, როგორც შესაძლებლობა –„ათეულში ყოფნა სარგებელს ჩემს სკოლასა და მოსწავლეებსაც მოუტანს“

$
0
0

სტატიაზე მუშაობა, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, მოსალოდნელზე ემოციური აღმოჩნდა. შეუძლებელია გულგრილი დარჩე, როცა ესაუბრები ადამიანებს, რომლებიც წლის საუკეთესო პედაგოგების ათეულში არიან და რომელთაც, ამ საპატიო სტატუსის მისაღებად, კარიერის განმავლობაში, ამდენი რამ აქვთ გაკეთებული, როცა ისმენ ისტორიებს და იზიარებ მათ სიხარულს საუკეთესოთა შორის დასახელების თაობაზე.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მონაწილე პედაგოგებზე გიამბობთ, რომელთა ცხოვრებაც, სულ რამდენიმე დღის წინ, რადიკალურად შეიცვალა. ახლა ისინი აღარ არიან რიგითი მასწავლებლები, სხვადასხვა კუთხიდან, ახლა მათ მთელი საქართველო იცნობს, კითხულობენ მათ ამბავს, ეცნობიან საქმიანობას და რაც მთავარია, ელიან, ელიან უფრო მეტს. EDU.ARIS.GE -მ ხუთი მათგანი უკვე გაგაცნოთ, დღეს კი მეორე ხუთეულს – მანუშაკ მკრტჩიანს, ნესტან ხორხომელიძეს, ლელა წურწუმიას, ნანა გოგატიშვილსა და თამარ ცანავას წარმოგიდგენთ.

„ჩვენთან ახლა ზეიმია” – 2023 წლის საუკეთესო ათეულის წევრი მასწავლებლების კარიერული გზა, განცდები და მოლოდინები

„გულით ვამბობ, რომ ქართული ენა ძალიან მიყვარს“ – მანუშაკ მკრტჩიანი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი, მანუშაკ მკრტჩიანი გვიყვება, რომ კონკურსში მონაწილეობაზე ვერასოდეს იოცნებებდა და საკუთარი ნებით განაცხადის შევსებასაც კი ვერ გაბედავდა, რომ არა 2022 წლის ათეულის ერთ-ერთი წევრის ინიციატივა და მონდომება, რომელმაც მანუშაკი კონკურსზე წარადგინა და დაარწმუნა, რომ აპლიკაცია შეევსო. მოგვიანებით კი, კონკურსის ორგანიზატორებისა თუ ჟიურის წევრების მხრიდან იმდენად დიდი კეთილგანწყობა იგრძნო, რომ ნერვიულობა და შიში მალევე მოეხსნა.

„ათეულის გამოცხადების დღეს ტელეფონიც კი არ ავიღე ხელში, იმდენად ვნერვიულობდი. ქმარმა მახარა, რომ ჩემი ფოტო ნახა, მაგრამ სანამ ჩემი სახელი და გვარი არ წავიკითხე, არ ვიჯერებდი. შოკში ვიყავი, ვერ წარმოიდგენთ ეს, ჩემთვის, როგორი მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს ის EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას.

მანუშაკი თვითნასწავლია და მისი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ისწავლა ქართული ენა და როგორ გახდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნებისმიერ ადამიანს დაარწმუნებს იმაში, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, თუ გაქვს მიზანი და არ ნებდები. მანუშაკი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკადან არის. ეთნიკური სომხებით დასახლებულ ამ სოფელში ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანს იშვიათად შეხვდებით. მანუშაკი გვეუბნება, რომ იგი გაიზარდა გარემოში, სადაც ქართულად არავინ საუბრობდა. ქართული ენის შესწავლა სულ უნდოდა, თუმცა მკაცრი კლიმატური პირობების გამო, სოფელში, ქართული პედაგოგად სამუშაოდ, დიდი ხნით, არავინ ჩერდებოდა. მაშინ მანუშაკმა მარტომ, ყოველგვარი დახმარების გარეშე გადაწყვიტა ენა ისე შეესწავლა, რომ შემდეგ უკვე სხვებისთვის სწავლება შესძლებოდა.

ამბობს, რომ ეს მარტივი არ იყო, რადგან თითქმის არ ჰყავდა ადამიანი, რომელსაც რჩევას ჰკითხავდა. ამავდროულად, არ მიუწვდებოდა ხელი ინტერნეტზეც, რათა დამხმარე რესურსები იქ მაინც ენახა. მიუხედავად ამისა, ქართული წიგნებისა და ლექსიკონების მეშვეობით შეძლო 2 წელიწადში ესწავლა ენა, რომელსაც ახლა უამრავ ადამიანს ასწავლის არა მხოლოდ სკოლაში, არამედ მის გარეთაც.

„გულით ვამბობ, ქართული ენა ძალიან მიყვარს. როდესაც მასწავლებლად მუშაობა დავიწყე, ვნერვიულობდი, რადგან ენა ისე კარგად არ ვიცოდი, როგორც მინდოდა მცოდნოდა. 1-9 კლასებში შევდიოდი და ეს ძალიან რთული იყო. ყოველ საღამოს მეორე დღის გაკვეთილს ვამზადებდი. თავად ვსწავლობდი და ბავშვებამდე ისე მიმქონდა. დილას ადრე ვიწყებდი მზადებას და გვიან ღამემდე ვმუშაობდი. მრცხვენოდა, არ აღმოჩენილიყო, რომ რაიმე არ ვიცოდი. ისეთი პერიოდებიც კი მქონია, როცა მიტირია, რადგან სირთულეებს მარტო ვეღარ ვუმკლავდებოდი. ზოგჯერ, სკოლაში წასვლაც არ მინდოდა იმის გამო, რომ ზოგიერთი თემის თარგმნა არ შემეძლო“, – გვიყვება მანუშაკი.

მართალია თვითნასწავლია, მაგრამ წარმატებით აქვს ჩაბარებული ყველა პროფესიული გამოცდა და გავლილი აქვს ყველა ეტაპი. ამ ურთულესი გზის შედეგად, მანუშაკი უკვე 15 წელია ქართულის პედაგოგია. საკუთარი სურვილითა და ინიციატივით, მსურველებისთვის ენის სწავლება სკოლის ფარგლებს გარეთაც დაიწყო. ასწავლის ყველა ასაკის ადამიანს და წუხს, რომ უფროსი თაობა ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენს. გაკვეთილებს, კვირაში ორჯერ, სრულიად უსასყიდლოდ ატარებს. ქართულის შესწავლის მსურველთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ სახლის ფართობი საკმარისი აღარ იყო. ამიტომ, საკუთარი სახსრებით მოიძია ფართი, რომელსაც მეუღლის დახმარებით არემონტებს და სულ მალე, ახალ ფართში უფრო მეტ მოსწავლეს მიიღებს. რა თქმა უნდა, ისევ უანგაროდ.

„აქ ყველა ბავშვს უნდა ქართული ისწავლოს და ყველა მშობელი ცდილობს ასწავლოს თავის შვილს. ქართულის სწავლა პოპულარული გახდა. ჩვენი სოფლიდან უკვე ქართულ უმაღლესებში აბარებენ. დაახლოებით 10 წლის წინ ასე არ იყო“, – ამბობს იგი და ფიქრობს, რომ მისი მაგალითი კიდევ ერთი სტიმულის მიმცემი ფაქტორი გახდება ყველა ნინოწმინდელისთვის, განსაკუთრებით კი მოსწავლეებისთვის. მისი თქმით, ბევრი მოსწავლე გეგმავს ქართული ენის მასწავლებელი გახდეს და უხარია, რომ ამ მიზნის მისაღწევად ისეთივე მძიმე გზის გავლა არ მოუწევთ, როგორიც თავად გაიარა.

მანუშაკს ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა აქვს. მათ შორის, მშობლიურ მხარეში ბანაკის მოწყობა, სადაც ეთნიკურად ქართველი და სომეხი ბავშვები ერთად დაისვენებენ. ფიქრობს, რომ ერთმანეთთან ურთიერთობით ენის ბარიერის მოხსნა ბევრად გაადვილდება. მისი კიდევ ერთი მიზანი მშობლიური სოფლის მიმდებარე მთაზე ქართული ანბანის გამოსახვაა. ეს საქმეც, საკუთარი ძალებით, უკვე დაწყებული აქვს და ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის შემდეგ მის საზეიმოდ გახსნასაც გეგმავს. დარწმუნებულია, რომ კონკურსში მონაწილეობა ამ მიზნების მიღწევაშიც დაეხმარება.

„ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები მოსწავლეები არიან“ – ნესტან ხორხომელიძე

„ამ კონკურსით პედაგოგი და მის მიერ გაწეული შრომა დაფასდა“ – ეს ჩვენი მომდევნო რესპონდენტის, ათეულის კიდევ ერთი წევრის, – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ნესტან ხორხომელიძის სიტყვებია, რომელიც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ იგი უზარმაზარ საქმეს აკეთებს. კონკურსში წარადგინა ადამიანმა, რომელთანაც მხოლოდ ერთხელ მოუწია საქმიანი შეხება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მისთვის ქალბატონი ნესტანის შესრულებული სამუშაო იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ თითქმის უცნობ ადამიანს რეკომენდაცია გაუწია. მონაწილეობაზეც მისი პატივისცემის გამო დათანხმდა. როგორც კონკურსის მონაწილე პედაგოგების უმეტესობას, თავმდაბლობა არ აძლევდა საშუალებას საკუთარი თავი საუკეთესო მასწავლებლის რანგში წარმოედგინა.

„მერჩივნა ჩემთვის, წყნარად მეკეთებინა საქმე, რომელიც მიყვარს. არ ვთვლი, რომ რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ“, – გვეუბნება ქალბატონი ნესტანი და აქვე დასძენს, რომ თანხმობის კიდევ ერთი მიზეზი იმის გაცნობიერებაა, რომ ეს სარგებელს არა მხოლოდ პირადად მას, არამედ სკოლასა და მოსწავლეებსაც მოუტანს, რომელთა წინაშეც პასუხისმგებლობას გრძნობს.

ქალბატონი ნესტანი, 2009 წლიდან, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ასწავლის. მის პროექტებს წარმატება არაერთხელ აქვთ მოპოვებული. სულ ახლახან ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამაში გაიმარჯვეს და ჯილდო – მწვანე დროშაც მოიპოვეს. ამრიგად, შუაფხოს საჯარო სკოლა, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი პირველი სკოლაა, რომელმაც ამ პროგრამაში გაიმარჯვა და მსოფლიოს 70 სკოლას შორის მოხვდა. პროგრამის ფარგლებში, ქალბატონი ნესტანი და მისი მოსწავლეები კლიმატის ცვლილების თემატიკაზე იმუშავებენ.
„ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები მოსწავლეები არიან. ისინი არიან ჩემი საქმიანობის მოტივატორები“, – ამბობს იგი და იმის მისახვედრად, რომ ეს გრძნობა ორმხრივია, მარტივი სტატისტიკაც კმარა – შუაფხოს სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილი უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად გეოგრაფიას ირჩევს, მათი დიდი ნაწილისთვის კი გეოგრაფია პროფესიულ არჩევანადაც იქცა.

მხოლოდ გეოგრაფიის კარგი ცოდნა არ არის ის, რის გადაცემასაც ქალბატონი ნესტანი საკუთარი მოსწავლეებისთვის ცდილობს. ყველაზე პატარა მოსწავლეებშიც კი დემოკრატიული ღირებულებების, მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კანონის უზენაესობის პატივისცემა ქალბატონ ნესტანს, პედაგოგის უპირველეს მოვალეობად მიაჩნია.

„მე თუ არ გავაკეთე ეს ყველაფერი, ვერც მათ მოვთხოვ. ამიტომ, ვცდილობ ჩემი ქმედებებით მაგალითი ვაჩვენო. სკოლა, ჩვენს რეალობაში, ყველაფერია. როცა არაფორმალური განათლების მიმართულებით რაიმე პროექტს ვახორციელებთ და წარმატებას ვაღწევთ, ჩემი მოსწავლეები მეუბნებიან – გვინდა მასწავლებლები გავხდეთ, რათა მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიმცემები ვიყოთ, ისევე როგორ თქვენო და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“, – დასძენს იგი.

„მასწავლებელთა ათეული, არის ერთობა, რომელსაც შეუძლია ბევრი სასიკეთო რამ გააკეთოს“ – ლელა წურწუმია

გორის N12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობისა და ისტორიის მასწავლებელი ლელა წურწუმია „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ ყოფილმა მასწავლებელმა, ყოფილმა მოსწავლეებმა, მოქმედმა კოლეგებმა და მეგობრებმა წარადგინეს. ვინაიდან მისი კონკურსში მონაწილეობის საჭიროება ამდენმა ადამიანმა დაინახა, თავი ვალდებულად იგრძნო ამ რთულ, მაგრამ საინტერესო მარათონში ჩაბმულიყო. კონკურსში მონაწილეობის მთავარ ბენეფიტად მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია მიაჩნია და იმედოვნებს, რომ გახდება მაგალითი, რომლის გამოც ახალგაზრდებს პროფესიაში შესვლა მოუნდებათ.

„ძალიან მინდოდა ათეულში მოვხვედრილიყავი, რადგან ესაა მასწავლებელთა ერთობა, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გააკეთოს. კარგი მასწავლებლის საზომი, ალბათ, ისაა, თუ რამდენად ვასწავლით მოსწავლეებს აზროვნებას, რათა თავისუფლად იცხოვრონ თავისუფალ, მრავალფეროვან, დემოკრატიულ საზოგადოებაში. სწავლა-სწავლების მიზანიც ხომ ესაა – დავეხმაროთ მოსწავლეებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში“, – ამბობს ქალბატონი ლელა.

ჩვენს კითხვაზე, თუ რის გამო შეაჩერეს, მისი აზრით, არჩევანი მასზე ჟიურის წევრებმა და რა იყო ის მთავარი კრიტერიუმი, რამაც ის სხვა მონაწილეებისგან გამოარჩია, გვპასუხობს, რომ მთავარი არაფორმალური განათლებისთვის გაწეული სამუშაო იქნებოდა. პედაგოგის მიერ შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალი კი მართლაც საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია. მაგალითად “მეწარმეობის კლუბი”, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და სადაც მოსწავლეები მეწარმეობის უნარებს ივითარებენ. მის ფარგლებში ბავშვებმა დეკორატიული სანთლების წარმოებას მიჰყვეს ხელი. ძველი სანთლების გადამუშავების ტექნოლოგიის შესწავლით მათ ახლების დამზადება შეძლეს. თითოეული სანთელი გარკვეული გზავნილის მატარებელია იმ პირისთვის, ვინც მას შეიძენს, ან გააჩუქებს. ამ პროექტით ქალბატონი ლელა მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს ასრულებს, რომელიც ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობას ეხება. სულ მალე, მისი მოსწავლეები სილიკონის ჩამოსხმის ტექნოლოგიას შეისწავლიან, გორის ღირსშესანიშნაობების გამოსახულებით სამშვენისებს დაამზადებენ და ამ გზით მშობლიური ქალაქს პოპულარიზაციას გაუწევენ.

„ძალიან მინდა ხუთეულში მოვხვდე, რათა ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა და იდეების განხორციელება კიდევ უფრო მეტად შევძლო. სხვადასხვა საგნის მასწავლებლის ერთობა ქმნის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მიმართულებით განვახორციელოთ ერთობლივი აქტივობები, რომლებიც ცვლილებებს მოიტანს. მაწუხებს მაღალმთიანი რეგიონების პრობლემები, სოფლებიდან ხალხის გადინება, ხარისხიან განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა და ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობით ამ მიმართულებით ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ. არაფორმალური განათლების გაძლიერება ამ მოწყვლად ჯგუფებში, ალბათ, ძალიან სასარგებლო იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც. პროექტების განხორციელება მაღალმთიანი რეგიონებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ამბობს ქალბატონი ლელა სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

„კონკურსში გამარჯვებას მივუძღვნიდი სკოლას, რომელსაც წარმოვადგენ და ჩემს მოსწავლეებს“ – ნანა გოგატიშვილი

„როცა ასეთ სერიოზულ და საპასუხისმგებლო კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტ, აუცილებელია გადახედო, შეაჯამო, გააანალიზო, ობიექტურად და კრიტიკულად შეაფასო საკუთარი საქმიანობა და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო. როცა, ჩემ მიერ შევსებული აპლიკაციის საბოლოო ვერსია გადავიკითხე, ჩავთვალე, რომ ამ რთულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მზად ვიყავი“, – ასე დაიწყო თავგადასავალი სახელად „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნანა გოგატიშვილისთვის.

„ეს ემოცია არასოდეს დამავიწყდება. იყო ბევრი სიხარული, ბევრი სატელეფონო ზარი, მოლოცვა. ყველაზე მეტად მახარებდა ჩემი მოსწავლეების, მშობლებისა და კოლეგების გულწრფელი მილოცვები, რადგან ყველაზე კარგად მათ იციან ჩემი საქმიანობის შესახებ, შესაბამისად, ყველაზე ობიექტური შემფასებლები ისინი არიან. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრობა, არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავე დროს, ძლიერი ერთობის წევრობის, გამოცდილების გაზიარებისა და შეძენის, შესანიშნავი შესაძლებლობა, რაც ბუნებრივია, მომავალი საქმიანობის უფრო საინტერესოდ და ეფექტურად დაგეგმვის, ახალი იდეების განხორციელების საფუძველი გახდება“, – გვეუბნება ინტერვიუში ქალბატონი ნანა.

სხვა მონაწილეების მსგავსად, კონკურსს ისიც განიხილავს როგორც შესაძლებლობას, გახადოს საკუთარი საქმიანობა უფრო მასშტაბური, საინტერესო და მრავალფეროვანი. თუმცა, მისი საქმიანობა ერთფეროვნებას არც აქამდე უჩიოდა – ჩართული იყო და არის არაერთ საერთაშორისო გრძელვადიან პროექტში, მენტორის სტატუსით. თითოეული პროექტი ისეთ აქტუალურ საკითხებს შეეხება, როგორიცაა დემოკრატიული სკოლა- მოსწავლეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში, გენდერული თანასწორობა, ევროინტეგრაცია, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა და ა. შ. მისი სამომავლო მიზანია ერთობლივ პროექტი ნებისმიერ სკოლასთან, რაც სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

საგნის სწავლების გარდა, მისი ყოველდღიური საქმიანობა მოსწავლეებში ჯანსაღი მიდგომებისა, დამოკიდებულებებისა და აზროვნების განვითარებაზე ზრუნვაა. ცდილობს შექმნას გარემო, რომელიც ზრდის აქტიურ მოქალაქეს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი უფლებები და მოვალეობები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და პატივს სცემს სხვის უფლებებს.

„კარგი მასწავლებელი ხარ მაშინ, როდესაც ზრუნავ იმაზე, რომ შენს მოსწავლეებს სკოლაში მოსვლა უხაროდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ზრუნავ შენს პროფესიულ განვითარებაზე, რაც საშუალებას გაძლევს საინტერესოდ დაგეგმო სწავლა სწავლების პროცესი, მოსწავლეებს შესთავაზო ინოვაციური მეთოდებით სწავლება, ინტეგრირებული პროექტების განხორციელება, მათი ინტერესის სფეროების გათვალისწინებით დაგეგმო აქტივობები, რაც სასკოლო ცხოვრებას, მოსწავლეებისთვის, სახალისოს, საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის“, – ამბობს EDU.ARIS.GE -სთან ინტერვიუში პედაგოგი.

„თუ გავიმარჯვებ, პირველ რიგში, დედას მივუძღვნი, ისაა ჩემი ბურჯი“ – თამარ ცანავა

გზას, კონკურსზე წარდგენიდან ათეულში მოხვედრამდე სასიამოვნოსა და საინტერესოს უწოდებს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ცანავა.

ჟიურის წევრების არჩევანის მასზე შეჩერების მიზეზად სამოქალაქო აქტივიზმს ასახელებს, რომლითაც აქტიურადაა დაკავებული და მრავალფეროვანი გეგმები აქვს. საკუთარი ძალებისა და გაჩენილი ახალი შესაძლებლობების მიმართვას სამომავლოდაც ამ კუთხით გეგმავს. აქტიურადაა დაკავებული მასწავლებლების უფლებების დაცვით და დღეს ამას ემსახურება ჯგუფი „მასწავლებლები ცვლილებებისთვის“ რომელიც სოციალურ ქსელში აქვს შექმნილი და რომელიც ადამიანებს ამ იდეის გარშემო აერთიანებს. უკვე ჩანს მათი ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგიც, რომელიც ჯერ კიდევ ჯგუფის შექმნამდე დადგა – თამარმა წამოიწყო და თანამოაზრეებთან ერთად იბრძოდა მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხზე, რომელიც დღეს უკვე კანონად იქცა და ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით არაერთი პედაგოგი სარგებლობს, რაც თამარს დიდ გამარჯვებად მიაჩნია.

„აი, ამ კრიტერიუმის გამო მგონია, რომ შემარჩიეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ როგორც ინგლისურის პედაგოგი კლასს ვაკლებ რამეს. ჩემი ბავშვებისთვის 24 საათის განმავლობაში ვშრომობ. ჩემი გაკვეთილები არაა ერთფეროვანი, ვიყენებ ყველანაირ თანამედროვე მეთოდს, პროექტულ სწავლებას და ა.შ. ყველგან ვმონაწილეობ, თუკი რაიმე საერთაშორისო ტრენინგი არსებობს. უკვე მეორედ, ფინალისტი ვარ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის, სადაც საქართველოდან მხოლოდ ორი მასწავლებელი მიდის ხოლმე. ასე რომ, ჩემი საგნის მხრივ არანაკლებს ვაკეთებ, თუმცა მგონია, რომ კონკურსში მაინც აქტივიზმის გამო ვარ“, – გვეუბნება თამარი.

ელის, რომ ცხოვრების იმ ეტაპის შემდეგ, რასაც ეროვნულ ჯილდოზე მონაწილეობა ჰქვია, მეტი ადამიანი გაიცნობს და გაიგებს, რომ არსებობენ მასწავლებლები, რომელთათვისაც სულერთი არაა როგორი განათლების სისტემა იქნება ქვეყანაში, რომელთაც „შეუძლიათ ხმა ამოიღონ“.

„მინდა, მაგალითი ვიყო იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც, ხშირად, შესაძლოა, თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ. მაგალითად მე, დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს, როცა ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ვერ ვიღებდი. სწორედ ამიტომ დავიწყე ბრძოლა და თუ განსაზღვრავ მიზანს, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ათეულის წევრობა ზუსტად ამაში დამეხმარება – უფრო მეტად გავუზიარო ჩემი გამოცდილება სხვებს, მეტმა ახალგაზრდა მასწავლებელმა დაიწყოს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. პატარა ცვლილებებით დიდ ცვლილებაზე უნდა გავიდეთ. ბედნიერი მასწავლებელი და კარგი მოსწავლე ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. დემოტივირებული მასწავლებელი თავისუფალ მოქალაქეს ვერ გაზრდის“, – ამბობს თამარი.

სამომავლო გეგმად პედაგოგთა ღირსეული პენსიისა და ჯანდაცვის პირობებისთვის ბრძოლა აქვს დასახული. ამბობს, რომ ეს პედაგოგებს ძალიან აწუხებთ და 30-40 წლიანი სტაჟის მქონე მასწავლებლები თავს დაუფასებლად არ უნდა გრძნობდნენ. დარწმუნებულია, რომ ამ მიზანსაც აუცილებლად მიაღწევს, რადგან მისი მოთხოვნა სამართლიანია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ უკვე მეშვიდედ ტარდება. იგი განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

The post კონკურსი, როგორც შესაძლებლობა – „ათეულში ყოფნა სარგებელს ჩემს სკოლასა და მოსწავლეებსაც მოუტანს“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

SDASU-ს მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი ეთქვა

$
0
0

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს 29 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის 27 ივნისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.

“საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, უნივრსიტეტს მიეცა შესაძლებლობა, რომ მიმდინარე სასწავლო სემესტრი დაასრულებინოს სტუდენტებს. აქედან გამომდინარე, შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, 2023 წლის 10 აგვისტომდე დაასრულონ მიმდინარე სასწავლო სემესტრი”, – ვკითხულობთ EQE-ს ინფორმაციაში.

როგორც ცენტრი განმარტავს, აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება დაეფუძნა უნივერსიტეტის მიერ მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილ სააკრედიტაციო დოკუმენტაციას, დაწესებულების არგუმენტირებულ პოზიციას, საბჭოს ზეპირ მოსმენაზე დაფიქსირებულ მოსაზრებებს და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რომლის შემადგენლობაში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად თავმჯდომარის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ექსპერტმა უნგრეთიდან.

ამასთან, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ამჟამინდელი სტუდენტების საყურადღებოდ განმარტავს, რომ მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებისთანავე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან ერთად სტუდენტებისთვის დაგეგმავს რიგგარეშე მობილობის პროცესს და სტუდენტს, რომელსაც ექნება სურვილი, რომ სწავლა გააგრძელოს მედიცინის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამარტივებული წესით (რიგგარეშე მობილობა) იქნება გადაყვანილი.

“რიგგარეშე მობილობის პროცესთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უახლოეს მომავალში დაგეგმავენ შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას, რომლის თაობაზეც ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge”, – აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ის განცხადებაში.

The post SDASU-ს მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი ეთქვა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

უნილაბში AWS Game Day Georgia გაიმართება

$
0
0

8 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T405 აუდიტორიაში (უნილაბი) ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის DataArt Georgia-სა და AWS User Group Tbilisi- ის ერთობლივი ინიციატივით გაიმართება AWS Game Day Georgia.

GameDay არის შემეცნებით-გასართობი აქტივობა, რომელიც ამოწმებს AWS გადაწყვეტილებების დანერგვის უნარებს რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

ეს არის პრაქტიკული შესაძლებლობა IT სფეროს პროფესიონალებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის, შეისწავლონ AWS-ის სერვისები, არქიტექტურის ნიმუშები, გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებს და გამოიმუშაონ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.

ღონისძიების განმავლობაში აქტივობის მონაწილეებს მიეწოდებათ ყველა საჭირო რესურსი სხვადასხვა სცენარით მუშაობისთვის.

თითოეულ გუნდს რეგისტრაციისას გადაეცემა AWS-ის ანგარიშზე წვდომისთვის საჭირო მონაცემები.

თამაშს პრეზენტაციის სახით გახსნიან Unicorn.Rentals-ის თანამშრომლები.

თითოეული გუნდი (4 წევრამდე) მიიღებს დაფას იმ ამოცანებით, რომლებიც უნდა ამოიხსნას სხვადასხვა გზით.

AWS Gameday-ზე არ არსებობს სწორი პასუხი, თითოეულ გუნდს ექნება ამოცანის ამოხსნის საკუთარი სტრატეგია, რომელიც AWS-ის ანგარიშებში წარმოდგენილი რესურსების მიხედვით უნდა შეიმუშაოს.

მონაწილეები მზად უნდა იყვნენ AWS Management Console-ში ინტენსიური მუშაობისთვის. თავიანთი ცოდნის გამოსავლენად მათ ასევე უნდა უნდა გამოიყენონ AWS-ის სერვისები. ღონისძიება მოიცავს cloud domains-ის მრავალფეროვნებას.

მონაწილეობისთვის:

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე, რის შემდეგაც გადანაწილდებით გუნდების მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ მეგობრებმა ერთობლივად მიიღოთ მონაწილეობა და შექმნათ თქვენი გუნდი, გთხოვთ აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობოთ ორგანიზატორებს.

– იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობთ გუნდთან ერთად, თითოეული წევრი უნდა დარეგისტრირდეს ინდივიდუალურად.

– ორგანიზატორებს შეუძლიათ შეცვალონ გუნდის შემადგენლობა მონაწილეთა გამოცდილების დონის დასაბალანსებლად.
თამაშში მონაწილეობისთვის საჭიროა:

– AWS და მიკროსერვისების საფუძვლების ცოდნა;
– თავისუფლად ფლობდეთ ინგლისურს (თამაშის დროს კომუნიკაციისთვის);
– ლეპტოპი და ადაპტერი;
– Firefox ან Chrome.

დღის წესრიგი:

10:00 – 10:30 – რეგისტრაცია
10:30 – 10:45 – მისასალმებელი სიტყვა
11:00 – 17:00 – AWS Game Day კონკურსი
17:00 – 18:00 – ნეთვორქინგი

სარეგისტრაციო ფორმა

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 8 ივლისი, 10:00

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, T405 აუდიტორია (UniLab), ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია!

The post უნილაბში AWS Game Day Georgia გაიმართება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ისტორიისა და მათემატიკის გამოცდა გვაშინებს“ –გორელი აბიტურიენტების მოლოდინები და ფსიქოლოგის რჩევა სტრესის მართვისთვის

$
0
0

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტებს სამზადისი თითქმის დასრულებული აქვთ. ერთ-ერთი მათგანი ოქროს მედალოსანი, თემურ წეველიძეა გორიდან, რომელიც პირველ გამოცდას ორშაბათს ჩააბარებს. EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ზაფხულის გამოცდებზე გასასვლელად მზად არის და არაფრის ეშინია. მომავალ პროგრამისტს იმედი აქვს, რომ სასურველ უნივერსიტეტში, სასურველი ქულებით მოხვდება.

„გამოცდებზე ნერვიულობა არ მჩვევია და საერთოდ არ ვნერვიულობ. ვფიქრობ, კარგ შედეგს დავდებ. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკაში დიდი ხანია ვემზადები, ცოტათი რთულად მათემატიკის გამოცდა მეჩვენება, რადგან ამ კუთხით ნაკლები გამოცდილება მაქვს. არჩეული მაქვს ქუთაისის უნივერსიტეტი და იქ მინდა სწავლის გაგრძელება“, – ამბობს თემო.

4 ივლისს აქვს პირველი გამოცდა მარიამ ჩიტაძეს. მომავალი გრაფიკული დიზაინის სპეციალისტი ამბობს, რომ ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორებთან წლებია ემზადება, თუმცა ვრცელი მასალის გამო, ყველაზე მეტად მაინც ისტორიის გამოცდა აშინებს. ამის მიუხედავად, სჯერა, რომ აგვისტოს ბოლოს საკუთარ შესაძლებლობებს დაამტკიცებს და იმ უნივერსიტეტში გააგრძელებს პროფესიის დაუფლებას, რომელიც უკვე შერჩეული აქვს:
„გრაფიკულ დიზაინზე მინდა ჩაბარება. ამ პროფესიაში ვხედავ საკუთარ თავს. მას შემდეგ, რაც განრიგი დაიდო და გამოცდა მოახლოვდა, ღელვაც დამეწყო. ცოტათი ისტორიის მეშინია, დანარჩენი საგნების – არა. ერთ წელზე მეტხანს არც ერთ საგანში არ მოვმზადებულვარ და კარგი შედეგის იმედი მაქვს. წარმატებებს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს და ვურჩევ, რომ არ იღელვონ, რადგან ყველაფერი კარგად იქნება“.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდს რომ აბიტურიენტებისთვის სტრესი და მღელვარება მოაქვს, ამაზე საუბრობს EDU.ARIS.GE-სთან ფსიქოლოგი ეკატერინე მენაბდიშვილიც და გამოსაცდელებს მიმართავს, რომ მღელვარების ჩასაცხრობად საუკეთესო გამოსავალი საგამოცდო პროცესის მიმართ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაა.

„ეროვნული გამოცდები საკმაოდ სტრესულია ბავშვებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მათ ნაწილს გამოცდა არასდროს ჩაუბარებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს ამავდროულად ახლავს აბიტურიენტის მხრიდან დიდი პასუხისმგებლობა მშობლების, მასწავლებლების წინაშე და სტრესიც ორმაგდება. აბიტურიენტების ემოციებზე ისიც მოქმედებს, თუ როგორი გარემო დახვდებათ საგამოცდო ცენტრში, ვინ იქნება დამკვირვებელი და ა.შ. ამიტომ, ემოციების სამართავად, აუცილებელია, წინასწარ მოინახულონ საგამოცდო ცენტრი და არსებულ ვითარებას გაეცნონ, ან წარმოსახვაში გაიაზრონ, თუ როგორ შედიან გამოცდაზე, როგრია პროცესი, როცა დასხდებიან და დაწერენ გამოცდას და ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიყენონ სტრესის დაძლევის საკუთარი მეთოდებიც. შფოთვა ნორმალურია, ნორმალურ ფაზებში და ამის არ უნდა შეეშინდეთ“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.

აბიტურიენტებს რჩევებს უზიარებენ განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტებიც. პედაგოგები იმედოვნებენ, რომ ყველა აბიტურიენტი სასურველ შედეგს მიაღწევს.
„თუ აბიტურიენტებს სწორად აქვთ არჩეული პროფესია, მაშინ მიზნისკენ სწრაფვა გაუადვილდებათ. მე მინდა ყველას ვურჩიო, რომ არ ინერვიულონ, რადგან სანერვიულო არაფერია. მობილიზდნენ და კონცენტრირდნენ საგამოცდო საკითხებზე. ისე, აქვე მინდა ვთქვა, რომ საჭირო არ არის ამდენი სტუდენტი და ამდენი დიპლომი საქართველოსთვის, საჭიროა მხოლოდ ისეთი სპეციალისტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ბაზარს დააკმაყოფილებს“, – აცხადებს მათემატიკის სპეციალისტი და კერძო სკოლის დამფუძნებელი, თამარ უთნელიშვილმა.

2023 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებს გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. აბიტურიენტებისთვის გამოცდები სამ ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ასევე იხილეთ:

„როგორც კი შეხვალთ საგამოცდო აუდიტორიაში!…“ – მრავალგზის სტუდენტის მიმართვა და რჩევები აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

The post „ისტორიისა და მათემატიკის გამოცდა გვაშინებს“ – გორელი აბიტურიენტების მოლოდინები და ფსიქოლოგის რჩევა სტრესის მართვისთვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


ბოლო მითითებები NAEC-ისგან გამოცდების დაწყებამდე –რა უნდა იცოდნენ 2023 წლის გამოსაცდელებმა

$
0
0

2023 წლის ზაფხულის გამოცდების დაწყებამდე უკვე საათები რჩება და სამ ივლისს, აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდები აიღებს სტარტს. მათ მომდევნო დღეებში შეუერთდებიან მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდაზე რეგისტრირებულები, საერთო სამაგისტრო და საგრანტო კონკურსის მონაწილეები.

გამოცდების მონაწილეთა ინტერესის გათვალისწინებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთ-ერთ ბოლო მითითებებს აქვეყნებს, რომელიც ყველა გამოსაცდელს დაეხმარება. ეს კითხვები აპლიკანტებმა 28 ივნისს გამართულ შეხვედრაზე დასვეს:

რა უნდა ვიქონიოთ თან გამოცდებზე?

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე გამოსაცდელი აღარ დაიშვება.

სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელს ასევე შეუძლია თან იქონიოს: წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის, გამორთულ მდგომარეობაში შეტანა. დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.

როგორ ხდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა და გამოსაცდელებისათვის რამდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია?

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის გამოსაცდელებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე დაწყებულია. საგამოცდო ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, შესაბამისად, აუცილებელია მისი კარგად გაცნობა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მისი საგამოცდო ცენტრში წარდგენა.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია: გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

აბიტურიენტებისათვის კოვიდ რეგულაციები 2023 წელსაც მოქმედებს?

აბიტურიენტებისათვის წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

ვარ აბიტურიენტი. რა შემთხვევაში შემიძლია მოვითხოვო დამატებითი ტესტირების ჩატარება?

ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;
ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
გ) დაუძლეველი ძალის გამო.

აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

თუ აბიტურიენტმა დაუძლეველი ძალის გამო ვერ შეძლო საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და, არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

გაითვალისწინეთ, რომ ეს პირობები ვრცელდება მხოლოდ აბიტურიენტებზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებზე.

რა წესები უნდა დავიცვათ ტესტირების პროცესში და რა შემთხვევაში შეიძლება მოვიხსნა გამოცდიდან?

გახსოვდეთ, არ შეიძლება:

  • პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
  • გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;

დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).

აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:

  • ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, ე. წ. ტაბლეტის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
  • წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.

თუ გამოცდაზე ადგილი ექნება პროცედურულ დარღვევას, შევძლებ მის გასაჩივრებას? და რა ფორმით?

ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს (ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე განაცხადი) იმ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას, რომელშიც ჩააბარა გამოცდა. განცხადება საპრეტენზიო კომისიას გადაეცემა არაუგვიანეს მომდევნო დღისა და განიხილება მიღებიდან ხუთი დღის ვადაში. პასუხს განმცხადებელი გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში შეიტყობს.

რა შემთხვევაში არ გასწორდება ჩემი ნაშრომი?

ნაშრომი არ სწორდება, თუ:
პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია; აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს; პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

ატესტატის წარდგენა გამოცდებისათვის მჭირდება?

ცენტრის მხრიდან აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე. აბიტურიენტს ატესტატის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საგამოცდო ბარათზე მითითებულია ამის შესახებ.

როგორია საგამოცდო პროცედურები?

აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს. რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს, რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში.

მაგიდაზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალმის, პასუხების ფურცლისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლის ან გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალის (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა) დადება შეგიძლიათ – არც ერთი სხვა ნივთი არ უნდა იდოს სამუშაო მაგიდაზე (წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადოთ იატაკზე).

პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია – ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ.

  • ხარვეზიან პასუხების ფურცელს ახლით შეგიცვლიან;
  • პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდისათვის ნომერი თავად უნდა ჩაწეროთ უწყისის შესაბამის გრაფაში;
  • ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ;
  • საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ დამკვირვებელს;
  • გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა.

გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი და შეიქმნება ვიდეოარქივი. საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს აბიტურიენტის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს. საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post ბოლო მითითებები NAEC-ისგან გამოცდების დაწყებამდე – რა უნდა იცოდნენ 2023 წლის გამოსაცდელებმა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

პრემიერი: განათლების მთავარი გამოწვევა სასწავლო პროგრამები და განათლების ხარისხია

$
0
0

ძალიან მალე წარმოგიდგენთ ახალი განათლების მინისტრის ხედვას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ განათლებაში გამოწვევები არსებობს და მათ გადასაჭრელად კარგი ხედვები გააჩნიათ.

“რაც შეეხება განათლებას, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა განათლებაში რჩება ზოგადად სასწავლო პროგრამები და განათლების ხარისხი, ამ მიმართულებით ჩვენი ახალი მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული და ძალიან კარგი ინიციატივები აქვს დამუშავებული. ძალიან მალე წარმოგიდგენთ მის ახალ ხედვას იგივე მასწავლებლებთან მიმართებით მას ძალიან კარგი ხედვა აქვს. მეტად უნდა დაფასდნენ ჩვენი მასწავლებლები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ კონტექსტში მან აქცენტი გააკეთა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხზე და თქვა, რომ აუცილებელია მონიტორინგის გამკაცრება.

“აუცილებელია უფრო მეტად გამკაცრდეს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის პროცესი. ძალიან ბევრი უნივერსიტეტი იქმნება ისე, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ელემენტარულ სტანდარტებს. ამ დროს, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა მოქალაქემ უმაღლეს სასწავლებლებში მიიღოს შესაფერისი, შესაბამისი განათლება. ეს არის მიუღწეველი, თუ ჩვენ არ გავამკაცრეთ ამ მიმართულებით მონიტორინგი და კონტროლი. ამაზე მინისტრს აქვს კარგი ხედვები და ძალიან მალე ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრესი”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და პრიორიტეტი. ამ ყველაფერს სჭირდება გადახალისება, რადგან მისი თქმით, “ზოგიერთ პროფესიულ სასწავლებელში ისეთი საგნები ისწავლება, რომლებიც საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდ ისწავლებოდეს”. საუბარია ოფისის მენეჯერის, ბიზნესის მენეჯმენტის და სხვა მცირე ვადიან კურსებზე.

ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, სკოლებში უნდა გაძლიერდეს სამხედრო განათლების მიმართულება და ზოგადად, მოსწავლეებმა კარგად შედგენილი პროგრამებით უნდა ისწავლონ.

ასევე იხილეთ:

დეპუტატი: ეს აბსურდია, მასწავლებლებს დაევალათ მშობლებს დაუმტკიცონ, რომ მათ შვილებს ნიშანი არ დააკლეს

The post პრემიერი: განათლების მთავარი გამოწვევა სასწავლო პროგრამები და განათლების ხარისხია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ბედნიერების მომტანი კედები“ –რა ჩავიცვათ გამოცდის დღეს და სხვა სასარგებლო რჩევები სტრესის დასაძლევად

$
0
0

ავტორი დავით ოქროპირიძე, ჟურნალისტი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის

როდესაც საქმე გამოცდებს ეხება, მით უმეტეს ეროვნულ გამოცდებს, რომელიც დამოუკიდებელ ცხოვრებაში შებიჯების და მომავლის ნახატის პირველი შტრიხებია, სტრესის არიდება არცთუ ისე მარტივი საკითხია. როდესაც მარტო ვართ, ათასჯერ გადავწონით თავში სიტუაციას, ჩვენს გამოცდილებებს, კბილს მოვუსინჯავთ ისტორიულ თარიღებსა და სახელებს და თავდაჯერებულად ჩავიღიმებთ – ეს ყველაფერი როდია. შენთან ერთად საგამოცდო ცენტრთან მყოფი სხვა ჩაფიქრებული აბიტურიენტები და მათ დასამშვიდებლად მყოფი მშფოთვარე მშობლებიც გავლენას მოახდენენ და თავდაჯერებულობასთან ხელგადახვეული, სიმშვიდეში დალაგებული აზრები, შესაძლოა, უდაბნოში დარჩეს, მირაჟივით. მიუხედავად იმისა, რომ საკითხების ცოდნა უდავოდ წარმატების უპირველეს ფაქტორად ითვლება, სასურველი ქულების მიღება სიმშვიდითა და ყურადღების კონცენტრირებითაც შეგიძლია, რაშიც ერთი ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა დაგეხმარება. თუმცა ეს სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე შესასრულებლად. ამას კი, მე და შენ მაგრად უნდა დავუდგეთ, რაშიც ეს მცირე რჩევები დაგეხმარება. მეც ვიყავი შენს ადგილას არცთუ ბევრი წლის წინ და ჩათვალე, შენიანი ვარ.

გაღვიძება

დილით გაღვიძება ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. დღევანდელობიდან გამომდინარე, ხშირად, ახალგაღვიძებულები სოციალურ ქსელებს მივაშურებთ, წინა ღამით მიღებულ წერილებს ვპასუხობთ და ჯერ კიდევ საწოლში მყოფები, გონებით უკვე ათას საფიქრალს ვეჭიდებით. გამოცდის დღეს, დილის მოწესრიგების შემდეგ, კარგი იქნება საყვარელი მუსიკის მოსმენა. შემდეგ ნაკლები კოფეინითა და შაქრით დატვირთული საუზმე – რომელიც მომენტალურად ენერგიის მოზღვავებას იწვევს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში პირიქით, ამის ჩანაცვლება მაგალითად ბანანით შეიძლება, დამატებით კი, ტვინის გასახსნელად შავი შოკოლადის მირთმევაც (თუმცა უსწავლელ მასალას ეს არ უშველის).

ჩაცმულობა

სანამ საგამოცდო ცენტრში მიხვალთ, სწორი ტანსაცმლის არჩევით, რომელიც კონცენტრაციასა და კომფორტის შეგრძნებას გაგიჩენთ, თქვენ ერთი ნაბიჯით (და უკვე რამდენიმე დამატებითი საგამოცდო ქულით) დაუახლოვდებით წარმატებას.

საგამოცდოდ ტანსაცმლის არჩევის პირველი წესი – ყოველთვის არჩიეთ კომფორტი მოდას. არ დაგავიწყდეთ, რომ ტესტის ჩაბარებისას, თქვენს ვიზუალს არავინ აფასებს და ეს ქულებს ვერ მოგიტანთ. თუ არჩეული ტანსაცმელი ახალია, მოურგებელი და მასში თქვენს თავს გარკვევით ვერ ხედავთ – ეს უკვე ცუდი არჩევანია.

როდესაც ეროვნულ გამოცდებს ვაბარებდი, ფეხზე ოდნავ შელახული, თუმცა ჩემთვის ბედნიერების მომტანი კედები მეცვა. რეალურად, ეს კედები არ იყო რომელიმე დიზაინერის შედევრი, ან ვან გოგის „ყველგან ნასიარულები“ ფეხსაცმელი, უბრალოდ მას ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. მასთან იყო დაკავშირებული ბედნიერი ისტორიები, კარგი მოგონებები და ის კომფორტიც, რომელსაც „მოთელილი“ ფეხსაცმელი იწვევს, შენი ფეხის ხუშტურებს შეჩვეული. რაც შეეხება ქუსლიან ფეხსაცმელს, ისიც გაითვალისწინეთ, რომ სიარულისას კაკუნი სხვების ყურადღებასაც გაფანტავს.

გნებავთ ცრურწმენა დაარქვით, მაგრამ ტანსაცმლის გარდა, თილისმებიც არსებობს – ეს ჩვეულებრივი ნივთებია, რომლებსაც ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია, რაც არ გვავიწყებს, რომ მიუხედავად საგამოცდო მაგიდაზე წინ დადებულ ფურცელზე გამოსახული „გასაშიფრი იეროგლიფებისა“, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ შორის ჩვენი სურვილი, ამოვხსნათ და სწორ პასუხს მივაგნოთ – ჩვენ მაინც ინდივიდები ვართ, ერთადერთი და განუმეორებლები, ყველა ჩვენგანის შიგნით დიდი სამყარო ცოცხლობს, რის დავიწყებაც არ შეიძლება.

არ არსებობს ძალიან ადრე მისვლა!

ჩვენს რეალობაში საცობები ნამდვილად არ არის მოულოდნელი ამბავი, მით უმეტეს გამოცდების თვეში. თანამედროვე ტექნოლოგიები გვეხმარება, ფერადი ხაზებით გავარკვიოთ რომელ ქუჩაზეა საცობი და სავარაუდოდ რა დრო დაგვჭირდება ადგილზე მისასვლელად, თუმცა ჯობს, მაინც იმაზე ადრე გამოვიდეთ სახლიდან, ვიდრე ამას რუკაზე გამოსახული დრო გვიჩვენებს. თითქმის ყოველ წელს ხდება შემთხვევა, როცა ტაქსი ვერ აგნებს ზუსტ მისამართს, ასევე ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები გზებზე, რასაც საგამოცდო ინსტრუქციებში ვერ ამოიკითხავთ. რაც არ უნდა ნაცნობი იყოს გარემო თქვენთვის, ჯობს, რომ ცოტა თავისუფალი დროც დაიტოვოთ მასთან შესაგუებლად, მით უმეტეს, როცა თქვენ გარდა ადგილზე სხვა ადამიანებიც იქნებიან, თავიანთი ხასიათებითა და ემოციებით, რაც შესაძლოა, დამატებითი სტრესის გამომწვევად იქცეს.

რჩევები ადვილად დამახსოვრებისთვის

ხანდახან, გამოცდის წინ გადამეორება არ არის საკმარისი, ყოველთვის თავს იჩენს რომელიმე კონკრეტული ფაქტი, თარიღი, ფორმულა რომელიც მიუხედავად მრავალი მცდელობისა, საჭირო დროს ტვინის ყველაზე შორეულ უჯრედში იმალება და ათას გზას პოულობს თქვენს დასაბნევად. ამისთვის კარგი მეთოდია თქვენი ჩანაწერების ერთგვარ მიუზიკლად გადაკეთება, ან რაიმე მოვლენასთან დაკავშირებით გახსენება. სხარტულები და რითმები მსგავსი ინფორმაციის ადვილად დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

არ დაგავიწყდეთ, რომ გამოცდის წინა სტრესი ნორმალური მოვლენაა. ეს პატარა რჩევები მათ დაძლევას გაგიადვილებთ და თქვენი ცოდნის საჭირო დროსა და ადგილას გამოყენებისთვის ბიძგს მოგცემთ. თუმცა როგორც ჰანტერ ტომპსონი იტყოდა, ამაყად იარეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ სიმართლის მაძიებელთა, შეყვარებულთა და მეომართა გრძელი წარსულიდან მოდიხართ! ამიტომ, ნერვიულობა თქვენი მეგობარი ვერ იქნება.

ასევე იხილეთ:

ნანა ლოლაძე განმარტავს, რა შემთხვევაში განულდება აბიტურიენტის თხზულება ქართულში და რა უნდა იცოდეთ მოსაზრებების წერისას

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post „ბედნიერების მომტანი კედები“ – რა ჩავიცვათ გამოცდის დღეს და სხვა სასარგებლო რჩევები სტრესის დასაძლევად first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადები განისაზღვრა

$
0
0

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადები ცნობილია.

დეტალურ ინფორმაციას, როგორც უმაღლესი სასწავლებლების, ასევე სტუდენტებისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დღეს, 30 ივნისს აქვეყნებს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ:

დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა – 2023 წლის 03 აგვისტოდან – 2023 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით.

სახელოვნებო-შემოქმედებითი-სასპორტო კონკურსის შედეგების, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ელექტრონული ფორმით წარმოდგენა – არაუგვიანეს 2023 წლის 04 სექტემბრისა.

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა – 2023 წლის 12 სექტემბრიდან – 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.

სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის “2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები” 2023 წლის 28 ივნისის N1.1/86 ბრძანება

სტუდენტთა საყურადღებოდ:

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 2023 წლის 21 აგვისტოდან – 2023 წლის 07 სექტემბრის 18:00 საათამდე. მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (students.emis.ge)

საყურადღებო ინფორმაცია:

  • სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი);
  • სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებს, რომლებიც 2022 წელს ჩაირიცხნენ აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სტატუსი შეუჩერდათ ან/და შეუწყდათ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, მობილობის უფლება წარმოეშობათ უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობის მიუხედავად;
  • სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი წინასწარ გადის კონკურსს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში მის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. სტუდენტმა კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით უნდა მიმართოს თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტების მიერ შესაძლებელი იქნება 2023 წლის 11 სექტემბერს

The post 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადები განისაზღვრა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ამ მეთოდებით გამოცდაზე დაგვიანების რისკს თავიდან აიცილებთ და ცენტრსაც მარტივად მიაგნებთ –სტუდენტი აბიტურიენტებს

$
0
0

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება. ახლა, აბიტურიენტთა დიდი ნაწილს აწუხებს ერთი შეხედვით ნაკლებად ძირითადი, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი – არ დააგვიანოს და საგამოცდო ცენტრის მიგნებისთვის დიდი დრო არ დაკარგოს.

EDU.ARIS.GE აბიტურიენტების გამხნევებისა და დახმარების მიზნით, უკვე მეოთხე კურსის სტუდენტის, მარიამ მარიამ ქვარცხავასგან მოსმენილ ერთგვარ ინსტრუქციას გაგიზიარებთ. მარიამი გამოცდილი სტუდენტია, ის 70%- იანი გრანტით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლობს. ის მარტივ მეთოდებს გაგიზიარებთ იმისათვის, რომ გამოცდაზე დაგვიანების რისკი თავიდან აიცილოთ და საგამოცდო ცენტრის ძებნა არ გაგიჭირდეთ.

– მარიამ, პირველ რიგში, გვითხარით, თქვენ რამდენად ბევრს ფიქრობდით დაგვიანების ან საგამოცდო ცენტრის ძებნის შესახებ, როცა აბიტურიენტი იყავით?

– აბიტურიენტობა მზადებაა ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპისთვის, რომელიც თავის მხრივ, საკმაოდ დიდ ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. აბიტურიენტობისას, მეც, ისევე როგორც ყველა სხვა აბიტურიენტს, მიწევდა სხვადასხვა საკითხზე ფიქრი, ნერვიულობა, მათ შორის ერთ-ერთი არაძირითადი, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხი, გამოცდაზე სწორ დროს, სწორ ადგილას გამოცხადება იყო. გააზრებული მქონდა, რომ გამოცდაზე დაგვიანებას ან არასწორ ადგილას გამოცხადებას შეეძლო, წყალში ჩაეყარა მთელი წლის შრომა. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექი ამ საკითხს და ოპტიმალურ დროს ვცხადდებოდი ყველა გამოცდაზე.

– რა უნდა მოიმოქმედოს აბიტურიენტმა, რომ არ დააგვინოს გამოცდებზე, თქვენ რას ურჩევდით?

– პასუხი მარტივია – აბიტურიენტმა გამოცდის წინა ღამეს მაქსიმალურად ადრე უნდა დაიძინოს. ხშირ შემთხვევაში, ნერვიულობის ფონზე, რთულია დაძინება, დასვენება, შფოთვისგან გათავისუფლება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გამოცდის წინა დღეს, აბიტურიენტები არ დაიტვირთონ ზედმეტი ინფორმაციით და მაქსიმალურად ორიენტირდნენ დასვენებაზე. გამოცდამდე მინიმუმ 7 საათის განმავლობაში გამოძინებამ, შეიძლება, ბევრად მეტი სარგებელი მოუტანოს აბიტურიენტს გამოცდის წერის პროცესში, ვიდრე უშუალოდ გამოცდის წინა დღეს მეცადინეობამ და დატვირთვამ. სრულყოფილი ძილი უზრუნველყოფს ისევე როგორც სტრესის შემსუბუქებას, ასევე მეტ ორგანიზებულობას ისეთ ტექნიკურ საკითხებში, როგორებიცაა სახლიდან სწორ დროს გასვლა და საგამოცდო ცენტრში შესაბამის დროს გამოცხადება.

– რომელია თქვენგან დასახელებული ეს “შესაბამისი დრო”, როცა აბიტურიენტს რეგისტრაციისთვის საგამოცდო ცენტრთან მისვლას ურჩევთ?

– ვფიქრობ, რომ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრთან ნეიტრალურ დროს უნდა გამოცხადდეს, არც ზედმეტად ადრე და მით უმეტეს, არც გვიან. დანიშნულების ადგილას, დაახლოებით 15 წუთით ადრე გამოცხადება (რეგისტრაციის დაწყებამდე) იდეალური ვარიანტია. გამოცდაზე ერთი, ან რამდენიმე საათით ადრე გამოცხადების შემთხვევაში, ლოგიკურია, რომ აბიტურიენტი ვერ მოახერხებს შესაბამისად გამოძინებას. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული გამოცდები ზაფხულში ტარდება, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ დიდი ხნის განმავლობაში გარეთ, სიცხეში დგომას. 15 წუთი არის დროის ის მონაკვეთი, რომელიც აგარიდებთ ისევე როგორც ადრე მისვლას და თქვენი ღირებული დროის დაკარგვას, ასევე გამოცდაზე დაგვიანებას.

– მიეცით აბიტურიენტებს მარტივი ინსტრუქცია იმ მეთოდების შესახებ, რომლებსაც გამოიყენებენ იმისთვის, რომ გამოცდაზე დაგვიანების რისკი თავიდან აიცილონ

  • გამოცდაზე დაგვიანების რისკის თავიდან ასაცილებლად აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ არაფერი უშლის ხელს სწორ დროს საგამოცდო ცენტრთან გამოცხადებაში;
  • მნიშვნელოვანია მაღვიძარის დაყენება ისე, რომ 15-20 წუთით ადრე უკვე დანიშნულების ადგილას იყოთ;
  • უმჯობესი იქნება, თუ წინასწარ იქნებით ნამყოფი იმ ადგილას, სადაც გამოცდა ჩაგიტარდებათ, რათა თავიდან აიცილოთ საგამოცდო ცენტრის მიგნებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • წინასწარ უნდა განსაზღვროთ შესაბამისი მარშრუტი გამოცდის დღეს ცენტრთან უპრობლემოდ მოსახვედრად და აუცილებლად გქონდეთ ინტერნეტი მობილურ ტელეფონზე, რომ საჭიროების შემთხვევაშიბ დახმარება ითხოვოთ.

– რა უნდა მოიმოქმედონ აპლიკანტებმა, თუ არ სურთ საგამოცდო ცენტრის ძებნაში დიდი დრო დაკარგონ, თქვენი გამოცდილება როგორია?

– არის ისეთი შემთხვევები, როდესაც საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტის საცხოვრებელი ადგილისგან შორს მდებარეობს. ეს მანძილი, ხშირ შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი ნერვიულობის გამომწვევია. იმისთვის, რომ აბიტურიენტმა დრო და ენერგია დაზოგოს, აუცილებელია, საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობის გამოკვლევა და იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლება საგამოცდო ცენტრთან ყველაზე სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელი გზით მოხვედრა.ზოგჯერ ე.წ რუკის აპლიკაცია ტყუის, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ, ან გვიჭირს მისი გამოყენება, ამიტომ ჩემი მთავრი რჩევ აიქნება, თუ არ იცით სად მდებარეობს თქვენი საგამოცდო ცენტრი და პირველად მიდიხართ, ჯობს, წინასწარ ესტუმროთ ადგილს, ამით ზედმეტი სტრესიც მოგეხსნებათ.

– და ბოლოს, მიმართეთ აბიტურიენტებს

– არასდროს შეწყვიტოთ თქვენი მიზნისკენ სვლა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ბარიერის გადალახვა შეგიძლიათ სწორი მიდგომით. მთავარია, არ მისცეთ მსგავს ტექნიკურ საკითხებსა და ნერვიულობას თქვენი შეფერხების საშუალება. გჯეროდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. წარმატებებს გისურვებთ!

ასევე იხილეთ:

როგორ დავგეგმოთ სწორად ეროვნული გამოცდის დღე – გამოცდილი სტუდენტის დეტალური ინსტრუქცია აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ესაუბრა მზეო შველიძე

The post ამ მეთოდებით გამოცდაზე დაგვიანების რისკს თავიდან აიცილებთ და ცენტრსაც მარტივად მიაგნებთ – სტუდენტი აბიტურიენტებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14540 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>