შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 15 ივლისს, 2024 წლის მასწავლებლის გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოაქვეყნა.
ასევე იხილეთ:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 15 ივლისს, 2024 წლის მასწავლებლის გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოაქვეყნა.
ასევე იხილეთ:
“არჩევითი საგნების სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ქიმია მეოთხე ადგილზეა და 2 800-მდე აბიტურიენტმა აირჩია. გაზრდილი რიცხვია, რადგან წელს მეოთხე საგნად აბარებენ. ხოლო უმაღლეს სამედიცინო განათლებას ვინც ირჩევს, ის ძირითად საგნად აბარებს”, – აცხადებს ქიმიის საგნის სპეციალისტი, დარე ირემაშვილი EDU.ARIS.GE-სთან და იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ამ საგანში გამოცდას 16 ივლისს, მეორე სესიაზე აბარებენ, წინასაგამოცდო გაფრთხილებებს აძლევს.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი. შეგახსენებთ, რომ წელს ქიმიის საგნის ტესტში ცვლილებები არ შესულა.
“იყავით თავდაჯერებულები, თქვენი დიდი უპირატესობა არის პერიოდულობის ცხრილი,რომელიც გამოცდაზე გაქვთ. ყველა ცხრილი გამოიყენეთ, რომელსაც გადმოგცემენ, ეს თქვენი უპირატესობაა. კარგად დაფიქრდით, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემაში შეიძლება დაგეხმაროთ. შესაძლოა, რაღაც კონკრეტული დაგავიწყდეთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, გამოიყენეთ სისტემა და მიჰყევით ლოგიკურ მსჯელობას – ეს განსაკუთრებით გამოგადგებათ ტესტში მოცემულ ერთქულიან საკითხებში.
ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა – საგნის ჯგუფის ხელმძღვანელთა მითითებები ეროვნული გამოცდებისთვის
“დიდი დრო არ დაუთმოთ მარტივ დავალებებს, შემოინახეთ დრო ამოცანებისთვის.
განსაკუთრებულად გადაიმეორეთ მათემატიკური გაანგარიშებების ამოცანები და ჟანგვა-აღდგენით საკითხები. ამოცანის ამოხსნის გზა მარტივად აჩვენეთ, არაა საჭირო სირთულე, ეს არ არის მათემატიკის გამოცდა”.
ცნობისთვის, ქიმიაში აბიტურიენტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ზეო შველიძემ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი მარიამ კუხიანიძე Erasmus+-ის სტიპენდიატია. ის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ავეიროს უნივერსიტეტში (პორტუგალია) ისწავლის.
,,მოხარული ვარ, რომ სწავლას დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე (Diplomacy and International Politics) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ავეიროს უნივერსიტეტში (პორტუგალია) ვაგრძელებ სრული დაფინანსებით. მადლობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს, ჩემს ლექტორებს,“ – ამბობს მარიამი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლით პროგრამებში აქტიურად მონაწილეობენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 15 ივლისს, 2024 წლის მასწავლებლის ბიოლოგიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოაქვეყნა.
ასევე იხილეთ:
„ჩემი ნათესავები მეუბნებოდნენ, რომ ინჟინერია – პროფესია, რომელსაც ვირჩევ, ქალის საქმე არ არის და ალბათ, მათთვის გაუგებარია ქალისგან მათემატიკის სწავლა. ასეც ხდება, ეს დამოკიდებულება ძველი გადმონაშთია. მე, როგორც ხედავთ, მაინც იქ ვაბარებ, სადაც მინდა“, – ეს სიტყვები უთხრა EDU.ARIS.GE-ს მათემატიკის ეროვნული გამოცდიდან გამოსულმა გოგონამ, რომელსაც ჩვენ 12 ივლისს, გლდანის საგამოცდო ცენტრთან გავესაუბრეთ.
სტერეოტიპულ აზრს, რომ ქალები უკეთესად სწავლობენ ჰუმანიტარულ საგნებს და „მათემატიკა მაინც ბიჭების საგანია“, ჩვენი აბიტურიენტი რესპონდენტები სრულად ამსხვრევენ და არ ეთანხმებიან. გოგონები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საგნის გენდერული ნიშნით მიკუთვნება რომელიმე სქესისთვის, შეცდომაა, რადგან ნიჭი ინდივიდუალურია.
„ჩემი აზრით, ეგ სტერეოტიპი დასანგრევი და ჩამოსაშლელია. ვფიქრობ, ამას იმიტომ ამბობენ, რომ „ბიჭების პროფესიები“ არსებობს, რომლებიც მათემატიკით ბარდება, მაგრამ რადგან ბიჭების „პროფესიები“ ნელ-ნელა გოგოების პროფესიებიც ხდება და ვცდილობთ, რომ დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი. ფაქტი სახეზეა – აქ ვართ და მათემატიკას ვაბარებთ“, – გვითხრა თავისი მოსაზრება ელენე ეპიტაშვილმა.
„მსგავსი რამ არ არსებობს, რას ნიშნავს ბიჭის და გოგოს საგანი?! რაღაც კონკრეტულის ნიჭი ორივეს თანაბრად აქვს“, – ცალსახად ამბობს ელიფ მამედოვა.
მარიამ კელიხაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხშირად, ბიჭებს გოგონები აჭარბებენ მათემატიკურ აზროვნებაში და დღეს ორივე სქესს თანაბრად ძალუძს დასახული მიზნების შესრულება:
„პირველ რიგში, არ ვეთანხმები იმას, რომ რომელიმე საგანი, რომელიმე სქესის საგანია, რადგან ვფიქრობ, რომ ქალსაც და კაცსაც თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. მათემატიკა არ უნდა განისაზღვროს იმით, რომ მხოლოდ ბიჭის საგანია, შეიძლება ზოგჯერ, ამ კონკრეტულში, გოგონები უკეთესად აზროვნებდნენ. უნდა დაიმსხვრეს ეს სტერეოტიპები იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეა, ყველაფერი განვითარდა და ასეთი მიდგომები აღარ უნდა არსებობდეს. ორივე სქესს თანაბრად შეგვიძლია ჩვენი მიზნების ასრულება“.
გოგონებს ეთანხმებიან გამოსაცდელი ვაჟებიც, EDU.ARIS.GE-სთან ბიჭმა აბიტურიენტებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არასწორი და დამაკნინებელიც კია გოგონებთან მიმართებით.
„არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ყველა ადამიანის აზროვნება განსხვავებულია და საგნებს გენდერული ნიშნით არ უნდა შევხედოთ. ერთნაირადაა გოგოებისა და ბიჭებისთვისაც ტექნიკური საგნები“, – გვითხრა დავით ახობაძემ.
მათემატიკა 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 17 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა ჩააბარა, თუმცა რამდენია მათგან ვაჟი და რამდენი გოგონა, ცნობილი არ არის.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ავტორები: მარიამ ბარამიძე, EDU.ARIS.GE
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 16 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ისტორიის საგნის ტესტები გამოაქვეყნა.
იხილეთ გამოყენებული ტესტები ვარიანტების მიხედვით:
2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები
რაც შეეხება ისტორიის გამოცდის სწორ პასუხებს/შეფასების სქემებს, გამოცდების პირველად შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 18 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
17 და 18 ივლისს ზაფხულის საგამოცდო ორომტრიალში გამოცდილი სტუდენტები – მაგისტრობის მსურველები ჩაერთნენ. დღეს პირველი და მეორე სესიის მონაწილეები წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის დავალებებს შეასრულებენ, ხვალ კი გამოცდა ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში აქვთ. არც 2024 წელია გამონაკლისი, EDU.ARIS.GE-სთან სტუდენტები ჩვეული იუმორით საუბრობენ და საკუთარ ემოციებსა თუ სათქმელს შავ-თეთრი იუმორით გადმოსცემენ.
მაგისტრობის მსურველები მუხიანის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან:
“ჯერ მოსწავლეობის წლები, შემდეგ აბიტურიენტობის, სტუდენტობის… ისეთი თავსატეხები გვაქვს ამოხსნილი ლექტორები და საგნები რომ აგვერჩია… შემდეგ დღეში 3-5 ლარი გვეკმარა… ასეთი წლების შემდეგ, რთულია ჩვენი შეშინება. უნარების გამოცდას ვაბარებთ რაც თავი მახსოვს და თავდაცვის ინსტინქტი ფორმაში გვაქვს, სულ ლოგიკური სვლებით ვძვრებით სიტუაციებიდან”.
“ბაღში მინდა! არც სკოლაში არც უნივერსიტეტში, ბაღში! გვაჭმევენ, გვასმევენ, მოგვეფერებიან, ლექსებს მოვყვებით. საქართველოში ყველაზე კარგი ალბათ, ბაღში სწავლის წლებია, სტუდენტობაც არ არის ცუდი, თუ მშობლებს ბევრი ფული აქვთ”.
“ბიჭების უმრავლესობა ისევ ჯარის გამო ვაბარებთ. ისე, ჯარში ის ხალხი გვიწვევს ვინც თვითონ არ არიან ნამყოფი. უფრო მეტსაც გეტყვით, ალბათ, ჩვენსავით აბარებდნენ სამაგისტრო გამოცდებს, რომ არ გაეწვიათ”.
“ჩემი მომავლით დაინტერესებული მეზობელი მარიგებს: ერთი დიპლომი ხომ აიღეო და ამდენი ხარჯი რა საჭიროა, დაუბრუნდი სოფელსო. ხალხნო, მართლა ფიქრობთ, რომ არჩევანი გვაქვს?! ჰა ჰა ჰა!”
“სულ საგამოცდო ცენტრი არაა უნივერსიტეტი?! ისედაც სულ გამოცდებში ვართ, არც ჩარჩენილი საგნები გვიკვირს და არც ლამაზი გოგოები. ისე, ზოგი მართლა გოგოების გამო არჩევს უნივერსიტეტებს, აბა, სწავლის გამო რომ არჩევდეს, ლოგიკური იქნებოდა?!”.
სტუდენტების ამ იუმორნარევ სიტყვებში სერიოზული პრობლემების დანახვა შეიძლება, რომლებიც ქართული განათლების სისტემას არ აკლია. თქვენ რას ფიქრობთ?
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 16 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ქიმიაში გამოაქვეყნა.
იხილეთ გამოყენებული ტესტი:
2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები
რაც შეეხება ქიმიის გამოცდის სწორ პასუხებს/შეფასების სქემებს, გამოცდების პირველად შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 18 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 17 ივლისს, 2024 წლის მასწავლებლის სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოაქვეყნა.
ასევე იხილეთ:
„დაგვისახელეთ სამი თქვენთვის გამორჩეული მეფე საქართველოს ისტორიიდან და გვესაუბრეთ კახეთის როლზე ქვეყნის ისტორიულ კონტექსტში“ – ამ კითხვით მიმართა კახეთის საგამოცდო ცენტრში ისტორიის ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად მისულ აბიტურიენტებს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტმა.
წელს ისტორიის გამოცდიდან აბიტურიენტები კმაყოფილები გამოდიოდნენ და არც თავიანთი შეხედულებების ჩვენთვის გაზიარება უჭირდათ. გავიგეთ, რომ ახალგაზრდებს ჰყავთ საყვარელი მეფეები საქართველოს ისტორიაში და აქვთ თავიანთი მოსაზრება ერეკლე მეორის მეფობაზე.
ფშავლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული დეა ზათიაშვილი მისთვის გამორჩეულ მეფეებს გვისახელებს და მათი მეფობის პერიოდს იხსენებს:
„საქართველოს ისტორიიდან გამოვარჩევდი სამ მეფეს: თამარს, დავით აღმაშენებელსა და გიორგი ბრწყინვალეს. სამივე მეფე, ჩემი გადმოსახედიდან, გამოირჩეოდა სამართლიანობითა და ინტელექტით. კარგის მეტი საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიათ.
„რაც შეეხება ჩვენს მხარეს, კახეთს საკმაოდ ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწია, თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობა რომ გავითვალისწინოთ, აღმოსავლეთ მხარე არის, ძირითადად, მუსულმანი მმართველები. ვინც მოდიოდნენ და იბრძნოდნენ, კახეთის გზიდან შემოდიოდნენ.
ჯერ მარტო შაჰ-აბასის შემოსევები რომ გავიხსენოთ, ისიც კი საკმარისია. მონღოლებიც კახეთის გზიდან გადმოდიოდნენ საქართველოში და ლეკიანობაც დასამახსოვრებელი ისტორიული ფაქტია. ერეკლე მეფეს, რა თქმა უნდა, ვერ დავივიწყებ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მისი მმართველობა არ შეუფასებიათ დადებითად, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში იმდენად დიდი როლი ითამაშა, იმდენ წინაღობას გაუსწორდა, რომ დასაფასებელია მისი მმართველობის ხანა საქართველოს ისტორიაში“, – გვითხრა დეამ.
დეას აზრს იზიარებს აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი. ისინი EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავენ, რომ ერეკლე მეფის გადაწყვეტილებამ – მიეღო გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველოს რწმენა და ქრისტიანობა შეუნარჩუნა. გამოსაცდელების აზრით, კრიტიკა, რომელიც ერეკლე მეფის ამ გადაწყვეტილების მიმართ მოდის, უსამართლოა.
„საქართველოს ისტორიიდან გამოვარჩევდი თამარ მეფეს და დავით აღმაშენებელს. ჩემი აზრით, როდესაც ისინი გამეფდნენ, საქართველო მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაში იმყოფებოდა, განსაკუთრებით დავითის დროს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს სწორი სტრატეგიული მართვა და ისეთი გადაწყვეტილელების მიღება, რომლებიც ძირეულად შეცვლიდა იმ ვითარებას, რომელშიც იმ დროს ქვეყანა იმყოფებოდა. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ ორმა დიდებულმა მეფემ, კარგად გაართვა თავი დაკისრებულ პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს.
„როგორც კახელი, ასევე, გავიხსენებდი ერეკლე მეორის მმართველობას, რომელმაც შეცვალა საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის კურსი, მიუხედავად იმისა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი მიიღო და ამით არაერთი ისტორიკოსისა თუ ჩემი ასაკის თაობის კრიტიკა დაიმსახურა, ჩემი აზრი საპირისპიროა. პირიქით, მიმაჩნია, ტრაქტატზე დათანხმება კარგად გათვლილი გადაწყვეტილება იყო, იმ დროს საქართველო ეროვნული გადაგვარების წინაშე იყო და ერეკლე მეფემ სწორედ ამ ყველაფერს აგვაცილა და სწორედაც რომ ის ძირეული ფუნდამენტი, რაც საქართველოს ახასიათებს – მორწმუნეობა და ქრისტიანობა, გადაარჩინა“, – გვიხსნის საკუთარ მოსაზრებას ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მაგდა პეტრიაშვილი.
ერეკლე II საყვარელ მეფეებში დაგვისახელა გიგა გიკაევმა, რომელმაც სკოლა ლაგოდეხში დაამთავრა. ის კახეთის მხარის როლს საქართველოს ისტორიაში კონკრეტული აჯანყებით იხსენებს.
„კახეთმა საქართველოს ისტორიაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, ხშირი იყო აჯანყებები და ჩვენს საყვარელ მხარეს დიდი როლი მიუძღვის საქართველოს ისტორიაში. გამოვარჩევდი 1818 წლის აჯანყებას, რომელიც, სამწუხაროდ, წარმატებით ვერ დამთავრდა, მაგრამ დიდი მასშტაბი მოიცვა. ჩემი საყვარელი სამი მეფეა – დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე და ერეკლე მეორე. მათ ქვეყნის ინტერესები ამოძრავებდათ და ამისთვის პირადი ცხოვრებაც გაწირეს. თავიანთი ენერგია, ჭკუა და ტაქტიკური სვლები მთლიანად ქვეყანას მოახმარეს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ საქართველოში.
„საქართველოს ისტორიიდან, ერეკლე მეორეს მეფობის კონტექსტში, გამოვარჩევდი გეორგიევსკის ტრაქტატს, ჩემი აზრით, ვინაიდან ყიზილბაშები და ოსმალები თარეშობდნენ საქართველოში და ერეკლემ ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით არჩია ტრაქტატის დადება“, – ამბობს ლელიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული.
ერეკლეს სხვა გზა არ ჰქონდა, ამბობს ჩვენთან საუბარში ლიზი დურგლიშვილი, კარდენახის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული:
„სხვა გამოცდებთან შედარებით, ისტორია ადვილი იყო. კახეთის ისტორიიდან გავიხსენებ ერეკლე მეორეს პერიოდს, ჩემი საყვარელი მეფეა. ზოგადად, კახეთში მეფეებს არაერთ მტერთან მოუხდათ დაპირისპირება. მეფეებიდან გამოვარჩევდი ერეკლე მეორეს, დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეს. დავით აღმაშენებელმა გააერთიანა საქართველო, თამარ მეფის დროს კი ოქროს ხანა იყო ქვეყანაში. გეორგიევსკის ტრაქტატს ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტად მივიჩნევ და დღევანდელი გადმოსახედიდან დადებითად შევაფასებ, რადგან ერეკლეს სხვა გზა არ ქონდა, სწორედ რომ რუსეთი იყო ის სახელმწიფო, რომელთანაც სარწმუნოება გვაკავშორებდა“.
EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოკითხული აპლიკანტების უმრავლესობა უყურადღებოდ არ ტოვებდა ერეკლე მეორის მეფობის პერიოდს. ასეთია სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნუგზარ ქაჩლიშვილიც, თუმცა მას ერეკლე მეორეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს.
ნუგზარის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ დღეს საქართველო რუსეთისგან სერიოზულ ზეწოლებს იღებს, სწორედ „ერეკლე მეორეს ცუდად გათვლილი გადაწყვეტილების ბრალია“.
„საქართველოს ყველა კუთხეს დიდი წვლილი აქვს ქვეყნის ისტორიაში და კახეთსაც ერთ-ერთი უმთავრესი როლი. მათ შორის, გამოვყოფდი პირველ რიგში გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელიც ცუდად გაანალიზებული იყო დღევანდელი გადმოსახედიდან. ჯერ დათანხმება და შემდგომ ტრაქტატის ცვლილებაც, რის შედეგადაც ამდენი საუკუნე ვიტანჯეთ რუსეთის ხელში. როდესაც მე-18 საუკუნეს 21-ე საუკუნიდან ვუყურებ, როცა ჩავლილია ყველაფერი, თითქოს მარტივია გადაწყვიტო რა არის ცუდი და კარგი, საორჭოფოც არაფერია და სწორია გადაწყვეტილება, რომ ტრაქტატი უარყოფითად შევაფასოთ.
„თუ მეტად დავკონკრეტდებით, საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა შემდგომში, შემოვიდა რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი, რაც იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც გამოკვეთილად ჩანს, შემდგომი ნაბიჯებისგან განსხვავებით. აი, როდესაც თეიმურაზი ცოცხალია – ერეკლეს მამა, იმ პერიოდში საქართველო ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა იყო იმ ტერიტორიაზე კავკასიაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით.
„ჩემი საყვარელი 3 მეფეა ვახტანგ გორგასალი, რა თქმა უნდა, დავით აღმაშენებელი და დემეტრე მეორეს შევაფასებდი დადებითად, მისი თავგანწირვის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად თუ შევხედავთ, მის მოღვაწეობას არცთუ ისეთი ფართო პოლიტიკური მოღვაწეობა აქვს, მისი ნაადრევი სიკვდილი გამო, მაინც სწორედ ამ სამ მეფეს აერთიანებს საქართველოს სიყვარული, ენის, მამულის და სარწმუნოების“.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ნინო ჩორგოლიანმა
„უმაღლესი განათლების რომ არ გვჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდით. ვფიქრობ, რომ ახლა თუ არა, მეორე დიპლომს ოდესმე მაინც გამოვიყენებ“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან საუბრობს ნინო ღამბაშიძე, რომელმაც 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველი ნაწილის ტესტზე დღეს იმუშავა.
ნინოსთან ერთად ჩვენ სხვა გამოსაცდელებსაც ვესაუბრეთ. არ შეგვხვედრია მაგისტრობის მსურველი, რომელიც ფიქრობს, რომ მეორე დიპლომს ვერ გამოიყენებს და უიმედოდაა. გარდა ამისა, სტუდენტებს ერთი სათხოვარი აქვთ, რომელსაც EDU.ARIS.GE-ს მეშვეობით აჟღერებენ. მომავალი მაგისტრების თხოვნა ასეთია: „მომდევნო წელს მაინც არ დანიშნოთ გამოცდა სამუშაო დღეს“.
„ვისაც გავლილი აქვს შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, დამეთანხმება, რომ ამ გამოცდის წერა არ გაუჭირდებოდა. მარტივი თემა იყო, დოკუმენტური ფილმის შესახებ ვწერეთ – უნდა დააფიქსიროს თუ არა რეჟისორმა საკუთარი აზრიო. ვინც აბარებს სემინარებს, წერს ფინალურ გამოცდებს, უბრალოდ დადის უნივერსიტეტში, შეუძლებელია ეს ნაწილი ვერ შეასრულოს. სტუდენტებს არ უჭირთ საკუთარი აზრის დაფიქსირება და დაცვა.
„ჩვენს უმაღლეს განათლებაში არის ბევრი პრობლემა, მაგრამ არ ვთვლი, რომ ამის გამო არ უნდა ვაბარებდე“, – ამბობს ანა ჯაბიძე, ჟურნალისტი, რომელიც მაგისტრატურაში მარკეტინგის მიმართულებაზე აბარებს.
სტუდენტებისთვის გამოცდის სამუშაო დღეს ჩაბარების პრობლემაზე გვესაუბრა ლაიკო ღუდუშაური, რომელსაც თავადაც მოუწია, ტესტირების გამო, სამსახურიდან გათავისუფლება ეთხოვა:
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გვინდა ვთხოვოთ, წელს თუ ვერ მოხერხდა და გვესმის რატომაც, იქნებ, მომავალ წელს მაინც, შაბათ-კვირას ჩაატაროთ ეს გამოცდა. ახლაც, ჩემი მეგობარია შესული გამოცდაზე და სამსახურიდან გაეთავისუფლა, გთხოვთ რა, ეს ფაქტორიც გაითვალისწინოთ. რეგიონიდან ვინც არის ჩამოსული, ერთი სამუშაო დღეც რომ უცდებათ, ძალიან მოქმედებს. ბევრი ვიცი, ვინც მხოლოდ ამ მიზეზით ვერ დარეგისტრირდა, ვაიდა სამუშაო დღეს მომიწიოს წერაო“.
წინამორბედს, გამოცდის უქმე დღეებში დანიშვნის შესახებ, გიორგი ნადირაძეც ეთანხმება. მან გვითხრა, რომ საგამოცდო ტესტზე გადათეთრების გარეშე იმუშავა.
„წაკითხულის გააზრება იყო უმარტივესი, პირდაპირ შავ ფურცელზე ვწერდი, გადათეთრება არ დამჭირდა. უფრო მეტად მათემატიკური ნაწილის შიში მაქვს, რადგან ისტორიაზე ვსწავლობდი და შეხება არ მქონია რიცხვებთან, არც ფორმულებთან. ვაბარებ კვებით ტექნოლოგიებზე, რადგან ვხედავ საჭიროებას იმის, რომ ამ სფეროში ბევრი პროფესიონალი კადრი იყოს. ჩემი აზრით, ჩვენ უკვე გამოცდილი სტუდენტები ვართ და აბიტურიენტების მსგავსად, მშობლების რჩევით არ უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს, თუ სად ჩავაბაროთ. სადაც გაქვთ დასაქმების მეტი შესაძლებლიბა, იქ ჩააბარეთ.
„მეც იგივეს ვფიქრობ, რომ მაგისტრატურის გამოცდა სამუშაო დღეებში არ უნდა ინიშნებოდეს. მასწავლებელი შემხვდა დღეს და აპროტესტებდა – რატომ ვაბარებთ სამუშაო დღეს გამოცდასო და მაშინ ჩვენ რა უნდა ვთქვათ, ვინც ახლა სამსახურებში უნდა ვიყოთ?!“, – აღნიშნა გიორგი ნადირაძემ.
მაგისტრატურის მსურველებისთვის გამოცდა 2 სამუშაო დღეზეა განაწილებული, ხვალ ისინი, კვლავ ორ სესიად, ზოგადი უნარების მათემატიკურ ნაწილში აბარებენ გამოცდას.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
„არჩევითი საგნების სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ ხელოვნება აბიტურიენტების ყველაზე მცირე ნაწილმა აირჩია – 270-მდე გამოსაცდელმა. ეს რიცხვი ასეთი მცირედი იმიტომ არის, რომ უნივერსიტეტებს არ აქვთ სწორი მიდგომა, კიდევ არის სხვა მიზეზებიც“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე და ხელოვნების საგნის მასწავლებელი, ჯუბა ფეიქრიშვილი, EDU.ARIS.GE-სთან და იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ამ საგანში აბარებენ გამოცდას, წინასაგამოცდო გაფრთხილებებს აძლევს.
სპეციალისტის თქმით, უნივერსიტეტები, რომლებშიც სახელოვნებო მიმართულებები ისწავლება, სტუდენტის მიღების მიზნით, ძირითად საგნად არა ხელოვნებას, არამედ ისტორიას ირჩევენ, რაც არ არის ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი რესპონდენტის აზრით, ამ მიდგომის გამო წელს ისტორიით უფრო მეტი აბიტურიენტი აბარებს, ვიდრე გასულ წლებში, რადგან ადგილების რაოდენობა მეტია.
როგორც ჯუბა ფეიქრიშვილი აღნიშნავს, ისტორიის საგნისგან განსხვავებით, რომელსაც სკოლებში მე-12 კლასის ჩათვლით სწავლობენ, ხელოვნება მე-9 კლასის შემდეგ აღარ ისწავლება, შესაბამისად, აბიტურიენტებიც ფიქრობენ, რომ მათთვის სასურველია, თუ ისტორიას აირჩევენ.
“არა მხოლოდ სახელოვნებო მიმართულებებზე, ძალიან ბევრი ფაკულტეტია, სადაც უნივერსიტეტებს ძირითად საგნად ისტორია აქვთ შერჩეული. ეს მიდგომა არასწორია, აბიტურიენტი, რომელიც სტუდენტი გახდება და სწავლას შემოქმედებითი მიმართულებით გააგრძელებს, სასურველია ხელოვნების საგანი ჰქონდეს ჩაბარებული. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მის საუნივერსიტეტო შედეგს”, – ამბობს სპეციალისტი.
წინასაგამოცდო გაფრთხილება, მათთვის ვინც ხელოვნების გამოცდას წერს:
,,პირველ რიგში, გირჩევთ, დრო სწორად გადაანაწილოთ. წინასწარ განსაზღვრეთ, სხვადასხვა ტიპის დავალებას რა დროს დაუთმობთ და ეცადეთ, გამოცდაზეც იგივე გაიმეოროთ. ყურადღება მიაქციეთ 2023 წლის ტესტში შესულ რთულად ფორმულირებულ კითხვებს. ეს დაზოგავს თქვენს დროს, რადგან კონცენტრირდებით არა კითხვის ფორმულირებაზე, არამედ საკითხის გააზრებაზე. ასევე, დააკვირდით 38-ე დავალებას, რომელშიც შარშან პირველად მოვიდა არქიტექტურის საკითხი. ამ დავალებაში წლების მანძილზე მხოლოდ ფერწერაზე იყო შესასრულებელი სამუშაო, წელს, ვფიქრობ, კვლავ არქიტექტურაზე იქნება.
“რაც შეეხება წერილობით დავალებებს, იმის გათვალისწინებით, რომ საგამოცდო ფურცელზე შეზღუდული რაოდენობის ტექსტის გადატანა შეგიძლიათ, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ ჩამოყალიბებული აზრი იყოს ოპტიმალური მოცულობის. წერილობითი დავალებები რამდენიმე კითხვად არის ჩაშლილი. თუ მოხდა ისე, რომ რომელიმე კითხვას ვერ უპასუხებთ, (მაგალითად, გიჭირთ მიმდინარეობის ან ეპოქის დადგენა), არ დაიბნეთ, აუცილებლად უპასუხეთ დარჩენილ კითხვებს, მიეცით ნამუშევარს ერთიანი სტრუქტურა და მხოლოდ არგუმენტებზე დაყრდნობით გამოხატეთ საკუთარი დამოკიდებულება”, – უხსნის აბიტურიენტებს ხელოვნებათმცოდნე.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 3 საათი. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
„სკოლასა და გამოცდებს შორის აცდენაა” – ასე შეიძლება გადმოიცეს მოკლე შინაარსი სტატიისა, რომელიც უმაღლესში მისაღები გამოცდების მშობლებისთვის სასურველი ფორმატის ძიებასა და მათი თვალით დანახული რეალობის, ხარვეზების, პრობლემებისა და სირთულეების წარმოჩენას ემსახურება. არაერთი გამოკითხული მშობლის პოზიციას თუ შევაჯერებთ, მთავარი რჩევაც, სურვილიცა და მოთხოვნაც განათლების სამინისტროსადმი, მოსწავლის უმაღლესში წარმატებული ტრანზიციისთვის, სასკოლო სწავლებისა და საგამოცდო მოთხოვნების ერთმანეთთან დაახლოებაა. სულერთია ეს სასკოლო გამოცდების დანიშვნის გზით, მოხერხდება, თუ მასწავლებლებისთვის წაყენებული, მოსწავლის შედეგებზე ორიენტირებული მოთხოვნებით, რაც დღეს პირიქით არის – მასწავლებელს სკოლაში სხვა რამეს სთხოვენ, მოსწავლეს უმაღლესში მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე – სხვას.
უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების ფორმატი რომ შესაცვლელია, ამაზე სპეციალისტები უკვე წლებია საუბრობენ. მიუთითებენ, რომ ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა თავისი საქმე შეასრულა, დრო მოჭამა და ყავლიც გაუვიდა. არაერთი მათგანი უნივერსიტეტებში მიღების იმ ფორმატს განიხილავს, რომელიც ამერიკულ და ევროპულ სასწავლებლებში კარგად აპრობირებულია და რომელშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა სკოლებში მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და მიღწევებს ენიჭება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რომ მისაღები გამოცდების ახალ მოდელზე მუშაობა დაწყებული აქვს, ეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში, 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, თუმცა ხელშესახები ცნობა, რაზე მუშაობს უწყება, ამ დრომდე არ არსებობს.
EDU.ARIS.GE ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა სავარაუდო ცვლილებებზე რაიმე შეიტყოს და ინფორმაცია მკითხველსაც მიაწოდოს. სწორედ ამიტომ, მინისტრს ეს კითხვა 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების დღესაც დავუსვით. მან გვიპასუხა, რომ სისტემაში რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით მიდის, მათ შორის, ეროვნული შეფასების კუთხით, თუმცა ეს საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა და უახლოეს წლებში გამოცდებთან დაკავშირებით არაფერს უნდა ველოდოთ.
„პარალელურ რეჟიმში, მომდევნო წლებში, დაიწყება პილოტირება და მხოლოდ პილოტის შედეგების მიხედვით გვეცოდინება, თუ როდის რა ცვლილება იქნება შესაძლებელი, თუმცა ახლო წლებში მსგავსი ცვლილებები არ იგეგმება”, – განგვიცხადა გიორგი ამილახვარმა.
EDU.ARIS.GE თემაზე აბიტურიენტების მშობლების აზრით დაინტერესდა. ვეცადეთ, საგამოცდო ცენტრებთან მომლოდინე გულშემატკივრებისგან გაგვეგო, რამდენად მისაღებია მათთვის გამოცდების არსებული ფორმატი, რის დახვეწას ისურვებდნენ, როგორ წარმოუდგენიათ სკოლის როლი ამ პროცესში და რა არის ის ცვლილებები, რაც მათი აზრით სისტემას სჭირდება.
გამოკითხულ მშობლებს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც მისაღები გამოცდების ფორმატში რადიკალური ცვლილებების აუცილებლობას ხედავენ და ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეროვნული გამოცდები ჯერ კიდევ ასრულებს მთავარ მისიას. თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად აცხადებს, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტი არის ის ყველაზე უტყუარი საზომი, რაც სკოლასა და მისაღებ გამოცდებს შორის არსებული უფსკრულის სიღრმეს ზომავს და სააშკარაოზე გამოაქვს. ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ მშობელი, რომელიც ნორმად მიიჩნევს იმას, რომ სკოლის პარალელურად მოსწავლეებს კერძო გაკვეთილები სჭირდებათ, რათა სტუდენტები გახდნენ.
ქალბატონი, რომელსაც 191-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან ვესაუბრეთ, სკოლებში გამოცდების აღდგენის მომხრეა. მიიჩნევს, რომ ასე ბავშვები გამოცდებს მიეჩვევიან და ფორმატიც აღარ იქნება მათთვის უცხო. საგამოცდო მასალა კი, მისი აზრით, სასკოლო პროგრამასთან მჭიდრო კავშირსა და შესაბამისობაში უნდა იყოს – „ახლა აცდენაა“, – დასძენს იგი.
„სკოლა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც ცენტრი გამოცდებზე ბავშვებს უყენებს. სკოლის სტანდარტი არ ითხოვს იმას, რასაც საგამოცდო სტანდარტი ითხოვს. ეს აჩენს რეპეტიტორის საჭიროებასაც. სავარაუდოდ, სკოლის მასწავლებელს არ აქვს იმის დრო, რომ ამ უნარების განვითარებაზე იმუშაოს. სკოლის სტანდარტი მას სხვა რამეს ავალებს და სთხოვს. როცა საგამოცდო და სკოლის სტანდარტები ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვა, ჩემი აზრით, რეპეტიტორიც აღარ იქნება საჭირო. ორივე მოდელი თანხვედრაში უნდა იყოს, სკოლაც და გამოცდებიც ერთმანეთს უნდა მოერგონ. მთავარია ეს პრინციპი იქნას დაცული – მჭიდრო თანამშრომლობა სკოლასა და საგამოცდო ცენტრს შორის.
„სასურველი იქნებოდა, მისაღებ გამოცდაზე აკადემიურ მოსწრებას, სკოლის ნიშნებსაც ჰქონდეს მნიშვნელობა. ასევე, აქტიურობას, პროექტებს, ყველაფერი უნდა იქნას გათვალისწინებული. ბავშვები უფრო მობილიზებულები იქნებიან და ყველა საგანს ისწავლიან. ახლა მხოლოდ საგამოცდო საგნებს სწავლობენ, საერთო განათლების დონე კი დაბალია. არადა, სკოლა ხომ ბავშვს ზოგად განათლებას უნდა აძლევდეს, რათა ცხოვრებაში ყველა მიმართულებით შეძლოს გზის გაკვლევა. ზოგადი განათლების სისტემა, ამ კუთხით უნდა გადაიხედოს“, – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
ჩვენი შემდეგი რესპონდენტი ანი ბურდულია, რომელიც გამოცდებზე დის საგულშემატკივროდ მივიდა, ინტერვიუს ყური მოკრა და თემაზე აზრის დაფიქსირების სურვილი გამოთქვა. „ჩემი აზრით, გამოცდები საერთოდ არ პასუხობს იმას, რასაც სკოლაში გვასწავლიან“, – ამ ფრაზით დაიწყო მან ჩვენთან საუბარი და აქვე დასძინა, რომ მან ეს ყველაფერი სულ ახლახან, 4 წლის წინ გაიარა, შესაბამისად, საკუთარი და გარშემომყოფების გამოცდილება ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს.
მისი თქმით, მოსწავლეები სკოლებში არ წერენ ისეთ დავალებებს, ტესტებს რასაც უმაღლესში მისაღებად ითხოვენ. ამიტომ, მიიჩნევს, რომ სკოლა ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდებისთვის ვერ ამზადებს.
„მაგალითად, ქართულში არასოდეს დაგვიწერია ტექსტის რედაქტირება. ასევე არ ვწერთ იმ ესეებს, რაც თეზისიდან გამომდინარეობს და მსჯელობაზეა აგებული. სკოლა უფრო საზეპიროზე იყო ორიენტირებული- „ჩამაბარე!“ გამოცდებზე კი ანალიზს გთხოვენ. ყოფილა შემთხვევა, როცა აზრს აფიქსირებ, მასწავლებელი გაჩუმებს და თავის აზრს გახვევს თავზე – რომ ასე კი არა, ასე უნდა ფიქრობდე. გაკვეთილებზე მსჯელობა და შენი აზრის დაფიქსირება არ იყო მიღებული. გამოცდებზე პირიქითაა – გიმოწმებენ იმას, თუ როგორ მსჯელობ.
„მთელი ცხოვრება მეგონა, რომ მათემატიკა მეზიზღებოდა, სანამ რეპეტიტორთან არ მივედი და არ აღმოვაჩინე, რომ მაგარი საგანი ყოფილა. მან სულ სხვანაირად დამანახა. სკოლის მასწავლებლებმაც, ალბათ, ეს უნდა მოინდომონ – ბავშვს საგანი სხვანაირად დაანახონ და მეტი იმუშაონ იმ ფორმატზე, რაც ეროვნულ გამოცდებზეა. რა ფორმატის გამოცდაც არ უნდა დანიშნო, წინაპირობა თუ არ გაქვს შექმნილი, ცვლილებას აზრი არ ექნება. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდამდე მისასვლელი გზა, გამოცდას ეხმიანებოდეს. რამდენჯერაც შეცვლი ფორმატს, იმდენჯერ უნდა მოერგო. ახლა სკოლასა და გამოცდებს შორის წყვეტაა, აცდენა. როცა გამოცდაზე აკეთებინებენ იმას, რაც სკოლაში არ გაუკეთებიათ, ეს ბავშვებს ანერვიულებთ,“ – ამბობს ანა.
ბოლო წლები, მითუმეტეს კი მე-12 კლასი, სკოლაში უშუალოდ გამოცდებისთვის მზადებას უნდა მიეძღვნას ჩვენი მომდევნო რესპონდენტის აზრითაც, რომელმაც ასევე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. აქვე აკონკრეტებს, რომ მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ ყველა საგანი, თუმცა, მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებული იმ დავალებებზე, იმ ფორმატზე, რაც გამოცდაზე დახვდებათ. მისი აზრით, ახლა ასე არ ხდება და ამის დასტური სიმბოლურად ქცეული მეთორმეტე კლასია, რომელშიც მოსწავლეები თითქმის არ დადიან და მთელ წელს რეპეტიტორებთან მეცადინეობას უთმობენ – „ხომ შეიძლება სკოლამ გაუკეთოს თავის მოსწავლეებს ის, რასაც რეპეტიტორები აკეთებენ?!“- აცხადებს ქალბატონი.
რაც შეეხება საგამოცდო სისტემის ახალ მოდელს, მისი აზრით, მასზე გადასვლას დიდი დრო დასჭირდება და თან, გარკვეულ საშიშროებებს წარმოშობს.
„საშუალო განათლების დონე უნდა განისაზღვროს ისეთ სიმაღლედ, რომ მოსწავლე მზად იყოს საუნივერსიტეტო განათლების უნარ-ჩვევებისთვის. ამას კერძო სკოლები მეტ-ნაკლებად ახერხებენ, მაგრამ საჯარო სკოლა, სადაც ნაკლებია ცოდნის მიწოდება-მოთხოვნის, ასევე, პრეზენტაციებსა და პროექტებზე მუშაობის ვალდებულება, ნაკლებად შეძლებს. აქედან გამომდინარე, მშობელს მოუწევს ბავშვის მომზადება არა მხოლოდ იმ კონკრეტულ საგნებში, რასაც მიმდინარე სისტემის მიხედვით აბარებს, არამედ სკოლის ყველა საგანში. და კიდევ, არსებობს რისკი, ისეთი მანკიერი მხარის წარმოქმნისა, როგორიცაა ნიშნებით ვაჭრობა“, – მიიჩნევს ჩვენი რესპონდენტი
ირმა ჯამელაშვილი, აბიტურიენტის მშობელი: „ძალიან კარგია, რომ სკოლის ქულებს ყურადღებას არ აქცევენ. სკოლაში ყოველთვის არის ბავშვების კატეგორია, რომელიც სწავლობს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო კარგი ქულა არ აქვს. ჯობია, ასე შემოწმდეს მათი ცოდნა. თუ საჯარო სკოლებში უკეთესი სწავლება იქნება და ყველა ბავშვისთვის ის ნიშანი დაიწერება, რაც ეკუთვნის, მაშინ კი ბატონო, მაგრამ შეფასების ახლანდელი სისტემა მთლად ობიექტური არ არის. ჯობია სკოლის ნიშნებს ყურადღება არ მიაქციონ და გამოცდა ისე გაიარონ. ცოდნა ასე უფრო გამოჩნდება. თუმცა, იმ მასალას შორის, რაც სკოლაში ისწავლება და იმ მასალას შორის, რასაც გამოცდებზე ითხოვენ, აცდენაა. ჩემი შვილი არაფერში მომიმზადებია, თავისით მეცადინეობდა, დამატებით. ანუ, სკოლაში მიცემული ცოდნა საკმარისი მაინც არაა. ყველას მასწავლებელი ჰყავს და ყველა დამატებით მეცადინეობს. ამიტომ, სკოლის მასალა საგამოცდო მასალასთან უნდა დაახლოვდეს და უკეთ იქნას მიწოდებული. მეთორმეტე კლასში საერთოდ არ უვლიათ, სიმბოლური იყო. ყველა რეპეტიტორებთან დადიოდა. რატომ უნდა იყოს ასე? სკოლაში თუ მიაწვდი ცოდნას და გამოცდებზე იმავეს მოსთხოვ, რატომღა გააცდენს? ყველა მშობელს ხომ არ აქვს რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება?!“
ნინო ქურასბედიანი, აბიტურიენტის მშობელი: „არ იქნება სწორი სკოლის ნიშნებსა და შედეგებს ექცეოდეს ყურადღება მისაღები გამოცდების დროს, რადგან ყველაფრის მიუხედავად, სკოლებში დიდი მიკერძოებაა. თუკი ისეთი გამოცდები აღდგება, როგორიც CAT-ის გამოცდები იყო და შეფასება მასწავლებლისგან დამოუკიდებლად მოხდება, კი ბატონო, მაგრამ სხვა შემთხვევაში არ ვეთანხმები. ვერანაირად ვერ გააკონტროლებ რამდენად ობიექტურია მასწავლებლის შეფასება. ვიცი, რომ უცხოეთში ეს მოდელი მოქმედებს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ცოტა რთულად წარმომიდგენია, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ყველა ერთმანეთს მეზობელია. მითუმეტეს, რეგიონებში. ყველა ერთმანეთს იცნობს და თავიანთი მოსწავლეების მშობლებთან ახლო ურთიერთობები აქვთ. ნათესაური კავშირებიც კი.“
მშობელი 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: „თავის, დროზე, როცა ეს საგამოცდო მოდელი შემოვიდა, ნამდვილად დიდი ცვლილება იყო. ბევრ ახალგაზრდას უმაღლესში სწავლის შანსი სწორედ მისი წყალობით მიეცა. თუმცა ახლა, ჩემი აზრით, თანამედროვეობის მოთხოვნებს უკვე ვეღარ პასუხობს. პირველ რიგში იმ კუთხით, რომ არსებობიდან ამდენი წლის შემდეგაც კი ვერ შეძლო რეპეტიტორების ინსტიტუტის გაუქმება. წესით, დროთა განმავლობაში საგამოცდო მოდელი ისე უნდა დახვეწილიყო, ისე უნდა მორგებოდა სასკოლო პროგრამას, რომ კარგ მოსწავლეს, რომელიც 12 წელი მასწავლებელს მიჰყვება და კარგად სწავლობს, თავისუფლად შეეძლოს სკოლის ცოდნით პირდაპირ გამოცდაზე გასვლა, ყოველგვარი დახმარების გარეშე. მაგრამ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე რეპეტიტორების რაოდენობა და საჭიროება კი არ მცირდება, არამედ იზრდება. ადრე თუ მხოლოდ ბოლო წელს ამზადებდნენ მშობლები შვილებს, ახლა უკვე მე-8, მე-9 კლასიდან იწყებენ. თავადაც პედაგოგი ვარ, მეც მყავს მოსწავლეები, რომელთაც კერძოდ ვამეცადინებ, მაგრამ მიუხედავად ამისა ვამბობ, რომ ეს არ არის კარგი. სკოლა უნდა უზრუნველმყოფდეს იმ ცოდნით, რასაც გამოცდაზე მთხოვენ“.
მშობელი 177-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: “ჩვენთვის, მშობლებისთვის, ამ გამოცდების მთავარი პრობლემა ფინანსური მხარეა. აბიტურიენტობა ძვირი ჯდება და რაც უფრო კარგი შედეგი გინდა დადოს შენმა შვილმა, მით უფრო მეტი ფული უნდა გადაიხადო. კი არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც არ ემზადებიან და მაინც კარგად აბარებენ, მაგრამ ასეთების რაოდენობა ხომ ცოტაა და ვერ განვაზოგადებთ. მე პირადად, მომხრე ვიქნებოდი სკოლებშიც ტარდებოდეს გამოცდები. სასკოლო გამოცდები აუცილებელი მგონია არა მხოლოდ მე-12 კლასში, არამედ მანამდეც. მერე კი, მისაღები გამოცდების მოდელი თუ შეიცვლება და სკოლის შედეგებს ყურადღება მიექცევა, სწორედ მაგ გამოცდების შედეგები უნდა იქნას მხედველობაში მიღებული და არა მასწავლებლების მიერ დაწერილი. არც სასკოლო ნიშნები და არც სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა არაა ობიექტური და ცოტა მიჭირს წარმოდგენა როგორ უნდა მოხდეს ის, რომ სასკოლო შედეგები მისაღები გამოცდების დროს მხედველობაში იქნას მიღებული, თან ისე გამჭვირვალედ, რომ უსამართლობის შეგრძნება არავის დარჩეს. ამიტომ მგონია სასკოლო გამოცდები გამოსავალი, სადაც ბავშვების ცოდნა მარტო სამ კი არა, ყველა საგანში შემოწმდება“.
ამავე თემაზე:
„ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება“ – გიორგი ამილახვარის ანგარიშს პარლამენტში უსმენენ
მიმდინარე წლის 17 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიხსნა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“, რომელიც სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს ქართველ და უცხოელ ხელოვანებს და არაერთ საინტერესო მასტერკლასსა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს შესთავაზებს დაინტერესებულ საზოგადოებას. ფესტივალი „მაჩაბელი“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფესტივალის თანადამფინანსებელია გორის მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალი გახსნა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც ისაუბრა ფესტივალის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. ქართველ და უცხოელ ხელოვანებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. სტუმრებს ასევე მიესალმა საქართველოს პარლმანტის წევრი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც მიმოიხილა ფესტივალის დაარსების ისტორია და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით და შესაბამისად, ხელოვნების დარგების პოპულარიზაციის გზით მრავალფეროვანი გახდება საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება და გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა.
ფესტივალის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ნუნუ მიცკევიჩმა; შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბატონმა ლევან ხარაბაძემ; საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩეველმა, პროფესორმა იოსებ ჭუმბურიძემ; გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა დავით რაზმაძემ; გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ბერძნიშვილმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ; გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ქალბატონმა გვანცა მჭედლიშვილმა.
ფესტივალის გახსნის ოფიციალური ცერემონიის მსვლელობის დროს საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდაცვლილი ასოცირებული პროფესორის ი. ალიმბარაშვილის ხსოვნას.
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის მიმდინარეობისას პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ, ბატონ ლევან ხარაბაძესთან ერთად საზეიმოდ გახსნეს საგამოფენო სივრცე, სადაც პროექტის – “არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“ ფარგლებში აღმოჩენილი ნივთებია წარმოდგენილი. თითოეული არტეფაქტი ნაპოვნი, მიწიდან ამოღებული და გაწმენდილია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ და თარიღდება ძვ. წ. აღ. XXVIII-XXVI სს.
ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ მასტერკლასებს და სხვა აქტივობებს უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ხელოვანები.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩეველმა, პროფესორმა იოსებ ჭუმბურიძემ ისაუბრა ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ და ფესტივალის სტუმრებს გაუზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები.
იტალიელმა არქიტექტორმა, პროფესორმა დანილო ლისიმ გამართა მასტერკლასი “არქიტექტურა და ლანდშაპტური დიზაინი”, წარმოადგინა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში გამაჯვებული პროექტები და ისაუბრა მათი შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობაზე.
ფესტივალის პირველ დღეს ასევე წარმოდგენილი იყო რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის დოკუმენტური ფილმი “რობიკოს მასტერკლასი”.. ფილმმა აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა. ჩვენების შემდეგ მოეწყო განხილვა-დისკუსია.
ფესტივალის პირველ დღეს მუსიკალურად აფორმებდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზბენდი „კანუდოსი“ და ჩელისტი დეა ხეოშვილი. შესრულდა რამდენიმე კომპოზიცია ახალი მუსიკალური ალბომიდან.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო ფესტივალში ჩართული ხელოვანების რამდენიმე საგამოფენო სივრცე, მათ შორის გამოიფინა მიშო ვანიშვილის სახელობის სტუდენტთა ფოტოკონკურსის „ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისთვის“ მონაწილეთა ნამუშევრები, რომელთაგან გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია დაგეგმილია ფესტივალის მესამე დღეს, 19 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, ნიკო ლომოურის სახელობის სახლ-მუზეუმში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
ფინანსების საბაკალავრო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – II წელს;
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს.
სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 25 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
სამართლის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართალმცოდნეობის (სამართლის) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I სემესტრში;
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი; საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 40 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I-VI წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობა არის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ჩაბარება. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაადასტუროს ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნა (წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან ჩააბაროს გამოცდა უნივერსიტეტის ენების ცენტრში).
სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I-V წელს;
მედიცინის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII სემესტრებში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X სემესტრებში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I-IV წელს;
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს.
ყველა დეტალი იხილეთ ბმულზე
მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge 21 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
17 ივლისს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ფინანსური მართვის ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ილია ბოცვაძემ და „ფინანსური მართვის ჯგუფის“ დირქტორმა, დავით გოგოჭურმა მოაწერეს.
მემორანდუმი ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების დარგობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო პარტნიორობასა პერსპექტივებზე ისაუბრეს. მხარეთა შორის თანამშრომლობა “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებს დასაქმებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობას მისცემს.
„ფინანსური მართვის ჯგუფი“ მომხმარებლებს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნეს მოთხოვნებზეა მორგებული და მათ ფინანსურ, იურიდიულ და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას აერთიანებს.
მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართა, სადაც 15 არგუმენტი მოჰყავთ, თუ რატომ უნდა შეიცვალოს მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა და რა არსებითი ხარვეზებია მასში.
როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს, 18 ივლისს, საინიციატივო ჯგუფის წევრმა განუცხადა, ასეთი წერილით პედაგოგებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტს და ასევე სახალხო დამცველსაც.
წერილს ირაკლი კობახიძისადმი უცვლელად გთავაზობთ:
ბატონო ირაკლი,
მოგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 19 ივნისს გამოქვეყნებული ბრძანების, N 108/ნ „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“, თანახმად გამოქვეყნებულმა სახელფასო პოლიტიკამ მასწავლებელთა დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
სახელფასო პოლიტიკის თანახმად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საბაზო ხელფასის მატების კუთხით, საათის ღირებულების გაზრდით პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება გახდა მაღალი, რაც მისასალმებელია, თუმცა სახელფასო ანაზღაურების მატების პარალელურად შეიქმნა მთელი რიგი პრობლემები, როგორც ხელფასის მატების კუთხით, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და მიღწევების გაუფასურებით.
მასწავლებელთა საზოგადოება ფიქრობს, რომ სახელფასო ფორმულის შედგენაში მონაწილე პირებმა გარკვეული მიზეზების გამო ვერ გაითვალისწინეს ქართული სკოლების სპეციფიკა და ინდივიდუალური საჭიროებები. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ნიუანსები, რომლებიც ფორმულის ავტორებს გამორჩათ და მათი გათვალისწინება ვერ მოხერხდა იმ დროში, რომელშიც დაანონსებული იყო ახალი სახელფასო ფორმულის შემუშავება. პედაგოგთა კორპუსთან შეხვედრისა და დისკუსიისას გამოიკვეთა შემდეგი სახის პრობლემები:
1. მცირეკონტინგენტიან სკოლებში, საათების დეფიციტის ფონზე, მასწავლებელთა ანაზღაურების მატება უპრეცედენტო ვერ იქნება, რადგან სახელფასო ფორმულით ხელფასის გაზრდა მხოლოდ საათების რაოდენობას უკავშირდება;
2. დაწყებითი კლასის მასწავლებლებს, სახელმწიფოს მოთხოვნით, ჩაბარებული აქვთ კომბინირებული გამოცდა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ენას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას მოიცავს. ამ საათების კვირეული ჯამი კი 13-14 საათი გახლავთ. სკოლების უმტეს ნაწილში დაწყებითი კლასების მასწავლებლები მხოლოდ ამ საგნებს ასწავლიან, შესაბამისად, მათი სრული დატვირთვა აღნიშნული რაოდენობის საათებით განისაზღვრება. სწორედ ამ ფაქტორისა და დაწყებითი კლასების ურთულესი სპეციფიკის გათვალისწინებით, აბსოლუტურად მართებული იქნება მათთვის სრულ დატვირთვად განისაზღვროს 13 საათი და მიეცეთ სრული განაკვეთის შესაბამისი საათობრივი ანაზღაურება და დანამატები. სკოლების ნაწილში კი დაწყებითი კლასების პედაგოგები ასწავლიან სხვა საგნებსაც (მე და საზოგადოება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი ) შესაბამისი საგნობრივი სპეციალისტების დეფიციტის გამო, ან/და დირექციის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ ახალი წესით დაუანგარიშდეთ დაუდასტურებელი საგნები, უწევთ, დამატებით ჩააბარონ კიდევ რამდენიმე გამოცდა საათების შესავსებად.
3. დაწყებითი კლასების პედაგოგებს ახალი წესით დაანგარიშება არ შეეხოთ ჭადრაკის სწავლების შემთვევაშიც. ამ საგნის სწავლების უფლების მოსაპოვებლად მათ გაიარეს ტრენინგები და აიღეს საგნის სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატები. ამ საგანში არ ჩატარებულა გამოცდა (ისევე როგორც საგან მე და საზოგადოებაში) შესაბამისად, პედაგოგებიც ვერ დაადასტურებდნენ საგნობრივ კომპეტენციას. ახალი სახელფასო ფორმულით, მათ არ ეთვლებათ აღნიშნული საგანი დადასტურებულად და ხელფასი დაუდასტურებელი საათების ღირებულებით განისაზღვრა. პრობლემა საჭიროებს შესწავლას და სახელფასო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას.
4. არაქართულენოვანი სკოლებისთვის დაწყებითი საფეხურის კომბინირებული გამოცდა (მშობლიური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV)) არ არსებობს მათს მშობლიურ ენაზე. შესაბამისად, თუ არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს საგნის გამოცდის ჩაბარება და უფროსის სტატუსის მოპოვება უნდა, გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბაროს და არა იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლის (აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, სომხური ენა და ლიტერატურა…). სტატუსის მოსაპოვებლად ჩააბარო ის საგანი, რომელსაც არ ასწავლი, არამარტო რთულია, არამედ არალოგიკურიც და დისკრიმინაციულიც. შესაბამისად, არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლებს დაწყებითი საფეხურის კომბინირებული გამოცდის ჩაბარება და უფროსის სტატუსის მოპოვება არ შეუძლიათ და არც ხელფასი მოემატებათ ახალი სახელფასო ფორმულით, რაც, ვფიქრობთ, უსამართლობაა.
5. ასევე სავალალოა საბუნებისმეტყველო საგნებისა და მეორე უცხოური ენის პედაგოგთა ბედი, რადგან მცირეკონტინგენტიან სკოლებში მათი დატვირთვა ვერ აღწევს 15 საათამდე.
6. სტატუსის მიხედვით მასწავლებლები იყოფიან უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად. თითოეული სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგებმა დააკმაყოფილეს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, შესაბამისად, სახელმწიფომ აღიარა მათი საქმიანობა და მიანიჭა კვალიფიკაცია, რაც წახალისებული იყო შესაბამისი დანამატით. ახალმა სახელფასო ფორმულამ კი სამივე სტატუსის მქონე მასწავლებლები დააზარალა და მათ მიერ გაწეული შრომა ავტომატურად უგულებელყო, კერძოდ, უფროსი მასწავლებლის სტატუსი დანამატიანად აღარ ფიგურირებს დოკუმენტში. ფორმულის გათვალისწინებით, წამყვან-მენტორ მასწავლებელთა სტატუსის დანამატი მესამედამდე შემცირდა. მართალია, საბაზო ხელფასი გაიზარდა, თუმცა მატება დანამატის ხარჯზე მოხდა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თითქმის არ შეიცვალა. ან, თუ შეიცვალა, ამის საკომპენსაციოდ საჭირო გახდა ორი წლით 200 ლარიანი დანამატის გაცემა, რამაც მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთა უმეტეს ნაწილში გულისწყრომა და მოტივაციის დაცემა გამოიწვია.
7. გარდა მორალური ზიანისა, დაწყებითების, საბუნებისმეტყველო, მეორე უცხოური ენისა და სხვ. წამყვან-მენტორ მასწავლებლებს მატერიალური ზარალიც მიაყენა ახალმა სახელფასო ფორმულამ: თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის იანვარში მასწავლებლების ანაზღაურება 125 ლარით უნდა გაზრდილიყო (ხელზე ასაღები 100 ლარი), 2025 წლის იანვრამდე, ერთი წლის განმავლობაში, მასწავლებელს 1200 ლარი უნდა მომატებოდა. ახალი ფორმულით კი იანვრამდე 157X6=942 ლარს მიიღებენ. 2025 წლიდან ეს ზარალი მზარდია და ორი წლის შემდეგ საერთოდ გაუგებარია ანაზღაურების შემცირების პერსპექტივა.
8. ასევე მნიშვნელოვანია მოწვეული და მაძიებელი მასწავლებლების მდგომარეობის გათვალისწინება. სისტემაში მრავლად გვყავს 1 და 4 კრედიტიანი მასწავლებლები, რომელთაც სახელმწიფომ უფროსის სტატუსი მიანიჭა და სახელფასო მატება შეეხოთ, მაგრამ ასევე გვყავს საგნობრივ კომპეტენცია დადასტურებული პედაგოგები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ასევე მაღალმთიან რეგიონებში გვყავს პედაგოგები, რომლებმაც ვერ დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია, მაგრამ კადრების დეფიციტის გამო სკოლამ ვერ გაათავისუფლა ისინი და მოწვეული ან მაძიებელი პედაგოგის სტატუსით ატარებენ გაკვეთილებს. მოწვეულ და მაძიებელ პედაგოგებს ახალი სახელფასო ფორმულით საერთოდ არ ეხებათ საბაზო ანაზღაურების მატება. ეს იმ ფონზე, როცა გაიზარდა საათობრივი ანაზღაურება, ხოლო მოწვეული ან მაძიებელი პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილების საფასური ძველი ტარიფით განისაზღვრა, რაც პედაგოგის შრომას აუფასურებს. ვფიქრობთ, ეს მოცემულობა დისკრიმინაციულია.
9. სახელფასო ფორმულა არ ითვალისწინებს კლასის დამრიგებლის ხელფასის მატებას. კლასის დამრიგებლის პოზიცია საპასუხისმგებლო და შრომატევადია, შესაბამისად, ანაზღაურება არ შეესაბამება გაწეულ შრომას.
10. ახალი სახელფასო ფორმულით სპეც. მასწავლებლის ანაზღაურება დამოკიდებულია სსსმ მოსწავლეთა რაოდენობაზე და არ აღემატება 18 საათიანი დატვირთვის შესაბამის თანხას, კერძოდ, სპეც. მასწავლებელს, შესაძლოა, მოეთხოვოს კვირაში 25 საათიანი დატვირთვა, თუმცა მისი ანაზღაურება 18 საათიანი დატვირთვის შესაბამისია. მაგალითად, ამა თუ იმ საგნის მასწავლებლისთვის 25 საათიანი სამუშაო დატვირთვის ანაზღაურება 2350 ლარია, ხოლო ანალოგიური დატვირთვის მქონე სპეც. მასწავლებლის ხელფასი 1344-1790 ლარით განისაზღვრება.
11. ახალი სახელფასო დოკუმენტით დაზარალდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დასაქმებულნი არიან მცირეკონტინგენტიან სკოლებში. მცირეკონტინგენტიან სკოლებში კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებელი მხოლოდ 7-8 საათს ატარებს, საათობრივი სარგოს 210-240 ლარის 672-778 ლარამდე გაზრდა ვერ უზრუნველყოფს უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის დანამატის შემცირების კომპენსირებას.
12. ვინაიდან ფორმულით მასწავლებელთა სახელფასო ზრდა მიბმულია საათობრივ დატვირთვაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს: ა) მასწავლებელთა დაპირისპირება საათების გადანაწილების პროცესში; ბ) გაკვეთილების ხარისხის დაწევა, რაც გამოწვეული იქნება დიდი რაოდენობით საათობრივი დატვირთვით; გ) არაფორმალური განათლების უგულებელყოფა; დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სურვილის დაქვეითება; ე) პროფესიაში ახალი კადრების შემოდინების შეფერხება.
13. სახელფასო პოლიტიკით მე-15 საათის ღირებულება განისაზღვრება 206 ლარით, ხოლო 15 საათის შემდეგ იკლებს საათის ანაზღაურება. გაუგებარია, რას ეყრდნობა მე-15 საათის განსხვავებული ტარიფი ან შემდგომ კლება.
14. სამუშაო გამოცდილებისა და განათლების ხარისხის დანამატი 15 საათის შემთხვევაში სრული სახით გაიცემა და ნაკლების შემთხვევაში – პროპორციული წესით. გამოდის, რომ ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში ნებისმიერი გამოცდილება და ხარისხი ეჭვქვეშ დგება.
15. მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში 150 ლარით განისაზღვრება, ნაკლები საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში იკლებს პროპორციულად, რაც გაუმართლებელია.
ზემოთ განხილული პუნქტების გათვალისწინებით, მოვითხოვთ:
ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას;
ბ) უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფუნქციური დანამატი განისაზღვროს მათი შრომისა და მიღწეული კვალიფიკაციის შესაბამისად. აღდგეს სტატუსის დანამატის არსებული ოდენობა, რაც პედაგოგებისთვის არის პროფესიული კვალიფიკაციის თანამდებობრივი სარგო, შრომის დაფასება და თითოეული პედაგოგისთვის კარიერულ საფეხურზე წინსვლის მოტივაცია;
გ) საბაზო ხელფასის მატება შეეხოს მოწვეულ და მაძიებელ პედაგოგებს;
დ) დაწყებითი კლასების პედაგოგებს, რომელთაც მოეთხოვებოდათ მხოლოდ კომბინირებული გამოცდის (ქართულის, მათემატიკისა და ბუნების) ჩაბარება, საათობრივ ბადეში III-IV კლასებში მხოლოდ 13 საათი უფიქსირდებათ, ხოლო I-II კლასებში – 14 საათი. სამართლიანი იქნება აღნიშნული კატეგორიის მასწავლებელთა საბაზო ხელფასის 18 საათიანი დატვირთვის ღირებულებამდე გაზრდა;
ე) გაიზარდოს კლასის დამრიგებლის ანაზღაურება;
ვ) ახალ სახელფასო დოკუმენტში გათვალისწინებულ იქნას მცირესაათიანი საგნები: მოქალაქეობა, უცხოური ენები, კომპიუტერული ტექნოლოგიები;
ზ) მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლის პედაგოგთა თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, მიუხედავად საათობრივი დატვირთვისა, განისაზღვროს 150 ლარით.
მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პედაგოგების უმრავლესობის სახელით გთხოვთ, სასკოლო საზოგადოების ფართო ჩართულობით გადაიხედოს არსებული ბრძანება და შემუშავდეს ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პედაგოგის შრომითი უფლებების დაცვას, მიღწეული პედაგოგიური კვალიფიკაციის, უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის სათანადოდ დაფასებას და სქემით განსაზღვრული დანამატის აღდგენას, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ ანაზღაურებასთან. იმედი გვაქვს, გულისხმიერად მოეკიდებით ჩვენს თხოვნას.
პატივისცემით, საქართველოს მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფის წევრები:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024 წელს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების 5 პროექტის მონაწილეა.
აღნიშნული პროექტების მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის, ინოვაციებისა და უმაღლეს განათლებაში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გზით უმაღლესი განათლების სფეროში ჩართული ინსტიტუციების გაძლიერება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, დღეს, 18 ივლისს, გამოქვეყნდა 2024-2025 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
იხილეთ ე.წ. უფასო ფაკულტეტები უნივერსიტეტების მიხედვით
ასევე იხილეთ 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები.
2024-2025 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქართული ფილოლოგია
ისტორია
არქეოლოგია
ფილოსოფია
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა
მათემატიკა
ფიზიკა
ქიმია
ბიოლოგია
ეკონომიკა
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მშენებლობა
ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
არქიტექტურა
მათემატიკა
საინჟინრო ფიზიკა
აგრარული ტექნოლოგიები
სასურსათო ტექნოლოგია
სატყეო საქმე
აგროინჟინერია
მეცხოველეობა
აგრონომია
ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია
ქიმია
მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია
სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია
სამთო და გეოინჟინერია
საინჟინრო გეოდეზია
გეოლოგია
საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა
მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი
ბიოსამედიცინო ინჟინერია
მეტალურგია
მასალათმცოდნეობა
მევენახეობა და ენოლოგია
მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი
მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა
ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა
მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება
ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია
გარემოსდაცვითი ინჟინერია
ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ტრანსპორტი
ლოგისტიკა
საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
სამოქალაქო ინჟინერია
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა
მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)
ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქართული ენა და ლიტერატურა
არქეოლოგია
ისტორია
მათემატიკა
ბიოლოგია
ეკონომიკა
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი განათლება)
ელექტრული ინჟინერია
მშენებლობა
აგრონომია
სასურსათო პროდუქტთა ტექნოლოგია და ექსპერტიზა
ტექნიკური სისტემები და ტექნოლოგიები აგრობიზნესში
საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა
გერმანული ენა და ლიტერატურა
ფრანგული ენა და ლიტერატურა
ქიმია
ეკოლოგია
გეოგრაფია
გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგიები)
სატრანსპორტო საშუალებების სერვისი და ექსპერტიზა
საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვა და ტექნიკური ექსპერტიზა
გამოყენებითი დიზაინი
ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები
გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია
სკოლამდელი განათლება
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ისტორია
ქართული ფილოლოგია
ინგლისური ფილოლოგია
დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
ეკონომიკა
ინფორმაციული ტექნოლოგიები
აგრონომია
ეკოლოგია
საჯარო მმართველობა
ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
ისტორია
ქართული ფილოლოგია
ბიოლოგია
სასურსათო ტექნოლოგია
აგრონომია
ეკონომიკა
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკა
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
მშენებლობა
აგრარული ტექნოლოგიები
ქართული ფილოლოგია
ისტორია
ბიოლოგია
ქიმია
ფიზიკა
მათემატიკა
სკოლამდელი განათლება
არქეოლოგია
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მათემატიკა
ქიმია
ბიოლოგია
ფიზიკა
ქართული ფილოლოგია
არქეოლოგია
ისტორია
აფხაზური ფილოლოგია
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
ეკონომიკა
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ისტორია
ქართული ფილოლოგია
ინგლისური ფილოლოგია
საჯარო მმართველობა
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
სკოლამდელი განათლება
ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა
სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქართული ფილოლოგია
ინგლისური ფილოლოგია
ისტორია
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
ბიოლოგია
ეკონომიკა
საჯარო მმართველობა
ინფორმატიკა