Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14566 articles
Browse latest View live

აწსუ-ის სტუდენტები სოციალური აქციის ფარგლებში ქუთაისში ხანდაზმულთა პანსიონატს ეწვივნენ

$
0
0

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტთა ჯგუფი (მათ შორის უნივერსიტეტის ექვთიმე თაყაიშვილის საისტორიო საზოგადოების წევრი სტუდენტები) სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილ ღონისძიებათა ფარგლებში იმყოფებოდნენ ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში.

სოციალური აქციის ფარგლებში პანსიონატის ბენეფიციარებს სტუდენტებმა გადასცეს კვების პროდუქტები და პირადი მოხმარების სხვადასხვა საშუალებები. სტუდენტებს პანსიონატის დირექტორმა, მალხაზ ბადირეიშვილმა უმასპინძლა და ბენეფიციარებთან შეახვედრა.

სოციალური აქცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა კირთაძეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო. მსგავსი აქტივობები მომავალ თაობას უყალიბებს, უძლიერებს მზრუნველობის გრძნობას, რაც ხელს უწყობს განხდნენ სამაგალითო მოქალაქეები.


2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

$
0
0

2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 18 ივლისს, 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა.

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრირებული 10 000-ზე მეტი აპლიკანტიდან გამოცდაზე გამოცხადდა გამოსაცდელთა 80%.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

„ყურადღებით წაიკითხეთ თანმხლები მითითებები“ –  გამოცდისწინა რჩევები აბიტურიენტებს ბიოლოგიის სპეციალისტისგან

$
0
0

“სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ბიოლოგია 2024 წლის აბიტურიენტების არჩევანში მესამე ადგილზეა და 4 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების მსურველები ბიოლოგიას ძირითად საგნად აბარებენ”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ბიოლოგი და ამავე საგნის პედაგოგი, თინათინ ლაღიძე და ბიოლოგიის ტესტირებაზე გამსვლელ აბიტურიენტებს წინასაგამოცდო გაფრთხილებებს აძლევს.

წელს ბიოლოგიის საგნის ტესტში ცვლილებები არ შესულა, ტესტირება კი 19 ივლისს, შუადღის სესიაზე ტარდება.

წინასაგამოცდო გაფრთხილება, მათთვის ვინც ბიოლოგიის გამოცდას წერს:

“ყველაზე მნიშნელოვანია სიმშვიდე და კონცენტრირება იმ ცოდნაზე, რომელიც აბიტურიენტმა დააგროვა საგნის სწავლის დროს. რადგან წელს გამოცდა შუადღის სესიად არის, აბიტურიენტებს ვურჩევდი წინა საღამოს და დილას მშვიდად გამოძინებას, ზომიერად, რა თქმა უნდა. ეს დაეხმარება მათ უკეთ აზროვნებაში.

ყურადღებით წაიკითხეთ თანმხლები მითითებები, ანუ ის, თუ რას გაფრთხილებენ, ეს დავალების პირობის ბლოკშია მითითებული.

მნიშნელოვანია დროის მენეჯმენტი გამოცდის წერის დროს, რადგან შედარებით რთული საკითხები (ღია კითხვები/ამოცანები) ტესტის მეორე ნაწილშია, ნუ მოიტოვებენ მცირე დროს აღნიშნული სავარჯიშოების შესასრულებლად.

“მთავარი და მნიშნელოვანი საკითხია პირობის კარგად და გააზრებულად წაკითხვა, გამუქებული სიტყვებისა თუ წინადადებების დაკვირვება და სიღრმისეულად გაგება. უმნიშვნელოვანესია საკუთარი თავის რწმენა, აბიტურიენტებს ვურჩევდი, არცერთ შემთხვევაში არ იფიქრონ ნეგატიურად, აუცილებლად უნდა სჯეროდეთ, რომ შეძლებენ მიზნის მიღწევას, დადებითი განწყობა ეხმარება ადამიანს საკითხზე ფოკუსირდეს და არ დაიბნეს”, – გვიხსნის სპეციალისტი.

2024 წლის ბიოლოგიის ტესტი 70-ქულიანია. შედგება 40 დახურული ტიპის დავალებისა და ღია დავალებებისაგან. ღია დავალებებში აბიტურიენტს შეუძლია 30 ქულის დაგროვება. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

გამოქვეყნდა 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ხელოვნებაში

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 19 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი გამოაქვეყნა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

იხილეთ გამოყენებული ტესტი:

2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

რაც შეეხება ხელოვნების გამოცდის სწორ პასუხებს/შეფასების სქემებს, გამოცდების პირველად შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს, სამოქალაქო განათლების გამოცდით გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაფრთხილება მათ, ვინც ე.წ. უფასო ფაკულტეტზე სწავლას გეგმავს –განათლების სამინისტროს განმარტება

$
0
0

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა გუშინ გამოქვეყნდა და დღეს, 19 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განმარტა, რომ ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემდეგ, მომდევნო წლების სწავლის დაფინანსება სტუდენტს კონკრეტული დათქმის შემთხვევაში მიეცემა:

“2024-2025 წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი მომდევნო სასწავლო წლებში ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წინა სასწავლო წელს ათვისებული ექნება აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული არანაკლებ 45 კრედიტი. ბოლო სასწავლო წელს სტუდენტი ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით იმ შემთხვევაში, თუ ათვისებული ექნება ბაკალავრიატში არანაკლებ 180 კრედიტი, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე – არანაკლებ 240 კრედიტი”, – აცხადებენ გიორგი ამილახვარის უწყებაში.

სტუდენტის სწავლა ე.წ. უფასო ფაკულტეტზე კონკრეტული დათქმით დაფინანსდება – რა ცვლილებებს აანონსებს განათლების სამინისტრო

ცნობისთვის, საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის უნდა მიმართოთ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ამავე თემაზე:

გამოქვეყნდა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო – ე.წ. უფასო ფაკულტეტები 2024-2025

საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება

$
0
0

მიმდინარე წლის 18 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“.

მეორე დღის ღონისძიებები გახსნა გორის მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთან არსებულმა ანსამბლმა „გორი“. ქორეოგრაფი გიორგი საძაგლიშვილი, ანსამბლის ხელმძღვანელი – დავით დარბაიძე.

პირველ მასტერკლასს უძღვებოდა პოლონელი ხელოვანი, თეატრმცოდნე, რეჟისორი იაროსლავ სიეკოვსკი, თემით „ხელოვნება, რომელიც კვეთს საზღვრებს“. ბატონ იაროსლავს განხორციელებული აქვს პროექტები პოლონეთში, კუბაში, ლიბანში, პალესტინაში, ირლანდიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უკრაინაში, თურქეთში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, საქართველოსა და გერმანიაში. დღევანდელ პრეზენტაციაზე ისაუბრა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ. შთამბეჭდავია მისი საერთაშორისო ჯილდოები: Fringe First, Critics Award, Hamada Award, Herald Archangel at Edinburgh Fringe Festival. ასევე, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის მედალი “Gloria Artis”.

ფესტივალის შემდეგი მონაწილე გახლდათ მანუჩარ ბენდელიანი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, მისი გამოსვლის თემა იყო – წარსული, როგორც ვიზუალური გამოცდილება. ბატონმა მანუჩარმა აუდიტორიას გააცნო საკუთარი შემოქმედება და ისაუბრა ინსპირანციებისა და ტექნიკის შესახებ, რომელიც მის შემოქმედებას თვითმყოფადობას სძენს. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

ფესტივალის მეორე დღის დასასრულს წარმოდგენილი იყო ქართველი რეჟისორის, მსახიობისა და ნოველისტის მერაბ ჩხაიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ჟუბიეს ერთი დღე”. ემოციური ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორმა ისაუბრა ფილმის შექმნის ისტორიისა და მთავრი როლის შემსრულებლის შესახებ.

დღის ბოლოს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა შეაჯამა ფესტივალის მეორე დღე და მონაწილეებს გადასცა სამსახსოვრო საჩუქრები.

GRUNI-სა და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კონფერენცია გაიმართება

$
0
0

2024 წლის 5 – 10 აგვისტოს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვევიან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, 9-10 აგვისტოს კი ბათუმში გაიმართება პირველი ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია “ღვინის დივერსიფიკაცია და გლობალური ექსპორტი”.

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონფერენცია ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება უფასო. კონფერენციის ფარგლებში მიღებული სტატიები კი, შერჩევისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, გამოქვეყნდება გრუნის ყოველწლიურ, რეფერირებად ჟურნალში – „აკადემიური მაცნე”.

სამუშაო ენა – ინგლისური

კონფერენციის აბსტრაქტის წარმოსადგენად, 25 ივლისის ჩათვლით, აღნიშნულ ბმულზე საჭიროა რეგისტრაცია და აბსტრაქტის ატვირთვა – სარეგისტრაციო ბმული

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ: (პოსტერზე გადასვლა)

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (აშშ) და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2024 წლის თებერვალში გაფორმდა და მიზნად ისახავს კვლევითი პროექტების განხორციელებას.


„გარემოს გადარჩენით ადამიანების ჯანმრთელობას ვიცავთ“ –რას ამბობს აბიტურიენტი, რომელმაც ექიმობას ეკოლოგობა არჩია

$
0
0

“ბიოლოგია ძირითად მესამე საგნად ჩავაბარე, ეკოლოგიაზე ვაბარებ. ბევრი ფიქრობს, რომ არ არის ბიჭის პროფესია, მაგრამ ეს სტერეოტიპია, ბიჭებს ვურჩევ, აირჩიონ ის პრიფესია, რომელიც თავად სურთ”, – უთხრა 19 ივლისს EDU.ARIS.GE-ს აბიტურიენტმა, ნიკოლოზ ლომთათიძემ, ბიოლოგიის გამოცდის დასრულების შემდეგ.

ნიკოლოზი გვიყვება, რომ წლევანდელი ტესტით იმ აბიტურიენტებს უფრო გაუმართლათ, რომლებიც სამედიცინო მიმართულებას არ ირჩევენ. თუ რატომ ფიქრობს ასე, დეტალურად გვიხსნის:

“ანატომია არის ტესტის ერთ-ერთი და მთავარი თემა, კითხვები ამ თემიდან ძალიან მცირე იყო. სისხლსა და ფილტვებზე კითხვები არ ყოფილა, ციტოლოგიიდან იყო კითხვები, შარშანდელისგან განსხვავებით, უფრო მეტი კითხვა იყო გენეტიკიდან, გენეტიკა კი შედარებით მარტივი საკითხია და ყველას უნდა შეხვდეს, განსხვავებით ანატომიისგან. მოკლედ, არასამედიცინო მიმართულების ბავშვებს გაგვიმართლა”, – ამბობს ნიკოლოზი.

თუ რატომ გადაწყვიტა ეკოლოგიის არჩევა, 2024 წლის აბიტურიენტს ასეთი არგუმენტი აქვს:

“ჩვენს ქვეყანაში უამრავი ეკოლოგიური პრობლემაა, ყველგან, საქართველოს ყველა რეგიონში და, შესაბამისად, ეს გახდა ჩემი მთავარი მოტივაცია, რის გამოც ეკოლოგია ავირჩიე და არა, მაგალითად, სამედიცინო მიმართულება. ეკოლოგები გარემოს ვარჩენთ, ექიმის პროფესიას ეს ძალიან ჰგავს და არანაკლებ მნიშვნელივანი მგონია. მეც, ექიმების მსგავსად, მინდა, ჩემს ქვეყანაზე ვიზრუნო და ჩემი ხალხის ჯანმრთელობაზე. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, გარემოს გადარჩენით ადამიანების ჯანმრთელობას ვიცავთ”, – გვითხრა მომავალმა ეკოლოგმა.

ბიოლოგიის გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების ინფორმაციით, მათ დღეს შავი ფურცლები იმაზე მეტი გამოიყენეს, ვიდრე ნებისმიერ გამოცდაზე, მიზეზად კი გვიხსნიან, რომ ამ საგანს მომავალი ექიმები და გარემოს დამცველები აბარებენ და მათ არ უნდოდათ დაეშვათ შეცდომები, ისინი ხომ მომავალში საპასუხისმგებლო პროფესიების წარმომადგენლები იქნებიან.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

არის საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლება წარმატებით დასაქმების გარანტია? –რას ფიქრობენ მაგისტრობის მსურველები

$
0
0

„ვფიქრობ, ცოტა არეულია სიტუაცია და ძალიან, ძალიან ბევრი შრომა მოგიწევს, რომ ნორმალურ პირობებში, ნორმალური ანაზღაურება გქონდეს, თუმცა კვალიფიკაცია აუცილებელია“, – გვითხრა 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილე ნინო მიქელაძემ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მიღებული უმაღლესი განათლების შემდეგ წარმატებით დასაქმების შესაძლებლობებსა და კვალიფიკაციის მნიშვნელობაზე ვკითხეთ.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები EDU.ARIS.GE-სთან ჰყვებიან, რომ ქვეყანაში სამსახურის მოძიება კვლავ გამოწვევად რჩება და უმაღლესი განათლების მიღება სამსახურის დაწყების გარანტი არ არის.

„არანაირად არ ვთვლი, რომ საქართველოში მიღებული განათლება კარგად დასაქმების გარანტიას იძლევა. ჩემი პირადი გამოცდილებით, არც ერთ სამსახურში დიპლომი არ მოუთხოვიათ, სადაც ვიყავი და დიდად ყურადღებაც არ გაუმახვილებიათ სად და როგორ დავამთავრე უნივერსიტეტი“, – ამბობს ნესტორ წითლიძე.

გამოცდიდან გამოსული ალექსანდრე თვალავაძე კი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება:

„ჩემი აზრით, გარანტია არც ერთ ქვეყანაში არ არის, მაგრამ საქართველოში, ჩემი და ჩემ გარშემო მყოფების გამოცდილებიდან, ალბათ, ყველაზე ნაკლებად. ვინც რა განხრით დაამთავრა, ისეთი ერთ-ორი ადამიანი თუ ვიცი, საკუთარი პროფესიით რომ დასაქმებულა. ყველა დანარჩენი თავისი, დამოუკიდებლად მიღებული ცოდნით დასაქმდა, ზოგი საერთოდ სხვა სფეროში წავიდა, მათ შორის მეც. ზოგს ურჩევნია, რომ ის საქმე აკეთოს, რაც უყვარს და დაბალი ხელფასი ჰქონდეს, ზოგს ურჩევნია, რომ მაღალი ხელფასი ჰქონდეს და ნაკლებად სასურველი საქმე აკეთოს. პირადად ჩემთვის კარგად დასაქმებაა მნიშვნელოვანი, ვიდრე კონკრეტულ საქმეში კვალიფიკაცია“.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე კვალიფიკაცია უფრო მნიშვნელოვანია თუ წარმატებულად დასაქმება, ტესტირებიდან გამოსული ქეთევან ესაკია გვპასუხობს:

„ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, სხვა რაღაცები წამოვიდა წინა პლანზე. მაგალითად, პროგრამისტებს საერთოდ არ სჭირდებათ, უმაღლესი განათლება ჰქონდეთ იმისთვის, რომ თავიანთი საქმე კარგად აკეთონ. ამიტომ, არ მგონია, რომ უმაღლესი განათლება იმის საფუძველი იქნება, რომ აპრიორი წარმატებულად დასაქმდები, კარგ სამსახურს იშოვო, ან ის კვალიფიკაცია გაქვს, რასაც რეალურად მოითხოვს შენი საქმიანობა“.

მომავალი მაგისტრების თქმით, განათლება, რომელსაც დღეს საქართველოს უნივერსიტეტების დიდ უმრავლესობაში იღებ, არ არის საკმარისი და კარგად დასაქმებისთვის დამატებითი უნარების გამომუშავება გჭირდება.

„ბევრ უნივერსიტეტში არ არის კურსები, სწავლის პარალელურად. ზოგ უნივერსიტეტში საჭიროა სტაჟირების გავლა, შემდეგ კი დაგასაქმებენ, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ადგილასაა. მაგალითად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რიცხოვნობის გამო, მსგავსი პრაქტიკა იშვიათია. დიდი კონკურენცია და შედარებით პატარა შესაძლებლობებია“, – გვიხსნის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილე აბიტურიენტების ნაწილი კი განსხვავებულად ფიქრობს და გვიმტკიცებს, რომ საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლებით სასურველი სამსახურის მოძებნა და დასაქმება არც ისე რთულია. ამისთვის მთავარია, რომ უნივერსიტეტში კარგად სწავლობდე:

„ზოგადად, თუ განათლების მიღება გინდა, ნებისმიერ ადგილას მიიღებ. მე განათლება საქართველოში მივიღე, ჩემი განათლებით უკვე დავსაქმდი და ვინც უნივერსიტეტში კარგად სწავლობს, ვერავინ შემედავება იმაზე, რომ ვერ შოულობს კარგ სამსახურს. საქართველო გაძლევს ისეთ განათლებას, რომელიც აქ გასაქმებს“, – ამბობს მარიამ ქიტიაშვილი.

გიორგი იშხნელი: „ვფიქრობ, რომ თუ გინდა რამე წარმატებას მიაღწიო, ამას საქართველოშიც შეძლებ. საკმარისი განათლების მიღება შემდგომში შენი კარიერული წინსვლის წინაპირობა იქნება. განათლებას მომავალში ამყარებს პრაქტიკა და ჩემი აზრით, პრაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია კარგად დასაქმებისთვის, მაგრამ ბაზისი უნდა ჰქონდეს ადამიანს სამომავლო განვითარებისთვის“.

მომავალი მაგისტრი ნინი გოცირიძე გვეუბნება, რომ საქართველოში მიღებული განათლება საკმარისია, თუმცა ფიქრობს, რომ უმჯობესია, განათლება უცხოეთშიც გვქონდეს მიღებული:
„აქ დასაქმება მაინც რთულია, თუმცა გააჩნია უნივერსიტეტსაც. კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის, ალბათ, უფრო მარტივია დასაქმება, ვიდრე მათთვის, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტი დაასრულა.

თქვენ რას ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია: კვალიფიკაცია თუ წარმატებულად დასაქმება და რატომ?

ასევე იხილეთ:

კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირება დარიცხული 500 ლარი იქნება – რას ამბობს განათლების მინისტრი

ავტორები: მარიამ ბარამიძე, EDU.ARIS.GE

„დედაჩემს თუ გადავურჩები, გეტყვით“ –როცა საგამოცდო ცენტრი ეს წუთია დატოვე

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 დასასრულისკენ მიდის და აბიტურიენტებშიც ნერვიულობამ იკლო, თუმცა გამოცდების დღეებში, ტესტირებიდან გამოსვლისას დანახული მათი აღელვებული სახეები, გულშემატკივრებთან ერთად, ჟურნალისტებსაც გვაფორიაქებდა. ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე, ხშირად, ღიმილისმომგვრელ პასუხებსაც ვიღებდით და დღეს მათი თქვენთვის გაზიარება გადავწყვიტეთ:

მუხიანის 175- ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან ახლადგამოსული აბიტურიენტების დიალოგი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტთან :

სიტუაცია 1

– ჟურნალისტი: თქვენ არაპროგრამულიდან ხომ არ წერეთ ინანიშვილის მოთხრობაზე – “ფიროსმანი”?

– აბიტურიენტი:  არა, ფიროსმანის მოთხრობა ვწერე, ინანიშვილზე.

სიტუაცია 2

– ჟურნალისტი: რომელი მხატვრული სტილი იყო გამოყენებული პროგრამულ ტექსტში?

– აბიტურიენტი, რომელმაც მშობლიურ ენაში წერა გამოცდა: – და უნდა ყოფილიყო გამოყენებული?

სიტუაცია 3

– ჟურნალისტი: რაიმე დისკომფორტი ხომ არ გიგრძვნიათ გამოცდის წერის პროცესში?

– აბიტურიენტი: სკამი მიჭერდა ცოტა, სხვა ისეთი არაფერი (იცინის);

სიტუაცია 4

– ჟურნალისტი: ამერიკის შექმნის შესახებ ან მისი ისტორიიდან იყო კითხვები?

– აბიტურიენტი, რომელმაც ისტორიის გამოცდა წერა: – პოლიტიკური შეკითხვაა, ვერ ვუპასუხებ (სერიოზული სახით);

სიტუაცია 5

– ჟურნალისტი: შერჩეული გაქვთ რომელ უნივერსიტეტში აბარებთ?

– აბიტურიენტი, რომელმაც უცხო ენის გამოცდა დაწყებიდან, 20 წუთის შემდეგ დატოვა: ახლა დედაჩემს თუ გადავურჩები, გეტყვით;

სიტუაცია 6

– ჟურნალისტი: როგორი ბედნიერი სახით გამოხვედით, ეტყობა კარგად წერეთ, ხომ?

– აბიტურიენტი: არა, შეყვარებული უნდა ვნახო;

სიტუაცია 7

– ჟურნალისტი: როგორ შეაფასებდით, მარტივი ტესტი იყო, საშუალო თუ რთული?

– აბიტურიენტი, რომელიც ფიქრობს, შედეგის გასაჩივრება მომიწევსო: სრულყოფილი, ასე გადაეცით NAEC-ს და ჩემი სახელიც მიაწერეთ რა, გთხოვთ.

ყველას წარმატებები ბავშვებო!

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

„პირველ კითხვაში მოკლედ დაასახელეთ ილუსტრაციის მთავარი სათქმელი“ –სპეციალისტის დახმარება მათთვის, ვინც სამოქალაქო განათლების გამოცდას წერს

$
0
0

“სამოქალაქო განათლება წელს 2 600-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს არჩეული. ბევრი აბიტურიენტი მეოთხე, დამატებით საგნად აბარებს. სხვა საგნებისგან განსხვავებით, სამოქალაქო განათლების საგამოცდო ტესტს აქვს გარკვეული სპეციფიკა და თუ მაღალი ქულის მიღება გსურთ, მაშინ ეს უნდა გაითვალისწინოთ”, – უხსნის EDU.ARIS.GE-ს სამოქალაქო განათლების ტრენერი და მენტორი მასწავლებელი, მერი ბეჟუაშვილი და იმ აბიტურიენტებს, რომლებიც დღეს ამ საგანში აბარებენ გამოცდას, გასათვალისწინებელ გაფრთხილებებს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ წელს სამოქალაქო განათლების საგნის ტესტში ცვლილებები არ შესულა, გამოცდა ერთ (შუადღის) სესიად, 22 ივლისს ტარდება.

სპეციალისტი მოგვითხრობს, რომ სხვა საგამოცდო ტესტებისგან განსხვავებით, სამოქალაქო განათლების ტესტი განსაკუთრებულად ამოწმებს იმას, თუ რა თეორიული ცოდნა აქვს გამოსაცდელს და, შესაბამისად, ტესტში მოცემული დავალებები აბიტურიენტისგან, არა პირადი გამოცდილებების, არამედ კონკრეტული ფაქტებისა და მოვლენების გახსენებასა და ანალიზს ითხოვს. ჩვენი რესპონდენტი აბიტურიენტებს გაფრთხილებებს იმ მაღალქულიან დავალებებზე აძლევს, რომელთა სწორად შესრულებაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გაფრთხილება წაკითხული ტექსტის რედაქტირების დავალებისთვის:

1. ტექსტის რედაქტირების დროს, პასუხების ფურცელზე უნდა გადაიტანოთ მხოლოდ ნაპოვნი შეცდომა მის გასწორებულ ვარიანტთან ერთად და არა მთელი წინადადება. შეცდომათა არასწორი თანმიმდევრობა გავლენას არ მოახდენს შეფასებაზე;

2. არ შეგეშინდეთ ტექსტის და შეხვდით იმ განწყობით, რომ მასში შეცდომების პოვნა არ ითხოვს იმაზე მეტს, რაც თქვენს შესაძლებლობებს სცილდება. ამიტომ, ისარგებლეთ საკუთარი ცოდნის მაქსიმუმით და ენდეთ თქვენს ლოგიკას.

რჩევები სასკოლო პროექტის დავალების სწორად შესრულებისთვის:

1. სასკოლო პროექტის მონახაზის შედგენის დროს, შეეცადეთ ამოცანებისა და განხორციელების გზების სწორ ფორმულირებას. მაგალითად, ერიდეთ ასეთ წინადადებებს – დავრგავთ ან დავრგოთ ხეები, ჩავატარებთ ან ჩავატაროთ ტრენინგი. წერეთ ასე: ხეების დარგვა, ტრენინგის ჩატარება, ფილმის ჩვენება, ნახატების, კომიქსების ან პოსტერების შექმნა და ა.შ;

2. კარგად წაიკითხეთ პროექტის აღწერა და დასახული მიზანი, რომელიც დაგეხმარებათ იმ 2 კონკრეტული მიმართულების დაწერაში, რომელიც ამოცანაა. ამოცანები მიზნის მიღწევის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. ფაქტობრივად, მიზანი უნდა დაიშალოს ორ ნაწილად, განხორციელებული აქტივობები, კი უნდა ემსახურებოდეს ამოცანის შესრულებას;

3. წარმოიდგინეთ თავი ამ პროექტის საინიციატივო ჯგუფში და ეს უფრო გაგიმარტივებთ მსჯელობას.

გაფრთხილებები არგუმენტირებული მსჯელობის დავალებისთვის:

1. ამ დავალების შესრულებისას წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ თავს ედებატებით, რადგან აქ არ გყავთ მეორე მხარე, ამიტომ ხართ როგორც მომხრის, ისე მოწინააღმდეგის როლში და მოგიწევთ ისეთი არგუმენტის მოყვანა, რომელსაც ზოგჯერ შინაგანად არ ეთანხმებით;

2. გაითვალისწინეთ, თითოეული არგუმენტი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი აზრის მატარებელი. მაგალითად, მსჯელობა უნდა მოიცავდეს მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც გარკვეული პოზიციის დასაბუთებაა შესაძლებელი;

3. ეცადეთ, არგუმენტების შინაარსი არ იყოს ერთნაირი აზრის მატარებელი და მოკლებული არგუმენტაციის უნარს. არგუმენტი უნდა იყოს რაციონალური, კონკრეტული, მყარი და საფუძვლიანი;

4. სადისკუსიო თემის/რეზოლუციის მომხრე არგუმენტს იწყებთ: „მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ …“ რეზოლუციის საწინააღმდეგო არგუმენტს: „მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ…

რჩევები ილუსტრაციების შესახებ:

1. ამ დავალებას ახლავს 3 კითხვა, რომელიც ითვალისწინებს ილუსტრაციის სინთეზს. ილუსტრაციაზე ასახული მოვლენა/პრობლემა უნდა განიხილოთ მიზეზ-შედეგობრივ ჭრილში. თქვენ, ფაქტობრივად, გამადიდებელი შუშის ქვეშ დებთ მოცემულ პრობლემას და აფიქსირებთ სწორ ხედვას, ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ილუსტრაციის სწორად ამოცნობა-აღწერა;

3. გადახედეთ ილუსტრაციას, დააკვირდით მასზე დატანილ ყველა ელემენტს;

4. გახსოვდეთ! ილუსტრაციაზე ერთი წერტილიც კი არ არის შემთხვევით დატანილი.

5. დაკვირვების საფუძველზე შეიქმენით თქვენეული, დამოუკიდებელი წარმოდგენა, ჯერ კითხვების გარეშე. წარმოდგენების შექმნა ერთი ორად ზრდის დავალების სწორად შესრულების შანსებს;

6. ყურადღებით გაეცანით კითხვებს. პირველ კითხვაში მოკლედ ვასახელებთ ილუსტრაციის მთავარ სათქმელს. მაგალითად, ილუსტრაციაზე გამოსახულია კორუფცია ან ბავშვთა შრომა, მიკერძოებული სასამართლო სისტემა და ა.შ

7. მეორე და მესამე კითხვა ითხოვს მოცემული მოვლენის სრულ სურათს: გამომწვევ მიზეზებს, შედეგებს და ხშირად მოგვარების გზებსაც. ამიტომ, დავალების შესრულების დროს დაამყარეთ ლოგიკური კავშირები. პასუხები უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული.

მითითებები რუკის ანალიზისთვის:

1. რუკა, ისევე როგორც ილუსტრაცია, სხვადასხვა ტიპისაა. აუცილებელია, დავადგინოთ რუკის ტიპი და შემდეგ დავიწყოთ კითხვებზე პასუხის გაცემა.

2. რუკის ანალიზი ითხოვს ქვეყნების ტიპოლოგიის გარჩევას სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით: გეოგრაფიული მდებარეობით, დემოკრატიის ხარისხით, მოსახლეობის რაოდენობით, სახელმწიფო წყობით, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობის, სოციალური-ეკონომიკური განვითარების დონით და ა.შ. მონაცემები რუკაზე დატანილია საერთაშორისო კვლევების შედეგად, საერთაშორისო ინდექსების მიხედვით;

3. რუკის ანალიზის დროს, ყურადღება მიაქციეთ რუკაზე დატანილ ლეგენდას, რომლის დახმარებით რუკის შინაარსის წაკითხვაა შესაძლებელი;

4. რუკის ლეგენდა მოცემული ინდექსის მიხედვით, ქვეყნების რანჟირების საუკეთესო საშუალებაა, კითხვებზე პასუხების 80% მოცემულია თავად რუკაზე. ასე რომ, აუცილებელია რუკა მაქსიმალურად კარგად შევისწავლოთ;

5. ხშირ შემთხვევაში, კითხვები ლოგიკურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და შესაძლებელია, რომ მეორე კითხვის პასუხით, პირველს მიხვდეთ. ან მესამე კითხვის პასუხით – მეორეს და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის სამოქალაქო განათლების საგამოცდო ტესტი 60-ქულიანია. ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი და 10 წუთი. აბიტურიენტს კი ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

გრუნის ასოცირებული პროფესორის, გოჩა ოჩიგავას სამეცნიერო სტატია გერმანულ გამოცემაში გამოქვეყნდა

$
0
0

გერმანულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში – DIZZW №84/2024, გამოქვეყნდა გრუნის ასოცირებული პროფესორის- გოჩა ოჩიგავას, სამეცნიერო სტატია – „მალტა – სამართლებრივ ჭრილში (მალტა, როგორც კარგი მაგალითი საქართველოსთვის)“.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს მალტის კონსტიტუციურ საფუძვლებზე და ევროკავშირის ამ ყველაზე პატარა ქვეყნის მმართველობის ფორმებზე. სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მალტისა და საქართველოს საერთო ინტერესებსა და თანამშრომლობის ფორმებს. ავტორი, ასევე, საუბრობს საქართველოს ევროინტეგრაციის, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ევროპული სამართლის სწავლების, ამ მიმართულებით სპეციალური სასწავლო კურსების, ტრენინგების ჩატარების, ახალი კავშირების დამყარების მნიშვნელობის შესახებ და მოჰყავს გრუნის წარმატებული მაგალითი.

სტატიის გასაცნობად – ეწვიეთ ბმულს.

CIU-ს ახალი სადოქტორო პროგრამა –მევენახეობა და მეღვინეობა აკრედიტებულია

$
0
0

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალ სადოქტორო პროგრამას – „მევენახეობა და მეღვინეობა“ – აკრედიტაცია მიენიჭა.

უნივერსიტეტის მიერ 19 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამა პირველია და ერთადერთი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.

„მევენახეობა და მეღვინეობის“ სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები არიან – ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი – ოლანი გოცირიძე და აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი – დავით მაღრაძე.

“ევროპის უნივერსიტეტსა”და “ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტს”შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტს” (ჩეხეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

“ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი” სტუდენტებს სთავაზობს მრავალ საერთაშორისო პროგრამას და აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

“ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი” საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე ახორციელებს როგორც ჩეხურ, ისე ინგლისურ ენაზე და არაერთ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აერთიანებს.


„SANGU –ადგილი, სადაც ყოველთვის მიხარია მისვლა“ –სტუდენტი ლიკა ტოკლიკიშვილი აბიტურიენტებისთვის

$
0
0

განათლება, რომლის მიღებასაც აპირებს აბიტურიენტი, მის არჩევანზეა დამოკიდებული. არჩევანი ფართოა, მაგრამ სწორედ ამიტომ უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს, რას ელოდება და რისი მიღება სურს იმ უნივერსიტეტისგან, სადაც აბარებს. SANGU-ს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლიკა ტოკლიკიშვილი აბიტურიენტებს თავის გამოცდილებას უზიარებს და ურჩევს კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე პირველ ნომრად შემოხაზავენ რომელიმე უმაღლეს სასწავლებელს.

აბიტურიენტობის დროს, მანამ, სანამ SANGU-ს შესახებ გავიგებდი, ბევრს ვფიქრობდი, რომელ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. მინდოდა ისეთ უნივერსიტეტში მესწავლა, სადაც სწავლასთან ერთად აქტიური სტუდენტური ცხოვრებით დავკავდებოდი, ისეთ უნივერსიტეტში, სადაც დამხვდებოდა სასიამოვნო გარემო, მყუდრო და კომფორტული სტუდენტური სივრცეები. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სტუდენტისა და ადმინისტრაციის ურთიერთდამოკიდებულება. სწორედ ასეთი თბილი, ოჯახური გარემოთი, სტუდენტის განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი აღმოჩნდა SANGU, ადგილი, სადაც ყოველთვის მიხარია მისვლა.

ჩემთვის ეს არის სივრცე, სადაც მე ჩემი შესაძლებლობები აღმოვაჩინე. შემთხვევითი არ არის უნივერსიტეტის ლოგოზე წარწერა: „შეიცან თავი შენი“. SANGU-მ მომცა შესაძლებლობა, პირველივე კურსიდან დამემკვიდრებინა და აღმომეჩინა საკუთარი თავი. ვარ თვითმმართველობის წევრი, SANGU-ს ელჩი, მონაწილეობას ვიღებ არაერთ პროექტში, აქტივობასა თუ ღონისძიებაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტში შემობიჯებისთანავე დავიმკვიდრე თავი და მაქვს საშუალება, აღმოვაჩინო და განვავითარო ჩემი შესაძლებლობები.

ქართული ფილოლოგია ბავშვობიდან მაინტერესებდა და მიყვარდა. პროფესიის არჩევაში დიდი წვლილი ჩემს პირველ ქართულის მასწავლებელს, ნანას, მიუძღვის, რომელმაც თავისი მეთოდებითა და მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებით კიდევ უფრო მეტად შემაყვარა მშობლიური ენა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემში ქართული ენის სიყვარული ზენიტშია. ფილოლოგის ოჯახში ვიზრდებოდი და პატარა ასაკიდანვე ვხვდებოდი, თუ რაოდენ საინტერესო და საამაყოა ჩვენი ენა, ქართული შემოქმედება.

ყველაზე მეტად რითაც SANGU-მ მომხიბლა არის ის, რომ სულ რაღაც 15 წელია არსებობს, ჩემთან ერთად იზრდება და ვითარდება. სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ამ ყველაფრის მონაწილე მეც ვარ და მაქვს შესაძლებლობა ჩემი საყვარელი უნივერსიტეტის აღორძინებაში წვლილი შევიტანო. SANGU ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია; ოქროს შუალედია თანამედროვეობასა და სიძველეს შორის.

ყველა აბიტურიენტს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სასურველი უნივერსიტეტი, ეძებს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო პროცესს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორებს, მყუდრო და თანამედროვე აუდიტორიებს, სადაც ყოველდღიურად განვითარდება, შეიძენს უამრავ მეგობარს, როგორც სტუდენტი, ვურჩევ, რომ SANGU ჩაწეროს პირველ ნომრად, რადგან ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენთან ერთად იზრდება, ჩვენი გულშემატკივარია და ჩვენ გვერდითაა მუდამ! იყო „სანგუელი’’ – ეს ძალიან საამაყოა, რადგან შენ ხარ ერთ-ერთი, ვინც წერს უნივერსიტეტის ისტორიას!

ჩემთვის ქართული უნივერსიტეტი იდეალური ადგილია სწავლისა და გართობისთვის. ეს არ არის უბრალოდ უნივერსიტეტი, აქ ყველა შენი ოცნება რეალობად გადაიქცევა. ეუფლები სასურველ პროფესიას კომფორტულ გარემოში და ამასთან, გაქვს საუკეთესო სტუდენტური წლები.

წინ დიდი გეგმები მაქვს, რომელთა განხორციელებაში, ვიცი, რომ SANGU დამეხმარება.

რა მიზნები და ვალდებულებები აქვს ახალგაზრდობის სააგენტოს –დებულება დამტკიცდა

$
0
0

საქართველოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმოწერით, დამტკიცდა განათლების სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი დებულება, სადაც გაწერილია სააგენტოს ფუნქციები, უფლებამოსილება და ვალდებულებები.

იხილეთ, რა უნდა იცოდს ახალგაზრდობამ სააგენტოს ფუნქციების შესახებ:

სააგენტოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფოს ახალგაზრდულ პოლიტიკაზე დაყრდნობით, შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება, მათი აღსრულება და შესრულების კოორდინირება სხვადასხვა შემსრულებელ და ჩართულ სუბიექტებს შორის;

ბ) ახალგაზრდული სერვისების შემუშავება და განხორციელება;

გ) ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სტანდარტების, ხარისხის კონტროლის მექანიზმების, სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და ტრენინგ-მოდულების შემუშავება;

დ) ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებული საკვანძო კომპეტენციების გასავითარებლად, შესაბამისი არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და ამ პროგრამებით მიღებული გამოცდილებისა და შედეგების აღიარების მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) სხვადასხვა მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ზ) ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევების განხორციელება და კვლევების შედეგად გამოვლენილ საკითხებზე შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

თ) ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერების, მათი დასაქმებისა და სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშემწყობი სხვადასხვა კომპეტენციის განვითარების, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით დოკუმენტების, რეკომენდაციებისა და პროგრამების მომზადება, მათ განხორციელებაში მონაწილეობა და აღნიშნულ პროგრამებში ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების (შშმ პირები, „NEET“ ჯგუფები, ანუ ის ახალგაზრდები, რომლებიც არც დასაქმებულნი არიან, არც განათლების სისტემაში არიან და არც ტრენინგს გადიან, დევნილები და სხვა) ჩართულობის ხელშეწყობა;

ი) ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საზოგადოებისთვის სასიკეთო ან/და ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა;

კ) სტუდენტური თვითმმართველობების, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აგრეთვე ამ ტიპის ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების, ორგანიზაციული გაძლიერებისა და ახალგაზრდობის განვითარების სფეროში მათი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდული კავშირების განვითარებას;

ლ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ინსტიტუციური მონაწილეობის შესაძლებლობების, ინსტრუმენტებისა და მექანიზმების განვითარებისა და ახალგაზრდებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

მ) ახალგაზრდული მოხალისეობის სფეროს განვითარების ხელშემწყობი პროგრამ(ებ)ის შექმნა, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების პროცესში მონაწილეობა, საერთაშორისო მოხალისეობის ხელშეწყობა და მოხალისეთა საქმიანობის პოპულარიზაცია;

ნ) ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების, რეკრეაციული ახალგაზრდული საქმიანობისა და კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და შემოქმედებით ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართვის ხელშემწყობი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებისა და სხვა მხარდამჭერი და წამახალისებელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება (მათ შორის, ახალგაზრდული ბანაკების და ფესტივალების მოწყობა);

ო) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

პ) ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისად, ახალგაზრდული (არაფორმალური განათლების) ცენტრების, ახალგაზრდული სივრცეებისა და პროფილური კლუბების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა;

ჟ) ახალგაზრდების განვითარებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;

ს) ახალგაზრდობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციისა და შესაძლებლობების ერთიან ონლაინსივრცეში განთავსება; ახალგაზრდობის შემეცნებითი განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახის პუბლიკაციის გამოცემა;

ტ) ახალგაზრდული თემატიკის, სტრატეგიის, პროექტების, საქმიანობის ცნობადობის უზრუნველყოფა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

უ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ფ) სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულება

გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები კიდევ ოთხ საგანში – გამოცდები 2024

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 22 ივლისს, 2024 წლის მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა. იხილეთ დამატებული ტესტები: კომპიუტერული ტექნოლოგიები, სპორტი, ქართული, როგორც მეორე ენა და უცხოური ენები (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური).

გამოყენებული ტესტები

ასევე იხილეთ:

გამოქვეყნდა 2024 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

როგორ სწორდება ნაშრომები და როდის გამოქვეყნდება 2024 წლის აბიტურიენტთა გამოცდების შედეგები

$
0
0

აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორება სხვადასხვა საგნებში საგამოცდო პროცესის დასრულებისთანავე იწყება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

დასრულებულია თუ არა, მაგალითად, 2024 წლის აბიტურიენტების ნაშრომების გასწორების პროცესი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ამ კითხვაზე გამოცდების ცენტრში ვერ გვპასუხობენ, თუმცა, როგორც წესი, პირველი შედეგი სწორედ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ქვეყნდება.

რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას – როდის გამოქვეყნდება აბიტურიენების პირველადი შედეგები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვიპასუხეს, რომ პირველადი შედეგების გამოყვეყნება ეტაპობრივად, აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყება.

ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე  – online.naec.ge  განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები – აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა. პირველად შედეგთან ერთად, ყველა გამოსაცდელს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.

რაც შეეხება უშუალოდ ნაშრომების გასწორების პროცესს, როგორც ცნობილია, მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომებს სპეციალისტები ცენტრის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით ასწორებენ. ცნობილია ისიც, რომ საგამოცდო ნაშრომების ელექტრონული გასწორება უზრუნველყოფს კონფიდენციალობის დაცვას და სრულიად გამორიცხავს ნაშრომის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი მესამე სპეციალისტს გადაეგზავნება.

პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტებს თავიანთი ქულის გასაჩივრების შესაძლებლობა ექნებათ. გამოსაცდელებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა 108 ქვეყნიდან 45-ე ადგილი დაიკავა – მედალოსნების სია

$
0
0

2024 წლის 22 ივლისს გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბათში, მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა. საქართველოს გუნდმა წელს 45-ე ადგილი დაიკავა და, შარშანდელთან (38-ე ადგილი) შედარებით, გაუარესებული შედეგი აჩვენა.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (IMO 2024) სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მათემატიკური შეჯიბრია.

წელს 1-ელ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების გუნდია, რომელმაც ბოლო 5 წლის ლიდერს, ჩინეთის გუნდს გადაუსწრო, ჩინეთის გუნდი წელს მე-2 ადგილზეა. მესამე ადგილი კი სამხრეთ კორეის გუნდს ერგო, მეოთხე ადგილზეა ინდოეთის გუნდი. გასული წლებისგან განსხვავებით, მოულოდნელად, მე-5 ადგილზე გავიდნენ ახალგაზრდები ბელორუსიიდან. სომხეთმა 38-ე, ხოლო აზერბაიჯანის გუნდმა 75-ე ადგილი დაიკავა.

გაერთიანებულ სამეფოში გამართულ 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში (IMO 2024), წელს 108 ქვეყნის 609 მოსწავლე მონაწილეობდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და დამატებითი ტესტის შედეგებზე დაყრდნობით ირჩევს.

წელს საქართველოს ნაკრების მედალოსნები ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლისა და ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

საქართველოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს, 3 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს:

დავით კლდიაშვილი (199-ე სკოლა) – ოქროს მედალი (30 ქულა);
რატი რატიანი (42-ე სკოლა) – ბრინჯაოს მედალი (21 ქულა);
გიორგი კეკენაძე (199-ე სკოლა) – ბრინჯაოს მედალი (19 ქულა);
მირზა შანიძე (199-ე სკოლა) – ბრინჯაოს მედალი (16 ქულა);
ლუკა წულაია (199-ე სკოლა) – საპატიო სიგელი (15 ქულა).

გუნდის ლიდერი – გიორგი ჭელიძე, თანალიდერი – გივი ნადიბაიძე.

ოლიმპიადის წესების თანახმად, ერთ მონაწილეს მაქსიმუმ 42 ქულის მოპოვება შეუძლია.

ვულოცავთ მონაწილეებს, სკოლებსა და გულშემატკივრებს!

2025 წელს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ავსტრალიაში გაიმართება.

Viewing all 14566 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>