Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14440 articles
Browse latest View live

სისტემა თუ პედაგოგები –ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი შედეგზე?!

$
0
0

პედაგოგთა საგნის გამოცდა და  არასახარბიელოდ  შეფასებული შედეგები. იანვრის თვეში გამოცდაზე გასული 6 477 პედაგოგიდან  მინიმალური კომპეტენცია 83%–მა ვერ დაადასტურა. აღნიშნულ თემაზე პირველი კომენტარი უკვე გააკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა. როგორც გაირკვა, თამარ სანიკიძე ,,უკეთეს შედეგს არც ელოდა”. მინისტრმა პრობლემის სათავედ წინა ხელისუფლების არასწორი საგანმანათლებლო პოლიტიკა დაასახელა. edu.aris.ge დაინტერესდა, თუ სად ხედავენ პრობლემას სფეროს ექსპერტები- რატომ უჭირთ პედაგოგებს საგამოცდო ტესტების დაძლევა,  სახეზეა თუ არა სისტემური პრობლემა, რას უნდა ველოდოთ მომავალში, როგორია სახელმწიფოს პასუხიმგებლობის წილი და რა არის სიტუაციიდან გამოსავალი?!-  ამ საკითხებზე რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებას გთავაზობთ:

nikolaisvili mananaდამდგარ არასახარბიელო შედეგებში  სახელმწიფოს ბრალეულობაზე მიუთითებს განათლების საკითხების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი. როგორც edu.aris.ge-სთან საუბარში ნიკოლაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო გამოცდის კორუმპირებულ, მოძველებულ მოდელს იყენებს,  რომელიც პედაგოგთა და განათლების დონის ზრდას მიზნად არ ისახავს.

,,ეს შედეგი სახელმწიფოს ბრალია. ერთი მიზეზი არ აქვს,  კომპლექსური პრობლემაა. ასეთი ცუდი შედეგები ხელოვნურად არის მართული. სხვანაირად როგორ შეიძლება ყოველწლიურად გამოცდას მხოლოდ 10-12 პროცენტი ლახავდეს. რას ემსახურება პროცესის ხელოვნური მართვა ?! – ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ყოველი გამოცდის  მომზადებაზე კოლოსალური თანხებია გამოყოფილი,”- განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა. ექსპერტის თქმით, დაბალ შედეგს კიდევ რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

  • არის მასწავლებლის ძალიან ცუდი სტანდარტი – გაუმართავი და ხარვეზებიანი. გამოსაცდელი საგნობრივი სტანდარტიც ძალიან ცუდია.
  • სახელმწიფო არ ხარჯავს საკმარის თანხებს პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე, არ ატარებს მაღალხარისხიან ტრენინგებს.  ეს ორ-სამ დღიანი ან თუნდაც ერთკვირიანი ტრენინგები არაფრისმომცემია და სულ ტყუილად თანხის ხარჯვაა.
  • არ იბეჭდება კრებულები და არ იხსნება ტესტები. ექიმის და ადვოკატის ტესტები იხსნება, პედაგოგების რატომ არის გასაიდუმლოებული -ეს დანაშაულია!
  • დავუშვათ, დავეთანხმეთ სახელმწიფოს, რომ გვყავს ყოვლად უვიცი პედაგოგები, თუ ისინი მართლა ასეთები არიან –  შვიდი წელი ერთი და იმავე კონტიგენტს რატომ ვუტარებთ გამოცდებს, ტრენინგებს?!  ამაზე ხომ სახელმწიფო ბიუჯეტი იხარჯება?!  მაინტერესებს საკუთარ თავებს თუ  უსვამენ  კითხვას რატომ – არ იწევა  განათლების ხარისხი?!

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი  პროფკავშირების თავმჯდომარე მაია კობახიძე მიიჩნევს, რომ მედიაში გავრცელებული არასწორი ინფორმაციით, პედაგოგთა მიზანმიმართული დისკრედიტირება მიმდინარეობს.  რეალურად კი სკოლებში ძალიან ბევრი მაღალი რანგის პროფესიონალი პედაგოგი  მუშაობს   და მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

6ko,,გამოცდაზე პედაგოგთა 83% არ ჩაჭრილა. ზღვარი ვერ გადალახა გამოცდაზე გასული 6477 პედაგოგიდან 83%-მა -ეს კი აბსოლუტურად სხვადასხვა მოცემულობაა. სამწუხაროდ, არ ვფლობთ ინფორმაციას რამდენი იყო 6 477 აპლიკანტიდან მოქმედი მასწავლებელი და რამდენი მასწავლებლობის მსურველი (თუმცა edu.aris.ge-სთვის ოფიციალურად ცნობილია, რომ გარდა 6477 პრაქტიკოსისა, გამოცდაზე 707 პედაგოგობის მსურველი იყო დარეგისტრირებული, მათი შედეგები კი გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჩვენთვის არ მოუწოდებია ე.წ). ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც  უბრალო ციფრებით მანიპულირება ხდება. სამწუხაროდ ეს ფაქტი  პედაგოგთა იმიჯის შელახვას იწვევს.  2015 წლის სექტემბერში დაიწყო ახალი სქემის დანერგვა, თუმცა, სამწუხაროდ,  ჯერ-ჯერობით არ ჩამოყალიბებულა პედაგოგთა გადამზადების სისტემა. ასევე, სრულიად სამართლიანი მოთხოვნაა,  რომ შემუშავდეს ტესტებში შემავალი საკითხების კრებულები, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს და ყველა პედაგოგისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს რათა მათ შეძლონ სათანადოდ მომზადება,“- განაცხადა მაია კობახიძემ.

კიდევ ერთი საგულისხმო ინფორმაცია –  პროფკავშირების თავმჯდომარე აცხადებს, რომ პედაგოგთა საგამოცდო ტესტებში არის საკითხები,  რომელთა ცოდნა მოქმედ პედაგოგს  არ მოეთხოვება.

2016january-teachersaxam

,,ტესტებში არის ისეთი საკითხები რომელსაც მასწავლებელი პრაქტიკულ საქმიანობაში არ იყენებს ვინაიდან ამ საკითხებს არც საგნობრივი სახელმძღვანელო და არც სასკოლო სასწავლო პროგრამები ითვალისწინებენ. არის ტესტებში საკითხები რომელიც მასწავლებლისთვის უცხოა ან კარგად დავიწყებული თემაა. ამიტომაც, ყველა გამოცდას წინ უნდა უძღვოდეს გადამზადება,“- ამბობს მაია კობახიძე.

რა შედეგს უნდა ველოდოთ მომავალში, გაუმჯობესდება თუ არა მასწავლებელთა საგამოცდო შედეგები როგორც ამას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პროგნოზირებს? – ამ საკითხზე edu.aris.ge-ის განათლების საკითხების ექსპერტი  გიორგი გახელაძე ესაუბრა.

1488301_471946052909808_1142273275_n,,ძალიან საინტერესო ინფორმაცია იქნებოდა,  რომ გამოქვეყნებულიყო უფრო კონკრეტული მონაცემი. ანუ ზღვარგადაულახავ პედაგოგებს შორის რამდენი იყო მოქმედი და რამდენი არამოქმედი.  ზოგადად, ამ შედეგის წინა ხელისუფლებისთვის დაბრალება არასწორია. იმიტომ რომ, სანამ სასერტიფიკაციო გამოცდები  ჩატარდებოდა, ჩატარდა  კვლევა – ეს იყო 2008 წელს, ანალოგიური კვლევა ჩატარდა 2010-შიც და ამ კვლევებით მოხდა შესწავლა პედაგოგთა ჩაბარების დინამიკის, მათი შეფასებების და გაკეთდა ანალიზი.

ამ ანალიზს ეთანხმებოდა წინა მთავრობაც და ახლანდელიც. ანალიზში მკაფიოდ იყო მითითებული რომ პირველ ჯერზე გამოცდაზე გამოდიან უფრო მოტივირებული და საკუთარ თავში დარწმუნებული პედაგოგები. ხოლო მომდევნი წლებში შედეგიან მასწავლებელთა მაჩვენებელი იქნებოდა კლებადი. 2008 წლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშის ეს პროგნოზია. ის, რომ ხუთი-ექვსი წლის მოქმედ პედაგოგს შეიძლება საგნის სწავლების მეთოდისკის კომპეტენცია სხვადასხვა ტრენინგით აუმაღლდეს, ეს ილუზიაა. რას უნდა ველოდოთ მომავალში?!- მე არ ველოდები რომ მოქმედი მასწავლებლები მომავალ წლებში შედეგებს გაუმჯობესებენ. თეორიულად შედეგების გაუმჯობესებას უფრო მეტად მაძიებელი პედაგოგებისგან უნდა ველოდოთ,”- ამბობს გახარია.

Edu.aris.ge აღნიშნულ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის პოზიციითაც დაინტერესდა, რომლის მინისტრობის დროსაც დაიწყო პედაგოგთა საატესტაციო გამოცდები. დიმიტრი შაშკინის შეფასებით, საატესტატო გამოცდაზე პედაგოგების ჩაჭრის მაჩვენებელი ხელისუფლების ოთხწლიანი უმოქმედობის შედეგია.

718864e439cd9faa99289c082758b58e,,ძალიან მძიმე შედეგი და სიტუაციაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ არის პედაგოგების ბრალი,  ეს არის იმ მავნებლობის შედეგი,  რომელსაც სანიკიძე ეწევა ბოლო წლების მანძილზე.  2012 წელს, ჩვენ ხელისუფლებას დავუტოვეთ ძალიან კარგად შექმნილი მოტივაციის სისტემა. სკოლებში უკვე გვყავდა ყოველი მეოთხე სერტიფიცრებული პედაგოგი,  რადგან მათ ჰქონდათ სახელფასო დანამატები. 2012 წელს კი ყველაფერი გაჩერდა.

4 წელია იძახიან,  რომ ახალ სქემას ამუშავებენ. ახალი სქემა შექმნეს,  რომელიც თვითონაც არ ესმით.  სუბიექტურ პრინციპებზე ააწყვეს სქემა. ერთი ადამიანი აფასებს მეორეს, ხოლო თვითშეფასება მიაბეს სახელფასო პოლიტიკას. ამიტომაც, პედაგოგებმა საკუთარი თავები არასწორად შეაფასეს. დამდგარი შედეგი სხვა არაფრის ბრალია თუ არა იმისა, რომ მინისტრს კონცეპტუალურად არ ესმის სისტემა და 4 წელი პედაგოგების განვითარებისთვის არაფერი გაკეთებულა,”- აცხადებს განათლების ყოფილი მინისტრი.

2016 წლის იანვარში პროფესიულ იგივე საგნის გამოცდაზე 10 552  პედაგოგი დარეგისტრიდა, თუმცა ტესტირებაზე მხოლოდ 6 477 მასწავლებელი გავიდა. შედეგად კი მხოლოდ 1101–მა გადალახა ზღვარი, 83%–მა კი  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ დაძლია, ანუ საჭირო ქულათა 60% ვერ დააგროვა. მასწავლებელთა პროფესული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის დამტკიცების შემდეგ, პრაქტიკოს პედაგოგთა საგნის გამოცდა იანვარში უკვე მეორედ ჩატარდა, სურათი ისეთივე მძიმე დარჩა, როგორიც გასული წლის ივლისში ჩატარებული გამოცდის შემდეგ. როგორც ცნობილია, ახალი სქემის თანახმად, პედაგოგებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა 3 წლის განმავლობაში 6–ჯერ მიეცემათ, კომპეტენციის ვერ დადასტურება კი მათთვის სკოლასთან ხელშეკრულების შეწყვეტას და მათ ადგილზე ვაკანსიის გამოცხადებას გამოიწვევს.

იანვარში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდის მძიმე შედეგები – ზღვარი მხოლოდ 17%–მა გადალახა

ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა

ეკა არის© წივწივაძე


15 მარტს ილიაუნიში პრეაქსელერატორის – Zoomout –პრეზენტაცია გაიმართება

$
0
0

15 მარტს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, გაიმართება პრეაქსელერატორის – Zoomout – პრეზენტაცია.

ილიაუნის ცნობით, დღეისთვის მსოფლიოში ძალიან ბევრი აქსელერატორია, რომლებიც ეხმარებიან სტარტაპებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში: აძლევენ მათ საწყის კაპიტალს, წვდომას მენტორების ქსელზე და შანსს, თავიანთი პროტოტიპი გამოსცადონ დიდ ბაზარზე და იპოვონ ინვესტორი. მაგრამ აღნიშნულ აქსელერატორებში მოხვედრა და საწყისი ინვესტიციის მიღება იოლი არ არის.

სწორედ ამიტომ, საქართველოში პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა Zoomout – პრეაქსელერატორი, რომელიც დაეხმარება ქართულ სტარტაპებს პროდუქტის შექმნასა და დახვეწაში, ბრენდირებაში, პრეზენტაციის მომზადებაში და, რაც მთავარია, გლობალურ აქსელერატორებთან წარდგენაში, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, მსოფლიოს წამყვან აქსელერატორებში გააგრძელონ მუშაობა.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.

ნაცვალსახელთა მართლწერა –ჩემკენ თუ ჩემსკენ? ჩვენ შესახებ თუ ჩვენს შესახებ? მე და შენ შორის თუ ჩემ და შენ შორის?

$
0
0

გრამატიკულ ცნობარში დღეს ნაცვალსახელთა მართლწერასთან დაკავშირებულ საკითხებს მიმოვიხილავთ. როდის უნდა დავურთოთ – ს ნიშანი ნაცვალსახელს და როდისაა ის ზედმეტი? ორი პირის ნაცვალსახელის ერთად გამოყენებისას რა თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ?რატომ არის -თა მარცვალი ზედმეტი ნაცვალსახელებში „ჩვენთაგანი“, „თქვენთაგანი“, „მათთაგანი“?

განმარტება

ნაცვალსახელი გამოიყენება სხვა სახელების ნაცვლად გარკვეულ შემთხვევებში. მისი სახელწოდება სწორედ ამ თვისებაზე მიგვითითებს.

თავისებურება

ნაცვალსახელთა ჯგუფებს ( პირის: მე, შენ, ის; ჩვენ, თქვენ, ისინი;ჩვენებითი: ეს, ეგ, ის/იგი; ესენი, ეგენი, ისინი; კუთვნილებითი: ჩემი, შენი, მისი, ჩვენი, თქვენი, მათი, თავისი/თავიანთი; განსაზღვრებითი: თვით/თავად. თვითონ, თითოეული…)ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვს. მესამე პირის ნაცვალსახელის ფორმა ( ის, ისინი) წინადადების კონტექსტის გათვალისწინებით ჩვენებითი ხდება, ნათესაობით ბრუნვაში მდგარი პირის ნაცვალსახელი კი კუთვნილებითის ფორმას ემთხვევა, რადგან, მაგალითად, პირველი პირის ნაცვალსახელი მე მიცემითსა და ნათესაობითში ფუძეს იცვლის(ჩემ) და თანდებულს დაირთავს( ჩემ-კენ, ჩემ-თვის, ჩემ-გან და ა.შ.).

წესი

ნაცვალსახელთა ამგვარი თავისებურება ხშირად ხდება შეცდომის მიზეზი. შეცდომებისგან თავის დასაზღვევად აუცილებელია გვახსოვდეს:

  • თანდებულიან პირველ და მეორე პირის ნაცვალსახელებს -ს ნიშანი არ დაერთვის. შესაბამისად, სწორია:

ჩემკენ   (და არა ჩემსკენ)

შენკენ   (და არა შენსკენ)

შენგან   (და არა შენსგან)

ჩემ შესახებ   ( და არა ჩემს შესახებ)

ჩვენ გამო     ( და არა ჩვენს გამო)

  • კუთვნილებითი ნაცვალსახელი (ჩემი, შენი, ჩვენი, თქვენი, მათი) ბრუნვის დროს მიცემითსა და ვითარებთში დაირთავს – ბრუნვი ნიშანს. ეს ნაცვალსახელები, ძირითადად, მსაზღვრელის ფუნქციით გამოიყენება და საზღვრულთან ერთად იბრუნვის. შესაბამისად, სწორია:

ჩემს მეგობარს, ჩემს სახლს, ჩემს პრობლემად, ჩვენს ქვეყანას, თქვენს ვებსაიტს და ა.შ.

უფრო მარტივად:

თუ ნაცვალსახელი გამოხატავს კუთვნილებას, გამოიყენება მსაზღვრელად – ს საჭიროა!

თუ ნაცვალსახელი პირისაა და მას მოსდევს თანდებული ( ცალკე მდგომი ან შეერთებული) -ს საჭირო არაა!

თანმიმდევრობა

თუ ორი პირის ნაცვალსახელის გამოყენებას ვაპირებთ და მათგან ერთ-ერთი მე ნაცვალსახელია, პირველ ადგილს ვუთმობთ პირველი პირის ნაცვალსახელს. ერთადერთი სწორი გამოთქმაა: მე და შენ შორის, მე და მას შორის.

თუ პირველი პირის ნაცვალსახელი მეორე ადგილეა, ამ შემთხვევაში მე-ს ჩაენაცვლება ჩემ.

შესაბამისად, სწორია:

მე და შენ შორის ( და არა ჩემ და შენ შორის)

მე და მას შორის ( და არა მას და ჩემ შორის)

შენ და ჩემ შორის ( და არა შენ და მეს შორის)

-თა ზედმეტია

ჩვენ(ნაცვალსახელს)+ გან ( თანდებული)= ჩვენგან

ნაცვალსახელი ჩვენგანი აღნიშნავს ჩვენ შორის ერთ რომელიმეს, თქვენგანი – თქვენ შორის რომელიმეს, მათგანი – მათ შორის ერთ რომელიმეს. ნაცვალსახელი მიიღება მრავლობითის ფორმაზე გან თანდებულის დართვით. – თა მარცვალს არც ერთ შემთვევაში ( ჩვენ-თა-განი, თქვენ-თა-განი, მათ-თა-განი) არ აქვს გამართლება. ის ზედმეტია.

შესაბამისად, სწორია:

ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე

ფილოლოგი

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს

$
0
0

12823513_589738474516965_4484783796873014867_oსაქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები თავისუფალ ჭიდაობაში, გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის უნივერსიტეტის სტუდენტი გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ. დავით ტლაშაძემ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

61 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბელარუსი გიორგი კალიევი დაამარცხა (6:1) და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

127 კგ. წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა ფინალში ქულათა დიდი უპირატესობით 11-0 პოლონელი რობერტ ბარანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

აწსუ-ის იურიდიულმა კლინიკამ სასამართლო პროცესი მოიგო

$
0
0

11 მარტს ქუთაისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გამართულ სხდომაზე, რომელშიც მოპასუხე მხარის ინტერესებს იურიდიული კლინიკის სტაჟიორი სტუდენტები სალომე აბდალაძე და ნიკოლოზ ჭანტურაია იცავდნენ, სასამართლომ გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის სასარგებლოდ გამოიტანა.

უნივერსიტეტის ცნობით, დავის საგანს წარმოადგენდა მამობის დადგენა ბ.წ-ს მიმართ და მისთვის გვარის მინიჭება. სასამართლო პროცესზე მოწმეთა ჩვენებებმა, გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა და დამატებითმა არგუმენტებმა მოსამართლე დაარწმუნა აწსუ სტუდენტების პოზიციის სიმყარეში, რამაც გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა.

როგორც აწსუ-ში განმარტავენ, ეს სასამართლო პროცესი იურიდიული კლინიკის ისტორიაში რიგით მეხუთეა და მათგან ყველა მოგებით დასრულდა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის და საინოვაციო საბჭოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

$
0
0

2016 წლის 11 მარტს, საქართველოს პარლამენტში, მოეწყო დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის ვირტუალური საკონსულტაციო ცენტრის“ შექმნას.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ცნობით, ცენტრი აერთიანებს სამართლის სკოლის და საჯარო მართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც ღრმად შეისწავლიან საჯარო მოხელის მიერ დასმულ პრობლემებს, სამართლებრივ შეფასებას მისცემენ და შეიმუშავებენ ეფექტურ რეკომენდაციებს მათ გადასაწყვეტად.

როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, ცენტრი უნიკალურია თავისი ფორმითა და შინაარსით. ის, ერთი მხრივ, ქმნის სტუდენტთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას, მეორე მხრივ, ეხმარება საჯარო მოხელეებს მათ მიერ დასმული საკითხების/პრობლემების მოგვარებაში.

ამ ცენტრის დაარსებით შეიქმნა სახელმწიფოსა და აკადემიური სფეროს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პრეცენდენტი, რაც, არსებითად, არის კიდეც უნივერსიტეტების ერთ-ერთი მთავარი მისია.

აწსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის სპეციალობის პროფესორებმა პროექტის პრეზენცია გამართეს

$
0
0

11 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწავანე დარბაზში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს ზოგიერთი ბუნებრივი რესურსის კვლევა წამლის ფორმების შემუშავების მიზნით კანის მიკოზების ადგილობრივი მკურნალობისათვის 2014-2016” შესრულების შედეგების პრეზენტაცია მოეწყო.

ნივერსიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა ორი მალამო და ერთი ვაგინალური სუპოზიტორი, ჩატარდა მათი ინ ვიტრო კვლევა, შედგა ნორმატიული დოკუმენტაცია.

ჩატარებულ პრეზენტაციაზე მომხსენებლებმა, აწსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის სპეციალობის პროფესორებმა ნინო აბულაძემ, მაკა ჯავახიამ, ქეთევან გაბუნიამ და მიკრობილოგმა მანონი გაბელაშვილმა აუდიტორიას წარუდგინეს პროექტის შედეგები და მომზადებული მალამოებისა და სუპოზიტორიის ნიმუშები.

განათლების სამინისტრო თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმიანება, რომელსაც edu.aris.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,უნივერსიტეტი უპირველეს ყოვლისა აკადემიური საქმიანობის სივრცეა, სადაც სრული ავტონომიის პირობებში, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დამოუკიდებლად სწავლის, სწავლებისა და კვლევის, ასევე საკუთარი აზრისა და მოქალაქეობრივი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

მიუღებელია უნივერსიტეტის საქმიანობაში გარე ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩარევა ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც სტუდენტებზე ზემოქმედების მცდელობა. დაუშვებელია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების პოლიტიზირება.

გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან თუ სტუდენტთა ნებისმიერი გაერთიანების წარმომადგენლებთან, რათა საკანონმდებლო სივრცე მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გამჭვირვალე, თანასწორუფლებიან და სამართლიან სისტემას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობით.

ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის მმართველი ორგანოები და ადმინისტრაცია უზრუნველყოფენ უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრას კონსტრუქციული დიალოგის გზით, რათა არ მოხდეს სუდენტების შორის დაპირისპირება ან ნებისმიერი სახის პროვოკაცია.

ღრმად გვწამს, რომ სხვადასხვა პოზიციის მქონე სტუდენტებს უნივერსიტეტის უკეთესი მომავლის სურვილი ამოძრავებთ, რამაც ყველა უნდა გაგვაერთიანოს,” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მეტი ინფორმაცია თსუ-ში მიმდინარე მოვლენების შესახებ


სექსი, ნარკოტიკები, ძალადობა – რას უნდა უყურონ ჩვენმა შვილებმა?

$
0
0

გთავაზობთ მშობლის კინოგიდის მესამე ხუთეულს, რომელიც ქართული კინოსიახლეების პორტალის allmovies.ge ინიციატივით შეიქმნა და Edu.aris.ge – ის მკითხველი მოსწავლეების მშობლებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

რუბრიკა წარმოადგენს მშობლებისთვის ერთგვარ კინოგიდს, თავმოყრილია რამდენიმე ფილმი, რომელიც 5 კრიტერიუმით არის შეფასებული, ეს კრიტერიუმები გვეხმარება მივიღოთ გადაწყვეტილება, ღირს თუ არა მისი ჩვენება ჩვენი შვილებისთვის.

კრიტერიუმებია: 1) სექსი და სიშიშვლე; 2) ძალადობა და სისხლი; 3) უხამსობა; 4) ალკოჰოლი/ნარკოტიკი/მოწევა; 5) საშიში/დაძაბული სცენები.

მაშ ასე, მშობლის კინოგიდის მესამე ხუთეული ასეთია:

1. დივერჯენტიმეამბოხე The Divergent Series: Allegiant (2016)

2. შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა  Mad Max: Fury Road (2015)

3. ლონდონის დაცემა London Has Fallen  (2016)

4შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარანაწილი 2  The Hunger Games: Mockingjay – Part 2 (2015)

5. გასეირნება  The Walk (2015)

გაეცანით ფილმის შინაარსს და მოგვწერეთ თქვენი დაგაწყვეტილების შესახებ: რომელ ფილმს აყურებინებთ თქვენ შვილს და რომელს არა? დაგვისაბუთეთ თუ რატომ კი, და რატომ არა.

საინტერესო  ინფორმაცია მოსწავლეების მშობლებისთვის

თსუ–ის სტუდენტების მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა – გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა

$
0
0

თსუ–ის სტუდენტების მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, გიორგი გაფრინდაშვილმა რომლის წინააღმდეგაც სტუდენტები უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ, კანცლერობის პოსტზე თავისი კანდიდატურა მოხსნა. 

1457957332“მე ვხსნი კანდიდატურას და ვხსნი უნივერსტიტეტის სასარგებლოდ, იმის გამო, რომ უნივერსიტეტი დაუბრუნდეს სასწავლო და სამეცნიერო გარემოს. ჩემთვის უნივერსიტეტში ყოფნის და თანამდებობის დაკავების ძირითად მოტივაციას წარმოადგენდა რომ, უნივერსიტეტი ყოფილიყო კიდევ უფრო წარმატებული და ახალგაზრდული ენერგია მიმართული ყოფილიყო უნივერსიტეტის გაჯანსაღებისკენ”, – აღნიშნა გიორგი გაფრინდაშვილმა.

რაც შეეხება მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის უკვე ყოფილი კანდიდატი ამბობს, რომ ბრალდებები არის აბსურდული და არ შეესაბამება სიმართლეს.

გაფრინდაშვილის გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ სტუდენტები, რომელბიც თბილისი სახლემწიფო უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტი აქციებს, უკვე რამდენიმე დღეა მართავენ.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია, “აუდიტორია 115”-ის წევრები ამბობენ, რომ ისინი გააგრძელებენ აქციებს მანამ, სანამ მათი სხვა მოთხოვნებიც არ დაკმაყოფილდება. ეს ეხება უნივერსიტეტიდან ე.წ ოდეერების გაყვანას და თვითმმართველობის პროვილეგიების გაუქმებას. უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში სტუდენტთა მაქსიმალურ ჩართულობას.

რაც შეეხება უნივერსიტეტის კანცლერობის ახალ კანდიდატურას, ამის შესახებ თსუ–ის აკადემიურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს. ჯერ უნდა გამოცხადდეს ვაკანსია, შემდეგ შემოსული განცხადებებიდან აკადემიურმა საბჭომ უნდა შეარჩიოს ერთი კანდიდატი. საბოლოოდ კი სენატმა ეს ერთი კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს ან არა.

მეტი ინფორმაცია თსუ-ში მიმდინარე მოვლენების შესახებ

განათლების სამინისტრო თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2015–16 წლის მე-12 კლასელთა ექსტერნის გამოცდების განრიგი

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩატარების განრიგი დაამტკიცა:

gamocdebi

მინისტრის ბრძანება

2015-2016 წლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით

2015 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ტესტური დავალებების ნიმუშები

პედაგოგთა, სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 16 მარტს დაიწყება – პროცედურა და სიახლეები

$
0
0

16 მარტიდან მასწავლებლების (პედაგოგობის მსურველთა), საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია იწყება.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აპლიკანტებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ (online.naec.ge; www.naec.gov.ge ). რეგისტრაცია 12 აპრილს დასრულდება, თუმცა მაგისტრანტობის კანდიდატს არჩეული ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლება.

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს სიახლეა: შეიცვლა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და ნაცვლად 11-ისა, განისაზღვრა 12-ით. ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დაადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი, თუმცა, თითოეული აპლიკანტი კვლავ აბარებს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს.

“მაგისტრანტობის მსურველთათვის დეტალურ ნფორმაცია ჩვენ ვებ-გვერდზეა განთავსებული.  დიდი იმედი მაქვს, რეგისტრაციამდე ინსტრუქციებს დეტალურად გაეცნობიან და ყურადღებას მიაქცევენ იმ სიახლეებს, რომლებსაც წელს მაგისტრობის მსურველებს ვთავაზობთ – დაფინანსებასთან დაკავშირებით და არა ტესტის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით.

“შინაარსობრივად, ტესტი კვლავ სამი ტიპის იქნება და მაგისტრობის მსურველმა იგი მიმართულებების მიხედვით უნდა აირჩიოს.  შარშან 11 მიმართულება იყო, რომლის მიხედვითაც საგამოცდო ტესტის ტიპი განისაზღვრებოდა, წელს კი 12 იქნება . აქამდე საინფორმაციო ტექნოლოგიები და ფიზიკა- მათემატიკა ერთ მიმართულებაში იყო მოქცეული, ახლა კი საინფორმაციო ტექნოლოგიები ცალკე იქნება და ფიზიკა-მათემატიკა ცალკე. შესაბამისად, დაფინანსებაც ცალ-ცალკე მოხდება. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ მაგისტრობის მსურველებმა, როდესაც საგამოცდო ტესტის კონკრეტულ ტიპს აირჩევენ,” – აღნიშნა მიმინოშვილმა.

სიახლეა მასწავლებელთა (პედაგოგობის მსურველთა) გამოცდებზეც – რეგისტრაციის გავლა და გამოცდის ჩაბარება წელს პირველად შეეძლებათ ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგებს, მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებს (პედაგოგობის მსურველებს) . ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს კი გამოცდების საკუთარ ენაზე ჩაბარების საშუალება ეძლევათ.

“ ჩემი აზრით, მუსიკის პედაგოგებს საკმაოდ საინტერესო გამოცდა ელით წინ. ისინი ჩააბარებენ თეორიულ ნაწილსაც – მუსლიტერატურას და ასევე  იქნება მოსმენის ნაწილიც. ანუ, საგამოცდო ტესტი სწორედ იმას მოერგო,  რაც მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითაა განსაზღვრული. მათ კონკრეტული ნაწარმების მოსმენა და ამ ნაწარმოებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევთ. ასევე, საგამოცდო ტესტი მზადდება ფიზიკური აღზრდის პედაგოგებისთვისაც. მათაც თეორიული ნაწილი უნდა ჩააბარონ და არა ნორმატივები.

“ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩვენი ეთნიკური უმცირესობის პედაგოგებისათვის, რომლებიც საგნებს არაქართულენოვან სკოლებში ასწავლიან, ტესტი თავიანთ ენაზე მომზადდება. ანუ, პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი  საგანი აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ჩააბარონ.

“ეს გამოცდები წელს პირველია და იმედი გვაქვს, რომ პედაგოგებს არანაირი პრეტენზიები არ ექნებათ. ჩვენი აზრით, მართლაც საინტერესო ტესტური დავალებები გამოვიდა,” – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

როგორც ცნობილია, 2016 წელს აპლიკანტები გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ, რაც მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს (აპლიკანტი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს).

2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევი

სად ვნახო სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებზე წინა წლებში გამოყენებული ტესტები?

მოამზადა თაკო მათეშვილმა

2016 წლის ეროვნული გამოცდებისთვის 40 000–მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ დროისათვის 40 – ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დარეგისტრირდა ბევრი, 40 000–მდე. დილის მონაცემებით, 39 500–ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. თუმცა დღეს ექვს საათამდე ჯერ დრო კიდევ არის და ველოდებით, რომ 40 ათასს გადააჭარბებს. სხვა წლებთან შედარებით აბიტურიენტების რაოდენობა ნამდვილად არ არის შემცირებული. როგორც გახსოვთ, შარშანაც დაახლოებით ამავე რაოდენობის აბიტურიენტები გვყავდა. თუ საღამომდე ასეთი ტემპით გაგრძელდა რეგისტრაცია, წელსაც 40 ათასს გადავაჭარბებთ”,– განაცხადა მიმინოშვილმა.

საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016

ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში

მოამზადა თაკო მათეშვილმა

 

16 მარტს ილიაუნიში გამომცემლობა „შპრინგერის“ რედაქტორის, მიხაელ ლოიხნერის, საჯარო ლექცია გაიმართება

$
0
0

16 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გამომცემლობა „შპრინგერის“ (Springer) გეოგრაფიისა და კლიმატის რედაქტორი, დრ. მიხაელ ლოიხნერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო წიგნები და სტატიები“.

ილიაუნის ცნობიტ, ლექციის დასრულების შემდეგ მიხაელ ლეხნერი ამ თემასთან დაკავშირებით გაუწევს ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაინტერესებულ პირებს.

ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე.

მომხსენებლის შესახებ:

მიხაელ ლოიხნერი „Springer Nature“-ის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა, გეოგრაფიისა და გარემოს გამომცემელი რედაქტორია. ის პასუხისმგებელია როგორც წიგნების გამოცემაზე, ასევე ჟურნალების მენეჯმენტზე. 2015წლამდე იყო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) ეკოკლიმატოლოგიის პროფესორი, მანამდე კი ფიზიკური გეოგრაფიისა და ლანდშაფტის ეკოლოგიის პროფესორი აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტში(გერმანია). ასევე იყო მიუნხენისა (გერმანია) და ჰიუსტონის (აშშ) უნივერსიტეტების მკვლევარი.

დასწრება თავისუფალია.

კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

$
0
0

14 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით შეხვედრა – „საერთაშორისო თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები“ ჩატარდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიმდინარე თუ სამომავლოდ დაგეგმილი გაცვლითი და სასტიპენდიო პროგრამების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია.

უნივერსიტეტის განარტებით, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თამარ ჩახნაშვილის განცხადებით, სტუდენტებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები სისტემატურად ჩატარდება


2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევი გამოქვეყნდა

$
0
0

2016 წლის სამაგისტრო გამოცდის ინსტრუქცია (გზამკვლევი) გამოქვეყნდა.

ინსტრუქცია (გზამკვლევი)

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ (online.naec.ge; www.naec.gov.ge ). რეგისტრაცია 12 აპრილს დასრულდება, თუმცა მაგისტრანტობის კანდიდატს არჩეული ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლება.

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს სიახლეა: შეიცვლა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და ნაცვლად 11-ისა, განისაზღვრა 12-ით. ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დაადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი, თუმცა, თითოეული აპლიკანტი კვლავ აბარებს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს.

“მაგისტრანტობის მსურველთათვის დეტალურ ინფორმაცია ჩვენ ვებ-გვერდზეა განთავსებული.  დიდი იმედი მაქვს, რეგისტრაციამდე ინსტრუქციებს დეტალურად გაეცნობიან და ყურადღებას მიაქცევენ იმ სიახლეებს, რომლებსაც წელს მაგისტრობის მსურველებს ვთავაზობთ – დაფინანსებასთან დაკავშირებით და არა ტესტის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით.

“შინაარსობრივად, ტესტი კვლავ სამი ტიპის იქნება და მაგისტრობის მსურველმა იგი მიმართულებების მიხედვით უნდა აირჩიოს.  შარშან 11 მიმართულება იყო, რომლის მიხედვითაც საგამოცდო ტესტის ტიპი განისაზღვრებოდა, წელს კი 12 იქნება . აქამდე საინფორმაციო ტექნოლოგიები და ფიზიკა- მათემატიკა ერთ მიმართულებაში იყო მოქცეული, ახლა კი საინფორმაციო ტექნოლოგიები ცალკე იქნება და ფიზიკა-მათემატიკა ცალკე. შესაბამისად, დაფინანსებაც ცალ-ცალკე მოხდება. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ მაგისტრობის მსურველებმა, როდესაც საგამოცდო ტესტის კონკრეტულ ტიპს აირჩევენ,” – აღნიშნა მიმინოშვილმა.

სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 16 მარტს დაიწყება – პროცედურა და სიახლეები

ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში

 

თსუ–ის თვითმმართველობის წევრებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს

$
0
0

თსუ–ის რექტორ ლადო პაპავას კაბინეტში შეჭრის შემდეგ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს. მათი მთავარი მოთხოვნა რექტორის გადადგომაა და არც ვლადიმერ პაპავას კაბინეტის მისაღები ოთახის დატოვებას აპირებენ.

ვლადიმერ პაპავა სტუდენტების ორივე მხარის წარმომადგენლებს შეხვდა და ორივე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გადადგომას გამორიცხავს. ამასთან პაპავას თქმით, მან პირობა მისცა თვითმმართველობის წევრებს, რომ მათ არც პოლიცია და არც დაცვა აკადემიური საბჭოს ოთახის დატოვებას არ მოსთხოვს.

გარდა ამისა, შიმშილობა გამოაცხადეს უნივერსიტეტის პროფესორებმაც, რომლებიც მოითხოვენ ვლადიმერ პაპავა რექტორის პოსტიდან არ გადადგეს. 

პროფესორ–მასწავლებლები თვლიან, რომ რექტორის გადადგომა სასწავლო პროცესის ჩაშლას და ქაოსს გამოიწვევს.

რექტორის მხარდასაჭერ აქციას მართავენ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ის სტუდენტები, რომელთაც გასულ დღეებში აქციები კანცლერის კანდიდატურის მოხსნამდე გამართეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თვითმმართველობის ყველა წევრის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები “კრიმინალურ დაჯგუფებებთან თანამშრომლობენ”. მათ შორის მათთან, ვინც გუშინ ნიღბებით შეიჭრა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, რასაც სტუდენტების ორ მხარეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

უნივერსიტეტში მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. გარეთ მყოფი სტუდენტები კი პრემიერ–მინისტრსა და შს მინისტრს უნივერსიტეტში მისვლისა და სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებენ.

თსუ–ში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც.

თსუ-ის ლექტორმა შიმშილობა გამოაცხადეს

მეტი ინფორმაცია თსუ–ში მიმდინარე პროცესებზე

აწსუ-ს ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის პროფესორები კონი და ჯეიმს ტორსონები ეწვივნენ

$
0
0

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტს ნიუ მექსიკოს (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორები კონი და ჯეიმს ტორსონები ეწვივნენ.

როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, ისინი დეპარტამენტის დიდი მეგობრები და საპატიო სტუმრები არიან. პროფესორები უკვე მესამედ უკითხავენ ლექციებსა და უტარებენ სემინარებს ამერიკულ ლიტერატურაში ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტებს.

ამავდროულად, პროფესორები კონი და ჯეიმს ტორსონები მნიშვნელოვან კონსულტაციებს უწევენ დეპარტამენტის დოქტორანტებს, ეხმარებიან მათ სამეცნიერო კვლვის წარმართვაში და აძლევენ ღირებულ მითითებებსა და რჩევებს.

პრემიერი: “შსს–მ მიიღო დავალება სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება უნივერსიტეტში”

$
0
0

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პატივს ვცემ ჩვენი ახალგაზრდების სწრაფვას და სურვილს, უნივერსიტეტი იყოს რეალურად ავტონომიური და გაჯანსაღდეს საუნივერსიტეტო ცხოვრება.

მას შემდეგ, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და სტუდენტური პროტესტი რიგ შემთხვევებში სრულიად მიუღებელ მოქმედებებში გადაიზარდა, მთავრობა ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს. იმისათვის, რომ კიდევ უფრო არ გამძაფრდეს სიტუაცია და პროცესები უმართავი არ გახდეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო დავალება სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები.
მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის ჩვენს ახალგაზრდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, რათა პროცესები გადავიდეს მშვიდ და ცივილიზებულ ფორმატში.

ვინაიდან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების იმგვარად წარმართვა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სტუდენტებს, მშვიდ და სტაბილურ გარემოში შეძლებოდათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი პოზიცია ყოფილიყო სათანადოდ გააზრებული, ვავალებ განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება პარიტეტულ საწყისებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან, რათა მოხდეს შექმნილი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრა.

დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ახალგაზრდების პოზიცია და მონაწილეობა იმ ახალი რეფორმის შემუშავებაში, რომლებსაც ჩვენ ვგეგმავთ განათლების სისტემაში. მხოლოდ ერთიანი ძალით – დარგის სპეციალისტების და სტუდენტების მონაწილეობით შევძლებთ შევიმუშაოთ ისეთი რეფორმა, რომელიც რეალურად შეცვლის განათლების სისტემას”,– ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

 

ვლადიმერ პაპავას და თვითმმართველობის წევრების შეხვედრა მინისტრთან კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

$
0
0

განათლების სამინისტროში თსუ-ის რექტორ ვლადიმერ პაპავას, თვითმმართველობის წევრებსა და მინისტრ თამარ სანიკიძეს შორის  თსუ-ის საკითზე გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

პაპავა პოზიციას არ ცვლის და თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ მან განცხადება შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ის გადადგომას გამორიცხავს. თავის მხრივ, პოზიციებს არ თმობენ თვითმართველობის წარმომადგენლები და რექტორის გადადგომის მოთხოვნას ძალაში ტოვებენ.

12113386_1198958970121846_799220813513326855_oშეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ აქციას თვითმართველობის წარმომადგენლები წყვეტენ და შიმშილობას ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით, რექტორის მისაღებში მხოლოდ თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური გააგრძელებს. როგორც მან შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის თვითმმართველობის მოთხოვნა ვლადიმერ პაპავას გადადგომასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია, ხოლო სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც და ყველა მხარეს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა შეახსენა.

12829395_1198958956788514_8478417648569387166_o„ვერავინ გაექცევა თავის წილ პასუხისმგებლობას. ვითარების დეესკალაციას ხელი უნდა შეუწყოს უნივერსიტეტის რექტორმაც, საბჭოებმაც, სტუდენტებმაც, დანარჩენს კი უფროსები მივხედავთ,“ – განაცხადა განათლების მინისტრმა და დასძინა, რომ ერთადერთი საკითხი რომელზეც ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ ეს რექტორის გადადგომაა.

საბაურის განცხადებით კი, იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, თვითმმართველობა მიიღებს გადაწყვეტილებას და გამოცხადდება ახალი არჩევნები, სადაც სტუდენტები დემოკრატიული გზით ახალი თვითმმართველობის არჩევას შეძლებენ.

სამინისტროში დასრულებული შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და ვლადიმერ პაპავა აქციის წევრთა იმ ნაწილს ხვდებიან, რომელთა მოთხოვნაც უნივერსიტეტის ოდეერებისგან გაწმენდას გულისხმობს.

პრემიერი: “შსს–მ მიიღო დავალება სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება უნივერსიტეტში”

Viewing all 14440 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>