Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14441 articles
Browse latest View live

ბოლო მონაცემებით 2016 წლის ეროვნული გამოცდებისთვის 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

$
0
0

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი აბიტურიენტებისათვის დასრულებულია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის სულ დარეგისტრირდა 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი.

ცენტრის ცნობით, საგამოცდო ენის შეცვლა და ჩასაბარებელი საგნების დამატება ან წაშლა მათ 1 ივნისამდე შეეძლებათ, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის საშუალება აგვისტოს დასაწყისამდე ექნებათ. ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.

როგორც ცნობილია, 2016 წელს აბიტურიენტები გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ, რაც მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. აპლიკანტი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016

ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში

მეტი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის


ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ

$
0
0

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელები სტუმრად იმყოფებოდნენ კიბერუსაფრთხოების ბიუროში.

ბიუროს წარმომადგენლებმა მსმენელებს მათი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ასევე, განხორციელებული კიბერსავარჯიშოს მაგალითზე სკოლის მსმენელებს ბიუროს ტექნიკური შესაძლებლობები გააცნეს და უსაფრთხოების მინიმალური წესების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდეს.

საინფორმაციო შეხვედრა ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავს თავდაცვის სისტემაში კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

გორის უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის კვირეული გაიხსნა

$
0
0

14 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის კვირეული გაიხსნა. კვირეულის დევიზია: “ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა“.

კვირეული გაიხსნა გამოფენებით:

  1. პოლონეთის საელჩოს ნაჩუქარი წიგნების გამოფენა;
  2. პოეზია – უპირველეს ყოვლისა ! „პოტის 100 ლექსი“;
  3. სტუდენტთა შემოქმედება-მაყვალა ქიტიაშვილის ნახატების გამოფენა;
  4. პროფესორ-მასწავლებელთა ნაშრომების გამოფენა.

15 მარტს ჩატარდა შეხვედრა სტუდენტებთან და მოისმინეს ხატია მუმლაძისა და ლაშა ლომიძს შემოქმედება. მსმენელებმა მათ დაუსვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებანი სტუდენტთა შემოქმედების შესახებ.

აწსუ-ში TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა

$
0
0

2016 წლის 15-16 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში, გაიმართა ტრენინგები „უმაღლესი განათლების მართვის მაგისტრი: ლიდერთა მომზადება საგანმანათლებლო ცვლილებების მართვისათვის MAHATMA“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა – ლიდერობა და მენეჯმენტი უმაღლეს განათლებაში.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს პროექტში მონაწილე საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შავი ზღვის უნივერსიტეტი.

აწსუ-ის ცნობით, ტრენინგი ჩაატარეს ჩეხეთის (მასარიკის უნივერსიტეტი), იტალიის (პალერმოს უნივერსიტეტი), გერმანიისა (კობლენცის უნივერსიტეტი) და დიდი ბრიტანეთის (მიდლსექსის უნივერსიტეტი) უნივერსიტეტების პროფესორებმა – ლუიზა არდიზონემ, ჯორჯ დაფულოსიმ, სერჟ ჩერვიშენკომ და პიტერ ნოვაკმა.

გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი სტუდენტებს შეხვდა

$
0
0

15 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე რექტორმა სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უახლესი გეგმები გააცნო და სთხოვა სტუდენტებს, გამოეთქვათ თავიანთი აზრი უნივერსიტეტში სასწავლო პროცესისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.

შეხვედრისას გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი, სტუდენტებმა გამოთქვეს მოსაზრებები სასწავლო პროცესის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვა საუნივერსიტეტო აქტივობების შესახებ.

როგორ დავრეგისტრირდეთ საერთო სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებისთვის –პროცედურები

$
0
0

მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას 16 მარტის 12:00 საათიდან დაიწყო და 12 აპრილის 18:00 საათამდე იწარმოებს. რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.gov.ge; online.naec.ge) არის შესაძლებელი.

რეგისტრაცია

ინსტრუქცია (გზამკვლევი)

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ან მასთან გათანაბრებულ პირს.

ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • მან უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური – 50 ლარი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:
საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან, ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

  • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge – (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
  • ვებგვერდზე www.PayBox.ge – (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.
მითითებულ მისამართზე (online.naec.ge; www.naec.gov.ge ) შესვლის შემდეგ მონაწილე სპეციალურ ველში უთითებს ელექტრონულ ფოსტას, რომელზეც მიიღებს პაროლს, მომხმარებლის სახელით (ელექტრონული ფოსტის მისამართი) და მიღებული პაროლით იგი შედის სისტემაში, პირად გვერდზე და ირჩევს ტესტის ტიპს (A,B ან C), საგამოცდო ცენტრს და ა.შ.

შესაბამისი ინფორმაციის მითითების შემდეგ კანდიდატი აჭერს “შენახვის” ღილაკს და რეგისტრაციის დასტურს იღებს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

2016 წლიდან აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი ირჩევს ტესტის ტიპს) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე.

მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს უმაღლეს სასწავლებელს/სასწავლებლებს და გაარკვიოს ინფორმაცია შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების შესახებ.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (12 აპრილის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან.

უკვე რეგისტრირებულებს კი ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლებათ.

გაითვალისწინეთ:

  • არ გაანდოთ სხვას ელექტრონული ფოსტით მიღებული პაროლი. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო ანკეტაში მითითებული მონაცემების სისწორესა და შემდგომ მასში განხორციელებულ ცვლილებებზე;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საღვთისმეტყველო, საშემსრულებლო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე;
  • კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს წინა წლებში მიღებული ქულით.

მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2016 წლის 2 მაისამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

2016 წლის სიახლეები:

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე შეიცვლა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და ნაცვლად 11-ისა, განისაზღვრა 12-ით (მიმართულებას “მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა“ გამოეყო ინფორმაციული ტექნოლოგიები ცალკე მიმართულებად). ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დაადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი, თუმცა, თითოეული აპლიკანტი კვლავ აბარებს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრანტობის თითოეულ კანდიდატს უსურვებს წარმატებას საერთო სამაგისტრო გამოცდაზე.

რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციას, ის გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 16 მარტის 12:00 საათიდან 12 აპრილის 18:00 საათამდე იწარმოებს.

რეგისტრაცია

ინტერნეტით რეგისტრაციისათვის აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    ელექტრონული ფოსტა;
    მან უნდა გადაიხადოს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური – 10 ლარი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:
საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან, ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

  • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge – (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
  • ვებგვერდზე www.PayBox.ge – (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინოვაციური პროგრამა –“მსოფლიოში ყველა კარი ღიაა”

$
0
0

აღმოსავლეთ ევროპაში  პირველად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მაგისტრანტებს სორბონის უნივერსიტეტსა და საფრანგეთის ადმინისტრირების უმაღლეს სკოლაში (EENA) სწავლის, სტაჟირების კი ეროსაბჭოში, ევროკომისიასა და საფრანგეთის პრემიერის აპარატში გავლისა  და სამმაგი დიპლომის აღების შესაძლებლობა ეძლევათ.

მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც რობაქიძის უნივერსიტეტმა ამ ორ უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა, სტუდენტები  მეხუთედ ფასად მიიღებენ მსოფლიო დონის განათლებას, რომლის შემდეგაც მათთვის ყველა კარი ღია იქნება.

c1c42d5d-f41f-448f-b9e9-21ef9b2db69e„თითქმის შეუძლებელი შევძელით“ – ასე აფასაბენ თავად რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მსოფლიოს წამყვან ორ უმაღლეს სასწავლებელთან მემორანდუმის გაფორმებას და ამბობენ, რომ ამას ევროპული ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ.

მემორანდუმი გასული წლის მაისში გაფორმდა, ამიტომ ახალ, „გლობალური საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკის“ სამაგისტრო პროგრამაზე მხოლოდ ორი სტუდენტის მიღება მოასწრეს. წელს კი მიღება უკვე დაიწყო და როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, დაინტერესება საკმაოდ მაღალია.

პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება – პირველ აკადემიურ წელს სტუდენტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ისწავლის. მეორე წელს კი პარიზში გაემგზავრება, საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნულ უმაღლეს სკოლაში.

სწავლასთან ერთად სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში სტრასბურგსა და ბრიუსელში. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება სორბონის უნივერსიტეტის (PARIS) მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიიღებს სამი სასწავლებლის მიერ (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ENA, SORBONNE-PARIS 1 დადასტურბულ საერთაშორისო კვალიფიკაციის დიპლომს.

„ყველასთვის   ცნობილია   საფრანგეთში   მიღებული   უმაღლესი   განათლების   მაღალი აკადემიური   დონე   და   ქვეყნის   მიერ   გაცემული   დიპლომების   საერთაშორისო აქტუალობა. მოგეხსენებათ, ENA გახლავთ პრემიერმინისტრის კაბინეტთან არსებული ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად საჯარო მოხელეებსა და მაღალჩინოსნებს ამზადებს. ამ სკოლასთან მემორანდუმის გაფორმება საკმაოდ რთულია. აღმოსავლეთ ევროპიდან ეს მხოლოდ ჩვენ შევძელით. მოლაპარაკებების წარმოებაში საქართველოში საფრანგეთის საელჩო დაგვეხმარა.

„პროგრამაზე მიღება უკვე დაიწო. ამისათვის საჭიროა მსურველებმა ერთიანი სამაგისტრო გამოცდები ჩააბარონ, მერე ჩვენი უნივერსიტეტი აირჩიონ და საბუთები აღნიშნულ პროგრამაზე შემოიტანონ. წელს საკმაოდ ბევრი მსურველი გვყავს, ბევრი ინტერესდება, რადგან ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროგრამაა. კურსდამთავრებულებისათვის მსოფლიოში ყველა კარი ღიაა,“ – ამბობს არჩევითი ენების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ გაგოშიძე.

მისივე თქმით, ბევრი რამაა დამოკიდებული სტუდენტების სიბეჯითესა და თავის წარმოჩენაზე. ამიტომ, საკმაოდ მკაცრს სელექიცას აწარმოებენ. იმისათვის, რომ მსურველი ამ პროგრამაზე მოხვდეს, ყურადღება ექცევა მის ქულებს, ზოგად განათლებას, კარგად უნდა იცოდეს ინგლისური ენა, რადგან სწავლება ინგლისურადაა და ა.შ.

Edu.aris.ge  იმ სტუდენტებსაც ესაუბრა, რომლებმაც შარშან ამ სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარეს. შესაბამისად, ამჟამად  მაგისტრატურის პირველ კურსზე, რობაქიძის უნივერსიტეტში სწავლობენ. აგვისტოდან კი პარიზში გაემგზავრებიან.

a8954287-183a-4e8b-929b-3718adc7fb5fერთ-ერთი მათგანი გიორგი მაქარაშვილია. ამბობს, რომ მოლოდინი საკმაოდ  დიდი აქვს და საკმაოდ თამამ გამოწვევასთან შეჭიდებას აპირებს.

“სწავლა მომიწევს ჯერ პარიზში, შემდეგ სტრასბურგში, ბრიუსელში. სტაჟირებას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში გავივლი. ასე რომ, ეს იქნება ევროპული განათლების ის მწვერვალი, რომელიც კარიერული წარმატების გარანტიაა. ძალიან სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ხარ იმ უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც საშუალებას გაძლევს ევროპაში წამყვან უნივერსიტეტში ისწავლო და სამმაგი დიპლომი, მაგისტრის ხარისხი იქ მიიღო.”

ნათია ლობჟანიძე: “ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ასეთ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას და სასწავლებლად ისეთ უნივერსიტეტებში წავა, როგორიც სორბონა და ENA-ა. სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმება, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, გარანტირებულია, რადგან არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაცA დაამთავრა და ვერ დასაქმდა. სწავლის პერიოდშიც, ქულების მიხედვით თუ 20 წარმატებულ სტუდენტში მოვხვდით, საკმაოდ კარგ თანამდებობებზე მიგვიწვევენ სამუშაოდ. ასე რომ, მოლოდინი დიდია. გზა ყველგან  ხსნილი გვექნება.

68a79eb8-70d6-4380-affb-01d3688857f2„იქიდან გამომდინარე, რომ ეს მემორანდუმი ექსკლუზიურად გრიგორლ რობაქიძის უნივერსიტეტს აქვს, დარწმუნებული ვარ, სხვა უნივერსიტეტში სწავლით ასეთი შანსი არ მომეცემოდა. ENA – ში ჩაბარება და სწავლა თავად ფრანგებისთვისაც თითქმის მიუღწეველია. იქ მოხვედრა ძალიან ძნელია. მითუმეტეს, 22 წლის ასაკში იქ მგონი არავის უსწავლია.  გარდა ამისა, ჩვენ საგადასახადო შეღავათითაც ვსარგებლობთ. ამ კურსის საერთო ღირებულება  120 ათას ევრომდეა. ჩვენ კი მხოლოდ 22 ათასს გადავიხდით.”

აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი მემორანდუმი, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ევროპის უმაღლეს სასწავლებლებთან გააფორმა. უკვე რამოდენიმე წელია, იგი  აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის ცნობილ უნივერსიტეტებთან და უმაღლეს სკოლებთან, რის შედეგადაც, მრავალი სტუდენტი სისტემატიურად მიემგზავრება დასავლეთ ევროპის ამ   წარმატებულ   ქვეყანაში,   მონაწილებს   გაცვლით   პროგრამებში და  იღებს მსოფლიოში აღიარებულ   დიპლომებსა   და   სერტიფიკატებს.

სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ როგორც ინგლისურენოვანი, ისე ფრანგულენოვანი პროგრამები. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მათი საფრანგეთში სწავლება სრულად ფინანსდება.

65912ca5-637a-4387-a821-48808012b7b2მაგალითად, 2013 წლის ზაფხულში ხელი მოეწერა   თანამშრომლობის   ხელშეკრულებას რობაქიძისა და ნანტის   სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის. შესაბამისად, ყოველ სემესტრში სამართლის სკოლის ორი წარჩინებული სტუდენტი   სასწავლად   ნანტის   უნივერსიტეტში მიემგზავრებოდა.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ქართველი სტუდენტების   სიბეჯითემ განაპირობა   ის   ფაქტი,   რომ 2015-2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ნანტის უნივერსიტეტმა უკვე 5 ადგილი გამოყო და მომავალში, რობაქიძის უნივერსიტეტთან ერთად, კიდევ იფრო მეტი პროგრამის განხორციელებას აპირებს.

ასევე, 2014 წლის გაზაფხულზე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას გროგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და პარიზის ჟურნალისტიკის უმაღლეს სკოლას შორის. (ESJ de Paris).  ამჟამად აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სამაგისტრო  პროგრამაც მუშავდება.

2014 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები მიღებული ცოდნის საფუძველზე წარმატებით აბარებენ DELF-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებს ფრანგულ ენაში. უნივერსიტეტის   მუშაობა დადებითად   შეაფასა   პარიზის  UNEUNESCO-მ   და    სასწავლო   პროგრამების განხორციელებაში თანადგომა და მფარველობა გამოუცხადა.

გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რას სთავაზობს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებს?

$
0
0

ჩააბარე სუხიშვილის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე და ისწავლე ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად საზოგადოებრივი ურთიერთობების, ტურიზმის,  საფინანსო საბანკო საქმის, ფარმაციის მენეჯმენტის და მარკეტინგის, აგრობიზნესის მენეჯმენტის, სატყეო საქმის პროგრამებზე. სასწავლო კურსებს უძღვებიან დარგის წამყვანი პროფესორები და პრაქტიკოსი სპეციალისტები.

უნივერსიტეტის შეთავაზებები მაგისტრანტებს:

  • სამაგიტრო გამოცდებისთვის უფასო მოსამაზადებელი კურსი
  • სწავლის საფასური – 1700 ლარი
  • უფასო სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით
  • საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა
  • გაცვლითი პროგრამები
  • სტიპენდიები წარჩინებულ მაგისტრანტებს
  • საუკეთესო ინფრასტრუქტურა და გარემო
  • ხარისხიანი განათლება
  • წარმატებული მაგისტრანტებისთვის უფასო ტურები
  • მაგისტრანტზე მორგებულ სწავლის გადასახადი ოთხ ან ორ ეტაპად, ასევე ინდივიდუალური გრაფიკით.

სტუდენტები, რომლებმაც  ბაკალავრიატის საფეხური  სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში გაიარეს, მიიღებენ სწავლის 200 ლარიან  ვაუჩერს!

მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ შეავსონ უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდით უნივერსიტეტს.


ოდეერები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

$
0
0

„გათავისუფლდეს უნივერსიტეტი ე.წ. „ოდეერებისგან“ და  იყოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი“ – თსუ–ის შემდეგ ამ მოთხოვნამ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მშვიდობიანი აქციის ირგვლივ გააერთიანა. აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი თამარ ბაუჟაძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტში არაოფიციალურად მოვლენილი ასეთი პიროვნება ენრიკო დევაძეა.  ისტორიის პირველი კურსის სტუდენტი აცხადებს, რომ დევაძე ბევრჯერ უნახავს უნივერსიტეტში შეიარაღებული, როგორ ესაუბრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. თამარ ბაუჟაძის თქმით, ენრიკო დევაძე აქტიურად ერევა რექტორატისა და თვითმმართველობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში:

12625942_807491766022526_1007228751_n„ბათუმის უნივერსიტეტშიც რომ არსებობს ოდეერი, ჩვენც ვეჭვობთ და გეტყვით რატომ; მართალია, ოფიციალური შტატი, როგორც თსუ-ში აქ არ არის, მაგრამ ადამიანი, რომელიც სამოქალაქო ფორმაში გადაცმული გამოდის საუნივერსიტეტო სივრცეში, უნივერსიტეტის ეზოში იარაღის თანხლებით და ამას არ მალავს, აქტიურად ესაუბრება პროფესორებს, აქტიურად ესაუბრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თვითმართველობის წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ სწორედ ენრიკო დევაძე არის, რომელსაც ჩვენ ვასახელებთ სუსის წარმომადგენლად და ოდეერის წარმომადგენლად. ეს არის ერთ–ერთი ეჭვის საფუძველი;  მე თვითონ მინახავს საღამოს საათებში როგორ მოდიოდა ეს პიროვნება სამოქალაქო ფორმით მარჯვენა მხარეს ჯიბეში იარაღით, რომელიც არც დამალული იყო და არც ცდილობდა ამის დაფარვას, პირიქით და ასეთ ფორმაში როგორ ესაუბრებოდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;  პროფესორებიც ესწრებოდნენ მათ დიალოგს სხვათაშორის.“

თამარ ბაუჟაძე edu.aris.ge–სთან საუბარში ჰყვება, რომ სტუდენტებს აქვთ კულუარული ინფორმაცია ოდეერის სხვა წარმომადგენლების შესახებაც, თუმცა ოფიციალურად ამის დადასტურებას ჯერჯერობით ვერ შეძლებენ. სტუდენტები ასევე საუბრობენ თვითმართველობის პოლიტიზირების საკითხზე და მათ კავშირზე ოდეერთან.

„კულუარებში არსებობს კიდევ რამდენიმე ადამიანზე ეჭვი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გვაქვს ჩვენ ფაქტები, რომ დავადასტუროთ მათი კავშირი. მერაბ ხალვაში, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მჭიდრო კავშირშია ამ სისტემასთან, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ოფიციალური შატატი არ არსებობს ბსუ-ში, მისთვის ადვილია თავი აარიდოს პასუხისმგებლობას; თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ აღიარებს, რომ ეს არის სისტემური პრობლემა და ეს არის ის პრობლემა, რომელიც მოგვარებას საჭიროებს. ვითხოვთ უნივერსიტეტის რეალურ ავტონომიას, გათავისუფლდეს ოდეერების სისტემისაგან. უნივერსიტეტი უნდა იყოს ღია და დამოუკიდებელი სივრცე.

ასევე, თვითმართველობა ბსუ-ში ელიტური წარმონაქმნია და  ძალიან ბევრი პრივივილეგიით სარგებლობს. თვითმართველობა გარკვეული ინტერესების გამტარებელია იმ სისტემის რა სისტემაც არსებობს უნივერსიტეტში, ადრე იყო ნაცმოძრაობის ინტერესების გამტარებელი, ეხლა არის ქართული ოცნება და მისი ინტერესების გამტარებელიცაა. თვითმართველობა ასევე პირდაპირ თანამშრომლობს ოდეერთან. შეთანხმებული მოქმედებებით აგრძელებენ ისინი გეგმების განხორციელებას“, – ამბობს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი.

მიუხედავად სტუდენტების საჯარო განცხადებებისა, რომ უნივერსიტეტის პროფესორები საჯაროდ და ხშირად თანამშრომლობენ ენრიკო დევაძესთან, როგორც სუს-ის და ოდეერის წარმომადგენელთან, ამ საკითხზე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ამ დრომდე კომენტირებისგან თავს იკავებს.

ერთადერთი ლექტორი და აკადემიური საბჭოს წევრი,  ვინც ოდეერების ინსტიტუტის არსებობას ბსუ-ში საჯაროდ ადასტურებს მალხაზ ნაკაშიძეა:

„ყველამ ვიცით მათი არსებობის შესახებ და თავს რატომ ვიტყუებთ. თანაც დღეს სრულიად უკანონო სტატუსით იმყოფებიან ისინი. ვაღიაროთ და გავთავისუფლდეთ მათგან,“  – ეს კომენტარი ნაკაშიძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან გააკეთა; edu.aris.ge–სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ თემის ირგვლივ სათქმელი ახალი არაფერი აქვს და ახლა „სხვა პროფესორების აზრით არის დაინტერესებული“, თუ რას განაცხადებენ ისინი.

სტუდენტების ბრალდების ადრესატ, ენრიკო დევაძესთან გასაუბრებას edu.aris.ge უშედეგოდ ცდილობდა. ბსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში კი ჩვენთან საუბარში ადასტურებს აღნიშნულ პიროვნებასთან თანამშრომლობას, როგორც სუს-ის წარმომადგენელთან; თუმცა ვერ ხედავს ენრიკო დევაძის კავშირს ოდეერთან. მერაბ ხალვაში აცხადებს, რომ ოფიციალური საშტატო განაკვეთი ოდეერის წარმომადგენლის პოზიციაზე უნივერსიტეტში არ არსებობს:

12596439_807495426022160_1660131171_n„მოდით გავარკვიოთ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ოდეერის წარმომადგენელი – ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს საშტატო განაკვეთით დანიშნული, ასეთი საშტატო განაკვეთი ჩვენს უნივერსიტეტში არ არსებობს.  მე ვიცი, რომ ენრიკო დევაძე არის ბიზნესის მიმართულებით დოქტორანტი, ასევე ვიცი, რომ იგი მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მაგრამ რა კავშირშია მისი ჩარევა ოდეერების საკითხში და რას გულისხმობენ  სტუდენტები ამაში, არ ვიცი. რას გულისხმობენ ისინი, რომ უნივერსიტეტის საქმიანობაში ერევა ენრიკო დევაძე? დამისახელონ კონკრეტულად რომელი გადაწყვეტილების მიღებაში ჩაერია?

მართალია, მე მასთან მქონდა შეხვედრა, თუმცა ეს ცდება ჩვენი უნივერსიტეტის პრობლემებს, ჩვენი ქვეყნისაც. მას როგორც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს, აინტერესებდა რაღაც ინფორმაცია და მე მქონდა ორჯერ შეხვედრა მასთან ამ საკითხზე. ეს პრობლემა ცდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და მსოფლიო პრობლემაა ნომერ პირველი,“ – განგვიცხადა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

კითხვაზე დაინტერესდება თუ არა სტუდენტების ინფორმაციით, რომ დევაძე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით თავისუფლად გადაადგილდება და აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, მერაბ ხალვაში პასუხობს:

„მე დავინტერესდები ჰქონდა თუ არა მას მცდელობა რომელიმე სამსახურზე ზეწოლის. იარაღით სიარულის უფლება კი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის არ აქვს, თუმცა მას, როგორც ამ უნივერსიტეტის დოქტორანტს, უფლება აქვს უნივერსიტეტში იაროს. უნივერსიტეტის შინაგანაწესი კრძალავს ტერიტორიაზე ცეცხსასროლი იარაღის შემოტანას, თუ დადასტურდა, რომ ის იარაღით მოდიოდა აქ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყება ამასთან დაკავშირებით.“

ბსუ-ის სტუდენტების პრობლემით დაინტერესდა და აქციას შეუერთდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  ბათუმის ორგანიზაცია. მალხაზ ჭკადუა  საგანმანათლებლო სივრცეში ოდეერების არსებობასთან დაკავშირებულ მავნე პრაქტიკაზე  საუბრობს.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საკითხში მეტი სიცხადის შეტანისკენ მოუწოდებს:

„სტუდედენტებს მიაჩნიათ, რომ რესურსები სწორად არ ნაწილდება, რომ თვითმართველობა სარგებლობს პრივილეგიებით – არ ვფიქრობთ რომ ეს არის ჯანსაღი მიდგომა; უნივერსიტეტი ღია სივრცე უნდა იყოს ყველასთვის და აკადემიური თუ ფინანსური რესურსი თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს. პრაქტიკა აჩვენებს რომ ოდეერების ინსტიტუტის გამოყენება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში პრობლემატურია, ამიტომ ადმინისტრაცია თსუ-ის მოვლენების ფონზე, ამჯერად მაინც ღიად უნდა ლაპარაკობდეს ამ თემაზე. ჩვენი ორგანიზაცია წლებია, მოითხოვს ამ პრაქტიკის შეცვლას დ არც ახლა ვფიქრობთ სხვაგვარად. სტუდენტებს აქვთ ეჭვი და ეს ეჭვი, ან უნდა დაადასტუროს მერაბ ხალვაშმა, ან გაფანტოს“, – აცხადებს მალხაზ ჭკადუა.

ოფიციალური ინფორმაციით, ოდეერი (მოქმედი რეზერვის ოფიცერი) დაწესებულებაში ინიშნება „სახელმწიფო სტრატეგიული  დანიშნულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობებში“.

არის თუ არა ბსუ-ს კანცლერის არჩევა პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი?

მაია შავაძე – ბათუმი

2016 წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი

$
0
0

2016 წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი გამოქვეყნდა.

მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას 16 მარტის 12:00 საათიდან დაიწყო და 12 აპრილის 18:00 საათამდე იწარმოებს. რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.gov.ge; online.naec.ge) არის შესაძლებელი. თუმცა მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს უმაღლეს სასწავლებელს/სასწავლებლებს და გაარკვიოს ინფორმაცია შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების შესახებ.

გაითვალისწინეთ, რომ პროგრამები განახლებადია და ჩამონათვალს უახლოეს მომავალში სხვა უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებული პროგრამებიც დაემატება.

002 თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

003 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

004 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

005 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

006 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

009 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

012 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

014 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

016 წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

019 ქუთაისის უნივერსიტეტი

020 საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ)

023 ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი

033 გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

036 თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

047 თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

053 სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

058 სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი

062 ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

064 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

071 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

085 თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

088 სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

090 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი “ჰიპოკრატე”

097 შოთა მესხიას ზუგდიდიდ სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

098 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

114 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

115 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

120 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

121 საქართველოს უნივერსიტეტი

124 თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი “გორგასალი”

129 სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი

130 ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

131 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

133 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

134 თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

135 თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

140 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

142 წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი

143 გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი

145 წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

152 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)

153 საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი

154 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

172 აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი

185 საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი

187 საქართველოს შსს აკადემია

როგორ დავრეგისტრირდეთ საერთო სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებისთვის – პროცედურები

2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევი გამოქვეყნდა 

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ბალტიის თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია ეწვია

$
0
0

16 მარტს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ბალტიის თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვეიკშნორასი და კომენდანტის სამხედრო ასისტენტი, მაიორი ვილიუს ზაგურსკისი.

აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს აკადემიის საქმიანობა, არსებული სკოლები და საგანმანათლებლო სისტემა გააცნეს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს აკადემიის მიერ საერთაშორისო კუთხით გატარებული ღონისძიებები და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

კსუ-ის სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდნენ

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის სპეციალობის 1-5 კურსის სტუდენტებსა და რეზიდენტებს, უნივერსიტეტის კანცლერი – ვახტანგ წივწივაძე, რექტორი – კახაბერ კორძაია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვიცე-რექტორი მარინა გედევანიშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი და უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ქართული, რუსული და ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელი – ნანა მდინარაძე შეხვდნენ.

პროგრამის ხელმძღვანელმა ნანა მდინარაძემ სტუდენტებს თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამა გააცნო და სწავლის სპეციფიკაზე ესაუბრა.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ვიცე-რექტორმა მარინა გედევანიშვილმა აკადემიური პერსონალის, შიდა თუ გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობებისა და კსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მან წარმატებული კურსდამთავრებული რეზიდენტების ადგილზე დასაქმების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

კანცლერი ვახტანგ წივწივაძე სტუდენტებს სიმულაციის ცენტრზე ესაუბრა, რომელიც კსუ-სა და ისრაელის წარმომადგენლების ახალ, ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. ცენტრი უნივერსიტეტის ბაზაზე აშენდება და სტუდენტებს საშუალება ექნებათ უცხოელი პროფესორების ლექციებისა თუ პრაქტიკული მეცადინეობების პარალელურად, ისრაელში გაცვლითი პროგრამებით ისარგებლონ.

შეხვედრის ბოლოს კსუ-ს სტუდენტს ნათია ქადარიას თერაპიული სტომატოლოგიის რეზიდენტის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

როგორ დავრეგისტრირდეთ ზაფხულის მასწავლებელთა პროფესიული გამოცდისთვის – პროცედურა და სიახლეები

$
0
0

პრაქტიკოს პედაგოგთა და მასწავლებლობის მსურველთა მომდევნო პროფესიული, იგივე საგნის გამოცდა 2016 წლის ზაფხულში ჩატარდება.  გთავაზობთ ინფორმაციას სარეგისტრაციო პროცედურებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.

პედაგოგთა საგნის გამოცდის რეგისტრაცია 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყო და 12 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდას კი აპლიკანტები ივლისში ჩააბარებენ.

ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს:

  • პრაქტიკოს მასწავლებელს;
  • ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.

გაითვალისწინეთ, რომ 2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში აქვთ.

სიას უკვე დაემატა მუსიკისა და სპორტის საგნებიც, შესაბამისად რეგისტრაციის გავლა და გამოცდის ჩაბარება წელს პირველად შეეძლებათ მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებს, ასევე, მონაწილეებს შესაძლებელობა ექნებათ საგნის გამოცდა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარონ. თუმცა მუსიკისა და სპორტის საგნების შესაბამისი საგამოცდო კრებულები ამ ეტაპზე გამოქვეყნებული არ არის. edu.aris.ge-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გამოქვეყნება უახლოეს მომავალში იგეგმება.

საგნის გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში ტარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);
  • მათემატიკა (I-VI კლასები);
  • ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები);
  • ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები);
  • მათემატიკა (VII-XII კლასები);
  • ისტორია;
  • გეოგრაფია;
  • სამოქალაქო განათლება;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • ინგლისური;
  • გერმანული;
  • ფრანგული;
  • რუსული;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  • მუსიკა;
  • სპორტი.

მასწავლებელთა საგნის გამოცდის კრებულები

გაითვალისწინეთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის გამოცდაზე რეგისტრაცია უფასოა.

მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებს კი 50 ლარის გადახდა დასჭირდებათ.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

    • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
    • ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
    • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
    • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
    • ვებგვერდზე www.PayBox.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
    • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

პროცედურა

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

ყველა აპლიკანტს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად (მხოლოდ ერთი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად) ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge

სიახლეა საგამოცდო ბარათის მიღების წესში: გაითვალისწინეთ, რომ 2016 წლიდან მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე.

მასწავლებლობის მსურველებმა პარალელურად რეგისტრაცია უნდა გაიარონ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

აპლიკანტმა რესურსცენტრში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი.

იანვარში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდის მძიმე შედეგები – ზღვარი მხოლოდ 17%–მა გადალახა

ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა

მასწავლებელთა საგნის გამოცდის კრებულები

რა პირობას აძლევს პრემიერი სტუდენტებს პროტესტის შეწყვეტისა და სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ

$
0
0

“მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა გადაწყვიტეს და არჩიეს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკების პროცესი”, – ასე გამოეხმაურა პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნივერსიტეტში საპროტესტო აქციების შეწყვეტისა და სასწავლო პროცესის განახლების საკითხს.

“ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის გახლავთ განათლების სისტემის რეფორმა, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს უმაღლესი განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებებს. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს ამ რეფორმირების პროცესში და გავითვალისწინებთ მათ აზრს.

თვითმმართველობაზე შეიქმნა ნეგატიური აზრი. ზოგადად, წარსულში პრეცედენტების გამო, როდესაც სტუდენტების და თვითმმართველობის აბსოლუტურად გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები იყენებდნენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას და რა თქმა უნდა ჩვენთვის თითოეული სტუდენტის, თვითმმართველობაში გაწევრიანებული ახალგაზრდის აზრი არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა თვითმმართველობაც, თავისთავად საჭიროებს რეფორმას”, – განაცხადა პრემიერმა.

გუშინ საღამოს სტუდენტების 8 დღიანი პროტესტი დასრულდა. ორივე ჯგუფმა დატოვა უნივერსიტეტის პირველი კორპუსი და სასწავლო პროცესი განახლდა. მიუხედავად ამისა, ერთი თვის ვადაში, სტუდენტები მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციების განახლებას არ გამორიცხავენ.

მოთხოვნები კი შემდეგია: სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები რექტორ ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ. “აუდიტორია 115” – ის წებრები კი, რომელთაც მოძრაობა დააარსეს და უნივერსიტეტის სისტემურ რეფორმირებაზე გეგმავენ მუშაობას, მოითხოვენ აკადემიური საბჭოს დაშლას, თვითმმართველობის ინსტიტუტის რეორგანიზებას, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებას და საუნივერსიტეტო სისტემის ოდეერებისგან სრულად გაწმენდას.

თვითმმართველობის და “აუდიტორია 115″– ის წევრები ამბობენ, რომ ისინი მათი მოთხოვნების შესრულების საკითხს მოლაპარაკებების რეჟიმში დააყენებენ. სტუდენტებს მხარს უჭერს აკადემიური საბჭოს ერთ–ერთი წევრი მარიამ გერსამია, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საპროტესტო ტალღის შეწყვეტის შემდეგ გააჟღერა.

მეტი ინფორმაცია თსუ–ში მიმდინარე პროცესების შესახებ

პრემიერმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

$
0
0

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი.  გრიგოლ გაგოშიძემ თანამდებობა ოფიციალურად 1 მარტს დატოვა.

რა გახდა განათლების სამინისტროს ერთ ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სიპის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი?!- როგორც edu.aris.ge-ს თამარ სანიკიძის უწყებაში განუცხადეს, გაგოშიძე არ გაუთავისუფლებიათ, მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.  სიპის ხელმძღვანელის მოვალეობას კი ამ დროისთვის გაგოშიძის ყოფილი მოადგილე ასრულებს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  ახალი ხელმძღვანელი თამარ სანიკიძემ უახლოეს მომავალში პრემიერთან შეთანხმებით უნდა დაამტკიცოს.

Edu.aris.ge-ს ინფორმაციით გრიგოლ გაგოშიძე სამუშაოდ ძალოვან უწყებაში გადავიდა.

ეკა არის© წივწივაძე


,,უშიშროების სამსახურს უნივერსიტეტში არაფერი ესაქმება“ –ივანე კიღურაძე

$
0
0

საქართველოს  ,,პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის“ თავამჯდომარე, ივანე კიღურაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სწორია, როცა სტუდენტებს სურვილი აქვთ კანცლერის თანამდებობაზე, იყოს ღირსეული ადამიანი, ვინაიდან თანამდებობა საკმაოდ საპასუხისმგებლოა. ის მიიჩნევს,  რომ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები,  ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

კიღურაძეს, სამართლიანად მიაჩნია, სტუდენტების მოთხოვნა, რომ უნივერსიტეტში მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ისეთი ადამიანი, ვინც  რეჟიმის  წარმომადგენელია.

მისივე თქმით, გაუგებარია ვინ დგას გიორგი გაფრინდაშვილის უკან და თუ ის  ,,ნაციონალების“ რეჟიმის ერთ-ერთი  წარმომადგენელია, რატომ  ჰქონდა მხარდაჭერა, კენჭი ეყარა კანცლერის პოსტზე.

,,საერთოდ რთული სიტუაციაა შექმნილი. მე ასე მეჩვენება,  რომ  სტუდენტებიც, პროფესორ მასწავლებლებიც და პოლიტიკოსებიც, ერთმანეთის გამომრიცხავ მოსაზრებებს გამოთქვამენ ხოლმე. ზოგჯერ,  საკუთარი თავის საწინააღმდეგოდაც. ის ამბავი, რომ სტუდენტები დაინტერესდენენ უნივერსიტეტში კანცლერის არჩევით, ბუნებრივია.

ბუნებრივია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა უნივერსიტეტში და ღირსეულ პიროვნებას უნდა ეჭიროს.

სწორი იყო სტუდენტების მოთხოვნა, რომ ეს თანამდებობა არ უნდა დაეკავებინა პიროვენებას, რომელიც შემადგენელი ნაწილია რეჟიმისა.  ფაქტობრივად, ის იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ჩანერგილი იყო უნივერსიტეტში ,,ნაციონალების“  რეჟიმის მიერ.

,,ნაციონალების“  რეჟიმი ყველგან ეძებდა თავის მომხრეებს. უფრო სწორად, მათი სპეცსამსახურები.  მათ შორის ახალგაზრდებს  და ერთ-ერთი იყო ის, ვისაც უნდოდა კანცლერობა თსუ-ში. ეს ვიცი  ახალგაზრდების და პროფესორების, განცხადებებიდან. მომისმენია საწინააღმდეგო აზრიც.  ფაქტია, რომ გაფრინდაშვილს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ეჭირა ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამდებობა. ვინ უწევდა ლობირებას,  ამ კაცს, ერთი წუთით დავუშვათ და ვთქვათ რომ, ის იყო აქტიური თანამშრომელი ძველი რეჟიმისა, ძველი რეჟიმი  კი შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ იყო ფაშისტური რეჟიმი, რომელმაც უკან დასწია ჩევნი ქვეყანა, და მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა, საქართველოში მეცნიერების და უმაღლესი სკოლის განვითარებას.

ვინ უჭერდა მას მხარს?  გამოდის რომ მას მხარს უჭერდა ისევ სტუდენტთა თვითმმართველობა, ვინ არიან ისინი ვისაც თვითმმართველობაში,  ხელმძღვანელი თანამდებობა უკავია?  ვინ არის ეს ახალგაზრდობა და ვინ უმაგრებს მათ ზურგს? გამოითქვა ეჭვები, რომ ისინი თანამშრომლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც. საჭიროა ამ ეჭვების გაფანტვა მათი მხრიდან და განმარტება საზოგადოებისთვის, თუ რატომ უჭერდნენ მხარს კანცლერობის კანდიდატს, რომელიც რამდენიმე წლის უკან,  ასევე სტუდენტურ თვითმმართველობაში იყო და ის სტუდენტთა თვითმმართველობა, მაშინდელი სტუდენტთა ინტერესებს კიარ იცავდა, არამედ  სპეცსამსახურების ინტერესებს.  მიჭირს ამაში გარკვევა, ასევე მიჭირს ის რომ ახალგაზრდებს რაიმე სახის ბრალდება წავუყენო.“

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე 2015 წელს,  საქართველოს პარლამენტის მიერ, უშიშროების სამსახურის კანონმდებლობაში, მიღებულ ცვლილებაზე საუბრობს. რომლის თანახმად,   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არა აქვს უფლება, სახელმწიფო დაწესებულებებში მისი წარმომადგენელი დანიშნოს. განსხვავებით კანონის 1998 წლის რედაქციისგან, როცა უსაფრთხოების სამსხურს  უფლება ჰქონდა, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებში, დაენიშნა წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, კიღურაძე მიიჩნევს რომ კანონის საფუძველზე დაუშვებელია უნივერსიტეტში, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის დანიშვნა და მის მიერ მოვლენების მართვა.

,,1998  წელს, მიღებული იყო კანონი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ. ეს კანონი უფლებას აძლევდა უსაფრთხოების სამსახურს, საჭიროების შემთხვევაში, თავისი წარმომადგენელი დაენიშნა ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში. ეს დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული არ არის.

2015 წლის  8 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა, მიიღო ,,საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ.“  ამ კანონის ძირითადი მუხლები ამოქმედდა 2015 წლის 1 აგვისტოდან. ანუ 2015 წლის 1 აგვისტოს შემდეგ,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ჰქონდა უფლება, რომ თავისი წარმომადგენელი დაენიშნა  უნივერსიტეტში.

ეს იცოდა უნივერსიტეტმაც, და თუ მსგავსი ფაქტი  არსებობდა  და თსუ-ში დანიშნული იყო ვინმე, უშიშროების სამსახურის მიერ,  მაშინ სტუდენტებს ,,რექტორისთვის“ უნდა მოეთხოვათ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ამ ყველაფერს არეგულირებს კანონი რომელიც 2015 წლის 8 ივლისს მივიღეთ.“

ივანე კიღურაძე  edu.aris.ge-სთან ე.წ ,,ოდეერის“  ინსტიტუტის მნიშვნელობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ სტუდენტთა უმრავლესობას არ ეცოდინება, კონკრეტულად რას ნიშნავს ეს აბრევიატურა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ანდროპოვმა დაამკვიდრა. კიღურაძე დაუშვებლად მიიჩნევს ტერმინი ,,ოდეერის“ გამოყენებას და სტუდენტებს მოუწოდებს, ქართული შესატყვისებით ისაუბრონ.

,,მე ვარ კატეგორიული წინააღმდეგი რომ  ტერმინი  ,,ოდეერი“  გამოვიყენოთ. შეეკითხეთ, იმ სტუდენტებსაც,  ვინ იცის ამ ტერმინის წარმოშობა. ესაა რუსული აბრევიატურა და ითარგმნება ასე ,,მოქმედი რეზერვის ოფიცერი“ ეს არის,  ავადსახსენებელი ანდროპოვის მიერ შემოღებული ტერმინი. ანდროპოვი 15 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ეს კაცი სულით და გულით იყო ,,კაგებეშნიკი“  ,,სუკის“  თანამშრომელი მეთაური და იდეოლოგი. უკეთესი იქნება, თუ სტუდენტები ქართული აბრევიატურებით ისაუბრებენ.“

ივანე კიღურაძის განცხადებით, უნივერსიტეტს აქვს ავტონომიის უფლება და მის დამოუკიდებლობაში,  სახელმწიფო უშიშროების სამსახურები არ უნდა ერეოდნენ.

,,უკლებლივ ყველა საგანმანათებლო დაწესებულება, იქნება ეს საშუალო სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი თუ სამეცნიერო დაწესებულებები. აბსოლუტურად ყველა თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენისგან. აბსოლუტურად არაფერი ესაქმება იქ უშიშროების სამსახურს,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის“ თავმჯდომარე ივანე კიღურაძემ.

შეგახსენებთ რომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების 8 დღიანი პროტესტი 16 მარტს დასრულდა. სტუდენტების ორივე ჯგუფმა დატოვა უნივერსიტეტის პირველი კორპუსი და სასწავლო პროცესი განახლდა. მიუხედავად ამისა, ერთი თვის ვადაში, სტუდენტები მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციების განახლებას არ გამორიცხავენ. ისინი მოითხოვენ რექტორ ვლადიმერ პაპავას გადადგომას, აკადემიური საბჭოს დაშლას, თვითმმართველობის ინსტიტუტის რეორგანიზებას, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებას და საუნივერსიტეტო სისტემის ოდეერებისგან სრულად გაწმენდას.

რა პირობას აძლევს პრემიერი სტუდენტებს პროტესტის შეწყვეტისა და სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ

მოამზადა თეონა გიორგაძემ

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენციისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

$
0
0

2016 წლის 7 მაისს ევროპული სკოლა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ატარებს მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას.

2014 წელს ევროპულმა სკოლამ ჩაატარა რესპუბლიკური სასწავლო-მეთოდური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამჭოლი კომპეტენციებიდან ერთ-ერთის – ციფრული წიგნიერების – განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სასწავლო პროცესში განხორციელებული ეფექტური ღონისძიებების გაცნობას, არსებული წარმატებული გამოცდილების გაზიარებას. ევროპული სკოლა კვლავ აგრძელებს ამ კუთხით მუშაობას, აცნობიერებს დროის გამოწვევას საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების, გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულების და სხვადასხვა საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების თვალსაზრისით, რაშიც უზარმაზარი როლი ეკისრება სკოლას.

კონფერენციის თემა:წარმატებული სასწავლო პრაქტიკა მედიაწიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებისათვის.

მიზნობრივი ჯგუფი: თბილისისა და რუსთავის სკოლების მასწავლებლები.

კონფერენციის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სკოლაში მედიაწიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერებისა და სემიოტიკური წიგნიერების კომპეტენციის განვითარებისათვის ხელშემწყობი აქტივობებისა და ღონისძიებების ეფექტიანი გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება, წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები, ასევე, მოუსმინონ კოლეგებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება.

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოხსენება:

  1. რა უწყობს ხელს მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მედიაწიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებას;
  2. არის თუ არა მკაფიოდ აღწერილი, როგორ ვუწყობთ ხელს ჩამოთვლილი კომპეტენციების განვითარებას;
  3. მოხსენებაში წარმოდგენილი რეკომენდაციები აღნიშნული კომპეტენციების განვითარების შესახებ მარტივად განსახორციელებელია თუ არა როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის.

პრეზენტაციის ფორმა:

  • ზეპირი მოხსენება საპრეზენტაციო ფორმატში (Power Point), რეგლამენტი – 10 წუთი
  • სტენდური პრეზენტაცია (სტენდზე ვიზუალურად წარმოდგენილი საპრეზენტაციო თემის საკვანძო საკითხები).

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კონფერენციაში?

  • გაეცნობით სიახლეებს საგანმანათლებლო სფეროში;
  • გაუზიარებთ და გაიზიარებთ კოლეგების გამოცდილებას;
  • აიმაღლებთ კვალიფაკაციას;
  • საშუალება მოგეცემათ, პროფესიულ ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნოთ თქვენი მოხსენება , რაც დამატებითი კრედიტის მოპოვების საშუალებაა.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

კონფერენციაში მონაწილეობის წინაპირობები

  • მომხსენებლები შეირჩევა შემოსული მოხსენებებისა და დანართების საფუძველზე, რომელსაც განიხილავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომისია.
  • მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პედაგოგის/პედაგოგთა ჯგუფის მიერ შერჩეული თემა და შესაბამისი მოხსენება, შევსებულ განაცხადთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@europeanschool.ge

წერილის subject ველში მითითებული უნდა იყოს: სახელი, გვარი; მოხსენების სათაური.

  • გამოგზავნილი ნაშრომი მანამდე არ უნდა იყოს წარდგენილი სხვა კონფერენციაზე.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 4 აპრილი, 2016 წ.

ნაშრომის გაფორმება

მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს Sylfaen12 შრიფტით.ხაზებს შორის დაშორება1,5.

  • მოხსენების სათაური
  • შესავალი
  • მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა
  • შედეგი
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურა.

კონფერენციის ორგანიზატორები და პარტნიორები:

  • ევროპული სკოლა
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკონტაქტო პირი: გურანდა ჭელიძე
ტელ: 239 59 64; 239 44 94,599 58 27 22

კსუ სტუდენტენტთა IV საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეთა რეგისტრაციას აცხადებს

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

საქართველო, თბილისი, 14 მაისი, 2016  წელი. ბმული რეგიტრაციის გვერდზე.

სექციები:

  • ჟურნალისტიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • მედიცინა
  • ირანისტიკა

სამუშაო ენები:

  • ქართული
  • ინგლისური
  • რუსული

მოთხოვნები: 

  1. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;
  2. მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებგვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს;
  3. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას  არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისის  ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე  დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს. კონფერენციაზე დაშვებული  თეზისების ავტორი, დადასტურების შემდეგ, გამოაგზავნის ნაშრომის სრულ ტექსტს;
  4. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ განიხილება;
  5. თეზისები და  ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:
  • შრიფტი ქართული ვერსიისათვის – Sylfaen; რუსული და ინგლისური – Times New Roman;
  • ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი, გვარი აკადემიური ხარისხი, თანამდებობა)  – 14 Bold;  ძირითადი ტექსტი – 12;
  • ინტერვალი – 1,5;
  • გვერდის საზღვრები – 2,5 ყველა მხრიდან.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 2016 წლის  16 აპრილი – კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა;
  • 2016  წლის  30  აპრილი  – აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში   მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ;
  • 2016 წლის  7 მაისი – სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
  • 2016 წლის 14 მაისი –  კონფერენციის გახსნა.

ინფორმაცია მონაწილეთათვის:

  1. კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები დაიბეჭდება, ხოლო შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს დაურიგდება სერტიფიკატი;
  2. მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 8-10 წუთი, დებატებისთვის – 5 წუთი;
  3. უცხოელი მონაწილეების თბილისში დაბინავებას კსუ უზრუნველყოფს;
  4. სრული ნაშრომი გადმოგზავნეთ  შემდეგ მისამართზე  conference@ciu.edu.ge .

გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი აკადემიური საბჭოს ყოფილ და ახლად არჩეულ წევრებს შეხვდა

$
0
0

17 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი აკადემიური საბჭოს ყოფილ და ახლად არჩეულ წევრებს შეხვდა.

რექტორმა მათ ღირსეული თანამშრომლობისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

დასასრულს, რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა  მათ პირადად გადასცა მადლობის სიგელები და  საჩუქრები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ორატორული ხელოვნების ფესტივალი-კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა

$
0
0

16 მარტს უნივერსიტეტის ატრიუმში ორატორული ხელოვნების ფესტივალი-კონკურსის “გორგიას” პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია ჟურნალისტმა თათია პაჭკორიამ გახსნა და აუდიტორიას კონკურსის დეტალები გააცნო.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ცნობით, კონკურსს ტრენინგის სახე აქვს და უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობას მოიცავს, პროექტის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან ორატორულ ხელოვნებას, პრეზენტაციის უნარს და კონკრეტულ თემაზე დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე ინფორმაციული ორეულის დამკვიდრებას, ასევე საკუთარი იდეების და პროექტების სწორად წარდგენის ხელოვნებას დაეუფლებიან.

უნივერსიტეტის განმარტებით, კონკურსი ხელს შეუწყობს სტუდენტთა ვერბალური იმიჯის დახვეწას, საკუთარი თავის დამკვიდრებას აუდიტორიის წინაშე, აქტიურად ჩართვას საზოგადოების ნებისმიერ დონეზე არსებულ დისკუსიასა თუ საჯარო გამოსვლებში. გარდა ამისა სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი თავი და პოტენციალი გააცნონ, როგორც მომავალ კოლეგებს ,ასევე აკადემიურ პერსონალს, მიიღონ დიდი პრაქტიკული გამოცდილება დოკუმენტური ფილმის შექმნაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ნებსმიერი მიმართულების სტუდენტებს.

კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საჩუქრებს გადასცემს კომპანია “ტექნო-ბუმი”
1 ადგილი – პერსონალური კომპიუტერი;
2  ადგილი – პლანშეტი ;
3  ადგილი – მობილური ტელეფონი.

Viewing all 14441 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>