Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14463 articles
Browse latest View live

კსუ-ის სტუდენტი მარიამ ბურდულაძე ლიტერატურული პრემია „საბა“ 2016-ის ნომინანტთა სიაში მოხვდა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი მარიამ ბურდულაძე ფესტივალის „ფანARTი“ გამარჯვებულია.

2015 წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ ფესტივალში, სადაც 10 ჟანრი იყო წარმოდგენილი, მარიამმა ლიტერატურის ჟანრში პროექტის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა და TBC ბანკის რჩეული გახდა.

კსუ-ის ინფორმაციით, პროექტის ორგანიზატორებმა საჩუქრად წიგნები და სერტიფიკატი გადასცეს, TBC ბანკმა კი ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ წიგნებით დააჯილდოვა, მარიამის სადებიუტო წიგნი „არშალუსას ფლაკონი“ გამოსცა და ლიტერატურული პრემია „საბა“ 2016 – ის ნომინანტთა სიაში წარადგინა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს მარიამს ამ წარმატებას და გამარჯვებას უსურვებს.


პროზაული მხატვრული ტექსტის ანალიზი –მეთოდის შესახებ

$
0
0

ავტორი – ნინო ლომიძე

სავალდებულო საპროგრამო ტექსტების კითხვა სავალდებულო საპროგრამო მიზნებს ემსახურება. ლიტერატურის კურსი სწავლების დაწყებითი საფეხურიდან საშუალო საფეხურის ჩათვლით ისეა გაწერილი, რომ მოსწავლემ გამოიმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;  ამ მიზნის მისაღწევად მხატვრული ტექსტის ანალიზი ერთ-ერთ საშუალებად მოიაზრება. დღეს სწორედ ამ პარადიგმაზე ვისაუბრებთ დაწვრილებით. რას მოიაზრებს ანალიზი? რა ელემენტებისგან შედგება ის? რა ტერმინოლოგიას ვიყენებთ მხატვრული ტექსტის ანალიზისას და როგორ ვამუშავებთ პროზაულ ტექსტს შესაბამისი მითითებების მიხედვით?

ანალიზის ელემენტები

  • ნაწარმოების თემის, იდეის, მთავარი სათქმელის, პრობლემატიკის ამოცნობა.
  • ტექსტის სიუჟეტისა და კომპოზიციის ურთიერთმიმართება
  • მხატვრული ტექსტის შექმნისას გამოყენებული სხვადასხვა მეთოდები – პერსონაჟთა გალერეა, სურათხატები, აღწერის, ამბის თხრობის, გადმოცემის ხერხები.
  • ავტორისეული განწყობა-დამოკიდებულების კვლევა, თემისადმი, პერსონაჟებისა და იდეებისადმი მისი მიმართების ამოცნობა.
  • მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების მიმოხილვა
  • ნაწარმოებზე მსჯელობა ჟანრობრივი თავისებურების და ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით
  • სუბიექტური ემოციურ-შეფასებითი დამოკიდებულების გამოვლენა
  • პერსონაჟთა ხასიათზე, ქმედებებსა და საქმიანობაზე დაკვირვებით მათი შეფასება, ტექსტზე დაყრდნობით ლეგიტიმური დასკვნების გაკეთება.
  • დასკვნების განზოგადება

პროზაული ტექსტის ანალიზი

ანალიზის ზოგადი ჩარჩოს მიხედვით პროზაული ტექსტის მხატვრულ ანალიზში სასურველია წარმოჩენილი/დამუშავებული/მიმოხილული იყოს შემდეგი საკითხები:

  • ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც მიეკუთვნება ტექსტი
  • ისტორიული ეპოქის გავლენა ტექსტზე ( ისტორიულ-კულტურული კონტექსტი)
  • ტექსტის შექმნის პრეისტორია ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ჟანრის განსაზღვრა
  • სიუჟეტური ქარგა, კომპოზიცია, ტექსტის აგებულება
  • კრიტიკული მოსაზრებების გაცნობა/შეფასება/კომენტირება
  • მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების მიმოხილვა
  • პერსონაჟთა ხასიათზე, თვისებებზე, ქცევაზე დაკვირვება/დახასიათება (ეპითეტები/დახასიათება კონკრეტული ეპიზოდების დამოწმებით)
  • თხრობის/გადმოცემის სტილი (თხრობა I პირშია თუ III-ში, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული ჩანართები, რომლებიც გვეხმარება ჩანაფიქრის ამოცნობაში…)

კონცეპტუალური ჩარჩო

პროზაული ლიტერატურული ნაწარმოების განხილვისას მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ნაწარმოების თემა და იდეა.

მოკლედ მიმოვიხილავთ თითოეულს:

თემა

თემა, იგივე დედააზრი, ლიტერატურულ ნაწარმოების ობიექტური საფუძველია. სხვა სიტყვებით, ეს ისაა, რაც განსაზღვრავს ნაწარმოების შინაარსაა და ფორმასაც კი. სწორედ თემა აკავშირებს მხატვრული ტექსტის სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთთან, რათა ერთ შინაარსობრივ მთლიანობად აქციოს ის. თემა შეიძლება იყოს მარადიული, ნებისმიერი ეპოქისა და მოცემულობისთვის მნიშვნელოვანი(მეგობრობის თემა, სიყვარულის თემა, სამშობლოს სიყვარულის თემა…) ან გარკვეული ( კონკრეტული) ვითარებით განპირობებული ( მამათა და შვილთა ბრძოლა, ბატონყმობის თემა…).

ერთი და იგივე თემა სხვადასხვა ავტორმა შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარად გადაწყვიტოს, ეს დამოკიდებულია მწერლის მსოფლხედველობაზე, ოსტატობაზე, გამოცდილებაზე, მოღვაწეობის ეპოქაზე…მაგალითად, ცნობილია, რომ ფაუსტის თემა გოეთემდე რამდენიმე მწერალმა დაამუშავა, თუმცა  მისი „შესრულება“ ყველაზე უკეთ სწორედ მან შესძლო; მეცხრამეტე საუკუნეში აქტუალური იყო ბატონყმური ურთიერთობის თემა, ამ საუკუნეში მოღვაწე მწერლების შემოქმედებაში ეს თემა საკმაოდ მრავალხრივ და მრავალფეროვნადაა დამუშავებული.

ტექსტის კვლევისას ამ მიმართებით უნდა დაისვას კითხვები  – ემთხევა თუ არა თემა ტექსტის შექმნის თანამედროვე ეპოქას? დაკავშირებულია თუ არა თემასთან სათაური? შევისწავლეთ თუ არა სხვა ნაწარმოები, სადაც იგივე თემაა დამუშავებული? რა განსხვავებაა ამ ტექსტებს შორის? რამ განაპირობა მწერლის დაინტერესება თემით? არის თუ არა აქტუალური იგივე თემა დღეს?იყო თუ არა თემა აქტუალური ნაწარმოების შექმნის ეპოქაში?

იდეა

იდეა ერთგვარი პასუხია ავტორის მიერ ნაწარმოებში დასმულ კითხვებზე. იდეა ისაა, რის ირგვლივაც „ბრუნავს“ ტექსტის მხატვრულ ესთეტიკური სამყარო, პერსონაჟები. იდეა მეტწილად უკავშირდება ავტორის მიერ აღებული თემას, თუმცა ისეც ხდება, რომ მწერალს მისივე ასახულის მიმართ არ/ ან ჯერ არ აქვს/ ან შეფარვით აქვს ჩამოყალიბებული დასკვნები და გადაწყვეტილებები. მწერლის მიერ იდეის არგაცხადება არ ნიშნავს ნაწარმოების იდეის არარსებობას, რადგან საკითხის დასმის სტილი, მანერა შესაძლოა უკვე მეტყველებდეს მწერლის გარკვეულ დამოკიდებულებაზე. იდეა ტექსტის მთავარ სათქმელადაც მოიაზრება, რომელიც სხვადასხვა მხატვრული ხერხებით, საშუალებებითაა გადმოცემული. საკუთარ დამოკიდებულებებს ავტორი სწორედ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების გზით გადასცემს მკითხველს.

„გუსტავ ფლობერმა მკაფიოდ გამოხატა მისეული იდეალი მწერლისა. ის შენიშნავს, რომ ავტორი, ღმერთის დარად, საკუთარ წიგნში უნდა იყოს ყველგან და ამავდროულად – კონკრეტულად – არსად, ის უნდა იყოს უხილავი და ყველგანმყოფი ერთდროულად. არსებობს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ნაწარმოები, სადაც ავტორი თავს არ ამჟღავნებს, ზუსტად ისე, როგორც ფლობერს სურდა, თუმცა თავად მას არ გამოუვიდა ამ იდეალის წვდომა „მადამ ბოვარიში“.  საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ავტორი, თითქოს, არსად ჩანს,  ის მაინც „განფენილია“ ტექსტში, მისი „არარსებობა“ უკვეა გამოხატულება თვალსაჩინო არსობისა. როგორც ფრანგები ამბობენ, „თავისი არყოფნით ბრწყინავს“. ( ვლადიმირ ნაბოკოვი „ლექციები საზღვარგარეთის ლიტერატურაზე“)

იდეის გაცხადების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მწერლის ოსტატობას. საჭირო დროს, საჭირო მომენტში არ ან ვერგაკეთებული აქცენტი მხატვრულ ჩანაფიქრს, იდეას აფერმკრთალებს, თუ ავტორი მთლიანად „იდეითაა“ შეპყრობილი და ნაკლებ ყურადღებას აქცევს მხატვრულობას, ვიღებთ პუბლიცისტიკას ან უარეს შემთხვევაში – იდეოლოგიურ ტექსტს.

ამ მიმართულებით კვლევისას მკითხველი პასუხობს კითხვებს:რისი თქმა სურდა ავტორს? როგორ, რა მხატვრული ხერხების მეშვეობით შესძლო ან სათქმელის გამოხატვა? სათქმელი პირდაპირაა გადმოცემული თუ შეფარვით? რა არის ტექსტის/ცალკეული ეპიზოდის მთავარი სათქმელი? ავლენს თუ არა საკუთარ დამოკიდებულებას ავტორი პერსონაჟებისადმი? მათი ქმედებებისადმი?

პროზაული მხატვრული ტექსტის სტრუქტურის ანალიზისას აუცილებელია სიუჟეტისა და კომპოზიციის მიმოხილვაც.

კომპოზიცია მოიცავს მხატვრული ნაწარმოების თემის, იდეის, ფაბულის, სიუჟეტის, ჩანართი ეპიზოდების, ყველა გამოყენებული მხატვრული საშუალების მიზანმიმართულ, მოტივირებულ, ურთიერთშეფარდებულ განლაგებას.

სიუჟეტი მოვლენათა და მოქმედებათა თანამიმდევრობაა. ამბის გადმოსაცემად ავტორი გარკვეულ სტრუქტურას მიმართავს, ამბებისა და მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა ქმნის სწორედ სიუჟეტს. სიუჟეტური ქარგა დამახასიათებელია ეპიკური და დრამატული ტექსტებისთვის. სიუჟეტის განვითარების ეტაპებია: ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია და კვანძის გახსნა.

ამ მიმართულებით მუშაობისას მოსწავლემ უნდა შეძლოს მსჯელობა ნაწარმოების კომპოზიციურ თავისებურებებზე, საკვანძო ეპიზოდების (სცენების) ურთიერთკავშირზე; მისი სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიციის, პროლოგის, ეპილოგის…) დანიშნულებაზე; სასურველია დაისვას კითხვები: გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული ჩანართები? შეგვიძლია თუ არა მათი საშუალებით ამოვიცნოთ მოვლენებისადმი ავტორისეულ დამოკიდებულებას?რა თანმიმდევრობით გადმოგვცემს ავტორი ამბავს?

შესაძლებელია სქემის, დიაგრამის, აზრობრივი რუკის, სხვა გრაფიკული საშუალებების გამოყენებაც.

გრამატიკული ცნობარი

წყარო mastsavlebeli.ge

იხილეთ ორგინალი

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სექტორშია

$
0
0

სექტორების მიხედვით საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სფეროშია. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში განათლების სექტორში არსებული საშუალო ხელფასი 625 ლარი იყო. განათლების სექტორში მომუშავეთა 70%-ზე მეტი სახელმწიფოს კუთვნილ სასწავლო დაწესებულებებში მუშაობს, კერძო სექტორი კი ამ სფეროში 22 ათას ადამიანს ასაქმებს.

საქართველოში სულ 67 ათასი პედაგოგი ასწავლის. მასწავლებლების 88% საჯარო სკოლებში მუშაობს და მათი 85% ქალია. 2015 წლის მდგომარეობით, პედაგოგები 553 ათას მოსწავლეს ასწავლიან, რაც ნიშნავს, რომ ერთ მოსწავლეზე ქვეყანაში 0.12 მასწავლებელი მოდის.

განათლების სექტორში არსებული დაბალი ხელფასები იმ ადამიანთა მოტივაციას ვისაც დასაქმება პედაგოგიურ სფეროში აქვს გადაწყვეტილი ასუსტებს, რის გამოც განათლების ბაზარზე ახალი პედაგოგების შესვლის და მათ მიერ წინა თაობების ჩანაცვლების პროცესი საკმაოდ ნელია.

სექტორების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასები საფინანსო სექტორშია, აქ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 1549 ლარია.

გია მურღულია: „ ჩვენ განათლების სფეროზე დახარჯული ფულის შესაბამისი შედეგი მივიღეთ“

იანვარში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდის მძიმე შედეგები – ზღვარი მხოლოდ 17%–მა გადალახა

ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა

წყარო: tabula.ge

ჯერ აღზარდეთ ადამიანი ადამიანად და შემდეგ იზრუნეთ მის სწავლა-განათლებაზე–ნინო ნადირაძე-კუზანოვა

$
0
0

დედობა ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული პროფესიაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლები წარმატებული და შემდგარი ადამიანები არიან, აქვთ საკუთარი საქმე და შვილების გაზრდასა და კარიერას შორის ოქროს შუალედის მოძებნა უწევთ. ესაა პროფესია, რომელიც არ ისწავლება არც ერთ საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში და არც მზა რეცეპტები არსებობს თუ როგორ უნდა აღზარდო შვილი. სწორედ ამიტომ edu.aris.ge-ის ახალი რუბრიკის „მშობელი მშობელს“ სტუმარი ორი შვილის დედა, კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვა შვილების აღზრდა-გაზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას და რჩევას გვიზიარებს, რომელი გამოცდილებაც მან შვილებთან ურთიერთობისას დააგროვა:

აჩვენეთ შვილებს ზრდილობა და უფროსებთან დამოკიდებულება საკუთარ მაგალითზე

12573085_929060540474764_9061046766573941021_nშვილებს ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად ვუდგები. ხომ არ არსებობს რამე პროგრამა – ასე უნდა მიუდგეთ შვილებს?! გააჩნია, როგორ იქცევიან იმ მომენტში. პირველ რიგში უნდა ასწავლო ჰიგიენის ნორმები. ხელი რომ დაიბანონ დღეში რამდენჯერმე, პირში ხელი არ უნდა ჩაიდონ. შემდეგ, მთავარი არის ზრდილობა, და ეს ზრდილობა უნდა აჩვენო აუცილებლად საკუთარ მაგალითზე. უნდა ჩაუნერგო უფროსებთან დამოკიდებულება, ფეხზე უნდა ადგეს უფროსი ადამიანი რომ შემოდის. ჯერ უნდა აცადოს უფროსს საუბარი და მხოლოდ ამის  შემდეგ ჩაერთოს თუ რამეს კითხავენ.  შვილებს აუცილებლად უნდა აჩვენო შენი კარგი დამოკიდებულება საკუთარი მშობლების, მეუღლის მშობლების, ბებიების მიმართ, რომ ეს გაუჯდეთ და უფროსი თაობის მიმართ პატივისცემა ისწავლონ. ყოველჯერზე, როცა ხედავენ საჭიროების შემთხვევაში, თუ ავად გახდომის შემთხვევაში, როგორ ვიქცევი ჩემს მშობლებთან,  მათი მამა თავის მშობლებს როგორ ექცევა, შემდგომში ეს ექნებათ გათავისებული როგორ უნდა მოგვექცენ ჩვენ და ჩვენს წინაპრებს სიბერის დროს. შემდეგ, ამის განზოგადება ხდება მოხუცი ადამიანის პატივისცემაში.

ჯერ აღზარდეთ ადამიანი ადამიანად და შემდეგ იზრუნეთ მის სწავლა -განათლებაზე

მთავარია ყველა მშობელმა ჯერ აღზარდოს ადამიანი და მხოლოდ ამის შემდეგ იზრუნოს  მის სწავლა -განათლებაზე. განათლება ეს არ არის პირველი, რაც ადამიანს ხდის ადამიანად.  ძალიან ბევრი ნასწავლი რეგვენი ვიცი, რომელმაც ელემენტარული ქცევა არ იცის და სიყვარული რა არის არ იცის. და როგორც გითხარით, რაც მთავარია, ადამიანების სიყვარული უნდა ასწავლო და შემდგომში ალბათ ცხოველებისაც.

გაკვეთილი მათგან არ ჩამიბარებია, მსგავსი საშინელებები არ ჩამიდენია

10300090_10202087640101445_9118870354391649606_nვცდილობ, ჩემს შვილებს სწავლის აუცილებლობის განცდა ჩავუნერგო. ვცდილობდი, რაც უფრო უყვართ და მოსწონთ იმაში ხელშეწყობა უფრო მეტად ჰქონებოდათ. გარდა ამისა. მე თვითონ ტექნიკური საგნების მოყვარული ვარ. როდესაც ტექნიკური საგნებით გაქვს გამყარებული ზურგი სხვა საგნებს უფრო მარტივად და ადვილად ითვისებ. ბაიას შემთხვევაში, ვცდილობდი, მათემატიკაზე ხაზი მქონოდა გასმული, მაგრამ დიდი მათემატიკური ტალანტები ვერ გამოავლინა და პატარა ბიჭს ამ მხრივ უფრო მეტად აქვს გონება გახსნილი. მამაჩემი მათემატიკოსი იყო, პედაგოგი და ვიცი, როგორ ავუხსნა ადამიანს ესა თუ ის საგანი. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ამეხსნა, მაგრამ მათ მაგივრად არასდროს არაფერს ვაკეთებდი.  მე მათ ვუჩვენებდი ამოხსნის გზებს, მაგალითის მიხედვით, ეს როგორ უნდა გაკეთდეს და შემდეგ მიშვებული მყავდა. თვითონ უნდა მიეგნოთ გაეთავისებინათ ამა თუ იმ საგანში მიგნებები. მე ვასწავლიდი ამოხსნის გზებს, მათ ვუხსნიდი შინაარსს, მაგრამ მე მათ მაგივრად რომ მეზუთხა და მომეყოლა და მერე მას მოეყოლა ჩემთვის, მსგავსი საშინელებები  არასდროს ჩამიდენია. არასდროს მათგან გაკვეთილი არ ჩამიბარებია, იმიტომ რომ ჩემგანაც არასდროს არ ჩაუბარებიათ გაკვეთილი, აბსოლუტურად დამოუკიდებლად მარტო ვაკეთებდი ამ ყველაფერს.

ცხოვრებისეული რეცეპტები შვილებმა თვითონ უნდა გამოიწერონ, გამოცდილებაზე დაყრდნობით

12308347_906355519411933_2440600977821233523_nშვილებთან დედაშვილური ურთიერთობა მაქვს, მეგობრობა არ გამომდის, მაგრამ დამთმობი ვარ, ჩემი მშობლები ბევრად უფრო მკაცრები იყვნენ ჩემ მიმართ. მე საკმაოდ ლოიალური დედა ვარ, მათ მეტად თავისუფლებას ვაძლევს. ვიდრე მე მაძლევდნენ ჩემი მშობელბი. არ ვუთვლი მეგობართან ცოტა დიდხანს თუ დარჩა, ცოტა თუ შეაგვიანდა. მთავარია, ვიცოდე სადაა. მართალია ვაკონტროლებ, სულ მაქვს კონტაქტი და მკაცრი სერიოზული ჩარევები ჩემი შვილების ცხოვრებაში არ დამჭირვებია. ალბათ პრობლემა არ დამდგარა, თუმცა მიმაჩნია, რომ თითო კისერი ყველამ უნდა მოიტეხოს, რომ თვითონ წამოდგეს ფეხზე და თვითონ გაუმკლავდეს პრობლემებს. რაც მეტ პრობლემას გაუმკლავდება თვითონ ბავშვი, უფრო შეგუებული იქნება და მზად იქნება ცხოვრებისთვის. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ბავშვებს ყველაფერი მზამზარეული რომ მიართვა. ცხოვრების რეცეპტებს მე მათ არ ვაძლევ. თვითონ უნდა გამოიწერონ ცხოვრებისეული რეცეპტები, რაც მათ ცხოვრებისეულ  გამოცდილებაზე დაყრდნობით წლიდან წლამდე დაუგროვდებათ.

რჩევებს რა თქმა უნდა ვაძლევ, თუმცა აპრიორი ვიცი, რომ ჩემი მაგალითები მათთვის ზედმიწევნით კარგი იქნება. შეიძლება სხვისთვის ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად მიუღებელი იყოს. მე მინდა მათ თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ და არა ჩემი დაწერილი რეცეპტებით. რასაც მე ვთვლი სწორად, ნამდვილად სწორია?  ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ინდივიდუალური გამოვლინებები და ამით იქნებიან საინტერესოები. ასე კომუნისტები ფიქრობდნენ, რომ ყველას ერთნაირად უნდა ეფიქრა, ეცხოვრა და ესწავლა. დასავლური სამყარო სულ სხვა რაღაცას გვთავაზობს – ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი თავი. თავს მოხვეული სწავლისა და და პროფესიის გამო ადამიანი მუდმივ კონფლიქტში რომ არ იყოს პროფესიასთან, მშობელმა რაც ურჩია ეს უნდა გააკეთოს, ამისი სასტიკი წინააღმდეგი ვარ.

საშინელებაა ადამიანს რომ აკომპლექსებ, წარმატებებისა და აუცილებელი მიზნების მიღწევის თვალსაზრისით

1554562_10204213754132967_2843574578320781116_nმე საერთოდ სინანულის გრძნობა არ მახასიათებს, რაც მოხდა მოხდა, ვცდილობ ხოლმე შემდეგში გამოვასწორო ჩადენილი შეცდომა. არც სიამაყის გრძნობები არ გამაჩნია, ბანალური მგონია. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ ჩვეულებრივად ვცხოვრობ, შეცდომებსაც ვუშვებ და თუ რაღაც გამომდის, ამის გამო სიამაყე არ მაქვს. რაღაც უნდა გამოგივიდეს ადამიანი თუ ხარ და თუ აზროვნებ, და ამის გამო რაღაც  კარგად თუ გამოგივიდა ამაყი არ უნდა დადიოდე, უნდა გამოგივიდეს აბა რა! ჩემი შვილებისგან არაფერს არ მოვითხოვ, მე მინდა ისინი იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები. თავიანთ კანს და ტყავს კარგად ერგებოდნენ და ის, რასაც ისინი გააკეთებენ მათთვის იყოს სიამოვნების მომტანი. ეს არის  ჩემი მთავარი მიზანი, დანარჩენი მე მათ არანაირ ბარიერებს არ ვუყენებ.

საშინელებაა ადამიანს რომ აკომპლექსებ, წარმატებებისა და აუცილებელი მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, მერე ადამიანს ყოველთვის რჩება ისეთი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რომ რაღაცას ვერ მიაღწია. მაშინვე ენგრევათ ცხოვრება და უჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი. ადამიანებს უნდა ასწავლო საკუთარი თავის სიყვარული, სხვისი სიყვარული, სწავლის სიყვარული და უნდა შეაგნებინო რომ ყოველდღიური ცხოვრებით იცხოვრონ, იღვაწონ, იშრომონ. არ არის აუცილებელი რაღაც კოლოსალური მიზნები წინ დაუსახო. თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამენ ადექვატურს და თავს ბედნიერად იგრძნობენ, ჩათვალეთ რომ მათი ცხოვრება შედგა და ეს არის წარმატება,  როცა ადამიანი აკეთებს იმას, რაც მას სიამოვნებს და ეს გამოსდის კარგად. შეიძლება მეეზოვე იყო, შენ ეს გსიამოვნებდეს და კარგად გამოგდიოდეს და ირგვლივ ყველას უყვარდე.

და ბოლოს

მთავარი, შვილებს უნდა ასწავლო ადამიანებისა და საკუთარი თავის სიყვარული და დამერწმუნეთ ეს ორი რაღაც ადამიანს გააკეთებინებს ყველაფერს, იმ სწავლის სიყვარულსაც, სამშობლოს სიყვარულსაც, მომავლის იმედსაც ჩაუსახავს და უფრო და უფრო მეტი გაკეთების სურვილი ექნება. როცა შენი თავი გიყვარს, ადამიანები გიყვარს, შენ გაქვს სტიმული რომ ძალიან ბევრი რაღაც აკეთო, ისწავლო, იმეცადინო, იშრომო, ივარჯიშო და ა.შ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი გაძლევს სტიმულს რომ რაღაცა აკეთო ცხოვრებაში, ამ რაღაცაში მოიაზრება ყველაფერი, რასაც საქმის კეთება ჰქვია.

რატომ უნდა ჩავიბაროთ შვილისგან გაკვეთილი? – „ტასოს“ დედა მოსწავლეების მშობლებისთვის

რატომ უნდა ჩავიბაროთ შვილისგან გაკვეთილი? – „ტასოს“ დედა მოსწავლეების მშობლებისთვის

ქეთი არის© გიგოლაშვილი

ილიაუნი მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადაზე აბიტურიენტების რეგისტრაციას აცხადებს

$
0
0

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი აბიტურიენტებისათვის მარტის თვეში ჩაატარებს მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადას.

ოლიმპიადის მონაწილე წარმატებულ აბიტურიენტებს  გადაეცემათ ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერი.  ოლიმპიადის მონაწილე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ ორი კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერი:

  • პირველი კატეგორიის – 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი;
  • მეორე კატეგორიის – 600-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი.

სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენებას აბიტურიენტები შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ჩააბარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა (ინდივიდუალური მიღებით).

შეგახსენებთ, საბაკალავრო პროგრამაზე –  საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა –  სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი კი იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო, რომლის გამოყენებაც სტუდენტს შეეძლება პირადი საჭიროებების შესაბამისად.

ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია არაუგვიანეს 2016 წლის 28 მარტისა  – რეგისტრაციის ფორმა.

მომავალ ფიზიკოსთა ოლიმპიადა ჩატარდება 2016 წლის 2 აპრილს, 2 ტურად. იხილეთ დეტალური განრიგი.

მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადის ჩატარების ფორმატი და განრიგი

მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადა ჩატარდება 2 ტურად, 2 აპრილს , შემდეგი განრიგით:

რეგისტრაცია

დრო: 09:30-10:30, 2 აპრილი
რეგისტრაციისთვის სავალდებულოა მონაწილეებმა თან იქონიონ პირადობის მოწმობა.

პირველი შესარჩევი ტური

ჩატარების დრო: 10:30 საათი, 2 აპრილი
ხანგრძლივობა: 2 საათი
ფორმატი: ტესტი, რომელიც შედგება 20 კითხვისგან.  თითოეული კითხვა მოიცავს 4 სავარაუდო პასუხს.

შეფასების სისტემა და ჯილდო: მონაწილეები, რომლებიც სწორად უპასუხებენ 20 კითხვიდან 10 კითხვას, მოიპოვებენ  მეორე კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერს და მონაწილეობის უფლებას მეორე ტურში.

ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 206 აუდიტორია

მეორე დასკვნითი ტური

ჩატარების დრო: 14:00 საათი, 2 აპრილი
ხანგრძლივობა: 4 საათი
ფორმატი: ტესტები და ღია ამოცანები

მეორე ტურში მონაწილეებს მოუწევთ მუშაობა 30 ამოცანაზე. მეორე ტურში   15 დავალება იქნება ტესტური.   მონაწილეებმა უნდა იმუშაონ 15 რაოდენობრივი და თვისებრივი ამოცანაზე, მონაწილეებმა თითოეულ ამოცანაში დასმულ  შეკითხვაზე უნდა შეარჩიონ ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთი სწორი პასუხი. თითოეული სწორი პასუხი-სწორად შესრულებული დავალება ფასდება 1 ქულით. ასევე მეორე ტურში მონაწილეებმა უნდა იმუშაონ ისეთ 15 ამოცანაზე რომელში დასმულ შეკითხვებზეც პასუხი უნდა მოკლედ და გასაგებად აღწერონ წერილობით. ამ ამოცანებიდან თითოეული ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით. ამოცანების ამოხსნები ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

5 ქულა-ამოცანა სრულად არის აღწერილი და შედეგები ნათლად არის წარმოდგენილი ნაშრომში.
4 ქულა-ამოცანა აღწერილია და დაშვებულია მცირე უზუსტობები.
2-3 ქულა-ამოცანა ნაწილობრივ არის აღწერილი შედეგები არასრულადაა წარმოდგენილი.
1 ქულა-ამოცანა გააზრებულია და დაწყებულია აღწერა
0 ქულა-ამოცანა არ არის გააზრებული და/ან ამოცანასთან დაკავშირებული ნაშრომი არ არის წარმოდგენილი

მეორე ტურში  საუკეთესო შედეგების მქონე პირველი 5 მონაწილე მიიღებს პირველი ხარისხის –  1000 ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.

ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 206 აუდიტორია

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2016 წლის 4 აპრილს.

თუ გსურს, მიიღო მონაწილეობა ილიაუნის მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადაში, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2016 წლის 28 მარტისა.

შესაძლო კითხვები და პასუხები

ვის შეუძლია ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება?

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც 2016 წელს დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

რა კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერები გაიცემა ოლიმპიადაში მონაწილე აბიტურიენტებისთვის?

ოლიმპიადაში მონაწილე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 2 კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერი:

  • მეორე კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერი – 600-ლარიანი  – გადაეცემა ოლიმპიადის ყველა იმ მონაწილეს, რომელიც პირველი ტურიდან გადავა ოლიმპიადის მეორე ტურში;
  • პირველი კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერი – 1000-ლარიანი – გადაეცემა ოლიმპიადის საუკეთესო 5 მონაწილეს.

რა შემთხვევაში შევძლებ ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენებას?

ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენებას შეძლებ იმ შემთხვევაში, თუ ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა (ინდივიდუალური მიღებით).

შემიძლია თუ არა ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღება სხვა გზით?

დიახ, კერძოდ, მაშინ თუ ჩააბარებ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებაზე და 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით აღმოჩნდები აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა:

  • პირველ ხუთეულში – მიიღებ 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს;
  • მომდევნო ათ სტუდენტს შორის – მიიღებ 600-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების პირობებს დავაკმაყოფილებოლიმპიადაზეც და ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვითაც?

  • თუ ოლიმპიადაზე მიიღებ პირველი კატეგორიის 1000-ლარიან ვაუჩერს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით მოხვდები ილიაუნის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ აბიტურიენტთა პირველ ხუთეულში, მაშინ დაჯილდოვდები 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით;
  • თუ ოლიმპიადაზე მიიღებ მეორე კატეგორიის 600-ლარიან ვაუჩერს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით მოხვდები ილიაუნის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე  ჩარიცხულ აბიტურიენთა პირველ ხუთეულში, მაშინ დაჯილდოვდები 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით;
  • თუ ოლიმპიადაზე მიიღებ პირველი კატეგორიის 1000-ლარიან ვაუჩერს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით ვერ მოხვდები ილიაუნის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ აბიტურიენტთა პირველ ხუთეულში, მაგრამ იქნები მომდევნო 10 სტუდენტს შორის, მაშინ დაჯილდოვდები 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით.

დასკვნა: სასტიპენდიო ვაუჩერის გაცემა ერთ ადამიანზე ხდება მხოლოდ ერთხელ, მაგრამ შენ შეგიძლია, გაიუმჯობესო სასტიპენდიო ვაუჩერის კატეგორია, თუკი რომელიმეზე – ოლიმპიადაზე ან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დააკმაყოფილებ პირველი ხარისხის ვაუჩერის მიღების პირობებს.

სწრაფი ბმულები:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აშშ-ის სამხედრო სასწავლებლის კადეტების ვიზიტი დასრულდა

$
0
0

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ამერიკის შეერთებული შტაბების სამხედრო აკადემიას შორის გაცვლითი პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ერთკვირიანი ვიზიტით აშშ-ის სამხედრო სასწავლებლის ორი კადეტი – ლეონარდ რეიმონდ კოსტა და ემილი ნიკოლ ქერი იმყოფებოდა.

აკადემიის ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში ამერიკელი კადეტებისთვის დაგეგმილი იყო სხვადასხვა აკადემიური, სამხედრო და კულტურული ღონისძიებები. ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულეს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასაც გაეცნენ.

კადეტებმა, ასევე მოინახულეს საქართველოს ეროვნული და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმები, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, IV მექანიზებული ბრიგადა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალი შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი.

მსგავსი პროგრამები ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს ეხმარება განავითარონ განსხვავებული კულტურების გაგება, დაამყარონ პირადი და პროფესიული კავშირები მსოფლიო მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია, როგორც თავად იუნკერების პროფესიული განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მომავლისთვის.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აპრილის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც აშშ-ის სამხედრო აკადემიაში ერთკვირიანი ვიზიტით გაემგზავრებიან.

15 000–ზე მეტ პედაგოგს გარე დაკვირვების გავლისას 2 ვიდეო გაკვეთილის ჩაწერის ვალდებულება ექნება

$
0
0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემადგენელი გარე დაკვირვების ნაწილი, ანუ პედაგოგების მიერ ჩატარებული გაკვეთილების ვიდეო-გადაღების პროცესი უკვე დაიწყო.  სქემის ეს კომპონენტი რომელიც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებმა უნდა ჩააბარონ 5 კრედიტით ფასდება.  ამ მომენტისთვის კი 60 000–ზე მეტი პედაგოგიდან უფროსი მასწავლებლის კატეგორიაში 15 236 პედაგოგია.

1898087_1201083083242768_7709607976092407187_nის, რაც სკოლის დირექტორთა გარკვეული ნაწილისთვის ცნობილი თავად მინისტრ თამარ სანიკიძისგან და გარე დაკვირვებაზე პასუხისმგებელი გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მხოლოდ ახლა გახდა, სქემის პილოტირების დაწყების შემდეგაც კი უცნობი იყო.

სკოლების დირექტორებისა და პედაგოგებისთვის გარე დაკვირვების შესახებ გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ მათ გარე დაკვირვებისთვის არა ერთი, არამედ 2 ვიდეო–გაკვეთილის გადაღება და გაგზავნა მოუწევთ.

დამსწრე აუდიტორიამ სიახლის შესახებ საკუთარი პოზიცია პრეზენტაციის პროცესშივე გამოთქვა. ისინი ვინც საკუთარი აზრი საჯაროდ გამოთქვა, ერთი გაკვეთილის გაგზავნის მომხრეა.

,,მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ გარეთ მყოფმა 60 ათასმა პედაგოგმა დარწმუნებით იცის, რომ ,,გარე დაკვირვება“ ეს მხოლოდ ერთი ვიდეო გაკვეთილია. იმისთვის რომ პედაგოგები გაუგებრობაში არ აღმოჩნდნენ ხომ არ სჯობს, მივცეთ არჩევანის საშუალება გამოაგზავნონ ერთი ან თავისი სურვილისამებრ ერთზე მეტი გაკვეთილი,“- მიმართა ცენტრის ხელმძღვანელობას ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა.

ორ ვიდეო გაკვეთილთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემაც.

,,თქვენ აფასებთ ორ გაკვეთილს, რომელშიც დაიწერება საერთო ქულა.  თუმცა ერთი არ უდის ორს. პედაგოგებს უწევთ შიდა დაკვირვების გავლაც, მოცულობითი სამუშაოა ჩასატარებელი. კარგი იქნებოდა პედაგოგს რამდენიმე გაკვეთილი ჩაეწერა და ფასილიტატორთან ერთად შეერჩია ერთი საუკეთესო და სწორედ ის გადმოეგზავნა ცენტრისთვის,“ – მიმართა ცენტრის წარმომადგენლებს ხათუნა ბარაბაძემ.

1175756_1201082729909470_4804281771683664762_nEdu.aris.ge დირექტორებს შეხვედრის დასრულების შემდეგაც გაესაუბრა, თუმცა ჟურნალისტთან საუბარში 2 ვიდეოგაკვეთილის საკითხზე მათი შეხედულება უკვე განსხვავებული იყო.  ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ გარე დაკვირვება და ვიდეო გაკვეთილების ჩაწერა კარგი მიგნებაა, და ორი გაკვეთილის ჩაწერაც არ წარმოადგენს პრობლემას.

Edu.aris.ge-სთან თემაზე საუბრისას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ირინა ჟვანიამ იმ ფაქტს გაუსვა ხაზი,  რომ ორი გაკვეთილის ჩაწერა სიახლე არ არის და არასდროს თქმულა, რომ პედაგოგებს მხოლოდ ერთი ვიდეო უნდა წარედგინათ ,,ნაეკისთვის“.

Edu.aris.ge შეეცადა ვიდეოგაკვეთილის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია როგორც სქემის დოკუმენტში, ისე საკითხზე მაია მიმინოშვილის ინტერვიუებიდან მოეძიებინა, აღმოჩნდა, რომ რაოდენობა დაკონკრეტებული არსად არის, თუმცა ვიდეოგაკვეთილს მრავლობით რიცხვში ვერცერთ ჩანაწერში ვერ წავაწყდით.

,,ჩვენ თავიდანვე ვფიქრობდით, რომ მასწავლებლებს გარე დაკვირვების ხუთი კრედიტის მოსაპოვებლად ორი ვიდეო–გაკვეთილი უნდა ჩაეწერათ. ორივე ვიდეო–გაკვეთილი ერთად შეფასდება ხუთი კრედიტით. თუ პედაგოგის ვიდეო გაკვეთილი რუბრიკით დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ის ხუთი კრედიტით შეფასდება თუ არა, ნულით. ანუ შუალედური კრედიტ ქულები არ დაიწერება,“- განაცხადა ირინა ჟვანიამ ჩვენთან საუბარში.

მისივე თქმით პილოტირების რეჟიმში ვიდეო-გაკვეთილი ძალიან ბევრმა მოხალისე პედაგოგმა გამოაგზავნა. შედეგით კი შეიძლება ითქვას, რომ პედაგოგებს კამერასთან ურთიერთობა არ გასჭირვებიათ.

,,მოხალისე პედაგოგების ვიდეოების შესწავლისას ვნახეთ, რომ ძალიან კარგი მასალა შემოვიდა, იყო კარგი და ძალიან კარგი ვიდეოებიც,  რა თქმა უნდა ისეთებიც, რომელთა ავტორებმაც მეტი უნდა იმუშაონ,“- აღნიშნა ჟვანიამ.

  • რა უნდა ჩანდეს ვიდეო–გაკვეთილებში, რომელსაც პედაგოგი გარე დაკვირვების ჯგუბს გადაუგზავნის?

როგორც პრეზენტაციისას გაირკვა, გაკვეთილში კარგად უნდა ჩანდეს: დავალების შესწორების პროცესი, გაკვეთილის ახსნის პროცესი, განვლილი მასალის განმტკიცება და შეფასება. ვიდეო–გაკვეთილებთან ერთად ცენტრში უნდა გაიგზავნოს გაკვეთილების გეგმები  და რეფლექსიის დოკუმენტები.

  • ვინ არიან ვიდეოგაკვეთილის შემფასებლები?

რაც შეეხება შემფასებლებს  – ვიდეო-გაკვეთილებს წინასწარ შემუშავებული რუბრიკების მიხედვით ის შემფასებლები შეასწორებენ, რომლებიც მიმინოშვილის უწყებამ იანვრის თვეში დაიქირავა და რომელთა დატრენინგებაც უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თითო ვიდეო–გაკვეთილს ორი ექსპერტი დამოუკიდებლად დაუწერს ნიშანს, იმ შემთხვევაში კი, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვა, მაშინ ვიდეო მესამე ექსპერტს გადაეგზავნება.

11204474_1201081909909552_2501713171022703719_nსაგულისხმოა, რომ ამ ეტაპზე გამოცდების ეროვნულ ცენტრს სულ 17 შემფასებელი ჰყავს. მხოლოდ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგების 30 472 ვიდეოს შეფასებისთვის კი 4 წელზე ნაკლებია დარჩენილი.

იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო ცოტა ნამდვილად არ არის, edu.aris.ge-ს შესაბამის კითხვაზე ცენტრში პასუხობენ, რომ შემფასებლების რიცხვის გაზრდას სამომავლოდ გეგმავენ.

სამომავლოდ სხვადასხვა სახის ცვლილებებს არ გამორიცხავს განათლების მინისტრიც.

,,საქმე ცუდად არ არის თუმცა რაღაც საკითხები გამოსწორებებს საჭიროებს. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გვაქვს, რადგან საპილოტე რეჟიმში ვართ, უკვე ნელ-ნელა იწურება საპილოტე წელი და უნდაჩამოვყალიბდეთ საბოლოო ფორმატზე. დასამტკიცებელი იქნება შეფასების ინსტრუმენტები და რუბრიკები, რომლითაც მასწავლებლები ფასდებიან. ეს კომპონენტი ბმაშია შიდა სასკოლო შეფასებასთან, ძალიან სერიოზული კომპონენტია, ბევრი დეტალი კიდევ გასათვალისწინებელი იქნება”, – აღნიშნამინისტრმა. დაკვირვების პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში 2016-2017 სასწავლო წელს ამოქმედდება.

გარე დაკვირვებისთვის აუცილებელი სპეციალური აპარატურით კი ამ დროისთვის მხოლოდ  კასპისა და რუსთავის ორი სკოლაა აღჭურვილი. სწორედ  ქვემო და შიდა ქართლის სკოლები შეირჩა პილოტირების პროცესისთვის. 3-4 დღიანი შუალედებით ტექნიკა სწორედ ამ რეგიონების 20 სკოლაში იმოგზაურებს.

მას შემდეგ კი, რაც ყველა სკოლა ტექნიკურად აღიჭურვება სკოლების  დირექცია თავად დაადგენს განრიგს, რომელი მასწავლებელი როდის ჩაწერს საჩვენებელ გაკვეთილს.

„ორი სხვადასხვა მწარმოებლის  ტექნიკა შევიძინეთ. ეს აპარატურა  რუსთავისა და კასპის სკოლებში გაიტესტება.  შემდეგ კი ყველა საჯარო სკოლა შერჩეული ტექნიკით აღიჭურვება. დაახლოებით 1000  დოლარი დაჯდა თითო კომპლექტი,“- განაცხადა edu.aris.ge-სთან  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  მაია მიმინოშვილმა.

სკოლების დირექტორებისთვის და პედაგოგებისთვის გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე მიმინოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პედაგოგებს ვიდეოკამერასთან და ე.წ  პეტლიჩკასთან (მიკროფონი) ურთიერთობა მხოლოდ პირველ ეტაპზე გაუჭირდებათ და მალევე აუღებენ ალღოს.

,,თავდაპირველად იქნება დაბნევისა და გაუცხვების მომენტები, თუმცა იმედია სიახლეს პედაგოგები მალევე შეეჩვევიან. ამასთან, მათ შესაძლებლობა ექნებათ იმდენი გაკვეთილი ჩაწერონ, რამდენიც მოესურვებათ. შემდეგ კი საუკეთესო ორი ვიდეო ცენტრში გამოაგზავნონ,“- აღნიშნა მიმინოშვილმა.

პედაგოგთა მოვალეობები გარე დაკვირვებისას – რა? როგორ? რატომ?

მაია მიმინოშვილმა ვიდეოგაკვეთილის მეშვეობით მასწავლებლის შეფასების დეტალებზე ისაუბრა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა (დოკუმენტი)

ეკა არის© წივწივაძე

10 წიგნი თავსატეხებით რომლებიც გაგიტაცებენ ხანგრძლივი დროით

$
0
0

იმისათვის, რომ ტვინი არ „დაჟანგდეს“, საჭიროა მისი ვარჯიში – მაგალითად, თავსატეხებით. ეს, არა მარტო სასარგებლოა, არამედ საკმაოდ სახალისოც, განსაკუთრებით, როდესაც რებუსებს ხსნით ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. თავსატეხები მოეწონებათ ბავშვებსაც და უფროსებსაც – საუკეთესო განწყობა გარანტირებულია.

გთავაზობთ 10 წიგნს საინტერესო თავსატეხებით, რომლებიც გაგიტაცებენ ხანგრძლივი დროით.

11.ჰენრი ე.დიუდენი TheCanterburyPuzzles

წიგნში თავმოყრილია 150 ლოგიკური და მათემატიკური გამოცანა და თავსატეხი, რომლებიც დასტურია იმისა, რომ ყველაზე უბრალო და არალოგიკურ ადამიანსაც შეუძლია მოიფიქროს გამოცანა, რომლის გამოცნობაც მხოლოდ ბრძენ ხალხს შეუძლია – თუკი საერთოდ შეძლებენ ამოხსნას.

ყველაფერი კი იმიტომ, რომ ეს გამოცანები საჭიროებენ ორიგინალურ მიდგომას. მისი პოვნის ხერხს კი აქ ისწავლით.

 

2.რ.ვ. გალანდი „თავსატეხები საოცრებათა ქვეყანაში“

წიგნში თავმოყრილია დავალებები განვითარებისათვის, რომლებიც საინტერესოა როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისათვის.

2გამოცანები დახარისხებულია მარტივიდან რთულისაკენ, სურათები მათთვის დახატა ჯონ ტენიელმა – „ალისას“ პირველი გამოცემის ილუსტრატორმა.

მიჰყევით თეთრ კურდღელს გამოცანებისა და იდუმალებით მოცულ „საოცრებათა ქვეყანაში“!

3.სოფუსტრომგოლტი „თამაში ასანთით“

ლოგიკური დავალებები ასანთის ღერებით – საუკეთესო გზაა გასართობად, ამასთანავე გონების გასავარჯიშებლად.

გარდა ამისა, ასეთი თამაშები ავითარებს კონსტრუქტორულ უნარებსა და წონასწორობის შეგრძნებას.

ამ წიგნში თავმოყრილია თავსატეხები ასანთის ღერებით პატარებისთვის და უფროსებისათვის, რომელთა ამოხსნა შესაძლებელია სახლშიც და ქუჩაშიც. მთავარია იპოვო სწორი ზედაპირი.

4.სინგჰ საიმონი „ციფრების წინგი“

3ციფრები გაჩნდა თითქმის ანბანთან ერთად. წიგნში გაერთიანებულია ისტორიები ჯაშუშობაზე, ინტრიგებზე, პოლიტიკურ ეშმაკობასა და საომარ ხრიკებზე – და აი ჩვენ წინაშეა კრიპტოგრაფიის ისტორია.

რა როლი ითამაშა ციფრებმამარიამ სტიუარტის ცხოვრებაში? ვინ იყო სინამდვილეში „ადამიანი რკინის ნიღაბში“? როგორ გავშიფროთ მკვდარი ენები?

დასაწყისისთვის ეცადეთ პასუხს თავად მიაგნოთ, თუ არ გამოვა – ავტორი თავად მოგიყვებათ.

5.ოლეგ კიტინსკი „კროსვორდები, სკანვორდები, რებუსები, შარადები…“

წიგნის დასახელება სრულიად შეესაბამება შინაარსს. გიყვართ შარადები – ინებეთ საუკეთესო შარადები; გიჟდებით გამოცანებზე – ინებეთ, ბანალური გამოცანები არ გეგონოთ. აი სუდოკუც, სკანვორდებიც. გადაშალეთ და გაავარჯიშეთ ტვინი, ბევრ ახალს გაიგებთ.

46.ჯონ უოტსონი „შერლოკ ჰოლმსის დედუქციური გამოცანები“

როდესაც საქმეს ლეგენდარული გამომძიებელი იწყებს, უკლებლივ ყველა ბოროტმოქმედი უკან იხევს. წიგნი დაწერილია ლიტერატურული მისტიფიკაციის ჟანრში და წარმოადგენს დეტექტიური გამოცანების კრებულს, შედგენილია არტურ კონან დოილის შემოქმედების მოტივებზე. შეამოწმეთ, შეძლებთ იფიქროთ როგორც შერლოკი? თუკი ჯერ არა – სავსებით შესაძლებელია, რომ ისწავლოთ.

7.ნიკოლაი ბელოვი „ვიზუალური თავსატეხები“

წიგნი მათთვის, ვისაც სურს გამოცანის პირდაპირი გაგებით დანახვა. უამრავი სუდოკუ, ყველასათვის ცნობილი „გამნაღმველის“ გართულებული ვარიანტი ქაღალდზე, ოპტიკური ილუზიები, ლაბირინთები. საუკეთესო წიგნი სივრცითი ხედვის განვითარებისათვის, რათა, მაგალითად, უფრო ადვილი გახდეს ნამდვილ ქალაქებში ორიენტირება.

58.რეიმონდ სმალიანი „შეჰერეზადას გამოცანები“

პროფესორმა სმალიანმა ივარაუდა, რომ შეჰერეზადას საქმე ასე მარტივად არ იყო: 1002-ე ღამეს იგი ზღაპრებიდან გამოცანებზე გადავიდა. ასე გრძელდებოდა მრავალი ღამე. თავდაპირველად მან მარტივი გამოცანებით დაიწყო, შემდეგ ბრძნულზე გადავიდა, ბოლოს კი დაამთავრა შეჰერეზადას მთავარი კითხვით, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე რთულ ლოგიკურ თავსატეხად ყველა დროისა და ხალხისთვის.

9.ჰენრი ე.დიუდენი „შუა საუკუნეების თავსატეხები“

წიგნში წარმოდგენილია თავსატეხების უდიდესი ინგლისელი გამომგონებლის ჰენრი დიუდენის მათემატიკური, ლოგიკური, სივრცითი გამოცანები, რომლებიც შედგენილია ჯეფრი ჩოსერის შუასაუკუნეების ლიტერატურული ძეგლის „კონტერბერიული მოთხრობების“ მოტივებზე. მკითხველს ელის ნამდვილი მოგზაურობა მოჩვენებებით სავსე სასახლეში, სადაც გასასვლელის პოვნისათვის საჭირო იქნება კარგად დაფიქრება.

10.გერი გრუბერი „მსოფლიოს 170 ყველაზე რთული თავსატეხი“

იმათთვის, ვინც დიდი ხნის წინ გახდა „უბრალო“ თავსატეხების გურუ, დოქტორმა გრუბერმა სპეციალურად შეაგროვა მთელს მსოფლიოში 170 ყველაზე რთული თავსატეხი, რომელიც შეადგინეს პლანეტის უდიდესმა მეცნიერებმა. ეს გამოცანები დაგეხმარებათ გონებამახვილობისა და აზროვნების სისხარტის გაუმჯობესებაში, სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღებაში და ა.შ.

12 წიგნი ინგლისურ ენაზე მათთვის, ვინც ახლა იწყებს ორიგინალში კითხვას

10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ

5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

წყარო: adme.ru


საკონცეტრაციო ბანაკს გამოვლილი სკოლის დირექტორის წერილი მასწავლებლებისადმი

$
0
0

საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილმა, სკოლის ერთმა დირექტორმა ეს წერილი გაუგზავნა ყველა მასწავლებელს, რომელიც აიყვანა სამსახურში:

“ძვირფასო მასწავლებელო!
მე ცოცხალი გადავურჩი საკონცენტრაციო ბანაკს და ჩემმა თვალებმა იხილა ის, რაც არ უნდა ნახოს არც ერთმა ადამიანმა:
როგორ აშენებენ სწავლული ინჟინრები გაზის კამერებს;
როგორ წამლავენ კვალიფიციური ექიმები ბავშვებს;
როგორ კლავენ სწავლადამთავრებული მედდები ჩვილ ბავშვებს;
როგორ ესვრიან და წვავენ ბავშვებსა და ქალებს უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების კურსდამთავრებულები.

ამიტომაც, მე არ ვენდობი განათლებას!

მე გთხოვთ, დაეხმარეთ მოსწავლეებს გახდნენ ადამიანები. თქვენმა ძალისხმევამ არ უნდა მიგვიყვანოს სწავლული მონსტრების, ნამეცადინები ფსიქოპატების, განათლებული აიხმანების ჩამოყალიბებამდე.
კითხვა, წერა, არითმეტიკა მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ეხმარება ჩვენს შვილებს გახდნენ უფრო ა დ ა მ ი ა ნ უ რ ე ბ ი!

მადლიერება: მასწავლებლის ძლიერი იარაღი საკლასო ოთახში – პრაქტიკული მეთოდი

წყარო: შორენა ხუხუა, მარნეულის #2 საჯარო სკოლა

22 მარტს ილიაუნიში შეხვედრა თემაზე: ,,არა ცენზურას უნივერსიტეტში!” გაიმართება

$
0
0

22 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: არა ცენზურას უნივერსიტეტში!

როგორც ილიაუნის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, უკანასკნელი პერიოდის მოვლენები ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტები საფრთხის წინაშე დგას: არსებობს თემები, რომელთა აკადემიურ სივრცეში განხილვას გარკვეული ჯგუფები თუ ინსტიტუტები ეწინააღმდეგებიან. სახეზეა მცდელობა, ჩაიხშოს იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც აქვთ აკადემიური კვალიფიკაცია და მოვალეობა, ახლებურად იმსჯელონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე, იქნება ეს რელიგია, გენდერი, სექსუალობა თუ სხვა.

უნივერსიტეტის განმარტებით, ბოლო თვეებში საქართველოს უნივერსიტეტებზე ექსტრემისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული ზეწოლა და აკადემიური ღონისძიებების ჩაშლის მცდელობები განგაშის საფუძველს იძლევა – ეს შემთხვევები ტენდენციის სახეს იღებს, რაც, საბოლოოდ, ცენზურის ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმის ჩამოყალიბებით შეიძლება დასრულდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების საინიციატივო ჯგუფმა შეიმუშავა დეკლარაცია, რომელიც საჯაროდ გავრცელდა და ყველა ადამიანს შეუძლია ხელმოწერით დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება.

დეკლარაცია

22 მარტს, საჯარო შეხვედრაზე, დეკლარაციის საინიციატივო ჯგუფთან ერთად, დაინტერესებული პირები განიხილავენ და იმსჯელებენ უნივერსიტეტის, აკადემიური სივრცის ცენზურისაგან დაცვის მექანიზმებზე.

დრო: 22 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია

კსუ-ში საჯარო ლექცია ,,ავსტრიული განათლების სისტემის საერთაშორისო ღირებულება” გაიმართა

$
0
0

18 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ,,ავსტრიული განათლების სისტემის საერთაშორისო ღირებულება” – გაიმართა.

მომხსენებელმა ჰანს გეორგ ჰაინრიხმა, რომელიც ევროკავშირის, რუსეთისა და დესეთეს კვლევების საერთაშორისო ცენტრის ვიცე-პრეზიდენტია დამსწრე საზოგადოებას ავსტრიის განათლების სისტემის ტექნიკური მახასიათებლები და შესაძლებლობები გააცნო.

ჰანს გეორგ ჰაინრიხი, კავკასიური კვლევების ავსტრიის ინსტიტუტის დირექტორი – ადამ ლამბერდი და ავსტრიაში საერთაშორისო სტუდენტების მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიზიტის ფარგლებში კსუ-ს რექტორს კახაბერ კორძაიასაც შეხვდნენ და სამომავლო გეგმები დასახეს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი დაუნის სინდრომის მქონე სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს

$
0
0

20 მარტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების კვირეულის ფარგლებში, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, მათ მშობლებსა და მეგობრებს უმასპინძლა.

რექტორის გადაწყვეტილებით დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდას, რომელიც წელს სკოლის ატესტატს მიიღებს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მისთვის სასურველ ფაკულტეტზე სწავლა სრულად დაუფინანსდება.

კვირეულის ფარგლებში, სტუდენტების ინიციატივით, უნივერსიტეტში „მეგობრობის კედელი“ მოიხატა. სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა გადასცა. EEU-ს სტუდენტებმა ბავშვებს უნივერსიტეტი დაათვალიერებინეს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

აწსუ-ში სტუდენტებმა პოეზიის საღამო გამართეს

$
0
0

2016 წლის 18 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტთან არსებულმა „ინგლისურენოვანმა კლუბმა“ პოეზიის საღამო გამართა.

სტუდენტებმა ლექსები ქართულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს, შეასრულეს შესანიშნავი ქართული სიმღერები.

„ინგლისურენოვანი კლუბის“ წევრებმა ღონისძიება სპეციალურად ლიტერატურის პროფესორის ბატონ ჯეიმს თორსონის და მის მეუღლის – კონი თორსონის პატივსაცემად გამართეს, რომლებსაც რამდენიმე კვირაა დეპარტამენტი მასპინძლობს. ამერიკელი სტუმრები უკვე მესამედ არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის ლექციებს ატარებენ.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს კლუბის წევრებსა და ორგანიზატორებს ჩატარებული ღონისძიებისათვის.

„Teen აკადემიის“ პროექტის მესამე და მეოთხე ჯგუფის შემაჯამებელი პროექტი დასრულდა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2016 წლის 20 მარტს „Teen აკადემიის“ პროექტის მესამე და მეოთხე ჯგუფის შემაჯამებელი პროექტი დასრულდა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ცნობით, მეორე ეტაპზე 400-მდე აბიტურიენტმა გაიარა სწავლება სამართლის, მედიცინის, ჟურნალისტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და მართვის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სფეროებში. თითოეულ მათგას რექტორმა ბატონმა მამუკა თავხელიძემ Teen Academy – ის ორენოვანი სერთიფიკატები გადასცა.

ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ სამუშაოს, გუნდურ და ინდივიადუალურ აქტივობებს, მასტერკლასებს, იმიტირებულ პროცესებს და გასართობ ღონისძიებებს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

აწსუ-ში რეგიონალური ვორქშოფი თემაზე: „საჯაროობა და მისი გამოწვევები დემოკრატიულ სახელმწიფოში“ გაიმართა

$
0
0

2016 წლის 19 მარტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რეგიონალური ვორქშოფი თემაზე: „საჯაროობა და მისი გამოწვევები დემოკრატიულ სახელმწიფოში“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი აბაშიშვილი, იმერეთის გუბერნატორი – გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის მოადგილე – იოსებ ხახალეიშვილი, აწსუ-ის რექტორი – გიორგი ღავთაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – კახა კუპატაძე, რექტორის მოადგილე – შალვა კირთაძე, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და სტუდენტები.

ღონისძიება აწსუ-ის რექტორმა გახსნა, ვორქშოფის ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი მიესალმა.
ვორქშოფზე მოხსენებები წარმოადგინეს: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა – დავით აფრასიძემ; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორმა – ნინო დოლიძემ, მოდერატორმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა – მამუკა ბერიაშვილმა.

რეგიონალური ვორქშოფი გაიმართა პროექტ „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით. პროექტის მიზანია სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და აკადემიური დისკუსიების წამოწყებაში საზოგადოების ჩართულობა. მსგავსი ვორქშოფები გაიმართება პერმანენტულად და მასში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლების პრფესორები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი


კსუ-ს თვითმმართველობის ორგანიზებით მაგიდის ჩოგბურთის შიდა ჩემპიონატი გაიმართა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული პროექტის – „სტუდენტური ცხოვრება 2016“ – ფარგლებში 20 მარტს გოგონებსა და ვაჟებს შორის მაგიდის ჩოგბურთის შიდა ჩემპიონატი გაიმართა.

პირველი სამი ადგილი ასე გადანაწილდა:
გოგონები:
I ადგილი – ნინო ფილფანი;
II ადგილი – ტიკურიშვილი თათია;
III ადგილი – ჯგერენაია თაკო.

ვაჟები:
I ადგილი – მამუკა მანველიძე;
II ადგილი – ბექა ბერიძე;
III ადგილი – გოჩა კაკალაძე.

,,სტუდენტური ცხოვრება“ კსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ახალი მასშტაბური პროექტია, რომელშიც სტუდენტები ძალებს საგანმანათლებლო-სპორტულ აქტივობებში მოსინჯავენ.

ქართული ხალხური სიმღერა, ჭადრაკი, დებატები, რა? სად? როდის?, გრეხეთბოლო, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ქუჩის ფეხბურთი, მკლავჭიდი, იუმორისტული სკეტჩი, თანამედროვე სიმღერა, ქუჩის კალათბურთი, ბილიარდი, პეინტბოლი – ეს იმ შიდა საუნივერსიტეტო კონკურსების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც პროექტი ითვალისწინებს.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის ანდრია გოცირიძის ლექცია გაიმართა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ლექცია თემაზე – „კიბერსივრცის მნიშვნელობა და საფრთხეები – რა გამოწვევების წინაშე შესაძლოა დადგეს კიბერსამყარო“.

ლექცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრიას გოცირიძემ წაიკითხა. იგი სტუდენტებს კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, კიბერსივრცის ზოგად მახასიათებლებსა და კიბერთავდაცვის სფეროში თანამედროვე ტენდენციებზე ესაუბრა.

მოგვიანებით, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ანდრია გოცირიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლებას არა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, ზოგადად, საზოგადოებაში ითვალისწინებს.

კსუ-ში ინტელექტუალური თამაში „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ განახლდა

$
0
0

20 მარტიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ – განახლდა.

უნივერსიტეტის განმარტებით, პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში თბილისის ისტორიის პოპულარიზაცია, გააზრება და გავრცელება ქალაქის თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით.

20 მარტს ქალაქის მარცხენა სანაპიროს სკოლებს შორის ორი თამაში ჩატარდა. პირველ თამაშში ერთმანეთს ნაძალადევის რაიონის N112 (1), N112 (2), N207 (12 კლასი), N 207 (11 კლასი), ,,პოლიგლოტი“, N11, N 14, N 8 და N 190 ხოლო მეორეში – გლდანისა და დიდუბის რაიონის N 130, N 136, N 26, ,,ცოდნა“, ,,კანდიდი“, N 16 (ინდიგო), N 208, N 120, N 16 (მოგზაურები) სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ.

ნაძალადევის რაიონის სკოლებიდან N 190, ხოლო გლდანისა და დიდუბის რაიონის სკოლებიდან N 16 (მოგზაურების) საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.

ინტელექტუალური თამაშების კვირეულში თბილისის, რუსთავის, გარდაბნის, მცხეთისა და ბოლნისის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს – „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ – უკვე მეორედ ატარებს. პირველ სეზონში, რომელიც 2014-2015 წლებში მიმდინარეობდა, გამარჯვება თბილისის კლასიკურმა გიმნაზიამ მოიპოვა.

რას სთავაზობს ქუთაისის უნივერსიტეტი 2016 წლის აბიტურიენტებს – წარმატებული არჩევანი

$
0
0

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისის თვეში ჩატარდება. დარჩენილი დრო აბიტურიენტებმა სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევას და გამოცდებისთვის კარგად მომზადებას უნდა დაუთმონ. მათ უმაღლესებისა და პროგრამების ჩამონათვალში ცვლილების შეტანა გამოცდების დასრულების შემდეგაც შეეძლებათ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შეთავაზება, რომელსაც აბიტურიენტები უნივერსიტეტებისგან იღებენ.

წარმოგიდგენთ ქუთაისის უნივერსიტეტს:

ქუთაისის უნივერსიტეტი 2016 წელს აბიტურიენტებს მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს, როგორიცაა მაგალითად: შეღავათი სწავლის თანხის გადასახადში და ასევე სტიპენდიები, რომელსაც უნივერსიტეტი მაღალი მოსწრების სტუდენტებს სთვაზობს. უნივერსიტეტის დამფუძნებლის ლელა ქელბაქიანის განცხადებით, სტუდენტს ყველა პირობა ექნება იმისთვის, რომ ისწავლოს და დასაქმდეს საკუთარი პროფილის შესაბამისად.

ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლება სამ საფეხურზე მიმდინარეობს. ის ერთდაერთია ქუთაისის კერძო  სასწავლო დაწესებულებებს შორის,  რომელსაც უნივერსიტეტის სტატუსი აქვს და შესაბამის დიპლომს გასცემს. ლელა ქელბაქიანი  EDU. ARIS.GE-სთან საუბრისას აცხადებს რომ ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი საერთაშორისოა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ აღიარებული.

რას სთავაზობს ქუთაისის უნივერსიტეტი 2016 წელს აბიტურიენტებს. რა  შეთავაზებები აქვს  უნივერსიტეტს,  რა სახის სიახლეეები და პროგრამები აქვთ. ამის შესახებ edu aris.ge-სთან ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი ლელა ქელბაქიანი საუბრობს:

–ქალბატონო ლელა, რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა ქუთაისის უნივერსიტეტი?

1800445_10202369328767637_1403317422_n–ქუთაისის უნივერსიტეტი ფაქტიურად ერთადერთი კერძო უნივერსიტეტია მთელ რეგიონში.  ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრიორიტეტი. ჩვენ ვართ ერთადერთი უნივერსიტეტი მთელს საქართველოში  თბილისის გარდა, რომელსაც კერძო უნივერსიტეტებს შორის აქვს უნივერსიტეტის სტატუსი. რაც გულისხმობს იმას, რომ სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები გვაქვს: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. თავისთავად ეს უკვე მეტყველებს მაღალ ხარისხზე. ბაკალავრიატში ვასწავლით:  ეკონომიკას, ბიზნესის ადმინისტრირებას და მენეჯმენტს. სამაგისტრო პროგრამებია: საბუღალტრო აღრიცხვა, აუდიტი,  საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე.  ხოლო დოქტორანტურაში გვაქვს ორი მიმართულება: ეკონომიკა და ფინანსები.

უნივერსიტეტი აღჭურვიალია თანამედროვე ინფრასტრუქტურით,   საკმაოდ მოდერნიზებული შენობით. გვაყვს  ძალიან კვალიფიციური პროფესორები, მათ შორის ბევრი მოწვეულია თბილისიდან.  ბევრია ისეთი, ვისაც განათლება მიღებული აქვს ამერიკის, ინგლისის და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. შესაბამისად,  სტუდენტებს თანამედროვე და ინოვაციურ განათლებას ვთვაზობთ.


–რა სახის შეღავათებია განსაზღვრული უნივერსიტეტის ტუდენტებისთვის  სწავლის საფასურის გადახდისას?

#4–ეს ყველაფერი არის ძალიან ხელმისაწვდომ ფასად,  სწავლის გადასახადი 2 250 ლარია, მაგრამ გათვალისწინებული გვაქვს სხვადასხვა სახის შეღავათები.  მაგალითად: თუკი აბიტურიენტი ჩაირიცხება ჩვენთან და 1, 2 და მე-3 არჩევნად მითითებული ექნება, ქუთაისის უნივერსიტეტის  სამივე პროგრამა, ამ შემთხვევაში,  მათ უკეთდებათ 15% ფასდაკლება და სწავლის გადასახადი მათთვის ხდება 1900 ლარი. გარდა ამისა, ჩვენ შემუშავებული გვაქვს,  საგრანტო სისტემა,  ქუთაისის უნივერსიტეტი  ყოველწლიურად აკეთებს სტიპენდიების გათამაშებას. წელს უკვე მეშვიდედ ტარდება.  ეს გახლავთ ძალიან კარგად აპრობირებული სისტემა. ჩვენ ზოგად უნარებში  ვატარებთ ტესტირებას ზუსტად იგივე ფორმატით, როგორც ეროვნულ გამოცდებზე, წარმოდგენილია იგივე შინაარსის ტესტი. შესაბამისად, სტუდენტებს ეძლევათ შანსი, რომ ჩვენი უნივერსიტეტის გრანტი მოიპოვონ.

ჩვენთან ჩარიცხუოლ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი შედეგის მქონე ერთ აბიტურიენტს ვაძლევთ 100%-იან გრანტს,  რაც გუსლიხმობს 4 წლის მანძილზე უფასო სწავლებას; მეორე და მესამე  ადგილზე გასულებს 50%–იან გრანტს, რაც გულისხმობს სწავლის ნახევარ გადასახადს ასევე 4 წლის მანძილზე.

ამასთან, თუკი აბიტურიენტი მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ამ შემთხვევაში, ჩვენთან მოპოვებული გრანტი უბრუნდება სტიპენდიის სახით, ასევე 4 წლის მანძილზე და ეს შეადგენს თვეში 200–დან 250– ლარამდე თანხას. დამეთანხმებით, საკმაოდ მიმზიდველი შეთავაზებაა.

ასევე გვაქვს სწავლის ქირის  გადახდის საკმაოდ მოქნილი გრაფიკი, რაც კლასიკური გაგებით სტუდენტურია სესხია და ამასთანავე აბსოლუტურად უპროცენტო. თუ ოჯახს არ აქვს საშუალება, რომ ერთიანად გადაიხადოს სწავლის ფული, ვთავაზობთ, 10 თვის მანძილზე გაანაწილონ თავისი გადასახადი ყოვეთიური შემონატანით და აბსოლუტურად არც ერთი დამატებითი თეთრი ამ თანხას არ ერიცხება. რაც არც ერთ უნივერსიტეს არ აქვს საქართველოში.

–რას სთავაზობს ქუთაისის უნივერსტეტი სტუდენტებს გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით?

DSC_0016–კერძო უნივერსიტეტებს შორის, ჩვენ პირველ ადგილზე ვართ ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამეის რაოდენობის მიხედვით. რაც გულიხმობს იმას, რომ ჩვენს წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ, მობილობით ისწავლონ ერთი წელი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში, ან მოიპოვონ დაფინანსება – ეს უკვე ზედა კურსელებმა. სრული სამაგისტრო პროგრამის გავლა მოახერხონ მთლიანად რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა უფასოდ სწავლისა, მათი ყოველთვიური სტიპენდია დაახლოებით 1000 ევროს შეადგენს. ეს არის ფაქტიურად საცხოვრებელი ხარჯები, რაც საკმაოდ ნორმალური შემოსავალია ევროპის პირობებშიც კი.

თავად გაცვლითი პროგრამები არის სხვადსხვა სახის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კონსორციუმი ახორციელებს ამ პროგრამას. საქართველო არის ევროკავშირის მეზობელი ქვეყანა, ჩართულია Erasmus+ ის პროექტებში და ეს შეიძლება იყოს ევროპის ნებისმიეირ ქვეყანა. გააჩნია კონკრეულ პროექტს.  ვთანამშრომლობთ, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან. ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მობილობა არის 6 თვიდან 1 წლამდე, ანუ ნაწილი 6 თვით მიდის სასწავლებლად,  ნაწილი კი 1 წლით.

ხოლო რაც შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, ეს შეიძლება სრულად დაფინანსდეს. ჩვენგან ამჟამად 3 სტუდენტი სწავლობს ევროპაში სამაგისტრო პროგრამებზე და ისინი უკან დაბრუნდებიან ევროპული დიპლომით.

GARE YDA #1–გარდა საუნივერსიტეტო სწავლებისა, რა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები აქვს უნივერსიტეტს?

–სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად ბევრი კულტურული ღონისძიებები ხორციელდება. მათ შორის სპორტული აქტივობები. ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანს შეუძლია, აქ სწავლის პარალელურად კიდევ სხვა აქტივობებით დაკავდეს. საკუთარი რაგბის კლუბი გვაქვს, რომელიც დამოუკიდებლად თამაშობს და ჩვენ ვაფინანსებთ. ბევრი სტუდენტი გვყავს ასევე ცნობილი კალათბურთელი  და ჩვენი მხიარულთა და საზრიანთა გუნდიც  საკამოდ პოლულარულია.

–ეცნობით თუ არა კურსდამთავრებულთა დასაქმების დინამიკას და როგორია მაჩვენებლები?

–ქუთაისის უნივერსიტეტში არსებობს კარიერული განვითარების ცენტრი. ასევე კურსდამთვარებულთა ასოციაცია,  რომელებიც იძიებენ დასაქმების ფორუმებზე არსებულ ვაკანსიებს და აცნობენ სტუდენტებს. ჩვენი სტუდენტები სწავლის დასრულებამდე საქმდებიან, რაშიც ჩვენ  ვეხმარებით. ვაკეთებთ ამ სტატისტიკას, კურსდამთავრებულთა მონაცემთა ბაზა გვაქვს. ბოლო მონაცემებით ჩვენი კურსდამთავრებულების 54% დასაქმებულია. თავისი პროფილის შესაბამისად რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებლია.

–როგორია მობილობის მაჩვენებლები ქუთაისის უნივერსიტეტში?

5-jpg (1)–მობილობა ხორციელდება ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ.  ჩვენი შედეგები ძალიან მოგვწონს,  იმიტომ, რომ ამ პროცესში შეიძლება ჩვენგან გადავიდეს ვინმე ან პირიქით.

მაგრამ ყოველი მობილობის შედეგად, ჩვენგან გადასული სტუდენტების რაოდენობა, გაცილებით მცირეა, ვიდრე გადმოსულის. ანუ დინამიკა ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ არის. ასევე, ვიკვლევთ გადასული სტუდენტების აზრსაც, თუ რატომ იცვლიან უმაღლესს. მიზეზი ყოველთვის არის ან ქალაქის ან სპეციალობის შეცვლა, ისეთ სპეციალობაზე სურთ სწავლის გაგრძელება, რომელიცი ჩვენ არ გვაქვს.

–როგორია უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალი?

–ჩვენ გვყავს,  ისეთი პროფესორების გუნდი,  რომლებიც დოქტორანტებთან მუშაობენ და ამ კვლევებში ჩართულია  სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი. რომელებმაც  თავიანთი კვლევითი ცენტრი ჩამოაყალიბეს და ძალიან აქტიური ბავშვები  არიან. მუშაობენ პუბლიკაციებზე და ატარებენ სხვადასხვა სახის კვლევებს.

_MG_1578გარდა ამისა, ქუთაისის უნივერსიტეტი აქტიურად ეხმარება ქალაქის თვითმმართველობას სხვადასხვა კვლევების ჩატარებაში. ჩვენ ყოველწიურად ვათამაშებთ სამეცნიერო გრანტებს იგივე ჩვენს პროფესორებს შორის და პრიორიტეტად ვიღებთ იმ მიმართულებებს,  რომელზეც ქალაქის თვითმმართველობა მუშაობს. მაგალითად გასულ წელს, ჩვენ გამოვიკვლიეთ  ტურისტული  პოტენციალის განვითარება ქუთაისში და ქალაქის თვითთმმართველობას რამდენიმე ჩამოყალიბებული რეკომენდაცია შევთავაზეთ.

ქუთაისის უნივერსიტეტს 25 წლიანი ისტორია აქვს და  რეგიონში წარმატებულ, კერძო უნივერსიტეტად ითვლება. 1991 წელს უნივერსიტეტი აკადემიკოსმა ვალერიან ქელბაქიანმა და იურისტმა რევაზ ლაღიძემ დაარსეს. სასწავლო დაწესებულება ცნობილი იყო როგორც ,,ქუთაისის სამართლის  და  ეკონომიკის უნივერსიტეტი.“

ქუთაისის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები

ქუთაისის უნივერსიტეტი

მოამზადა თეონა გიორგაძემ

„რექტორს ოდეერი აქეთ მფარველობს, ჩვენთან საქმე უფრო რთულადაა,“ – ბსუ რექტორის ყოფილი მოადგილე

$
0
0

“ენრიკო დევაძე არის ერთი რიგითი ჩინოვნიკი, რომელიც ალბათ კარგად ასრულებს იმას, რასაც ისინი ავალებენ. ფორმალიზებული მხარე ნამდვილად ასეა, არ ყოფილა ჯამაგირის ფასი გადახდილი,” – ამ სიტყვებით ბსუ-ის რექტორის ყოფილმა მოადგილემ ე.წ. ოდეერის არაოფიციალური წარმომადგენელი სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე ამხილა, რასაც აუდიტორიის მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა.

get_img3ირაკლი ბარამიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს ოდეერი მფარველობს. “ავტონომია უნივერსიტეტებს” – ფარგლებში გამართულ საჯარო შეხვედრას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, თვითმმართველობა და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორს წაუყენეს ბრალდება, რომ ოდერს მფარველობსო, ჩვენთან სიტუაცია კიდევ უფრო რთულია, ოდეერი აქეთ მფარველობს რექტორს. სიმართლე უნდა ითქვას, უნდა გამოვიდეთ სიბნელიდან. ნებისმიერი თანამდებობის პირი ვალდებულია ითანამშრომლოს უშიშროებასთან, არამარტო თანამდებობის პირი, ნებისმიერი სტუდენტი და მოქალაქე, მაგრამ თანამშრომლობის ფორმას გააჩნია. ამ თანამშრომლობით თანამდებობის მოპოვება ეს უკვე სხვა საკითხია,” – განაცხადა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მოქმედმა ლექტორმა.

ირაკლი ბარამიძე 2010 წლიდან 2015 წლამდე რექტორის მოადგილე იყო სასწავლო დარგში. გასულ წელს კი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მას შემდეგ რაც რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ თანამდებობა დროზე ადრე დატოვა.

უნივერსიტეტში წამყვან თანამდებობებზე ნამუშევარი მოქმედი ლექტორი ე.წ. ოდეერების მხრიდან საკადრო ცვლილებებში ჩარევაზეც საუბრობს.

10153802_810408572397512_8372533176795886472_nირაკლი ბარამიძის ამ საჯარო განცხადებებს ბსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა. მერაბ ხალვაში აცხადებს, რომ ენრიკო დევაძე უნივერსიტეტის დოქტორატნტურის სტუდენტია ბიზნესის განხრით და ასევე სუს-ის თანამშრომელი, რომელთანაც რამდენჯერმე ჰქონდა შეხვედრა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მერაბ ხალვაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოფიციალური საშტატო განაკვეთი ოდეერის წარმომადგენლის პოზიციაზე უნივერსიტეტში არ არსებობს. მისივე განმარტებით, უნივერსიტეტში ბევრი საკითხია საკანონმდებლო დონეზე შესაცვლელი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 საათიანი დისკუსია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტთა ნაწილი თვითმმართველობის წევრებს თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას ედავება. დისკუსიაში მონაწილე სტუდენტების უმრავლესობა თვითმართველბის წარმომადგენლებს  პოლიტიზირებულ მხარედ მიიჩნევს და თვითმართველობის გაუქმებას ითხოვს.

ბსუ–ში სტუდენტების მიერ ოგანიზებულ შეხვედრას თბილისიდან ჩამოსული  „აუდიტორია #115“ -ის წევრებიც ესწრებოდნენ. დისკუსიის დასასრულს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა შეჯამების სახით სტუდენტური მანიფესტი წარმოადგინა.

ოდეერები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

რას ამბობენ სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები მათ უმაღლესში „ოდეერების“ არსებობის შესახებ

“უშიშროების სამსახურს უნივერსიტეტში არაფერი ესაქმება“ – ივანე კიღურაძე

მაია შავაძე – ბათუმი

Viewing all 14463 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>