Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14617 articles
Browse latest View live

ყველაზე მეტი აბიტურიენტი 2025 წელს ისტორიას ჩააბარებს –როგორია არჩევანი საგნების მიხედვით

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 22 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება:

– ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– გეოგრაფია აირჩია 2 300-მა აბიტურიენტმა;
– ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– სამოქალაქო განათლება აირჩია 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– ფიზიკა აირჩია 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– ბიოლოგია აირჩია 3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ცნობილია რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – საერთო სტატისტიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2025 წ;ოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე


როდის იწყება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია –ვადები და ტესტის ნიმუშები

$
0
0

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს იწყება და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მოქმედი წესი უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში. ასევე, ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.

2025 წელს, მიღება გამოცხადდება ინტეგრირებულ პროგრამებზეც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული დიპლომი.

პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე შემოთავაზებული იქნება რეალურ სამუშაო გარემოში, დუალური მიდგომით განხორციელებული პროგრამები. დუალური მიდგომა გულისხმობს, პროგრამით გათვალისწინებული 50% ზე მეტი სწავლის შედეგების მიღწევას რეალურ სამუშაო გარემოში – სასწავლო საწარმოში.

2025 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია განთავსდება 28 აპრილიდან vet.emis.ge-ზე.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, აპლიკანტთა შერჩევის პერიოდი განისაზღვრა 2025 წლის 21 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოყენებული შერჩევის მეთოდის/მეთოდების შესახებ ინფორმაცია განთავსდება პროგრამის აღწერაში.

2025 წელს, უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სადაც შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება, თარიღები განისაზღვრა შემდეგნაირად:

– საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი) – 2025 წლის 31 მაისი;

– წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში – 2025 წლის 01 ივნისი;

– აპლიკანტების მიერ სისტემაში საბოლოო არჩევანის მონიშვნის ვადა განსაზღვრულია 30 ივნისი -02 ივლისი.

რეგისტრაციასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32)2 200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge

გასული წლის ტესტის ნიმუშები

ქართული ენა –სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში –მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი

$
0
0

როგორც ცნობილია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დადებითად შეაფასა საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი წინადადება უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების დაბრუნების შესახებ.

დაგეგმილია, რომ შესაბამისი პროგრამის სწავლება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წლიდან უნდა დაიწყოს.

ამ მომენტისთვის უცნობია როგორ იქნება შედგენილი პროგრამა, რომ მან არ გაიმეოროს სკოლაში ნასწავლი საკითხები, რა პრინციპით დაკომპლექტდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სწავლებისთვის კათედრები თუ სხვა სამსახურები, რამდენი სემესტრის განმავლობაში იქნება სავალდებულო სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სწავლა, ვინ უნდა ასწავლოს საგანი და სხვა მრავალი დეტალი.

EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა საკითხი სახელმწიფო ენის სტრატეგია (ერთიანი პროგრამა) 2021-2030-ის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმაში გაიწერება.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ენის სტრატეგიისა (ერთიანი პროგრამის) და შესაბამისი სამოქმედო გეგმების ეფექტურად განხორციელებისათვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილია სტრატეგიის სამდივნო, “რომელიც კოორდინაციას უწევს პოლიტიკური და ტექნიკური დონის ჯგუფთა ჰარმონიზებულ მუშაობას სტრატეგიის დაგეგმვის, შემუშავებისა და განხორციელების სახელმძღვანელო სტანდარტების შესაბამისად”.

სტრატეგიის განხორციელების ინსტრუმენტია ორწლიანი სამოქმედო გეგმები და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა სწორედ ახლა დაიწყეს.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, EDU.ARIS.GE-ს 23 აპრილს განუმარტა, რომ ამ ეტაპზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს 2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგია) 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმაზე და უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულოდ სწავლების საკითხი მასში სრულფასოვნად უნდა აისახოს. პროცესის დასრულებამდე კი, ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების შეჯერება არაერთ მხარესთან იქნება აუცილებელი.

EDU.ARIS.GE გაეცნო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წერილობით დადებით დასკვნას სახელმწიფო ენის უმაღლესებში დაბრუნების თაობაზე, სადაც საკანონმდებლო წინადადების არსიც დაწვრილებით არის გადმოცემული და კომიტეტის პოზიციაც.

საკანონმდებლო წინადადების არსი

“საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ბოლო ათწლეულებში ხშირია საუბარი იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა სტუდენტებში ძალიან დაბალია. ამას ადასტურებს როგორც შიდა, ასევე გარე კვლევები. ეს აისახა კიდეც საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წელს დამტკიცებულ “სახელმწიფო ენის სტრატეგიაში“. ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “წიგნიერების დაბალი დონე და ყველა უმაღლეს სასწავლებელში ქართული ენის პრაქტიკული კურსის არარსებობა (გარდა პროფილური ფაკულტეტებისა) უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებში ვერ უზრუნველყოფს აბიტურიენტობის დროს შეძენილი ცოდნის განმტკიცებასა და განვითარებას. სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობისას გაანალიზებულ იქნა რუსთაველის საზოგადოების მიერ ჩატარებული ზედაპირული მოკვლევის მასალები, რომლებიც ცხადად აჩვენებენ, საუნივერსიტეტო საფეხურზე ქართული ენის ფლობისა და წიგნიერების დაბალ დონეს“.

2003 წელს რევოლუციის გზით მოსულმა არაეროვნულმა ხელისუფლებამ სავალდებულო საუნივერსიტეტო საგანი “ქართული ენა“ გააუქმა. ეს იყო ნაწილი იმ დანაშაულებრივი ღონისძიებებისა, რომლებიც იმ ხელისუფლებამ ჩაიდინა სახელმწიფო ენის მიმართ (დახურეს ენის სახელმწიფო პალატა; გააუქმეს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია; პარლამენტში გაუქმდა სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი; დაიხურა ყველა რადიო და ტელეგადაცემა ქართული ენის შესახებ; დაიხურა ჟურნალ-გაზეთები ქართული ენის შესახებ; სკოლაში შემცირდა ქართული ენის საათები…). წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გაუქმებული სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლება უნდა აღდგეს უმაღლეს სასწავლებლებში.

შესაბამის კანონში უნდა განხორციელდეს შემდეგი ცვლილება: “საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ სახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა“.

დავიწყოთ თუ არა სკოლებში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება?

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, დადებით დასკვნაში საკუთარ პოზიციას ასე ასაბუთებს:

,,სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით ,,სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისათვის სათანადო პირობების შექმნას“. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს სახელმწიფო ენის შესწავლისათვის სათანადო პირობების შექმნას განათლების ყველა საფეხურზე, მათ შორის სახელმწიფოენოვან და არასახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში.

ორგანული კანონის მე-7 მუხლში გაწერილია არა სახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი სასწავლებლების ვალდებულებები ქართული ენის შესწავლის მიზნით. კერძოდ, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ ,,საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ არააფხაზურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში – აგრეთვე აფხაზური ენის), როგორც საგნის, სწავლება სავალდებულოა“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით ,,საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის პირებს შესთავაზოს ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არააფხაზურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი“. აღსანიშნავია, რომ ორგანული კანონის მე-7 მუხლში არ არსებობს ნორმა სახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ორგანული კანონის 37-ე მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის მიღებას, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა ინტერესის მაქსიმალური უზრუნველყოფა. ამდენად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ენის შესწავლას და წიგნიერების დონის ამაღლებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებში.

კენჭისყრის შედეგად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნობილ იქნა მისაღებად”.

ქართული ენის სავალდებულო საგნად უნივერსიტეტში დაბრუნების ინიციატივა საზოგადოებისგან უმეტესაც დადებითად შეფასდა.

პროფესიული წრეებისა და დარგის სპეციალისტების შეფასებებს EDU.ARIS.GE რეგულარულად გაგაცნობთ.

ასევე იხილეთ:

უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში განიხილეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სოსიაშვილი აირჩიეს

$
0
0

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ბოლნისის მუზეუმში გაიმართა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სოსიაშვილი აირჩიეს.

კომიტეტის წევრებმა გიორგი სოსიაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გიორგი სოსიაშვილს საკომიტეტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გიორგი სოსიაშვილი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პაატა სალიას ნაცვლად აირჩიეს, რომელიც იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

ალტე უნივერსიტეტის IT სკოლა XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის ონლაინ ღია კარის დღეს გამართავს

$
0
0

თუ ხარ XI ან XII კლასის მოსწავლე და გაინტერესებს ციფრული სამყარო, პროგრამირება ან კიბერუსაფრთხოება, ალტე უნივერსიტეტის IT სკოლა, აბიტურიენტების კლუბთან ერთად, ონლაინ ღია კარის დღეზე – “Hack the Future” – გეპატიჟება.

ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში შეხვდები სკოლის დეკანსა და დარგის წამყვან სპეციალისტებს, რომლებიც უკეთ გაგაცნობენ შენთვის საინტერესო პროფესიას და მის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურობაში.

რუსო სანაძე, IT სკოლის დეკანი, გაგაცნობს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამას და იმ ინოვაციურ, უნიკალურ შესაძლებლობებს, რომელთაც ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა გთავაზობს.

მარიამ შარია, ალტე უნივერსიტეტის ლექტორი, გაუძღვება ტრენინგს თემაზე: „რატომ ვხდებით აპლიკაციებზე დამოკიდებული” და გაგიზიარებს, თუ როგორ მოქმედებს ჭკვიანური დიზაინი მომხმარებლის ქცევაზე.

ანანია დევსურაშვილი, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, გაგაცნობს IT პროექტების მართვის საფუძვლებს და იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ციფრულ სამყაროში.

თუ გსურს, შენი მომავალი პროფესია ტექნოლოგიებს დაუკავშირო, არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა!

29 აპრილი, 14:00

შეხვედრა გაიმართება Zoom პლატფორმაზე

დასასწრებად გაიარე წინასწარი რეგისტრაცია

„ევროპის უნივერსიტეტის“ განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება

$
0
0

25 აპრილს, 18:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.

შეხვედრას გაუძღვებიან:

ხატია ცირამუა – განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;

ნიკოლოზ ფარჯანაძე – ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით, ვიცე-რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

ეკა კაველიძე – სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იქნება პროგრამის მიზნები, შინაარსი, სწავლის შესაძლებლობები, პროგრამის განხორციელების რესურსები, დასაქმების პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ის მეშვაობით გაიმართება: დასასწრებად ეწვიეთ ბმულს

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო

$
0
0

2025 წლის 23 აპრილს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი კამპანიის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. უკვე დღეიდან ყველა დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელია როგორც მასწავლებელთა ნომინირება, ასევე აპლიკაციების წარდგენაც. კონკურსი წელს მეცხრედ ტარედება და მიზნად ისახავს განათლების სფეროში საუკეთესო და გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენას და მათ დაფასებას.

„წელს, უკვე მეცხრედ ვიწყებთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიას და განსაკუთრებული სიამაყით ვუყურებთ იმ გზას, რომელიც ამ წლების განმავლობაში გავიარეთ. მოხარულები ვართ, რომ ეროვნულმა ჯილდომ შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის და რამდენად აუცილებელია მათი დაფასება და მხარდაჭერა. ამ დროის განმავლობაში არაერთი გამორჩეული პედაგოგი გავაცანით საზოგადოებას – ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან ჩვენი შვილების ცხოვრებას. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან პროცესში და წარადგინონ თავიანთი რჩეული მასწავლებელი. ეს თითოეულ პედაგოგს დიდ მოტივაციას აძლევს და კიდევ უფრო უძლიერებს რწმენას, რომ მათი შრომა ფასდება. ერთად დავაფასოთ ისინი“, – განაცხადა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამგეობის თავჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წლიდან პროექტის გენერალური სპონსორია. ამ წლების განმავლობაში ფონდმა თითქმის მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, რათა მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პოპულარული, მისაბაძი და დაფასებული გამხდარიყო. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ჩვენი მხრიდან მადლიერების ჟესტია ყველა იმ პედაგოგისთვის ვინც ასე უანგაროდ და ღირსეულად ემსახურება მოსწავლეების, მომავალი თაობების აღზრდას, ქვეყანას. გვახარებს წლების განმავლობაში მიღებული შედეგი – მასწავლებლის პროფესია დღეს პოპულარულია პედაგოგიურ საზოგადოებაში, ახალგაზრდებში, კიდევ უფრო მეტი აბიტურიენტი ინტერესდება პროფესიაში შესვლით და სტუდენტებიც ძალისხმევას არ იშურებენ ისწავლონ, ჩაერთონ სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობებში, დანერგონ საკუთარი მიდგომები.

წელს უკვე მეცხრედ, კვლავაც ველით რომ კონკურსში ჩაერთვებიან გამორჩეული მასწავლებლები, რომელთა პედაგოგიური პრაქტიკა საინტერესო და განსაკუთრებულია, ორიენტირებულია მოსწავლეების განათლებაზე, უნარების განვითარებაზე“, – განაცხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.

„მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ“ ამ რვა წლის განმავლობაში თითოეული სკოლის, საკლასო ოთახის კარი შეაღო და საყოველთაო სიყვარულით გამოარჩია განსაკუთრებით საინტერესო, წარმატებული საგანმანათლებლო იდეების განმახორციელებელი მასწავლებლები. ეს ჯილდო, პირველ რიგში, მათი ფასდაუდებელი შრომის აღიარებაა, ვინაიდან „პატიოსანი და ყოვლად მაღალ-ზნეობიანი ჯაფა და გამრჯელობა ოსტატისა, მასწავლებელისა, გამზრდელისა, ქალია თუ მამაკაცი, იმოდენად პატივდებული არ არის, რამოდენადაც ღირსია“ (ილია)“, – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 23 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. წელსაც, მასწავლებლების წარდგენა შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან:

  • გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი;
  • მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი;
  • ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • მხარდამჭერი და სპონსორი –კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC);
  • მხარდამჭერები – EPAM Georgia, ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა წარმოადგენს გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.

შალვა პაპუაშვილს 9 დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადებას სთხოვენ –საკანონმდებლო წინადადება

$
0
0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, 9 საეკლესიო დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს.

წინადადების ავტორი საქართველოს მოქალაქე ზაალ წერეთლია და სამოქალაქო უქმეებად გამოცხადების ინიციატივა შემდეგ დღესასწაულებთან მიმართებით აქვს:

“ყურადღების მიღმაა დარჩენილი არაერთი უნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაული. 7 მათგანი გაეკუთვნება 12 საუფლო დღესასწაულის კატეგორიას, ხოლო ორი მოციქულთა სწორის და დიდი წმინდანის ხსენების დღეა. მხედველობაში გვაქვს შემდეგი დღესასწაულები:

“ღვთისმშობლის შობა – 21 სექტემბერი, ჯვართამაღლება – 27 სექტემბერი, ღვთისმშობლის ტაძრად მოყვანება – 4 დეკემბერი, მირქმა – 15 თებერვალი, ხარება – 7 აპრილი, ამაღლება – აღდგომიდან მე-40 დღე (ყოველთვის ემთხვევა ხუთშაბათს), ფერისცვალება – 19 აგვისტო, ნინოობა – 27 იანვარი და ნიკოლოზობა – 19 დეკემბერი”, – ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში.

ავტორი წერს, რომ “ასეთ საზეიმო თარიღებში, თუ ისინი სამუშაო დღეებს ემთხვევა, მოქალაქეები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ ეკლესიაში მისვლას და ღვთისმსახურებები უღიმღამოდ, თითქმის ცარიელ ტაძრებში აღესრულება”.

15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით, ზაალ წერეთლის წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.

იხილეთ: საკანონმდებლო წინადადების ავტორის წერილი


რა ცვლილებები და სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს სკოლაში –განათლების მინისტრი გეგმებზე

$
0
0

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ სკოლის მოსწავლეებისათვის დაგეგმილ ცვლილებებზე 23 აპრილს, პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ცნობილი გახდა, რომ საგნის – კომპიუტერული ტექნოლოგიები სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება და ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.

“აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა”, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

EDU.ARIS.GE-მ მინისტრის საუბრის გათვალისწინებით შეკრიბა ის სიახლეები, კიდევ რა ცვლილებებს გეგმავს 4 წლის განმავლობაში განათლების სამინისტრო:

– მათემატიკის, როგორც საგნის გაძლიერებული სწავლება – ყველა საჯარო სკოლაში მათემატიკის და ფიზიკის გაძლიერებული პროგრამა შეიქმნება. შესაძლოა, ამ საგანს პირობითად მექანიკა დაერქვას და თავდაპირველად მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში შევა.

– მეათე კლასიდან სკოლის მოსწავლეს საშუალება მიეცემა აირჩიოს – თუ მას სურს აკადემიური მიმართულებით გაძლიერებული სწავლა, იყოს ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, ხოლო თუ პროფესიული მიმართულებით სწავლის გაგრძელება ენდომება, სამინისტროს სურვილია, რომ უკვე 2025 წლის სექტემბრისთვის 100-მდე საჯარო სკოლაში შესაძლებელი იყოს პროფესიული ინტეგრირებული პროგრამის არჩევა.

– დაგეგმილია სკოლებში “სტემ კლუბების” შეტანა. მოეწყობა სპეციალური ლაბორატორიები და სასკოლო საათების დასრულების შემდეგ, ნებაყოფლობით, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ სტემ კლუბი ისევე, როგორც სპორტული ან სახელოვნებო კლუბები.

ტექნოლოგიური მიმართულების გარდა, მოსწავლეებისთვის ჰუმანიტარული მეცნიერების თვალსაზრისითაც არის სიახლეები:

– მოსწავლეებისთვის სასკოლო კლუბები შეთავაზებული იქნება ჰუმანიტარული მიმართულებით, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებითაც.

“ჰუმანიტარული სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის მშობლიური ენის და ჩვენ შემთხვევაში, გაძლიერებული იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება. პირველად 2025 წლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება მოხდება ცალ-ცალკე. შემუშავდა ორი სტანდარტი, გაიყო – ცალკე ქართული ენის და ცალკე ქართული ლიტერატურის”, – განაცხადა ალექსანდე წულაძემ.

ამავე თემაზე:

განათლების მინისტრს ზოგადი განათლების ახალი ხედვა აქვს – რა შეიცვლება მიმართულებაში

კონკურსი სამართლის სფეროთი დაინტერესებული XI-XII კალსის მოსწავლეებისთვის – განაცხადების მიღება დაიწყო

$
0
0

სამართლის სფეროთი დაინტერესებული XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსში “დასაქმების გამოწვევა” მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

პროექტი ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL)-ის “დამსაქმებლის გამოწვევის პროგრამის” ნებართვით (# UCL #IOE Employers’ Challenge). კონკურსი „ევროპის უნივერსიტეტის“, „ოქროს კომპასისა“ და დიდი ბრიტანეთის მთავრობის – Chevening-ის სტიპენდიის მფლობელების თანამშრომლობით 10-24 მაისის პერიოდში ჩატარდება.

გამოწვევის ფარგლებში მოსწავლეები გუნდურად იმუშავებთ პროექტებზე, რომლებსაც სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციები მოგაწვდიან.

მოგიწევთ ჩაატაროთ მარკეტინგული კვლევა, კონკურენტების ანალიზი, დაგეგმოთ ღონისძიება, განავითაროთ პროდუქტი და სხვ. რეალური ორგანიზაციული პრობლემების გადასალახად.

გამოწვევაზე მუშაობის პროცესში ჩაგიტარდებათ ტრანსფერული უნარების (გუნდურობა, დროის მართვა, კომუნიკაცია და ლიდერობა) განმავითარებელი ვორკშოპები, რომლებიც დაგეხმარებათ დავალების უკეთ შესრულებაში.

კონკურსის ბოლო დღეს, თქვენს გუნდთან ერთად ჟიურის წინაშე წარადგენთ პრობლემის გადაჭრის გზებს. საუკეთესო პრეზენტაციისთვის გამარჯვებულ გუნდს ფასიანი საჩუქრები გადაეცემა.

კონკურსის აღწერა

ENQA: სააგენტო არ შეესაბამება (და არა ნაწილობრივ შეესაბამება) სტანდარტს –რა წერილი მიიღო ქართულმა მხარემ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციისგან

$
0
0

ქართულმა მხარემ, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ, 2025 წლის 11 აპრილს საპასუხო წერილი მიიღო, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს განათლების ხარისხსის განვითარების ეროვნული ცენტრი მთლიანობაში არ შეესაბამება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში და ხარისხის ცენტრის სტატუსი ამჟამად არის – „ENQA-ს წევრი გადახედვის ქვეშ“.

EDU.ARIS.GE განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მარგიშვილისადმი გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“ბატონო ლაშა,
ბრიუსელი, 2025 წლის 11 აპრილი

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 9 აპრილის სხდომაზე ENQA-ს (უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია) საბჭომ განიხილა NCEQE-ის (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის) მოთხოვნა ENQA-ში წევრობის დადასტურების თაობაზე. მიმოხილვის ანგარიშისა და ENQA-ს სააგენტოს მიმოხილვის კომიტეტის (ARC) ანგარიშის ვალიდაციის წერილის საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მთლიანობაში არ შეესაბამება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში (ESG 2015 – Standards and Guidelines for Quality Assurance in the European Higher Education Area).

საბჭომ აღნიშნა „შეუსაბამობა“ ESG 3.3 დამოუკიდებლობის სტანდარტთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება ARC-ის შეფასებას, რომ სააგენტო არ შეესაბამება (და არა ნაწილობრივ შეესაბამება) აღნიშნულ სტანდარტს, ორგანიზაციული და ოპერაციული დამოუკიდებლობის სერიოზული პრობლემების გამო. საბჭო განსაკუთრებით შეშფოთებული დარჩა იმით, რომ აღნიშნული საკითხები სააგენტოს თვითშეფასების ანგარიშში არ იყო ასახული და არც სააგენტოს შიდა სტრუქტურებში იყო სრულად ცნობილი.

შედეგად, სააგენტო ვერ აკმაყოფილებს ENQA-ს წესდების მუხლი 5, პუნქტი 1-ში გაწერილ წევრობის კრიტერიუმებს. როგორც მითითებულია ENQA-ს სააგენტოების მიმოხილვის სახელმძღვანელოში (გვ. 30), „საბჭო მიიღებს უარყოფით გადაწყვეტილებას, როდესაც დაასკვნის, რომ რომელიმე სტანდარტს არ შეესაბამება“.

შესაბამისად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიენიჭოს სტატუსი „წევრი გადახედვის ქვეშ“ 2025 წლის 9 აპრილიდან ორი წლის ვადით.

„წევრი გადახედვის ქვეშ“ ნიშნავს, რომ სააგენტო არ შეესაბამება ESG-ს, თუმცა ინარჩუნებს წევრის ყველა უფლებასა და ვალდებულებას ამ ორწლიანი პერიოდის განმავლობაში (დამატებით იხილეთ ENQA-ს წესდების მუხლი 7). სააგენტომ აღნიშნული პერიოდის ბოლოს (ან სურვილის შემთხვევაში მანამდეც) უნდა გაიაროს ახალი, ნაწილობრივი მიმოხილვა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ESG 3.3 დამოუკიდებლობაზე და სხვა სტანდარტებზე, რომლებიც ამ მიმოხილვაში შეფასდა როგორც ნაწილობრივ შესაბამისი (ESG 2.5 შედეგების კრიტერიუმები). პანელი ასევე შეაფასებს სააგენტოში მომხდარ ნებისმიერ არსებით ცვლილებას ბოლო სრული მიმოხილვის შემდეგ.

თუ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უკმაყოფილო დარჩება ENQA-ს საბჭოს გადაწყვეტილებით, შეუძლია გაასაჩივროს იგი ENQA-ს წესდების მუხლი 23-ში აღწერილი პროცედურების შესაბამისად.

საბჭო ასევე ძლიერ წაახალისებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომ ისარგებლოს ნებაყოფლობითი პროგრესის ვიზიტით — ეს არის მიმოხილვის პროცესში არსებული პროგრესზე ორიენტირებული ეტაპი. ვიზიტი ჩატარდება სავარაუდოდ ორი ან სამი წლის შემდეგ გარე მიმოხილვის საბოლოო ანგარიშის ვალიდაციისა და შემდგომი ანგარიშის წარდგენის შემდეგ. ENQA-ს სამდივნოს წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რათა განიხილონ ეს შესაძლებლობა. ვიზიტის ღირებულება უკვე გათვალისწინებულია მიმოხილვის საფასურში და არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ექსპერტების მგზავრობის ხარჯის გარდა. ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ENQA-ს სააგენტოების მიმოხილვის სახელმძღვანელოში.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ENQA-ს სამდივნოს”.

განსაკუთრებით დაინტერესებულებმა იხილეთ წერილის ორიგინალი

წერილი ინგლისურიდან ნათარგმნია ChatGPT-ის მიერ

ამავე თემაზე:

განათლების ხარისხის ცენტრის პასუხი ENQA და EQAR-ის წევრობის შესაძლო დაკარგვაზე

 

რა შედეგს გვაძლევს და როგორ ავიცილოთ თავიდან აგრესიული შენიშვნები და ყვირილი სკოლაში

$
0
0

სკოლაში მასწავლებლის მხრიდან აგრესიული შენიშვნებითა და ყვირილით მოსწავლის გაჩერება შეიძლება რამდენიმე უარყოფით შედეგთან იყოს დაკავშირებული:

1. შიშისა და სტრესის გამოწვევა – მოსწავლე შეიძლება განიცდიდეს შიშს, რაც ხელს უშლის სწავლის პროცესს და იწვევს სტრესს.

2. დაბალი თვითშეფასება – აგრესიული შენიშვნები აქვეითებს თვითშეფასების, რაც აზიანებს ბავშვის პიროვნულ განვითარებას.

3. სოციალური იზოლაცია – სხვა მოსწავლეების თვალში დამცირება ან ყვირილი იწვევს ჯგუფიდან გარიყვისა და მარგინალიზაციის განცდას.

4. დემოტივაციის დაკარგვა – აგრესიული დამოკიდებულება სწავლისადმი ინტერესს ამცირებს და იწვევს დემოტივაციას.

5. აკადემიური ჩავარდნები – სტრესი და მოტივაციის ნაკლებობა პირდაპირ აისახება მოსწავლის აკადემიურ მიღწევებზე.

6. ემოციური ტრავმა – მტკივნეულმა გამოცდილებებმა, როგორიცაა ყვირილი და შეურაცხყოფა, შესაძლოა გამოიწვიოს ემოციური ტრამვები.

7. თავდაცვითი რეაქციები – მოსწავლეებმა შეიძლება გამოავლინონ აგრესიული ან წინააღმდეგობის მომცემი ქცევები მასწავლებლის მიმართ.

8. სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება – ყვირილი ან აგრესია იწვევს სკოლისადმი არასასურველ დამოკიდებულებას და გაკვეთილებზე დასწრებისგან თავის არიდებას.

9. ფსიქოლოგიური ზიანი – ხანგრძლივმა აგრესიამ და სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა დეპრესია ან შფოთვა.

10. სწავლების ხარისხის გაუარესება– ასეთი მეთოდები არღვევს კლასში ჯანსაღ ატმოსფეროს და ხელს უშლის ეფექტურ სწავლებას.

რეკომენდაციები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან აგრესიული შენიშვნები და ყვირილი სკოლაში:

1. პოზიტიური კომუნიკაცია – მოსწავლეებთან ურთიერთობისას გამოიყენეთ პოზიტიური, დამამშვიდებელი ტონი. ეს ხელს უწყობს ნდობისა და უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბებას.

2. ემოციური კონტროლი – მასწავლებელმა უნდა ისწავლოს ემოციების მართვა. რთულ სიტუაციებში სჯობს სუნთქვის ვარჯიშები ან მცირე შესვენებები.

3. პიროვნული მიდგომა – ყოველი მოსწავლე ინდივიდუალურია, ამიტომ საჭიროა თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური მიდგომის გამოყენება.

ასევე იხილეთ:

როცა სკოლაში დისციპლინა ირღვევა – პრობლემები, შედეგები და გამოსავალი

ავტორიტეტი თუ ბიუროკრატიული მძევლობა? – მასწავლებლის გამოწვევები საქართველოში

წყარო: Teachers blog

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი VII საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენციას გამართავს

$
0
0

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის VII საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია ინტერდისციპლინურია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენციის მიზანია სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისება.

სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:

  • თეოლოგია;
  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები: ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია;
  • ეკონომიკა, ბიზნესი, ტურიზმი, ტექნოლოგიები;
  • სამართალი, საჯარო მმართველობა;

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური;

მოთხოვნები:

  • საკონფერენციო ნაშრომი უნდა დაეფუძნოს კონკრეტულ პრობლემატიკას, რომელიც დღესდღეობით აქტუალურია როგორც აკადემიურ, ისე საზოგადოებრივ დისკურსში.
  • საკონფერენციო ნაშრომის შესრულება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ჯგუფური ნამუშევრის შემთხვევაში, ერთ ჯგუფში მაქსიმუმ ორი სტუდენტი უნდა იყოს გაწევრიანებული.

თეოლოგიის, სამართლის, საჯარო მმართველობისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მნიშვნელოვანი თარიღები:

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა – 5 მაისი
  • აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა -10 მაისი;
  • ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა – 25 მაისი;
  • თეოლოგიის, სამართალის, საჯარო მმართველობისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით კონფერენციების ჩატარების თარიღი- 2-7 ივნისი.

სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით კონფერენციის ჩატარების თარიღი- 3 ივნისი, 11:00 საათი, სარეგისტრაციო ბმული.

სოციალური მეცნიერებებისა და თეოლოგიის მიმართულებით კონფერენციის ჩატარების თარიღი- 6 ივნისი, 11:00 საათი, სარეგისტრაციო ბმული.

ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მნიშვნელოვანი თარიღები:

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა – 1 მაისი
  • აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა – 1 მაისი;
  • ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა – 5 მაისი;
  • ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით კონფერენციის ჩატარების თარიღი- 7 მაისი, 12:00 საათი, სარეგისტრაციო ბმული.

მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 10-15 წუთისა, რომელიც მოიცავს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც.

ნაშრომის შესრულების სტანდარტები:

  • სრული ტექსტი: 10-12 გვერდი,
  • შრიფტი: Sylfaen, 11 (სქოლიო – 9),
  • ხაზებს შორის სივრცე: 1,15,
  • მინდვრები: 2-2-2-2 სმ,
  • აბზაცებს შორის სივრცე: 0
  • წყაროთა დამოწმება და ბიბლიოგრაფიების შედგენა APA სტილით (სამართლისა და საჯარო მმართველობისათვის – დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ციტირების სტანდარტი).

ნაშრომის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს: სატიტულო გვერდი (ავტორის სახელის, გვარის, უნივერსიტეტისა და ნაშრომის ხელმძღვანელის მითითებით), ძირითადი ტექსტი და ბიბლიოგრაფია.

შესრულებული ნაშრომი უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

  • თეოლოგია – g.barnovi@sabauni.edu.ge
  • სოციალური მეცნიერებები – l.gelashvili@sabauni.edu.ge
  • ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი, ტექნოლოგიები – tamta.gogoladze@sabauni.edu.ge
  • სამართალი, საჯარო მმართველობა – Law@sabauni.edu.ge

უცხოური ენები – რუსუდან ტყემალაძის ვიდეოინსტრუქცია აბიტურიენტებს

$
0
0

უცხოური ენების გამოცდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეორე იქნება და 2025 წლის აბიტურიენტებს მეორე რეკომენდაციაც სწორედ ამ საგანში მიეცათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი, რუსუდან ტყემალაძე აბიტურიენტებს რეკომენდაციიებს აძლევს:

ამავე თემაზე:

ქართული ენა და ლიტერატურა – ნანა ლოლაძის ვიდეოინსტრუქცია აბიტურიენტებს

რამდენი მილიონი დახარჯა განათლების სამინისტრომ სამივლინებო ხარჯებისთვის და შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე –აუდიტის მონაცემები

$
0
0

სამივლინებო ხარჯების მაჩვენებლით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საბიუჯეტო უწყებებს შორის მეოთხე ადგილზეა.

რა ოდენობის პრემია გაიცა ბიუჯეტიდან 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის – აუდიტის მონაცემები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მივლინებების დასაფინანსებლად 5 მილიონამდე ლარი დახარჯა.

2024 წელს, მივლინებებზე ყველაზე მეტი – 17.1 მლნ იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა (ზრდა +94%). საგარეო საქმეთა სამინისტრო სამივლინებო ხარჯებით მე-8 ადგილზეა. მისი ხარჯები წინა წელთან შედარებით 30%-ით შემცირდა.

სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, განათლების სამინისტრო მოწინავეა შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურების კუთხითაც.

2024 წელს ამ მიმართულებით განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ, მეორე ადგილზეა და მისმა ხარჯებმა შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების მიმართულებით 108.9 მილიონი ლარი შეადგინა.

2024 წელს შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურებაზე ყველაზე მეტი – 210.4 მლნ. ჯანდაცვის სამინისტრომ დახარჯა.

ასევე იხილეთ:

ასევე იხილეთ:

გაზრდილი ხელფასები განათლების სამინისტროში – როგორ ნაწილდება თანხები თანამდებობების მიხედვით 2025 წელს – დოკუმენტი


10 წიგნი, რომლებიც ერთ ღამეში იკითხება

$
0
0

მკითხველი მუდმივი დაძაბულობის ქვეშ ამყოფო და ამავე დროს მოუყვე ნამდვილად ღირსეული ისტორია – ეს ხელოვნებაა, რომელსაც არც ისე ბევრი მწერალი ფლობს. მაგრამ არსებობენ ისეთი წიგნები, რომლებსაც პატარა მოცულობის მიუხედავად შეუძლიათ იმდენად მიგიზიდონ, რომ მთელი სამყარო მეორე პლანზე გადასწიოთ. ლატერნამ შეკრიბა წიგნები, რომლებსაც შეუძლიათ გაჩუქონ ერთ ღამეში (ან ერთ დღეში) საოცარი შთაბეჭდილებები და დაგიტოვონ დადებით ემოციები.

1. სტივენ კინგი – „წელიწადის დრონი“

კინგი აღნიშნავს: ”…ბოლო დროს მხოლოდ ამას მეკითხებიან: ”საშინელებების გარდა კიდევ რამეს წერთ თუ არა?” ეს კრებული სწორედ ამ შეკითხვის პასუხია – ”რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან”, ”ნიჭიერი მოწაფე”, ”გვამი” და ”სუნთქვის მეთოდი” განსხვავდება კინგის სხვა წიგნებისგან და ერთი ჟანრის ფარგლებს სცილდება. თუკი ოდესმე, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, ეჭვი შეგეპარებათ ადამიანის სულის სიმტკიცეში, უბრალოდ წაიკითხეთ ”რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან”, ესაა, უდანაშაულო ადამიანის ისტორია, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ესაა ისტორია გადარჩენისა, იქ, სადაც გადარჩენა შეუძლებელი იყო.

2. ჯეინ ოსტინი – „სიამაყე და ცრურწმენა“.

ეს რომანი, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, არა ქალური და სასიყვარულო, არამედ კლასიკური, გულწრფელი რომანია. იმდენად რთულია ძველი, კეთილი ბრიტანეთიდან თავისი ეპიკური გატაცებებითა და მყუდრო ინტერიერებით, ჩვენს ნაცრისფერ, ხმაურიან თანამედროვეობაში გადმონაცვლება, რომ გინდა სამუდამოდ იქ დარჩე, როგორც ნებისმიერ კარგ წიგნში.

3. ჯონ ფაულზი – „კოლექციონერი“.

მარტოხელა ახალგაზრდა ადამიანი მოულედნელად მოიგებს ლატარეაში დიდ თანხას. რას გააკეთებს ის ამ ფულით, თუ გავითვალისწინებთ მის დიდ გატაცებას პეპლების კოლექციონერობისადმი და ადგილობრივი ლამაზმანისადმი საიდუმლო სიყვარულს? მანიაკისა და მისი მსხვერპლის დაპირისპირების ისტორიაში ფაულზმა დაინახა სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა, პრიმიტიული ადამიანისა და დიადი მხატვარისა, სიყვარული, სიკვდილი და სილამაზე.

4. გაბრიელ გარსია მარკესი – ჩემი ნაღვლიანი მეძავები (გახსენება).

ერთ-ერთი იმ წიგნთაგანი, რომელიც რეალობიდან ამოგაგდებთ და გაიძულებთ დაგაფიქროთ. გულშიჩამწვდომი, ცხოვრების სევდიანი ისტორია და სიყვარულისა- შემთხვევითი, არანამდვილი სიყვარულის, დაგვიანებული, უკანასკნელი და ყველაზე მომაკვდინებელი სიყვარულის ისტორია – რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას წუთით მაინც დაინახოს სამყარო ისეთი, როგორიც ის რეალურად არის.

5. იუსტაინ გორდერ – ფორთოხლის გოგონა

15 წლის გეორგი დედასთან, მამინაცვალსა და პატარა დასთან ერთად ოსლოში ცხოვრობს. მამა ბუნდოვნად ახსოვს: 4 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. 11 წლის შემდეგ ეს ადამიანი ისევ შემოიჭრა ბიჭის ცხოვრებაში – ვრცელი წერილით, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გეორგის ძველ საბავშვო ეტლში ინახებოდა. სიკვდილის წინ მამამ შვილს იდუმალებით მოცული ფორთოხლის გოგონას რომანტიკული ისტორია უამბო, რომელმაც პატარა გეორგი ბევრ რამეზე დააფიქრა. რომანის ბოლოში გეორგმა უნდა უპასუხოს მამის მიერ დასმულ უკანასკნელ შეკითხვას, რომელიც მისთვის გარდაცვალების შემდეგაც ძალზე მნიშნელოვანია: რას აირჩევდა, რაღაც აღმატებული ძალით მონიჭებული არჩევანის უფლება რომ ჰქონოდა: საერთოდ არმოსვლას თუ მაინც დაბადებას და გარკვეული ხანგრძლივობის სიცოცხლეს? როგორია 15 წლის ბიჭის არჩევანი, წიგნიდან შეიტყობთ.

6. სოლ ბელოუ – ჰენდერსონი, წვიმის მეფე

წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფრიკაში მიემგზავრება: ”როცა ვიხსენებ, რა მდგომარეობაში ვიყავი, ორმოცდათხუთმეტი წლისამ ბილეთის ყიდვა რომ გადავწყვიტე აფრიკაში წასასვლელად, მარტო დარდი და გულისტკივილი მაგონდება. შემომაწვება მოგონებები და სულს მიხუთავს. არეულად მახსენდება ყველაფერი ერთად – ჩემი მშობლები, ჩემი ცოლები, ჩემი საყვარლები, ჩემი შვილები, ჩემი ფერმა, ჩემი ცხოველები, ჩემი ჩვევები, ჩემი ფული, ჩემი მუსიკის გაკვეთილები, ჩემი ლოთობა, ჩემი ახირებები, ჩემი სისასტიკე, ჩემი სახე, ჩემი სული! ერთადერთი ისღა დამრჩენია, ვიღრიალო – არა, არა, მომწყდით თავიდან, მარტო დამტოვეთ!”

7. ჰარუკი მურაკამი – კაფკა პლაჟზე

კაფკა თამურა თხუთმეტი წლის მოზარდია, უსმენს Radiohead-ს და ჯონ კოლტრეინს. ერთ დღეს გადაწყვეტს, სახლიდან გაიქცეს, რათა თავი დააღწიოს მამას, რომელმაც ბავშვობაში უწინასწარმეტყველა, მე მომკლავ, დედასთან და დასთან კი სქესობრივ კავშირს დაამყარებო. კუნძულ სიკოკუზე გადახვეწილი მოზარდი ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას, პარალელურად კი იმავე კუნძულისაკენ ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ბატონი ნაკატა მიემართება. ყოფითი დეტალებით აღსავსე ამ ნაწარმოებში პერსონაჟების ბედზე დიდ გავლენას ახდენენ გასაოცარი ძალები და… კატები.

8. რომენ გარი – ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება

”ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება” ხანში შესული ფრანგი ბიზნესმენის, ჟაკ რენიესა და ოცდაორი წლის ბრაზილიელი გოგოს სიყვარულის ამბავია – სიყვარულის, რომელსაც, ერთი შეხედვით, მომავალი არ აქვს.

9. ელფრიდე იელინეკი – პიანისტი ქალი

ვენის კონსერვატორიის პროფესორი. ის ასწავლის ახალგაზრდობას შუბერტის საოცარ მუსიკას, თვითონ კი, თანამედროვე ცივილიზაციის მონსტრია და ძალიან შორსაა ციური სფეროების ჰარმონიისგან. მას ბავშვივით ძინავს მოხუცებულ საკმაოდ ჭირვეულ დედიკოსთან, მას არანაირი პირადული ცხოვრება არააქვს, მეცადინეობის შემდეგ კი საიდუმლოდ დადის პორნომაღაზიებში და ლოგინის ქვეშ სადომაზოხისტური ინსტრუმენტების ნაკრებს ინახავს. როდესაც კი ის ერთერთ თავის მოსწავლეს შეუყვარდება, ის …

10. პოლ ოსტერი – მისნის ღამე

სიდნი ორი, ამ წიგნის პროტაგონისტი, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. თვეების შემდეგ ახალ ცხოვრებას ისე იწყებს, თითქოს ბურანშია – და აი აქ ხვდები, რომ რეალობის განცდადაკარგულს, ფიზიკურად სრულიად გამოფიტულს, ქუჩაში ექიმის რჩევით ჯიუტად მოლასლასე ადამიანს რეალობა სულ სხვანაირად წარმოუდგება. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მყარი, თავისთავად მისაღები, მკვიდრად ფესვგადგმული ჩანს, მისთვის აუტანლად მძიმე და დიდია (თავის ლამის უსხეულო არსებობასთან შედარებით), ყველა როლი ცხოვრებაში – განსაკუთრებული, მწერლის ხელობა კი – ერთადერთი გასაღები, რომლის მეშვეობითაც ხელახლა შეძლებს რეალობაში შესვლას.

ასევე იხილეთ:

10 წიგნი, რომელიც გვაკეთილშობილებს

10 წიგნი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა – ნაწილი I

წყარო: laternabooks

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო –ვადები და პროცედურა

$
0
0

დღეს, 28 აპრილს, დაიწყო მსურველთა რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, შემდეგ ვებგვერდზე

2025 წელს, მიღება გამოცხადებულია ინტეგრირებულ პროგრამებზეც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული დიპლომი.

პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე შემოთავაზებული იქნება რეალურ სამუშაო გარემოში, დუალური მიდგომით განხორციელებული პროგრამები. დუალური მიდგომა გულისხმობს, პროგრამით გათვალისწინებული 50% ზე მეტი სწავლის შედეგების მიღწევას რეალურ სამუშაო გარემოში – სასწავლო საწარმოში.

2025 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია განთავსდება 28 აპრილიდან vet.emis.ge-ზე.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, აპლიკანტთა შერჩევის პერიოდი განისაზღვრა 2025 წლის 21 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოყენებული შერჩევის მეთოდის/მეთოდების შესახებ ინფორმაცია განთავსდება პროგრამის აღწერაში.

2025 წელს, უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სადაც შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება, თარიღები განისაზღვრა შემდეგნაირად:

– საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი) – 2025 წლის 31 მაისი;

– წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში – 2025 წლის 01 ივნისი;

– აპლიკანტების მიერ სისტემაში საბოლოო არჩევანის მონიშვნის ვადა განსაზღვრულია 30 ივნისი -02 ივლისი.

“პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მოქმედი წესი უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში. ასევე, ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს”, – განმარტებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რეგისტრაციასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32)2 200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge.

გასული წლის ტესტის ნიმუშები

45 საჯარო სკოლა, რომლებსაც ავტორიზაციის საბჭოსგან მონიტორინგი უწევთ – სკოლების სია

$
0
0

განათლების ხარისხს განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 4 მაისის დღის წესრიგშია ავტორიზაციის პროცესში საჯარო სკოლების მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების განხილვა.

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენს სკოლას ავტორიზაცია ან მონიტორინგი უწევს – კითხვა-პასუხი

რომელი სკოლები მიაწვდიან ინფორმაციას ავტორიზაციის საბჭოს:

1. სსიპ – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

2. სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

3. სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

4. სსიპ – ქართველ იუნკერთა სახელობის ქ.თბილისის №52 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

5. სსიპ – ქალაქ თბილისის №29 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

6. სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის №1 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

7. სსიპ – აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის №1 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

8. სსიპ – ქალაქ თბილისის №107 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

9. სსიპ – ქალაქ თბილისის №131 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

10. სსიპ – ქალაქ ზუგდიდის №5 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

11. სსიპ – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის №1 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

12. სსიპ – ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

13. სსიპ – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

14. სსიპ – ქალაქ ხაშურის №7 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

15. სსიპ – ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

16. სსიპ – ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის №3 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

17. სსიპ – ქალაქ ბათუმის №28 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

18. სსიპ – ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №178 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

19. სსიპ – მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

20. სსიპ – ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

21. სსიპ – ქალაქ თბილისის №155 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

22. .სსიპ – ქალაქ თბილისის №144 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

23. სსიპ – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

24. სსიპ – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

25. სსიპ – ქალაქ თბილისის №36 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

26. სსიპ – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

27. სსიპ – მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №124 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

28. სსიპ – ქალაქ თბილისის №143 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

29. სსიპ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

30. სსიპ – გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

31. სსიპ – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

32. სსიპ – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

33. სსიპ – ქალაქ ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

34. სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

35. სსიპ – მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

36. სსიპ – ქალაქ თბილისის №59 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

37. სსიპ – ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

38. სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

39. სსიპ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

40. სსიპ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

41. სსიპ – ქალაქ მარტვილის №1 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

42. სსიპ – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფრის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

43. სსიპ – ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

44. სსიპ – დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

45. სსიპ – ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა;

საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, ,,zoom”-ის პლატფორმის გამოყენებით.
წარმოგიდგენთ ბმულს:

Meeting ID: 830 2624 6399
Passcode: 833721

„ინოვაციები, საზოგადოება და მომავალი” –ალტე უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე გიწვევთ

$
0
0

თუ ხარ სტუდენტი (ნებისმიერი საფეხურის) და გსურს, შენი სტუდენტური კვლევის გაზიარება, მაშინ შემოგვიერთდი საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე ალტე უნივერსიტეტში!

19-20 ივნისს ალტე უნივერსიტეტის კვლევების ხელშეწყობისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია 2025 – „ინოვაციები, საზოგადოება და მომავალი” გაიმართება.

ინტერდისციპლინარული და მულტიდისციპლინარული ხასიათის კონფერენცია გაძლევს შესაძლებლობას, შენი კვლევები და ინოვაციური იდეები ფართო (ადგილობრივ და საერთაშორისო) აუდიტორიას გაუზიარო.

კონფერენციის მთავარი თემაა – „დისციპლინების გაერთიანება: ინოვაცია მედიცინაში, სამართალში, სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნესსა და ტექნოლოგიებში“, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:

მედიცინა და ჯანდაცვა: ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში/ჯანდაცვაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევები, სამედიცინო ეთიკა.

სამართალი და სოციალური მეცნიერებები: სამართალი და სამართლის ტექნოლოგიები, ადამიანის უფლებები, ციფრული კონფიდენციალურობა, ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში.

ბიზნესი და ეკონომიკა: მეწარმეობა, ფინანსური ტექნოლოგიები, გლობალური ბაზრები და ეკონომიკა, ლიდერობა და მართვა.

საინფორმაციო ტექნოლოგიები: კიბერუსაფრთხოება, AI-ის განვითარება, ტექნოლოგიებით მართული ტრანსფორმაცია.

კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი. კონფერენციის დასასრულს, ჟიური თითოეულ პანელში გამოავლენს საპრიზო ადგილებს, გამარჯვებულ სტუდენტებს კი გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და საჩუქრები ალტე უნივერსიტეტისგან.

თუ გსურს კონფერენციაში მონაწილეობა, შემოგვიერთდი: მონაწილეობის მბული

არ გამოტოვო ონლაინ საორიენტაციო შეხვედრა 29 აპრილს, 15:00 საათზე, სადაც კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტისგან დეტალურ ინფორმაციას მიიღებ ღონისძიების შესახებ.

დარეგისტრირდი საორიენტაციო შეხვედრაზე: სარგისტრაციო ბმული

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” კლინიკური პრაქტიკა გაიარეს

$
0
0

“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკური პრაქტიკა გაიარეს.

კონკურსის წესით შერჩეულმა სტუდენტებმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ სხვადასხვა განყოფილებაში გამოცდილი სპეციალისტების ზედამხედველობით პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს და კლინიკის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

სტუდენტებს კლინიკური პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები კლინიკის დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ, “ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა თინათინ გოგნაძემ გადასცეს.

კლინიკური პრაქტიკის პროგრამა გრძელდება და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს კვლავ ექნებათ საშუალება შესარჩევ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

Viewing all 14617 articles
Browse latest View live