Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14619 articles
Browse latest View live

სკალირება და გათანაბრება – ქულის გამოთვლის მეთოდი და ყველა დეტალი გათანაბრების შესახებ – გამოცდები 2025

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის აპლიკანტებისათვის სკალირებისა და გათანაბრების შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხები და სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი გამოაქვეყნა, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი

გათნაბრება – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები:

— როგორ ხდება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების სკალირება?

— როგორც იცით, თითოეულ გამოცდაში აბიტურიენტი იღებს ქულას, რომელსაც ჩვენ ნედლ ქულას ვეძახით. თუ გამოცდაში ტესტის რამდენიმე ვარიანტია, მაშინ ხდება ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ყოველი აბიტურიენტი იღებს გათანაბრებულ ქულას. ამის შემდეგ კი ყველა ქულის ერთ სტანდარტულ სკალაზე გადასატანად ხდება ქულების სკალირება (ე. წ. Z- ქულების გამოყენებით) და ყოველ აბიტურიენტს ენიჭება თავისი სკალირებული ქულა.

— დავაზუსტებთ, ჯერ ხდება ქულების გათანაბრება, ხოლო შემდეგ კი სკალირება. რითია გამოწვეული გათანაბრების მექანიზმის საჭიროება?

— ქულების გათანაბრება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ტესტის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. ამ მექანიზმის ამოცანაა ვარიანტებს შორის არსებული განსხვავებების კომპენსირება.

— რატომ არ შეიძლება ვარიანტები თავიდანვე ისე შედგეს, რომ მათ შორის განსხვავება არ იყოს?

— ტესტის სხვადასხვა ვარიანტის შედგენისას დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ ტესტის სტრუქტურა, ამოცანების ტიპი და სირთულე რაც შეიძლება თანაბარი იყოს, მაგრამ აბსოლუტური თანაბრობის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთი და იმავე ამოცანის შემთხვევაშიც კი, ამოცანის ფორმულირების მცირეოდენ შეცვლას შეუძლია სირთულეში განსხვავება წარმოშვას. იმის მიღწევა, რომ ტესტის ორი ვარიანტი ქულების ყველა დიაპაზონში ერთი და იმავე სირთულის იყოს, შეუძლებელია.

— თუ ტესტები განსხვავებულია, როგორ არის შესაძლებელი მიღებული ქულების შედარება?

— სწორედ ამაში გვეხმარება გათანაბრების მექანიზმი.

— რა პრინციპს ეყრდნობა ქულების გათანაბრების მექანიზმი?

— მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვითვლით, თუ რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი, სხვა ვარიანტის დაწერის შემთხვევაში. შემდეგ მის ნედლ ქულასა და სხვა ვარიანტებში მის სავარაუდო ქულებს შორის ვიღებთ მაქსიმალურს და სწორედ ეს არის მისი გათანაბრებული ქულა. სხვაგვარად რომ ავხსნათ, აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა არის ის სავარაუდო ქულა, რომელსაც ის მიიღებდა ტესტის ყველაზე მარტივი ვარიანტი რომ დაეწერა.

— როგორ შეიძლება იმის დადგენა, თუ რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი იმ ვარიანტში, რომელიც მას არ დაუწერია?

— აბიტურიენტების დიდი რაოდენობის გამო (თითოეულ ვარიანტს დაახლოებით 9-10 ათასი აბიტურიენტი წერს) საკმაოდ ზუსტ წარმოდგენას ამაზე გვიქმნის ე. წ. პროცენტილების მეთოდი. ამ მეთოდით ჩვენ ვადგენთ, რამდენ პროცენტს აჯობა აბიტურიენტმა თავის ვარიანტში, შემდეგ კი ვეძებთ სხვა ვარიანტებში ისეთ თეორიულ ქულას, რომლის მიმღები აბიტურიენტიც იმ ვარიანტში ზუსტად იმდენსავე პროცენტს აჯობებდა.

— ხომ შესაძლებელია, რომ ერთ ვარიანტს უფრო კარგად მომზადებული აბიტურიენტები წერდნენ, ვიდრე მეორეს?

— ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან ვარიანტების აბიტურიენტებზე განაწილება შემთხვევითი პრინციპით ხდება, რაც მაღალ სტატისტიკურ სანდოობას გვაძლევს საიმისოდ, რომ პროცენტილების მეთოდი გამოვიყენოთ. მაგალითად: ვთქვათ, აბიტურიენტმა იაშვილმა ტესტის I ვარიანტში მიიღო 35 ქულა და ამ ქულით აჯობა იმ აბიტურიენტების 50%-ს, რომლებმაც ტესტის იგივე ვარიანტი შეასრულეს. რადგან აბიტურიენტების პოპულაციები, რომლებმაც ტესტის სხვადასხვა ვარიანტი წერეს, დაახლოებით ერთნაირია (ამას სესიებზე აბიტურიენტთა შემთხვევითი განაწილება უზრუნველყოფს), ბუნებრივია, ვივარაუდოთ (ყველაზე მოსალოდნელია), რომ იმავე აბიტურიენტს (იაშვილს) II ვარიანტი რომ დაეწერა, ის ამ ვარიანტშიც აბიტურიენტთა დაახლოებით იმავე (50) პროცენტს აჯობებდა. ვთქვათ, II ვარიანტში აბიტურიენტების 50%-ს აქვს 40 ქულაზე უარესი შედეგი. მაშინ შეგვიძლია აბიტურიენტი იაშვილის მიერ პირველ ვარიანტში მიღებული 35 ქულა მეორე ვარიანტის 40 ქულასთან გავაიგივოთ.

— დავაზუსტოთ, რას ნიშნავს, აჯობა 50%-ს?

— აჯობა 50%-ს რამდენიმენაირად შეიძლება გავიგოთ. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბიტურიენტმა იაშვილმა აჯობა იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც იმავე ვარიანტში მასზე ნაკლები ქულები მიიღეს. მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს აბიტურიენტების საკმაო რაოდენობა, რომლებმაც ზუსტად იგივე ქულა მიიღეს. ამიტომ ჩვენ ვსარგებლობთ პროცენტული რანგის ცნებით, რომელიც შემდეგნაირად განისაზღვრება: მიღებული ქულის პროცენტული რანგი არის ამ ქულაზე ნაკლები მიღებული ქულების პროცენტულ რაოდენობას დამატებული ზუსტად ამ ქულის ტოლი მიღებული ქულების პროცენტული რაოდენობის ნახევარი. ანუ ეს ცნება გულისხმობს, რომ აბიტურიენტმა იაშვილმა „აჯობა“ ყველას, ვინც მასზე ნაკლები (35-ზე ნაკლები) ქულა მიიღო და კიდევ იმათ ნახევარს, ვინც ზუსტად იმდენივე (35) ქულა მიიღო, რამდენიც იაშვილმა. ასე რომ, ერთ ვარიანტში მიღებულ ქულას ვაიგივებთ მეორე ვარიანტის იმ ქულასთან, რომელსაც იგივე პროცენტული რანგი აქვს.

— რა გარანტია გვაქვს, რომ მეორე ვარიანტში ვიპოვით ისეთ ქულას, რომლის პროცენტული რანგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც იყო პირველ ვარიანტში მიღებული ქულის პროცენტული რანგი?

— მეორე ვარიანტში თუ ვერ მოიძებნა ქულა, რომლის პროცენტული რანგი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც პირველ ვარიანტში მიღებული ქულის, ყოველთვის მოიძებნება ისეთი ორი მეზობელი ქულა, რომ პირველ ვარიანტში მიღებული ქულის პროცენტული რანგი მეორე ვარიანტის ორი მეზობელი ქულის პროცენტულ რანგებს შორის აღმოჩნდება. ასეთ დროს პირველ ვარიანტში მიღებული ქულის გაიგივებული ქულა მიიღებს მნიშვნელობას ზემოაღნიშნული მეზობელი ქულების ინტერვალიდან.

— რადგან პირველი ვარიანტის 35 ქულა (მოყვანილი მაგალითის მიხედვით) გაიგივდა მეორე ვარიანტის 40 ქულასთან, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს პირველი ვარიანტის სირთულემ განაპირობა მეორესთან შედარებით?

— არა, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ, რომ I ვარიანტში 35 ქულაზე მეტი ქულის მიღება უფრო ძნელი იყო, ვიდრე II ვარიანტში (რადგან I ვარიანტში 35-ზე ნაკლები ქულა მიიღო აბიტურიენტების უფრო მეტმა პროცენტმა), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ I ვარიანტში მაგალითად 60-ზე მეტი ქულის მიღებაც უფრო ძნელი იქნება, ვიდრე პირველში.

— ანუ ვარიანტის სირთულე ფარდობითი ცნებაა?

— დიახ, გარკვეულწილად ასეც შეიძლება ჩაითვალოს. ერთი ქულის დიაპაზონში, შესაძლოა, ტესტის ერთი ვარიანტი აღმოჩნდეს უფრო რთული, ხოლო სხვა ქულის დიაპაზონში ტესტის სხვა ვარიანტი იყოს უფრო რთული.

— კონკრეტული მაგალითით ხომ ვერ აგვიხსნით, ეს როგორ შეიძლება მოხდეს?

— უკეთ ასახსნელად განვიხილოთ ცოტა არარეალისტური მაგალითი. დავუშვათ, ტესტის I ვარიანტში გვაქვს 100 საშუალო სირთულის დავალება, ხოლო II ვარიანტში გვაქვს 50 ძალიან მარტივი დავალება და 50 ძალიან რთული. მაშინ I ვარიანტში 25 ქულის მიღება უფრო რთული იქნება, ვიდრე II ვარიანტში. სამაგიეროდ, 75 ქულის მიღება უფრო რთული იქნება II ვარიანტში. დაბალი ქულების დიაპაზონში I ვარიანტი უფრო რთულია, ხოლო მაღალი ქულების დიაპაზონში II ვარიანტი იქნება უფრო რთული. გასაგებია, რომ ასეთი განსხვავებული ვარიანტები რეალურად არ გვექნება, მაგრამ ფენომენი, რომელიც ამ მაგალითში ნათლად იჩენს თავს, უფრო რეალისტურ შემთხვევაშიც ითამაშებს გარკვეულ როლს.

— რა არის საერთოდ ტესტის სირთულე?

— ტესტის სირთულე სხვადასხვანაირად შეიძლება გავიგოთ. მაგალითად, ტესტის საშუალო სირთულე არის ტესტის საშუალო ქულა გაყოფილი ტესტის მაქსიმალურ ქულაზე და გამრავლებული 100%-ზე, ანუ ტესტის საშუალო სირთულე აჩვენებს – მაქსიმალური ქულის რამდენ პროცენტს იღებენ საშუალოდ აბიტურიენტები. მეორე მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტესტის ის ვარიანტია უფრო რთული, რომელშიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების უფრო დიდმა პროცენტმა ვერ გადალახა, ან შეიძლება ტესტის ის ვარიანტი ჩავთვალოთ რთულად, რომელშიც მაღალი ქულები (მაგალითად, 60 ქულაზე მეტი) მიიღო აბიტურიენტების ყველაზე მცირე პროცენტულმა რაოდენობამ. შევნიშნოთ, რომ შეიძლება ტესტის ერთი ვარიანტი მეორეზე ყველა კომპონენტის მიხედვით არ იყოს უფრო რთული. მაგალითად, შეიძლება ტესტის ერთი ვარიანტი საშუალოდ მეორე ვარიანტზე უფრო მარტივი იყოს (ანუ მისი საშუალო სირთულე მეტი იყოს ტესტის მეორე ვარიანტის საშუალო სირთულეზე), მაგრამ პირველ ვარიანტში აბიტურიენტების მეტი პროცენტი ჩაიჭრას, ან ნაკლებმა პროცენტმა მიიღოს მაღალი ქულები, ვიდრე მეორე ვარიანტში. ჩვენ ვიტყვით, რომ ტესტის ერთი ვარიანტი უფრო რთულია მეორე ვარიანტზე რაიმე კონკრეტული ქულის დიაპაზონში, თუ ამ ქულის პროცენტული რანგი პირველ ვარიანტში ნაკლებია მეორე ვარიანტში ამ ქულის პროცენტულ რანგზე. როგორც აღვნიშნეთ, შეიძლება ერთი ქულის დიაპაზონში ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს უფრო რთული და სხვა ქულის დიაპაზონში – მეორე.

— გამოდის, რომ მნიშვნელობა აქვს არა მიღებული ქულის სიდიდეს, არამედ მხოლოდ ამ ქულის პროცენტულ რანგს.

— მეტ ნედლ ქულას, საზოგადოდ, მეტი პროცენტული რანგი შეესაბამება. ერთი მხრივ, თუ ერთ ვარიანტში მიღებული ქულა იმავე ვარიანტში მიღებულ სხვა ქულაზე მეტია, მაშინ მისი შესაბამისი გათანაბრებული ქულაც მეტი იქნება, თუმცა ნედლი ქულების სხვაობა გათანაბრების შემდეგ შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. მეორე მხრივ, რაც მეტია მიღებული ქულის პროცენტული რანგი, მით მეტი იქნება მისი შესაბამისი გათანაბრებული ქულაც.

— რაზეა დამოკიდებული ერთ ვარიანტში მიღებულ ორ სხვადასხვა ქულას შორის არსებული სხვაობის შემცირება (თუ გაზრდა) ქულების გათანაბრების შემდეგ?

— შევეცდებით ეს ავხსნათ მაგალითის საშუალებით: ვთქვათ, აბიტურიენტმა იაშვილმა პირველ ვარიანტში მიიღო 55 ქულა, ხოლო მისმა მეგობარმა მხოლოდ – 50. განვიხილოთ ორი შემთხვევა: 1) დავუშვათ, რომ ქულები 50-დან 55-მდე ტესტის ამ ვარიანტში სხვას არავის მიუღია (ან სულ რამდენიმე აბიტურიენტმა მიიღო); 2) ტესტის ამ ვარიანტში აბიტურიენტების გაცილებით დიდმა პროცენტმა მიიღო 50-დან 55 ქულამდე, ვიდრე მეორე ვარიანტში. მაშინ პირველ შემთხვევაში ამ ქულებს შორის სხვაობა ქულების გაიგივების შემდეგ მკვეთრად შემცირდება (რადგან ტესტის პირველი ვარიანტის სპეციფიკის გამო ამ ვარიანტში 50 და 55 ქულის მიღება თითქმის ერთნაირად რთულია), ხოლო მეორე შემთხვევაში, სავარაუდოდ, გაიზრდება. იგივე იქნება ქულების გათანაბრების შემთხვევაშიც, თუ მეორე ვარიანტი ქულების ამ დიაპაზონში უფრო მარტივი აღმოჩნდება.

— თუ აბიტურიენტმა რომელიმე ვარიანტში მაქსიმალური ქულა მიიღო, მაშინ ქულების გათანაბრების შემდეგ შეიძლება მისი ქულა ამ მაქსიმალურ ქულაზე ნაკლები აღმოჩნდეს?

— მაქსიმალური ქულა გათანაბრების შემდეგ არ იცვლება, რომელ ვარიანტშიც არ უნდა იყოს ეს ქულა მიღებული. ყოველი გათანაბრებული ქულა ყოველთვის აბიტურიენტის მიერ მიღებულ ქულაზე მეტია ან მისი ტოლია (რადგან ქულების გათანაბრების დროს ვიღებთ მიღებულ და გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესს), მაგრამ მაქსიმალური ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ისევ მაქსიმალური ქულის ტოლი იქნება.

— აქვს თუ არა რაიმე გავლენა გათანაბრების მექანიზმის შემოღებას მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვაზე?

— დიახ, იმ აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. შედეგად ყველა, ვისი ნედლი ქულაც ზღვარზე მეტია, გადალახავს ზღვარს, მაგრამ ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებიც შედარებით რთული ვარიანტი წერეს და ზღვარს მიუახლოვდნენ, მაგრამ გამსვლელ ქულაზე ნაკლები მიიღეს. ამ შემთხვევაში რთულად მიიჩნევა ის ვარიანტი, რომელშიც ნედლი ქულით პროცენტულად უფრო მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრებოდა. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მოქმედებს პრინციპი – არც ერთ ვარიანტში არ ჩაიჭრას იმაზე მეტი აბიტურიენტი, ვიდრე ყველაზე ადვილ ვარიანტში. ამ პრინციპის მიხედვით, თუნდაც აბიტურიენტს შედარებით რთული ვარიანტი შეხვდეს, მისი ინტერესები დაცულია და მხოლოდ ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება მის მიერ ზღვრის გადალახვა.

— რა მოხდება იმ შემთხვევაში, როცა უმაღლესმა სასწავლებელმა საკუთარი, უფრო მაღალი ზღვრები დააწესა?

— იგივე პრინციპი იმოქმედებს, ანუ ზღვარს გადალახავს ის, ვინც ნედლი ქულით გადალახა ზღვარი ან უფრო რთული (სასწავლებლის მიერ დაწესებული ზღვრის დიაპაზონში) ვარიანტი წერა და ზღვარი გათანაბრების შემდეგ გადალახა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა ყოველთვის მის მიერ მიღებულ ნედლ ქულაზე უფრო მეტია ან მისი ტოლია.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე


ვის შეუძლია სკოლაში პროფესიული განათლების მასწავლებლად მუშაობის დაწყება –კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები შეზღუდული არ არის

$
0
0

პროფესიული უნარების სააგენტო იმ პირებისთვის, რომლებსაც სკოლაში პროფესიული განათლების მასწავლებლობის სურვილი აქვს რეგისტრაციას აცხადებს და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს ეძებს.

როგორც ცნობილია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გრძელდება ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, რისთვისაც სისტემას კადრები სჭირდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2024-2025 სასწავლო წლიდან დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა.

შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში იგეგმება შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა:

1. Front-End დეველოპმენტი
2. კომპიუტერული ქსელი და სისტემები
3. ბაღის დიზაინი
4. ადმინისტრაციული სერვისები
5. გრაფიკული დიზაინი
6. ფოტოგრაფია

პროფესიული განათლების მასწავლებლად დასაქმების მსურველთა სარეგისტრაციო ფორმა

სარეგისტრაციო ფორმის მიზანი და შევსების ინსტრუქცია

ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას მასწავლებლობის მსურველთა შესახებ გამოიყენებს დასაქმების მსურველებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად.

დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციო ფორმაში უნდა ასახონ პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ.

“აღნიშნული ფორმის შევსებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სრულად გაუზიაროს შესაბამის დაწესებულებას თქვენთან პოტენციური თანამშრომლობის მიზნით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ფორმის შევსება ავტომატურად არ გულისხმობს ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებას. დაინტერესების შემთხვევაში, დაწესებულება თავად დაგიკავშირდებათ.

იმისათვის, რომ უკეთ შეძლოთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი თქვენთვის სასურველი მიმართულების (პროგრამის/მოდულის) იდენტიფიცირება, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე განთავსებულ ინფორმაციას (ბმულებზე იხილავთ ინფორმაციას პროფესიული პროგრამის შემადგენელი მოდულების შესახებ):

ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და შემადგენელი მოდულების შესახებ

ისევ იკრძალება თუ არა ორდღიანი ექსკურსია –განათლების სამინისტროს პასუხი ცვლილებაზე

$
0
0

სასკოლო ექსკურსიებზე მანძილის, ასევე ორდღიანი ექსკურსიის მოწყობაზე შეზღუდვა მოხსნილია.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 5 მაისს განუცხადეს, სკოლებს უკვე მიღებული აქვთ ექსკურსიებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები და მშობლებს ექსკურსიის ორგანიზებამდე მის გაცნობას ურჩევენ.

“სკოლებში ყველანაირი რეგულაციები გადაგზავნილია და სკოლამ უნდა გააცნოს მშობლებს. ახალი რეგულაციებია, ამიტომ სკოლამ ყველა მშობელს უნდა გააცნოს. შეზღუდვა მანძილზე მოხსნილია და ორდღიანზეც არ არის, მაგრამ კიდევ არის რაღაც დეტალები, მაგალითად მანძილზე მძღოლებთან დაკავშირებული რეკომენდაციებია, ასევე ტრანსპორტზე… დეტალური ინფორმაცია გაგზავნილია სკოლებში, შეგიძლიათ მოითხოვოთ და გაეცნოთ. შემდეგ იმის მიხედვით უნდა შეასრულოთ ყველაფერი, სკოლას აცნობოთ და წახვიდეთ ექსკურსიაზე”, – განგვიცხადეს განათლების სამინისტროში, სადაც ჩვენ მოსწავლის მშობლის სტატუსით დავრეკეთ.

ცნობისთვის, გასულ წლებში აიკრძალა ორ და მეტდღიანი ექსკურსიები. გარდა ამისა, საექსკურსიო ადგილის შერჩევისას ყურადღება უნდა გამახვილებულიყო მანძილზეც – მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდა 150 კილომეტრს.

EDU.ARIS.GE-ს თბილისის საჯარო სკოლებსაც დაუკავშირდა, თუმცა როგორც ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორისგან მოვისმინეთ, განახლებული რეგულაციები, სადაც მანძილისა და ორ ან მეტდღიან ექსკურსიაზე შეზღუდვა მოხსნილია, არ აქვთ.

ასევე იხილეთ:

ვის შეუძლია სკოლაში პროფესიული განათლების მასწავლებლად მუშაობის დაწყება – კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები შეზღუდული არ არის

ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

$
0
0

ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო.

ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები მომავალ მაგისტრებს, ხარისხიან განათლებასთან ერთად, კომფორტულ სასწავლო გარემოსა და პროფესიონალების გუნდს სთავაზობს, რომლებიც მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებიან. მომავალ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან კარგი კონტაქტები და პროფესიული წრე, რაც მათ დაეხმარებათ თავიანთი იდეები რეალობად აქციონ.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA)

მისაღები ადგილების რაოდენობა: 30
სწავლის ღირებულება: 2 900 ლარი

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

მისაღები ადგილების რაოდენობა: 30
სწავლის ღირებულება: 2900 ლარი

იხილეთ: წინასწარი რეგისტრაციის ბმული

CIU-სა და საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

1 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებაზე აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და დეკანოზი ნოე გუგუციძე, რომლებმაც ყურადღება ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

დოკუმენტის მიხედვით, საპატრიარქოს განათლების ცენტრის შემადგენლობაში შემავალი სკოლების კურსდამთავრებულები, რომლებიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან, 40%-იანი შიდა გრანტით ისარგებლებენ. თანამშრომლობა ასევე მოიცავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებს, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ აქტივობებსა და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს. გარდა მოსწავლეებისა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების ცენტრის დირექტორებისა და პედაგოგებისთვის განახორციელებს გადამზადების პროგრამებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აწერენ.

შეხვედრაზე მოხსენებით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი თემით – „სკოლიდან უნივერსიტეტამდე – გამოწვევები და მოლოდინები“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი მარინე უგულავა თემით – „განვლილი პროექტების პროზენტაცია“ და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვეტაძე თემით – „მშობლისა და მასწავლებლის როლი პროფესიის არჩევის გზაზე“.

ღონისძიების დასასრულს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სემინარის „კარიერული ორიენტაცია და აკადემიური მზაობა“ – მსმენელები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას სასულიერო პირები, დირექტორები, პედაგოგები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2025 წლის აბიტურიენტებს, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, ქართულის სწავლის ვალდებულება ექნებათ –ვადები და ახალი დეტალები ცვლილებაზე

$
0
0

თუ თქვენ 2025 წლის აბიტურიენტი ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ნებისმიერ ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას გაივლით სავალდებულო საგანს, რომელიც სახელმწიფო ენის შესწავლას მიეძღვნება.

ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, შესაბამის გადაწყვეტილებას კი საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მიიღებს.

ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი

დღეს, 5 მაისს, ცნობილი გახდა ისიც, რომ დიდი ალბათობით, სახელმწიფო ენის სწავლების სავალდებულო კურსს ორი სემესტრი დაეთმობა.

ქართულის სავალდებულო სწავლების შემოღების მიზნით, შესაბამისი წესი საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს.

როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ენის სწავლის ვალდებულება უნივერსიტეტში 2025 წელს ჩარიცხულ ყველა აბიტურიენტს 1-ელი სექტემბრიდან ექნება, კომიტეტი კი მიადევნებს თვალს წესის დამტკიცებასაც და უნივერსიტეტებში დანერგვის პროცესსაც.

“ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ თუკი ეს შესაძლებელი იქნება, ორი სემესტრით განისაზღვროს სასწავლო პროცესი”, – თქვა დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ძირითადი მოცემულობები, რომლებიც სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლებას ეხება და დღეს გააჟღერეს ასეთია:

– ეს ცვლილება შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხებიან 2025 წლის 1-ელი აგვისტოს შემდეგ. დათქმაა, რომ პირველ აგვისტომდე ჩარიცხულებზე ეს ცვლილება არ გავრცელდება. ანუ წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულებით დაიწყება ამ სისტემის დანერგვა.

– კიდევ ერთი დათქმაა ის, რომ ძალაში უნდა შევიდეს მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს. ვფიქრობდით ოქტომბერს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რიგი უმაღლესი სასწავლებლები სექტემბრის მეორე ნახევარში იწყებენ სასწავლო პროცესს, ამიტომ თავი გადავიზღვიეთ და პირველი სექტემბრიდან გვინდა, რომ ავამოქმედოთ.

“ვფიქრობთ, ორ თვეზე მეტი საკმარისია იმისათვის, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კურსის გავლის შესაბამისი წესი დაამტკიცოს, რომლითაც შემდგომში იხელმძღვანელებენ უმაღლესი სასწავლებლები და შესაბამის სილაბუსებს მოამზადებენ იმისთვის, რომ სასწავლო პროგრამაში მოხდეს მისი ასახვა და, რა თქმა უნდა, იზრუნებენ იმაზე, რომ შესაბამისი პედაგოგების ჩართულობა უზრუნველყოფილ იქნეს”, – აღნიშნა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამავე თემაზე:

ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი

უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში განიხილეს

“ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტური კონფერენცია “ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები” გაიმართა

$
0
0

2 მაისს “ევროპის უნივერსიტეტში“, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტური კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები“ გაიმართა.

კონფერენცია „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა. მომხსენებლებსა და დამსწრეებს სიტყვით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა მიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ “ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე.

კონფერენციაზე განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებით დაინტერესებულმა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხზე მოხსენებები წარმოადგინეს.

მოხსენების თემატიკა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა:

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
  • ხელოვნური ინტელექტი კვლევებში
  • ეთიკის საკითხები და სხვა

პლენარულ სესიაზე განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ხატია ცირამუამ მოდერატორებთან ერთად შეაჯამა კონფერენციის ძირითადი მიგნებები. კონფერენციის დასასრულს, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც ყველა მონაწილესა და მომხსენებელს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

მიკრობანკი MBC –გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს პარტნიორი გახდა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და მიკრობანკ MBC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების (სასწავლო კურსების/მოდულების) დაგეგმვა/მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების კარიერულ განვითარებას და შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საზოგადოების საჭიროებებს.

გრუნის დასაქმების ფორმუზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს: რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ და MBC-ს რისკების დირექტორმა – ნინო დევდაიანმა.

„ემბისი” თანამედროვე, ინოვაციური და საერთაშორისო სტანდარტების მიკრობანკია, რომლის მიზანია მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზება, ფინანსური სახსრებისა და სასესხო პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობა მომხმარებლებთან.


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის –“CIU აკადემია”–დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

$
0
0

3 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის – “CIU აკადემია” – დაჯილდოების ცერემონიალი.

პროექტის ხელმძღვანელმა, დავით გვეტაძემ, აბიტურიენტებისთვის დამატებითი ვორქშოპი ჩაატარა თემაზე „ერთი ნაბიჯი სტუდენტობამდე“. შეხვედრა ძალიან ინტერაქციული და ნაყოფიერი გამოდგა, მონაწილეებმა მიიღეს უამრავი სასარგებლო რჩევა და ინფორმაცია.

დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი პროექტში მონაწილეობისთვის, ასევე გამორჩეულ მონაწილეებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გადასცა საჩუქრები: „AI ნავიგაციის კურსის“ 1000-ლარიანი ღირებულების ვაუჩერი; „უცხო ენების ინტენსიური კურსის“ 2000-ლარიანი ღირებულების ვაუჩერი.

გულითადად ვულოცავთ ყველა მონაწილეს და მადლობას ვუხდით მათ აქტიურობისთვის!
შეგახსენებთ, რომ პროექტი ერთი თვის განმავლობაში ჰიბრიდულ ფორმატში ხორციელდებოდა და მასში მონაწილეობა საქართველოს სსხვადასხვა რეგიონიდან თუ ქალაქიდან 800-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

აკადემიის მონაწილეებს, ვინც დაჯილდოების ცერემონიალზე ჩამოსვლა რაიმე მიზეზით ვერ მოახერხა, კუთვნილი სერტიფიკატები და პრიზები ელექტრონულად გაეგზავნებათ და დეტალურ ინფორმაციას პერსონალურად მიიღებენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძლებს და კვლავ შესთავაზებს ახალგაზრდებს საინტერესო აქტივობებს. დაგველოდეთ!

რა მოეთხოვება აბიტურიენტს და როგორ შეფასდება ტესტი – 2025 წლის ეროვნული გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

დოკუმენტიდან გაიგებთ: რა მოეთხოვება აბიტურიენტს, რა შემოწმდება ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტით, რა მოეთხოვება აბიტურიენტს ლიტერატურის გამოცდისთვის და როგორ შემოწმდება ნამუშევარი, მოთხოვნების შესახებ ისტორიაში, გეოგრაფიაში, მათემატიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სამოქალაქო განათლებაში, უცხო ენებსა და სხვა საგნებში.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

გამოქვეყნდა რა ცოდნას შეამოწმებს მასწავლებლის გამოცდის ტესტი და როგორ შეფასდება ნაშრომი – გამოცდები 2025

$
0
0

იხილეთ 2025 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის, საბაზო პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდების ტესტის შეფასების ზოგად კრიტერიუმები საგნების მიხედვით:

2025 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის, საბაზო პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდების ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის წელს 24 300-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

„ბოლო ზარის არტი 2025“ – EDU.ARIS.GE აცხადებს კონკურსს 2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის

$
0
0

თუკი მიგაჩნიათ, რომ თქვენი ბოლო ზარის პერანგი/მაისური/წინსაფარი გამოირჩევა ორიგინალური და კრეატიული ნახატით, გადაუღეთ ფოტო, გადმოაგზავნეთ, გაიმარჯვეთ და მიიღეთ კონკურსის სპონსორისგან – კომპანია „ტელკო სისტემის“ მიერ დაწესებული TENDA-ს კამერები და wifi როუტერები!

კონკურსი ორ კატეგორიაში გაიმართება – ხელით დახატული და გადაყვანილი ნახატი (პრინტი),
ორივე კატეგორიაში პირველი სამი ადგილი დაჯილდოვდება (გაიცემა ექვსი პრიზი).

გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც გაითვალისწინებს პოსტებზე მიღებულ მოწონებებს.

კონკურსში მონაწილეობის წესები და მოთხოვნები:

საკონკურსო ფოტოსურათზე ნათლად უნდა ჩანდეს თქვენი 2025 წლის ბოლო ზარის პერანგზე/მაისურზე/წინსაფარზე დატანილი ნახატი.

გაითვალისწინეთ! არაკეთილსინდისიერი კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით, საკონკურსო ფოტოზე მონაწილეს მარცხენა ხელი უნდა ჰქონდეს აწეული! ეს აუცილებელი პირობაა.

კონკურსში მონაწილეობაა მხოლოდ ერთი ნამუშევრით არის შესაძლებელი.

მაშ ასე! 🙂

გამოაგზავნეთ საკონკურსო ფოტოსურათი მისამართზე: bza@aris.ge 2025 წლის 31 მაისის ჩათვლით! მეილში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, დაბადების წელი, სკოლა და მობილური ტელეფონის ნომერი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი ფოტოები აიტვირთება EDU.ARIS.GE-ს facebook გვერდზე, სპეციალურად კონკურსისათვის შექმნილ ალბომში (პოლიტიკური და არაეთიკური ხასიათის ნამუშევრები არ აიტვირთება).

გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური 2025 წლის 7 ივნისს გამოაცხადებს. ჟიური გაითვალისწინებს პოსტის მოწონებების რაოდენობას – ფანების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია! <3
2025 წლის გამარჯვებულები პრიზებს კონკურსში მონაწილე პერანგის/მაისური/წინსაფრის წარმოდგენის შემდეგ მიიღებენ. სამახსოვროდ გადაღებული სურათები კი EDU.ARIS.GE-ს დიდების დარბაზში შეინახება!

გამარჯვებული უნდა გამოცხადდეს საავტორო პერანგით ARIS.GE-ს ოფისში და გადაიღოს სამახსოვრო ფოტო კონკურსის ორგანიზატორთან ერთად.

პრიზები საკონკურსო ნამუშევრების ორივე კატეგორიისათვის – საუკეთესო ხელით დახატული და საუკეთესო გადაყვანილი ნახატი – კომპანია „ტელკო სისტემის“ მიერ დაწესებული TENDA-ს ქსელური მოწყობილობებია:

პირველი ადგილი
Tenda TX12 Pro -Wi-FI 6 AX3000 სტანდარტის მაღალი სიმძლავრის როუტერი

მეორე ადგილი 
TX2L Pro Wi-Fi6 AX1500 სტანდარტის როუტერი, Mesh მხარდაჭერით

მესამე ადგილი – 2 პრიზი
cp3 pro – 3MP Wi-Fi ჭკვიანი კამერა სახლისთვის 360° ბრუნვით, მიკროფონით და სპიკერით

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს „ბოლო ზარის პერანგის“ ტრადიციის გაგრძელებას.

გისურვებთ წარმატებებს!

„რომ“ კავშირი და მძიმე –სად და როდის? –სპეციალისტის მითითებები აბიტურიენტებს (ვიდეო)

$
0
0

EDU.ARIS.GE გიზიარებთ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტის, ნინო ლომიძის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლს, რომელიც „რომ“ კავშირისა და მძიმის შესახებ განმარტებებს გვაძლევს.

პედაგოგი აბიტურიენტების საყურადღებოდ წერს:

„რომ“ რუბიკონის პირისპირ მდგომს ორი მთავარი დაბრკოლება აქვს დასაძლევი:

მძიმე მანამდე უნდა დაისვას თუ მერე?
მძიმე ყველა „რომ“ კავშირის წინ უნდა დაისვას?

ვიდეოში შევეცდებით ამ კითხვებზე გაგცეთ ამომწურავი პასუხი.

ასევე იხილეთ:

როგორ დავწეროთ თხზულება? – წერითი დავალების მაღალქულიანი ნიმუში და სპეციალისტის მითითებები აბიტურიენტებს (ვიდეო)

„ქართულის რედაქტირების დავალებაში თუ ამ შეცდომას დაუშვებთ, ნაწერი არ შეფასდება“ – გაფრთხილება აბიტურიენტებს

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, ტესტის ნაწილების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

$
0
0

გაეცანით 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შეფასების ზოგად კრიტერიუმებს, ტესტის ნაწილების მაქსიმალურ ქულებსა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობას:

2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი ოთხი ნაწილისაგან შედგება. ეს ნაწილებია: წაკითხულის გააზრება; ანალიტიკური წერა; ლოგიკური მსჯელობა; რაოდენობრივი მსჯელობა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი ჩატარდა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა დასაქმების ფორუმი.

უნივერსიტეტმა სხვადასხვა სექტორის 30-მდე წამყვან კომპანიას უმასპინძლა, რომლებმაც მრავალფეროვანი სადემონსტრაციო მასალა წარმოადგინეს, რათა სტუდენტები სრულად გაცნობოდნენ მათ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებს.

ახალგაზრდებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია დასაქმების, სტაჟირებისა და კარიერული განვითარების შესახებ.

ფორუმმა ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ისინი აქტიურად უზიარებდნენ კომპანიებს საკუთარ ინტერესებსა და სამომავლო გეგმებს.

აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ბიზნესისა და მართვის სკოლის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდებას, არამედ რეალური პროფესიული გამოცდილების მიღების ხელშეწყობას.

დასაქმების ფორუმი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტის ძალისხმევას – სტუდენტებს განათლებასთან ერთად, კარიერული განვითარების მტკიცე საფუძველი შეუქმნას.


ალტე უნივერსიტეტი სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე კონკურსს აცხადებს

$
0
0

ალტე უნივერსიტეტი სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე კონკურსს აცხადებს.

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადი შემოიტანონ Erasmus+-ისა და ბილატერალურ გაცვლით პროგრამებზე. Erasmus+ პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის დაფინანსებას როგორც სწავლების, ისე ყოველთვიური სტიპენდიისა და სამგზავრო ხარჯების ფარგლებში. 2025 წლის შემოდგომის სემესტრისთვის (1 სემესტრით), გაცვლით პროგრამებზე მიღება ცხადდება ევროპის 5 უნივერსიტეტში.

პროგრამები და რეგისტრაციისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

„ისლამი და ქალთა უფლებები“ –საჯარო ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

$
0
0

6 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მარმარას უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორ რავზა ალთუნთას ჩაქირის საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე: „ისლამი და ქალთა უფლებები“.

ლექციის ფარგლებში სპიკერმა გაანალიზა მუსლიმურ საზოგადოებებში ქალთა ინტელექტუალური მოძრაობების ისტორია მე-19 საუკუნიდან დღემდე.

შეხვედრაზე განიხილეს 1980-იანი წლებიდან განვითარებული გენდერული რეფორმის გლობალური მოძრაობა, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მუსლიმურ სამყაროში. პროფესორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მუსლიმი ქალი თეოლოგების როლზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ისლამის პატრიარქალურ ინტერპრეტაციებს და ხელი შეუწყვეს უფრო ინკლუზიური და თანასწორობაზე დაფუძნებული რელიგიური ხედვის ჩამოყალიბებას.

სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე ჭალაგანიძე, რომელმაც ყურადღება მომხსენებლის გამოცდილებასა და საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმითა და აქტიური დისკუსიით დასრულდა.

ქეთევან ჭკუასელი: „სტუდენტებს ქართულ ენაში ძალიან ღრმა და სერიოზული ხარვეზები აქვთ, მაგრამ ეს დეფიციტი ერთი კურსით ვერ შეივსება“

$
0
0

პრობლემა არსებობს, თანაც ძალიან ღრმა და შემაშფოთებელი, თუმცა მისი გადაჭრისთვის არასწორი, დაუსაბუთებელი და ჩამოუყალიბებელი გზა დაისახა – ასე შეიძლება მოკლედ გადმოვცეთ იმ მოსაზრების შინაარსი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ქეთევან ჭკუასელი, ახალ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში გამოთქვამს.

ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი

უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში განიხილეს

საუბარია საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელსაც პარლამენტში მხარი დაუჭირეს, კანონპროექტადაც აქციეს და რომელიც ყველა უნივერსიტეტში, ყველა ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე ქართული ენის სავალდებულო საგნად შეტანას გულისხმობს.

2025 წლის აბიტურიენტებს, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, ქართულის სწავლის ვალდებულება ექნებათ – ვადები და ახალი დეტალები ცვლილებაზე

პროფესორი, რომელიც მომავალ პედაგოგებს ზრდის, ამბობს, რომ ქართული ენა სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას, მისი ცოდნის პრობლემა მომავალ პედაგოგებშიც კი მწვავეა, თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ ამას უნივერსიტეტში შეტანილი 5 კრედიტიანი საგნით ვერ ეშველება.
პროფესორის აზრით, პრობლემის სათავე გაცილებით ღრმად – დაწყებით სკოლასა და იმ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებში უნდა ვეძებოთ, რომლებიც ქართული ენისათვის დათმობილი სასწავლო საათების შემცირებას ეხებოდა. შესაბამისად, მუშაობაც სწორედ აქედან – თავიდანაა დასაწყები და არა ბოლოდან.

– ქეთევან ჭკუასელი: ინფორმაცია, რაც ამ საკითხზე არსებობს, ძალიან ზოგადია. ცხადია, დავინტერესდი, ქართული ენის სპეციალისტებთანაც მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით მათაც არაფერი იციან. ისიც კი არ იციან საგანი ცალკე იქნება თუ აკადემიური წერის კურსში ჩართული. ჯერჯერობით გარკვეული არაფერია. შემდეგ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მოვიკითხე, რადგან, ჩვეულებრივ, დარგობრივი საბჭოები იქ იკრიბება ამა თუ იმ დისციპლინისა და კურიკულუმის მოთხოვნების შესამუშავებლად. იქაც დგას ეს საკითხი, მაგრამ ჯერ ფორმირებული არ არის. შესაბამისად, როცა არ არის გარკვეული კურსის მიზნობრიობა, ვერ იქნება გარკვეული კურსის ფორმატი და შინაარსი.

შესაძლოა ვთქვათ – რატომაც არა, ქართულის სწავლება უნივერსიტეტებში სავალდებულო უნდა იყოს! მაშინ ვიკითხავდი – კი მაგრამ, ბავშვი სკოლიდან მოდის, სადაც 12 წელი სწავლობს ქართულს და თან გამოცდას აბარებს გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მაშინ რაშია საქმე, რატომ არის საჭირო ყველა მიმართულების სტუდენტისთვის ქართულის სწავლება? ცხადია, საკითხის ინიციატორების ამ წამოწყებას გარკვეული და ალბათ ლოგიკური მოსაზრებაც აქვს, მაგრამ ეს მიზანი და საჭიროება ჯეროვნად უნდა გახმოვანდეს, იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ამ წამოწყებაზე.

– რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი ახლა, თქვენი აზრით?

– ვფიქრობ, იდეის ავტორი გარდაუვალ საჭიროებას ხედავს, რადგან ყველა ვთანხმდებით – ენა დავკარგეთ, დამახინჯებულია. მე, მაგალითად, პირველკურსელ სტუდენტებთან მუშაობა მიჭირს, რადგან ლექსიკური მარაგით არ მოდიან. ახალგაზრდები, სწორად ვერ მეტყველებენ. მეტსაც გეტყვით – ტექსტს გაგებასთან გვაქვს პრობლემა. მათთან სამეცნიერო ცნებებზე კი არა, იმაზე მიწევს საუბარი, რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა. უნივერსიტეტში ძირითად საქმეს ვეღარ ვაკეთებ. ამის ნაცვლად მთელი წელი იმ ხარვეზებზე მიწევს მუშაობა, რომლითაც სტუდენტი ჩემთან მოდის.

ასე რომ, დღეს ენის ცოდნის ძალიან სერიოზული დეფიციტი არსებობს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ 12 წელი სკოლაში ასწავლო, მერე გამოცდა ჩააბარებინო და მერე კიდევ უნივერსიტეტში ქიმიკოსებს, ფიზიკოსებს, ბიოლოგებს ქართული გაატარო მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლიურია? ბოლოს და ბოლოს ყველა მეცნიერებას შესწავლისთვის განკუთვნილიო საჭირო კრედიტების რაოდენობა აქვს, რომელიც ისედაც ვერ ჰყოფნის. ამას ხომ ახსნა სჭირდება? კი ბატონო, რაკი მშობლიური და სახელმწიფო ენაა, ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ სად ვეძებოთ მიზეზები, სად არ მოხდა მისი სწორად მიწოდება? მეტსაც გეტყვით, ენის დეფიციტი ჟურნალისტებთანაც გვაქვს. ცხადია, ამ იდეის ავტორებიც შეწუხდნენ და სავსებით სამართლიანად. მაგრამ თუ ყველაფერი არ დაკონკრეტდა, თუ ძალიან მკაფიო სტრატეგია არ დაისახა, შეიძლება მთელი ცხოვრება ვასწავლოთ და ვერ ვასწავლოთ. ისევ ისეთი შედეგი გვქონდეს, როგორიც გვაქვს.

მაგალითად, აკადემიური წერის საგნის შემოტანის საჭიროება საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების წერის დღის წესრიგში დადგომამ გააჩინა. აღმოჩნდა, რომ საჭიროა სტუდენტს მისცე ნორმატივი, რომლითაც მთელი მსოფლიო ნაშრომს წერს. მაგრამ ეს ხომ ქართული ენა არ არის. ენას, გრამატიკულ ნორმებს, სასვენი ნიშნების წერას ამ კურსით ვერ ასწავლი. ასე რომ, ძალიან მკაფიოდ უნდა განისაზღვროს რა პრობლემის წინაშე ვდგავართ, რატომ უნდა შემოვიტანოთ და რა ფორმითა და შინაარსით.

– რა პრობლემას მოაგვარებს უნივერსიტეტებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება?

– მე ვსაუბრობ, როგორც მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი, თუ რა ხარვეზებს ვაწყდები და ვამბობ, რომ ეს სტუდენტები სკოლებში უნდა შევიდნენ, როცა ქართული ჯეროვნად არ იციან. ამას ერთი საგანი და ერთი ხუთკრედიტიანი კურსი არ ეყოფა. პრობლემა ვერ აღმოიფხვრება და ისეთივედ დარჩება. თუკი 12 წელი ვასწავლით სკოლაში, სახელმწიფო გამოცდას ატარებს ქართულ ენაში და მიუხედავად ამის, მაინც ამ მდგომარეობაში ვართ, ხომ არ იქნება უპრიანი პრობლემას სკოლაში მივხედოთ და მის გამოსწორებაზე სკოლიდანვე ვიფიქროთ?

– ახლახან მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან მოკლედ ახსენა, რომ მშობლური ენის სწავლება სკოლებში გაძლიერდება და 2025 წლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი კვლავ გაიყოფა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სკოლაში პრობლემას ისინიც ხედავენ, აღიარებენ და ეს ინიციატივაც ამას ემსახურება?

რა ცვლილებები და სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს სკოლაში – განათლების მინისტრი გეგმებზე

– განათლების სამინისტრო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ მათ ნათქვამზე ვარაუდი არ გვიწევდეს. შეკრიბონ სპეციალისტები, ქართულის მასწავლებლები და იმსჯელონ. ათწლეულების განმავლობაში, პირველ კლასში, ქართულს კვირაში 9 საათი ეთმობოდა. ავადსახსენებელმა საბჭოთა კავშირმაც კი ვერ გაბედა მშობლიური ენის სწავლისთვის განკუთვნილი დროის შემცირება. დღეს ქართულის სწავლას პირველ კლასში 5 საათი ეთმობა. ექვსი წლის ბავშვს, რომელმაც კალმისტრის ხელში დაჭერა, წერა და კითხვა უნდა ისწავლოს, ლექსიკური მარაგი უნდა გავუმდიდროთ, ყველა კოგნიტიური და სოციალური უნარების განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ, ეს დრო როგორ ეყოფა?

ამ ყველაფერს ემატება ის, რომ პირველი კლასიდან ბავშვი უცხო ენას იწყებს და ერთბაშად სამი ანბანის შესწავლა უწევს – მათემატიკის, ქართულისა და ინგლისურის. იქნებ ეს არის მიზეზი, რომ ბავშვებს უჭირთ სწავლა? მით უფრო, ყველა სპეციალისტი ამტკიცებს, რომ სწავლა მშობლიურ ენაზე უნდა იწყებოდეს და მეორე ენის შემოტანა მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ შეიძლება. იქნებ ეს არის მიზეზი, რომ მომავალში ენა ზოგადი განათლების კურსდამთავრებულებმა სუსტად იციან?
მესმის, მოთხოვნები გაიზარდა, გართულდა, ცხოვრება ადამიანისაგან მრავალ კომპეტენციას მოითხოვს, სასკოლო ბადეში ბევრი ახალი საგანი გაჩნდა, მაგრამ ყველანაირი ცოდნა განწირულია, თუ შენი ენა არ იცი. მშობლიურ ენაზე თუ ვერ მეტყველებ, გეოგრაფიას როგორ ისწავლი? ასე რომ, ამჟამად დეფიციტი ნამდვილად არსებობს, სტუდენტებს, ქართულ ენაში, ძალიან ღრმა და სერიოზული ხარვეზები აქვთ, მაგრამ ეს დეფიციტი ერთი კურსით ვერ შეივსება.

– სკოლებში საგნის განცალკევების იდეა რამდენად ამოავსებს იმ დანაკლისს, რაზეც თქვენ საუბრობთ?

– მე მხოლოდ შემიძლია ის გითხრათ, რომ გაცილებით მეტი საათია საჭირო. როგორი მეთოდითაც არ უნდა ვასწავლოთ, ქართულს საათების ის რაოდენობა, რაც ახლა ეთმობა, არ ჰყოფნის. ეს საკითხი დიდი ხანია დგას. უნივერსიტეტს სკოლებთან მჭიდრო კავშირი აქვს, ჩვენი სტუდენტები სკოლებში პედაგოგიურ პრაქტიკას გადიან და ვიცით, რომ უკვე წლებია მასწავლებელთა გარკვეულ ნაწილს დამატებით, პროგრამის ზევით შემოაქვთ ცალკე გრამატიკის წიგნები და იყენებენ სწავლების პროცესში. ხედავს პედაგოგი, რომ ვერ მოერია ენის სწავლების პროცესს, მისი ბავშვები ვერ წერენ და ვერ მეტყველებენ ისე, როგორც საჭიროა და აწუხებს ეს პრობლემა. რა გზას მიმართა? შემოიტანა გრამატიკის წიგნი. მაშასადამე, ბაზარზე წიგნებიც არსებობს. ანუ, წიგნებიც იბეჭდება, მოსწავლეებიც ყიდულობენ. როგორც ჩანს, პრაქტიკოსი მასწავლებელი მიხვდა, რომ ეს სჭირდება, სხვანაირად არ გამოდის.

ასე რომ, ეს საკითხი ქართული ენის სპეციალისტების სერიოზული მსჯელობის საგანია და არა ერთეული ადამიანების გადასაწყვეტი. ამ მსჯელობაში აუცილებლად უნდა ჩაერთონ მასწავლებლები, ქართული ენის სპეციალისტები, ენათმეცნიერები – საკითხი პროფესიულმა წრეებმა უნდა გადაწყვიტონ. თუ გრამატიკა ცალკე არ უნდა ისწავლებოდეს, მაშინ მისი საპირწონე საშუალება და მეთოდი უნდა შემოვიტანოთ ხარვეზის გამოსასწორებლად. ჩვენ შედეგით ვმსჯელობთ და შედეგი ისაა, რომ ქართული არ ვიცით. ეს პრობლემა მინისტრის ერთი განცხადებით ხომ ვერ მოგვარდება? ამას პროფესიონალი ადამიანების მსჯელობა სჭირდება და მაშინაც კი პრობლემა ასე მარტივად ვერ გადაწყდება. უნდა გავარკვიოთ რის ბრალია ეს ვითარება – საგნების შერწყმის? სახელმძღვანელოს ხარისხის? თუ მასწავლებლების? ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ცალსახად ვერაფერი გადაწყდება.

– სიახლის დანერგვას 2025-2026 სასწავლო წლიდან, სექტემბრიდან გეგმავენ. რაკი ასეთი ფართო ჩართულობაა საჭირო, ასეთ მცირე ვადაში მოესწრება?

– რა თქმა უნდა, ვერ მოესწრება. ეს იქნება ისევე ფორსირებულად გაკეთებული, როგორც სხვა ყველაფერი და შედეგიც სახეზე გვაქვს. არ შეიძლება მოესწროს, წელი მთავრდება და ჯერ მსჯელობაც არ დაწყებულა. ჯერ უნდა გადაწყვიტო რა მიზანი გაქვს და მერე მიზნიდან გამომდინარე იმოქმედო. ხელში კი არაფერი გვაქვს, გარდა სურვილისა. არ ვიცით მიზეზები – რატომ გვაქვს ასეთი ვითარება მშობლიური ენის ცოდნაში? პრობლემის მოგვარება ძირიდან უნდა დაიწყოს და არა ბოლოდან. უნივერსიტეტი კი სწორედ ბოლოა, ძირი – დაწყებითი სკოლაა. მე აქედან დავიწყებდი. შემდგომ სხვა ხარვეზებსაც ნელ-ნელა მოგვარება დასჭირდება, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად სწავლების პროცესის ყველა პრობლემა უნდა მოგვარდეს – სასკოლო ბადეში საათების რაოდენობა, სახელმძღვანელო, გრამატიკისა და ლიტერატურის სწავლების კონცეპტუალური საკითხები, მასწავლებლის კვალიფიკაცია და სხვ. როგორც ხედავთ, სკოლაში პრობლემების ჯაჭვი არ სრულდება. როდისმე ხომ უნდა დადგეს ის დროც, რომ მიდგომა სწავლებისადმი სისტემური და არა ფრაგმენტული, ერთჯერადი საჭიროებიდან გამომდინარე იყოს?!

– ამ ინიციატივის გაჟღერებამ ზოგს პოპულიზმის შთაბეჭდილებაც კი დაუტოვა. საუბრობენ გარკვეულ საფრთხეებზეც. თქვენ ხედავთ პრობლემას, მაგრამ ვერ ხედავთ დასახულ გზებს პრობლემის მოსაგვარებლად. გამოდის, განცხადებები ნაჩქარევი იყო, სიტყვა პოპულისტური რომ არ ვახსენოთ? რა საფრთხე შეიძლება იდგეს ამ ერთი შეხედვით პატრიოტული გადაწყვეტილების უკან?

– ძალიან რთულია ადამიანებს პოპულიზმი დააბრალო, როცა ისინი კეთილი განწყობითა და წუხილით მოქმედებდნენ. მე ახლა ინიციატორებზე ვსაუბრობ და არა სახელმწიფოსა და სამინისტროზე. რაც შეეხება საფრთხეებს, ჩემთვის საფრთხე ის არის, რომ თუ ეს კარგად არ გაითვალა, გაიწერა, არ ჩატარდა კვლევა და არ დადგინდა მაინც რაში აქვთ ბავშვებს ხარვეზი და ამაზე დაყრდნობით არ დაიგეგმა უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების კურსი და მისი მოცულობა, მაშინ პრობლემა ვერ მოგვარდება. ჩვენი ენა მართლაც პოპულიზმის საგნად დარჩება. სტუდენტი და მასწავლებელი ვალდებულებას მოიხდიან და ამით დასრულდება, შედეგი კი ნაკლებად დადგება. ასეთი დამოკიდებულება კი მშობლიურ ენასთან, რომელსაც ისედაც უჭირს, ნამდვილად არ გვინდა. კიდევ ერთი ტყუილისთვის სტუდენტიც ცოდოა, ხალხიც და ქვეყანაც. ყველაზე დიდ საფრთხეს ამაში ვხედავ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება, 14 აპრილს გავრცელდა. შესაბამისი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ქართული ენის დაცვისა და დედაენის დღეს განიხილეს. იდეა საქართველოს მოქალაქეებს, ენათმეცნიერებს, ნანა მაჭავარიანსა და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით. ცვლილება შეეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და იგი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

ამავე თემაზე:

ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი

უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში განიხილეს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

$
0
0

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში კამილ ნორა და ატაშე ლინგვისტურ და საგანმანათლებლო თანამშრომლობის დარგში ქეთევან ქურციკიძე.

უნივერსიტეტის რექტორთან, შალვა კირთაძესთან გამართულ შეხვედრაზე მხარეეებმა ისაუბრეს ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების შესახებ; განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ფრანგულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაფართოება, ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება, სტუდენტთა საერთაშორისო მობილობა, გაცვლითი პროგრამები და ორმაგი დიპლომების გაცემის შესაძლებლობები.

ამავდროულად საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა პედაგოგიური ტრენინგი ფრანგულის, როგორც უცხო ენის პედაგოგებისათვის. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა პროექტის „მედიაწიგნიერება და მედია წყაროების შექმნა-გამოყენება“ ფარგლებში და მასში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს საუნივერსიტეტო და სასკოლო დაწესებულებების პედაგოგები.

ტრენინგს უძღვებოდა ფრანგი ტრენერი სევერინ პონსე-ოლივიე, რომელიც წარმოადგენს საფრანგეთის მედიისა და ინფორმაციის განათლების ცენტრს CLEMI.

აწსუ-ის საკალათბურთო გუნდმა სტუდენტურ B ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა

$
0
0

უნივერსიადა 2025-ის ფარგლებში დასრულდა სტუდენტური B ლიგა კალათბურთში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდმა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

უნივერსიადა 2025-ის ორგანიზატორია საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფედერაციასთან ერთად ულოცავს გუნდს წარმატებულ ასპარეზობას.

აღსანიშნავია, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,უნივერსიადაში“ აქტიურადაა ჩართული.

საუნივერსიტეტო ,,უნივერსიადაში“, რომელიც აწსუ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება, ყოველ წლიურად ათასზე მეტი სტუდენტია ჩართული. გამარჯვებულები კი ქვეყნის მასშტაბით გამართულ ,,უნივერსიადაში“ წარმატებით მონაწილეობენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მხარს უჭერს, გარდა აკადემიური წარმატებებისა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოსინჯონ ძალები და გაიმარჯვონ.

Viewing all 14619 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>