Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14590 articles
Browse latest View live

13 მაისს ილიაუნიში გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გაიმართება

$
0
0

13 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი”, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, გელა ჩარკვიანთან გაიმართება შეხვედრა.

მომხსენებლის შესახებ
გელა ჩარკვიანი არის დიპლომატი, მთარგმნელი და მწერალი. 1970 წელს იყო მიჩიგანის უნივერსიტეტის სტაჟიორი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ტელევიზიაში, იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი; 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი; დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა.

დასწრება თავისუფალია.


გორის უნივერსიტეტის ეზოში ქართული, უნიკალური, ვაზის ჯიშები დაირგო

$
0
0

11 მაისს გორის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს სოფლის მეორნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დახმარებით, დაირგო ქართული, უნიკალური, ვაზის ჯიშების120 ნერგი, რომლებიც საჩუქრად გადაეცა გორის უნივერსიტეტს.

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორატი, ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სტუმრები. საქართველოს საპატრიარქოდან სტუმრად იმყოფებოდა ბატონი გიორგი ანდრიაძე, სოფლის მეორნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან ბატონი ლევან უჯმაჯურიძე, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ვაზის დარგვის პროცესს. ახლად ჩაყრილი ვენახი აკურთხა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ.

გორის უნივერსიტეტის ცნობით, შიდა ქართლის რეგიონში ესაა უნიკალური მოვლენა, როდესაც მიწის ერთ ნაკვეთზე დაირგო 120 ჯიშის ვაზის ნერგი. ვენახზე მზრუნველობა თავის თავზე აიღო გორის უნივერსიტეტის ბიოლოგიის მიმართულებამ.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ლექცია გაიმართა

$
0
0

2016 წლის 11 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველო და ქართული ემიგრაცია.“

ბატონმა გელამ თავისი ცხვორებისეული გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებს, ისაუბრა აქტუალურ საკითხებზე საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული ენის სწავლებაზე საზღვარგარეთ და რჩევა – დარიგება მისცა სტუდენტებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა .

გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით სპორტული მარათონი გაიმართა

$
0
0

11 მაისს “სტუდენტური დღეები 2016” და “ევროპის დღეები 2016” ფარგლებში გორის უნივერსიტეტის და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა სპორტული მარათონი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, მოხალისეები, შეზღუდული შესაძლებლობლების მქონე პირები.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

I ადგილი დაიკავა გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა ივანე გაბოძემ,

II ადგილი გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა ალექსანდრე ქვრივიშვილმა,

III ადგილი გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა ლაშა ღონღაძემ.

ნომინაცია „მარათონის ყველაზე ხანდაზმული მონაწილე“ გადაეცა ევროკავშირის გორის ოფისის წამომადგენელს. დაჯილდოვდნენ მარათონის აქტიური მონაწილეები.

გამარჯვებულები დააჯილდოვა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხორბალაძემ, რომელმაც ისაუბრა ერთობლივი პროექტის მთავარი გზავნილის შესახებ. გიორგი ხორბალაძემ გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა ყველა მონაწილეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ

$
0
0

„საზღვარგარეთ პრაქტიკისა და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამის” ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.

გერმანულმა კომპანიამ MitOst-მა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები ანაზღაურებად პროგრამებში უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას.

კსუ-ის ცნობით, აღნიშნული პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდება.

სტუდენტური დასაქმების შესახებ შეხვედრა კომპანია MitOst-ის გენერალურმა დირექტორმა გამართა. სერგეი სერდიუკმა აუდიტორიას დასაქმების პირობებზე, პროცედურებზე, ანაზღაურებასა და პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო კომპეტენციაზე ესაუბრა.

სტუდენტებთან და რექტორთან შეხვედრის შემდეგ, სერგეი სერდიუკმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მარანი „კოლხი“ დაათვალიერა.

სტუმარმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საჩუქრად გერმანული ლიტერატურა და ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა.

MitOst-ი ”საზღვარგარეთ პრაქტიკისა და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამის” ფარგლებში გერმანიაში არსებულ ანაზღაურებად პროგრამებს ახორციელებს.

თავისუფალ უნივერსიტეტში ცოდნის ფონდის გრანტი გასულ წელთან შედარებით შემცირდა

$
0
0

თავისუფალ უნივერსიტეტში ცოდნის ფონდის თანადაფინანსება გასულ სასწავლო წელთან შედარებით შემცირდა. 2016-2017 სასწავლო წლისათვის 10 ათას ლარიანი გრანტია გამოყოფილი, განსხვავებით წინა წლისაგან, როცა ეს თანხა 11 ათას 600 ლარს  შეადგენდა. ანუ, თუ თქვენ აბიტურიენტი ხართ და თავისუფალ უნივერსიტეტში აპირებთ ჩაბარებას, წელიწადში ცოდნის ფონდი არა 2 900, არამედ 2 500 ლარით დაგაფინანსებთ.

თავად უნივერსიტეტში ტერმინ “შემცირებას” არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ გრანტი არ შემცირებულა, ვინაიდან ყოველწლიურად იგი  ხელახლა ცხადდება და ოდენობაც ხელახლა დგინდება. შესაბამისად, წინა წლის გრანტის ოდენობასთან შედარებას არასწორად მიიჩნევენ.

თავისუფალ უნივერსიტეტში 2007 წლიდან დღემდე საუკეთესო აბიტურიენტებისთვის სასწავლო გრანტებს ცოდნის ფონდი და დავით მიქელაძის მომავალ მეცნიერთა ფონდი გასცემს.

წელს თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, 4 წლის მანძილზე, ცოდნის ფონდი 10 000 ლარიან  სასწავლო გრანტს აწესებს, რომელიც სტუდენტის ყოველწლიურად გადასახდელ თანხას 2 500 ლარით შეამცირებს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წინა წელს ეს დაფინანსება წლიურად 2 900 ლარს შეადგენდა.

ამის მიზეზის გასარკვევად EDU.ARIS.GE თავისუფალი უნივერსიტეტითს პიარ-მენეჯერს, ბექა კოკაიას დაუკავშირდა, რომელმაც გრანტის შემცირება უარყო და განგვიცხადა, რომ იგი ვერც შემცირდებოდა და ვერც გაიზრდებოდა, რადგან ყოველ წელს გრანტიც და მისი ოდენობაც იმ წელს მისაღები აბიტურიენტებისათვის ანონსდება. ის პირობები კი, რასაც მათთან დებენ, მომდევნო ოთხი წელი ძალაშია.

„სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყველაზე მოტივირებული აბიტურიენტები სწორედ ჩვენთან აბარებენ. ქულებით პირველ ადგილზე მას შემდეგ გავდივართ, რაც უნივერსიტეტი არსებობს. თუმცა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ სტუდენტებს გარკვეული შეღავათი ჰქონოდათ. სწავლის საფასური დადგენილია, მაგრამ ფონდმა გრანტი ყველა იმ მაღალქულიანი სტუდენტისათვის დააწესა, რომელიც ბარიერს გადალახავდა და “თავისუფალ უნივერსიტეტში” მოხვდებოდა.

„ასე გაჩნდა ეს გრანტი. თუმცა, არავის უთქვამს, რომ რაკი ეს გრანტი დაწესდა ყოველ წელს იქნება და ყველა ჩარიცხულს იგივე ოდენობით დააფინანსებს. გრანტი კონკრეტული წლისათვის ცხადდება. თუმცა, აუცილებელი პირობა ისაა, რომ უკვე ჩარიცხულების გრანტს არანაირი ცვლილება არ ეხება და რა ოდენობისაც არის გრანტი ჩარიცხვის წელს, დანარჩენი წლებიც  იმავე ოდენობით დაუფინანსდება. შემდეგ ნაკადზე კი, ყოველ კონკრეტულ წელს ახლიდან ცხადდება გრანტი მათთვის, ვინც იმ წელს აბარებს,“ – ამბობს კოკაია.

იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა, უნივერსიტეტის წარმომადგენელის თქმით, სტუდენტებს უგრანტოდ არ ტოვებენ. მართალია, მისი ოდენობა ყოველ წელს იცვლება, მაგრამ  მინიმალურად. ამბობს, რომ  ეს უნივერსიტეტის დამფუძნებლის კახა ბენდუქიძის სიცოცხლეშივე მომხდარა.

„ჩვენ წელსაც გადავწყვიტეთ გრანტის გამოცხადება. კიბატონო, ცვლილება შეეხო, ოდნავ ცოტაა, მაგრამ ბევრად არა. ისე არ ყოფილა, რომ ჩვენ რამე დავაანონსეთ და შემდეგ გადავაკეთეთ.

„2015-2016 სასწავლო წლისათვის აბიტურიენტებისათვის სასწავლო გრანტი წლიურად 2 900 ლარს შეადგენდა. ვინც ამ წელს ჩააბარა, 4 წელი იგივე ოდენობის გრანტით ისარგებლებდა. ხოლო 2016-2017 წლის აბიტურიენტებისათვის კი გამოვაცხადეთ, რომ გრანტი წელსაც გვაქვს და მისი ოდენობა წლიურად 2 500 ლარი იქნება. ანუ, 4 წლის განმავლობაში 10 ათასი ლარი. 4 წელი ამ ოდენობის გრანტით ისარგებლებენ ის სტუდენტები, რომლებიც ჩვენთან წელს ჩააბარებენ. შემდეგ დეკემბერში კი უნივერსიტეტი უკვე იმას გამოაცხადებს, თუ როგორი მდგომარეობა იქნება 2017-2018 სასწავლო წლისათვის,“ – დასძენს იგი.

შესაბამისად, თავისუფალ უნივერსიტეტში მიიჩნევენ, რომ „გრანტი შემცირდა“ არასწორი ფორმულირებაა.

„ყოველ წელს უნივერსიტეტი ხელახლა ფიქრობს დააწესოს თუ არა გრანტი და რა ოდენობით. ახლა  ჩვენ არ ვდებთ პირობას, რომ შემდეგ წელსაც გვექნება გრანტი. არ ვიცით გვექნება თუ არა და რა ოდენობის იქნება იგი. ამ გადაწყვეტილებას ფონდი ტრადიციულად  დეკემბერში გამოაცხადებს,“ – აცხადებს კოკაია.

სტუდენტური სტილი თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში

თაკო არის© მათეშვილი

როგორია საჯარო სკოლის პედაგოგთა რაოდენობრივი განაწილება საგნების მიხედვით

$
0
0

საქართველოში  58 440 მოქმედი პედაგოგია, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან. რაოდენობის მხრივ პირველ ხუთეულში მათემატიკის (16 285), ქართული ენისა და ლიტერატურის (15 559), საბუნებისმეტყველო საგნების (13 772), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა (11 177) და სპორტის (10 108) მასწავლებლები შედიან.

როგორც განათლების სამინისტროსგან EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, მათ მოსდევენ მუსიკის პედაგოგები, რომელთა ზუსტი რაოდენობაც 8 156-ს შეადგენს, ინგლისური ენის პედაგოგები, რომლებიც 5 430 გვყავს, ისტორიის -4 300 და საგან ჩვენი საქართველოს  3 506 პედაგოგი.

3 452 პედაგოგი გვყავს არჩევით საგნებში,  3 256 – რუსულ ენაში, 2 995 – ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, 2 886- ბიოლოგიაში, 2 767 – გეოგრაფიაში,  2 760 – სამოქალაქო განათლებაში, 2 659 – ფიზიკაში, 2 373 – ქიმიაში, 2 050 – მშობლიურ ენაში არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისათვის, 1 518- საგანში საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოებაში, 1 886 – სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოებაში, 1  192 კი – ქართული, როგორც მეორე ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორისთვის.

მცირერიცხოვან პედაგოგთა ჯგუფში შედიან გერმანული ენის მასწავლებლები ( 642), ქართული ცეკვის მასწავლებლები (390), ფრანგული ენის ( 147), პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის (89), ჭადრაკის (31) ,  სხვა უცხოური საგნების  (19)  და აფხაზურის (3) პედაგოგები.

მასწავლებელი ერთდროულად შეიძლება ასწავლიდეს რამდენიმე საგანს.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიერ  ჩატარებული სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის მიხედვით (TALIS), საქართველოში საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლების 95%-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული.

ბაკალავრის ხარისხი მასწავლებლების 12%-ს გააჩნია, უმაღლესი პროფესიული განათლება მიღებული აქვს 7%-ს, მაგისტრის ხარისხი – 75%-ს და დოქტორის ხარისხი – მასწავლებლების 1%-ს.

უმაღლესი აკადემიური ხარისხის მქონე მასწავლებლების ყველაზე მაღალი წილი გვხვდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (91%), მათემატიკაში(94%), საბუნებისმეტყველო საგნებში (92%), სოციალურ მეცნიერებებსა (90%) და უცხოურ ენებში (90%).

ასეთი მასწავლებლების ყველაზე მცირე წილი ხელოვნებისა (64%) და ფიზიკური აღზრდის (67%) დისციპლინების მასწავლებლებს შორისაა.

ბაკალავრის ხარისხის მასწავლებლების წილი მაღალია უცხოური ენების (21%), საინფორმაციო ტექნოლოგიების (20%), რელიგიისა (22%) და ფიზიკური აღზრდის (19%) მასწავლებლებს შორის.

უმაღლესი განათლება არ აქვს ხელოვნების მასწავლებლების 21%-სა და ფიზიკური აღზრდის პედაგოგების 13%-ს. თუმცა ასეთი მასწავლებლები გვხვდება უცხოური ენების,ქართულისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს შორისაც.

დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლები გვხდება მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნების, სოციალური მეცნიერებების, უცხოური ენების, ისტ-ისა და ფიზიკური აღზრდის მიმართულებით. ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებს შორის დოქტორის ხარისხის მქონე პედაგოგების არსებობა შეიძლება აიხსნას იმით, რომ ზემოთ დასახელებული საგნების (მაგ.: მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები, სოციალური მეცნიერებები) მასწავლებლები ხშირად ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის პოზიციასაც ითავსებენ.

აღსანიშნავია, რომ  მაღალმთიანი სოფლების სკოლებში, უმაღლესი განათლების დიპლომი ყოველ მეათე მასწავლებელს არ აქვს.

იმავე კვლევის მიხედვით,  საქართველოში ყოველ 7 მოსწავლეზე 1 მასწავლებელი მოდის, რაც მნიშნელოვნად ჩამორჩება სხვა  ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (12:1). ეს ვითარება დიდწილად სკოლების გეოგრაფიული განაწილებითაა განპირობებული. საქართველოში სკოლების 66% სოფლების მცირეკონტიგენტიან სკოლებს წარმოადგენს.

მასწავლებლების ნახევარზე მეტი საქართველოში არასრულ განაკვეთზე მუშაობს და მათი უდიდესი ნაწილისათვის ეს არჩევანი არ არის. ბრაზილიასთან, მექსიკასთან და ჰოლანდიასთან ერთად საქართველო არასრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების რიცხვშია. თუმცა, საქართველოსაგან განსხვავებით, ჰოლანდიაში არასრულ განაკვეთზე მუშაობა მასწავლებლის არჩევანია.

სრული განაკვეთით მომუშავე მასწავლებლების ყველაზე მაღალი წილი მათემატიკის მასწავლებლებშია (65%). ყველა დანარჩენ საგანში მასწავლებლების ნახევარზე ნაკლები მუშაობს სრული დატვირთვით. არასრული დატვირთვით მომუშავე მასწავლებლების წილი ყველაზე დაბალი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნების მასწავლებლებს შორისაა.

ქართველი პედაგოგები თვითშეფასების მაჩვენებლით ფინელ კოლეგებსაც უსწრებენ – კვლევის შედეგები

სკოლების მუშაობის შემაფერხებელ ფაქტორად დირექტორები კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას ასახელებენ

თაკო არის© მათეშვილი

მარტივი მათემატიკური მაგალითი, რომელმაც ზრდასრული ინტერნეტ-მომხმარებლებიც კი დააბნია

$
0
0

მარტივმა მათემატიკურმა მაგალითმა, რომელიც განკუთვნილია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, ჩიხში შეიყვანა მრავალი ინტერნეტ-მომხმარებელი. მაგალითის პირობები და ამოხსნა ბრიტანულმა გამოცემამ  TheIndependent – მა  წარმოადგინა.

„იმისათვის, რომ ამოვხსნათ მოცემული მაგალითი, არ არის საჭირო სპეციალური განათლება“, – აღნიშნულია სტატიაში. უბრალოდ უნდა იცოდეთ გაყოფა, მიმატება და გამოკლება. მიუხედავად ამისა, TheIndependent წერს, რომ იაპონიაში, სადაც ამ  მაგალითმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 60% ახერხებს მის სწორად ამოხსნას.

მაშ ასე, მაგალითი შემდეგია:

9 – 3 ÷ 1/3 + 1 =?

მოცემულ მაგალითში „1/3“ არის წილადი, სადაც „1“ – მრიცხველია, ხოლო „3“ – მნიშვნელი.

გამოცემა ამტკიცებს, რომ მთავარი პრობლემა უმრავლესობისა, ვინც ცდილობს ამ მაგალითის ამოხსნას, აღმოჩნდა მოქმედებების სწორი თანმიმდევრობის განსაზღვრა. თავდაპირველად უნდა შესრულდეს გაყოფა. სამი იყოფა ერთ მესამედზე, მივიღებთ ცხრას.

მაშასადამე, მაგალითი დაიყვანება მარტივ მათემატიკურ მოქმედებებამდე (9-9+1). პასუხად უნდა მივიღოთ ერთი.

მაგალითის ამოხსნის ვიდეო

როგორ ავუხსნათ ბავშვს მათემატიკა ლეგოს მეშვეობით

10 სწრაფი მათემატიკური ხრიკი

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

წყარო: ria.ru


ილიაუნიში გიგა ზედანიას შავის ზღვის უნივერსიტეტების ქსელის ახალ პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა

$
0
0

12 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის კონგრესის ფარგლებში, შავის ზღვის უნივერსიტეტების ქსელის ახალი პრეზიდენტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას, ინაუგურაცია შედგა.

გიგა ზედანია ქსელს მომდევნო 2 წლის განმავლობაში, 2018 წლამდე უხელმძღვანელებს.

კონგრესზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა „ფოლკსვაგენის“ ფონდის გენერალური მდივანს, დოქტორს ვილჰელმ კრულს, რომელმაც მოხსენება გააკეთა თემაზე: „უნივერსიტეტის კრეატიული კულტურა“.

ილიაუნის ცნობით, შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი შავი ზღვის რეგიონის აკადემიურ დაწესებულებათა კოოპერაციული სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის განვითარებას და განათლების, მეცნიერული კვლევების, ინოვაციებისა და კულტურული თანამშრომლობის ჰარმონიულ თანაარსებობას.

დღესდღეობით, ქსელში გაერთიანებულია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 12 წევრი ქვეყნის 120 უნივერსიტეტი.

სუხიშვილის უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ

$
0
0

მაღალი აკადემიური მოსწრებისა და უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის სუხიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტებს 100 და 150 ლარის ოდენობით სტიპენდიები გადაეცათ.

წამახალისებელი სტიპენდია სტუდენტებს მოტივაციის ამაღლებასა და სამომავლოდ მეტად გააქტიურებაში დაეხმარებათ.

სუხიშვილის უნივერსიტეტში სტიპენდიები სემესტრში ერთხელ გაიცემა.

თსუ–ის კანცლერობისთვის 6 კანდიდატი იბრძოლებს

$
0
0

13 მაისს, 18.00 საათზე დასრულდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატთა რეგისტრაცია.

რეგისტრაცია გაიარა 6-მა კანდიდატმა, კერძოდ: ვახტანგ ანთიამ, შოთა ჭანტურიძემ, ალექსანდრე ჩხიტაურმა, იოსებ მასურაშვილმა, არჩილ კუკულავამ და ნუნუ ოვსიანიკოვამ.

კანცლერობის კანდიდატთა რეგისტრაცია 3 მაისს დაიწყო. თსუ აკადემიური საბჭო რეგისტრირებულ კანდიდატებს ორ ეტაპად შეაფასებს, ეს არის დოკუმენტური მონაცემების შეფასება და პრეტენდენტებთან გასაუბრება. კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ერთ კანდიდატურას აკადემიური საბჭო არაუგვიანეს 10 ივნისისა წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს).

ქეთი გიგოლაშვილი

შვილმა მშობელს მასში ჩადებული ინვესტიცია განათლებით უნდა დაუბრუნოს – ნანუკა ჟორჟოლიანი

$
0
0

დედობა ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული პროფესიაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლები წარმატებული და შემდგარი ადამიანები არიან, აქვთ საკუთარი საქმე და შვილების გაზრდასა და კარიერას შორის ოქროს შუალედის მოძებნა უწევთ. ეს არის პროფესია, რომელიც არ ისწავლება არც ერთ საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში და არც მზა რეცეპტები არსებობს, თუ როგორ უნდა აღზარდო შვილი. EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „მშობელი მშობელს“ დღევანდელი სტუმარი ორი შვილის დედა, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანია, ის მოსწავლეების მშობლებს საკუთარ გამოცდილებას და იმ შეხედულებებს უზიარებს, რომელიც შეიძინა.

561402_10151018556789350_15660308_nმარიამის გაზრდაში ძალიან მინიმალურად ვიყავი ჩართული, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, რასაც ძალიან ვნანობ. თავიდან ბოლომდე დედაჩემს ჰქონდა ეს პასუხისმგებლობა აღებული. თუმცა, მე დავდიოდი სკოლაში და შესაბამისად, ინფორმაციასაც ვფლობდი, მაგრამ ეს არ ცვლიდა რეალობას.12 წლის შემდეგ ვაკონტროლებდი აბსოლუტურად სხვა რაღაცებში, მათ შორის თემის დაწერაში, ოღონდ არა როგორც დედა, რომელიც დოინჯშემორტყმული ვიდექი, არამედ როგორც მეგობარი, რომელიც რჩევას უფრო მეტად მივცემდი. საბას შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს, არ ვიცი ამას ჩაბარება ჰქვია თუ რა, მაგრამ ვნახულობ მის ყველა რვეულსა თუ წიგნს მინაწერებით. შაბათ-კვირას გვაქვს 2-2 საათი გამოყოფილი ერთად რაღაცის კეთებისთვის.

13010893_10154081429449350_8153177155452393968_nის, რაც მარიამთან ძალიან ვიდარდე და ჩამოვრჩი, თანამედროვე დედა ვეღარ ვიყავი განათლებაში, საბასთან ავანაზღაურე, აქ თავიდანვე ჩართული ვარ. მართალია, მარიამი დაზარალდა, მაგრამ ჩემთვის კარგი გამოცდილება აღმოჩნდა, რომ საბასთან შეცდომები აღარ დავუშვა. ვერ გეტყვი, რომ საგნებს ვიბარებ,  არ ვზივარ და არ ვეუბნები რომ აბა ჩამაბარე. სრული ინფორმაცია მინდა მქონდეს რას აკეთებს ჩემი შვილი და საბას მასწავლებლებთანაც მეტ კომუნიკაციაში ვარ, ვიდრე მარიამთან ვიყავი.

მშობელი შვილის ცხოვრებაში აქტიურად  უნდა იყოს ჩართული, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება მაინც ბავშვზეა

არის თემები შვილებს მათი დამოუკიდებლად გაკეთების, არჩევის საშუალება რომ უნდა მისცე. როცა საბა სხვადასხვა წრეებზე შევიყვანე, ასე მოვიქეცით: თუ ოთხი წრე მას ავარჩევინე, იქ ერთი ჩემიც შევურიე, ანუ, შესაძლებელია ბავშვთანაც გარიგება. მოკლედ, გარიგება ცუდი სიტყვა არაა, ბიზნეს შეთანხმება, როდესაც შენ ეუბნები, რომ რაღაცას უკეთებ და ის წამოიყვანო, რაღაც გაგიკეთოს.

ნანუკა და საბამოთხოვნა  რთულია, მაინც ვფიქრობ, რომ მშობელი უნდა იყოს ძალიან ჩართული, შვილის ზოგიერთი უნარები, რომ არ გამოგვეპაროს. მე აღმოვაჩინე, რომ საბას ძალიან უყვარს ხატვა ეს მას ამშვიდებს, აწყნარებს, მარიამთან ეს ყველა ეტაპი გამომეპარა, შესაბამისად, თუ დღეს  მარიამი ძალიან რთულად ჩამოყალიბდა პროფესიის არჩევის დროს,  ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი პრობლემა. მე რომ მას უნარებისა და ინტერესების  აღმოჩენაში დავმხარებოდი, გაცილებით უფრო ადრეული ასაკიდან ეცოდინებოდა რა უნდოდა.

ამიტომ ვფიქრობ, რომ  ბავშვებს ხანდახან სჭირდებათ წახმარება. მშობელი შვილის ცხოვრებაში აქტიურად  უნდა იყოს  ჩართული მაგრამ, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობა მაინც ბავშვზეა. თუ რაღაც არ მოსწონს,  თუ რაღაც არ უნდა, დაძალება არ შეიძლება. ადრე რომ ყველა ბავშვს ცეკვაზე ატარებდნენ, გინდა თუ არა ყველას უნდა ეცეკვა, ეს მგონია შეცდომაა. თუ ბავშვს რაღაც ინტერესი არ აქვს და მშობელი აძალებს…  მოკლედ, ვფიქრობ, რომ ბავშვი  უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიმღები, თუმცა მშობელიც ძალიან დეტალურად უნდა იყოს შვილის ცხოვრებაში ჩართული. ბავშვს როცა რაღაცის კეთების სურვილი აქვს, მშობელმა უნდა მიუშვას. გადაწყვეტილების მიმღები  6 წლიდან იქნება თუ საიდან. ჩვენთან ასეა, გადაწყვეტილებას საბა იღებს.

შვილმა მშობელს მასში ჩადებული ინვესტიცია განათლებით უნდა დაუბრუნოს

13101302_1000352433353581_520754066_nშეიძლება ეს გაგიკვირდეთ, მაგრამ საშინლად მკაცრი დედა ვარ. მარიამი ახლაც ამბობს, თუ რამის ეშინია არის ის, რომ ნანუკა არ გაბრაზდეს. არ ვიცი, ვისთვის რა არის სიმკაცრე, მაგრამ მე ჩემი დასჯის მეთოდები მაქვს. მარიამი თუ მთელი წელი გეგმავდა მეგობრებთან წასვლას, მაგრამ მე რაღაც არ მომეწონებოდა მის ქულებში ან ჩვენს შორის შეთანხმებას არ შეასრულებდა, შეიძლება წასულიყვნენ მარიამის მეგობრები, მაგრამ არა მარიამი. შეთანხმება გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ძალიან თავისუფალი დედა ვარ, იმდენად თავისუფალი რომ ჩემ შვილებს ჩემთან ყველა თემაზე შეუძლიათ საუბარი. ერთადერთი რაშიც ძალიან მკაცრი ვარ, ეს არის განათლება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან მიიღოს სრულყოფილი  განათლება. მე მას ვეუბნები, რომ ამ ინვესტიციას ვდებ და უნდა დამიბრუნოს მხოლოდ და მხოლოდ განათლებით. SAT-ის ქულა არ მომეწონა და არ ველაპარაკებოდი 4 თვე, პირდაპირი გაგებით, ახალი წელიც არ მივულოცე. სამაგიეროდ სრულ თავისუფლებას ვაძლევ ყველაფერში, რაც სრულწლოვანი გახდა. შემიძლია მხოლოდ რჩევის თვალსაზრისით ჩავერიო, იმის იქით არა.

12093797_520321388146120_735533930_nჩემი და მარიამის ურთიერთობა მგონია რომ კლასიკურ მაგალითად არ გამოდგება, ჩვენ ერთად გავიზარდეთ რაღაცნაირად. ძალიან პატარა ვიყავი მარიამი რომ გაჩნდა. ვფიქრობ, რომ მარიამი ჩემ მიმართ მორალურ ვალდებულებას გრძნობს. ის, რომ მე მარიამზე  მთელი პასუხისმგებლობა ავიღე, გაზრდის თვალსაზრისით, მშობლებს შორის პასუხისმგებლობას ვგულისხმობ, მარიამს მუდმივად მადლიერების გრძნობა აქვს.  გამიმართლა ამას რომ ხედავს, მან  ზუსტად იცის, რომ თუ უნდა ჩემი მადლობელი იყოს, უნდა იყოს მადლობელი  იმით, რომ მეპურე იქნება – მაგარი პური უნდა აცხოს, დამლაგებელი იქნება – კარგად უნდა დაალაგოს, არ აქვს მნიშველობა რა პროფესიის იქნება, ყველაზე კარგი ტიპი უნდა იყოს თავის პროფესიაში.

უთხარით შვილებს, რომ არიან პრინცესები, პრინცები – თავდაჯერებულები გაზარდეთ

მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი ბავშვის ჩამოყალიბებაში არის გარემო, სადაც იზრდება, სითბო, რომელიც ამ ბავშვებმა უნდა მიიღონ. არ არის აუცილებელი, 24 საათი იყო შვილთან დანევროზებული, შეიძლება ძალიან ნაყოფიერი 4 საათი გაატარო დღის განმავლობაში.

13115573_1000352446686913_1239295615_n ვფიქრობ, რომ ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ არიან პრინცები, პრინცესები– თავდაჯერებულები უნდა გავზარდოთ. მარსებითია ღია ურთიერთობა შვილთან, ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს, რაც არ უნდა უხერხული კითხვა იყოს. მე ვმდგარვარ ამ  ფაქტების წინაშე, უხერხული კითხვებიც მომისმენია და უხერხული შენიშვნებიც შვილისგან. რაც უფრო მეტ ტაბუს დავადებთ თემას, მით უფრო მეტ ბარიერებს ვაშენებთ. ვფიქრობ, რომ მე მოვიგე მარიამთან, იმით რომ აბსოლუტურად ყველა თემაზე მასთან ლაპარაკი შემეძლო 13-14 წლიდან. მე ვარ მეგობარი დედა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის არის სიმკაცრე ეს თავისთავად ჩამოყალიბდა. როცა ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემთან მოსულები, მარიამისთვის არასდროს მითქვამს გადი უფროსები ვსაუბრობთ. შეიძლება, ჩემი მეგობრებისთვის მეთხოვა თემის შეცვლა, მაგრამ მარიამისთვის არ მითქვამს, რომ მისი ადგილი აქ არ იყო, არასდროს ენის მოჩლექით მასთან არ მისაუბრია და ყოველთვის იცოდა პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე თვითონ რომ იღებდა. დიდი გოგოსავით ვუდგებოდი თავიდანვე. ვფიქრობ, რომ ბავშვობაში გარემო, მეგობრების წრე,  სკოლა – ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი.

პრობლემის მოგვარება არ ხდება დასჯასა და აკრძალვებში, არც დღის წესრიგის შედგენაში, მთელი გასაღები არის ურთიერთობებში

13084182_1000360053352819_2081665772_nმაინც მგონია რომ, თუ მშობელი შვილთან იმეგობრებს, ეს დაეხმარებათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში. შვილი ნაცემი მოვიდა, ან აღმოვაჩინეთ, რომ რაღაც პირველად მოხდა და დააშავა, მესმის რომ რთული მოსასმენია, მაგრამ მშობელი უნდა იყოს მეგობარი, რაც არ უნდა რთული მოსასმენი იყოს, პრობლემის მოგვარება არ ხდება არც დასჯაში, არც აკრძალვებში და არც დღის წესრიგის შედგენაში, მთელი გასაღები არის ურთიერთობებში. შეიძლება რაღაცები  ძალიან  არ მოგვწონდეს, რასაც ისინი გვეუბნებიან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქნებით ზედმეტად ემოციურები, ან ზედმეტად არ გავბრაზდებით რაღაცებზე, რაც ხშირად მეც ვერ მიკეთებია, ეს ურთიერთობებსაც გაადვილებს და იმ პრობლემის მოგვარების გზებსაც გვაპოვნინებს.

ეცადეთ, რომ შვილები ჩვენს არსებობას ყოველთვის გრძნობდნენ

მარიამს მე ვაკლდი, ძალიან ვნანობ-მეთქი გითხარით. რომ შემეძლოს, მარიამთან აბსოლუტურად ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებდი. ლაპარაკს რომ დაიწყდებდა იქიდან ვეტყოდი, რომ ის არის ყველაზე ლამაზი, ყველაზე კარგი, იმიტომ რომ დედის არარსებობამ ბავშვობაში, მის ცხოვრებაში რაღაც კომპლექსების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ყველაფერს შევცვლიდი მარიამთან, სკოლაში უფრო ხშირად მივაკითხავდი და დედა უფრო ხშირად ეყოლებოდა. ყველაზე მთავარი იცით რა არის? ყოველთვის გრძნობდნენ ჩვენს არსებობას შვილები.

13115578_1000356616686496_1736940983_nდა ბოლოს, იყავით თანამედროვე დედები, მშობელი შვილთან ერთად უნდა იზრდებოდეს

ვფიქრობ, რომ მშობელს ორი ლარი ექნება, სამი თუ 30, 99% ეს ფული შვილის განათლებაში უნდა ჩადოს.  ინტერესები ბავშვობიდანვე უნდა გავუჩინოთ, და პლუს ეს ინტერესები ბავშვობიდანვე უნდა დავუკმაყოფილოთ. ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლები საკუთარ თავზეც და გადაწყვეტილებებზეც თავად არიან. მინდა სულ დავრჩე ისეთი დედა, რომელიც მათთან ერთად ყველგან ივლის და სასურველი იქნება. მშობელი შვილთან ერთად უნდა იზრდებოდეს, მე მართლა ვიზრდები ახლა საბასთან ერთად. ყოველ ახალ შვილთან ერთად უნდა გავიზარდოთ, რაღაცებს ჩვენ მშობლები რომ არ ჩამოვრჩეთ. ეს ახალი თაობის ბავშვები არიან, ბევრად კაი ტიპები არიან ვიდრე, ჩვენ თავის დროზე. ყველა შვილთან ერთად თავიდან უნდა დაიწყო და თავიდან უნდა გაიარო ცხოვრება. ურთერთობების ეს ფორმაა ყველაზე მთავარი, ჩვენ შვილებთან ახლოს უნდა ვიყოთ. მშობლები არ უნდა ვიყოთ, თანამედროვე ტიპები უნდა ვიყოთ.

რატომ უნდა ჩავიბაროთ შვილისგან გაკვეთილი? – „ტასოს“ დედა მოსწავლეების მშობლებისთვის

ჯერ აღზარდეთ ადამიანი ადამიანად და შემდეგ იზრუნეთ მის სწავლა-განათლებაზე–ნინო ნადირაძე-კუზანოვა

ეკა მამალაძე მშობლებს – „ბავშვში მშობელი რასაც ჩადებს, წლების შემდეგ ის გამოვა“

ქეთი არის© გიგოლაშვილი

უარვყოფ თუ ვუარყოფ? ხელვყოფ თუ ვხელყოფ? –რთული შედგენილობის ზმნების მართლწერა

$
0
0

დღეს გრამატიკულ ცნობარში რთული შედგენილობის   ზმნებში პირველი სუბიექტური პირის ნიშნის მნიშვნელობასა და ადგილზე ვისაუბრებთ.ზოგიერთი რთული ზმნის შემთხვევაში საკმაოდ ხშირად გვხვდება შეცდომები – პირველი სუბიექტური პირის ნიშანს ზმნას ხან თავში დაურთავენ, ხან კი შუაში, ზოგჯერ კი, სულაც, უგულებელყოფენ. შევეცდებით მოკლედ, მარტივად და გასაგებად ავხსნათ ყველა საორჭოფო საკითხი:

საზოგადოდ, სუბიექტური პირის ნიშნები ზმნას თავშიც მოუდის და ბოლოშიც. 1-ლი სუბიექტური პირის ნიშანი პრეფიქსია. ეს ნიშნავს, რომ პირველი სუბიექტური პირის ნიშანი ვ- ზმნურ ფორმას თავში უნდა დავურთოთ. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ორი რამ:

  • თუ ზმნურ ფორმას არ დავურთავთ პირველი სუბიექტური პირის ნიშანს, პირველი და მეორე პირის ფორმები ერთმანეთს დაემთხვევა, ეს კი დაუშვებელია. შეცდომაა პრეფიქსის გამოტოვება იქ, სადაც მოქმედი პირი, მოქმედების „შემსრულებელი“ პირველი პირის სუბიექტია.

შეცდომაა:

უთხარი, არ გაბედო-მეთქი.

სწორია:

უთხარი, არ გაბედო-მეთქი

  • თუ ზმნის ფუძე ვ– თანხმოვნით იწყება , მაშინ პირველი პირის ფორმებში ორი ვ– მოიყრის თავს და ორივე უნდა დავწეროთ.

შეცდომაა:

ვარჯიშობ (მე)

ვარცხნი(მე)

განვითარდი(მე)

სწორია:

ვვარჯიშობ

ვვარცხნი

განვვითარდი

გამონაკლისი:

გამონაკლისია ზმნები მოვალ და მოვედი. ამ ზმნებში პირის ნიშანი ვ– დაკარგულია და არ იწერება. ეს დარღვევად არ ითვლება, რადგან ამ ზმნების I  და II  პირის ფორმები არ ემთხვევა ერთმანეთს:

მოედი – მე, მოვედი – შენ;

პირველი სუბიექტური პირის ნიშანი (ვ– პრეფიქსი) გაუგებრობას იწვევს ზოგიერთი რთული ზმნის შემთხვევაში. რთული ზმნა ორი ნაწილისგან შედგება – ზმნური ფუძისა და მეშველი ზმნისგან. ამგვარი ზმნების უღლებისას ორი პარალელური ფორმა (მე უარვყოფ და მე ვუარყოფ) გხვდება და ამათგან ერთია სწორი. იმისთვის, რომ შეცდომები არ დავუშვათ, უნდა დავიმახსოვროთ:

  • თუ ზმნის მეორე ნაწილი არის ყოფა ზმნა და ის პირიანი ფორმითაა წარმოდგენილი (და არა მიმღეობით), მაშინ პირის ნიშნებს ვურთავთ ყოფა ზმნას და არა ზმნის პირველ ნაწილს.

ნათელყოფ, უარყოფ…

  • თუ რთული ზმნის მეორე კომპონენტი რომელიმე სხვა პირიანი ზმნაა, მაშინ პირის ნიშანი დაერთვის ზმნის მეორე ნაწილს და არ პირველს:

უკუაგდებ

  • თუ ზმნას მეორე კომპონენტად აქვს მიმღეობა ან სახელი  (და არა ზმნის პირიანი ფორმა), მაშინ პირის ნიშანს ვურთავთ თავში:

ავადმყოფობ, ენამახვილობ, შუამავლობ…

  • თუ რთული ზმნის მეორე ნაწილია ვარ ზმნა, პირის ნიშანი თავშიც დაერთვის:

მირბივარ

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

კითხვის დროს ყველა გმირთან საკუთარი თავის გაიგივებას ახდენ – რას კითხულობს ირაკლი ალასანია

$
0
0

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რა თანმიმდევრობით უნდა ვიკითხოთ, EDU.ARIS.GE-ს რუბრიკაში „ჩემი წიგნი“ გთავაზობთ პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას მოსაზრებას, თუ საიდან უნდა დავიწყოთ წიგნის კითხვა, გონებრივი გაზრდა და განვითარება:

-მზა მითითებას ვერ მისცემ ახალგაზრდებს, მათ უნდა იკითხონ თავისი სურვილისა და შინაგანი განწყობის მიხედვით, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვკითხულობდი წიგნებს. ვფიქრობ, რომ  პირველ რიგში ბავშვმა უნდა წაიკითხოს „ახალი აღთქმა“ და „ვეფხისტყაოსანი“, რადგან სწორედ „ვეფხისტყაოსანი“ იყო ჩემი პირველი წიგნი, რომელსაც 5 წლის ასაკიდან ბაბუაჩემი ყოველ ზაფხულს მიკითხავდა და შემდეგ უკვე მაკითხებდა ხოლმე. ეს არის საბაზისო კლასიკური საგანმანათლებლო წიგნები.

ასევე, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე წიგნებმა „მარტოობის ასი წელიწადი“ და თომას მანის „ჯადოსნური მთა“, რომელიც ძალიან საფუძვლიან დასაფიქრებელ მასალას გაძლევს. ქართული ლიტერატურის კლასიკად ქცეული ნაწარმოებიდან ყველა უნდა გქონდეს წაკითხული, რადგან ამას არამხოლოდ ლიტერატურული ღირებულება აქვს, არამედ ისტორიული აღქმის საშუალებასაც გაძლევს. ახლა სამწუხაროდ მხოლოდ პროფესიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიტერატურას ვკითხულობ.

–წაკითხული წიგნებიდან, რომელ პერსონაჟს ამსგავსებთ თავს?

–როცა წიგნს კითხულობ ყველა გმირთან გარკვეულ სიახლოვესა და საკუთარი თავის გაიგივებას ახდენ. იმიტომ არის წიგნი ასეთი ჯადოსნური რამ, რომ პრაქტიკულად შედიხარ შიგნით და ცხოვრობ იმ გზით, იმ წესით, რომელსაც  მთხრობელი გთავაზობს. არ არსებობს პერსონაჟი, რომელიმესთან რომ არ გააიგივო თავი. მე, ყველა წაკითხულ წიგნთან დაკავშირებით მაქვს ხოლმე ეს განცდა.

ირაკლი ალასანიამ EDU.ARIS.GE-ს თავისი საყვარელი, სამაგიდო და მნიშვნელოვანი წიგნებიდან მხოლოდ ოთხი გაუმხილა, რომელიც მას ბევრჯერ აქვს წაკითხული და ჩვენს მკითხველს რეკომენდაციას უწევს, რომ წაიკითხონ:

  • ახალი აღთქმა
  • შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“
  • გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“
  • თომას მანის „ჯადოსნური მთა“

რუბრიკის სხვა სტუმრები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეოთხე –წარმატებული კონფერენცია

$
0
0

წარმატებული, წარმომადგენლობითი, დახვეწილი – ასე შეფასდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარებული სტუდენტური კონფერენცია, რომელიც რიგით მეოთხე იყო. კონფერენციაში მონაწილეობას ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 160 სტუდენტი იღებდა როგორც საქართველოს უნივერსიტეტებიდან, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან.

ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენციის მიზანია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ინტერპერსონალური ურთიერთობების ხელშეწყობა და რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან კვლევითი საქმიანობის დაკავშირება.

13165876_1082193531850616_2898928239119959768_nბიზნესი, სამართალი, ირანისტიკა, მედიცინა, სტომატოლოგია, ფარმაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა – ეს ის სექციებია, რომლებშიც მონაწილეები პლენარული სხდომის შემდეგ გადანაწილდნენ.

კონფერენცია უნივერსიტეტის რექორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა. როგორც ჩვენთან  საუბარში რექტორმა აღნიშნა, კონფერენციის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.

”წელიწადში ერთხელ, აპრილ-მაისში, ჩვენთან საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ტარდება, რომელშიც როგორც ბაკალავრები, ასევე მაგისტრანტები და დოქტორანტები მონაწილეობენ. ყოველწლიურად იზრდება ინტერესი მის მიმართ და ასევე იმ მოხსენებების დონე იზრდება, რომლებიც კონფერენციაზეა წარმოდგენილი.

„მოხარულები ვართ, რომ წელს ძალიან ფართოა იმ უნივერსიტეტების არეალი, რომლის სტუდენტებიც კონფერენციაში მონაწილეობენ”, – განხაცხადა კახაბერ კორძაიამ.

საერთაშორისო კონფერენციაზე ირანისტიკის სექცია უკვე მეორედ ფუნქციონირებდა. ღონისძებას ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე დაეწრო და რექტორის შემდეგ სტუდენტებს სიტყვით მანაც მიმართა.

13179001_1082194015183901_6770183843781395171_nკონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე იყო.  მისი თქმით,  მონაწილეთა გეოგრაფიული არეალი ყოველწლიურად იზრდება.  ამბობს, რომ  წელს  დოქტორანტურის სტუდენტები ჭარბობდნენ, ეს კი  იმას ნიშნავს, რომ კონფერენცია მუშაობს და ყველასთვის საინტერესო და ეფექტურია.

„ჩვენს კონფერენციებში აქტიურად მონაწილეობენ უცხოელი სტუდენტებიც. მომხსენებლები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ – თურქეთი, ირანი, ინდოეთი, პაკისტანი, უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, პოლონეთი და ა.შ. შარშან გერმანელებიც გვყავდნენ. საქართველოდანაც 12-13 უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას – სდასუ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტით, თსუ, თავართქილაძის უნივერსიტეტი, ჯიპა, ბათუმის უნივერსიტეტი, გორის და ა.შ.

„სულ 300-მდე განაცხადი შემოვიდა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავარჩიეთ და 160 დავტოვეთ. ურთიერთობები, რომელიც აქ ყალიბდება, კონფერენციის დასრულების შემდეგ ვითარდება და ეს კომუნიკაცია სტუდენტებისათვის ძალიან საინტერესოა,“ -აღნიშნა ჭალაგანიძემ.

13239441_1082195808517055_3512508984929963610_nკონფერენციას სიურპიზებით აღსავსე უწოდა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ კიკნაძემ.  ის ოთხივე კონფერენციაში მონაწილეობდა და აცხადებს, რომ დროის გასვლასთან ერთათ იგი უფრო წარმომადგენლობითი ხდება, იხვეწება და ხარისხით უმჯობესდება.

„ეს კონფერენციები იმიტომაცაა კარგი, რომ ბევრ სიურპრიზს ვაწყდებით. ხშირად სტუდენტი, რომელიც აკადემიური მოსწრებით ჩვეულებრივი გვეგონა, თავს სულ სხვა რაკურსით წარმოადგენს ხოლმე და აღმოვჩენთ რომ იგი ძალიან ჭკვიანი, განათლებული ყოფილა, მეცნიერული კვლევს ჩატარება და  კარგი მსჯელობა შესძლებია.

„ასე რომ ამ კონფერენციით საშუალება გვეძლევა ნიჭიერი ახალგაზრდები აღმოვაჩინოთ, რომელთაც შემდგომში  გზის გაკვლევაში დავეხმარებით. ჩემი აზრით, ეს ჩვენ დარგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს კარგი სპეციალისტები სჭირდება, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულ პოლიტიკას აწარმოებენ,“ – უთხრა EDU.ARIS.GE-ს თამარ კიკნაძემ.

13177924_1082351018501534_4813660627194743976_nგიორგი მორგოშია (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კურსის სტუდენტი):  ეს კონფერენცია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საშუალება გვეძლევა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს გავეცნოთ და გავაანალიზოთ. შემიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ დიდ  გამოცდილებას გვძენს და ახალ პერსპექტივებს გვიჩენს. უკვე ვემზადებით იმ დიდი საქმისთვის, რომელიც მომავალში უნდა განვახორციელოთ.

„მასში პირველად ვიღებ მონწილეობას და აუცილებლად ვაპირებ, რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელო. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ძალიან კვალიფიციური ადამიანები გვესწრებიან, რომელთა აზრი და შენიშვნებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

ღონისძიების ბოლოს თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატები უნივერსიტეტის რექტორმა და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანებმა გადასცეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


2016 წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით

$
0
0

მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს უმაღლეს სასწავლებელს/სასწავლებლებს და გაარკვიოს ინფორმაცია შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების შესახებ.

001 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

002 თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

003 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

004 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

005 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

006 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

009 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

012 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

014 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

016 წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

019 ქუთაისის უნივერსიტეტი

020 საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ)

023 ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი

033 გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

036 თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

047 თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

053 სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

058 სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი

062 ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

064 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

071 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

085 თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

088 სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

090 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი “ჰიპოკრატე”

097 შოთა მესხიას ზუგდიდიდ სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

098 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

114 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

115 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

120 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

121 საქართველოს უნივერსიტეტი

122 კავკასიის უნივერსიტეტი

124 თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი “გორგასალი”

129 სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი

130 ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

131 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

133 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

134 თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

135 თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

140 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

142 წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი

143 გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი

145 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

152 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)

153 საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი

154 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი

155 დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

172 აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

183 “ნიუ ვიჟენ” უნივერსიტეტი

185 საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი

186 საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

187 საქართველოს შსს აკადემია

2015 წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით

$
0
0

იხილეთ 2015 წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით:

 
001 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

002 თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

003 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

004 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

005 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

006 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

009 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

012 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

014 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

016 წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

019 ქუთაისის უნივერსიტეტი

020 საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ)

023 ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი

033 გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

036 თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

047 თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

053 სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

058 სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი

062 ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

064 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

071 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

085 თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

088 სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

090 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი “ჰიპოკრატე”

097 შოთა მესხიას ზუგდიდიდ სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

098 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

114 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

115 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

120 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

121 საქართველოს უნივერსიტეტი

122 კავკასიის უნივერსიტეტი

124 თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი “გორგასალი”

129 სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი

130 ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

131 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

133 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

134 თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

135 თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

140 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

142 წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი

143 გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი

145 წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

152 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)

153 საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი

154 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

171 ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი

172 აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი

183 “ნიუ ვიჟენ” უნივერსიტეტი

185 საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი

187 საქართველოს შსს აკადემია

2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

$
0
0

2016 წლისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდის წაკითხულის გააზრებას და რაოდენობრივ მსჯელობას დაემატა 5-5 წუთი, ხოლო ანალიტიკური წერისა და ლოგიკის დრო დარჩა უცვლელი.

იხილეთ:

2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

 

საერთო სამაგისტრო გამოცდა 2016 – ინსტრუქცია (გზამკვლევი)

$
0
0

იხილეთ 2016 წელს მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის ინსტრუქცია:

2016 წლის სამაგისტრო გამოცდის ინსტრუქცია (გზამკვლევი)

 

ნახე გასული წლების ინსტრუქცია (გზამკვლევი):

2015 წლის ინსტრუქცია (გზამკვლევი) მაგისტრობის მსურველთათვის

 

2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ელექტრონული ვერსია

Viewing all 14590 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>