Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14571 articles
Browse latest View live

გორის უნივერსიტეტში ცნობილ ქართველ ფოლკლორისტებთან შეხვედრა გაიმართა

$
0
0

18 მაისს გორის უნივერსიტეტში “სტუდენტური დღეები 2016” ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ცნობილ ქართველ ფოლკლორისტებთან: ქალბატონ ეთერ თათარაიძესთან, ბატონ ამირან არაბულთან და და ბატონ როსტომ ჩხეიძესთან.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც მიესალმა სტუმრებს და მადლობა გადაუხადა ჩამობრძანებისთვის, ბატონმა გიორგიმ ისაუბრა ასეთი შეხვედრების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე რეგიონის უნივერსიტეტისათვის.

სტუმრებს მიესალმნენ: გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე, პროფესორები: თამარ გოგოლაძე და მარინე ცერცვაძე.

მისალმების შემდეგ ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ ისაუბრა მთაში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ, გაიხსენა გოდერძი ჩოხელი და ვახუშტი კოტეტიშვილი, წაიკითხა საკუთარი ლექსები.

სიტყვით გამოვიდნენ ბატონი როსტომ ჩხეიძე და ბატონი ამირან არაბული, რომლებმაც ასევე ხაზი გაუსვეს გორის უნივერსიტეტის მიღწევებსა და იმ აქტიურ საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს ქართული საზოგადოების ფორმირებას.

შეხვედრის დასასრულს დამსწრეთა თხოვნით ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ წაიკითხა საკუთარი ლექსები


კსუ-სა და „ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

18 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.

მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა, ტრენინგებში, სასწავლო პროგრამებსა და საჯარო ლექციებში სტუდენტების ჩართულობა და მათთვის აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციების ორგანიზება იგეგმება.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და „ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ დირექტორმა გიორგი ჯღარკავამ მოაწერეს.

„ყველას ვურჩევ, რომ მოვიდეს გამოსაშვები გამოცდების პრეტესტზეც“ – ივა მინდაძე

$
0
0

21 მაისს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ე.წ.  CAT იწყება. ხვალ კი 1500-ზე მეტ სკოლაში პრეტესტი ჩატარდება. როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ განუცხადა, სისტემა გამართული მუშაობისთვის მზად არის.

მისივე ინფორმაციით, 2084 სკოლიდან გამოცდები და შესაბამისად პრეტესტი 1500-მდე სკოლაში ჩატარდება. მიზეზი რამდენიმეა:  ზოგიერთ სკოლაში სწავლება  მხოლოდ მეცხრე კლასამდე არის.  ზოგ სკოლას, კონტიგენტის სიმცირის გამო, მეთორმეტე კლასი საერთოდ არ ჰყავს  და სამწუხაროდ, ამ დრომდე რჩება სკოლები, სადაც გამოსაშვები გამოცდები ტექნიკური მიზეზით  გამო ვერ ტარდება.

ივა მინდაძის ინფორმაციით,  პრეტესიტი სავალდებულო არ არის თუმცა სასურველია, რომ მოსწავლეებმა ამ შეთვაზებით ისარგებლონ.

,,სისტემა შემოწმებულია, რამდენიმე გზის. თუმცა პრეტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის კიდევ ერთხელ ვნახოთ სისტემის მუშაობა ერთობლიობაში, როდესაც რამდენიმე ათასი ბავშვი ერთად შევა სამუშაოდ.  ამასთანავე,  მოსწავლეებს აქვთ საშუალება გამოცდამდე ერთი დღით ადრე  გაეცნონ თუ რა ტიპის დავალებები ექნებათ და როგორ უნდა იმუშაონ მათზე. ამიტომ, ყველას ვურჩევ, რომ მოვიდეს პრეტესტზეც,”- განაცხადა მინდაძემ.

ამბობს, რომ წელს  გამოსაშვებ გამოცდაზე 47 ათასამდე მოზარდი გამოდის, მათგან უმრავლესობა მეთორმეტე კლასელია, ნაწილი გამოცდებს ექსტერნად აბარებს და არიან ისეთები, რომელბმაც მეთერთმეტე კლასში ვერ ჩააბარა გამოცდა და წელს  უწევთ გადაბარება.  ასეთი დაახლოებით 3 ათსამდე მოსწავლეა.

წელსაც, წინა წლების მსგავსად, მეთორმეტეკლასელებს 4 გამოცდის: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა უცხო ენა და ისტორიის ჩაბარება მოუწევთ. როგორც  ცენტრის დირექტორის მოადგილე ჩვენთან საუბარში აცხადებს,  წელსაც აპლიკანტების ¾-ს  უცხო ენად ინგლისური აქვს არჩეული. ,,ყოველწლიურად კლებულობს იმ მოსწავლეების რიცხვი, რომლებიც უცხო ენის გამოცდისთვის გერმანულს,  რუსულს და ფრანგულ ენებს ირჩევენ”.

რაც შეეხება საგამოცდო დროს,  მოსწავლეს თითოეული  გამოცდის თითოეული კითხვისათვის პასუხის მოსანიშნად 2 წუთი ეძლევა და დამატებით რეზერვში კიდევ 10 წუთი აქვს. თუ აპლიკანტი კითხვაზე პასუხს 2 წუთზე მეტ დროს მოანდომებს, მას დრო რეზერვირებული 10 წუთიდან აკლდება. თუ დავალებას ორ წუთზე ნაკლებ დროს მოახმარს,  მაშინ დარჩენილი დრო რეზერვში გადადის.

ივა მინდაძის თქმით, როგორც წესი, მოსწავლეები გამოცდას  ნახევარ საათს ანდომებენ. თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი  დრო მათემტიკის გამოცდაზე სჭირდებათ.

CAT-ის გამოცდების  ყველა კითხვა  დახურულბოლოიანია, ანუ მოსწავლეებს სავარაუდო პასუხებიდან ერთი სწორი პასუხის არჩევა მოუწვეთ. გამოცდის შედეგები კი მათთვის ცნობილი ტესტის დასრულებისთანავე იქნება.

გამოსაშვები გამოცდა 21 მაისს საჯარო სკოლებში დილის 9 საათზე დაიწყება და 25 მაისს დასრულდება. დიდკონტიგენტიან სკოლებში გამოცდები დღეში რამდენიმე ნაკადად ჩატარდება.

მე–11 კლასელებისთვის კი გამოსაშვები გამოცდები კი 12 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება.

პრეტესტი – გენერალური რეპეტიცია, რომელზეც მე-12 კლასელები გულდასმით არ მუშაობენ

რამდენ კითხვაში შეგვიძლია დავასრულოთ ,,CAT“-ის ტესტი?! – ინტერვიუ საგამოცდო ალგორითმის შემქმნელთან

ეკა არის© წივწივაძე

ქუთაისის უნივერსიტეტში ,,ჩეხოს სახლის“ ინიციატივით მწერლებთან შეხვედრა გაიმართა

$
0
0

საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ჩეხოს სახლის“ დამფუძნებლის, ნინო ჩეხოშვილის ინიციატივით, ქუთაისის უნივერსიტეტს მწერლები შორენა ლებანიძე და ცირა ყურაშვილი ესტუმრნენ. მათ უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინეს ნინო ჩეხოშვილის მიერ სასაჩუქრედ შეძენილი საკუთარი წიგნები: ,,მანანა ანუა, ტყვეობის 52 დღე“ და ,,ხიზნები კომანის მონასტერთან“.

მწერლებმა ისაუბრეს თავიანთი ნაწარმოებების მთავარი პერსონაჟის, აფხაზეთის ომის დროს სოხუმთან ახლოს მდებარე სოფელ კომანში დახვრეტილი მღვდელ-მონაზვნის მამა ანდრიას შესახებ. წაუკითხეს ამონარიდები ნაწარმოებებიდან.

ესეისტმა და მთარგმნელმა კოტე კიკნაძემ მიმოიხილა საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული მოვლენები. სტუმრებმა სტუდენტებს უჩვენეს თამარ ბართაიას დოკუმენტური ფილმი – ,,ხიდი, იური ანუა“. შეხვედრამ ემოციურ ფონზე ჩაიარა. მასპინძლებმა გამოთქვეს აზრი, რომ მსგავსი შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები გაიმართოს საქართველოს სხვა სკოლებსა და უმაღლეს სასაწავლებლებში, რათა ახალი თაობა იცნობდეს თავისი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს — აფხაზეთს და მისთვის თავშეწირულ გმირებს.

შეხვედრის დასასრულს მწერლები ახალგაზრდებს ,,ჩეხოს სახლის“ მიერ მიძღვნილი ტორტით გაუმასპინძლდნენ.

„ყველა მასწავლებელი არ უნდა შეიცვალოს, უარესი შედეგები რომ არ მივიღოთ“

$
0
0

მასწავლებელთა მიერ სასერტიფიკაციო გამოცდებზე მიღებული რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელო შედეგები და ნაჩვენები დაბალი დონე სხვადასხვა პერიოდულობით მედიის და საზოგადოების ყურადღების საგანი ხდება. რა განაპირობებს ასეთ დონეს? რა კეთდება არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად და როგორია სახელმწიფოს მიდგომა ამ კომპლექსური პრობლემის გადაჭრის საქმეში? რა კეთდება უმაღლესი განათლების სისტემაში მომავალი კვალიფიციური პედაგოგიური მომზადების და მათი სკოლაში მოზიდვის მიზნით? – ამ და სხვა საკითხების ირგვლივ DVV International-ის ოფისში განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დისკუსია თემაზე: „მასწავლებელთა კვალიფიკაცია – საით მიდის ჩვენი განათლების სისტემა?“ გაიმართა.

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ზოგადი განათლების პროგრამების ხელმძღვანელმა რევაზ აფხაზავამ აღნიშნა, რომ ყველა პრობლემის თავი განათლების სფეროში ფულის ნაკლებობაა. მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს, რომ განათლებაში მეტი ფული წავიდეს.

3c81a9f9-0d09-4f40-a13c-30d100a4e75c„ყველა აღიარებს, რომ განათლების დაფინანსება არასაკმარისია, მათ შორის ზოგად განათლებაში. ჯერ-ჯერობით არ არის საუბარი იმაზე, როგორ დავხარჯოთ თანხები. აქ ლაპარაკია იმაზე, როგორ გავზარდოთ განათლების ბიუჯეტი.  ეს პირდაპირ კავშირშია მასწავლებლებთან და მათ პროფესიულ განვითარებასთან“, – აღნიშნა რევაზ აფხაზავამ.

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ზოგადი განათლების პროგრამების ხელმძღვანელმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც დგას ქართული განათლების სისტემა და პედაგოგთა კორპუსი. მისი თქმით, გლობალიზაციის პირობებში ჩვენ მხოლოდ ჩვენს ბაზარზე არ ვართ ორიენტირებულები და ჩვენი მოსწავლეები კონკურენტულები უნდა იყვნენ მთელს მსოფლიოში.

„ევროპაში თანამედროვე მეთოდები მზარდი ტემპით ვითარდება, მაშინ როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ მინიმალური შედეგების მიღება გვიჭირს. მასწავლებლის პროფესია ძალიან ბერდება. კადრების დეფიციტი შეიძლება შეგვექმნას ამ პროფესიაში.  საშუალო ასაკი საკმაოდ საგანგაშოა.

ამ პროფესიას საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება. ასე საუბარი, ყველა მასწავლებელი პროფესიონალია, ან ყველა მასწავლებელი არაკვალიფიციურია, არ შეიძლება. ასევე პედაგოგები  არ უნდა საუბრობდნენ, რომ მათზე მუდმივად ექსპერიმენტები  ტარდება. მასწავლებისთვის ექსპერიმენტი არ უნდა იყოს უცხო და საშიში. მსოფლიოში შრომის ბაზარზე მოთხოვნები ისე დინამიურად ვითარდება, სულ განახლება, ჩარევა და ცვლილებები უნდა ამ სისტემას. მასწავლებელი სულ ამ რეჟიმში უნდა იყოს.

არსებობს პრობლემები. მაგალითად, მასწავლებლის პროფესიაზე აბარებენ ის სტუდენტები, რომლებსაც არ აქვთ ყველაზე მაღალი ქულები. ეს გარკვეულ წინაპირობასაც ქმნის.

ციფრული სამყარო ბავშვებისთვის მშობლიურია. ამაზე მასწავლებლებზე ჯოხს ნუ გადავტეხავთ, მაგრამ ზოგჯერ ბავშვებმა მათზე უკეთ იციან ციფრული ტექნოლოგიები“, – განაცხადა რევაზ აფხაზავამ.

მისი თქმით, მასწავლებელთა ახალი სქემა პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მოტივატორი უნდა გახდეს, რადგან მასში მნიშვნელოვანი სახელფასო  ზრდა არის გათვალისწინებული. თუმცა აფხაზავას განცხადებით, დაკვირვება უნდა,  სქემამ უკუშედეგი რომ არ გამოიწვიოს.

„ეს სქემა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავაკვირდეთ, რა მუშაობს და რა -არა. რეალურად, ეს იქნება მოტივატორი, მასწავლებლებმა არ შეწყვიტონ პროფესიული განვითარება. აქ ძალიან სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეს რაღაც ნაწილისთვის შეიძლება მოტივატორი, მეორე ნაწილისთვის კი დემოტივატორი აღმოჩნდეს. ამას ძალიან დიდი დაკვირვება უნდა“,აღნიშნა მან.

დისკუსიის განმავლობაში გამოითქვა მოსაზრება, რომ მასწავლებლები არაკვალიფიციურები არიან, ახალგაზრდებს აღარ უნდათ მასწავლებლობა, პროფესიის არაპრესტიჟულობის გამო. გამოცდების თამასა იწევს ქვევით და მაინც ვერ გადადიან ამ ზღვარს. ამაზე აპელირებას აკეთებს მასმედია. რაზეც აფხაზავამ განაცხადა, რომ მედიის გარეშეც ბევრი ამბის გამომტანი ჰყავს სკოლას.

4075f722-8882-49cb-9749-c812ed5123feსაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ  მედია  დაადანაშაულა პედაგოგთა ავტორიტეტის შელახვაში. მისი თქმით, პედაგოგების კრიტიკა ტელეეკრანებიდან  მოსწავლეებზე  უარყოფითად მოქმედებს.

„როდესაც ტელეეკრანებიდან ისმის საყვედური პედაგოგების მიმართ, რომ ისინი მინიმალურ ზღვარსაც ვერ ლახავენ, ამით ისედაც უავტორიტეტო პროფესიას კიდევ უფრო ვაკნინებთ. კამპანია, რომელიც მიმდინარეობს პედაგოგთა წინააღმდეგ, მიზნად ისახავს პედაგოგთა ავტორიტეტის შელახვას. განსაკუთრებით იმიტომაცაა საგანგაშო, რომ ამას ისმენენ მოსწავლეები.

სრულყოფილი საგაკვეთილო პროცესისათვის მნიშვნელოვანია, მასწავლებლის ავტორიტეტი. თუ კერძო შემთხვევების განზოგადება მოხდება მთლიანად პედაგოგთა საზოგადოებაზე, ეს ბავშვში გამოიწვევს მასწავლებლის მიმართ უნდობლობას და შეიძლება უფრო სავალალო შედეგები მივიღოთ და ბავშვმა საერთოდ უარი განაცხადოს სკოლაში წასვლასა და განათლების მიღებაზე. ბავშვი პედაგოგის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას აღიქვამს, როგორც თავისი მასწავლებლის მიმართ კრიტიკას და მას თავისი პედაგოგის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება უჩნდება“, – განაცხადა მაია კობახიძემ.

პედაგოგთა პროფკავშირების პრეზიდენტმა სცადა იმის ახსნა, თუ  რატომ იღებენ პედაგოგები ასეთ დაბალ შედეგებს და  რატომ გვაქვს გამოცდებზე სავალალო მდგომარეობა.

„ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ დღეს მოქმედ პედაგოგთა კორპუსის საშუალო ასაკი 48 წელია. ე.ი. ჩვენ გვყავს საპენსიო ზღვარს მიღწეული და პენსიონერი პედაგოგები. მათ უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ 25, 30 და უფრო მეტი წლის წინ, იდეოლოგიურად სხვა სახელმწიფოში. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 25 წლის განმავლობაში არაერთმა ხელისუფალმა სცადა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმირება. შემოვიდა თანამედროვე მეთოდოლოგიები, ახალი სახელმძღვანელოები.

სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება აქვს, მასწავლებელს დაუწესოს მაღალი სტანდარტი და ჩვენ ამას მხარი დავუჭირეთ. ამას ითვალისწინებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, სისტემატურად იზრუნოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ძალიან ცოტა რამ გაკეთდა მასწავლებლის პროფესიული განთვითარებისთვის. პედაგოგთა გადამზადებისთვის, შეიძლება ითქვას, არაფერი გაკეთებულა. არავის შეუსწავლია, ის ერთჯერადი ტერნინგები არის თუ არა არსებული პრობლემების გადაჭრისთვის საკმარისი, რასაც სახელმწიფო ახორციელებს. რა თქმა უნდა – არა“.

მაია კობახიძემ  პრობლემებიდან გამოსავლის გზებზე გაამახვილა ყურადღება:

„მიმდინარეობს საუბარი პედაგოგთა კორპუსის განახლებაზე. სკოლა საჭიროებს თაობათა ცვლას, მაგრამ აქვე კატეგორიულად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მასწავლებელი არ უნდა შეიცვალოს, უარესი შედეგები რომ არ მივიღოთ. ჩვენ არ ვიცით, ახალგაზრდა კადრები როგორ შეძლებენ საგაკვეთილო პროცესის წარმართვას, თუნდაც ბავშვის, კლასის მართვას და შემდეგ რამის სწავლებას.

დღეს მოქმედ პედაგოგთა ძირითადი ბირთვი არის მაღალი რანგის პროფესიონალი. ჩვენ ვაცხადებთ და მოვითხოვთ, რომ თაობათა ცვლა და ახალი კადრების შემოსვლა სკოლაში უნდა მოხდეს ობიექტური პრინციპების მკაცრი დაცვით. ვინაიდან არ დაგვრჩეს სკოლის გარეთ გამოცდილი, კვალიფიციური პედაგოგები.

ასევე ვფიქრობთ, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ რადიკალურად უნდა შეცვალოს მიდგომები, დაფინანსება და მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს მოქმედ პედაგოგებს, რომლებიც არიან რეფორმის განმახორციელებლები“, – აღნიშნა პედაგოგთა პროფკავშირების პრეზიდენტმა.

DSC_5326როგორ ეხმარება სახელმწიფო პედაგოგებს იმ მინიმუმის დაკმაყოფილებაში, რასაც მისგან მოითხოვს? ამ შეკითხვას დისკუსიის დროს საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა უპასუხა.

რატიანმა მასწავლებელთა ახალ სქემაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, კომპლექსურია და პრობლემების გადაჭრის გზებს მოიცავს.

„საკმაოდ კომლპექსურია ის მიდგომები, რომლებიც ახალი სქემის პროცესში  ამუშავდა. კომპლექსურობა თავად სქემის სათაურშიც ჩანს. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ პროფესია არის რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების პროგრამებიც სათანადო დონეზე უნდა იყოს. ეს არის 21-ე საუკუნის, ასევე ეროვნულ დონეზე განათლების მოთხოვნა.

ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე, მასწავლებელს დავეხმაროთ, რომ მან მყარად იგრძნოს თავი. ამავდროულად გვყავს მასწავლებლები, რომლებიც ბევრად უფრო კარგ გაკვეთილებს ატარებენ. სქემა ორივესთვის უნდა იყოს მისაღები: მასწავლებლებისთვის, რომლებიც ახლა ადასტურებენ თავიანთ კომპეტენციებს და მასწავლებლებისთვის, რომლებსაც უკვე იმდენი აქვთ გაკეთებული, რომ დადასტურებული აქვთ თავიანთი კომპეტენცია. ისინი სხვებს უნდა უზიარებდნენ გამოცდილებას. მიგვაჩნია, რომ საკმაოდ რთული სამუშაო შესრულდა და ვეცადეთ,  სქემაში ეს ნიუანსებიც გაგვეთვალისწინებინა“.- აღნიშნა მანანა რატიანმა.

მაია კობახიძის განცხადებით, მასწავლებლის ხელფასების ზრდის ახალმა სქემამ პედაგოგებში გააჩინა სტიმული, მეტი ინტერესი გაუჩნდათ საგნობრივ გამოცდებზე გასვლის და ეს მომავალ საგნობრივ გამოცდებზე შედეგებს მოგვცემს. მისი თქმით, თუ არ გაიზრდება ხელფასი, ახალგაზრდები უარს იტყვიან მასწავლებლის პროფესიაში შესვლაზე.

„ამით არ უნდა დასრულდეს ხელფასების ზრდის პროცესი, განსაკუთრებით ვგულისხმობ, საბაზო ხელფასების ზრდას. მასწავლებლის საბაზო ხელფასი უნდა გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. ეს ახალგაზრდებისთვის ინტერესის გამღვივებელი იქნება. ვინაიდან ჩვენ ძალიან პრაგმატული ახალგაზრდობა გვყავს. ისინი ამ მცირე ხელფასზე არ წავლენ.

მასწავლებლის დანაშაული არ არის, რომ მათი პროფესია არაპრესტიჟულია. ზრუნვა მომავალი თაობის აღრზდაზე ძალიან დიდი მისიაა, პასუხისმგებლობაა და ამავე დროს ძალიან საყვარელი  პროფესიაა. მასწავლებლებს ძალიან უყვართ თავიანთი პროფესია და ისინი იმიტომ ვერ გამოდიან თავიანთი პროფესიიდან, რომ ვერ ტოვებენ სკოლას. უნდა დაიმსხვრეს წარმოდგენა, პედაგოგი იმიტომ არის სკოლაში, რომ სხვაგან ვერ შოულობს სამსახურს. სკოლაში მასწავლებელი დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის და საგნის სიყვარულით“, – განაცხადა პედაგოგთა პროფკავშირების პრეზიდენტმა.

იანვარში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდის მძიმე შედეგები – ზღვარი მხოლოდ 17%–მა გადალახა

ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა

სისტემა თუ პედაგოგები – ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი შედეგზე?!

ცისანა არის© შერგილაშვილი

25 მაისს ილიაუნიში დისკუსია თემაზე: „ფინანსური კლასტერი და მისი დეტერმინანტები“ გაიმართება

$
0
0

25 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია თემაზე: „ფინანსური კლასტერი და მისი დეტერმინანტები“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ფინანსური სექტორის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები იმსჯელებენ კონკრეტული ქვესექტორების როლზე ფინანსური კლასტერის ფუნქციონირებაში, საქართველოში ფინანსური კლასტერის განვითარების ეტაპებსა და ქვეყნის ეკონომიკისთვის განვითარებული ფინანსური სექტორის მნიშვნელობაზე.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი
  • საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების უფროსი, გიორგი ბაქრაძე
  • თბილის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე
  • საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მაია მელიქიძე
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, ნინო პატარაია
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორი, გიორგი ქადაგიძე
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნიკოლოზ ყაველაშვილი
  • საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული ჯგუფების და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ოთარ გორგოძე
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, ლარისა პატარაია
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, თათული დუშუაშვილი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, რევაზ გერაძე.

გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის IX საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

$
0
0

2016 წლის 13-15 მაისს ბათუმში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობამ ტემპუსის პროექტის LMPH-ის ეგიდით მონაწილეობა მიიღო ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის IX საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სასწავლო უნივერსიტეტის „გორგასალი“ წარმომადგენლებთან ერთად.

გამოფენაზე პროექტის მხრიდან წარდგენილ იქნა სასტუმრო მენეჯმენტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სასერტიფიკატო პროგრამები. აღნიშნული პროგრამები შემუშავებულია ტემპუსის პროექტის LMPH-ის ფარგლებში, პროექტის მონაწილე გრენობლის (საფრანგეთი), ჟირონას (ესპანეთი), რომის და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად ევროპელი ექსპერტების კონსულტირების რეჟიმში.

პროგრამებმა გამოფენის მონაწილეთა და დამთვალიერებლების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია, შედეგად სხვადასხვა ორგანიზაციებთან და პირებთან ურთიერთთანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივებს ჩაეყარა საფუძვლები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა სამივე უნივერსიტეტს სერთიფიკატები გადასცა გამოფენაში აქტიური მონაწილეობისათვის.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა

$
0
0

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე – დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე.

ქვეყნის პირველმა პირმა ევროპული სახელმწიფოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, სახელმწიფოს ევროპული სისტემით მოწყობაზე და ქრისტიანულ რელიგიაზე, როგორც ქვეყნის ევროპული მოწყობის ნაწილზე.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ლექციაზე განაცხადა, წელს საქართველოში დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე აღინიშნება და სწორედ ამიტომ წლევანდელი წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოცხადდა. დღეს ქვეყანა დგას იმ გზაზე, რომელსაც დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა ჰქვია.

პრეზიდენტმა არჩევანის თავისუფლებაზეც ისაუბრა და მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად განათლების სისტემას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, პარლამენტის ქუთაისში საქმიანობას, იმერეთის რეგიონის და ქუთაისის განვითარებას შეეხებოდა.

პრეზიდენტის საჯარო ლექციის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისაკენ.


საგადასახადო სამართლის კურსი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისგან

$
0
0

საგადასახადო სამართალი (სასერტიფიკატო კურსი) – 350 ლარი

სასერტიფიკატო კურსის ხანგრძლივობა – ერთი თვე (16 საათი, კვირაში ორჯერ, სამუშაო საათების შემდეგ);

სასერტიფიკატო კურსის დაწყების თარიღი: 31 მაისი;

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 28 მაისი, 18:00 საათი;

კურსის ხელმძღვანელი – ზვიად როგავა

პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ლექციების საშუალებით მსმენელები შეისწავლიან საგადასახადო სამართლის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოიმუშავებენ შესაბამის უნარ-ჩვევებსა და აიმაღლებენ კვალიფიკაციას.

სასერტიფიკატო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • საგადასახადო პასუხისმგებლობა;
  • საგადასახადო კონტროლი;
  • საერთო სახელმწოფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები;

გადახდის პირობები:
სასერტიფიკატო კურსის საფასურის გადახდა წარმოებს ორ ეტაპატ. საფასურის ნაწილი – 50 ლარი მსმენელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის ეტაპზე, ხოლო მეორე ნაწილი – 300 ლარი, სწავლის დაწყებიდან ერთი კვირის მანძილზე. მსმენელი სასერტიფიკატო კურსზე ჩაითვლება რეგისტრირებულად მხოლოდ კუსის საფასურის ნაწილის – 50 ლარის გადახდის შემთხვევაში. გადახდა შეგიძლიათ ონლაინ www.paybox.ge -ის (იხ. ბმული ) მეშვეობით. ასევე ინტერნეტ ბანკსა და საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების ანგარიში: GE59BG0000000697402200
მიმღების სახელი: შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
დანიშნულება: სასერტიფიკატო კურსის საფასური, მონაწილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი

მიმღები ბანკი: სს „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE39TB7999936020100002
მიმღების სახელი: შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
დანიშნულება: სასერტიფიკატო კურსის საფასური, მონაწილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი

დამატებითი ინფორმაცია:
სასერტიფიკატო კურსის დასასრულს მსმენელებზე გაიცემა სერტიფიკატები.

რეგისტრაციისთვის ასევე შეგიძლიათ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

R

როგორ გამოიყურება აბიტურიენტების კომპიუტერები – მზადება გამოცდებისთვის 2016

$
0
0

24 ტონიანი ტვირთი – 12 ათასი ლეპტოპი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით გასაგზავნად მზადდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აქედან 10 ათასია საჭირო, 2 ათასი კი რეზერვია იმ შემთხვევისათვის, თუ გამოცდების მსვლელობისას რომელიმე მათგანი მწყობრიდან გამოვიდა.

download (4)ცენტრში ამჟამად მოწყობილობები იმგვარ კონდინციამდე მიჰყავთ, რომ მისი ჩართვისას აბიტურიენტს მხოლოდ ტესტზე მუშაობა შეეძლოს და არა ინტერნეტის ან სხვა დოკუმენტების გამოყენება.

ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი ტექნიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიგზავნება, რათა ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონულად ჩატარდეს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული სიახლისათვის ისინი დიდი ხანია ემზადებიან.

„მოგეხსენებათ, აპლიკანტებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით უწევთ გამოცდების ჩაბარება. მათთვის ის მოწყობილობები, ლეპტოპები მზადდება, რომლითაც უნდა ჩააბარონ. ლეპტოპი თითოეულ აპლიკანტს ინდივიდუალურად ექნება. მათში შესაბამისი პროგრამა უკვე იტვირთება, რომლშიც იმუშავებენ“,-აღნიშნა მიმინოშვილმა.

download (2)სანფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჭანკოტაძე:

„როცა აბიტურიენტი გამოცდაზე შევა, მას უკვე დახვდება ჩართული ლეპტოპი, რომლის ეკრანზეც გამოცდაზე მოქცევის წესები იქნება გამოსული. იგი დაადასტურებს, რომ წესებს გაეცნო და პროგრამაში სპეციალური კოდის შეყვანით საგამოცდო დავალებები გამოჩნდება.

„კომპიუტერის ცოდნაში დიდი კომპეტენციები მას არ სჭირდება. საკმარისია უბრალოდ ეკრანზე ინსტრუქციებს გაეცნოს და ორი ისრის საშუალებით ერთი დავალებიდან მეორეზე გადაინაცვლოს. ასე რომ, კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური ცოდნაც საკმარისია.

„მომავალში გამოცდები უკვე სრულად ელექტრონულად ჩატარდება. ბევრ სხვა რამესთან ერთად ელექტრონული ვერსიის უპირატესობაა ის, რომ მასზე შეიძლება უფრო მრავალფეროვანი ტექსტური დავალებები იყოს წარმოდგენილი, მაგალითად აპლიკანტმა არეგულიროს შრიფტის ზომა და ა.შ.“

download (7)როგორც მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული გამოცდებისათვის 47 ათასამდე  მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. თუმცა, თუ რომელიმე მეთორმეტე კლასელი გამოსაშვები გამოცდების ბარიერს ვერ გადალახავს, ის ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნება.

მისივე თქმით,  გამოსაშვები გამოცდების მსგავსად, პრეტესტის გავლის საშუალება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვისაც აქვთ, ვინაიდან ელექტრონული ტესტის ბუკლეტის ნიმუში მათ ვებ-გვერდზე დევს. ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება გაეცნოს თუ როგორია და ივარჯიშოს.

„რაც შეეხება თავად ამ ლეპტოპებსა და პროგრამას, მის გასაცნობად არაერთი აპრობაცია ჩავატარეთ და არაერთმა აბიტურიენტმა მიიღო მასში მონაწილეობა. ახლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გაქვს დაგეგმილი – 28 მაისს ტარდება აპრობაცია და ეს იქნება რეალური საგამოცდო პროცესის სრული იმიტაცია. მსურვლთა რეგისტრაცია გამოვაცხადეთ და ზუსტად ნახევარ საათში ყველა ადგილი შეივსო. იძულებული გავხდით დამატებითი ადგილებიც გამოგვეცხადებინა და ისიც დაახლოებით 3 წუთში შეივსო. მათთვის სექტორებს 175 სკოლის საგამოცდო ცენტრში ვამზადებთ,“ – აღნიშნა მიმინოშვილმა.

download (5)EDU.ARIS.GE-ს მკითხვალმა უკვე იცის, რომ წელს ეროვნული გამოცდები მაღლივში აღარ ჩატარდება, თუმცა, თბილისში საგამოცდო ცენტრების რაოდენობა გაზრდილია. გამოცდებისთვის მზადდება 175-ე სკოლა, რომელსაც ა. და ბ ბლოკი აქვს, 173-ე, 39-ე, 117-ე და ტექნიკური უნივერსიტეტი. საგამოცდო ცენტრი აღარც 161-ე სკოლაში იქნება.

მაია მიმინოშვილმა 2016 წლის პოპულარულ არჩევით საგნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა დამატებით საგნად ისტორიის ჩაბარება არჩია, მას გეოგრაფია მოსდევს

როგორც აღმოჩნდა, თითქმის ორჯერ შემცირდა იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებმაც უპირატესობა მათემატიკას მიანიჭეს. მიმინოშვილის თქმით, თუკი შარშან მათემატიკას დამატებით საგნად დაახლოებით 16 ათასი აბიტურიენტი აბარებდა, წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 9 ათასს შეადგენს. არაპოპულარულ საგნებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიც შედის.

download (8)ამ ეტაპისათვის მან ვერ დაგვისახელა მოთხოვნად სპეციალობები იმ მიზეზით, რომ აბიტურიენტებს ჯერ კიდევ აქვთ სპეციალობის არჩევის დრო და ძალიან ბევრ მათანს ეს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.

რაც შეეხება მოთხოვნად უნივერსიტეტებს, როგორც აღმოჩნდა, ამ კუთხით სახელმწიფო სასწავლებლებიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს, ხოლო კერძო სასწავლებლებიდან თავისუფალი უნივერსიტეტი.

თუმცა, ისევე როგორც სპეციალობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის არჩევის დროც ჯერ კიდევ არის და ამიტომ, აღნიშნული სურათი შესაძლოა შეიცვალოს კიდეც.

ეროვნული გამოცდები 1 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება და 21 ივლისს დასრულდება.

წელს ეროვნული გამოცდები უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში აღარ ჩატარდება

წელს აბიტურიენტების საგამოცდო ბარათები და მისი მიღების წესი იცვლება

ეროვნული გამოცდები 2016– განრიგი

თაკო არის© მათეშვილი

პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია 20 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნავს

$
0
0

20 მაისს, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი), რომელიც აერთიანებს 7000-მდე ფიზიკური პირსა და 90-მდე წამყვან აუდიტორულ კომპანიას, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „პროფესიული განვითარების 20 წელი – ევროინტეგრაცია და პროფესიის გამოწვევები“. 

კონფერენციის უმთავრესი მიზანია სამთავრობო სტრუქტურებს, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის წარმომადგენლებს უკეთ გააცნოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა, რაც შემდგომში საქართველოს დაეხმარება პროფესიის მარეგულირებელი სრულყოფილი და ევროდირექტივებთან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაში.

კონფერენცია დასრულდება საზეიმო ღონისძიებით, რომელზეც მოწვეულები არიან „ბაფის“ პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, წევრი ორგანიზაციები და წამყვანი ბიზნეს კომპანიები.

კონფერენციაში მონაწილეობენ: ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IFRS-s), მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები; სხვადასხვა ქვეყნის (ინგლისი, ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, რუსეთი, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი) მარეგულირებელი და პროფესიული ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, წევრი კომპანიების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

კონფერენციის თემა: პროფესიული განვითარების 20 წელი – “ევროინტეგრაცია და პროფესიის გამოწვევები”

გამოსაშვები გამოცდები 1500 სკოლაში პრეტესტით დაიწყო –მოსწავლეების შეფასებები

$
0
0

საქართველოს 1500-ზე მეტ სკოლაში ხვალიდან მეთორმეტე კლასელების გამოსაშვები გამოცდები იწყება. დღეს კი აბიტურიენტებმა ერთგვარი რეპეტიცია- პრეტესტი გაიარეს, რომლის მეშვეობითაც მათ ხვალინდელი გამოცდისათვის ვარჯიში შეეძლოთ. იგი შუადღის  2 საათზე დაიწყო და საღამოს 9 საათამდე გასტანს.

პრეტესტი ყველა იმ სკოლაში ჩატარდა, სადაც ხვალ გამოსაშვები გამოცდები გაიმართება. საქართველოში სულ 2084 საჯარო სკოლაა, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანში ტექნიკური აღჭურვილობა არაა, გამოცდები ვერ ტარდება. ასეთი სკოლების მოსწავლეები კი მეზობელ სკოლებში ნაწილდებიან.

13245940_1239355319430634_1678434332_nგამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას მანამ, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.

პრეტესტში მონაწილეობა მეთორმეტე კლასელებისათვის ნებაყოფლობითა, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განმარტავს, მასში მონაწილეობას თთქმის ყველა მეთორმეტე კლასელი იღებს.

„ხვალიდან კი რეალური გამოცდები ქართული ენითა და ლიტერატურით იწყება. მე-12 კლასელების უმრავლესობას 4 გამოცდა ექნება ჩასაბარებელი. მათ ის მეთორმეტე კლასელებიც შეუერთდებიან, რომელთაც მე-11 კლასში ბარიერი ვერ გადალახეს. მათ უკვე 4–ზე მეტი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

„რაც შეეხება მე-11 კლასელებს, საგამოცდო პროცესი ივნისში დაიწყება, ვინაიდან მათთვის სასწავლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.  ყველა მოსწავლეს წარმატებას ვუსურვებ. მინდა, რომ თითოეულმა მათგანმა მოახერხოს ბარიერის გადალახვა. ის მოსწავლეები, რომლებიც რომელიმე საგანში ბარიერს ვერ გადალახავენ, მისაღებ გამოცდებშიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას,“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია მიმინოშვილმა.

გამოსაშვები გამოცდებისას მაქსიმალური დრო 1 საათია. თუმცა, მიმინოშვილის თქმით, როგორც წესი, მოსწავლეები საქმეს დაახლოებით ნახევარ საათში ასრულებენ ხოლმე. მათ მხოლოდ დახურულ კითხვებზე  უწევთ პასუხის გაცემა.

კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება, შემდეგს გულისხმობს: როგორც კი პროგრამა მოახერხებს მოსწავლის შესაძლებლობა მაქსიმალური სიზუსტით შეაფასოს, გამოცდა წყდება. ანუ, მოსწავლეები ზუსტად ერთიდაიგივე რაოდენობის დავალებებსაც კი არ იღებენ. ზოგ მათგანს შეიძლება 30 კითხვაზე მოუწიოს პასუხის გაცემა, თუკი მისი შესაძლებლობის გაზომვა შესაძლებელი იყო, ზოგის შემთხვევაში კი შეიძლება მეტი დავალება გახდეს საჭირო.

download (11)ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებდა დღევანდელ პრეტესტზეც. EDU.ARIS.GE რამდენიმე სკოლას ესტუმრა, რათა პროცესის მიმდინარეობას დაკვირვებოდა. ჩვენ იმ მოსწავლეებსაც გავესაუბრეთ, რომლებლაც პრეტესტი უკვე გაიარეს. ისინი დავალებებს მეტნაკლებად რთულად აფასებენ და ერთხმად აღნიშნავენ, რომ წინა წლისგან განსხვავებით პროგრამა არჭედავდა“.

თუმცა,  23-ე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი კუშაძე ძველი კომპიუტერის ეკრანით უკმაყოფილო დარჩა. მისი თქმით, ეკრანი იმდენად გამოუსადეგარი იყო, რომ მუშაობა შეუძლებელი გახდა.

„პირველი თაობის კომპიუტერის ეკრანი შემხდა და თვალები საშინლად მატკინა. სხვა კომპიუტერზე გადასმა მოვითხოვე, მაგრამ პასუხად – სათვალეები გაიკეთეო – მივიღე. გამოცდაზეც რომ ასე იყოს, როგორ უნდა მოვიქცე?“ – ამბობს გიორგი.

სანდრო გეგიძე. 55- სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე: „ვფიქრობ ტესტები ცოტა არაპროგრამულად იყო შედგენილი. შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ისეთი კითხვებიც მომივიდა, რომლებიც პროგრამას აცდენილი იყო. თუმცა, მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა მოვა ხვალინდელ გამოცდაზე. ეს უბრალოდ გავარჯიშება იყო. ხვალ კი მგონია , რომ უფრო რთული კითხვები გვექნება.

„15-20 წუთში გამოვედი. ამ დროში დაახლოებით 30 კითხვას ვუპასუხე. ამის შემდეგ პროგრამამ დამიწერა, რომ ტესტი დასრულებულია და რომ ამ ტესტით შეფასება არ ხდება“.

ელენე. 51- სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე: „მათემატიკა ნამდვილად არ მერთულა, ქართულიც ასევე. ისტორია კი ცოტა ძნელი იყო. იგლისურიდან საერთოდ არ მოვიდა კითხვები, რაც გამიკვირდა. სხვათაშორის, ველოდი, რომ მეტი კითხვა მომივიდოდა. საერთო ჯამში დაახლოებით 15 კითხვა მომივიდა. არადა წინა წელს ბევრად მეტ კითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა. წელს 15-20 წუთში დავასრულე.

„ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მარტივი, ან ძალიან რთული იყო. ვინც სწავლობს, არ გაუჭირდება, მაგრამ ვინც არ სწავლობს, მეეჭვება ჩაბარება შეძლოს. საბედნიეროდ, პროგრამა არ „ჭედავდა“. წინა წელს კი საკმაოდ ბევრჯერ გაითიშა“.

ანი ჭანუყვაძე. 51- სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე: „არც ისე ადვილი იყო. ცოტათი გამიჭირდა. განსაკუთრებით მათემატიკა და ისტორია. უცხო ენიდან კითხვები საერთოდ არ ყოფილა. სულ დაახლოებით 25 კითხვა მოვიდა. ქართულიდან უფრო ნაკლები, მათემატიკიდან – მეტი. საერთო ჯამში დაახლოებით 20 წუთი დამჭირდა.

„წინა წლისგან განსხვავებით პროგრამას არ გაუჭედია და ეს ძალიან კარგია. შარშან უფრო პრობლემები იყო ამ მხრივ.“

13275618_1239355566097276_1951686449_n51- სკოლაში პროცესს დირექტორი პირადად აკვირდებოდა. ჩვენთან საუბროსას მანანა თურქაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე წლიანი გამოცდილების წყალობით პრეტესტის მსვლელობისას პრობლემები არ შექმნიათამბობს, რომ ყველა მოწყობილობა გამართულად მუშაობს. სკოლის აიტი მენეჯერმა და განათლების სამინისტროს თანამშრომელმა  ამაზე წინასწარ იზრუნეს.

თურქაძის თქმით, პრეტესტი ბავშვებს ძალიან კარგ შესაძლებლბას აძლევს – წინასწარ გაეცნონ პროგრამას და საკუთარი ცოდნაც შეამოწმონ. ამბობს, რომ ეს მათაც იციან და ამიტომ, ამ შანსს ყელა იყენებს.

„სულ 165  კურსდამთავრებული გვყავს და ყველა იღებს პრეტესტში მონაწილეობას ერთის გარდა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვიდა. ბაშვები ამას სიხარულით ხვდებიან რადგან იციან, რომ ეს მათთვის დაუშვეს.

„დიდი იმედი მაქვს ჩვენი სკოლის ყველა მეთორმეტეკლასელი ჩააბარებს გამოსაშვებ გამოცდებს. ყოველთვის ასე იყო და ძალიან შევწუხდები წელს თუ სხვანაირად მოხდა. ისინი მთელი წელი მეცადინეობენ, ყველა ხელს ვუწყობთ ამაში. გაკვეთილების შემდეგაც კი რჩებიან ხოლმე სკოლაში სამეცადინოდ, ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად უყურებენ  და პრობლემა რატომ უნდა შეექმნათ,“ – გვითხრა მანანა თურქაძემ.

გამოსაშვები გამოცდებისათვის  დაწესებული ბარიერი არ შეცვლილა.5-დან 10 ბალიან შკალაზე მეოსწავლემ მინიმუმ 5,5 ქულა უნდა აიღოს, რათა საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოს.

მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები 25 მაისს დასრულდება. ამის შემდეგ კი იგივე უკვე მე-11 კლასელებისათვის დაიწყება. მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.

გამოსაშვები გამოცდები 2016 – პასუხები ყველა კითხვაზე და ტესტური დავალებების ნიმუშები

თაკო არის© მათეშვილი

მე-12 კლასელები ქართულში გამოსაშვებ გამოცდას აბარებენ

$
0
0

1500-ზე მეტ სკოლაში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. მეთორმეტეკლასელები დღეს დილის 9 საათიდან გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. დღის მეორე ნახევარში კი გეოგრაფიის გამოცდა იმ მე-12 კლასელებს ექნებათ, რომელთაც მე-11 კლასში ბარიერი ვერ გადალახეს.

13249359_1239847476048085_16175852_nროგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ამ დროისათვის არანაირი პრობლემა და ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დღეს  თბილისის 133-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც დირექტორსა და მოსწავლეებს გაესაუბრა და პროცესის მიმდინარეობას დააკვირდა.

მისი თქმით, ჯერ-ჯერობით გამოცდები  ყველგან მშვიდად მიდის. მონიტორინგისათვის კი წელს  განსაკუთრებული ზომებია მიღებული – ყველა იმ ოთახში, სადაც გამოცდა ტარდება, ვიდეოთვალია დამონტაჟებული.

“ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს   პროცესის მიმდინარეობას თვალყური მივადევნოთ და სკოლებს ონლაინ რეჟიმში დავუკავშირდეთ  თუ შევამჩნიეთ, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან სათანადოდ არაა ყველაფერი მოწესრიგებული, ან მეთვალყურის მხრიდან  რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი.

“ სირთულეს რაც შეეხება, მოგეხსენებათ ჩვენი მოსწავლეები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების სახით აბარებენ და თავად მათზეა დამოკიდებული რამდენად მარტივი, ან რთული დავალება მოუვათ. თუკი მოსწავლე დავალებებს პასუხს კარგად სცემს, ნელ-ნელა გაურთულდება. ხოლო თუ ვერ ახერხებს, მაშინ მარტივი დავალებები მიუვა. ასე რომ, დავალების სირთულე თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული,” – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

13250447_1239851489381017_1547593032_nრაც შეეხება გუშინდელ პრეტეტს, რომელიც ასევე 1500-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა, მიმინოშვილის თქმით, რეგიონებში გადაცდომას ჰქონდა ადგილი, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით მათი რეაგირება მყისიერი იყო. ამბობს, რომ  პრეტესტზე მოსწავლეთა ურავლესობა მივიდა, თუმცა არა აბსოლუტური უმრავლესობა.

მოსწავლეები კი გამოცდას როგორც მეტ-ნაკლებად რთულს აფასებენ.

ცირა ღვინიაშვილი. 133-ე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე: “დაახლოებით 45-50 წუთი დამჭირდა. საკმაოდ ბევრ კითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა – დაახლოებით 40-ზე. naec.ge-ზე დადებული ნიმუშების მსგავსი კითხვები იყო.  ზოგი კითხვა საკმაოდ მეადვილა, ზოგი კი ნამდვილად რთული იყო. ასე რომ, მარტვიად ჩასაბარებელი გამოცდა ნამდვილად არაა. მე 7 ქულა ავიღე.”

13249394_1239847046048128_1823101223_nმეგი ნეფარიძე. 133-ე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე: “რთული არ იყო, მაგრამ კომპიუტერი რა პრინციპით წერს ქულებს, ვერ დავადგინე.  ნამდვილად არც ერთი კითხვა არ გამრთულებია და ამის მიუხედავად, მაინც 8. 91 ავიღე. ვერ მივხვდი რაში დამაკლო ამდენი ქულა. ცუდია, რომ არ გიჩვენებს თუ რა შეგეშალა. ამას რომ აჩვენებდეს მეცოდინებოდა რა შეცდომა დავუშვი.”

გამოცდის მიმდინარეობით კმაყოფილი იყო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე , რომელმაც განგვიცხადა, რომ სისტემა აბსოლუტურად გამართულია დაარანაირი ტექნიკური ხარვეზი არ აქვთ.

13277947_1239851602714339_862123252_nმისი თქმით, სკოლას 79 მეთორმეტეკლასელი ჰყავს. თითოეულმა მათგანმა გენერალური რეპეტიცია გუშინ გაიარა.

“ტესტი მარტივი არაა, მაგრამ ის ბავშვები, რომლებიც წლების განმავლობაში სწავლობდნენ, უპრობლემოდ ჩააბარებენ. ჩვენს სკოლაში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. 8 მედალოსანი გვყავს და შესაბამისად, ადეკვატურ შეფასებას ველოდებით.

“ჯერ-ჯერობით, ვინც გამოცაზე გავიდა, საშუალოზე მაღალ ქულებს იღებენ. დაბალი შედეგი ჯერ არავის ჰქონია. ზოგადად, ჩვენ სკოლაში ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი მოსწავლე, რომელიც გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრა. ამიტომ, მსგავს რამეს არც წელს არ ველოდები,” – გვითხრა ლიანა ფუტკარაძემ.

ჩაჭრილთა ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გამოცდებისათვის 47000-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული. მე-12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას 4 საგანში (ქართული, უცხოური ენები, ისტორია, მათემატიკა) ჩააბარებენ. მათი გამოცდები 25 მაისს დასრულდება.

გამოსაშვები გამოცდები 2016 – პასუხები ყველა კითხვაზე და ტესტური დავალებების ნიმუშები

თაკო არის© მათეშვილი

მოსწავლეთა პასუხებზე რეაგირების სტრატეგიები

$
0
0

როგორ მოვიქცეთ, როცა მოსწავლე შეკითხვას სწორად პასუხობს, შევაქოთ თუ არა იგი? როგორ მოვიქცეთ, როცა მოსწავლე არასწორ პასუხს იძლევა, დავმალოთ თუ არა ჩვენი შეშფოთება? რა სახის რეაგირება უნდა მოახდინოს პედაგოგმა, რომ დაეხმაროს მოსწავლეს სწავლის გაუმჯობესებასა და საკუთარი თავის გონივრულად მართვაში? მასწავლებლის სწორი რეაქცია სასწავლო პროცესს უფრო ნაყოფიერს ხდის. ამ სტატიაში განვიხილავთ სტრატეგიებს, რომლებიც ამ მიზანს ემსახურება.

სტრატეგია 1 სწორი  პასუხის  დადასტურება

მიზანი: პასუხის სისწორის დადასტურება ემოციების გარეშე

აღწერა: მოსწავლეებს,  უბრალოდ,   ვამცნობთ, რომ პასუხი სწორია.

მოსწავლის სწორ პასუხზე საუკეთესო რეაქციაა პირდაპირი და უემოციო განცხადება: „დიახ, ეს პასუხი სწორია“ ან, უბრალოდ, „სწორია“, „მართალია“, „დიახ, გმადლობთ“, „დიახ, ეს ზუსტად ის არის, რისი მოსმენაც მსურდა“. ეს რეაქცია შევადაროთ შემდეგ განცხადებებს: „გასაოცარია! არაჩვეულებრივი პასუხია! ბრწყინვალეა!“ სწორედ ეს არის გადაჭარბებული შექება, რომელიც უმჯობესია, ჩავანაცვლოთ პასუხის სისწორის უბრალო დადასტურებით. ამ სტრატეგიის გამოყენებით პედაგოგი მოსწავლეს უდგება, როგორც გონიერ და ღირსეულ პიროვნებას, რომელსაც ურჩევნია, პირდაპირ უთხრან, ვიდრე გადაჭარბებულად შეაქონ. ამგვარად, მოსწავლეებს ვაწვდით პირდაპირ გზავნილს: თქვენი პასუხი სწორია. შექებისგან განსხვავებით, ის მხოლოდ კონკრეტულ პასუხს აფასებს და არა – თვით მოსწავლეს. პასუხის სისწორის უბრალო დადასტურება არის ექსპერტის, ამ შემთხვევაში, მასწავლებლის შეფასება პასუხის სიზუსტესთან დაკავშირებით. ის არ იწვევს ემოციას, რამაც შეიძლება მოაცდინოს მოსწავლე სწავლის პროცესში. ზოგჯერ სასარგებლოა, პასუხის სისწორის დადასტურებას დავამატოთ ინფორმაციის გამეორება, მაგალითად: „პასუხი სწორია. ეს წესი არ ვრცელდება არაწესიერი წილადების შეკრებაზე”. ამ მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ცოდნის განმტკიცებას.

სტრატეგია 2 არსწორი  პასუხების  დადასტურება  ემოციის  გარეშე

მიზანი: არასწორი პასუხის დადასტურება ემოციების გარეშე

აღწერა: მოსწავლეებს, უბრალოდ, ვამცნობთ, რომ პასუხი არ არის სწორი.

წინა სტრატეგიის მსგავსად, მოსწავლის მცდარ პასუხზე საუკეთესო რეაქციაა მოკლე და უემოციო განცხადება, მაგალითად:

  • არა, სწორი პასუხია…
  • არა, ეს ის არ არის, რისი მოსმენაც თქვენგან მინდოდა.
  • მართალი არ ბრძანდებით. სწორი პასუხია…
  • ეს პასუხი შეესაბამება სხვა რამეს. ამ კითხვაზე სწორი პასუხია…
  • არა, მაგრამ კარგია, რომ ეს საკითხი წამოწიეთ, რადგან სხვებიც ასე ფიქრობენ. სწორი პასუხია…

პასუხის სიმცდარის დადასტურების შემდეგ პედაგოგმა უნდა თქვას სწორი პასუხი და გადავიდეს სხვა შეკითხვაზე.

უნდა ვეცადოთ თუ არა, რომ სწორი პასუხი როგორმე ვათქმევინოთ იმ მოსწავლეს, ვინც არასწორად უპასუხა?

ამის გაკეთება საკმაოდ მიმზიდველია, როგორც შემდეგ მაგალითშია მოცემული: „არა, ნინო, კალიფორნიის დედაქალაქი ლოს-ანჯელესი არ არის. სწორი პასუხი იწყება ასო „ს“-ზე. აბა, თუ გამოიცნობ. მოდი, კიდევ სცადე. გინდა, კიდევ ერთი მინიშნება მოგცე?“ ამ დროს მოსწავლე ხშირად განიცდის ზეწოლას, უფრო მეტად იბნევა და ღირსება ელახება. გარდა ამისა, ეს მეთოდი აგდებს გაკვეთილის ტემპს და ასუსტებს მოსწავლეების ჩართულობას. ამიტომ, უმჯობესია, პედაგოგმა მაშინვე გასცეს სწორი პასუხი და სხვა საკითხზე გადავიდეს.

სტრატეგია 3 პასუხის  არამართებულობის  დადასტურება  პატივისცემის  გამოხატვით

მიზანი: მოსწავლის ძალისხმევის დაფასება

აღწერა: არასწორი პასუხის შემთხვევაში გამოვხატავთ, რომ ვაფასებთ და პატივს ვცემთ მოსწავლის ძალისხმევას.

მაგალითები:

  • პასუხი არასწორია, მაგრამ მაინც კარგი მოსაზრებაა.
  • კარგი პასუხია, მაგრამ ამ შემთხვევაში შეუსაბამოა. საუკეთესო პასუხი იქნებოდა…
  • თქვენი პასუხის პირველი ნაწილი სწორია. ნამდვილად სწორ გზას ადგახართ. სრული პასუხია…

ამ სტრატეგიით კონცენტრირება ხდება არა თვით პასუხზე, არამედ აზროვნების პროცესზე და პასუხის გაცემის სურვილზე, რაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, იმსახურებს შექებას. მოსწავლის იმედგაცრუებას აწონასწორებს მასწავლებლის პოზიტიური კომენტარი. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაკლებად თავდაჯერებული მოსწავლეებისთვის.

ტრატეგია 4 შექება  და  ჯილდო  ყველას

მიზანი: მთელი ჯგუფის წახალისება და კლასში მტკიცე ერთობის შექმნა

აღწერა: მთელი ჯგუფის შექება ან დაჯილდოება

მოსწავლეების უმრავლესობას სიამოვნებს შექება და დაჯილდოება. ამ დროს ისინი თავს ღირსეულ ადამიანებად გრძნობენ, რაც სტიმულს აძლევს, უფრო გულმოდგინედ ისწავლონ და უკეთ მოიქცნენ. თუმცა ამ სტრატეგიამ შესაძლოა, უარყოფითი შედეგები გამოიღოს:

მიჩვევა. თუ მოსწავლეები განებივრებულები არიან შექებით და ადვილად იღებენ ჯილდოებს, ეს იწვევს უარყოფით შედეგს: სიადვილე აფერხებს დამოუკიდებლობის, შრომისმოყვარეობის, თვითკონტროლის და ინიციატივის უნარების განვითარებას. შექებამ და ჯილდოებმა შესაძლოა გამოიწვიოს მიჩვევა. როგორც ნებისმიერი მავნე ჩვევა, ესეც იწვევს უფრო მეტის და მეტის მიღების სურვილს, რაც მოსწავლეს სხვებზე დამოკიდებულს ხდის.

დევალვაცია. ზოგიერთი მოსწავლე ამჩნევს, რომ მასთან შედარებით სხვა თანაკლასელებს უფრო ხშირად აქებენ ან მეტ ჯილდოს აძლევენ. ამ დროს მოსწავლეს უყალიბდება ასეთი შეხედულება: „ამ კლასში ყველას ერთნაირად არ გვაფასებენ. მე არ ვარ პატივისცემის ღირსი“.

მანიპულაცია. მასწავლებელი ამბობს: „შეხედეთ, რა კარგები არიან პირველ რიგში მსხდომი მოსწავლეები“, და ყველა მოსწავლის ყურადღებას მათკენ მიმართავს. მოსწავლეებს უჩნდებათ ასეთი გრძნობა: „მასწავლებელს ჩვენ არ ვედარდებით. მას მხოლოდ გარკვეული მოსწავლეები მოსწონს“.

გაზვიადება. მასწავლებელი ამბობს: „ბრწყინვალე პასუხია! არაჩვეულებრივია! სენსაციურია! განსაცვიფრებელია! მოდი, ამ პასუხისთვის სანდრას ტაში დავუკრათ“. გაზვიადებული შექება იწვევს მის გაუფასურებას, მოსწავლეები კი მასწავლებელზე ფიქრობენ: „მას მიაჩნია, მე იმდენად სულელი ვარ, რომ ამ უაზრობის მჯერა“, ან „მე იმდენად სუსტი ვარ, რომ ასეთი გაზვიადება მჭირდება“.

ჩვენი მიზანია მოსწავლეების ჩამოყალიბება ღირსეულ ადამიანებად, გულმოდგინე სწავლის მოტივირება, თვითდისციპლინის განვითარება ზემოთ აღნიშნული უარყოფითი მოვლენების გარეშე. იქნებ  უმჯობესია,არასოდეს  შევაქოთ  მოსწავლე?

სულაც არა. ერთ-ერთი მეთოდი ამ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად არის მთელი ჯგუფის შექება ან დაჯილდოება მაშინ, როდესაც ჭეშმარიტად იმსახურებს ამას.

მაგალითები:

  • ეს ჯგუფი სწრაფად ვითარდება. მე ვაფასებ ამას. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენთან მუშაობა;
  • რა კარგი ჯგუფი ხართ! მიუხედავად იმისა, რომ მასალა რთული იყო, თქვენ მაინც დაძლიეთ ის. მოხიბლული ვარ თქვენი შეუპოვრობით;
  • ჩვენ ზუსტად ჩავეტიეთ დროში! დიდი მადლობა ამისთვის;
  • ეს ყველაზე ძლიერი გუნდია. ხომ ასეა?
  • მოდი, ვიამაყოთ იმით, რაც დღეს შევძელით;
  • თქვენ ძალიან კარგად მუშაობთ ერთად! მე უკვე მოვახსენე სკოლის დირექტორს,

რა კარგები ხართ ყველანი;

  • თქვენი კლასი იმდენად კარგად სწავლობს, რომ დღეს მე გიმასპინძლდებით

ყველას.

სტრატეგია 5 შეცდომებზე  ჩუმი  რეაგირება

მიზანი: მოსწავლის შეცდომებზე არაპროდუქტიული რეაქციის თავიდან აცილება

აღწერა: შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მოგვიანებით განხილვა ან გამოსწორება

ზოგჯერ საუკეთესო რეაქცია შეცდომაზე ჩუმი რეაგირება და მისი მოგვიანებით განხილვა ან გამოსწორებაა.

 მაგალითად:

  • გიორგი კლასის წინაშე აკეთებს თავისი სამუშაოს ანგარიშს. საუბრის დროს ის რამდენჯერმე უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას. ამ შეცდომაზე რეაგირება უმჯობესია ანგარიშის დასრულების შემდეგ იმგვარად, რომ სხვებმა „არ გაიგონ“.
  • მოსწავლე აბარებს მასწავლებელს საშინაო დავალებას, რომელშიც რამდენჯერმე მეორდება შეცდომა ერთი და იმავე სიტყვის მართლწერაში. მოვნიშნოთ თუ არა ეს შეცდომა? თუ შეცდომას მოვნიშნავთ, ამ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს ორგვარი შედეგი:

1)რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მოსწავლე მაინც არ გამოასწორებს ამ სიტყვის მართლწერას.

2) მოსწავლეს ნაკლებად გაუჩნდება სურვილი, გამოიყენოს ეს სიტყვა ნაწერებში.

შეცდომის რვეულში მონიშვნის ნაცვლად, უმჯობესია, დავიმახსოვროთ ის და გაკვეთილზე ზოგადად განვიხილოთ. თუმცა შეცდომებზე ჩუმი რეაგირება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის. საერთოდ, მოსწავლეები წინააღმდეგი არ არიან, მათი შეცდომები მასწავლებელმა მონიშნოს რვეულში. თუმცა, როცა ამაში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ჩუმი რეაგირების სტრატეგიას. ეს უფრო უსაფრთხოა.

სტრატეგიაშეკითხვა  შეგიძლია…?“

მიზანი: მოსწავლისთვის შეკითხვის იმგვარად დასმა, რომ შემცირდეს მისი ღირსების

შელახვის ალბათობა

აღწერა: იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ მოვთხოვოთ პასუხი, მოსწავლეებს ჯერ ვეკითხებით,

შეუძლიათ თუ არა შეკითხვაზე პასუხის გაცემა. იმისთვის, რომ უკეთ ჩაწვდეთ ამ სტრატეგიის არსს, ერთმანეთს შევადაროთ შემდეგი  შეკითხვები:

„შეგიძლიათ მითხრათ, რას გულისხმობთ?“

„რას გულისხმობთ?“

„შეგიძლიათ მაგალითის მოყვანა?“

„რა არის ამის მაგალითი?“

„შეგიძლიათ მითხრათ, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან?“

„რას იწვევს ეს?“

„შეგიძლიათ დაასახელოთ  ილინოისის შტატის დედაქალაქი?“

„რომელია ილინოისის შტატის  დედაქალაქი?“

შეკითხვის დასმის დროს ამ სიტყვის – „შეგიძლიათ?“ – გამოყენება ნაკლებად შელახავს მოსწავლეთა ღირსებას. როდესაც მათ არ იციან პასუხი, ამას თავისუფლად ამბობენ და არ ცდილობენ  შემთხვევითი ვერსიის შეთხზვას. მოსწავლეებს ადვილად შეუძლიათ თქვან: „არა, არ შემიძლია“. ამგვარი შეკითხვების გამოყენების დროს მასწავლებელიც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან დარწმუნებულია, რომ მოსწავლეს კლასის წინაშე ღირსება არ შეელახება იმ შემთხვევაშიც კი, თუ პასუხი არ აქვს.

სტრატეგია 7 გულახდილიმე ვაფასებ

მიზანი: შევახსენოთ მოსწავლეებს, რომ თითოეულ მათგანს ერთი ზრდასრული ადამიანი

მაინც სცემს პატივს.

აღწერა: მოსწავლეებს ვეუბნებით, თუ რას ვცემთ პატივს მათში. როდესაც მოსწავლე შეკითხვას სწორად პასუხობს და გვსურს, რომ შევაქოთ, ვეუბნებით: „ყოჩაღ!“ გაითვალისწინეთ, რომ ეს ფრაზა განკუთვნილია მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, ანუ მასწავლებელი პატივს სცემს რომელიმე კონკრეტული მოსწავლის ძალისხმევას. შეგვიძლია მივმართოთ სხვანაირად: „დამატებით ქულას გიწერ ამ პასუხისთვის“. ამ შემთხვევაში აქცენტი გადატანილია არა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, არამედ მის გასამრჯელოზე.

კიდევ ერთი მიდგომა: „მე ვაფასებ, თუ როგორ ჩამოაყალიბე პასუხი“. ამ ფრაზით კი არ ვაქებთ მოსწავლეს, არამედ გამოვხატავთ გულწრფელ პატივისცემას. ეს არის გულახდილი განცხადება და არა – ბანალური ან გაზვიადებული ფრაზა.

ქვემოთ მოცემულია გულწრფელი პატივისცემის გამომხატველი ფრაზები:

  • უღრმესი მადლობა;
  • მე ვაფასებ ამას;
  • მე მომწონს თქვენი განაცხადი;
  • უდიდესი სიამოვნება მომანიჭა თქვენმა გამოსვლამ;
  • კარგია, რომ დამისვით ეს შეკითხვა;
  • ეს ღიმილს მგვრის;
  • დიდი მადლობა, რომ სცადეთ;
  • მომეწონა თქვენი გამოხედვა, როდესაც ამას აკეთებდით.

შექებისა და დაჯილდოებისგან განსხვავებით, გულახდილი პატივისცემის გამომხატველი ფრაზები ნაკლებად მანიპულაციური, განსჯითი და მექანიკურია. თუ მოსწავლე სამართლიანად იმსახურებს პატივისცემას, ეს კომენტარები იშვიათად იწვევს უარყოფით მოვლენებს. რაკი ნებისმიერ ადამიანს აქვს რაღაც, რაც პატივისცემას იმსახურებს, ამიტომ არც ერთი მოსწავლე არ უნდა უგულებელვყოთ კლასში და გამოვხატოთ გულახდილი პატივისცემა მათ  მიმართ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატივისცემა თანაბარი უნდა იყოს ყველა მოსწავლის მიმართ. ადრე თუ გვიან, ისინი მიხვდებიან, რომ ზოგიერთი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს. ეს ცხოვრებისეული რამაა, რასაც ვერ გავექცევით. პატივისცემის გამოხატვაში მცირე დისბალანსი სრულიად მისაღებია მოსწავლეებისთვის.

სტრატეგია 8 მე შენთან ვარ

მიზანი: მოსწავლეებს ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტო არ არიან.

აღწერა: მოსწავლისადმი მასწავლებლის თანაგრძნობა

  • შეიძლებოდა, რომ მეც იგივე შეცდომა მომსვლოდა;
  • მეც ანალოგიურად ვფიქრობ;
  • შემიძლია გითხრა, რომ ძალიან ღელავ ამ ანგარიშის თაობაზე;
  • ვფიქრობ, მესმის, როგორ გრძნობ ახლა თავს;
  • ძალიან სამწუხაროა;
  • მე მესმის, რატომაც გააკეთე ეს;
  • ვფიქრობ, შენთვის დიდებული დღე იყო.

ამ კომენტარების გზავნილი ნათელია: „შენ არ ხარ მარტო. მე შენთან ვარ. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები პიროვნება ხარ“.

სწავლა-სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგების მოქმედება იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ მოსწავლეების საუკეთესო უნარების განვითარებას. მნიშვნელოვანია მათი ღირსების, ენერგიის, საკუთარი თავის მართვის უნარის, სოციალურობისა და ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა. მათ უნდა შეძლონ ღირსეულად დაიცვან თავიანთი მოთხოვნები, შეასრულონ აღებული ვალდებულებები, ჰქონდეთ საკუთარი თავის მართვის უნარი, სოციალურობის შეგრძნება და მდიდარი ცნობიერება. ასეთი მონაცემებით და მისწრაფებებით ნებისმიერი ადამიანი მიაღწევს წარმატებას. მასწავლებლების მოვალეობაა, ყოველდღიური საქმიანობით ხელი შეუწყონ მოსწავლეების ყოველმხრივ განვითარებას. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ზომიერი, გაწონასწორებული გამოხმაურებები სხვადასხვა მიმართულებით:

ღირსება:

  • მე ნამდვილად ვაფასებ, რომ გამოავლინეთ თქვენი თავი;
  • აღფრთოვანებული ვარ თქვენი თავდაჯერებულობით;
  • მომეწონა, როგორც დაიცავით თქვენი მეგობარი;
  • მომეწონა, რომ, თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ეს ზუსტად ისეა, როგორც მე ვფიქრობ;
  • მე ვაფასებ, რომ თქვენ ხალხს თვალებში ჩახედეთ.

ენერგია:

  • მომწონს, რომ ამ საკითხზე დიდხანს ჩერდებით;
  • მომწონს, რომ იყენებთ თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს;
  • ვაფასებ თქვენს სისხარტეს;
  • მომწონს, როდესაც ენერგიულად ლაპარაკობთ;
  • მომწონს, რომ მაშინვე არ ნებდებით.

საკუთარი  თავის  მართვა:

  • მომწონს, როდესაც თქვენს ნამუშევრებს აკურატულად ალაგებთ;
  • მომწონს, როდესაც ადგენთ დროის განრიგს;
  • ვაფასებ თქვენს სისწრაფეს;
  • მომწონს თქვენი თვისება, როდესაც დაჟინებით მოითხოვთ იმას, რაც გჭირდებათ;
  • მომწონს, როდესაც საკუთარ თავზე ფიქრობთ;
  • მომწონს, რომ ითხოვთ დახმარებას, როცა გჭირდებათ.

სოციალურობა:

  • მომწონს, როდესაც თანაკლასელს დახმარების ხელს უწვდით;
  • მომწონს, რომ უფრო მეტს აკეთებთ, ვიდრე საუბრობთ თქვენი სამუშაოს შესახებ.

ცნობიერება:

  • დიდი მადლობა, რომ ყველაფერს გონივრულად აღიქვამთ;
  • დიდი მადლობა, რომ ისევ უთმობთ ყურადღებას ამ საკითხს;
  • დიდი მადლობა, რომ ყურადღებას არ აქცევთ გონების გამფანტავ ფაქტორებს.

მოსწავლის პრობლემური ქცევის მართვის ეფექტური და მარტივი ფორმულა

მწირი ლექსიკური მარაგის პრობლემის გადაჭრის გზები მოსწავლეებში – სავარჯიშოები მშობლებსა და პედაგოგებს

ერთად ვსწავლობთ კითხვას – სახალისო სავარჯიშოები სკოლის მოსწავლეებისთვის

წყარო: mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები –ტესტური დავალებების ნიმუშები საგნების მიხედვით

$
0
0

იხილეთ 2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები – ტესტური დავალებების ნიმუშები საგნების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურა

ისტორია

მათემატიკა

უცხოური ენები

ბიოლოგია

გეოგრაფია

ქიმია

ფიზიკა


29 მაისს ილიაუნიში მწერალ დიმიტრი გლუხოვსკის შეხვედრა გაიმართება

$
0
0

29 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, გამომცემლობის – “წიგნები ბათუმში” – ორგანიზებით, გაიმართება “მეტროს” ბესტსელერი ტრილოგიის ავტორის, დიმიტრი გლუხოვსკის, შეხვედრა მკითხველთან.

მწერალი ისაუბრებს თავის შემოქმედებაზე, უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს და გასცემს ავტოგრაფებს.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“.

დასწრება თავისუფალია.

2011–2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების საგამოცდო პროგრამები

$
0
0

იხილეთ 2011–2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურა

ქართული, როგორც მეორე ენა

მათემატიკა

ისტორია

გეოგრაფია

ბიოლოგია

ქიმია

ფიზიკა

უცხოური ენები

გორის უნივერსიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს

$
0
0

შიდა ქართლის იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის.

შეხვედრა წარიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ს.ს.ი.პ. იურიდიული დახმარების სამსახურს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

გორის უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრა ატარებდა საინფორმაციო ხასიათს, რომელიც შეეხებოდა როგორც იურიდიული დახმარების სამსახურს, მის ფუნქციონირებას ზოგადად, ისე იურიდიული დახმარების სამსახურში, მათ შორის შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში დანერგილ და მიმდინარე პროექტს იურიდიული კლინიკის შესახებ. საუბარი შეეხო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბაზაზე ფუნქციონირებადი სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკის დებულების ცალკეულ პუნქტებს, რომელიც განსაზღვრავს იურიდიულ კლინიკაში სტაჟირების წესსა და საფუძვლებს, თუ ვის, რა ვადით და როდის აქვს უფლება გაიარაოს სტაჟირება, რა საქმიანობის განხორციელება მოუწევს სტუდენტს სტაჟირებისას და ზოგადად რა მიზნებს ემსახურება იურიდიული კლინიკის პროექტი. სტაჟირების დაწყების შესახებ დამატებით ეცნობებათ სტუდენტებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში არსებული იურიდიული კლინიკის ყოფილი სტაჟიორები, რომლებმაც ისაუბრეს განვლილი სტაჟირების დეტალებზე.

2013-2014 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების საგამოცდო პროგრამები

$
0
0

2014-2015 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების საგამოცდო პროგრამა

$
0
0
Viewing all 14571 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>