ავტორი: ნანა სხილაძე, 186-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, მაგისტრატურის სტუდენტი განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე.
ხშირად მხვდება პოსტები, ‘როგორ უნდა დავწეროთ ინგლისურში ესსე?’ ვეცდები, რომ დეტალურად აგიხსნათ.
ესე უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 აბზაცისგან:
შესავალი (Introduction)
ძირითადი ნაწილი (Body Paragraph)
დასკვნა (Conclusion)
განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:
Introduction – შესავალი
მიზანი: წარმოადგინო თემა და მკაფიოდ დააფიქსირო შენი მოსაზრება.
გამოიყენე სიტყვები:
In my opinion – ჩემი აზრით
I believe that – მე მჯერა, რომ
From my point of view – ჩემი თვალსაზრისით
It seems to me that – ასე მეჩვენება
Nowadays… – დღესდღეობით…
Many people think that… – ბევრი ფიქრობს, რომ
The topic of… is widely discussed – თემა … ფართოდ განიხილება
მაგალითი:
In my opinion, learning English is one of the most important skills today.
Body Paragraph 1 – ძირითადი ნაწილი (პირველი აბზაცი)
მიზანი: წარმოადგინო პირველი არგუმენტი, ახსნა და მოიყვანო მაგალითი.
გამოიყენე სიტყვები:
Firstly – პირველ რიგში
First of all – ჯერ ერთი
One reason is that – ერთი მიზეზი ის არის, რომ
This is because… – ეს იმიტომ, რომ
As a result… – შედეგად…
For example / For instance – მაგალითად
This shows that… – ეს აჩვენებს, რომ
მაგალითი:
Firstly, English is the language of international communication. For example, people use it when traveling abroad.
Body Paragraph 2- ძირითადი ნაწილი (მეორე აბზაცი)
მიზანი: მეორე არგუმენტის წარმოდგენა და ამით შენი მოსაზრების კიდევ უფრო განმტკიცება.
გამოიყენე სიტყვები:
Secondly – მეორე
In addition – დამატებით
Moreover – უფრო მეტიც
Another reason is that… – კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ
Besides that – ამას გარდა
Furthermore – გარდა ამისა
Not only that, but also… – არა მხოლოდ ეს, არამედ…
მაგალითი:
Moreover, English opens the door to international culture and media.
Conclusion – დასკვნა
მიზანი: შეჯამება და შენი აზრის ხელახლა დაფიქსირება.
გამოიყენე სიტყვები:
To sum up – რომ შევაჯამოთ
In conclusion – დასასრულს
All in all – საბოლოო ჯამში
That is why I believe… – ამიტომაც მჯერა
For these reasons – ამ მიზეზების გამო
Taking everything into account – ყველაფრის გათვალისწინებით
მაგალითი:
In conclusion, learning English brings many benefits and helps people succeed in life.
Wishing you success in your journey!
ყველაფერს შეძლებთ!
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე